პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კორტიკოსტეროიდები

ტრიოკლორი

TRIOCLOR

ურეცეპტოდ(0.64მგ + 10მგ + 1მგ)/გინსტრუქცია ქართულადვიეტნამი
რისთვის გამოიყენება

ტრიოკლორი წარმოადგენს ბეტამეტაზონის, გენტამიცინის და კლოტრიმაზოლის კომბინირებულ პრეპარატს. ბეტამეტაზონი ადგილობრივი კორტიკოსტეროიდია, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება; …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(0.64მგ + 10მგ + 1მგ)/გ 10გ კრემი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
PHIL INTER PHARMA CO. LTD., ვიეტნამი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები მაღალი აქტივობით, სხვა კომბინაციები
ATC კოდი
D07XC01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044399
რეგისტრირებულია
27 ნოემბერი 2025, მოქმედებს 27 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
PHIL INTER PHARMA CO. LTD. (ვიეტნამი)
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატრიოკლორი და სხვა წამალი ერთად

ტრიოკლორი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტრიოკლორი წარმოადგენს ბეტამეტაზონის, გენტამიცინის და კლოტრიმაზოლის კომბინირებულ პრეპარატს. ბეტამეტაზონი ადგილობრივი კორტიკოსტეროიდია, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება; გენტამიცინი წარმოადგენს ანტიბიოტიკს და ტრიოკლორს ანიჭებს ანტიბაქტერიულ თვისებებს, ხოლო კლოტრიმაზოლს ახასიათებს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.

ტრიოკლორი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

კორტიკოსტეროიდებისადმი მგრძნობიარე დერმატოზები, რომელსაც თან ახლავს ბაქტერიული და/ან სოკოვანი ინფექციები, ან როცა მოსალოდნელია ასეთი ინფექციებით გართულება.

დაავადებები სველი დაზიანებებით (სველი ეგზემა).

მიღების წესი და დოზირება

დაიტანეთ ექიმის მიერ გამოწერილი ტრიოკლორის თხელი ფენა მსუბუქი შეზელვით კანის დაზიანებულ ადგილზე და მის გარშემო, დღეში ორჯერ - დილას და საღამოს.

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენება ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ ან ინსტრუქციაში აღწერილი მითითებების მიხედვით. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

იმისათვის, რომ მკურნალობა ეფექტური იყოს, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს რეგულარულად. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების გავრცელებასა და მდებარეობაზე. ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს, თუმცა ტერფის მიკოზების დროს შეიძლება მკურნალობა გაგრძელდეს 2-4 კვირის განმავლობაში

ბავშვთა ასაკი 2-12 წელი: ფრთხილად შეაზილეთ მცირე რაოდენობა დაზიანებულ უბანს არაუმეტეს 2-ჯერ დღეში - დილას და საღამოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
  • დაზიანებული კანი და აკნე
  • აღნიშნული პრეპარატი არ არის განკუთვნილი ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის და ლორწოვან გარსებზე წასასმელად, ასევე ოკლუზიური ნახვევების ქვეშ გამოსაყენებლად.

სიფრთხილის ზომები

არ გამოიყენოთ ტრიოკლორი, თუ ხართ ალერგიული ბეტამეტაზონის, კლოტრიმაზოლის, გენტამიცინისა და პრეპარატში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ.

აღნიშნული პრეპარატი არ არის განკუთვნილი ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის.

განსაკუთრებული მითითებანი

არ გამოიყენოთ კანის მთლიანობის დარღვევისას და ოკლუზიური ნახვევების ქვეშ.

არ გამოიყენოთ ლორწოვანზე.

არ გამოიყენება თვალზე.

ტრიოკლორი ძლიერმოქმედი პრეპარატია, ამიტომ არ გადააჭარბოთ ექიმის მიერ მითითებულ მკურნალობის ხანგრძლივობას. მისი გამოყენება შეიძლება მაქსიმუმ 2-3 კვირის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები.

თუ თქვენი კანის მდგომარეობა რამდენიმე დღეში არ დაემორჩილა მკურნალობას, ან დააფიქსირებთ სიწითლეს, ქავილს, ბუშტუკებს ან კანის გათხელებას, მიმართეთ ექიმს.

კრემის გამოყენების შედეგად გაღიზიანების და მგრძნობელობის მომატების შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა და უნდა დაინიშნოს შესაბამისი თერაპია.

ტრიოკლორის გამოყენება არ შეიძლება დიდი რაოდენობით, ფართო ზედაპირზე (მთელი სხეულის ზედაპირის >10%) და ისეთ უბნებში, საიდანაც ადვილად ხდება შეწოვა (ღია ჭრილობები, დაზიანებული ადგილები, მუხლის სახსრის შიდა ზედაპირის ნაოჭებზე, ხელის და ფეხის თითებს შორის, კანისა და ლორწოვანის საზღვარზე, თვალების გარშემო).

ფართო ზედაპირებზე და დიდი ხნის განმავლობაში ტრიოკლორის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ცვლილებები - კანის გათხელება, კანის ზედაპირზე კაპილარების გახშირება და გაფართოება, სტრიები და ლაქები. ამიტომაც, წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ადგილობრივი ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მიკროორგანიზმების მგრძნობელობის დაქვეითება და რეზისტენტული ფორმების ჩამოყალიბება. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღნიშნულ სამკურნალო საშუალებას იყენებთ დიდი რაოდენობით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

შესაძლებელია გამოვლინდეს კორტიკოსტეროიდების სისტემური გამოყენებისას დაფიქსირებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მათ შორის თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.

შეიძლება გამოვლინდეს ჯვარედინი ალერგიული რეაქცია გენტამიცინის და/ან კლოტრიმაზოლის სხვა ამინოგლიკოზიდებთან და/ან იმიდაზოლის წარმოებულებთან გამოყენების დროს. ამ შემთხვევაში, ასევე, სუპერინფექციის თანდართვისას, უნდა შეწყდეს ტრიოკლორის გამოყენება და შესაბამისი თერაპია უნდა იქნას დანიშნული.

ადილობრივი კორტიკოსტეროიდები შეიძლება საშიში იყოს ფსორიაზის დროს, რამაც შეიძლება გაზარდოს გენერალიზებული პუსტულარული ფსორიაზის და მისი რეციდივის განვითარების რისკი.

სახეზე და გენიტალიებზე კორტიკოსტეროიდების გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი სიფრთხილით არაუმეტეს 1 კვირისა.

გამოყენება ბავშვებში

განსაკუთრებული სიფრთიხილის გამოჩენაა საჭირო ბავშვებში 2-დან 12 წლამდე. მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მოზრდილებთან შედარებით, ბავშვთა ასაკის პაციენტები მაღალი მგრძნობელობით გამორჩევიან. ამასთან, კანის ფართობსა და სხეულის მასას შორის მაღალი თანაფარდობის გამო, იზრდება კანიდან პრეპარატის შეწოვის ხარისხი. ამასთან, ბავშვებში შესაძლებელია გამოვლინდეს ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის დათრგუნვა და ეგზოგენური კორტიკოსტეროიდული ეფექტი, მათ შორის, კუშინგის სინდრომი, ასევე, ზრდის და წონაში მატების შეფერხება, ქალასშიდა წნევის მომატება. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 5-7 დღეს და არ უნდა იქნას გამოყენებული დიდ ფართობებზე, ასევე, სახეზე, ყელზე, თავის კანზე, გენიტალიების, რექტალურ და ნაოჭებიან მიდამოებში ექიმის დაკვირვების გარეშე. ტრიოკლორის გამოყენება არაა რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცეტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი.

ადგილობრივი გამოყენებისას კლოტრიმაზოლმა შეიძლება მოახდინოს ანტაგონისტური მოქმედება პოლიენური ანტიბიოტიკების მიმართ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს აღნიშნული პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის, ვინაიდან არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულობის დროს მისი უსაფრთხოების შესახებ.

არ არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენება იწვევს საკმარისი რაოდენობით სისტემურ აბსორბციას და მის გადასვლას დედის რძეში, თუმცა მათი შეწოვა ხდება სისხლში, საიდანაც ისინი შეიძლება მაინც მოხვდნენ რძეში. აღნიშნულის გამო, არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება. გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ძუძუთი კვების ან პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სამკურნალო პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და დანადგარების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

შეიძლება განვითარდეს წვა და ჩხვლეტა, ქავილი, მაკულოპაპულური გამონაყარი, შეშუპება და მეორადი ინფექცია, ერითემა, ბუშტუკების წარმოქმნა, კანის აქერცვლა, ჭინჭრის ციება და კანის გაღიზიანება, ასევე, ჰიპერმგრძნობელობა და შედეგად კანის ფერის ცვლილება.

ხანგრძლივად ტრიოკლორის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გათხელება, კაპილარების გაფართოება და მოლურჯო-მოწითალო ზოლების წარმოქმნა.

დიდ ფართობზე ან დაზიანებულ უბნებში გამოყენება ზრდის შეწოვის ხარისხს და მიიღება ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ჰორმონალური დისბალანსი ან მანამდე უსიმპტომოდ მიმდინარე დიაბეტის გამოვლინება.

იმ შემთხვევაში, თუკი გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ჭარბმა ან გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება დათრგუნოს ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია, რაც იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის მეორად უკმარისობას და ვლინდება ჰიპერკორტიციზმი, კუშინგის დაავადების ჩათვლით. ამ შემთხვევაში შესაფერისი სისტემური მკურნალობაა ნაჩვენები.

გენტამიცინის ერთჯერადი გადაჭარბებული დოზა არ იწვევს სიმპტომების განვითარებას, თუმცა ჭარბმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია დაზიანებულ უბნებზე გამოიწვიოს რეზისტენტული ბაქტერიების გამრავლება. ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყდეს ტრიოკლორით მკურნალობა.

მკურნალობა: ნაჩვენებია შესაფერისი სიმპტომური მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა. ქრონიკული ტოქსიური მოქმედების შემთხვევაში უმჯობესია კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის თანდათანობითი მოხსნა.

შემადგენლობა

1 გ შეიცავს 0.64 მგ ბეტამეტაზონის დიპროპრიონატს (რომელიც შეესაბამება 0.5 მგ ბეტამეტაზონს), 10 მგ კლოტრიმაზოლს, გენტამიცინის სულფატს, რომელიც შეესაბამება 1 მგ გენტამიცინის აქტივობას.

დამხმარე ნივთიერებები: ქლოროკრეზოლი, ცეტოსტეარილის სპირტი, თეთრი ვაზელინი, თხევადი პარაფინი, პოლიოქსილ 25 ცეტოსტეარილ ეთერი, პროპილენგლიკოლი, ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, მეთილ პარაბენი, პროპილ პარაბენი და გასუფთავებული წყალი.

ტრიოკლორის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

10 გ რბილი, თეთრი კრემი ალუმინის ტუბში, მოთავსებულია კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები

ინახება მჭიდროდ დახურულ კონტეინერში, მშრალ ადგილას, არა უმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში.

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კორტიკოსტეროიდები გარეგანი გამოყენებისათვის დერმატოლოგიაში. მაღალაქტიური კორტიკოსტეროიდები კომბინაციაში სხვა საშუალებებთან.

ათქ კოდი: D07XС01.

  • 1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ბეტამეტაზონის ანთების საწინააღმდეგო, სისხლძარღვთა შემავიწროვებელი და ქავილის საწინააღმდეგო მოქმდება კომბინირებულია კლოტრიმაზოლის ფართო სპექტრის ანტიმიკოზურ და გენტამიცინის, ასევე ფართო სპექტრის, ანტიბაქტერიულ მოქმედებასთან.

ბეტამეტაზონის დიპროპიონატი: წარმოადგენს გლუკოკორტიკოიდს და ავლენს კორტიკოსტეროიდებისთვის დამახასიათებელ ზოგად ანთების საწინააღმდეგო თვისებებს. ეფექტურია მთელი რიგი დერმატოზების სამკურნალოდ ანთებისა და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებების გამო.

კლოტრიმაზოლი: კლოტრიმაზოლი არის სოკოს საწინააღმდეგო იმიდაზოლური ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ადგილობრივად ზედაპირული კანდიდოზების და კანის ინფექციების (ნაირფერი ლიქენი და დერმატოფიტები) დროს. კლოტრიმაზოლის გამოყენება ზოგჯერ შეიძლება ტრიქომონიაზის პროტოზოული ინფექციების სიმპტომატური მკურნალობისათვის.

გენტამიცინის სულფატი: გენტამიცინი წარმოადგენს ფართო სპექტრის ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკს, გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი აერობული მიკრორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ბეტამეტაზონის დიპროპიონატი: ადგილობრივი კორტიკოსტეროიდის კანიდან შეწოვის ხარისხი განისაზღვრება ბევრი ფაქტორით, მათ შორის, გამხსნელის, ეპიდერმული ბარიერის მთლიანობისა და ოკლუზიური ნახვევების გამოყენების გათვალისწინებით.

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების შეწოვა შესაძლებელია ინტაქტური, ნორმალური კანიდან. კანის ანთებითმა და/ან სხვა პათოლოგიურმა პროცესებმა შეიძლება გაზარდოს კანიდან შეწოვა. ოკლუზიური ნახვევი მნიშვნელოვნად ზრდის ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების კანიდან შეწოვის ხარისხს.

კანიდან შეწოვის შემდეგ, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები გადიან სისტემური კორტიკოსტეროიდებისათვის მსგავს ფარმაკოკინეტიკურ მეტაბოლიზმს. კორტიკოსტეროიდები სხვადასხვა ხარისხით უკავშირდებიან პლაზმის ცილებს; მეტაბოლიზდებიან, ძირითადად, ღვიძლში და გამოიყოფიან თირკმელების საშუალებით. ზოგიერთი ადგილობრივი კორტიკოსტეროიდი და მათი მეტაბოლიტები გამოიყოფა ნაღველში.

კლოტრიმაზოლი: ადგილობრივად გამოყენების შემდეგ კლოტრიმაზოლი აღწევს კანში, თუმცა სისტემურად არ შეიწოვება ან შეიწოვება უმნიშვნელო რაოდენობით. კლოტრიმაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიურ ნაერთებად და გამოიყოფა განავლით და შარდით.

გენტამიცინის სულფატი: მიუხედავად იმისა, რომ ინტაქტური კანიდან არ შეიწოვება, ადგილობრივად გენტამიცინის შეწოვა ძლიერდება დაზიანებული უბნებიდან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია - ინფორმაცია პაციენტისთვის

ტრიოკლორი

კრემი

ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. ეს პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე. თუმცა, საუკეთესო შედეგის მისაღებად, ტრიოკლორის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილე.

შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება მისი ხელმეორედ წაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში ან რჩევის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს.

სიმპტომების გაუარესების ან პრეპარატის არაეფექტურობის შემთხვევაში, დაუკავშირდით ექიმს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმების, ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ინსტრუქციის შინაარსი:

რა არის ტრიოკლორი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ტრიოკლორის მიღებამდე

ტრიოკლორის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ტრიოკლორის შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რა არის ტრიოკლორი და რისთვის გამოიყენება.

ტრიოკლორი წარმოადგენს ბეტამეტაზონის, გენტამიცინის და კლოტრიმაზოლის კომბინირებულ პრეპარატს. ბეტამეტაზონი ადგილობრივი კორტიკოსტეროიდია, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება; გენტამიცინი წარმოადგენს ანტიბიოტიკს და ტრიოკლორს ანიჭებს ანტიბაქტერიულ თვისებებს, ხოლო კლოტრიმაზოლს ახასიათებს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.

ტრიოკლორი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

კორტიკოსტეროიდებისადმი მგრძნობიარე დერმატოზები, რომელსაც თან ახლავს ბაქტერიული და/ან სოკოვანი ინფექციები, ან როცა მოსალოდნელია ასეთი ინფექციებით გართულება.

დაავადებები სველი დაზიანებებით (სველი ეგზემა).

რა უნდა იცოდეთ ტრიოკლორის მიღებამდე

არ გამოიყენოთ ტრიოკლორი, თუ ხართ ალერგიული ბეტამეტაზონის, კლოტრიმაზოლის, გენტამიცინისა და პრეპარატში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ.

აღნიშნული პრეპარატი არ არის განკუთვნილი ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის.

განსაკუთრებული მითითებანი

არ გამოიყენოთ კანის მთლიანობის დარღვევისას და ოკლუზიური ნახვევების ქვეშ.

არ გამოიყენოთ ლორწოვანზე.

არ გამოიყენება თვალზე.

ტრიოკლორი ძლიერმოქმედი პრეპარატია, ამიტომ არ გადააჭარბოთ ექიმის მიერ მითითებულ მკურნალობის ხანგრძლივობას. მისი გამოყენება შეიძლება მაქსიმუმ 2-3 კვირის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები.

თუ თქვენი კანის მდგომარეობა რამდენიმე დღეში არ დაემორჩილა მკურნალობას, ან დააფიქსირებთ სიწითლეს, ქავილს, ბუშტუკებს ან კანის გათხელებას, მიმართეთ ექიმს.

კრემის გამოყენების შედეგად გაღიზიანების და მგრძნობელობის მომატების შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა და უნდა დაინიშნოს შესაბამისი თერაპია.

ტრიოკლორის გამოყენება არ შეიძლება დიდი რაოდენობით, ფართო ზედაპირზე (მთელი სხეულის ზედაპირის >10%) და ისეთ უბნებში, საიდანაც ადვილად ხდება შეწოვა (ღია ჭრილობები, დაზიანებული ადგილები, მუხლის სახსრის შიდა ზედაპირის ნაოჭებზე, ხელის და ფეხის თითებს შორის, კანისა და ლორწოვანის საზღვარზე, თვალების გარშემო).

ფართო ზედაპირებზე და დიდი ხნის განმავლობაში ტრიოკლორის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ცვლილებები - კანის გათხელება, კანის ზედაპირზე კაპილარების გახშირება და გაფართოება, სტრიები და ლაქები. ამიტომაც, წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ადგილობრივი ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მიკროორგანიზმების მგრძნობელობის დაქვეითება და რეზისტენტული ფორმების ჩამოყალიბება. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღნიშნულ სამკურნალო საშუალებას იყენებთ დიდი რაოდენობით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

შესაძლებელია გამოვლინდეს კორტიკოსტეროიდების სისტემური გამოყენებისას დაფიქსირებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მათ შორის თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.

შეიძლება გამოვლინდეს ჯვარედინი ალერგიული რეაქცია გენტამიცინის და/ან კლოტრიმაზოლის სხვა ამინოგლიკოზიდებთან და/ან იმიდაზოლის წარმოებულებთან გამოყენების დროს. ამ შემთხვევაში, ასევე, სუპერინფექციის თანდართვისას, უნდა შეწყდეს ტრიოკლორის გამოყენება და შესაბამისი თერაპია უნდა იქნას დანიშნული.

ადილობრივი კორტიკოსტეროიდები შეიძლება საშიში იყოს ფსორიაზის დროს, რამაც შეიძლება გაზარდოს გენერალიზებული პუსტულარული ფსორიაზის და მისი რეციდივის განვითარების რისკი.

სახეზე და გენიტალიებზე კორტიკოსტეროიდების გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი სიფრთხილით არაუმეტეს 1 კვირისა.

გამოყენება ბავშვებში

განსაკუთრებული სიფრთიხილის გამოჩენაა საჭირო ბავშვებში 2-დან 12 წლამდე. მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მოზრდილებთან შედარებით, ბავშვთა ასაკის პაციენტები მაღალი მგრძნობელობით გამორჩევიან. ამასთან, კანის ფართობსა და სხეულის მასას შორის მაღალი თანაფარდობის გამო, იზრდება კანიდან პრეპარატის შეწოვის ხარისხი. ამასთან, ბავშვებში შესაძლებელია გამოვლინდეს ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის დათრგუნვა და ეგზოგენური კორტიკოსტეროიდული ეფექტი, მათ შორის, კუშინგის სინდრომი, ასევე, ზრდის და წონაში მატების შეფერხება, ქალასშიდა წნევის მომატება. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 5-7 დღეს და არ უნდა იქნას გამოყენებული დიდ ფართობებზე, ასევე, სახეზე, ყელზე, თავის კანზე, გენიტალიების, რექტალურ და ნაოჭებიან მიდამოებში ექიმის დაკვირვების გარეშე. ტრიოკლორის გამოყენება არაა რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს აღნიშნული პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის, ვინაიდან არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულობის დროს მისი უსაფრთხოების შესახებ.

არ არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენება იწვევს საკმარისი რაოდენობით სისტემურ აბსორბციას და მის გადასვლას დედის რძეში, თუმცა მათი შეწოვა ხდება სისხლში, საიდანაც ისინი შეიძლება მაინც მოხვდნენ რძეში. აღნიშნულის გამო, არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება. გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ძუძუთი კვების ან პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შესახებ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებანი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცეტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი.

ადგილობრივი გამოყენებისას კლოტრიმაზოლმა შეიძლება მოახდინოს ანტაგონისტური მოქმედება პოლიენური ანტიბიოტიკების მიმართ.

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა

სამკურნალო პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და დანადგარების მართვის უნარზე.

ტრიოკლორის დოზირება და გამოყენების წესი

დაიტანეთ ექიმის მიერ გამოწერილი ტრიოკლორის თხელი ფენა მსუბუქი შეზელვით კანის დაზიანებულ ადგილზე და მის გარშემო, დღეში ორჯერ - დილას და საღამოს.

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენება ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ ან ინსტრუქციაში აღწერილი მითითებების მიხედვით. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

იმისათვის, რომ მკურნალობა ეფექტური იყოს, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს რეგულარულად. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების გავრცელებასა და მდებარეობაზე. ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს, თუმცა ტერფის მიკოზების დროს შეიძლება მკურნალობა გაგრძელდეს 2-4 კვირის განმავლობაში

ბავშვთა ასაკი 2-12 წელი: ფრთხილად შეაზილეთ მცირე რაოდენობა დაზიანებულ უბანს არაუმეტეს 2-ჯერ დღეში - დილას და საღამოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

შეიძლება განვითარდეს წვა და ჩხვლეტა, ქავილი, მაკულოპაპულური გამონაყარი, შეშუპება და მეორადი ინფექცია, ერითემა, ბუშტუკების წარმოქმნა, კანის აქერცვლა, ჭინჭრის ციება და კანის გაღიზიანება, ასევე, ჰიპერმგრძნობელობა და შედეგად კანის ფერის ცვლილება.

ხანგრძლივად ტრიოკლორის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გათხელება, კაპილარების გაფართოება და მოლურჯო-მოწითალო ზოლების წარმოქმნა.

დიდ ფართობზე ან დაზიანებულ უბნებში გამოყენება ზრდის შეწოვის ხარისხს და მიიღება ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ჰორმონალური დისბალანსი ან მანამდე უსიმპტომოდ მიმდინარე დიაბეტის გამოვლინება.

იმ შემთხვევაში, თუკი გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

ტრიოკლორის შენახვის წესი

ინახება მჭიდროდ დახურულ კონტეინერში, მშრალ ადგილას, არა უმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში.

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ტრიოკლორი

1 გ შეიცავს 0.64 მგ ბეტამეტაზონის დიპროპრიონატს (რომელიც შეესაბამება 0.5 მგ ბეტამეტაზონს), 10 მგ კლოტრიმაზოლს, გენტამიცინის სულფატს, რომელიც შეესაბამება 1 მგ გენტამიცინის აქტივობას.

დამხმარე ნივთიერებები: ქლოროკრეზოლი, ცეტოსტეარილის სპირტი, თეთრი ვაზელინი, თხევადი პარაფინი, პოლიოქსილ 25 ცეტოსტეარილ ეთერი, პროპილენგლიკოლი, ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, მეთილ პარაბენი, პროპილ პარაბენი და გასუფთავებული წყალი.

ტრიოკლორის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

10 გ რბილი, თეთრი კრემი ალუმინის ტუბში, მოთავსებულია კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

PHIL INTER PHARMA CO. LTD.,

No. 20, Huu Nghi Blvd.,VSIP, Thuan An District,

Binh Duong, ვიეტნამი

ვებ-გვერდი: www.philinterpharma.com

ტელ.: +84-274-3766170

ფაქსი: +84-274-3766174

მწარმოებელი

PHIL INTER PHARMA CO. LTD.,

No. 25, Street No. 8, VSIP, Thuan An District,

Binh Duong, ვიეტნამი

ვებ-გვერდი: www.philinterpharma.com

ტელ.: +84-274-3767040

ფაქსი: +84-274-3767039

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა