ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი 2.5მგ/მლ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრანტის მოსამზადებლად
Bendamustine hydrochloride 2.5 mg/ml Powder for concentrate for solution for infusion
- მოქმედი ნივთიერება
- ბენდამუსტინი (bendamustine)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ ფხვნილი 2,5მგ/მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად ფლაკონი №5
- მწარმოებელი
- Accord Healthcare Polska Sp.z o.o., პოლონეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, აზოტური იპრიტის ანალოგები
- ATC კოდი
- L01AA09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-033965
- რეგისტრირებულია
- 9 დეკემბერი 2021, მოქმედებს 9 დეკემბერი 2026-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი 2.5მგ/მლ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრანტის მოსამზადებლად — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს ექთანს.
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი ინიშნება ინტრავენურად 30-60 წუთის განმავლობაში, სხვადასხვა დოზებით, მარტო (მონოთერაპიის სახით) ან სხვა მედიკამენტებთან ერთად კომბინაციაში.
მკურნალობა არ უნდა დაიწყოს თუ სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) და/ან თრომბოციტების რაოდენობა ნაკლებია განსაზღვრულ დონეებზე.
მკურნალი ექიმი ამ მაჩვენებლებს შეამოწმებს რეგულარული ინტერვალებით.
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი 100 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის (დამოკიდებულია პაციენტის სიმაღლესა და წონაზე)
დღეებში 1+2
ციკლი უნდა გამეორდეს 4 კვირის შემდეგ 6-ჯერ
არაჰოჯკინის ლიმფომა
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი 120 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის (დამოკიდებულია პაციენტის სიმაღლესა და წონაზე)
დღეებში 1+2
ციკლი უნდა გამეორდეს 3 კვირის შემდეგ არაუმცირეს 6-ჯერ
მრავლობითი მიელომა
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი 120 - 150 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის (დამოკიდებულია პაციენტის სიმაღლესა და წონაზე)
დღეებში 1+2
60 მგ პრედნიზონი სხეულის ზედაპირის ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე (დამოკიდებულია პაციენტის სიმაღლესა და წონაზე) ინექციის სახით ან პერორალურად.
დღეებში
1-4
ციკლი უნდა გამეორდეს 4 კვირის შემდეგ არაუმცირეს 3-ჯერ
მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) და/ან თრომბოციტების რაოდენობა ეცემა განსაზღვრულ დონემდე.
მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როცა ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობა გაიზრდება.
ღვიძლის ან თირკმელების დაქვეითებული ფუნქცია
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების მიხედვით, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია (დოზის 30%-ით შემცირება ღვიძლის ზომიერი დისფუნქციის დროს). თირკმელების ფუნქციის დაქვეითების დროს დოზის კორექცია აუცილებელი არ არის. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს როდის არის საჭირო დოზის კორექცია.
როგორ ინიშნება
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიმსივნის თერაპიის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ. მკურნალი ექიმი ნიშნავს ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის პაციენტისთვის საჭირო დოზას და იღებს სიფრთხილის საჭირო ზომებს.
საინფუზიო ხსნარის გადასხმა ხდება დანიშნულების მიხედვით მომზადების შემდეგ მკურნალი ექიმის მიერ. გადასხმა წარმოებს ინტრავენურად, ხანმოკლე პერიოდის, 30-60 წუთის განმავლობაში.
მედიკამენტის მიღების ხანგრძლივობა
არ არსებობს ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობის ხანგრძლივობის რაიმე ზოგადი წესი. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებასა და მკურნალობის შედეგზე.
ნებისმიერი კითხვებისა და დაეჭვების შემთხვევაში, რომელიც ეხება ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობას, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის დოზის გამოტოვებისას
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მკურნალი ექიმი აგრძელებს დანიშნული სტანდარტული სქემით მკურნალობას.
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობის შეწყვეტისას
მკურნალ ექიმი განსაზღვრავს, როდის უნდა შეწყდეს ამ პრეპარატით მკურნალობა, ან შეიცვალოს თუ არა ის სხვა პრეპარატით.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობის დროს ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
ძუძუთი კვების დროს. თუ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობა აუცილებელია ლაქტაციის დროს, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს (იხ. პარაგრაფი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები ან ძუძუთი კვება);
ღვიძლის მძიმე დისფუნქციის დროს (ღვიძლის უჯრედების დაზიანებისას);
თუ პაციენტს აღენიშნება კანის ან სკლერების სიყვითლე, გამოწვეული ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით (სიყვითლე);
თუ პაციენტს აღენიშნება ძვლის ტვინის ფუნქციის მკვეთრი მოშლა (ძვლის ტვინის დეპრესია) და სისხლის თეთრი უჯრედების და სისხლის ფირფიტების რაოდენობის სერიოზული ცვლილებები;
თუ პაციენტს მკურნალობის დაწყებამდე 30 დღეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში ჩატარებული აქვს დიდი ქირურგიული ოპერაცია;
თუ პაციენტს აქვს ინფექცია, რომელსაც თან ახლავს სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითება (ლეიკოციტოპენია);
ყვითელი ცხელების ვაქცინასთან კომბინაციაში.
სიფრთხილის ზომები
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის გამოყენებამდე მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს აღენიშნება ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის ფუნქციის დათრგუნვა. ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობის დაწყებამდე, ასევე, მკურნალობის ყოველი კურსის შემდეგ და მკურნალობის კურსებს შორის ინტერვალში, საჭიროა სისხლის თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემოწმება სისხლის ანალიზში.
თუ პაციენტს აღენიშნება ინფექციები. საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ინფექციის ნიშნების, მათ შორის ცხელებისა და ფილტვისმიერი სიმპტომების დროს.
თუ პაციენტს ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობის პერიოდში აღენიშნება კანის რეაქციების განვითარება. რეაქციები შეიძლება თანდათან უფრო მძიმე გახდეს.
თუ პაციენტს აღენიშნება მტკივნეული წითელი ან იასამნისფერი გამონაყარი, რომელიც ვრცელდება და ლორწოვან გარსებზე (მაგ.: ტუჩებზე და პირის ღრუში) ვითარდება ბუშტუკები და/ან სხვა დაზიანებები, განსაკუთრებთ, თუ პაციენტს მანამდე აღენიშნებოდა სინათლეზე მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემის ინფექციები (მაგ.: ბრონქიტი) და/ან ცხელება.
თუ პაციენტს აღენიშნება გულის დაავადები (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი, ტკივილი მკერდის არეში, გულის რიტმის მძიმე დარღვევები).
თუ პაციენტს აღენიშნება ნებისმიერი ტკივილი გვერდში, შარდში სისხლის არსებობა ან შარდის შემცირებული რაოდენობა. მძიმე დაავადების არსებობის დროს, ორგანიზმმა შეიძლება ვერ მოახერხოს კიბოს უჯრედების სიკვდილის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი პროდუქტებისაგან გათავისუფლება. ამ სინდრომს სიმსივნის ლიზისის სინდრომი ეწოდება და მან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების უკმარისობა და გულის პრობლემები ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის პირველი დოზის გადასხმიდან 48 საათის განმავლობაში. მკურნალი ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ პაციენტი ადექვატურად ჰიდრატირებულია და ამ სინდრომის პრევენციისათვის შეიძლება დანიშნოს სხვა მედიკამენტი.
თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე ალერგიული ან ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები. ყურადღება უნდა მიექცეს ინფუზიის შედეგად განვითარებულ რეაქციებს თერაპიის პირველი ციკლის შემდეგ.
ნებისმიერ დროს მკურნალობის პერიოდში ან მის შემდეგ, ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, თუ პაციენტი შენიშნავს ან ახლობელი შენიშნავს, რომ მას აღენიშნება მეხსიერების დაკარგვა, ფიქრის გაძნელება, სიარულის გაძნელება ან მხედველობის დაკარგვა - ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თავის ტვინის ძალიან იშვიათი მძიმე ინფექციით, რომელიც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს (პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია ან პმლ).
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი შენიშნავს კანის საეჭვო ცვლილებებს, რადგან ამ მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს კანის გარკვეული ტიპის კიბოს რისკი (არამელანომური კანის კიბო).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს.
თუ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება იმ მედიკამენტებთან კომბინაციაში, რომლებიც თრგუნავენ სისხლის წარმოქმნას ძვლის ტვინში, ეფექტი ძვლის ტვინზე შეიძლება უფრო გაძლიერდეს.
თუ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება იმ მედიკამენტებთან კომბინაციაში, რომლებიც ცვლიან იმუნურ პასუხს, ეს ეფექტი შეიძლება უფრო გაძლიერდეს.
ციტოსტატიკურმა პრეპარატებმა შეიძლება დააქვეითონ ცოცხალი ვაქცინების ეფექტურობა. გარდა ამისა, ციტოსტატიკური მედიკამენტები ზრდიან ინფექციების რისკს ცოცხალი ვაქცინით (მაგ.: ვირუსებით ვაქცინაცია) აცრის შემდეგ.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთვევაში მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ფეხმძიმობა
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს გენეტიკური დაზიანება და ცხოველებზე კველევბში აღინიშნა ნაყოფის განვითარების მანკები. ფეხმძიმობის დროს არ შეიძლება ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის გამოყენება, თუ ის მკურნალი ექიმის მიერ არ არის დანიშნული. მკურნალობის შემთხვევაში პაციენტს უნდა ეცნობოს ნაყოფზე შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკების შესახებ და ამ შემთხვევაში რეკომენდებულია გენეტიკური კონსულტაცია.
შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობამდე და მკურნალობის პერიოდში. თუ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა მკურნალ ექიმთან და ასევე, რეკომენდებულია გენეტიკური კონსულტაცია.
ძუძუთი კვება
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი არ უნდა დაინიშნოს ძუძუთი კვების დროს. თუ ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობა, უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.
რეპროდუქციულ უნარზე გავლენა
რეკომენდებულია, მამაკაცებმა თავი შეიკავონ მამობისაგან ბენდამუსტინის ინფუზიით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში. მკურნალობის დაწყებამდე, სასურველია, სპერმის შენახვასთან დაკავშირებით კონსულტაციის მიღება მუდმივი უნაყოფობის განვითარების შესაძლებლობის გამო.
თუ პაციენტი მამაკაცია, თავი უნდა შეიკავოს მამობისგან ბენდამუსტინის ინფუზიით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში. არსებობს უნაყოფობის განვითარების რისკი საინფუზიო ბენდამუსტინით მკურნალობის გამო და რეკომენდებულია მკურნალობის დაწყებამდე სპერმის კონსერვაციის შესახებ კონსულტაციის გავლა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
საინფუზიო ბენდამუსტინს არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პაციენტს აღენიშნება გვერდითი მოვლენები, როგორიცაა, თავბრუსხვევა ან კოორდინაციის დარღვევა, არ არის რეკომენდებული ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ზოგიერთი ქვემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებელი აღინიშნება ანალიზების შემდეგ, რომელსაც ატარებს ექიმი.
ქსოვილის დაშლა (ნეკროზი) აღინიშნა ძალიან იშვიათად ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის სისხლძარღვის გარეთ ქსოვილში (ექსტრავასკულარულად) გაჟონვის შემდეგ. წვის შეგრძნება საინფუზიო ნემსის შეყვანის ადგილზე შეიძლება სისხლძარღვის გარეთ გაჟონვის ნიშანი იყოს. შემდგომ შეიძლება განვითარდეს ტკივილი და კანის დეფექტები ცუდად შეხორცების გამო.
საინფუზიო ბენდამუსტინის დოზასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები გამოიხატება ძვლის ტვინის ფუნქციის დაზიანებაში რომელიც ნორმალიზდება მკურნალობის შემდეგ. ძვლის ტვინის სუპრესია იწვევს სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების განვითარების რისკის ზრდა, ანემია ან სისხლდენის მაღალი რისკი.
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პირში)
სისხლის თეთრი უჯრედების (დავადებასთან მებრძოლი სისხლის უჯრედების) რაოდენობის დაქვეითება
სისხლის წითელი პიგმენტის (ჰემოგლობინი: ცილა სისხლის წითელ უჯრედებში, რომელსაც გადააქვს ჟანგბადი მთელ ორგანიზმში) რაოდენობის დაქვეითება
სისხლის ფირფიტების (უფერო სისხლის უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში) რაოდენობის დაქვეითება
ინფექციები
გულისრევა
ღებინება
ლორწოვანის ანთება
სისხლში კრეატინინის (ქიმიური ნარჩენი პროდუქტი, რომელიც გამომუშავდება კუნთებში) დონის მომატება
სისხლში შარდოვანას (ქიმიური ნარჩენი პროდუქტი) დონის მომატება
ცხელება
სისუსტე
თავის ტკივილი
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პირში)
სისხლდენა (ჰემორაგია)
მეტაბოლიზმის დარღვევა, გამოწვეული სიმსივნური უჯრედების სიკვდილის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი პროდუქტების სისხლში მოხვედრით
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიფერმკრთალე და სისუსტე ან ქოშინი (ანემია)
ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითება (სისხლის თეთრი უჯრედების ძირითადი ტიპი, რომლებიც მნიშვნელოვანია ინფექციებთან ბრძოლაში)
ნეიტროფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) მკვეთრად დაბალი კონცენტრაცია სისხლში, რომელიც იწვევს ინფექციებისადმი გაზრდილ მგრძნობელობას (ნეიტროპენია)
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, როგორიცაა კანის ალერგიული ანთება (დერმატიტი), ჭინჭრის ციება (ურტიკარია)
ღვიძლის ფერმენტების AST/ALT დონის მომატება (მიუთითებენ ღვიძლის უჯრედების დაზიანებაზე). ფერმენტ ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება (ფერმენტი წარმოიქმნება უმეტესად ღვიძლსა და ძვლებში)
ნაღვლის პიგმენტის (ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის წითელი უჯრედების ნორმალური დაშლის შედეგად) მომატება
კალიუმის დონის დაქვეითება სისხლში (საკვები ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ნერვების და კუნთოვანი უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მათ შორის გულისთვის)
გულის დისფუნქცია
გულის რიტმის დარღვევა (არითმია)
სისხლის წნევის მომატება ან დაქვეითება (ჰიპოტენზია ან ჰიპერტენზია)
ფილტვების დისფუნქცია
დიარეა
შეკრულობა
პირში წყლულები (სტომატიტი)
მადის დაქვეითება
თმის ცვენა
კანის ცვლილებები
ამენორეა
ტკივილი
უძილობა
შემცივნება
დეჰიდრატაცია
თავბრუსხვევა
გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება)
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პირში)
გულის პერანგში სითხის დაგროვება (პერიკარდიუმის ღრუში სითხის დაგროვება)
ძვლის ტვინის (ღრუბლისებრი ნივთიერება ძვლებში, სადაც ხდება უჯრედების წარმოქმნა) მიერ სისხლის ყველა უჯრედის არაეფექტური წარმოქმნა
მწვავე ლეიკემია
გულის შეტევა, ტკივილი მკერდის არეში (მიოკარდიუმის ინფარქტი)
გულის უკმარისობა
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პირში)
სისხლის ინფექცია (სეფსისი)
მძიმე ალერგიული ჰიპერმგრძნობელობითი რექციები (ანაფილაქსიური რეაქციები)
ანაფილაქსიური რეაქციების მსგავსი სიმპტომები (ანაფილაქტოიდური რეაქციები)
ძილიანობა
ხმის დაკარგვა (აფონია)
მწვავე ცირკულატორული კოლაფსი (სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, რომელიც ძირითადად გულის მიზეზითაა გამოწვეული და გულს არ შეუძლია ჟანგბადითა და სხვა საკვები ნივთიერებებით ქსოვილების მომარაგება და ტოქსინების მოცილება)
კანის გაწითლება (ერითემა)
კანის ანთება (დერმატიტი)
ქავილი (პრურიტუსი)
გამონაყარი კანზე (მაკულარული ეგზანთემა)
ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი)
ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითება, რომელიც იწვევს ცუდად ყოფნის შეგრძნებას ან ჩანს სისხლის ანალიზებში
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პირში)
ფილტვების პირველადი ატიპიური ანთება (პნევმონია)
სისხლის წითელი უჯრედების დაშლა
სისხლის წნევის სწრაფი დაქვეითება ხანდახან კანის რეაქციების ან გამონაყარის თანხლებით (ანაფილაქსიური შოკი)
გემოვნების შეგრძნების დაქვეითება
შეცვლილი მგრძნობელობა (პარესთეზია)
კიდურების ტკივილი და სისუსტე (პერიფერიული ნეიროპათია)
მძიმე მდგომარეობა, რომელიც იწვევს სპეციფიკური რეცეპტორების ბლოკირებას ნერვულ სისტემაში
ნერვული სისტემის დარღვევები
კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია)
ტვინის ანთება (ენცეფალიტი)
გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია)
ვენების ანთება (ფლებიტი)
ფილტვებში ქსოვილის წარმოქმნა (ფილტვების ფიბროზი)
საყლაპავის სისხლმდენი ანთება (ჰემორაგიული ეზოფაგიტი)
სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან
უნაყოფობა
სხვადასხვა ორგანოს უკმარისობა
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
თირკმლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობა
არარეგულარული და ხშირად სწრაფი გულისცემა (წინაგულების ციმციმი)
წითელი, მტკივნეული ან იასამნისფერი გამონაყარი, რომელიც ვრცელდება და/ან ლორწოვან გარსებზე (მაგ.: ტუჩებზე და პირის ღრუში) ვითარდება ბუშტუკები და/ან სხვა დაზიანებები, განსაკუთრებთ, თუ პაციენტს მანამდე აღენიშნებოდა სინათლეზე მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემის ინფექციები (მაგ.: ბრონქიტი) და/ან ცხელება;
პენვმონიტი
სისხლდენა ფილტვებიდან
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობის შემდეგ აღწერილი იყო სიმსივნის განვითარების შემთხვევები (მიელოდისპლაზიური სინდრომი, მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ბრონქული კარცინომა), თუმცა მათი უშუალო კავშირი ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდთან არ არის დადგენილი.
საჭიროა ექიმთან მიმართვა ან სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დაუყოვნებლივ, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი (სიხშირე უცნობია):
კანის მძიმე გამონაყარი, მათ შორის, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ეს სინდრომები შეიძლება გამოვლინდეს სხეულზე მოწითალო სამიზნის მსგავსი მაკულარული ან ცირკულარული ლაქებით, ცენტრში ბუშტუკებით, კანის აქერცვლით, წყლულებით პირის ღრუში, ხახაზე, ცხვირში, გენიტალიებზე და თვალებზე და შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები.
გავრცობილი გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, გადიდებული ლიმფური კვანძები და სხვა ორგანოების ჩართვა (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც DRESS ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი).
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა იღებს მძიმე ხასიათს, ან ვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით (დეტალები იხ. ქვემოთ).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
გაეთიანებული სამეფო
ყვითელი ბარათის სქემა
ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card შეიძლება მოიძებნოს Google Play-ში ან Apple App Store-ში.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის გამოყენება ეტიკეტსა და შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის რაიმე სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს. კონტეინერი ინახება კოლოფში შიგთავსის სინათლისაგან დასაცავად.
პრეპარატის შენახვის ვადა მისი გახსნის ან ხსნარის მომზადების შემდეგ
ინსტრუქციის ბოლო ნაწილში არსებული მითითებების შესაბამისად დამზადებული საინფუზიო ხსნარი სტაბილურია პოლიეთილენის პაკეტში 25⁰C ტემპერატურაზე 3.5 საათის განმავლობაში და 2⁰C-დან 8⁰C-ზე - 2 დღის განმავლობაში. ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი არ შეიცავს კონსერვანტებს. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ხსნარი მაშინვე უნდა იქნას გამოყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხსნარის შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
ასევე, მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს ასეპტიკური პირობების დაცვა.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი შეიცავს
აქტიური ნივთიერებაა ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი.
ერთი ფლაკონი შეიცავს 25 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით).
ერთი ფლაკონი შეიცავს 100 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით).
ხსნარის დამზადების შემდეგ 1 მლ კონცენტრატი შეიცავს 2,5 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით).
სხვა დამხმარე ნივთიერებაა მანიტოლი.
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის ფორმა და შეფუთვა
ქარვისფერი მინის ფლაკონები ბრომობუტილის რეზინის საცობითა და ალუმინის flip-off თავსახურით.
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი ხელმისაწვდომია შეფუთვით 5, 10 და 20 ფლაკონით 25 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის შემცველობით და 1 და 5 ფლაკონით 100 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის შემცველობით.
ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
A
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი 2.5 მგ/მლ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი
მედიკამენტის სახელწოდებაა ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი 2.5 მგ/მლ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად, მაგრამ ინსტრუქციაში ის მოცემულია “ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის” სახელწოდებით.
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას პაციენტისათვის.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო სპეციალისტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. მე-4 პარაგრაფი.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის გამოყენებამდე
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის შენახვის წესი
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი და მისი გამოყენება
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კიბოს გარკვეული ტიპების სამკურნალოდ (ციტოტოქსიკური მედიკამენტი).
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება მარტო (მონოთერაპიის სახით) ან სხვა მედიკამენტებთან ერთად კომბინაციაში კიბოს შემდეგი ფორმების სამკურნალოდ:
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, როცა ქიმიოთერაპია ფლუდარაბინის კომბინაციით პაციენტისათვის არ არის მიზანშეწონილი;
არაჰოჯკინის ლიმფომა, რომელიც მხოლოდ ხანმოკლე დროის განმავლობაში მგრძნობიარე იყო რიტუქსიმაბით მკურნალობის მიმართ, ან რიტუქსიბამით მკურნალობამ არ გამოიღო შედეგი.
მრავლობითი მიელომა იმ შეთხვევებში, როცა თალიდომიდით ან ბორტეზომიბის შემცველი თერაპია არ არის მიზანშეწონილი პაციენტისათვის.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის გამოყენებამდე
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
ძუძუთი კვების დროს. თუ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობა აუცილებელია ლაქტაციის დროს, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს (იხ. პარაგრაფი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები ან ძუძუთი კვება);
ღვიძლის მძიმე დისფუნქციის დროს (ღვიძლის უჯრედების დაზიანებისას);
თუ პაციენტს აღენიშნება კანის ან სკლერების სიყვითლე, გამოწვეული ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით (სიყვითლე);
თუ პაციენტს აღენიშნება ძვლის ტვინის ფუნქციის მკვეთრი მოშლა (ძვლის ტვინის დეპრესია) და სისხლის თეთრი უჯრედების და სისხლის ფირფიტების რაოდენობის სერიოზული ცვლილებები;
თუ პაციენტს მკურნალობის დაწყებამდე 30 დღეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში ჩატარებული აქვს დიდი ქირურგიული ოპერაცია;
თუ პაციენტს აქვს ინფექცია, რომელსაც თან ახლავს სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითება (ლეიკოციტოპენია);
ყვითელი ცხელების ვაქცინასთან კომბინაციაში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის გამოყენებამდე მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს აღენიშნება ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის ფუნქციის დათრგუნვა. ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობის დაწყებამდე, ასევე, მკურნალობის ყოველი კურსის შემდეგ და მკურნალობის კურსებს შორის ინტერვალში, საჭიროა სისხლის თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემოწმება სისხლის ანალიზში.
თუ პაციენტს აღენიშნება ინფექციები. საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ინფექციის ნიშნების, მათ შორის ცხელებისა და ფილტვისმიერი სიმპტომების დროს.
თუ პაციენტს ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობის პერიოდში აღენიშნება კანის რეაქციების განვითარება. რეაქციები შეიძლება თანდათან უფრო მძიმე გახდეს.
თუ პაციენტს აღენიშნება მტკივნეული წითელი ან იასამნისფერი გამონაყარი, რომელიც ვრცელდება და ლორწოვან გარსებზე (მაგ.: ტუჩებზე და პირის ღრუში) ვითარდება ბუშტუკები და/ან სხვა დაზიანებები, განსაკუთრებთ, თუ პაციენტს მანამდე აღენიშნებოდა სინათლეზე მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემის ინფექციები (მაგ.: ბრონქიტი) და/ან ცხელება.
თუ პაციენტს აღენიშნება გულის დაავადები (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი, ტკივილი მკერდის არეში, გულის რიტმის მძიმე დარღვევები).
თუ პაციენტს აღენიშნება ნებისმიერი ტკივილი გვერდში, შარდში სისხლის არსებობა ან შარდის შემცირებული რაოდენობა. მძიმე დაავადების არსებობის დროს, ორგანიზმმა შეიძლება ვერ მოახერხოს კიბოს უჯრედების სიკვდილის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი პროდუქტებისაგან გათავისუფლება. ამ სინდრომს სიმსივნის ლიზისის სინდრომი ეწოდება და მან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების უკმარისობა და გულის პრობლემები ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის პირველი დოზის გადასხმიდან 48 საათის განმავლობაში. მკურნალი ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ პაციენტი ადექვატურად ჰიდრატირებულია და ამ სინდრომის პრევენციისათვის შეიძლება დანიშნოს სხვა მედიკამენტი.
თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე ალერგიული ან ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები. ყურადღება უნდა მიექცეს ინფუზიის შედეგად განვითარებულ რეაქციებს თერაპიის პირველი ციკლის შემდეგ.
ნებისმიერ დროს მკურნალობის პერიოდში ან მის შემდეგ, ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, თუ პაციენტი შენიშნავს ან ახლობელი შენიშნავს, რომ მას აღენიშნება მეხსიერების დაკარგვა, ფიქრის გაძნელება, სიარულის გაძნელება ან მხედველობის დაკარგვა - ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თავის ტვინის ძალიან იშვიათი მძიმე ინფექციით, რომელიც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს (პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია ან პმლ).
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი შენიშნავს კანის საეჭვო ცვლილებებს, რადგან ამ მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს კანის გარკვეული ტიპის კიბოს რისკი (არამელანომური კანის კიბო).
სხვა მედიკამენტები და ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს.
თუ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება იმ მედიკამენტებთან კომბინაციაში, რომლებიც თრგუნავენ სისხლის წარმოქმნას ძვლის ტვინში, ეფექტი ძვლის ტვინზე შეიძლება უფრო გაძლიერდეს.
თუ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება იმ მედიკამენტებთან კომბინაციაში, რომლებიც ცვლიან იმუნურ პასუხს, ეს ეფექტი შეიძლება უფრო გაძლიერდეს.
ციტოსტატიკურმა პრეპარატებმა შეიძლება დააქვეითონ ცოცხალი ვაქცინების ეფექტურობა. გარდა ამისა, ციტოსტატიკური მედიკამენტები ზრდიან ინფექციების რისკს ცოცხალი ვაქცინით (მაგ.: ვირუსებით ვაქცინაცია) აცრის შემდეგ.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთვევაში მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ფეხმძიმობა
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს გენეტიკური დაზიანება და ცხოველებზე კველევბში აღინიშნა ნაყოფის განვითარების მანკები. ფეხმძიმობის დროს არ შეიძლება ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის გამოყენება, თუ ის მკურნალი ექიმის მიერ არ არის დანიშნული. მკურნალობის შემთხვევაში პაციენტს უნდა ეცნობოს ნაყოფზე შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკების შესახებ და ამ შემთხვევაში რეკომენდებულია გენეტიკური კონსულტაცია.
შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობამდე და მკურნალობის პერიოდში. თუ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობის დროს დადგა ფეხმძიმობა, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა მკურნალ ექიმთან და ასევე, რეკომენდებულია გენეტიკური კონსულტაცია.
ძუძუთი კვება
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი არ უნდა დაინიშნოს ძუძუთი კვების დროს. თუ ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობა, უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.
რეპროდუქციულ უნარზე გავლენა
რეკომენდებულია, მამაკაცებმა თავი შეიკავონ მამობისაგან ბენდამუსტინის ინფუზიით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში. მკურნალობის დაწყებამდე, სასურველია, სპერმის შენახვასთან დაკავშირებით კონსულტაციის მიღება მუდმივი უნაყოფობის განვითარების შესაძლებლობის გამო.
თუ პაციენტი მამაკაცია, თავი უნდა შეიკავოს მამობისგან ბენდამუსტინის ინფუზიით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში. არსებობს უნაყოფობის განვითარების რისკი საინფუზიო ბენდამუსტინით მკურნალობის გამო და რეკომენდებულია მკურნალობის დაწყებამდე სპერმის კონსერვაციის შესახებ კონსულტაციის გავლა.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
საინფუზიო ბენდამუსტინს არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პაციენტს აღენიშნება გვერდითი მოვლენები, როგორიცაა, თავბრუსხვევა ან კოორდინაციის დარღვევა, არ არის რეკომენდებული ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა.
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის გამოყენების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს ექთანს.
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი ინიშნება ინტრავენურად 30-60 წუთის განმავლობაში, სხვადასხვა დოზებით, მარტო (მონოთერაპიის სახით) ან სხვა მედიკამენტებთან ერთად კომბინაციაში.
მკურნალობა არ უნდა დაიწყოს თუ სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) და/ან თრომბოციტების რაოდენობა ნაკლებია განსაზღვრულ დონეებზე.
მკურნალი ექიმი ამ მაჩვენებლებს შეამოწმებს რეგულარული ინტერვალებით.
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი 100 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის (დამოკიდებულია პაციენტის სიმაღლესა და წონაზე)
დღეებში 1+2
ციკლი უნდა გამეორდეს 4 კვირის შემდეგ 6-ჯერ
არაჰოჯკინის ლიმფომა
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი 120 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის (დამოკიდებულია პაციენტის სიმაღლესა და წონაზე)
დღეებში 1+2
ციკლი უნდა გამეორდეს 3 კვირის შემდეგ არაუმცირეს 6-ჯერ
მრავლობითი მიელომა
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი 120 - 150 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის (დამოკიდებულია პაციენტის სიმაღლესა და წონაზე)
დღეებში 1+2
60 მგ პრედნიზონი სხეულის ზედაპირის ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე (დამოკიდებულია პაციენტის სიმაღლესა და წონაზე) ინექციის სახით ან პერორალურად.
დღეებში
1-4
ციკლი უნდა გამეორდეს 4 კვირის შემდეგ არაუმცირეს 3-ჯერ
მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) და/ან თრომბოციტების რაოდენობა ეცემა განსაზღვრულ დონემდე.
მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როცა ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობა გაიზრდება.
ღვიძლის ან თირკმელების დაქვეითებული ფუნქცია
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების მიხედვით, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია (დოზის 30%-ით შემცირება ღვიძლის ზომიერი დისფუნქციის დროს). თირკმელების ფუნქციის დაქვეითების დროს დოზის კორექცია აუცილებელი არ არის. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს როდის არის საჭირო დოზის კორექცია.
როგორ ინიშნება
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობა უნდა ჩატარდეს სიმსივნის თერაპიის გამოცდილების მქონე ექიმის მიერ. მკურნალი ექიმი ნიშნავს ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის პაციენტისთვის საჭირო დოზას და იღებს სიფრთხილის საჭირო ზომებს.
საინფუზიო ხსნარის გადასხმა ხდება დანიშნულების მიხედვით მომზადების შემდეგ მკურნალი ექიმის მიერ. გადასხმა წარმოებს ინტრავენურად, ხანმოკლე პერიოდის, 30-60 წუთის განმავლობაში.
მედიკამენტის მიღების ხანგრძლივობა
არ არსებობს ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობის ხანგრძლივობის რაიმე ზოგადი წესი. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებასა და მკურნალობის შედეგზე.
ნებისმიერი კითხვებისა და დაეჭვების შემთხვევაში, რომელიც ეხება ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობას, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის დოზის გამოტოვებისას
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მკურნალი ექიმი აგრძელებს დანიშნული სტანდარტული სქემით მკურნალობას.
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობის შეწყვეტისას
მკურნალ ექიმი განსაზღვრავს, როდის უნდა შეწყდეს ამ პრეპარატით მკურნალობა, ან შეიცვალოს თუ არა ის სხვა პრეპარატით.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობის დროს ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ზოგიერთი ქვემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებელი აღინიშნება ანალიზების შემდეგ, რომელსაც ატარებს ექიმი.
ქსოვილის დაშლა (ნეკროზი) აღინიშნა ძალიან იშვიათად ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის სისხლძარღვის გარეთ ქსოვილში (ექსტრავასკულარულად) გაჟონვის შემდეგ. წვის შეგრძნება საინფუზიო ნემსის შეყვანის ადგილზე შეიძლება სისხლძარღვის გარეთ გაჟონვის ნიშანი იყოს. შემდგომ შეიძლება განვითარდეს ტკივილი და კანის დეფექტები ცუდად შეხორცების გამო.
საინფუზიო ბენდამუსტინის დოზასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები გამოიხატება ძვლის ტვინის ფუნქციის დაზიანებაში რომელიც ნორმალიზდება მკურნალობის შემდეგ. ძვლის ტვინის სუპრესია იწვევს სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების განვითარების რისკის ზრდა, ანემია ან სისხლდენის მაღალი რისკი.
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პირში)
სისხლის თეთრი უჯრედების (დავადებასთან მებრძოლი სისხლის უჯრედების) რაოდენობის დაქვეითება
სისხლის წითელი პიგმენტის (ჰემოგლობინი: ცილა სისხლის წითელ უჯრედებში, რომელსაც გადააქვს ჟანგბადი მთელ ორგანიზმში) რაოდენობის დაქვეითება
სისხლის ფირფიტების (უფერო სისხლის უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში) რაოდენობის დაქვეითება
ინფექციები
გულისრევა
ღებინება
ლორწოვანის ანთება
სისხლში კრეატინინის (ქიმიური ნარჩენი პროდუქტი, რომელიც გამომუშავდება კუნთებში) დონის მომატება
სისხლში შარდოვანას (ქიმიური ნარჩენი პროდუქტი) დონის მომატება
ცხელება
სისუსტე
თავის ტკივილი
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პირში)
სისხლდენა (ჰემორაგია)
მეტაბოლიზმის დარღვევა, გამოწვეული სიმსივნური უჯრედების სიკვდილის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი პროდუქტების სისხლში მოხვედრით
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიფერმკრთალე და სისუსტე ან ქოშინი (ანემია)
ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითება (სისხლის თეთრი უჯრედების ძირითადი ტიპი, რომლებიც მნიშვნელოვანია ინფექციებთან ბრძოლაში)
ნეიტროფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) მკვეთრად დაბალი კონცენტრაცია სისხლში, რომელიც იწვევს ინფექციებისადმი გაზრდილ მგრძნობელობას (ნეიტროპენია)
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, როგორიცაა კანის ალერგიული ანთება (დერმატიტი), ჭინჭრის ციება (ურტიკარია)
ღვიძლის ფერმენტების AST/ALT დონის მომატება (მიუთითებენ ღვიძლის უჯრედების დაზიანებაზე). ფერმენტ ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება (ფერმენტი წარმოიქმნება უმეტესად ღვიძლსა და ძვლებში)
ნაღვლის პიგმენტის (ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის წითელი უჯრედების ნორმალური დაშლის შედეგად) მომატება
კალიუმის დონის დაქვეითება სისხლში (საკვები ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ნერვების და კუნთოვანი უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მათ შორის გულისთვის)
გულის დისფუნქცია
გულის რიტმის დარღვევა (არითმია)
სისხლის წნევის მომატება ან დაქვეითება (ჰიპოტენზია ან ჰიპერტენზია)
ფილტვების დისფუნქცია
დიარეა
შეკრულობა
პირში წყლულები (სტომატიტი)
მადის დაქვეითება
თმის ცვენა
კანის ცვლილებები
ამენორეა
ტკივილი
უძილობა
შემცივნება
დეჰიდრატაცია
თავბრუსხვევა
გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება)
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პირში)
გულის პერანგში სითხის დაგროვება (პერიკარდიუმის ღრუში სითხის დაგროვება)
ძვლის ტვინის (ღრუბლისებრი ნივთიერება ძვლებში, სადაც ხდება უჯრედების წარმოქმნა) მიერ სისხლის ყველა უჯრედის არაეფექტური წარმოქმნა
მწვავე ლეიკემია
გულის შეტევა, ტკივილი მკერდის არეში (მიოკარდიუმის ინფარქტი)
გულის უკმარისობა
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პირში)
სისხლის ინფექცია (სეფსისი)
მძიმე ალერგიული ჰიპერმგრძნობელობითი რექციები (ანაფილაქსიური რეაქციები)
ანაფილაქსიური რეაქციების მსგავსი სიმპტომები (ანაფილაქტოიდური რეაქციები)
ძილიანობა
ხმის დაკარგვა (აფონია)
მწვავე ცირკულატორული კოლაფსი (სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, რომელიც ძირითადად გულის მიზეზითაა გამოწვეული და გულს არ შეუძლია ჟანგბადითა და სხვა საკვები ნივთიერებებით ქსოვილების მომარაგება და ტოქსინების მოცილება)
კანის გაწითლება (ერითემა)
კანის ანთება (დერმატიტი)
ქავილი (პრურიტუსი)
გამონაყარი კანზე (მაკულარული ეგზანთემა)
ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი)
ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითება, რომელიც იწვევს ცუდად ყოფნის შეგრძნებას ან ჩანს სისხლის ანალიზებში
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პირში)
ფილტვების პირველადი ატიპიური ანთება (პნევმონია)
სისხლის წითელი უჯრედების დაშლა
სისხლის წნევის სწრაფი დაქვეითება ხანდახან კანის რეაქციების ან გამონაყარის თანხლებით (ანაფილაქსიური შოკი)
გემოვნების შეგრძნების დაქვეითება
შეცვლილი მგრძნობელობა (პარესთეზია)
კიდურების ტკივილი და სისუსტე (პერიფერიული ნეიროპათია)
მძიმე მდგომარეობა, რომელიც იწვევს სპეციფიკური რეცეპტორების ბლოკირებას ნერვულ სისტემაში
ნერვული სისტემის დარღვევები
კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია)
ტვინის ანთება (ენცეფალიტი)
გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია)
ვენების ანთება (ფლებიტი)
ფილტვებში ქსოვილის წარმოქმნა (ფილტვების ფიბროზი)
საყლაპავის სისხლმდენი ანთება (ჰემორაგიული ეზოფაგიტი)
სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან
უნაყოფობა
სხვადასხვა ორგანოს უკმარისობა
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
თირკმლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობა
არარეგულარული და ხშირად სწრაფი გულისცემა (წინაგულების ციმციმი)
წითელი, მტკივნეული ან იასამნისფერი გამონაყარი, რომელიც ვრცელდება და/ან ლორწოვან გარსებზე (მაგ.: ტუჩებზე და პირის ღრუში) ვითარდება ბუშტუკები და/ან სხვა დაზიანებები, განსაკუთრებთ, თუ პაციენტს მანამდე აღენიშნებოდა სინათლეზე მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემის ინფექციები (მაგ.: ბრონქიტი) და/ან ცხელება;
პენვმონიტი
სისხლდენა ფილტვებიდან
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდით მკურნალობის შემდეგ აღწერილი იყო სიმსივნის განვითარების შემთხვევები (მიელოდისპლაზიური სინდრომი, მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ბრონქული კარცინომა), თუმცა მათი უშუალო კავშირი ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდთან არ არის დადგენილი.
საჭიროა ექიმთან მიმართვა ან სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დაუყოვნებლივ, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი (სიხშირე უცნობია):
კანის მძიმე გამონაყარი, მათ შორის, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ეს სინდრომები შეიძლება გამოვლინდეს სხეულზე მოწითალო სამიზნის მსგავსი მაკულარული ან ცირკულარული ლაქებით, ცენტრში ბუშტუკებით, კანის აქერცვლით, წყლულებით პირის ღრუში, ხახაზე, ცხვირში, გენიტალიებზე და თვალებზე და შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები.
გავრცობილი გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, გადიდებული ლიმფური კვანძები და სხვა ორგანოების ჩართვა (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც DRESS ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი).
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა იღებს მძიმე ხასიათს, ან ვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით (დეტალები იხ. ქვემოთ).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
გაეთიანებული სამეფო
ყვითელი ბარათის სქემა
ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card შეიძლება მოიძებნოს Google Play-ში ან Apple App Store-ში.
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის გამოყენება ეტიკეტსა და შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის რაიმე სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს. კონტეინერი ინახება კოლოფში შიგთავსის სინათლისაგან დასაცავად.
პრეპარატის შენახვის ვადა მისი გახსნის ან ხსნარის მომზადების შემდეგ
ინსტრუქციის ბოლო ნაწილში არსებული მითითებების შესაბამისად დამზადებული საინფუზიო ხსნარი სტაბილურია პოლიეთილენის პაკეტში 25⁰C ტემპერატურაზე 3.5 საათის განმავლობაში და 2⁰C-დან 8⁰C-ზე - 2 დღის განმავლობაში. ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი არ შეიცავს კონსერვანტებს. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ხსნარი მაშინვე უნდა იქნას გამოყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხსნარის შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
ასევე, მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს ასეპტიკური პირობების დაცვა.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი შეიცავს
აქტიური ნივთიერებაა ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი.
ერთი ფლაკონი შეიცავს 25 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით).
ერთი ფლაკონი შეიცავს 100 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით).
ხსნარის დამზადების შემდეგ 1 მლ კონცენტრატი შეიცავს 2,5 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით).
სხვა დამხმარე ნივთიერებაა მანიტოლი.
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის ფორმა და შეფუთვა
ქარვისფერი მინის ფლაკონები ბრომობუტილის რეზინის საცობითა და ალუმინის flip-off თავსახურით.
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი ხელმისაწვდომია შეფუთვით 5, 10 და 20 ფლაკონით 25 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის შემცველობით და 1 და 5 ფლაკონით 100 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის შემცველობით.
ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
A
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Accord Healthcare Limited
Sage House, 319 Pinner Road, North Harrow,
Middlesex, HA1 4HF, United Kingdom
აკორდ ჰელსქეა ლიმითიდ
სეიჯ ჰაუზ, 319 ფინა როუდ, ნორს ჰეროუ,
მიდლსექსი, HA1 4HF, გაერთიანებული სამეფო
მწარმოებელი

Accord Healthcare B.V.,
Winthontlaan 200,
3526 KV Utrecht,
The Netherlands
აკორდ ჰელსქეა ბ.ვ.,
ვინთონტლაან 200,
3526 KV უტრეხტი
ნიდერლანდები
Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,
ul. Lutomierska 50, 95-200 Pabianice, Poland
აკორდ ჰელსქეა პოლსკა სპ.ზ.ო.ო.
ულ. ლუტომირსკა 50, 95-200 პაბიანიცე, პოლონეთი
ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში ეს სამკურნალო პროდუქტი ლიცენზირებულია შედეგი სახელწოდებებით:
წევრი სახელმწიფო
სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება
ავსტრია
ბენდამუსტინი აკორდი 2.5 მგ/მლ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად
დანია
ბენდამუსტინჰიდროქლორიდ აკორდი
ფინეთი
ბენდამუსტინი აკორდი 2.5 მგ/მლ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად
ირლანდია
ბენდამუსტინი 25 მგ/100 მგ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად
ისლანდია
ბენდამუსტინი აკორდი 2.5 მგ/მლ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად
ნორვეგია
ბენდამუსტინი აკორდი
პოლონეთი
ბენდამუსტინი აკორდი
ესპანეთი
ბენდამუსტინი აკორდი 2.5 მგ/მლ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად
სლოვაკეთის რესპუბლიკა
ბენდამუსტინი აკორდი 2.5 მგ/მლ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად
ბელგია

ბულარეთი

კვიპროსი
ბენდამუსტინი აკორდი 2.5 მგ/მლ
ჩეხეთის რესპუბლიკა
ბენდამუსტინი აკორდი 2.5 მგ/მლ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად
გერმანია

ესტონეთი
ბენდამუსტინი აკორდი
საბერძნეთი
ბენდამუსტინი აკორდი 2.5 მგ/მლ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად
უნგრეთი

იტალია
ბენდამუსტინა აკორდი
ლატვია
ბენდამუსტინი აკორდი 2.5 მგ/მლ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად
ლიეტუვა

მალტა
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი 2.5 მგ/მლ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად
ნიდერლანდები
ბენდამუსტინი აკორდი 2.5 მგ/მლ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად
პორტუგალია
ბენდამუსტინი აკორდი 2.5 მგ/მლ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად
რუმინეთი

სლოვენია

შვედეთი

გაერთიანებული სამეფო
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი 2.5 მგ/მლ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად
საფრანგეთი
ბენდამუსტინი აკორდი 2.5 მგ/მლ, ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 12/2020.
ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის:
სხვა ციტოტოქსიკური ნივთიერებების მსგავსად, პრეპარატის გენომის დამაზიანებელი ან სიმსივნის გამომწვევი შესაძლო ეფექტების გამო, დაცული უნდა იქნას მკაცრი სიფრთხილის ზომები როგორც ექთნების, ასევე ექიმების მიერ. ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის მოხმარების დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული მისი ინჰალაცია (შესუნთქვა) და კონტაქტი კანსა და ლორწოვან გარსთან (გამოყენებულ უნდა იქნას ხელთათმანები, დამცავი ტანსაცმელი, ნიღაბი!). თუ სხეულის რომელიმე ნაწილზე მოხდება მედიკამენტის კონტაქტი, ის გულდასმით უნდა იქნას ჩამორეცხილი წყლითა და საპნით, თვალების გამორეცხვა უნდა მოხდეს 0,9%-იანი (იზოტონური) ფიზიოლოგიური ხსნარით. შესაძლებლობის შემთხვევაში, რეკომენდებულია პრეპარატთან მუშაობა სპეციალურ უსაფრთხო მაგიდასთან (ლამინარული დინება) ერთჯერადი, აბსორბციის უნარის მქონე, სითხეების გაუმტარი საფარით. დაბინძურებული მასალა წარმოადგენს ციტოსტატიკურ ნარჩენებს. ციტოსტატიკური მასალების განადგურება უნდა მოხდეს ეროვნული გაიდლაინების შესაბამისად. დაუშვებელია ფეხმძიმე პერსონალის მუშაობა ციტოსტატიკებთან.
ხსნარი ინფუზიისათვის უნდა მომზადდეს ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის ფლაკონის შიგთავსის გახსნით მხოლოდ საინექციო წყალში შემდეგი სახით:
კონცენტრატის მომზადება
ერთი ფლაკონი ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი, რომელიც შეიცავს 25 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს, პირველად იხსნება 10 მლ საინექციო წყალში შენჯღრევით.
ერთი ფლაკონი ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი, რომელიც შეიცავს 100 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს, პირველად იხსნება 40 მლ საინექციო წყალში შენჯღრევით.
ხსნარის მომზადება ინფუზიისათვის
როგორც კი მიიღება გამჭვირვალე ხსნარი (ძირითადად, 5-10 წუთის შემდეგ), ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის მთლიანი რეკომენდებული დოზა მაშინვე იხსნება 0,9%-იან (იზოტონურ) ფიზიოლოგიურ ხსნარში საბოლოო მოცულობის მქონე, დაახლოებით 500 მლ, პროდუქტის მისაღებად. ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი არ უნდა გაიხსნას სხვა საინფუზიო ხსნარებში ან ინექციაში. ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი არ უნდა შეერიოს სხვა საინფუზიო ნივთიერებებს.
ინფუზია
ხსნარი კეთდება ინტრავენური ინფუზიის სახით 30-60 წუთის განმავლობაში. ფლაკონები არის ერთჯერადი გამოყენების. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი გაიდლაინების შესაბამისად.
შემთხვევითი ინექციისას სისხლძარღვის გარეთ ქსოვილში (ექსტრავაზაცია) ის უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ. ნემსი უნდა იქნას ამოღებული ხანმოკლე ასპირაციის შემდეგ. ამის შემდეგ დაზიანებული ქსოვილის ადგილი უნდა გაცივდეს. მკლავი უნდა იყო აწეულ მდგომარეობაში. დამატებით მკურნალობას, როგორიცაა კორტიკოსტეროიდების გამოყენება, არ აქვს გამოხატული სარგებელი (იხ. პარაგრაფი 4).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.