ბენდამუსტინი შეიცავს ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს აქტიური ნივთიერების სახით. ის მოცემულია თეთრი ლიოფილიზირებული ფხვნილის სახით 60 მლ ქარვისფერ შუშის ფლაკონებში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბენდამუსტინი (bendamustine)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ ლიოფილიზებული ფხვნილი 2,5მგ/მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Deva Holding A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, აზოტური იპრიტის ანალოგები
- ATC კოდი
- L01AA09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043396
- რეგისტრირებულია
- 11 ივნისი 2025, მოქმედებს 11 ივნისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- -
ბენდუსტინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბენდამუსტინი შეიცავს ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს აქტიური ნივთიერების სახით. ის მოცემულია თეთრი ლიოფილიზირებული ფხვნილის სახით 60 მლ ქარვისფერ შუშის ფლაკონებში.
ის ინიშნება ცალკე მონოთერაპიის სახით ან რიტუქსიმაბთან (B-უჯრედოვანი ლიმფომის სამკურნალო პრეპარატი) კომბინაციაში პაციენტებში, რომლებსაც დაუსვეს ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის (ნელა პროგრესირებადი კიბო) დიაგნოზი და არ აღენიშნებათ 17p დელეცია ან TP53 მუტაცია (გენეტიკური დაავადება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მკურნალობაზე რეაგირებაზე) და რომლებშიც თანმხლები დაავადებების გამო შეუძლებელია ფლუდარაბინზე (კიბოს სამკურნალო პრეპარატი) დაფუძნებული მკურნალობის ჩატარება.
ის გამოიყენება პრედნიზოლონთან (კორტიკოსტეროიდის სახეობა) კომბინაციაში 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მრავლობითი მიელომის (ძვლის ტვინის კიბოს სახეობა) შორსწასული სტადიის სამკურნალოდ, რომლებშიც შეუძლებელია აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია და რომლებსაც ნეიროპათიის გამო არ შეუძლიათ მიიღონ ბორტეზომიბით ან თალიდომიდით (ორი განსხვავებული კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ნერვების დაზიანება) თერაპია.
ის გამოიყენება დამოუკიდებლად ან რიტუქსიმაბთან კომბინაციაში ნელა მზარდი არაჰოჯკინის ლიმფომების სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც დაავადების პროგრესირება აღენიშნებათ რიტუქსიმაბით მკურნალობის დროს ან მკურნალობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში.
მიღების წესი და დოზირება
მითითებები სწორი გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
ბენდუსტინი მიიღება დამოუკიდებლად (მონოთერაპია) ან სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, დოზებით, რომლებიც გამოითვლება თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით (განისაზღვრება თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით).
მკურნალობა არ უნდა დაიწყოს, თუ თქვენი სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობა არის 3,000 უჯრედი/მიკროლიტრზე ნაკლები და/ან თქვენი სისხლის თრომბოციტების რაოდენობა არის 75,000 უჯრედი/მიკროლიტრზე ნაკლები.
თქვენი ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს ამ მაჩვენებლებს.
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (სისხლის კიბოს ერთ-ერთი სახეობა)
ბენდუსტინი პირველ ციკლში მიიღება 70 მგ დოზით სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე, ხოლო თუ ტოლერანტობა კარგად აიტანება შემდგომ ციკლებში, 90 მგ დოზით სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე, მაქსიმუმ 6 გამოყენების განმავლობაში.
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, რომელიც რეციდივს განიცდის ან მკურნალობაზე არ რეაგირებს
ბენდუსტინი პირველ ციკლში შეჰყავთ 70 მგ დოზით სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე, ხოლო შემდგომ ციკლებში - 90 მგ დოზით სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე.
არაჰოჯკინის ლიმფომის (ლიმფური კვანძების დაავადება) სამკურნალოდ, რომლის დროსაც დაავადება პროგრესირებს რიტუქსიმაბით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ: ბენდუსტინი მიიღება დოზით 90 მგ სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე 28 დღის განმავლობაში 1 და 2 დღეს.
მრავლობითი მიელომის მეორე ხაზის მკურნალობა
ბენდუსტინი გამოიყენება დამოუკიდებლად ან კომბინაციაში 1 და 2 დღეს ყოველ 4 კვირაში, მაქსიმალური დოზით 100 მგ სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე.
მკურნალობა წყდება, თუ ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობა შესაბამისად <3000/მიკროლ-მდე და <75,000/მიკროლ-მდე დაეცემა. თუ ლეიკოციტების რაოდენობა შეადგენს >4000/მიკროლს და თრომბოციტების რაოდენობა უდრის >100,000/მიკროლს, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ბენდუსტინი შეიყვანება ვენაში 30-60 წუთის განმავლობაში სხვადასხვა დოზით, როგორც ცალკე (მონოთერაპია), ასევე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
ბენდუსტინით მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიმსივნის მკურნალობაში გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ექიმი მოგცემთ ბენდუსტინის საჭირო დოზას და მიიღებს საჭირო ზომებს.
თქვენთვის დანიშნული საინფუზიო ხსნარის დოზა შეიყვანება კვალიფიცირებული ჯანდაცვის პერსონალის მიერ.
ბენდუსტინი უნდა გაიხსნას საინექციო წყალში და მომზადდეს შემდეგნაირად:
- კონცენტრირებული ხსნარი მზადდება:
- 40 მლ საინექციო წყალი დაუმატეთ 100 მგ ბენდუსტინს და გახსენით შერევით.
- საინფუზიო ხსნარის მომზადება:
- გამჭვირვალე ხსნარის მიღებისთანავე (ჩვეულებრივ 5-10 წუთში), ბენდუსტინის რეკომენდებული საერთო დოზა მიიღება 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით განზავებით დაახლოებით 500 მლ საბოლოო მოცულობამდე. ბენდუსტინი არ უნდა განზავდეს სხვა საინფუზიო ან საინექციო ხსნარებთან ან არ უნდა შეერიოს სხვა მედიკამენტებს.
გამოყენების ხანგრძლივობა
ბენდუსტინით მკურნალობისთვის არ არსებობს კონკრეტული ზოგადი ვადები. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებასა და მკურნალობაზე რეაგირებაზე.
თუ ბენდუსტინით მკურნალობასთან დაკავშირებით გაქვთ შეშფოთება ან კითხვები, დაუკავშირდით ექიმს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
ბენდუსტინის ბავშვებში გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
გამოყენება ხანდაზმულებში
არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს დოზის კორექციის აუცილებლობაზე ხანდაზმულ პაციენტებში.
გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში
ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის დისფუნქციის ხარისხის მიხედვით, შესაძლოა საჭირო გახდეს ბენდუსტინის დოზის შემცირება (ღვიძლის საშუალო დისფუნქციის შემთხვევაში დაახლოებით 30%-ით). ექიმი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა დოზის კორექტირება.
დაიცავით მითითებული რეკომენდაციები, თუკი ექიმი არ გირჩევთ სხვაგვარად.
არ დაგავიწყდეთ პრეპარატის დროულად მიღება.
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ ბენდუსტინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.
თუ მიიღეთ ბენდუსტინის საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ ბენდუსტინის რეკომენდებულზე მაღალი დოზები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ბენდუსტინის გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ ადგილი აქვს ბენდუსტინის დოზის გამოტოვებას, ექიმი, როგორც წესი, შეინარჩუნებს დოზირების ჩვეულ გრაფიკს.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ბენდუსტინით მკურნალობის შეწყვეტისას
თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, უნდა შეწყდეს თუ არა მკურნალობა, თუ უნდა შეიცვალოს სხვა მედიკამენტით.
ნებისმიერი სხვა კითხვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
არ შეიძლება ბენდუსტინის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) აქტიური ინგრედიენტის, ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის ან ბენდამუსტინის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ,
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს,
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა,
თუ გაქვთ კანის ან თვალის თეთრი გარსის სიყვითლე/ყვითელი შეფერილობა ღვიძლის ან სისხლის პრობლემების გამო,
თუ გაქვთ ძვლის ტვინის ფუნქციების სერიოზული გაუარესება და სისხლში ლეიკოციტებისა და თრომბოციტების (სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი უჯრედები) რაოდენობის მნიშვნელოვანი ცვლილებები (თუ ლეიკოციტების და/ან თრომბოციტების რაოდენობა შესაბამისად <3000/მიკროლ-ზე ან <75000/მიკროლ-ზე ნაკლებია),
თუ მკურნალობის დაწყებამდე 30 დღის განმავლობაში გაიკეთეთ სერიოზული ოპერაცია,
თუ გაქვთ ინფექცია, განსაკუთრებით თუ ამ ინფექციას თან ახლავს ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა (ლეიკოციტოპენია),
ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინებთან კომბინაციაში.
ბენდუსტინი გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:
ძვლის ტვინის მიერ სისხლის უჯრედების ჩანაცვლების შემცირებული უნარის შემთხვევაში. ბენდუსტინით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის ყოველი შემდგომი კურსის წინ და მკურნალობის კურსებს შორის ინტერვალებში უნდა შეამოწმოთ სისხლში ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობა.
ინფექციების შემთხვევაში. ინფექციის ნიშნების, მათ შორის ცხელების ან ფილტვის სიმპტომების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს.
ბენდუსტინით მკურნალობის დროს კანზე რეაქციების შემთხვევაში. კანის რეაქციები შეიძლება გამწვავდეს.
გულის არსებული დაავადების შემთხვევაში (მაგ. გულის შეტევა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულის რიტმის ძლიერი დარღვევა).
გვერდებში ნებისმიერი სახის ტკივილის, შარდში სისხლის არსებობის და შარდის რაოდენობის შემცირების შემთხვევაში. როდესაც თქვენი დაავადება ძალიან მძიმეა, შესაძლოა, თქვენმა ორგანიზმმა ვერ შეძლოს მომაკვდავი კიბოს უჯრედების ყველა ნარჩენი პროდუქტის გამოდევნა. ამას სიმსივნის ლიზისის სინდრომი ეწოდება და შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის და გულის პრობლემები ბენდუსტინის პირველი დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.
მძიმე ალერგიული ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შემთხვევაში. თერაპიის პირველი ციკლის შემდეგ ყურადღება უნდა მიაქციოთ ინფუზიურ რეაქციებს.
გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ღებინების საწინააღმდეგო (ანტიემეზური საშუალება) პრეპარატები.
მამრობითი სქესის პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ბენდუსტინით მკურნალობას და სურთ შვილის ყოლა, არ უნდა მოახდინონ განაყოფიერება მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვემდე პერიოდის განმავლობაში. მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართოთ ექიმს სპერმის კონსერვაციის შესახებ, რადგან არსებობს მუდმივი უშვილობის რისკი.
მკურნალობის დროს ქალი პაციენტები არ უნდა დაორსულდნენ.
თუ ინექცია შემთხვევით შეიყვანება სისხლძარღვის გარეთ არსებულ ქსოვილში (ექსტრავასკულარული ინექცია), ინექცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ხანმოკლე შეწოვის შემდეგ, ამოიღეთ შპრიცი. შემდეგ გააგრილეთ დაზიანებული ადგილი. ასწიეთ დაზიანებული ხელი მაღლა. კორტიკოსტეროიდებით დამატებითი მკურნალობის სარგებელი გაურკვეველია.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, მაშინაც კი, თუ ისინი აღინიშნებოდა წარსულშიც, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
ბენდუსტინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
პრეპარატის შეყვანის გზის გამო, საკვებთან ერთად მიღებისას არ ვლინდება არანაირი გართულება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თუ ბენდუსტინი გამოიყენება ძვლის ტვინში სისხლის წარმოქმნის დამთრგუნველ მედიკამენტებთან ერთად, ძვლის ტვინზე ზემოქმედება შეიძლება გაძლიერდეს.
თუ ბენდუსტინი გამოიყენება იმ მედიკამენტებთან ერთად, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ თქვენი იმუნური პასუხის ცვლილებები, ეს ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს.
ციტოსტატიკურმა მედიკამენტებმა შეიძლება შეამცირონ ცოცხალი ვირუსით ვაქცინაციის ეფექტურობა. გარდა ამისა, ციტოსტატიკური მედიკამენტები ზრდიან ინფექციის რისკს ცოცხალი ვაქცინებით ვაქცინაციის შემდეგ (მაგ. ვირუსული ვაქცინაცია).
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა მედიკამენტები, ეს ეხება რეცეპტის გარეშე გაცემულ მედიკამენტებსაც.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
ბენდუსტინმა შეიძლება გამოიწვიოს გენეტიკური დაზიანება და ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა თანდაყოლილი დეფექტების გამოწვევა. ორსულობის დროს ბენდუსტინი არ უნდა გამოიყენოთ, გარდა ექიმის მიერ განსაკუთრებული დანიშნულებისა. თუ მკურნალობას გადიხართ, მიმართეთ ექიმს ნაყოფზე შესაძლო გვერდითი მოვლენების განვცითარების ალბათობის გამო და განიხილეთ გენეტიკური ტესტირების შესაძლებლობა. რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია როგორც ბენდუსტინით მკურნალობის დაწყებამდე, ასევე მკურნალობის დროს. თუ ბენდუსტინით მკურნალობის დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და ჩაიტარეთ გენეტიკური ტესტი.
მამაკაცებმა თავი უნდა შეიკავონ ბავშვის გაჩენისგან ბენდუსტინით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. არსებობს რისკი, რომ ბენდუსტინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს სპერმის კონსერვაციის შესახებ.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
ბენდუსტინი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს. თუ ძუძუთი კვების დროს ბენდუსტინით მკურნალობა აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არსებობს კვლევები ბენდუსტინის ზემოქმედების შესახებ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ შეამჩნევთ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა თავბრუსხვევა ან კოორდინაციის დარღვევა, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბენდუსტინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ის არ შეიცავს რაიმე დამხმარე ნივთიერებას, რომელიც საჭიროებს გაფრთხილებას.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს ბენდუსტინში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში.
გვერდითი მოვლენების შეფასებულია გამოვლენის სიხშირის მიხედვით შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: აღენიშნება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტს
ხშირი: აღენიშნება 100 პაციენტიდან 1-დან 10-მდე.
არახშირი: აღენიშნება 1000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე.
იშვიათი: აღენიშნება 10,000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე.
ძალიან იშვიათი: აღენიშნება 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს.
უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია.
ქსოვილის ცვლილებები (ნეკროზი) ძალიან იშვიათად დაფიქსირდა სისხლძარღვის გარეთ შემთხვევითი გამოყენების შემდეგ (ექსტრავასკულარული). წვის შეგრძნება შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ საინფუზიო ნემსი სისხლძარღვის გარეთ იყო მოთავსებული. ასეთი გამოყენების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი და კანის დაზიანების შეხორცების შენელება.
ბენდუსტინის დოზის შემზღუდველი გვერდითი ეფექტია ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა, რომელიც, როგორც წესი, მკურნალობის შემდეგ ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის რისკის მომატება.
ძალიან ხშირი:
ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა (ლეიკოციტოპენია)
სისხლის წითელი პიგმენტის (ჰემოგლობინის) შემცირება
თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (თრომბოციტოპენია)
ინფექციები
გულისრევა
ღებინება
ლორწოვანი გარსის ანთება
სისხლში კრეატინინის დონის მომატება
სისხლში შარდოვანას დონის მომატება
ცხელება
დაღლილობა
ხშირი:
სისხლდენა (ჰემორაგია)
მეტაბოლური დარღვევები, რომლებიც გამოწვეულია კიბოს უჯრედების მომაკვდავი შიგთავსის სისხლში გამოყოფით
სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რამაც შეიძლება კანის ფერმკრთალება გამოიწვიოს და გამოიწვიოს სისუსტე ან ქოშინი (ანემია)
ნეიტროფილების გრანულოციტების (სისხლის უჯრედების ტიპი) რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია).
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ალერგიული კანის ანთება (დერმატიტი) და ჭინჭრის ციება (ურტიკარია)
ღვიძლის ფერმენტების AST/ALT დონის მომატება
ტუტე ფოსფატაზას ფერმენტების მომატება
ნაღვლის პიგმენტის დონის მომატება (ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის წითელი უჯრედების ნორმალური დაშლის დროს)
სისხლში კალიუმის დონის შემცირება
გულის ფუნქციის დარღვევა (უკმარისობა)
გულის რიტმის დარღვევა (არითმია)
დაბალი ან მაღალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია ან ჰიპერტენზია)
ფილტვების ფუნქციის დარღვევა
დიარეა
ყაბზობა
პირის ღრუს დაავადებები (სტომატიტი)
მადის დაკარგვა
თმის ცვენა
კანის ცვლილებები
მენსტრუაციის არარსებობა (ამენორეა)
ტკივილები
უძილობა
შემცივნება
სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია)
არახშირი:
სითხის დაგროვება პერიკარდიუმში (სითხის გაჟონვა პერიკარდიულ სივრცეში)
იშვიათად:
სისხლის ინფექცია (სეფსისი)
მძიმე ალერგიული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები)
ანაფილაქტოიდური რეაქციების მსგავსი სიმპტომები (ანაფილაქტოიდური რეაქციები)
ძილიანობა
ხმის დაკარგვა (აფონია)
მწვავე ცირკულაციური კოლაფსი (უეცარი ცირკულაციური კოლაფსი)
კანის გაწითლება (ერითემა)
კანის ანთება (დერმატიტი)
ქავილი
კანზე გამონაყარი (მაკულური ეგზანთემა)
ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი)
ძალიან იშვიათია:
ფილტვების პირველადი ატიპიური ანთება (პნევმონია)
სისხლის წითელი უჯრედების დაშლა
არტერიული წნევის სწრაფი ვარდნა, ზოგჯერ კანის რეაქციებით ან გამონაყარით (ანაფილაქსიური შოკი)
გემოს აღქმის დარღვევა
ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება (პარესთეზია)
კიდურების სისუსტე და ტკივილი (პერიფერიული ნეიროპათია)
ნერვული სისტემის დაავადება (ანტიქოლინერგული სინდრომი)
ნევროლოგიური დარღვევები
კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია)
ტვინის ანთება (ენცეფალიტი)
გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია)
გულის შეტევა, ტკივილი გულმკერდის არეში (მიოკარდიუმის ინფარქტი)
გულის უკმარისობა
ვენების ანთება (ფლებიტი)
ფილტვებში ქსოვილის წარმოქმნა (ფილტვების ფიბროზი)
სისხლიანი ანთება ყელში (ჰემორაგიული ეზოფაგიტი)
კუჭის ან ნაწლავების სისხლდენა
უშვილობა
მრავლობითი ორგანოს უკმარისობა
არსებობს ცნობები მეორადი სიმსივნეების (მიელოდისპლაზიური სინდრომი, მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ბრონქული კარცინომა) განვითარების შესახებ ბენდამუსტინით მკურნალობის შემდეგ. ბენდამუსტინთან ზუსტი კავშირი უცნობია.
რამდენიმე შემთხვევაში აღინიშნა კანის მძიმე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი). ბენდამუსტინთან კავშირი უცნობია.
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
შენახვის პირობები
ბენდუსტინი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საწყის შეფუთვაში.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ შეფუთვაში.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად
არ გამოიყენოთ ბენდუსტინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ბენდუსტინი, თუ შეამჩნევთ, რომ მედიკამენტი და/ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.
ბენდუსტინის შენახვა გახსნის ან განზავების შემდეგ
პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული გახსნისა და განზავებისთანავე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციის ბოლოს. ბენდუსტინი არ შეიცავს კონსერვანტებს. ამიტომ, ხსნარები არ უნდა იქნას გამოყენებული ამ დროის გასვლის შემდეგ.
განზავების შემდეგ, ბენდუსტინი უნდა ინახებოდეს ასეპტიკურ პირობებში.
გამოყენებული პროდუქტი არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.
ბენდუსტინთან მომზადების, მიღების, ინფუზიის ან სხვაგვარად შეხებაში მყოფი ყველა ნივთი წარმოადგენს სახიფათო ნარჩენს და უნდა მოთავსდეს შესაბამის უსაფრთხო კონტეინერში და განადგურდეს ციტოტოქსიური ნაერთების დამუშავების ადგილობრივი ინსტრუქციების შესაბამისად.
არ გადაყაროთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო
სამედიცინო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია
ბენდუსტინი 100 მგ ინტრავენური საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი
ვენაში შესაყვანი
სტერილური, ციტოტოქსიკური
აქტიური ნივთიერება: თითოეული ფლაკონი შეიცავს 100 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს. რეკომენდებული წესით გახსნისას მიიღება 2.5 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი თითო მლ-ზე.
დამხმარე ნივთიერება(ები): მანიტოლი.
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად, ნუ გადასცემთ მას გამოყენებისათვის სხვებს.
ამ მედიკამენტის მიღების პერიოდში უნდა აცნობოთ ექიმს ვიზიტისას ან კლინიკაში მიმართვისას, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზირება.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს ბენდუსტინი და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია ბენდუსტინის გამოყენებამდე
- ბენდუსტინის გამოყენების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ბენდუსტინის შენახვის პირობები
- რას წარმოადგენს ბენდუსტინი და რისთვის გამოიყენება
ბენდამუსტინი შეიცავს ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს აქტიური ნივთიერების სახით. ის მოცემულია თეთრი ლიოფილიზირებული ფხვნილის სახით 60 მლ ქარვისფერ შუშის ფლაკონებში.
ის ინიშნება ცალკე მონოთერაპიის სახით ან რიტუქსიმაბთან (B-უჯრედოვანი ლიმფომის სამკურნალო პრეპარატი) კომბინაციაში პაციენტებში, რომლებსაც დაუსვეს ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის (ნელა პროგრესირებადი კიბო) დიაგნოზი და არ აღენიშნებათ 17p დელეცია ან TP53 მუტაცია (გენეტიკური დაავადება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მკურნალობაზე რეაგირებაზე) და რომლებშიც თანმხლები დაავადებების გამო შეუძლებელია ფლუდარაბინზე (კიბოს სამკურნალო პრეპარატი) დაფუძნებული მკურნალობის ჩატარება.
ის გამოიყენება პრედნიზოლონთან (კორტიკოსტეროიდის სახეობა) კომბინაციაში 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მრავლობითი მიელომის (ძვლის ტვინის კიბოს სახეობა) შორსწასული სტადიის სამკურნალოდ, რომლებშიც შეუძლებელია აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია და რომლებსაც ნეიროპათიის გამო არ შეუძლიათ მიიღონ ბორტეზომიბით ან თალიდომიდით (ორი განსხვავებული კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ნერვების დაზიანება) თერაპია.
ის გამოიყენება დამოუკიდებლად ან რიტუქსიმაბთან კომბინაციაში ნელა მზარდი არაჰოჯკინის ლიმფომების სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც დაავადების პროგრესირება აღენიშნებათ რიტუქსიმაბით მკურნალობის დროს ან მკურნალობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში.
- ინფორმაცია ბენდუსტინის გამოყენებამდე
არ შეიძლება ბენდუსტინის გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) აქტიური ინგრედიენტის, ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის ან ბენდამუსტინის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ,
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს,
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა,
თუ გაქვთ კანის ან თვალის თეთრი გარსის სიყვითლე/ყვითელი შეფერილობა ღვიძლის ან სისხლის პრობლემების გამო,
თუ გაქვთ ძვლის ტვინის ფუნქციების სერიოზული გაუარესება და სისხლში ლეიკოციტებისა და თრომბოციტების (სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი უჯრედები) რაოდენობის მნიშვნელოვანი ცვლილებები (თუ ლეიკოციტების და/ან თრომბოციტების რაოდენობა შესაბამისად <3000/მიკროლ-ზე ან <75000/მიკროლ-ზე ნაკლებია),
თუ მკურნალობის დაწყებამდე 30 დღის განმავლობაში გაიკეთეთ სერიოზული ოპერაცია,
თუ გაქვთ ინფექცია, განსაკუთრებით თუ ამ ინფექციას თან ახლავს ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა (ლეიკოციტოპენია),
ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინებთან კომბინაციაში.
ბენდუსტინი გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:
ძვლის ტვინის მიერ სისხლის უჯრედების ჩანაცვლების შემცირებული უნარის შემთხვევაში. ბენდუსტინით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის ყოველი შემდგომი კურსის წინ და მკურნალობის კურსებს შორის ინტერვალებში უნდა შეამოწმოთ სისხლში ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობა.
ინფექციების შემთხვევაში. ინფექციის ნიშნების, მათ შორის ცხელების ან ფილტვის სიმპტომების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს.
ბენდუსტინით მკურნალობის დროს კანზე რეაქციების შემთხვევაში. კანის რეაქციები შეიძლება გამწვავდეს.
გულის არსებული დაავადების შემთხვევაში (მაგ. გულის შეტევა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულის რიტმის ძლიერი დარღვევა).
გვერდებში ნებისმიერი სახის ტკივილის, შარდში სისხლის არსებობის და შარდის რაოდენობის შემცირების შემთხვევაში. როდესაც თქვენი დაავადება ძალიან მძიმეა, შესაძლოა, თქვენმა ორგანიზმმა ვერ შეძლოს მომაკვდავი კიბოს უჯრედების ყველა ნარჩენი პროდუქტის გამოდევნა. ამას სიმსივნის ლიზისის სინდრომი ეწოდება და შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის და გულის პრობლემები ბენდუსტინის პირველი დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.
მძიმე ალერგიული ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შემთხვევაში. თერაპიის პირველი ციკლის შემდეგ ყურადღება უნდა მიაქციოთ ინფუზიურ რეაქციებს.
გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ღებინების საწინააღმდეგო (ანტიემეზური საშუალება) პრეპარატები.
მამრობითი სქესის პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ბენდუსტინით მკურნალობას და სურთ შვილის ყოლა, არ უნდა მოახდინონ განაყოფიერება მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვემდე პერიოდის განმავლობაში. მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართოთ ექიმს სპერმის კონსერვაციის შესახებ, რადგან არსებობს მუდმივი უშვილობის რისკი.
მკურნალობის დროს ქალი პაციენტები არ უნდა დაორსულდნენ.
თუ ინექცია შემთხვევით შეიყვანება სისხლძარღვის გარეთ არსებულ ქსოვილში (ექსტრავასკულარული ინექცია), ინექცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ხანმოკლე შეწოვის შემდეგ, ამოიღეთ შპრიცი. შემდეგ გააგრილეთ დაზიანებული ადგილი. ასწიეთ დაზიანებული ხელი მაღლა. კორტიკოსტეროიდებით დამატებითი მკურნალობის სარგებელი გაურკვეველია.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, მაშინაც კი, თუ ისინი აღინიშნებოდა წარსულშიც, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
ბენდუსტინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
პრეპარატის შეყვანის გზის გამო, საკვებთან ერთად მიღებისას არ ვლინდება არანაირი გართულება.
ორსულობა
ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
ბენდუსტინმა შეიძლება გამოიწვიოს გენეტიკური დაზიანება და ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა თანდაყოლილი დეფექტების გამოწვევა. ორსულობის დროს ბენდუსტინი არ უნდა გამოიყენოთ, გარდა ექიმის მიერ განსაკუთრებული დანიშნულებისა. თუ მკურნალობას გადიხართ, მიმართეთ ექიმს ნაყოფზე შესაძლო გვერდითი მოვლენების განვცითარების ალბათობის გამო და განიხილეთ გენეტიკური ტესტირების შესაძლებლობა. რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია როგორც ბენდუსტინით მკურნალობის დაწყებამდე, ასევე მკურნალობის დროს. თუ ბენდუსტინით მკურნალობის დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და ჩაიტარეთ გენეტიკური ტესტი.
მამაკაცებმა თავი უნდა შეიკავონ ბავშვის გაჩენისგან ბენდუსტინით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. არსებობს რისკი, რომ ბენდუსტინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს სპერმის კონსერვაციის შესახებ.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
ბენდუსტინი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს. თუ ძუძუთი კვების დროს ბენდუსტინით მკურნალობა აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ არსებობს კვლევები ბენდუსტინის ზემოქმედების შესახებ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ შეამჩნევთ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა თავბრუსხვევა ან კოორდინაციის დარღვევა, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბენდუსტინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ის არ შეიცავს რაიმე დამხმარე ნივთიერებას, რომელიც საჭიროებს გაფრთხილებას.
გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
თუ ბენდუსტინი გამოიყენება ძვლის ტვინში სისხლის წარმოქმნის დამთრგუნველ მედიკამენტებთან ერთად, ძვლის ტვინზე ზემოქმედება შეიძლება გაძლიერდეს.
თუ ბენდუსტინი გამოიყენება იმ მედიკამენტებთან ერთად, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ თქვენი იმუნური პასუხის ცვლილებები, ეს ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს.
ციტოსტატიკურმა მედიკამენტებმა შეიძლება შეამცირონ ცოცხალი ვირუსით ვაქცინაციის ეფექტურობა. გარდა ამისა, ციტოსტატიკური მედიკამენტები ზრდიან ინფექციის რისკს ცოცხალი ვაქცინებით ვაქცინაციის შემდეგ (მაგ. ვირუსული ვაქცინაცია).
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა მედიკამენტები, ეს ეხება რეცეპტის გარეშე გაცემულ მედიკამენტებსაც.
- ბენდუსტინის გამოყენების წესი
მითითებები სწორი გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
ბენდუსტინი მიიღება დამოუკიდებლად (მონოთერაპია) ან სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, დოზებით, რომლებიც გამოითვლება თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით (განისაზღვრება თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით).
მკურნალობა არ უნდა დაიწყოს, თუ თქვენი სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობა არის 3,000 უჯრედი/მიკროლიტრზე ნაკლები და/ან თქვენი სისხლის თრომბოციტების რაოდენობა არის 75,000 უჯრედი/მიკროლიტრზე ნაკლები.
თქვენი ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს ამ მაჩვენებლებს.
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (სისხლის კიბოს ერთ-ერთი სახეობა)
ბენდუსტინი პირველ ციკლში მიიღება 70 მგ დოზით სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე, ხოლო თუ ტოლერანტობა კარგად აიტანება შემდგომ ციკლებში, 90 მგ დოზით სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე, მაქსიმუმ 6 გამოყენების განმავლობაში.
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, რომელიც რეციდივს განიცდის ან მკურნალობაზე არ რეაგირებს
ბენდუსტინი პირველ ციკლში შეჰყავთ 70 მგ დოზით სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე, ხოლო შემდგომ ციკლებში - 90 მგ დოზით სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე.
არაჰოჯკინის ლიმფომის (ლიმფური კვანძების დაავადება) სამკურნალოდ, რომლის დროსაც დაავადება პროგრესირებს რიტუქსიმაბით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ: ბენდუსტინი მიიღება დოზით 90 მგ სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე 28 დღის განმავლობაში 1 და 2 დღეს.
მრავლობითი მიელომის მეორე ხაზის მკურნალობა
ბენდუსტინი გამოიყენება დამოუკიდებლად ან კომბინაციაში 1 და 2 დღეს ყოველ 4 კვირაში, მაქსიმალური დოზით 100 მგ სხეულის ზედაპირის კვადრატულ მეტრზე.
მკურნალობა წყდება, თუ ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობა შესაბამისად <3000/მიკროლ-მდე და <75,000/მიკროლ-მდე დაეცემა. თუ ლეიკოციტების რაოდენობა შეადგენს >4000/მიკროლს და თრომბოციტების რაოდენობა უდრის >100,000/მიკროლს, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ბენდუსტინი შეიყვანება ვენაში 30-60 წუთის განმავლობაში სხვადასხვა დოზით, როგორც ცალკე (მონოთერაპია), ასევე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
ბენდუსტინით მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიმსივნის მკურნალობაში გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ექიმი მოგცემთ ბენდუსტინის საჭირო დოზას და მიიღებს საჭირო ზომებს.
თქვენთვის დანიშნული საინფუზიო ხსნარის დოზა შეიყვანება კვალიფიცირებული ჯანდაცვის პერსონალის მიერ.
ბენდუსტინი უნდა გაიხსნას საინექციო წყალში და მომზადდეს შემდეგნაირად:
- კონცენტრირებული ხსნარი მზადდება:
- 40 მლ საინექციო წყალი დაუმატეთ 100 მგ ბენდუსტინს და გახსენით შერევით.
- საინფუზიო ხსნარის მომზადება:
- გამჭვირვალე ხსნარის მიღებისთანავე (ჩვეულებრივ 5-10 წუთში), ბენდუსტინის რეკომენდებული საერთო დოზა მიიღება 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით განზავებით დაახლოებით 500 მლ საბოლოო მოცულობამდე. ბენდუსტინი არ უნდა განზავდეს სხვა საინფუზიო ან საინექციო ხსნარებთან ან არ უნდა შეერიოს სხვა მედიკამენტებს.
გამოყენების ხანგრძლივობა
ბენდუსტინით მკურნალობისთვის არ არსებობს კონკრეტული ზოგადი ვადები. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებასა და მკურნალობაზე რეაგირებაზე.
თუ ბენდუსტინით მკურნალობასთან დაკავშირებით გაქვთ შეშფოთება ან კითხვები, დაუკავშირდით ექიმს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
ბენდუსტინის ბავშვებში გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
გამოყენება ხანდაზმულებში
არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს დოზის კორექციის აუცილებლობაზე ხანდაზმულ პაციენტებში.
გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში
ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის დისფუნქციის ხარისხის მიხედვით, შესაძლოა საჭირო გახდეს ბენდუსტინის დოზის შემცირება (ღვიძლის საშუალო დისფუნქციის შემთხვევაში დაახლოებით 30%-ით). ექიმი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა დოზის კორექტირება.
დაიცავით მითითებული რეკომენდაციები, თუკი ექიმი არ გირჩევთ სხვაგვარად.
არ დაგავიწყდეთ პრეპარატის დროულად მიღება.
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ ბენდუსტინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.
თუ მიიღეთ ბენდუსტინის საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ ბენდუსტინის რეკომენდებულზე მაღალი დოზები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ბენდუსტინის გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ ადგილი აქვს ბენდუსტინის დოზის გამოტოვებას, ექიმი, როგორც წესი, შეინარჩუნებს დოზირების ჩვეულ გრაფიკს.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ბენდუსტინით მკურნალობის შეწყვეტისას
თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, უნდა შეწყდეს თუ არა მკურნალობა, თუ უნდა შეიცვალოს სხვა მედიკამენტით.
ნებისმიერი სხვა კითხვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს ბენდუსტინში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში.
გვერდითი მოვლენების შეფასებულია გამოვლენის სიხშირის მიხედვით შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: აღენიშნება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტს
ხშირი: აღენიშნება 100 პაციენტიდან 1-დან 10-მდე.
არახშირი: აღენიშნება 1000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე.
იშვიათი: აღენიშნება 10,000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე.
ძალიან იშვიათი: აღენიშნება 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს.
უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია.
ქსოვილის ცვლილებები (ნეკროზი) ძალიან იშვიათად დაფიქსირდა სისხლძარღვის გარეთ შემთხვევითი გამოყენების შემდეგ (ექსტრავასკულარული). წვის შეგრძნება შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ საინფუზიო ნემსი სისხლძარღვის გარეთ იყო მოთავსებული. ასეთი გამოყენების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი და კანის დაზიანების შეხორცების შენელება.
ბენდუსტინის დოზის შემზღუდველი გვერდითი ეფექტია ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა, რომელიც, როგორც წესი, მკურნალობის შემდეგ ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის რისკის მომატება.
ძალიან ხშირი:
ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა (ლეიკოციტოპენია)
სისხლის წითელი პიგმენტის (ჰემოგლობინის) შემცირება
თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (თრომბოციტოპენია)
ინფექციები
გულისრევა
ღებინება
ლორწოვანი გარსის ანთება
სისხლში კრეატინინის დონის მომატება
სისხლში შარდოვანას დონის მომატება
ცხელება
დაღლილობა
ხშირი:
სისხლდენა (ჰემორაგია)
მეტაბოლური დარღვევები, რომლებიც გამოწვეულია კიბოს უჯრედების მომაკვდავი შიგთავსის სისხლში გამოყოფით
სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რამაც შეიძლება კანის ფერმკრთალება გამოიწვიოს და გამოიწვიოს სისუსტე ან ქოშინი (ანემია)
ნეიტროფილების გრანულოციტების (სისხლის უჯრედების ტიპი) რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია).
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ალერგიული კანის ანთება (დერმატიტი) და ჭინჭრის ციება (ურტიკარია)
ღვიძლის ფერმენტების AST/ALT დონის მომატება
ტუტე ფოსფატაზას ფერმენტების მომატება
ნაღვლის პიგმენტის დონის მომატება (ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის წითელი უჯრედების ნორმალური დაშლის დროს)
სისხლში კალიუმის დონის შემცირება
გულის ფუნქციის დარღვევა (უკმარისობა)
გულის რიტმის დარღვევა (არითმია)
დაბალი ან მაღალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია ან ჰიპერტენზია)
ფილტვების ფუნქციის დარღვევა
დიარეა
ყაბზობა
პირის ღრუს დაავადებები (სტომატიტი)
მადის დაკარგვა
თმის ცვენა
კანის ცვლილებები
მენსტრუაციის არარსებობა (ამენორეა)
ტკივილები
უძილობა
შემცივნება
სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია)
არახშირი:
სითხის დაგროვება პერიკარდიუმში (სითხის გაჟონვა პერიკარდიულ სივრცეში)
იშვიათად:
სისხლის ინფექცია (სეფსისი)
მძიმე ალერგიული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები)
ანაფილაქტოიდური რეაქციების მსგავსი სიმპტომები (ანაფილაქტოიდური რეაქციები)
ძილიანობა
ხმის დაკარგვა (აფონია)
მწვავე ცირკულაციური კოლაფსი (უეცარი ცირკულაციური კოლაფსი)
კანის გაწითლება (ერითემა)
კანის ანთება (დერმატიტი)
ქავილი
კანზე გამონაყარი (მაკულური ეგზანთემა)
ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი)
ძალიან იშვიათია:
ფილტვების პირველადი ატიპიური ანთება (პნევმონია)
სისხლის წითელი უჯრედების დაშლა
არტერიული წნევის სწრაფი ვარდნა, ზოგჯერ კანის რეაქციებით ან გამონაყარით (ანაფილაქსიური შოკი)
გემოს აღქმის დარღვევა
ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება (პარესთეზია)
კიდურების სისუსტე და ტკივილი (პერიფერიული ნეიროპათია)
ნერვული სისტემის დაავადება (ანტიქოლინერგული სინდრომი)
ნევროლოგიური დარღვევები
კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია)
ტვინის ანთება (ენცეფალიტი)
გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია)
გულის შეტევა, ტკივილი გულმკერდის არეში (მიოკარდიუმის ინფარქტი)
გულის უკმარისობა
ვენების ანთება (ფლებიტი)
ფილტვებში ქსოვილის წარმოქმნა (ფილტვების ფიბროზი)
სისხლიანი ანთება ყელში (ჰემორაგიული ეზოფაგიტი)
კუჭის ან ნაწლავების სისხლდენა
უშვილობა
მრავლობითი ორგანოს უკმარისობა
არსებობს ცნობები მეორადი სიმსივნეების (მიელოდისპლაზიური სინდრომი, მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ბრონქული კარცინომა) განვითარების შესახებ ბენდამუსტინით მკურნალობის შემდეგ. ბენდამუსტინთან ზუსტი კავშირი უცნობია.
რამდენიმე შემთხვევაში აღინიშნა კანის მძიმე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი). ბენდამუსტინთან კავშირი უცნობია.
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- ბენდუსტინის შენახვის წესი
ბენდუსტინი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საწყის შეფუთვაში.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ შეფუთვაში.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად
არ გამოიყენოთ ბენდუსტინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ბენდუსტინი, თუ შეამჩნევთ, რომ მედიკამენტი და/ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.
ბენდუსტინის შენახვა გახსნის ან განზავების შემდეგ
პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული გახსნისა და განზავებისთანავე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციის ბოლოს. ბენდუსტინი არ შეიცავს კონსერვანტებს. ამიტომ, ხსნარები არ უნდა იქნას გამოყენებული ამ დროის გასვლის შემდეგ.
განზავების შემდეგ, ბენდუსტინი უნდა ინახებოდეს ასეპტიკურ პირობებში.
გამოყენებული პროდუქტი არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.
ბენდუსტინთან მომზადების, მიღების, ინფუზიის ან სხვაგვარად შეხებაში მყოფი ყველა ნივთი წარმოადგენს სახიფათო ნარჩენს და უნდა მოთავსდეს შესაბამის უსაფრთხო კონტეინერში და განადგურდეს ციტოტოქსიური ნაერთების დამუშავების ადგილობრივი ინსტრუქციების შესაბამისად.
არ გადაყაროთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
დევა ჰოლდინგ ა.ს.
ქუჩუკჩეკმეჯე/სტამბოლი
ტელეფონი: 0212 692 92 92
ფაქსი: 0212 697 00 24
ელ. ფოსტა: [email protected]
წარმოების ადგილი:
დევა ჰოლდინგ ა.ს.
კაპაკლი/ტეკირდაღი
ამ ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია 13/12/2019.
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის პერსონალისთვის
ყველა ციტოტოქსიკური პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც აქვს გენომის დაზიანებისა და კიბოს გამომწვევი ეფექტების გამოწვევის პოტენციალი, ამიტომ ჯანდაცვის პერსონალს მოეთხოვება მკაცრი უსაფრთხოების ზომები გამოიყენება.
ბენდუსტინის მომზადებისას თავი უნდა აარიდოთ მის ინჰალაციას (შესუნთქვას), კანთან ან ლორწოვან გარსებთან კონტაქტს (აუცილებელია ხელთათმანების და დამცავი ტანსაცმლის ტარება). სხეულის რომელიმე ნაწილის კონტამინაციის შემთხვევაში, ის ზედმიწევნით უნდა ჩამოიბანოთ წყლითა და საპნით, ხოლო თვალები უნდა გამოიბანოთ 0.9%-იანი (იზოტონური) ფიზიოლოგიური ხსნარით. თუ შესაძლებელია, მუშაობა უნდა ტარდებოდეს სპეციალურ სამუშაო ადგილებში (ლამინარული გამწოვით) სითხის გაუმტარი, ერთჯერადი აბსორბანტი გადასაფარებლებით. ორსული პერსონალი უნდა მოერიდოს იყოს იმ ადგილას, სადაც მზადდება ციტოტოქსიური პრეპარატები.
ბენდუსტინი უნდა გაიხსნას საინექციო წყალში და მომზადდეს შემდეგნაირად:
- კონცენტრირებული ხსნარის მომზადება:
- 40 მლ საინექციო წყალი დაუმატეთ 100 მგ ბენდუსტინს და გახსენით შერევით.
- საინფუზიო ხსნარის მომზადება:
- გამჭვირვალე ხსნარის მიღებისთანავე (ჩვეულებრივ 5-10 წუთში), ბენდუსტინის რეკომენდებული საერთო დოზა მიიღება 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით განზავებით დაახლოებით 500 მლ საბოლოო მოცულობამდე. ბენდუსტინი არ უნდა განზავდეს სხვა საინფუზიო ან საინექციო ხსნარებთან ან არ უნდა შეერიოს სხვა მედიკამენტებს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


