პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

კასლიროლი

KASLIROL

ურეცეპტოდ250მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

კარბოცისტეინი წარმოადგენს მუკოლიზურ საშუალებას, რომელიც გამოიყენება რესპირატორული დაავადებების დამხმარე თერაპიის სახით, რომლებსაც თან ახლავს ბლანტი ლორწოს გამომუშავების მატება, მათ შორის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შემთხვევაშიც.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კარბოცისტეინი (carbocisteine)
ფორმა და შეფუთვა
250მგ/5მლ 100მლ სიროფი ყვითელი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
ATC კოდი
R05CB03
რეგისტრაციის ნომერი
რ-038207
რეგისტრირებულია
25 მაისი 2023, მოქმედებს 25 მაისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკასლიროლი და სხვა წამალი ერთად

კასლიროლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კარბოცისტეინი წარმოადგენს მუკოლიზურ საშუალებას, რომელიც გამოიყენება რესპირატორული დაავადებების დამხმარე თერაპიის სახით, რომლებსაც თან ახლავს ბლანტი ლორწოს გამომუშავების მატება, მათ შორის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შემთხვევაშიც.

მიღების წესი და დოზირება

ზრდასრულები, მათ შორის ხანდაზმული ასაკის პაციენტები

საწყისი დოზა შეადგენს 2250 მგ კარბოცისტეინს დღე-ღამეში, რომელიც გაყოფილია რამოდენიმე მიღებაზე. შემდეგ, როდესაც დამაკმაყოფილებელი პასუხი მიიღწევა, დოზა მცირდება 1500 მგ-მდე დღე-ღამეში, რომელიც გაყოფილია რამოდენიმე მიღებაზე. ასე რომ, მკურნალობის დასაწყისში ინიშნება 15 მლ სიროფი 3-ჯერ დღე-ღამეში, შემდეგ დოზა თანდათან მცირდება 10 მლ-მდე 3-ჯერ დღე-ღამეში.

ბავშვები

2-5 წლის ასაკის ბავშვები: 1,25-2,5 მლ 4-ჯერ დღე-ღამეში.

5-12 წლის ასაკის ბავშვები: 5 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში.

მიღების წესი

პრეპარატი განკუთვნილია შინაგანი მიღებისთვის.

სიროფის დოზირებისთვის გამოიყენეთ საზომი ჭიქა, რომელიც არის შეფუთვაში.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მწვავე ფაზაში;
  • ბავშვთა ასაკი 2 წლამდე.

სიფრთხილის ზომები

საჭიროა სიფრთხილის დაცვა ამ პრეპარატის გამოყენების დროს ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ანამნეზში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარების რისკს. კუჭ-ნაწლავის სისხლდენის გავნვითარების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს საქაროზას (1,5 გ საქაროზა 5 მლ სიროფში). ამიტომ, პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებიც ხასიათდება ფრუქტოზის აუტანლობით, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით ან საქარაზა-იზომალტაზას უკმარისობით არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო საშუალება.

პრეპარატი შეიცავს კონსერვანტს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული).

პრეპარატი შეიცავს 55,72 მგ ნატრიუმს 5 მლ სიროფში, რაც ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო მოხმარების 2,79%-ს ექვივალენტია (2,0 გ ნატრიუმი ზრდასრული ადამიანისთვის).

პრეპარატი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს )უმნიშვნელო რაოდენობით, 5 მლ-ში 100 მგ-ზე ნაკლებს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მონაცემები სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებარ არსებობს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ მოიპოვება მონაცემები ორსულ ქალებში კარბოცისტეინის გამოყენების შესახებ. ამიტომ, ორსულობის დროს კარბოცისტეინის გამოყენების უსაფრთხოების შეფასება შეუძლებელია. კარბოცისტეინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულ ქალებში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.

ლაქტაცია

არ არსებობს მონაცემები კარბოცისტეინის დედის რძეში გამოყოფისა და მისი გავლენის შესახებ დედის რძის წარმოებაზე და ჩვილზე. შეუძლებელია კარბოცისტეინის გამოყენების უსაფრთხოების შეფასება ძუძუთი კვების დროს.არ არის რეკომენდებული კარბოცისტეინის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კარბოცისტეინი არ ახდენს გავლენას ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე).

იმუნური სისტემის მხრივ

შემოსულია ინფორმაცია ანაფილაქსიური რეაქციების, ალერგიული კანისმიერი გამონაყარის და მდგრადი მედიკამენტოზური გამონაყარის შესახებ .

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

შემოსულია ინფორმაცია დიარეის, გულისრევის, მუცლის ღრუში დისკომფორტისა და კუჭ-ნაწლავის სისხლდენის შესახებ კარბოცისტეინის სიროფის სახით თერაპიის დროს.

სიხშირე უცნობია: ღებინება, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

იქნა მოწოდებული ინფორმაცია კანის გამონაყარის და ალერგიული კანის გამონაყარის შესახებ. ადგილი ჰქონდა ბულოზური დერმატიტის ცალკეული შემთხვევებს, ისეთების, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და მულტიფორმული ერითემა.

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღმოაჩნდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები დოზის გადაჭარბების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.

შემადგენლობა

5 მლ სიროფი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: კარბოცისტეინი 250 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ეთანოლი 96%, არომატიზატორი „კარამელი“,არომატიზატორი „რომი“,არომატიზატორი „დარიჩინი“, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი R05CB03

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბული)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

სასუნთქ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. ამოსახველებელი საშუალებები, იმ კომბინირებული პრეპარატების გარდა, რომლებიც შეიცავენ ხველის საწინააღმდეგო საშუალებებს. მუკოლიზური საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ჯანმრთელ ცხოველებსა და ბრონქიტით დაავადებულ ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში იყო ნაჩვენები, რომ კარბოცისტეინი ( S- კარბოქსიმეთილ- L- ცისტეინი) გავლენას ახდენს სასუნთქი გზების მიერ სეკრეტირებული მჟავე გლიკოპროტეინის მაჩვენებლებსა და რაოდენობაზე. ცნობილია, რომ მჟავე/ნეიტრალური გლიკოპროტეინის თანაფარდობის ზრდა და სეროზული უჯრედების ლორწოვან უჯრედებში მეტაბოლიზმი წარმოადგენს პირველად პასუხს გაღიზიანებაზე, რომელიც ნორმაში იცვლება ჰიპერსეკრეციით. კარბოცისტეინის გამოყენებამ ცხოველებში გამაღიზიანებელი ფაქტორების მოქმედების დროს გამოავლინა, რომ სეკრეტირებული გლიკოპროტეინი უცვლელი რჩება; კარბოცისტეინის დანიშვნამ გამღიზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების შემდეგ აჩვენა, რომ ნორმალურ მდგომარეობამდე დაბრუნების პროცესი დაჩქარებულია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ კარბოცისტეინი ამცირებს გობლეტის უჯრედების ჰიპერპლაზიას. გარდა ამისა, იყო ნაჩვენები, რომ კარბოცისტეინი თამაშობს გარკვეულ როლს იმ დაავადებების მკურნალობაში, რომლებიც ხასიათდება ატიპიური ნახველის სეკრეციით.

ფარმაკოკინეტიკა

კარბოცისტეინი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ინტრალაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც სტაციონარული წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა (მე-7 დღეს), ჯანმრთელი მოხალისეების მიერ კარბოცისტეინის 375 მგ კაფსულების სახით მიღების შემთხვევაში (2 კაფსულა 3-ჯერ დღეში), გამოვლინდა შემდეგი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები:

სისხლის პლაზმის მახასიათებლები

საშუალო მნიშვნელობა

დიაპაზონი

Tmax (სთ)

  • 0
  • 0-3.0

T½ (სთ)

  • 87
  • 4-2.5

K EL (სთ -1 )

  • 387

0,28-0,50

AUC 0-7.5 (მკგ .სთ.მლ -1 )

  • 26
  • 0-62.4

მიღებული

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები

საშუალო მნიშვნელობა

დიაპაზონი

  • CL S (ლ. სთ -1 )
  • 2

-

CL S (მლ .წთ -1 )

331

-

V D (ლ)

105.2

-

V D (ლ. კგ -1 )

1/75

-

  • გამოთვლილია კვლევის მე-7 დღის დოზის საფუძველზე

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

კასლიროლი

სავაჭრი დასახელება

კასლიროლი, Kaslirol

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

კარბოცისტეინი, Carbocisteine

სამკურნალო ფორმა

სიროფი.

აღწერა: გამჭვირვალე ხსნარი ღია ყავისფერიდან მოყავისფრო ფერამდე დარიჩინის დამახასიათებელი სუნით.

შემადგენლობა

5 მლ სიროფი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: კარბოცისტეინი 250 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ეთანოლი 96%, არომატიზატორი „კარამელი“,არომატიზატორი „რომი“,არომატიზატორი „დარიჩინი“, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი R05CB03

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სასუნთქ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. ამოსახველებელი საშუალებები, იმ კომბინირებული პრეპარატების გარდა, რომლებიც შეიცავენ ხველის საწინააღმდეგო საშუალებებს. მუკოლიზური საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ჯანმრთელ ცხოველებსა და ბრონქიტით დაავადებულ ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში იყო ნაჩვენები, რომ კარბოცისტეინი ( S- კარბოქსიმეთილ- L- ცისტეინი) გავლენას ახდენს სასუნთქი გზების მიერ სეკრეტირებული მჟავე გლიკოპროტეინის მაჩვენებლებსა და რაოდენობაზე. ცნობილია, რომ მჟავე/ნეიტრალური გლიკოპროტეინის თანაფარდობის ზრდა და სეროზული უჯრედების ლორწოვან უჯრედებში მეტაბოლიზმი წარმოადგენს პირველად პასუხს გაღიზიანებაზე, რომელიც ნორმაში იცვლება ჰიპერსეკრეციით. კარბოცისტეინის გამოყენებამ ცხოველებში გამაღიზიანებელი ფაქტორების მოქმედების დროს გამოავლინა, რომ სეკრეტირებული გლიკოპროტეინი უცვლელი რჩება; კარბოცისტეინის დანიშვნამ გამღიზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების შემდეგ აჩვენა, რომ ნორმალურ მდგომარეობამდე დაბრუნების პროცესი დაჩქარებულია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ კარბოცისტეინი ამცირებს გობლეტის უჯრედების ჰიპერპლაზიას. გარდა ამისა, იყო ნაჩვენები, რომ კარბოცისტეინი თამაშობს გარკვეულ როლს იმ დაავადებების მკურნალობაში, რომლებიც ხასიათდება ატიპიური ნახველის სეკრეციით.

ფარმაკოკინეტიკა

კარბოცისტეინი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ინტრალაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც სტაციონარული წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა (მე-7 დღეს), ჯანმრთელი მოხალისეების მიერ კარბოცისტეინის 375 მგ კაფსულების სახით მიღების შემთხვევაში (2 კაფსულა 3-ჯერ დღეში), გამოვლინდა შემდეგი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები:

სისხლის პლაზმის მახასიათებლები

საშუალო მნიშვნელობა

დიაპაზონი

Tmax (სთ)

  • 0
  • 0-3.0

T½ (სთ)

  • 87
  • 4-2.5

K EL (სთ -1 )

  • 387

0,28-0,50

AUC 0-7.5 (მკგ .სთ.მლ -1 )

  • 26
  • 0-62.4

მიღებული

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები

საშუალო მნიშვნელობა

დიაპაზონი

  • CL S (ლ. სთ -1 )
  • 2

-

CL S (მლ .წთ -1 )

331

-

V D (ლ)

105.2

-

V D (ლ. კგ -1 )

1/75

-

  • გამოთვლილია კვლევის მე-7 დღის დოზის საფუძველზე

გამოყენების ჩვენებები

კარბოცისტეინი წარმოადგენს მუკოლიზურ საშუალებას, რომელიც გამოიყენება რესპირატორული დაავადებების დამხმარე თერაპიის სახით, რომლებსაც თან ახლავს ბლანტი ლორწოს გამომუშავების მატება, მათ შორის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შემთხვევაშიც.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

ზრდასრულები, მათ შორის ხანდაზმული ასაკის პაციენტები

საწყისი დოზა შეადგენს 2250 მგ კარბოცისტეინს დღე-ღამეში, რომელიც გაყოფილია რამოდენიმე მიღებაზე. შემდეგ, როდესაც დამაკმაყოფილებელი პასუხი მიიღწევა, დოზა მცირდება 1500 მგ-მდე დღე-ღამეში, რომელიც გაყოფილია რამოდენიმე მიღებაზე. ასე რომ, მკურნალობის დასაწყისში ინიშნება 15 მლ სიროფი 3-ჯერ დღე-ღამეში, შემდეგ დოზა თანდათან მცირდება 10 მლ-მდე 3-ჯერ დღე-ღამეში.

ბავშვები

2-5 წლის ასაკის ბავშვები: 1,25-2,5 მლ 4-ჯერ დღე-ღამეში.

5-12 წლის ასაკის ბავშვები: 5 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში.

მიღების წესი

პრეპარატი განკუთვნილია შინაგანი მიღებისთვის.

სიროფის დოზირებისთვის გამოიყენეთ საზომი ჭიქა, რომელიც არის შეფუთვაში.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მწვავე ფაზაში;
  • ბავშვთა ასაკი 2 წლამდე.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე).

იმუნური სისტემის მხრივ

შემოსულია ინფორმაცია ანაფილაქსიური რეაქციების, ალერგიული კანისმიერი გამონაყარის და მდგრადი მედიკამენტოზური გამონაყარის შესახებ .

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

შემოსულია ინფორმაცია დიარეის, გულისრევის, მუცლის ღრუში დისკომფორტისა და კუჭ-ნაწლავის სისხლდენის შესახებ კარბოცისტეინის სიროფის სახით თერაპიის დროს.

სიხშირე უცნობია: ღებინება, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

იქნა მოწოდებული ინფორმაცია კანის გამონაყარის და ალერგიული კანის გამონაყარის შესახებ. ადგილი ჰქონდა ბულოზური დერმატიტის ცალკეული შემთხვევებს, ისეთების, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და მულტიფორმული ერითემა.

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღმოაჩნდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

საჭიროა სიფრთხილის დაცვა ამ პრეპარატის გამოყენების დროს ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ანამნეზში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარების რისკს. კუჭ-ნაწლავის სისხლდენის გავნვითარების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს საქაროზას (1,5 გ საქაროზა 5 მლ სიროფში). ამიტომ, პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებიც ხასიათდება ფრუქტოზის აუტანლობით, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით ან საქარაზა-იზომალტაზას უკმარისობით არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო საშუალება.

პრეპარატი შეიცავს კონსერვანტს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული).

პრეპარატი შეიცავს 55,72 მგ ნატრიუმს 5 მლ სიროფში, რაც ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო მოხმარების 2,79%-ს ექვივალენტია (2,0 გ ნატრიუმი ზრდასრული ადამიანისთვის).

პრეპარატი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს )უმნიშვნელო რაოდენობით, 5 მლ-ში 100 მგ-ზე ნაკლებს.

შეუთავსებლობა

ფოლკოდინთან ერთად პრეპარატის ერთობლივი გამოყენების დროს კარბოცისტეინი გამოიყოფა ხსნარიდან ნალექის სახით.

გავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

კარბოცისტეინი არ ახდენს გავლენას ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

არ მოიპოვება მონაცემები ორსულ ქალებში კარბოცისტეინის გამოყენების შესახებ. ამიტომ, ორსულობის დროს კარბოცისტეინის გამოყენების უსაფრთხოების შეფასება შეუძლებელია. კარბოცისტეინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულ ქალებში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.

ლაქტაცია

არ არსებობს მონაცემები კარბოცისტეინის დედის რძეში გამოყოფისა და მისი გავლენის შესახებ დედის რძის წარმოებაზე და ჩვილზე. შეუძლებელია კარბოცისტეინის გამოყენების უსაფრთხოების შეფასება ძუძუთი კვების დროს.არ არის რეკომენდებული კარბოცისტეინის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

მონაცემები სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებარ არსებობს.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები დოზის გადაჭარბების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.

გამოშვების ფორმა

100 მლ ან 200 მლ სიროფი ყვითელი ფერის მინის ფლაკონში, რომელსაც აქვს ხრახნიანი თავსახური.

1 ფლაკონი საზომ ჭიქასთან და სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბული)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა