ბრონლესი
BRONLES®
- მოქმედი ნივთიერება
- carbocisteine
- ფორმა და შეფუთვა
- 375მგ მყარი კაფსულა №30
- მწარმოებელი
- Alkaloid AD Skopje, მაკედონია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
- ATC კოდი
- R05CB03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046364
- რეგისტრირებულია
- 24 სექტემბერი 2026, მოქმედებს 24 სექტემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- ნინო იმნაძე
ბრონლესი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ბრონლესის შენახვის პირობები
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
- რა არის ბრონლესი და რისთვის გამოიყენება
ბრონლესი 375 მგ მყარი კაფსულები (ფურცელ-ჩანართში მოხსენიებულია, როგორც „ბრონლესი“) შეიცავს სამკურნალო საშუალებას, კარბოცისტეინს. იგი მიეკუთვნება “მუკოლიტიკების” ჯგუფის პრეპარატებს. იგი ამცირებს ლორწოს (ნახველის) წებოვნებას და აადვილებს ამოხველებას. ბრონლესი გამოიყენება სუნთქვის (სასუნთქი გზების) პრობლემების დროს, როდესაც წარმოიქმნება ზედმეტი ლორწო ან ლორწო ძალიან წებოვანია.
მიმართეთ ექიმს თუ 5 დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება ან მდგომარეობა უარესდება.
- რა უნდა იცოდეთ ბრონლესის მიღებამდე
უკუჩვენებები
გაქვთ ალერგია კარბოცისტეინის ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის (მოცემულია ნაწილში 6) მიმართ. ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპება.
გაქვთ კუჭის ან ნაწლავის წყლული.
არ მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი ზემოთ მოცემული შემთხვევების დროს. თუ არ ხართ დარწმუნებული ბრონლესის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
ხანდაზმულ ასაკში ხართ.
გქონდათ კუჭის ან ნაწლავის წყლული.
ღებულობთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ კუჭიდან სისხლდენას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი არ არის რეკომენდებული ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ეს წამალი გავლენას არ ახდენს ან აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენებაზე.
ბრონლესი შეიცავს ნატრიუმს
მედიკამენტის თითოეული კაფსულა შეიცავს 1 მმოლ (23 მგ) -ზე ნაკლებ ნატრიუმს, რაც მიუთითებს, რომ არის ნატრიუმისგან არსებითად თავისუფალი.
გვერდითი მოვლენები
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ აცნობოთ
ბულგარეთის წამლის სააგენტოს
დამიან გრუევის ქ.8,
1303 სოფია,
ტელ: +359 2 8903417
ვებ გვერდი: www.bda.bg
გვერდითი ეფექტების დაფიქსირებით ხელს უწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებას.
- ბრონლესის შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის “EXP” გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის კარბოცისტეინი. თითო კაფსულა შეიცავს 375 მგ კარბოცისტეინს.
სხვა ინგრედიენტები:
კაფსულის შიგთავსი: მანითოლი; სიმინდის სახამებელი; ნატრიუმის კროსკარმელოზა; ნატრიუმის ლაურილსულფატი K12 ტიპის; კოლოიდური უწყლო სილიციუმი და მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსი: ჟელატინი; რკინის ოქსიდი წითელი E172; ტიტანის დიოქსიდი E171 და რკინის ოქსიდი ყვითელი E172.
როგორია ვიზუალურად ბრონლესი და რა შედის შეფუთვაში
ბრონლესი არის მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებულია ერთგვაროვანი თეთრი ფხვნილით. კაფსულის კორპუსი და თავსახური არის მკრთალი გაუმჭვირვალე ყვითელი ფერის. თითო კაფსულის ზომა არის დაახლოებით 19.4±0.3 მმ.
კაფსულები მოთავსებულია გამჭვირვალე პვქ/პვდქ/ალუმინის მყარი ფოლგის ბლისტერებში. თითო ბლისტერში 10 კაფსულაა.
შეფუთვის ზომები: 10, 20, 30, 50 ან 120 კაფსულა.
ყველა ზომის შეფუთვა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
ალკალოიდ-ინტ დ.ო.ო. (ALKALOID-INT d.o.o.)
სლანდროვას ქ.4, 1231 ლუბლიანა- ჩერნუჩე, სლოვენია
ტელ: +386 1 300 42 90
ფაქსი: +386 1 300 42 91
ელ-ფოსტა: [email protected]
აღნიშნული სამკურნალო საშუალება დაშვებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში:
ბულგარეთი: ბრონლესი 375 მგ მყარი კაფსულები (BRONLES 375 mg capsules, hard)
დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
(ჩრდილოეთ ირლანდია): კარბოცისტეინი 375 მგ მყარი კაფსულები (CARBOCISTEINE 375 mg Capsules, hard)
პოლონეთი: სტრეპსილსი ხველებისთვის (Strepsils na kaszel)
ხორვატია: ბრონლესი 375 მგ მყარი კაფსულები (BRONLES 375 mg tvrde kapsule)
ფურცელი-ჩანართის გადახედვის თარიღი
12/2023
[ხელმოწერილი, ბეჭედდასმული]
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ბრონლესი 375 მგ მყარი კაფსულები
(კარბოცისტეინი)
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ აღნიშნული ფურცელი-ჩანართის შესაბამისად ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ან რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.
მიმართეთ ექიმს თუ 5 დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება ან მდგომარეობა უარესდება.
ფურცელ-ჩანართში მოცემულია:
- რა არის ბრონლესი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ბრონლესის მიღებამდე
- ბრონლესის მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ბრონლესის შენახვის პირობები
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
- რა არის ბრონლესი და რისთვის გამოიყენება
ბრონლესი 375 მგ მყარი კაფსულები (ფურცელ-ჩანართში მოხსენიებულია, როგორც „ბრონლესი“) შეიცავს სამკურნალო საშუალებას, კარბოცისტეინს. იგი მიეკუთვნება “მუკოლიტიკების” ჯგუფის პრეპარატებს. იგი ამცირებს ლორწოს (ნახველის) წებოვნებას და აადვილებს ამოხველებას. ბრონლესი გამოიყენება სუნთქვის (სასუნთქი გზების) პრობლემების დროს, როდესაც წარმოიქმნება ზედმეტი ლორწო ან ლორწო ძალიან წებოვანია.
მიმართეთ ექიმს თუ 5 დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება ან მდგომარეობა უარესდება.
- რა უნდა იცოდეთ ბრონლესის მიღებამდე
არ მიიღოთ ბრონლესი, თუ:
გაქვთ ალერგია კარბოცისტეინის ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის (მოცემულია ნაწილში 6) მიმართ. ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპება.
გაქვთ კუჭის ან ნაწლავის წყლული.
არ მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი ზემოთ მოცემული შემთხვევების დროს. თუ არ ხართ დარწმუნებული ბრონლესის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
ხანდაზმულ ასაკში ხართ.
გქონდათ კუჭის ან ნაწლავის წყლული.
ღებულობთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ კუჭიდან სისხლდენას.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი არ არის რეკომენდებული ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ეს წამალი გავლენას არ ახდენს ან აქვს უმნიშვნელო გავლენა ავტომობილის მართვასა და მექანიზმების გამოყენებაზე.
ბრონლესი შეიცავს ნატრიუმს
მედიკამენტის თითოეული კაფსულა შეიცავს 1 მმოლ (23 მგ) -ზე ნაკლებ ნატრიუმს, რაც მიუთითებს, რომ არის ნატრიუმისგან არსებითად თავისუფალი.
- ბრონლესის მიღების წესი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ აღნიშნული ფურცელი-ჩანართის შესაბამისად ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული დააზუსტეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატი მიიღება პერორალურად. თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის ეფექტი ზედმეტად სუსტი ან ძლიერია, თვითნებურად არ შეცვალოთ დოზა, მიმართეთ ექიმს.
მოზრდილები და ხანდაზმულები
რეკომენდებული დოზა არის ორი კაფსულა დღეში 3-ჯერ. სიმპტომების გაუმჯობესების შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს ერთ კაფსულამდე, დღეში 4-ჯერ.
ბავშვები
ბრონლესი არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის.
მიმართეთ ექიმს თუ 5 დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება ან მდგომარეობა უარესდება.
თუ მიიღეთ ბრონლესის ჭარბი დოზა
თუ მიიღეთ ზედმეტი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს გადაუდებელი დახმრების სამსახურს. თან იქონიეთ პრეპარატის კოლოფი, რათა ექიმმა იცოდეს თუ რა მიიღეთ. ზედმეტი კაფსულების მიღებისას მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული დარღვევები (კუჭნაწლავის მოშლილობა).
თუ დაგავიწყდათ ბრონლესის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება არ ინერვიულოთ. დაელოდეთ შემდეგი დოზის მიღების დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციეტში.
შეწყვიტეთ ბრონლესის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს, თუ:
გაქვთ ალერგიული რეაქცია. მოსალოდნელი ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპება.
შენიშნავთ კანზე სითხიან ბუშტუკებს ან სისხლდენას, მათ შორის ტუჩების, თვალების, პირის, ცხვირის და სასქესო ორგანოების არეებში. ასევე მოსალოდნელია გრიპის მსგავსი სიმპტომები და ცხელება. ეს შესაძლოა იყოს “სტივენს ჯონსონის სინდრომი”.
აღინიშნა სისხლიანი ღებინება ან შავი კუპრისებრი განავალი.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გართულდება ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტ ხანს.
უცნობი: სიხშირე ვერ ისაზღვრება არსებული მონაცემების მიხედვით
ღებინება
დიარეა
ცუდად ყოფნა (გულისრევა)
დისკომფორტი მუცლის ზედა და შუა ნაწილში (ეპიგასტრიუმის დისკომფორტი)
თავის ტკივილი
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ აცნობოთ
ბულგარეთის წამლის სააგენტოს
დამიან გრუევის ქ.8,
1303 სოფია,
ტელ: +359 2 8903417
ვებ გვერდი: www.bda.bg
გვერდითი ეფექტების დაფიქსირებით ხელს უწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებას.
- ბრონლესის შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის “EXP” გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ბრონლესი
აქტიური ნივთიერება არის კარბოცისტეინი. თითო კაფსულა შეიცავს 375 მგ კარბოცისტეინს.
სხვა ინგრედიენტები:
კაფსულის შიგთავსი: მანითოლი; სიმინდის სახამებელი; ნატრიუმის კროსკარმელოზა; ნატრიუმის ლაურილსულფატი K12 ტიპის; კოლოიდური უწყლო სილიციუმი და მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსი: ჟელატინი; რკინის ოქსიდი წითელი E172; ტიტანის დიოქსიდი E171 და რკინის ოქსიდი ყვითელი E172.
როგორია ვიზუალურად ბრონლესი და რა შედის შეფუთვაში
ბრონლესი არის მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებულია ერთგვაროვანი თეთრი ფხვნილით. კაფსულის კორპუსი და თავსახური არის მკრთალი გაუმჭვირვალე ყვითელი ფერის. თითო კაფსულის ზომა არის დაახლოებით 19.4±0.3 მმ.
კაფსულები მოთავსებულია გამჭვირვალე პვქ/პვდქ/ალუმინის მყარი ფოლგის ბლისტერებში. თითო ბლისტერში 10 კაფსულაა.
შეფუთვის ზომები: 10, 20, 30, 50 ან 120 კაფსულა.
ყველა ზომის შეფუთვა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
ალკალოიდ-ინტ დ.ო.ო. (ALKALOID-INT d.o.o.)
სლანდროვას ქ.4, 1231 ლუბლიანა- ჩერნუჩე, სლოვენია
ტელ: +386 1 300 42 90
ფაქსი: +386 1 300 42 91
ელ-ფოსტა: [email protected]
აღნიშნული სამკურნალო საშუალება დაშვებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში:
ბულგარეთი: ბრონლესი 375 მგ მყარი კაფსულები (BRONLES 375 mg capsules, hard)
დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
(ჩრდილოეთ ირლანდია): კარბოცისტეინი 375 მგ მყარი კაფსულები (CARBOCISTEINE 375 mg Capsules, hard)
პოლონეთი: სტრეპსილსი ხველებისთვის (Strepsils na kaszel)
ხორვატია: ბრონლესი 375 მგ მყარი კაფსულები (BRONLES 375 mg tvrde kapsule)
ფურცელი-ჩანართის გადახედვის თარიღი
12/2023
[ხელმოწერილი, ბეჭედდასმული]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


