პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ბერნი მოზრდილებისთვის 3გ

BERNY Adulti 3g

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადიტალია
მოქმედი ნივთიერება
ფოსფომიცინი (fosfomycin)
ფორმა და შეფუთვა
3გ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად მოზრდილთათვის პაკეტი №2
მწარმოებელი
SPECIAL PRODUCT’S LINE S.P.A., იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიბაქტერიული სხვა საშუალებები
ATC კოდი
J01XX01
რეგისტრაციის ნომერი
რ-041692
რეგისტრირებულია
24 ივლისი 2024, მოქმედებს 24 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „იმპექსფარმი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაბერნი მოზრდილებისთვის 3გ და სხვა წამალი ერთად

ბერნი მოზრდილებისთვის 3გ — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

მიიღეთ პრეპარატი ყოველთვის თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შარდის ბუშტის გაურთულებელი მკურნალობის შემთხვევაში ქალებში და მოზარდებში რეკომენდებული დოზაა ბერნის 1 პაკეტი (3 გ ფოსფომიცინი).

პროსტატის ბიოფსიისთვის პერიოპერაციული ანტიბიოტიკის პროფილაქტიკის სახით გამოყენებისას რეკომენდებული დოზაა 1 პაკეტი ბერნი (3 გ ფოსფომიცინი) პროცედურამდე 3 საათით ადრე და 1 პაკეტი ბერნი (3 გ ფოსფომიცინი) პროცედურიდან 24 საათის შემდეგ.

გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <10მლ/წთ).

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი

პერორალური გამოყენების.

მიიღეთ პრეპარატი პერორალურად, უზმოზე (ჭამამდე 2-3 საათით ადრე - ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ), სასურველია ძილის წინ შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.

გახსენით პაკეტის შიგთავსი ჭიქა წყალში და დალიეთ დაუყოვნებლივ.

თუ მიიღეთ ბერნი საჭირო დოზაზე მეტი

თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულ დოზაზე მეტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გაქვთ რაიმე ეჭვი ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ ალერგიული ხართ ფოსფომიცინზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში)

სიფრთხილის ზომები

თუ გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი დარღვევა, ბერნის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

  • შარდის ბუშტის პერსისტენტული ინფექციები;
  • თუ გქონდათ დიარეა სხვა ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ.

მდგომარეობა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

ბერნიმ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული არასასურველი გვერდითი მოვლენები. ეს მოიცავს ალერგიულ რეაქციებს და მსხვილი ნაწლავის ანთებას. ნებისმიერი პრობლემის რისკის შესამცირებლად ამ პრეპარატის მიღებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ზოგიერთ სიმპტომს. იხილეთ „სერიოზული გვერდითი მოვლენები“ მე-4 პუნქტში.

ბავშვები და მოზარდები

არ მისცეთ ეს პრეპარატი 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, რადგან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის შეფასებული.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ იღებთ:

მეტოკლოპრამიდი ან სხვა პრეპარატები, რომლებიც აძლიერებენ საკვების მოძრაობას კუჭში ან ნაწლავებში, რადგან მათ შეუძლიათ თქვენი სხეულიდან ფოსფომიცინის შეწოვის შემცირება.

ანტიკოაგულანტები, ვინაიდან სისხლის შედედების თავიდან აცილების უნარი შეიძლება დაქვეითდეს ფოსფომიცინით და სხვა ანტიბიოტიკებით.

ბერნი საკვებთან ერთად

საკვებმა შეიძლება შეაფერხოს ფოსფომიცინის შეწოვა. ამიტომ, ბერნის მიღება რეკომენდებულია უზმოზე (ჭამამდე 2-3 საათით ადრე - ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ან ძუძუთი კვებავთ, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ორსულად ხართ, თქვენი ექიმი მოგცემთ ამ პრეპარატს მხოლოდ მაშინ, როდესაც დადგება ამის აშკარა აუცილებლობა.

მეძუძურ ქალებს შეუძლიათ მიიღონ ამ პრეპარატის ერთჯერადი პერორალური დოზა.

მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები

შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის ან სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

ბერნი შეიცავს:

საქაროზას: თუ ექიმმა დაგისვათ ზოგიერთი შაქრის მიმართ შეუწყნარებლობის დიაგნოზი, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მას.

ნარინჯისფერ-ყვითელ საღებავს FCF (E110): შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ნატრიუმს: ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 65,35 მგ. ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი შემადგენელი ნაწილი) თითო პაკეტზე. ეს უდრის ზრდასრულთა მაქსიმალური დღიური დიეტური მოხმარების 3.3%-ს

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ მედიკამენტსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში არ იჩენს თავს.

სერიოზული გვერდითი მოვლენები

ბერნის მიღებისას, თუ გამოვლინდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს:

  • ანაფილაქსიური შოკი, სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციის ტიპი (სიხშირე უცნობია). სიმპტომები მოიცავს კანზე გამონაყარის, ქავილის ან ჭინჭრის ციების უეცარ გამოვლენას და/ან ქოშინს, ხიხინს ან სუნთქვის გაძნელებას;
  • სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება სუნთქვის გაძნელებით (ანგიოედემა) (სიხშირე უცნობია);
  • ზომიერი და მძიმე დიარეა, მუცლის კრუნჩხვები, სისხლი განავალში და/ან ცხელება შეიძლება მიუთითებდეს მსხვილი ნაწლავის ინფექციაზე (ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი) (სიხშირე უცნობია). არ მიიღოთ დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც აფერხებენ ნაწლავის მოქმედებას.

სხვა გვერდითი მოვლენები

გავრცელებული (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში):

  • თავის ტკივილი
  • თავბრუსხვევა
  • დიარეა
  • გულისრევა
  • საჭმლის მონელების დარღვევა
  • მუცლის ტკივილი
  • ქალის სასქესო ორგანოების ინფექცია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ანთება, გაღიზიანება, ქავილი (ვულვოვაგინიტი)

ნაკლებად გავრცელებული (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში):

  • ღებინება
  • გამონაყარი კანზე
  • ჭინჭრის ციება
  • ქავილი

იშვიათი (შეიძლება დაემართოს 1000-დან 1 ადამიანს):

  • რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული
  • აპლასტიკური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება)

უცნობი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

  • ალერგიული რეაქციები
  • ბრონქოსპაზმი (სუნთქვის მძიმე გაძნელება)
  • ლეიკოციტების, ეოზინოფილების და თრომბოციტების (სისხლის უჯრედების) რაოდენობის უმნიშვნელო მატება
  • უმადობა
  • მხედველობის დარღვევები
  • ფლებიტი (ვენებში თრომბის წარმოქმნა)

გვერდითი მოვლენების ნიშნები

თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შეგიძლიათ გაგზავნოთ ეროვნული განცხადებების სისტემის გზით მისამართზე: http://www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse. გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას მედიკამენტის უსაფრთხოებაზე.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ფოსფომიცინი ტრომეტამოლი

ბერნის მოზრდილების 3 გ გრანულების თითოეული პაკეტი პერორალური ხსნარისთვის შეიცავს ფოსფომიცინს 3,0 გ (როგორც ფოსფომიცინი ტრომეტამოლი 5,631 გ).

დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის საქარინი (E954), საქაროზა, ნატრიუმის ციტრატი, ფორთოხლის არომატიზატორი (შეიცავს: მალტოდექსტრინს, დექსტროზას, აკაციის რეზინას (E414), ნარინჯისფერ-ყვითელს FCF (E110), ბუტილირებულ ჰიდროქსიანიზოლს BHA (E320).

ბერნის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა

ბერნი ხელმისაწვდომია პაკეტებში, შეიცავს თეთრ ან თითქმის თეთრ გრანულებს, რომლებიც შეიძლება გაიხსნას წყალში ან სხვა სასმელში.

შეფუთვა შეიცავს:

მოზრდილები 3 გ გრანულები პერორალური ხსნარისთვის - 1 პაკეტი 3 გ.

მოზრდილები 3 გ გრანულები პერორალური ხსნარისთვის - 2 პაკეტი 3 გ.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

შპს So.Se PHARM - კასტელი რომანის ქ., 22-00071 - პომეცია (რმ) - იტალია

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე და პაკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

შენახვის პირობები

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

მითითებული ვარგისიანობის თარიღი ეხება სათანადოდ შენახულ გაუხსნელ პრეპარატს.

არ ჩაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ფურცელ ჩანართი

ბერნი 3გ გრანულები პერორალური ხსნარის მოსამზადებლად, მოზრდილებისთვის

ფოსფომიცინი

ექვივალენტური პრეპარატი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია, რადგანაც შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ გადაკითხვა.

თუ გაქვთ რაიმე ეჭვი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვა ადამიანებს, მაშინაც კი, თუ დაავადების სიმპტომები იგივეა, რაც თქვენი, რადგან ეს შეიძლება საშიში იყოს მისთვის.

თუ გამოვლინდება რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ინსტრუქციის შინაარსი:

  • რა არის ბერნი და რა შემთხვევაში გამოიყენება
  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ბერნის გამოყენებამდე
  • როგორ მიიღება ბერნი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ შევინახოთ ბერნი
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

ბერნი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ფოსფომიცინს (როგორიცაა ფოსფომიცინი ტრომეტამოლი). ეს არის ანტიბიოტიკი, რომელიც კლავს ინფექციების გამომწვევ ბაქტერიებს.

ბერნი გამოიყენება შარდის ბუშტის გაურთულებელი ინფექციების სამკურნალოდ ქალებსა და მოზარდებში (12 წელს ზემოთ).

ბერნი გამოიყენება როგორც პერიოპერაციული ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა ზრდასრულ მამაკაცებში პროსტატის ტრანსრექტალური ბიოფსიისთვის.

  • რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ბერნის გამოყენებამდე

არ მიიღოთ ბერნი:

  • თუ ალერგიული ხართ ფოსფომიცინზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში)

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

თუ გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი დარღვევა, ბერნის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

  • შარდის ბუშტის პერსისტენტული ინფექციები;
  • თუ გქონდათ დიარეა სხვა ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ.

მდგომარეობა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

ბერნიმ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული არასასურველი გვერდითი მოვლენები. ეს მოიცავს ალერგიულ რეაქციებს და მსხვილი ნაწლავის ანთებას. ნებისმიერი პრობლემის რისკის შესამცირებლად ამ პრეპარატის მიღებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ზოგიერთ სიმპტომს. იხილეთ „სერიოზული გვერდითი მოვლენები“ მე-4 პუნქტში.

ბავშვები და მოზარდები

არ მისცეთ ეს პრეპარატი 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, რადგან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის შეფასებული.

სხვა პრეპარატები და ბერნი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ იღებთ:

მეტოკლოპრამიდი ან სხვა პრეპარატები, რომლებიც აძლიერებენ საკვების მოძრაობას კუჭში ან ნაწლავებში, რადგან მათ შეუძლიათ თქვენი სხეულიდან ფოსფომიცინის შეწოვის შემცირება.

ანტიკოაგულანტები, ვინაიდან სისხლის შედედების თავიდან აცილების უნარი შეიძლება დაქვეითდეს ფოსფომიცინით და სხვა ანტიბიოტიკებით.

ბერნი საკვებთან ერთად

საკვებმა შეიძლება შეაფერხოს ფოსფომიცინის შეწოვა. ამიტომ, ბერნის მიღება რეკომენდებულია უზმოზე (ჭამამდე 2-3 საათით ადრე - ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ).

ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება

თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ან ძუძუთი კვებავთ, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ორსულად ხართ, თქვენი ექიმი მოგცემთ ამ პრეპარატს მხოლოდ მაშინ, როდესაც დადგება ამის აშკარა აუცილებლობა.

მეძუძურ ქალებს შეუძლიათ მიიღონ ამ პრეპარატის ერთჯერადი პერორალური დოზა.

მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები

შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის ან სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

ბერნი შეიცავს:

საქაროზას: თუ ექიმმა დაგისვათ ზოგიერთი შაქრის მიმართ შეუწყნარებლობის დიაგნოზი, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მას.

ნარინჯისფერ-ყვითელ საღებავს FCF (E110): შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ნატრიუმს: ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 65,35 მგ. ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი შემადგენელი ნაწილი) თითო პაკეტზე. ეს უდრის ზრდასრულთა მაქსიმალური დღიური დიეტური მოხმარების 3.3%-ს

  • როგორ მიიღება ბერნი

მიიღეთ პრეპარატი ყოველთვის თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შარდის ბუშტის გაურთულებელი მკურნალობის შემთხვევაში ქალებში და მოზარდებში რეკომენდებული დოზაა ბერნის 1 პაკეტი (3 გ ფოსფომიცინი).

პროსტატის ბიოფსიისთვის პერიოპერაციული ანტიბიოტიკის პროფილაქტიკის სახით გამოყენებისას რეკომენდებული დოზაა 1 პაკეტი ბერნი (3 გ ფოსფომიცინი) პროცედურამდე 3 საათით ადრე და 1 პაკეტი ბერნი (3 გ ფოსფომიცინი) პროცედურიდან 24 საათის შემდეგ.

გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <10მლ/წთ).

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი

პერორალური გამოყენების.

მიიღეთ პრეპარატი პერორალურად, უზმოზე (ჭამამდე 2-3 საათით ადრე - ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ), სასურველია ძილის წინ შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.

გახსენით პაკეტის შიგთავსი ჭიქა წყალში და დალიეთ დაუყოვნებლივ.

თუ მიიღეთ ბერნი საჭირო დოზაზე მეტი

თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულ დოზაზე მეტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გაქვთ რაიმე ეჭვი ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ მედიკამენტსაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში არ იჩენს თავს.

სერიოზული გვერდითი მოვლენები

ბერნის მიღებისას, თუ გამოვლინდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს:

  • ანაფილაქსიური შოკი, სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციის ტიპი (სიხშირე უცნობია). სიმპტომები მოიცავს კანზე გამონაყარის, ქავილის ან ჭინჭრის ციების უეცარ გამოვლენას და/ან ქოშინს, ხიხინს ან სუნთქვის გაძნელებას;
  • სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება სუნთქვის გაძნელებით (ანგიოედემა) (სიხშირე უცნობია);
  • ზომიერი და მძიმე დიარეა, მუცლის კრუნჩხვები, სისხლი განავალში და/ან ცხელება შეიძლება მიუთითებდეს მსხვილი ნაწლავის ინფექციაზე (ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი) (სიხშირე უცნობია). არ მიიღოთ დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც აფერხებენ ნაწლავის მოქმედებას.

სხვა გვერდითი მოვლენები

გავრცელებული (შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში):

  • თავის ტკივილი
  • თავბრუსხვევა
  • დიარეა
  • გულისრევა
  • საჭმლის მონელების დარღვევა
  • მუცლის ტკივილი
  • ქალის სასქესო ორგანოების ინფექცია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ანთება, გაღიზიანება, ქავილი (ვულვოვაგინიტი)

ნაკლებად გავრცელებული (შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში):

  • ღებინება
  • გამონაყარი კანზე
  • ჭინჭრის ციება
  • ქავილი

იშვიათი (შეიძლება დაემართოს 1000-დან 1 ადამიანს):

  • რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული
  • აპლასტიკური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება)

უცნობი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

  • ალერგიული რეაქციები
  • ბრონქოსპაზმი (სუნთქვის მძიმე გაძნელება)
  • ლეიკოციტების, ეოზინოფილების და თრომბოციტების (სისხლის უჯრედების) რაოდენობის უმნიშვნელო მატება
  • უმადობა
  • მხედველობის დარღვევები
  • ფლებიტი (ვენებში თრომბის წარმოქმნა)

გვერდითი მოვლენების ნიშნები

თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შეგიძლიათ გაგზავნოთ ეროვნული განცხადებების სისტემის გზით მისამართზე: http://www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse. გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას მედიკამენტის უსაფრთხოებაზე.

  • როგორ შევინახოთ ბერნი

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე და პაკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

შენახვის პირობები

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

მითითებული ვარგისიანობის თარიღი ეხება სათანადოდ შენახულ გაუხსნელ პრეპარატს.

არ ჩაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ბერნი

აქტიური ნივთიერებაა ფოსფომიცინი ტრომეტამოლი

ბერნის მოზრდილების 3 გ გრანულების თითოეული პაკეტი პერორალური ხსნარისთვის შეიცავს ფოსფომიცინს 3,0 გ (როგორც ფოსფომიცინი ტრომეტამოლი 5,631 გ).

დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის საქარინი (E954), საქაროზა, ნატრიუმის ციტრატი, ფორთოხლის არომატიზატორი (შეიცავს: მალტოდექსტრინს, დექსტროზას, აკაციის რეზინას (E414), ნარინჯისფერ-ყვითელს FCF (E110), ბუტილირებულ ჰიდროქსიანიზოლს BHA (E320).

ბერნის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა

ბერნი ხელმისაწვდომია პაკეტებში, შეიცავს თეთრ ან თითქმის თეთრ გრანულებს, რომლებიც შეიძლება გაიხსნას წყალში ან სხვა სასმელში.

შეფუთვა შეიცავს:

მოზრდილები 3 გ გრანულები პერორალური ხსნარისთვის - 1 პაკეტი 3 გ.

მოზრდილები 3 გ გრანულები პერორალური ხსნარისთვის - 2 პაკეტი 3 გ.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

შპს So.Se PHARM - კასტელი რომანის ქ., 22-00071 - პომეცია (რმ) - იტალია

მწარმოებელი

სს პროდუქციის სპეციალური ხაზი (Special Product’s Line)- ფრატა როტონდა ვადო ლარგოს ქ., 1 – 03012 ანანი (ფრ) - იტალია

ინსტრუქციის გადახედვის თარიღი: 2024 წლის თებერვალი

შპს So.Se PHARM

ხელმოწერილია

  • 05.2024წ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა