ბრონქობოსი
BRONCHOBOS®
კარბოცისტეინი წარმოადგენს მუკოლიზურ საშუალებას, რომელიც გამოიყენება რესპირატორული ტრაქტის დაავადებების დამხმარე თერაპიისათვის, რომლებიც ხასიათდებიან ჭარბი ან წებოვანი ლორწოს წარმოქმნით.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კარბოცისტეინი (carbocisteine)
- ფორმა და შეფუთვა
- 375მგ მყარი კაფსულა №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Joint Stock Company, ბოსნია და ჰერცეგოვინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
- ATC კოდი
- R05CB03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040124
- რეგისტრირებულია
- 1 თებერვალი 2024, მოქმედებს 1 თებერვალი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Joint Stock Company (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბრონქობოსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კარბოცისტეინი წარმოადგენს მუკოლიზურ საშუალებას, რომელიც გამოიყენება რესპირატორული ტრაქტის დაავადებების დამხმარე თერაპიისათვის, რომლებიც ხასიათდებიან ჭარბი ან წებოვანი ლორწოს წარმოქმნით.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები ხანდაზმულების ჩათვლით
დოზირება დამოკიდებულია საწყის დღიურ დოზაზე - 2250 მგ კარბოცისტეინი გაყოფილი დოზებით, რომელიც დამაკმაყოფილებელი პასუხის მიიღწევის შემდეგ, ქვეითდება 1500 მგ-მდე დღეში, გაყოფილი დოზებით, მაგ.: ორი კაფსულა სამჯერ დღეში ქვეითდება ერთ კაფსულამდე ოთხჯერ დღეში.
პედიატრიული პოპულაცია
ეს ფორმულა არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის. ჩვეულებრივი დღიური დოზაა 20 მგ/კგ სხულის წონის გაყოფილი დოზებით. რეკომენდებულია, რომ ეს მიღწეულ იქნას ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფით.
მიღების მეთოდი
ბრონქობოსის მყარი კაფსულები განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1. პარაგრაფში ჩამოთვლილი სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
აქტიური პეპტიკური წყლულის მქონე პაციენტებში გამოყენება.
სიფრთხილის ზომები
სიფრთხილეა რეკომენდებული ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ან პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ კუჭ-ნაწლავის სისხლდენის გამოწვევა. თუ ვითარდება კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს.
ბრონქობოსი 375 მგ მყარი კაფსულები შეიცავს ნარინჯისფერ-ყვითელს (E110), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული ტიპის რეაქციები.
სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
არ არის მოწოდებული.
ფეხმძიმობა და ლაქტაცია
ფეხმძიმობა
არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები კარბოცისტეინის ფეხმძიმე ქალებში გამოყენების შესახებ, ამიტომ შეუძლებელია დასკვნის გამოტანა კარბოცისტეინის უსაფრთხოების შესახებ ფეხმძიმე ქალებში გამოყენებისას. კარბოცისტეინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულ ქალებში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.
ძუძუთი კვება
არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები კარბოცისტეინის დედის რძეში გამოყოფის, რძის წარმოქმნაზე გავლენის ან ჩვილზე ეფექტების შესახებ, ამიტომ შეუძლებელია დასკვნის გამოტანა კარბოცისტეინის უსაფრთხოების შესახებ ძუძუთი კვების დროს გამოყენებისას. კარბოცისტეინის გამოყენება მეძუძურ ქალებში არ არის რეკომენდებული.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ბრონქობოსს არ აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ მოცემულია სიხშირის შეფასება CIOMS-ის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან ≥1/10-მდე); არახშირი (≥1/1.000-დან ≥1/100-მდე); იშვიათი (≥1/10.000-დან ≥1/1.000-მდე); ძალიან იშვიათი (≤1/10.000); სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
აღწერილ იქნა ანაფილაქსიური რეაქციები, კანზე ალერგიული გამონაყარი და წამლისმიერი გამონაყარის შემთხვევები.
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
აღწერილ იქნა ფაღარათი, გულისრევა, ეპიგასტრიუმის არეში დისკომფორტი და გასტროინტესტინური სისხლდენა კარბოცისტეინით მკურნალობის დროს.
სიხშირე უცნობია: ღებინება, გასტროინტესტინური სისხლდენა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
აღწერილ იქნა კანზე გამონაყარი და კანზე ალერგიული გამონაყარი. ასევე, აღწერილ იქნა ბულოზური დერმატიტის იზოლირებული შემთხვევები, როგორიცაა: სტივენს-ჯონსონის სინდრომი და მულტიფორმული ერითემა.
სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება წამლის ლიცენზირების შემდეგ მნიშვნელოვანია მედიკამენტის უსაფრთხოების პროფილის სრული სურათის შესაქმნელად ან მედიკამენტის სარგებელი/რისკის უკეთ შესაფასებლად მისი თერაპიული გამოყენების დროს.
სავარაუდო გვერდითი რეაქციების შეტყობინების პროცესი ხელს უწყობს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის უწყვეტ მონიტორინგს, ასევე მისი უსაფრთხოების პროფილის ადექვატურ შეფასებას.
სამედიცინო სფეროს სპეციალისტებმა სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება უნდა გააკეთონ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით.
ჭარბი დოზა
კუჭის ამორეცხვა შეიძლება სასარგებლო იყოს, რომელსაც უნდა მოსდევდეს დაკვირვება. კუჭ-ნაწლავის დარღვევები ყველაზე ხშირი სიმპტომია კარბოცისტეინის დოზის გადაჭარბების დროს.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
ბრონქობოსის თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს: კარბოცისტეინი 375 მგ.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1.
შენახვის პირობები
36 თვე
შენახვის სპეციალური პირობები
ინახება 30ºC ტემპერატურის ქვემოთ.
შეფუთვის ფორმა და შემცველობა
პვქ/ალ ბლისტერი, რომელიც შეიცავს 10 კაფსულას, კოლოფში მოთავსებულია 3 ბლისტერი.
გამოყენებისა და მოხმარების ინსტრუქციები და გამოუყენებელი მედიკამენტის ან სხვა ნარჩენი მასალის უტილიზაციის სპეციალური ზომები
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ამოსახველებლები, გარდა ხველის სუპრესანტებთან კომბინაციისა. მუკოლიზური საშაულებები, ათქ კოდი: R05CB03
კარბოცისტეინმა (S-კარბოქსიმეთილ L-ცისტეინი) ნორმალურ და ბრონქიტის მქონე ცხოველების მოდელებში გავლენა იქონია ლორწოს გლიკოპროტეინის, რომელიც გამოიყოფა რესპირატორულ ტრაქტში, თვისებასა და რაოდენობაზე. ლორწოს მჟავა: ნეიტრალური გლიკოპროტეინის შეფარდების გაზრდა და სეროზული უჯრედების გარდაქმნა ლორწოვან უჯრედებად არის საწყისი პასუხი გაღიზიანებაზე და ჩვეულებრივ, მას მოსდევს ჰიპერსეკრეცია. გამაღიაზიანებლების ზემოქმედების შემდეგ ცხოველებში კარბოცისტეინის გამოყენებისას ნაჩვენები იქნა, რომ გლიკოპროტეინის სეკრეცია რჩება ნორმის ფარგლებში; ზემოქმედების შემდეგ გამოყენება მიუთითებს, რომ ნორმის მდგომარეობაში დაბრუნება ჩქარდება. ადამიანებში კვლევებმა აჩვენა, რომ კარბოცისტეინი ამცირებს ცილინდრული უჯრედების ჰიპერპლაზიას. ამრიგად, ნაჩვენები იქნა, რომ კარბოცისტეინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი დარღვევების მკურნალობაში, რომლებიც ხასიათდებიან ლორწოს პათოლოგიური გამოყოფით.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
კარბოცისტეინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. წონასწორული კონცენტრაციის ლაბორატორიულ კვლევაში (7 დღე) კარბოცისტეინი 375 მგ მიიღებოდა 2 კაფსულის სახით 3-ჯერ დღეში ჯანმრთელ მოხალისეებში. მიღებულ იქნა შემდეგი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები:
პლაზმური მაჩვენებლები
საშუალო
ინტერვალი
T max (სთ)
- 0
- 0 - 3.0
T 1/2 (სთ)
- 87
- 4 - 2.5
KEL (სთ-1)
- 387
- 28 - 0.50
AUC0-7.5 (მკგ.სთ.მლ-1)
- 26
- 0 - 62.4
მიღებული ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები
საშუალო
ინტერვალი
- CLs (ლ.სთ-1)
- 2
-
CLs (მლ.სთ-1)
331
-
VD (ლ)
105.2
-
VD (ლ.კგ-1)
1/75
-
- გამოთვლილია კვლევის მე-7 დღის დოზიდან
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ბრონქობოსი 375 მგ მყარი კაფსულები
- 3.1 პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება
სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება
ბრონქობოსი® 375 მგ მყარი კაფსულები
კარბოცისტეინი
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ბრონქობოსის თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს: კარბოცისტეინი 375 მგ.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1.
ფარმაცევტული ფორმა
მყარი კაფსულა
მოგრძო ფორმის მყარი ჟელატინის კაფსულები ზომით 0, რომელიც შედგება ყვითელი ფერის კორპუსისა და თავსახურისაგან. კაფსულა შეიცავს თეთრი ფერის ფხვნილს.
კლინიკური მახასიათებლები
თერაპიული ჩვენებები
კარბოცისტეინი წარმოადგენს მუკოლიზურ საშუალებას, რომელიც გამოიყენება რესპირატორული ტრაქტის დაავადებების დამხმარე თერაპიისათვის, რომლებიც ხასიათდებიან ჭარბი ან წებოვანი ლორწოს წარმოქმნით.
დოზირება და მიღების მეთოდი
დოზირება
მოზრდილები ხანდაზმულების ჩათვლით
დოზირება დამოკიდებულია საწყის დღიურ დოზაზე - 2250 მგ კარბოცისტეინი გაყოფილი დოზებით, რომელიც დამაკმაყოფილებელი პასუხის მიიღწევის შემდეგ, ქვეითდება 1500 მგ-მდე დღეში, გაყოფილი დოზებით, მაგ.: ორი კაფსულა სამჯერ დღეში ქვეითდება ერთ კაფსულამდე ოთხჯერ დღეში.
პედიატრიული პოპულაცია
ეს ფორმულა არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის. ჩვეულებრივი დღიური დოზაა 20 მგ/კგ სხულის წონის გაყოფილი დოზებით. რეკომენდებულია, რომ ეს მიღწეულ იქნას ბრონქობოსი 125 მგ/5 მლ სიროფით.
მიღების მეთოდი
ბრონქობოსის მყარი კაფსულები განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1. პარაგრაფში ჩამოთვლილი სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
აქტიური პეპტიკური წყლულის მქონე პაციენტებში გამოყენება.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
სიფრთხილეა რეკომენდებული ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ან პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ კუჭ-ნაწლავის სისხლდენის გამოწვევა. თუ ვითარდება კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს.
ბრონქობოსი 375 მგ მყარი კაფსულები შეიცავს ნარინჯისფერ-ყვითელს (E110), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული ტიპის რეაქციები.
სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
არ არის მოწოდებული.
ფეხმძიმობა და ლაქტაცია
ფეხმძიმობა
არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები კარბოცისტეინის ფეხმძიმე ქალებში გამოყენების შესახებ, ამიტომ შეუძლებელია დასკვნის გამოტანა კარბოცისტეინის უსაფრთხოების შესახებ ფეხმძიმე ქალებში გამოყენებისას. კარბოცისტეინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულ ქალებში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.
ძუძუთი კვება
არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები კარბოცისტეინის დედის რძეში გამოყოფის, რძის წარმოქმნაზე გავლენის ან ჩვილზე ეფექტების შესახებ, ამიტომ შეუძლებელია დასკვნის გამოტანა კარბოცისტეინის უსაფრთხოების შესახებ ძუძუთი კვების დროს გამოყენებისას. კარბოცისტეინის გამოყენება მეძუძურ ქალებში არ არის რეკომენდებული.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
ბრონქობოსს არ აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ მოცემულია სიხშირის შეფასება CIOMS-ის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან ≥1/10-მდე); არახშირი (≥1/1.000-დან ≥1/100-მდე); იშვიათი (≥1/10.000-დან ≥1/1.000-მდე); ძალიან იშვიათი (≤1/10.000); სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
აღწერილ იქნა ანაფილაქსიური რეაქციები, კანზე ალერგიული გამონაყარი და წამლისმიერი გამონაყარის შემთხვევები.
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
აღწერილ იქნა ფაღარათი, გულისრევა, ეპიგასტრიუმის არეში დისკომფორტი და გასტროინტესტინური სისხლდენა კარბოცისტეინით მკურნალობის დროს.
სიხშირე უცნობია: ღებინება, გასტროინტესტინური სისხლდენა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
აღწერილ იქნა კანზე გამონაყარი და კანზე ალერგიული გამონაყარი. ასევე, აღწერილ იქნა ბულოზური დერმატიტის იზოლირებული შემთხვევები, როგორიცაა: სტივენს-ჯონსონის სინდრომი და მულტიფორმული ერითემა.
სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება წამლის ლიცენზირების შემდეგ მნიშვნელოვანია მედიკამენტის უსაფრთხოების პროფილის სრული სურათის შესაქმნელად ან მედიკამენტის სარგებელი/რისკის უკეთ შესაფასებლად მისი თერაპიული გამოყენების დროს.
სავარაუდო გვერდითი რეაქციების შეტყობინების პროცესი ხელს უწყობს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის უწყვეტ მონიტორინგს, ასევე მისი უსაფრთხოების პროფილის ადექვატურ შეფასებას.
სამედიცინო სფეროს სპეციალისტებმა სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება უნდა გააკეთონ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით.
დოზის გადაჭარბება
კუჭის ამორეცხვა შეიძლება სასარგებლო იყოს, რომელსაც უნდა მოსდევდეს დაკვირვება. კუჭ-ნაწლავის დარღვევები ყველაზე ხშირი სიმპტომია კარბოცისტეინის დოზის გადაჭარბების დროს.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებლები, გარდა ხველის სუპრესანტებთან კომბინაციისა. მუკოლიზური საშაულებები, ათქ კოდი: R05CB03
კარბოცისტეინმა (S-კარბოქსიმეთილ L-ცისტეინი) ნორმალურ და ბრონქიტის მქონე ცხოველების მოდელებში გავლენა იქონია ლორწოს გლიკოპროტეინის, რომელიც გამოიყოფა რესპირატორულ ტრაქტში, თვისებასა და რაოდენობაზე. ლორწოს მჟავა: ნეიტრალური გლიკოპროტეინის შეფარდების გაზრდა და სეროზული უჯრედების გარდაქმნა ლორწოვან უჯრედებად არის საწყისი პასუხი გაღიზიანებაზე და ჩვეულებრივ, მას მოსდევს ჰიპერსეკრეცია. გამაღიაზიანებლების ზემოქმედების შემდეგ ცხოველებში კარბოცისტეინის გამოყენებისას ნაჩვენები იქნა, რომ გლიკოპროტეინის სეკრეცია რჩება ნორმის ფარგლებში; ზემოქმედების შემდეგ გამოყენება მიუთითებს, რომ ნორმის მდგომარეობაში დაბრუნება ჩქარდება. ადამიანებში კვლევებმა აჩვენა, რომ კარბოცისტეინი ამცირებს ცილინდრული უჯრედების ჰიპერპლაზიას. ამრიგად, ნაჩვენები იქნა, რომ კარბოცისტეინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი დარღვევების მკურნალობაში, რომლებიც ხასიათდებიან ლორწოს პათოლოგიური გამოყოფით.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
კარბოცისტეინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. წონასწორული კონცენტრაციის ლაბორატორიულ კვლევაში (7 დღე) კარბოცისტეინი 375 მგ მიიღებოდა 2 კაფსულის სახით 3-ჯერ დღეში ჯანმრთელ მოხალისეებში. მიღებულ იქნა შემდეგი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები:
პლაზმური მაჩვენებლები
საშუალო
ინტერვალი
T max (სთ)
- 0
- 0 - 3.0
T 1/2 (სთ)
- 87
- 4 - 2.5
KEL (სთ-1)
- 387
- 28 - 0.50
AUC0-7.5 (მკგ.სთ.მლ-1)
- 26
- 0 - 62.4
მიღებული ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები
საშუალო
ინტერვალი
- CLs (ლ.სთ-1)
- 2
-
CLs (მლ.სთ-1)
331
-
VD (ლ)
105.2
-
VD (ლ.კგ-1)
1/75
-
- გამოთვლილია კვლევის მე-7 დღის დოზიდან
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
არ არის ხელმისაწვდომი პრეკლინიკური მონაცემები, რომლებსაც მნიშვნელობა ექნებოდათ მედიკამენტის დანიშვნისას და რომლებიც განსხვავდება პროდუქტის მახასიათებლების შეჯამების სხვადასხვა პარაგრაფებში მოცემული ინფორმაციისაგან.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
სიმინდის სახამებელი
ჟელატინი
სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი
მაგნიუმის სტეარატი
მყარი ჟელატინის კაფსულა, ზომა # 0
მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
ტიტანის დიოქსიდი (E171)
ქინოლონის ყვითელი (E104)
ნარინჯისფერ-ყვითელი (E110)
ჟელატინი.
შეუთავსებლობა
არ არის მოწოდებული.
შენახვის ვადა
36 თვე
შენახვის სპეციალური პირობები
ინახება 30ºC ტემპერატურის ქვემოთ.
შეფუთვის ფორმა და შემცველობა
პვქ/ალ ბლისტერი, რომელიც შეიცავს 10 კაფსულას, კოლოფში მოთავსებულია 3 ბლისტერი.
გამოყენებისა და მოხმარების ინსტრუქციები და გამოუყენებელი მედიკამენტის ან სხვა ნარჩენი მასალის უტილიზაციის სპეციალური ზომები
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Bosnalijek JSC, Jukiceva 53, Sarajevo, Bosnia and Herzogovina
ბოსნალიეკ სს, იუკიჩევა 53, სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა
სავაჭრო ლიცენზიის ნომერი და თარიღი
ტექსტის შესწორების თარიღი
ივლისი, 2023 წელი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



