პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები

ბეტაკლოგენი

BETACLOGEN®

ურეცეპტოდ(0,5მგ + 10მგ + 1მგ)/გინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ბეტაკლოგენის კრემი არის კომბინირებული სამკურნალო საშუალება, რომელიც განკუთვნილია კანზე გამოსაყენებლად. ნაჩვენებია, რომ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედების გამო, პროდუქტში შემავალი კორტიკოსტეროიდი ბეტამეთაზონი ამცირებს სიწითლეს, შეშუპებას, ხსნის ქავილს, ანტიბიოტიკი გენტამიცინი ეფექტურად …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(0,5მგ + 10მგ + 1მგ)/გ 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
VETPROM AD, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები მაღალი აქტივობით, კომბინაციები ანტიბიოტიკებთან
ATC კოდი
D07CC01
რეგისტრაციის ნომერი
რ-038840
რეგისტრირებულია
11 აგვისტო 2023, მოქმედებს 17 მაისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაბეტაკლოგენი და სხვა წამალი ერთად

ბეტაკლოგენი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბეტაკლოგენის კრემი არის კომბინირებული სამკურნალო საშუალება, რომელიც განკუთვნილია კანზე გამოსაყენებლად. ნაჩვენებია, რომ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედების გამო, პროდუქტში შემავალი კორტიკოსტეროიდი ბეტამეთაზონი ამცირებს სიწითლეს, შეშუპებას, ხსნის ქავილს, ანტიბიოტიკი გენტამიცინი ეფექტურად მოქმედებს უამრავ მიკროორგანიზმზე, რომლებიც იწვევენ ინფექციებს ადამიანებში, მათ შორის კანის ინფექციებს. კლოტრიმაზოლი, თავის მხრივ, ავლენს ძლიერ სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას.

ბეტაკლოგენის კრემი გამოიყენება კანის სხვადასხვა ანთების (დერმატიტი და ეგზემა) სამკურნალოდ, შესაფერისია კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისთვის, როდესაც ინფექცია გამოვლენილია სიწითლით, გაღიზიანებით და მდგომარეობის გაუარესებით.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისთვის

წაისვით ამ პროდუქტის მცირე რაოდენობა დღეში ორჯერ ან სამჯერ დაზიანებულ კანზე. წაისვით პროდუქტის თხელი ფენა, შესაძლოა ნაზი მასაჟით. ეფექტის მისაღწევად საკმარისად უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური შესაძლო რაოდენობა.

თუ 3 ან 4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესება არ აღინიშნება, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის შეცვლა არ არის საჭირო.

თუ იყენებთ საჭიროზე მეტ ბეტაკლოგენს

თუ შემთხვევით გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს. დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით, არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი მითითებულზე უფრო ხშირად ან უფრო ხანგრძლივად,

თუ დაგავიწყდათ ბეტაკლოგენის გამოყენება

არ გამოიყენოთ საჭირო რაოდენობაზე მეტი გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. გამოიყენეთ ჩვეული დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულ რეჟიმში.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

უკუჩვენებები

  • თუ ალერგიული ხართ ბეტამეთაზონის, კლოტრიმაზოლის, გენტამიცინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);
  • თუ გაქვთ კანის ზოგიერთი ინფექცია, როგორიცაა ჩვეულებრივი ჰერპესი ან ჰერპეს ზოსტერი, ვარიცელა, კანის სიფილისი, აკნე;
  • თუ გაქვთ კანის ანთება და სიწითლე პირის ღრუს ირგვლის მიდამოში ან ქავილი სასქესო ორგანოებისა და ანუსის მიდამოში.

ეს პროდუქტი არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები

ბეტაკლოგენის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

თქვენ უნდა იცოდეთ, რომ:

  • მაღალაქტიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გათხელება და ზედაპირული სისხლძარღვების გაფართოება სამკურნალო ადგილებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროდუქტი გამოიყენება სახის კანზე;
  • ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ, მაღალი დოზების გამოყენებამ ან კანის დიდ უბნებზე მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კანით მათი მნიშვნელოვანი რაოდენობით სისხლში მოხვედრა და თირკმელზედა ჯირკვლის აქტივობის დათრგუნვა. ეს გამოვლინებები უფრო ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში. შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმი (იხილეთ ნაწილი 4 პოტენციური გვერდითი რეაქციები), ზრდის შეფერხება, წონის მომატების შეფერხება და ქალასშიდა წნევის მომატება;
  • ადგილობრივი ანტიბიოტიკების, მათ შორის გენტამიცინის ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა და დამატებითი ინფექციისადმი წინასწარგანწყობა. ამ შემთხვევაში ამ პროდუქტით მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა დაინიშნოს შესაბამისი თერაპია სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატით;
  • ფსორიაზის გახანგრძლივებული მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ქრონიკულ მდგომარეობაში გადასვლა, მკურნალობისადმი რეზისტენტობა და მდგომარეობის გამწვავება.

მეორადი ინფექციის ალერგიის შემთხვევაში (როგორიცაა კანის სიწითლე, გაღიზიანება, ქავილი, შეშუპება), პროდუქტის გამოყენება უნდა შეწყდეს.

არ შეიძლება ამ პრეპარატის წასმა თვალებში ან თვალებთან ახლოს, რადგან თვალში მოხვედრის შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომა.

ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ღია ჭრილობებზე ან კანის დაზიანებულ უბნებზე. ჭრილობის მჭიდრო სახვევების გამოყენება აადვილებს კორტიკოსტეროიდების კანში შეღწევას და ხელს უწყობს ინფექციების განვითარებას.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში შეიძლება მხოლოდ ალტერნატიული თერაპიის არარსებობის შემთხვევაში.

ბავშვები და მოზარდები

გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია პროდუქტის გამოყენებასთან, უფრო ხშირად ვითარდება ბავშვებში, ამიტომ ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული.

სხვა მედიკამენტებთან არასასურველი ურთიერთქმედების შესახებ შეტყობინებები არ არის.

ბეტაკლოგენი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს სპეციალური დიეტური რეჟიმის ან გარკვეული სახის საკვებისა და სასმელის შეზღუდვის აუცილებლობას ამ პროდუქტით მკურნალობის დროს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ორსულობა

ცხოველებზე დაკვირვების მონაცემები აჩვენებს ბეტამეთაზონისა და კლოტრიმაზოლის გამოყენების შედეგად ნაყოფსა და ჩვილში დარღვევების განვითარებას.

ეს პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება

პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება მეძუძურ ქალებში, ან თუ ეს აუცილებელია დედისთვის, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ბეტაკლოგენი არ ახდენს გავლენას ისეთი საქმიანობის შესრულებაზე, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილეს, როგორიცაა ავტომობილის ან მექანიზმების მართვა.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები.

იშვიათი (1000-დან 1-ზე ნაკლები):

იმუნური სისტემის დარღვევები

სიწითლე, ქავილი, გაღიზიანება, გამონაყარი, კანის ანთება.

ენდოკრინული სისტემის დარღვევები

იშვიათად შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმი (თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავების ზრდა), რაც ვლინდება სახის დამრგვალებით, სიმსუქნით გულმკერდისა და მუცლის არეში, წითელ-იისფერი ზოლებით კანზე, სისხლძარღვების ადვილად დაჟეჟილობით, კუნთების სისუსტით. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დიაბეტი, არტერიული წნევის მომატება, ძვლების მოტეხილობის ზრდა, (ოსტეოპოროზი), მენსტრუაციის დარღვევა, ჭარბთმიანობა, აკნე.

ძალიან იშვიათი (10000-დან 1-ზე ნაკლები):

სისხლძარღვთა დარღვევები

გაფართოებული ზედაპირული სისხლძარღვები კანზე.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

წვა და ქავილი გამოყენების ადგილზე.

უფრო იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება განვითარდეს კანის გათხელება, კანის „სტრიები“, განსაკუთრებით ოკლუზიური სახვევების გამოყენებისას, და კანის ნაკეცების მიდამოში გამოყენებისას, კანის ფერის დაქვეითება და ცვლილება, ჭარბთმიანობა, კანის ანთება, გაუფერულება, დატენიანება და დარბილება. კანის, ფსორიაზის გამწვავება, შემდგომი ინფექციები.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ შემდეგი უწყების მეშვეობით

ბულგარეთის წამლის სააგენტო

8, დამიან გრუევის ქ.

1303 სოფია

ტელ.: +359 28903417 ვებგვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები 1 გ კრემში: ბეტამეთაზონის დიპროპიონატი 0,5 მგ ბეტამეთაზონის ექვივალენტური, კლოტრიმაზოლი 10.0 მგ, გენტამიცინის სულფატი 1.0 მგ გენტამიცინის ექვივალენტური

სხვა ინგრედიენტებია: თეთრი რბილი პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი, თხევადი პარაფინი, მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის დიჰიდროგენფოსფატის დიჰიდრატი, ბენზილის სპირტი, ფოსფორის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.

ბეტაკლოგენის კრემის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ბეტაკლოგენის კრემის არის თეთრი ფერის, ერთგვაროვანი კრემი.

15გ ალუმინის ტუბებში მემბრანით, გაპრიალებული, დახურული პლასტმასის ხრახნიანი თავსახურით. თითოეული ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 1 თვე

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია პაციენტისთვის

ბეტაკლოგენი 0.5 მგ/10 მგ/1 მგ/გ კრემი

ბეტამეთაზონი/კლოტრიმაზოლი/გენტამიცინი

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
  • ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
  • თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერს შესაძლო გვერდით ეფექტს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

ამ ფურცელში

  • რა არის ბეტაკლოგენი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ბეტაკლოგენის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება ბეტაკლოგენი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება ბეტაკლოგენი
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ბეტაკლოგენი და რისთვის გამოიყენება

ბეტაკლოგენის კრემი არის კომბინირებული სამკურნალო საშუალება, რომელიც განკუთვნილია კანზე გამოსაყენებლად. ნაჩვენებია, რომ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედების გამო, პროდუქტში შემავალი კორტიკოსტეროიდი ბეტამეთაზონი ამცირებს სიწითლეს, შეშუპებას, ხსნის ქავილს, ანტიბიოტიკი გენტამიცინი ეფექტურად მოქმედებს უამრავ მიკროორგანიზმზე, რომლებიც იწვევენ ინფექციებს ადამიანებში, მათ შორის კანის ინფექციებს. კლოტრიმაზოლი, თავის მხრივ, ავლენს ძლიერ სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას.

ბეტაკლოგენის კრემი გამოიყენება კანის სხვადასხვა ანთების (დერმატიტი და ეგზემა) სამკურნალოდ, შესაფერისია კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისთვის, როდესაც ინფექცია გამოვლენილია სიწითლით, გაღიზიანებით და მდგომარეობის გაუარესებით.

  • რა უნდა იცოდეთ ბეტაკლოგენის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ბეტაკლოგენი:

  • თუ ალერგიული ხართ ბეტამეთაზონის, კლოტრიმაზოლის, გენტამიცინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);
  • თუ გაქვთ კანის ზოგიერთი ინფექცია, როგორიცაა ჩვეულებრივი ჰერპესი ან ჰერპეს ზოსტერი, ვარიცელა, კანის სიფილისი, აკნე;
  • თუ გაქვთ კანის ანთება და სიწითლე პირის ღრუს ირგვლის მიდამოში ან ქავილი სასქესო ორგანოებისა და ანუსის მიდამოში.

ეს პროდუქტი არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ბეტაკლოგენის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

თქვენ უნდა იცოდეთ, რომ:

  • მაღალაქტიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გათხელება და ზედაპირული სისხლძარღვების გაფართოება სამკურნალო ადგილებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროდუქტი გამოიყენება სახის კანზე;
  • ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ, მაღალი დოზების გამოყენებამ ან კანის დიდ უბნებზე მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კანით მათი მნიშვნელოვანი რაოდენობით სისხლში მოხვედრა და თირკმელზედა ჯირკვლის აქტივობის დათრგუნვა. ეს გამოვლინებები უფრო ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში. შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმი (იხილეთ ნაწილი 4 პოტენციური გვერდითი რეაქციები), ზრდის შეფერხება, წონის მომატების შეფერხება და ქალასშიდა წნევის მომატება;
  • ადგილობრივი ანტიბიოტიკების, მათ შორის გენტამიცინის ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა და დამატებითი ინფექციისადმი წინასწარგანწყობა. ამ შემთხვევაში ამ პროდუქტით მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა დაინიშნოს შესაბამისი თერაპია სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატით;
  • ფსორიაზის გახანგრძლივებული მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ქრონიკულ მდგომარეობაში გადასვლა, მკურნალობისადმი რეზისტენტობა და მდგომარეობის გამწვავება.

მეორადი ინფექციის ალერგიის შემთხვევაში (როგორიცაა კანის სიწითლე, გაღიზიანება, ქავილი, შეშუპება), პროდუქტის გამოყენება უნდა შეწყდეს.

არ შეიძლება ამ პრეპარატის წასმა თვალებში ან თვალებთან ახლოს, რადგან თვალში მოხვედრის შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომა.

ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ღია ჭრილობებზე ან კანის დაზიანებულ უბნებზე. ჭრილობის მჭიდრო სახვევების გამოყენება აადვილებს კორტიკოსტეროიდების კანში შეღწევას და ხელს უწყობს ინფექციების განვითარებას.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში შეიძლება მხოლოდ ალტერნატიული თერაპიის არარსებობის შემთხვევაში.

ბავშვები და მოზარდები

გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია პროდუქტის გამოყენებასთან, უფრო ხშირად ვითარდება ბავშვებში, ამიტომ ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში.

სხვა მედიკამენტები და ბეტაკლოგენი

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული.

სხვა მედიკამენტებთან არასასურველი ურთიერთქმედების შესახებ შეტყობინებები არ არის.

ბეტაკლოგენი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს სპეციალური დიეტური რეჟიმის ან გარკვეული სახის საკვებისა და სასმელის შეზღუდვის აუცილებლობას ამ პროდუქტით მკურნალობის დროს.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ორსულობა

ცხოველებზე დაკვირვების მონაცემები აჩვენებს ბეტამეთაზონისა და კლოტრიმაზოლის გამოყენების შედეგად ნაყოფსა და ჩვილში დარღვევების განვითარებას.

ეს პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება

პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება მეძუძურ ქალებში, ან თუ ეს აუცილებელია დედისთვის, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ბეტაკლოგენი არ ახდენს გავლენას ისეთი საქმიანობის შესრულებაზე, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილეს, როგორიცაა ავტომობილის ან მექანიზმების მართვა.

  • როგორ გამოიყენება ბეტაკლოგენი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისთვის

წაისვით ამ პროდუქტის მცირე რაოდენობა დღეში ორჯერ ან სამჯერ დაზიანებულ კანზე. წაისვით პროდუქტის თხელი ფენა, შესაძლოა ნაზი მასაჟით. ეფექტის მისაღწევად საკმარისად უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური შესაძლო რაოდენობა.

თუ 3 ან 4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესება არ აღინიშნება, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის შეცვლა არ არის საჭირო.

თუ იყენებთ საჭიროზე მეტ ბეტაკლოგენს

თუ შემთხვევით გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს. დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით, არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი მითითებულზე უფრო ხშირად ან უფრო ხანგრძლივად,

თუ დაგავიწყდათ ბეტაკლოგენის გამოყენება

არ გამოიყენოთ საჭირო რაოდენობაზე მეტი გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. გამოიყენეთ ჩვეული დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულ რეჟიმში.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები.

იშვიათი (1000-დან 1-ზე ნაკლები):

იმუნური სისტემის დარღვევები

სიწითლე, ქავილი, გაღიზიანება, გამონაყარი, კანის ანთება.

ენდოკრინული სისტემის დარღვევები

იშვიათად შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმი (თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავების ზრდა), რაც ვლინდება სახის დამრგვალებით, სიმსუქნით გულმკერდისა და მუცლის არეში, წითელ-იისფერი ზოლებით კანზე, სისხლძარღვების ადვილად დაჟეჟილობით, კუნთების სისუსტით. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დიაბეტი, არტერიული წნევის მომატება, ძვლების მოტეხილობის ზრდა, (ოსტეოპოროზი), მენსტრუაციის დარღვევა, ჭარბთმიანობა, აკნე.

ძალიან იშვიათი (10000-დან 1-ზე ნაკლები):

სისხლძარღვთა დარღვევები

გაფართოებული ზედაპირული სისხლძარღვები კანზე.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

წვა და ქავილი გამოყენების ადგილზე.

უფრო იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება განვითარდეს კანის გათხელება, კანის „სტრიები“, განსაკუთრებით ოკლუზიური სახვევების გამოყენებისას, და კანის ნაკეცების მიდამოში გამოყენებისას, კანის ფერის დაქვეითება და ცვლილება, ჭარბთმიანობა, კანის ანთება, გაუფერულება, დატენიანება და დარბილება. კანის, ფსორიაზის გამწვავება, შემდგომი ინფექციები.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ შემდეგი უწყების მეშვეობით

ბულგარეთის წამლის სააგენტო

8, დამიან გრუევის ქ.

1303 სოფია

ტელ.: +359 28903417 ვებგვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • როგორ ინახება ბეტაკლოგენი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 1 თვე

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ბეტაკლოგენი კრემი

აქტიური ნივთიერებები 1 გ კრემში: ბეტამეთაზონის დიპროპიონატი 0,5 მგ ბეტამეთაზონის ექვივალენტური, კლოტრიმაზოლი 10.0 მგ, გენტამიცინის სულფატი 1.0 მგ გენტამიცინის ექვივალენტური

სხვა ინგრედიენტებია: თეთრი რბილი პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი, თხევადი პარაფინი, მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის დიჰიდროგენფოსფატის დიჰიდრატი, ბენზილის სპირტი, ფოსფორის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.

ბეტაკლოგენის კრემის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ბეტაკლოგენის კრემის არის თეთრი ფერის, ერთგვაროვანი კრემი.

15გ ალუმინის ტუბებში მემბრანით, გაპრიალებული, დახურული პლასტმასის ხრახნიანი თავსახურით. თითოეული ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

DANHSON-BG OOD

26, Otets Paisiy Str.

2400 რადომირი

ბულგარეთი

ტელ.: 02 451 93 00

ელ. ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

VETPROM AD

26, Otets Paisiy Str.

2400 რადომირი

ბულგარეთი

ფურცლის ბოლო შესწორების თარიღი: 2022 წლის მაისი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა