პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვიტამინები

ბეტრიმინი

Betrimine®

ურეცეპტოდ(250მგ + 250მგ + 2მგ)ინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

ბეტრიმინი შეიცავს ვიტამინების B1, B6 და B12 კომბინაციას, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის უნაკლო მეტაბოლური ფუნქციონირებისათვის. ყველა სხვა ვიტამინის მსგავსად, ისინი წარმოადგენენ სასიცოცხლო მნიშვნელობის მკვებავ კომპონენტებს, რომლის სინთეზირებას ორგანიზმი თავად ვერ ახერხებს. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(250მგ + 250მგ + 2მგ)/5მლ 5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №5
მწარმოებელი
HELP S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები, ვიტამინი B1 კომბინაციაში B6 და/ან B12 ვიტამინებთან
ATC კოდი
A11DB
რეგისტრაციის ნომერი
რ-043759
რეგისტრირებულია
5 აგვისტო 2025, მოქმედებს 5 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
HELP S.A. (საბერძნეთი)
განმცხადებელი
შპს „ენ.თი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბეტრიმინი და სხვა წამალი ერთად

ბეტრიმინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბეტრიმინი შეიცავს ვიტამინების B1, B6 და B12 კომბინაციას, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის უნაკლო მეტაბოლური ფუნქციონირებისათვის. ყველა სხვა ვიტამინის მსგავსად, ისინი წარმოადგენენ სასიცოცხლო მნიშვნელობის მკვებავ კომპონენტებს, რომლის სინთეზირებას ორგანიზმი თავად ვერ ახერხებს. არსებობს მტკიცებულება, რომ ვიტამინი B1 აფერხებს ტკივილის სტიმულის გადაცემას. ბეტრიმინი გამოიყენება ნერვული სისტემის დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია B1, B6 და B12 ვიტამინების ძლიერი დეფიციტით და რომლის კორექცია არ არის შესაძლებელი პერორალური მკურნალობით.

მიღების წესი და დოზირება

გამოიყენება ინტრამუსკულარული შეყვანის გზით.

ბეტრიმინის ინექცია კეთდება კუნთში (ღრმა ინტრაგლუტალური ინექციის სახით).

თუ ექიმი არ დაგინიშნავთ სხვაგვარად, რეკომენდებული დოზა შეადგენს:

მძიმე (მწვავე) შემთხვევებში: ერთი ამპულა დღეში, სანამ მწვავე სიმპტომები არ გაქრება. სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ: ერთი ამპულა კვირაში 1-3-ჯერ. ინექციური თერაპიის შენარჩუნების მიზნით ან გასაგრძელებლად და რეციდივის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ვიტამინების პერორალური ფარმაცევტული ფორმების მიღება.

გამოყენების მეთოდი

არ არის რეკომენდებული ბეტრიმინის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად "შერეული ინექციის" ან ინფუზიის სახით. ვიტამინი B1 მთლიანად იშლება სულფიტის შემცველი საინფუზიო ხსნარებით. სხვა ვიტამინები, განსაკუთრებით ციანოკობალამინი, შეიძლება ინაქტივირებული იქნეს B1 ვიტამინის დაშლის პროდუქტების არსებობისას. ეს ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმებისთვის ან ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ბავშვებში და მოზარდებში გამოცდილება შეზღუდულია.

თუ მიიღეთ ბეტრიმინის საჭიროზე მეტი დოზა

ვიტამინებს B1, B6 და B12 აქვთ ფართო თერაპიული სპექტრი.

ვიტამინი B1: შემდეგი დარღვევები დაფიქსირდა რეკომენდებული დოზის ასჯერ გადაჭარბების

შემდეგ: თავის ტკივილი, კრუნჩხვები, სისუსტე, დამბლა, არითმიები და ალერგიული რეაქციები.

ვიტამინი B6: ვიტამინი B6-ის დღიური დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ (6-12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში), 50 მგ-ზე მეტი, ასევე 1 გ-ზე მეტი დღიური დოზების ხანმოკლე გამოყენებამ (2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში), შესაძლოა გამოიწვიოს ნეიროტოქსიკური (ნერვების დაზიანება). სენსორული ნეიროპათია და სხვა სენსორული ნეიროპათიის სინდრომები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს პირიდოქსინის მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღებით, თანდათან უმჯობესდება ვიტამინის მიღების შეწყვეტის შემდეგ. დღეში 2 გ-ზე მეტი მიღების შემდეგ აღინიშნა ნერვის დაზიანება მოტორული და სენსორული დარღვევებით, კრუნჩხვებით და ცალკეულ შემთხვევებში სისხლის სურათის ცვლილებებით და კანის ანთებითი რეაქციებით.

ვიტამინი B12: იშვიათ შემთხვევებში მაღალი დოზების გამოყენების შემდეგ აღინიშნებოდა

ალერგიული რეაქციები, კანის ეგზემატოზული დაზიანებები და აკნეს კეთილთვისებიანი ფორმა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ვლინდება ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების ან ამ მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6).

ბეტრიმინის გამოყენება არ შეიძლება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში აქტიური ნივთიერების მაღალი დოზირებით შემცველობის გამო.

სიფრთხილის ზომები

ბეტრიმინის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის. ბეტრიმინი არ უნდა შეიყვანოთ ინტრავენურად. ვიტამინი B12-ის ინექციების ხანმოკლე (Short-term) შეყვანამ შესაძლოა დროებით გაართულოს ფუნიკულარული მიელოზის (ზურგის ტვინის დაავადება) და პერნიციოზული ანემიის (ანემიის განსაკუთრებული ფორმა) დიაგნოსტიკა.

ვიტამინი B6-ის 50 მგ -ზე მეტი დღიური დოზების გახანგრძლივებული (long-term) გამოყენებისას, ასევე B6 ვიტამინის 1 გ-ზე მეტი დოზების ხანმოკლე გამოყენებისას აღინიშნა დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება ზედა და ქვედა კიდურებში (პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის ან ჰალუცინაციების ჩვენებები). თუ შეამჩნევთ დაბუჟებას და ჩხვლეტას მიმართეთ ექიმს. ექიმი გადაამოწმებს დოზას.

ბავშვები და მოზარდები

ბეტრიმინი არ უნდა იქნას გამოყენებული 14 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ის შეიცავს მაღალი დოზირების აქტიურ ნივთიერებებს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს ან მიიღეთ ისინი ცოტა ხნის წინ ან აპირებთ ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებას. ციტოსტატიკურ 5-ფტორურაცილთან (კიბოს სამკურნალო საშუალება) ერთდროული მიღება იწვევს ვიტამინ B1-ის ეფექტის დაკარგვას.

გარკვეული დიურეტიკებით, როგორიცაა ფუროსემიდი, ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინი B1 დეფიციტი, რადგან ვიტამინი B1 ჭარბად გამოიყოფა შარდით.

ვიტამინმა B6 შესაძლოა გამოიწვიოს L-დოპას ეფექტის დასუსტება (პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალება).

პირიდოქსინის ანტაგონისტებთან (მედიკამენტები, რომლებთაც სხვებს შორის, აქვთ ვიტამინი B6 საწინააღმდეგო ეფექტი, როგორიცაა იზონიაზიდი (INH), ჰიდრალაზინი, ციკლოსერინი, D-პენიცილამინი) ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა შეამცირონ ვიტამინი B6-ის ეფექტურობა (პირიდოქსინი). მჟავას შემამცირებელი ნივთიერებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ვიტამინი B12-ის დეფიციტი.

ბეტრიმინის მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან

სულფიტების შემცველი სასმელების (მაგ. ღვინო) ერთდროული მოხმარებისას შეიძლება აღინიშნოს ვიტამინი B1-ის დაქვეითება და შესაბამისად ეფექტურობის დაკარგვა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ექიმი დაგინიშნავთ ბეტრიმინს ორსულობის პერიოდში მხოლოდ რისკ-სარგებელის მკაცრი შეფასების შემდეგ. აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარის მონაცემებს იძლევა ორსულობისა და ბავშვის განვითარებაზე ეფექტების შესაფასებლად. ადამიანებში პოტენციური რისკი უცნობია. ამ მედიკამენტის ორსულობის დროს გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მიერ რისკ/სარგებელის მკაცრი შეფასების მიერ.

ვიტამინი B1, B6 და B12 გამოიყოფა დედის რძეში. ვიტამინი B6-ის მაღალი კონცენტრაცია, ანუ > 600 მგ დღეში სავარაუდოდ აფერხებს რძის წარმოებას. ამ მიზეზით, მხოლოდ ახალშობილისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და ქალებისთვის თერაპიული სარგებელის შეფასების შემდეგ უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ბეტრიმინით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ბეტრიმინი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ბეტრიმინი შეიცავს ნატრიუმს

ერთი ამპულა შეიცავს 22 მგ ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია, თუ იცავთ ნატრიუმის კონტროლირებად დიეტას. ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ამპულაში, ანუ არსებითად "უნატრიემოა".

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. თუ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ან ისეთი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არასასურველი რეაქციები აღწერილია შემდეგში მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით.

ძალიან იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1-მდე)

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ოფლიანობა, ტაქიკარდია და ასევე კანის რეაქციები, როგორიცაა ქავილი და ჭინჭრის ციება და მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელსაც ხშირად თან ახლავს არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა, გულისრევა და შესაძლოა ქოშინი (ანაფილაქსია).

უცნობია სიხშირე (არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის შეფასება)

B6 ვიტამინის 50 მგ-ზე მეტი დღიური დოზების ხანგრძლივმა მიღებამ (6-12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული სენსორული ნეიროპათია (ნერვის დაავადება დაბუჟებით და ჩხვლეტით).

კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის დისკომფორტი.

ალერგიული რეაქციები, კანის ეგზემატური დაზიანებები და აკნეს კეთილთვისებიანი ფორმა ვიტამინი B12 - ის მაღალი დოზების მიღების შემდეგ.

რეაქციები ინექციის ადგილას.

ქრომატურია ("მოწითალო შარდი" ვითარდება მიღებიდან პირველი 8 საათის განმავლობაში და ჩვეულებრივ ქრება 48 საათის განმავლობაში).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე შესაძლოა გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ უშუალოდ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

ჭარბი დოზა

ვიტამინი B1:

თიამინს აქვს ფართო თერაპიული სპექტრი. ძალიან მაღალ დოზებს (10 გ-ზე მეტი) აქვს კურარის მსგავსი განგლიონის ბლოკირების ეფექტი და თრგუნავს ნერვული იმპულსების გამტარობას.

ვიტამინი B6:

ვიტამინი B6-ის ტოქსიკური პოტენციალი შეიძლება ჩაითვალოს როგორც ძალიან დაბალი. თუმცა, ვიტამინის B6-ის 50 მგ დღიური დოზით ხანგრძლივმა მკურნალობამ (> 6-12 თვემდე) შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული სენსორული ნეიროპათია. ეს სიმპტომები თანდათან უმჯობესდება ვიტამინის მიღების შეწყვეტის შემდეგ. ვიტამინი B6-ის უწყვეტმა მიღებამ 1 გ-ზე მეტი დღიური დოზით ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს ნეიროტოქსიური ეფექტი. ნეიროპათიები ატაქსიით და მგრძნობელობის დარღვევებით, ცერებრალური კრუნჩხვებით EEG ცვლილებებით, ასევე, ცალკეულ შემთხვევებში, ჰიპოქრომული ანემია და სებორჰემიური დერმატიტი აღწერილია დღეში 2 გ-ზე მეტი მიღების შემდეგ.

ვიტამინი B12:

ალერგიული რეაქციები, კანის ეგზემატური ცვლილებები და აკნეს კეთილთვისებიანი ფორმა აღინიშნა მაღალი დოზის პარენტერალური მიღების შემდეგ.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებებია: თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) და ციანოკობალამინი (ვიტამინი B12).

თითოეული ამპულა შეიცავს:

თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) 250 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 250 მგ

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) 2 მგ

დამხმარე ნივთიერებებია: ბენზილის სპირტი, საინექციო წყალი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

ბეტრიმინის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ბეტრიმინი არის გამჭვირვალე წითელი სითხე თითქმის თავისუფალი ნაწილაკებისაგან, რომელიც მოთავსებულია ქარვისფერ შუშის 5 მლ-იან ამპულებში.

მუყაოს კოლოფი შეიცავს პლასტმასის ყუთს 5 ან 6 5 მლ-იანი შუშის ამპულებით.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

შენახვის პირობები

ინახება მაცივარში (2°C - 8°C). არ გაყინოთ. შეინახეთ საწყის შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით. ეს მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება მუყაოს კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოუყენებელი მედიკამენტები არ გადააგდოთ გამავალ წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვიტამინი B1 ვიტამინ B6-თან და/ან ვიტამინ B12-თან კომბინაციაში.

ათქ კოდი: A11DB

ბეტრიმინი შეიცავს B ვიტამინების კომპლექსის ნეიროტროპული აქტიური ნივთიერებების კომბინაციას. ვიტამინები თიამინი (B1), პირიდოქსინი (B6) და კობალამინი (B12) ასრულებენ განსაკუთრებულ როლს, როგორც კოენზიმები ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის შუალედურ მეტაბოლიზმში.

ყველა სხვა ვიტამინის მსგავსად, ისინი აუცილებელი საკვები ნივთიერებებია, რომელთა სინთეზი ორგანიზმს თავად არ შეუძლია.

B1, B6 და B12 ვიტამინების თერაპიული მიღება ანაზღაურებს დეფიციტის სიმპტომებს, რაც გამოწვეულია კვებით არასაკმარისი ვიტამინის მიღების გამო და ამით უზრუნველყოფს კოენზიმების საჭირო რაოდენობით ხელმისაწვდომობას.

თიამინი (ვიტამინი B1)

თიამინის პიროფოსფატი (TPP) არის ვიტამინი B1-ის ეფექტური ფორმა და მოქმედებს როგორც კოენზიმი მრავალი ფერმენტისთვის (მაგ. პირუვატდეჰიდროგენაზა და ტრანსკეტოლაზა). შესაბამისად, ვიტამინი B1 პირველ რიგში მონაწილეობს ნახშირწყლების ცვლაში; თუმცა, ის ასევე მონაწილეობს ლიპიდების და ამინომჟავების სინთეზში. ნერვული უჯრედები ფარავს მათ ენერგეტიკულ მოთხოვნებს ექსკლუზიურად გლუკოზის ფერმენტული დაჟანგვისა და დეკარბოქსილირების გზით, ამიტომ ვიტამინი B1-ის ადეკვატურ მიწოდებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თიამინი ასევე მონაწილეობს ნერვული იმპულსების გამტარობაში. გარდა ამისა, ექსპერიმენტებში მიღებული შედეგები მიუთითებს ტკივილგამაყუჩებელ ეფექტზე.

ვიტამინი B1 დეფიციტის გამოვლინებები ძალიან მრავალმხრივია და შეიძლება მოიცავდეს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემას, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, კანს და სხეულის სხვა სისტემებს. სპეციფიკური სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს პოლინეიროპათიას პარესთეზიით (ჩხვლეტის, წვის, დაბუჟების), ჰიპერესთეზიას (მგრძნობელობის მომატება), კუნთების სისუსტეს, ტემპერატურის მგრძნობელობის ცვლილებას, შეშუპებას და სხვა.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6)

პირიდოქსალის ფოსფატი, პირიდოქსინის ბიოლოგიურად აქტიური ფორმა, არის განმსაზღვრელი კოენზიმი ამინომჟავების მეტაბოლიზმში. ის მონაწილეობს ფიზიოლოგიურად აქტიური ამინების (მაგ. სეროტონინი, ჰისტამინი, ადრენალინი) ფორმირებაში დეკარბოქსილირების პროცესებში, აგრეთვე ანაბოლურ და კატაბოლურ პროცესებში ტრანსამინაციის გზით. პირიდოქსალ ფოსფატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვულ სისტემაში, განსაკუთრებით ფერმენტულად კონტროლირებად ნეიროტრანსმიტერების მეტაბოლიზმში. როგორც სფინგოზინის ბიოსინთეზის პირველი საფეხურების კატალიზატორი, პირიდოქსალ ფოსფატს ასევე აქვს საკვანძო როლი სფინგოლიპიდების მეტაბოლიზმში. სფინგოლიპიდები ნერვული უჯრედების მიელინის გარსების აუცილებელი კომპონენტებია. ცხოველთა ექსპერიმენტულმა მოდელებმა აჩვენა, რომ ვიტამინ B6 აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ვიტამინი B6-ის დეფიციტი შეიძლება ასოცირებული იყოს პერიფერიულ ნევრიტთან და ნეიროპათიასთან, პარესთეზიასთან, წვას, მტკივნეულ დისესთეზიასთან, ოქსალატების მეტაბოლიზმის დარღვევასთან, იმუნური რეაქციების დეპრესიასთან, ანემიასთან, ლორწოვანი გარსების დაზიანებებთან და სხვა სიმპტომებთან.

კობალამინი (ვიტამინი B12)

ვიტამინი B12 კოენზიმურ ფორმებში (5-დეოქსიადენოზილ კობალამინი და მეთილ კობალამინი) მონაწილეობს ფერმენტულად კატალიზირებულ ინტრამოლეკულურ წყალბადის გადაადგილებაში და მეთილის ჯგუფების ინტრამოლეკულურ ტრანსფერებში.

ვიტამინი B12 ასევე მონაწილეობს მეთიონინის სინთეზში (მჭიდროდ არის დაკავშირებული ნუკლეინის მჟავების სინთეზთან) და ლიპიდურ მეტაბოლიზმში, პროპიონის მჟავას სუქცინის მჟავად გარდაქმნის გზით. ვიტამინი B12 მონაწილეობს მიელინის ძირითადი ცილის მეთილაციაში, რომელიც არის ნერვული სისტემის მიელინის გარსების შემადგენელი ნაწილი. მეთილაცია ზრდის მიელინის ძირითადი ცილის ლიპოფილურ თვისებებს, რაც ხელს უწყობს მიელინის გარსებში ინტეგრაციის გაზრდას. ვიტამინი B12 დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა პარესთეზია, დაბუჟება, სიარულის დარღვევა, ვიბრაციის შეგრძნების დაქვეითება, პოლინევრიტი (განსაკუთრებით სენსორული, დისტალურ კიდურებში), ატაქსია და სხვა. შემდგომი სიმპტომები შეიძლება იყოს ანემია, ოპტიკური ატროფია, ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა და სხვა.

B1, B6 და B12 ვიტამინების კომბინაცია

ნეიროტროპულ ვიტამინებს B1, B6 და B12 ცალკე და კომბინაციაში, როგორც ბიოქიმიური სინერგიის შედეგს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ნერვული სისტემის მეტაბოლიზმში, რაც ამართლებს მათ კომბინირებულ გამოყენებას. გარდა ამისა, პაციენტთა უმრავლესობაში, როგორიცაა ხანდაზმულები, დიაბეტით დაავადებულები და სხვა სახეზეა სამივე ნეიროტროპული ვიტამინის დეფიციტი. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნეიროტროპული B ვიტამინების ეს კომბინაცია აჩქარებს რეგენერაციულ პროცესებს დაზიანებულ ნერვულ ბოჭკოებში, რაც საბოლოოდ იწვევს ფუნქციის გაძლიერებულ აღდგენას და კუნთების ინერვაციას. ვირთაგვებში ექსპერიმენტული დიაბეტის მოდელში, B კომპლექსის ვიტამინების მიღებამ შეასუსტა დამახასიათებელი ნერვის დაზიანება ან მოახდინა მისი პრევენცია, ასე რომ, ფუნქციონალური თვისებების გაუარესება იყო წინააღმდეგობრივი (ანტინეიროპათიური ეფექტი).

გარდა ამისა, დადასტურებულია, რომ B1, B6 და B12 კომბინაციას აქვს სინერგიული ეფექტი ტკივილის სამკურნალოდ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად. ცხოველებზე და კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია ვიტამინების B1, B6 და B12 ანტინოციცეპტური აქტივობა.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

არ არის მოსალოდნელი, რომ B1, B6 და B12 ვიტამინების კომბინირებული მიღებას ჰქონდეს უარყოფითი გავლენა ცალკეული ვიტამინების ფარმაკოკინეტიკაზე.

თიამინი (ვიტამინი B1):

თიამინის ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი ადამიანებში შეადგენს დაახლოებით 9,5-დან 18,5 დღემდე, ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის დაახლ. 4 საათი. სარეზერვო მოცულობა 4-10 დღეა. თიამინის მაღალი ბრუნვის მაჩვენებლის და შეზღუდული შენახვის გამო (20-30 მგ, ძირითადად გულში, ტვინში, ღვიძლში და თირკმელებში) საჭიროა თიამინის ადეკვატური დღიური მიღება მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს მიღების შეწყვეტიდან 2-3 კვირაში. ტიპიური სიმპტომებია დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, თავის ტკივილი, ტაქიკარდია და კუნთების სუსტი რეფლექსები.

პირიდოქსინი (ვიტამინი B6):

ვიტამინი B6 ფოსფორილირდება ძირითადად ღვიძლში, წარმოქმნის ბიოლოგიურად აქტიურ პირიდოქსალ ფოსფატს. უჯრედის მემბრანების გადაკვეთისთვის, ფოსფორილირებული ვიტამინი B6 უნდა იყოს ჰიდროლიზებული ტუტე ფოსფატაზას მიერ, რათა გამოთავისუფლდეს ვიტამინი B6. უჯრედებში ტრანსპორტირება ხდება მარტივი დიფუზიით, რასაც მოჰყვება რეფოსფორილირება. პიკური კონცენტრაცია მიიღწევა 3.5-4 საათის შემდეგ. პირიდოქსალის ფოსფატის ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 15-25 დღეს, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3 საათს. ვიტამინი B6-ის შენახვის ტევადობა 14-დან 42 დღემდეა. შესაძლებელია დაახლ. 40-დან 150 მგ-მდე შენახვა, 1,7-დან 3,6 მგ-მდე გამოიყოფა შარდით დღეში.

კობალამინი (ვიტამინი B12):

ცნობილია, რომ პერორალურ ვიტამინ B12-ს აქვს შეწოვის დაბალი მაჩვენებელი, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს ბარიატრიული ქირურგიის შემდეგ ხანდაზმულ პაციენტებში, დიალიზზე მყოფ პაციენტებში და პაციენტებში მალაბსორბციის სხვა პირობებით. გარდა პერორალური B12 ვიტამინის გაჯერებული აქტიური აბსორბციისა, რაც იწვევს დღიურ აბსორბციას დაახლოებით 1,5 მგ, B12 ვიტამინი ასევე შეიწოვება პასიური დიფუზიით. პასიური დიფუზიით აბსორბირებული პროპორცია შეადგენს მიღებული რაოდენობის მხოლოდ დაახლოებით 1%-ს. ეს კიდევ უფრო მცირდება პაციენტებში, რომლებმაც გაიარეს ბარიატრიული ოპერაცია ან აქვთ კუჭ-ნაწლავის შეწოვის დარღვევა სხვა დაავადებების გამო. ამ პაციენტებში შეიძლება ნაჩვენები იყოს პარენტერალური გამოყენება.

პლაზმის კობალამინის დაახლოებით 90% უკავშირდება ცილებს (ტრანსკობალამინებს). ვიტამინი B12-ის უმეტესი ნაწილი, რომელიც არ ცირკულირებს პლაზმაში, ინახება უპირატესად ღვიძლში, ყოველდღიური მოთხოვნილება არის 1 მკგ. ბრუნვის მაჩვენებელი არის 2.5 მკგ B12 დღეში, ანუ შენახული რაოდენობის 0.05%. ვიტამინი B12 ძირითადად გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით და დიდწილად შეიწოვება ენტეროეპატიკური მიმოქცევის დროს. თუ ორგანიზმის შენახვის მოცულობა გადაჭარბებულია მაღალი დოზის და, კერძოდ, პარენტერალური მიღების შედეგად, ნაწილი, რომელიც არ არის შენარჩუნებული, გამოიყოფა შარდით. ფარმაკოკინეტიკური კვლევების შედეგები პარენტერალური B ვიტამინის პრეპარატების გამოყენებით ვარაუდობს, რომ ინტრამუსკულარული და ინტრავენური B ვიტამინები იწვევს ციანოკობალამინის უფრო მაღალ დონეს პლაზმაში, ვიდრე მაღალი პერორალური დოზებით. გარდა ამისა, B1, B6 და B12 ვიტამინების პარენტერალური და პერორალური პრეპარატები ერთნაირად კარგად გადაიტანება. შესაბამისად, ვიტამინების B1, B6 და B12 პარენტერალური გამოყენება შეიძლება იყოს ადეკვატური ვიტამინების მარაგის სწრაფი აღდგენისთვის მწვავე დეფიციტის დროს და B ვიტამინის შეწოვის პრობლემების მქონე პაციენტებში და გარკვეული პათოლოგიური მდგომარეობის გამო მომატებული საჭიროების მქონე პაციენტებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ: ინფორმაცია პაციენტებისათვის

ბეტრიმინი

(250+250+2) მგ/5მლ საინექციო ხსნარი

თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1)

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6)

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12)

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მოგვიანებით მისი წაკითხვა.

ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას სხვას გამოყენებისთვის. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყანოს მას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასაც აღენიშნება თქვენივე მსგავსი სიმპტომები.

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე შესაძლოა მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს ბეტრიმინი და რისთვის გამოიყენება
  • ინფორმაცია ბეტრიმინის გამოყენებამდე
  • ბეტრიმინის მიღების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ბეტრიმინის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაციები
  • რას წარმოადგენს ბეტრიმინი და რისთვის გამოიყენება

ბეტრიმინი შეიცავს ვიტამინების B1, B6 და B12 კომბინაციას, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის უნაკლო მეტაბოლური ფუნქციონირებისათვის. ყველა სხვა ვიტამინის მსგავსად, ისინი წარმოადგენენ სასიცოცხლო მნიშვნელობის მკვებავ კომპონენტებს, რომლის სინთეზირებას ორგანიზმი თავად ვერ ახერხებს. არსებობს მტკიცებულება, რომ ვიტამინი B1 აფერხებს ტკივილის სტიმულის გადაცემას. ბეტრიმინი გამოიყენება ნერვული სისტემის დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია B1, B6 და B12 ვიტამინების ძლიერი დეფიციტით და რომლის კორექცია არ არის შესაძლებელი პერორალური მკურნალობით.

  • ინფორმაცია ბეტრიმინის გამოყენებამდე

არ შეიძლება ბეტრიმინის გამოყენება

თუ ვლინდება ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების ან ამ მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6).

ბეტრიმინის გამოყენება არ შეიძლება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში აქტიური ნივთიერების მაღალი დოზირებით შემცველობის გამო.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ბეტრიმინის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის. ბეტრიმინი არ უნდა შეიყვანოთ ინტრავენურად. ვიტამინი B12-ის ინექციების ხანმოკლე (Short-term) შეყვანამ შესაძლოა დროებით გაართულოს ფუნიკულარული მიელოზის (ზურგის ტვინის დაავადება) და პერნიციოზული ანემიის (ანემიის განსაკუთრებული ფორმა) დიაგნოსტიკა.

ვიტამინი B6-ის 50 მგ -ზე მეტი დღიური დოზების გახანგრძლივებული (long-term) გამოყენებისას, ასევე B6 ვიტამინის 1 გ-ზე მეტი დოზების ხანმოკლე გამოყენებისას აღინიშნა დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება ზედა და ქვედა კიდურებში (პერიფერიული სენსორული ნეიროპათიის ან ჰალუცინაციების ჩვენებები). თუ შეამჩნევთ დაბუჟებას და ჩხვლეტას მიმართეთ ექიმს. ექიმი გადაამოწმებს დოზას.

ბავშვები და მოზარდები

ბეტრიმინი არ უნდა იქნას გამოყენებული 14 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ის შეიცავს მაღალი დოზირების აქტიურ ნივთიერებებს.

სხვა მედიკამენტები და ბეტრიმინი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს ან მიიღეთ ისინი ცოტა ხნის წინ ან აპირებთ ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებას. ციტოსტატიკურ 5-ფტორურაცილთან (კიბოს სამკურნალო საშუალება) ერთდროული მიღება იწვევს ვიტამინ B1-ის ეფექტის დაკარგვას.

გარკვეული დიურეტიკებით, როგორიცაა ფუროსემიდი, ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინი B1 დეფიციტი, რადგან ვიტამინი B1 ჭარბად გამოიყოფა შარდით.

ვიტამინმა B6 შესაძლოა გამოიწვიოს L-დოპას ეფექტის დასუსტება (პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალება).

პირიდოქსინის ანტაგონისტებთან (მედიკამენტები, რომლებთაც სხვებს შორის, აქვთ ვიტამინი B6 საწინააღმდეგო ეფექტი, როგორიცაა იზონიაზიდი (INH), ჰიდრალაზინი, ციკლოსერინი, D-პენიცილამინი) ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა შეამცირონ ვიტამინი B6-ის ეფექტურობა (პირიდოქსინი). მჟავას შემამცირებელი ნივთიერებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ვიტამინი B12-ის დეფიციტი.

ბეტრიმინის მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან

სულფიტების შემცველი სასმელების (მაგ. ღვინო) ერთდროული მოხმარებისას შეიძლება აღინიშნოს ვიტამინი B1-ის დაქვეითება და შესაბამისად ეფექტურობის დაკარგვა.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ექიმი დაგინიშნავთ ბეტრიმინს ორსულობის პერიოდში მხოლოდ რისკ-სარგებელის მკაცრი შეფასების შემდეგ. აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარის მონაცემებს იძლევა ორსულობისა და ბავშვის განვითარებაზე ეფექტების შესაფასებლად. ადამიანებში პოტენციური რისკი უცნობია. ამ მედიკამენტის ორსულობის დროს გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მიერ რისკ/სარგებელის მკაცრი შეფასების მიერ.

ვიტამინი B1, B6 და B12 გამოიყოფა დედის რძეში. ვიტამინი B6-ის მაღალი კონცენტრაცია, ანუ > 600 მგ დღეში სავარაუდოდ აფერხებს რძის წარმოებას. ამ მიზეზით, მხოლოდ ახალშობილისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და ქალებისთვის თერაპიული სარგებელის შეფასების შემდეგ უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ბეტრიმინით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ბეტრიმინი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ბეტრიმინი შეიცავს ნატრიუმს

ერთი ამპულა შეიცავს 22 მგ ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია, თუ იცავთ ნატრიუმის კონტროლირებად დიეტას. ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ამპულაში, ანუ არსებითად "უნატრიემოა".

  • ბეტრიმინის მიღების წესი

გამოიყენება ინტრამუსკულარული შეყვანის გზით.

ბეტრიმინის ინექცია კეთდება კუნთში (ღრმა ინტრაგლუტალური ინექციის სახით).

თუ ექიმი არ დაგინიშნავთ სხვაგვარად, რეკომენდებული დოზა შეადგენს:

მძიმე (მწვავე) შემთხვევებში: ერთი ამპულა დღეში, სანამ მწვავე სიმპტომები არ გაქრება. სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ: ერთი ამპულა კვირაში 1-3-ჯერ. ინექციური თერაპიის შენარჩუნების მიზნით ან გასაგრძელებლად და რეციდივის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ვიტამინების პერორალური ფარმაცევტული ფორმების მიღება.

გამოყენების მეთოდი

არ არის რეკომენდებული ბეტრიმინის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად "შერეული ინექციის" ან ინფუზიის სახით. ვიტამინი B1 მთლიანად იშლება სულფიტის შემცველი საინფუზიო ხსნარებით. სხვა ვიტამინები, განსაკუთრებით ციანოკობალამინი, შეიძლება ინაქტივირებული იქნეს B1 ვიტამინის დაშლის პროდუქტების არსებობისას. ეს ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმებისთვის ან ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ბავშვებში და მოზარდებში გამოცდილება შეზღუდულია.

თუ მიიღეთ ბეტრიმინის საჭიროზე მეტი დოზა

ვიტამინებს B1, B6 და B12 აქვთ ფართო თერაპიული სპექტრი.

ვიტამინი B1: შემდეგი დარღვევები დაფიქსირდა რეკომენდებული დოზის ასჯერ გადაჭარბების

შემდეგ: თავის ტკივილი, კრუნჩხვები, სისუსტე, დამბლა, არითმიები და ალერგიული რეაქციები.

ვიტამინი B6: ვიტამინი B6-ის დღიური დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ (6-12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში), 50 მგ-ზე მეტი, ასევე 1 გ-ზე მეტი დღიური დოზების ხანმოკლე გამოყენებამ (2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში), შესაძლოა გამოიწვიოს ნეიროტოქსიკური (ნერვების დაზიანება). სენსორული ნეიროპათია და სხვა სენსორული ნეიროპათიის სინდრომები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს პირიდოქსინის მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღებით, თანდათან უმჯობესდება ვიტამინის მიღების შეწყვეტის შემდეგ. დღეში 2 გ-ზე მეტი მიღების შემდეგ აღინიშნა ნერვის დაზიანება მოტორული და სენსორული დარღვევებით, კრუნჩხვებით და ცალკეულ შემთხვევებში სისხლის სურათის ცვლილებებით და კანის ანთებითი რეაქციებით.

ვიტამინი B12: იშვიათ შემთხვევებში მაღალი დოზების გამოყენების შემდეგ აღინიშნებოდა

ალერგიული რეაქციები, კანის ეგზემატოზული დაზიანებები და აკნეს კეთილთვისებიანი ფორმა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. თუ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ან ისეთი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არასასურველი რეაქციები აღწერილია შემდეგში მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით.

ძალიან იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1-მდე)

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ოფლიანობა, ტაქიკარდია და ასევე კანის რეაქციები, როგორიცაა ქავილი და ჭინჭრის ციება და მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელსაც ხშირად თან ახლავს არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა, გულისრევა და შესაძლოა ქოშინი (ანაფილაქსია).

უცნობია სიხშირე (არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის შეფასება)

B6 ვიტამინის 50 მგ-ზე მეტი დღიური დოზების ხანგრძლივმა მიღებამ (6-12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული სენსორული ნეიროპათია (ნერვის დაავადება დაბუჟებით და ჩხვლეტით).

კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის დისკომფორტი.

ალერგიული რეაქციები, კანის ეგზემატური დაზიანებები და აკნეს კეთილთვისებიანი ფორმა ვიტამინი B12 - ის მაღალი დოზების მიღების შემდეგ.

რეაქციები ინექციის ადგილას.

ქრომატურია ("მოწითალო შარდი" ვითარდება მიღებიდან პირველი 8 საათის განმავლობაში და ჩვეულებრივ ქრება 48 საათის განმავლობაში).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე შესაძლოა გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ უშუალოდ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • ბეტრიმინის შენახვის პირობები

ინახება მაცივარში (2°C - 8°C). არ გაყინოთ. შეინახეთ საწყის შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით. ეს მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება მუყაოს კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოუყენებელი მედიკამენტები არ გადააგდოთ გამავალ წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

რას შეიცავს ბეტრიმინი

აქტიური ნივთიერებებია: თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) და ციანოკობალამინი (ვიტამინი B12).

თითოეული ამპულა შეიცავს:

თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) 250 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 250 მგ

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) 2 მგ

დამხმარე ნივთიერებებია: ბენზილის სპირტი, საინექციო წყალი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

ბეტრიმინის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ბეტრიმინი არის გამჭვირვალე წითელი სითხე თითქმის თავისუფალი ნაწილაკებისაგან, რომელიც მოთავსებულია ქარვისფერ შუშის 5 მლ-იან ამპულებში.

მუყაოს კოლოფი შეიცავს პლასტმასის ყუთს 5 ან 6 5 მლ-იანი შუშის ამპულებით.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

ჰელპ ს.ა. ვალაორიტუ ქ. 10, 144, 52 მეტამარფოზი, საბერძნეთი, ტელ: +30210 2815353

მწარმოებელი: ჰელპ ს.ა. პედინი იოანინონ, 455 00, იოანინა, საბერძნეთი

ამ ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღია 02/2022.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა