პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები

ბლესტარი 24

BLESTAR 24

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

მენიერის სინდრომი, რომელსაც ახასიათებს ძირითადი სიმპტომების ტრიადა: თავბრუსხვევა (რასაც ახლავს გულისრევა და ღებინება), შუილი ყურებში, სმენის დაქვეითება. ვესტიბულური თავბრუსხვევის სიმპტომური მკურნალობა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბეტაჰისტინი (betahistine)
ფორმა და შეფუთვა
24მგ ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Geno Pharmaceuticals Pvt. Ltd.(ინდოეთი)), საქართველო
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, თავბრუსხვევის საწინააღმდეგო საშუალებები
ATC კოდი
N07CA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-035683
რეგისტრირებულია
24 ივნისი 2022, მოქმედებს 24 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-რაციონალი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბლესტარი 24 და სხვა წამალი ერთად

ბლესტარი 24 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მენიერის სინდრომი, რომელსაც ახასიათებს ძირითადი სიმპტომების ტრიადა: თავბრუსხვევა (რასაც ახლავს გულისრევა და ღებინება), შუილი ყურებში, სმენის დაქვეითება.

ვესტიბულური თავბრუსხვევის სიმპტომური მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღება შიგნით, ჭამის დროს.

მოზრდილები:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 24-48 მგ-ს დღე-ღამის განმავლობაში.

ბლესტარი 24 მიიღება 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

მკურნალობისას ხდება დოზის კორექცია თერაპიული ეფექტიდან გამომდინარე.

ზოგიერთ შემთხვევაში მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ. დროულად დაწყებული მკურნალობა ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას და/ან სმენის დაკარგვას დაავადების უფრო გვიან სტადიაში.

ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის სპეციალური შერჩევა არ არის საჭირო.

18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ შეზღუდული მონაცემების გამო.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში; ფეოქრომოციტომა.

სიფრთხილის ზომები

ანამნეზში ბრონქული ასთმის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში აუცილებელია მკაცრი მეთვალყურეობა მკურნალობის დროს.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ბეტაჰისტინი გამოიყენება მენიერის სინდრომის დროს (რომელსაც ახასიათებს სიმპტომების ტრიადა – თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება, შუილი ყურებში) და ასევე ვესტიბულური თავბრუსხვევის სიმპტომური მკურნალობისას. ორივე მდგომარეობამ შესაძლოა იქონიოს უარყოფითი ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

კლინიკური კვლევების მიხედვით ბეტაჰისტინი არ ახდენს ან უმნიშვნელო ზემოქმედებას ახდენს აღნიშნულ უნარზე.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ალუმინის სტრიპში, 2 სტრიპი მუყაოს კოლოფში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

in vivo კვლევები ურთიერთქმედების შესახებ არ ჩატარებულა. in vitro მონაცემების საფუძველზე არ არის მოსალოდნელი ციტოქრომ P450 ენზიმების ინჰიბირება in vivo.

in vitro მონაცემებმა აჩვენა, რომ ბეტაჰისტინის მეტაბოლიზმი ინჰიბირდება პრეპარატებით, რომლებიც თრგუნავენ მონოამინოოქსიდაზას აქტივობას (მაო), B ქვეტიპის მაო-ს ჩათვლით (მაგ., სელეგილინი). რეკომენდებულია სიფრთხილე ბეტაჰისტინისა და მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენებისას.

რადგან ბეტაჰისტინი წარმოადგენს ჰისტამინის ანალოგს, პრეპარატის ანტიჰისტამინურ საშუალებებთან ერთად დანიშვნისას შესაძლებელია ერთ-ერთი პრეპარატის ეფექტურობის შემცირება.

არსებობს მონაცემები, რომლებიც აღწერს პრეპარატის ეთანოლთან, პირიმეთამინის და დაპსონის შემცველ კომბინირებულ პრეპარატთან ურთიერთქმედებას, ასევე, ბეტაჰისტინის ზემოქმედების გაძლიერებას სალბუტამოლით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არსებობს საკმარისი მონაცემები ბეტაჰისტინის ორსულებში გამოყენების შესახებ.

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები

პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების დროს პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ბეტაჰისტინს, გვერდითი მოვლენები აღინიშნა შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, < 1/10); არახშირად (≥1/1000, < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); უცნობი სიხშირით (სპონტანური შეტყობინებები, რომლებიც მიღებულია პოსტმარკეტინგული გამოყენების შედეგად და მეცნიერული ლიტერატურის საფუძველზე).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – გულისრევა, დისპეფსია; უცნობი სიხშირით – მსუბუქი დარღვევები, მაგალითად, ღებინება, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი (როგორც წესი ეს სიმპტომები გავლადია, თუ პრეპარატი გამოიყენება ჭამის დროს ან შემცირდება მისი დოზა).

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი.

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: უცნობი სიხშირით – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ, კერძოდ, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზა

გამოვლენილია პრეპარატის დოზის გადაჭარბების რამოდენიმე შემთხვევა.

სიმპტომები: ზოგიერთ პაციენტს პრეპარატის 640 მგ-მდე მიღებისას გამოუვლინდა მსუბუქი და ზომიერი სიმპტომები (გულისრევა, ძილიანობა, მუცლის ტკივილი). უფრო სერიოზული გართულებები (მაგ., კრუნჩხვები, გულის და ფილტვების მხრივ გართულებები) აღინიშნებოდა ბეტაჰისტინის განზრახ გადაჭარბებისას, განსაკუთრებით სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში მიღების შემთხვევაში.

მკურნალობა: მკურნალობა სიმპტომურია, რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა მოიცავს სტანდარტულ ღონისძიებებს.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს – 24 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, პოვიდონი K30, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბეტაჰისტინის ზემოქმედება ჰისტამინერგულ სისტემაზე.

ბეტაჰისტინი მოქმედებს როგორც ჰისტამინის H1-რეცეპტორის ნაწილობრივი აგონისტი, ასევე ჰისტამინის H3-რეცეპტორის ანტაგონისტი ნერვულ ქსოვილში და გააჩნია უმნიშვნელო აქტივობა ჰისტამინის H2-რეცეპტორებთან მიმართებაში. ბეტაჰისტინი ზრდის ჰისტამინის გამომუშავებას და გამოთავისუფლებას პრესინაფსური H3-რეცეპტორების ბლოკირებით და H3-რეცეპტორების რაოდენობის შემცირებით.

ბეტაჰისტინი ზრდის სისხლის ნაკადს კოხლეარულ ზონასა და თავის ტვინში.

ცხოველებში ჩატარებულმა ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა შიგნითა ყურის სისხლძარღვთა ზოლში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, შესაძლოა, შიგნითა ყურში მიკროცირკულაციის სისტემაში პრეკაპილარული სფინქტერების მოდუნების საშუალებით. ასევე დადგენილია, რომ ადამიანის ორგანიზმში ბეტაჰისტინი ზრდის ცერებრალური სისხლის ნაკადს.

ბეტაჰისტინი ხელს უწყობს ვესტიბულურ კომპენსაციას.

ბეტაჰისტინი აჩქარებს ვესტიბულური ფუნქციის აღდგენას ცხოველებში ცალმხრივი ვესტიბულური ნეიროექტომიის შემდეგ, ცენტრალური ვესტიბულური კომპენსაციის დაჩქარებით და ხელშეწყობით. აღნიშნული ეფექტი ხასიათდება ჰისტამინის გამომუშავების და გამოთავისუფლების გაძლიერებით და განპირობებულია H3-რეცეპტორების ანტაგონიზმით. ადამიანებში ბეტაჰისტინით მკურნალობისას აღდგენის პერიოდი ვესტიბულური ნეიროექტომიის შემდეგ ასევე მცირდება.

ბეტაჰისტინი ცვლის ნეირონების აქტივობას ვესტიბულურ ბირთვებში.

დადგენილია, რომ ბეტაჰისტინი ახდენს დოზაზე დამოკიდებულ მაინჰიბირებელ ეფექტს პიკების გენერაციაზე ლატერალური და მედიალური ვესტიბულური ბირთვების ნეირონებში.

კლინიკურმა კვლევებმა ვესტიბულური თავბრუსხვევის და მენიერის დაავადების მქონე პაციენტებში დაადასტურა ბეტაჰისტინის ეფექტურობა, რაც გამოვლინდა თავბრუსხვევის სირთულის და სიხშირის შემცირებაში.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: პერორალურად მიღების შემდეგ ბეტაჰისტინი სწრაფად და პრაქტიკულად სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აბსორბციის შემდეგ სწრაფად, თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება 2-პირიდილძმარმჟავას წარმოქმნით. სისხლის პლაზმაში ბეტაჰისტინის კონცენტრაციის დონე ძალიან დაბალია, ამიტომ ფარმაკოკინეტიკური ანალიზები ეფუძნება 2-პირიდილძმარმჟავას კონცენტრაციის განსაზღვრას სისხლის პლაზმაში და შარდში.

განაწილება: ბეტაჰისტინის სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება 5%-ზე ნაკლებია.

ბიოტრანსფორმაცია: ბეტაჰისტინი აბსორბციის შემდეგ სწრაფად და თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება 2-პირიდილძმარმჟავად. ბეტაჰისტინის პერორალურად მიღებისას 2-პირიდილძმარმჟავას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (და შარდში) მაქსიმუმს აღწევს 1 საათის შემდეგ პრეპარატის მიღებიდან და მცირდება ნახევარგამოყოფის პერიოდის გზით 3.5 საათში.

გამოყოფა: 2-პირიდილძმარმჟავა სწრაფად გამოიყოფა შარდთან ერთად. პრეპარატის 8-48 მგ დოზით მიღებისას საწყისი დოზის დაახლოებით 85% აღინიშნება შარდში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ბლესტარი 24

(BLESTAR 24)

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ბეტაჰისტინი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე ტაბლეტები;

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს:

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს – 24 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, პოვიდონი K30, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები, 24 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თავბრუსხვევის საწინააღმდეგო პრეპარატი.

ათქ-კოდი: N07CA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბეტაჰისტინის ზემოქმედება ჰისტამინერგულ სისტემაზე.

ბეტაჰისტინი მოქმედებს როგორც ჰისტამინის H1-რეცეპტორის ნაწილობრივი აგონისტი, ასევე ჰისტამინის H3-რეცეპტორის ანტაგონისტი ნერვულ ქსოვილში და გააჩნია უმნიშვნელო აქტივობა ჰისტამინის H2-რეცეპტორებთან მიმართებაში. ბეტაჰისტინი ზრდის ჰისტამინის გამომუშავებას და გამოთავისუფლებას პრესინაფსური H3-რეცეპტორების ბლოკირებით და H3-რეცეპტორების რაოდენობის შემცირებით.

ბეტაჰისტინი ზრდის სისხლის ნაკადს კოხლეარულ ზონასა და თავის ტვინში.

ცხოველებში ჩატარებულმა ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა შიგნითა ყურის სისხლძარღვთა ზოლში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, შესაძლოა, შიგნითა ყურში მიკროცირკულაციის სისტემაში პრეკაპილარული სფინქტერების მოდუნების საშუალებით. ასევე დადგენილია, რომ ადამიანის ორგანიზმში ბეტაჰისტინი ზრდის ცერებრალური სისხლის ნაკადს.

ბეტაჰისტინი ხელს უწყობს ვესტიბულურ კომპენსაციას.

ბეტაჰისტინი აჩქარებს ვესტიბულური ფუნქციის აღდგენას ცხოველებში ცალმხრივი ვესტიბულური ნეიროექტომიის შემდეგ, ცენტრალური ვესტიბულური კომპენსაციის დაჩქარებით და ხელშეწყობით. აღნიშნული ეფექტი ხასიათდება ჰისტამინის გამომუშავების და გამოთავისუფლების გაძლიერებით და განპირობებულია H3-რეცეპტორების ანტაგონიზმით. ადამიანებში ბეტაჰისტინით მკურნალობისას აღდგენის პერიოდი ვესტიბულური ნეიროექტომიის შემდეგ ასევე მცირდება.

ბეტაჰისტინი ცვლის ნეირონების აქტივობას ვესტიბულურ ბირთვებში.

დადგენილია, რომ ბეტაჰისტინი ახდენს დოზაზე დამოკიდებულ მაინჰიბირებელ ეფექტს პიკების გენერაციაზე ლატერალური და მედიალური ვესტიბულური ბირთვების ნეირონებში.

კლინიკურმა კვლევებმა ვესტიბულური თავბრუსხვევის და მენიერის დაავადების მქონე პაციენტებში დაადასტურა ბეტაჰისტინის ეფექტურობა, რაც გამოვლინდა თავბრუსხვევის სირთულის და სიხშირის შემცირებაში.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: პერორალურად მიღების შემდეგ ბეტაჰისტინი სწრაფად და პრაქტიკულად სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აბსორბციის შემდეგ სწრაფად, თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება 2-პირიდილძმარმჟავას წარმოქმნით. სისხლის პლაზმაში ბეტაჰისტინის კონცენტრაციის დონე ძალიან დაბალია, ამიტომ ფარმაკოკინეტიკური ანალიზები ეფუძნება 2-პირიდილძმარმჟავას კონცენტრაციის განსაზღვრას სისხლის პლაზმაში და შარდში.

განაწილება: ბეტაჰისტინის სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება 5%-ზე ნაკლებია.

ბიოტრანსფორმაცია: ბეტაჰისტინი აბსორბციის შემდეგ სწრაფად და თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება 2-პირიდილძმარმჟავად. ბეტაჰისტინის პერორალურად მიღებისას 2-პირიდილძმარმჟავას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (და შარდში) მაქსიმუმს აღწევს 1 საათის შემდეგ პრეპარატის მიღებიდან და მცირდება ნახევარგამოყოფის პერიოდის გზით 3.5 საათში.

გამოყოფა: 2-პირიდილძმარმჟავა სწრაფად გამოიყოფა შარდთან ერთად. პრეპარატის 8-48 მგ დოზით მიღებისას საწყისი დოზის დაახლოებით 85% აღინიშნება შარდში.

ჩვენება:

მენიერის სინდრომი, რომელსაც ახასიათებს ძირითადი სიმპტომების ტრიადა: თავბრუსხვევა (რასაც ახლავს გულისრევა და ღებინება), შუილი ყურებში, სმენის დაქვეითება.

ვესტიბულური თავბრუსხვევის სიმპტომური მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება შიგნით, ჭამის დროს.

მოზრდილები:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 24-48 მგ-ს დღე-ღამის განმავლობაში.

ბლესტარი 24 მიიღება 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

მკურნალობისას ხდება დოზის კორექცია თერაპიული ეფექტიდან გამომდინარე.

ზოგიერთ შემთხვევაში მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ. დროულად დაწყებული მკურნალობა ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას და/ან სმენის დაკარგვას დაავადების უფრო გვიან სტადიაში.

ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის სპეციალური შერჩევა არ არის საჭირო.

18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ შეზღუდული მონაცემების გამო.

გვერდითი მოვლენები:

პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების დროს პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ბეტაჰისტინს, გვერდითი მოვლენები აღინიშნა შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, < 1/10); არახშირად (≥1/1000, < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); უცნობი სიხშირით (სპონტანური შეტყობინებები, რომლებიც მიღებულია პოსტმარკეტინგული გამოყენების შედეგად და მეცნიერული ლიტერატურის საფუძველზე).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – გულისრევა, დისპეფსია; უცნობი სიხშირით – მსუბუქი დარღვევები, მაგალითად, ღებინება, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი (როგორც წესი ეს სიმპტომები გავლადია, თუ პრეპარატი გამოიყენება ჭამის დროს ან შემცირდება მისი დოზა).

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი.

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: უცნობი სიხშირით – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ, კერძოდ, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში; ფეოქრომოციტომა.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

in vivo კვლევები ურთიერთქმედების შესახებ არ ჩატარებულა. in vitro მონაცემების საფუძველზე არ არის მოსალოდნელი ციტოქრომ P450 ენზიმების ინჰიბირება in vivo.

in vitro მონაცემებმა აჩვენა, რომ ბეტაჰისტინის მეტაბოლიზმი ინჰიბირდება პრეპარატებით, რომლებიც თრგუნავენ მონოამინოოქსიდაზას აქტივობას (მაო), B ქვეტიპის მაო-ს ჩათვლით (მაგ., სელეგილინი). რეკომენდებულია სიფრთხილე ბეტაჰისტინისა და მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენებისას.

რადგან ბეტაჰისტინი წარმოადგენს ჰისტამინის ანალოგს, პრეპარატის ანტიჰისტამინურ საშუალებებთან ერთად დანიშვნისას შესაძლებელია ერთ-ერთი პრეპარატის ეფექტურობის შემცირება.

არსებობს მონაცემები, რომლებიც აღწერს პრეპარატის ეთანოლთან, პირიმეთამინის და დაპსონის შემცველ კომბინირებულ პრეპარატთან ურთიერთქმედებას, ასევე, ბეტაჰისტინის ზემოქმედების გაძლიერებას სალბუტამოლით.

ჭარბი დოზირება:

გამოვლენილია პრეპარატის დოზის გადაჭარბების რამოდენიმე შემთხვევა.

სიმპტომები: ზოგიერთ პაციენტს პრეპარატის 640 მგ-მდე მიღებისას გამოუვლინდა მსუბუქი და ზომიერი სიმპტომები (გულისრევა, ძილიანობა, მუცლის ტკივილი). უფრო სერიოზული გართულებები (მაგ., კრუნჩხვები, გულის და ფილტვების მხრივ გართულებები) აღინიშნებოდა ბეტაჰისტინის განზრახ გადაჭარბებისას, განსაკუთრებით სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში მიღების შემთხვევაში.

მკურნალობა: მკურნალობა სიმპტომურია, რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა მოიცავს სტანდარტულ ღონისძიებებს.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არსებობს საკმარისი მონაცემები ბეტაჰისტინის ორსულებში გამოყენების შესახებ.

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

ანამნეზში ბრონქული ასთმის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში აუცილებელია მკაცრი მეთვალყურეობა მკურნალობის დროს.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ბეტაჰისტინი გამოიყენება მენიერის სინდრომის დროს (რომელსაც ახასიათებს სიმპტომების ტრიადა – თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება, შუილი ყურებში) და ასევე ვესტიბულური თავბრუსხვევის სიმპტომური მკურნალობისას. ორივე მდგომარეობამ შესაძლოა იქონიოს უარყოფითი ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

კლინიკური კვლევების მიხედვით ბეტაჰისტინი არ ახდენს ან უმნიშვნელო ზემოქმედებას ახდენს აღნიშნულ უნარზე.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ალუმინის სტრიპში, 2 სტრიპი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33.

www.rational.ge

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა