პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ბაქტრიმი

Bactrim®

რეცეპტით200მგინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

სულფამიდის და ტრიმეტოპრიმის კომბინაცია (J: ინფექციის საწინააღმდეგო) ეს პრეპარატი ნაჩვენებია პრეპარატისადმი მგრძნობიარე ინფექციების სამკურნალოდ და ზოგიერთი ინფექციის პრევენციისათვის.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
200მგ/40მგ 100მლ პერორალური სუსპენზია ფლაკონი №1 საზომ კოვზთან ერთად შეფუთვაში
მწარმოებელი
ROCHE, საფრანგეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, სულფონამიდები და ტრიმეტოპრიმის კომბინაციებიმ წარმოებულების ჩათვლით
ATC კოდი
J01EE01
რეგისტრაციის ნომერი
რ-025246
რეგისტრირებულია
18 მაისი 2018, მოქმედებს 18 მაისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნიუ ჯორჯია - 555“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაბაქტრიმი და სხვა წამალი ერთად

ბაქტრიმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სულფამიდის და ტრიმეტოპრიმის კომბინაცია (J: ინფექციის საწინააღმდეგო)

ეს პრეპარატი ნაჩვენებია პრეპარატისადმი მგრძნობიარე ინფექციების სამკურნალოდ და ზოგიერთი ინფექციის პრევენციისათვის.

მიღების წესი და დოზირება

მითითების შესაბამისად სულფამეტოქსაზოლის ჩვეული დოზა შეადგენს 20-100მგ/კგ/დღეში და ტრიმეტოპრიმის – 4-20მგ/კგ/დღეში.

დოზა უნდა დარეგულირდეს თირკმლის უკმარისობის დროს.

ნებისმიერ შემთხვევაში მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება.

მიღების წესი და გზა

მიიღება პერორალურად.

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ბოთლი.

მიღების დრო

პრეპარატის მიღება სასურველია ჭამის დროს.

მკურნალობის ხანრგძლივობა

ეფექტურობის მისაღწევად პრეპარატი მიიღება რეგულარულად დანიშნული დოზით და ექიმის მიერ მითითებული ხანგრძლივობით.

ცხელების, ან სხვა სიმპტომების გაქრობა არ მიუთითებს სრულ გამოჯანმრთელებაზე. დაღლილობის შეგრძნება გამოწვეულია არა ანტიბიოტიკით, არამედ ინფექციური დაავადებით. მკურნალობის შეწყვეტა, ან დროებით შეჩერება არ გააუმჯობესებს დაღლილობის შეგრძნებას და შეაფერხებს გამოჯანმრთელების პროცესს.

თუ მიიღეთ ბაქტრიმი ბავშვებისა და ჩვილებისათვის ორალური სუსპენზია ჭარბი დოზით:

უკუჩვენებები

ნაადრევად დაბადებულ ბავშვება სა ჩვილებში,

ლაქტაციის პერიოდში თუ ჩვილი ერთ თვეზე ნაკლები ასაკისაა,

თუ ხართ ალერგიული პრეპარატის რომელიმე შემადგენელი ნივთიერებისადმი (განსაკუთრებით სულმონამიდების მიმართ),

თუ გაქვთ G6PD (გლუკოზა 6 ფოსფატდეჰიდროგენაზა) დეფიციტი, მათ შორის თუ აღნიშნული დეფიციტი ეხება ძუძუზე მყოფ ბავშვს (პრეპარატის არსებობა დედის

რძეში): არსებობს სისხლის წითელი უჯრედების დაზიანების რისკი,

კომბინაციაში მეტოტრექსატთან ერთად (იხ. გამოყენება სხვა პრეპარატებთან),

ღვიძლის დაზიანების შემთხვევაში,

ეს პრეპარატი არ გამოიყენება:

ლაქტაციის დროს (იხ. “ორსულობა და ლაქტაცია”),

კომბინაციაში ფენიტოინთან, პრეპარატი, რომელიც სისხლში ზრდის კალიმის დონეს (იხ. “გამოყენება სხვა პრეპარატებთან”).

თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სისფრთხილე ბაქტრიმი ბავშვებისა და ჩვილებისათვის ორალური სუსპენზიის გამოყენებისას

სიფრთხილის ზომები

კანის მხრივ რეაქციების, ან სისხლის ანალიზის მაჩვენებლების ცვლილებისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

მკურნალობის დასაწყისში სხეულზე სიწითლის გავრცელება პუსტულებით, რასაც თან ახლავს ცხელება, შეიძლება მიუთითებდეს სერიოზულ რეაქციაზე, ე.წ. მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (იხ. ნაწილი 4).

სისხლის ანალიზის მხრივ ცვლილებები შედარებით ხშირად ვლინდება ხანდაზმულებში და პაციენტებში ფოლიუმის მჟავას დეფიციტით.

ასევე საჭიროა სისხლის ანალიზის რეგულარული ჩატარება:

ხანგრძლივი, ან განმეორებითი მკურნალობისას

65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში,

ფოლიუმის მჟავას დეფიციტის მქონე პაციენტებში.

ტრიმეტოპრიმი-სულფამეტოქსაზოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული მაკროციტული ანემიის დროს (როდესაც სისხლის წითელი უჯრედები ნორმაზე დიდი მოცულობისაა).

იყო ცნობები პანციტოპენიის (სისხლის ანალიზის ცვლილება) შესახებ პაციენტებში, რომლებიც ტრომეტოპრიმ-სილფამეტოქსაზოლთან ერთად იღებდნენ მეტოტრექსატს (იხ. ნაწილი “გამოყენება სხვა პრეპარატებთან”).

სიფრთხილის ზომები

აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, ამ პრეპარატის, ან ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიის ისტორია, ღვიძლის დაავადება, სისხლის დაავადება, განსაკუთრებით პროფირია. საჭიროა სისხლის ანალიზის გაკეთება ღვიძლის უკმარისობის, თირკმლის უკმარისობის და სისხლის მხრივ დარღვევების არსებობისას.

ზოგიერთ პაციენტში (თირკმლის უკმარისობის, აივ ინფექციის მქონე პაციენტები, პაციენტები, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატის მაღალ დოზას, ხანდაზმული პაციენტები) საჭიროა ბიოლოგიური მონიტორინგი (სისხლში კალიუმის დონის განსაზღვრა). მკურნალობის დროს სასურველია დიდი რაოდენობით სითხის მიღება (სულ მცირე 2 ლიტრი სითხე დღეში).

ბაქტრიმმა შეიძლება გამოიწვიოს ფოტომგრძნობელობა, რაც წარმაოდგენს კანის რეაქციას მზის სხივების, ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად. ეს

შეიძლება გამოიხატოს კანზე უბრალო მზის დამწვრობიდან კანის პოტენციურად

სახიფათო დამწვრობამდე. ამიტომ თავი აარიდეთ მზეზე ყოფნას, ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას და ყოველთვის ატარეთ მზისაგან დამცავი ტანისამოსი მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.

თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ამ პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მეტოტრექსატთან ერთად.

ზოგიერთ პრეპარატთან და განსაკუთრებით ფენიტოინთან (ანტიკონვულსანტი), პრეპარატი, რომელიც სისხლში ზრდის კალიუმის დონეს, ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

სიფრთხილის მიზნით სასურველია თავიდან აიცილოთ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. თუ მკურნალობის დროს აღმოჩნდა რომ ხართ ორსულად, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების საჭიროების შესახებ.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ეს პრეპარატი გადის ქალის რძეს.

შესაბამისად:

ძუძუთი კვება წინააღმდეგნაჩვენებია თუ ბავშვი არის 1 თვეზე ნაკლები ასაკის,

ძუძუთი კვება წინააღმდეგნაჩვენებია, თუ დედას, ან ჩვილს აქვთ G6PD დეფიციტი (მეტაბოლური დაავადება),

ძუძუთი კვება ზოგადად არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატის მიღებისას.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი ცნობილი ეფექტით:

საქაროზა (2.5გ დოზირების ერთ კოვზზე), გლიცერინი, ნატრიუმი.

გვერდითი მოვლენები

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.

ზოგადი დარღვევები:

სხეულის მომატებული ტემპერატურე, ალერგიული შოკი, ანგიონევროზული შეშუპება (ურტიკარიის სახეობა, რომელიც იწვევს სახის შეშუპებას, რაც იწება თვალების შეშუპებით და იშვიათად იწყვევს ყელის შეშუპებას).

რეაქციების კანის მხრივ:

გამონაყარი ქავილით, ურტიკარია (გამონაყარი, რომელიც გავს ჭინჭრით დასუსხვას).

ძალიან იშვიათად ვლინდება სიწითლე მთელს სხეულზე (გენერალიზებული მწვავე ეგზანთემატოზური პუსტულოზი (იხ. ნაწილი 2).

შედარებით იშვიათად ვლინდება კანის, ან ლორწოვანი გარსის მხრივ დარღვევები, როგორებიცაა სიწითლე, ბუშტუკების წარმოქმნა, წვა, კანის აქერცვლა, რაც შეიძლება გავრცელდეს მთელს სხეულზე (ლაილის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი); მულტიფორმული ერითემა, ან ფიქსირებული პიგმენტური ერითება (კანის მძიმე დაავადება); პრეპარისადმი მომატებული მგრძნობელობის სინდრომი ე.წ DRESS სინდრომი, რაც მოიცავს გენერალიზებულ გამონაყარს სისტემური სიმპტომებით ცხელების, ზოგადი მდგომარეობის გაუარესების, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატების (ეოზინოფილია), განგლიების და შინაგანი ორგანობის (ღვიძლი, თირკმელები, ფილტვები, ან გული) გადიდების ჩათვლით; ან შეიძლება გამოვლინდეს კანზე წითელი, ან იასამნისფერი მცირე ზომის ლაქები (პურპურა). კანის რეაქციები მზის სხივების, ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად (ფოტომგრძლობელობა).

დარღვევები საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის მხრივ:

გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, დიარეა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი), ფსევდომემბრანული კოლოტი (ნაწლავის დაავადება სისხლიანი დიარეით და კუჭის ტკივილით).

დარღვევები ღვიძლის მხრივ:

ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის ხშირი მომატება, ბილირუბინის დონის მომატება,

ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), სიყვითლე.

იზოლირებულ შემთხვევებში ღვიძლის ხანგრძლივი დაზიანებისას შეიძლება გამოვლინდეს სანაღვლე სადინრების დაზიანება.

დარღვევები სისხლის მხრივ:

არსებობს სისხლის ქომიური შემადგენლობის ცვლილების შესაძლებლობა (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეუტროპენია, აგრანულოციტოზი, ძვლის ტვინის

დათრგუნვა, ჰემოლიზური ანემია, მეგალობლასტური ანემია, ციტოპენია, სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტები, თეთრი უჯრედები, წითელი უჯრედბი)), რამაც შესაძალოა გამოიწვიოს კანზე მცირე ზომის წითელი, ან იასამნისფერი ლაქების წარმოქმნა, სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან, ცხელება აუხნელი მიზეზით, სიფერმკრთალე, ან ძლიერი დაღლილობა, სისხლის პიგმენტების პათოლოგიური დონე, რაც ვლინდება კანის მონაცრისფრო ფერით (მეთემოგლობინემია). ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:

სისხლძარღვების ანთებითი დაავადება (ვასკულიტი).

დარღვევები საშარდე გზების მხრივ:

იყო ცნობები თირკმლის დაზიანების და კენჭების წარმოქმნის შესახებ.

ნევროლოგიური დარღვევები:

იყო ცნობები ისეთი ნევროლოგიური დარღვევების შესახებ, როგორებიცაა ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება, ან მგრძნობელობის დაკარგვა, ასევე მენინგიტის ნიშნების შესახებ (თავის ტკივილი, კისრის გაშეშება, სინათლის აუტანლობა, ღებინება, ცნობიერების დარღვევა), კრუნჩხვების, თავბრუსხვევის, ტრემორის, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევის (ატაქსია) შესახებ.

დარღვევები თვალის მხრივ:

აღწერილი იყო უვეიტის შემთხვევები (თვალის შიდა გარსის ანთება, რაც გამოიხატება მხედველობის გაუარესებით და ხშირად სიწითლით და თვალის ტკივილით).

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ:

იშვიათად ვლინდება სახსრების ტკივილი (არტჰრალგია) და კუნთების ტკივილი (მიალგია), იზოლირებულ შემთხვევებში კუნთების სერიოზული დარღვევები (რაბდომიალიზი).

მეტაბოლური დარღვევები:

იყო ცნობები ჰიპერკალემიის (სისხლში კალიუმის დონის მომატება), ჰიპონატრემიის (სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება) და მეტაბოლური აციდოსის (სისხლში მჟავას ჭარბო რაოდენობით დაგროვება) შესახებ. ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა) იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა დიაბეტის არმქონე პაციენტებში.

ფსიქიკური დარღვევები:

იზოლირებულ შემთხვევებში აღინიშნა ჰალუცინაციები.

გამოვლინებები აივ ინფექციის/ შიდსის მქონე პაციენტებში

მაღალი დოზებით მიღებისას შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს ზოგიერთი გვერდითი მოვლენა მაგ. კანის რეაქციები, ცხელება და სხვა სიმპტომები, როგორებიცაა მადის დაკარგვა, გულისრევა ღებინებით, ან მის გარეშე, დიარეა, სისხლის თეთრი უკრედების რაოდენობის შემცირება. ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, სისხლში კალიუმის დონის მომატება, სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება განსაკუთრებით ხშირია აივ ინფექციის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით პრპეარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას.

იყო ცნობები პაკრეატიტის (პანკრეასის ანთება) და რაბდომიალიზის (კუნთების მძიმე დაავადება) შესახებ პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად იტარებდნენ მკურნალობას ასეთი ეფექტების გამომწვევი პრეპარატებით.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს,

ან ექთანს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ეროვნული შეტყობინებების სისტემის მეშვეობით: წამლის და ჯანმრთელობის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო (ANSM) და რეგიონული ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრები – ვებ. გვერდი: www.ansm.sante.fr

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებებია:

სულფამეტოქსაზოლი ........................................ .................................................. ............... 4.00 გ

ტრიმეტოპრიმი ....................................................................................................................... 0.80 გ

დოზირების კოვზი (5მლ) შეიცავს 200მგ სულფამეტოქსაზოლს და 40მგ ტრიმეტოპრიმს, 2.5გ საქაროზას და 0.75გ გლიცერინს.

სხვა ნივთიერებებია: საქაროზა, გლიცერინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარმელოზა, პოლისორბატი 80, არომატიზატორი Tutti Frutti 73 621 / H, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), კვერცხის კრემის არომატიზატორი 73,463 / H, დამატკბობელი GESWEET, პოლისორბატი, გასუფთავებული წყალი.

ბაქტრიმი ბავშვებისათვის და ჩვილებისათვის პერორალური სუსპენზიის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

პრეპარატი წარმოდგენილია პერორალური სუსპენზიის სახით. ბოთლი შეიცავს 60, 90, 100, ან 125მლ სუსპენზიას.

სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი

ROCHE

30 COURSE OF SEGUIN ISLAND

92100 BOULOGNE-BILLANCOURT

დანართი ფურცლის ბოლო დამოწმების თარიღია 2015 წლის ივლისი.

ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ANSM –ს ვებ.გვერდზე (საფრანგეთი).

ჯანმრთელობის შესახებ რჩევა/განათლება

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ბაქტრიმი ბავშვებისა და ჩვილებისათვის პერორალური სუსპენზია ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს გამოუყენებელი პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

დანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

ბაქტრიმი ბავშვებისა და ჩვილებისათვის, პერორალური სუსპენზია

სულფამეტოქსაზოლი/ტრიმეტოპრიმი

პრეპარატის გამოყენებამდე გულდასმით წაიკითხეთ ეს დანართი ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ მათი სიმპტომები გავს თქვენსას.

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. იხ. ნაწილი 4.

ამ დანართ ფურცელში მოცემულია:

რა არის ბაქტრიმი ბავშვებისა და ჩვილებისათვის პერორალური სუსპენზია და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ბაქტრიმი ბავშვებისა და ჩვილებისათვის პერორალური სუსპენზიის გამოყენებამდე

როგორ მივიღოთ ბაქტრიმი ბავშვებისა და ჩვილებისათვის პერორალური სუსპენზია

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ შევინახოთ ბაქტრიმი ბავშვებისა და ჩვილებისათვის პერორალური სუსპენზია

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რა არის ბაქტრიმი ბავშვებისა და ჩვილებისათვის პერორალური სუსპენზია და რისთვის გამოიყენება

სულფამიდის და ტრიმეტოპრიმის კომბინაცია (J: ინფექციის საწინააღმდეგო)

ეს პრეპარატი ნაჩვენებია პრეპარატისადმი მგრძნობიარე ინფექციების სამკურნალოდ და ზოგიერთი ინფექციის პრევენციისათვის.

რა უნდა იცოდეთ ბაქტრიმი ბავშვებისა და ჩვილებისათვის პერორალური სუსპენზიის გამოყენებამდე

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ბაქტრიმი ბავშვებისა და ჩვილებისათვის პერორალური სუსპენზია შემდეგ შემთხვევებში:

ნაადრევად დაბადებულ ბავშვება სა ჩვილებში,

ლაქტაციის პერიოდში თუ ჩვილი ერთ თვეზე ნაკლები ასაკისაა,

თუ ხართ ალერგიული პრეპარატის რომელიმე შემადგენელი ნივთიერებისადმი (განსაკუთრებით სულმონამიდების მიმართ),

თუ გაქვთ G6PD (გლუკოზა 6 ფოსფატდეჰიდროგენაზა) დეფიციტი, მათ შორის თუ აღნიშნული დეფიციტი ეხება ძუძუზე მყოფ ბავშვს (პრეპარატის არსებობა დედის

რძეში): არსებობს სისხლის წითელი უჯრედების დაზიანების რისკი,

კომბინაციაში მეტოტრექსატთან ერთად (იხ. გამოყენება სხვა პრეპარატებთან),

ღვიძლის დაზიანების შემთხვევაში,

ეს პრეპარატი არ გამოიყენება:

ლაქტაციის დროს (იხ. “ორსულობა და ლაქტაცია”),

კომბინაციაში ფენიტოინთან, პრეპარატი, რომელიც სისხლში ზრდის კალიმის დონეს (იხ. “გამოყენება სხვა პრეპარატებთან”).

თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სისფრთხილე ბაქტრიმი ბავშვებისა და ჩვილებისათვის ორალური სუსპენზიის გამოყენებისას

განსაკუთრებული მითითებები

კანის მხრივ რეაქციების, ან სისხლის ანალიზის მაჩვენებლების ცვლილებისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.

მკურნალობის დასაწყისში სხეულზე სიწითლის გავრცელება პუსტულებით, რასაც თან ახლავს ცხელება, შეიძლება მიუთითებდეს სერიოზულ რეაქციაზე, ე.წ. მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (იხ. ნაწილი 4).

სისხლის ანალიზის მხრივ ცვლილებები შედარებით ხშირად ვლინდება ხანდაზმულებში და პაციენტებში ფოლიუმის მჟავას დეფიციტით.

ასევე საჭიროა სისხლის ანალიზის რეგულარული ჩატარება:

ხანგრძლივი, ან განმეორებითი მკურნალობისას

65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში,

ფოლიუმის მჟავას დეფიციტის მქონე პაციენტებში.

ტრიმეტოპრიმი-სულფამეტოქსაზოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული მაკროციტული ანემიის დროს (როდესაც სისხლის წითელი უჯრედები ნორმაზე დიდი მოცულობისაა).

იყო ცნობები პანციტოპენიის (სისხლის ანალიზის ცვლილება) შესახებ პაციენტებში, რომლებიც ტრომეტოპრიმ-სილფამეტოქსაზოლთან ერთად იღებდნენ მეტოტრექსატს (იხ. ნაწილი “გამოყენება სხვა პრეპარატებთან”).

სიფრთხილის ზომები

აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, ამ პრეპარატის, ან ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიის ისტორია, ღვიძლის დაავადება, სისხლის დაავადება, განსაკუთრებით პროფირია. საჭიროა სისხლის ანალიზის გაკეთება ღვიძლის უკმარისობის, თირკმლის უკმარისობის და სისხლის მხრივ დარღვევების არსებობისას.

ზოგიერთ პაციენტში (თირკმლის უკმარისობის, აივ ინფექციის მქონე პაციენტები, პაციენტები, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატის მაღალ დოზას, ხანდაზმული პაციენტები) საჭიროა ბიოლოგიური მონიტორინგი (სისხლში კალიუმის დონის განსაზღვრა). მკურნალობის დროს სასურველია დიდი რაოდენობით სითხის მიღება (სულ მცირე 2 ლიტრი სითხე დღეში).

ბაქტრიმმა შეიძლება გამოიწვიოს ფოტომგრძნობელობა, რაც წარმაოდგენს კანის რეაქციას მზის სხივების, ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად. ეს

შეიძლება გამოიხატოს კანზე უბრალო მზის დამწვრობიდან კანის პოტენციურად

სახიფათო დამწვრობამდე. ამიტომ თავი აარიდეთ მზეზე ყოფნას, ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას და ყოველთვის ატარეთ მზისაგან დამცავი ტანისამოსი მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.

თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

გამოყენება სხვა პრეპარატებთან

ამ პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მეტოტრექსატთან ერთად.

ზოგიერთ პრეპარატთან და განსაკუთრებით ფენიტოინთან (ანტიკონვულსანტი), პრეპარატი, რომელიც სისხლში ზრდის კალიუმის დონეს, ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

სიფრთხილის მიზნით სასურველია თავიდან აიცილოთ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. თუ მკურნალობის დროს აღმოჩნდა რომ ხართ ორსულად, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების საჭიროების შესახებ.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ეს პრეპარატი გადის ქალის რძეს.

შესაბამისად:

ძუძუთი კვება წინააღმდეგნაჩვენებია თუ ბავშვი არის 1 თვეზე ნაკლები ასაკის,

ძუძუთი კვება წინააღმდეგნაჩვენებია, თუ დედას, ან ჩვილს აქვთ G6PD დეფიციტი (მეტაბოლური დაავადება),

ძუძუთი კვება ზოგადად არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატის მიღებისას.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი ცნობილი ეფექტით:

საქაროზა (2.5გ დოზირების ერთ კოვზზე), გლიცერინი, ნატრიუმი.

როგორ მივიღოთ ბაქტრიმი ბავშვებისა და ჩვილებისათვის პერორალური სუსპენზია

დოზირება

მითითების შესაბამისად სულფამეტოქსაზოლის ჩვეული დოზა შეადგენს 20-100მგ/კგ/დღეში და ტრიმეტოპრიმის – 4-20მგ/კგ/დღეში.

დოზა უნდა დარეგულირდეს თირკმლის უკმარისობის დროს.

ნებისმიერ შემთხვევაში მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება.

მიღების წესი და გზა

მიიღება პერორალურად.

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ბოთლი.

მიღების დრო

პრეპარატის მიღება სასურველია ჭამის დროს.

მკურნალობის ხანრგძლივობა

ეფექტურობის მისაღწევად პრეპარატი მიიღება რეგულარულად დანიშნული დოზით და ექიმის მიერ მითითებული ხანგრძლივობით.

ცხელების, ან სხვა სიმპტომების გაქრობა არ მიუთითებს სრულ გამოჯანმრთელებაზე. დაღლილობის შეგრძნება გამოწვეულია არა ანტიბიოტიკით, არამედ ინფექციური დაავადებით. მკურნალობის შეწყვეტა, ან დროებით შეჩერება არ გააუმჯობესებს დაღლილობის შეგრძნებას და შეაფერხებს გამოჯანმრთელების პროცესს.

თუ მიიღეთ ბაქტრიმი ბავშვებისა და ჩვილებისათვის ორალური სუსპენზია ჭარბი დოზით:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.

ზოგადი დარღვევები:

სხეულის მომატებული ტემპერატურე, ალერგიული შოკი, ანგიონევროზული შეშუპება (ურტიკარიის სახეობა, რომელიც იწვევს სახის შეშუპებას, რაც იწება თვალების შეშუპებით და იშვიათად იწყვევს ყელის შეშუპებას).

რეაქციების კანის მხრივ:

გამონაყარი ქავილით, ურტიკარია (გამონაყარი, რომელიც გავს ჭინჭრით დასუსხვას).

ძალიან იშვიათად ვლინდება სიწითლე მთელს სხეულზე (გენერალიზებული მწვავე ეგზანთემატოზური პუსტულოზი (იხ. ნაწილი 2).

შედარებით იშვიათად ვლინდება კანის, ან ლორწოვანი გარსის მხრივ დარღვევები, როგორებიცაა სიწითლე, ბუშტუკების წარმოქმნა, წვა, კანის აქერცვლა, რაც შეიძლება გავრცელდეს მთელს სხეულზე (ლაილის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი); მულტიფორმული ერითემა, ან ფიქსირებული პიგმენტური ერითება (კანის მძიმე დაავადება); პრეპარისადმი მომატებული მგრძნობელობის სინდრომი ე.წ DRESS სინდრომი, რაც მოიცავს გენერალიზებულ გამონაყარს სისტემური სიმპტომებით ცხელების, ზოგადი მდგომარეობის გაუარესების, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატების (ეოზინოფილია), განგლიების და შინაგანი ორგანობის (ღვიძლი, თირკმელები, ფილტვები, ან გული) გადიდების ჩათვლით; ან შეიძლება გამოვლინდეს კანზე წითელი, ან იასამნისფერი მცირე ზომის ლაქები (პურპურა). კანის რეაქციები მზის სხივების, ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად (ფოტომგრძლობელობა).

დარღვევები საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის მხრივ:

გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, დიარეა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი), ფსევდომემბრანული კოლოტი (ნაწლავის დაავადება სისხლიანი დიარეით და კუჭის ტკივილით).

დარღვევები ღვიძლის მხრივ:

ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის ხშირი მომატება, ბილირუბინის დონის მომატება,

ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), სიყვითლე.

იზოლირებულ შემთხვევებში ღვიძლის ხანგრძლივი დაზიანებისას შეიძლება გამოვლინდეს სანაღვლე სადინრების დაზიანება.

დარღვევები სისხლის მხრივ:

არსებობს სისხლის ქომიური შემადგენლობის ცვლილების შესაძლებლობა (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეუტროპენია, აგრანულოციტოზი, ძვლის ტვინის

დათრგუნვა, ჰემოლიზური ანემია, მეგალობლასტური ანემია, ციტოპენია, სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტები, თეთრი უჯრედები, წითელი უჯრედბი)), რამაც შესაძალოა გამოიწვიოს კანზე მცირე ზომის წითელი, ან იასამნისფერი ლაქების წარმოქმნა, სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან, ცხელება აუხნელი მიზეზით, სიფერმკრთალე, ან ძლიერი დაღლილობა, სისხლის პიგმენტების პათოლოგიური დონე, რაც ვლინდება კანის მონაცრისფრო ფერით (მეთემოგლობინემია). ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:

სისხლძარღვების ანთებითი დაავადება (ვასკულიტი).

დარღვევები საშარდე გზების მხრივ:

იყო ცნობები თირკმლის დაზიანების და კენჭების წარმოქმნის შესახებ.

ნევროლოგიური დარღვევები:

იყო ცნობები ისეთი ნევროლოგიური დარღვევების შესახებ, როგორებიცაა ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება, ან მგრძნობელობის დაკარგვა, ასევე მენინგიტის ნიშნების შესახებ (თავის ტკივილი, კისრის გაშეშება, სინათლის აუტანლობა, ღებინება, ცნობიერების დარღვევა), კრუნჩხვების, თავბრუსხვევის, ტრემორის, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევის (ატაქსია) შესახებ.

დარღვევები თვალის მხრივ:

აღწერილი იყო უვეიტის შემთხვევები (თვალის შიდა გარსის ანთება, რაც გამოიხატება მხედველობის გაუარესებით და ხშირად სიწითლით და თვალის ტკივილით).

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ:

იშვიათად ვლინდება სახსრების ტკივილი (არტჰრალგია) და კუნთების ტკივილი (მიალგია), იზოლირებულ შემთხვევებში კუნთების სერიოზული დარღვევები (რაბდომიალიზი).

მეტაბოლური დარღვევები:

იყო ცნობები ჰიპერკალემიის (სისხლში კალიუმის დონის მომატება), ჰიპონატრემიის (სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება) და მეტაბოლური აციდოსის (სისხლში მჟავას ჭარბო რაოდენობით დაგროვება) შესახებ. ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა) იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა დიაბეტის არმქონე პაციენტებში.

ფსიქიკური დარღვევები:

იზოლირებულ შემთხვევებში აღინიშნა ჰალუცინაციები.

გამოვლინებები აივ ინფექციის/ შიდსის მქონე პაციენტებში

მაღალი დოზებით მიღებისას შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს ზოგიერთი გვერდითი მოვლენა მაგ. კანის რეაქციები, ცხელება და სხვა სიმპტომები, როგორებიცაა მადის დაკარგვა, გულისრევა ღებინებით, ან მის გარეშე, დიარეა, სისხლის თეთრი უკრედების რაოდენობის შემცირება. ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, სისხლში კალიუმის დონის მომატება, სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება განსაკუთრებით ხშირია აივ ინფექციის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით პრპეარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას.

იყო ცნობები პაკრეატიტის (პანკრეასის ანთება) და რაბდომიალიზის (კუნთების მძიმე დაავადება) შესახებ პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად იტარებდნენ მკურნალობას ასეთი ეფექტების გამომწვევი პრეპარატებით.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს,

ან ექთანს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ეროვნული შეტყობინებების სისტემის მეშვეობით: წამლის და ჯანმრთელობის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო (ANSM) და რეგიონული ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრები – ვებ. გვერდი: www.ansm.sante.fr

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.

როგორ შევინახოთ ბაქტრიმი ბავშვებისა და ჩვილებისათვის პერორალური სუსპენზია

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ბაქტრიმი ბავშვებისა და ჩვილებისათვის პერორალური სუსპენზია ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს გამოუყენებელი პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ბაქტრიმი ბავშვებისა და ჩვილებისათვის პერორალური სუსპენზია

მოქმედი ნივთიერებებია:

სულფამეტოქსაზოლი ........................................ .................................................. ............... 4.00 გ

ტრიმეტოპრიმი ....................................................................................................................... 0.80 გ

დოზირების კოვზი (5მლ) შეიცავს 200მგ სულფამეტოქსაზოლს და 40მგ ტრიმეტოპრიმს, 2.5გ საქაროზას და 0.75გ გლიცერინს.

სხვა ნივთიერებებია: საქაროზა, გლიცერინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარმელოზა, პოლისორბატი 80, არომატიზატორი Tutti Frutti 73 621 / H, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), კვერცხის კრემის არომატიზატორი 73,463 / H, დამატკბობელი GESWEET, პოლისორბატი, გასუფთავებული წყალი.

ბაქტრიმი ბავშვებისათვის და ჩვილებისათვის პერორალური სუსპენზიის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

პრეპარატი წარმოდგენილია პერორალური სუსპენზიის სახით. ბოთლი შეიცავს 60, 90, 100, ან 125მლ სუსპენზიას.

სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი

ROCHE

30 COURSE OF SEGUIN ISLAND

92100 BOULOGNE-BILLANCOURT

დანართი ფურცლის ბოლო დამოწმების თარიღია 2015 წლის ივლისი.

ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ANSM –ს ვებ.გვერდზე (საფრანგეთი).

ჯანმრთელობის შესახებ რჩევა/განათლება

რა უნდა იცოდეთ ანტიბიოტიკების შესახებ

ანტიბიოტიკები ეფექტურია ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ. ისინი არ არის ეფექტური ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ.

ექიმი ამ ანტიბიოტიკს დაგინიშნავთ, რადგან ის ეფექტურია პირადად თქვენთვის და თქვენი არსებული დაავადების საწინააღმდეგოდ.

ანტიბიოტიკის მოქმედების მიუხედავად ბაქტერიებს აქვთ გადარჩენის და გამრავლების უნარი. ამ ფენომენს ეწოდება რეზისტენტობა: ეს მოვლენა ზოგიერთი ანტიბიოტიკით მკურნალობას ხდის არაეფექტურს.

რეზისტენტობა იზრდება ანტიბიოტიკების არასათანადო გამოყენების შედეგად.

თქვენ შესაძლოა ხელი შეუწყოთ ბაქტერიის რეზისტენტობის განვითარებას და შესაბამისად შეაფერხოთ თქვენი გამოჯანმრთელების პროცესი, ან თუნდაც პრეპარატი გახადოთ თქვენთვის არაეფექტური თუ არ დაიცავთ:

დოზირებას

მიღების დროს

და მკურნალობის ხანგრძლივობას.

ამიტომ ამ პრეპარატის ეფექტურობის შესანარჩუნებლად საჭიროა:

1 – გამოიყენოთ ანტიბიოტიკი მხოლოდ მაშინ, როდესაც ექიმი დაგინიშნავთ.

2 – მკაცრად დაიცვათ დანიშნულება.

3 – დანიშნულების გარეშე არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკი განმეორებით, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ რომ გაქვთ მსგავსი დაავადება.

4 – არ გადასცეთ თქვენთვის დანიშნული ანტიბიოტიკი სხვა პირს, ის შეიძლება არ იყოს შესაფერისი მისი დაავადებისათვის.

5 – მკურნალობის დასრულების შემდეგ გადაეცით შეფუთვა ფარმაცევტს პრეპარატის სწორი და შესაბამისი უტილიზაციისათვის.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა