ბისეპტოლი
BISEPTOL®
ბისეპტოლი წარმოადგენს ანტიბაქტერიულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს კო- ტრიმოქსაზოლს, რომელიც თავის მხრივ შედგება ორი მოქმედი ნივთიერებისგან: სულფამეტოქსაზოლი (სულფონამიდიმოქმედების საშუალო ხანგრძლივობით) და ტრიმეტოპრიმი, შესაბამისი პროპორციებით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სულფამეთოქსაზოლი (sulfamethoxazole) + ტრიმეთოპრიმი (trimethoprim)
- ფორმა და შეფუთვა
- 480მგ (400მგ + 80მგ) ტაბლეტი №20 (1X20)
- მწარმოებელი
- Adamed Pharma S.A., პოლონეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, სულფონამიდების და ტრიმეტოპრიმის კომბინაციები, წარმოებულების ჩათვლით
- ATC კოდი
- J01EE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041280
- რეგისტრირებულია
- 13 ივნისი 2024, მოქმედებს 13 ივნისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Adamed Pharma S.A. (პოლონეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გეა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბისეპტოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბისეპტოლი წარმოადგენს ანტიბაქტერიულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს კო- ტრიმოქსაზოლს, რომელიც თავის მხრივ შედგება ორი მოქმედი ნივთიერებისგან: სულფამეტოქსაზოლი (სულფონამიდიმოქმედების საშუალო ხანგრძლივობით) და ტრიმეტოპრიმი, შესაბამისი პროპორციებით.
პრეპარატის ორივე კომპონენტი მოქმედებს ბიოქიმიური ტრანსფორმაციების ერთსა და იმავე ჯაჭვზე, რაც იწვევს ანტიბაქტერიული მოქმედების გაძლიერებას და ბაქტერიული რეზისტენტობის შენელებულ განვითარებას.
მანამ, სანამ ექიმი გაუწევს რეკომენდაციას სამკურნალო პრეპარატს, მან უნდა განიხილოს მგრძნობელობა ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმების მიმართ და არასასურველი მოვლენების წარმოქმნის შესაძლებლობა. სამედიცინო ჩვენებები შემოიფარგლება ინფექციებით, რომლებიც გამოწვეულია ამ პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
ბისეპტოლი უნდა იქნას გამოყენებული ინფექციების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დადასტურებულია ან არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ისინი გამოწვეულია ბაქტერიებით ან სხვა მიკროორგანიზმებით, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ამ სამკურნალო პრეპარატის აქტიური ნივთიერებების მიმართ.
პრეპარატის ორივე კომპონენტი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; ორივე კომპონენტის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება პერორალური მიღებიდან 1-4 საათის განმავლობაში. ორივე ნაერთი თერაპიულ კონცენტრაციებში გვხვდება სხეულის მრავალ ქსოვილსა და სითხეში.
სამკურნალო პრეპარატი ბისეპტოლი ნაჩვენებია ზრდასრულებში, მოზარდებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
შარდგამომყოფი გზების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიების E. coli-ს, Klebsiella spp-ს ს,Enterobacter spp., Morganella morganii, Proteus mirabilis და Proteus vulgaris მგრძნობიარე შტამებით,
მწვავე შუა ოტიტი, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიების Streptococcus pneumoniae და H. influenzae მგრძნობიარე შტამებით,
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებები, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიების Streptococcus pneumoniae ან H. influenzae მგრძნობიარე შტამებით,
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები, გამოწვეული Shigella-ს ჩხირებით,
მიკრობიოლოგიურად დადასტურებული პნევმონია, რომელიც გამოწვეულია Pneumocystis jirovecii მიერ და ამ მიკროორგანიზმით ინფიცირების პროფილაქტიკა, განსაკუთრებით დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში (მაგალითად, შიდსი),
მოგზაურთა დიარეა ზრდასრულებში, რომელიც გამოწვეულია E. coli- ს პათოგენური შტამებით.
სამკურნალო პრეპარატ ბისეპტოლის მიღებამდე
პრეპარატ ბისეპტოლის მიღების დაწყებამდე უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან::
თუ ტრიმეტოპრიმის მიღების შემდეგ პაციენტს ოდესმე განუვითარდა ძლიერი კანისმიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან წყლულები პირის ღრუში.
მიღების წესი და დოზირება
ეს სამკურნალო პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული ექიმის მითითებებისამებრ. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
სამკურნალო პრეპარატი ბისეპტოლი მიიღება პერორალურად. მისი მიღება უმჯობესია ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად.
ტაბლეტები არ უნდა გაიყოს.
შარდგამომყოფი გზების ინფექცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექცია გამოწვეული Shigella-ს ჩხირებით და ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება ზრდასრულებსა და მოზარდებში (12 წელზე უფროსი ასაკის):
ჩვეულებრივ მიიღება 960 მგ კო-ტრიმოქსაზოლის პერორალურად (120 მგ-იანი ბისეპტოლის 8 ტაბლეტი ან 480 მგ-იანი ბისეპტოლის 2 ტაბლეტი) დღეში 2-ჯერ.
შარდგამომყოფი გზების ინფექციების დროს პრეპარატი ჩვეულებრივ გამოიყენება 10-14 დღის განმავლობაში, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს - 14 დღის განმავლობაში, Shigella-ს ჩხირებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციის დროს - 5 დღის განმავლობაში.
შარდგამომყოფი გზების ინფექციები, Shigella-ს ჩხირებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექცია და მწვავე შუა ოტიტი ბავშვებში:
ჩვეულებრივ გამოიყენება 6 მგ ტრიმეტოპრიმი და 30 მგ სულფამეტოქსაზოლი /კგ სხეულის მასაზე/დღეში, გაყოფილი 2 დოზად, ყოველ 12 საათში.
6-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის საშუალო დოზა შეადგენს 480 მგ კო- ტრიმოქსაზოლს ყოველ 12 საათში ერთხელ .
არ გამოიყენოთ დოზა, რომელიც აღემატება ზრდასრულებში გამოყენებულ დოზას.
შარდგამომყოფი გზების ინფექციების და მწვავე შუა ოტიტის დროს პრეპარატი ჩვეულებრივ გამოიყენება 10 დღის განმავლობაში, ხოლო Shigella-ს ჩხირებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების დროს - 5 დღის განმავლობაში.
Pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული პნევმონია ზრდასრულებსა და ბავშვებში:
რეკომენდებული დოზა დიაგნოსტირებული ინფექციის მქონე პირებისთვის შეადგენს 90–120 მგ კო- ტრიმოქსაზოლს /კგ სხეულის მასაზე/დღეში, გაყოფილი დოზებით ყოველ 6 საათში, 21 დღის განმავლობაში.
ცხრილი 1. ბისეპტოლის მაქსიმალური დოზა Pneumocystis jirovecii მიერ გამოწვეული პნევმონიის მქონე პაციენტების სხეულის წონის მიხედვით.
სხეულის მასა
(კგ)
დოზა, რომელიც მიიღება ყოველ 6 საათში (მგ კო- ტრიმოქსაზოლი )
16
24
32
40
48
64
80
480
720
960
1200
1440
1920
2400
Pneumocystis jirovecii ინფექციის პროფილაქტიკა
ზრდასრულები და მოზარდები: 960 მგ კო- ტრიმოქსაზოლი (120 მგ-იანი ბისეპტოლის 8 ტაბლეტი ან 480 მგ-იანი ბისეპტოლის 2ტაბლეტი) დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში. პრეპარატის ცუდი ამტანობის დროს შეიძლება განიხილებოდეს სადღეღამისო დოზის 480 მგ-მდე შემცირება.
ბავშვები: 900 მგ კო- ტრიმოქსაზოლი /სხეულის ზედაპირის მ2 დღეში, თანაბრად გაყოფილ 2 დოზად ყოველ 12 საათში ერთხელ კვირის ზედიზედ 3 დღის განმავლობაში.
ცხრილი 2. პრეპარატ ბისეპტოლის დოზები, რომლებიც რეკომენდებული ბავშვებისთვის, Pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული პნევმონიის პროფილაქტიკისთვის
სხეულის ზედაპირი
( მ² )
დოზა, რომელიც მიიღება ყოველ 12 საათში (მგ კო- ტრიმოქსაზოლი )
- 53
- 06
240
480
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1920 მგ კო-ტრიმოქსაზოლს (480 მგ-იანი ბისეპტოლის 4 ტაბლეტი).
მოგზაურთა დიარეა ზრდასრულებში, რომელიც გამოწვეულია E. coli- ს პათოგენური შტამებით.
რეკომენდებული დოზა შეადგენს 960 მგ (120 მგ-იანი ბისეპტოლის 8 ტაბლეტი ან 480 მგ-იანი ბისეპტოლის 2 ტაბლეტი) ყოველ 12 საათში ერთხელ.
დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებული დოზირების რეჟიმი:
კრეატინინის კლირენსი > 30 მლ/წთ: სტანდარტული დოზირება. კრეატინინის კლირენსი 15–30 მლ/წთ: სტანდარტული დოზის ნახევარი.
კრეატინინის კლირენსი < 15 მლ/წთ: ბისეპტოლის გამოყენება არ შეიძლება (იხ. პუნქტი 2).
დოზირება დიალიზზე მყოფი ადამიანებისთვის
ჰემოდიალიზზე მყოფმა პაციენტებმა თავდაპირველად უნდა მიიღონ პრეპარატის ნორმალური დატვირთვის დოზა, ჰემოდიალიზის თითოეული სეანსის შემდეგ კი დამატებით ნახევარი დოზა.
პერიტონეალური დიალიზი იწვევს პრეპარატის მინიმალურ გამოყოფას. პრეპარატი არ არის რეკომენდებული პერიტონეალური დიალიზის მქონე პაციენტებისთვის.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში უნდა იქნას გამოყენებული იგივე დოზები, რაც რეკომენდებულია ზრდასრულებისთვის.
გამოყენება ბავშვებში
6 წლამდე ასაკის ბავშვები: ტაბლეტები არ არის რეკომენდებული ასპირაციის რისკის გამო; 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის პრეპარატი ხელმისაწვდომია სუსპენზიის სახით.
ბისეპტოლი უკუნაჩვენებია 2 თვეზე ნაკლები ასაკის ჩვილებისთვის (იხ. პუნქტი 2).
სამკურნალო პრეპარატ ბისეპტოლის დოზის გამოყენება, რომელიც აღემატება რეკომენდებულს
ისეთი დოზის მიღების შემთხვევაში, რომელიც აღმატება რეკომენდებულს, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს. თან იქონიეთ სამკურნალო პრეპარატის შეფუთვა.
რეკომენდებულზე მაღალი დოზის გამოყენებისას შეიძლება წარმოიქმნას გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა და თავის ტკივილი, ცხელება, ძილიანობა, გონების დაკარგვა, ცნობიერების აღრევის მდგომარეობა (ცნობიერების დარღვევა), შარდში სისხლის ან კრისტალების არსებობა. დოზის გადაჭარბების მძიმე ფორმის დროს- გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დეპრესია, ცნობიერების დარღვევა, მიელოსუპრესია. ტრიმეტოპრიმის დოზის ხანგრძლივმა გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მიელოსუპრესიის განვითარება, რაც ვლინდება თრომბოციტოპენიით (თრომბოციტების მცირე რაოდენობა) ან ლეიკოპენიით (ლეიკოციტების მცირე რაოდენობა), ასევე სისხლის სურათის სხვა დარღვევები, რომლებიც გამოწვეულია ფოლიუმის მჟავას დეფიციტით.
სამკურნალო პრეპარატ ბისეპტოლის მიღების გამოტოვება
პრეპარატის გამოტოვებული დოზა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ.
არ უნდა მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.
ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ეჭვების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.
უკუჩვენებები
თუ პაციენტს აქვს ალერგია მოქმედ ნივთიერებებზე (სულფამეტოქსაზოლზე ან ტრიმეტოპრიმზე) ან სხვა სულფონამიდებზე, ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
ღვიძლის პარენქიმის დაზიანების დიაგნოზის მქონე პაციენტებში,
პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით კრეატინინის კლირენსით < 15 მლ/წთ (იხ. პუნქტი 3),
პაციენტებში მეგალობლასტური ანემიით (ერიტროციტების რაოდენობის შემცირება), რომელიც გამოწვეულია ფოლიუმის მჟავას დეფიციტით,
დოფეტილიდის მიმღებ პაციენტებში,
2 თვემდე ასაკის ბავშვებში (ბირთვული სიყვითლის რისკი).
თუ პაციენტი ორსულადაა (პირველი ტრიმესტრი) ან ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა ორსულად იყოს.
სიფრთხილის ზომები
უნდა იქნას დაცული განსაკუთრებული სიფრთხილე სამკურნალო პრეპარატ ბისეპტოლის გამოყენებისას:
თუ პაციენტს განუვითარდება გამონაყარი, ყელის ტკივილი, ცხელება, სახსრების ტკივილი, ხველა, ქოშინი ან სიყვითლე ან სხვა სერიოზული არასასურველი მოვლენები, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
თუ პაციენტს აქვს მძიმე ალერგია ან ბრონქული ასთმა.
თუ პაციენტს აქვს პორფირია ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.
თუ პაციენტის ხველა და ქოშინი გაუძლიერდება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
ტრიმეტოპრიმით მკურნალობასთან დაკავშირებით შემოდიოდა ინფორმაცია კანის ისეთი მძიმე რეაქციების შესახებ, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (ინგლ. Stevens-Johnson syndrome, SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ინგლ. toxic epidermal necrolysis, TEN) და მედიკამენტოზური რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (ინგლ. drug reaction with eosinophilia and systemic symptoms, DRESS). თუ პაციენტს განუვითარდება კანის მძიმე რეაქციების სიმპტომებიდან ნებისმიერი, რომელიც აღწერილია მე-4 პუნქტში, ტრიმეტოპრიმის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის.
დამატებითი სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებზე წყლულების წარმოქმნასთან და კონიუნქტივიტთან (წითელი და შეშუპებული თვალები).
სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ კანისმიერ გამონაყარს ხშირად თან ახლავს გრიპის მსგავსი სიმპტომები.
გამონაყარი შეიძლება გადაიზარდოს ფართომასშტაბიან ბუშტუკებში ან გამოიწვიოს კანის აქერცვლა.
მძიმე კანისმიერი რეაქციების წარმოქმნის ყველაზე დიდი რისკი აღინიშნება მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში.
მაღალი ხარისხის სიმძიმის არასასურველი მოვლენების მომატებული რისკი არსებობს:
ხანდაზმულ ადამიანებში,
პაციენტებში, რომლებსაც ერთდროულად აქვთ სხვა დაავადებები, მაგალითად, თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,
პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სხვა სამკურნალო პრეპარატებს,
პაციენტებში მალაბსორბციითა და პაციენტებში, რომლებიც ცუდად იკვებებიან,
შიდსით დაავადებულ პაციენტებში (იხ. პუნქტი 4),
ადამიანებში, რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს.
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი
ძალიან იშვიათად იყო გაძლიერებული იმუნური პასუხის შემთხვევები, რომლებიც გამომდინარეობდა სისხლის თეთრი უჯრედების აქტივაციის რეგულაციის დარღვევით, რაც იწვევდა ანთების განვითარებას (ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი)- ისინი შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში, თუ დიაგნოზი არ იქნება დასმული ადრეულ სტადიაზე და არ იქნება დაწყებული მკურნალობა. თუ ერთდროულად ან მცირე დაყოვნების შემდეგ გამოვლინდა რამდენიმე ისეთი სიმპტომი, როგორიცაა ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება, სისუსტე, თავბრუსხვევა, ქოშინი, სისხლჩაქცევები ან გამონაყარი კანზე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
გავლენა თირკმელებზე
სულფონამიდებმა, მათ შორის სამკურნალო პრეპარატმა ბისეპტოლმა, შეიძლება გამოიწვიონ შარდის გამოყოფის მომატება, განსაკუთრებით შეშუპების მქონე პაციენტებში, გულის პრობლემებით.
ექიმმა გულდასმით უნდა აკონტროლოს კალიუმის დონე სისხლის შრატში და თირკმლის ფუნქცია შემდეგ პაციენტებში:
რომლებიც ღებულობენ სამკურნალო პრეპარატ ბისეპტოლის მაღალ დოზებს, რაც გამოიყენება Pneumocystis jirovecii -ით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულ პაციენტებში;
რომლებიც ღებულობენ ბისეპტოლის ჩვეულებრივ რეკომენდებულ დოზას, მაგრამ აქვთ კალიუმის მეტაბოლიზმის დარღვევა ან თირკმლის უკმარისობა;
რომლებიც ღებულობენ სისხლში კალიუმის ძალიან მაღალი დონის გამომწვევ პრეპარატებს (იხ. ქვემოთ „ბისეპტოლი და სხვა სამკურნალო პრეპარატები“).
ხანგრძლივი მკურნალობა
სამკურნალო პრეპარატ ბისეპტოლის ხანგრძლივი გამოყენებისას ექიმი დანიშნავს სისხლის, შარდის და თირკმლის ფუნქციის რეგულარულ ანალიზებს. მკურნალობის დროს უნდა მიიღოთ სითხის საკმარისი რაოდენობა.
თუ პაციენტს აქვს ფოლიუმის მჟავას დეფიციტი, მას შეიძლება განუვითარდეს არასასურველი სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლთან. ეს სიმპტომები ქრება ფოლიუმის მჟავას მიღების შემდეგ.
ბისეპტოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ფერმენტ G6PD-ის დეფიციტის მქონე პაციენტებში, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია. ასეთ შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მინიმალური დოზებით.
სამკურნალო პრეპარატ ბისეპტოლის გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის ექიმი დანიშნავს დოზას, რომელიც გამოთვლილია კონკრეტული პაციენტისთვის, კვლევის შედეგების (კრეატინინის კლირენსი) მიხედვით, იხ. პუნქტი 3.
ბისეპტოლის გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით. ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ანალიზებს უფრო ხშირად.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
სერიოზული არასასურველი მოვლენების მაღალი რისკის გამო პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული - იხ. პუნქტი 3.
პრეპარატის გამოყენება ფოლატების დეფიციტის მქონე პაციენტებში
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის მქონე პაციენტებს (ხანდაზმულ ადამიანებს, პაციენტებს ადრე არსებული ფოლიუმის მჟავას დეფიციტით ან თირკმლის უკმარისობის მქონე პირებს) უფრო ხშირად აღენიშნებათ არასასურველი სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლთან. ფოლიუმის მჟავას მიღების შემდეგ ეს სიმპტომები ქრება. ექიმი დაგინიშნავთ პერიოდულად ჩასატარებელ სისხლის ანალიზებს.
ბავშვები და მოზარდები
6 წლამდე ასაკის ბავშვები: ტაბლეტები არ არის რეკომენდებული ასპირაციის რისკის გამო; 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პრეპარატი ხელმისაწვდომია სუსპენზიის სახით.
ბისეპტოლი უკუნაჩვენებია 2 თვემდე ასაკის ჩვილებისთვის.
პრეპარატი ბისეპტოლი და სხვა სამკურნალო პრეპარატები
უნდა აცნობოთ ექიმს ყველა სამკურნალო პრეპარატების შესახებ, რომლებსაც პაციენტი ღებულობს ამჟამად ან ღებულობდა ბოლო დროს, ასევე იმ პრეპარატების შესახებ, რომლების მიღებასაც პაციენტი აპირებს. ექიმი ღებულობს გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების, შესაძლო მოდიფიკაციისა და მკურნალობის შედეგების კონტროლის მეთოდის შესახებ. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება იმ სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ:
- ამანტადინს (პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ნერვული სისტემის დაავადებების - პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ და აქვს ანტივირუსული მოქმედება). პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ამანტადინს, შეიძლება ექვემდებარეოდნენ ისეთი არასასურველი ნევროლოგიური მოვლენების წარმოქმნის რისკის ზრდას, როგორიცაა ბოდვა (delirium) და მიოკლონუსი.
ციკლოსპორინს (პრეპარატს, რომელიც თრგუნავს იმუნურ სისტემას); პაციენტებში, რომლებიც თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ ღებულობდნენ კო- ტრიმოქსაზოლს და ციკლოსპორინს, აღინიშნებოდათ თირკმლის ფუნქციის დროებითი გაუარესება.
დაფსონს (ანტიბაქტერიულ პრეპარატს) ; თუ ერთდროული გამოყენება აუცილებელია, პაციენტებს უნდა უტარდებოდეთ კონტროლი მეთჰემოგლობინემიის (სისხლში ჰემოგლობინის პათოლოგიური ფორმა) საკითხთან დაკავშირებით.
დიგოქსინს (პრეპარატს, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობისა და გულის რითმის ზოგიერთი დარღვევის სამკურნალოდ); საჭიროა სისხლის შრატში დიგოქსინის დონის კონტროლი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებს; პაციენტმა უფრო ხშირად უნდა აკონტროლოს სისხლში გლუკოზის დონე. ბისეპტოლით მკურნალობის დროს და მის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის კორექტირება.
ფენიტოინს (კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიური კრუნჩხვების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის));
პაციენტებს, რომლებიც იღებენ ფენიტოინს, უნდა უტარდებოდეთ კონტროლი ფენიტოინის ტოქსიკური ზემოქმედების სიმპტომებთან დაკავშირებით .
კლოზაპინს (ფსიქიკური აშლილობების სამკურნალო პრეპარატს).
კუმარინებს (ვარფარინს, აცენოკუმაროლს, ფენპროკუმონს) და სხვა პერორალური ანტიკოაგულანტებს (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს); კუმარინების მიმღებ პაციენტებში უნდა კონტროლდებოდეს სისხლის შედედება.
ლამივუდინს (ანტივირუსულ პრეპარატს);
შარდმდენ პრეპარატებს (დიურეზულუბს), განსაკუთრებით თიაზიდებს (ასევე გამოიყენება ჰიპერტონიის, მიოკარდიუმის უკმარისობის, თირკმლის ქრონიკული დაავადების, ღვიძლის ციროზის, სხვადასხვა წარმოშობის შეშუპების სამკურნალოდ); ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულებს, რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს თრომბოციტების რაოდენობა.
პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან შრატში კალიუმის დონეს (კალიუმის დამზოგავი პრეპარატებს), მაგალითად, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები, კალიუმის დამზოგავი დიურეზულები (სპირონოლაქტონი) და პრედნიზოლონი (გლუკოკორტიკოსტეროიდი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით);
მემანტინს (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ფსიქიური აშლილობების სამკურნალოდ); პაციენტები, რომლებიც ღებულობენ მემანტინს, შეიძლება ექვემდებარებოდნენ ისეთი არასასურველი ნევროლოგიური მოვლენების წარმოქმნის რისკის ზრდას, როგორიცაა ბოდვა (delirium) და მიოკლონუსი.
მეტოტრექსატს (თრგუნავს იმუნური სისტემის აქტივობას); ბისეპტოლმა შეიძლება გაზარდოს მეტოტრექსატის ტოქსიკურობა და გამოიწვიოს პანციტოპენია (სისხლის წითელი და თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება); ხანდაზმულ პაციენტებს, ჰიპოალბუმინემიით, თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ძვლის ტვინის რეზერვის შემცირებით, ასევე პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ მეტოტრექსატის მაღალ დოზებს უნდა დაენიშნოთ ფოლიუმის მჟავა ან კალციუმის ფოლატი.
პირიმეთამინს (ანტიპარაზიტული პრეპარატი); ზოგჯერ აღინიშნებოდა მეგალობლასტური ანემიის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პირიმეთამინს მალარიის პროფილაქტიკისთვის, დოზებით, რომლებიც აღემატებოდა კვირაში 25 მგ-ს და ერთდროუ- ლად იღებენ კო- ტრიმოქსაზოლს.
სულფონილშარდოვანას წარმოებულებს (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ) (მათ შორის გლიბენკლამიდი, გლიკლაზიდი , გლიპიზიდი , ქლორპროპამიდი და ტოლბუტამიდი); პაციენტები რეგულარულად უნდა კონტროლდებოდნენ ჰიპოგლიკემიის გამოვლენის მიზნით.
რეპაგლინიდს, როსიგლიტაზონს ან პიოგლიტაზონს (პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები, რომლებიც ახდენენ გავლენას სისხლში გლუკოზის დონის შემცირებაზე); პაციენტები, რომლებიც ღებულობენ რეპაგლინიდს, როსიგლიტაზონს ან პიოგლიტაზონს, რეგულარულად უნდა კონტროლირდებოდნენ ჰიპოგლიკემიის გამოვლენის საკითხზე.
თუ პაციენტი ღებულობს ზემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო პრეპარატებს, ექიმი გადაწყვეტს, შეუძლია თუ არა პაციენტს ბისეპტოლის ამავდროული მიღება.
არ არის რეკომენდებული ბისეპტოლის ერთდროულად გამოყენება პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ:
ამიოდარონს (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულის რიტმის დარღვევების დროს)
პაკლიტაქსელს (სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი).
ბისეპტოლის გამოყენება უკუნაჩვენებია დოფეტილიდის შემცველ პრეპარატებთან ერთად. (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულის რიტმის დარღვევების სამკურნალოდ).
ისეთი არასასურველი მოვლენების სიხშირე და სიმძიმე, როგორიცაა ძვლის ტვინის უჯრედების დაზიანება და მედიკამენტით გამოწვეული თირკმლის დაზიანება, შეიძლება გაიზარდოს, თუ ბისეპტოლი მიიღება ისეთ სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც აქვთ დადასტურებული გავლენა ძვლის ტვინის უჯრედების შემცირებაზე ან საზიანოა თირკმელებისთვის, როგორიცაა ნუკლეოზიდის ანალოგები (გამოიყენება სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტივირუსულ თერაპიაში), ტაკროლიმუსი (გამოიყენება ტრანსპლანტატის უარყოფის პრევენციისთვის), აზათიოპრინი (პრეპარატი, რომელიც თრგუნავს იმუნური სისტემის აქტივობას) ან მერკაპტოპურინი (სიმსივნის საწინააღმდეგო და იმუნური სისტემის აქტივობის დამთრგუნველი პრეპარატი).
ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე გავლენა:
ტრიმეტოპრიმმა შეიძლება შეცვალოს შრატში ფერმენტული მეთოდით მეტოტრექსატის კონცენტრაციის განსაზღვრის შედეგები.
კო- ტრიმოქსაზოლმა შესაძლოა დაახლოებით 10%-ით გაზარდოს იაფეს რეაქციის შედეგი ძირითად პიკრატთან კრეატინინზე.
სამკურნალო პრეპარატ ბისეპტოლის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭამის დროს ან დაუყოვნებლივ ჭამის შემდეგ. პრეპარატის მიღების დროს პაციენტებმა უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
OCT2-ით ტრანსპორტირებული სამკურნალო პრეპარატები
ტრიმეტოპრიმი არის ორგანული კათიონების ტრანსპორტიორ 2-ის (Organic Cation Transporter 2, OCT2) ინჰიბიტორი და CYP2C8-ის სუსტი ინჰიბიტორი. სულფამეთოქსაზოლი წარმოადგენს CYP2C9-ის სუსტ ინჰიბიტორს.
იმ სამკურნალო პრეპარატების სისტემური ზემოქმედება, რომლებიც ტრანსპორტირდება OCT2-ით, შეიძლება გაიზარდოს კო-ტრიმოქსაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას. მაგალითებია დოფეტილიდი, ამანტადინი, მემანტინი და ლამივუდინი.
დოფეტილიდი
TMP-SMZ არ უნდა იქნას გამოყენებული დოფეტილიდთან კომბინაციაში (იხ. ნაწილი 4.3).
დამტკიცებულია, რომ ტრიმეტოპრიმი აინჰიბირებს დოფეტილიდის თირკმლისმიერ გამოყოფას. ტრიმეტოპრიმის (160 მგ) სულფამეტოქსაზოლთან (800 მგ) კომბინაციამ, რომელიც მიიღებოდა დღეში ორჯერ დოფეტილიდის 500 მკგ დოზასთან ერთად, რომელიც შეიყვანებოდა დღეში ორჯერ 4 დღის განმავლობაში, იწვევდა დოფეტილიდის კონცენტრაციის დროისგან დამოკიდებულების მრუდის ქვეშ არსებული ფართობის (ინგლ. AUC-ის Area Under the Curve-სგან) ზრდას 103%-ით და მაქსიმალური კონცენტრაციის მნიშვნელობის (Cmax) ზრდას 93%-ით. დოფეტილიდმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე პარკუჭოვანი არითმიები, რომლებიც დაკავშირებულია QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან, torsades de pointes-ის ჩათვლით, რაც უშუალო კავშირშია დოფეტილიდის კონცენტრაციასთან სისხლის პლაზმაში.
ამანტადინი და მემანტინი
პაციენტებს, რომლებიც იღებენ ამანტადინს ან მემანტინს, შეიძლება ჰქონდეთ ისეთი არასასურველი ნევროლოგიური მოვლენების გაზრდილი რისკი, როგორიცაა ბოდვა (delirium) და მიოკლონუსი.
პრეპარატები, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2C8-ით,
იმ პრეპარატების სისტემური ზემოქმედება, რომლებიც მეტაბოლიზდება ძირითადად CYP2C8-ით, შეიძლება გაიზარდოს კო-ტრიმოქსაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას. მაგალითებში მოიცავს პაკლიტაქსელს, ამიოდარონს, დაფსონს, რეპაგლინიდს, როზიგლიტაზონს და პიოგლიტაზონს.
პაკლიტაქსელს და ამიოდარონს აქვთ ვიწრო თერაპიული ინდექსი. ამასთან დაკავშირებით, არ არის რეკომენდებული მათი ერთდროული გამოყენება კო-ტრიმოქსაზოლთან.
დაფსონი
როგორც დაფსონმა, ასევე კო-ტრიმოქსაზოლმა შეიძლება გამოიწვიონ მეთჰემოგლობინემია, რის გამოც წარმოიქმნება როგორც ფარმაკოკინეტიკური, ასევე ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების შესაძლებლობა. პაციენტები, რომლებიც ღებულობენ დაფსონსა და კო-ტრიმოქსაზოლს, უნდა კონტროლირდებოდნენ მეთემოგლობინემიის საკითხთან დაკავშირებით. შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა განიხილებოდეს მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები.
რეპაგლინიდი, როზიგლიტაზონი, პიოგლიტაზონი
პაციენტები, რომლებიც ღებულობენ რეპაგლინიდს, როზიგლიტაზონს ან პიოგლიტაზონს, რეგულარულად უნდა კონტროლდებოდნენ ჰიპოგლიკემიის საკოთხთან დაკავშირებით.
პრეპარატები, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2C9-ით,
იმ პრეპარატების სისტემური ზემოქმედება, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C9-ით, შეიძლება გაიზარდოს კო-ტრიმოქსაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას. მაგალითები მოიცავს კუმარინებს (ვარფარინს, აცენოკუმაროლს, ფენპროკუმონს), ფენიტოინს და სულფონილშარდოვანას წარმოებულებს (გლიბენკლამიდს, გლიკლაზიდს, გლიპიზიდს, ქლორპროპამიდს და ტოლბუტამიდს).
კუმარინები
კო-ტრიმოქსაზოლმა შეიძლება გააძლიეროს ანტიკოაგულანტების მოქმედება იმ დონემდე, რომელიც მოითხოვს დოზირების ცვლილებებს. პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ კუმარინებს, უნდა უკონტროლდებოდეს სისხლის შედედება.
ფენიტოინი
კო-ტრიმოქსაზოლი აინჰიბირებს ფენიტოინის მეტაბოლიზმს; იმ პირებთან, რომლებიც იღებენ ორივე პრეპარატს, ფენიტოინის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება დაახლოებით 39%-ით, ხოლო ფენიტოინის კლირენსი მცირდება დაახლოებით 27%-ით.
სულფონილშარდოვანას წარმოებულები
კო-ტრიმოქსაზოლმა შეიძლება გააძლიეროს ერთდროულად მიღებული ანტიდიაბეტური პრეპარატების მოქმედება (მათ შორის გლიბენკლამიდის, გლიკლაზიდის, გლიპიზიდის, ქლორპროპამიდის და ტოლბუტამიდის) და გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი. ჰიპოგლიკემია უნდა კონტროლირდებოდეს რეგულარულად.
დიგოქსინი
კო-ტრიმოქსაზოლმა შესაძლოა გაზარდოს დიგოქსინის კონცენტრაცია პლაზმაში ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტთან. საჭიროა სისხლის შრატში დიგოქსინის კონცენტრაციის კონტროლი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ პაციენტი ორსულადაა ან ძუძუთი კვებავს ბავშვს, ფიქრობს, რომ შესაძლოა ორსულად იყოს ან გეგმავს ბავშვის გაჩენას, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე მან უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
ორსულობა:
ეს სამკურნალო პრეპარატი არ უნდა იქნას მიღებული ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. ტრიმეტოპრიმით მკურნალობამ ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში შეიძლება გაზარდოს მუცლის მოშლის რისკი. იმ დედებისგან დაბადებულ ბავშვებს, რომლებიც ორსულობის პირველ ტრიმესტრში იღებდნენ ტრიმეტოპრიმს, შეიძლება ჰქონდეთ თანდაყოლილი დეფექტების განვითარების მომატებული რისკი, კერძოდ, ნერვული მილის დეფექტების (სადაც ხერხემალი და ზურგის ტვინი სწორად არ ყალიბდება), ტუჩისა და სასის ნაპრალის (როდესაც ტუჩი და სასა სწორად არ ყალიბდება) და გულის მანკების. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ კო- ტრიმოქსაზოლის ძალიან მაღალი დოზები იწვევს ნაყოფის განვითარების მანკებს, რაც ტიპიურია ნივთიერებებისთვის, რომლებიც ამცირებენ ფოლიუმის მჟავას რაოდენობას.
სამკურნალო პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც, ექიმის შეხედულებით, დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. ამ შემთხვევაში ორსულ პაციენტებს ან ქალებს, რომლებიც ბისეპტოლით მკურნალობის დროს გეგმავენ დაორსულებას, რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავას მიღება დღეში 5 მგ დოზით. თუ შესაძლებელია, ორსულობის ბოლო ტრიმესტრში საჭიროა თავის არიდება ბისეპტოლის გამოყენებისაგან ახალშობილთან ბირთვული სიყვითლის განვითარების რისკის გამო,
ძუძუთი კვება:
ტრიმეტოპრიმიც და სულფამეტოქსაზოლიც აღწევს დედის რძეში, ამიტომ ექიმმა უნდა შეაფასოს რისკები ბავშვისთვის (ბირთვული სიყვითლე, ჰიპერმგრძნობელობა) დედისთვის მოსალოდნელ თერაპიულ უპირატესობასთან შედარებით.
არ არის რეკომენდებული ბისეპტოლის გამოყენება ძუძუთი კვების დროს.
ფერტილობა
არ არსებობს მონაცემები ნაყოფიერებაზე ზემოქმედების შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ზემოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ტრიმეტოპრიმის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს სამედიცინო დახმარებისთვის, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე:
სხეულზე მოწითალო ლაქები, ხშირად ცენტრალურ ნაწილში ბუშტუკებით, აქერცლილი კანი, დაწყლულება პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებში. კანზე ასეთი მძიმე გამონაყარის გაჩენას შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და (ან) ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN)).
გამონაყარი დიდ ფართობზე, მაღალი ტემპერატურა და ლიმფური კვანძების შეშუპება (DRESS სინდრომი ან სამკურნალო პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).
ბისეპტოლის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს სამედიცინო დახმარებისთვის, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე :
ანაფილაქსიური რეაქციები (მძიმე, სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში, გენერალიზებული ან სისტემური ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია),
ანგიონევროზული შეშუპება (შეშუპება, რომელიც შეიძლება დააზიანოს სახე და ყელი, ზოგჯერ იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ დახრჩობას),
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: შემოდიოდა ინფორმაცია სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის და მედიკამენტოზური გამონაყარის შემთხვევების შესახებ, რომლებსაც თან ახლდა აციდოფილური გრანულოციტების რაოდენობის მატება და სისტემური სიმპტომები (იხილეთ პუნქტი 2. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).
ფსევდომემბრანული კოლიტი (იხილეთ პუნქტი 2. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).
შრატისმიერი დაავადების სინდრომი (კანის რეაქციები, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცხელება), ალერგიული მიოკარდიტი, ჰენოხ-შენლაინის პურპურა (წვრილი სისხლძარღვების ნეკროზული ანთება),
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივ: დახრჩობა, ხველა, ინფილტრატები ფილტვში,
ჰეპატიტი, ზოგჯერ ქოლესტაზური სიყვითლით ან ღვიძლის ნეკროზით.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არასასურველი მოვლენა ძალიან იშვიათია.
მძიმე არასასურველი მოვლენები
თუ ამ პრეპარატის მიღების შემდეგ პაციენტს ერთდროულად უვითარდება მრავალი სიმპტომი, ისეთი, როგორიცაა ცხელება, ძალიან დაბალი არტერიული წნევა ან გულისცემის აჩქარება. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, რადგან ეს შეიძლება იყოს შოკის სიმპტომები.
სხვა არასასურველი მოვლენები
ხშირი არასასურველი რეაქციები (10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებთან, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტთან) არის:
კანის დაზიანებები: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები: გულისრევა ღებინებით ან მის გარეშე
სისხლში კალიუმის დონის მომატება (მაღალი დოზების გამოყენებისას)
იშვიათი არასასურველი მოვლენები (100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებთან, მაგრამ უფრო ხშირად, ვიდრე 1000 პაციენტიდან 1-თან) არის:
სოკოვანი ინფექციები, მაგალითად, კანდიდოზი
იშვიათი არასასურველი რეაქციები (1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებთან, მაგრამ 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტთან) მოიცავს:
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ : კვანძური პერიარტერიტი,
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ : მუცლის ტკივილი, გლოსიტი, სტომატიტი, დიარეა,
დარღვევები კანის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობა სინათლის მიმართ, ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა ,
დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: შარდის გამოყოფის მომატება,
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: შრატში გლუკოზის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია).
ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქციები (10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებთან):
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია); ლეიკოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება ან სრული ატროფია (აგრანულოციტოზი), ანემია (აპლაზიური, ჰემოლიზური ან მეგალობლასტური), ჰემოგლობინის ანომალური სტრუქტურა (მეთჰემოგლობინემია), პროთრომბინის რაოდენობის შემცირება (ჰიპოპროთრომბინემია ), ეოზინოფილების რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია), ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: მედიკამენტოზური ცხელება, წითელი მგლურას სინდრომი, შემცივნება, ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები სასუნთქი გზების მხრივ, კონიუნქტივისა და სკლერის ჰიპერემია,
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: შრატში კალიუმის კონცენტრაციის მომატება (ჰიპერკალიემია), შრატში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება (ჰიპონატრიემია), მადის დაკარგვა, მეტაბოლური აციდოზი,
დარღვევები ფსიქიკური და ნერვული სისტემის მხრივ: აპათია, ასეპტიკური მენინგიტი, ატაქსია, შემცივნება, დეპრესია, დაღლილობა, ჰალუცინაციები, თავის ტკივილი, უძილობა, ნევროზულობა, პერიფერიული ნევროზი, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში,
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ: უვეიტი,
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პანკრეატიტი, ეპიგლოტიტი ,
დარღვევები ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ: ამინოტრანსფერაზას ფერმენტების აქტივობის მომატება , ჰიპერბილირუბინემია,
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი,
დარღვევები3506089145424 თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: კრისტალურია, თირკმლის უკმარისობა, ინტერსტიციული ნეფრიტი, ტოქსიკური ნეფროზული სინდრომი ოლიგურიით ან ანურიით, არაცილოვანი აზოტის კონცენტრაციის მომატება, შრატის კრეატინინის მომატება.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით მისი შეფასება არ არის შესაძლებელი):
კანის მტკივნეული, ამობურცული იისფერი დაზიანებები, რომლებიც ჩნდება კიდურებზე და ზოგჯერ სახესა და კისერზე, თან ახლავს ცხელება (სვიტის სინდრომი).
სხვა
სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, უძილობა.
ზოგიერთ ადამიანს ბისეპტოლის მიღებისას შეიძლება აღენიშნებოდეს სხვა არასასურველი მოვლენები. შიდსით დაავადებულ პაციენტებში არასასურველი მოვლენების სიხშირე, როგორც ჩანს, მომატებულია (იხ. პუნქტი 2. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).
შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ
რომელიმე არასასურველი მოვლენის გაუარესების ან ისეთი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. არასასურველი რეაქციების გამოვლენის შესახებ პირდაპირ უნდა ეცნობოს სამკურნალო პროდუქტების გვერდითი მოქმედების მონიტორინგის დეპარტამენტს.
საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ასევე შეიძლება ეცნობოს სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს.
არასასურველი რეაქციების შესახებ ასეთი შეტყობინებების წყალობით შეიძლება შეიკრიბოს ვრცელი ინფორმაცია პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ.
არასასურველი მოვლენების შესახებ ასევე შეიძლება ეცნობოს პასუხისმგებელ მხარეს.
შეტყობინებების მეშვეობით არასასურველი მოვლენების შესახებ შეიძლება პრეპარატის უსაფრთხოებაზე უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვება.
ჭარბი დოზა
უცნობია, კო-ტრიმოქსაზოლის რა დოზა შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში.
სიმპტომები
სულფონამიდების დოზის გადაჭარბების შემდეგ აღინიშნება: მადის დაკარგვა, მტკივნეული კოლიკები, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა და გონების დაკარგვა. ასევე შეიძლება განვითარდეს ცხელება, ჰემატურია და კრისტალურია.
ტრიმეტოპრიმის დოზის მწვავე გადაჭარბების შემდეგ შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დეპრესია, ცნობიერების დარღვევა და მიელოსუპრესია.
ტრიმეტოპრიმის დოზის ხანგრძლივი გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს მიელოსუპრესია, რაც გამოიხატება თრომბოციტოპენიით ან ლეიკოპენიით, ასევე ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული სისხლის სურათის სხვა დარღვევებით.
მკურნალობა
მკურნალობა გულისხმობს პრეპარატის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან გამოდევნას (კუჭის ამორეცხვა ან ღებინების გამოწვევა) და დიდი რაოდენობით სითხის შეყვანას დიურეზულებთან ერთად (ფორსირებული დიურეზი), თუ დიურეზი არასაკმარისია, ხოლო თირკმლის ფუნქცია ნორმალურია (შარდის ალკალინიზაცია ზრდის სულფამეტოქსაზოლის გამოყოფას). უნდა კონტროლდებოდეს პაციენტის სისხლის სურათი, პლაზმის ელექტროლიტების შემადგენლობა და სხვა ბიოქიმიური პარამეტრები. თუ წარმოიქმნება ძვლის ტვინის დაზიანება ან სიყვითლე, აუცილებელია ამ შემთხვევისთვის სტანდარტული მკურნალობის ჩცატარება. შეიძლება ნაჩვენები იყოს 3-6 მგ კალციუმის ფოლატის ინტრამუსკულური შეყვანა 5-7 დღის განმავლობაში ტრიმეტოპრიმის ჰემატოპოეზზე ზემოქმედების უკუქმედების მიზნით.
ჰემოდიალიზი ზომიერად ეფექტურია, მაგრამ პერიტონეალური დიალიზი არაეფექტურია.
შემადგენლობა
სამკურნალო პრეპარატ ბისეპტოლის შემადგენლობა
აქტიურ ნივთიერებებს წარმოადგენენ სულფამეტოქსაზოლი და ტრიმეტოპრიმი
ბისეპტოლი, ტაბლეტები, 100 მგ + 20 მგ
ერთი ტაბლეტი შეიცავს 100 მგ სულფამეთოქსაზოლს და 20 მგ ტრიმეტოპრიმს .
სხვა ინგრედიენტები: კარტოფილის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი , პოლივინილის სპირტი.
ბისეპტოლი, ტაბლეტები, 400 მგ + 80 მგ
ერთი ტაბლეტი შეიცავს 400 მგ სულფამეტოქსაზოლს და 80 მგ ტრიმეტოპრიმს .

როგორ გამოიყურება პრეპარატი ბისეპტოლი და შეფუთვის შემადგენლობა
ბისეპტოლი, ტაბლეტები, 100 მგ + 20 მგ
ტაბლეტები არის თეთრი, მოყვითალო ელფერით, მრგვალი, ორივე მხრიდან ბრტყელი, ჩამოჭრილი კიდეებით, ერთ მხარეს ამოტვიფრულია ასოები „ Bs “.
ბისეპტოლი, ტაბლეტები, 400 მგ + 80 მგ
ტაბლეტები არის თეთრი, მოყვითალო ელფერით , მრგვალი, ორივე მხრიდან ბრტყელი, ჩამოჭრილი კიდეებით, ერთ მხარეს ამოტვიფრული ნიშნით „-“, რომლის ზემოთაც განლაგებულია ასოები „ Bs “.
შეფუთვა
ბისეპტოლი, 120 მგ
ტაბლეტები 20 ცალი, შეფუთულია პოლივინილქლორიდის ფირისა და ალუმინის ფოლგის (PVC/Al) ბლისტერში და ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ბისეპტოლი, 480 მგ
ტაბლეტები 20 ცალი, შეფუთულია პოლივინილქლორიდის ფირისა და ალუმინის ფოლგის (PVC/Al) ბლისტერში და ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
სამკურნალო პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
ინახება 25°C ტემპერატურამდე.
5 წელი.
არ უნდა მიიღოთ სამკურნალო პრეპარატი ბისეპტოლი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ შეიძლება სამკურნალო საშუალებების გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერში. იმის შესახებ, თუ როგორ მოახდინოთ გამოუყენებელი პრეპარატების უტილიზაცია, ჰკითხეთ ფარმაცევტს. ეს ღონისძიებები დაეხმარება გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სულფონამიდებისა და ტრიმეტოპრიმის ნარევები, მათ შორის მათი წარმოებულები.
სულფამეთოქსაზოლი და ტრიმეტოპრიმი. ათქ კოდი: J01EE01
მოქმედების მექანიზმი
ბისეპტოლი წარმოადგენს ანტიბაქტერიულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს კო-ტრიმოქსაზოლს და რომელიც შედგება ორი მოქმედი ნივთიერებისგან: სულფამეტოქსაზოლისა და ტრიმეტოპრიმისგან.
ეს ნივთიერებები ბლოკავს ფოლიუმის მჟავის სინთეზის მეტაბოლური გზის ორ სტადიას.
სულფამეთოქსაზოლი პარაამინობენზოის მჟავას კონკურენტული ანტაგონისტია, რის შედეგფადაცაც ფერხდება პარა-ამინობენზოის მჟავიდან დიჰიდროფოლის მჟავას წარმოქმნა. ტრიმეტოპრიმი აინჰიბირებს დიჰიდროფოლის მჟავას აღდგენას ტეტრაჰიდროფოლატამდე, რაც იწვევს ფოლიუმის მჟავის გზის ფერმენტების თანმიმდევრულ ინჰიბირებას. ეს მოქმედება იწვევს ამ ორი კომპონენტის აქტივობის მნიშვნელოვან ურთიერთგაძლიერებას in vitro .
რეზისტენტობის მექანიზმი
ინ ვიტრო ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბაქტერიების რეზისტენტობა სულფამეტოქსაზოლისა და ტრიმეტოპრიმის კომბინაციის მიმართ უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე თითოეული კომპონენტის მიმართ ცალ-ცალკე.
ზოგიერთ ბაქტერიას ტრიმეტოპრიმისა და სულფამეთოქსაზოლისთვის აქვს შემცირებული გამტარიანობა ან აქვთ სამიზნე ფერმენტი შემცირებული აფინურობით ამ სამკურნალო ნივთიერებების მიმართ.რეზისტენტობა სულფამეთოქსაზოლის მიმართ შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვა მექანიზმის შედეგად. ბაქტერიული მუტაციები იწვევს PABA-ს კონცენტრაციის ზრდას და, შესაბამისად, სულფამეთოქსაზოლის კონკურენციიდან გამოდევნას, რაც იწვევს დიჰიდროპტეროატსინთეტაზაზე დამთრგუნველი ეფექტის შემცირებას. რეზისტენტობის სხვა ტიპის მექანიზმი, პლაზმიდ-განპირობებული მდგრადობა, განპირობებულია დიჰიდროპტეროატსინთეტაზას შეცვლილი ფერმენტის წარმოქმნით, რომელსაც აქვს სულფამეთოქსაზოლის მიმართ შემცირებული აფინურობა ველური ტიპის ფერმენტთან შედარებით. მაგალითად, Pneumocystis jirovecii- ს რეზისტენტობა სულფამეთოქსაზოლის მიმართ დაკავშირებულია დიჰიდროპტეროატსინთეტაზას გენის მუტაციებთან, მაშინ, როცა სხვა ორგანიზმების, ისეთების, როგორიცაა Enterococcus faecalis და Campylobacter jejuni, მაღალი დონის რეზისტენტობა განპირობებულია დიჰიდროფოლიუმის მჟავას რედუქტაზას გენის მუტაციებით. გამტარიანობის დარღვევა დადასტურებულია Klebsiella pneumoniae-სა და Serratia marcescens-ის მდგრად შტამებთან.
სულფამეტოქსაზოლის მიმართ ბუნებრივად მდგრადი ბაქტერიები (მაგალითად, E. faecalis ), როგორც წესი, აუქსოტროფულები არიან ფოლიუმის მჟავით.
პლაზმიდ-განპირობებული მდგრადობა ტრიმეტოპრიმის მიმართ განპირობებულია შეცვლილი ფერმენტის - დიჰიდროფოლიუმის მჟავას რედუქტაზას (ინგლ. dihydrofolate reductase DHFR) წარმოქმნით, რომელსაც ტრიმეტოპრიმის მიმართ შემცირებული აფინურობა აქვს ველური ტიპის ფერმენტთან შედარებით.
ტრიმეტოპრიმი უკავშირდება პლაზმიდურ ფერმენტ DHFR-ს, თუმცა ნაკლებად მჭიდროდ, ვიდრე ბაქტერიულ ფერმენტს. ტრიმეტოპრიმის აფინურობა ადამიანის DHFR-ის მიმართ დაახლოებით 100,000-ჯერ დაბალია, ვიდრე ბაქტერიული ფერმენტის მიმართ.
გრამუარყოფით ენტეროპათოგენურ ბაქტერიებში მდგრადობა ყველაზე ხშირად წარმოიქმნება ისეთი პლაზმიდების შეძენის შედეგად, რომლებიც შეიცავენ ფერმრნტების მაკოდირებელ გენებს, მდგრადებს ტრიმეტოპრიმის მიმართ. ეს პლაზმიდები ხშირად შეიცავენ გენებს, რომლებიც ანიჭებენ მდგრადობას სხვა მიკრობსაწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ. გენებით განპირობებული რეზისტენტობა სულ უფრო ხშირად შეინიშნება Escherichia coli-ს შტამებში .
ზოგიერთ ბაქტერიას (მაგალითად, Pseudomonas aeruginosa ) აქვს უჯრედიდან სამკურნალო პრეპარატების აქტიური გამოდევნის მექანიზმი.
ბევრი პათოგენური ბაქტერია in vitro მგრძნობიარეა ტრიმეტოპრიმისა და სულფამეტოქსაზოლის მიმართ კონცენტრაციებში, რომლებიც მნიშვნელოვნად დაბალია იმ კონცენტრაციებზე, რომლებიც რეკომენდებული დოზებით მიღებისას მიიღწევა სისხლში, ქსოვილოვან სითხეებსა და შარდში. სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატების მსგავსად, in vitro მოქმედება არ მიუთითებს მაინცდამაინც კლინიკურ ეფექტურობაზე და ამიტომ უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ დამაკმაყოფილებელი ტესტები, რომლებიც განსაზღვრავენ მგრძნობელობას, მიიღწევა მხოლოდ მაინჰიბირებელი ნივთიერებების არმქონე სუბსტრატის, განსაკუთრებით თიმიდინისა და თიმინის, გამოყენებისას.
მგრძნობელობის ზღვარი სამკურნალო პრეპარატების მიმართ
მგრძნობელობის ტესტირება კო-ტრიმოქსაზოლის მიმართ ტარდებოდა ისეთი სტანდარტული მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა დისკურ-დიფუზური მეთოდი და სერიული განზავების მეთოდი, რომლებიც რეკომენდებულია ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიერ. EUCAST-ის მიხედვით მგრძნობელობისა და მდგრადობის ზღვრული მნიშვნელობები (ვერსია 12.0, 01/01/2022) წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
ბაქტერია
სერიული განზავების მეთოდი
MIC
(მგ/ლ)
დისკის შიგთავსი (მკგ)
დისკურ- დიფუზიური მეთოდი ინჰიბირების ზონის დიამეტრი
(მმ)
W ≤
O >
ATU
W ≥
O <
ATU
Enterobacterales
2
4
- 25–23.75
14
11
Stenotrophomonas maltophilia
- 001
4
- 25–23.75
50
16
Acinetobacter spp.
2
4
- 25–23.75
14
11
Staphylococcus spp.
2
4
- 25–23.75
17
14
Enterococcus spp
კო-ტრიმოქსაზოლის მოქმედება ენტეროკოკებზე გაურკვეველია და კლინიკური შედეგის პროგნოზირება არ შეიძლება. ეპიდემიოლოგიური მოკვეთის წერტილი (ECOFF) იზოლატების ველურ ან არაველურ ტიპად კლასიფიკაციისთვის როგორც E. faecalis- ისთვის , ასევე E. faecium- ისთვის შეადგენს 1 მგ/ლ, ECOFF ზონის შესაბამისი დიამეტრით 23 მმ კო-ტრიმოქსაზოლისთვის
A, B, C და G ჯგუფების სტრეპტოკოკები
1
2
- 25–23.75
18
15
Streptococcus pneumoniae
1
2
- 25–23.75
13
10
Haemophilus influenzae
- 5
1
- 25–23.75
23
20
Moraxella catarrhalis
- 5
1
- 25–23.75
18
15
Listeria monocytogenes
- 06
- 06
- 25–23.75
29
29
Pasteurella multocida
- 25
- 25
- 25–23.75
23
23
Kingella kingae
- 25
- 25
- 25–23.75
28
28
Aeromonas spp
2
4
- 25–23.75
19
16
Burkholderia pseudomallei
- 001
4
- 25–23.75
50
17
W – მგრძნობიარე; O – რეზისტენტული; MIC – მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაცია ტრიმეტოპრიმის 1.25 მკგ და სულფამეთოქსაზოლის 23.75 მკგ
ტრიმეტოპრიმი: სულფამეტოქსაზოლი 1:19 თანაფარდობით. ზღვრული მნიშვნელობები გამოხატულია როგორც ტრიმეტოპრიმის კონცენტრაცია.
ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი
კო-ტრიმოქსაზოლი ეფექტურია მრავალი აერობული გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიის, P. jirovecii-ს და ზოგიერთი უმარტივესის წინააღმდეგ (იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი).
საშარდე სისტემის დაავადებების პათოგენები
Escherichia coli
Klebsiella pneumoniae
Proteus mirabilis
Enterobacter sp
Morganella morganii
სასუნთქი გზების დაავადებების პათოგენები
Streptococcus pneumoniae
Haemophilus influenzae
Moraxella catarrhalis
Pneumocystis jirovecii
კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამომწვევი პათოგენები
E. coli-ს ენტეროტოქსიური შტამები
Shigella spp.
Salmonella typhi (და სხვა სახეობები)
Vibrio cholerae
Cyclospora
Isospora belli
Yersinia enterocolitica
დაავადებების სხვა გამომწვევი პათოგენები
Nocardia spp.
Listeria monocytogenes
Mycobacterium marinum
მეთიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus aureus მგრძნობიარეა კო-ტრიმოქსაზოლის მიმართ, განსაკუთრებით არაჰოსპიტალური ინფექციების დროს.
კო-ტრიმოქსაზოლი ხშირად აინჰიბირებს საავადმყოფოებში შეძენილ და/ან იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში დაფიქსირებულ ზოგიერთ დაავადების გამომწვევ პათოგენს. მათ მიეკუთვნებიან: Burkholderia cepacia (ყოფილი Pseudomonas cepacia ), Stenotrophomonas maltophilia (ყოფილი Xanthomonas maltophilia ), Serratia marcescens , P. jirovecii და Nocardia spp .
თუმცა, ბევრი დაავადების გამომწვევი პათოგენი, როგორც წესი, რეზისტენტულია კო-ტრიმოქსაზოლის მიმართ. მათ მიეკუთვნებიან Pseudomonas aeruginosa, Bacteroides fragilis (და სხვა ანაერობული ბაქტერიების უმეტესობა), Mycobacterium tuberculosis, Treponema pallidum, Campylobacter, პენიცილინის მიმართ რეზისტენტული Streptococcus pneumoniae და Rickettsiae. გარდა ამისა, რეზისტენტობა შეიძლება განვითარდეს ადრე მგრძნობიარე ბაქტერიებში ზემოთ აღწერილი მექანიზმების მეშვეობით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
პრეპარატის ორივე კომპონენტი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ხოლო მათი ბიოშეღწევადობა შეადფგენს დაახლოებით 85%-ს; ორივე კომპონენტის მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში აღინიშნება პერორალური მიღებიდან 2-4 საათის განმავლობაში. სულფამეტოქსაზოლის და ტრიმეტოპრიმის 800 მგ + 160 მგ დოზით მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში შეადგენს შესაბამისად 25-60 მკგ/მლ და 1-2 მკგ/მლ. ზემოთ აღნიშნული დოზების დღეში ორჯერ მიღებისას, სულფამეტოქსაზოლის და ტრიმეტოპრიმის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს შესაბამისად დაახლოებით 40 და 2 მკგ/მლ, რაც წარმოადგენს ოპტიმალური თანაფარდობას.
განაწილება
ტრიმეტოპრიმი უკავშირდება პლაზმის ცილებს 40%-ით, ხოლო სულფამეთოქსაზოლი - 70%-ით. ორივე ნაერთის განაწილება განსხვავებულია: სულფონამიდი აღწევს ექსკლუზიურად უჯრედგარე კომპარტმენში, ხოლო ტრიმეტოპრიმი ნაწილდება ორგანიზმის ყველა სითხეში. ტრიმეტოპრიმის მაღალი კონცენტრაციები აღინიშნება, მათ შორის ბრონქული ჯირკვლების, წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტში და ნაღველში. სულფამეთოქსაზოლის კონცენტრაცია ორგანიზმის სითხეებში უფრო დაბალია. ორივე ნაერთი გვხვდება თერაპიული კონცენტრაციით ნახველში, ვაგინალურ გამონადენსა და შუა ყურის სითხეში. სულფამეთოქსაზოლის განაწილების მოცულობა შეადგენს 0.2 ლ/კგ, ხოლო ტრიმეტოპრიმის - 1.6 ლ/კგ, რაც იწვევს კონცენტრაციის თანაფარდობას 1:2-დან 1:10-მდე ქსოვილებში და 1:20-მდე უჯრედგარე სითხეებში. კო-ტრიმოქსაზოლის შეღწევა ცერებროსპინალურ სითხეში, როგორც წესი, კარგია: ტრიმეტოპრიმის კონცენტრაცია მერყეობს შრატის მნიშვნელობის 20-დან 60%-მდე, ხოლო სულფამეთოქსაზოლის კონცენტრაცია მერყეობს შრატის კონცენტრაციის 12-დან 50%-მდე. ტრიმეტოპრიმისა და სულფამეთოქსაზოლის დაახლოებითი თანაფარდობა ცერებროსპინალურ სითხეში შეადგენს 1:15. სულფამეთოქსაზოლის და ტრიმეტოპრიმის კონცენტრაცია აღემატება მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციას მგრძნობიარე მიკროორგანიზმების უმეტესობისთვის.
როგორც სულფამეტოქსაზოლი, ასევე ტრიმეტოპრიმი გამოიყოფა დედის რძეში და ნაყოფის სისხლის მიმოქცევაში.
მეტაბოლიზმი
მეტაბოლიზდება ტრიმეტოპრიმის დოზის დაახლოებით 30%. ადამიანის ღვიძლის მიკროსომების გამოყენებით ჩატარებული In vitro კვლევის შედეგების საფუძველზე არ შეიძლება გამოირიცხოს CYP3A4, CYP1A2 და CYP2C9-ის მონაწილეობა ტრიმეტოპრიმის აერობულ მეტაბოლიზმში. ტრიმეტოპრიმის ძირითადი მეტაბოლიტებია 1- და 3-ოქსიდები და 3- და 4-ჰიდროქსიდები. ამ მეტაბოლიტებიდან ზოგიერთი მიკრობიოლოგიურად აქტიურია. სულფამეთოქსაზოლის დოზის დაახლოებით 80% მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად N4 აცეტილწარმოებულამდე (დოზის დაახლოებით 40%) და ნაკლებად გლუკურონის მჟავას გლიკოზიდთან კონიუგაციის გზით. სულფამეთოქსაზოლი ასევე ექვემდებარება ჟანგვით მეტაბოლიზმს. ჟანგვითი გზის პირველი ეტაპი, რომელიც იწვევს ჰიდროქსილამინურ წარმოებულის წარმოქმნას, კატალიზდება CYP2C9-თი.
გამოყოფა
ორივე ნაერთი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით როგორც გლომერულური ფილტრაციის, ასევე აქტიური მილაკოვანი სეკრეციის შედეგად. შარდში აქტიური ნაერთებების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე სისხლში. 72 საათის განმავლობაში შარდით გამოიყოფა სულფონამიდის შეყვანილი დოზის 84.5% და ტრიმეტოპრიმის 66.8%.
შრატიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი სულფამეტოქსაზოლისთვის შეადგენს 10 საათს, ხოლო ტრიმეტოპრიმისთვის - 8-10 საათს შესაბამისად. თირკმლის უკმარისობის დროს ორივე ნაერთის ნახევარგამოყოფის პერიოდი იმდენად ხანგრძლივდება, რომ ამართლებს ცვლილების შეტანას დოზაში.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებილ პოპულაციებში
ბავშვები და მოზარდები
ბისეპტოლ 120-ის, ბისეპტოლ 480-ის, ბისეპტოლ 960-ის, ტრიმეტოპრიმისა და სულფამეტოქსაზოლის ორივე კომპონენტის ფარმაკოკინეტიკა ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში დამოკიდებულია ასაკზე. ტრიმეტოპრიმისა და სულფამეტოქსაზოლის გამოყოფა შემცირებულია ახალშობილებში და სიცოცხლის პირველი ორი თვის განმავლობაში; უფრო გვიან პერიოდში როგორც ტრიმეტოპრიმს, ასევე სულფამეტოქსაზოლს ახასიათებთ უფრო მეტი გამოყოფა უფრო დიდი კლირენსით და უფრო მოკლე ნახევარგამოყოფის პერიოდით ელიმინაციის ფაზაში. განსხვავებები ყველაზე დიდია მცირეწლოვან ბავშვებში (1.7-დან 24 თვემდე) და მცირდება ასაკთან ერთად პატარა ბავშვებთან (1 წლიდან 3.6 წლამდე), ბავშვებთან (7.5-დან < 10 წლამდე) და ზრდასრულებთან შედარებით (იხ. პუნქტი 4.2).
ხანდაზმული ადამიანები
ტრიმეტოპრიმის გამოყოფაში თირკმლის კლირენსის მნიშვნელობისა და ასაკთან ერთად კრეატინინის კლირენსის ფიზიოლოგიური შემცირების გათვალისწინებით, მოსალოდნელია თირკმლის კლირენსისა და ტრიმეტოპრიმის საერთო კლირენსის შემცირება ასაკთან ერთად. ასაკი ნაკლებ გავლენას ახდენს სულფამეთოქსაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე, ვინაიდან სულფამეთოქსაზოლის თირკმლის კლირენსი შეადგენს საერთო კლირენსის მხოლოდ 20%-ს.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 15-30 მლ/წთ), ორივე კომპონენტის ნახევარგამოყოფის პერიოდი ელიმინაციის ფაზაში მომატებულია, რაც მოითხოვს დოზირების რეჟიმის კორექტირებას.
წყვეტილი ან უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას კო-ტრიმოქსაზოლის გამოყოფაზე. ჰემოდიალიზისა და ჰემოფილტრაციის დროს ხდება ტრიმეტოპრიმისა და სულფამეტოქსაზოლის ზომიერად მოცილება. რეკომენდებულია ჰემოდიალიზის ყოველი სესიის შემდეგ კო-ტრიმოქსაზოლის დოზის 50%-ით გაზრდა. თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებში (CLcr < 30 მლ/წთ), ტრიმეტოპრიმის კლირენსი შემცირებულია, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი-მომატებული. კო-ტრიმოქსაზოლის დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პედიატრიულ პაციენტებში უნდა იყოს დამოკიდებული თირკმლის ფუნქციაზე (იხ. პუნქტი 4.2).
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ტრიმეტოპრიმისა და სულფამეტოქსაზოლის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის საშუალო ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ჯანმრთელი სუბიექტების ფარმაკოკინეტიკისგან.
მუკოვისციდოზით დაავადებული პაციენტები:
მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში ტრიმეტოპრიმის თირკმლის კლირენსი და სულფამეტოქსაზოლის მეტაბოლური კლირენსი მატულობს. შესაბამისად, ორივე პრეპარატისთვის იზრდება საერთო კლირენსი პლაზმაში, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირდება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ბისეპტოლი
BISEPTOL ®
ტაბლეტები
სულფამეთოქსაზოლი / ტრიმეტოპრიმი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ინსტრუქცია რათა აუცილებლობის შემთხვევაში გქონდეთ მისი ხელახლა წაკითხვის შესაძლებლობა.
- შემდგომში დამატებითი ეჭვების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- ეს სამკურნალო პრეპარატი მკაცრადაა განკუთვნილია კონკრეტული ადამიანისთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათ იგივე სიმპტომები აქვთ.
- ნებისმიერი არასასურველი მოვლენის გაუარესების ან ისეთი არასასურველი რეაქციის წარმოქმნისას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აუცილებელად დაუკავშირდით ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. იხილეთ მე-4 პუნქტი.
ინსტრუქციის შინაარსი :
რას წარმოადგენს პრეპარატი ბისეპტოლი და რა მიზნით გამოიყენება ის?
სამკურნალო პრეპარატი ბისეპტოლის მიღებამდე
სამკურნალო პრეპარატი ბისეპტოლის გამოყენება
შესაძლო არასასურველი რეაქციები
პრეპარატ ბისეპტოლის შენახვის პირობები
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატი ბისეპტოლი და რა მიზნით გამოიყენება ის?
ბისეპტოლი წარმოადგენს ანტიბაქტერიულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს კო- ტრიმოქსაზოლს, რომელიც თავის მხრივ შედგება ორი მოქმედი ნივთიერებისგან: სულფამეტოქსაზოლი (სულფონამიდიმოქმედების საშუალო ხანგრძლივობით) და ტრიმეტოპრიმი, შესაბამისი პროპორციებით.
პრეპარატის ორივე კომპონენტი მოქმედებს ბიოქიმიური ტრანსფორმაციების ერთსა და იმავე ჯაჭვზე, რაც იწვევს ანტიბაქტერიული მოქმედების გაძლიერებას და ბაქტერიული რეზისტენტობის შენელებულ განვითარებას.
მანამ, სანამ ექიმი გაუწევს რეკომენდაციას სამკურნალო პრეპარატს, მან უნდა განიხილოს მგრძნობელობა ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმების მიმართ და არასასურველი მოვლენების წარმოქმნის შესაძლებლობა. სამედიცინო ჩვენებები შემოიფარგლება ინფექციებით, რომლებიც გამოწვეულია ამ პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
ბისეპტოლი უნდა იქნას გამოყენებული ინფექციების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დადასტურებულია ან არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ისინი გამოწვეულია ბაქტერიებით ან სხვა მიკროორგანიზმებით, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ამ სამკურნალო პრეპარატის აქტიური ნივთიერებების მიმართ.
პრეპარატის ორივე კომპონენტი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; ორივე კომპონენტის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება პერორალური მიღებიდან 1-4 საათის განმავლობაში. ორივე ნაერთი თერაპიულ კონცენტრაციებში გვხვდება სხეულის მრავალ ქსოვილსა და სითხეში.
სამკურნალო პრეპარატი ბისეპტოლი ნაჩვენებია ზრდასრულებში, მოზარდებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
შარდგამომყოფი გზების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიების E. coli-ს, Klebsiella spp-ს ს,Enterobacter spp., Morganella morganii, Proteus mirabilis და Proteus vulgaris მგრძნობიარე შტამებით,
მწვავე შუა ოტიტი, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიების Streptococcus pneumoniae და H. influenzae მგრძნობიარე შტამებით,
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებები, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიების Streptococcus pneumoniae ან H. influenzae მგრძნობიარე შტამებით,
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები, გამოწვეული Shigella-ს ჩხირებით,
მიკრობიოლოგიურად დადასტურებული პნევმონია, რომელიც გამოწვეულია Pneumocystis jirovecii მიერ და ამ მიკროორგანიზმით ინფიცირების პროფილაქტიკა, განსაკუთრებით დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში (მაგალითად, შიდსი),
მოგზაურთა დიარეა ზრდასრულებში, რომელიც გამოწვეულია E. coli- ს პათოგენური შტამებით.
სამკურნალო პრეპარატ ბისეპტოლის მიღებამდე
პრეპარატ ბისეპტოლის მიღების დაწყებამდე უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან::
თუ ტრიმეტოპრიმის მიღების შემდეგ პაციენტს ოდესმე განუვითარდა ძლიერი კანისმიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან წყლულები პირის ღრუში.
როდის არ უნდა გამოიყენოთ სამკურნალო პრეპარატი ბისეპტოლი:
თუ პაციენტს აქვს ალერგია მოქმედ ნივთიერებებზე (სულფამეტოქსაზოლზე ან ტრიმეტოპრიმზე) ან სხვა სულფონამიდებზე, ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).
ღვიძლის პარენქიმის დაზიანების დიაგნოზის მქონე პაციენტებში,
პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით კრეატინინის კლირენსით < 15 მლ/წთ (იხ. პუნქტი 3),
პაციენტებში მეგალობლასტური ანემიით (ერიტროციტების რაოდენობის შემცირება), რომელიც გამოწვეულია ფოლიუმის მჟავას დეფიციტით,
დოფეტილიდის მიმღებ პაციენტებში,
2 თვემდე ასაკის ბავშვებში (ბირთვული სიყვითლის რისკი).
თუ პაციენტი ორსულადაა (პირველი ტრიმესტრი) ან ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა ორსულად იყოს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
უნდა იქნას დაცული განსაკუთრებული სიფრთხილე სამკურნალო პრეპარატ ბისეპტოლის გამოყენებისას:
თუ პაციენტს განუვითარდება გამონაყარი, ყელის ტკივილი, ცხელება, სახსრების ტკივილი, ხველა, ქოშინი ან სიყვითლე ან სხვა სერიოზული არასასურველი მოვლენები, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
თუ პაციენტს აქვს მძიმე ალერგია ან ბრონქული ასთმა.
თუ პაციენტს აქვს პორფირია ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.
თუ პაციენტის ხველა და ქოშინი გაუძლიერდება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
ტრიმეტოპრიმით მკურნალობასთან დაკავშირებით შემოდიოდა ინფორმაცია კანის ისეთი მძიმე რეაქციების შესახებ, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (ინგლ. Stevens-Johnson syndrome, SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ინგლ. toxic epidermal necrolysis, TEN) და მედიკამენტოზური რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (ინგლ. drug reaction with eosinophilia and systemic symptoms, DRESS). თუ პაციენტს განუვითარდება კანის მძიმე რეაქციების სიმპტომებიდან ნებისმიერი, რომელიც აღწერილია მე-4 პუნქტში, ტრიმეტოპრიმის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის.
დამატებითი სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებზე წყლულების წარმოქმნასთან და კონიუნქტივიტთან (წითელი და შეშუპებული თვალები).
სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ კანისმიერ გამონაყარს ხშირად თან ახლავს გრიპის მსგავსი სიმპტომები.
გამონაყარი შეიძლება გადაიზარდოს ფართომასშტაბიან ბუშტუკებში ან გამოიწვიოს კანის აქერცვლა.
მძიმე კანისმიერი რეაქციების წარმოქმნის ყველაზე დიდი რისკი აღინიშნება მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში.
მაღალი ხარისხის სიმძიმის არასასურველი მოვლენების მომატებული რისკი არსებობს:
ხანდაზმულ ადამიანებში,
პაციენტებში, რომლებსაც ერთდროულად აქვთ სხვა დაავადებები, მაგალითად, თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,
პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სხვა სამკურნალო პრეპარატებს,
პაციენტებში მალაბსორბციითა და პაციენტებში, რომლებიც ცუდად იკვებებიან,
შიდსით დაავადებულ პაციენტებში (იხ. პუნქტი 4),
ადამიანებში, რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს.
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი
ძალიან იშვიათად იყო გაძლიერებული იმუნური პასუხის შემთხვევები, რომლებიც გამომდინარეობდა სისხლის თეთრი უჯრედების აქტივაციის რეგულაციის დარღვევით, რაც იწვევდა ანთების განვითარებას (ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი)- ისინი შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში, თუ დიაგნოზი არ იქნება დასმული ადრეულ სტადიაზე და არ იქნება დაწყებული მკურნალობა. თუ ერთდროულად ან მცირე დაყოვნების შემდეგ გამოვლინდა რამდენიმე ისეთი სიმპტომი, როგორიცაა ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება, სისუსტე, თავბრუსხვევა, ქოშინი, სისხლჩაქცევები ან გამონაყარი კანზე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
გავლენა თირკმელებზე
სულფონამიდებმა, მათ შორის სამკურნალო პრეპარატმა ბისეპტოლმა, შეიძლება გამოიწვიონ შარდის გამოყოფის მომატება, განსაკუთრებით შეშუპების მქონე პაციენტებში, გულის პრობლემებით.
ექიმმა გულდასმით უნდა აკონტროლოს კალიუმის დონე სისხლის შრატში და თირკმლის ფუნქცია შემდეგ პაციენტებში:
რომლებიც ღებულობენ სამკურნალო პრეპარატ ბისეპტოლის მაღალ დოზებს, რაც გამოიყენება Pneumocystis jirovecii -ით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულ პაციენტებში;
რომლებიც ღებულობენ ბისეპტოლის ჩვეულებრივ რეკომენდებულ დოზას, მაგრამ აქვთ კალიუმის მეტაბოლიზმის დარღვევა ან თირკმლის უკმარისობა;
რომლებიც ღებულობენ სისხლში კალიუმის ძალიან მაღალი დონის გამომწვევ პრეპარატებს (იხ. ქვემოთ „ბისეპტოლი და სხვა სამკურნალო პრეპარატები“).
ხანგრძლივი მკურნალობა
სამკურნალო პრეპარატ ბისეპტოლის ხანგრძლივი გამოყენებისას ექიმი დანიშნავს სისხლის, შარდის და თირკმლის ფუნქციის რეგულარულ ანალიზებს. მკურნალობის დროს უნდა მიიღოთ სითხის საკმარისი რაოდენობა.
თუ პაციენტს აქვს ფოლიუმის მჟავას დეფიციტი, მას შეიძლება განუვითარდეს არასასურველი სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლთან. ეს სიმპტომები ქრება ფოლიუმის მჟავას მიღების შემდეგ.
ბისეპტოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ფერმენტ G6PD-ის დეფიციტის მქონე პაციენტებში, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია. ასეთ შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მინიმალური დოზებით.
სამკურნალო პრეპარატ ბისეპტოლის გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის ექიმი დანიშნავს დოზას, რომელიც გამოთვლილია კონკრეტული პაციენტისთვის, კვლევის შედეგების (კრეატინინის კლირენსი) მიხედვით, იხ. პუნქტი 3.
ბისეპტოლის გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით. ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ანალიზებს უფრო ხშირად.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
სერიოზული არასასურველი მოვლენების მაღალი რისკის გამო პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული - იხ. პუნქტი 3.
პრეპარატის გამოყენება ფოლატების დეფიციტის მქონე პაციენტებში
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის მქონე პაციენტებს (ხანდაზმულ ადამიანებს, პაციენტებს ადრე არსებული ფოლიუმის მჟავას დეფიციტით ან თირკმლის უკმარისობის მქონე პირებს) უფრო ხშირად აღენიშნებათ არასასურველი სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლთან. ფოლიუმის მჟავას მიღების შემდეგ ეს სიმპტომები ქრება. ექიმი დაგინიშნავთ პერიოდულად ჩასატარებელ სისხლის ანალიზებს.
ბავშვები და მოზარდები
6 წლამდე ასაკის ბავშვები: ტაბლეტები არ არის რეკომენდებული ასპირაციის რისკის გამო; 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პრეპარატი ხელმისაწვდომია სუსპენზიის სახით.
ბისეპტოლი უკუნაჩვენებია 2 თვემდე ასაკის ჩვილებისთვის.
პრეპარატი ბისეპტოლი და სხვა სამკურნალო პრეპარატები
უნდა აცნობოთ ექიმს ყველა სამკურნალო პრეპარატების შესახებ, რომლებსაც პაციენტი ღებულობს ამჟამად ან ღებულობდა ბოლო დროს, ასევე იმ პრეპარატების შესახებ, რომლების მიღებასაც პაციენტი აპირებს. ექიმი ღებულობს გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების, შესაძლო მოდიფიკაციისა და მკურნალობის შედეგების კონტროლის მეთოდის შესახებ. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება იმ სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ:
- ამანტადინს (პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ნერვული სისტემის დაავადებების - პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ და აქვს ანტივირუსული მოქმედება). პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ამანტადინს, შეიძლება ექვემდებარეოდნენ ისეთი არასასურველი ნევროლოგიური მოვლენების წარმოქმნის რისკის ზრდას, როგორიცაა ბოდვა (delirium) და მიოკლონუსი.
ციკლოსპორინს (პრეპარატს, რომელიც თრგუნავს იმუნურ სისტემას); პაციენტებში, რომლებიც თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ ღებულობდნენ კო- ტრიმოქსაზოლს და ციკლოსპორინს, აღინიშნებოდათ თირკმლის ფუნქციის დროებითი გაუარესება.
დაფსონს (ანტიბაქტერიულ პრეპარატს) ; თუ ერთდროული გამოყენება აუცილებელია, პაციენტებს უნდა უტარდებოდეთ კონტროლი მეთჰემოგლობინემიის (სისხლში ჰემოგლობინის პათოლოგიური ფორმა) საკითხთან დაკავშირებით.
დიგოქსინს (პრეპარატს, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობისა და გულის რითმის ზოგიერთი დარღვევის სამკურნალოდ); საჭიროა სისხლის შრატში დიგოქსინის დონის კონტროლი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებს; პაციენტმა უფრო ხშირად უნდა აკონტროლოს სისხლში გლუკოზის დონე. ბისეპტოლით მკურნალობის დროს და მის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის კორექტირება.
ფენიტოინს (კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიური კრუნჩხვების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის));
პაციენტებს, რომლებიც იღებენ ფენიტოინს, უნდა უტარდებოდეთ კონტროლი ფენიტოინის ტოქსიკური ზემოქმედების სიმპტომებთან დაკავშირებით .
კლოზაპინს (ფსიქიკური აშლილობების სამკურნალო პრეპარატს).
კუმარინებს (ვარფარინს, აცენოკუმაროლს, ფენპროკუმონს) და სხვა პერორალური ანტიკოაგულანტებს (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს); კუმარინების მიმღებ პაციენტებში უნდა კონტროლდებოდეს სისხლის შედედება.
ლამივუდინს (ანტივირუსულ პრეპარატს);
შარდმდენ პრეპარატებს (დიურეზულუბს), განსაკუთრებით თიაზიდებს (ასევე გამოიყენება ჰიპერტონიის, მიოკარდიუმის უკმარისობის, თირკმლის ქრონიკული დაავადების, ღვიძლის ციროზის, სხვადასხვა წარმოშობის შეშუპების სამკურნალოდ); ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულებს, რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს თრომბოციტების რაოდენობა.
პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან შრატში კალიუმის დონეს (კალიუმის დამზოგავი პრეპარატებს), მაგალითად, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები, კალიუმის დამზოგავი დიურეზულები (სპირონოლაქტონი) და პრედნიზოლონი (გლუკოკორტიკოსტეროიდი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით);
მემანტინს (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ფსიქიური აშლილობების სამკურნალოდ); პაციენტები, რომლებიც ღებულობენ მემანტინს, შეიძლება ექვემდებარებოდნენ ისეთი არასასურველი ნევროლოგიური მოვლენების წარმოქმნის რისკის ზრდას, როგორიცაა ბოდვა (delirium) და მიოკლონუსი.
მეტოტრექსატს (თრგუნავს იმუნური სისტემის აქტივობას); ბისეპტოლმა შეიძლება გაზარდოს მეტოტრექსატის ტოქსიკურობა და გამოიწვიოს პანციტოპენია (სისხლის წითელი და თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება); ხანდაზმულ პაციენტებს, ჰიპოალბუმინემიით, თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ძვლის ტვინის რეზერვის შემცირებით, ასევე პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ მეტოტრექსატის მაღალ დოზებს უნდა დაენიშნოთ ფოლიუმის მჟავა ან კალციუმის ფოლატი.
პირიმეთამინს (ანტიპარაზიტული პრეპარატი); ზოგჯერ აღინიშნებოდა მეგალობლასტური ანემიის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პირიმეთამინს მალარიის პროფილაქტიკისთვის, დოზებით, რომლებიც აღემატებოდა კვირაში 25 მგ-ს და ერთდროუ- ლად იღებენ კო- ტრიმოქსაზოლს.
სულფონილშარდოვანას წარმოებულებს (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ) (მათ შორის გლიბენკლამიდი, გლიკლაზიდი , გლიპიზიდი , ქლორპროპამიდი და ტოლბუტამიდი); პაციენტები რეგულარულად უნდა კონტროლდებოდნენ ჰიპოგლიკემიის გამოვლენის მიზნით.
რეპაგლინიდს, როსიგლიტაზონს ან პიოგლიტაზონს (პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები, რომლებიც ახდენენ გავლენას სისხლში გლუკოზის დონის შემცირებაზე); პაციენტები, რომლებიც ღებულობენ რეპაგლინიდს, როსიგლიტაზონს ან პიოგლიტაზონს, რეგულარულად უნდა კონტროლირდებოდნენ ჰიპოგლიკემიის გამოვლენის საკითხზე.
თუ პაციენტი ღებულობს ზემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო პრეპარატებს, ექიმი გადაწყვეტს, შეუძლია თუ არა პაციენტს ბისეპტოლის ამავდროული მიღება.
არ არის რეკომენდებული ბისეპტოლის ერთდროულად გამოყენება პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ:
ამიოდარონს (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულის რიტმის დარღვევების დროს)
პაკლიტაქსელს (სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი).
ბისეპტოლის გამოყენება უკუნაჩვენებია დოფეტილიდის შემცველ პრეპარატებთან ერთად. (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულის რიტმის დარღვევების სამკურნალოდ).
ისეთი არასასურველი მოვლენების სიხშირე და სიმძიმე, როგორიცაა ძვლის ტვინის უჯრედების დაზიანება და მედიკამენტით გამოწვეული თირკმლის დაზიანება, შეიძლება გაიზარდოს, თუ ბისეპტოლი მიიღება ისეთ სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც აქვთ დადასტურებული გავლენა ძვლის ტვინის უჯრედების შემცირებაზე ან საზიანოა თირკმელებისთვის, როგორიცაა ნუკლეოზიდის ანალოგები (გამოიყენება სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტივირუსულ თერაპიაში), ტაკროლიმუსი (გამოიყენება ტრანსპლანტატის უარყოფის პრევენციისთვის), აზათიოპრინი (პრეპარატი, რომელიც თრგუნავს იმუნური სისტემის აქტივობას) ან მერკაპტოპურინი (სიმსივნის საწინააღმდეგო და იმუნური სისტემის აქტივობის დამთრგუნველი პრეპარატი).
ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე გავლენა:
ტრიმეტოპრიმმა შეიძლება შეცვალოს შრატში ფერმენტული მეთოდით მეტოტრექსატის კონცენტრაციის განსაზღვრის შედეგები.
კო- ტრიმოქსაზოლმა შესაძლოა დაახლოებით 10%-ით გაზარდოს იაფეს რეაქციის შედეგი ძირითად პიკრატთან კრეატინინზე.
სამკურნალო პრეპარატ ბისეპტოლის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭამის დროს ან დაუყოვნებლივ ჭამის შემდეგ. პრეპარატის მიღების დროს პაციენტებმა უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე.
ორსულობა, ძუძუთი კვება და გავლენა ფერტილობაზე
თუ პაციენტი ორსულადაა ან ძუძუთი კვებავს ბავშვს, ფიქრობს, რომ შესაძლოა ორსულად იყოს ან გეგმავს ბავშვის გაჩენას, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე მან უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
ორსულობა:
ეს სამკურნალო პრეპარატი არ უნდა იქნას მიღებული ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. ტრიმეტოპრიმით მკურნალობამ ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში შეიძლება გაზარდოს მუცლის მოშლის რისკი. იმ დედებისგან დაბადებულ ბავშვებს, რომლებიც ორსულობის პირველ ტრიმესტრში იღებდნენ ტრიმეტოპრიმს, შეიძლება ჰქონდეთ თანდაყოლილი დეფექტების განვითარების მომატებული რისკი, კერძოდ, ნერვული მილის დეფექტების (სადაც ხერხემალი და ზურგის ტვინი სწორად არ ყალიბდება), ტუჩისა და სასის ნაპრალის (როდესაც ტუჩი და სასა სწორად არ ყალიბდება) და გულის მანკების. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ კო- ტრიმოქსაზოლის ძალიან მაღალი დოზები იწვევს ნაყოფის განვითარების მანკებს, რაც ტიპიურია ნივთიერებებისთვის, რომლებიც ამცირებენ ფოლიუმის მჟავას რაოდენობას.
სამკურნალო პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც, ექიმის შეხედულებით, დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. ამ შემთხვევაში ორსულ პაციენტებს ან ქალებს, რომლებიც ბისეპტოლით მკურნალობის დროს გეგმავენ დაორსულებას, რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავას მიღება დღეში 5 მგ დოზით. თუ შესაძლებელია, ორსულობის ბოლო ტრიმესტრში საჭიროა თავის არიდება ბისეპტოლის გამოყენებისაგან ახალშობილთან ბირთვული სიყვითლის განვითარების რისკის გამო,
ძუძუთი კვება:
ტრიმეტოპრიმიც და სულფამეტოქსაზოლიც აღწევს დედის რძეში, ამიტომ ექიმმა უნდა შეაფასოს რისკები ბავშვისთვის (ბირთვული სიყვითლე, ჰიპერმგრძნობელობა) დედისთვის მოსალოდნელ თერაპიულ უპირატესობასთან შედარებით.
არ არის რეკომენდებული ბისეპტოლის გამოყენება ძუძუთი კვების დროს.
ფერტილობა
არ არსებობს მონაცემები ნაყოფიერებაზე ზემოქმედების შესახებ.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურება
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ზემოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
როგორ გამოვიყენოთ სამკურნალო პრეპარატი ბისეპტოლი
ეს სამკურნალო პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული ექიმის მითითებებისამებრ. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
სამკურნალო პრეპარატი ბისეპტოლი მიიღება პერორალურად. მისი მიღება უმჯობესია ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად.
ტაბლეტები არ უნდა გაიყოს.
შარდგამომყოფი გზების ინფექცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექცია გამოწვეული Shigella-ს ჩხირებით და ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება ზრდასრულებსა და მოზარდებში (12 წელზე უფროსი ასაკის):
ჩვეულებრივ მიიღება 960 მგ კო-ტრიმოქსაზოლის პერორალურად (120 მგ-იანი ბისეპტოლის 8 ტაბლეტი ან 480 მგ-იანი ბისეპტოლის 2 ტაბლეტი) დღეში 2-ჯერ.
შარდგამომყოფი გზების ინფექციების დროს პრეპარატი ჩვეულებრივ გამოიყენება 10-14 დღის განმავლობაში, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს - 14 დღის განმავლობაში, Shigella-ს ჩხირებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციის დროს - 5 დღის განმავლობაში.
შარდგამომყოფი გზების ინფექციები, Shigella-ს ჩხირებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექცია და მწვავე შუა ოტიტი ბავშვებში:
ჩვეულებრივ გამოიყენება 6 მგ ტრიმეტოპრიმი და 30 მგ სულფამეტოქსაზოლი /კგ სხეულის მასაზე/დღეში, გაყოფილი 2 დოზად, ყოველ 12 საათში.
6-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის საშუალო დოზა შეადგენს 480 მგ კო- ტრიმოქსაზოლს ყოველ 12 საათში ერთხელ .
არ გამოიყენოთ დოზა, რომელიც აღემატება ზრდასრულებში გამოყენებულ დოზას.
შარდგამომყოფი გზების ინფექციების და მწვავე შუა ოტიტის დროს პრეპარატი ჩვეულებრივ გამოიყენება 10 დღის განმავლობაში, ხოლო Shigella-ს ჩხირებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების დროს - 5 დღის განმავლობაში.
Pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული პნევმონია ზრდასრულებსა და ბავშვებში:
რეკომენდებული დოზა დიაგნოსტირებული ინფექციის მქონე პირებისთვის შეადგენს 90–120 მგ კო- ტრიმოქსაზოლს /კგ სხეულის მასაზე/დღეში, გაყოფილი დოზებით ყოველ 6 საათში, 21 დღის განმავლობაში.
ცხრილი 1. ბისეპტოლის მაქსიმალური დოზა Pneumocystis jirovecii მიერ გამოწვეული პნევმონიის მქონე პაციენტების სხეულის წონის მიხედვით.
სხეულის მასა
(კგ)
დოზა, რომელიც მიიღება ყოველ 6 საათში (მგ კო- ტრიმოქსაზოლი )
16
24
32
40
48
64
80
480
720
960
1200
1440
1920
2400
Pneumocystis jirovecii ინფექციის პროფილაქტიკა
ზრდასრულები და მოზარდები: 960 მგ კო- ტრიმოქსაზოლი (120 მგ-იანი ბისეპტოლის 8 ტაბლეტი ან 480 მგ-იანი ბისეპტოლის 2ტაბლეტი) დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში. პრეპარატის ცუდი ამტანობის დროს შეიძლება განიხილებოდეს სადღეღამისო დოზის 480 მგ-მდე შემცირება.
ბავშვები: 900 მგ კო- ტრიმოქსაზოლი /სხეულის ზედაპირის მ2 დღეში, თანაბრად გაყოფილ 2 დოზად ყოველ 12 საათში ერთხელ კვირის ზედიზედ 3 დღის განმავლობაში.
ცხრილი 2. პრეპარატ ბისეპტოლის დოზები, რომლებიც რეკომენდებული ბავშვებისთვის, Pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული პნევმონიის პროფილაქტიკისთვის
სხეულის ზედაპირი
( მ² )
დოზა, რომელიც მიიღება ყოველ 12 საათში (მგ კო- ტრიმოქსაზოლი )
- 53
- 06
240
480
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1920 მგ კო-ტრიმოქსაზოლს (480 მგ-იანი ბისეპტოლის 4 ტაბლეტი).
მოგზაურთა დიარეა ზრდასრულებში, რომელიც გამოწვეულია E. coli- ს პათოგენური შტამებით.
რეკომენდებული დოზა შეადგენს 960 მგ (120 მგ-იანი ბისეპტოლის 8 ტაბლეტი ან 480 მგ-იანი ბისეპტოლის 2 ტაბლეტი) ყოველ 12 საათში ერთხელ.
დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებული დოზირების რეჟიმი:
კრეატინინის კლირენსი > 30 მლ/წთ: სტანდარტული დოზირება. კრეატინინის კლირენსი 15–30 მლ/წთ: სტანდარტული დოზის ნახევარი.
კრეატინინის კლირენსი < 15 მლ/წთ: ბისეპტოლის გამოყენება არ შეიძლება (იხ. პუნქტი 2).
დოზირება დიალიზზე მყოფი ადამიანებისთვის
ჰემოდიალიზზე მყოფმა პაციენტებმა თავდაპირველად უნდა მიიღონ პრეპარატის ნორმალური დატვირთვის დოზა, ჰემოდიალიზის თითოეული სეანსის შემდეგ კი დამატებით ნახევარი დოზა.
პერიტონეალური დიალიზი იწვევს პრეპარატის მინიმალურ გამოყოფას. პრეპარატი არ არის რეკომენდებული პერიტონეალური დიალიზის მქონე პაციენტებისთვის.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში უნდა იქნას გამოყენებული იგივე დოზები, რაც რეკომენდებულია ზრდასრულებისთვის.
გამოყენება ბავშვებში
6 წლამდე ასაკის ბავშვები: ტაბლეტები არ არის რეკომენდებული ასპირაციის რისკის გამო; 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის პრეპარატი ხელმისაწვდომია სუსპენზიის სახით.
ბისეპტოლი უკუნაჩვენებია 2 თვეზე ნაკლები ასაკის ჩვილებისთვის (იხ. პუნქტი 2).
სამკურნალო პრეპარატ ბისეპტოლის დოზის გამოყენება, რომელიც აღემატება რეკომენდებულს
ისეთი დოზის მიღების შემთხვევაში, რომელიც აღმატება რეკომენდებულს, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს. თან იქონიეთ სამკურნალო პრეპარატის შეფუთვა.
რეკომენდებულზე მაღალი დოზის გამოყენებისას შეიძლება წარმოიქმნას გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა და თავის ტკივილი, ცხელება, ძილიანობა, გონების დაკარგვა, ცნობიერების აღრევის მდგომარეობა (ცნობიერების დარღვევა), შარდში სისხლის ან კრისტალების არსებობა. დოზის გადაჭარბების მძიმე ფორმის დროს- გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დეპრესია, ცნობიერების დარღვევა, მიელოსუპრესია. ტრიმეტოპრიმის დოზის ხანგრძლივმა გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მიელოსუპრესიის განვითარება, რაც ვლინდება თრომბოციტოპენიით (თრომბოციტების მცირე რაოდენობა) ან ლეიკოპენიით (ლეიკოციტების მცირე რაოდენობა), ასევე სისხლის სურათის სხვა დარღვევები, რომლებიც გამოწვეულია ფოლიუმის მჟავას დეფიციტით.
სამკურნალო პრეპარატ ბისეპტოლის მიღების გამოტოვება
პრეპარატის გამოტოვებული დოზა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ.
არ უნდა მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.
ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ეჭვების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.
შესაძლო არასასურველი მოვლენები
ისევე, როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ტრიმეტოპრიმის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს სამედიცინო დახმარებისთვის, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე:
სხეულზე მოწითალო ლაქები, ხშირად ცენტრალურ ნაწილში ბუშტუკებით, აქერცლილი კანი, დაწყლულება პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებში. კანზე ასეთი მძიმე გამონაყარის გაჩენას შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და (ან) ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN)).
გამონაყარი დიდ ფართობზე, მაღალი ტემპერატურა და ლიმფური კვანძების შეშუპება (DRESS სინდრომი ან სამკურნალო პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).
ბისეპტოლის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს სამედიცინო დახმარებისთვის, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე :
ანაფილაქსიური რეაქციები (მძიმე, სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში, გენერალიზებული ან სისტემური ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია),
ანგიონევროზული შეშუპება (შეშუპება, რომელიც შეიძლება დააზიანოს სახე და ყელი, ზოგჯერ იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ დახრჩობას),
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: შემოდიოდა ინფორმაცია სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის და მედიკამენტოზური გამონაყარის შემთხვევების შესახებ, რომლებსაც თან ახლდა აციდოფილური გრანულოციტების რაოდენობის მატება და სისტემური სიმპტომები (იხილეთ პუნქტი 2. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).
ფსევდომემბრანული კოლიტი (იხილეთ პუნქტი 2. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).
შრატისმიერი დაავადების სინდრომი (კანის რეაქციები, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცხელება), ალერგიული მიოკარდიტი, ჰენოხ-შენლაინის პურპურა (წვრილი სისხლძარღვების ნეკროზული ანთება),
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივ: დახრჩობა, ხველა, ინფილტრატები ფილტვში,
ჰეპატიტი, ზოგჯერ ქოლესტაზური სიყვითლით ან ღვიძლის ნეკროზით.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არასასურველი მოვლენა ძალიან იშვიათია.
მძიმე არასასურველი მოვლენები
თუ ამ პრეპარატის მიღების შემდეგ პაციენტს ერთდროულად უვითარდება მრავალი სიმპტომი, ისეთი, როგორიცაა ცხელება, ძალიან დაბალი არტერიული წნევა ან გულისცემის აჩქარება. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, რადგან ეს შეიძლება იყოს შოკის სიმპტომები.
სხვა არასასურველი მოვლენები
ხშირი არასასურველი რეაქციები (10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებთან, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტთან) არის:
კანის დაზიანებები: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები: გულისრევა ღებინებით ან მის გარეშე
სისხლში კალიუმის დონის მომატება (მაღალი დოზების გამოყენებისას)
იშვიათი არასასურველი მოვლენები (100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებთან, მაგრამ უფრო ხშირად, ვიდრე 1000 პაციენტიდან 1-თან) არის:
სოკოვანი ინფექციები, მაგალითად, კანდიდოზი
იშვიათი არასასურველი რეაქციები (1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებთან, მაგრამ 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტთან) მოიცავს:
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ : კვანძური პერიარტერიტი,
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ : მუცლის ტკივილი, გლოსიტი, სტომატიტი, დიარეა,
დარღვევები კანის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობა სინათლის მიმართ, ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა ,
დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: შარდის გამოყოფის მომატება,
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: შრატში გლუკოზის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია).
ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქციები (10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებთან):
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია); ლეიკოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება ან სრული ატროფია (აგრანულოციტოზი), ანემია (აპლაზიური, ჰემოლიზური ან მეგალობლასტური), ჰემოგლობინის ანომალური სტრუქტურა (მეთჰემოგლობინემია), პროთრომბინის რაოდენობის შემცირება (ჰიპოპროთრომბინემია ), ეოზინოფილების რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია), ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: მედიკამენტოზური ცხელება, წითელი მგლურას სინდრომი, შემცივნება, ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები სასუნთქი გზების მხრივ, კონიუნქტივისა და სკლერის ჰიპერემია,
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: შრატში კალიუმის კონცენტრაციის მომატება (ჰიპერკალიემია), შრატში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება (ჰიპონატრიემია), მადის დაკარგვა, მეტაბოლური აციდოზი,
დარღვევები ფსიქიკური და ნერვული სისტემის მხრივ: აპათია, ასეპტიკური მენინგიტი, ატაქსია, შემცივნება, დეპრესია, დაღლილობა, ჰალუცინაციები, თავის ტკივილი, უძილობა, ნევროზულობა, პერიფერიული ნევროზი, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში,
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ: უვეიტი,
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პანკრეატიტი, ეპიგლოტიტი ,
დარღვევები ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ: ამინოტრანსფერაზას ფერმენტების აქტივობის მომატება , ჰიპერბილირუბინემია,
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი,
დარღვევები3506089145424 თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: კრისტალურია, თირკმლის უკმარისობა, ინტერსტიციული ნეფრიტი, ტოქსიკური ნეფროზული სინდრომი ოლიგურიით ან ანურიით, არაცილოვანი აზოტის კონცენტრაციის მომატება, შრატის კრეატინინის მომატება.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით მისი შეფასება არ არის შესაძლებელი):
კანის მტკივნეული, ამობურცული იისფერი დაზიანებები, რომლებიც ჩნდება კიდურებზე და ზოგჯერ სახესა და კისერზე, თან ახლავს ცხელება (სვიტის სინდრომი).
სხვა
სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, უძილობა.
ზოგიერთ ადამიანს ბისეპტოლის მიღებისას შეიძლება აღენიშნებოდეს სხვა არასასურველი მოვლენები. შიდსით დაავადებულ პაციენტებში არასასურველი მოვლენების სიხშირე, როგორც ჩანს, მომატებულია (იხ. პუნქტი 2. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).
შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ
რომელიმე არასასურველი მოვლენის გაუარესების ან ისეთი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. არასასურველი რეაქციების გამოვლენის შესახებ პირდაპირ უნდა ეცნობოს სამკურნალო პროდუქტების გვერდითი მოქმედების მონიტორინგის დეპარტამენტს.
საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ასევე შეიძლება ეცნობოს სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს.
არასასურველი რეაქციების შესახებ ასეთი შეტყობინებების წყალობით შეიძლება შეიკრიბოს ვრცელი ინფორმაცია პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ.
არასასურველი მოვლენების შესახებ ასევე შეიძლება ეცნობოს პასუხისმგებელ მხარეს.
შეტყობინებების მეშვეობით არასასურველი მოვლენების შესახებ შეიძლება პრეპარატის უსაფრთხოებაზე უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვება.
პრეპარატ ბისეპტოლის შენახვის პირობები
სამკურნალო პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
ინახება 25°C ტემპერატურამდე.
5 წელი.
არ უნდა მიიღოთ სამკურნალო პრეპარატი ბისეპტოლი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ შეიძლება სამკურნალო საშუალებების გადაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერში. იმის შესახებ, თუ როგორ მოახდინოთ გამოუყენებელი პრეპარატების უტილიზაცია, ჰკითხეთ ფარმაცევტს. ეს ღონისძიებები დაეხმარება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
სამკურნალო პრეპარატ ბისეპტოლის შემადგენლობა
აქტიურ ნივთიერებებს წარმოადგენენ სულფამეტოქსაზოლი და ტრიმეტოპრიმი
ბისეპტოლი, ტაბლეტები, 100 მგ + 20 მგ
ერთი ტაბლეტი შეიცავს 100 მგ სულფამეთოქსაზოლს და 20 მგ ტრიმეტოპრიმს .
სხვა ინგრედიენტები: კარტოფილის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი , პოლივინილის სპირტი.
ბისეპტოლი, ტაბლეტები, 400 მგ + 80 მგ
ერთი ტაბლეტი შეიცავს 400 მგ სულფამეტოქსაზოლს და 80 მგ ტრიმეტოპრიმს .
სხვა ინგრედიენტები: კარტოფილის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი , პოლივინილის სპირტი.
როგორ გამოიყურება პრეპარატი ბისეპტოლი და შეფუთვის შემადგენლობა
ბისეპტოლი, ტაბლეტები, 100 მგ + 20 მგ
ტაბლეტები არის თეთრი, მოყვითალო ელფერით, მრგვალი, ორივე მხრიდან ბრტყელი, ჩამოჭრილი კიდეებით, ერთ მხარეს ამოტვიფრულია ასოები „ Bs “.
ბისეპტოლი, ტაბლეტები, 400 მგ + 80 მგ
ტაბლეტები არის თეთრი, მოყვითალო ელფერით , მრგვალი, ორივე მხრიდან ბრტყელი, ჩამოჭრილი კიდეებით, ერთ მხარეს ამოტვიფრული ნიშნით „-“, რომლის ზემოთაც განლაგებულია ასოები „ Bs “.
შეფუთვა
ბისეპტოლი, 120 მგ
ტაბლეტები 20 ცალი, შეფუთულია პოლივინილქლორიდის ფირისა და ალუმინის ფოლგის (PVC/Al) ბლისტერში და ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ბისეპტოლი, 480 მგ
ტაბლეტები 20 ცალი, შეფუთულია პოლივინილქლორიდის ფირისა და ალუმინის ფოლგის (PVC/Al) ბლისტერში და ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სს „ ადამედ ფარმა“
პენკოვი , მარიანა ადამკევიჩის ქ. 6A
05-152 ჩოსნუვი , პოლონეთი
მწარმოებელი
სს „ ადამედ ფარმა“
მარშალი იოზეფ პილსუდსკის ქ. 5
95-200 პაბიანიცე , პოლონეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.