სუმეტროლიმი
Sumetrolim®
პრეპარატი სუმეტროლიმი® რეკომენდებულია მოზრდილებისათვის, 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მოცემული კომბინირებული თერაპიის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტრიმეთოპრიმი (trimethoprim) + სულფამეთოქსაზოლი (sulfamethoxazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 400მგ + 80მგ ტაბლეტი №20 (2X10)
- მწარმოებელი
- EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, სულფონამიდების და ტრიმეთოპრიმის კომბინაციები წარმოებულების ჩათვლით
- ATC კოდი
- J01EE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043241
- რეგისტრირებულია
- 8 მაისი 2025, მოქმედებს 8 მაისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- EGIS Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სუმეტროლიმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი სუმეტროლიმი® რეკომენდებულია მოზრდილებისათვის, 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მოცემული კომბინირებული თერაპიის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია სხვა სამკურნალო ფორმა.
ამ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების სასუნთქი გზების ინფექციები: ქრონიკული ბრონქიტის მწვავე გაუარესება, სინუსიტი, შუა ოტიტი. ამ პრეპარატის გამოყენება ასევე შესაძლებელია ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, რომლებიც გამოწვეულია Burkholderia cepacia-თი (ადრე ეწოდებოდა Pseudomonas cepacia) მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში. ის ასევე შეიძლება იქნას გამოყენებული შიდსის დროს, პნევმონიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, რომელიც გამოწვეულია Pneumocystis jiroveci (carinii)-ით ავადმყოფებში, რომლებსაც აქვთ დასუსტებული იმუნიტეტი.
A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული ტონზილოფარინგიტის მკურნალობისათვის არჩევის პრეპარატს წარმოადგენს პენიცილინი, ვინაიდან სულფამეტოქსაზოლ-ტრიმეტოპრიმის კომბინაციას არ შეუძლია სრულად გაანადგუროს ეს მიკროორგანიზმები, რასთან დაკავშირებითაც შეუძლებელია გართულებების პროფილაქტიკა (რევმატული ცხელება) (იხ. განყოფილება 4.4).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები: მუცლის ტიფი, ენტერიტი, მოგზაურთა დიარეა, იზოსპორიაზი შიდსის დროს.
თირკმელების და შარდგამომყოფი გზების ინფექციები: შარდგამომყოფი გზების გაურთულებელი ბაქტერიული ინფექციები, ისეთები, როგორიცაა მწვავე ცისტიტი, ცისტიტის რეციდივების პროფილაქტიკა, ქრონიკული ცისტიტი, მწვავე ურეთრალური სინდრომი, ურეთრიტი.
სასქესო ორგანოების ინფექციები: გონოკოკური ურეთრიტი, პროსტატიტი, ადნექსიტი, რბილი შანკრი, რომელიც გამოწვეულია Haemophilus ducreyi-ით, საზარდულის გრანულემატოზი.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: პიოდერმია, ფურუნკულოზი, აბსცესები, ჭრილობითი ინფექცია.
სხვა ინფექციები: მწვავე ბრუცელოზი (სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში), ნოკარდიოზი, მელიოიდოზი, კატის ნაკაწრის დაავადება. ტოქსოპლაზმოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
სუმეტროლიმი® ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ანტიმიკრობული პროფილაქტიკის მიზნით ნეიტროპენიის მქონე ავადმყოფებში, პირის ღრუს, ხახისა და ნაწლავების ფლორის სელექტიური დეკონტამინაციისათვის, ძაღლებისა და კატების მიერ კბენის შემდეგ მკურნალობისათვის (ჭრილობის შესაბამისი გასუფთავებისა და სანაციის ( დებრიდმენტის) შემდეგ).
გასათვალისწინებელია ოფიციალური სახელმძღვანელობის მითითებები ანტიმიკრობული პრეპარატების ადეკვატური გამოყენების შესახებ.
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულებით. თუ დარწმუნებული არ ხართ, აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირების რეჟიმი
სრული გამოჯანმრთელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი მიიღოთ თქვენი მკურნალი ექიმის მიერ რეკომენდებული დროის განმავლობაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი დაავადების სიმპტომები უმჯობესდება მკურნალობის დასრულებამდე.
თუ თქვენი მკურნალი ექიმი არ დაგინიშნავთ განსახვავებულ დოზირების რეჟიმს, სუმეტროლიმის® ტაბლეტები უნდა მიიღოთ შემდეგი დოზებით:
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ბავშვები:
ჩვეულბრივი საწყისი დოზაა – 2 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ (დილით და საღამოს). ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპიის აუცილებლობისას რეკომენდებულია ყოველდღიურად 1 ტაბლეტის დღეში ორჯერ მიღება.
მაქსიმალური დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს დღეში ორჯერ.
ბავშვებს
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის: ¾- 1 ტაბლეტი 2-ჯერ.
6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებულია პრეპარატი სუმეტროლიმი® სიროფის სახით.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები - ექიმი შეარჩევს დოზას თირკმლის ფუნქციისა და ინფექციის ტიპის მიხედვით.
ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის დოზას ექიმი შეარჩევს ინფექციის სიმძიმის მიხედვით, და აგრეთვე თანმხლები დაავადებებისა და იმავდროულად მისაღები სხვა სამკურნალო საშუალებების გათვალისწინებით. დოზა უნდა შეიცვალოს თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე ხანდაზმულებშიც.
გამოყენების წესი
ტაბლეტების მიღება სასურველია ჭამის შემდეგ სითხის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით, მინიმუმ 1.5ლ/დღეში შარდში სულფონამიდის კრისტალებს ფორმირების თავიდან აცილების მიზნით. მთლიანად განკურნების მიზნით პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს დროის დანიშნული პერიოდის განმავლობაში, მაშინაც კი, როცა თქვენი დაავადების სიმპტომები უმჯობესდება.
ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სისხლის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის რეგულარული ანალიზები. ექიმმა ასევე შეიძლება დაგინიშნოთ ფოლიუმის მჟავა, რომელიც არ მოახდენს გავლენას პრეპარატის ანტიმიკრობულ ეფექტურობაზე, მაგრამ შეიძლება თავიდან აგაცილოთ სისხლის მხრივ გვერდითი რეაქციების განვითარება.
თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტი პრეპარატი სუმეტროლიმის® ტაბლეტები, ვიდრე საჭიროა
თუ თქვენ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები
თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ ალერგია აქტიური ნივთიერებების (სულფამეტოქსაზოლი, ტრიმეტოპრიმი) ან ამ პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც მითითებულია მე-8 ნაწილში;
თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ ალერგია სულფანილამიდების წარმოებულებისადმი და მსგავსი ქიმიური სტრუქტურის მქონე პრეპარატების მიმართ (ზოგიერთი ანტიბიოტიკების, სულფონილშარდოვანას ჯგუფის ანტიდიაბეტური პრეპარატების და თიაზიდური შარდმდენი პრეპარატების მიმართ);
თქვენ ხართ ორსულად ( პრეპარატის ექიმის მიერ დანიშვნის შემთხვევის გამოკლებით) ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს;
თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ მწვავე ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ღვიძლის მწვავე პორფირია ( ნივთიერებათა ცვლის იშვიათი დარღვევა);
თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ სისხლის დაავადება, ანემია ფოლიუმის მჟავას დეფიციტით ან ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობა;
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ თირკმელების ფუნქციების მძიმე დარღვევა, სუმეტროლიმის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი.
სულფამეტოქსაზოლი და ტრიმეტოპრიმი არ არის განკუთვნილი დროულად დაბადებული ჩვილებისათვის 6 კვირის ასაკამდე და დღენაკლული ჩვილებისათვის 1 წლამდე;
6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ტაბლეტების მაგივრად გამოიყენება სუმეტროლიმი სიროფი.
სიფრთხილის ზომები
ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი სუმეტროლიმის® გამოყენებისას აღინიშნა სიცოცხლისათვის პოტენციური საშიშროების შემქმნელი კანისმიერი რეაქციების განვითარება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რომელთა პირველი ნიშნებია სამიზნის მსგავსი წითელი წერტილების ან მრგვალი ლაქების გაჩენა, ხშირად სხეულზე არსებული გამონაყარის ცენტრში ბუშტუკების გაჩენით. დამატებითი ნიშნებია წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებზე და კონიუნქტივებზე (წითელი, შეშუპებული თვალები).
ამ პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიშ კანისმიერ გამონაყარს ჩვეულებრივ თან ახლავს გრიპისმაგვარი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს, გავრცელდეს სხეულის ზედაპირის დიდ ფართობზე და გადაიქცეს ბუშტუკებად. კანის მხრივ სერიოზული რეაქციების განვითარების უფრო მაღალი რისკი აღინიშნება მკურნალობის პირველი კვირეების განმავლობაში.
თუ პრეპარატი სუმეტროლიმის® ტაბლეტებით მკურნალობის დროს თქვენ განგივითარდათ სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მაშინ მომავალში თქვენ არასოდეს არ უნდა დაგენიშნოთ განმეორებითი მკურნალობა ამ პრეპარატით.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენების დროს შესაძლებელია სხვა მძიმე, შესაძლოა, სიცოცხლისათვის საშიშროების შემქმნელი ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარება, როგორიცაა ძალიან სწრაფად (ფულმინანტურად) განვითარებადი ღვიძლის ნეკროზი, სისხლის შემადგენლობის ცვლილებები, მძიმე ალერგიული რეაქციები ( რომელთა ადრეულად გამოვლენილ სიმპტომებს მიეკუთვნებიან სხვა მიზეზებით აუხსნელი ყელის ტკივილი, ციება, ტკივილი სახსრებში, სიფერმკრთალე, წერტილოვანი სისხლჩაქცევები, სიყვითლე).
თუ თქვენ გივითარდებათ კანისმიერი გამონაყარი ან ზემოთხსენებული კანისმიერი სიმპტომები, დაუყოვნებლივ მოხსენით პრეპარატი სუმეტროლიმის® ტამლეტები, სასწრაფოდ გაიარეთ კონსულტაცია თქვენ მკურნალ ექიმთან და შეატყობინეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებდით მოცემულ პრეპარატს.
ხველის უეცარი გაუარესების შემთხვევაში და ჰაერის უკმარისობის შეგრძნების დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შემოდიოდა შეტყობინებები მომატებული იმუნური რეაქციის შესახებ, რომელიც იყო განპირობებული სისხლის თეთრი უჯრედების არანორმალური აქტივაციით, რაც იწვევს ანთებას (ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიციოზი); ადრეული გამოვლენისა და მკურნალობის გარეშე ამ დაავადებამ შეიძლება საფრთხეს შეუქმნას სიცოცხლეს.
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ ერთდროულად ან თანმიმდევრულად გივითარდებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ციება, ჯირკვლების გადიდება, თავბრუსხვევა, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ჩალურჯებები ან კანქვეშა სისხლჩაქცევები.
თუ თქვენ გაგიჩნდათ შემდეგი მდგომარეობებიდან ნებისმიერი, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს პრეპარატ სუმეტროლიმის გამოყენების დაწყებამდე:
- თუ თქვენ ადრე გიტარდებოდათ მკურნალობა ალერგიული რეაქციების ან ბრონქული ასთმის გამო.
- თუ თქვენ გაქვთ შემდეგი დაავადებები: იმუნოდეფიციტი, ჰემოდიალიზით მკურნალობა, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, შიდსი, ღვიძლის ქრონიკული დაავადება, ანემია, რომელიც დაკავშირებულია ფოლიუმის მჟავას უკმარისობასთან, საკვები ნივთიერებების შეწოვის უკმარისობის სინდრომი, კვების უკმარისობა, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში არასასურველი რეაქციების სიხშირე მატულობს.
- თუ თქვენ გაქვთ თირკმლის დაავადება, ვინაიდან, შეიძლება აუცილებელი გახდეს თქვენთვის უფრო დაბალი დოზების დანიშვნა და სისხლში კალიუმის დონის კონტროლი.
- თუ თქვენ ან თქვენს ნათესავებს გაქვთ იშვიათი მეტაბოლური დაავადება- პორფირია ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, პრეპარატის ორივე კომპონენტმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამწვავება ან დაავადების სიმპტომების რეციდივი.
- ხანდაზმული პაციენტები უფრო მიდრეკილნი არიან გვერდითი ეფექტების განვითარებისადმი სუმეტროლიმით® მკურნალობისას, განსაკუთრებით, თუ მათ აქვთ თანმხლები დაავადებები (მაგალითად, ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები) ან თუ ისინი ერთდროულად იღებენ სხვა სამკურნალო საშუალებებს.
- პრეპარატი სუმეტროლიმის® დანიშვნამ გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პაციენტებში, რომელიც დაკავშირებული X-ქრომოსომასთან, შეიძლება გამოიწვიოს დაავადების სიმპტომების გაუარესება.
- თუ თქვენ გაქვთ დაავადება, რომელსაც ეწოდება ფენილკეტონურია ( ამინომჟავური მეტაბოლიზმის დარღვევა), ვინაიდან ასეთ შემთხვევაში პრეპარატი სუმეტროლიმის® ერთ-ერთი კომპონენტი (ტრიმეტროპრიმი) გააუარესებს ამინომჟავა ფენილალანინის მეტაბოლიზმს, განსაკუთრებით, თუ თქვენ არ იცავთ დიეტას, რაც იწვევს დაავადების სიმპტომების გაუარესებას.
შესაძლებელია, რომ მკურნალობის პირველ დღეებში სუმეტროლიმმა® გამოიწვიოს სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითება იმ პაციენტებშიც კი, რომლებსაც არა აქვთ შაქრიანი დიაბეტი.
ვინაიდან სუმეტროლიმმა® შეიძლება გამოიწვიოს სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა, ამ პრეპარატის მიღების პერიოდში თქვენ უნდა მოერიდოთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას, ასევე აუცილებელია შესაბამისი ტანსაცმლის ტარება და მზის გამოსხივებისაგან თავის დასაცავი ზომების მიღება მკურნალობის დროს.
ბავშვები და მოზარდები
- 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია სუმეტროლიმის® სიროფის დანიშვნა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ნებისმიერს:
- დიურეტიკები (შარდმდენი სამკურნალო საშუალებები) გამოყოფილი შარდის რაოდენობის გასაზრდელად (მაგალითად აცეტაზოლამიდი, თიაზიდი).
- პირიმეტამინი – მალარიისა და სხვა პარაზიტული ინფექციების სამკურნალო და საპროფილაქტიკო საშუალება.
- რიფამპიცინი ( ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალება)
- ციკლოსპორინი (პრეპარატი, რომელი ცხელს უშლის გადანერგული ორგანოების ჩამოცილებას).
- ვარფარინი და კუმარინი (შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები).
- ფენიტოინი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატი ეპილეფსიის სამკურნალოდ.
- სისხლში შაქრის დონის დამწევი პრეპარატები, მაგალითად, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი (სულფონილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატები).
- დიგოქსინი, პრეპარატი გულის უკმარისობის სამკურნალოდ, პროკაინამიდი, ანტიარითმიული პრეპარატი.
- ამანტადინი, პარკინსონის დაავადების, გრიპის სამკურნალო პრეპარატი.
- ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) სამკურნალო პრეპარატები (ზიდოვუდინი და ლამივუდინი).
- სისხლში კალიუმის დონის გასაზრდელი პრეპარატები (სპირონოლაქტონი). პრეპარატ სუმეტროლიმისა და სპირონოლაქტონის შემცველი შარდმდენი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს სისხლში კალიუმის კონცენტრაცია (მძიმე ჰიპერკალიემია). მძიმე ჰიპერკალიემიის სიმპტომებს მიეკუთვნება : კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვები, გულის არარეგულარული რითმი, დიარეა, გულისრევა, თავბრუსხვევა ან თავის ტკივილი.
- მეტოტრექსატი – კიბოს, რევმატოიდული ართრიტისა და ფსორიაზის სამკურნალო პრეპარატი.
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ტკივილის შესამსუბუქებლად (აასპ, ისეთები, როგორიცაა ინდომეტაცინი,).
- დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები).
ზემოთ მოყვანილი პრეპარატების სუმეტროლიმის® ტაბლეტებთან ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია უფრო ხშირად ჩატარდეს სისხლის შედედების, სისხლში შაქრის დონის კონტროლი და ზოგიერთ შემთხვევაში, სისხლში სამკურნალო პრეპარატის დონის განსაზღვრა.
პრეპარატი სუმეტროლიმით® მკურნალობის დროს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რომლებიც გაიცემა რეცეპტით ან ურეცეპოდ, შეიძლება მხოლოდ თქვენი მკურნალი ექიმის ნებართვით.
სუმეტროლიმის® ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ეს ტაბლეტები მიიღეთ სითხის დიდი რაოდენობის მიყოლებით, ჭამის შემდეგ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
ტაბლეტების ორივე მოქმედი ნივთიერება გავლენას ახდნს ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმზე, რომელიც აუცილებელია ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის, ამგვარად, ორსულებისათვის არ შეიძლება პრეპარატი სუმეტროლიმის® ტაბლეტების მიღება, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც მას ნიშნავს ექიმი.
ძუძუთი კვება
სუმეტროლიმი® გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამგვარად, არ შეიძლება მისი მიღება ძუძუთი კვების პერიოდში. თუ მკურნალობა მაინც აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მკურნალობის მთელი კურსის გამნმავლობაში და მკურნალობის დასრულებიდან კიდევ 3 დღის მანძილზე.
სამკურნალო საშუალების ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მონაცემები პრეპარატი სუმეტროლიმის® არასასურველი ეფექტის შესახებ ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ გაგვაჩნია.
ნატრიუმის შემცველობა
თითოეულ ტაბლეტში პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ესე იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ პრეპარატის მიღებამ არ უნდა იმოქმედოს ყოველდღიურ აქტივობაზე, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. უფრო მეტიც, პრეპარატის არასასურველი ეფექტი არ არის მოსალოდნელი არც ამ სამკურნალო საშუალების ფარმაკოლოგიის საფუძველზე. ამისდამიუხედავად, პაციენტების მექანიზმებთან მუშაობის უნარის შეფასებისას უნდა იქნას შეფასებული მათი კლინიკური მდგომარეობა და პრეპარატ სუმეტროლიმის® გვერდითი ეფექტების პროფილი.
გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები. თუმცა ისინი ვითარდება არა ყველა პაციენტთან.
არასასურველ რეაქციებს შორის ყველაზე ხშირად აღინიშნება რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და ალერგიული რეაქციები კანის მხრივ.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს მძიმე გვერდითი რეაქციები, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, და მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებიც მოიცავენ მთელს ორგანიზმს ან სპეციფიკურ ორგანოებს (კანი, ღვიძლი, ფილტვები, სისხლმბადი ორგანოები). მძიმე შედეგების თავიდან აცილება შეიძლება ინსტრუქციების ზედმიწენით შესრულებით და სიმპტომების ადრეული დიაგნოსტიკით.
სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო კანისმიერი გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) აღინიშნებოდა ძალიან იშვიათ შემთხვევებში (იხ. განყოფილება 2).
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარებისას შეწყვიტეთ პრეპარატი სუმეტროლიმის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
- ხელების, ტერფების, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით;
- გულის წასვლა.
ეს არასასურველი რეაქციები წარმოადგენენ მომატებული მგრძნობელობის (ალერგიის) ძალიან მძიმე რეაქციების ნიშნებს, მაგრამ წარმოიქმნებიან ძალიან იშვიათად. მათი გაჩენა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ გაქვთ მძიმე ალერგიული რეაქცია სუმეტროლიმზე®.
- ჭინჭრის ციება, კანის გაწითლება, ქავილი.
ეს სიმპტომები ასევე შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციების ნიშნები. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სუმეტროლიმის® მიღება და მიმართეთ ექიმს შემდგომი მკურნალობის შესარჩევად.
იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მძიმე შედეგები მძიმე სიმპტომების განვითარებისას, რომლებიც ვრცელდება მთელ სხეულზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
თუ ამ პრეპარატის მიღების დროს განვითარდა შემდეგი სიმპტომიდან ნებისმიერი, აუცილებლად შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს:
- ხველის წარმოქმნა და სუნთქვის გაძნელება;
- ციება, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი, რომლებიც სხვა მიზეზებით არ აიხსნება;
- კანში წითელი წერტილოვანი სისხლჩაქცევები სხეულის მთელ ზედაპირზე;
- სიყვითლე (თვალების და/ან კანის ყვითელი ფერი), მუქი შარდი;
- კანის ცვლილებები, რომლებიც დამდუღრულ კანს მოგვაგონებს.
ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, სუმეტროლიმმაც® შეიძლება გამოიწვიოს ეგრეთ წოდებული დიარეა, რომელიც დაკავშირებულია ანტიბიოტიკების გამოყენებასთან. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გივითარდებათ ხანგრძლივი, მძიმე დიარეა პრეპარატი სუმეტროლიმით® მკურნალობის დროს.
პრეპარატი სუმეტროლიმის® მიღების დროს შემოვიდა შეტყობინებები შემდეგი გვერდითი რეაქციების განვითარების შესახებ:
ძალიან ხშირი (ვითარდება 10-დან ერთზე მეტ ადამიანთან):
კალიუმის დონის მომატება სისხლში, რაც მძიმე შემთხვევებში იწვევს მკვეთრ გულისცემას (პალპიტაციას) ან კუნთების სპაზმს.
ხშირი (ვითარდება 10-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
სოკოვანი ინფექცია, რომელსაც კანდიდოზი ეწოდება;
თავის ტკივილი;
ღებინება;
დიარეა;
ალერგიული კანისმიერი გამონაყარი.
არახშირი (ვითარდება 100-დან 1 ადამიანზე ნაკლებში)
გულისრევა
იშვიათი (ვითარდება 1000-დან 1 ადამიანზე ნაკლებში)
ენის ანთება
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება
ძალიან იშვიათი (ვითარდება 10 000-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რის შედეგადაც პაციენტი უფრო მგრძნობიარე ხდება ინფექციების მიმართ;
სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება (რასაც თან ახლავს უჩვეულო სისხლდენები და სისხლჩაქცევები);
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია);
მეტჰემოგლობინემია (მდგომარეობა, რომლის დროსაც მკვეთრად მატულობს სისხლში არანორმალურად შეცვლილი ჰემოგლობინის რაოდენობა. ვინაიდან ჰემოგლობინი ქსოვილებს აწვდის ჟანგბადს, შეიძლება ქსოვილებში განვითარდეს ჟანგბადის ნაკლებობა);
სისხლში ეოზინოფილების რაოდენობის მომატება;
კანსა და ლორწოვან გარსზე მცირე სისხლჩაქცევების დიდი რაოდენობა;
ალერგიული რეაქციები კანისმიერი გამონაყარით, ქავილით და ჭინჭრის ციებით; ციება, სახსრების შეშუპება, ტკივილი სახსრებში, ტკივილი კუნთებში, ლიმფური ჯირკვლების გადიდება და/ან გრიპისმაგვარი სიმპტომები (შრატის დაავადების ნიშნები);
გულის კუნთის ანთება;
მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევს სახისა და ყელის შეშუპებას;
ციება;
მორეციდივე (განმეორებული) სისხლჩაქცევები კანში, ტკივილი მუცლის არეში ან სახსრებში, ნაწლავური სისხლდენა/კუპრისებრი განავალი (შენლეინ-გენოხის პურპურა);
არტერიების ანთება (კვანძოვანი პერიარტერიიტი);
სისტემური წითელი მგლურა (იმუნური სისტემის დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ბუნებრივ იმუნიტეტზე);
სისხლში შაქრის დაბალი დონე;
სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (მძიმე შემთხვევებში ეს იწვევს დაღლილობას, ცნობიერების აღრევას, კუნთების გაკანკალებს და/ან კუნთების სპაზმს);
მადის არქონა;
ჰალუცინაციები;
დეპრესია;
მკვეთრი თავის ტკივილი, კისრის რიგიდულობა, ტემპერატურის უეცარი მომატება (ტვინის გარსების ანთება)
კრუნჩხვები;
ნერვების ანთება, რომელიც იწვევს სისუსტეს, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნებას;
მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
თავბრუსხვევა, ვერტიგო (თავბრუსხვევა ტრიალის შეგრძნებით);
ხმაური ყურებში;
თვალების ანთება;
ხველა;
ქოშინი;
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რაც იწვევს მკვეთრ ტკივილს მუცელში ან ზურგში შეუძლოდ ყოფნის ფონზე;
ნაღვლის პიგმენტის (ბილირუბინის) დონის დროებით მომატება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის ზოგიერთი პარამეტრების მომატებით;
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), სიყვითლე, ღვიძლის უჯრედების ნეკროზი;
სინათლეზე კანის მგრძნობელობის მომატება;
კანის ანთება აქერცვლით, კანისმიერი გამონაყარი, კანის გაწითლება;
მძიმე რეაქციები კანის მხრივ: სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ);
კუნთებისა და სახსრების ტკივილი, კუნთების დაზიანება ( პაციენტებში შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით (შიდსი));
თირკმლის ფუნქციის დარღვევა ( ზოგჯერ შემოდიოდა შეტყობინებები თირკმლის უკმარისობის განვითარების შესახებ), თირკმელების ინტერსტიციური ანთება;
ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება.
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე):
სისუსტე;
დაღლილობა;
უძილობა;
გულგრილობის შეგრძნება (აპათია);
სვიტის სინდრომი (ციება და მუქი ლურჯი, კანის ზედაპირზე ამოწეული მტკივნეული ცვლილებების გაჩენა კიდურებზე, ზოგჯერ ხელზე და კისერზე).
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის აღმოჩენისას, მათ შორის ისეთების, რომელებიც არ არის მოხსენიებული წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მეშვეობით. თქვენ მიერ მოწოდებული ცნობების წყალობით თქვენ დაგვეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებაში ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ.
ჭარბი დოზა
თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, ტკივილი მუცელში, მადის დაკარგვა, მხედველობის დარღვევა, ფსიქიკის დარღვევა, გონების არევა, ციება, წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანზე და ლორწოვან გარსზე, სიყვითლე (თვალის სკლერების და/ან კანის გაყვითლება), გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება, შარდის მუქი ფერი, კომა.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატი სუმეტროლიმის® ტაბლეტების მიღება
მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი, როგორც კი ეს გაგახსენდებათ და რაც შეიძლება მალე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი ტაბლეტის მიღების დრო, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით. ეს არ აკომპენსირებს გამოტოვებულ დოზას, არამედ გაზრდის დოზის გადაჭარბების რისკს. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ჩვეულ რეჟიმში.
თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატი სუმეტროლიმის® ტაბლეტების მიღება
სრული განკურნების მიზნით უნდა გაგრძელდეს პრეპარატის მიღება დროის დანიშნული პერიოდის მანძილზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი დაავადების სიმპტომები უმჯობესდება.
თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, რჩევა ჰკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
- რა არის პრეპარატი სუმეტროლიმი® ტაბლეტები და რისთვის იყენებენ მას
სუმეტროლიმი® -არის ანტიბიოტიკური ნივთიერებების სულფამეტოქსაზოლის/ტრიმეტოპრიმის კომბინაცია. ის გამოიყენება ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ამ კომბინაციის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, როგორიცაა:
სასუნთქი გზების ინფექციები, მაგალითად, ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონიის ზოგიერთი ტიპი, სინუსიტი, შუა ყურის ოტიტი.
კუჭ-ნაწლავის ინფექციები: ნაწლავების ანთებითი დაავადებები, მოგზაურთა დიარეა და მუცლის ტიფი.
თირკმელებისა და შარდგამომყოფი ტრაქტის ინფექციები: შარდგამომყოფი გზების ბაქტერიული გაურთულებელი ინფექციები, მაგალითად მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული ცისტიტი, რეციდივირებადი ცისტიტის პროფილაქტიკა, შარდგამომყოფი არხის ანთება.
სასქესო ორგანოების ინფექციები: ქალებში მცირე მენჯის ორგანოების ანთება, წინამდებარე ჯირკვლის ანთება და ზოგიერთი სასქესო გზით გადასაცემი ინფექციები (სგგი)
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ფურუნკულები (თმის ფოლიკულების ჩირქოვანი ანთება), აბსცესები, ჭრილობის ინფექციები.
სხვა ინფექციები: ტოქსოპლაზმოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა, ნოკარდიოზი, მელიოიდოზი, კატის ნაკაწრის დაავადება, ინფექციების პროფილაქტიკა იმ დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, პირის ღრუს, ყელისა და ნაწლავის ფლორის დეზინფექცია, ძაღლებისა და კატების კბენის შემდეგ.
სუმეტროლიმი® შეიძლება გამოყენებული იქნას მოზრდილებში და ბავშვებში და მოზარდებში 6-დან 18 წლამდე. ბავშვებში 6 კვირიდან 6 წლამდე ტაბლეტების მაგივრად გამოყენებული უნდა იქნას პრეპარატი სუმეტროლიმი® სიროფი.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებში.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
- ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნიეთ მისი ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნების.
მოცემული სამკურნალო საშუალება არ უნდა იქნას გადაგდებული საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში. თუ პრეპარატის, რომელიც აღარ გჭირდებათ, ნარჩენებში გადაგდება აუცილებელია, კონსულტაციისათვის მიმართეთ ფარმაცეტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.
- აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მიკრობსაწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სულფანილამიდების და ტრიმეტოპრიმის კომბინაცია, მათი წარმოებულების ჩათვლით.
ათქ კოდი: J01E E01
მოქმედების მექანიზმი:
სულფამეტოქსაზოლსა და ტრიმეტოპრიმს, პრეპარატ სუმეტროლიმის® მოქმედ კომპონენტებს, გააჩნიათ სინერგიული ბაქტერიოსტატიკური ეფექტი, რომელიც გარკვეულ სიტუაციებში შეიძლება იყოს ბაქტერიციდულიც. ისინი ბლოკავენ ფოლიუმის მჟავის სინთეზის ორ თანმიმდევრულ სტადიას, რითაც თრგუნავენ ნუკლეინის მჟავების და ცილის სინთეზს, რომელიც აუცილებელია ბაქტერიების არსებობისათვის. კონკურენტული ინჰიბირების გზით სულფამეტოქსაზოლი არ აძლევს საშუალებას მიკროორგანიზმებს ჩააშენონ პარაამინობენზოინის მჟავა (პაბმ) და ამით თრგუნავს დიჰიდროფოლიუმის მჟავის სინთეტაზის აქტივობას. ტრიმეტოპრიმი არის დიჰიდროფოლიუმის მჟავა-ფერმენტის რედუქტაზის სპეციფიური ინჰიბიტორი, რომელიც დიჰიდროფოლიუმის მჟავას გარდაქმნის ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავად. ტრიმეტოპრიმს გააჩნია შერჩევითი მოქმედება, ვინაიდან მისი აფინობა დიჰიდროფოლიუმის მჟავის ბაქტერიულ რედუქტაზასთან 105 -ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანის ორგანიზმის უჯრედების იმავე ფერმენტთან. უფრო მეტიც, მიკროორგანიზმებს ზრდისთვის სჭირდებათ ფოლიუმის და ფოლინური მჟავის სინთეზირება, ხოლო ადამიანის ორგანიზმის უჯრედებს შესწევთ უნარი გამოიყენონ ნივთიერებები, რომლებიც მიეწოდებათ ორგანიზმს გარედან. ნივთიერებების ამ კომპლექსის ზემოქმედებისას in vitro აღმოჩენილია ორივე აქტიური კომპონენტის ბაქტერიოციდული ეფექტები იმ კონცენტრაციებისას, რომლებიც იწვევდნენ ბაქტერიოსტატიკურ ეფექტებს თითოეული ამ ნივთიერების ცალ-ცალკე გამიყენების დროს.
In vitro პირობებში ბაქტერიები მგრძნობიარენი არიან უფრო დაბალი კონცენტრაციების მიმართ იმათთან შედარებით, რომლებიც განისაზღვრება სისხლში, სხვა ბიოლოგიურ სითხეებში და შარდგამომყოფ გზებში ჩვეულებრივად რეკომენდებული თერაპიული დოზების მიღების დროს. თუმცა, ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკებს, ასეთი აქტივობა in vitro ყოველთვის არ მიუთითებს კლინიკურ ეფექტურობაზე. ანტიბიოტიკის მიმართ მგრძნობელობის ადეკვატური ტესტი შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მკვებავ გარემოში, რომელიც არ შეიცავს ინჰიბიტორებს (განსაკუთრებით თიმინსა და თიმიდინს).
ასეთი კომბინაციის გამოყენება ამცირებს პრეპარატის მიმართ რეზისტენტობის რისკს, თუმცა შესაძლებელია პლაზმიდებით განპირობებული რეზისტენტობა. ამ კომბინაციას გააჩნია ანტიმიკრობული აქტივობის ფართო სპექტრი. იგი მოქმედებს გრამ-დადებით და გრამ უარყოფით აერობულ ბაქტერიების დიდ რაოდენობაზე, ასევე უმარტივესებზეც.
რეზისტენტობის მექანიზმი
რეზისტენტობა სულფამეტოქსაზოლისა და ტრიმეტოპრიმის მიმართ შეიძლება იყოს დაფუძნებული შემდეგ მექანიზმებზე:
რეზისტენტობის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს სინთეზი მოდიფიცირებული სამიზნე ფერმენტებისა (დიჰიდროპტეროატ-სინტაზისა და დიჰიდროფოლატ-რედუქტაზისა), რომლებსაც დაქვეითებული აქვთ აფინობა მოქმედი ნივთიერებების (სულფამეტოქსაზოლისა და ტრიმეტოპრიმის) მიმართ. სამიზნე ფერმენტების ცვლილებები ხდება ბაქტერიული მუტაციების შედეგად ან შეიძლება იყვნენ განპირობებულნი პლაზმიდების მიერ.
არამოდიფიცირებული სამიზნე ფერმენტების მომატებულმა სინთეზმაც შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტობა.
შეიძლება გაუარესდეს ანტიბიოტიკის ბაქტერიულ უჯრედში შეღწევის უნარი (სამიზნე ბაქტერიული უჯრედების გამტარიანობის დაქვეითება).
სასაზღვრო მნიშვნელობები EUCAST-ის რეკომენდაციების შესაბამისად:
Enterobacteriaceae: S ≤ 2 R>4
S. maltophilia : S ≤ 4 R >4
Acinetobacter : S ≤ 2 R >4
Staphylococcus : S ≤ 2 R >4
Enterococcus : S ≤ 0,032 R>1
Streptococcus A, B, C and G: S ≤1 R>2
Streptococcus pneumoniae : S ≤ 1 R>2
Hemophilus influenza : S ≤ 0,5 R>1
Moraxella catarrhalis : S ≤ 0,5 R>1
Listeria monocytogenes S ≤ 0,06 R >0,06
Pasteurella multocida : S ≤ 0,25 R>0,25
S = მგრძნობიარეა, R = რეზისტენტულია.
ტრიმეტოპრიმის : სულფამეტოქსაზოლის შეფარდება 1 : 19.
სასაზღვრო მნიშვნელობები წარმოდგენილია ტრიმეტოპრიმის კონცენტრაციის მიხედვით.
მგრძნობელობა სულფამეტოქსაზოლისა და ტრიმეტოპრიმის კომბინაციის მიმართ:
გრამ-დადებითი ბაქტერიები
Listeria monocytogenes
Nocardia asteroides
Staphylococcus aureus (90%-იანი ეფექტურობით), კოაგულაზა-ნეგატიური სტაფილოკოკები
გრამ-უარყოფითი ბაქტერიები
Aeromonas spp.
Bartonella henselae
Bordetella pertussis
Chlamydia trachomatis
Escherichia coli (70%-იანი ეფექტურობით)
Haemophilus ducrey
Haemophilus influenzae
Klebsiella spp.
Morganella morganii
Niesseria meningitidis
Proteus spp.
Burkholderia (Psuedomonas) cepacia, Burkholderia (Psuedomonas) pseudomallei
Salmonella spp., მათ შორის S.typhi, S.paratyphi (90%-იანი ეფექტურობით)
Vibro cholerae
Yersinia enterocolitica (90%-იანი ეფექტურობით)
Sttenotrophomonas (Xanthomonas) maltophilia
უმარტივესები:
Isospora belli
Plasmodium phylum
Pneumocystis jiroveci (carinii)
Toxoplasma gondii
ეს კომბინაცია ნაწილობრივ ეფექტურია შემდეგ მიკროორგანიზმებთან მიმართებაში:
Brucella spp.
Enterobacter spp.
Moraxella catarrhalis
Neisseria gonorrhoeae
Serratia marcescens
Shigella spp.
Streptococci, მათ შორის Streptococcus pneumoniae
Streptococcus pyogenes
შემდეგი მიკროორგანიზმები რეზისტენტულები არიან ამ კომბინაციის მიმართ:
Mycobacterium tuberculosis
Mycoplasma spp.
Enterococcus faecalis
Pseudomonas aeruginosa
Treponema pallidum
სუმეტროლიმი® პრაქტიკულად არ მოქმედებს ანაერობულ ბაქტერიებზე და არ ახდენს ზემოქმედებას ნაწლავის ნორმალურ ანაერობულ მიკროფლორაზე.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
პრეპარატ სუმეტროლიმის® ორივე აქტიურ ნივთიერებას გააჩნია ერთმანეთის მსგავსი ფარმაკოკინეტიკური პროფილი, რაც აიოლებს მათ ერთდროულ გამოყენებას. შინაგანად მიღების შემდეგ სულფამეტოქსაზოლის 80%-ზე მეტი და ტრიმეტოპრიმის 90%-ზე მეტი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ამ ნივთიერებებიდან თითოეული აღწევს კონცენტრაციის პიკს სისხლის პლაზმაში შინაგანად მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ.
განაწილება
ზრდასრულებში წონასწორული მდგომარეობა აღინიშნება მკურნალობის 2-3 დღის შემდეგ. ინდივიდუალური კომპონენტები არ მოქმედებენ ერთმანეთის კონცენტრაციაზე პლაზმაში.
სულფამეტოქსაზოლის შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან შეადგენს 66%-ს, ხოლო ტრიმეტოპრიმისა- 42-46%-ს. ითვლება, რომ ამ ნივთიერებების თავისუფალი ფრაქციები არიან თერაპიულად აქტიურები. საკვების მიღების შემდეგ ტრიმეტოპრიმის AUC მნიშვნელობის ფართობი მცირდება დაახლოებით 20%-ით.
კომბინირებული პრეპარატის კომპონენტები კარგად ნაწილდებიან ქსოვილებში.
ტრიმეტოპრიმის განაწილების მოცულობაა 69-133 ლიტრია, ხოლო სულფამეტოქსაზოლის- 10-16 ლიტრი.
სულფამეტოქსაზოლი წარმოადგენს ზომიერად მჟავე მოლეკულას (pH=6), აქტიური ნივთიერების დონე სხეულის სხვადახვა სითხეებში შეადგენს პლაზმაში მისი დონის 20-50%-ს. ტრიმეტოპრიმის მოლეკულა ლიპოფილურია და აქვს სუსტი ფუძოვანი ხასიათი (pH=7.4). ტრიმეტოპრიმის კონცენტრაცია ნაღველში, წინამდებარე ჯირკვლის და საშოს სეკრეტში, ნერწყვსა და ნახველში აღემატება მის დონეს სისხლის პლაზმაში. განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციები აღინიშნება ფილტვებსა და თირკმელებში.
ორივე კომპონენტი აღწევს ჰემატოენცეფალური და პლაცენტარული ბარიერების მიღმა (ორივე კომპონენტის დონეები ამნიოტიკურ სითხეებსა და ნაყოფის ქსოვილებში არის ისეთივე, როგორც დედის ორგანიზმში), ხვდებიან ზურგის ტვინის სითხეში (ზტს), შუა ყურში, ნაღველში, საშოს ექსკრეციის პროდუქტებში, ნახველში, სინოვიალურ სითხეში, ბრონქების სეკრეტსა (ნახველსა) და დედის რძეში. ტრიმეტოპრიმის აღმოჩენა ასევე შესაძლებელია ბრონქულ ლორწოში.
პრეპარატ სუმეტროლიმის ორივე კომპონენტი გამოიყოფა დედის რძეში. ბიოტრანსფორმაცია
პრეპარატ სუმეტროლიმის® მოქმედი კომპონენტები უპირატესად მეტაბოლიზირდებიან ღვიძლში.
გამოყოფა მოქმედი ნივთიერებები და მათი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით (გორგლოვანი ფილტრაციისა და მილაკოვანი სეკრეციის გზით). ორივე მოქმედი ნივთიერების კონცენტრაცია შარდში უფრო მაღალია, ვიდრე პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს სულფამეტოქსაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი უდრის 9-12 საათს, ტრიმეტოპრიმისა - 10-12 საათს. თუ კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლებია, მაშინ ტრიმეტოპრიმის ნახევარარსებობის პერიოდი იზრდება 1.5-3-ჯერ. სულფამეტოქსაზოლის შეყვანილი დოზის 30% და ტრიმეტოპრიმის დოზის 50% გამოიყოფა თირკმელებით შეუცვლელი ფორმით. ორივე კომპონენტი სისხლში განისაზღვრება პრეპარატის შეყვანიდან 24 საათში. კომპონენტების მცირე რაოდენობა გამოიყოფა ნაღველთან ერთად. ამ ნივთიერებებიდან არც ერთი არ გამოიყოფა პერიტონეალური დიალიზით და მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმულები
ხანდაზმულ ასაკში სულფამეტოქსაზოლის თირკმლისმიერი კლირენსი მცირდება.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი 25მლ/წთ-ზე ნაკლები) ორივე კომპონენტის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში იზრდება (20-30 საათი).
ბავშვები და მოზარდები
თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ბავშვებში და მოზარდებში სულფა-მეტოქსაზოლისა და ტრიმეტოპრიმის ფარმაკოკინეტიკა დამოკიდებულია ასაკზე.
სულფამეტოქსაზოლისა და ტრიმეტოპრიმის გამოყოფა ახალშობილებში და სიცოცხლის პირველი ორი თვის მანძილზე დაქვეითებულია. შემდგომ მათი გამოყოფა ჩქარდება კლირენსის მომატებისა და ნახევარგამოყოფის პერიოდის შემცირების ხარჯზე. ყველაზე კარგად სხვაობა გამოხატულია 1,7დან 24 თვემდე ასაკის ჩვილებში, შემდეგ ასაკთან ერთად თანდათან მცირდება:
პატარა ბავშვებში (1-დან 3,6-წლამდე ასაკში), ბავშვებში (7,5-დან 10 წლამდე) და ზრდასრულებში (იხ. განყოფილება 4.2)
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
(ინფორმაცია პაციენტისათვის)
სუმეტროლიმი®
ტაბლეტები
(სულფამეტოქსაზოლი/ტრიმეტოპრიმი)
მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით და მთლიანად წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი, შესაძლოა, თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ პირადად თქვენ, და თქვენ არ უნდა გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათ აქვთ დაავადების იგივე სიმტომები.
თუ თქვენ განგივითარდებათ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. პუნქტი 4).
მოცემული ფურცელ-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის პრეპარატი სუმეტროლიმი® ტაბლეტები და რისთვის იყენებენ მას
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ სუმეტროლიმი® ტაბლეტების გამოყენების დაწყებამდე
- როგორ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი სუმეტროლიმი® ტაბლეტები
- შესაძლო გვერდითი რეაქციები
- როგორ უნდა შეინახოთ პრეპარატი სუმეტროლიმი® ტაბლეტები
- ვარგისობის ვადა
- აფთიაქიდან გაცემის წესი
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის პრეპარატი სუმეტროლიმი® ტაბლეტები და რისთვის იყენებენ მას
სუმეტროლიმი® -არის ანტიბიოტიკური ნივთიერებების სულფამეტოქსაზოლის/ტრიმეტოპრიმის კომბინაცია. ის გამოიყენება ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ამ კომბინაციის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, როგორიცაა:
სასუნთქი გზების ინფექციები, მაგალითად, ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონიის ზოგიერთი ტიპი, სინუსიტი, შუა ყურის ოტიტი.
კუჭ-ნაწლავის ინფექციები: ნაწლავების ანთებითი დაავადებები, მოგზაურთა დიარეა და მუცლის ტიფი.
თირკმელებისა და შარდგამომყოფი ტრაქტის ინფექციები: შარდგამომყოფი გზების ბაქტერიული გაურთულებელი ინფექციები, მაგალითად მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული ცისტიტი, რეციდივირებადი ცისტიტის პროფილაქტიკა, შარდგამომყოფი არხის ანთება.
სასქესო ორგანოების ინფექციები: ქალებში მცირე მენჯის ორგანოების ანთება, წინამდებარე ჯირკვლის ანთება და ზოგიერთი სასქესო გზით გადასაცემი ინფექციები (სგგი)
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ფურუნკულები (თმის ფოლიკულების ჩირქოვანი ანთება), აბსცესები, ჭრილობის ინფექციები.
სხვა ინფექციები: ტოქსოპლაზმოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა, ნოკარდიოზი, მელიოიდოზი, კატის ნაკაწრის დაავადება, ინფექციების პროფილაქტიკა იმ დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, პირის ღრუს, ყელისა და ნაწლავის ფლორის დეზინფექცია, ძაღლებისა და კატების კბენის შემდეგ.
სუმეტროლიმი® შეიძლება გამოყენებული იქნას მოზრდილებში და ბავშვებში და მოზარდებში 6-დან 18 წლამდე. ბავშვებში 6 კვირიდან 6 წლამდე ტაბლეტების მაგივრად გამოყენებული უნდა იქნას პრეპარატი სუმეტროლიმი® სიროფი.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ სუმეტროლიმის® ტაბლეტების გამოყენების დაწყებამდე
არ მიიღოთ პრეპარატი სუმეტროლიმის® ტაბლეტები, თუ:
თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ ალერგია აქტიური ნივთიერებების (სულფამეტოქსაზოლი, ტრიმეტოპრიმი) ან ამ პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც მითითებულია მე-8 ნაწილში;
თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ ალერგია სულფანილამიდების წარმოებულებისადმი და მსგავსი ქიმიური სტრუქტურის მქონე პრეპარატების მიმართ (ზოგიერთი ანტიბიოტიკების, სულფონილშარდოვანას ჯგუფის ანტიდიაბეტური პრეპარატების და თიაზიდური შარდმდენი პრეპარატების მიმართ);
თქვენ ხართ ორსულად ( პრეპარატის ექიმის მიერ დანიშვნის შემთხვევის გამოკლებით) ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს;
თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ მწვავე ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ღვიძლის მწვავე პორფირია ( ნივთიერებათა ცვლის იშვიათი დარღვევა);
თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ სისხლის დაავადება, ანემია ფოლიუმის მჟავას დეფიციტით ან ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობა;
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ თირკმელების ფუნქციების მძიმე დარღვევა, სუმეტროლიმის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი.
სულფამეტოქსაზოლი და ტრიმეტოპრიმი არ არის განკუთვნილი დროულად დაბადებული ჩვილებისათვის 6 კვირის ასაკამდე და დღენაკლული ჩვილებისათვის 1 წლამდე;
6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ტაბლეტების მაგივრად გამოიყენება სუმეტროლიმი სიროფი.
სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენების დროს
ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი სუმეტროლიმის® გამოყენებისას აღინიშნა სიცოცხლისათვის პოტენციური საშიშროების შემქმნელი კანისმიერი რეაქციების განვითარება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რომელთა პირველი ნიშნებია სამიზნის მსგავსი წითელი წერტილების ან მრგვალი ლაქების გაჩენა, ხშირად სხეულზე არსებული გამონაყარის ცენტრში ბუშტუკების გაჩენით. დამატებითი ნიშნებია წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებზე და კონიუნქტივებზე (წითელი, შეშუპებული თვალები).
ამ პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიშ კანისმიერ გამონაყარს ჩვეულებრივ თან ახლავს გრიპისმაგვარი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს, გავრცელდეს სხეულის ზედაპირის დიდ ფართობზე და გადაიქცეს ბუშტუკებად. კანის მხრივ სერიოზული რეაქციების განვითარების უფრო მაღალი რისკი აღინიშნება მკურნალობის პირველი კვირეების განმავლობაში.
თუ პრეპარატი სუმეტროლიმის® ტაბლეტებით მკურნალობის დროს თქვენ განგივითარდათ სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მაშინ მომავალში თქვენ არასოდეს არ უნდა დაგენიშნოთ განმეორებითი მკურნალობა ამ პრეპარატით.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენების დროს შესაძლებელია სხვა მძიმე, შესაძლოა, სიცოცხლისათვის საშიშროების შემქმნელი ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარება, როგორიცაა ძალიან სწრაფად (ფულმინანტურად) განვითარებადი ღვიძლის ნეკროზი, სისხლის შემადგენლობის ცვლილებები, მძიმე ალერგიული რეაქციები ( რომელთა ადრეულად გამოვლენილ სიმპტომებს მიეკუთვნებიან სხვა მიზეზებით აუხსნელი ყელის ტკივილი, ციება, ტკივილი სახსრებში, სიფერმკრთალე, წერტილოვანი სისხლჩაქცევები, სიყვითლე).
თუ თქვენ გივითარდებათ კანისმიერი გამონაყარი ან ზემოთხსენებული კანისმიერი სიმპტომები, დაუყოვნებლივ მოხსენით პრეპარატი სუმეტროლიმის® ტამლეტები, სასწრაფოდ გაიარეთ კონსულტაცია თქვენ მკურნალ ექიმთან და შეატყობინეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებდით მოცემულ პრეპარატს.
ხველის უეცარი გაუარესების შემთხვევაში და ჰაერის უკმარისობის შეგრძნების დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შემოდიოდა შეტყობინებები მომატებული იმუნური რეაქციის შესახებ, რომელიც იყო განპირობებული სისხლის თეთრი უჯრედების არანორმალური აქტივაციით, რაც იწვევს ანთებას (ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიციოზი); ადრეული გამოვლენისა და მკურნალობის გარეშე ამ დაავადებამ შეიძლება საფრთხეს შეუქმნას სიცოცხლეს.
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ ერთდროულად ან თანმიმდევრულად გივითარდებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ციება, ჯირკვლების გადიდება, თავბრუსხვევა, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ჩალურჯებები ან კანქვეშა სისხლჩაქცევები.
თუ თქვენ გაგიჩნდათ შემდეგი მდგომარეობებიდან ნებისმიერი, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს პრეპარატ სუმეტროლიმის გამოყენების დაწყებამდე:
- თუ თქვენ ადრე გიტარდებოდათ მკურნალობა ალერგიული რეაქციების ან ბრონქული ასთმის გამო.
- თუ თქვენ გაქვთ შემდეგი დაავადებები: იმუნოდეფიციტი, ჰემოდიალიზით მკურნალობა, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, შიდსი, ღვიძლის ქრონიკული დაავადება, ანემია, რომელიც დაკავშირებულია ფოლიუმის მჟავას უკმარისობასთან, საკვები ნივთიერებების შეწოვის უკმარისობის სინდრომი, კვების უკმარისობა, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში არასასურველი რეაქციების სიხშირე მატულობს.
- თუ თქვენ გაქვთ თირკმლის დაავადება, ვინაიდან, შეიძლება აუცილებელი გახდეს თქვენთვის უფრო დაბალი დოზების დანიშვნა და სისხლში კალიუმის დონის კონტროლი.
- თუ თქვენ ან თქვენს ნათესავებს გაქვთ იშვიათი მეტაბოლური დაავადება- პორფირია ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, პრეპარატის ორივე კომპონენტმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამწვავება ან დაავადების სიმპტომების რეციდივი.
- ხანდაზმული პაციენტები უფრო მიდრეკილნი არიან გვერდითი ეფექტების განვითარებისადმი სუმეტროლიმით® მკურნალობისას, განსაკუთრებით, თუ მათ აქვთ თანმხლები დაავადებები (მაგალითად, ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები) ან თუ ისინი ერთდროულად იღებენ სხვა სამკურნალო საშუალებებს.
- პრეპარატი სუმეტროლიმის® დანიშვნამ გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პაციენტებში, რომელიც დაკავშირებული X-ქრომოსომასთან, შეიძლება გამოიწვიოს დაავადების სიმპტომების გაუარესება.
- თუ თქვენ გაქვთ დაავადება, რომელსაც ეწოდება ფენილკეტონურია ( ამინომჟავური მეტაბოლიზმის დარღვევა), ვინაიდან ასეთ შემთხვევაში პრეპარატი სუმეტროლიმის® ერთ-ერთი კომპონენტი (ტრიმეტროპრიმი) გააუარესებს ამინომჟავა ფენილალანინის მეტაბოლიზმს, განსაკუთრებით, თუ თქვენ არ იცავთ დიეტას, რაც იწვევს დაავადების სიმპტომების გაუარესებას.
შესაძლებელია, რომ მკურნალობის პირველ დღეებში სუმეტროლიმმა® გამოიწვიოს სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითება იმ პაციენტებშიც კი, რომლებსაც არა აქვთ შაქრიანი დიაბეტი.
ვინაიდან სუმეტროლიმმა® შეიძლება გამოიწვიოს სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა, ამ პრეპარატის მიღების პერიოდში თქვენ უნდა მოერიდოთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას, ასევე აუცილებელია შესაბამისი ტანსაცმლის ტარება და მზის გამოსხივებისაგან თავის დასაცავი ზომების მიღება მკურნალობის დროს.
ბავშვები და მოზარდები
- 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია სუმეტროლიმის® სიროფის დანიშვნა.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი სუმეტროლიმის® ტაბლეტები
აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ნებისმიერს:
- დიურეტიკები (შარდმდენი სამკურნალო საშუალებები) გამოყოფილი შარდის რაოდენობის გასაზრდელად (მაგალითად აცეტაზოლამიდი, თიაზიდი).
- პირიმეტამინი – მალარიისა და სხვა პარაზიტული ინფექციების სამკურნალო და საპროფილაქტიკო საშუალება.
- რიფამპიცინი ( ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალება)
- ციკლოსპორინი (პრეპარატი, რომელი ცხელს უშლის გადანერგული ორგანოების ჩამოცილებას).
- ვარფარინი და კუმარინი (შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები).
- ფენიტოინი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატი ეპილეფსიის სამკურნალოდ.
- სისხლში შაქრის დონის დამწევი პრეპარატები, მაგალითად, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი (სულფონილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატები).
- დიგოქსინი, პრეპარატი გულის უკმარისობის სამკურნალოდ, პროკაინამიდი, ანტიარითმიული პრეპარატი.
- ამანტადინი, პარკინსონის დაავადების, გრიპის სამკურნალო პრეპარატი.
- ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) სამკურნალო პრეპარატები (ზიდოვუდინი და ლამივუდინი).
- სისხლში კალიუმის დონის გასაზრდელი პრეპარატები (სპირონოლაქტონი). პრეპარატ სუმეტროლიმისა და სპირონოლაქტონის შემცველი შარდმდენი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს სისხლში კალიუმის კონცენტრაცია (მძიმე ჰიპერკალიემია). მძიმე ჰიპერკალიემიის სიმპტომებს მიეკუთვნება : კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვები, გულის არარეგულარული რითმი, დიარეა, გულისრევა, თავბრუსხვევა ან თავის ტკივილი.
- მეტოტრექსატი – კიბოს, რევმატოიდული ართრიტისა და ფსორიაზის სამკურნალო პრეპარატი.
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ტკივილის შესამსუბუქებლად (აასპ, ისეთები, როგორიცაა ინდომეტაცინი,).
- დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები).
ზემოთ მოყვანილი პრეპარატების სუმეტროლიმის® ტაბლეტებთან ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია უფრო ხშირად ჩატარდეს სისხლის შედედების, სისხლში შაქრის დონის კონტროლი და ზოგიერთ შემთხვევაში, სისხლში სამკურნალო პრეპარატის დონის განსაზღვრა.
პრეპარატი სუმეტროლიმით® მკურნალობის დროს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რომლებიც გაიცემა რეცეპტით ან ურეცეპოდ, შეიძლება მხოლოდ თქვენი მკურნალი ექიმის ნებართვით.
სუმეტროლიმის® ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ეს ტაბლეტები მიიღეთ სითხის დიდი რაოდენობის მიყოლებით, ჭამის შემდეგ.
ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
ტაბლეტების ორივე მოქმედი ნივთიერება გავლენას ახდნს ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმზე, რომელიც აუცილებელია ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის, ამგვარად, ორსულებისათვის არ შეიძლება პრეპარატი სუმეტროლიმის® ტაბლეტების მიღება, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც მას ნიშნავს ექიმი.
ძუძუთი კვება
სუმეტროლიმი® გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამგვარად, არ შეიძლება მისი მიღება ძუძუთი კვების პერიოდში. თუ მკურნალობა მაინც აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მკურნალობის მთელი კურსის გამნმავლობაში და მკურნალობის დასრულებიდან კიდევ 3 დღის მანძილზე.
სამკურნალო საშუალების ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მონაცემები პრეპარატი სუმეტროლიმის® არასასურველი ეფექტის შესახებ ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ გაგვაჩნია.
ნატრიუმის შემცველობა
თითოეულ ტაბლეტში პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ესე იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
- როგორ მიიღება პრეპარატი სუმეტროლიმის® ტაბლეტები
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულებით. თუ დარწმუნებული არ ხართ, აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირების რეჟიმი
სრული გამოჯანმრთელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი მიიღოთ თქვენი მკურნალი ექიმის მიერ რეკომენდებული დროის განმავლობაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი დაავადების სიმპტომები უმჯობესდება მკურნალობის დასრულებამდე.
თუ თქვენი მკურნალი ექიმი არ დაგინიშნავთ განსახვავებულ დოზირების რეჟიმს, სუმეტროლიმის® ტაბლეტები უნდა მიიღოთ შემდეგი დოზებით:
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ბავშვები:
ჩვეულბრივი საწყისი დოზაა – 2 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ (დილით და საღამოს). ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპიის აუცილებლობისას რეკომენდებულია ყოველდღიურად 1 ტაბლეტის დღეში ორჯერ მიღება.
მაქსიმალური დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს დღეში ორჯერ.
ბავშვებს
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის: ¾- 1 ტაბლეტი 2-ჯერ.
6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებულია პრეპარატი სუმეტროლიმი® სიროფის სახით.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები - ექიმი შეარჩევს დოზას თირკმლის ფუნქციისა და ინფექციის ტიპის მიხედვით.
ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის დოზას ექიმი შეარჩევს ინფექციის სიმძიმის მიხედვით, და აგრეთვე თანმხლები დაავადებებისა და იმავდროულად მისაღები სხვა სამკურნალო საშუალებების გათვალისწინებით. დოზა უნდა შეიცვალოს თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე ხანდაზმულებშიც.
გამოყენების წესი
ტაბლეტების მიღება სასურველია ჭამის შემდეგ სითხის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით, მინიმუმ 1.5ლ/დღეში შარდში სულფონამიდის კრისტალებს ფორმირების თავიდან აცილების მიზნით. მთლიანად განკურნების მიზნით პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს დროის დანიშნული პერიოდის განმავლობაში, მაშინაც კი, როცა თქვენი დაავადების სიმპტომები უმჯობესდება.
ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სისხლის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის რეგულარული ანალიზები. ექიმმა ასევე შეიძლება დაგინიშნოთ ფოლიუმის მჟავა, რომელიც არ მოახდენს გავლენას პრეპარატის ანტიმიკრობულ ეფექტურობაზე, მაგრამ შეიძლება თავიდან აგაცილოთ სისხლის მხრივ გვერდითი რეაქციების განვითარება.
თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტი პრეპარატი სუმეტროლიმის® ტაბლეტები, ვიდრე საჭიროა
თუ თქვენ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომებია: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, ტკივილი მუცელში, მადის დაკარგვა, მხედველობის დარღვევა, ფსიქიკის დარღვევა, გონების არევა, ციება, წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანზე და ლორწოვან გარსზე, სიყვითლე (თვალის სკლერების და/ან კანის გაყვითლება), გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება, შარდის მუქი ფერი, კომა.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატი სუმეტროლიმის® ტაბლეტების მიღება
მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი, როგორც კი ეს გაგახსენდებათ და რაც შეიძლება მალე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი ტაბლეტის მიღების დრო, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით. ეს არ აკომპენსირებს გამოტოვებულ დოზას, არამედ გაზრდის დოზის გადაჭარბების რისკს. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ჩვეულ რეჟიმში.
თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატი სუმეტროლიმის® ტაბლეტების მიღება
სრული განკურნების მიზნით უნდა გაგრძელდეს პრეპარატის მიღება დროის დანიშნული პერიოდის მანძილზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი დაავადების სიმპტომები უმჯობესდება.
თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, რჩევა ჰკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
ისევე, როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები. თუმცა ისინი ვითარდება არა ყველა პაციენტთან.
არასასურველ რეაქციებს შორის ყველაზე ხშირად აღინიშნება რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და ალერგიული რეაქციები კანის მხრივ.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს მძიმე გვერდითი რეაქციები, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, და მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებიც მოიცავენ მთელს ორგანიზმს ან სპეციფიკურ ორგანოებს (კანი, ღვიძლი, ფილტვები, სისხლმბადი ორგანოები). მძიმე შედეგების თავიდან აცილება შეიძლება ინსტრუქციების ზედმიწენით შესრულებით და სიმპტომების ადრეული დიაგნოსტიკით.
სიცოცხლისათვის პოტენციურად სახიფათო კანისმიერი გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) აღინიშნებოდა ძალიან იშვიათ შემთხვევებში (იხ. განყოფილება 2).
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარებისას შეწყვიტეთ პრეპარატი სუმეტროლიმის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
- ხელების, ტერფების, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით;
- გულის წასვლა.
ეს არასასურველი რეაქციები წარმოადგენენ მომატებული მგრძნობელობის (ალერგიის) ძალიან მძიმე რეაქციების ნიშნებს, მაგრამ წარმოიქმნებიან ძალიან იშვიათად. მათი გაჩენა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ გაქვთ მძიმე ალერგიული რეაქცია სუმეტროლიმზე®.
- ჭინჭრის ციება, კანის გაწითლება, ქავილი.
ეს სიმპტომები ასევე შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციების ნიშნები. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სუმეტროლიმის® მიღება და მიმართეთ ექიმს შემდგომი მკურნალობის შესარჩევად.
იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მძიმე შედეგები მძიმე სიმპტომების განვითარებისას, რომლებიც ვრცელდება მთელ სხეულზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
თუ ამ პრეპარატის მიღების დროს განვითარდა შემდეგი სიმპტომიდან ნებისმიერი, აუცილებლად შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს:
- ხველის წარმოქმნა და სუნთქვის გაძნელება;
- ციება, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი, რომლებიც სხვა მიზეზებით არ აიხსნება;
- კანში წითელი წერტილოვანი სისხლჩაქცევები სხეულის მთელ ზედაპირზე;
- სიყვითლე (თვალების და/ან კანის ყვითელი ფერი), მუქი შარდი;
- კანის ცვლილებები, რომლებიც დამდუღრულ კანს მოგვაგონებს.
ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, სუმეტროლიმმაც® შეიძლება გამოიწვიოს ეგრეთ წოდებული დიარეა, რომელიც დაკავშირებულია ანტიბიოტიკების გამოყენებასთან. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გივითარდებათ ხანგრძლივი, მძიმე დიარეა პრეპარატი სუმეტროლიმით® მკურნალობის დროს.
პრეპარატი სუმეტროლიმის® მიღების დროს შემოვიდა შეტყობინებები შემდეგი გვერდითი რეაქციების განვითარების შესახებ:
ძალიან ხშირი (ვითარდება 10-დან ერთზე მეტ ადამიანთან):
კალიუმის დონის მომატება სისხლში, რაც მძიმე შემთხვევებში იწვევს მკვეთრ გულისცემას (პალპიტაციას) ან კუნთების სპაზმს.
ხშირი (ვითარდება 10-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
სოკოვანი ინფექცია, რომელსაც კანდიდოზი ეწოდება;
თავის ტკივილი;
ღებინება;
დიარეა;
ალერგიული კანისმიერი გამონაყარი.
არახშირი (ვითარდება 100-დან 1 ადამიანზე ნაკლებში)
გულისრევა
იშვიათი (ვითარდება 1000-დან 1 ადამიანზე ნაკლებში)
ენის ანთება
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება
ძალიან იშვიათი (ვითარდება 10 000-დან 1 ადამიანზე ნაკლებში):
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რის შედეგადაც პაციენტი უფრო მგრძნობიარე ხდება ინფექციების მიმართ;
სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება (რასაც თან ახლავს უჩვეულო სისხლდენები და სისხლჩაქცევები);
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია);
მეტჰემოგლობინემია (მდგომარეობა, რომლის დროსაც მკვეთრად მატულობს სისხლში არანორმალურად შეცვლილი ჰემოგლობინის რაოდენობა. ვინაიდან ჰემოგლობინი ქსოვილებს აწვდის ჟანგბადს, შეიძლება ქსოვილებში განვითარდეს ჟანგბადის ნაკლებობა);
სისხლში ეოზინოფილების რაოდენობის მომატება;
კანსა და ლორწოვან გარსზე მცირე სისხლჩაქცევების დიდი რაოდენობა;
ალერგიული რეაქციები კანისმიერი გამონაყარით, ქავილით და ჭინჭრის ციებით; ციება, სახსრების შეშუპება, ტკივილი სახსრებში, ტკივილი კუნთებში, ლიმფური ჯირკვლების გადიდება და/ან გრიპისმაგვარი სიმპტომები (შრატის დაავადების ნიშნები);
გულის კუნთის ანთება;
მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევს სახისა და ყელის შეშუპებას;
ციება;
მორეციდივე (განმეორებული) სისხლჩაქცევები კანში, ტკივილი მუცლის არეში ან სახსრებში, ნაწლავური სისხლდენა/კუპრისებრი განავალი (შენლეინ-გენოხის პურპურა);
არტერიების ანთება (კვანძოვანი პერიარტერიიტი);
სისტემური წითელი მგლურა (იმუნური სისტემის დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ბუნებრივ იმუნიტეტზე);
სისხლში შაქრის დაბალი დონე;
სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (მძიმე შემთხვევებში ეს იწვევს დაღლილობას, ცნობიერების აღრევას, კუნთების გაკანკალებს და/ან კუნთების სპაზმს);
მადის არქონა;
ჰალუცინაციები;
დეპრესია;
მკვეთრი თავის ტკივილი, კისრის რიგიდულობა, ტემპერატურის უეცარი მომატება (ტვინის გარსების ანთება)
კრუნჩხვები;
ნერვების ანთება, რომელიც იწვევს სისუსტეს, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნებას;
მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
თავბრუსხვევა, ვერტიგო (თავბრუსხვევა ტრიალის შეგრძნებით);
ხმაური ყურებში;
თვალების ანთება;
ხველა;
ქოშინი;
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რაც იწვევს მკვეთრ ტკივილს მუცელში ან ზურგში შეუძლოდ ყოფნის ფონზე;
ნაღვლის პიგმენტის (ბილირუბინის) დონის დროებით მომატება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის ზოგიერთი პარამეტრების მომატებით;
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), სიყვითლე, ღვიძლის უჯრედების ნეკროზი;
სინათლეზე კანის მგრძნობელობის მომატება;
კანის ანთება აქერცვლით, კანისმიერი გამონაყარი, კანის გაწითლება;
მძიმე რეაქციები კანის მხრივ: სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ);
კუნთებისა და სახსრების ტკივილი, კუნთების დაზიანება ( პაციენტებში შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით (შიდსი));
თირკმლის ფუნქციის დარღვევა ( ზოგჯერ შემოდიოდა შეტყობინებები თირკმლის უკმარისობის განვითარების შესახებ), თირკმელების ინტერსტიციური ანთება;
ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება.
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე):
სისუსტე;
დაღლილობა;
უძილობა;
გულგრილობის შეგრძნება (აპათია);
სვიტის სინდრომი (ციება და მუქი ლურჯი, კანის ზედაპირზე ამოწეული მტკივნეული ცვლილებების გაჩენა კიდურებზე, ზოგჯერ ხელზე და კისერზე).
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის აღმოჩენისას, მათ შორის ისეთების, რომელებიც არ არის მოხსენიებული წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მეშვეობით. თქვენ მიერ მოწოდებული ცნობების წყალობით თქვენ დაგვეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებაში ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ.
- როგორ ინახება პრეპარატი სუმეტროლიმის® ტაბლეტები
ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებში.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
- ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნიეთ მისი ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნების.
მოცემული სამკურნალო საშუალება არ უნდა იქნას გადაგდებული საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში. თუ პრეპარატის, რომელიც აღარ გჭირდებათ, ნარჩენებში გადაგდება აუცილებელია, კონსულტაციისათვის მიმართეთ ფარმაცეტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.
- აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პრეპარატი სუმეტროლიმის® ტაბლეტები
მოქმედი ნივთიერება:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 400 მგ სულფამეტოქსაზოლს და 80 მგ ტრიმეტოპრიმს.
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, ტალკი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (ტიპი A), გლიცერინი, სტეარინის მჟავა.
პრეპარატი სუმეტროლიმის® ტაბლეტების გარეგნული სახე
გარეგნული სახე:
მრგვალი, ბრტყელი, თეთრი ან მონაცრისფრო-თეთრი ფერის ტაბლეტები სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო გვერდჩამოჭრილი დისკის სახით, გრავირებით “SUMETROLIM” ერთ მხარეს და ჯვარედინი გასაყოფი ხაზით მეორე მხარეს.
შეფუთვა
10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი პაციენტებისათვის განკუთვნილი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს ყუთში.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38
უნგრეთი
საწარმოო მოედანი
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
9900 კიორმენდი, მათიაშ კირაის ქ., 65
უნგრეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


