ბენდამუსტინი აკორდი
Bendamustine Accord
ბენდამუსტინი აკორდი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ზიგოერთი სახის კიბოს სამკურნალოდ (ციტოტოქსიური პრეპრატი). ბენდამუსტინი აკორდი გამოიყენება როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა მედიამენტებთან კომბინაციაში, კიბოს შემდეგი ტიპების სამკურნალოდ: ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, როდესაც ფლუდარაბინის გამოყენება …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბენდამუსტინი (bendamustine)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ ფხვნილი 2,5მგ/მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად ფლაკონი №5
- მწარმოებელი
- Accord Healthcare Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, აზოტური იპრიტის ანალოგები
- ATC კოდი
- L01AA09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044131
- რეგისტრირებულია
- 13 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 13 ოქტომბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
ბენდამუსტინი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბენდამუსტინი აკორდი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ზიგოერთი სახის კიბოს სამკურნალოდ (ციტოტოქსიური პრეპრატი).
ბენდამუსტინი აკორდი გამოიყენება როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა მედიამენტებთან კომბინაციაში, კიბოს შემდეგი ტიპების სამკურნალოდ:
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, როდესაც ფლუდარაბინის გამოყენება უკუნაჩვენები ან შეუფერებელია;
არა-ჰოჯკინის ლიმფომა, როდესაც რიტუქსიმაბით ჩატარებული მკურნალობა უშედეგო ან არასათანადოდ შედეგიანია;
მრავლობითი მიელომა, როდესაც თალიდომიდის ან ბორტეზომიბის გამოყენება უკუნაჩვენები ან შეუფერებელია.
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტი დაცვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბენდამუსტინი აკორდის შეყვანა ხდება ვენაში 30-60 წუთის განმავლობაში, სხვადასხვა დოზებით, როგორც ცალკე (მონოთერაპია), ისე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
მკურნალობის დაწყება არ უნდა მოხდეს, თუ სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) და/ან თრომბოციტების რაოდენობა დაქვეითებულია განსაზღვრულ დონეზე ქვემოთ.
მკურნალი ექიმი ამ მაჩვენებლებს განსაზღვრავს რეგულარული ინტერვალებით.
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
პრეპარატი/ინსტრუქცია
მიღების დღეები
ბენდამუსტინი აკორდი 100 მგ სხეულის ზედაპირის ფართობის კვადრატულ მეტრზე (პაციენტის სიმაღლის და წონის მიხედვით)
1-ელ და მე-2 დღეს
ციკლის განმეორება 4 კვირის შემდეგ, 6-ჯერამდე
არა-ჰოჯკინის ლიმფომა
პრეპარატი/ინსტრუქცია
მიღების დღეები
ბენდამუსტინი აკორდი 120 მგ სხეულის ზედაპირის ფართობის კვადრატულ მეტრზე (პაციენტის სიმაღლის და წონის მიხედვით)
1-ელ და მე-2 დღეს
ციკლის განმეორება 3 კვირის შემდეგ, სულ მცირე 6-ჯერ
მრავლობითი მიელომა
პრეპარატი/ინსტრუქცია
მიღების დღეები
ბენდამუსტინი აკორდი 120 - 150 მგ სხეულის ზედაპირის ფართობის კვადრატულ მეტრზე (პაციენტის სიმაღლის და წონის მიხედვით)
1-ელ და მე-2 დღეს
პრედნიზონი 60 მგ სხეულის ზედაპირის ფართობის კვადრატულ მეტრზე (პაციენტის სიმაღლის და წონის მიხედვით), საინექციოდ ან პერორალურად
1-დან მე-4 დღის ჩათვლით
ციკლის განმეორება 4 კვირის შემდეგ, სულ მცირე 3-ჯერ
მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) და/ან თრომბოციტების მაჩვენებლები დაეცემა განსაზღვრულ დონეზე. მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების მაჩვენებლების მომატების შემდეგ.
ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ხარისხის მიხედვით, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია (ღვიძლის საშუალო ხარისხის დისფუნქციის შემთხვევაში 30%-ით შემცირება). თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში დოზის კორექცია საჭირო არ არის. დოზის კორექციის აუცილებლობას გადაწყვეტს მკურნალი ექიმი.
შეყვანის წესი
ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სიმსივნური დაავადებების მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმების მიერ. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ბენდამუსტინი აკორდის ზუსტ დოზას და მიიღებს საჭირო სიფრთხილის ზომებს.
მკურნალი ექიმი შეიყვანს საინფუზიო ხსნარს მომზადების შემდეგ, დანიშნულების მიხედვით. ხსნარის შეყვანა ხდება ვენაში, ხანმოკლე ინფუზიის სახით, 30-60 წუთის განმავლობაში.
გამოყენების ხანგრძლივობა
ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობასთან დაკავშირებით დროის ლიმიტი, ჩვეულებრივ, დადგენილი არ არის. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებაზე და მკურნალობაზე რეაგირებაზე.
თუ პაციენტი შეშფოთებულია ან აქვს დამატებითი კითხვები ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობის შესახებ, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ექთანს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, შენარჩუნდება კურსის ჩვეული გრაფიკი.
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში
მკურნალობის შეჩერების, შეცვლის ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმი.
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარამაცევტს.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში);
თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს; ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს თუ აღნიშნულ პერიოდში პრეპარატის გამოყენება წარმოადგენს აუცილებლობას (იხ. “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები” ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა”);
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაზიანება (ღვიძლის ფუნქციური უჯრედების დაზიანება);
თუ პაციენტს აღენიშნება სიყვითლე (კანის ან სკლერების მოყვითალო შეფერილობა), რომელიც განპირობებულია ღვიძლის ან სისხლის დაავადებით;
თუ პაციენტს აქვს ძვლის ტვინის მძიმე ხარისხის დისფუნქცია და სისხლში აღენიშნება ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ცვლილებები;
თუ მკურნალობის დაწყებამდე 30 დღის განმავლობაში პაციენტს ჩატარებული აქვს მნიშვნელოვანი ქირურგიული ოპერაცია;
თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია, განსაკუთრებით თუ აღნიშნული ინფეცქია ასოცირებულია ლეიკოციტოპენიასთან (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება);
თუ პაციენტს ჩატარებული აქვს ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო აცრა.
სიფრთხილის ზომები
ბენდამუსტინი აკორდის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:
თუ ძვლის ტვინს დაქვეითებული აქვს სისხლის უჯრედების ჩანაცვლების უნარი. სისხლის უჯრედების რაოდენობა უნდა შემოწმდეს ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობის დაწყებამდე, ყოველი ახალი კურსის ჩატარებამდე და კურსთა შორის ინტერვალებში;
ინფექციის არსებობისას. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება ან რესპირატორული ნიშნები;
კანისმიერი რეაქციების არსებობისას. ბენდამუსტინი აკორდმა შესაძლოა გაართულოს აღნიშნული რეაქციები;
მტკივნეული წითელი ან იისფერი წვრილწერტილობანი გამონაყრის და/ან წყლულოვანი დაზიანებების არსებობისას კანსა და ლორწოვან გარსებზე (მაგ. ტუჩების ან პირის ღრუს მიდამოში). განსაკუთრებით თუ პაციენტს ჰქონია ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები, სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ. ბრონქიტი) და/ან ცხელება;
თუ პაციენტს აქვს გულის დაავადება (მაგ. გულის შეტევა, სტენოკარდია, გულის დისრითმია);
თუ პაციენტს აღენიშნება ფერდის ტკივილი, სისხლიანი შარდი ან დაქვეითებული აქვს გამოყოფილი შარდის რაოდენობა. მძიმე დაავადების არსებობისას, ორგანიზმიდან შესაძლოა არასრულად გამოიყოს მკვდარი კიბოს უჯრედების ნარჩენი ნივთიერებები, რასაც სიმსივნის დაშლის სინდრომი ეწოდება. სიმსივნის დაშლის სინდრომმა შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების უკმარისობა და გულის პრობლემები, ბენდამუსტინია აკორდის პირველი შეყვანიდან 48 სთ-იანი ინტერვალის განმავლობაში. აღნიშნულის პრევენციის მიზნით, მკურნალი ექიმი უზრუნველყოფს პაციენტის ადექვატურ ჰიდრატაციას და გამოიყენებს დამატებით პრეპარატებს;
თუ პაციენტს აღენიშნება საშიში ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები. მკურნალობის საწყისი კურსის დროს ყურადღება უნდა მიექცეს ინფუზიასთან ასოცირებულ რეაქციებს.
მკურნალობის განმავლობაში ან მისი დასრულების შემდგომ, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, თუ თვითონ ან სხვა პირი შეამჩნევს შემდეგ სიმპტომებს: მეხსიერების დაკარგვა, აზროვნების დაძნელება, სიარულის გაძნელება ან მხედველობის დაქვეთება - აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს თავის ტვინის ძალიან იშვიათი, თუმცა საშიში ინფექციის ნიშნებს, რაც შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს (პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია ან PML);
ნებისმიერი ტიპის უჩვეულო, კანისმიერი ცვლილების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, რადგან, ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობისას იზრდება კანის ზოგიერთი ტიპის კიბოს (კანის არამელანომური კიბო) განვითარების რისკი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს რომ მიიღოს.
ძვლის ტვინის ფუნქცია შესაძლოა უფრო მეტად დაითრგუნოს, როდესაც ბენდამუსტინი აკორდის გამოყენება ხდება სხვა ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებსაც ასევე გააჩნიათ ძვლის ტვინის დამთრგუნველი ეფექტი.
იმუნური სისტემის მუშაობა შესაძლოა უფრო მეტად შეიცვალოს, როდესაც ბენდამუსტინი აკორდის გამოყენება ხდება სხვა ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც მოქმედებენ იმუნიტეტზე.
ციტოსტატიკურმა პრეპარატებმა შესაძლოა შეასუსტონ ცოცხალი ვაქცინის ეფექტურობა. გარდა ამისა, ციტოსტატიკური პრეპარატები ზრდიან ვაქცინაციის (ცოცხალი ვაქცინი) შემდგომი ინფექციის განვითარების (მაგ. ვირუსული ინფექციის) რისკს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პაციენტმა პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, აპირებს დაორსულებას ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.
ორსულობა
ბენდამუსტინი აკორდმა შესაძლოა გამოიწვიოს გენეტიკური დაზიანება და ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ იწვევს განვითარების დეფექტებს. ბენდამუსტინი აკორდი არ გამოიყენება ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარად აუცილებელია და დანიშნულია მკურნალი ექიმის მიერ. ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობის დროს პაციენტი არ უნდა დაორსულდეს, მათ შორის ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 6 თვის განმავლობაში. თუ მკურნალობა აუცილებელია, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ნაყოფის მიმართ შესაძლო რისკების შესახებ; რეკომენდებულია გენეტიკური კონსულტაცია.
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი როგორც ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობის დაწყებამდე, ასევე მისი მიმდინარეობისას. ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს და ჩატარდეს გენეტიკური კონსულტაცია.
ძუძუთი კვება
ბენდამუსტინი აკორდი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს. თუ ლაქტაციის პერიოდში ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობა აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
კონტრაცეპცია მამაკაცებსა და ქალებში
ქალი პაციენტები არ უნდა დაორსულდნენ ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 6 თვის განმავლობაში.
მამაკაცმა პაციენტებმა უნდა მიიღონ შესაბამისი სიფრთხილის ზომები, რათა თავიდან აიცილონ პარტნიორის დაორსულება ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 3 თვის განმავლობაში.
ფერტილობა
მამაკაც პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ბენდამუსტინი აკორდით, ეძლევათ რჩევა, თავი შეიკავონ შვილის ჩასახვისგან მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში. მკურნალობის დაწყებამდე, პერმანენტული უნაყოფობის შესაძლებლობის გამო, პაციენტებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია სპერმის შენახვის შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ბენდამუსტინი აკორდი ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა თავბრუსხვევა ან კოორდინაციის დარღვევა, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენებიდან ზოგიერთის დიაგნოსტირება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ ექიმის მიერ შესაბამისი ანალიზებით და შეფაებით. ძალიან იშვიათიად, ბენდამუსტინი აკორდით ექსტრავაზაციის (მდგომარეობა, როდესაც პრეპარატი სისხლძარღვის მაგივრად ხვდება ქსოვილში) დროს განვითარდა ქსოვილის ნეკროზი. ექსტრავაზაციის დროს შესაძლოა განვითარდეს წვის შეგრძნება. შესაძლოა განვითარდეს ტკივილი და კანის რთულად შეხორცებადი დაზიანება. ბენდამუსტინი აკორდის დოზის შემზუდველ გვერდით მოვლენას წარმოადგენს ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, რაც, ჩვეულებრივ გაივლის მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად. ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვამ შესაძლოა გაზარდოს ინფექციების, სისხლდენების ან ანემიის განვითარების რისკი.
ძალიან ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
სისხლის თეთრი უჯრედების (იმუნური უჯრედები) რაოდენობის დაქვეითება;
სისხლის წითელი პიგმენტის (ჰემოგლობინი - ცილა, რომელიც პასუხისმგებელია ჟანგბადის ტრანსპორტირებაზე) რაოდენობის დაქვეითება;
თრომბოციტების (პასუხისმგებელნი არიან სისხლის შედედებაზე) რაოდენობის დაქვეითება სისხლში;
ინფექციები;
გულისრევა;
ღებინება;
ლორწოვანი გარსების ანთება;
კრეატინინის (კუნთების დაშლის პროდუქტი) კონცენტრაციის მომატება სისხლში;
შარდოვანას (მეტაბოლიზმის პროდუქტი) კონცეტრაციის მომატება სისხლში;
ცხელება;
სისუსტე;
თავის ტკივილი.
ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
სისხლდენა;
კიბოს უჯრედების დაშლის პროდუქტების სისხლში დაგროვებით განპირობებული მეტაბოლური დარღვევა;
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, რასაც თან ახლავს კანის სიფერმკრთალე, საერთო სისუსტე ან ქოშინი (ანემია);
ნეიტროფილების (თამაშობენ მნიშვნელოვან როლს ინფექციებთან ბრძოლაში) რაოდენობის დაქვეითება სისხლში, რაც ზრდის ინფექციების განვითარების რისკს (ნეიტროპენია);
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ალერგიული დერმატიტი, ურტიკარია;
ასტ/ალტ-ს (ღვიძლის ფერმენტები) დონის მატება (შესაძლოა მიანიშნებდეს ღვიძლის ანთებაზე ან ღვიძლის უჯრედების დაზიანებაზე);
ტუტე-ფოსფატაზას (ფერმენტი, რომელიც უმეტესად წარმოიქმნება ღვიძლში და ძვლებში) დონის მატება;
სანაღვლე პიგმენტის (წარმოიქმნება სისხლის წითელი უჯრედების დაშლის შედეგად) რაოდენობის მომატება;
კალიუმის კონცენტრაციის დაქვეითება სისხლში (კალიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვულე უჯრედების და კუნთების, მათ შორის გულის კუნთის ფუნქციონირებაში);
კარდიალური დისფუნქცია;
გულის რითმის დარღვევები (არითმია);
არტერიული წნევის დაქვეითება ან არტერიული წნევის მომატება (ჰიპოტენზია ან ჰიპერტენზია);
ფილტვის დისფუნქცია;
ფაღარათი;
ყაბზობა;
სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება)
მადის დაქვეითება;
თმის ცვენა;
კანისმიერი ცვლილებები;
ამენორეა;
ტკივილი;
უძილობა;
შემცივნება;
გაუწყლოვნება;
თავბრუსხვევა;
ქავანა გამონაყარი კანზე (ურტიკარია).
ნაკლებად ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
სითხის დაგროვება გულის პერანგიში (სითხის გაჟონვა პერიკარდიუმის ღრუში)
სისხლის უჯრედების არაეფექტური წარმოქმნა ძვლის ტვინში (ღრუბლისებრი ნივთიერება ძვლების შიგნით, სადაც სისხლის უჯრედები წარმოიქმნება)
მწვავე ლეიკემია
გულის შეტევა, ტკივილი გულმკერდის არეში (მიოკარდიუმის ინფარქტი)
გულის უკმარისობა
იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
სისხლის ინფექცია (სეფსისი);
მძიმე ალეგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები);
ანაფილაქსიური რეაქციის მსგავსი რეაქციები (ანაფილაქტოიდური რეაქციები);
ძილიანობა;
ხმის დაკარგვა (აფონია);
მწვავე ცირკულატორული კოლაფსი (სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რაც უმეტესად გამოწვეულია გულის დისფუნქციით და იწვევს ჰიპოქსიას, უჯრედების მალნუტრიციას და ტოქსინების გამოყოფის შეფერხებას);
კანის სიწითლე (ერითემა);
კანის ანთება (დერმატიტი);
ქავილი (პრურიტუსი);
გამონაყარი კანზე (მაკულური ეკზანთემა);
ჭარბოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი);
ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითება, რამაც შესაძლოა განაპირობოს ჰემატოლოგიური პარამეტრების ცვლილება და გამოვლინდეს თვითშეგრძნების გაუარესებით.
ძალიან იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
ფილტვების პირველადი ატიპური ანთება (პნევმონია)
სისხლის წითელი უჯრედების დაშლა
არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითება, ზოგჯერ კანისმიერი რეაქციებით ან გამონაყრით (ანაფილაქსიური შოკი)
გემოვნების შეგრძნების დარღვევა
მგრძნობელობის ცვლილება (პარესთეზია)
საერთო სისუსტე და ტკივილი კიდურებში (პერიფერიული ნეიროპათია)
მძიმე მდგომარეობა, გამოწვეული ნერვულ სისტემაში სპეციფიკური რეცეპტორების ბლოკადით
ნერვული სისტემის აშლილობები
კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია)
თავის ტვინის ანთება (ენცეფალიტი)
გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია)
ვენების ანთება (ფლებიტი)
ქსოვილის ფორმირება ფილტვებში (ფილტვების ფიბროზი)
საყლაპავის ჰემორაგიული ანთება (ჰემორაგიული ეზოფაგიტი)
სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან
უნაყოფობა
პოლიორგანული უკმარისობა
უცნობი სიხშირის (დაზუსტება შეუძლებელია არსებული ცნობების მიხედვით):
თირკმლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობა
არარეგულარული და ხშირად აჩქარებული გულისცემა (წინაგულთა ფიბრილაცია)
მტკივნეული წითელი ან იისფერი გამონაყარი, რომელიც ვრცელდება და წარმოქმნის ბუშტუკებს და/ან სხვა დაზიანებები ლორწოვან გარსებზე (მაგ. პირის ღრუსა და ტუჩებზე), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ადრე აღენიშნებოდა სინათლის მიმართ მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემის ინფექციები (მაგ. ბრონქიტი) და/ან ცხელება
წამლისმიერი გამონაყარი რიტუქსიმაბთან კომბინირებული თერაპიის დროს
პნევმონიტი
სისხლდენა ფილტვებიდან
ჭარბი შარდვა, მათ შორის ღამით, და ძლიერი წყურვილი სითხის მიღების შემდეგაც კი (ნეფროგენული უშაქრო დიაბეტი)
არსებობს ცნობები ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობის შემდგომ განვითარებული სიმსივნეების (მიელოდისპლაზიური სინდრომი, მმლ, ბრონქიალური კარცინობა) ერთეული შემთხვევების შესახებ, თუმცა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადასტურებული არ არის.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას შემდეგი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში (უცნობი სიხშირე):
კანის მძიმე გამონაყარი, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ისინი შესაძლოა გამოვლინდეს მოწითალო სამიზნის მსგავსი ლაქების ან წრიული უბნების სახით, რომლებსაც ხშირად თან ახლავს ცენტრალური ბუშტუკები ტანზე, კანის აქერცვლა, წყლულები პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოებისა და თვალების არეში და შესაძლოა წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები.
გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, გადიდებული ლიმფური კვანძები და სხვა ორგანოების დაზიანება (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც DRESS სინდრომი ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გართულდა, ან თუ შეინიშნება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შესაძლებელია პირდაპირ შემდეგი სააგენტოსთვის:
Departament Monitorowania Niepożądanych Działań Produktów Leczniczych Urzędu Rejestracji Produktów Leczniczych, Wyrobów Medycznych i Produktów Biobójczych
Al. Jerozolimskie 181C
PL-02 222 ვარშავა, პოლონეთი
Tel.: + 48 22 49 21 301
Fax: + 48 22 49 21 309
ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, პაციენტს შეუძლია ხელი შეუწყოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.
შემადგენლობა
ბენდამუსტინი აკორდის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი.
ერთი ფლაკონი შეიცავს 25 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით).
ერთი ფლაკონი შეიცავს 100 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით).
განზავების შემდეგ, კონცენტრატის 1 მლ შეიცავს 2.5 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით).
დამხმარე ნივთიერებაა მანიტოლი.
ბენდამუსტინი აკორდის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
ქარვისფერი მინის ფლაკონები ბრომობუტილის კაუჩუკის საცობით და ალუმინის ამოსახსნელი სახურავით.
ბენდამუსტინი აკორდი ხელმისაწვდომია შეფუთვებში, რომლებიც შეიცავს 5, 10 და 20 ფლაკონს 25 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით და 1 და 5 ფლაკონს 100 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით.
შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ხელმისაწვდომი.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფსა და ფლაკონზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს. შიგმავსის სინათლისგან დასაცავად, კონტეინერი უნდა შეინახოს გარეთა კოლოფში.
შენიშვნა ვარგისიანობის ვადის შესახებ ხსნარის გახსნის ან მომზადების შემდეგ
ამ ინსტრუქციის ბოლოს მოცემული წესის შესაბამისად მომზადებული საინფუზიო ხსნარი პოლიეთილენის პარკებში სტაბილურობას ინარჩუნებს 3.5 საათის განმავლობაში 25ºC ტემპერატურაზე, ხოლო 2 დღის განმავლობაში — 2ºC-დან 8ºC-მდე ტემპერატურაზე.
პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტებს, ამიტომ მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ მისი დაუყოვნებლივ გამოყენება არ ხდება, გამოყენებამდე შენახვის ვადა და პირობები, ისევე როგორც ასეპტიკური პირობების დაცვა, წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ბენდამუსტინი აკორდი, 2.5 მგ/მლ, ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი
მედიკამენტის დასახელებაა `ბენდამუსტინი აკორდი, 2.5 მგ/მლ, ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად~, მაგრამ ინსტრუქციის დანარჩენ ნაწილში ის მოხსენიებული იქნება როგორც `ბენდამუსტინი აკორდი~.
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
ამ პრეპარატის გამოწერა ხდება მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები ერთნაირია.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ბენდამუსტინი აკორდი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბენდამუსტინი აკორდის გამოყენებამდე
ბენდამუსტინი აკორდის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ბენდამუსტინი აკორდის შენახვის წესი
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს ბენდამუსტინი აკორდი და მისი გამოყენება
ბენდამუსტინი აკორდი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ზიგოერთი სახის კიბოს სამკურნალოდ (ციტოტოქსიური პრეპრატი).
ბენდამუსტინი აკორდი გამოიყენება როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა მედიამენტებთან კომბინაციაში, კიბოს შემდეგი ტიპების სამკურნალოდ:
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, როდესაც ფლუდარაბინის გამოყენება უკუნაჩვენები ან შეუფერებელია;
არა-ჰოჯკინის ლიმფომა, როდესაც რიტუქსიმაბით ჩატარებული მკურნალობა უშედეგო ან არასათანადოდ შედეგიანია;
მრავლობითი მიელომა, როდესაც თალიდომიდის ან ბორტეზომიბის გამოყენება უკუნაჩვენები ან შეუფერებელია.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბენდამუსტინი აკორდის გამოყენებამდე
ბენდამუსტინი აკორდი არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში);
თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს; ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს თუ აღნიშნულ პერიოდში პრეპარატის გამოყენება წარმოადგენს აუცილებლობას (იხ. “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები” ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა”);
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაზიანება (ღვიძლის ფუნქციური უჯრედების დაზიანება);
თუ პაციენტს აღენიშნება სიყვითლე (კანის ან სკლერების მოყვითალო შეფერილობა), რომელიც განპირობებულია ღვიძლის ან სისხლის დაავადებით;
თუ პაციენტს აქვს ძვლის ტვინის მძიმე ხარისხის დისფუნქცია და სისხლში აღენიშნება ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ცვლილებები;
თუ მკურნალობის დაწყებამდე 30 დღის განმავლობაში პაციენტს ჩატარებული აქვს მნიშვნელოვანი ქირურგიული ოპერაცია;
თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია, განსაკუთრებით თუ აღნიშნული ინფეცქია ასოცირებულია ლეიკოციტოპენიასთან (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება);
თუ პაციენტს ჩატარებული აქვს ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო აცრა.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ბენდამუსტინი აკორდის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:
თუ ძვლის ტვინს დაქვეითებული აქვს სისხლის უჯრედების ჩანაცვლების უნარი. სისხლის უჯრედების რაოდენობა უნდა შემოწმდეს ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობის დაწყებამდე, ყოველი ახალი კურსის ჩატარებამდე და კურსთა შორის ინტერვალებში;
ინფექციის არსებობისას. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება ან რესპირატორული ნიშნები;
კანისმიერი რეაქციების არსებობისას. ბენდამუსტინი აკორდმა შესაძლოა გაართულოს აღნიშნული რეაქციები;
მტკივნეული წითელი ან იისფერი წვრილწერტილობანი გამონაყრის და/ან წყლულოვანი დაზიანებების არსებობისას კანსა და ლორწოვან გარსებზე (მაგ. ტუჩების ან პირის ღრუს მიდამოში). განსაკუთრებით თუ პაციენტს ჰქონია ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები, სასუნთქი გზების ინფექციები (მაგ. ბრონქიტი) და/ან ცხელება;
თუ პაციენტს აქვს გულის დაავადება (მაგ. გულის შეტევა, სტენოკარდია, გულის დისრითმია);
თუ პაციენტს აღენიშნება ფერდის ტკივილი, სისხლიანი შარდი ან დაქვეითებული აქვს გამოყოფილი შარდის რაოდენობა. მძიმე დაავადების არსებობისას, ორგანიზმიდან შესაძლოა არასრულად გამოიყოს მკვდარი კიბოს უჯრედების ნარჩენი ნივთიერებები, რასაც სიმსივნის დაშლის სინდრომი ეწოდება. სიმსივნის დაშლის სინდრომმა შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების უკმარისობა და გულის პრობლემები, ბენდამუსტინია აკორდის პირველი შეყვანიდან 48 სთ-იანი ინტერვალის განმავლობაში. აღნიშნულის პრევენციის მიზნით, მკურნალი ექიმი უზრუნველყოფს პაციენტის ადექვატურ ჰიდრატაციას და გამოიყენებს დამატებით პრეპარატებს;
თუ პაციენტს აღენიშნება საშიში ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები. მკურნალობის საწყისი კურსის დროს ყურადღება უნდა მიექცეს ინფუზიასთან ასოცირებულ რეაქციებს.
მკურნალობის განმავლობაში ან მისი დასრულების შემდგომ, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, თუ თვითონ ან სხვა პირი შეამჩნევს შემდეგ სიმპტომებს: მეხსიერების დაკარგვა, აზროვნების დაძნელება, სიარულის გაძნელება ან მხედველობის დაქვეთება - აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს თავის ტვინის ძალიან იშვიათი, თუმცა საშიში ინფექციის ნიშნებს, რაც შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს (პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია ან PML);
ნებისმიერი ტიპის უჩვეულო, კანისმიერი ცვლილების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, რადგან, ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობისას იზრდება კანის ზოგიერთი ტიპის კიბოს (კანის არამელანომური კიბო) განვითარების რისკი.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს რომ მიიღოს.
ძვლის ტვინის ფუნქცია შესაძლოა უფრო მეტად დაითრგუნოს, როდესაც ბენდამუსტინი აკორდის გამოყენება ხდება სხვა ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებსაც ასევე გააჩნიათ ძვლის ტვინის დამთრგუნველი ეფექტი.
იმუნური სისტემის მუშაობა შესაძლოა უფრო მეტად შეიცვალოს, როდესაც ბენდამუსტინი აკორდის გამოყენება ხდება სხვა ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც მოქმედებენ იმუნიტეტზე.
ციტოსტატიკურმა პრეპარატებმა შესაძლოა შეასუსტონ ცოცხალი ვაქცინის ეფექტურობა. გარდა ამისა, ციტოსტატიკური პრეპარატები ზრდიან ვაქცინაციის (ცოცხალი ვაქცინი) შემდგომი ინფექციის განვითარების (მაგ. ვირუსული ინფექციის) რისკს.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
პაციენტმა პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, აპირებს დაორსულებას ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.
ორსულობა
ბენდამუსტინი აკორდმა შესაძლოა გამოიწვიოს გენეტიკური დაზიანება და ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ იწვევს განვითარების დეფექტებს. ბენდამუსტინი აკორდი არ გამოიყენება ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარად აუცილებელია და დანიშნულია მკურნალი ექიმის მიერ. ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობის დროს პაციენტი არ უნდა დაორსულდეს, მათ შორის ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 6 თვის განმავლობაში. თუ მკურნალობა აუცილებელია, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ნაყოფის მიმართ შესაძლო რისკების შესახებ; რეკომენდებულია გენეტიკური კონსულტაცია.
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი როგორც ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობის დაწყებამდე, ასევე მისი მიმდინარეობისას. ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს და ჩატარდეს გენეტიკური კონსულტაცია.
ძუძუთი კვება
ბენდამუსტინი აკორდი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს. თუ ლაქტაციის პერიოდში ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობა აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
კონტრაცეპცია მამაკაცებსა და ქალებში
ქალი პაციენტები არ უნდა დაორსულდნენ ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 6 თვის განმავლობაში.
მამაკაცმა პაციენტებმა უნდა მიიღონ შესაბამისი სიფრთხილის ზომები, რათა თავიდან აიცილონ პარტნიორის დაორსულება ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 3 თვის განმავლობაში.
ფერტილობა
მამაკაც პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ბენდამუსტინი აკორდით, ეძლევათ რჩევა, თავი შეიკავონ შვილის ჩასახვისგან მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში. მკურნალობის დაწყებამდე, პერმანენტული უნაყოფობის შესაძლებლობის გამო, პაციენტებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია სპერმის შენახვის შესახებ.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
ბენდამუსტინი აკორდი ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა თავბრუსხვევა ან კოორდინაციის დარღვევა, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები.
- ბენდამუსტინი აკორდის გამოყენების წესი
ეს პრეპარატი ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტი დაცვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბენდამუსტინი აკორდის შეყვანა ხდება ვენაში 30-60 წუთის განმავლობაში, სხვადასხვა დოზებით, როგორც ცალკე (მონოთერაპია), ისე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
მკურნალობის დაწყება არ უნდა მოხდეს, თუ სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) და/ან თრომბოციტების რაოდენობა დაქვეითებულია განსაზღვრულ დონეზე ქვემოთ.
მკურნალი ექიმი ამ მაჩვენებლებს განსაზღვრავს რეგულარული ინტერვალებით.
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
პრეპარატი/ინსტრუქცია
მიღების დღეები
ბენდამუსტინი აკორდი 100 მგ სხეულის ზედაპირის ფართობის კვადრატულ მეტრზე (პაციენტის სიმაღლის და წონის მიხედვით)
1-ელ და მე-2 დღეს
ციკლის განმეორება 4 კვირის შემდეგ, 6-ჯერამდე
არა-ჰოჯკინის ლიმფომა
პრეპარატი/ინსტრუქცია
მიღების დღეები
ბენდამუსტინი აკორდი 120 მგ სხეულის ზედაპირის ფართობის კვადრატულ მეტრზე (პაციენტის სიმაღლის და წონის მიხედვით)
1-ელ და მე-2 დღეს
ციკლის განმეორება 3 კვირის შემდეგ, სულ მცირე 6-ჯერ
მრავლობითი მიელომა
პრეპარატი/ინსტრუქცია
მიღების დღეები
ბენდამუსტინი აკორდი 120 - 150 მგ სხეულის ზედაპირის ფართობის კვადრატულ მეტრზე (პაციენტის სიმაღლის და წონის მიხედვით)
1-ელ და მე-2 დღეს
პრედნიზონი 60 მგ სხეულის ზედაპირის ფართობის კვადრატულ მეტრზე (პაციენტის სიმაღლის და წონის მიხედვით), საინექციოდ ან პერორალურად
1-დან მე-4 დღის ჩათვლით
ციკლის განმეორება 4 კვირის შემდეგ, სულ მცირე 3-ჯერ
მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) და/ან თრომბოციტების მაჩვენებლები დაეცემა განსაზღვრულ დონეზე. მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების მაჩვენებლების მომატების შემდეგ.
ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ხარისხის მიხედვით, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია (ღვიძლის საშუალო ხარისხის დისფუნქციის შემთხვევაში 30%-ით შემცირება). თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში დოზის კორექცია საჭირო არ არის. დოზის კორექციის აუცილებლობას გადაწყვეტს მკურნალი ექიმი.
შეყვანის წესი
ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სიმსივნური დაავადებების მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმების მიერ. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ბენდამუსტინი აკორდის ზუსტ დოზას და მიიღებს საჭირო სიფრთხილის ზომებს.
მკურნალი ექიმი შეიყვანს საინფუზიო ხსნარს მომზადების შემდეგ, დანიშნულების მიხედვით. ხსნარის შეყვანა ხდება ვენაში, ხანმოკლე ინფუზიის სახით, 30-60 წუთის განმავლობაში.
გამოყენების ხანგრძლივობა
ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობასთან დაკავშირებით დროის ლიმიტი, ჩვეულებრივ, დადგენილი არ არის. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებაზე და მკურნალობაზე რეაგირებაზე.
თუ პაციენტი შეშფოთებულია ან აქვს დამატებითი კითხვები ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობის შესახებ, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ექთანს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, შენარჩუნდება კურსის ჩვეული გრაფიკი.
მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში
მკურნალობის შეჩერების, შეცვლის ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმი.
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარამაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენებიდან ზოგიერთის დიაგნოსტირება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ ექიმის მიერ შესაბამისი ანალიზებით და შეფაებით. ძალიან იშვიათიად, ბენდამუსტინი აკორდით ექსტრავაზაციის (მდგომარეობა, როდესაც პრეპარატი სისხლძარღვის მაგივრად ხვდება ქსოვილში) დროს განვითარდა ქსოვილის ნეკროზი. ექსტრავაზაციის დროს შესაძლოა განვითარდეს წვის შეგრძნება. შესაძლოა განვითარდეს ტკივილი და კანის რთულად შეხორცებადი დაზიანება. ბენდამუსტინი აკორდის დოზის შემზუდველ გვერდით მოვლენას წარმოადგენს ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, რაც, ჩვეულებრივ გაივლის მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად. ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვამ შესაძლოა გაზარდოს ინფექციების, სისხლდენების ან ანემიის განვითარების რისკი.
ძალიან ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):
სისხლის თეთრი უჯრედების (იმუნური უჯრედები) რაოდენობის დაქვეითება;
სისხლის წითელი პიგმენტის (ჰემოგლობინი - ცილა, რომელიც პასუხისმგებელია ჟანგბადის ტრანსპორტირებაზე) რაოდენობის დაქვეითება;
თრომბოციტების (პასუხისმგებელნი არიან სისხლის შედედებაზე) რაოდენობის დაქვეითება სისხლში;
ინფექციები;
გულისრევა;
ღებინება;
ლორწოვანი გარსების ანთება;
კრეატინინის (კუნთების დაშლის პროდუქტი) კონცენტრაციის მომატება სისხლში;
შარდოვანას (მეტაბოლიზმის პროდუქტი) კონცეტრაციის მომატება სისხლში;
ცხელება;
სისუსტე;
თავის ტკივილი.
ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
სისხლდენა;
კიბოს უჯრედების დაშლის პროდუქტების სისხლში დაგროვებით განპირობებული მეტაბოლური დარღვევა;
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, რასაც თან ახლავს კანის სიფერმკრთალე, საერთო სისუსტე ან ქოშინი (ანემია);
ნეიტროფილების (თამაშობენ მნიშვნელოვან როლს ინფექციებთან ბრძოლაში) რაოდენობის დაქვეითება სისხლში, რაც ზრდის ინფექციების განვითარების რისკს (ნეიტროპენია);
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ალერგიული დერმატიტი, ურტიკარია;
ასტ/ალტ-ს (ღვიძლის ფერმენტები) დონის მატება (შესაძლოა მიანიშნებდეს ღვიძლის ანთებაზე ან ღვიძლის უჯრედების დაზიანებაზე);
ტუტე-ფოსფატაზას (ფერმენტი, რომელიც უმეტესად წარმოიქმნება ღვიძლში და ძვლებში) დონის მატება;
სანაღვლე პიგმენტის (წარმოიქმნება სისხლის წითელი უჯრედების დაშლის შედეგად) რაოდენობის მომატება;
კალიუმის კონცენტრაციის დაქვეითება სისხლში (კალიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვულე უჯრედების და კუნთების, მათ შორის გულის კუნთის ფუნქციონირებაში);
კარდიალური დისფუნქცია;
გულის რითმის დარღვევები (არითმია);
არტერიული წნევის დაქვეითება ან არტერიული წნევის მომატება (ჰიპოტენზია ან ჰიპერტენზია);
ფილტვის დისფუნქცია;
ფაღარათი;
ყაბზობა;
სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება)
მადის დაქვეითება;
თმის ცვენა;
კანისმიერი ცვლილებები;
ამენორეა;
ტკივილი;
უძილობა;
შემცივნება;
გაუწყლოვნება;
თავბრუსხვევა;
ქავანა გამონაყარი კანზე (ურტიკარია).
ნაკლებად ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
სითხის დაგროვება გულის პერანგიში (სითხის გაჟონვა პერიკარდიუმის ღრუში)
სისხლის უჯრედების არაეფექტური წარმოქმნა ძვლის ტვინში (ღრუბლისებრი ნივთიერება ძვლების შიგნით, სადაც სისხლის უჯრედები წარმოიქმნება)
მწვავე ლეიკემია
გულის შეტევა, ტკივილი გულმკერდის არეში (მიოკარდიუმის ინფარქტი)
გულის უკმარისობა
იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
სისხლის ინფექცია (სეფსისი);
მძიმე ალეგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები);
ანაფილაქსიური რეაქციის მსგავსი რეაქციები (ანაფილაქტოიდური რეაქციები);
ძილიანობა;
ხმის დაკარგვა (აფონია);
მწვავე ცირკულატორული კოლაფსი (სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რაც უმეტესად გამოწვეულია გულის დისფუნქციით და იწვევს ჰიპოქსიას, უჯრედების მალნუტრიციას და ტოქსინების გამოყოფის შეფერხებას);
კანის სიწითლე (ერითემა);
კანის ანთება (დერმატიტი);
ქავილი (პრურიტუსი);
გამონაყარი კანზე (მაკულური ეკზანთემა);
ჭარბოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი);
ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითება, რამაც შესაძლოა განაპირობოს ჰემატოლოგიური პარამეტრების ცვლილება და გამოვლინდეს თვითშეგრძნების გაუარესებით.
ძალიან იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში):
ფილტვების პირველადი ატიპური ანთება (პნევმონია)
სისხლის წითელი უჯრედების დაშლა
არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითება, ზოგჯერ კანისმიერი რეაქციებით ან გამონაყრით (ანაფილაქსიური შოკი)
გემოვნების შეგრძნების დარღვევა
მგრძნობელობის ცვლილება (პარესთეზია)
საერთო სისუსტე და ტკივილი კიდურებში (პერიფერიული ნეიროპათია)
მძიმე მდგომარეობა, გამოწვეული ნერვულ სისტემაში სპეციფიკური რეცეპტორების ბლოკადით
ნერვული სისტემის აშლილობები
კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია)
თავის ტვინის ანთება (ენცეფალიტი)
გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია)
ვენების ანთება (ფლებიტი)
ქსოვილის ფორმირება ფილტვებში (ფილტვების ფიბროზი)
საყლაპავის ჰემორაგიული ანთება (ჰემორაგიული ეზოფაგიტი)
სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან
უნაყოფობა
პოლიორგანული უკმარისობა
უცნობი სიხშირის (დაზუსტება შეუძლებელია არსებული ცნობების მიხედვით):
თირკმლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობა
არარეგულარული და ხშირად აჩქარებული გულისცემა (წინაგულთა ფიბრილაცია)
მტკივნეული წითელი ან იისფერი გამონაყარი, რომელიც ვრცელდება და წარმოქმნის ბუშტუკებს და/ან სხვა დაზიანებები ლორწოვან გარსებზე (მაგ. პირის ღრუსა და ტუჩებზე), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ადრე აღენიშნებოდა სინათლის მიმართ მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემის ინფექციები (მაგ. ბრონქიტი) და/ან ცხელება
წამლისმიერი გამონაყარი რიტუქსიმაბთან კომბინირებული თერაპიის დროს
პნევმონიტი
სისხლდენა ფილტვებიდან
ჭარბი შარდვა, მათ შორის ღამით, და ძლიერი წყურვილი სითხის მიღების შემდეგაც კი (ნეფროგენული უშაქრო დიაბეტი)
არსებობს ცნობები ბენდამუსტინი აკორდით მკურნალობის შემდგომ განვითარებული სიმსივნეების (მიელოდისპლაზიური სინდრომი, მმლ, ბრონქიალური კარცინობა) ერთეული შემთხვევების შესახებ, თუმცა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადასტურებული არ არის.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას შემდეგი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში (უცნობი სიხშირე):
კანის მძიმე გამონაყარი, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ისინი შესაძლოა გამოვლინდეს მოწითალო სამიზნის მსგავსი ლაქების ან წრიული უბნების სახით, რომლებსაც ხშირად თან ახლავს ცენტრალური ბუშტუკები ტანზე, კანის აქერცვლა, წყლულები პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოებისა და თვალების არეში და შესაძლოა წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები.
გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, გადიდებული ლიმფური კვანძები და სხვა ორგანოების დაზიანება (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც DRESS სინდრომი ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გართულდა, ან თუ შეინიშნება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შესაძლებელია პირდაპირ შემდეგი სააგენტოსთვის:
Departament Monitorowania Niepożądanych Działań Produktów Leczniczych Urzędu Rejestracji Produktów Leczniczych, Wyrobów Medycznych i Produktów Biobójczych
Al. Jerozolimskie 181C
PL-02 222 ვარშავა, პოლონეთი
Tel.: + 48 22 49 21 301
Fax: + 48 22 49 21 309
ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, პაციენტს შეუძლია ხელი შეუწყოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.
- ბენდამუსტინი აკორდის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფსა და ფლაკონზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს. შიგმავსის სინათლისგან დასაცავად, კონტეინერი უნდა შეინახოს გარეთა კოლოფში.
შენიშვნა ვარგისიანობის ვადის შესახებ ხსნარის გახსნის ან მომზადების შემდეგ
ამ ინსტრუქციის ბოლოს მოცემული წესის შესაბამისად მომზადებული საინფუზიო ხსნარი პოლიეთილენის პარკებში სტაბილურობას ინარჩუნებს 3.5 საათის განმავლობაში 25ºC ტემპერატურაზე, ხოლო 2 დღის განმავლობაში — 2ºC-დან 8ºC-მდე ტემპერატურაზე.
პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტებს, ამიტომ მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ მისი დაუყოვნებლივ გამოყენება არ ხდება, გამოყენებამდე შენახვის ვადა და პირობები, ისევე როგორც ასეპტიკური პირობების დაცვა, წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
ბენდამუსტინი აკორდის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი.
ერთი ფლაკონი შეიცავს 25 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით).
ერთი ფლაკონი შეიცავს 100 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით).
განზავების შემდეგ, კონცენტრატის 1 მლ შეიცავს 2.5 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით).
დამხმარე ნივთიერებაა მანიტოლი.
ბენდამუსტინი აკორდის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
ქარვისფერი მინის ფლაკონები ბრომობუტილის კაუჩუკის საცობით და ალუმინის ამოსახსნელი სახურავით.
ბენდამუსტინი აკორდი ხელმისაწვდომია შეფუთვებში, რომლებიც შეიცავს 5, 10 და 20 ფლაკონს 25 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით და 1 და 5 ფლაკონს 100 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით.
შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ხელმისაწვდომი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,
ul. Taśmowa 7, 02-677, Warszawa, Poland Tel: + 48 22 577 28 00
აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო
ტასმოვას ქ. 02-677, ვარშავა, პოლონეთი ტელ: + 48 22 577 28 00
მწარმოებელი
Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,
ul. Lutomierska 50, 95-200 Pabianice, Poland
აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო
ლუტომიერსკას ქ. 50, 95-200 პაბიანიცე, პოლონეთი
ეს სამკურნალო საშუალება ავტორიზებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში და გაერთიანებულ სამეფოში (ჩრდილოეთ ირლანდია) შემდეგი სახელწოდებებით:
წევრი სახელმწიფო
სამკურნალო საშუალების დასახელება
ავსტრია
Bendamustine Accord 2.5 mg/ml Pulver für ein Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung
ბელგია
Bendamustine Accord 2,5 mg/ml Pulver für ein Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung
ბულგარეთი
Bendamustine Accord 2,5 mg/ml Прах за концентрат за инфузионен разтвор
ჩეხეთის რესპუბლიკა
Bendamustine Accord 2,5 mg/ml prášek pro koncentrát pro infuzní roztok
კვიპროსი
Bendamustine Accord 2.5 mg/ml
დანია
Bendamustinhydrochlorid Accord
ესტონეთი
Bendamustine Accord
საფრანგეთი
BENDAMUSTINE ACCORD 2,5 mg/ml, poudre pour solution à diluer pour perfusion
ფინეთი
Bendamustine Accord 2.5 mg/ml kuiva-aine välikonsentraatiksi infuusionestettä varten, liuos
საბერძნეთი
Bendamustine Accord 2.5 mg/ml powder for concentrated solution for infusion
ესპანეთი
Bendamustina Accord 2.5 mg/ml polvo para concentrado para solución para perfusión
ნიდერლანდები
Bendamustine Accord 2,5 mg/ml poeder voor concentraat voor oplossing voor infusie
ირლანდია
Bendamustine 25 mg Powder for concentrate for Solution for Infusion<br>Bendamustine 100 mg Powder for concentrate for Solution for Infusion
ისლანდია
Bendamustine Accord 2,5 mg/ml stofn fyrir innrennslisþykkni, lausn
ლიტვა
Bendamustine Accord 2.5 mg/ml milteliai koncentratui infuziniam tirpalui
ლატვია
Bendamustine Accord 2.5 mg/ml pulveris infūziju šķīduma koncentrāta pagatavošanai
მალტა
Bendamustine hydrochloride 2.5 mg/ml Powder for concentrate for solution for infusion
გერმანია
Bendamustine Accord 2,5 mg/ml Pulver zur Herstellung eines Infusionslösungskonzentrats
ნორვეგია
Bendamustine Accord
პოლონეთი
Bendamustine Accord
პორტუგალია
Bendamustine Accord 2,5 mg/ml pó para concentrado para solução para perfusão
რუმინეთი
Bendamustina Accord 2,5 mg/ ml pulbere pentru concentrat pentru soluţie perfuzabilǎ
სლოვაკეთის რესპუბლიკა
Bendamustine Accord 2,5 mg/ml prášok na infúzny koncentrát
სლოვენია
Bendamustine Accord 2,5 mg/ ml prašek za koncentrat za raztopino za infundiranje
შვედეთი
Bendamustine Accord 2,5 mg/ ml pulver till koncentrat till infusionsvätska, lösning
უნგრეთი
Bendamustine Accord 2,5mg/ml por oldatos infúzióhoz való koncentrátumhoz
გაერთიანებული სამეფო (ჩრდილოეთ ირლანდია)
Bendamustine hydrochloride 2.5 mg/ ml Powder for concentrate for solution for infusion
იტალია
Bendamustina Accord
ინსტრუქციის ბოლო განახლების თარიღი: 2024 წლის ივნისი.
ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო სპეციალისტებისათვის
სხვა ციტოტოქსიური პრეპარატების მსგავსად, პოტენციური მუტაგენური და კანცეროგენური მოქმედების გამო, ექთნებმა და ექიმებმა, ბენდამუსტინი აკორდის გამოყენებისას უნდა დაიცვან უსაფრხოების უფრო მკაცრი ზომები. პრეპარატის ინჰალაცია და კონტაქტი კანთან ან ლორწოვან გარსებთან არ უნდა მოხდეს (საჭიროა სპეციალური ხელთათმანების, დამცავი ტანსაცმლის და ნიღბის გამოყენება). კონთან კონტაქტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შესაბამისი მიდამოს ჩამობანა საპნით და გამდინარე წყლით. თვალებში მოხვედრის შემთხვევაში, გამობანა უნდა მოხდეს ფიზიოლოგიური ხსნარით (იზოტონური 0.9% ნატრიუმის ქლორიდი). შესაძლებლობისამებრ, ინფუზიისთვის უნდა შეირჩეს სპეციალიზებული, დაცული სივრცე (ჰაერის ლამინარული ნაკადით), სადაც სამუშაო ზედაპირი დაფარულია აბზორბირებადი სითხეგაუმტარი ერთჯერადი ქსოვილით. კონტამინირებული ქსოვილი წარმოადგენს ციტოსატიკურ ნარჩენ მასალას. ციტოსტატიკური ნარჩენი მასალის განადგურება უნდა მოხდეს ადგილობრივი მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად. ორსულმა ქალებმა არ უნდა იმუშაონ ციტოსტატიკურ პროდუქტებთან.
გამოსაყენებლად მზა ხსნარი უნდა მომზადდეს ბენდამუსტინი აკორდის ფლაკონის შიგთავსის გახსნით მხოლოდ საინექციო წყალში, შემდეგი წესით:
- კონცენტრატის მომზადება
პირველ ეტაპზე, ბენდამუსტინი აკორდის ერთი ფლაკონი, რომელიც შეიცავს 25 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს, იხსება 10 მლ საინექციო წყალში შენჯღრევით.
ბენდამუსტინი აკორდის ერთი ფლაკონი, რომელიც შეიცავს 100 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს, იხსება 40 მლ საინექციო წყალში შენჯღრევით.
- საინფუზიო ხსნარის მომზადება
გამჭვირვალე ხსნარის მიღებისთანავე (ჩვეულებრივ 5-10 წუთის შემდეგ), ბენდამუსტინი აკორდის საერთო რეკომენდებული დოზა დაუყოვნებლივ უნდა განზავდეს 0.9%-იან (იზოტონურ) ფიზიოლოგიურ ხსნარში, დაახლოებით 500 მლ საბოლოო მოცულობის მისაღებად.
ბენდამუსტინი აკორდის განზავება არ უნდა მოხდეს სხვა საინფუზიო ან საინექციო ხსნარებით. ინფუზიის დროს ბენდამუსტინი აკორდის შერევა სხვა ნივთიერებებთან არ უნდა მოხდეს.
- შეყვანა
ხსნარის შეყვანა ხდება ინტრავენური ინფუზიის სახით, 30-60 წუთის განმავლობაში.
ფლაკონები განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის.
ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
სისხლძარღვის გარეთ ქსოვილში შემთხვევითი შეყვანა (ექსტრავაზაცია) დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ნემსი უნდა იქნას ამოღებული ხანმოკლე ასპირაციის შემდეგ. ამის შემდეგ დაზიანებული ქსოვილის არე უნდა გაგრილდეს. მკლავი უნდა იქნას აწეულ მდგომარეობაში. დამატებით მკურნალობას, როგორიცაა კორტიკოსტეროიდების გამოყენება, არ ახასიათებს დადასტურებული სარგებელი (იხ. ნაწილი 4).
ინფორმაცია მეორეულ შეფუთვაზე
კოლოფი
- პროდუქტის დასახელება
ბენდამუსტინი აკორდი, 2.5 მგ/მლ, ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი
- აქტიური ნივთიერება
ერთი ფლაკონი შეიცავს 100 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (მონოჰიდრატის სახით).
განზავების შემდეგ, კონცენტრატის 1 მლ შეიცავს 2.5 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (მონოჰიდრატის სახით).
- დამხმარე ნივთიერებების სია
დამხმარე ნივთიერება: მანიტოლი.
- ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
5 ფლაკონი
- მიღების წესი და მეთოდი
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას.
პრეპარატი უნდა განზავდეს აღდგენის შემდეგ.
ინტრავენური გამოყენებისთვის.
- განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- სხვა განსაკუთრებული მითითება, საჭიროების შემთხვევაში
ციტოტოქსიური პრეპარატი
- შენახვის ვადა:
Exp:
- შენახვის განსაკუთრებული პირობები:
ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.
სინათლისგან დასაცავად ფლაკონი უნდა შეინახოს ორიგინალ კოლოფში.
- განსაკუთრებული მითითებები აღნიშნული პრეპარატიდან მიღებული გამოუყენებელი ნარჩენი სამედიცინო პროდუქცის განადგურების შესახებ, თუ ასეთი არსებობს:
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,
ul. Taśmowa 7, 02-677, Warszawa, Poland
აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო
ტასმოვას ქ. 02-677, ვარშავა, პოლონეთი
- წარმოების ლიცენზიის ნომერი
22166
- სერიული ნომერი
- გაცემის საერთო კლასიფიკაცია
გაიცემა რეცეპტით
ინფორმაცია პირველად შეფუთვაზე
ფლაკონი
- პროდუქტის დასახელება
ბენდამუსტინი აკორდი, 2.5 მგ/მლ, ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი
- აქტიური ნივთიერება
ერთი ფლაკონი შეიცავს 100 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (მონოჰიდრატის სახით).
განზავების შემდეგ, კონცენტრატის 1 მლ შეიცავს 2.5 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (მონოჰიდრატის სახით).
- დამხმარე ნივთიერებების სია
დამხმარე ნივთიერება: მანიტოლი.
- ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
100 მგ
- მიღების წესი და მეთოდი
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
პრეპარატი უნდა განზავდეს აღდგენის შემდეგ.
ინტრავენური გამოყენებისთვის.
- განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- სხვა განსაკუთრებული მითითება, საჭიროების შემთხვევაში
ციტოტოქსიური პრეპარატი
- შენახვის ვადა:
Exp:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,
ul. Taśmowa 7, 02-677, Warszawa, Poland
აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო
ტასმოვას ქ. 02-677, ვარშავა, პოლონეთი
- წარმოების ლიცენზიის ნომერი
- სერიული ნომერი
- გაცემის საერთო კლასიფიკაცია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



