ბეპანთენი
Bepanthen®
შეხორცების პროცესების აქტივაცია კანის მსუბუქი დაზიანებების დროს: მსუბუქი დამწვრობის და დაჟეჟილობისას, კანის გაღიზიანებისას რადიო-, ფოტოთერაპიის და უი-დასხივებისას; ქრონიკული წყლულებისას, ნაწოლებისას, ანალური ნახეთქებისას, კანის გადანერგვისას და საშვილოსნოს ყელის ეროზიისას, კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დექსპანთენოლი (dexpanthenol)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ/გ 30გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- GP Grenzach Produktions GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ჭრილობების და წყლულების სამკურნალო საშუალებები, ჭრილობების შემახორცებელი სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- D03AX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042445
- რეგისტრირებულია
- 28 ნოემბერი 2024, მოქმედებს 28 ნოემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bayer Consumer Care AG (შვეიცარია)
- განმცხადებელი
- Bayer Consumer Care AG-ს მინდობილი პირი სალომე მესხი
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბეპანთენი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
შეხორცების პროცესების აქტივაცია კანის მსუბუქი დაზიანებების დროს: მსუბუქი დამწვრობის და დაჟეჟილობისას, კანის გაღიზიანებისას რადიო-, ფოტოთერაპიის და უი-დასხივებისას; ქრონიკული წყლულებისას, ნაწოლებისას, ანალური ნახეთქებისას, კანის გადანერგვისას და საშვილოსნოს ყელის ეროზიისას, კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას.
მშრალი და ნახეთქებიანი კანის მოვლა.
ჩვილ ბავშვებში გამოყელვის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
სარძევე ჯირკვლების რეგულარული მოვლა ძუძუთი კვების დროს, კერტების მტკივნეულობის და ნახეთქების მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
გარეგანი გამოყენებისთვის. დაიტანეთ მალამო დღეში ერთხელ ან აუცილებლობის შემთხვევაში უფრო მეტჯერ.
მეძუძური დედების სარძევე ჯირკვლების მოვლა: დაიტანება კერტებზე ყოველი ძუძუთი კვების შემდეგ.
ჩვილი ბავშვის მოვლა: დაიტანება საფენის ყოველი შეცვლის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეობასა და მიმდინარეობაზე.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ცვილს, სტეარილის სპირტს და ცეტილის სპირტს შეუძლია გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).
საჭიროა მალამოს თვალში მოხვედრის თავიდან აცილება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა პრეპარატებთან უერთიერთქმედების შემთხვევები ცნობილი არ არის.
სხვა ურთიერთქმედებები:
გენიტალური და ანალური მიდამოს ჭრილობების მკურნალობის შემთხვევაში, დამხმარე ნივთიერებების გამო, რომელიც შედის მალამოში, ქვეითდება ლატექსის პრეზერვატივების სიმტკიცე და ირღვევა მისი მთლიანობა, რითაც მცირდება მათი უსაფრთხოება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მალამოს გამოყენების არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ორსულობის პერიოდსა და ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გავლენას არ ახდენს.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები დაფუძნებულია სპონტანურ შეტყობინებებზე. თითოეული მათგანის შემთხვევის ზუსტი სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია.
იმუნური სისტემის მხრიდან, კანისა და კანქვეშა ქსოვილის: ალერგიული რეაქციები, მათ შორის კონტაქტური დერმარირი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ერითემა, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, ბუშტუკოვანი გამონაყარი.
ჭარბი დოზა
დექსპანთენოლი, მაღალ დოზებშიც კი კარგად გადაიტანება და ითვლება არატოქსიურად.
შემადგენლობა
1გ მალამო შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: დექსპანთენოლი 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, ფუტკრის თეთრი ცვილი (E901), თეთრი რბილი პარაფინი, ნუშის ზეთი, თხევადი პარაფინი, ლანოლინი (E913), პროტეგინ X, გასუფთავებული წყალი.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დექსპანთენოლი თავის მხრივ წარმოადგენს პანტოთენის მჟავის სპირტოვან ანალოგს და გააჩნია იგივე ბიოლოგიური აქტივობა. დექსპანთენოლი სწრაფად აღწევს უჯრედებში და გარდაიქმნება პანტოთენის მჟავად, რომელსაც გააჩნია იგივე ეფექტი, რასაც ვიტამინ B5-ს.
პანთოტენის მჟავა და მისი მარილები თავის მხრივ წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინებს, შედის აცეტილკოენზიმ A-ს შემადეგნლობაში და დიდ როლს თამაშობს მრავალრიცხოვან მეტაბოლურ პროცესებში. ამ გზით, დექსპანთენოლს შეუძლია დააკმაყოფილოს ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილება პანტოთენის მჟავის მიმართ, რომელიც აუცილებელია კანისა და ლორწოვანი გარსების ფორმირებისა და რეგენერაციისათვის. ორგანიზმიდან დიდი ნაწილი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდითა და განავლით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ბეპანთენი
სურცელ-ჩანართი
(პაციენტებისთვის)
სავაჭრო დასახელება
ბეპანთენი.
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
დექსპანთენოლი
სამკურნალწამლო ფორმა
გარეგანი მოხმარების მალამო
აღწერილობა
ჰომოგენური, თეთრი, მოყვითალო ელფერის მალამო, ლანოლინის სპეციფიკური სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იარებისა და წყლულების სამკურნალო საშუალება. ჭრილობის შემახორცებელი საშუალება. D03AX03
შემადგენლობა
1გ მალამო შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: დექსპანთენოლი 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, ფუტკრის თეთრი ცვილი (E901), თეთრი რბილი პარაფინი, ნუშის ზეთი, თხევადი პარაფინი, ლანოლინი (E913), პროტეგინ X, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დექსპანთენოლი თავის მხრივ წარმოადგენს პანტოთენის მჟავის სპირტოვან ანალოგს და გააჩნია იგივე ბიოლოგიური აქტივობა. დექსპანთენოლი სწრაფად აღწევს უჯრედებში და გარდაიქმნება პანტოთენის მჟავად, რომელსაც გააჩნია იგივე ეფექტი, რასაც ვიტამინ B5-ს.
პანთოტენის მჟავა და მისი მარილები თავის მხრივ წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინებს, შედის აცეტილკოენზიმ A-ს შემადეგნლობაში და დიდ როლს თამაშობს მრავალრიცხოვან მეტაბოლურ პროცესებში. ამ გზით, დექსპანთენოლს შეუძლია დააკმაყოფილოს ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილება პანტოთენის მჟავის მიმართ, რომელიც აუცილებელია კანისა და ლორწოვანი გარსების ფორმირებისა და რეგენერაციისათვის. ორგანიზმიდან დიდი ნაწილი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდითა და განავლით.
გამოყენების ჩვენებები
შეხორცების პროცესების აქტივაცია კანის მსუბუქი დაზიანებების დროს: მსუბუქი დამწვრობის და დაჟეჟილობისას, კანის გაღიზიანებისას რადიო-, ფოტოთერაპიის და უი-დასხივებისას; ქრონიკული წყლულებისას, ნაწოლებისას, ანალური ნახეთქებისას, კანის გადანერგვისას და საშვილოსნოს ყელის ეროზიისას, კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას.
მშრალი და ნახეთქებიანი კანის მოვლა.
ჩვილ ბავშვებში გამოყელვის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
სარძევე ჯირკვლების რეგულარული მოვლა ძუძუთი კვების დროს, კერტების მტკივნეულობის და ნახეთქების მკურნალობა.
გამოყენების წესი და დოზირება
გარეგანი გამოყენებისთვის. დაიტანეთ მალამო დღეში ერთხელ ან აუცილებლობის შემთხვევაში უფრო მეტჯერ.
მეძუძური დედების სარძევე ჯირკვლების მოვლა: დაიტანება კერტებზე ყოველი ძუძუთი კვების შემდეგ.
ჩვილი ბავშვის მოვლა: დაიტანება საფენის ყოველი შეცვლის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეობასა და მიმდინარეობაზე.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები დაფუძნებულია სპონტანურ შეტყობინებებზე. თითოეული მათგანის შემთხვევის ზუსტი სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია.
იმუნური სისტემის მხრიდან, კანისა და კანქვეშა ქსოვილის: ალერგიული რეაქციები, მათ შორის კონტაქტური დერმარირი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ერითემა, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, ბუშტუკოვანი გამონაყარი.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ჭარბი დოზირება
დექსპანთენოლი, მაღალ დოზებშიც კი კარგად გადაიტანება და ითვლება არატოქსიურად.
უსაფრთხოების ზომები
ცვილს, სტეარილის სპირტს და ცეტილის სპირტს შეუძლია გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).
საჭიროა მალამოს თვალში მოხვედრის თავიდან აცილება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა პრეპარატებთან უერთიერთქმედების შემთხვევები ცნობილი არ არის.
სხვა ურთიერთქმედებები:
გენიტალური და ანალური მიდამოს ჭრილობების მკურნალობის შემთხვევაში, დამხმარე ნივთიერებების გამო, რომელიც შედის მალამოში, ქვეითდება ლატექსის პრეზერვატივების სიმტკიცე და ირღვევა მისი მთლიანობა, რითაც მცირდება მათი უსაფრთხოება.
ორსულობა და ლაქტაცია
მალამოს გამოყენების არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ორსულობის პერიოდსა და ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
გავლენას არ ახდენს.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა
3,5გ, 30გ ან 100გ ალუმინის ტუბი. ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი
ბაიერ ქონსუმერ ქეარ აგ
პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია
გპ გრენცახ პროდაქშიონ გმბჰ
ემილ-ბარელ-შტრასე 7, დ-79639, გრენცახ-ვილენ, გერმანია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


