ბროვინის სიროფის ყოველი მილილიტრი შეიცავს 6მგ ლევოდროპროპიზინს და გამოიყენება ხველების სიმფტომური მკურნალობისთვის მოზრდილებსა და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევოდროპინი (levodropropizine)
- ფორმა და შეფუთვა
- 0.6% (0,60გ/100მლ) 60მლ სიროფი (საბავშვო შეფუთვა) ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი კოვზით
- მწარმოებელი
- Osoth Inter Laboratories Co., Ltd., ტაილანდი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, ხველის სხვა სუპრესანტები
- ATC კოდი
- R05DB27
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040672
- რეგისტრირებულია
- 4 აპრილი 2024, მოქმედებს 4 აპრილი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Eurodrug laboratories S.A (ბელგია)
- განმცხადებელი
- ევროდრაგ ლაბორატორის ჯორჯია
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბროვინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბროვინის სიროფის ყოველი მილილიტრი შეიცავს 6მგ ლევოდროპროპიზინს და გამოიყენება ხველების სიმფტომური მკურნალობისთვის მოზრდილებსა და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.
იქამდე, სანამ გამოიყენებთ
ნუ მიიღებთ ბროვინს, თუ:
გაწუხებთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლევოდროპროპიზინის ან ბროვინის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ;
გაწუხებთ ჭარბი რაოდენობით ლორწოს გამოყოფა (ბრონქორეა);
მუკოცილიარული ფუნქცია დაქვეითებული გაქვთ (კართაგენერის სინდრომი, ცილიარული დისკინეზია);
გაქვთ ღვიძლის მწვავე უკმარისობა;
ხართ ორსული ან მეძუძური დედა.
მიირეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ბროვინის მიღების დროს, თუ:
უჩივით თირკმლის მძიმე უკმარისობას (კრეატინინის კლირენსი <35 მლ/წთ);
ღვიძლის ფუნქცია დარღვეული გაქვთ. ექიმმა შეიძლება გამოგიწეროთ საჭიროზე მცირე დოზა;
ინიშნება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ლევოდროპროპიზინის უსაფრთხოება და ეფექტურობა 24 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში შესწავლილი არ არის;
ხველების საწინააღმდეგო მედიკამენტები სიმპტომურ საშუალებებს განეკუთვნება, რომლებიც მხოლოდ გამომწვევი დაავადების დიაგნოზის დადასტურების მიზნით და/ან ძირითადი დაავადების სამკურნალო ეფექტის მისაღწევად გამოიყენება. ასეთი მედიკამენტების გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ხანმოკლე კურსების სახით (მაქს. 14 დღის განმავლობაში);
ხანდაზმული პაციენტები არ საჭიროებენ დოზის ან დოზათაშორისი ინტერვალების კორექციას. მიუხედავად ამისა, საჭიროა აუცილებელი ზომების მიღება ხანდაზმულ პაციენტებში, ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად, მედიკამენტების მიმართ მგრძნობელობა შეიძლება შეიცვალოს.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ღებულობდით სხვა მედიკამენტებს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
მგრძნობიარე პირებში სიფრთხილეა საჭირო სედაციურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას.
ლევოდროპროპიზინი ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება. აუცილებლად გაითვალისწინეთ ისეთ მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობა, რომლებიც მეტაბოლიზმს ღვიძლში განიცდიან.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ბროვინი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკიდან:
10 მლ (60 მგ ლევოდროპროპიზინის ეკვივალენტი) 3-ჯერ დღეში, მინ. არანაკლებ 6 საათიანი ინტერვალებით.
ბავშვები 2 წლის ასაკიდან:
დოზა ბავშვებისთვის შეადგენს 1 მგ/კგ სხეულის მასაზე 3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 3 მგ/კგ.
ბროვინი მიიღება ორალურად.
მედიკამენტი მიიღება კვებათა შორის შუალედში, ვინაიდან საკვების გავლენა მის ეფექტურობაზე დადგენილი არ არის.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ხველების მოხსნამდე ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად, არაუმეტეს 14 დღის განმავლობაში. თუ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სიმპტომების კუპირება არ მოხდება, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.
ბროვინის ჰიპერდოზირება:
ჰიპერდოზირების შემთხვევაში გვერდითი ეფექტების გაძლიერებაისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ბროვინის დოზის გამოტოვება:
ბროვინის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მიიღეთ რეკომენდებული დოზა გახსენებისთანავე, თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დრო არ ახლოვდება.
ნუ მიიღებთ მედიკამენტის გაორმაგებულ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
რაიმე სახის მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
დაუშვებელია ლევოდროპროპიზინის მიღება ორსულობის პერიოდში.
დაუშვებელია ლევოდროპროპიზინი მიღება ლაქტაციის პერიოდში (ძუძუთი კვება).
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ლევოდროპროპიზინმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თვლემა. საჭიროა აღნიშნული ფაქტის გათვალისწინება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბროვინის შემადგენელი ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
ბროვინი შეიცავს საქაროზას. თუ თქვენმა ექიმმს გაცნობათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ბროვინსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
კუჭ-ნაწლავისმხრივი დარღვევები
გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, დისკომფორტი მუცლის ღრუში, დიარეა.
ნერვული სისტემისმხრივი დარღვევები
მოთენთილობა, ძილიანობა/სომნოლენცია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაბუჟების შეგრძნება.
გულის მხრივი დარღვევები
პალპიტაციები.
კანის მხრივი დარღვევები
პარაბენის შემცველობის გამო, წინასწარ განწყობილ პირებში, შესაძლოა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება.
იშვიათად აღინიშნა ალერგიული რეაქციები კანზე.
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ დამიუწვდომელ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ ბროვინს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მიუთითებს მოცემული თვის ბოლო დღეზე.
დამატებითი ინფორმაცია
ბროვინის შემადგენლობა
100მლ პრეპარატი შეიცავს 0.60 გ ლევოდროპროპიზინი.
დამხმარე ნივთიერებებია 30გ საქაროზა, 0,12გ მეთილ პარაბენი, 0,03გ პროპილ პარაბენი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ალუბლის არომატიზატორი, წყალი.
ბროვინის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
ბროვინი არის გამჭვირვალე, ღია ვარდისფერი სიროფი.
ბროვინი გამოდის 60 მლ და 120 მლ ფლაკონების სახით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
ევროდრაგ ლაბორატორის, ს.ა.
კორტრიჯკსესტინვეგ 214
9830 სინტ-მარტენს-ლატემ
ბელგია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ინფორმაცია პაციენტებისთვის
ბროვინი სიროფი
Brovin
ლევოდროპროპიზინი 0,6%
მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.
შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ სხვებს, რადგან, მიუხედავად სიმპტომების მსგავსებისა, შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ.
გვერდითი ეფექტების დამძიმების ან ისეთი არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების ინსტრუქცია მოიცავს:
რა არის ბროვინი და რისთვის გამოიყენება ის?
იქამდე სანამ დაიწყებთ ბროვინის მიღებას
ბროვინის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ბროვინის შენახვის პირობები
დამატებითი ინფორმაცია
რა არის ბროვინი და რისთვის გამოიყენება ის?
ბროვინის სიროფის ყოველი მილილიტრი შეიცავს 6მგ ლევოდროპროპიზინს და გამოიყენება ხველების სიმფტომური მკურნალობისთვის მოზრდილებსა და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.
იქამდე, სანამ გამოიყენებთ
ნუ მიიღებთ ბროვინს, თუ:
გაწუხებთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლევოდროპროპიზინის ან ბროვინის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ;
გაწუხებთ ჭარბი რაოდენობით ლორწოს გამოყოფა (ბრონქორეა);
მუკოცილიარული ფუნქცია დაქვეითებული გაქვთ (კართაგენერის სინდრომი, ცილიარული დისკინეზია);
გაქვთ ღვიძლის მწვავე უკმარისობა;
ხართ ორსული ან მეძუძური დედა.
მიირეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ბროვინის მიღების დროს, თუ:
უჩივით თირკმლის მძიმე უკმარისობას (კრეატინინის კლირენსი <35 მლ/წთ);
ღვიძლის ფუნქცია დარღვეული გაქვთ. ექიმმა შეიძლება გამოგიწეროთ საჭიროზე მცირე დოზა;
ინიშნება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ლევოდროპროპიზინის უსაფრთხოება და ეფექტურობა 24 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში შესწავლილი არ არის;
ხველების საწინააღმდეგო მედიკამენტები სიმპტომურ საშუალებებს განეკუთვნება, რომლებიც მხოლოდ გამომწვევი დაავადების დიაგნოზის დადასტურების მიზნით და/ან ძირითადი დაავადების სამკურნალო ეფექტის მისაღწევად გამოიყენება. ასეთი მედიკამენტების გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ხანმოკლე კურსების სახით (მაქს. 14 დღის განმავლობაში);
ხანდაზმული პაციენტები არ საჭიროებენ დოზის ან დოზათაშორისი ინტერვალების კორექციას. მიუხედავად ამისა, საჭიროა აუცილებელი ზომების მიღება ხანდაზმულ პაციენტებში, ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად, მედიკამენტების მიმართ მგრძნობელობა შეიძლება შეიცვალოს.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ღებულობდით სხვა მედიკამენტებს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
მგრძნობიარე პირებში სიფრთხილეა საჭირო სედაციურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას.
ლევოდროპროპიზინი ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება. აუცილებლად გაითვალისწინეთ ისეთ მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობა, რომლებიც მეტაბოლიზმს ღვიძლში განიცდიან.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
რაიმე სახის მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
დაუშვებელია ლევოდროპროპიზინის მიღება ორსულობის პერიოდში.
დაუშვებელია ლევოდროპროპიზინი მიღება ლაქტაციის პერიოდში (ძუძუთი კვება).
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
ლევოდროპროპიზინმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან თვლემა. საჭიროა აღნიშნული ფაქტის გათვალისწინება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბროვინის შემადგენელი ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
ბროვინი შეიცავს საქაროზას. თუ თქვენმა ექიმმს გაცნობათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენ ექიმს.
ბროვინის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ბროვინი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკიდან:
10 მლ (60 მგ ლევოდროპროპიზინის ეკვივალენტი) 3-ჯერ დღეში, მინ. არანაკლებ 6 საათიანი ინტერვალებით.
ბავშვები 2 წლის ასაკიდან:
დოზა ბავშვებისთვის შეადგენს 1 მგ/კგ სხეულის მასაზე 3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 3 მგ/კგ.
ბროვინი მიიღება ორალურად.
მედიკამენტი მიიღება კვებათა შორის შუალედში, ვინაიდან საკვების გავლენა მის ეფექტურობაზე დადგენილი არ არის.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ხველების მოხსნამდე ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად, არაუმეტეს 14 დღის განმავლობაში. თუ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სიმპტომების კუპირება არ მოხდება, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.
ბროვინის ჰიპერდოზირება:
ჰიპერდოზირების შემთხვევაში გვერდითი ეფექტების გაძლიერებაისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ბროვინის დოზის გამოტოვება:
ბროვინის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მიიღეთ რეკომენდებული დოზა გახსენებისთანავე, თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დრო არ ახლოვდება.
ნუ მიიღებთ მედიკამენტის გაორმაგებულ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ბროვინსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
კუჭ-ნაწლავისმხრივი დარღვევები
გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, დისკომფორტი მუცლის ღრუში, დიარეა.
ნერვული სისტემისმხრივი დარღვევები
მოთენთილობა, ძილიანობა/სომნოლენცია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაბუჟების შეგრძნება.
გულის მხრივი დარღვევები
პალპიტაციები.
კანის მხრივი დარღვევები
პარაბენის შემცველობის გამო, წინასწარ განწყობილ პირებში, შესაძლოა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება.
იშვიათად აღინიშნა ალერგიული რეაქციები კანზე.
ბროვინის შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ დამიუწვდომელ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ ბროვინს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მიუთითებს მოცემული თვის ბოლო დღეზე.
დამატებითი ინფორმაცია
ბროვინის შემადგენლობა
100მლ პრეპარატი შეიცავს 0.60 გ ლევოდროპროპიზინი.
დამხმარე ნივთიერებებია 30გ საქაროზა, 0,12გ მეთილ პარაბენი, 0,03გ პროპილ პარაბენი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ალუბლის არომატიზატორი, წყალი.
ბროვინის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
ბროვინი არის გამჭვირვალე, ღია ვარდისფერი სიროფი.
ბროვინი გამოდის 60 მლ და 120 მლ ფლაკონების სახით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
ევროდრაგ ლაბორატორის, ს.ა.
კორტრიჯკსესტინვეგ 214
9830 სინტ-მარტენს-ლატემ
ბელგია
მწარმოებელი
შპს ოსოთ ინტერ ლაბორატორიზ კო.
600/9 მუ 11, ტრ. სუხაფიბან 8, ნონგ ხამ
სი რაჩა, ხონბური 20230
ტაილანდი
eurodrug
Laboratories
15XF40199.A00
ULDR022U
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


