პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ჭრილობების და წყლულების სამკურნალო პრეპარატები

სპენტენი

Spenten

ურეცეპტოდ5%ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

- კანისა და ლორწოვანი გარსების შეხორცების პროცესის დაჩქარება მცირე დაზიანებების (მათ შორის მცირე დამწვრობებისა და აბრაზიების დროს) და კანის გაღიზიანების შემთხვევაში (მაგალითად, მზით დამწვრობისას); - კანის სიმშრალის პროფილაქტიკა და მკურნალობა, მათ შორის კანის მთლიანობის დარღვევის თანხლებით.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დექსპანთენოლი (dexpanthenol)
ფორმა და შეფუთვა
5% (50მგ/გ) 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S, თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჭრილობების და წყლულების სამკურნალო პრეპარატები, შეხორცების ხელშემწყობი სხვა საშუალებები
ATC კოდი
D03AX03
რეგისტრაციის ნომერი
რ-040119
რეგისტრირებულია
1 თებერვალი 2024, მოქმედებს 1 თებერვალი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასპენტენი და სხვა წამალი ერთად

სპენტენი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • კანისა და ლორწოვანი გარსების შეხორცების პროცესის დაჩქარება მცირე დაზიანებების (მათ შორის მცირე დამწვრობებისა და აბრაზიების დროს) და კანის გაღიზიანების შემთხვევაში (მაგალითად, მზით დამწვრობისას);
  • კანის სიმშრალის პროფილაქტიკა და მკურნალობა, მათ შორის კანის მთლიანობის დარღვევის თანხლებით.

მიღების წესი და დოზირება

კრემი გამოიყენება დღეში ერთხელ ან რამდენიმეჯერ ჭრილობის სუფთა ზედაპირზე, კანის ან ლორწოვანი გარსების დაზიანებულ უბნებზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და მიმდინარეობაზე.

გამოყენების წესი

კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

დამხმარე ნივთიერებები

სპენტენი შეიცავს ცეტილის სპირტს, სტეარილის სპირტს, ჰიდროგენიზებულ ლანოლინს, რომელთაგან თითოეულმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).

სპენტენი შეიცავს პროპილენგლიკოლს (121 მგ-ს 1 გ კრემზე), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

წამალთშორისი ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ქალებში პრეპარატის გამოყენების შეზღუდვა არ არსებობს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA სისტემის ორგანოთა კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად - კანის ალერგიული რეაქციები.

საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება

საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტში გამოვლინდა პრეპარატის მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქცია ან განვითარდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

დღემდე პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 გ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: დექსპანთენოლი 50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, ჰიდროგენიზებული ლანოლინი, იზოპროპილმირისტატი, ფენოქსიეთანოლი, კალიუმის ცეტილფოსფატი, პროპილენგლიკოლი, პოლიგლიცერილ 6-დიოლატი, გასუფთავებული წყალი.

სამკურნალო ფორმა

კრემი 5%.

აღწერა: ერთგვაროვანი, ოდნავ ბლანტი კრემი, უსუნო, თეთრიდან თითქმის თეთრამდე ფერის მონაცრისფრო ელფერით.

შენახვის პირობები

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწდომელ ადგილას!

შეფუთვის სახეობა და შიგთავსი

კრემის 30გ ალუმინის ტუბში ეპოქსიდური საფარით, დახურული მემბრანით და ხრახნიანი პოლიპროპილენის თავსახურით გარსის გასახვრეტი წვერით.

1 ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა სამუშაოებისას

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. N50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", თურქეთი

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

დერმატოლოგიური საშუალებები. პრეპარატები კანის ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ. ქსოვილების რეგენერაციის სხვა სტიმულატორები. ათქ კოდი: D03AX03.

კანის უჯრედებში დექსპანთენოლი სწრაფად გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად, რომელიც წარმოადგენს კოენზიმ A-ს შემადგენელ ნაწილს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედულ მეტაბოლიზმში. პანთოტენის მჟავა აუცილებელი კომპონენტია კანისა და ლორწოვანი გარსების ეპითელიუმის ფორმირებისა და რეგენერაციისთვის, ასევე აჩქარებს უჯრედის მიტოზს და ზრდის კოლაგენური ბოჭკოების სიმტკიცეს ჭრილობების შეხორცების დროს.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

გარეგანი გამოყენებისას დექსპანთენოლი სწრაფად აბსორბირდება კანში (სწრაფად შეიწოვება) და გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად. პანთოტენის მჟავა ძირითადად უცვლელი სახით გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით და მცირე რაოდენობით კუჭ-ნაწლავის ტრაქტით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

სპენტენი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

სპენტენი, Spenten

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

დექსპანთენოლი, Dexpanthenol

შემადგენლობა

პრეპარატის 1 გ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: დექსპანთენოლი 50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, ჰიდროგენიზებული ლანოლინი, იზოპროპილმირისტატი, ფენოქსიეთანოლი, კალიუმის ცეტილფოსფატი, პროპილენგლიკოლი, პოლიგლიცერილ 6-დიოლატი, გასუფთავებული წყალი.

სამკურნალო ფორმა

კრემი 5%.

აღწერა: ერთგვაროვანი, ოდნავ ბლანტი კრემი, უსუნო, თეთრიდან თითქმის თეთრამდე ფერის მონაცრისფრო ელფერით.

გამოყენების ჩვენებები

  • კანისა და ლორწოვანი გარსების შეხორცების პროცესის დაჩქარება მცირე დაზიანებების (მათ შორის მცირე დამწვრობებისა და აბრაზიების დროს) და კანის გაღიზიანების შემთხვევაში (მაგალითად, მზით დამწვრობისას);
  • კანის სიმშრალის პროფილაქტიკა და მკურნალობა, მათ შორის კანის მთლიანობის დარღვევის თანხლებით.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

კრემი გამოიყენება დღეში ერთხელ ან რამდენიმეჯერ ჭრილობის სუფთა ზედაპირზე, კანის ან ლორწოვანი გარსების დაზიანებულ უბნებზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და მიმდინარეობაზე.

გამოყენების წესი

კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

დამხმარე ნივთიერებები

სპენტენი შეიცავს ცეტილის სპირტს, სტეარილის სპირტს, ჰიდროგენიზებულ ლანოლინს, რომელთაგან თითოეულმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).

სპენტენი შეიცავს პროპილენგლიკოლს (121 მგ-ს 1 გ კრემზე), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

შეუთავსებლობა

მონაცემები არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

წამალთშორისი ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ქალებში პრეპარატის გამოყენების შეზღუდვა არ არსებობს.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA სისტემის ორგანოთა კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად - კანის ალერგიული რეაქციები.

საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება

საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტში გამოვლინდა პრეპარატის მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქცია ან განვითარდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

დოზის გადაჭარბება

დღემდე პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დერმატოლოგიური საშუალებები. პრეპარატები კანის ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ. ქსოვილების რეგენერაციის სხვა სტიმულატორები. ათქ კოდი: D03AX03.

კანის უჯრედებში დექსპანთენოლი სწრაფად გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად, რომელიც წარმოადგენს კოენზიმ A-ს შემადგენელ ნაწილს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედულ მეტაბოლიზმში. პანთოტენის მჟავა აუცილებელი კომპონენტია კანისა და ლორწოვანი გარსების ეპითელიუმის ფორმირებისა და რეგენერაციისთვის, ასევე აჩქარებს უჯრედის მიტოზს და ზრდის კოლაგენური ბოჭკოების სიმტკიცეს ჭრილობების შეხორცების დროს.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

გარეგანი გამოყენებისას დექსპანთენოლი სწრაფად აბსორბირდება კანში (სწრაფად შეიწოვება) და გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად. პანთოტენის მჟავა ძირითადად უცვლელი სახით გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით და მცირე რაოდენობით კუჭ-ნაწლავის ტრაქტით.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწდომელ ადგილას!

შეფუთვის სახეობა და შიგთავსი

კრემის 30გ ალუმინის ტუბში ეპოქსიდური საფარით, დახურული მემბრანით და ხრახნიანი პოლიპროპილენის თავსახურით გარსის გასახვრეტი წვერით.

1 ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა სამუშაოებისას

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. N50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", თურქეთი

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა