პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

ბრონქობოსი

BRONCHOBOS®

ურეცეპტოდ125მგინსტრუქცია ქართულადბოსნია და ჰერცეგოვინა
რისთვის გამოიყენება

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფი შეიცავს პრეპარატ კარბოცისტეინს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. მუკოლიზურ საშუალებებს. ის ლორწოს ნაკლებად წებოვანს ხდის, რაც აადვილებს მის გამოყოფას ხველის დროს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კარბოცისტეინი (carbocisteine)
ფორმა და შეფუთვა
125მგ/5მლ 200მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
მწარმოებელი
Bosnalijek Pharmaceutical and Chemical Industry, Joint Stock Company, ბოსნია და ჰერცეგოვინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
ATC კოდი
R05CB03
რეგისტრაციის ნომერი
რ-046670
რეგისტრირებულია
12 ნოემბერი 2026, მოქმედებს 12 ნოემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bosnalijek Pharmaceutical and Chemical Industry, JSC (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბრონქობოსი და სხვა წამალი ერთად

ბრონქობოსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფი შეიცავს პრეპარატ კარბოცისტეინს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. მუკოლიზურ საშუალებებს. ის ლორწოს ნაკლებად წებოვანს ხდის, რაც აადვილებს მის გამოყოფას ხველის დროს.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფი გამოიყენება სასუნთქი გზების (რესპირატორული ტრაქტის) პრობლემების დროს, როდესაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ლორწო ან ლორწო ხდება ძალიან წებოვანი.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფი განკუთვნილია მხოლოდ ბავშვებისათვის.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად გამოყენების ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღების მეთოდი ბავშვებში

125 მგ/5 მლ სიროფი ბავშვმა უნდა გადაყლაპოს.

მედიკამენტის რაოდენობა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, არ უნდა შეცვალოს დოზა თვითნებურად და უნდა მიმართოს ექიმს.

დოზირება

2-5 წლის ასაკის ბავშვები

2,5 -5 მლ (1/2 -1 დოზატორი კოვზი ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფით) ოთხჯერ დღეში.

5-12 წლის ასაკის ბავშვები

10 მლ (2 დოზატორი კოვზი ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფით) სამჯერ დღეში.

12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებისათვის განკუთვნილია ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის დოზირებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს კოლოფში მოთავსებული დოზატორი კოვზი (5 მლ), რომელზეც არის 2.5 მლ ნიშნული. ერთი დოზატორი კოვზი ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფით შეიცავს 125 მგ კარბოცისტეინს.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის დოზის გადაჭარბებისას

ბავშვის მიერ დიდი რაოდენობით ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის მიღებისას საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა, რათა ექიმმა იცოდეს, თუ რომელი პრეპარატია მიღებული. ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის დოზის გადაჭარბებისას მოსალოდნელია, აღინიშნოს დისპეფსიური მოვლენები (კუჭ-ნაწლავის დარღვევები).

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის მიღების დავიწყებისას

დოზის გამოტოვებისას არ არის ღელვა საჭირო. საჭიროა მოცდა შემდეგი დოზის მიღების დრომდე. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

აქტიური პეპტიკური წყლულის მქონე პაციენტებში გამოყენება;

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფი უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

სიფრთხილის ზომები

დაუშვებელია ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის მიღება და საჭიროა პედიატრთან მიმართვა, თუ:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კარბოცისტეინის ან ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში). ალერგიული რეაქციის ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას;

თუ ბავშვი 2 წელზე ნაკლები ასაკისაა;

თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის ან ნაწლავების (წვრილი ნაწლავის) წყლული.

დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მედიკამენტის მიღებამდე, თუ:

პაციენტს აღენიშნება კუჭის ან ნაწლავების წყლული;

პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ კუჭიდან სისხლდენის გამოწვევა.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფი შეიცავს

ეთანოლი 96% (სპირტი). დოზირების ინსტრუქციის მიხედვით 2,5 მლ სიროფის მიღებისას ორგანიზმში ხვდება 62,5 მგ სპირტი, 5 მლ სიროფის მიღებისას ორგანიზმში ვდება 125 მგ სპირტი და 10 მლ სიროფის მიღებისას ორგანიზმში ხვდება 250 მგ სპირტი. ეს შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისათვის. ასევე, მხედველობაშია მისაღები ფეხმძიმე და მეძუძური პაციენტებისათვის, ბავშვებისა და მაღალი რისკის მქონე პაციენტებისათვის, როგორიცაა: ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები;

მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218) და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216). ორივე ინგრედიენტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები);

წითელი კოშენილი A (E124). შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია;

ნატრიუმი. ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს 5 მლ-ში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არის მონაცემები ხელმისაწვდომი კარბოცისტეინის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში. ორსულობის დროს კარბოცისტეინის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ დასკვნების გამოტანა ვერ ხერხდება. კარბოცისტეინი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.

ლაქტაცია

არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები კარბოცისტეინის არსებობის შესახებ ადამიანის რძეში, რძის წარმოქმნაზე ან სხვა ეფექტებზე ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვში. ძუძუთი კვების დროს კარბოცისტეინის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ დასკვნების გამოტანა ვერ ხერხდება. კარბოცისტეინი არ არის რეკომენდებული მეძუძურ ქალებში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ მედიკამენტს არ აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა:

თუ ბავშვს აღენიშნება ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას;

თუ ბავშვს კანზე აღინიშნება ბუშტუკების განვითარება ან სისხლდენა, მათ შორის, ტუჩების ირგვლივ, თვალებზე, პირის ღრუში, ცხვირში ან გარეთა სასქესო ორგანოებზე. შეიძლება ასევე აღინიშნებოდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები და ცხელება. ეს შეიძლება სტივენს-ჯონსონის სინდრომი იყოს;

სისხლიანი ღებინება ან შავი კუპრისფერი განავალი.

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა მძიმდება ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს:

გულისრევა და ღებინება;

ფაღარათი;

კუჭის ტკივილი.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

ჭარბი დოზა

კუჭის ამორეცხვა შეიძლება სასარგებლო იყოს, რომელსაც უნდა მოსდევდეს დაკვირვება. კუჭ-ნაწლავის დისპეფსია ყველაზე ხშირი სიმპტომია კარბოცისტეინის დოზის გადაჭარბების დროს.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა კარბოცისტეინი.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის ყოველი 5 მლ შეიცავს 125 მგ კარბოცისტეინს.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის სხვა დამხმარე ნივთიერებებია: გლიცეროლი 85%, ეთანოლი 96%, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის კარმელოზა, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), ლიმონმჟავის მონოჰიდრატი, ნატრიუმის საქარინი, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ჟოლოს არომატი, წითელი კოშენილი A (E124), გაწმენდილი წყალი.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფი არის გამჭვირვალე, ოდნავ წებოვანი ხსნარი, ჟოლოსფერი შეფერილობითა და ჟოლოს არომატით.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფი მოთავსებულია ბოთლში, რომელიც შეიცავს 200 მლ სიროფს. ორიგინალი შეფუთვა მოიცავს საზომ კოვზს მედიკამენტის სწორად მისაღებად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 30ºC ტემპერატურის ქვემოთ. დაუშვებელია გაყინვა.

შენახვის ვადა: 3 წელი

შენახვის ვადა პირველად გახსნის შემდეგ: 60 დღე

დაუშვებელია ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

რესპირატორული სისტემა, მუკოლიზური საშაულებები, ათქ კოდი: R05CB03

მოქმედების მექანიზმი

კარბოცისტეინმა (შ-კარბოქსიმეთილ L-ცისტეინი) ნორმალურ და ბრონქიტის მქონე ცხოველების მოდელებში გავლენა იქონია ლორწოს გლიკოპროტეინის, რომელიც გამოიყოფა რესპირატორულ ტრაქტში, ბუნებასა და რაოდენობაზე. ლორწოს მჟავა: ნეიტრალური გლიკოპროტეინის შეფარდების გაზრდა და სეროზული უჯრედების გარდაქმნა ლორწოვან უჯრედებად არის საწყისი პასუხი გაღიზიანებაზე და ჩვეულებრივ, მას მოსდევს ჰიპერსეკრეცია. ცხოველებში კარბოცისტეინის გამოყენებისას გამაღიაზიანებლების ზემოქმედების შემდეგ, ნაჩვენები იქნა, რომ გლიკოპროტეინის სეკრეცია რჩება ნორმის ფარგლებში; ზემოქმედების შემდეგ გამოყენება მიუთითებს, რომ ნორმის მდგომარეობაში დაბრუნება ჩქარდება. ადამიანებში კვლევებმა აჩვენა, რომ კარბოცისტეინი ამცირებს სვეტისებრი უჯრედების ჰიპერპლაზიას. ამრიგად, ნაჩვენები იქნა, რომ კარბოცისტეინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი დარღვევების მკურნალობაში, რომლებიც ხასიათდებიან ლორწოს ანომალური გამოყოფით.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

კარბოცისტეინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. წონასწორული კონცენტრაციის ლაბორატორიულ კვლევაში (7 დღე) კარბოცისტეინი 375 მგ მიიღებოდა 2 კაფსულის სახით 3-ჯერ დღეში ჯანმრთელ მოხალისეებში. მიღებულ იქნა შემდეგი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები:

პლაზმური მაჩვენებლები

საშუალო

ინტერვალი

T max (სთ)

  • 0
  • 0 - 3.0

T 1/2 (სთ)

  • 87
  • 4 - 2.5

KEL (სთ-1)

  • 387
  • 28 - 0.50

AUC0-7.5 (მკგ.სთ.მლ-1)

  • 26
  • 0 - 62.4

მიღებული ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები

საშუალო

ინტერვალი

  • CLs (ლ.სთ-1)
  • 2

-

CLs (მლ.სთ-1)

331

-

VD (ლ)

105.2

-

VD (ლ.კგ-1)

1/75

-

  • გამოთვლილია დოზიდან კვლევის მე-7 დღისთვის

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ბრონქობოსი® 125 მგ/5 მლ სიროფი

კარბოცისტეინი

საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მედიკამენტის შეძენა შესაძლებელია ექიმის რეცეპტის გარეშე. საჭიროა გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული მითითებების დაცვა მედიკამენტით მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის მიღებამდე;

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფი და მისი გამოყენება

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფი შეიცავს პრეპარატ კარბოცისტეინს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. მუკოლიზურ საშუალებებს. ის ლორწოს ნაკლებად წებოვანს ხდის, რაც აადვილებს მის გამოყოფას ხველის დროს.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფი გამოიყენება სასუნთქი გზების (რესპირატორული ტრაქტის) პრობლემების დროს, როდესაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ლორწო ან ლორწო ხდება ძალიან წებოვანი.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფი განკუთვნილია მხოლოდ ბავშვებისათვის.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის მიღებამდე

დაუშვებელია ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის მიღება და საჭიროა პედიატრთან მიმართვა, თუ:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კარბოცისტეინის ან ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში). ალერგიული რეაქციის ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას;

თუ ბავშვი 2 წელზე ნაკლები ასაკისაა;

თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის ან ნაწლავების (წვრილი ნაწლავის) წყლული.

დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მედიკამენტის მიღებამდე, თუ:

პაციენტს აღენიშნება კუჭის ან ნაწლავების წყლული;

პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ კუჭიდან სისხლდენის გამოწვევა.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფი შეიცავს

ეთანოლი 96% (სპირტი). დოზირების ინსტრუქციის მიხედვით 2,5 მლ სიროფის მიღებისას ორგანიზმში ხვდება 62,5 მგ სპირტი, 5 მლ სიროფის მიღებისას ორგანიზმში ვდება 125 მგ სპირტი და 10 მლ სიროფის მიღებისას ორგანიზმში ხვდება 250 მგ სპირტი. ეს შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისათვის. ასევე, მხედველობაშია მისაღები ფეხმძიმე და მეძუძური პაციენტებისათვის, ბავშვებისა და მაღალი რისკის მქონე პაციენტებისათვის, როგორიცაა: ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები;

მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218) და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216). ორივე ინგრედიენტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები);

წითელი კოშენილი A (E124). შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია;

ნატრიუმი. ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს 5 მლ-ში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად გამოყენების ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღების მეთოდი ბავშვებში

125 მგ/5 მლ სიროფი ბავშვმა უნდა გადაყლაპოს.

მედიკამენტის რაოდენობა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე.

თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, არ უნდა შეცვალოს დოზა თვითნებურად და უნდა მიმართოს ექიმს.

დოზირება

2-5 წლის ასაკის ბავშვები

2,5 -5 მლ (1/2 -1 დოზატორი კოვზი ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფით) ოთხჯერ დღეში.

5-12 წლის ასაკის ბავშვები

10 მლ (2 დოზატორი კოვზი ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფით) სამჯერ დღეში.

12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებისათვის განკუთვნილია ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის დოზირებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს კოლოფში მოთავსებული დოზატორი კოვზი (5 მლ), რომელზეც არის 2.5 მლ ნიშნული. ერთი დოზატორი კოვზი ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფით შეიცავს 125 მგ კარბოცისტეინს.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის დოზის გადაჭარბებისას

ბავშვის მიერ დიდი რაოდენობით ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის მიღებისას საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა, რათა ექიმმა იცოდეს, თუ რომელი პრეპარატია მიღებული. ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის დოზის გადაჭარბებისას მოსალოდნელია, აღინიშნოს დისპეფსიური მოვლენები (კუჭ-ნაწლავის დარღვევები).

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის მიღების დავიწყებისას

დოზის გამოტოვებისას არ არის ღელვა საჭირო. საჭიროა მოცდა შემდეგი დოზის მიღების დრომდე. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა:

თუ ბავშვს აღენიშნება ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას;

თუ ბავშვს კანზე აღინიშნება ბუშტუკების განვითარება ან სისხლდენა, მათ შორის, ტუჩების ირგვლივ, თვალებზე, პირის ღრუში, ცხვირში ან გარეთა სასქესო ორგანოებზე. შეიძლება ასევე აღინიშნებოდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები და ცხელება. ეს შეიძლება სტივენს-ჯონსონის სინდრომი იყოს;

სისხლიანი ღებინება ან შავი კუპრისფერი განავალი.

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა მძიმდება ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს:

გულისრევა და ღებინება;

ფაღარათი;

კუჭის ტკივილი.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის შენახვის წესი

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 30ºC ტემპერატურის ქვემოთ. დაუშვებელია გაყინვა.

შენახვის ვადა: 3 წელი

შენახვის ვადა პირველად გახსნის შემდეგ: 60 დღე

დაუშვებელია ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფი

აქტიური ნივთიერებაა კარბოცისტეინი.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის ყოველი 5 მლ შეიცავს 125 მგ კარბოცისტეინს.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის სხვა დამხმარე ნივთიერებებია: გლიცეროლი 85%, ეთანოლი 96%, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის კარმელოზა, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), ლიმონმჟავის მონოჰიდრატი, ნატრიუმის საქარინი, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ჟოლოს არომატი, წითელი კოშენილი A (E124), გაწმენდილი წყალი.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფი არის გამჭვირვალე, ოდნავ წებოვანი ხსნარი, ჟოლოსფერი შეფერილობითა და ჟოლოს არომატით.

ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფი მოთავსებულია ბოთლში, რომელიც შეიცავს 200 მლ სიროფს. ორიგინალი შეფუთვა მოიცავს საზომ კოვზს მედიკამენტის სწორად მისაღებად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Join Stock Company, Sarajevo, Jukiceva 53, Bosnia and Herzogovina

ბოსნალიეკ, ფარმასიუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი, ჯოინ სთოქ ქომფანი, სარაევო, იუკიჩევა 53, ბოსნია და ჰერცეგოვინა

მწარმოებელი

Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Join Stock Company, Sarajevo, Jukiceva 53, Bosnia and Herzogovina

ბოსნალიეკ, ფარმასიუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი, ჯოინ სთოქ ქომფანი, სარაევო, იუკიჩევა 53, ბოსნია და ჰერცოგოვინა

ლიცენზიის ნომერი და თარიღი

ინსტრუქციის შესწორების თარიღი:

2026 წლის მაისი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა