პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ბეტა ბლოკატორები

ბისენიუსი 2.5მგ

Bisenius 2.5mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დაქვეითებით მიმდინარე გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა აგფ ინჰიბიტორებთან, დიურეზულებთან და არჩევითად საგულე გლიკოზიდებთან ერთად (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ პუნქტში 5.1).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბისოპროლოლი (bisoprolol)
ფორმა და შეფუთვა
2.5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ბეტა ბლოკატორები, სელექციური ბეტა ბლოკატორები
ATC კოდი
C07AB07
რეგისტრაციის ნომერი
რ-040292
რეგისტრირებულია
20 თებერვალი 2024, მოქმედებს 20 თებერვალი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş. (თურქეთი)
განმცხადებელი
სოფია შუბლაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბისენიუსი 2.5მგ და სხვა წამალი ერთად

ბისენიუსი 2.5მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დაქვეითებით მიმდინარე გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა აგფ ინჰიბიტორებთან, დიურეზულებთან და არჩევითად საგულე გლიკოზიდებთან ერთად (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ პუნქტში 5.1).

მიღების წესი და დოზირება

პერორალურად

გულის ქრონიკული უკმარისობის სტანდარტული მკურნალობა მოიცავს აგფ ინჰიბიტორს (ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერს, აგფ ინჰიბიტორის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში), ბეტა-ბლოკერს, დიურეზულებს და, როდესაც მიზანშეწონილია, საგულე გლიკოზიდებს. ბისოპროლოლით მკურნალობის დაწყების შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა უნდა იყოს სტაბილური (მწვავე უკმარისობის გარეშე).

რეკომენდებულია, რომ მკურნალი ექიმი იყოს გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის სპეციალისტი.

გულის უკმარისობის დროებითი დამძიმება, ჰიპოტენზია ან ბრადიკარდია შეიძლება აღინიშნოს ტიტრაციის პერიოდში და მის შემდეგ.

დოზირება

ტიტრაციის ფაზა

გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა ბისოპროლოლით საჭიროებს ტიტრაციის ფაზების დაცვას.

ბისოპროლოლით მკურნალობის დაწყება საჭიროა დოზის თანდათანობით გაზრდით შემდეგი წესით:

  • 25 მგ ერთხელ დღეში ერთი კვირა, თუ პაციენტი კარგად რეაგირებს პრეპარატზე, დოზას ზრდიან
  • 5 მგ-მდე ერთხელ დღეში მომდევნო კვირაში, თუ პაციენტი კარგად რეაგირებს პრეპარატზე, დოზას ზრდიან
  • 75 მგ-მდე ერთხელ დღეში მომდევნო კვირაში, თუ პაციენტი კარგად რეაგირებს პრეპარატზე, დოზას ზრდიან

5 მგ-მდე ერთხელ დღეში მომდევნო ოთხ კვირაში, თუ პაციენტი კარგად რეაგირებს პრეპარატზე, დოზას ზრდიან

  • 5 მგ-მდე ერთხელ დღეში მომდევნო ოთხ კვირაში, თუ პაციენტი კარგად რეაგირებს პრეპარატზე, დოზას ზრდიან

10 მგ-მდე ერთხელ დღეში შემანარჩუნებელი თერაპიისთვის.

მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში.

ტიტრაციის ფაზის პერიოდში რეკომენდებულია სასიცოცხლო ნიშნების (გულისცემა, არტერიული წნევა) და გულის უკმარისობის დამძიმების სიმპტომების მკაცრი მონიტორინგი. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დაწყების პირველივე დღეს.

თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

გულის ქრონიკული უკმარისობის და ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ბისოპროლოლის ფარმაკოკინეტიკასთან დაკავშირებით მონაცემები არ არსებობს. შესაბამისად, ამ ჯგუფის პაციენტებში დოზის გაზრდა უნდა განხორციელდეს სიფრთხილის დამატებითი ზომების დაცვით.

ხანდაზმული პირები:

დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

პედიატრიული პოპულაცია:

ბავშვებში ბისოპროლოლის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ, პედიატრიაში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მიღების მეთოდი

ბისოპროლოლის ტაბლეტები მიიღება დილით, მათი მიღება შეიძლება საკვებთან ერთად. ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ სითხის მიყოლებით, დაუღეჭავად.

უკუჩვენებები

ბისოპროლოლი უკუნაჩვენებია გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში შემდეგ შემთხვევებში:

გულის მწვავე უკმარისობა ან გულის დეკომპენსირებული უკმარისობის ეპიზოდების პერიოდში, როდესაც საჭიროა ინოტროპული საშუალებების ი/ვ შეყვანა.

კარდიოგენური შოკი

მეორე ან მესამე ხარისხის AV ბლოკადა

სუსტი სინუსური სინდრომი

სინოატრიალური ბლოკადა

სიმპტომური ბრადიკარდია

სიმპტომური ჰიპოტენზია

მძიმე ბრონქული ასთმა

პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადების მძიმე ფორმები ან რეინოს სინდრომის მძიმე ფორმები

არანამკურნალები ფეოქრომოციტომა (იხ. პარაგრაფი 4.4)

მეტაბოლური აციდოზი

ჰიპერმგრძნობელობა ბისოპროლოლის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.1.

სიფრთხილის ზომები

ბისოპროლოლით გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის დაწყება საჭიროა ტიტრაციის სპეციალური ფაზით.

განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ბისოპროლოლით თერაპიის შეწყვეტა არ უნდა განხორციელდეს მოულოდნელად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ამის ზუსტი ჩვენება, რადგან ეს შეიძლება იწვევდეს გულის მდგომარეობის ხანმოკლე დამძიმებას.

ბისოპროლოლით მკურნალობის დაწყება და შეწყვეტა საჭიროებს რეგულარულ მონიტორინგს.

შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების მქონე პაციენტებში გულის უკმარისობის ბისოპროლოლით მკურნალობის თერაპიული გამოცდილება არ არსებობს:

ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (ტიპი I)

თირკმელების ფუნქციის მძიმე დაზიანება

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დაზიანება

რესტრიქციული კარდიომიოპათია

გულის თანდაყოლილი დაავადება

სარქველების ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი ორგანული დაზიანება

მიოკარდიუმის ინფარქტი ბოლო 3 თვის განმავლობაში

ბისოპროლოლი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში

ბრონქოსპაზმი (ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები)

შაქრიანი დიაბეტი სისხლში გლუკოზის მნიშვნელობების ძლიერი ცვლილებებით; ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შეიძლება შენიღბული იყოს.

მკაცრი დიეტა

მიმდინარე დესენსიბილიზაციური თერაპია. როგორც სხვა ბეტა-ბლოკერების შემთხვევაში, ბისოპროლოლმა შეიძლება გაზარდოს როგორც მგრძნობელობა ალერგენების მიმართ, ასევე ანაფილაქსიური რექციების სიმძიმე. ეპინეფრინით მკურნალობით ყოველთვის არ მიიღწევა მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი.

პირველი ხარისხის AV ბლოკადა

პრინცმეტალის სტენოკარდია: აღინიშნა კორონარული ვაზოსპაზმის შემთხვევები. მისი მაღალი ბეტა1-სელექციურობის მიუხედავად, ბისოპროლოლის შეყვანისას პრინცმეტალის სტენოკარდიის მქონე პაციენტებისთვის სტენოკარდიის შეტევების სრულად გამორიცხვა არ შეიძლება.

პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადება. შეიძლება აღინიშნოს სიმპტომების გაძლიერება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.

ზოგადი ანესთეზია.

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ზოგადი ანესთეზია, ბეტა-ბლოკადა ამცირებს არითმიებისა და მიოკარდიუმის იშემიის შემთხვევებს ინდუქციისა და ინტუბაციის პერიოდში, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ამჟამად რეკომენდებულია ბეტა-ბლოკადის შენარჩუნება პერიოპერაციულ პერიოდში. ანესთეზიოლოგს უნდა ეცნობოს ბეტა-ბლოკადის შესახებ სხვა პრეპარატებთან პოტენციური ურთიერთქმედების გამო, რაც იწვევს ბრადიარითმიას, რეფლექტორული ტაქიკარდიის შესუსტებას და სისხლის დანაკარგის კომპენსირების რეფლექტორული უნარის დაქვეითებას. თუ საჭიროა ოპერაციამდე ბეტა-ბლოკერით თერაპიის შეწყვეტა, ეს უნდა განხორციელდეს თანდათანობით ანესთეზიამდე დაახლოებით 48 საათით ადრე.

ბისოპროლოლის კომბინირება ვერაპამილის ან დილთიაზემის ტიპის კალციუმის ანტაგონისტებთან, I კლასის ანტიარითმულ საშუალებებთან და ცენტრალური მოქმედების მქონე ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად ზოგადად რეკომენდებული არ არის, დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პარაგრაფი 4.5.

მიუხედავად იმისა, რომ კარდიოსელექციურ (ბეტა-1) ბეტა-ბლოკერებს შეუძლია უფრო მცირე გავლენის მოხდენა ფილტვის ფუნქციაზე, ვიდრე არასელექციურ ბეტა-ბლოკერებს, როგორც ყველა ბეტა-ბლოკერის შემთხვევაში, აღნიშნული თავიდან უნდა იქნას აცილებული სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს მათი გამოყენების დამაჯერებელი კლინიკური მიზეზები. ასეთი მიზეზების არსებობის შემთხვევში ბისენიუსის გამოყენება შეიძლება სიფრთხილის ზომების დაცვით. სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში ბისოპროლოლით მკურნალობის დაწყება საჭიროა ყველაზე დაბალი შესაძლო დოზით და საჭიროა პაციენტების გულდასმით დაკვირვება ახალი სიმპტომების გამოვლენის თვალსაზრისით (მაგალითად, დისპნოე, ფიზიკური ვარჯიშის აუტანლობა, ხველა). ბრონქული ასთმის ან ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების შემთხვევაში, რომლებიც შეიძლება იყოს სიმპტომური, შეიძლება საჭირო იყოს ბრონქოდილატაციური თერაპიის ერთდროულად ჩატარება. ზოგ შემთხვევაში, ასთმის მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს სასუნთქი გზების რეზისტენტობის გაზრდა; ამიტომ, შეიძლება საჭირო გახდეს ბეტა2-სტიმულატორების დოზის გაზრდა.

ფსორიაზის მქონე პაციენტებში ან ანამნეზში ფსორიაზის არსებობისას β-ბლოკერებით (მაგალითად, ბისოპროლოლით) მკურნალობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ სარგებელისა და რისკის თანაფარდობის გულდასმით შეფასების შემდეგ.

ფეოქრომოციტომის მქონე პაციენტებში ბისოპროლოლი არ უნდა იქნას შეყვანილი ალფა-რეცეპტორის ბლოკადის დასრულებამდე.

ბისოპროლოლი მკურნალობის დროს თიროტოქსიკოზის სიმპტომები შეიძლება შეინიღბოს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კომბინაციები, რომლებიც არ არის რეკომენდებული:

კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ვერაპამილი და ნაკლები ხარისხით დილთიაზემი:

უარყოფითი გავლენა კუმშვადობაზე და ატრიოვენტრიკულურ გამტარობაზე.

ბეტა-ბლოკერით მკურნალობის პერიოდში ვერაპამილის ინტრავენური შეყვანა შეიძლება იწვევდეს მძიმე ჰიპოტენზიას და ატრიოვენტრიკულურ ბლოკადას.

I კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგალითად, ქინიდინი, დიზოპირამიდი; ლიდოკაინი, ფენიტოინი; ფლეკაინიდი, პროპაფენონი): შეიძლება გაძლიერდეს მოქმედება ატრიოვენტრიკულური გამტარობის დროზე და გაიზარდოს უარყოფითი ინოტროპული მოქმედება.

ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, როგორიცაა კლონიდინი და სხვა (მაგალითად, მეთილდოპა, მოქსონოდინი, რილმენიდინი): ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროულად გამოყენება შეიძლება იწვევდეს გულის უკმარისობის დამძიმებას ცენტრალური სიმპათიკური ტონუსის შემცირების გზით (გულის შეკუმშვათა სიხშირის და გულის წუთმოცულობის შემცირება, ასევე ვაზოდილატაცია). პრეპარატით მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ, განსაკუთრებით ბეტა-ბლოკერით მკურნალობის შეწყვეტის წინ, შეიძლება გაზარდოს “რიკოშეტული ჰიპერტენზიის“ რისკი.

კომბინაციები, რომლებიც გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით

დიჰიდროპირიდინის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ნიფედიპინი და ამლოდიპინი: ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპოტენზიის რისკი და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში პარკუჭების ტუმბოს ფუნქციის შემდგომი დამძიმების რისკის გაზრდა არ შეიძლება გამოირიცხოს.

III კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგალითად, ამიოდარონი): შეიძლება გაძლიერდეს მოქმედება ატრიოვენტრიკულური გამტარობის დროზე.

ადგილობრივმა ბეტა-ბლოკერებმა (მაგალითად, გლაუკომის სამკურნალო თვალის წვეთები) შეიძლება გააძლიეროს ბისოპროლოლის სისტემური მოქმედება.

პარასიმპათომიმეტური საშუალებები: ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია ატრიოვენტრიკულური გამტარობის გახანგრძლივება და ბრადიკარდიის რისკის გაზრდა.

ინსულინი და პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები: სისხლში შაქრის დამაქვეითებელი მოქმედების გაძლიერება. ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკადამ შეიძლება შენიღბოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.

საანესთეზიო საშუალებები: რეფლექტორული ტაქიკარდიის შესუსტება და ჰიპოტენზიის რისკის გაზრდა (ზოგად ანესთეზიასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ასევე, იხილეთ პარაგრაფში 4.4).

საგულე გლიკოზიდები: გულის შეკუმშვათა სიხშირის შემციება, ატრიოვენტრიკულური გამტარობის გახანგრძლივება.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს): აასს-ს შეუძლია შეამციროს ბისოპროლოლის ჰიპოტენზიური მოქმედება.

β-სიმპათომიმეტიკები (მაგალითად, იზოპრენალინი, დობუტამინი): ბისოპროლოლთან კომბინაციამ შეიძლება შეამციროს ორივე საშუალების მოქმედება.

სიმპათომიმეტიკები, რომლებიც ააქტიურებს β- და α-ადრენორეცეპტორებს (მაგალითად, ნორადრენალინი, ადრენალინი): ბისოპროლოლთან კომბინირებამ შეიძლება გამოავლინოს ამ საშუალებების ალფა-ადრენორეცეპტორებით განპირობებული ვაზოკონსტრიქციული მოქმედება, რაც იწვევს არტერიული წნევის მომატებას და გარდამავალი კოჭლობის გამწვავებას. ასეთი ურთიერთქმედების რისკი მაღალია არასელექციური β-ბლოკერების შემთხვევაში.

ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, ასევე არტერიული წნევის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატების (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები, ფენოთიაზინები) ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ჰიპოტენზიის რისკი.

ყურადღებაში მისაღები კომბინაციები:

მეფლოქინი: ბრადიკარდიის მომატებული რისკი.

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-B-ს ინჰიბიტორების გარდა): β-ბლოკერების ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერება, ასევე ჰიპერტონული კრიზის რისკის გაზრდა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ბისოპროლოლს გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედება, რომელიც შეიძლება ზიანს ახდენდეს ორსულობაზე ან/და ნაყოფზე/ახალშობილზე. ზოგადად, β-ადრენორეცეპტორის ბლოკერები აქვეითებს პლაცენტურ პერფუზიას, რაც დაკავშირებულია ზრდის შეფერხებასთან, ნაყოფის სიკვდილთან, მუცლის მოშლასთან ან ნაადრევ მშობიარობასთან. გვერდითი მოვლენები (მაგალითად, ჰიპოგლიკემია და ბრადიკარდია) შეიძლება აღენიშნოს ნაყოფსა და ახალშობილებს. თუ მკურნალობა ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკერებით აუცილებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბეტა1-სელექციურ ადრენორეცეპტორებს.

ბისოპროლოლი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში, აუცილებელი შემთხვევების გარდა. თუ ბისოპროლოლით მკურნალობა აუცილებელია, საჭიროა დაკვირვება უტეროპლაცენტური სისხლის მიმოქცევაზე და ნაყოფის ზრდაზე. ორსულობის მიმდინარეობაზე ან ნაყოფზე საზიანო მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში უნდა იქნას განხილული ალტერნატიული მკურნალობა. საჭიროა ახალშობილებზე მკაცრი დაკვირვება. როგორც წესი, ჰიპოგლიკემიის სიმპტომები და ბრადიკარდია მოსალოდნელია პირველი 3 დღის განმავლობაში.

ძუძუთი კვება

უცნობია, გამოიყოფა თუ არა მოცემული პრეპარატი ადამიანის რძეში. შესაბამისად, ბისოპროლოლით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

გულის კორონარული დაავადების მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევაში ბისოპროლოლი არ ახდენდა გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე. თუმცა, პრეპარატების მიმართ რეაქციების ინდივიდუალური ვარიაბელურობის გამო შეიძლება შეიცვალოს სატრანსპორტო საუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი. ეს განსაკუთრებით შესაძლებელია მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატის შეცვლის შემთხვევაში, ასევე ალკოჰოლთან ერთდროულად მიღებისას.

გვერდითი მოვლენები

გამოყენებულია სიხშირის შემდეგი კატეგორიები:

ძალიან ხშირი (≥1/10)

ხშირი (≥1/100, <1/10)

არახშირი (≥1/1,000, <1/100)

იშვიათი (≥1/10,000, <1/1,000)

ძალიან იშვიათი (<1/10,000)

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).

გულის დარღვევები:

ძალიან ხშირი: ბრადიკარდია

ხშირი: გულის უკმარისობის დამძიმება

არახშირი: ავ-გამტარობის დარღვევები

კვლევები:

იშვიათი: ტრიგლიცერიდების მომატებული დონე, ღვიძლის ფერმენტების (ალტ, ასტ) მომატებული დონე.

ნერვული სისტემის დარღვევები:

ხშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

იშვიათი: გულის წასვლა.

დარღვევები თვალის მხრივ:

იშვიათი: ცრემლდენის შემცირება (გასათვალისწინებელია, ლინზების ტარების შემთხვევაში).

ძალიან იშვიათი: კონიუნქტივიტი.

დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ:

იშვიათი: სმენის დარღვევები.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ:

არახშირი: ბრონქოსპაზმი ბრონქული ასთმის ან სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადების ანამნეზის მქონე პაციენტებში.

იშვიათი: ალერგიული რინიტი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ხშირი: კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, შეკრულობა.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ქავილი, წამოხურება, გამონაყარი და ანგიონევროზული შეშუპება).

ძალიან იშვიათი: ბეტა-ბლოკერებს შეუძლია ფსორიაზის პროვოცირება ან დამძიმება, ან გამოიწვიოს ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი, ალოპეცია.

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

არახშირი: კუნთების სისუსტე და სპაზმი.

სისხლძარღვების დარღვევები:

ხშირი: კიდურებში სიცივის ან დაბუჟების შეგრძნება, ჰიპოტენზია.

არახშირი: ორთოსტატული ჰიპოტენზია.

ზოგადი დარღვევები:

ხშირი: ასთენია, დაღლილობა

ჰეპატობილიარული დარღვევები:

იშვიათი: ჰეპატიტი.

დარღვევების რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ:

იშვიათი: ერექტიული დისფუნქცია.

ფსიქიკური აშლილობები:

არახშირი: ძილის დარღვევები, დეპრესია.

იშვიათი: კოშმარები, ჰალუცინაციები.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (მაგალითად, სადღეღამისო დოზა 15 მგ, ნაცვლად 7.5 მგ-სა) აღინიშნა მესამე ხარისხის ავ-ბლოკადა, ბრადიკარდია და თავბრუსხვევა. ზოგადად, β-ბლოკერების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ყველაზე ხშირი მოსალოდნელი ნიშნებია ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი, გულის მწვავე უკმარისობა და ჰიპოგლიკემია. დღეისათვის აღნიშნულია ბისოპროლოლის დოზის გადაჭარბების (მაქსიმუმ 2000 მგ) რამდენიმე შემთხვევა პაციენტებში ჰიპერტენზიით ან/და გულის კორონარული დაავადებით ბრადიკარდიის ან/და ჰიპოტენზიის გამოვლინებებით; ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. არსებობს ფართო ინდივიდთაშორისი ვარიაბელობა ბისოპროლოლის ერთი ერთჯერადი მაღალი დოზის მგრძნობელობის მიმართ; სავარაუდოდ, გულის უკმარისობის მქონე პაციენტები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. შესაბამისად, ამ პაციენტებში მკურნალობის დაწყება საჭიროა დოზის თანდათანობით გაზრდით 4.2 პარაგრაფში მითითებული სქემის შესაბამისად.

მკურნალობა:

დოზის გადაჭარბების განვითარების შემთხვევაში, ბისოპროლოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შემანარჩუნებელი და სიმპტომური მკურნალობა. შეზღუდული მონაცემები ადასტურებს, რომ ბისოპროლოლი რთულად ექვემდებარება დიალიზს. სხვა β-ბლოკერების მოსალოდნელი ფარმაკოლოგიური მოქმედებისა და რეკომენდაციების საფუძველზე კლინიკურად დადასტურების შემთხვევაში გასათვალისწინებელია შემდეგი ზოგადი ზომები.

ბრადიკარდია: ინტრავენურად შეიყვანეთ ატროპინი. თუ რეაქცია არასათანადოა, სიფრთხილით შეიყვანება იზოპრენალინი ან სხვა პრეპარატი დადებითი ქრონოტროპული მოქმედებით. გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ტრანსვენური კარდიოსტიმულატორის განთავსება.

ჰიპოტენზია: საჭიროა ინტრავენური სითხეებისა და ვაზოპრესორების შეყვანა. შეიძლება სასარგებლო იყოს ინტრავენური გლუკაგონი.

ავ ბლოკადა (მეორე ან მესამე ხარისხი): საჭიროა პაციენტებზე გულდასმით დაკვირვება და მკურნალობის ჩატარება იზოპრენალინის საინფუზიო ხსნარით ან ტრანსვენური კარდიოსტიმულატორის განთავსება.

გულის მწვავე უკმარისობის დამძიმება: დიურეზულების, ინოტროპული საშუალებების, ვაზოდილატაციური საშუალებების ი/ვ შეყვანა.

ბრონქოსპაზმი: ბრონქოდილატაციური მკურნალობის დაწყება, როგორიცაა იზოპრენალინი, ბეტა2-სიმპათომიმეტური საშუალებები ან/და ამინოფილინი.

ჰიპოგლიკემია: გლუკოზის ი/ვ შეყვანა.

შენახვის პირობები

2 წელი

შენახვის განსაკუთრებული პირობები

შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი

გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ-ალუმინის ბლისტერი შეფუთვაში ზომით 30 ტაბლეტი.

აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი/3 ბლისტერი/1 კოლოფი

  • 6 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატის უტილიზაციისას და მის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა მითითებები

სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს

ფარმაკოლოგიური თვისებები

სელექციური β-ბლოკერები (C07AB07)

მოქმედების მექანიზმი:

ბისოპროლოლი არის მაღალი სელექციურობის β1-ადრენორეცეპტორების ბლოკერი შიდა სიმპათომიმეტური აქტივობის გარეშე, რომელსაც არ გააჩნია სათანადო მემბრანომასტაბილიზებელი მოქმედება. ის ავლენს მხოლოდ დაბალ მსგავსებას ბრონქებისა და სისხლძარღვების გლუვი კუნთების ბეტა2-რეცეპტორების, ასევე ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში მონაწილე ბეტა2-რეცეპტორების მიმართ. შესაბამისად, ზოგადად არ არის მოსალოდნელი, რომ ბისოპროლოლი გავლენას მოახდენს სასუნთქი სისტემის რეზისტენტობაზე და ბეტა2-ით განპირობებულ მეტაბოლურ ეფექტებზე. მისი ბეტა1-სელექციურობა სცილდება თერაპიული დოზების დიაპაზონის ფარგლებს.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ბისოპროლოლი შეიწოვება და მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 90%-ს პერორალური მიღების შემდეგ.

განაწილება

განაწილების მოცულობა შეადგენს 3.5 ლ/კგ. ბისოპროლოლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 30%-ს.

ბიოტრანსფორმაცია და ელიმინაცია

ბისოპროლოლი გამოიყოფა ორგანიზმიდან ორი გზით. 50% მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიურ მეტაბოლიებამდე, რომლებიც შემდეგ გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. დარჩენილი 50% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით არამეტაბოლიზებული ფორმით. საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 15 ლ/სთ. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი 10-12 საათი უზრუნველყოფს 24 საათიან ეფექტიანობას დოზის დღეში ერთხელ მიღების შემთხვევაში.

ხაზოვნება

ბისოპროლოლის კინეტიკა ხაზოვანია და არ არის დამოკიდებული ასაკზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

პროდუქტის ზოგადი დახასიათება

სამედიცინო პროდუქტის დასახელება

ბისენიუსი 2.5 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგელობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პარაგრაფში 6.1.

ფარმაცევტული ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

თეთრი ფერის, მრგვალი, ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთი ნაჭდევით.

ტაბლეტის გაყოფა შეიძლება თანაბარ დოზებად.

კლინიკური მახასიათებლები

თერაპიული ჩვენებები

მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დაქვეითებით მიმდინარე გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა აგფ ინჰიბიტორებთან, დიურეზულებთან და არჩევითად საგულე გლიკოზიდებთან ერთად (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ პუნქტში 5.1).

დოზირება და მიღების წესი

მიღების წესი: პერორალურად

გულის ქრონიკული უკმარისობის სტანდარტული მკურნალობა მოიცავს აგფ ინჰიბიტორს (ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერს, აგფ ინჰიბიტორის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში), ბეტა-ბლოკერს, დიურეზულებს და, როდესაც მიზანშეწონილია, საგულე გლიკოზიდებს. ბისოპროლოლით მკურნალობის დაწყების შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა უნდა იყოს სტაბილური (მწვავე უკმარისობის გარეშე).

რეკომენდებულია, რომ მკურნალი ექიმი იყოს გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის სპეციალისტი.

გულის უკმარისობის დროებითი დამძიმება, ჰიპოტენზია ან ბრადიკარდია შეიძლება აღინიშნოს ტიტრაციის პერიოდში და მის შემდეგ.

დოზირება

ტიტრაციის ფაზა

გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა ბისოპროლოლით საჭიროებს ტიტრაციის ფაზების დაცვას.

ბისოპროლოლით მკურნალობის დაწყება საჭიროა დოზის თანდათანობით გაზრდით შემდეგი წესით:

  • 25 მგ ერთხელ დღეში ერთი კვირა, თუ პაციენტი კარგად რეაგირებს პრეპარატზე, დოზას ზრდიან
  • 5 მგ-მდე ერთხელ დღეში მომდევნო კვირაში, თუ პაციენტი კარგად რეაგირებს პრეპარატზე, დოზას ზრდიან
  • 75 მგ-მდე ერთხელ დღეში მომდევნო კვირაში, თუ პაციენტი კარგად რეაგირებს პრეპარატზე, დოზას ზრდიან

5 მგ-მდე ერთხელ დღეში მომდევნო ოთხ კვირაში, თუ პაციენტი კარგად რეაგირებს პრეპარატზე, დოზას ზრდიან

  • 5 მგ-მდე ერთხელ დღეში მომდევნო ოთხ კვირაში, თუ პაციენტი კარგად რეაგირებს პრეპარატზე, დოზას ზრდიან

10 მგ-მდე ერთხელ დღეში შემანარჩუნებელი თერაპიისთვის.

მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში.

ტიტრაციის ფაზის პერიოდში რეკომენდებულია სასიცოცხლო ნიშნების (გულისცემა, არტერიული წნევა) და გულის უკმარისობის დამძიმების სიმპტომების მკაცრი მონიტორინგი. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დაწყების პირველივე დღეს.

თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

გულის ქრონიკული უკმარისობის და ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ბისოპროლოლის ფარმაკოკინეტიკასთან დაკავშირებით მონაცემები არ არსებობს. შესაბამისად, ამ ჯგუფის პაციენტებში დოზის გაზრდა უნდა განხორციელდეს სიფრთხილის დამატებითი ზომების დაცვით.

ხანდაზმული პირები:

დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

პედიატრიული პოპულაცია:

ბავშვებში ბისოპროლოლის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ, პედიატრიაში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მიღების მეთოდი

ბისოპროლოლის ტაბლეტები მიიღება დილით, მათი მიღება შეიძლება საკვებთან ერთად. ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ სითხის მიყოლებით, დაუღეჭავად.

უკუჩვენებები

ბისოპროლოლი უკუნაჩვენებია გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში შემდეგ შემთხვევებში:

გულის მწვავე უკმარისობა ან გულის დეკომპენსირებული უკმარისობის ეპიზოდების პერიოდში, როდესაც საჭიროა ინოტროპული საშუალებების ი/ვ შეყვანა.

კარდიოგენური შოკი

მეორე ან მესამე ხარისხის AV ბლოკადა

სუსტი სინუსური სინდრომი

სინოატრიალური ბლოკადა

სიმპტომური ბრადიკარდია

სიმპტომური ჰიპოტენზია

მძიმე ბრონქული ასთმა

პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადების მძიმე ფორმები ან რეინოს სინდრომის მძიმე ფორმები

არანამკურნალები ფეოქრომოციტომა (იხ. პარაგრაფი 4.4)

მეტაბოლური აციდოზი

ჰიპერმგრძნობელობა ბისოპროლოლის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.1.

განსაკუთრებული მითითებანი და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ბისოპროლოლით გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის დაწყება საჭიროა ტიტრაციის სპეციალური ფაზით.

განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ბისოპროლოლით თერაპიის შეწყვეტა არ უნდა განხორციელდეს მოულოდნელად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ამის ზუსტი ჩვენება, რადგან ეს შეიძლება იწვევდეს გულის მდგომარეობის ხანმოკლე დამძიმებას.

ბისოპროლოლით მკურნალობის დაწყება და შეწყვეტა საჭიროებს რეგულარულ მონიტორინგს.

შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების მქონე პაციენტებში გულის უკმარისობის ბისოპროლოლით მკურნალობის თერაპიული გამოცდილება არ არსებობს:

ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (ტიპი I)

თირკმელების ფუნქციის მძიმე დაზიანება

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დაზიანება

რესტრიქციული კარდიომიოპათია

გულის თანდაყოლილი დაავადება

სარქველების ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი ორგანული დაზიანება

მიოკარდიუმის ინფარქტი ბოლო 3 თვის განმავლობაში

ბისოპროლოლი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში

ბრონქოსპაზმი (ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები)

შაქრიანი დიაბეტი სისხლში გლუკოზის მნიშვნელობების ძლიერი ცვლილებებით; ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შეიძლება შენიღბული იყოს.

მკაცრი დიეტა

მიმდინარე დესენსიბილიზაციური თერაპია. როგორც სხვა ბეტა-ბლოკერების შემთხვევაში, ბისოპროლოლმა შეიძლება გაზარდოს როგორც მგრძნობელობა ალერგენების მიმართ, ასევე ანაფილაქსიური რექციების სიმძიმე. ეპინეფრინით მკურნალობით ყოველთვის არ მიიღწევა მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი.

პირველი ხარისხის AV ბლოკადა

პრინცმეტალის სტენოკარდია: აღინიშნა კორონარული ვაზოსპაზმის შემთხვევები. მისი მაღალი ბეტა1-სელექციურობის მიუხედავად, ბისოპროლოლის შეყვანისას პრინცმეტალის სტენოკარდიის მქონე პაციენტებისთვის სტენოკარდიის შეტევების სრულად გამორიცხვა არ შეიძლება.

პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადება. შეიძლება აღინიშნოს სიმპტომების გაძლიერება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.

ზოგადი ანესთეზია.

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ზოგადი ანესთეზია, ბეტა-ბლოკადა ამცირებს არითმიებისა და მიოკარდიუმის იშემიის შემთხვევებს ინდუქციისა და ინტუბაციის პერიოდში, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ამჟამად რეკომენდებულია ბეტა-ბლოკადის შენარჩუნება პერიოპერაციულ პერიოდში. ანესთეზიოლოგს უნდა ეცნობოს ბეტა-ბლოკადის შესახებ სხვა პრეპარატებთან პოტენციური ურთიერთქმედების გამო, რაც იწვევს ბრადიარითმიას, რეფლექტორული ტაქიკარდიის შესუსტებას და სისხლის დანაკარგის კომპენსირების რეფლექტორული უნარის დაქვეითებას. თუ საჭიროა ოპერაციამდე ბეტა-ბლოკერით თერაპიის შეწყვეტა, ეს უნდა განხორციელდეს თანდათანობით ანესთეზიამდე დაახლოებით 48 საათით ადრე.

ბისოპროლოლის კომბინირება ვერაპამილის ან დილთიაზემის ტიპის კალციუმის ანტაგონისტებთან, I კლასის ანტიარითმულ საშუალებებთან და ცენტრალური მოქმედების მქონე ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად ზოგადად რეკომენდებული არ არის, დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პარაგრაფი 4.5.

მიუხედავად იმისა, რომ კარდიოსელექციურ (ბეტა-1) ბეტა-ბლოკერებს შეუძლია უფრო მცირე გავლენის მოხდენა ფილტვის ფუნქციაზე, ვიდრე არასელექციურ ბეტა-ბლოკერებს, როგორც ყველა ბეტა-ბლოკერის შემთხვევაში, აღნიშნული თავიდან უნდა იქნას აცილებული სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს მათი გამოყენების დამაჯერებელი კლინიკური მიზეზები. ასეთი მიზეზების არსებობის შემთხვევში ბისენიუსის გამოყენება შეიძლება სიფრთხილის ზომების დაცვით. სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში ბისოპროლოლით მკურნალობის დაწყება საჭიროა ყველაზე დაბალი შესაძლო დოზით და საჭიროა პაციენტების გულდასმით დაკვირვება ახალი სიმპტომების გამოვლენის თვალსაზრისით (მაგალითად, დისპნოე, ფიზიკური ვარჯიშის აუტანლობა, ხველა). ბრონქული ასთმის ან ფილტვების სხვა ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების შემთხვევაში, რომლებიც შეიძლება იყოს სიმპტომური, შეიძლება საჭირო იყოს ბრონქოდილატაციური თერაპიის ერთდროულად ჩატარება. ზოგ შემთხვევაში, ასთმის მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს სასუნთქი გზების რეზისტენტობის გაზრდა; ამიტომ, შეიძლება საჭირო გახდეს ბეტა2-სტიმულატორების დოზის გაზრდა.

ფსორიაზის მქონე პაციენტებში ან ანამნეზში ფსორიაზის არსებობისას β-ბლოკერებით (მაგალითად, ბისოპროლოლით) მკურნალობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ სარგებელისა და რისკის თანაფარდობის გულდასმით შეფასების შემდეგ.

ფეოქრომოციტომის მქონე პაციენტებში ბისოპროლოლი არ უნდა იქნას შეყვანილი ალფა-რეცეპტორის ბლოკადის დასრულებამდე.

ბისოპროლოლი მკურნალობის დროს თიროტოქსიკოზის სიმპტომები შეიძლება შეინიღბოს.

  • 5 ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

კომბინაციები, რომლებიც არ არის რეკომენდებული:

კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ვერაპამილი და ნაკლები ხარისხით დილთიაზემი:

უარყოფითი გავლენა კუმშვადობაზე და ატრიოვენტრიკულურ გამტარობაზე.

ბეტა-ბლოკერით მკურნალობის პერიოდში ვერაპამილის ინტრავენური შეყვანა შეიძლება იწვევდეს მძიმე ჰიპოტენზიას და ატრიოვენტრიკულურ ბლოკადას.

I კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგალითად, ქინიდინი, დიზოპირამიდი; ლიდოკაინი, ფენიტოინი; ფლეკაინიდი, პროპაფენონი): შეიძლება გაძლიერდეს მოქმედება ატრიოვენტრიკულური გამტარობის დროზე და გაიზარდოს უარყოფითი ინოტროპული მოქმედება.

ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, როგორიცაა კლონიდინი და სხვა (მაგალითად, მეთილდოპა, მოქსონოდინი, რილმენიდინი): ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროულად გამოყენება შეიძლება იწვევდეს გულის უკმარისობის დამძიმებას ცენტრალური სიმპათიკური ტონუსის შემცირების გზით (გულის შეკუმშვათა სიხშირის და გულის წუთმოცულობის შემცირება, ასევე ვაზოდილატაცია). პრეპარატით მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ, განსაკუთრებით ბეტა-ბლოკერით მკურნალობის შეწყვეტის წინ, შეიძლება გაზარდოს “რიკოშეტული ჰიპერტენზიის“ რისკი.

კომბინაციები, რომლებიც გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით

დიჰიდროპირიდინის ტიპის კალციუმის ანტაგონისტები, როგორიცაა ნიფედიპინი და ამლოდიპინი: ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპოტენზიის რისკი და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში პარკუჭების ტუმბოს ფუნქციის შემდგომი დამძიმების რისკის გაზრდა არ შეიძლება გამოირიცხოს.

III კლასის ანტიარითმული საშუალებები (მაგალითად, ამიოდარონი): შეიძლება გაძლიერდეს მოქმედება ატრიოვენტრიკულური გამტარობის დროზე.

ადგილობრივმა ბეტა-ბლოკერებმა (მაგალითად, გლაუკომის სამკურნალო თვალის წვეთები) შეიძლება გააძლიეროს ბისოპროლოლის სისტემური მოქმედება.

პარასიმპათომიმეტური საშუალებები: ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია ატრიოვენტრიკულური გამტარობის გახანგრძლივება და ბრადიკარდიის რისკის გაზრდა.

ინსულინი და პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები: სისხლში შაქრის დამაქვეითებელი მოქმედების გაძლიერება. ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკადამ შეიძლება შენიღბოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.

საანესთეზიო საშუალებები: რეფლექტორული ტაქიკარდიის შესუსტება და ჰიპოტენზიის რისკის გაზრდა (ზოგად ანესთეზიასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ასევე, იხილეთ პარაგრაფში 4.4).

საგულე გლიკოზიდები: გულის შეკუმშვათა სიხშირის შემციება, ატრიოვენტრიკულური გამტარობის გახანგრძლივება.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს): აასს-ს შეუძლია შეამციროს ბისოპროლოლის ჰიპოტენზიური მოქმედება.

β-სიმპათომიმეტიკები (მაგალითად, იზოპრენალინი, დობუტამინი): ბისოპროლოლთან კომბინაციამ შეიძლება შეამციროს ორივე საშუალების მოქმედება.

სიმპათომიმეტიკები, რომლებიც ააქტიურებს β- და α-ადრენორეცეპტორებს (მაგალითად, ნორადრენალინი, ადრენალინი): ბისოპროლოლთან კომბინირებამ შეიძლება გამოავლინოს ამ საშუალებების ალფა-ადრენორეცეპტორებით განპირობებული ვაზოკონსტრიქციული მოქმედება, რაც იწვევს არტერიული წნევის მომატებას და გარდამავალი კოჭლობის გამწვავებას. ასეთი ურთიერთქმედების რისკი მაღალია არასელექციური β-ბლოკერების შემთხვევაში.

ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, ასევე არტერიული წნევის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატების (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები, ფენოთიაზინები) ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ჰიპოტენზიის რისკი.

ყურადღებაში მისაღები კომბინაციები:

მეფლოქინი: ბრადიკარდიის მომატებული რისკი.

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-B-ს ინჰიბიტორების გარდა): β-ბლოკერების ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერება, ასევე ჰიპერტონული კრიზის რისკის გაზრდა.

  • 6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ბისოპროლოლს გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედება, რომელიც შეიძლება ზიანს ახდენდეს ორსულობაზე ან/და ნაყოფზე/ახალშობილზე. ზოგადად, β-ადრენორეცეპტორის ბლოკერები აქვეითებს პლაცენტურ პერფუზიას, რაც დაკავშირებულია ზრდის შეფერხებასთან, ნაყოფის სიკვდილთან, მუცლის მოშლასთან ან ნაადრევ მშობიარობასთან. გვერდითი მოვლენები (მაგალითად, ჰიპოგლიკემია და ბრადიკარდია) შეიძლება აღენიშნოს ნაყოფსა და ახალშობილებს. თუ მკურნალობა ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკერებით აუცილებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბეტა1-სელექციურ ადრენორეცეპტორებს.

ბისოპროლოლი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში, აუცილებელი შემთხვევების გარდა. თუ ბისოპროლოლით მკურნალობა აუცილებელია, საჭიროა დაკვირვება უტეროპლაცენტური სისხლის მიმოქცევაზე და ნაყოფის ზრდაზე. ორსულობის მიმდინარეობაზე ან ნაყოფზე საზიანო მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში უნდა იქნას განხილული ალტერნატიული მკურნალობა. საჭიროა ახალშობილებზე მკაცრი დაკვირვება. როგორც წესი, ჰიპოგლიკემიის სიმპტომები და ბრადიკარდია მოსალოდნელია პირველი 3 დღის განმავლობაში.

ძუძუთი კვება

უცნობია, გამოიყოფა თუ არა მოცემული პრეპარატი ადამიანის რძეში. შესაბამისად, ბისოპროლოლით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

  • 7 ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

გულის კორონარული დაავადების მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევაში ბისოპროლოლი არ ახდენდა გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე. თუმცა, პრეპარატების მიმართ რეაქციების ინდივიდუალური ვარიაბელურობის გამო შეიძლება შეიცვალოს სატრანსპორტო საუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი. ეს განსაკუთრებით შესაძლებელია მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატის შეცვლის შემთხვევაში, ასევე ალკოჰოლთან ერთდროულად მიღებისას.

  • 8 გვერდითი მოვლენები

გამოყენებულია სიხშირის შემდეგი კატეგორიები:

ძალიან ხშირი (≥1/10)

ხშირი (≥1/100, <1/10)

არახშირი (≥1/1,000, <1/100)

იშვიათი (≥1/10,000, <1/1,000)

ძალიან იშვიათი (<1/10,000)

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).

გულის დარღვევები:

ძალიან ხშირი: ბრადიკარდია

ხშირი: გულის უკმარისობის დამძიმება

არახშირი: ავ-გამტარობის დარღვევები

კვლევები:

იშვიათი: ტრიგლიცერიდების მომატებული დონე, ღვიძლის ფერმენტების (ალტ, ასტ) მომატებული დონე.

ნერვული სისტემის დარღვევები:

ხშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

იშვიათი: გულის წასვლა.

დარღვევები თვალის მხრივ:

იშვიათი: ცრემლდენის შემცირება (გასათვალისწინებელია, ლინზების ტარების შემთხვევაში).

ძალიან იშვიათი: კონიუნქტივიტი.

დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ:

იშვიათი: სმენის დარღვევები.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ:

არახშირი: ბრონქოსპაზმი ბრონქული ასთმის ან სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადების ანამნეზის მქონე პაციენტებში.

იშვიათი: ალერგიული რინიტი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ხშირი: კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, შეკრულობა.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ქავილი, წამოხურება, გამონაყარი და ანგიონევროზული შეშუპება).

ძალიან იშვიათი: ბეტა-ბლოკერებს შეუძლია ფსორიაზის პროვოცირება ან დამძიმება, ან გამოიწვიოს ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი, ალოპეცია.

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

არახშირი: კუნთების სისუსტე და სპაზმი.

სისხლძარღვების დარღვევები:

ხშირი: კიდურებში სიცივის ან დაბუჟების შეგრძნება, ჰიპოტენზია.

არახშირი: ორთოსტატული ჰიპოტენზია.

ზოგადი დარღვევები:

ხშირი: ასთენია, დაღლილობა

ჰეპატობილიარული დარღვევები:

იშვიათი: ჰეპატიტი.

დარღვევების რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ:

იშვიათი: ერექტიული დისფუნქცია.

ფსიქიკური აშლილობები:

არახშირი: ძილის დარღვევები, დეპრესია.

იშვიათი: კოშმარები, ჰალუცინაციები.

  • 9 დოზის გადაჭარბება

სიმპტომები

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (მაგალითად, სადღეღამისო დოზა 15 მგ, ნაცვლად 7.5 მგ-სა) აღინიშნა მესამე ხარისხის ავ-ბლოკადა, ბრადიკარდია და თავბრუსხვევა. ზოგადად, β-ბლოკერების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ყველაზე ხშირი მოსალოდნელი ნიშნებია ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი, გულის მწვავე უკმარისობა და ჰიპოგლიკემია. დღეისათვის აღნიშნულია ბისოპროლოლის დოზის გადაჭარბების (მაქსიმუმ 2000 მგ) რამდენიმე შემთხვევა პაციენტებში ჰიპერტენზიით ან/და გულის კორონარული დაავადებით ბრადიკარდიის ან/და ჰიპოტენზიის გამოვლინებებით; ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. არსებობს ფართო ინდივიდთაშორისი ვარიაბელობა ბისოპროლოლის ერთი ერთჯერადი მაღალი დოზის მგრძნობელობის მიმართ; სავარაუდოდ, გულის უკმარისობის მქონე პაციენტები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. შესაბამისად, ამ პაციენტებში მკურნალობის დაწყება საჭიროა დოზის თანდათანობით გაზრდით 4.2 პარაგრაფში მითითებული სქემის შესაბამისად.

მკურნალობა:

დოზის გადაჭარბების განვითარების შემთხვევაში, ბისოპროლოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შემანარჩუნებელი და სიმპტომური მკურნალობა. შეზღუდული მონაცემები ადასტურებს, რომ ბისოპროლოლი რთულად ექვემდებარება დიალიზს. სხვა β-ბლოკერების მოსალოდნელი ფარმაკოლოგიური მოქმედებისა და რეკომენდაციების საფუძველზე კლინიკურად დადასტურების შემთხვევაში გასათვალისწინებელია შემდეგი ზოგადი ზომები.

ბრადიკარდია: ინტრავენურად შეიყვანეთ ატროპინი. თუ რეაქცია არასათანადოა, სიფრთხილით შეიყვანება იზოპრენალინი ან სხვა პრეპარატი დადებითი ქრონოტროპული მოქმედებით. გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ტრანსვენური კარდიოსტიმულატორის განთავსება.

ჰიპოტენზია: საჭიროა ინტრავენური სითხეებისა და ვაზოპრესორების შეყვანა. შეიძლება სასარგებლო იყოს ინტრავენური გლუკაგონი.

ავ ბლოკადა (მეორე ან მესამე ხარისხი): საჭიროა პაციენტებზე გულდასმით დაკვირვება და მკურნალობის ჩატარება იზოპრენალინის საინფუზიო ხსნარით ან ტრანსვენური კარდიოსტიმულატორის განთავსება.

გულის მწვავე უკმარისობის დამძიმება: დიურეზულების, ინოტროპული საშუალებების, ვაზოდილატაციური საშუალებების ი/ვ შეყვანა.

ბრონქოსპაზმი: ბრონქოდილატაციური მკურნალობის დაწყება, როგორიცაა იზოპრენალინი, ბეტა2-სიმპათომიმეტური საშუალებები ან/და ამინოფილინი.

ჰიპოგლიკემია: გლუკოზის ი/ვ შეყვანა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სელექციური β-ბლოკერები (C07AB07)

მოქმედების მექანიზმი:

ბისოპროლოლი არის მაღალი სელექციურობის β1-ადრენორეცეპტორების ბლოკერი შიდა სიმპათომიმეტური აქტივობის გარეშე, რომელსაც არ გააჩნია სათანადო მემბრანომასტაბილიზებელი მოქმედება. ის ავლენს მხოლოდ დაბალ მსგავსებას ბრონქებისა და სისხლძარღვების გლუვი კუნთების ბეტა2-რეცეპტორების, ასევე ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში მონაწილე ბეტა2-რეცეპტორების მიმართ. შესაბამისად, ზოგადად არ არის მოსალოდნელი, რომ ბისოპროლოლი გავლენას მოახდენს სასუნთქი სისტემის რეზისტენტობაზე და ბეტა2-ით განპირობებულ მეტაბოლურ ეფექტებზე. მისი ბეტა1-სელექციურობა სცილდება თერაპიული დოზების დიაპაზონის ფარგლებს.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ბისოპროლოლი შეიწოვება და მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 90%-ს პერორალური მიღების შემდეგ.

განაწილება

განაწილების მოცულობა შეადგენს 3.5 ლ/კგ. ბისოპროლოლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 30%-ს.

ბიოტრანსფორმაცია და ელიმინაცია

ბისოპროლოლი გამოიყოფა ორგანიზმიდან ორი გზით. 50% მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიურ მეტაბოლიებამდე, რომლებიც შემდეგ გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. დარჩენილი 50% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით არამეტაბოლიზებული ფორმით. საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 15 ლ/სთ. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი 10-12 საათი უზრუნველყოფს 24 საათიან ეფექტიანობას დოზის დღეში ერთხელ მიღების შემთხვევაში.

ხაზოვნება

ბისოპროლოლის კინეტიკა ხაზოვანია და არ არის დამოკიდებული ასაკზე.

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე კომპონენტების ჩამონათვალი

ტაბლეტის ბირთვი

მიკროკრისტალური ცელულოზა PH102

ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, უწყლო

პრეჟელატინიზებული სახამებელი

პოვიდონი K-30

კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი

მაგნიუმის სტეარატი

გარსი:

Opadry თეთრი 02A28361 (ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი)

შეუთავსებლობა

ხელმისაწვდომი არ არის

ვარგისობის ვადა

2 წელი

შენახვის განსაკუთრებული პირობები

შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი

გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ-ალუმინის ბლისტერი შეფუთვაში ზომით 30 ტაბლეტი.

აპკიანი გარსით დაფარული 30 ტაბლეტი/3 ბლისტერი/1 კოლოფი

  • 6 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატის უტილიზაციისას და მის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა მითითებები

სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

NOBEL İLAҪ PAZARLAMA ve SANAYİ LTD. ŞTİ.

İnkılap Mahallesi Akçakoca Sokak No:10

34768 უმრანიე / სტამბოლი / თურქეთი

ტელეფონი: +90 216 633 60 00

ფაქსი: +90 216 633 60 01

  • სავაჭრო ლიცენზიის ნომრები

2022/707 (წარმოშობის ქვეყანა, თურქეთი)

  • პირველი ლიცენზიის გაცემის / ლიცენზიის განახლების თარიღი
  • 11.2022 წ. (წარმოშობის ქვეყანა, თურქეთი)
  • ტექსტის რედაქტირების თარიღი
  • 02.2023 წ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა