პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

რაპიტუსი

Rapitus

რეცეპტით30მგინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

არაპროდუქციული, გამაღიზიანებელი და მშრალი ხველის სიმპტომური მკურნალობა, ობსტრუქციული (ბრონქიტის) და კონსტრიქციული (ლარინგიტი, ტრაქეიტი) პათოლოგიების დროს და ინფექციური წარმოშობის პროცესთან დაკავშირებული ხველის მკურნალობა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლევოდროპინი (levodropropizine)
ფორმა და შეფუთვა
30მგ/5მლ 120მლ სიროფი ქარვისფერი პეტ-ის ბოთლი №1
მწარმოებელი
Macleods Pharmaceuticals Ltd, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, ხველის სხვა სუპრესანტები
ATC კოდი
R05DB27
რეგისტრაციის ნომერი
რ-040877
რეგისტრირებულია
30 აპრილი 2024, მოქმედებს 30 აპრილი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Macleods Pharmaceuticals Ltd (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს „ეიჩბი ფარმ“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარაპიტუსი და სხვა წამალი ერთად

რაპიტუსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

არაპროდუქციული, გამაღიზიანებელი და მშრალი ხველის სიმპტომური მკურნალობა, ობსტრუქციული (ბრონქიტის) და კონსტრიქციული (ლარინგიტი, ტრაქეიტი) პათოლოგიების დროს და ინფექციური წარმოშობის პროცესთან დაკავშირებული ხველის მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებში და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები: სიროფის 10 მლ (ერთი სავსე საზომი ჭიქა) დღეში სამჯერ დოზებს შორის სულ მცირე 6 საათიანი ინტერვალით. > 2 წლის ბავშვები: პედიატრიული დოზა არის 1 მგ/კგ დღეში სამჯერ, დღიური დოზით ჯამში 3 მგ/კგ.

მკურნალობის დროს: მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულებისამებრ ხველის გაქრობამდე. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობიდან 4-5 დღის შემდეგ ხველა არ გაქრა ან გამოვლინდა სხვა სიმპტომები, აუცილებელია კვლავ ექიმის კონსულტაცია. ხველა არის სიმპტომი და უნდა იქნეს შესწავლილი, რომ მოხდეს მისი მკურნალობა გამომწვევი პათოლოგიის შესაბამისად.

უკუჩვენებები

ლევოდროპროპიზინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ლევოდროპროპიზინის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში ბრონქული ჰიპერსეკრეციით და დაქვეითებული მუკოცილიარული ფუნქციით (კარტაგენერის სინდრომი ან ცილიარული დისკინეზია) და ასევე პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით. ლევოდროპროპიზინი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

სიფრთხილის ზომები

ლევოდროპროპიზინი არ გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მკურნალობის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ შესამჩნევი ეფექტის არასებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ლევოდროპროპიზინი იშვიათად იწვევს სედაციას, პაციენტი უნდა მოერიდოს ავტომობილის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას. პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს იშვიათი გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობის შესახებ. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ცხოველებში ჩატარებული ფარმაკოლოგიური კვლევები უჩვენებენ, რომ ლევოდროპროპიზინი არ აძლიერებს აქტიური ნივთიერების ეფექტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ბენზოდიაზეპინი, ფენიტოინი, იმიპრამინი). კლინიკური ფარმაკოლოგიის კვლევებში, ბენზოდიაზეპინთან კავშირი არ ცვლის ეეგ პროფილს (ელექტროენცეფალოგრამი). და კვლავ, სიფრთხილეა საჭირო სედატიურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებში. კლინიკური მონაცემები არ უჩვენებენ ურთიერთქმედებებს ბრონქოპულმონალური პათოლოგიების მკურნალბაში გამოყენებულ პრეპარატებთან, როგორებიცაა ბეტა აგონისტები, მეთილქსანტინის წარმოებულები, კორტიკოსტეროიდები, ანტიბიოტიკები, მუკორეგულატორები და ანტიჰისტამინები.

გვერდითი მოვლენები

კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, 100 პაციენტიდან 4-მა პაციენტმა უჩვენა დროებითი არასასურველი მოვლენები, რომლებიც მკურნალობის შეწყვეტისას გაქრა. შეიძლება აღინიშნებოდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები, როგორებიცაა გულისრევა, პიროზი, დისპეფსია, აბდომინური დისკომფორტი, ფაღარათი და ღებინება, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები (სისუსტე და/ან ასთენია, ადვილად დაღლილობა, ძილიანობა, გაბუჟება, თავბრუ და თავის ტვინის დარღვევები) და გულსისხლძარღვოვანი დარღვევები: კარდიოპათია და გულისცემის აჩქარება, და ძალიან იშვიათ შემთხვევებში კანის ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზა

240 მგ-მდე ლევოდროპროპიზინის ერთჯერადი და 120 მგ-მდე დღეში სამჯერადი 8 დღის განმავლობაში ჭარბი დოზირების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნებოდეს სუსტი და ტრანზიტორული ტაქიკარდია. ამ შემთხვევაში საჭიროა კუჭის გამორეცხვა და აქტივირებული ნახშირისა და პარენტერალური სითხეების დანიშვნა და სხვა ღონისძიებების გატარება.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ყველა პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვა

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.

შეფუთვა

120 მლ ბოთლი.

წარმოებულია ინდოეთში:

მაკლეოდს ფარმაცეუთიქალს ლთდ.

ატლანტა არკადე, მაროლ ჩერჩ როუდი, ანდჰერი (აღ.), მუმბაი – 400 059

შემადგენლობა

5 მლ შეიცავს:

ლევოდროპროპიზინი BP 30 მგ

აღწერილობა

ლევოდროპროპიზინი არის ხველის საწინააღმდეგო საშუალება უპირატესად პერიფერული მოქმედებით, რომელიც ტრაქეობრონქული რეცეპტორების აგზნების შემცირების გზით აინჰიბირებს ხველის რეფლექსს. ის არის ხველის სუპრესანტი ბრონქების მიორელაქსაციური მოქმედებით, რომელიც ფილტვების ვენტილაციის გაუმჯობესებას იწვევს. მას არ გააჩნია ცენტრალური მოქმედების მქონე ხველის საწინააღმდეგო საშუალებების მეორადი რეაქციები, როგორებიცაა სუნთქვის დათრგუნვა და ღებინების ეფექტი. მას ასევე გააჩნია ლიზისური მოქმედება ჰისტამინით განვითარებულ ბრონქოსპაზმზე და მაშასადამე გარკვეული მოქმედება ალერგიული წარმოშობის ხველაზე. პრეპარატი არ თრგუნავს სუნთქვის ფუნქციასა თუ მუკოცილიარულ კლირენსს.

ფარმაკოლოგია

ლევოდროპპროპიზინმა შეამცირა ლიმონმჟავას აეროზოლით გამოწვეული ხველა ჯანმრთელ მოხალისეებში. ხველის საწინააღმდეგო ეფექტი შენარჩუნებულია სულ მცირე 6 საათის განმავლობაში. თერაპიული დოზებით გამოყენებისას, პრეპარატი არ იწვევს რაიმე სედატიურ მოქმედებას ხენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მას არ გააჩნია არასასურველი მოქმედება სასუნთქ გზებზე.

ფარმაკოკინეტიკა

ვირთხებსა და ადამიანებში ჩატარებულ ფარმაკოკინეტიკის კვლევებში, კინეტიკას და მეტაბოლურ პროფილს მსგავსი შედეგები ჰქონდათ. ლევოდროპროპიზინი სწრაფად შეიწოვება და და ნაწილდება პერორალური მიღების შემდეგ. ადამიანებში განმეორებითი შეყვანა უჩვენებს, რომ 6-8 საათიანი დოზირების ინტერვალი არ ცვლის ერთი დოზის კინეტიკურ პროფილს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ლევოდროპროპიზინის სიროფი

რაპიტუსი

RAPITUS

ჩვენებები

არაპროდუქციული, გამაღიზიანებელი და მშრალი ხველის სიმპტომური მკურნალობა, ობსტრუქციული (ბრონქიტის) და კონსტრიქციული (ლარინგიტი, ტრაქეიტი) პათოლოგიების დროს და ინფექციური წარმოშობის პროცესთან დაკავშირებული ხველის მკურნალობა.

დოზირება

მოზრდილებში და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები: სიროფის 10 მლ (ერთი სავსე საზომი ჭიქა) დღეში სამჯერ დოზებს შორის სულ მცირე 6 საათიანი ინტერვალით. > 2 წლის ბავშვები: პედიატრიული დოზა არის 1 მგ/კგ დღეში სამჯერ, დღიური დოზით ჯამში 3 მგ/კგ.

მკურნალობის დროს: მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულებისამებრ ხველის გაქრობამდე. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობიდან 4-5 დღის შემდეგ ხველა არ გაქრა ან გამოვლინდა სხვა სიმპტომები, აუცილებელია კვლავ ექიმის კონსულტაცია. ხველა არის სიმპტომი და უნდა იქნეს შესწავლილი, რომ მოხდეს მისი მკურნალობა გამომწვევი პათოლოგიის შესაბამისად.

უკუჩვენებები

ლევოდროპროპიზინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ლევოდროპროპიზინის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში ბრონქული ჰიპერსეკრეციით და დაქვეითებული მუკოცილიარული ფუნქციით (კარტაგენერის სინდრომი ან ცილიარული დისკინეზია) და ასევე პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით. ლევოდროპროპიზინი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

წამლებთან ურთიერთქმედება

ცხოველებში ჩატარებული ფარმაკოლოგიური კვლევები უჩვენებენ, რომ ლევოდროპროპიზინი არ აძლიერებს აქტიური ნივთიერების ეფექტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ბენზოდიაზეპინი, ფენიტოინი, იმიპრამინი). კლინიკური ფარმაკოლოგიის კვლევებში, ბენზოდიაზეპინთან კავშირი არ ცვლის ეეგ პროფილს (ელექტროენცეფალოგრამი). და კვლავ, სიფრთხილეა საჭირო სედატიურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებში. კლინიკური მონაცემები არ უჩვენებენ ურთიერთქმედებებს ბრონქოპულმონალური პათოლოგიების მკურნალბაში გამოყენებულ პრეპარატებთან, როგორებიცაა ბეტა აგონისტები, მეთილქსანტინის წარმოებულები, კორტიკოსტეროიდები, ანტიბიოტიკები, მუკორეგულატორები და ანტიჰისტამინები.

განსაკუთრებული მითითებანი

პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (<35 მლ/წთ კრეატინინის კლირენსი), გამოიყენება სიფრთხილი რისკისა და სარგებელის შეფასებით.

გვერდითი მოვლენები

კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, 100 პაციენტიდან 4-მა პაციენტმა უჩვენა დროებითი არასასურველი მოვლენები, რომლებიც მკურნალობის შეწყვეტისას გაქრა. შეიძლება აღინიშნებოდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები, როგორებიცაა გულისრევა, პიროზი, დისპეფსია, აბდომინური დისკომფორტი, ფაღარათი და ღებინება, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები (სისუსტე და/ან ასთენია, ადვილად დაღლილობა, ძილიანობა, გაბუჟება, თავბრუ და თავის ტვინის დარღვევები) და გულსისხლძარღვოვანი დარღვევები: კარდიოპათია და გულისცემის აჩქარება, და ძალიან იშვიათ შემთხვევებში კანის ალერგიული რეაქციები.

გაფრთხილება

ლევოდროპროპიზინი არ გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მკურნალობის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ შესამჩნევი ეფექტის არასებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ლევოდროპროპიზინი იშვიათად იწვევს სედაციას, პაციენტი უნდა მოერიდოს ავტომობილის მართვას ან მექანიზმებთან მუშაობას. პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს იშვიათი გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობის შესახებ. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

ჭარბი დოზირება

240 მგ-მდე ლევოდროპროპიზინის ერთჯერადი და 120 მგ-მდე დღეში სამჯერადი 8 დღის განმავლობაში ჭარბი დოზირების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნებოდეს სუსტი და ტრანზიტორული ტაქიკარდია. ამ შემთხვევაში საჭიროა კუჭის გამორეცხვა და აქტივირებული ნახშირისა და პარენტერალური სითხეების დანიშვნა და სხვა ღონისძიებების გატარება.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ყველა პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვა

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.

შეფუთვა

120 მლ ბოთლი.

წარმოებულია ინდოეთში:

მაკლეოდს ფარმაცეუთიქალს ლთდ.

ატლანტა არკადე, მაროლ ჩერჩ როუდი, ანდჰერი (აღ.), მუმბაი – 400 059

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა