პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ჭრილობების და წყლულების სამკურნალო პრეპარატები

პანთენოლი აეროზოლი

Panthenol aerosol

ურეცეპტოდ50მგ/გინსტრუქცია ქართულადუკრაინა
მოქმედი ნივთიერება
დექსპანთენოლი (dexpanthenol)
ფორმა და შეფუთვა
50მგ/გ 116გ გარეგანი გამოყენების აეროზოლი ალუმინის ბალონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
მწარმოებელი
«Microfarm» LTD, უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჭრილობების და წყლულების სამკურნალო პრეპარატები, შეხორცების ხელშემწყობი სხვა საშუალებები
ATC კოდი
D03AX03
რეგისტრაციის ნომერი
რ-037575
რეგისტრირებულია
16 მარტი 2023, მოქმედებს 16 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Microfarm» LTD (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „მზ ჯგუფი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპანთენოლი აეროზოლი და სხვა წამალი ერთად

პანთენოლი აეროზოლი — ინსტრუქცია ქართულად

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

უსაფრთხოების სათანადო ზომები პრეპარატის გამოყენებისას.

კონტეინერი წნევის ქვეშ. საჭიროა მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან და 50°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე გათბობისგან დაცვა. პრეპარატი არ უნდა გაიხსნას ან დაიწვას ქაფის სრული გამოყენების შემდეგაც კი, გადაგდება შეიძლება მხოლოდ გაზის სრული გამოშვების შემდეგ. ნუ შეასხურებთ ღია ცეცხლთან ან გაცხელებულ საგნებთან ახლოს.

პრეპარატის პირველად გამოყენებისას აუცილებელია კონტეინერის კარგად შენჯღრევა, პირველი დოზის გათავისუფლება ქაფის გაჩენამდე და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა წაისვათ პრეპარატი დაზიანებულ ზედაპირზე.

თვალებში ქაფის მოხვედრას უნდა მოერიდოთ. თვალებში ქაფის შემთხვევითი მოხვედრის შემთხვევაში, ისინი უნდა ჩამოიბანოთ წყლით.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები.

ბრონქული ასთმის ან ბრონქებისა და ფილტვების დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას არ შეიძლება პროპელანტის შესუნთქვა, რადგან მას შეუძლია ლორწოვანი გარსების გაღიზიანება ან ბრონქული ასთმის გამოწვევაც კი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ცეტოსტეარილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი) და პროპილენის გლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

პანტოტენატი გადის პლაცენტურ ბარიერს აქტიური ტრანსპორტირების პროცესის გზით და გადადის დედის რძეში მისი შეწოვის პროპორციულად.

ვინაიდან დექსპანთენოლის სისტემური ხელმისაწვდომობა ადგილობრივი გამოყენების შემდეგ უცნობია, თუ აუცილებელია პანთენოლის აეროზოლის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს კანის დიდ უბნებზე, საჭიროა კარგად შეფასდეს პრეპარატის გამოყენების შედეგად დედისთვის მოტანილი სარგებელი და ნაყოფის/ბავშვის წინაშე არსებული შესაძლო რისკი. ორსულობის დროს შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ექიმის დანიშნულებით. ძუძუთი კვების დროს ძუძუს ბზარების სამკურნალოდ გამოყენებისას საჭიროა პრეპარატის ჩამობანა კვების წინ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი.

სიფრთხილის ზომები

ბავშვები.

ბავშვებისთვის პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით და მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატის გამოყენების მეთოდი და დოზები.

საჭიროა პანთენოლის აეროზოლის თანაბრად შესხურება დაზიანებულ ადგილზე დღეში ერთხელ ან რამდენჯერმე.

შესხურებისას დაიჭირეთ კონტეინერი ვერტიკალურად სარქველით ზემოთ. ხარისხიანი ქაფის მისაღებად აუცილებელია ყოველი გამოყენების წინ კონტეინერის ენერგიულად შენჯღრევა, განსაკუთრებით თუ მას არ იყენებდნენ დიდი ხნის განმავლობაში. თუ პრეპარატი პირველად გამოიყენება, თავიდან შესაძლებელია მხოლოდ პროპელენტის გაფრქვევა მოხდეს, ქაფის წარმოქმნამდე.

საჭიროა თავსაცმის მიტანა დაზიანებულ ადგილზე და მასზე ნაზად დაწოლა, პრეპარატის თანაბრად შესასხურებლად დაზიანებულ ადგილას 10-20 სმ დისტანციაზე 1-2 წამის განმავლობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და მიმდინარეობაზე და განისაზღვრება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

თუ სახეზე გამოიყენება პანთენოლის აეროზოლი, არ შეიძლება მისი პირდაპირ სახეზე შესხურება. მიზანშეწონილია წამალი დაასხუროთ ხელზე და გადაანაწილოთ სახის შესაბამის ნაწილზე. არ შეასხუროთ პრეპარატი თვალებში, პირდაპირ პირში ან ცხვირში

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პანთენოლის აეროზოლის გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება უცნობია.

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები, მათ შორის კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ერითემა, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება და ვეზიკულები.

ჭარბი დოზა

ინსტრუქციის მიხედვით პანთენოლის აეროზოლის გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.

პრეპარატის დიდი რაოდენობით შიგნით გამოყენების შემთხვევაში ტოქსიკური ეფექტები მოსალოდნელი არ არის. კუჭ-ნაწლავის დარღვევების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომატურია.

შენახვის პირობები

3 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

პრეპარატის შენახვის პირობები.

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. იგი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

116 გ ალუმინის კონტეინერებში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატები ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ. ATC კოდი: D03A X03.

ფარმაკოდინამიკა. დექსპანთენოლი არის პანტოთენის მჟავას ალკოჰოლური ანალოგი და გააჩნია იგივე ბიოლოგიური ეფექტურობა, რაც პანტოთენის მჟავას შუალედური მეტაბოლიზმის გამო. პანტოთენის მჟავა და მისი მარილები წყალში ხსნადი ვიტამინებია, რომლებიც კოენზიმის A სახით მონაწილეობენ ბევრ მეტაბოლურ პროცესში.

დექსპანთენოლის ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება უზრუნველყოს დაზიანებული კანის და/ან ლორწოვანი გარსების პანტოთენის მჟავაზე გაზრდილი საჭიროების კომპენსაცია.

ფარმაკოკინეტიკა. აქტიური ნივთიერება შეიწოვება კანის მიერ.

შემდგომი კვლევები, რომლებიც ეხება კანსა და ლორწოვან გარსებში აქტიური ნივთიერების მეტაბოლიზმს, არ ჩატარებულა.

პრეპარატის გამოყენება ჩვენება

იგი გამოიყენება კანისა და ლორწოვანი გარსების სხვადასხვა დაზიანებებისას, მათ შორის ნაკაწრების, დამწვრობის, ასეპტიური პოსტოპერაციული ჭრილობების, კანის ტრანსპლანტაციის, ბულოზური და ბუშტუკოვანი დერმატიტის დროს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

პანთენოლის აეროზოლი

(Panthenol aerosol)

სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: დექსპანთენოლი;

1გ პრეპარატი შეიცავს 50 მგ დექსპანთენოლს (პროპელენტის გამოკლებით) (100% ნივთიერებაზე გადაანგარიშებით);

დამხმარე ნივთიერებები: ემულგირებადი ცეტოსტეარილის სპირტი (ტიპი A), მაკროგოლგლიცეროლის კოკოატი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილენგლიკოლი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, გაწმენდილი წყალი, ტეტრაფტორეთანი.

სამკურნალო ფორმა. ქაფი კანზე გამოყენებისთვის.

თეთრი ქაფი ოდნავ სპეციფიკური სუნით.

მწარმოებლის სახელი და ადგილმდებარეობა.

შპს „მიკროფარმი“, (ООО «Микрофарм») უკრაინა, 61013, ხარკოვი, შევჩენკოს ქუჩა 20.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

პრეპარატები ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ. ATC კოდი: D03A X03.

ფარმაკოდინამიკა. დექსპანთენოლი არის პანტოთენის მჟავას ალკოჰოლური ანალოგი და გააჩნია იგივე ბიოლოგიური ეფექტურობა, რაც პანტოთენის მჟავას შუალედური მეტაბოლიზმის გამო. პანტოთენის მჟავა და მისი მარილები წყალში ხსნადი ვიტამინებია, რომლებიც კოენზიმის A სახით მონაწილეობენ ბევრ მეტაბოლურ პროცესში.

დექსპანთენოლის ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება უზრუნველყოს დაზიანებული კანის და/ან ლორწოვანი გარსების პანტოთენის მჟავაზე გაზრდილი საჭიროების კომპენსაცია.

ფარმაკოკინეტიკა. აქტიური ნივთიერება შეიწოვება კანის მიერ.

შემდგომი კვლევები, რომლებიც ეხება კანსა და ლორწოვან გარსებში აქტიური ნივთიერების მეტაბოლიზმს, არ ჩატარებულა.

პრეპარატის გამოყენება ჩვენება

იგი გამოიყენება კანისა და ლორწოვანი გარსების სხვადასხვა დაზიანებებისას, მათ შორის ნაკაწრების, დამწვრობის, ასეპტიური პოსტოპერაციული ჭრილობების, კანის ტრანსპლანტაციის, ბულოზური და ბუშტუკოვანი დერმატიტის დროს.

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

უსაფრთხოების სათანადო ზომები პრეპარატის გამოყენებისას.

კონტეინერი წნევის ქვეშ. საჭიროა მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან და 50°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე გათბობისგან დაცვა. პრეპარატი არ უნდა გაიხსნას ან დაიწვას ქაფის სრული გამოყენების შემდეგაც კი, გადაგდება შეიძლება მხოლოდ გაზის სრული გამოშვების შემდეგ. ნუ შეასხურებთ ღია ცეცხლთან ან გაცხელებულ საგნებთან ახლოს.

პრეპარატის პირველად გამოყენებისას აუცილებელია კონტეინერის კარგად შენჯღრევა, პირველი დოზის გათავისუფლება ქაფის გაჩენამდე და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა წაისვათ პრეპარატი დაზიანებულ ზედაპირზე.

თვალებში ქაფის მოხვედრას უნდა მოერიდოთ. თვალებში ქაფის შემთხვევითი მოხვედრის შემთხვევაში, ისინი უნდა ჩამოიბანოთ წყლით.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები.

ბრონქული ასთმის ან ბრონქებისა და ფილტვების დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას არ შეიძლება პროპელანტის შესუნთქვა, რადგან მას შეუძლია ლორწოვანი გარსების გაღიზიანება ან ბრონქული ასთმის გამოწვევაც კი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ცეტოსტეარილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი) და პროპილენის გლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

პანტოტენატი გადის პლაცენტურ ბარიერს აქტიური ტრანსპორტირების პროცესის გზით და გადადის დედის რძეში მისი შეწოვის პროპორციულად.

ვინაიდან დექსპანთენოლის სისტემური ხელმისაწვდომობა ადგილობრივი გამოყენების შემდეგ უცნობია, თუ აუცილებელია პანთენოლის აეროზოლის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს კანის დიდ უბნებზე, საჭიროა კარგად შეფასდეს პრეპარატის გამოყენების შედეგად დედისთვის მოტანილი სარგებელი და ნაყოფის/ბავშვის წინაშე არსებული შესაძლო რისკი. ორსულობის დროს შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ექიმის დანიშნულებით. ძუძუთი კვების დროს ძუძუს ბზარების სამკურნალოდ გამოყენებისას საჭიროა პრეპარატის ჩამობანა კვების წინ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი.

განსაკუთრებული გაფრთხილებები არ არსებობს.

ბავშვები.

ბავშვებისთვის პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით და მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატის გამოყენების მეთოდი და დოზები.

საჭიროა პანთენოლის აეროზოლის თანაბრად შესხურება დაზიანებულ ადგილზე დღეში ერთხელ ან რამდენჯერმე.

შესხურებისას დაიჭირეთ კონტეინერი ვერტიკალურად სარქველით ზემოთ. ხარისხიანი ქაფის მისაღებად აუცილებელია ყოველი გამოყენების წინ კონტეინერის ენერგიულად შენჯღრევა, განსაკუთრებით თუ მას არ იყენებდნენ დიდი ხნის განმავლობაში. თუ პრეპარატი პირველად გამოიყენება, თავიდან შესაძლებელია მხოლოდ პროპელენტის გაფრქვევა მოხდეს, ქაფის წარმოქმნამდე.

საჭიროა თავსაცმის მიტანა დაზიანებულ ადგილზე და მასზე ნაზად დაწოლა, პრეპარატის თანაბრად შესასხურებლად დაზიანებულ ადგილას 10-20 სმ დისტანციაზე 1-2 წამის განმავლობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და მიმდინარეობაზე და განისაზღვრება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

თუ სახეზე გამოიყენება პანთენოლის აეროზოლი, არ შეიძლება მისი პირდაპირ სახეზე შესხურება. მიზანშეწონილია წამალი დაასხუროთ ხელზე და გადაანაწილოთ სახის შესაბამის ნაწილზე. არ შეასხუროთ პრეპარატი თვალებში, პირდაპირ პირში ან ცხვირში

ჭარბი დოზირება

ინსტრუქციის მიხედვით პანთენოლის აეროზოლის გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.

პრეპარატის დიდი რაოდენობით შიგნით გამოყენების შემთხვევაში ტოქსიკური ეფექტები მოსალოდნელი არ არის. კუჭ-ნაწლავის დარღვევების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომატურია.

გვერდითი ეფექტები.

ალერგიული რეაქციები, მათ შორის კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ერითემა, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება და ვეზიკულები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები

პანთენოლის აეროზოლის გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება უცნობია.

ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

პრეპარატის შენახვის პირობები.

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. იგი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

116 გ ალუმინის კონტეინერებში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ბოლო გადახედვის თარიღი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა