ბიემექსოლი
Biemexol
- მოქმედი ნივთიერება
- იოჰექსოლ (iohexol)
- ფორმა და შეფუთვა
- 350მგ იოდი/მლ 100მლ ინტრაარტერიული, ი.ვ., ინტრათეკალური და ინტრაკავიტალური საინექციო ხსნარი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- BİEM İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კონტრასტული საშუალებები, წყალში ხსნადი, ნეფროტროპული, დაბალი ოსმოლარობის რენტგენოკონტრასტული საშუალებები
- ATC კოდი
- V08AB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045622
- რეგისტრირებულია
- 3 ივნისი 2026, მოქმედებს 3 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
ბიემექსოლი — ინსტრუქცია ქართულად
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის მძიმე პრობლემები
თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა იოჰექსოლის ან ბიემექსოლის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ბიემექსოლის გამოყენებისას
თუ ბიემექსოლის მსგავსმა კონტრასტულმა საშუალებამ ადრე გამოიწვია ალერგია (ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს რომელიმე ერთ ან რამდენიმე შემდეგ მოვლენას: ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის არეში შებოჭილობა ან ტკივილი, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, წყლიანი ბუშტუკები კანზე და პირის ღრუში, თვალების სიწითლე/ქავილი, ხველა, სურდო, ცემინება ან სხვა ალერგიული სიმპტომები, სახის შეშუპება, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა დაბალი არტერიული წნევის გამო)
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის რაიმე პრობლემა.
თუ ოდესმე გქონიათ ალერგია.
თუ გაქვთ ასთმა.
თუ გაქვთ დიაბეტი
თუ გაქვთ ტვინში რაიმე დაავადება ან სიმსივნე (მაგალითად, სიმსივნეები, შეშუპება ან ანთება ტვინში, ან ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ტვინის სისხლძარღვებზე, მათ შორის თრომბი ან სისხლდენა)
თუ გაქვთ ან ანამნეზში გქონიათ გულის ან სისხლძარღვების მძიმე დაავადება, მათ შორის მაღალი არტერიული წნევა, თრომბები, ინსულტი და არარეგულარული გულისცემა (არითმიები).
თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები ან ღვიძლისა და თირკმლის დაავადება.
თუ გაქვთ დაავადება სახელწოდებით „მიასთენია გრავისი“ (მდგომარეობა, რომელიც იწვევს კუნთების ძლიერ სისუსტეს).
თუ გაქვთ „ფეოქრომოციტომა“ (მუდმივი ან მაღალი არტერიული წნევის შეტევები, რაც გამოწვეულია თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი სიმსივნით).
თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება „ჰომოცისტინურია“ (მდგომარეობა, რომლის დროსაც იზრდება ამინომჟავა ცისტეინის გამოყოფა შარდით)
თუ გაქვთ სისხლის ან ძვლის ტვინის დაავადება
თუ გაქვთ იმუნური სისტემის რაიმე დაავადება
თუ ოდესმე გქონიათ დამოკიდებულება ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე
თუ გაქვთ ეპილეფსია
თუ რამდენიმე კვირაში დაგეგმილია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტის ჩატარება
თუ გაქვთ ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (ფილტვის არტერიებში მაღალი წნევა)
თუ გაქვთ პარაპროტეინემია (სისხლში პათოლოგიური ცილების ჭარბი რაოდენობა)
თუ იმავე დღეს დაგეგმილია სისხლისა და შარდის ანალიზების ჩატარება
ვიზუალიზაციის პროცედურის დროს ან მის შემდეგ დაუყოვნებლივ შეიძლება განვითარდეს ტვინის ხანმოკლე დარღვევა, რომელსაც „ენცეფალოპათია“ ეწოდება. თუ შენიშნეთ ამ ფურცლის მე-4 თავში „რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?“ ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი და სიმპტომი, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.
ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები შეიძლება განვითარდეს ბავშვებსა და მოზრდილებში ბიემექსოლის მიღების შემდეგ. შეიძლება აღინიშნოს ამ პრეპარატის ზემოქმედება ნაყოფზე. ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტები ბიემექსოლის მიღებამდე და/ან მის შემდეგ.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ გეხებათ, ბიემექსოლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ბიემექსოლის მიღებამდე და მის შემდეგ აუცილებლად მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. ეს განსაკუთრებით ეხება პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მრავლობითი მიელომა (სისხლის თეთრი უჯრედების დაავადება), დიაბეტი, თირკმლის პრობლემები, ზოგადი ცუდი მდგომარეობის, ასევე ბავშვებს და ხანდაზმულ პაციენტებს.
ბავშვები და მოზარდები:
ბიემექსოლის მიღებამდე და მის შემდეგ აუცილებლად მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. თირკმელების დაზიანების გამომწვევი პრეპარატები არ უნდა მიიღოთ ბიემექსოლთან ერთად.
ბიემექსოლი შეიძლება უფრო ნელა გამოიდევნოს ჩვილის ორგანიზმიდან, ვიდრე ზრდასრულის.
ჩვილები (1 წლამდე ასაკის) და განსაკუთრებით ახალშობილები მგრძნობიარე არიან გარკვეული ლაბორატორიული ტესტების ცვლილებების მიმართ (მარილებისა და მინერალების ბალანსი) და სისხლის მიმოქცევის ცვლილებების მიმართ (გულისკენ სისხლის მიწოდება).
ეს სიფრთხილის ზომები გამოიყენება წარსულში ან ამჟამად არსებული მდგომარეობისას, ამიტომ, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
ბიემექსოლის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ცნობილი ეფექტების შესახებ ცნობილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ დიაბეტი და იღებთ მეტფორმინის შემცველ ნებისმიერ მედიკამენტს. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები, ან თუ იყენებთ ბეტა-ბლოკატორებს (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები), სისხლძარღვებზე მოქმედ ნებისმიერ მედიკამენტს, აგფ ინჰიბიტორებს ან ანგიოტენზინის ანტაგონისტებს (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები) ან ბოლო დროს მკურნალობდით ინტერლეიკინ-2-ით ან ინტერფერონებით (იმუნური სისტემის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები) ან ანტიდეპრესანტებით (ფსიქიკური დარღვევების, როგორიცაა დეპრესია, სამკურნალო პრეპარატები), რადგან ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბიემექსოლის მოქმედებაზე.
ბეტა-ბლოკატორებმა შეიძლება გაზარდონ სუნთქვის გაძნელების რისკი და ურთიერთქმედებდნენ მძიმე ალერგიული რეაქციების მკურნალობასთან, რომლებიც ბიემექსოლის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკებია.
ლაბორატორიული ტესტები
თუ სკრინინგის დღეს ლაბორატორიული ტესტებისთვის სისხლის ან შარდის ნიმუშის აღებას მოგთხოვენ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, რომ დაგაგიკეთდათ ბიემექსოლი, რადგან ბიემექსოლმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტის შედეგებზე.
თუ ამჟამად იღებთ ან წარსულში იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს, გთხოვთ, მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პროდუქტების შესახებ.
- როგორ გამოიყენება ბიემექსოლი?
ბიემექსოლი ყოველთვის მოგეცემათ სპეციალურად მომზადებული და კვალიფიციური პირის მიერ.
ბიემექსოლი ყოველთვის გამოიყენება საავადმყოფოში ან კლინიკაში.
კლინიკაში გეტყვიან ყველფაერს, რაც უნდა იცოდეთ მისი უსაფრთხო გამოყენებისთვის.
გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/მიღების სიხშირე
თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის საუკეთესო დოზას. ჩვეულებრივ, გამოიყენება ერთი ინექცია ან შეიძლება მოგთხოვონ მისი გადაყლაპვა.
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/მიღების სიხშირე:
ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის ყველაზე შესაფერის დოზას. ჩვეულებრივი დოზა არის ერთჯერადი ინექცია, ან შეიძლება მოგთხოვონ ამ რაოდენობის დალევა.
ბიემექსოლის მიღების შემდეგ
მოგთხოვენ, რომ:
დალიოთ დიდი რაოდენობით სითხე (ორგანიზმიდან პრეპარატის გამოდევნის ხელშესაწყობად),
დარჩეთ სკანირების ან რენტგენის ჩატარების ადგილას ან სიახლოვეს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში,
დარჩეთ კლინიკაში ან საავადმყოფოში ერთი საათის განმავლობაში.
თუმცა, შესაძლოა გამოვლინდეს დაგვიანებული რეაქციები.
თუ ამ დროის განმავლობაში შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს (იხილეთ თავი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).
ზემოთ მოცემული რჩევები ეხება ყველა პაციენტს, რომელსაც მიღებული აქვს ბიემექსოლი. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.
შეყვანის გზა და მეთოდი:
ბიემექსოლი შეიძლება მიღებულ იქნას სხვადასხვა გზით, მისი ჩვეულებრივად მიღების გზების აღწერა შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ინექცია არტერიაში ან ვენაში:
ბიემექსოლი ყველაზე ხშირად შეჰყავთ ხელის ან ფეხის ვენაში. ზოგჯერ ის შეჰყავთ თხელი პლასტმასის მილის (კათეტერის) მეშვეობით, რომელიც ჩვეულებრივ თქვენს მკლავში ან საზარდულის არტერიაში იქნება ჩადგმული.
შეყვანა ხერხემალში:
ბიემექსოლი შეჰყავთ ზურგის ტვინის გარშემო არსებულ სივრცეში ხერხემლის არხის დასათვალიერებლად. თუ ბიემექსოლი ხერხემალში შეგიყვანეს, მოგეთხოვებათ დაიცვათ ქვემოთ მოცემული რჩევები:
დაისვენეთ ისე, რომ თავი და სხეული ვერტიკალურ მდგომარეობაში იყოს ერთი საათის განმავლობაში, ან ექვსი საათის განმავლობაში, თუ საწოლში რჩებით,
ფრთხილად იარეთ და ეცადეთ არ დაიხაროთ ექვსი საათის განმავლობაში,
არ იყოთ სრულიად მარტო ბიემექსოლის მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, თუ ამბულატორიული პაციენტი ხართ და ანამნეზში გაქვთ კრუნჩხვები.
ზემოთ მოცემული რჩევები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიემექსოლი შეჰყვავთ ხერხემალში. თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ საკითხში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.
გამოიყენეთ სხეულის ღრუებში ან სახსრებში:
სხეულის ღრუები შეიძლება იყოს სახსრები, საშვილოსნო და საკვერცხის მილები. ბიემექსოლის მიღების წესი და ადგილი განსხვავებულია.
პერორალური გამოყენება:
საყლაპავის, კუჭის ან წვრილი ნაწლავის გამოკვლევისთვის, ბიემექსოლი ჩვეულებრივ პერორალურად მიიღება. ამ გამოკვლევებისთვის ბიემექსოლი შეიძლება წყლით განზავდეს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება: თქვენი ექიმი განსაზღვრავს და დანიშნავს თქვენი პაციენტისთვის ყველაზე შესაფერის დოზას.
ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენება: ხანდაზმულ პაციენტებში დოზირების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. თქვენი ექიმი განსაზღვრავს და დანიშნავს თქვენთვის ყველაზე შესაფერის დოზას.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: ამ პაციენტებში დოზირების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. თქვენი ექიმი განსაზღვრავს და დანიშნავს თქვენთვის ყველაზე შესაფერის დოზას.
თუ ფიქრობთ, რომ ბიემექსოლის ეფექტი ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ბიემექსოლის საჭიროზე მეტი დოზა:
ბიემექსოლი გაგიკეთდებათ სამედიცინო დაწესებულებაში ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თქვენს ექიმს შეუძლია წყლის ან ელექტროლიტური დისბალანსის გამოსწორება და სხვა თერაპიების დანიშვნა. ამ პროდუქტის ანტიდოტი არ არსებობს.
თუ დაგავიწყდათ ბიემექსოლის გამოყენება
ბიემექსოლი მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, აუცილებლად აცნობეთ ექიმს. ექიმი ამ პროდუქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ ჩათვლის, რომ სარგებელი აღემატება როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის რისკს.
თუ ბიემექსოლი ორსულობის დროს დედას ეძლევა, რეკომენდებულია ახალშობილის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მონიტორინგი (იხილეთ „განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ბიემექსოლის გამოყენებისას“).
თუ მკურნალობის დროს შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია

ძუძუთი კვება შეიძლება გაგრძელდეს ჩვეულებრივად ბიემექსოლით გამოკვლევის შემდეგ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ბიემექსოლის ბოლო ინექციის შემდეგ არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ ხელსაწყოები ან მექანიზმები:
24 საათის განმავლობაში, თუ ის ხერხემალშია შეყვანილი, ან
ერთი საათის განმავლობაში ყველა სხვა შემთხვევაში.
რადგან შეიძლება განვითარდეს შესაძლოა თავბრუსხვევა ან რეაქციის სხვა ნიშნები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბიემექსოლის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების შესახებ:
ბიემექსოლი თითოეულ დოზაში (23 მგ) შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ „ეს პროდუქტი არ შეიცავს ნატრიუმს“.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში)
ხშირი (ვითარდება 100-დან 1-10 მომხმარებელში)
არახშირი (ვითარდება 1000-დან 1-10 მომხმარებელში)
იშვიათი (ვითარდება 10,000-დან 1-10 მომხმარებელში)
ძალიან იშვიათი (ვითარდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)
უცნობი (შეუძლებელიაშეფასება არსებული მონაცემებით)
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ბიემექსოლმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ალერგიული რეაქციები
თუ საავადმყოფოში ან კლინიკაში, სადაც ბიემექსოლი გამოიყენება, ალერგიული რეაქცია განგივითარდათ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. ნიშნები შეიძლება იყოს:
ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, შებოჭილობის ან ტკივილის შეგრძნება გულმკერდის არეში
კანზე გამონაყარი, კვანძები, ქავილი, ბუშტუკები კანზე ან პირის ღრუში, თვალების სიწითლე ან ქავილი, ხველა, სურდო, ცემინება ან ალერგიის სხვა ნიშნები
სახის შეშუპება
თავბრუსხვევა ან სისუსტის შეგრძნება (გამოწვეული დაბალი არტერიული წნევით)
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ბიემექსოლის მიღებიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ. თუ რომელიმე ეს გვერდითი მოვლენა განვითარდა საავადმყოფოდან ან კლინიკიდან გაწერის შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
ბიემექსოლის მიღების შემდეგ ხშირია შარდის გამოყოფის ხანმოკლე შემცირება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო. ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება.
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს, ჩამოთვლილია ქვემოთ; ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ან რატომ მიიღეთ ბიემექსოლი. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული, თუ როგორ მიიღეთ ბიემექსოლი.
ზოგადი (ვრცელდება ყველა პაციენტზე, რომელიც იღებს ბიემექსოლს):
ხშირი: (ვითარდება 100-დან 1-დან 10 მომხმარებელში)
სიცხის შეგრძნება
არახშირი: (ვითარდება 1000-დან 1-დან 10 მომხმარებელში)
გულისრევა
გაძლიერებული/პათოლოგიური ოფლიანობა, სიცივის შეგრძნება, თავბრუსხვევა/გონების დაკარგვა
თავის ტკივილი
იშვიათი: (ვითარდება 10000-დან 1-დან 10 მომხმარებელში)
ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები (შეიძლება ფატალური იყოს)
გულისცემის შენელება
მუცლის ტკივილი, ღებინება, ცხელება
ძალიან იშვიათი: ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში
გემოს შეგრძნების უეცარი ცვლილება
არტერიული წნევის მომატება ან შემცირება, კანკალი (შემცივნება)
დიარეა
ალერგიული რეაქცია, მათ შორის მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შოკი და კოლაფსი (სხვა სიმპტომებისთვის იხილეთ ზემოთ "ალერგიული რეაქციები")
უცნობი: (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება და მათი მგრძნობელობა (ტკივილი).
არტერიაში ან ვენაში ინექციის შემდეგ:

სუნთქვის სიხშირის ხანმოკლე ცვლილებები, სუნთქვის პრობლემები

ტკივილი და დისკომფორტი
თირკმლის მწვავე დაზიანება
იშვიათი: (ვითარდება 1000-დან 1-დან 10 მომხმარებელში)
დიარეა
არარეგულარული გულისცემა, მათ შორის სწრაფი ან ნელი გულისცემა
ხველა, სუნთქვის გაჩერება, ცხელება, ზოგადი დისკომფორტი
თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება, კუნთების სისუსტე
კაშკაშა სინათლის აუტანლობა
ძლიერი დაღლილობა
კანის გამონაყარი და ქავილი, კანის გაწითლება
მხედველობის დაქვეითება (მათ შორის გაორებული ან დაბინდული მხედველობა)
ძალიან იშვიათი: (ვითარდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)
კრუნჩხვები, დაბნეულობა, ინსულტი, შეგრძნებების მოშლა (მაგალითად, შეხება), ტრემორი.
ალები
სუნთქვის გაძნელება
მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა)
ტკივილი გულმკერდის არეში
უცნობია: (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის ძლიერი გამონაყარი, ბუშტუკები და კანის აქერცვლა
დაბნეულობა, დეზორიენტაცია, აგზნების შეგრძნება, მოუსვენრობა და შფოთვა
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიური ფუნქცია (მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის მომატებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომები, როგორიცაა გულისცემის გახშირება, ოფლიანობა და შფოთვა), ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის ხანმოკლე შემცირება (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, რომელიც მოგვიანებით ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება) (გარდამავალი ჰიპოთირეოზი)
გადაადგილების გაძნელება გარკვეული დროის განმავლობაში
ხანმოკლე სიბრმავე (რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე), ხანმოკლე სმენის დაკარგვა
გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა, კორონარული არტერიების სპაზმი და ციანოზი (კანის ლურჯი-მეწამულისფერი ჟანგბადის შემცირების გამო)
გულმკერდის არეში შებოჭილობა ან სუნთქვის გაძნელება (მათ შორის ფილტვების შეშუპება და სასუნთქი გზების სპაზმი)
პანკრეასის (კუჭის უკან მდებარე ორგანო) ანთების გაუარესება, რაც იწვევს კუჭის ტკივილს, რომელიც უარესდება ჭამის შემდეგ
ტკივილი და შეშუპება ვენებში, თრომბების წარმოქმნა
სახსრების ტკივილი, ინექციის ადგილას რეაქცია, ზურგის ტკივილი
ფსორიაზის გამწვავება
მეტყველების დარღვევები, მათ შორის საუბრის ან სიტყვების წარმოთქმის გაძნელება
ასთმის შეტევა
იოდიზმი (ორგანიზმში იოდის ჭარბი რაოდენობა. ეს იწვევს შეშუპებას და ტკივილს სანერწყვე ჯირკვლებში)
ტვინის ხანმოკლე დარღვევები (ენცეფალოპათია) - დაბნეულობა, ჰალუცინაციები, მხედველობის გაძნელება, მხედველობის დაკარგვა, კრუნჩხვები, კოორდინაციის დაკარგვა, მოძრაობის დაკარგვა სხეულის ერთ მხარეს, მეტყველების პრობლემები და ხანმოკლე მეხსიერების დაკარგვა, მათ შორის გონების დაკარგვა, კომა და ძილიანობა.
თრომბოციტოპენია (მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში თრომბოციტების რაოდენობა მცირდება. ამ მდგომარეობაში სისხლი ნორმალურად არ შედედება).
სისხლში კრეატინინის დონის მომატება.
ხერხემლის არეში ინექციის შემდეგ:
ძალიან ხშირი: (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში)
თავის ტკივილი (შეიძლება იყოს ძლიერი და ხანგრძლივი).
ხშირი: (ვითარდება 100-დან 1-დან 10 მომხმარებელში).
გულისრევა, ღებინება.
არახშირი: (ვითარდება 1000-დან 1-დან 10 მომხმარებელში).
ტვინისა და ზურგის ტვინის გარშემო არსებული გარსების ანთება.
იშვიათი: (ვითარდება 10000-დან 1-დან 10 მომხმარებელში).
კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ტკივილი ხელებში ან ფეხებში, კისრის ტკივილი, ზურგის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება (მათ შორის მხედველობის გაორება ან დაბინდვა).
უცნობია: (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებიდან)
აგზნების შეგრძნება
შფოთვის შეგრძნება
ტვინში პათოლოგიური ელექტრული აქტივობა, რომელიც გამოვლინდა ელექტროენცეფალოგრამის ტესტზე
კაშკაშა სინათლის აუტანლობა, კისრის შებოჭილობა
მოძრაობის დროებითი შეუძლებლობა, დაბნეულობის შეგრძნება
შეგრძნებების დარღვევა (მაგალითად, შეხების), ხანმოკლე სიბრმავე (რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე), სმენის ხანმოკლე დაკარგვა
კრუნჩხვები (ხანგრძლივობა ხუთ წუთზე მეტი)
ჩხვლეტის შეგრძნება, კუნთების შეკუმშვა, ინექციის ადგილას რეაქციები
ტვინის ხანმოკლე დაავადება (ენცეფალოპათია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა, ჰალუცინაციები, მხედველობის სირთულეები, მხედველობის დაკარგვა, კრუნჩხვები, კოორდინაციის დაკარგვა, მეტყველების პრობლემები და გონების დაკარგვა (მათ შორის ხანმოკლე მეხსიერების დაკარგვა), კომა, ძილიანობა და რეტროგრადული ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა)
მეტყველების დარღვევები, მათ შორის ლაპარაკის ან სიტყვების წარმოთქმის შეუძლებლობა
სხეულის ღრუებში გამოყენების შემდეგ:
(მაგალითად, საშვილოსნო და საკვერცხის მილები, შარდის ბუშტი, პანკრეასი ან თიაქარი)

ტკივილი მუცლის არეში
ხშირი: (ვითარდება 100-დან 1-10 მომხმარებელში)
პანკრეასის ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი)
პანკრეასის ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ნივთიერების პათოლოგიური რაოდენობა, რომელიც ლაბორატორიული გამოკვლევით გამოვლინდა

ტკივილი
სახსრებში ინექციის შემდეგ:

ტკივილი ინექციის ადგილას

სახსრის ანთება
პერორალურად მიღების შემდეგ:

გულისრევა, ღებინება

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გაძლიერდება ან შეამჩნევთ ზემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენებს, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს.
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში
დღენაკლულებში, ახალშობილებსა და სხვა ბავშვებში ბიემექსოლის მიღების შემდეგ აღინიშნა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ხანმოკლე დარღვევა, რომელიც მოგვიანებით ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება (გარდამავალი ჰიპოთირეოზი). ჩვეულებრივ, სიმპტომები არ აღინიშნება. დღენაკლული ჩვილები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან იოდის ზემოქმედების მიმართ.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ხანმოკლე, გარდამავალი დარღვევა აღინიშნა ბავშვში, რომლის დედასაც ბიემექსოლი რამდენჯერმე შეუყვანეს.
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც მითითებული არ არის ამ ფურცელში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს და ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გარდა ამისა, შეატყობინეთ გვერდითი მოვლენების შესახებ www.titck.gov.tr-ზე „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ღილაკზე დაჭერით ან თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრის (TÜFAM) გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ხაზზე 0 800 314 00 08 ნომერზე დარეკვით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.
- როგორ ინახება ბიემექსოლი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალ შეფუთვაში.
ყველა პარენტერალური პროდუქტის მსგავსად, ბიემექსოლიც გამოყენებამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკების, ფერის შეცვლის და კონტეინერის მთლიანობის დასადგენად.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
პაციენტის საინფორმაციო ფურცელი
ბიემექსოლი 350 მგ I/მლ საინექციო ხსნარი
შეიყვანება ინტრაარტერიულად (არტერიაში), ინტრავენურად (ვენაში) და სხეულის ღრუებში.
სტერილური
აქტიური ნივთიერება: თითოეული ფლაკონი შეიცავს 350 მგ იოდს, რაც 755 მგ იოჰექსოლის ექვივალენტურია
დამხმარე ნივთიერებები: ტრომეტამოლი, კალციუმის დინატრიუმის EDTA მონოჰიდრატი, მარილმჟავა (pH-ის რეგულირებისთვის), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის რეგულირებისთვის) და საინექციო წყალი.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 0.012 მგ ნატრიუმს ყოველ მლ-ზე.
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს პაციენტის საინფორმაციო ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დანიშნულია პირადად თქვენთვის; არ გადასცეთ ის სხვებს.
ამ მედიკამენტის გამოყენებისას, გთხოვთ, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას აცნობოთ ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.
ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაცია. არ გამოიყენოთ რეკომენდებულ დოზებზე უფრო დაბალი ან მაღალი დოზები.
ამ პაციენტის საინფორმაციო ფურცელში:
- რა არის ბიემექსოლი და რისთვის გამოიყენება?
- რა უნდა იცოდეთ ბიემექსოლის გამოყენებამდე?
- როგორ გამოიყენება ბიემექსოლი
- რა არის ბიემექსოლის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
- როგორ ინახება ბიემექსოლი
- რა არის ბიემექსოლი და რისთვის გამოიყენება?
ბიემექსოლი 350 წარმოდგენილია 50 მლ, 100 მლ და 200 მლ, უფერო, 1 ტიპის შუშის ფლაკონებში, ბრომბუტილის თავსახურით და მუქი ლურჯი მოსახსნელი თავსახურით. შესაძლოა, ბაზარზე ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ხელმისაწვდომი.
ბიემექსოლი შეიცავს აქტიურ ნივთიერება იოჰექსოლს. ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ დიაგნოსტიკური გამოყენებისთვის. ის გამოიყენება მხოლოდ დაავადების იდენტიფიცირებისთვის და არა სამკურნალოდ.
ბიემექსოლი არის „კონტრასტული ნივთიერება“. ის შეჰყავთ რენტგენის გადაღებამდე, რათა ექიმის მიერ გადაღებული სურათი უფრო მკაფიო გახდეს.
ინექციით შეყვანის შემდეგ, ის დაეხმარება ექიმს განასხვავოს თქვენი ზოგიერთი ორგანოს ნორმალური ან პათოლოგიური გარეგნობა და ფორმა.
მისი გამოყენება შესაძლებელია საშარდე გზების, ხერხემლის ან სისხლძარღვების, მათ შორის გულის სისხლძარღვების რენტგენოგრაფიისთვის.
ეს პრეპარატი შეიძლება დაგენიშნოთ „კომპიუტერული ტომოგრაფიის“ გამოყენებით თავის ან სხეულის სკანირებამდე ან სკანირების დროს. ამ სახის სკანირებისას გამოიყენება რენტგენის სხივები.
მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია სანერწყვე ჯირკვლების, კუჭისა და ნაწლავების, ან სხეულის ღრუების, მაგალითად, სახსრების, საშვილოსნოს და საკვერცხის მილების, შესამოწმებლად.
ექიმი აგიხსნით, სხეულის რომელი ნაწილის სკანირება იქნება საჭირო.
- რა უნდა იცოდეთ ბიემექსოლის გამოყენებამდე?
არ გამოიყენოთ ბიემექსოლი:
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის მძიმე პრობლემები
თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა იოჰექსოლის ან ბიემექსოლის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ბიემექსოლის გამოყენებისას
თუ ბიემექსოლის მსგავსმა კონტრასტულმა საშუალებამ ადრე გამოიწვია ალერგია (ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს რომელიმე ერთ ან რამდენიმე შემდეგ მოვლენას: ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის არეში შებოჭილობა ან ტკივილი, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, წყლიანი ბუშტუკები კანზე და პირის ღრუში, თვალების სიწითლე/ქავილი, ხველა, სურდო, ცემინება ან სხვა ალერგიული სიმპტომები, სახის შეშუპება, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა დაბალი არტერიული წნევის გამო)
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის რაიმე პრობლემა.
თუ ოდესმე გქონიათ ალერგია.
თუ გაქვთ ასთმა.
თუ გაქვთ დიაბეტი
თუ გაქვთ ტვინში რაიმე დაავადება ან სიმსივნე (მაგალითად, სიმსივნეები, შეშუპება ან ანთება ტვინში, ან ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ტვინის სისხლძარღვებზე, მათ შორის თრომბი ან სისხლდენა)
თუ გაქვთ ან ანამნეზში გქონიათ გულის ან სისხლძარღვების მძიმე დაავადება, მათ შორის მაღალი არტერიული წნევა, თრომბები, ინსულტი და არარეგულარული გულისცემა (არითმიები).
თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები ან ღვიძლისა და თირკმლის დაავადება.
თუ გაქვთ დაავადება სახელწოდებით „მიასთენია გრავისი“ (მდგომარეობა, რომელიც იწვევს კუნთების ძლიერ სისუსტეს).
თუ გაქვთ „ფეოქრომოციტომა“ (მუდმივი ან მაღალი არტერიული წნევის შეტევები, რაც გამოწვეულია თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი სიმსივნით).
თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება „ჰომოცისტინურია“ (მდგომარეობა, რომლის დროსაც იზრდება ამინომჟავა ცისტეინის გამოყოფა შარდით)
თუ გაქვთ სისხლის ან ძვლის ტვინის დაავადება
თუ გაქვთ იმუნური სისტემის რაიმე დაავადება
თუ ოდესმე გქონიათ დამოკიდებულება ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე
თუ გაქვთ ეპილეფსია
თუ რამდენიმე კვირაში დაგეგმილია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტის ჩატარება
თუ გაქვთ ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (ფილტვის არტერიებში მაღალი წნევა)
თუ გაქვთ პარაპროტეინემია (სისხლში პათოლოგიური ცილების ჭარბი რაოდენობა)
თუ იმავე დღეს დაგეგმილია სისხლისა და შარდის ანალიზების ჩატარება
ვიზუალიზაციის პროცედურის დროს ან მის შემდეგ დაუყოვნებლივ შეიძლება განვითარდეს ტვინის ხანმოკლე დარღვევა, რომელსაც „ენცეფალოპათია“ ეწოდება. თუ შენიშნეთ ამ ფურცლის მე-4 თავში „რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?“ ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი და სიმპტომი, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.
ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები შეიძლება განვითარდეს ბავშვებსა და მოზრდილებში ბიემექსოლის მიღების შემდეგ. შეიძლება აღინიშნოს ამ პრეპარატის ზემოქმედება ნაყოფზე. ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტები ბიემექსოლის მიღებამდე და/ან მის შემდეგ.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ გეხებათ, ბიემექსოლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ბიემექსოლის მიღებამდე და მის შემდეგ აუცილებლად მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. ეს განსაკუთრებით ეხება პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მრავლობითი მიელომა (სისხლის თეთრი უჯრედების დაავადება), დიაბეტი, თირკმლის პრობლემები, ზოგადი ცუდი მდგომარეობის, ასევე ბავშვებს და ხანდაზმულ პაციენტებს.
ბავშვები და მოზარდები:
ბიემექსოლის მიღებამდე და მის შემდეგ აუცილებლად მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. თირკმელების დაზიანების გამომწვევი პრეპარატები არ უნდა მიიღოთ ბიემექსოლთან ერთად.
ბიემექსოლი შეიძლება უფრო ნელა გამოიდევნოს ჩვილის ორგანიზმიდან, ვიდრე ზრდასრულის.
ჩვილები (1 წლამდე ასაკის) და განსაკუთრებით ახალშობილები მგრძნობიარე არიან გარკვეული ლაბორატორიული ტესტების ცვლილებების მიმართ (მარილებისა და მინერალების ბალანსი) და სისხლის მიმოქცევის ცვლილებების მიმართ (გულისკენ სისხლის მიწოდება).
ეს სიფრთხილის ზომები გამოიყენება წარსულში ან ამჟამად არსებული მდგომარეობისას, ამიტომ, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
ბიემექსოლის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ცნობილი ეფექტების შესახებ ცნობილი არ არის.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, აუცილებლად აცნობეთ ექიმს. ექიმი ამ პროდუქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ ჩათვლის, რომ სარგებელი აღემატება როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის რისკს.
თუ ბიემექსოლი ორსულობის დროს დედას ეძლევა, რეკომენდებულია ახალშობილის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მონიტორინგი (იხილეთ „განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ბიემექსოლის გამოყენებისას“).
თუ მკურნალობის დროს შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება შეიძლება გაგრძელდეს ჩვეულებრივად ბიემექსოლით გამოკვლევის შემდეგ.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ბიემექსოლის ბოლო ინექციის შემდეგ არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ ხელსაწყოები ან მექანიზმები:
24 საათის განმავლობაში, თუ ის ხერხემალშია შეყვანილი, ან
ერთი საათის განმავლობაში ყველა სხვა შემთხვევაში.
რადგან შეიძლება განვითარდეს შესაძლოა თავბრუსხვევა ან რეაქციის სხვა ნიშნები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბიემექსოლის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების შესახებ:
ბიემექსოლი თითოეულ დოზაში (23 მგ) შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ „ეს პროდუქტი არ შეიცავს ნატრიუმს“.
სხვა მედიკამენტები და ბიემექსოლი
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ დიაბეტი და იღებთ მეტფორმინის შემცველ ნებისმიერ მედიკამენტს. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები, ან თუ იყენებთ ბეტა-ბლოკატორებს (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები), სისხლძარღვებზე მოქმედ ნებისმიერ მედიკამენტს, აგფ ინჰიბიტორებს ან ანგიოტენზინის ანტაგონისტებს (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები) ან ბოლო დროს მკურნალობდით ინტერლეიკინ-2-ით ან ინტერფერონებით (იმუნური სისტემის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები) ან ანტიდეპრესანტებით (ფსიქიკური დარღვევების, როგორიცაა დეპრესია, სამკურნალო პრეპარატები), რადგან ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბიემექსოლის მოქმედებაზე.
ბეტა-ბლოკატორებმა შეიძლება გაზარდონ სუნთქვის გაძნელების რისკი და ურთიერთქმედებდნენ მძიმე ალერგიული რეაქციების მკურნალობასთან, რომლებიც ბიემექსოლის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკებია.
ლაბორატორიული ტესტები
თუ სკრინინგის დღეს ლაბორატორიული ტესტებისთვის სისხლის ან შარდის ნიმუშის აღებას მოგთხოვენ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, რომ დაგაგიკეთდათ ბიემექსოლი, რადგან ბიემექსოლმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტის შედეგებზე.
თუ ამჟამად იღებთ ან წარსულში იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს, გთხოვთ, მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პროდუქტების შესახებ.
- როგორ გამოიყენება ბიემექსოლი?
ბიემექსოლი ყოველთვის მოგეცემათ სპეციალურად მომზადებული და კვალიფიციური პირის მიერ.
ბიემექსოლი ყოველთვის გამოიყენება საავადმყოფოში ან კლინიკაში.
კლინიკაში გეტყვიან ყველფაერს, რაც უნდა იცოდეთ მისი უსაფრთხო გამოყენებისთვის.
გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/მიღების სიხშირე
თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის საუკეთესო დოზას. ჩვეულებრივ, გამოიყენება ერთი ინექცია ან შეიძლება მოგთხოვონ მისი გადაყლაპვა.
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/მიღების სიხშირე:
ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის ყველაზე შესაფერის დოზას. ჩვეულებრივი დოზა არის ერთჯერადი ინექცია, ან შეიძლება მოგთხოვონ ამ რაოდენობის დალევა.
ბიემექსოლის მიღების შემდეგ
მოგთხოვენ, რომ:
დალიოთ დიდი რაოდენობით სითხე (ორგანიზმიდან პრეპარატის გამოდევნის ხელშესაწყობად),
დარჩეთ სკანირების ან რენტგენის ჩატარების ადგილას ან სიახლოვეს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში,
დარჩეთ კლინიკაში ან საავადმყოფოში ერთი საათის განმავლობაში.
თუმცა, შესაძლოა გამოვლინდეს დაგვიანებული რეაქციები.
თუ ამ დროის განმავლობაში შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს (იხილეთ თავი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).
ზემოთ მოცემული რჩევები ეხება ყველა პაციენტს, რომელსაც მიღებული აქვს ბიემექსოლი. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.
შეყვანის გზა და მეთოდი:
ბიემექსოლი შეიძლება მიღებულ იქნას სხვადასხვა გზით, მისი ჩვეულებრივად მიღების გზების აღწერა შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ინექცია არტერიაში ან ვენაში:
ბიემექსოლი ყველაზე ხშირად შეჰყავთ ხელის ან ფეხის ვენაში. ზოგჯერ ის შეჰყავთ თხელი პლასტმასის მილის (კათეტერის) მეშვეობით, რომელიც ჩვეულებრივ თქვენს მკლავში ან საზარდულის არტერიაში იქნება ჩადგმული.
შეყვანა ხერხემალში:
ბიემექსოლი შეჰყავთ ზურგის ტვინის გარშემო არსებულ სივრცეში ხერხემლის არხის დასათვალიერებლად. თუ ბიემექსოლი ხერხემალში შეგიყვანეს, მოგეთხოვებათ დაიცვათ ქვემოთ მოცემული რჩევები:
დაისვენეთ ისე, რომ თავი და სხეული ვერტიკალურ მდგომარეობაში იყოს ერთი საათის განმავლობაში, ან ექვსი საათის განმავლობაში, თუ საწოლში რჩებით,
ფრთხილად იარეთ და ეცადეთ არ დაიხაროთ ექვსი საათის განმავლობაში,
არ იყოთ სრულიად მარტო ბიემექსოლის მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, თუ ამბულატორიული პაციენტი ხართ და ანამნეზში გაქვთ კრუნჩხვები.
ზემოთ მოცემული რჩევები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიემექსოლი შეჰყვავთ ხერხემალში. თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ საკითხში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.
გამოიყენეთ სხეულის ღრუებში ან სახსრებში:
სხეულის ღრუები შეიძლება იყოს სახსრები, საშვილოსნო და საკვერცხის მილები. ბიემექსოლის მიღების წესი და ადგილი განსხვავებულია.
პერორალური გამოყენება:
საყლაპავის, კუჭის ან წვრილი ნაწლავის გამოკვლევისთვის, ბიემექსოლი ჩვეულებრივ პერორალურად მიიღება. ამ გამოკვლევებისთვის ბიემექსოლი შეიძლება წყლით განზავდეს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება: თქვენი ექიმი განსაზღვრავს და დანიშნავს თქვენი პაციენტისთვის ყველაზე შესაფერის დოზას.
ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენება: ხანდაზმულ პაციენტებში დოზირების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. თქვენი ექიმი განსაზღვრავს და დანიშნავს თქვენთვის ყველაზე შესაფერის დოზას.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: ამ პაციენტებში დოზირების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. თქვენი ექიმი განსაზღვრავს და დანიშნავს თქვენთვის ყველაზე შესაფერის დოზას.
თუ ფიქრობთ, რომ ბიემექსოლის ეფექტი ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ ბიემექსოლის საჭიროზე მეტი დოზა:
ბიემექსოლი გაგიკეთდებათ სამედიცინო დაწესებულებაში ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თქვენს ექიმს შეუძლია წყლის ან ელექტროლიტური დისბალანსის გამოსწორება და სხვა თერაპიების დანიშვნა. ამ პროდუქტის ანტიდოტი არ არსებობს.
თუ დაგავიწყდათ ბიემექსოლის გამოყენება
ბიემექსოლი მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ბიემექსოლით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
თუ ბიემექსოლის მიღების შემდეგ შეამჩნევთ რაიმე პრობლემას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში)
ხშირი (ვითარდება 100-დან 1-10 მომხმარებელში)
არახშირი (ვითარდება 1000-დან 1-10 მომხმარებელში)
იშვიათი (ვითარდება 10,000-დან 1-10 მომხმარებელში)
ძალიან იშვიათი (ვითარდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)
უცნობი (შეუძლებელიაშეფასება არსებული მონაცემებით)
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ბიემექსოლმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ალერგიული რეაქციები
თუ საავადმყოფოში ან კლინიკაში, სადაც ბიემექსოლი გამოიყენება, ალერგიული რეაქცია განგივითარდათ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. ნიშნები შეიძლება იყოს:
ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, შებოჭილობის ან ტკივილის შეგრძნება გულმკერდის არეში
კანზე გამონაყარი, კვანძები, ქავილი, ბუშტუკები კანზე ან პირის ღრუში, თვალების სიწითლე ან ქავილი, ხველა, სურდო, ცემინება ან ალერგიის სხვა ნიშნები
სახის შეშუპება
თავბრუსხვევა ან სისუსტის შეგრძნება (გამოწვეული დაბალი არტერიული წნევით)
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ბიემექსოლის მიღებიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ. თუ რომელიმე ეს გვერდითი მოვლენა განვითარდა საავადმყოფოდან ან კლინიკიდან გაწერის შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
ბიემექსოლის მიღების შემდეგ ხშირია შარდის გამოყოფის ხანმოკლე შემცირება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო. ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება.
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს, ჩამოთვლილია ქვემოთ; ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ან რატომ მიიღეთ ბიემექსოლი. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული, თუ როგორ მიიღეთ ბიემექსოლი.
ზოგადი (ვრცელდება ყველა პაციენტზე, რომელიც იღებს ბიემექსოლს):
ხშირი: (ვითარდება 100-დან 1-დან 10 მომხმარებელში)
სიცხის შეგრძნება
არახშირი: (ვითარდება 1000-დან 1-დან 10 მომხმარებელში)
გულისრევა
გაძლიერებული/პათოლოგიური ოფლიანობა, სიცივის შეგრძნება, თავბრუსხვევა/გონების დაკარგვა
თავის ტკივილი
იშვიათი: (ვითარდება 10000-დან 1-დან 10 მომხმარებელში)
ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები (შეიძლება ფატალური იყოს)
გულისცემის შენელება
მუცლის ტკივილი, ღებინება, ცხელება
ძალიან იშვიათი: ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში
გემოს შეგრძნების უეცარი ცვლილება
არტერიული წნევის მომატება ან შემცირება, კანკალი (შემცივნება)
დიარეა
ალერგიული რეაქცია, მათ შორის მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შოკი და კოლაფსი (სხვა სიმპტომებისთვის იხილეთ ზემოთ "ალერგიული რეაქციები")
უცნობი: (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება და მათი მგრძნობელობა (ტკივილი).
არტერიაში ან ვენაში ინექციის შემდეგ:
ხშირი: (ვითარდება 100-დან 1-დან 10 მომხმარებელში)
სუნთქვის სიხშირის ხანმოკლე ცვლილებები, სუნთქვის პრობლემები
არახშირი: (ვითარდება 1000-დან 1-დან 10 მომხმარებელში)
ტკივილი და დისკომფორტი
თირკმლის მწვავე დაზიანება
იშვიათი: (ვითარდება 1000-დან 1-დან 10 მომხმარებელში)
დიარეა
არარეგულარული გულისცემა, მათ შორის სწრაფი ან ნელი გულისცემა
ხველა, სუნთქვის გაჩერება, ცხელება, ზოგადი დისკომფორტი
თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება, კუნთების სისუსტე
კაშკაშა სინათლის აუტანლობა
ძლიერი დაღლილობა
კანის გამონაყარი და ქავილი, კანის გაწითლება
მხედველობის დაქვეითება (მათ შორის გაორებული ან დაბინდული მხედველობა)
ძალიან იშვიათი: (ვითარდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში)
კრუნჩხვები, დაბნეულობა, ინსულტი, შეგრძნებების მოშლა (მაგალითად, შეხება), ტრემორი.
ალები
სუნთქვის გაძნელება
მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა)
ტკივილი გულმკერდის არეში
უცნობია: (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის ძლიერი გამონაყარი, ბუშტუკები და კანის აქერცვლა
დაბნეულობა, დეზორიენტაცია, აგზნების შეგრძნება, მოუსვენრობა და შფოთვა
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიური ფუნქცია (მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის მომატებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომები, როგორიცაა გულისცემის გახშირება, ოფლიანობა და შფოთვა), ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის ხანმოკლე შემცირება (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, რომელიც მოგვიანებით ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება) (გარდამავალი ჰიპოთირეოზი)
გადაადგილების გაძნელება გარკვეული დროის განმავლობაში
ხანმოკლე სიბრმავე (რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე), ხანმოკლე სმენის დაკარგვა
გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა, კორონარული არტერიების სპაზმი და ციანოზი (კანის ლურჯი-მეწამულისფერი ჟანგბადის შემცირების გამო)
გულმკერდის არეში შებოჭილობა ან სუნთქვის გაძნელება (მათ შორის ფილტვების შეშუპება და სასუნთქი გზების სპაზმი)
პანკრეასის (კუჭის უკან მდებარე ორგანო) ანთების გაუარესება, რაც იწვევს კუჭის ტკივილს, რომელიც უარესდება ჭამის შემდეგ
ტკივილი და შეშუპება ვენებში, თრომბების წარმოქმნა
სახსრების ტკივილი, ინექციის ადგილას რეაქცია, ზურგის ტკივილი
ფსორიაზის გამწვავება
მეტყველების დარღვევები, მათ შორის საუბრის ან სიტყვების წარმოთქმის გაძნელება
ასთმის შეტევა
იოდიზმი (ორგანიზმში იოდის ჭარბი რაოდენობა. ეს იწვევს შეშუპებას და ტკივილს სანერწყვე ჯირკვლებში)
ტვინის ხანმოკლე დარღვევები (ენცეფალოპათია) - დაბნეულობა, ჰალუცინაციები, მხედველობის გაძნელება, მხედველობის დაკარგვა, კრუნჩხვები, კოორდინაციის დაკარგვა, მოძრაობის დაკარგვა სხეულის ერთ მხარეს, მეტყველების პრობლემები და ხანმოკლე მეხსიერების დაკარგვა, მათ შორის გონების დაკარგვა, კომა და ძილიანობა.
თრომბოციტოპენია (მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში თრომბოციტების რაოდენობა მცირდება. ამ მდგომარეობაში სისხლი ნორმალურად არ შედედება).
სისხლში კრეატინინის დონის მომატება.
ხერხემლის არეში ინექციის შემდეგ:
ძალიან ხშირი: (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში)
თავის ტკივილი (შეიძლება იყოს ძლიერი და ხანგრძლივი).
ხშირი: (ვითარდება 100-დან 1-დან 10 მომხმარებელში).
გულისრევა, ღებინება.
არახშირი: (ვითარდება 1000-დან 1-დან 10 მომხმარებელში).
ტვინისა და ზურგის ტვინის გარშემო არსებული გარსების ანთება.
იშვიათი: (ვითარდება 10000-დან 1-დან 10 მომხმარებელში).
კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ტკივილი ხელებში ან ფეხებში, კისრის ტკივილი, ზურგის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება (მათ შორის მხედველობის გაორება ან დაბინდვა).
უცნობია: (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებიდან)
აგზნების შეგრძნება
შფოთვის შეგრძნება
ტვინში პათოლოგიური ელექტრული აქტივობა, რომელიც გამოვლინდა ელექტროენცეფალოგრამის ტესტზე
კაშკაშა სინათლის აუტანლობა, კისრის შებოჭილობა
მოძრაობის დროებითი შეუძლებლობა, დაბნეულობის შეგრძნება
შეგრძნებების დარღვევა (მაგალითად, შეხების), ხანმოკლე სიბრმავე (რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე), სმენის ხანმოკლე დაკარგვა
კრუნჩხვები (ხანგრძლივობა ხუთ წუთზე მეტი)
ჩხვლეტის შეგრძნება, კუნთების შეკუმშვა, ინექციის ადგილას რეაქციები
ტვინის ხანმოკლე დაავადება (ენცეფალოპათია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა, ჰალუცინაციები, მხედველობის სირთულეები, მხედველობის დაკარგვა, კრუნჩხვები, კოორდინაციის დაკარგვა, მეტყველების პრობლემები და გონების დაკარგვა (მათ შორის ხანმოკლე მეხსიერების დაკარგვა), კომა, ძილიანობა და რეტროგრადული ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა)
მეტყველების დარღვევები, მათ შორის ლაპარაკის ან სიტყვების წარმოთქმის შეუძლებლობა
სხეულის ღრუებში გამოყენების შემდეგ:
(მაგალითად, საშვილოსნო და საკვერცხის მილები, შარდის ბუშტი, პანკრეასი ან თიაქარი)
ძალიან ხშირი: (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში)
ტკივილი მუცლის არეში
ხშირი: (ვითარდება 100-დან 1-10 მომხმარებელში)
პანკრეასის ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი)
პანკრეასის ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ნივთიერების პათოლოგიური რაოდენობა, რომელიც ლაბორატორიული გამოკვლევით გამოვლინდა
უცნობია: (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
ტკივილი
სახსრებში ინექციის შემდეგ:
ძალიან ხშირი: (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში)
ტკივილი ინექციის ადგილას
უცნობია: (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)
სახსრის ანთება
პერორალურად მიღების შემდეგ:
ძალიან ხშირი: (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში)
დიარეა
ხშირი: (ვითარდება 100-დან 1-დან 10 მომხმარებელში)
გულისრევა, ღებინება
არახშირი: (ვითარდება 1000-დან 1-დან 10 მომხმარებელში)
ტკივილი მუცლის არეში
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გაძლიერდება ან შეამჩნევთ ზემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენებს, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს.
დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში
დღენაკლულებში, ახალშობილებსა და სხვა ბავშვებში ბიემექსოლის მიღების შემდეგ აღინიშნა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ხანმოკლე დარღვევა, რომელიც მოგვიანებით ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება (გარდამავალი ჰიპოთირეოზი). ჩვეულებრივ, სიმპტომები არ აღინიშნება. დღენაკლული ჩვილები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან იოდის ზემოქმედების მიმართ.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ხანმოკლე, გარდამავალი დარღვევა აღინიშნა ბავშვში, რომლის დედასაც ბიემექსოლი რამდენჯერმე შეუყვანეს.
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც მითითებული არ არის ამ ფურცელში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს და ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გარდა ამისა, შეატყობინეთ გვერდითი მოვლენების შესახებ www.titck.gov.tr-ზე „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ღილაკზე დაჭერით ან თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრის (TÜFAM) გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ხაზზე 0 800 314 00 08 ნომერზე დარეკვით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.
- როგორ ინახება ბიემექსოლი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალ შეფუთვაში.
ყველა პარენტერალური პროდუქტის მსგავსად, ბიემექსოლიც გამოყენებამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკების, ფერის შეცვლის და კონტეინერის მთლიანობის დასადგენად.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ბიემექსოლი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (Exp:) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს ამ თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ კონტეინერი გარე კოლოფში. დაიცავით მეორადი რენტგენისგან.
ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. გახსნის შემდეგ დაუყოვნებლივ გამოიყენეთ. დარჩენილი შიგთავსი გადააგდეთ.
ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები არ გადაყაროთ ნაგავში. მიიტანეთ ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ შექმნილ შეგროვების სისტემაში.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
Biem İlaç San. ve Tic. A. Ş.
Anıttepe Mah. Turgut Reis Cad. No: 21
Tandoğan / Çankaya – ანკარა
ტელ: +90 312 230 29 29
ფაქსი: +90 312 230 68 00
წარმოების ადგილი:
BIEM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş. – CERKEZKOY SUBESI
COSB GAZU OSMAN PASA OSB MAHALLESI 4. CADDE #17A
CERKEZKOY / TEKIRDAG
ეს ინსტრუქცია დამტკიცდა 20.09.2025 წელს.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.