პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

ბრონლესი

BRONLES®

ურეცეპტოდ375მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

ბრონლესი 375 მგ მყარი კაფსულები (ფურცელ-ჩანართში მოხსენიებულია, როგორც „ბრონლესი“) შეიცავს სამკურნალო საშუალებას, კარბოცისტეინს. იგი მიეკუთვნება “მუკოლიტიკების” ჯგუფის პრეპარატებს. იგი ამცირებს ლორწოს (ნახველის) წებოვნებას და აადვილებს ამოხველებას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კარბოცისტეინი (carbocisteine)
ფორმა და შეფუთვა
375მგ მყარი კაფსულა №30
მწარმოებელი
ALKALOID-INT d.o.o., სლოვენია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველის და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
ATC კოდი
R05CB03
რეგისტრაციის ნომერი
რ-034118
რეგისტრირებულია
23 დეკემბერი 2021, მოქმედებს 23 დეკემბერი 2026-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
ნინო იმნაძე
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაბრონლესი და სხვა წამალი ერთად

ბრონლესი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბრონლესი 375 მგ მყარი კაფსულები (ფურცელ-ჩანართში მოხსენიებულია, როგორც „ბრონლესი“) შეიცავს სამკურნალო საშუალებას, კარბოცისტეინს. იგი მიეკუთვნება “მუკოლიტიკების” ჯგუფის პრეპარატებს. იგი ამცირებს ლორწოს (ნახველის) წებოვნებას და აადვილებს ამოხველებას. ბრონლესი გამოიყენება სასუნთქი გზების პრობლემების დროს, როდესაც წარმოიქმნება ზედმეტი ლორწო ან ლორწო ძალიან წებოვანია.

მიმართეთ ექიმს თუ 5 დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება ან მდგომარეობა უარესდება.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ აღნიშნული ფურცელი-ჩანართის შესაბამისად ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული დააზუსტეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

პრეპარატი მიიღება პერორალურად. თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის ეფექტი ზედმეტად სუსტი ან ძლიერია, თვითნებურად არ შეცვალოთ დოზა, მიმართეთ ექიმს.

მოზრდილები და ხანდაზმულები

რეკომენდებული დოზა არის ორი კაფსულა დღეში 3-ჯერ. სიმპტომების გაუმჯობესების შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს ერთ კაფსულამდე, დღეში 4-ჯერ.

ბავშვები

ბრონლესი 375 მგ მყარი კაფსულები არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის.

მიმართეთ ექიმს თუ 5 დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება ან მდგომარეობა უარესდება.

თუ მიიღეთ ბრონლესის ჭარბი დოზა

თუ მიიღეთ ზედმეტი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს გადაუდებელი დახმრების სამსახურს. თან იქონიეთ პრეპარატის კოლოფი, რათა ექიმმა იცოდეს თუ რა მიიღეთ. ზედმეტი კაფსულების მიღებისას მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული დარღვევები.

თუ დაგავიწყდათ ბრონლესის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება არ ინერვიულოთ. დაელოდეთ შემდეგი დოზის მიღების დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია კარბოცისტეინის ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის (მოცემულია ნაწილში 6) მიმართ. ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპება.

გაქვთ კუჭის ან ნაწლავის წყლული.

არ მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი ზემოთ მოცემული შემთხვევების დროს. თუ არ ხართ დარწმუნებული ბრონლესის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

ხანდაზმულ ასაკში ხართ.

გქონდათ კუჭის ან ნაწლავის წყლული.

ღებულობთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ კუჭიდან სისხლდენას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი არ მიიღება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში.

ბრონლესი შეიცავს ნატრიუმს

მედიკამენტის თითოეული კაფსულა შეიცავს 1 მმოლ (23 მგ) -ზე ნაკლებ ნატრიუმს, რაც მიუთითებს, რომ არის ნატრიუმისგან არსებითად თავისუფალი.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციეტში.

შეწყვიტეთ ბრონლესის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს, თუ:

გაქვთ ალერგიული რეაქცია. მოსალოდნელი ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპება.

შენიშნავთ კანზე სითხიან ბუშტუკებს ან სისხლდენას, მათ შორის ტუჩების, თვალების, პირის, ცხვირის და სასქესო ორგანოების არეებში. ასევე მოსალოდნელია გრიპის მსგავსი სიმპტომები და ცხელება. ეს შესაძლოა იყოს “სტივენს ჯონსონის სინდრომი”.

აღინიშნა სისხლიანი ღებინება ან შავი კუპრისებრი განავალი.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გართულდება ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტ ხანს.

ღებინება

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ აცნობოთ

წამლის აღმასრულებელ სააგენტოს

დამიან გრუევის ქ.8, სოფია 1303, ბულგარეთი

ტელ: (+359 2) 8903417

ვებ გვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების დაფიქსირებით ხელს უწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის კარბოცისტეინი. თითო კაფსულა შეიცავს 375 მგ კარბოცისტეინს.

სხვა ინგრედიენტები:

კაფსულის შიგთავსი: მანიტოლი; სიმინდის სახამებელი; ნატრიუმის კროსკარმელოზა; ნატრიუმის ლაურილსულფატი K12; კოლოიდური უწყლო კაჟბადი და მაგნიუმის სტეარატი.

კაფსულის გარსი: ჟელატინი; რკინის ოქსიდი წითელი E172; ტიტანის დიოქსიდი E171 და რკინის ოქსიდი ყვითელი E172.

როგორია ვიზუალურად ბრონლესი და რა შედის შეფუთვაში

ბრონლესი არის მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებულია ერთგვაროვანი თეთრი ფხვნილით. კაფსულის კორპუსი და თავსახური არის მკრთალი გაუმჭვირვალე ყვითელი ფერის. თითო კაფსულის ზომა არის დაახლოებით 19.4±0.3 მმ.

კაფსულები მოთავსებულია გამჭვირვალე პვქ/პვდქ/ალუმინის მყარი ფოლგის ბლისტერებში. თითო ბლისტერში 10 კაფსულაა.

შეფუთვის ზომები: 10, 20, 30, 50 ან 120 კაფსულა.

ყველა ზომის შეფუთვა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის “EXP” გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.

დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ბრონლესი 375 მგ მყარი კაფსულები

(კარბოცისტეინი)

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ აღნიშნული ფურცელი-ჩანართის შესაბამისად ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ან რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.

მიმართეთ ექიმს თუ 5 დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება ან მდგომარეობა უარესდება.

ფურცელ-ჩანართში მოცემულია:

  • რა არის ბრონლესი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ბრონლესის მიღებამდე
  • ბრონლესის მიღების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ბრონლესის შენახვის პირობები
  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ბრონლესი და რისთვის გამოიყენება

ბრონლესი 375 მგ მყარი კაფსულები (ფურცელ-ჩანართში მოხსენიებულია, როგორც „ბრონლესი“) შეიცავს სამკურნალო საშუალებას, კარბოცისტეინს. იგი მიეკუთვნება “მუკოლიტიკების” ჯგუფის პრეპარატებს. იგი ამცირებს ლორწოს (ნახველის) წებოვნებას და აადვილებს ამოხველებას. ბრონლესი გამოიყენება სასუნთქი გზების პრობლემების დროს, როდესაც წარმოიქმნება ზედმეტი ლორწო ან ლორწო ძალიან წებოვანია.

მიმართეთ ექიმს თუ 5 დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება ან მდგომარეობა უარესდება.

  • რა უნდა იცოდეთ ბრონლესის მიღებამდე

არ მიიღოთ ბრონლესი, თუ:

გაქვთ ალერგია კარბოცისტეინის ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის (მოცემულია ნაწილში 6) მიმართ. ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპება.

გაქვთ კუჭის ან ნაწლავის წყლული.

არ მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი ზემოთ მოცემული შემთხვევების დროს. თუ არ ხართ დარწმუნებული ბრონლესის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

ხანდაზმულ ასაკში ხართ.

გქონდათ კუჭის ან ნაწლავის წყლული.

ღებულობთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ კუჭიდან სისხლდენას.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი არ მიიღება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში.

ბრონლესი შეიცავს ნატრიუმს

მედიკამენტის თითოეული კაფსულა შეიცავს 1 მმოლ (23 მგ) -ზე ნაკლებ ნატრიუმს, რაც მიუთითებს, რომ არის ნატრიუმისგან არსებითად თავისუფალი.

  • ბრონლესის მიღების წესი

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ აღნიშნული ფურცელი-ჩანართის შესაბამისად ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული დააზუსტეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

პრეპარატი მიიღება პერორალურად. თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის ეფექტი ზედმეტად სუსტი ან ძლიერია, თვითნებურად არ შეცვალოთ დოზა, მიმართეთ ექიმს.

მოზრდილები და ხანდაზმულები

რეკომენდებული დოზა არის ორი კაფსულა დღეში 3-ჯერ. სიმპტომების გაუმჯობესების შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს ერთ კაფსულამდე, დღეში 4-ჯერ.

ბავშვები

ბრონლესი 375 მგ მყარი კაფსულები არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის.

მიმართეთ ექიმს თუ 5 დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება ან მდგომარეობა უარესდება.

თუ მიიღეთ ბრონლესის ჭარბი დოზა

თუ მიიღეთ ზედმეტი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს გადაუდებელი დახმრების სამსახურს. თან იქონიეთ პრეპარატის კოლოფი, რათა ექიმმა იცოდეს თუ რა მიიღეთ. ზედმეტი კაფსულების მიღებისას მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული დარღვევები.

თუ დაგავიწყდათ ბრონლესის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება არ ინერვიულოთ. დაელოდეთ შემდეგი დოზის მიღების დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციეტში.

შეწყვიტეთ ბრონლესის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს, თუ:

გაქვთ ალერგიული რეაქცია. მოსალოდნელი ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ხორხის ან ენის შეშუპება.

შენიშნავთ კანზე სითხიან ბუშტუკებს ან სისხლდენას, მათ შორის ტუჩების, თვალების, პირის, ცხვირის და სასქესო ორგანოების არეებში. ასევე მოსალოდნელია გრიპის მსგავსი სიმპტომები და ცხელება. ეს შესაძლოა იყოს “სტივენს ჯონსონის სინდრომი”.

აღინიშნა სისხლიანი ღებინება ან შავი კუპრისებრი განავალი.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გართულდება ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტ ხანს.

ღებინება

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ აცნობოთ

წამლის აღმასრულებელ სააგენტოს

დამიან გრუევის ქ.8, სოფია 1303, ბულგარეთი

ტელ: (+359 2) 8903417

ვებ გვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების დაფიქსირებით ხელს უწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიებას.

  • ბრონლესის შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის “EXP” გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.

დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.

  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ბრონლესი

აქტიური ნივთიერება არის კარბოცისტეინი. თითო კაფსულა შეიცავს 375 მგ კარბოცისტეინს.

სხვა ინგრედიენტები:

კაფსულის შიგთავსი: მანიტოლი; სიმინდის სახამებელი; ნატრიუმის კროსკარმელოზა; ნატრიუმის ლაურილსულფატი K12; კოლოიდური უწყლო კაჟბადი და მაგნიუმის სტეარატი.

კაფსულის გარსი: ჟელატინი; რკინის ოქსიდი წითელი E172; ტიტანის დიოქსიდი E171 და რკინის ოქსიდი ყვითელი E172.

როგორია ვიზუალურად ბრონლესი და რა შედის შეფუთვაში

ბრონლესი არის მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებულია ერთგვაროვანი თეთრი ფხვნილით. კაფსულის კორპუსი და თავსახური არის მკრთალი გაუმჭვირვალე ყვითელი ფერის. თითო კაფსულის ზომა არის დაახლოებით 19.4±0.3 მმ.

კაფსულები მოთავსებულია გამჭვირვალე პვქ/პვდქ/ალუმინის მყარი ფოლგის ბლისტერებში. თითო ბლისტერში 10 კაფსულაა.

შეფუთვის ზომები: 10, 20, 30, 50 ან 120 კაფსულა.

ყველა ზომის შეფუთვა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

ალკალოიდ-ინტ დ.ო.ო. (ALKALOID-INT d.o.o.)

სლანდროვას ქ.4, 1231 ლუბლიანა- ჩერნუჩე, სლოვენია

ტელ: +386 1 300 42 90

ფაქსი: +386 1 300 42 91

ელ-ფოსტა: [email protected]

აღნიშნული სამკურნალო საშუალება დაშვებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წერ ქვეყნებში და გაერთიანებულ სამეფოში (ჩრდილოეთ ირლანდია) შემდეგი დასახელებებით:

ბულგარეთი: ბრონლესი 375 მგ მყარი კაფსულები (BRONLES 375 mg capsules, hard)

დიდი ბრიტანეთი (ჩრდილოეთ ირლანდია): კარბოცისტეინი 375 მგ მყარი კაფსულები (CARBOCISTEINE 375 mg Capsules, hard)

პოლონეთი: სტრეპსილსი ხველებისთვის (Strepsils na kaszel)

ხორვატია: ბრონლესი 375 მგ მყარი კაფსულები (BRONLES 375 mg tvrde kapsule)

ფურცელი-ჩანართის გადახედვის თარიღი

07/2021

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა