პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

გემტუ

Gemtu®

რეცეპტით1000მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება GEMTU-ს მოხმარების დაწყებამდე? 3. როგორ უნდა მოიხმარო GEMTU? 4. რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას? 5. GEMTU-ს შენახვის წესები. 1. რას წარმოადგენს GEMTU და რისთვის გამოიყენება? GEMTU წარმოადგენს ეფექტური ნივთიერების სახით ჰიდროქლორიდის შემცველ პრეპარატს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
გემციტაბინი (gemcitabine)
ფორმა და შეფუთვა
1000მგ/10მლ (100მგ/მლ) 10მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
Onko İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები
ATC კოდი
L01BC05
რეგისტრაციის ნომერი
რ-042282
რეგისტრირებულია
29 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 29 ოქტომბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნიუ ჯორჯია-555“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაგემტუ და სხვა წამალი ერთად

გემტუ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება GEMTU-ს მოხმარების დაწყებამდე?
  • როგორ უნდა მოიხმარო GEMTU?
  • რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას?
  • GEMTU-ს შენახვის წესები.
  • რას წარმოადგენს GEMTU და რისთვის გამოიყენება?

GEMTU წარმოადგენს ეფექტური ნივთიერების სახით ჰიდროქლორიდის შემცველ პრეპარატს.

GEMTU წარმოადგენს მინის ფლაკონში მოთავსებულ გამჭვირვალე, უფერო და მოყვითალო ფერის ხსნარს.

GEMTU წარმოდგენილია გასაყიდად ტეფლონით მოპირკეთებულ, კაუჩუკის საცობის და flipp-of იასამნისფერი სახურავის მქონე 10 მლ.-იან გამჭვირვალე და ფერადი I ტიპის მინის ფლაკონებში.

საავადმყოფო, ფარმაცევტი, ექთანი ან ექიმი გააზავებს GEMTU-ს სტერილური ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, გაატარებს მას აპრკში აი ან ტუმბოში და შეიყვანს მას ვენაში მილისა და ნემსის დახმარებით.

ამ პროცედურას ეწოდება ინტრავენური ინფუზია.

GEMTU არის ციტოტოქსიური პრეპარატი. ციტოტოქსიური პრეპარატები კლავს კიბოს და ყველა დაყოფილ უჯრედს.

GEMTU გამოიყენება შარდის ბუშტის კიბოს, ფილტვის კიბოს (მცირე ზომის უჯრედიანი დედლის ტიპის), პანკრეასის კიბოს, მკერდის კიბოს და საკვერცხის კიბოს მკურნალობის დროს.

თუ თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ეს მედიკამენტი სხვა მიზეზის გამო, მედიკამენტთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

  • GEMTU-ს მოხმარებამდე დასაცავი წესები

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში GEMTU-ს მოხმარება დაუშვებელია:

თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) გემციტაბინის ან GEMTU-ში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, იხილეთ დამხმარე ნივთიერებების სია).

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში GEMTU-ს მიღების დროს საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა:

ამ პრეპარატის ხანგრძლივმა ან მრავალჯერადმა ინფუზიამ (კვირაში ერთხელ) შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ჩვეენენები.

GEMTU და სხვა მრავალმა ციტოტოქსიურმა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ძვლის ტვინის უჯრედებზე. ეს უჯრედები ძალიან სწრაფად იყოფა სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნის გზით. GEMTU-ს მიღების დროს საჭიროა თქვენი სისხლის სინჯების აღება და თქვენი სისხლის თითოეული სხვადასხვა ტიპის (თრომბოციტები (რომლებიც არეგულირებს სისხლის შედედებას) სისხლის თეთრი უჯრედების ანალიზის ჩატარება.

თუ სისხლის უჯრედების რაოდენობა ძალიან დაბალია, თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება თქვენთვის დოზის შეცვლის ან მკურნალობის შეწყვეტის შესახებ. ძვლის ტვინის ახალი უჯრედების გამომუშავების დროს, სისხლის უჯრედების რაოდენობა გაიზრდება უმოკლესი დროის განმავლობაში.

თირკმლის ან ღვიძლის რაიმე დაავადების (ჰეპატიტი, ალკოჰოლიზმი, ღვიძლის კიბო) არსებობის შემთხვევაში. ვინაიდან ღვიძლი და თირკმელები უზრუნველყოფს თქვენი ორგანიზმიდან GEMTU-ს გამოდევნას, ამ ორგანოების ნორმალური მუშაობის შესამოწმებლად, საჭიროა ტესტის ჩატარება. საჭიროების შემთხვევაში, ტესტირების შედეგების მიხედვით თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ამ პრეპარატის მიღების შესახებ.

ეპილეფსიის შემთხვევაში.

დადგენილია გემციტაბინის ფილტვებზე გავლენის მოხდენის შემთხვევები. აზსეთი შემთხვევების მიზეზები უცნობია. შეიძლება წარმოიქმნას ფილტვების შეშუპების, ფილტვების საჰაერო გზების დაზიანების და სუნთქვის უკმარისობის გამომწვევი ფილტვების სერიოზული ანთების მაგვარი შემთხვევები. ზემოაღნიშნული ჩვენებების არსებობის შემთხვევაში, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის შეწყვეტის შესახებ. ნაადრევი დამხმარე მეთვალყურეობა ხელს შეუწყობს მდგომარეობის გამოსწორებას.

რის შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს:

თუ თქვენ გაქვთ ან ადრე გქონიათ ღვიძლის და გულ-სისხლძარღვთა დაავადება.

თუ ცოტა ხნის წინ ჩაგიტარებიათ რადიოთერაპია ან აპირებთ რადიოთერაპიის ჩატარებას.

თუ ცოტა ხნის წინ ჩაიტარეთ აცრა.

GEMTU-ს მიღების დროს და მიღებიდან 6 თვემდე ვადაში მამრობითი სქესის პაციენტები უნდა მოერიდონ მამობას. თუ თქვენ GEMTU-ის მიღების დროს და მიღებიდან 6 თვის განმავლობაში გსურთ გახდეთ მამა, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მკურნალობის დაწყებამდე შეიძლება მოითხოვოთ კონსულტაციის ჩატარება სპერმის შენახვასთან დაკავშირებით.

თუ ეს გაფრთხილებები წარსულში თქვენ გეხებოდათ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

GEMTU-ს საკვებ-სასმელთან ერთად მიღება

ეს პრეპარატი არანაირ გავლენას არ ახდენს საჭმელ-სასმელის მიღებაზე.

ფეხმძიმობა

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გემციტაბინი მავნე გავლენას ახდენს ფეხმძიმობაზე და ნაყოფზე.

თუ თქვენ ხართ ფეხმძიმედ ან გეგმავთ ფეხმძიმობას, GEMTU-ს მიღება არ არის რეკომენდირებული.

თუ პრეპარატის მიღების დროს, შეამჩნევთ რომ ხართ ფეხმძიმედ, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის მოხმარების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

GEMTU-ს დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია.

  • ძუძუთი კვების პერიოდში GEMTU-ით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

მანქანის ტარება და ხელსაწყოს მოხმარება

ვინაიდან ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ალკოჰოლს, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს მანქანის ტარების და ხელსაწყოს მოხმარების უნარზე.

თუ თავს დაღლილად გრძნობთ, მოერიდეთ სატრანსპორტო საშუალების ტარებას და ხელსაწყოს მოხმარებას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია GEMTU-ს შემცველობაში არსებული ზოგიერთი ნივთიერებების შესახებ

თუ თქვენ არ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა GEMTU-ს შემცველობაში არსებული სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რაიმე უარყოფითი ეფექტი არ არის მოსალოდნელი.

GEMTU შეიცავს 9,9 გ-მდე უწყლო ეთანოლს (44% a/h) მაქსიმალურ დღიურ დოზაზე (2250 მგ). ეს რაოდენობა შეესაბამება 250 მგ ლუდს და 100 მლ ღვინოს.

  • ამან შეიძლებ ზიანი მიაყენოს ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებს.
  • ორსულმა ან მეძუძურმა ქალებმა, ბავშვებმა და ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მაღალი რისკის მქონე პაციენტებმა ყურადღებით უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.
  • სამედიცინო პროდუქტის შემცველობაში შემავალი ალკოჰოლის რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს სხვა პრეპარატების ზემოქმედებასთან ერთად.
  • ამ სამედიცინო პროდუქტის შემცველობაში შემავალი ალკოჰოლის რაოდენობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მანქანის მართვის და სხვა მექანიზმების გამოყენების უნარზე.
  • გასათვალისწინებელია შესაძლო ეფექტები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მიაყენოს ცენტრალურ ნერვული სისტემას.

GEMTU შეიცავს 206 მგ (9.0 მმოლ) ნატრიუმს მაქსიმალურ დღიურ დოზაზე (2250 მგ). ეს გასათვალისწინებელია ნატრიუმის საკონტროლო დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის.

სხვა პრეპარატებთან ერთად მოხმარება

სიმსივნის ყველა ტიპისათვის GEMTU-ს უსაფრთხო გამოყენებისთვის რადიაციისთან დაკავშირებული დოზირების იდეალური რეჟიმი ჯერ არ არის დადგენილი.

თუ ამჟამად რეცეპტით ან ურეცეპტოდ იყენებთ ან წარსულში იყენებდით ამ პრეპარატს, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • GEMTU-ს მოხმარების წესი

ინსტრუქციები სათანადო მოხმარების და დოზის / მოხმარების სიხშირის შესახებ:

სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/შეყვანის სიხშირე: თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენი პრეპარატის დოზას თქვენი დაავადების სიმძიმის მიხედვით.

ჩვეულებრივი დოზა გამოითვლება როგორც 800-1250 მილიგრამი თქვენი სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე. თქვენი ექიმი ან ექთანი 30-60 წუთის განმავლობაში მოახდენს თქვენთვის საჭირო რაოდენობის შეყვანას.

  • ფილტვის და შარდის ბუშტის კიბო: იქნება შესვენება ორი ან სამი კვირის განმავლობაში საჭიროა კვირაში ერთი ინექციის შეყვანა და 2 კვირის შემდეგ შემდეგი კურსის გაგრძელება. GEMTU-ს გამოყენების დროს შესაძლებელია ცისპლატინის დამატება.
  • პანკრეასის კიბო: ინექციები ჩატარდება ყოველკვირეულად შვიდი კვირის განმავლობაში და 2 კვირის შემდეგ ჩატარდება შემდეგი კურსი. ორი კვირის შემდეგ კი სამი კვირის განმავლობაში GEMTU-ს ინექცია ჩატარდება კვირაში ერთხელ.
  • მკერდის კიბო: ორი კვირის განმავლობაში კვირაში ერთხელ ჩატარდება ერთი ინექცია, 2 კვირის შემდეგ კი ჩატარდება შემდეგი კურსი. GEMTU-ს გამოყენების დროს შესაძლებელია სხვა მედიკამენტების (პაკლიტაქსელის) დამატება.
  • საკვერცხის კიბო: ორი კვირის განმავლობაში კვირაში ერთხელ ჩატარდება ერთი ინექცია, 2 კვირის შემდეგ კი ჩატარდება შემდეგი კურსი. GEMTU-ს გამოყენების დროს შესაძლებელია კარბოპლატინის დამატება.

ქვემოთ აღნიშნულ სქემა მოცემულია ორი თანმიმდევრული „მკურნალობის კურსი“, ყოველი კურსი შედგება 3 ინექციისგან და 1 შესვენებისგან.

1-ლი კვირა

პირველი ინექცია

მე-2 კვირა

მეორე ინექცია

მე-3 კვირა

მესამე ინექცია

მკურნალობის 1-ლი კურსი

მე-4 კვირა

შესვენება

1-ლი კვირა

პირველი ინექცია

მე-2 კვირა

მეორე ინექცია

მკურნალობის 1-ლი კურსი

მე-3 კვირა

მესამე ინექცია

მე-4 კვირა

შესვენება

თქვენ შეიძლება ჩაგიტარდეთ ორზე მეტი „მკურნალობის კურსი“.

მოხმარების ხერხი და მეთოდი:

თქვენი ექთანი დაადგენს თქვენს სიმაღლეს და წონას და გამოთვლის თქვენი სხეულის ფართობს. ამ გაზომვების საფუძველზე. თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის შესაბამის დოზას თქვენი სხეულის ზომის მიხედვით.

GEMTU იხსნება სათანადო გამხსნელში გაზავების გზთ. დამზადებული ხსნარი 30 წუთის - 1 საათის განმავლობაში შეყვანილი უნდა იქნეს ვენაში პარკიდან ან ტუმბოდან ნემსის მეშვეობით. ამ პროცედურას უწოდებენ "ინტრავენურ ინფუზიას“.

თუ თქვენ მკურნალობთ კლინიკის გარეთ, არ უნდა გამოტოვოთ არც ერთი ვიზიტი.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვების მიერ მოხმარება:

ბავშვებისათვის GEMTU-ს მოხმარება არ არის რეკომენდირებული.

ხანდაზმული პირების მიერ მოხმარება:

ხანდაზმული პირებისათვის დოზის შეცვლის საჭიროებასთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულება არ არსებობს.

მოხმარების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმელების სუსტი და საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება მოითხოვოს მკურნალობის შეწყვეტა.

თქვენი ექიმის სხვა რჩევის გარეშე, დაიცავით წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციის წესები.

ნუ დაგავიწყდებათ პრეპარატის დროულად მიღება.

თქვენი მკურნალი ექიმი თქვენთვის დაადგენს GEMTU-ს საჭირო დოზას. პრეპარატის მიღების ნაადრევად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები.

თუ თქვენ შეამჩნევთ GEMTU-ს ძალიან ძლიერ ან სუსტ ეფექტს, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ღებულობთ GEMTU-ს საჭიროზე დიდი დოზით:

თუ თქვენ ღებულობთ GEMTU-ს საჭიროზე დიდი დოზით, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან GEMTU-ს შეყვანა განხორციელდება ექიმის ან ფარმაცევტის მიერ, პრეპარატის დიდი ოდენობით შეყვანა არ არის მიზანშეწონილი. ხოლო თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენთვის გამოყენებულია საჭიროზე დიდი დოზა, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ GEMTU-ს მიღება:

თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილება დავიწყებული დოზის შესახებ.

შემდეგი დოზის შეყვანის დროოს დაადგენს თქვენი ექიმი.

დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

GEMTU-ს მიღების დასრულების შემდეგ წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებები:

GEMTU-ს მიღების დასრულებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი დაავადების გაუარესება. ექიმის რჩევის გარეშე GEMTU-ს მიღების შეწყვეტა დაუშვებელია. GEMTU-ს მოხმარებასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორია მოსალოდნელი გვერდითი ჩვენებები?

ისევე, როგორც ყველა წამალი, GEMTU-ს შემცველობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ზოგიერთ პაციენტებს შეიძლება წარმოექმნათ გარკვეული გვერდითი ჩვენებები.

ქვემოთ აღნიშნული ერთ-ერთი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, შეწყვიტეთ GEMTU-ს მიღება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ თქვენთვის უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ალერგიული რეაქცია: ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების შეშუპება ან ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, განსაკუთრებით პირის ღრუში ან ყელში.

შეშუპება, რომელმაც შეიძლება გაართულოს სუნთქვა და გამონაყარი კანზე ან გაღიზიანება.

სიცხე ან ინფექცია: 38°C ან მეტი სიცხის, ოფლიანობის ან ინფექციის სხვა ნიშნების (სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის ნორმაზე დაბლა დაცემით გამოწვეული) არსებობის შემთხვევაში.

გულმკერდის არეში ტკივილს ან გულისცემის შეცვლის (აჩქარების ან არარეგულარული გულისცემის) შემთხვევაში.

გულისწასვლის შეგრძნების (დაბალი წნევის) არსებობის შემთხვევაში.

პირის ღრუში ტკივილის, სიწითლის, შეშუპების ან წყლულების არსებობის შემთხვევაში.

დაღლილობის, სისუსტის ან ქოშინის, ან სუნთქვის უკმარისობის, ან ფერმკრთალობის (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის ნორმაზე დაბლა დაცემასთან დაკავშირებით) შემთხვევაში.

შეუჩერებელი სისხლდენის (სისხლდენა ღრძილებში, ცხვირში ან პირში ან სხვა ადგილას), მოწითალო ან მოვარდისფრო შარდის გამოყოფის, აუხსნელი სისხლჩაქცევების (სისხლში თრომბოციტების (თრომბული უჯრედების) რაოდენობის ნორმაზე დაბლა დაცემასთან დაკავშირებით) შემთხვევაში.

სუნთქვის პრობლემების არსებობის შემთხვევაში.

კანზე გამონაყარის/ჭრილობის ან სიწითლის არსებობის შემთხვევაში.

ინექციის ადგილის ირგვლივ ქავილის ან შეშუპების არსებობის შემთხვევაში.

ადრინდელ პერიოდთან შედარებით შარდის უფრო ნაკლები ოდენობით გამოყოფის შემთხვევაში. შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის ნიშანი).

ყველა ზემოაღნიშნული ჩვენება წარმოადგენს საკმაოდ სერიოზულ გვერდით ჩვენებებს. ნებისმიერი ზემოაღნიშნული ჩვენების არსებობის შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია GEMTU-ს მიმართ. ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.

ძალიან გავრცელებული: შეიძლება აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე მეტს.

გავრცელებული: შეიძლება აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან შეიძლება აღენიშნებოდეს 1-დან 10-ს.

არ გავრცელებული: შეიძლება აღენიშნებოდეს 1,000 პაციენტიდან 1-დან 10-ს.

იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000 პაციენტიდან 1-დან 10-ს.

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს.

ამის მიხედვით, GEMTU-თი გამოწვეული გვერდითი ჩვენებები შეიძლება იყოს:

ძალიან გავრცელებული:

ჰემოგლობინის დაბალი დონე (ანემია),

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა,

სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობა,

სუნთქვის გაძნელება,

პირღებინება,

გულისრევა,

კანზე გამონაყარი - კანზე ალერგიული გამონაყარი (ხშირი ქავილი),

თ მის ცვენა,

ღვიძლის პრობლემები (გამოვლენილი სისხლის ანალიზის არანორმალური შედეგებით),

სისხლით შარდვა,

შარდის არანორმალური ანალიზები (ცილა შარდში),

სიცხის და გაციების მსგავსი სიმპტომები,

ხელის მაჯების, თითების, ფეხების და სახის დასიება (შეშუპება).

გავრცელებული:

სიცხე, რომელსაც თან ახლავს ლეიკოციტების ნორმაზე დაბალი რაოდენობა (ფებრილური ნეიტროპენია),

მადის დაკარგვა (ანორექსია),

თავის ტკივილი,

უძილობა,

ძილიანობა,

ხველა,

სურდო,

ყაბზობა,

დიარეა,

ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში,

ქავილი,

ოფლიანობა,

კუნთების ტკივილი,

ზურგის ტკივილი,

სიცხე,

სისუსტე, შემცივნება.

არ გავრცელებული:

ფილტვების სასუნთქი გზების დაზიანება (ინტერსტიციული პნევმონია),

ხიხინი (სასუნთქი გზების სპაზმი),

ფილტვების დაზიანება (გულმკერდის რენტგენი/სკანირების არანორმალური ჩვვენებები),

არარეგულარული გულისცემა (არითმია),

გულის უკმარისობა,

თირკმლის უკმარისობა,

ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით, ღვიძლის სერიოზული უკმარისობა,

ინსულტი.

იშვიათი:

გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი),

დაბალი არტერიული წნევა,

კანის აქერცვლა, წყლულის ან ბუშტუკების წარმოქმნა,

ინექციის ადგილის რეაქციები,

ფილტვების მძიმე ანთება, რომელიც იწვევს სუნთქვის უკმარისობას (მოზარდების რესპირატორული დისტრეს სინდრომი),

რადიაციის ასოციაცია, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას კანზე სხივური თერაპიით შედეგად (გამონაყარი, კანზე მზის ძლიერი დამწვრობის მაგვარი გამონაყარი),

სითხე ფილტვებში,

რადიაციული ტოქსიკურობა - ფილტვის საჰაერო გზების დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია სხივურ თერაპიასთან,

ხელ-ფეხის თითების განგრენა.

ძალიან იშვიათი:

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის ზრდა,

ჰიპერმგრძნობელობა/ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიურირეაქციები),

კანის აქერცვლა და კანზე ძლიერი ბუშტუკები,

მსხვილი ნაწლავის კედელში სისხლის ნაკადის შემცირებით გამოწვეული ანთება (იშემიური კოლიტი).

ამ გვერდითი ეფექტების სიხშირე და სიმძიმე მცირდება ან იზრდება მიღებული დოზის, პრეპარატის მიღების სიხშირის და მკურნალობის კურსებს შორის მედიკამენტების გარეშე გატარებული დროის მიხედვით.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გამოგიწეროთ წამალი რაიმე დისკომფორტის ან გამონაყარის მოსახსნელად.

თქვენ შეიძლება გქონდეთ რომელიმე ზემოაღნიშნული სიმპტომი და/ან ჩვენება.

ნებისმიერი ზემოაღნიშნული გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

გვერდითი ჩვენებების მოხსენება:

წინამდებარე ინსტრუქციაში გათვალისწინებული გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გარდა ამისა, წარმოქმნილ გვერდით ჩვენებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დააკლიკოთ www.titck.gov.tr ვებ გვერდზე არსებულ „წამლების გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების“ ლინკს ან დარეკოთ 0 800 314 00 08 ნომერზე თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) და აცნობოთ გვერდითი ჩვენებების შესახებ.

წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების დატოვების შემდეგ, თქვენ მოგეწოდებათ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენს მიერ მოხმარებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებების შეტყობინებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას თქვენს მიერ მიღებული წამლის უსაფრთხოების შესახებ.

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • GEMTU-ს შენახვა:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე თავის შეფუთვაში.

შეინახეთ პრეპარატი 250C-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში თავის ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ ადგილზე. არ გაყინოთ პრეპარატი. მოხმარებამდე საჭიროა მისი გაზავება.

ფლაკონების შემდეგ და მის გაზავებამდე

ფლაკონში მრავალჯერადი ნემსის შესვლა-გამოსვლის შემდეგ პრეპარატი ქიმიურად და ფიზიკურად სტაბილურია 28 დღის განმავლობაში 25°C გრადუსიანი ტემპერატურის პირობებში. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, გახსნილი ფლაკონები შეიძლება ინახებოდეს 25°C ტემპერატურის პირობებში მაქსიმუმ 28 დღის განმავლობაში. პასუხისმგებლობა შენახვის სხვა პერიოდებთან და პირობებთან დაკავშირებით ეკისრება მომხმარებელს.

გაზავების შემდეგ

ქიმიურად და ფიზიკურად 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის გამოყენებით გაზავებული პროდუქტი სტაბილურია 60 დღის განმავლობაში 2-8°C ტემპერატურის პირობებში.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. მისი დაუყოვნებლივ არ გამოყენების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მისი შენახვის დროზე და პირობებზე ეკისრება მომხმარებელს. გაზავების არ შესრულების შემთხვევაში, კონტროლირებად და ვალიდირებული ასეპტიკურ პირობებში მისი შენახვა შესაძლებელია 2-8°C ტემპერატურის პირობებში მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში.

პრეპარატი მოხმარებული უნდა იქნეს მისი ბოლო ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე აღნიშნული ბოლო ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ GEMTU-ს მოხმარება დაუშვებელია.

შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში, GEMTU-ს მოხმარება არ არის რეკომენდირებული.

ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატების ნაგავში ჩაგდება არ არის რეკომენდირებული! გადაეცით პრეპარატები გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს შემგროვებელ სისტემას.

ყოველი სამედიცინო პროდუქტის მოხმარების შედეგად ცარიელი ტარის ნარჩენები წარმოადგენს „საშიშ ნარჩენებს“ და ამ ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს 02.04.2015 წლის N 29314 ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებული ნარჩენების მართვის დებულების შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ლიცენზიის მფლობელი:

სს „ონკო ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ“-ი

გებზეს ორგანიზებული სამრეწველო დასახლება,

მე-1700 ქუჩა N 1703/2, ჩაიროვა / ქოჯაიელი

ტელეფონი: 0850 250 66 56

ელ. ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი:

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცებულია 04/08/2018 წელს.

ქვემოთ აღნიშნული ინფორმაცია მოცემულია მედიკამენტის გამომყენებელი ჯანდაცვის პერსონალისთვის

GEMTU-ს წარმოადგენს მოსახმარებლად მომზადების მიზნით დადასტურებულ ერთი გამხსნელის და დამცავის არ შემცველ 0.9 %-იან (9 მგ/მლ) ნატრიუმ ქლორიდს. მოხმარებული უნდა იქნეს მხოლოდ გამხსნელი.

  • GEMTU-ს ინტრავენურად გადასხმისათვის მომზადების დროს, გამოიყენეთ ასეპტიკური ტექნიკა.
  • GEMTU წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო და მოყვითალო ფერის და 100 მგ. გემციტაბინის შემცველ კონცენტრირებულ ხსნარს. კონცენტრირებული ხსნარი უნდა გაზავდეს დამცავის არ შემცველ სტერილურ საინექციო 0.9 %-იან (9 მგ/მლ) ნატრიუმ ქლორიდის ხსნართან.
  • GEMTU-ს საჭიროს რული რაოდენობა უნდა განისაზღვროს პაციენტისპირადი საჭიროების მიხედვით და უნდა გაზავდეს 500 მლ. 0.9 %-იან (9 მგ/მლ) ნატრიუმ ქლორიდის ხსნარში. შემდეგი გაზავება შეიძლება შესრულებული იქნეს იმავე გამხსნელით. გაზავებული ხსნარი წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო და მოყვითალო ფერის ხსნარს.
  • გაზავებული ხსნარის მომზადების, შენახვის და მოხმარების დროს გამოყენებული უნდა იქნეს PVC-ის არ შემცველი მოწყობილობები.

საინექციო ხსნარის მომზადება

GEMTU-ს ყოველი მილილიტრი შეიცავს 100 მგ. გემციტაბინის შემცველ კონცენტრირებულ ხსნარს. მოხმარებამდე საჭიროა კონცენტრირებული ხსნარის გაზავება.

ფლაკონების საყინულეში შენახვის შემთხვევაში, მოხმარებამდე GEMTU-ს საჭირო რაოდენობა გამოყენებული უნდა იქნეს 20-25 წუთის შემდეგ. პაციენტის საჭიროების მიხედვით ოპტიმალური დოზის მისაღებად, შეიძლება საჭირო გახდეს ერთზე მეტი ფლაკონის გამოყენება.

იმისათვის, რომ GEMTU აეპტიკის სახით დავიდეს საჭირო რაოდენობამდე, საჭიროა დაყალიბებული შპრიცის გამოყენება.

GEMTU-ს საჭირო რაოდენობა აუცილებლად შეყვანილი უნდა იქნეს სულ …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

მოხმარების ინსტრუქცია

GEMTU ® 1000 მგ/10 მლ.- კონცენტრირებული საინფუზიო ხსნარი

ციტოტოქსიკური, სტერილური

გამოიყენება ვენაში შეყვანის გზით.

  • ეფექტური ნივთიერება: გემციტაბინი (ჰიდროქლორიდის სახით)

ყოველი ფლაკონი შეიცავს 1000 მგ. გემციტაბინის ტოლფას 1138.5 მგ. გემციტაბინის ჰიდროქლორიდს.

GEMTU-ს ყოველი 1 მლ. შეიცავს 100 მგ. გემციტაბინის ტოლფას 113.85 მგ. გემციტაბინის ჰიდროქლორიდს.

  • დამხმარე ნივთიერება (ნივთიერებები): მაკროგოლ 300, პროპილენ გლიკოლი, pH-ის მარეგულირებელი ნატრიუმ ჰიდროქსიდი და კონცენტრირებული ჰიდროქლორიდის მჟავა, უწყლო ეთანოლი და ნიტროგენი.

ამ პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოხმარების ინსტრუქცია, ვინაიდან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია. შემდგომში შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან წინამდებარე პრეპარატი პირადად თქვენთვის არის გამოწერილი, სხვა პირებისთვის მისი მიცემა დაუშვებელია.

წინამდებარე პრეპარატის მოხმარებისას ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვის დროს, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღების შესახებ.

დაიცავით წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში აღნიშნული წესები. ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადაჭარბება ან შემცირება დაუშვებელია.

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში მოცემულია ქვემოთ აღნიშნული სათაურები:

GEMTU-ს საჭირო რაოდენობა აუცილებლად შეყვანილი უნდა იქნეს სულ მცირე 500 მლ-იანი 0.9 %-იანი (9 მგ/მლ) ნატრიუმ ქლორიდის ხსნარის პარკში.

პარკის შემადგენლობის მორევა უნდა განხორციელდეს ხელით რხევითი მოძრაობის შესრულების ყ=გზით. დამატებითი გაზავება შეიძლება შესრულდეს იმავე გამხსნელის გამოყენების გზით.

მომზადებული საინექციო ხსნარი გამოყენებული უნდა იქნეს 2-80C-იანი ტემპერატურის პირობებში 24 საათის განმავლობაში. ისევე, როგორც ყველა პარენტერალური სამედიცინო პროდუქტები, GEMTU-ს მოხმარებამდე საჭიროა ფერის შეცვლის და ნაწილაკების შემოწმება. ნაწილაკების არსებობის შემთხვევაში, მისი მოხმარება დაუშვებელია.

GEMTU-ს საინექციო ხსნარი განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისათვის.

გამოუყენებელი ხსნარები უნდა გადააგდოთ.

გადაზიდვა

საინფუზიო ხსნარის მომზადების და გადაგდების დროს საჭიროა ციტოტოქსიკური პროდუქტების უსაფრთხოების ზომების მიღება. საინფუზიო ხსნარის გადაზიდვა უნდა განხორციელდეს სპეციალურ ტარაში დამცავი ხელთათმანების გამოყენებით. სპეციალური ტარის არ არსებობის შემთხვევაში, საჭიროა ნიღბის და დამცავ სათვალის გამოყენება.

მომზადებული ხსნარის თვალში მოხვედრის შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს თვალის სერიოზული გაღიზიანება. ამ შემთხვევაში საჭიროა თვალების წყლის უხვი რაოდენობით დაბანა. გაღიზიანების გაგრძელების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. ხსნარის კანზე მოხვედრის შემთხვევაში, საჭიროა კანის წყლის უხვი რაოდენობით დაბანა.

ინსტრუქცია განადგურების შესახებ:

ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატების ნაგავში ჩაგდება არ არის რეკომენდირებული! გადაეცით პრეპარატები გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს შემგროვებელ სისტემას.

ციტოტოქსიკური და ციტოსტატიკური სამედიცინო პროდუქტების მოხმარების შედეგად ცარიელი ტარის ნარჩენები წარმოადგენს „საშიშ ნარჩენებს“ და ამ ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს 02.04.2015 წლის N 29314 ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებული ნარჩენების მართვის დებულების შესაბამისად.

400KT03703

სს „პროექს ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ“-ი

სააფთიაქო სავაჭრო ქსელის ფილიალი

თათლისუს უბანი, ერსოის ქუჩა N 3, შიდა კარი N 2,

უმრანიე, სტამბოლი, ცენტრალური სარეგისტრაციო სისტემის N: 073309463300002

ალემდაღის საგადასახადო სამსახური: 733 094 6334

ახლავს შტამპი და ხელმოწერა

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა