პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ბრენაქსი

BRENAX

რეცეპტით1000მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ბრენაქსი ინიშნება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი; იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი; ტრავმით გამოწვეული თავის ტვინის მწვავე დაზიანების ან შემდგომი მკურნალობის დროს; კოგნიტიური დარღვევების დროს, განპირობებული სისხლძარღვების და ქსოვილების დაზიანებით.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ციტიკოლინი (citicoline)
ფორმა და შეფუთვა
1000მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №5
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული სხვა საშუალებები
ATC კოდი
N06BX06
რეგისტრაციის ნომერი
რ-040433
რეგისტრირებულია
7 მარტი 2024, მოქმედებს 7 მარტი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბრენაქსი და სხვა წამალი ერთად

ბრენაქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბრენაქსი ინიშნება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი;

იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი;

ტრავმით გამოწვეული თავის ტვინის მწვავე დაზიანების ან შემდგომი მკურნალობის დროს;

კოგნიტიური დარღვევების დროს, განპირობებული სისხლძარღვების და ქსოვილების დაზიანებით.

მიღების წესი და დოზირება

გამოყენების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე

ინტრავენურად შეყავთ ნელი ინექციის სახით (5 წუთის განმავლობაში) ან ინტრავენური ინფუზიის სახით (40-60 წვეთი წუთში). პრეპარატის ინტრავენურად შეყვანა მეტად მიზანშეწონილია, ვიდრე ინტრამუსკულარულად. ინტრამუსკულარულად გამოყენების დროს აუცილებელია თავის არიდება პრეპარატის ერთი და იგივე ადგილში შეყვანისგან.

იშემიური ინსულტის და ტრავმით გამოწვეული თავის ტვინის დაზიანების მწვავე პერიოდი: რეკომენდებული დოზა შეადგენს 1000 მგ-ს ყოველ 12 სთ-ში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 6 კვირას. მკურნალობის დაწყებიდან 3-7 დღის შემდეგ შესაძლებელია ციტიკოლინის ინტრამუსკულარულად (1-2 ინექცია დღეში) ან პერორალური ფორმებით მკურნალობაზე გადასვლა (შენარჩუნებული ყლაპვის ფუნქციის შემთხვევაში).

იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, თავის ტვინის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, კოგნიტიური დარღვევები, განპირობებული სისხლძარღვების და ქსოვილების დაზიანებით:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 500-2000 მგ-ს დღეში. დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმპტომების სიმძიმეზე.

ამპულაში მოთავსებული ხსნარი განკუთვნილია ერთჯერადად მოხმარებისთვის. ამპულის გახსნის შემდეგ ხსნარი გამოიყენება დაუყოვნებლივ. პრეპარატი შეთავსებადია ინტრავენურ იზოტონურ ხსნარებთან და დექსტროზას შემცველ ხსნარებთან.

მიღების წესი

პრეპარატი ინიშნება ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად.

განსაკუთრებული პოპულაციები:

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბრენაქსის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის შესწავლილი.

გამოყენება ხანდაზმულებში

არ არსებობს შესაბამისი მონაცემები ბრენაქსის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ გერიატრიულ პაციენტებში.

ღვიძლის ან/და თირკმლის უკმარისობა

ბრენაქსის ეფექტურობა და უსაფრთხოება ღვიძლის ან/და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სისტემატურად არ არის შესწავლილი.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტის მიმართ;

ვაგოტონია (პარასიმპატიკური ნერვული სისტემის ზეგავლენის მატება ორგანიზმში);

სიფრთხილის ზომები

საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის გამოყენებისას გერიატრიულ პაციენტებში, ასევე პაციენტებში ღვიძლის ან/და თირკმლის უკმარისობის დროს;

მკურნალობის პერიოდში, აუცილებელია სიფრთხილე ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.

ბრენაქსის თითოეული დოზა შეიცავს ნატრიუმს 1 მმოლ-ზე ნაკლები რაოდენობით (23 მგ), შესაბამისად მიიჩნევა, რომ პრეპარატი ნატრიუმს არ შეიცავს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ციტიკოლინი ზრდის ლევოდოფას ეფექტს.

პრეპარატის მიღება არ შეიძლება მეკლოფენოქსატის შემცველ პრეპარატებთან ერთად.

ბრენაქსის დანიშვნა შეიძლება ჰემოსტატურ და ინტრაკრანიალურ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან და საინფუზიო ხსნარებთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის დანიშვნა ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თერაპიული ეფექტი მნიშვნელოვნად აჭარბებს ნაყოფზე მოსალოდნელი რისკის ალბათობას.

თუ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება აუცილებელია, უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

ბრენაქსის გავლენა რეპროდუქციაზე და ფერტილობაზე არ აღინიშნება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს, ვინაიდან აღნიშნული ქმედებები ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს.

გვერდითი მოვლენები

ცენტრალური ნერვული სისტემა, პერიფერიული ნერვული სისტემა: უძილობა, თავის ტკივილი, გაღიზიანება, აგზნება, ტრემორი, პარალიზებული კიდურების გაშეშება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: კუჭის ტკივილი, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ცვლილება.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ანაფილაქსიური შოკი.

სხვა: ცხელება, ზოგიერთ შემთხვევაში - ხანმოკლე ჰიპოტენზიური მოქმედება, პარასიმპატიკური ნერვული სისტემის სტიმულირება.

ჭარბი დოზა

დაბალი ტოქსიკურობის გამო პრეპარატის თერაპიული დოზების გადაჭარბების შემთხვევაშიც კი არ არის აღწერილი ჭარბი დოზირებით გამოწვეული სიმპტომები.

შემადგენლობა

აქტიური სუბსტანცია: თითოეული ამპულა შეიცავს 522.52 მგ ნატრიუმის ციტიკოლინს, რაც 500 მგ ციტიკოლინის ეკვივალენტურია;

აქტიური სუბსტანცია: თითოეული ამპულა შეიცავს 1045.05 მგ ნატრიუმის ციტიკოლინს, რაც 1000 მგ ციტიკოლინის ეკვივალენტურია;

დამხმარე ნივთიერებები:

სრული ჩამონათვალი იხ. პ. 6.1.

შენახვის პირობები

5 წელი.

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:

ნუ გამოიყენებთ ბრენაქსს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ბრენაქსი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

შენახვის პირობები

ბრენაქსი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

შეფუთვა

მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 5 ამპულა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით..

სხვა ინფორმაცია

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals LTD.,

(საქართველო)

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული საშუალებები.

კოდი ATC: N06BX06.

მოქმედების მექანიზმი

ციტიკოლინს, როგორც უჯრდული მემბრანის ძირითადი ულტრასტრუქტურული კომპონენტების (ძირითადად ფოსფოლიპიდების) წინამორბედს, გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი: იგი ხელს უწყობს უჯრედის დაზიანებული მემბრანის აღდენას, აინჰიბირებს ფოსფოლიპაზების მოქმედებას, აფერხებს თავისუფალი რადიკალების ჭარბ წარმოქმნას, ასევე აპოპტოზის მექანიზმებზე ზემოქმედებით იცავს უჯრედებს განადგურებისგან.

ინსულტის მწვავე პერიოდში ამცირებს დაზიანებული ქსოვილის მოცულობას, აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას. თავის ტვინის ტრავმის დროს ამცირებს პოსტრავმული კომის ხანგრძლივობას და ნევროლოგიური სიმპტომატიკის გამოვლენას.

ციტიკოლინი ამსუბუქებს ჰიპოქსიის დროს გამოვლენილ სიმპტომებს, როგორიცაა: მეხსიერების დაქვეითება, ემოციური ლაბილობა, ინიციატივობის დაქვეითება, ყოველდღიური ქმედებების შესრულების და თვითმომსახურეობის გართულება.

ციტიკოლინის გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივი მკურნალობის დროს. პრეპარატი არ ახდენს გავლენას სუნთქვაზე, პულსზე და არტერიალ წნევაზე.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

ციტიკოლინი კარგად შეიწოვება ინტრავენურად და ინტრამუსკულარულად შეყვანის შემდეგ.

განაწილება

ციტიკოლინი ფართოდ ნაწილდება ტვინის სტრუქტურებში, სწრაფად უერთდება სტრუქტურული ფოსფოლიპიდების ქოლინურ ფრაქციას, ასევე ციტიდინის ნუკლეოტიდების და ნუკლეის მჟავების ციტოზინის ფრაქციას.

მეტაბოლიზმი

მეტაბოლიზდება ღვიძლში ქოლინის და ციტიდინის წარმოქმნით. პარენტერალური შეყვანის შემდეგ პლაზმაში ქოლინის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად იზრდება.

გამოყოფა

ორგანიზმიდან ციტიკოლინის მხოლოდ 15% გამოიყოფა. 3%-ზე ნაკლები გამოიყოფა თირკმელებით, დაახლოვებით 12% გამოიყოფა ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ინფორმაცია სპეციალისტებისთვის

პრეპარატის დასახელება

ბრენაქსი

BRENAX

500 მგ/4 მლ, 4 მლ საინექციო ხსნარი (ი.მ./ი.ვ.)

1000 მგ/4 მლ, 4 მლ საინექციო ხსნარი (ი.მ./ი.ვ.)

შემადგენლობა

აქტიური სუბსტანცია: თითოეული ამპულა შეიცავს 522.52 მგ ნატრიუმის ციტიკოლინს, რაც 500 მგ ციტიკოლინის ეკვივალენტურია;

აქტიური სუბსტანცია: თითოეული ამპულა შეიცავს 1045.05 მგ ნატრიუმის ციტიკოლინს, რაც 1000 მგ ციტიკოლინის ეკვივალენტურია;

დამხმარე ნივთიერებები:

სრული ჩამონათვალი იხ. პ. 6.1.

ფარმაცევტული ფორმა

საინექციო ხსნარი ინტრამუსკულარული ან ინტრავენური (ი.მ./ი.ვ.) გამოყენებისთვის

ნაწილაკებისგან თავისუფალი, გამჭვირვალე უფერო მოყავისფრო-მოყვითალო ხსნარი.

კლინიკური მახასითებლები

თერაპიული ჩვენებები

ბრენაქსი ინიშნება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი;

იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი;

ტრავმით გამოწვეული თავის ტვინის მწვავე დაზიანების ან შემდგომი მკურნალობის დროს;

კოგნიტიური დარღვევების დროს, განპირობებული სისხლძარღვების და ქსოვილების დაზიანებით.

განსაკუთრებული მითითებები:

თავის ტვინის დაზიანების დროს, ინტრაკრანიალური წნევის დასაწევად ინიშნება მანიტოლის ან კორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატები.

ინტრაკრანიალური ჰემორაგიის დროს ციტიკოლინის ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 500 მგ-ს. ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს დოზის დაყოფა (100-200 მგ დღეში 2-3-ჯერ).

მიღების წესი და დოზირება

გამოყენების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე

ინტრავენურად შეყავთ ნელი ინექციის სახით (5 წუთის განმავლობაში) ან ინტრავენური ინფუზიის სახით (40-60 წვეთი წუთში). პრეპარატის ინტრავენურად შეყვანა მეტად მიზანშეწონილია, ვიდრე ინტრამუსკულარულად. ინტრამუსკულარულად გამოყენების დროს აუცილებელია თავის არიდება პრეპარატის ერთი და იგივე ადგილში შეყვანისგან.

იშემიური ინსულტის და ტრავმით გამოწვეული თავის ტვინის დაზიანების მწვავე პერიოდი: რეკომენდებული დოზა შეადგენს 1000 მგ-ს ყოველ 12 სთ-ში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 6 კვირას. მკურნალობის დაწყებიდან 3-7 დღის შემდეგ შესაძლებელია ციტიკოლინის ინტრამუსკულარულად (1-2 ინექცია დღეში) ან პერორალური ფორმებით მკურნალობაზე გადასვლა (შენარჩუნებული ყლაპვის ფუნქციის შემთხვევაში).

იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, თავის ტვინის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, კოგნიტიური დარღვევები, განპირობებული სისხლძარღვების და ქსოვილების დაზიანებით:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 500-2000 მგ-ს დღეში. დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმპტომების სიმძიმეზე.

ამპულაში მოთავსებული ხსნარი განკუთვნილია ერთჯერადად მოხმარებისთვის. ამპულის გახსნის შემდეგ ხსნარი გამოიყენება დაუყოვნებლივ. პრეპარატი შეთავსებადია ინტრავენურ იზოტონურ ხსნარებთან და დექსტროზას შემცველ ხსნარებთან.

მიღების წესი

პრეპარატი ინიშნება ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად.

განსაკუთრებული პოპულაციები:

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბრენაქსის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის შესწავლილი.

გამოყენება ხანდაზმულებში

არ არსებობს შესაბამისი მონაცემები ბრენაქსის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ გერიატრიულ პაციენტებში.

ღვიძლის ან/და თირკმლის უკმარისობა

ბრენაქსის ეფექტურობა და უსაფრთხოება ღვიძლის ან/და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სისტემატურად არ არის შესწავლილი.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტის მიმართ;

ვაგოტონია (პარასიმპატიკური ნერვული სისტემის ზეგავლენის მატება ორგანიზმში);

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი (არ არსებობს შესაბამისი კლინიკური მონაცემები).

დაუშვებელია ბრენაქსის ალკოჰოლთან ერთად გამოყენება.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის გამოყენებისას გერიატრიულ პაციენტებში, ასევე პაციენტებში ღვიძლის ან/და თირკმლის უკმარისობის დროს;

მკურნალობის პერიოდში, აუცილებელია სიფრთხილე ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.

ბრენაქსის თითოეული დოზა შეიცავს ნატრიუმს 1 მმოლ-ზე ნაკლები რაოდენობით (23 მგ), შესაბამისად მიიჩნევა, რომ პრეპარატი ნატრიუმს არ შეიცავს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება

ციტიკოლინი ზრდის ლევოდოფას ეფექტს.

პრეპარატის მიღება არ შეიძლება მეკლოფენოქსატის შემცველ პრეპარატებთან ერთად.

ბრენაქსის დანიშვნა შეიძლება ჰემოსტატურ და ინტრაკრანიალურ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან და საინფუზიო ხსნარებთან ერთად.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის დანიშვნა ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თერაპიული ეფექტი მნიშვნელოვნად აჭარბებს ნაყოფზე მოსალოდნელი რისკის ალბათობას.

თუ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება აუცილებელია, უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

ბრენაქსის გავლენა რეპროდუქციაზე და ფერტილობაზე არ აღინიშნება.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს, ვინაიდან აღნიშნული ქმედებები ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ცენტრალური ნერვული სისტემა, პერიფერიული ნერვული სისტემა: უძილობა, თავის ტკივილი, გაღიზიანება, აგზნება, ტრემორი, პარალიზებული კიდურების გაშეშება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: კუჭის ტკივილი, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ცვლილება.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ანაფილაქსიური შოკი.

სხვა: ცხელება, ზოგიერთ შემთხვევაში - ხანმოკლე ჰიპოტენზიური მოქმედება, პარასიმპატიკური ნერვული სისტემის სტიმულირება.

ჭარბი დოზირება

დაბალი ტოქსიკურობის გამო პრეპარატის თერაპიული დოზების გადაჭარბების შემთხვევაშიც კი არ არის აღწერილი ჭარბი დოზირებით გამოწვეული სიმპტომები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სხვა ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული საშუალებები.

კოდი ATC: N06BX06.

მოქმედების მექანიზმი

ციტიკოლინს, როგორც უჯრდული მემბრანის ძირითადი ულტრასტრუქტურული კომპონენტების (ძირითადად ფოსფოლიპიდების) წინამორბედს, გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი: იგი ხელს უწყობს უჯრედის დაზიანებული მემბრანის აღდენას, აინჰიბირებს ფოსფოლიპაზების მოქმედებას, აფერხებს თავისუფალი რადიკალების ჭარბ წარმოქმნას, ასევე აპოპტოზის მექანიზმებზე ზემოქმედებით იცავს უჯრედებს განადგურებისგან.

ინსულტის მწვავე პერიოდში ამცირებს დაზიანებული ქსოვილის მოცულობას, აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას. თავის ტვინის ტრავმის დროს ამცირებს პოსტრავმული კომის ხანგრძლივობას და ნევროლოგიური სიმპტომატიკის გამოვლენას.

ციტიკოლინი ამსუბუქებს ჰიპოქსიის დროს გამოვლენილ სიმპტომებს, როგორიცაა: მეხსიერების დაქვეითება, ემოციური ლაბილობა, ინიციატივობის დაქვეითება, ყოველდღიური ქმედებების შესრულების და თვითმომსახურეობის გართულება.

ციტიკოლინის გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივი მკურნალობის დროს. პრეპარატი არ ახდენს გავლენას სუნთქვაზე, პულსზე და არტერიალ წნევაზე.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

ციტიკოლინი კარგად შეიწოვება ინტრავენურად და ინტრამუსკულარულად შეყვანის შემდეგ.

განაწილება

ციტიკოლინი ფართოდ ნაწილდება ტვინის სტრუქტურებში, სწრაფად უერთდება სტრუქტურული ფოსფოლიპიდების ქოლინურ ფრაქციას, ასევე ციტიდინის ნუკლეოტიდების და ნუკლეის მჟავების ციტოზინის ფრაქციას.

მეტაბოლიზმი

მეტაბოლიზდება ღვიძლში ქოლინის და ციტიდინის წარმოქმნით. პარენტერალური შეყვანის შემდეგ პლაზმაში ქოლინის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად იზრდება.

გამოყოფა

ორგანიზმიდან ციტიკოლინის მხოლოდ 15% გამოიყოფა. 3%-ზე ნაკლები გამოიყოფა თირკმელებით, დაახლოვებით 12% გამოიყოფა ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად.

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებები

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ჰიდროქსიდი, კონცენტრირებული ქლორწყალბადმჟავა (pH-ის დასარეგულირებლად) და საინექციო წყალი.

შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:

ნუ გამოიყენებთ ბრენაქსს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ბრენაქსი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

შენახვის პირობები

ბრენაქსი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

შეფუთვა

მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 5 ამპულა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით..

სხვა ინფორმაცია

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals LTD.,

(საქართველო)

მწარმოებელი

World Medicine İlaç San ve Tic. A.Ş.,

თურქეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა