ბრონქობოსი
BRONCHOBOS®
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი შეიცავს პრეპარატ კარბოცისტეინს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. მუკოლიზურ საშუალებებს. ის ლორწოს ნაკლებად წებოვანს ხდის, რაც აადვილებს მის გამოყოფას ხველის დროს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კარბოცისტეინი (carbocisteine)
- ფორმა და შეფუთვა
- 250მგ/5მლ 200მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
- მწარმოებელი
- Bosnalijek Pharmaceutical and Chemical Industry, Joint Stock Company, ბოსნია და ჰერცეგოვინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
- ATC კოდი
- R05CB03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046671
- რეგისტრირებულია
- 12 ნოემბერი 2026, მოქმედებს 12 ნოემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bosnalijek Pharmaceutical and Chemical Industry, JSC (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბრონქობოსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი შეიცავს პრეპარატ კარბოცისტეინს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. მუკოლიზურ საშუალებებს. ის ლორწოს ნაკლებად წებოვანს ხდის, რაც აადვილებს მის გამოყოფას ხველის დროს.
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი გამოიყენება სასუნთქი გზების (რესპირატორული ტრაქტის) პრობლემების დროს, როდესაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ლორწო ან ლორწო ხდება ძალიან წებოვანი.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად გამოყენების ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების მეთოდი
მედიკამენტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, არ უნდა შეცვალოს დოზა თვითნებურად და უნდა მიმართოს ექიმს.
დოზირება
ზრდასრულები (ხანდაზმულების ჩათვლით)
რეკომენდებული დოზაა 15 მლ (3 თამხლები კოვზი ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი) 3-ჯერ დღეში.
თუ სიმპტომები უმჯობესდება, დოზა შეიძლება შემცირდეს 10 მლ-მდე (2 თანმხლები კოვზი ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი) 3-ჯერ დღეში.
ბავშვები
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი განკუთვნილია 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებისათვის ზრდასრულებისათვის რეკომენდებული დოზებით.
12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილია ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფი.
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის დოზირებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს კოლოფში მოთავსებული დოზატორი კოვზი (5 მლ), რომელზეც არის 2.5 მლ ნიშნული. ერთი დოზატორი კოვზი ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ (5 მლ) სიროფით შეიცავს 250 მგ კარბოცისტეინს.
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის დოზის გადაჭარბებისას
დიდი რაოდენობით ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის მიღებისას საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა, რათა ექიმმა იცოდეს, თუ რომელი პრეპარატია მიღებული. ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის დოზის გადაჭარბებისას მოსალოდნელია, აღინიშნოს დისპეფსიური მოვლენები (კუჭ-ნაწლავის დარღვევები).
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის მიღების დავიწყებისას
დოზის გამოტოვებისას არ არის ღელვა საჭირო. საჭიროა მოცდა შემდეგი დოზის მიღების დრომდე. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
აქტიური პეპტიკური წყლულის მქონე პაციენტებში გამოყენება.
სიფრთხილის ზომები
დაუშვებელია ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის მიღება და საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კარბოცისტეინის ან ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში). ალერგიული რეაქციის ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას;
თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის ან ნაწლავების (წვრილი ნაწლავის) წყლული.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მედიკამენტის მიღებამდე, თუ:
პაციენტი ხანდაზმულია;
პაციენტს აღენიშნება კუჭის ან ნაწლავების წყლული;
პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ კუჭიდან სისხლდენის გამოწვევა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მედიკამენტის მიღებამდე:
თუ პაციენტი არის ორსულად, გეგმავს ორსულობას ან ფიქრობს, რომ არის ორსულად, ძუძუთი კვების ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
ორსულობის ან ძუძუთი კვების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი შეიცავს
ეთანოლი 96% (სპირტი). დოზირების ინსტრუქციის მიხედვით ყოველი მიღებისას (15 მლ) ორგანიზმში ხვდება 375 მგ სპირტი. ეს შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისათვის. ასევე, მხედველობაშია მისაღები ფეხმძიმე და მეძუძური პაციენტებისათვის, ბავშვებისა და მაღალი რისკის მქონე პაციენტებისათვის, როგორიცაა: ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები;
მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218) და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216). ორივე ინგრედიენტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები);
წითელი კოშენილი A (E124). შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია;
ნატრიუმი. ეს მედიკამენტი შეიცავს 1,629 მმოლ (37,475 მგ) ნატრიუმს 5 მლ-ში. ეს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ნატრიუმის შეზღუდული შემცველობის მიმღებ პაციენტებში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ მედიკამენტს არ აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა:
თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას;
თუ კანზე აღინიშნება ბუშტუკების განვითარება ან სისხლდენა, მათ შორის, ტუჩების ირგვლივ, თვალებზე, პირის ღრუში, ცხვირში ან გარეთა სასქესო ორგანოებზე. შეიძლება ასევე აღინიშნებოდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები და ცხელება. ეს შეიძლება სტივენს-ჯონსონის სინდრომი იყოს;
სისხლიანი ღებინება ან შავი კუპრისფერი განავალი.
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა მძიმდება ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს:
გულისრევა და ღებინება;
ფაღარათი;
კუჭის ტკივილი.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.
ჭარბი დოზა
კუჭის ამორეცხვა შეიძლება სასარგებლო იყოს, რომელსაც უნდა მოსდევდეს დაკვირვება. კუჭ-ნაწლავის დისპეფსია ყველაზე ხშირი სიმპტომია კარბოცისტეინის დოზის გადაჭარბების დროს.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა კარბოცისტეინი.
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის ყოველი 5 მლ შეიცავს 250 მგ კარბოცისტეინს.
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის სხვა დამხმარე ნივთიერებებია: გლიცეროლი 85%, ეთანოლი 96%, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის კარმელოზა, ლიმონმჟავის მონოჰიდრატი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), ნატრიუმის საქარინი, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ჟოლოს არომატი, წითელი კოშენილი A (E124), გაწმენდილი წყალი.
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი არის გამჭვირვალე, ოდნავ წებოვანი ხსნარი, ჟოლოსფერი შეფერილობითა და ჟოლოს არომატით.
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი მოთავსებულია ბოთლში, რომელიც შეიცავს 200 მლ სიროფს. ორიგინალი შეფუთვა მოიცავს საზომ კოვზს მედიკამენტის სწორად მისაღებად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 30ºC ტემპერატურის ქვემოთ. დაუშვებელია გაყინვა.
შენახვის ვადა: 3 წელი
შენახვის ვადა პირველად გახსნის შემდეგ: 60 დღე
დაუშვებელია ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რესპირატორული სისტემა, მუკოლიზური საშაულებები, ათქ კოდი: R05CB03
მოქმედების მექანიზმი
კარბოცისტეინმა (S-კარბოქსიმეთილ L-ცისტეინი) ნორმალურ და ბრონქიტის მქონე ცხოველების მოდელებში გავლენა იქონია ლორწოს გლიკოპროტეინის, რომელიც გამოიყოფა რესპირატორულ ტრაქტში, ბუნებასა და რაოდენობაზე. ლორწოს მჟავა: ნეიტრალური გლიკოპროტეინის შეფარდების გაზრდა და სეროზული უჯრედების გარდაქმნა ლორწოვან უჯრედებად არის საწყისი პასუხი გაღიზიანებაზე და ჩვეულებრივ, მას მოსდევს ჰიპერსეკრეცია. ცხოველებში კარბოცისტეინის გამოყენებისას გამაღიაზიანებლების ზემოქმედების შემდეგ, ნაჩვენები იქნა, რომ გლიკოპროტეინის სეკრეცია რჩება ნორმის ფარგლებში; ზემოქმედების შემდეგ გამოყენება მიუთითებს, რომ ნორმის მდგომარეობაში დაბრუნება ჩქარდება. ადამიანებში კვლევებმა აჩვენა, რომ კარბოცისტეინი ამცირებს სვეტისებრი უჯრედების ჰიპერპლაზიას. ამრიგად, ნაჩვენები იქნა, რომ კარბოცისტეინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი დარღვევების მკურნალობაში, რომლებიც ხასიათდებიან ლორწოს ანომალური გამოყოფით.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
კარბოცისტეინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. წონასწორული კონცენტრაციის ლაბორატორიულ კვლევაში (7 დღე) კარბოცისტეინი 375 მგ მიიღებოდა 2 კაფსულის სახით 3-ჯერ დღეში ჯანმრთელ მოხალისეებში. მიღებულ იქნა შემდეგი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები:
პლაზმური მაჩვენებლები
საშუალო
ინტერვალი
T max (სთ)
- 0
- 0 - 3.0
T 1/2 (სთ)
- 87
- 4 - 2.5
KEL (სთ-1)
- 387
- 28 - 0.50
AUC0-7.5 (მკგ.სთ.მლ-1)
- 26
- 0 - 62.4
მიღებული ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები
საშუალო
ინტერვალი
- CLs (ლ.სთ-1)
- 2
-
CLs (მლ.სთ-1)
331
-
VD (ლ)
105.2
-
VD (ლ.კგ-1)
1/75
-
- გამოთვლილია დოზიდან კვლევის მე-7 დღისთვის
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ბრონქობოსი® 250 მგ/5 მლ სიროფი
კარბოცისტეინი
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტის შეძენა შესაძლებელია ექიმის რეცეპტის გარეშე. საჭიროა გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული მითითებების დაცვა მედიკამენტით მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის მიღებამდე;
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი და მისი გამოყენება
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი შეიცავს პრეპარატ კარბოცისტეინს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. მუკოლიზურ საშუალებებს. ის ლორწოს ნაკლებად წებოვანს ხდის, რაც აადვილებს მის გამოყოფას ხველის დროს.
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი გამოიყენება სასუნთქი გზების (რესპირატორული ტრაქტის) პრობლემების დროს, როდესაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ლორწო ან ლორწო ხდება ძალიან წებოვანი.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის მიღებამდე
დაუშვებელია ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის მიღება და საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კარბოცისტეინის ან ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში). ალერგიული რეაქციის ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას;
თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის ან ნაწლავების (წვრილი ნაწლავის) წყლული.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მედიკამენტის მიღებამდე, თუ:
პაციენტი ხანდაზმულია;
პაციენტს აღენიშნება კუჭის ან ნაწლავების წყლული;
პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ კუჭიდან სისხლდენის გამოწვევა.
ორსულობა და ლაქტაცია
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მედიკამენტის მიღებამდე:
თუ პაციენტი არის ორსულად, გეგმავს ორსულობას ან ფიქრობს, რომ არის ორსულად, ძუძუთი კვების ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
ორსულობის ან ძუძუთი კვების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი შეიცავს
ეთანოლი 96% (სპირტი). დოზირების ინსტრუქციის მიხედვით ყოველი მიღებისას (15 მლ) ორგანიზმში ხვდება 375 მგ სპირტი. ეს შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისათვის. ასევე, მხედველობაშია მისაღები ფეხმძიმე და მეძუძური პაციენტებისათვის, ბავშვებისა და მაღალი რისკის მქონე პაციენტებისათვის, როგორიცაა: ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები;
მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218) და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216). ორივე ინგრედიენტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები);
წითელი კოშენილი A (E124). შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია;
ნატრიუმი. ეს მედიკამენტი შეიცავს 1,629 მმოლ (37,475 მგ) ნატრიუმს 5 მლ-ში. ეს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ნატრიუმის შეზღუდული შემცველობის მიმღებ პაციენტებში.
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად გამოყენების ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების მეთოდი
მედიკამენტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, არ უნდა შეცვალოს დოზა თვითნებურად და უნდა მიმართოს ექიმს.
დოზირება
ზრდასრულები (ხანდაზმულების ჩათვლით)
რეკომენდებული დოზაა 15 მლ (3 თამხლები კოვზი ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი) 3-ჯერ დღეში.
თუ სიმპტომები უმჯობესდება, დოზა შეიძლება შემცირდეს 10 მლ-მდე (2 თანმხლები კოვზი ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი) 3-ჯერ დღეში.
ბავშვები
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი განკუთვნილია 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებისათვის ზრდასრულებისათვის რეკომენდებული დოზებით.
12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილია ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფი.
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის დოზირებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს კოლოფში მოთავსებული დოზატორი კოვზი (5 მლ), რომელზეც არის 2.5 მლ ნიშნული. ერთი დოზატორი კოვზი ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ (5 მლ) სიროფით შეიცავს 250 მგ კარბოცისტეინს.
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის დოზის გადაჭარბებისას
დიდი რაოდენობით ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის მიღებისას საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა, რათა ექიმმა იცოდეს, თუ რომელი პრეპარატია მიღებული. ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის დოზის გადაჭარბებისას მოსალოდნელია, აღინიშნოს დისპეფსიური მოვლენები (კუჭ-ნაწლავის დარღვევები).
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის მიღების დავიწყებისას
დოზის გამოტოვებისას არ არის ღელვა საჭირო. საჭიროა მოცდა შემდეგი დოზის მიღების დრომდე. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა:
თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპებას;
თუ კანზე აღინიშნება ბუშტუკების განვითარება ან სისხლდენა, მათ შორის, ტუჩების ირგვლივ, თვალებზე, პირის ღრუში, ცხვირში ან გარეთა სასქესო ორგანოებზე. შეიძლება ასევე აღინიშნებოდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები და ცხელება. ეს შეიძლება სტივენს-ჯონსონის სინდრომი იყოს;
სისხლიანი ღებინება ან შავი კუპრისფერი განავალი.
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა მძიმდება ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს:
გულისრევა და ღებინება;
ფაღარათი;
კუჭის ტკივილი.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის შენახვის წესი
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 30ºC ტემპერატურის ქვემოთ. დაუშვებელია გაყინვა.
შენახვის ვადა: 3 წელი
შენახვის ვადა პირველად გახსნის შემდეგ: 60 დღე
დაუშვებელია ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი
აქტიური ნივთიერებაა კარბოცისტეინი.
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის ყოველი 5 მლ შეიცავს 250 მგ კარბოცისტეინს.
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის სხვა დამხმარე ნივთიერებებია: გლიცეროლი 85%, ეთანოლი 96%, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის კარმელოზა, ლიმონმჟავის მონოჰიდრატი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), ნატრიუმის საქარინი, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ჟოლოს არომატი, წითელი კოშენილი A (E124), გაწმენდილი წყალი.
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი არის გამჭვირვალე, ოდნავ წებოვანი ხსნარი, ჟოლოსფერი შეფერილობითა და ჟოლოს არომატით.
ბრონქობოსი 250 მგ/5 მლ სიროფი მოთავსებულია ბოთლში, რომელიც შეიცავს 200 მლ სიროფს. ორიგინალი შეფუთვა მოიცავს საზომ კოვზს მედიკამენტის სწორად მისაღებად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Join Stock Company, Sarajevo, Jukiceva 53, Bosnia and Herzogovina
ბოსნალიეკ, ფარმასიუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი, ჯოინ სთოქ ქომფანი, სარაევო, იუკიჩევა 53, ბოსნია და ჰერცეგოვინა
მწარმოებელი
Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Join Stock Company, Sarajevo, Jukiceva 53, Bosnia and Herzogovina
ბოსნალიეკ, ფარმასიუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი, ჯოინ სთოქ ქომფანი, სარაევო, იუკიჩევა 53, ბოსნია და ჰერცოგოვინა
ლიცენზიის ნომერი და თარიღი
ინსტრუქციის შესწორების თარიღი:
2026 წლის მაისი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



