ისეთი დერმატოზების ანთებითი გამოვლინებების თერაპია, რომელთა სამკურნალოდაც ეფექტურია გლუკოკორტიკოსტეროიდები (გკს), როდესაც ვითარდება მეორადი ინფექცია, რომელიც გამოწვეულია პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერებების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, ან როდესაც არსებობს მისი გაჩენის რისკი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- გენტამიცინი (gentamicin) + კლოტრიმაზოლი (clotrimazole) + ბეტამეთაზონი (betamethasone)
- ფორმა და შეფუთვა
- (0,5მგ + 10მგ + 1მგ)/გ 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები მაღალი აქტივობით, კომბინაციები ანტიბიოტიკებთან
- ATC კოდი
- D07CC01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042197
- რეგისტრირებულია
- 10 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 10 ოქტომბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კროკსიდერმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ისეთი დერმატოზების ანთებითი გამოვლინებების თერაპია, რომელთა სამკურნალოდაც ეფექტურია გლუკოკორტიკოსტეროიდები (გკს), როდესაც ვითარდება მეორადი ინფექცია, რომელიც გამოწვეულია პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერებების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, ან როდესაც არსებობს მისი გაჩენის რისკი.
კლოტრიმაზოლი ეფექტურია Trichophyton rubrum-ის, Trichophyton mentagrophytes-ის, Epidermophyton floccosum-ისა და Microsporum canis-ის მიერ გამოწვეული ტერფების, საზარდულის და გლუვი კანის სოკოვანი ინფექციების, Candida albicans -ით გამოწვეული კანდიდოზისა და Malassezia furfur (Pityrosporum orbiculare) მიერ გამოწვეული ნაირფერი პიტირიაზის სამკურნალოდ.
გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარენი არიან გრამდადებითი ბაქტერიები: Streptococci (A ჯგუფის β- და α-ჰემოლიზური სტრეპტოკოკის მგრძნობიარე შტამები ), Staphylococcus aureus ( კოაგულაზა-დადებითი, კოაგულაზა-უარყოფითი და ზოგიერთი შტამი, რომელიც აწარმოებს პენიცილინაზას), ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიები: Pseudomonas aeruginosa, Aerobacter aerogenes, Escherichia coli , Proteus vulgaris და Klebsiella pneumoniae.
მიღების წესი და დოზირება
კროკსიდერმი უნდა იქნას წასმული თხელი ფენით კანის მთელ დაზიანებულ ზედაპირზე და მიმდებარე უბნებზე დღე-ღამეში ორჯერ, დილას და საღამოს. იმისათვის, რომ მკურნალობა ეფექტური იყოს, პრეპარატი მუდმივად უნდა იქნას გამოყენებული.
თერაპიის ხანგრძლივობა შეიძლება ვარირებდეს დაავადების ლოკალიზაციისა და სიმძიმის ხარისხის, ასევე პაციენტის მკურნალობაზე პასუხის მიხედვით. თუ კლინიკური გაუმჯობესება არ შეინიშნება კროკსიდერმის 3-4 კვირიანი გამოყენების შემდეგ, აუცილებელია განხილული იქნას დიაგნოზის დაზუსტების საკითხი.
ბავშვებში კროკსიდერმის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.
სიფრთხილის ზომები
ანტიბიოტიკების ხანგრძლივ ადგილობრივ გამოყენებას ზოგჯერ შეიძლება თან ახლდეს არასპეციფიური მიკროფლორის ზრდა. ასეთ ვითარებაში, ასევე პრეპარატ კროკსიდერმით თერაპიის ფონზე გაღიზიანების, სენსიბილიზაციის ან სუპერინფექციის წარმოქმნისას, აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.
აღინიშნა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ჯვარედინი რეაქციები.
გკს-ის ადგილობრივი გამოყენებისას, განსაკუთრებით ახალშობილებსა და ბავშვებში, შეიძლება განვითარდეს ისეთივე არასასურველი რეაქციები, როგორც სისტემური გკს-ს გამოყენებისას, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვის ჩათვლით.
გკს-ს ან გენტამიცინის სისტემური აბსორბცია ადგილობრივად გამოყენებისას იზრდება, თუ პრეპარატ კროკსიდერმით თერაპია ტარდება კანის ფართო უბნებზე ან ოკლუზიური სახვევების გამოყენებით, განსაკუთრებით დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან როდესაც დარღვეულია კანის საფარის მთლიანობა.
გენტამიცინი არ უნდა იქნას გამოყენებული ღია ჭრილობებზე ან დაზიანებულ კანზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გენტამიცინის სისტემური გამოყენებისასთვის დამახასიათებელი არასასურველი რეაქციები. ასეთ სიტუაციებში უნდა იქნას მიღებული სიფრთხილის შესაბამისი ზომები, განსაკუთრებით სამკურნალო საშუალების ახალშობილებსა და ბავშვებში გამოყენებისას.
კროკსიდერმი არ არის განკუთვნილი ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და მოზარდებს, მოზრდილებთან შედარებით, შეიძლება ჰქონდეთ უფრო მაღალი მგრძნობელობა ეგზოგენური გკს-ს ზემოქმედების მიმართ, მათ შორის ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემაზე მათი დამთრგუნველი ეფექტის მიმართ. იმის გამო, რომ ბავშვებსა და მოზარდებს სხეულის მასასთან აქვთ კანის ზედაპირის ფართობის უფრო დიდი შეფარდება, მათ აქვთ გკს-ის უფრო მაღალი სისტემური აბსორბცია. ბავშვებში გკს-ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნებოდა ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის დათრგუნვა, კუშინგის სინდრომი, ზრდის შეფერხება, სხეულის მასის მატების შენელება და ინტრაკრანიალური წნევის მომატება. ბავშვებში თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციაზე გკს-ს ინჰიბიტორული ეფექტის გამოვლინებები მოიცავს სისხლის პლაზმაში კორტიზოლის დაბალ კონცენტრაციას და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (აკტჰ) სტიმულაციაზე რეაქციის არარსებობა. ინტრაკრანიალური წნევის მომატების სიმპტომებს მიეკუთვნება ყიფლიფანდის ამობურცვა, თავის ტკივილი და მხედველობითი ნერვის დისკის ორმხრივი შეშუპება.
მხედველობის დაქვეითება
გკს-ს ადგილობრივი და სისტემური გამოყენების დროს (ინტრანაზალური, ინჰალაციური და თვალშიდა შეყვანის ჩათვლით), შეიძლება წარმოიქმნას მხედველობის დარღვევები. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები, კონსულტაცია უნდა გაიაროს ოფთალმოლოგთან შესაძლო მიზეზების დასადგენად, მათ შორის შეიძლება იყოს კატარაქტა, გლაუკომა ან იშვიათ დაავადებები, მაგალითად, ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათიას (CSCR), რომლების არსებობაც აღინიშნება გკს-ის სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას.
მოხსნის სინდრომი გკს-ს ადგილობრივი გამოყენების დროს
ადგილობრივი გამოყენების გკს-ს ხანგრძლივ უწყვეტ ან არაადეკვატურ გამოყენებას მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება თან ახლდეს რიკოშეტის სინდრომის განვითარება (მოხსნის სინდრომი გკს-ს ადგილობრივი გამოყენებისას). შესაძლოა აღინიშნებოდეს რიკოშეტის სინდრომის მძიმე ფორმა გამოხატული დერმატიტის სახით კანის ინტენსიური გაწითლებით, ჩხვლეტის და წვის შეგრძნებით, რომლებიც ვრცელდება საწყისი დაზიანების უბნის გარეთ. ძირითადად ეს ცვლილებები შეინიშნება პრეპარატის გამოყენებისას კანის დელიკატურ ადგილებში, ისეთების, როგორიცაა სახე და ნაკეცები. ასეთი ცვლილებების წარმოქმნისას ეფექტური მკურნალობიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში, ეჭვი უნდა იქნას მიტანილი მოხსნის სინდრომზე.
პრეპარატის განმეორებით უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია ან მკურნალობის სხვა ვარიანტების განხილვა.
დამხმარე ნივთიერებები
კროკსიდერმი შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).
კროკსიდერმი შეიცავს ბენზილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები და უმნიშვნელო ადგილობრივი გაღიზიანება.
კროკსიდერმი შეიცავს პროპილენგლიკოლს (კრემის 1 გ შეიცავს 110 მგ პროპილენგლიკოლს), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება პაციენტებში ღია ჭრილობებით ან დაზიანებული კანის დიდი უბნებით (მაგალითად, დამწვრობა) ექიმთან ან ფარმაცევტთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეპარატის მედიკამენტური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
კროკსიდერმი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია. ვინაიდან ორსულ ქალებში ადგილობრივი გამოყენებისას გკს-ს უსაფრთხოება დადგენილი არ არის, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. კროკსიდერმი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს დიდი რაოდენობით ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ლაქტაცია
ვინაიდან უცნობია, შესაძლებელია თუ არა ადგილობრივი გკს-ის სისტემური აბსორბცია საკმარისი იყოს იმისთვის, რომ დედის რძეში მიიღწეოდეს სამკურნალო საშუალების განსაზღვრადი კონცენტრაცია, ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატ კროკსიდერმით თერაპიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატის გამოყენების სარგებელი დედისთვის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კროკსიდერმი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის ტარებისა ან მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ბეტამეთაზონის, კლოტრიმაზოლის და გენტამიცინის კომბინაციის ადგილობრივი გამოყენების დროს იშვიათად შეინიშნება კანის ფერის ცვლილებები, ჰიპოპიგმენტაცია, წვის შეგრძნება, ერითემა, ექსუდაცია და ქავილი და უფრო იშვიათად - მხედველობის სიმახვილის დარღვევები.
გკს-ს ადგილობრივი გამოყენებისას, განსაკუთრებით ოკლუზიური სახვევების გამოყენების დროს, იყო აღნიშნული შემდეგი ადგილობრივი არასასურველი რეაქციები: დამწვრობა, ქავილი, გაღიზიანება, კანის სიმშრალე, ფოლიკულიტი, ჰიპერტრიქოზი, აკნე, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის მაცერაცია, მეორადი ინფექციის განვითარება, კანის ატროფია, სტრიები და კანის გაღიზიანება ოფლით.
კლოტრიმაზოლის ადგილობრივი გამოყენებისას (სამკურნალო საშუალება კარგად იქნა გადატანილი 1000 პაციენტიდან 95%-ის მიერ), აღინიშნებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციების წარმოქმნა: ერითემა, წვის შეგრძნება, ბუშტუკების წარმოქმნა, კანის აქერცვლა, შეშუპება, ქავილი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება.
გენტამიცინის ადგილობრივად გამოყენებისას აღინიშნა კანის ტრანზიტორული გაღიზიანება (ერითემა, ქავილი), რომელიც ჩვეულებრივ არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით) - მოხსნის რეაქციები: კანის სიწითლე, რომელიც შეიძლება გავრცელდეს თავდაპირველი დაზიანების უბნის გარეთ, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება, ქავილი, კანის აქერცვლა, სველი პუსტულები.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. პაციენტის მიერ სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენის დროს ან ახალი არასასურველი რეაქციის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
გკს-ს მაღალი დოზებით ან დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა თირკმელზედა ჯირკვლის მეორადი უკმარისობისა და ჰიპერკორტიზოლიზმის სიმპტომების განვითარებით, კუშინგის სინდრომის ჩათვლით.
ადგილობრივი გამოყენებისას კლოტრიმაზოლის დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან რადიოაქტიული იზოტოპით მარკირებული კლოტრიმაზოლის როგორც დაუზიანებელ, ასევე დაზიანებულ კანზე წასმის შემდეგ ოკლუზიური სახვევების გამოყენებისას 6 საათის განმავლობაში პრეპარატი არ იქნა ნაპოვნი სისხლის პლაზმაში რაოდენობრივად განსასაზღვრ კონცენტრაციებში (ზღვრული კონცენტრაცია 0,001 მკგ/მლ).
გენტამიცინის ერთჯერადი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რაიმე სიმპტომების გამოვლენა არ არის მოსალოდნელი. გენტამიცინის ადგილობრივი გამოიყენების დროს მაღალი დოზებით ან დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კანის დაზიანებულ უბნებზე შეიძლება აღინიშნოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების გადაჭარბებული ზრდა.
მკურნალობა
დოზის გადაჭარბებისას საჭიროა სიმპტომური მკურნალობა. ჰიპერკორტიციზმის მწვავე სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია. საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ელექტროლიტური დისბალანსის კორექტირება. ქრონიკული ტოქსიური ზემოქმედების შემთხვევაში რეკომენდებულია გკს-ს გამოყენების თანდათანობით შეწყვეტა.
რეზისტენტული მიკროორგანიზმების გადაჭარბებული ზრდის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი თერაპია.
შემადგენლობა
კრემის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ბეტამეთაზონი (ბეტამეთაზონის დიპროპიონატის ფორმით) 0,5 მგ, კლოტრიმაზოლი 10 მგ, გენტამიცინის სულფატი 1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: თეთრი რბილი პარაფინი, თხევადი მსუბუქი პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი, მაკროგოლ ცეტოსტეარილის ეთერი, პროპილენგლიკოლი, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.
სამკურნალო ფორმა
კრემი გარეგანი გამოყენებისთვის.
აღწერა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ერთგვაროვანი კრემი, უცხო ნაწილაკების გარეშე, უსუნო.
შენახვის პირობები
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
კრემი გარეგანი გამოყენებისათვის, 15გ ეპოქსიდით დაფარულ ალუმინის ტუბში, მემბრანით დახურული და ხრახნიანი პოლიპროპილენის თავსახურით.
1 ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები განადგურებისა და სხვა სამუშაოების დროს
რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No:50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბული )
„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş. ” , TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
კორტიკოსტეროიდები დერმატოლოგიაში გამოსაყენებლად. მაღალაქტიური კორტიკოსტეროიდები ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში. ათქ კოდი: D07СC01.
კროკსიდერმი არის კომბინირებული პრეპარატი გარეგანი გამოყენებისთვის, რომელიც აერთიანებს ბეტამეთაზონ დიპროპიონატის ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და ვაზოკონსტრიქტორულ მოქმედებას კლოტრიმაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან (აქტიურობის ფართო სპექტრი) და გენტამიცინის სულფატის ანტიბაქტერიულ მოქმედებასთან (აქტიურობის ფართო სპექტრი).
კლოტრიმაზოლი მოქმედებს სოკოვანი ინფექციების გამომწვევების უჯრედულ მემბრანაზე, იწვევს რა შიგთავსის უჯრედიდან გამოდინებას.
გენტამიცინი ადგილობრივი გამოყენებისას ეფექტურია კანის პირველადი და მეორადი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ადამიანებში გკს-ს ადგილობრივი გამოყენებისას (კანზე წასმის) სისტემური აბსორბციის ხარისხი იცვლება და შეიძლება გაიზარდოს ოკლუზიური სახვევების გამოყენებისას. დაუზიანებელ კანზე წასმის დროს გკს-ს მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში, თუმცა, სისტემური აბსორბციის ხარისხი მნიშვნელოვნად იზრდება კანის კერატინის ფენის არარსებობისას, და ასევე ის შეიძლება გაიზარდოს კანის ანთების და/ან ბარიერული ფუნქციის დაზიანებისას. მათ შორის, სისტემური აბსორბცია დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე, რომლის ზედაპირზეც გამოიყენება გკს, და თერაპიის ხანგრძლივობაზე.
გენტამიცინის სულფატი, როგორც წესი, არ აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში დაუზიანებელ კანზე გამოყენებისას. ამისდამიუხედავად, სამკურნალო საშუალება სწრაფად შეიწოვება კანის ზედაპირიდან, როდესაც კერატინის ფენა აკლია, მაგალითად, ჭრილობების, დამწვრობისა და წყლულების დროს.
კლოტრიმაზოლის სისტემური აბსორბციის ხარისხი ადგილობრივი გამოყენებისას (კანზე წასმისას), როგორც ჩანს, უმნიშვნელოა. რადიოაქტიური იზოტოპით მარკირებული კლოტრიმაზოლის (1% კრემი ან 1% ხსნარი) ჯანმრთელ ან ანთების მქონე კანზე წასმიდან ექვსი საათის შემდეგ მისი კონცენტრაცია შეადგენდა 100 მკგ/სმ 3 -დან რქოვანას შრეში 0,5 მკგ/სმ 3 -მდე რეტიკულურ შრეში და 0,1 მკგ/სმ 3 -მდე ჰიპოდერმში. 0,5 მლ ხსნარის ან 0,8 გ კრემის ოკლუზიური საფენის გამოყენებიდან 48 საათის შემდეგ პრეპარატი არ ყოფილა აღმოჩენილი სისხლის პლაზმაში რაოდენობრივად განსასაზღვრელ კონცენტრაციებში (ზღვრული კონცენტრაცია 0.001 მკგ/მლ) .
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
კროკსიდერმი
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
კროკსიდერმი, Crocsiderm
საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება
ბეტამეთაზონი + კლოტრიმაზოლი + გენტამიცინი
Betamethasone+Clotrimazole+Gentamicin
შემადგენლობა
კრემის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ბეტამეთაზონი (ბეტამეთაზონის დიპროპიონატის ფორმით) 0,5 მგ, კლოტრიმაზოლი 10 მგ, გენტამიცინის სულფატი 1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: თეთრი რბილი პარაფინი, თხევადი მსუბუქი პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი, მაკროგოლ ცეტოსტეარილის ეთერი, პროპილენგლიკოლი, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.
სამკურნალო ფორმა
კრემი გარეგანი გამოყენებისთვის.
აღწერა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ერთგვაროვანი კრემი, უცხო ნაწილაკების გარეშე, უსუნო.
გამოყენების ჩვენებები
ისეთი დერმატოზების ანთებითი გამოვლინებების თერაპია, რომელთა სამკურნალოდაც ეფექტურია გლუკოკორტიკოსტეროიდები (გკს), როდესაც ვითარდება მეორადი ინფექცია, რომელიც გამოწვეულია პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერებების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, ან როდესაც არსებობს მისი გაჩენის რისკი.
კლოტრიმაზოლი ეფექტურია Trichophyton rubrum-ის, Trichophyton mentagrophytes-ის, Epidermophyton floccosum-ისა და Microsporum canis-ის მიერ გამოწვეული ტერფების, საზარდულის და გლუვი კანის სოკოვანი ინფექციების, Candida albicans -ით გამოწვეული კანდიდოზისა და Malassezia furfur (Pityrosporum orbiculare) მიერ გამოწვეული ნაირფერი პიტირიაზის სამკურნალოდ.
გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარენი არიან გრამდადებითი ბაქტერიები: Streptococci (A ჯგუფის β- და α-ჰემოლიზური სტრეპტოკოკის მგრძნობიარე შტამები ), Staphylococcus aureus ( კოაგულაზა-დადებითი, კოაგულაზა-უარყოფითი და ზოგიერთი შტამი, რომელიც აწარმოებს პენიცილინაზას), ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიები: Pseudomonas aeruginosa, Aerobacter aerogenes, Escherichia coli , Proteus vulgaris და Klebsiella pneumoniae.
გამოყენების წესი და დოზები
კროკსიდერმი უნდა იქნას წასმული თხელი ფენით კანის მთელ დაზიანებულ ზედაპირზე და მიმდებარე უბნებზე დღე-ღამეში ორჯერ, დილას და საღამოს. იმისათვის, რომ მკურნალობა ეფექტური იყოს, პრეპარატი მუდმივად უნდა იქნას გამოყენებული.
თერაპიის ხანგრძლივობა შეიძლება ვარირებდეს დაავადების ლოკალიზაციისა და სიმძიმის ხარისხის, ასევე პაციენტის მკურნალობაზე პასუხის მიხედვით. თუ კლინიკური გაუმჯობესება არ შეინიშნება კროკსიდერმის 3-4 კვირიანი გამოყენების შემდეგ, აუცილებელია განხილული იქნას დიაგნოზის დაზუსტების საკითხი.
ბავშვებში კროკსიდერმის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.
უკუჩვენებები ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ანტიბიოტიკების ხანგრძლივ ადგილობრივ გამოყენებას ზოგჯერ შეიძლება თან ახლდეს არასპეციფიური მიკროფლორის ზრდა. ასეთ ვითარებაში, ასევე პრეპარატ კროკსიდერმით თერაპიის ფონზე გაღიზიანების, სენსიბილიზაციის ან სუპერინფექციის წარმოქმნისას, აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.
აღინიშნა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ჯვარედინი რეაქციები.
გკს-ის ადგილობრივი გამოყენებისას, განსაკუთრებით ახალშობილებსა და ბავშვებში, შეიძლება განვითარდეს ისეთივე არასასურველი რეაქციები, როგორც სისტემური გკს-ს გამოყენებისას, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვის ჩათვლით.
გკს-ს ან გენტამიცინის სისტემური აბსორბცია ადგილობრივად გამოყენებისას იზრდება, თუ პრეპარატ კროკსიდერმით თერაპია ტარდება კანის ფართო უბნებზე ან ოკლუზიური სახვევების გამოყენებით, განსაკუთრებით დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან როდესაც დარღვეულია კანის საფარის მთლიანობა.
გენტამიცინი არ უნდა იქნას გამოყენებული ღია ჭრილობებზე ან დაზიანებულ კანზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გენტამიცინის სისტემური გამოყენებისასთვის დამახასიათებელი არასასურველი რეაქციები. ასეთ სიტუაციებში უნდა იქნას მიღებული სიფრთხილის შესაბამისი ზომები, განსაკუთრებით სამკურნალო საშუალების ახალშობილებსა და ბავშვებში გამოყენებისას.
კროკსიდერმი არ არის განკუთვნილი ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და მოზარდებს, მოზრდილებთან შედარებით, შეიძლება ჰქონდეთ უფრო მაღალი მგრძნობელობა ეგზოგენური გკს-ს ზემოქმედების მიმართ, მათ შორის ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემაზე მათი დამთრგუნველი ეფექტის მიმართ. იმის გამო, რომ ბავშვებსა და მოზარდებს სხეულის მასასთან აქვთ კანის ზედაპირის ფართობის უფრო დიდი შეფარდება, მათ აქვთ გკს-ის უფრო მაღალი სისტემური აბსორბცია. ბავშვებში გკს-ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნებოდა ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის დათრგუნვა, კუშინგის სინდრომი, ზრდის შეფერხება, სხეულის მასის მატების შენელება და ინტრაკრანიალური წნევის მომატება. ბავშვებში თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციაზე გკს-ს ინჰიბიტორული ეფექტის გამოვლინებები მოიცავს სისხლის პლაზმაში კორტიზოლის დაბალ კონცენტრაციას და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (აკტჰ) სტიმულაციაზე რეაქციის არარსებობა. ინტრაკრანიალური წნევის მომატების სიმპტომებს მიეკუთვნება ყიფლიფანდის ამობურცვა, თავის ტკივილი და მხედველობითი ნერვის დისკის ორმხრივი შეშუპება.
მხედველობის დაქვეითება
გკს-ს ადგილობრივი და სისტემური გამოყენების დროს (ინტრანაზალური, ინჰალაციური და თვალშიდა შეყვანის ჩათვლით), შეიძლება წარმოიქმნას მხედველობის დარღვევები. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის სხვა დარღვევები, კონსულტაცია უნდა გაიაროს ოფთალმოლოგთან შესაძლო მიზეზების დასადგენად, მათ შორის შეიძლება იყოს კატარაქტა, გლაუკომა ან იშვიათ დაავადებები, მაგალითად, ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათიას (CSCR), რომლების არსებობაც აღინიშნება გკს-ის სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას.
მოხსნის სინდრომი გკს-ს ადგილობრივი გამოყენების დროს
ადგილობრივი გამოყენების გკს-ს ხანგრძლივ უწყვეტ ან არაადეკვატურ გამოყენებას მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება თან ახლდეს რიკოშეტის სინდრომის განვითარება (მოხსნის სინდრომი გკს-ს ადგილობრივი გამოყენებისას). შესაძლოა აღინიშნებოდეს რიკოშეტის სინდრომის მძიმე ფორმა გამოხატული დერმატიტის სახით კანის ინტენსიური გაწითლებით, ჩხვლეტის და წვის შეგრძნებით, რომლებიც ვრცელდება საწყისი დაზიანების უბნის გარეთ. ძირითადად ეს ცვლილებები შეინიშნება პრეპარატის გამოყენებისას კანის დელიკატურ ადგილებში, ისეთების, როგორიცაა სახე და ნაკეცები. ასეთი ცვლილებების წარმოქმნისას ეფექტური მკურნალობიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში, ეჭვი უნდა იქნას მიტანილი მოხსნის სინდრომზე.
პრეპარატის განმეორებით უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია ან მკურნალობის სხვა ვარიანტების განხილვა.
დამხმარე ნივთიერებები
კროკსიდერმი შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).
კროკსიდერმი შეიცავს ბენზილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები და უმნიშვნელო ადგილობრივი გაღიზიანება.
კროკსიდერმი შეიცავს პროპილენგლიკოლს (კრემის 1 გ შეიცავს 110 მგ პროპილენგლიკოლს), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება პაციენტებში ღია ჭრილობებით ან დაზიანებული კანის დიდი უბნებით (მაგალითად, დამწვრობა) ექიმთან ან ფარმაცევტთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
შეუთავსებლობა
არ მიესადაგება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პრეპარატის მედიკამენტური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
კროკსიდერმი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია. ვინაიდან ორსულ ქალებში ადგილობრივი გამოყენებისას გკს-ს უსაფრთხოება დადგენილი არ არის, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. კროკსიდერმი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს დიდი რაოდენობით ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ლაქტაცია
ვინაიდან უცნობია, შესაძლებელია თუ არა ადგილობრივი გკს-ის სისტემური აბსორბცია საკმარისი იყოს იმისთვის, რომ დედის რძეში მიიღწეოდეს სამკურნალო საშუალების განსაზღვრადი კონცენტრაცია, ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატ კროკსიდერმით თერაპიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატის გამოყენების სარგებელი დედისთვის.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
კროკსიდერმი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის ტარებისა ან მექანიზმების მართვის უნარზე.
არასასურველი რეაქციები
ბეტამეთაზონის, კლოტრიმაზოლის და გენტამიცინის კომბინაციის ადგილობრივი გამოყენების დროს იშვიათად შეინიშნება კანის ფერის ცვლილებები, ჰიპოპიგმენტაცია, წვის შეგრძნება, ერითემა, ექსუდაცია და ქავილი და უფრო იშვიათად - მხედველობის სიმახვილის დარღვევები.
გკს-ს ადგილობრივი გამოყენებისას, განსაკუთრებით ოკლუზიური სახვევების გამოყენების დროს, იყო აღნიშნული შემდეგი ადგილობრივი არასასურველი რეაქციები: დამწვრობა, ქავილი, გაღიზიანება, კანის სიმშრალე, ფოლიკულიტი, ჰიპერტრიქოზი, აკნე, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის მაცერაცია, მეორადი ინფექციის განვითარება, კანის ატროფია, სტრიები და კანის გაღიზიანება ოფლით.
კლოტრიმაზოლის ადგილობრივი გამოყენებისას (სამკურნალო საშუალება კარგად იქნა გადატანილი 1000 პაციენტიდან 95%-ის მიერ), აღინიშნებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციების წარმოქმნა: ერითემა, წვის შეგრძნება, ბუშტუკების წარმოქმნა, კანის აქერცვლა, შეშუპება, ქავილი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება.
გენტამიცინის ადგილობრივად გამოყენებისას აღინიშნა კანის ტრანზიტორული გაღიზიანება (ერითემა, ქავილი), რომელიც ჩვეულებრივ არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით) - მოხსნის რეაქციები: კანის სიწითლე, რომელიც შეიძლება გავრცელდეს თავდაპირველი დაზიანების უბნის გარეთ, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება, ქავილი, კანის აქერცვლა, სველი პუსტულები.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. პაციენტის მიერ სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენის დროს ან ახალი არასასურველი რეაქციის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები
გკს-ს მაღალი დოზებით ან დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა თირკმელზედა ჯირკვლის მეორადი უკმარისობისა და ჰიპერკორტიზოლიზმის სიმპტომების განვითარებით, კუშინგის სინდრომის ჩათვლით.
ადგილობრივი გამოყენებისას კლოტრიმაზოლის დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან რადიოაქტიული იზოტოპით მარკირებული კლოტრიმაზოლის როგორც დაუზიანებელ, ასევე დაზიანებულ კანზე წასმის შემდეგ ოკლუზიური სახვევების გამოყენებისას 6 საათის განმავლობაში პრეპარატი არ იქნა ნაპოვნი სისხლის პლაზმაში რაოდენობრივად განსასაზღვრ კონცენტრაციებში (ზღვრული კონცენტრაცია 0,001 მკგ/მლ).
გენტამიცინის ერთჯერადი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რაიმე სიმპტომების გამოვლენა არ არის მოსალოდნელი. გენტამიცინის ადგილობრივი გამოიყენების დროს მაღალი დოზებით ან დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კანის დაზიანებულ უბნებზე შეიძლება აღინიშნოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების გადაჭარბებული ზრდა.
მკურნალობა
დოზის გადაჭარბებისას საჭიროა სიმპტომური მკურნალობა. ჰიპერკორტიციზმის მწვავე სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია. საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ელექტროლიტური დისბალანსის კორექტირება. ქრონიკული ტოქსიური ზემოქმედების შემთხვევაში რეკომენდებულია გკს-ს გამოყენების თანდათანობით შეწყვეტა.
რეზისტენტული მიკროორგანიზმების გადაჭარბებული ზრდის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი თერაპია.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კორტიკოსტეროიდები დერმატოლოგიაში გამოსაყენებლად. მაღალაქტიური კორტიკოსტეროიდები ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში. ათქ კოდი: D07СC01.
კროკსიდერმი არის კომბინირებული პრეპარატი გარეგანი გამოყენებისთვის, რომელიც აერთიანებს ბეტამეთაზონ დიპროპიონატის ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და ვაზოკონსტრიქტორულ მოქმედებას კლოტრიმაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან (აქტიურობის ფართო სპექტრი) და გენტამიცინის სულფატის ანტიბაქტერიულ მოქმედებასთან (აქტიურობის ფართო სპექტრი).
კლოტრიმაზოლი მოქმედებს სოკოვანი ინფექციების გამომწვევების უჯრედულ მემბრანაზე, იწვევს რა შიგთავსის უჯრედიდან გამოდინებას.
გენტამიცინი ადგილობრივი გამოყენებისას ეფექტურია კანის პირველადი და მეორადი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ადამიანებში გკს-ს ადგილობრივი გამოყენებისას (კანზე წასმის) სისტემური აბსორბციის ხარისხი იცვლება და შეიძლება გაიზარდოს ოკლუზიური სახვევების გამოყენებისას. დაუზიანებელ კანზე წასმის დროს გკს-ს მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში, თუმცა, სისტემური აბსორბციის ხარისხი მნიშვნელოვნად იზრდება კანის კერატინის ფენის არარსებობისას, და ასევე ის შეიძლება გაიზარდოს კანის ანთების და/ან ბარიერული ფუნქციის დაზიანებისას. მათ შორის, სისტემური აბსორბცია დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე, რომლის ზედაპირზეც გამოიყენება გკს, და თერაპიის ხანგრძლივობაზე.
გენტამიცინის სულფატი, როგორც წესი, არ აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში დაუზიანებელ კანზე გამოყენებისას. ამისდამიუხედავად, სამკურნალო საშუალება სწრაფად შეიწოვება კანის ზედაპირიდან, როდესაც კერატინის ფენა აკლია, მაგალითად, ჭრილობების, დამწვრობისა და წყლულების დროს.
კლოტრიმაზოლის სისტემური აბსორბციის ხარისხი ადგილობრივი გამოყენებისას (კანზე წასმისას), როგორც ჩანს, უმნიშვნელოა. რადიოაქტიური იზოტოპით მარკირებული კლოტრიმაზოლის (1% კრემი ან 1% ხსნარი) ჯანმრთელ ან ანთების მქონე კანზე წასმიდან ექვსი საათის შემდეგ მისი კონცენტრაცია შეადგენდა 100 მკგ/სმ 3 -დან რქოვანას შრეში 0,5 მკგ/სმ 3 -მდე რეტიკულურ შრეში და 0,1 მკგ/სმ 3 -მდე ჰიპოდერმში. 0,5 მლ ხსნარის ან 0,8 გ კრემის ოკლუზიური საფენის გამოყენებიდან 48 საათის შემდეგ პრეპარატი არ ყოფილა აღმოჩენილი სისხლის პლაზმაში რაოდენობრივად განსასაზღვრელ კონცენტრაციებში (ზღვრული კონცენტრაცია 0.001 მკგ/მლ) .
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
კრემი გარეგანი გამოყენებისათვის, 15გ ეპოქსიდით დაფარულ ალუმინის ტუბში, მემბრანით დახურული და ხრახნიანი პოლიპროპილენის თავსახურით.
1 ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები განადგურებისა და სხვა სამუშაოების დროს
რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.-ს მიერ“, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No:50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბული )
„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş. ” , TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


