ბაქტრიმი ფორტე
Bactrim® Forte
ბაქტრიმი ფორტე ანტიბაქტერიული პრეპარატია. ის შეიცავს შემდეგ აქტიურ ნივთიერებებს: სულფამეტოქსაზოლს და ტრიმეტოპრიმს. ამ ორი ნივთიერებეის კომბინაციას ეწოდება კოტრიმოქსაზოლს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტრიმეთოპრიმი (trimethoprim) + სულფამეთოქსაზოლი (sulfamethoxazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 800მგ+160მგ ტაბლეტი №10
- მწარმოებელი
- Cenexi, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, სულფონამიდების და ტრიმეტოპრიმის კომბინაციები, წარმოებულების ჩათვლით
- ATC კოდი
- J01EE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045012
- რეგისტრირებულია
- 18 მარტი 2026, მოქმედებს 18 მარტი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „სოლუტივო“
ბაქტრიმი ფორტე — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბაქტრიმი ფორტე ანტიბაქტერიული პრეპარატია. ის შეიცავს შემდეგ აქტიურ ნივთიერებებს: სულფამეტოქსაზოლს და ტრიმეტოპრიმს. ამ ორი ნივთიერებეის კომბინაციას ეწოდება კოტრიმოქსაზოლს.
ამ პრეპარატის მიღებამდე ექიმი მხედველობაში მიიღებს პრეპარატისადმი ინფექციური მიკროორგანიზმების მგრძნობელობას და გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობას.
სამკურნალო გამოყენება შემოიფარგლება იმ მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციებით, რომელიც მგრძნობიარეა ამ პრეპარატისადმი.
ბაქტირმ ფორტე უნდა გამოიყენონ ინფექციის სამკურნალოდ ან პრევენციისთვის, განსაკუთრებით, როდესაც დადასტურებულია ან არსებობს გონივრული ეჭვი რომ ის გამოწვეულია ბაქტერიებით ან სხვა მიკროორგანიზმებით, რომლებიც მგრძნობიარეა ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერებებისადმი. მსგავსი ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ანტიბიოტიკებით მკურნალობის შერჩევისას, გასათვალისწინებელია ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ის პირობები და მდგომარეობები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს მიკროორგანიზმების პრეპარატის მიმართ მგრძნობელობაზე.
ბაქტრიმი ფორტეს გამოიყენება ნაჩვენებია მოზრდილებისა და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდების სამკურნალოდ.
გამოყენების ჩვენებები
- სასუნთქი გზების ინფექცია- ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში
- შუა ყურის ანთება
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები, მუცლის ტიფისა და მოგზაურთა დიარესის ჩათვლით,
- Pneomocystis jirovecii-ით გამოწვეული ბრონქიტის მკურნალობა (პირველადი და მეორადი) მოზრდილებსა და ახალგაზრდებში, განსაკუთრებით რეზისტენტობასთან დაკავშირებული დარღვევების მქონე პირებში
- საშარდე გზების ინფექციები და მსუბუქი წყლული
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბაქტრიმი ფორტე მიიღება პერორალურად.
ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად.
პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, შესაბამისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები
დოზირება-მიღება ყოველ 12 საათში ერთხელ
ბაქტრიმი ფორტეს ტაბლეტების რაოდენობა
ჩვეულებრივი დოზა
1
მაღალი, მძიმე ინფექციის დროს
1 1/2
მინიმალური, გრძელ-ვადიანი მკურნალობის დროს
მძიმე ინფექციის შემთხვევაში, ბაქტრიმი ფორტე უნდა მიიღოთ მინიმუმ 5 დღის განმავლობაში ან ვიდრე პაციენტი არ გახდება უსიმპტომო მინიმუმ 2 დღის განმავლობაში. თუ ერთი კვირის შემდეგ კლინიკური გაუმჯობესება არ შეინიშნება, კვლავ უნდა მიმართოთ ექიმს.
Pneumocvstis iirovecu-ით გამოწვეული ბრონქიტი
მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ სულფამეტოქსაზოლს სხეულის წონის კგ-ზე დღეში და 20 მგ ტრუნეტოპრიმს სხეულის წონის კგ-ზე დღეში, თანაბარი დოზებით, რომლებიც მიიღება ყოველ 6 საათში ერთხელ 14 დღის განმავლობაში.
ბაქტრიმი ფორტეს მაქსიმალური დოზები Pneumocvstis iirovecu-ით გამოწვეული ბრონქიტის მქონე პაციენტებში სხეულის წონის მიხედვით
სხეულის წონა (კგ)
ბაქტრიმი ფორტეს ტაბლეტების რაოდენობა ყოველ 6 საათში
16
- *
24
_*
32
1
40
_*
48
1 და 1/2
64
2
80
2 და 1/2
- შესაბამისი მაქსიმალური დოზის მისაღწევად, ექიმი ურჩევს ბაქტრიმის 400 მგ + 80 მგ ტაბლეტების ან ბაქტრიმის (200 მგ + 40 მგ)/5 მლ სიროფის მიღებას.
Pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული ბრონქიტის პრევენციისთვის მოზარდებსა და მოზრდილებში რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი ბაქტრიმი ფორტე დღეში ერთხელ. აივ ინფიცირებულ პაციენტებში ჩატარებული კვლევის შედეგები ასევე მიუთითებს ბაქტრიმი ფორტეს მიღების ეფექტურობას დოზით 1/2 ტაბლეტი დღეში.
გართულებების გარეშე მიმდინარე საშარდე გზების მძიმე ინფექციისას მონოთერაპია
ბაქტრიმი ფორტეს 2-3 ტაბლეტი ერთდროულად, თუ შესაძლებელია საღამოს, ჭამის შემდეგ ან ძილის წინ.
მსუბუქი წყლულის მკურნალობა
ბაქტრიმი ფორტეს 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ. თუ 7 დღის შემდეგ გაუმჯობესების ნიშნები არ შეინიშნება, ექიმი განიხილავს პრეპარატის მიღებას კიდევ 7 დღის განმავლობაში.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზირება:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებული დოზირების რეჟიმი:
კრეატინინის კლირენსი > 30 მლ/წთ: სტანდარტული დოზა.
კრეატინინის კლირენსი 15-30 მლ/წთ: სტანდარტული დოზის ნახევარი.
კრეატინინის კლირენსი < 15 მლ/წთ: ბაქტრიმი ფორტეს გამოყენება არ შეიძლება (იხილეთ მე-2 პარაგრაფი).
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების დოზირება
ჰემოდიალიზზე მყოფმა პაციენტებმა თავდაპირველად უნდა მიიღონ პრეპარატის ნორმალური სატურაციის დოზა, რასაც მოჰყვება დამატებითი ნახევარი დოზა ჰემოდიალიზის თითოეული სეანსის შემდეგ.
პერიტონეალური დიალიზი იწვევს პრეპარატის მინიმალურ გამოყოფას. ბაქტრიმი ფორტე არ არის რეკომენდებული პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის.
ხანდაზმულ პაციენტებში დოზირება
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულმა პაციენტებმა უნდა მიიღონ მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზა.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გევრდითი ეფექტები
ბაქტრიმი ფორტე კარგად ასატანია რეკომენდებული დოზების გამოყენებისას.
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
მძიმე გვერდითი რეაქციები
ნაკლებად ხშირი (ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პირში) გვერდითი ეფექტია ფსევდომემბრანული კოლიტი (მდგომარეობა, რომელიც იწვევს მძიმე დიარეას და ვითარდება ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ).
ფატალური გამოსავლის მქონე იშვიათი (ვითარდება უფრო იშვითად ვიდრე 1000-დან 1 პირში) შემთხვევები გამოვლინდა, რაც ასოცირდებოდა ისეთ გვერდით ეფექტებთან, როგორიცაა: სისხლის უჯრედების ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები, კანის მძიმე გვერდითი რეაქციები: მულტიფორმული ერითემა (სხვადასხვა სიმძიმის კანზე გამონაყარი), კანზე პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან ლაიელის დაავადება), მედიკამენტთან დაკავშირებული გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს ლეიკოციტების და ეოზინოფილების რაოდენობის მატება და ზოგადი სისტემური სიმპტომები, მძიმე გენერალიზებული პუსტულოზური ეგზანთემა და ღვიძლის ფულმინანტური ნეკროზი.
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პირში) გვერდითი ეფექტები მოიცავს: ჰიპერმგრძნობელობის/ალერგიული რეაქციები პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, მაგალითად, ცხელება, სახსრების შეშუპება (შეშუპებამ შეიძლება ასევე მოიცვას სახე და კისერი, ზოგჯერ გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ქოშინი), ანაფილაქტოიდური რეაქციები (რომელიც მიმდინარეობს ზემოთ აღწერილი ალერგიული რეაქციების მსგავსად) და ფილტვის შეშუპება, რომელიც აღინიშნება ფილტვის ალვეოლების ეოზინოფილურ ან ალერგიულ ანთებასთან ერთად (იხილეთ მე-2 პარაგრაფი). ეს შეიძლება გამოვლინდეს ხველის ან სუნთქვის გაძნელების სახით (ქოშინი). თუ მსგავსი სიმპტომები გამოვლინდა ან ისინი მოულოდნელად გაუარესდა, აცნობეთ ექიმს, ვინც შეიძლება განიხილოს ბაქტრის გამოყენების შეწყვეტა.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ბაქტრიმი ფორტეს გამოყენება და აცნობეთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მძიმე გვერდითი მოვლენა შენიშნეთ.
სხვა გამოვლენილი გვერდითი ეფექტები
ხშირი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პირში) არის:
კანის რეაქციები, მათ შორის წამლისმიერი გამონაყარი, ექსფოლიატიური დერმატიტი, გამონაყარი, მაკულოპაპულური გამონაყარი, წითელასებრი გამონაყარი, ერითემა, ქავილი,
გულისრევა, ღებინება,
ფერმენტული აქტივობის მატება (ამინოტრანსფერაზა),
სისხლში შარდოვანა აზოტის კონცენტრაციის მატება და შრატში კრეატინინის კონცენტრაციის მატება.
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პირში) არის:
დიარეა,
ბილირუბინის (ნაღვლის პიგმენტის) კონცენტრაციის მომატება, ჰეპატიტი,
სოკოვანი ინფექციები, როგორიცაა კანდიდოზი,
კრუნჩხვები,
თირკმლის დისფუნქცია,
ჭინჭრის ციება
იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 1000 ადამიანზე 1-ზე ნაკლებ პირში) არის:
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: სისხლის მაჩვენებლებში ცვლილებების უმეტესობა მსუბუქია, სიმპტომების გარეშე და ალაგდება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. ყველაზე ხშირად დაფიქსირებული ცვლილებები იყო ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია) და თრომბოციტების შემცირება (თრომბოციტოპენია) და იშემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება), რომელიც შეიძლება იყოს მეგალობლასტური, ჰემოლიზური/აუტოიმუნური ან აპლაზიური;
პირის ღრუსა და ყელის ანთება, ენის ანთება;
სისხლძარღვოვანი ტკივილი და სისხლძარღვოვანი ანთება,
ნაღვლის დინების შეფერხება (ქოლესტაზი),
ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის კონცენტრაციის შემცირება). შემთხვევები დაფიქსირდა არადიაბეტიან პირებში, რომლებიც მკურნალობდნენ კოტრიმოქსაზოლით, ჩვეულებრივ, მკურნალობიდან რამდენიმე დღის შემდეგ. პაციენტები თირკმლის დისფუნქციით, ღვიძლის დაავადებით, არასრულფასოვანი კვებით ან კოტრიმოქსაზოლის დიდი დოზების მიღებისას,
ნერვული სისტემის დარღვევები (ნეიროპათია, მათ შორის პერიფერიული ნეიროპათია და უსიამოვნო სენსორული აღქმა, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, ან ელექტრული დენის შეგრძნება),
ჰალუცინაციები,
კრისტალურია (კრისტალები შარდში).
ძალიან იშვიათი შესაძლო გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პირში) არის:
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები, როგორიცაა ლეიკოციტების მნიშვნელოვანი შემცირება ან სრული გაქრობა (აგრანულოციტოზი), ლეიკოციტების და წითელი სისხლის უჯრედების რაოდენობის ერთდროული შემცირება
ალერგიული მიოკარდიტი,
ტინიტუსი, თავბრუსხვევა,
თვალის წინა კამერის ანთება,
ღვიძლის ნეკროზი
შრატის დაავადება (კანის რეაქციები, კუნთების და სახსრების ტკივილი, ცხელება). ბაქტრიმი ფორტეს გამოყენებისას დაფიქსირებული კანის რეაქციების ყველაზე ხშირი შემთხვევები, როგორც წესი, მსუბუქი იყო და სწრაფად ალაგდა პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.
კუნთოვანი ქსოვილის დესტრუქციის შემთხვევები (რაბდომიოლიზი),
ატაქსია, ცერებროსპინალური მენინგიტი ან ცერებროსპინალური მენინგიტის მსგავსი სიმპტომები,
ინტერსტიციული ნეფრიტი, გაზრდილი დიურეზი,
სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ისევე როგორც სულფონამიდების შემცველი სხვა პრეპარატების შემთხვევაში), პურპურა და ჰენოხ-შენლაინის პურპურა (წვრილი სისხლძარღვების ნეკროზული ანთება).
უკუჩვენებები
- თუ ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერების ან ამ პრეპარატში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ (ჩამოთვლილია მე -6 პარაგრაფში)
- ღვიძლის პარენქიმის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში
- თუ გაქვთ მძიმე უკმარისობა და კრეატინინის კლირენსი < 15 მლ/წთ (იხილეთ მე-3 პარაგრაფი);
- თუ იღებთ დოფეტილიდს
- 6 კვირამდე ასაკის ჩვილებში
სიფრთხილის ზომები
ბაქტრიმი ფორტეს მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გაგიჩნდათ კანზე გამონაყარი ან სხვა მძიმე გვერდითი მოვლენები, ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ბაქტრიმი ფორტეს მიღება
თუ გაქვთ მძიმე ალერგია ან ბრონქული ასთმა, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს
პორფირიის ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს
თუ ხველა ან ქოშინი გაუარესდება, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
მძიმე გვერდითი მოვლენების რისკი იზრდება შემდეგი შემთხვევების დროს:
ხანდაზმულ პაციენტებში;
პაციენტებში, რომლებსაც ასევე აღენიშნებათ სხვა დაავადებები, მაგალითად, თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სხვა მედიკამენტებს.
ბაქტრიმი ფორტეს გამოყენებისას აღინიშნა პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში და კანის მძიმე გვერდითი ეფექტები, როგორიცაა კანზე გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან მძიმე გენერალიზებული პუსტულოზური ეგზანთემა, რომელიც ჩნდება ტორსის ნაწილში, როგორიცაა მოწითალო გამონაყარი ან მრგვალი ლაქები, ხშირად ლოკალიზებული ბუშტუკებით შუაში
თირკმლის კენჭების (შარდში კენჭების) შემთხვევები დაფიქსირდა ბაქტრიმი ფორტეს გამოყენებისას პაციენტებში, როდესაც პაციენტს ჰქონდა გარკვეული რისკ-ფაქტორები
დამატებითი სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების წყლულებთან და კონიუნქტივიტთან (თვალების სიწითლე და შეშუპება)
კანზე პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშ გამონაყარს ხშირად თან ახლავს გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება გადაიზარდოს დიდ ბუშტუკებად ან გამოიწვიოს კანის აქერცვლა.
კანის მძიმე რეაქციების რისკი ყველაზე მაღალია მკურნალობის პირველ კვირებში
თუ პაციენტს ბაქტრიმი ფორტეს გამოყენების დროს განუვითარდება სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მას აღარ შეუძლია ბაქტრიმი ფორტეს გამოყენება.
თუ პაციენტს განუვითარდება გამონაყარი ან კანის სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს და აცნობოთ, რომ პაციენტი იყენებს ბაქტრიმი ფორტეს.
ფილტვის ალვეოლების ეოზინოფილურ ან ალერგიულ ანთებასთან ერთად დაფიქსირებული პუნონარული ინფილტრაცია შეიძლება გამოვლინდეს ხველისა და ქოშინის სახით. თუ ეს სიმპტომები გამოვლინდება ან მოულოდნელად გაუარესდება, უნდა ეცნობოს ექიმს.
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი
სისხლის თეთრი უჯრედების არარეგულარული აქტივაციის შედეგად განვითარებული მძიმე იმუნური რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა, რაც ანთებით მდგომარეობებს (ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი) იწვევს, ეს შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს, თუ დროულად არ მოხდება მათი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. თუ ერთდროულად ან ხანმოკლე შეფერხების შემდეგ გამოვლინდება სხვა სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შეშუპება, ლიმფური კვანძების შეშუპება, სისუსტე, თავის ტკივილი, ქოშინი, სისხლჩაქცევები ან კანზე გამონაყარი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
თირკმელზე ეფექტები
სულფონამიდებმა, მათ შორის ბაქტრიმი ფორტემ, შეიძლება გამოიწვიოს შარდვის მომატება, განსაკუთრებით გულით გამოწვეული შეშუპების მქონე პაციენტებში.
ექიმი განახორციელებს სისხლის შრატში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის მჭიდრო მონიტორინგს შემდეგ პაციენტებში:
რომლებიც იღებენ ბაქტრიმი ფორტეს მაღალ დოზებს, რაც გამოიყენება Pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული ბრონქიტის მქონე პაციენტებში;
იღებენ ბაქტრიმი ფორტეს რეკომენდებულ დოზას, თუ აღენიშნებათ კალიუმის ცვლის დარღვევა ან თირკმლის უკმარისობა;
სისხლში კალიუმის კონცენტრაციის ზედმეტად მაღალი მაჩვენებლების გამომწვევი მედიკამენტების მიღება (იხილეთ ქვემოთ „ბაქტრიმი ფორტე და სხვა პრეპარატები“).
გრძელვადიანი მკურნალობა
ბაქტრიმი ფორტეს ხანგრძლივი გამოყენებისას ექიმი გირჩევთ სისხლის, შარდის და თირკმლის ფუნქციის რეგულარულ ანალიზებს. მკურნალობის პერიოდში უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობით სითხე.
მკურნალობის დროს ფოლიუმის მჟავის დეფიციტის შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენს სისხლზე. ეს ეფექტები გაქრება ფოლიუმის მჟავის მიღების შემდეგ.
ბაქტრიმი ფორტე არ უნდა გამოიყენონ G6PD დეფიციტის მქონე პაციენტებში, თუ გარდაუვალი აუცილებლობა არ არსებობს. ამ შემთხვევაში, უნდა დაუნიშნონ მხოლოდ მინიმალური დოზები.
ბაქტრიმი ფორტეს გამოყენება თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ექიმი ურჩევს დოზას, რომელიც კორექტირდება კონკრეტული პაციენტისთვის ტესტების შედეგების (კრეატინინის კლირენსი) მიხედვით, იხილეთ პარაგრაფი 3.
ბაქტრიმი ფორტეს გამოყენება ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში
ბაქტრიმი ფორტე სიფრთხილით უნდა გამოიყენონ. ექიმი ურჩევს სისხლის ანალიზების უფრო ხშირად ჩატარებას.
ბავშვები და მოზარდები
12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ძირითადად გამოიყენება ბაქტრიმ სიმპსი (200 მგ + 40 მგ)/5 მლ დოზირებით.
ბაქტრიმი ფორტე ხანდაზმულ პაციენტებში
იხილეთ მე-3 პარაგრაფი.
ბაქტრიმი ფორტე ფოლიუმის მჟავას დეფიციტის მქონე პაციენტებში
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის მქონე პაციენტებში (ხანდაზმული პაციენტები, ფოლიუმის მჟავას ადრეული დეფიციტის მქონე პაციენტები და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები) უფრო ხშირად აღენიშნებათ გვერდითი ეფექტები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს სისხლზე. ეს სიმპტომები ქრება ფოლიუმის მჟავას მიღებისას.
ექიმი ურჩევს სისხლის რეგულარული ანალიზების ჩატარებას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახანს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გააგრძელოთ თუ არა მკურნალობა, შეიცვალოს დოზა და როგორ განახორციელოს მკურნალობის ეფექტების მონოტორინგი. ეს განსაკუთრებით ეხება შემდეგ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს შემდეგს:
ამანტადინი (ნერვული სისტემის დარღვევების, პარკინსონის დაავადების დროს გამოსაყენებელი პრეპარატი, რომელსაც აქვს ანტივირუსული მოქმედება); ამანტადინის მიმღებ პაციენტებს შეიძლება აღმოჩნდნენ ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების, როგორიცაა დელირიუმი და მიოკლონუსი, განვითარების მომატებული რისკის ქვეშ.
ციკლოსპორინი (პრეპარატი, რომელიც ახდენს იმუნური სისტემის ინჰიბირებას); თირკმლის ფუნქციის დროებითი გაუარესება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც თირკმლის გადანერგვის შემდეგ კოტრიმოქსაზოლს და ციკლოსპორინს იყენებდნენ.
დაპსონი (ანტიბაქტერიული პრეპარატი); თუ ის ერთდროულად უნდა გამოიყენონ, საჭიროა პაციენტებს ჩაუტარეთ მეთჰემოგლობინემიის (სისხლში ჰემოგლობინის არასწორი ფორმა) მონიტორინგი.
დიგოქსინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობის და გულის რითმის ზოგიერთი დარღვევის სამკურნალოდ); საჭიროა დიგოქსინის კონცენტრაციის მონიტორინგი სისხლის შრატში, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
დოფეტილიდი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ).
პერორალური სპაზმოლიზური საშუალებები; პაციენტმა უფრო ხშირად უნდა აკონტროლოს სისხლში შაქრის დონე. შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური სპაზმოლიზური საშუალებების დოზის შეცვლა ბაქტრიმი ფორტეს გამოყენებისას და მის შემდეგ.
ჰენიტოინი (ეპილეფსიური კრუნჩხვების პრევენციისა და მკურნალობისთვის გამოყენებული კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება); ფენიტოინზე მყოფ პაციენტებში საჭიროა ფენიტოინის ტოქსიკური მოქმედების სიმპტომების მონიტორინგი.
კლოზაპინი (ფსიქიატრიული დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები).
კუმარინები (ვარფარმი, აცენოკუმაროლი, ფენპროკუმონი) და სხვა პერორალური ანტიკოაგულანტები (რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას); კუმარინზე მყოფ პაციენტებში საჭიროა სისხლის შედედების მონიტორინგი.
ლამივუდინი (ანტივირუსული პრეპარატი);
შარდმდენი საშუალებები, კერძოდ, თიაზიდები (გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, კარდიომიოპათია, თირკმლის ქრონიკული დაავადება, ღვიძლის ციროზი, სხვადასხვა წარმოშობის შეშუპება); ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ შარდმდენ საშუალებებს, საჭიროა თრომბოციტების რაოდენობის რეგულარული მონიტორინგი.
შრატში კალიუმის დონის ამწევი/კალიუმის დამზოგავი პრეპარატები, მაგ. კონვერტაზას ანგიოტენზინის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები, კალიუმის დამზოგავი შარდმდენები და პრედნიზოლონი (გლუკოკორტიკოსტეროიდი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით).
მემანტინი (ფსიქიატრიული აშლილობების სამკურნალო პრეპარატი); მემანტინის მიმღებ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების, მაგალითად, დელირიუმისა და მიოკლონუსის განვითარების მომატებული რისკი.
მეთოტრექსატი (იმუნური სისტემის ინჰიბიტორი); ბაქტრიმი ფორტემ შეიძლება გაზარდოს მეტოტრექსატის ტოქსიკურობა და გამოიწვიოს პანციტოპენია (სისხლის წითელი უჯრედების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება); ჰიპოალბუმინემიის, თირკმლის დისფუნქციის, ძვლის ტვინის შემცირებული რეზერვების მქონე ხანდაზმულ პაციენტებს და მეტოტრექსატის მაღალ დოზებზე მყოფ პაციენტებს უნდა მიეცეთ ფოლიუმის მჟავა ან კალციუმის ფოლინატი.
პირიმეთამინი (ანტიბაქტერიული პრეპარატი); სპორადული მეგობლასტური იშემია აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებენ პირიმეთამინს მალარიის პრევენციის მიზნით დღეში 25 მგ-ზე მეტი დოზით და ასევე იღებენ კოტრიმოქსაზოლს.
სულფონილშარდოვანას წარმოებულები (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები) (მათ შორის გლიბენკლამიდი, გლიკლაზიდი, გლიპიზიდი, ქლორპრომპამიდი და ტოლბუტამიდი); საჭიროა პაციენტებში ჰიპოგლიკემიაზე რეგულარული მონიტორინგი
რეპაგლინიდი, როზიგლიტაზონი ან პიოგლიტაზონი (პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლში შაქრის დონის შემცირებას); პაციენტები, რომლებიც იღებენ რეპაგლინიდს, როზიგლიტაზონს ან პიოგლიტაზონს, რეგულარულად უნდა იმყოფებოდნენ ჰიპოგლიკემიის მონიტორინგის ქვეშ.
როდესაც პაციენტები იღებენ ზემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს, ექიმი გადაწყვეტს, შეუძლია თუ არა პაციენტს ერთდროულად მიიღოს ბაქტრიმი ფორტე.
ბაქტრიმი ფორტეს გამოყენება არ არის რეკომენდებული შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:
- ამიოდარონი (გულის რითმის დარღვევების სამკურნალო პრეპარატი),
- პაკლიტაქსელი (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი).
გვერდითი ეფექტების, როგორიცაა ძვლის ტვინის უჯრედების დაზიანება და თირკმლის მედიკამენტებით გამოწვეული დაზიანება, გახშირების და გამწვავების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს, თუ ბაქტრიმი ფორტე ერთდროულად მიიღება სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც დადასტურებული გავლენა აქვთ ძვლის ტვინის უჯრედების რაოდენობის შემცირებაზე ან რომლებიც საზიანოა თირკმლისთვის, როგორიცაა ნუკლეოზიდის ანალოგები (გამოიყენება კიბოს და ანტივირუსული თერაპიის დროს), ტაკროლიმუსი (გამოიყენება ტრანსპლანტატის არ მიღების პრევენციისთვის), აზათიოპრინი (იმუნოდეპრესანტი) ან მერკაპტოპურინი (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი და იმუნოსუპრესანტი).
ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე გავლენა
თუ გჭირდებათ სისხლის ანალიზის ჩატარება სისხლში კრეატინინის ან მეტოტრექსატის კონცენტრაციის დასადგენად, საჭიროა აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ბაქტრიმი ფორტეს. ექიმი გირჩევთ, რომელი ლაბორატორიული ტესტის მეთოდია შესაფერისი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან აპირებთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმი განიხილავს ბაქტრიმი ფორტეს გამოყენებას ორსულ ან ძუძუთი კვებაზე მყოფ პაციენტებში.
ორსულობის ადრეულ სტადიაზე კოტრიმოქსაზოლით ნამკურნალებ ქალებში ემბრიონის განვითარების დეფექტების რისკი საბოლოოდ დადგენილი არ არის. თუმცა, ორსულობის პირველ ტრიმესტრში დაფიქსირდა სპონტანური აბორტის მომატებული რისკი ქალებში, რომლებიც იყენებენ ტრიმეტოპრიმს ან ტრიმეტოპრიმს სულფამეტოქსაზოლთან ერთად კომბინაციაში. ცხოველებში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ კოტრიმოქსაზოლის ძალიან მაღალი დოზები იწვევს განვითარების დეფექტებს, რაც დამახასიათებელია იმ ნივთიერებებისთვის, რომლებიც ამიცრებენ ფოლიუმის მჟავის ოდენობას.
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმის აზრით, მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის მისაყენებელ პოტენციურ რისკს. ასეთ შემთხვევებში, ორსულ ქალებს ან პაციენტებს, რომლებიც ბაქტრიმი ფორტეთი მკურნალობის დროს ორსულობას გეგმავენ, რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავას მიღება დოზით 5 მგ დღეში. შესაძლებლობის შემთხვევაში, ორსულობის დარჩენილ პერიოდში ბაქტრიმი ფორტეს გამოყენება თავიდან უნდა აირიდონ ახალშობილში ქერქქვეშა განგლიების დაზიანების რისკის გამო. რადგან ბაქტრიმი ფორტეს აქტიური ნივთიერებები გადადის დედის რძეში, ექიმი შეაფასებს ბავშვთან დაკავშირებულ რისკს (ტვინის ქერქქვეშა ბირთვების სიყვითლე, ჰიპერმგრძნობელობა) დედისთვის მკურნალობის მოსალოდნელ სარგებელთან შედარებით.
ფერტილობაზე ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არსებობს მონაცემები ამ პრეპარატის გავლენის შესახებ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ბაქტრიმი ფორტე შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) თითო ტაბლეტში, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
გვერდითი მოვლენები
რეტინიტი,
მწვავე პანკრეატიტი. ზოგიერთ პაციენტს, რომელსაც მძიმე პანკრეატიტი აქვს, განუვითარდა სერიოზული დაავადებები, მათ შორის შიდსი,
ალაგების სტადიაში მყოფი სანაღვლე სადინრის სინდრომი,
სისხლში კალიუმის მომატებული დონე (ჰიპერკალიემია),
შრატში ნატრიუმის ჭარბი დონე (ჰიპონატრიემია),
სახსრებისა და კუნთების ტკივილი,
ცერებრალური ვასკულიტი,
ფილტვის ვასკულიტი,
ვასკულიტი, ნეკროზული ვასკულიტი, გრანულომატოზი ვასკულიტით (წვრილი ვენების ნეკროზული ანთება) და არტერიიტი ნოდოზა,
მტკივნეული, ბუშტუკოვანი, მეწამული კანის დაზიანებები, რომლებიც ჩნდება კიდურებზე, ზოგჯერ სახეზე და კისერზე, თან ახლავს ცხელება (სვიტის სინდრომი),
სპონტანური აბორტი,
უროლითიაზი (თირკმლის კენჭები).
აივ ინფიცირებულ პაციენტებში გამოყენების უსაფრთხოება
პაციენტთა ამ ჯგუფში გვერდითი ეფექტების ტიპი იმ გვერდითი ეფექტების მსგავსია, რომლებიც დაფიქსირდა ბაქტრიმი ფორტეთი ნამკურნალებ პაციენტთა ზოგად პოპულაციაში. თუმცა, ზოგიერთი არასასურველი ეფექტი შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს და კლინიკურად განსხვავებული ფორმით გამოვლინდეს. ეს განსხვავებები ვრცელდება შემდეგ სიმპტომებზე:
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პირში) არის:
სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია და თრომბოციტოპენია);
შრატში კალიუმის კონცენტრაციის მატება (ჰიპერკალიემია);
ანორექსია, გულისრევა ღებინებით და ღებინების გარეშე, დიარეა;
მაკულოპაპულური გამონაყარი, ქავილი;
ცხელება, ჩვეულებრივ მაკულოპაპულური გამონაყარის გამოვლენით;
ღვიძლის ფერმენტების (ამინოტრანსფერაზას) აქტივობის მატება.
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პირში):
შრატში ნატრიუმის (ჰიპონატრიემია) ან შაქრის (ჰიპოგლიკემია) კონცენტრაციის შემცირება.
გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ აცნობოთ სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამკურნალო საშუალებების არასასურველი ეფექტების მონიტორინგის დეპარტამენტს.
Al. Jerozolimslde 181C
PL-02 222 ვარშავა
ტელ.:+48 22 49 21 301
ფაქსი:+48 22 49 21 309
ვებსაიტი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეიძლება ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია სულფამეთოქსაზოლი და ტრიმეტოპრიმი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 800 მგ სულფამეთოქსაზოლს და 160 მგ ტრიმეტოპრიმს.
სხვა კომპონენტებია: პოვიდონი K 30, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის დოკუზატი.
ბაქტრიმი ფორტეს გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი ან მოთეთრო ფერის, წაგრძელებული, ორმხრივად ამოზნექილი ტაბლეტი, დაახლოებით 19x9 მმ ზომის, წარწერით „ბაქტრიმ 800+160“ ერთ მხარეს და გამყოფი ზოლით მეორე მხარეს. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად.
შეფუთვა შეიცავს 10 ტაბლეტს ბლისტერში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და იმპორტიორი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
EUMEDICA Pharmaceuticals GmbH
Basler StraBe 126
DE-79540 Lorrach
გერმანია
ელ.ფოსტა: [email protected]
ინსტრუქციის ბოლო რევიზიის თარიღი 12/2023.
შენახვის პირობები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე ”EXP” წარწერის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა აღნიშნავს იმ თვის ბოლო დღეს.
არ შეურიოთ მედიკამენტი გამდინარე წყალს ან საყოფაცოხოვრებო ნაგავს. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის
ბაქტრიმი ფორტე, 800მგ + 160 მგ ტაბლეტები
სულფამეტოქსაზოლი+ტრიმეტოპრიმი
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შეიძლება კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
რაიმე გვერდითი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პარაგრაფი 4.
რა არის მოცემული ამ ინსტრუაქიცაში
- რა არის ბაქტრიმი ფორტე და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ბაქტრიმი ფორტეს გამოყენების დაწყებამდე
- როგორ მიიღება ბაქტრიმი ფორტე
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება ბაქტრიმი ფორტე
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის ბაქტრიმი ფორტე და რისთვის გამოიყენება
ბაქტრიმი ფორტე ანტიბაქტერიული პრეპარატია. ის შეიცავს შემდეგ აქტიურ ნივთიერებებს: სულფამეტოქსაზოლს და ტრიმეტოპრიმს. ამ ორი ნივთიერებეის კომბინაციას ეწოდება კოტრიმოქსაზოლს.
ამ პრეპარატის მიღებამდე ექიმი მხედველობაში მიიღებს პრეპარატისადმი ინფექციური მიკროორგანიზმების მგრძნობელობას და გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობას.
სამკურნალო გამოყენება შემოიფარგლება იმ მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციებით, რომელიც მგრძნობიარეა ამ პრეპარატისადმი.
ბაქტირმ ფორტე უნდა გამოიყენონ ინფექციის სამკურნალოდ ან პრევენციისთვის, განსაკუთრებით, როდესაც დადასტურებულია ან არსებობს გონივრული ეჭვი რომ ის გამოწვეულია ბაქტერიებით ან სხვა მიკროორგანიზმებით, რომლებიც მგრძნობიარეა ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერებებისადმი. მსგავსი ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ანტიბიოტიკებით მკურნალობის შერჩევისას, გასათვალისწინებელია ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ის პირობები და მდგომარეობები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს მიკროორგანიზმების პრეპარატის მიმართ მგრძნობელობაზე.
ბაქტრიმი ფორტეს გამოიყენება ნაჩვენებია მოზრდილებისა და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდების სამკურნალოდ.
გამოყენების ჩვენებები
- სასუნთქი გზების ინფექცია- ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში
- შუა ყურის ანთება
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები, მუცლის ტიფისა და მოგზაურთა დიარესის ჩათვლით,
- Pneomocystis jirovecii-ით გამოწვეული ბრონქიტის მკურნალობა (პირველადი და მეორადი) მოზრდილებსა და ახალგაზრდებში, განსაკუთრებით რეზისტენტობასთან დაკავშირებული დარღვევების მქონე პირებში
- საშარდე გზების ინფექციები და მსუბუქი წყლული
- რა უნდა იცოდეთ ბაქტრიმი ფორტეს გამოყენების დაწყებამდე
არ მიიღოთ ბაქტრიმი ფორტე:
- თუ ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერების ან ამ პრეპარატში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ (ჩამოთვლილია მე -6 პარაგრაფში)
- ღვიძლის პარენქიმის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში
- თუ გაქვთ მძიმე უკმარისობა და კრეატინინის კლირენსი < 15 მლ/წთ (იხილეთ მე-3 პარაგრაფი);
- თუ იღებთ დოფეტილიდს
- 6 კვირამდე ასაკის ჩვილებში
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ბაქტრიმი ფორტეს მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გაგიჩნდათ კანზე გამონაყარი ან სხვა მძიმე გვერდითი მოვლენები, ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ბაქტრიმი ფორტეს მიღება
თუ გაქვთ მძიმე ალერგია ან ბრონქული ასთმა, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს
პორფირიის ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს
თუ ხველა ან ქოშინი გაუარესდება, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
მძიმე გვერდითი მოვლენების რისკი იზრდება შემდეგი შემთხვევების დროს:
ხანდაზმულ პაციენტებში;
პაციენტებში, რომლებსაც ასევე აღენიშნებათ სხვა დაავადებები, მაგალითად, თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სხვა მედიკამენტებს.
ბაქტრიმი ფორტეს გამოყენებისას აღინიშნა პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში და კანის მძიმე გვერდითი ეფექტები, როგორიცაა კანზე გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან მძიმე გენერალიზებული პუსტულოზური ეგზანთემა, რომელიც ჩნდება ტორსის ნაწილში, როგორიცაა მოწითალო გამონაყარი ან მრგვალი ლაქები, ხშირად ლოკალიზებული ბუშტუკებით შუაში
თირკმლის კენჭების (შარდში კენჭების) შემთხვევები დაფიქსირდა ბაქტრიმი ფორტეს გამოყენებისას პაციენტებში, როდესაც პაციენტს ჰქონდა გარკვეული რისკ-ფაქტორები
დამატებითი სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების წყლულებთან და კონიუნქტივიტთან (თვალების სიწითლე და შეშუპება)
კანზე პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშ გამონაყარს ხშირად თან ახლავს გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება გადაიზარდოს დიდ ბუშტუკებად ან გამოიწვიოს კანის აქერცვლა.
კანის მძიმე რეაქციების რისკი ყველაზე მაღალია მკურნალობის პირველ კვირებში
თუ პაციენტს ბაქტრიმი ფორტეს გამოყენების დროს განუვითარდება სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მას აღარ შეუძლია ბაქტრიმი ფორტეს გამოყენება.
თუ პაციენტს განუვითარდება გამონაყარი ან კანის სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს და აცნობოთ, რომ პაციენტი იყენებს ბაქტრიმი ფორტეს.
ფილტვის ალვეოლების ეოზინოფილურ ან ალერგიულ ანთებასთან ერთად დაფიქსირებული პუნონარული ინფილტრაცია შეიძლება გამოვლინდეს ხველისა და ქოშინის სახით. თუ ეს სიმპტომები გამოვლინდება ან მოულოდნელად გაუარესდება, უნდა ეცნობოს ექიმს.
ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი
სისხლის თეთრი უჯრედების არარეგულარული აქტივაციის შედეგად განვითარებული მძიმე იმუნური რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა, რაც ანთებით მდგომარეობებს (ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი) იწვევს, ეს შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს, თუ დროულად არ მოხდება მათი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. თუ ერთდროულად ან ხანმოკლე შეფერხების შემდეგ გამოვლინდება სხვა სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შეშუპება, ლიმფური კვანძების შეშუპება, სისუსტე, თავის ტკივილი, ქოშინი, სისხლჩაქცევები ან კანზე გამონაყარი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
თირკმელზე ეფექტები
სულფონამიდებმა, მათ შორის ბაქტრიმი ფორტემ, შეიძლება გამოიწვიოს შარდვის მომატება, განსაკუთრებით გულით გამოწვეული შეშუპების მქონე პაციენტებში.
ექიმი განახორციელებს სისხლის შრატში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის მჭიდრო მონიტორინგს შემდეგ პაციენტებში:
რომლებიც იღებენ ბაქტრიმი ფორტეს მაღალ დოზებს, რაც გამოიყენება Pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული ბრონქიტის მქონე პაციენტებში;
იღებენ ბაქტრიმი ფორტეს რეკომენდებულ დოზას, თუ აღენიშნებათ კალიუმის ცვლის დარღვევა ან თირკმლის უკმარისობა;
სისხლში კალიუმის კონცენტრაციის ზედმეტად მაღალი მაჩვენებლების გამომწვევი მედიკამენტების მიღება (იხილეთ ქვემოთ „ბაქტრიმი ფორტე და სხვა პრეპარატები“).
გრძელვადიანი მკურნალობა
ბაქტრიმი ფორტეს ხანგრძლივი გამოყენებისას ექიმი გირჩევთ სისხლის, შარდის და თირკმლის ფუნქციის რეგულარულ ანალიზებს. მკურნალობის პერიოდში უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობით სითხე.
მკურნალობის დროს ფოლიუმის მჟავის დეფიციტის შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენს სისხლზე. ეს ეფექტები გაქრება ფოლიუმის მჟავის მიღების შემდეგ.
ბაქტრიმი ფორტე არ უნდა გამოიყენონ G6PD დეფიციტის მქონე პაციენტებში, თუ გარდაუვალი აუცილებლობა არ არსებობს. ამ შემთხვევაში, უნდა დაუნიშნონ მხოლოდ მინიმალური დოზები.
ბაქტრიმი ფორტეს გამოყენება თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ექიმი ურჩევს დოზას, რომელიც კორექტირდება კონკრეტული პაციენტისთვის ტესტების შედეგების (კრეატინინის კლირენსი) მიხედვით, იხილეთ პარაგრაფი 3.
ბაქტრიმი ფორტეს გამოყენება ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში
ბაქტრიმი ფორტე სიფრთხილით უნდა გამოიყენონ. ექიმი ურჩევს სისხლის ანალიზების უფრო ხშირად ჩატარებას.
ბავშვები და მოზარდები
12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ძირითადად გამოიყენება ბაქტრიმ სიმპსი (200 მგ + 40 მგ)/5 მლ დოზირებით.
ბაქტრიმი ფორტე ხანდაზმულ პაციენტებში
იხილეთ მე-3 პარაგრაფი.
ბაქტრიმი ფორტე ფოლიუმის მჟავას დეფიციტის მქონე პაციენტებში
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის მქონე პაციენტებში (ხანდაზმული პაციენტები, ფოლიუმის მჟავას ადრეული დეფიციტის მქონე პაციენტები და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები) უფრო ხშირად აღენიშნებათ გვერდითი ეფექტები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს სისხლზე. ეს სიმპტომები ქრება ფოლიუმის მჟავას მიღებისას.
ექიმი ურჩევს სისხლის რეგულარული ანალიზების ჩატარებას.
სხვა მედიკამენტები და ბაქტრიმი ფორტე
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახანს მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გააგრძელოთ თუ არა მკურნალობა, შეიცვალოს დოზა და როგორ განახორციელოს მკურნალობის ეფექტების მონოტორინგი. ეს განსაკუთრებით ეხება შემდეგ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს შემდეგს:
ამანტადინი (ნერვული სისტემის დარღვევების, პარკინსონის დაავადების დროს გამოსაყენებელი პრეპარატი, რომელსაც აქვს ანტივირუსული მოქმედება); ამანტადინის მიმღებ პაციენტებს შეიძლება აღმოჩნდნენ ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების, როგორიცაა დელირიუმი და მიოკლონუსი, განვითარების მომატებული რისკის ქვეშ.
ციკლოსპორინი (პრეპარატი, რომელიც ახდენს იმუნური სისტემის ინჰიბირებას); თირკმლის ფუნქციის დროებითი გაუარესება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც თირკმლის გადანერგვის შემდეგ კოტრიმოქსაზოლს და ციკლოსპორინს იყენებდნენ.
დაპსონი (ანტიბაქტერიული პრეპარატი); თუ ის ერთდროულად უნდა გამოიყენონ, საჭიროა პაციენტებს ჩაუტარეთ მეთჰემოგლობინემიის (სისხლში ჰემოგლობინის არასწორი ფორმა) მონიტორინგი.
დიგოქსინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობის და გულის რითმის ზოგიერთი დარღვევის სამკურნალოდ); საჭიროა დიგოქსინის კონცენტრაციის მონიტორინგი სისხლის შრატში, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
დოფეტილიდი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ).
პერორალური სპაზმოლიზური საშუალებები; პაციენტმა უფრო ხშირად უნდა აკონტროლოს სისხლში შაქრის დონე. შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური სპაზმოლიზური საშუალებების დოზის შეცვლა ბაქტრიმი ფორტეს გამოყენებისას და მის შემდეგ.
ჰენიტოინი (ეპილეფსიური კრუნჩხვების პრევენციისა და მკურნალობისთვის გამოყენებული კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება); ფენიტოინზე მყოფ პაციენტებში საჭიროა ფენიტოინის ტოქსიკური მოქმედების სიმპტომების მონიტორინგი.
კლოზაპინი (ფსიქიატრიული დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები).
კუმარინები (ვარფარმი, აცენოკუმაროლი, ფენპროკუმონი) და სხვა პერორალური ანტიკოაგულანტები (რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას); კუმარინზე მყოფ პაციენტებში საჭიროა სისხლის შედედების მონიტორინგი.
ლამივუდინი (ანტივირუსული პრეპარატი);
შარდმდენი საშუალებები, კერძოდ, თიაზიდები (გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, კარდიომიოპათია, თირკმლის ქრონიკული დაავადება, ღვიძლის ციროზი, სხვადასხვა წარმოშობის შეშუპება); ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ შარდმდენ საშუალებებს, საჭიროა თრომბოციტების რაოდენობის რეგულარული მონიტორინგი.
შრატში კალიუმის დონის ამწევი/კალიუმის დამზოგავი პრეპარატები, მაგ. კონვერტაზას ანგიოტენზინის ინჰიბიტორები, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები, კალიუმის დამზოგავი შარდმდენები და პრედნიზოლონი (გლუკოკორტიკოსტეროიდი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით).
მემანტინი (ფსიქიატრიული აშლილობების სამკურნალო პრეპარატი); მემანტინის მიმღებ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების, მაგალითად, დელირიუმისა და მიოკლონუსის განვითარების მომატებული რისკი.
მეთოტრექსატი (იმუნური სისტემის ინჰიბიტორი); ბაქტრიმი ფორტემ შეიძლება გაზარდოს მეტოტრექსატის ტოქსიკურობა და გამოიწვიოს პანციტოპენია (სისხლის წითელი უჯრედების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება); ჰიპოალბუმინემიის, თირკმლის დისფუნქციის, ძვლის ტვინის შემცირებული რეზერვების მქონე ხანდაზმულ პაციენტებს და მეტოტრექსატის მაღალ დოზებზე მყოფ პაციენტებს უნდა მიეცეთ ფოლიუმის მჟავა ან კალციუმის ფოლინატი.
პირიმეთამინი (ანტიბაქტერიული პრეპარატი); სპორადული მეგობლასტური იშემია აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებენ პირიმეთამინს მალარიის პრევენციის მიზნით დღეში 25 მგ-ზე მეტი დოზით და ასევე იღებენ კოტრიმოქსაზოლს.
სულფონილშარდოვანას წარმოებულები (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები) (მათ შორის გლიბენკლამიდი, გლიკლაზიდი, გლიპიზიდი, ქლორპრომპამიდი და ტოლბუტამიდი); საჭიროა პაციენტებში ჰიპოგლიკემიაზე რეგულარული მონიტორინგი
რეპაგლინიდი, როზიგლიტაზონი ან პიოგლიტაზონი (პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლში შაქრის დონის შემცირებას); პაციენტები, რომლებიც იღებენ რეპაგლინიდს, როზიგლიტაზონს ან პიოგლიტაზონს, რეგულარულად უნდა იმყოფებოდნენ ჰიპოგლიკემიის მონიტორინგის ქვეშ.
როდესაც პაციენტები იღებენ ზემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს, ექიმი გადაწყვეტს, შეუძლია თუ არა პაციენტს ერთდროულად მიიღოს ბაქტრიმი ფორტე.
ბაქტრიმი ფორტეს გამოყენება არ არის რეკომენდებული შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:
- ამიოდარონი (გულის რითმის დარღვევების სამკურნალო პრეპარატი),
- პაკლიტაქსელი (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი).
გვერდითი ეფექტების, როგორიცაა ძვლის ტვინის უჯრედების დაზიანება და თირკმლის მედიკამენტებით გამოწვეული დაზიანება, გახშირების და გამწვავების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს, თუ ბაქტრიმი ფორტე ერთდროულად მიიღება სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც დადასტურებული გავლენა აქვთ ძვლის ტვინის უჯრედების რაოდენობის შემცირებაზე ან რომლებიც საზიანოა თირკმლისთვის, როგორიცაა ნუკლეოზიდის ანალოგები (გამოიყენება კიბოს და ანტივირუსული თერაპიის დროს), ტაკროლიმუსი (გამოიყენება ტრანსპლანტატის არ მიღების პრევენციისთვის), აზათიოპრინი (იმუნოდეპრესანტი) ან მერკაპტოპურინი (კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი და იმუნოსუპრესანტი).
ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე გავლენა
თუ გჭირდებათ სისხლის ანალიზის ჩატარება სისხლში კრეატინინის ან მეტოტრექსატის კონცენტრაციის დასადგენად, საჭიროა აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ბაქტრიმი ფორტეს. ექიმი გირჩევთ, რომელი ლაბორატორიული ტესტის მეთოდია შესაფერისი.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან აპირებთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმი განიხილავს ბაქტრიმი ფორტეს გამოყენებას ორსულ ან ძუძუთი კვებაზე მყოფ პაციენტებში.
ორსულობის ადრეულ სტადიაზე კოტრიმოქსაზოლით ნამკურნალებ ქალებში ემბრიონის განვითარების დეფექტების რისკი საბოლოოდ დადგენილი არ არის. თუმცა, ორსულობის პირველ ტრიმესტრში დაფიქსირდა სპონტანური აბორტის მომატებული რისკი ქალებში, რომლებიც იყენებენ ტრიმეტოპრიმს ან ტრიმეტოპრიმს სულფამეტოქსაზოლთან ერთად კომბინაციაში. ცხოველებში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ კოტრიმოქსაზოლის ძალიან მაღალი დოზები იწვევს განვითარების დეფექტებს, რაც დამახასიათებელია იმ ნივთიერებებისთვის, რომლებიც ამიცრებენ ფოლიუმის მჟავის ოდენობას.
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმის აზრით, მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის მისაყენებელ პოტენციურ რისკს. ასეთ შემთხვევებში, ორსულ ქალებს ან პაციენტებს, რომლებიც ბაქტრიმი ფორტეთი მკურნალობის დროს ორსულობას გეგმავენ, რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავას მიღება დოზით 5 მგ დღეში. შესაძლებლობის შემთხვევაში, ორსულობის დარჩენილ პერიოდში ბაქტრიმი ფორტეს გამოყენება თავიდან უნდა აირიდონ ახალშობილში ქერქქვეშა განგლიების დაზიანების რისკის გამო. რადგან ბაქტრიმი ფორტეს აქტიური ნივთიერებები გადადის დედის რძეში, ექიმი შეაფასებს ბავშვთან დაკავშირებულ რისკს (ტვინის ქერქქვეშა ბირთვების სიყვითლე, ჰიპერმგრძნობელობა) დედისთვის მკურნალობის მოსალოდნელ სარგებელთან შედარებით.
ფერტილობაზე ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
არ არსებობს მონაცემები ამ პრეპარატის გავლენის შესახებ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ბაქტრიმი ფორტე შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) თითო ტაბლეტში, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
- როგორ მიიღება ბაქტრიმი ფორტე
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბაქტრიმი ფორტე მიიღება პერორალურად.
ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად.
პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, შესაბამისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები
დოზირება-მიღება ყოველ 12 საათში ერთხელ
ბაქტრიმი ფორტეს ტაბლეტების რაოდენობა
ჩვეულებრივი დოზა
1
მაღალი, მძიმე ინფექციის დროს
1 1/2
მინიმალური, გრძელ-ვადიანი მკურნალობის დროს
მძიმე ინფექციის შემთხვევაში, ბაქტრიმი ფორტე უნდა მიიღოთ მინიმუმ 5 დღის განმავლობაში ან ვიდრე პაციენტი არ გახდება უსიმპტომო მინიმუმ 2 დღის განმავლობაში. თუ ერთი კვირის შემდეგ კლინიკური გაუმჯობესება არ შეინიშნება, კვლავ უნდა მიმართოთ ექიმს.
Pneumocvstis iirovecu-ით გამოწვეული ბრონქიტი
მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ სულფამეტოქსაზოლს სხეულის წონის კგ-ზე დღეში და 20 მგ ტრუნეტოპრიმს სხეულის წონის კგ-ზე დღეში, თანაბარი დოზებით, რომლებიც მიიღება ყოველ 6 საათში ერთხელ 14 დღის განმავლობაში.
ბაქტრიმი ფორტეს მაქსიმალური დოზები Pneumocvstis iirovecu-ით გამოწვეული ბრონქიტის მქონე პაციენტებში სხეულის წონის მიხედვით
სხეულის წონა (კგ)
ბაქტრიმი ფორტეს ტაბლეტების რაოდენობა ყოველ 6 საათში
16
- *
24
_*
32
1
40
_*
48
1 და 1/2
64
2
80
2 და 1/2
- შესაბამისი მაქსიმალური დოზის მისაღწევად, ექიმი ურჩევს ბაქტრიმის 400 მგ + 80 მგ ტაბლეტების ან ბაქტრიმის (200 მგ + 40 მგ)/5 მლ სიროფის მიღებას.
Pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული ბრონქიტის პრევენციისთვის მოზარდებსა და მოზრდილებში რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი ბაქტრიმი ფორტე დღეში ერთხელ. აივ ინფიცირებულ პაციენტებში ჩატარებული კვლევის შედეგები ასევე მიუთითებს ბაქტრიმი ფორტეს მიღების ეფექტურობას დოზით 1/2 ტაბლეტი დღეში.
გართულებების გარეშე მიმდინარე საშარდე გზების მძიმე ინფექციისას მონოთერაპია
ბაქტრიმი ფორტეს 2-3 ტაბლეტი ერთდროულად, თუ შესაძლებელია საღამოს, ჭამის შემდეგ ან ძილის წინ.
მსუბუქი წყლულის მკურნალობა
ბაქტრიმი ფორტეს 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ. თუ 7 დღის შემდეგ გაუმჯობესების ნიშნები არ შეინიშნება, ექიმი განიხილავს პრეპარატის მიღებას კიდევ 7 დღის განმავლობაში.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზირება:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებული დოზირების რეჟიმი:
კრეატინინის კლირენსი > 30 მლ/წთ: სტანდარტული დოზა.
კრეატინინის კლირენსი 15-30 მლ/წთ: სტანდარტული დოზის ნახევარი.
კრეატინინის კლირენსი < 15 მლ/წთ: ბაქტრიმი ფორტეს გამოყენება არ შეიძლება (იხილეთ მე-2 პარაგრაფი).
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების დოზირება
ჰემოდიალიზზე მყოფმა პაციენტებმა თავდაპირველად უნდა მიიღონ პრეპარატის ნორმალური სატურაციის დოზა, რასაც მოჰყვება დამატებითი ნახევარი დოზა ჰემოდიალიზის თითოეული სეანსის შემდეგ.
პერიტონეალური დიალიზი იწვევს პრეპარატის მინიმალურ გამოყოფას. ბაქტრიმი ფორტე არ არის რეკომენდებული პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის.
ხანდაზმულ პაციენტებში დოზირება
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულმა პაციენტებმა უნდა მიიღონ მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზა.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გევრდითი ეფექტები
ბაქტრიმი ფორტე კარგად ასატანია რეკომენდებული დოზების გამოყენებისას.
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
მძიმე გვერდითი რეაქციები
ნაკლებად ხშირი (ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პირში) გვერდითი ეფექტია ფსევდომემბრანული კოლიტი (მდგომარეობა, რომელიც იწვევს მძიმე დიარეას და ვითარდება ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ).
ფატალური გამოსავლის მქონე იშვიათი (ვითარდება უფრო იშვითად ვიდრე 1000-დან 1 პირში) შემთხვევები გამოვლინდა, რაც ასოცირდებოდა ისეთ გვერდით ეფექტებთან, როგორიცაა: სისხლის უჯრედების ნორმიდან გადახრილი მაჩვენებლები, კანის მძიმე გვერდითი რეაქციები: მულტიფორმული ერითემა (სხვადასხვა სიმძიმის კანზე გამონაყარი), კანზე პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან ლაიელის დაავადება), მედიკამენტთან დაკავშირებული გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს ლეიკოციტების და ეოზინოფილების რაოდენობის მატება და ზოგადი სისტემური სიმპტომები, მძიმე გენერალიზებული პუსტულოზური ეგზანთემა და ღვიძლის ფულმინანტური ნეკროზი.
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პირში) გვერდითი ეფექტები მოიცავს: ჰიპერმგრძნობელობის/ალერგიული რეაქციები პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, მაგალითად, ცხელება, სახსრების შეშუპება (შეშუპებამ შეიძლება ასევე მოიცვას სახე და კისერი, ზოგჯერ გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ქოშინი), ანაფილაქტოიდური რეაქციები (რომელიც მიმდინარეობს ზემოთ აღწერილი ალერგიული რეაქციების მსგავსად) და ფილტვის შეშუპება, რომელიც აღინიშნება ფილტვის ალვეოლების ეოზინოფილურ ან ალერგიულ ანთებასთან ერთად (იხილეთ მე-2 პარაგრაფი). ეს შეიძლება გამოვლინდეს ხველის ან სუნთქვის გაძნელების სახით (ქოშინი). თუ მსგავსი სიმპტომები გამოვლინდა ან ისინი მოულოდნელად გაუარესდა, აცნობეთ ექიმს, ვინც შეიძლება განიხილოს ბაქტრის გამოყენების შეწყვეტა.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ბაქტრიმი ფორტეს გამოყენება და აცნობეთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მძიმე გვერდითი მოვლენა შენიშნეთ.
სხვა გამოვლენილი გვერდითი ეფექტები
ხშირი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პირში) არის:
კანის რეაქციები, მათ შორის წამლისმიერი გამონაყარი, ექსფოლიატიური დერმატიტი, გამონაყარი, მაკულოპაპულური გამონაყარი, წითელასებრი გამონაყარი, ერითემა, ქავილი,
გულისრევა, ღებინება,
ფერმენტული აქტივობის მატება (ამინოტრანსფერაზა),
სისხლში შარდოვანა აზოტის კონცენტრაციის მატება და შრატში კრეატინინის კონცენტრაციის მატება.
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პირში) არის:
დიარეა,
ბილირუბინის (ნაღვლის პიგმენტის) კონცენტრაციის მომატება, ჰეპატიტი,
სოკოვანი ინფექციები, როგორიცაა კანდიდოზი,
კრუნჩხვები,
თირკმლის დისფუნქცია,
ჭინჭრის ციება
იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 1000 ადამიანზე 1-ზე ნაკლებ პირში) არის:
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: სისხლის მაჩვენებლებში ცვლილებების უმეტესობა მსუბუქია, სიმპტომების გარეშე და ალაგდება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. ყველაზე ხშირად დაფიქსირებული ცვლილებები იყო ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია) და თრომბოციტების შემცირება (თრომბოციტოპენია) და იშემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება), რომელიც შეიძლება იყოს მეგალობლასტური, ჰემოლიზური/აუტოიმუნური ან აპლაზიური;
პირის ღრუსა და ყელის ანთება, ენის ანთება;
სისხლძარღვოვანი ტკივილი და სისხლძარღვოვანი ანთება,
ნაღვლის დინების შეფერხება (ქოლესტაზი),
ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის კონცენტრაციის შემცირება). შემთხვევები დაფიქსირდა არადიაბეტიან პირებში, რომლებიც მკურნალობდნენ კოტრიმოქსაზოლით, ჩვეულებრივ, მკურნალობიდან რამდენიმე დღის შემდეგ. პაციენტები თირკმლის დისფუნქციით, ღვიძლის დაავადებით, არასრულფასოვანი კვებით ან კოტრიმოქსაზოლის დიდი დოზების მიღებისას,
ნერვული სისტემის დარღვევები (ნეიროპათია, მათ შორის პერიფერიული ნეიროპათია და უსიამოვნო სენსორული აღქმა, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, ან ელექტრული დენის შეგრძნება),
ჰალუცინაციები,
კრისტალურია (კრისტალები შარდში).
ძალიან იშვიათი შესაძლო გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პირში) არის:
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები, როგორიცაა ლეიკოციტების მნიშვნელოვანი შემცირება ან სრული გაქრობა (აგრანულოციტოზი), ლეიკოციტების და წითელი სისხლის უჯრედების რაოდენობის ერთდროული შემცირება
ალერგიული მიოკარდიტი,
ტინიტუსი, თავბრუსხვევა,
თვალის წინა კამერის ანთება,
ღვიძლის ნეკროზი
შრატის დაავადება (კანის რეაქციები, კუნთების და სახსრების ტკივილი, ცხელება). ბაქტრიმი ფორტეს გამოყენებისას დაფიქსირებული კანის რეაქციების ყველაზე ხშირი შემთხვევები, როგორც წესი, მსუბუქი იყო და სწრაფად ალაგდა პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.
კუნთოვანი ქსოვილის დესტრუქციის შემთხვევები (რაბდომიოლიზი),
ატაქსია, ცერებროსპინალური მენინგიტი ან ცერებროსპინალური მენინგიტის მსგავსი სიმპტომები,
ინტერსტიციული ნეფრიტი, გაზრდილი დიურეზი,
სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ისევე როგორც სულფონამიდების შემცველი სხვა პრეპარატების შემთხვევაში), პურპურა და ჰენოხ-შენლაინის პურპურა (წვრილი სისხლძარღვების ნეკროზული ანთება).
გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით მათი დადგენა შეუძლებელია), მოიცავს:
რეტინიტი,
მწვავე პანკრეატიტი. ზოგიერთ პაციენტს, რომელსაც მძიმე პანკრეატიტი აქვს, განუვითარდა სერიოზული დაავადებები, მათ შორის შიდსი,
ალაგების სტადიაში მყოფი სანაღვლე სადინრის სინდრომი,
სისხლში კალიუმის მომატებული დონე (ჰიპერკალიემია),
შრატში ნატრიუმის ჭარბი დონე (ჰიპონატრიემია),
სახსრებისა და კუნთების ტკივილი,
ცერებრალური ვასკულიტი,
ფილტვის ვასკულიტი,
ვასკულიტი, ნეკროზული ვასკულიტი, გრანულომატოზი ვასკულიტით (წვრილი ვენების ნეკროზული ანთება) და არტერიიტი ნოდოზა,
მტკივნეული, ბუშტუკოვანი, მეწამული კანის დაზიანებები, რომლებიც ჩნდება კიდურებზე, ზოგჯერ სახეზე და კისერზე, თან ახლავს ცხელება (სვიტის სინდრომი),
სპონტანური აბორტი,
უროლითიაზი (თირკმლის კენჭები).
აივ ინფიცირებულ პაციენტებში გამოყენების უსაფრთხოება
პაციენტთა ამ ჯგუფში გვერდითი ეფექტების ტიპი იმ გვერდითი ეფექტების მსგავსია, რომლებიც დაფიქსირდა ბაქტრიმი ფორტეთი ნამკურნალებ პაციენტთა ზოგად პოპულაციაში. თუმცა, ზოგიერთი არასასურველი ეფექტი შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს და კლინიკურად განსხვავებული ფორმით გამოვლინდეს. ეს განსხვავებები ვრცელდება შემდეგ სიმპტომებზე:
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პირში) არის:
სისხლის გარკვეული უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია და თრომბოციტოპენია);
შრატში კალიუმის კონცენტრაციის მატება (ჰიპერკალიემია);
ანორექსია, გულისრევა ღებინებით და ღებინების გარეშე, დიარეა;
მაკულოპაპულური გამონაყარი, ქავილი;
ცხელება, ჩვეულებრივ მაკულოპაპულური გამონაყარის გამოვლენით;
ღვიძლის ფერმენტების (ამინოტრანსფერაზას) აქტივობის მატება.
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (ვითარდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პირში):
შრატში ნატრიუმის (ჰიპონატრიემია) ან შაქრის (ჰიპოგლიკემია) კონცენტრაციის შემცირება.
გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ აცნობოთ სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამკურნალო საშუალებების არასასურველი ეფექტების მონიტორინგის დეპარტამენტს.
Al. Jerozolimslde 181C
PL-02 222 ვარშავა
ტელ.:+48 22 49 21 301
ფაქსი:+48 22 49 21 309
ვებსაიტი: https://smz.ezdrowie.gov.pl
გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეიძლება ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- როგორ ინახება ბაქტრიმი ფორტე
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე ”EXP” წარწერის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა აღნიშნავს იმ თვის ბოლო დღეს.
არ შეურიოთ მედიკამენტი გამდინარე წყალს ან საყოფაცოხოვრებო ნაგავს. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ბაქტრიმი ფორტე
აქტიური ნივთიერებებია სულფამეთოქსაზოლი და ტრიმეტოპრიმი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 800 მგ სულფამეთოქსაზოლს და 160 მგ ტრიმეტოპრიმს.
სხვა კომპონენტებია: პოვიდონი K 30, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის დოკუზატი.
ბაქტრიმი ფორტეს გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი ან მოთეთრო ფერის, წაგრძელებული, ორმხრივად ამოზნექილი ტაბლეტი, დაახლოებით 19x9 მმ ზომის, წარწერით „ბაქტრიმ 800+160“ ერთ მხარეს და გამყოფი ზოლით მეორე მხარეს. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად.
შეფუთვა შეიცავს 10 ტაბლეტს ბლისტერში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და იმპორტიორი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
EUMEDICA Pharmaceuticals GmbH
Basler StraBe 126
DE-79540 Lorrach
გერმანია
ელ.ფოსტა: [email protected]
ინსტრუქციის ბოლო რევიზიის თარიღი 12/2023.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


