აციკლოვირი ნორმონი 200მგ ტაბლეტები EFG
Aciclovir Normon 200mg comprimidos EFG
აციკლოვირი მიეკუთვნება ე.წ. ანტივირუსული მედიკამენტების ჯგუფს. ის გამოიყენება მარტივი ჰერპესის ვირუსით, გენიტალური ჰერპესით, ჰერპეს ზოსტერითა და ჩუტყვავილით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ და პრევენციისათვის.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აციკლოვირი (aciclovir)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ ტაბლეტი №25
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ნუკლეოზიდები და ნუკლეოტიდები უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორების გარდა
- ATC კოდი
- J05AB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046683
- რეგისტრირებულია
- 13 ნოემბერი 2026, მოქმედებს 13 ნოემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
აციკლოვირი ნორმონი 200მგ ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აციკლოვირი მიეკუთვნება ე.წ. ანტივირუსული მედიკამენტების ჯგუფს.
ის გამოიყენება მარტივი ჰერპესის ვირუსით, გენიტალური ჰერპესით, ჰერპეს ზოსტერითა და ჩუტყვავილით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ და პრევენციისათვის.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს საჭირო დოზას, სქემას და მკურნალობის ხანგრძლივობას.
პაციენტს უნდა ახსოვდეს მედიკამენტის მიღება.
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს აციკლოვირით მკურნალობის ხანგრძლივობას. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად.
ზრდასრულებისათვის რეკომენდებული დოზაა:
მარტივი ჰერპესით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა: ერთი 200 მგ ტაბლეტი ხუთჯერ დღეში ყოველ ოთხ საათში, საღამოს დოზის გამოტოვებით;
მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული რეციდივების სუპრესია: ერთი 200 მგ ტაბლეტი ოთხჯერ დღეში ყოველ ექვს საათში, ან ორი 200 მგ ტაბლეტი ორჯერ დღეში ყოველ თორმეტ საათში;
მარტივი ჰერპესით გამოწვეული ინფექციების პრევენცია დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში: ერთი 200 მგ ტაბლეტი ოთხჯერ დღეში ყოველ ექვს საათში;
ჩუტყვავილისა და ჰერპეს ზოსტერით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა: ოთხი 200 მგ ტაბკლეტი ხუთჯერ დღეში ყოველ ოთხ საათში, საღამოს დოზის გამოტოვებით.
ბავშვებისათვის რეკომენდებული დოზაა:
მარტივი ჰერპესით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა და მარტივი ჰერპესით გამოწვეული ინფექციების პრევენცია დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ბავშვებში:
ბავშვები და მოზარდები (2-დან 18 წლამდე): დოზა იგივეა, რაც ზრდასრულებში
ჩვილები (28 დღიდან 23 თვემდე): ინიშნება ზრდასრულების დოზის ნახევარი.
ხელმისაწვდომია სხვა ფარმაცევტული ფორმები, რომლებიც უფრო ადეკვატურია 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ჩუტყვავილის მკურნალობა:
ბავშვები (6 წლის ასაკის ზემოთ) და მოზარდები: ოთხი 200 მგ ტაბლეტი ოთხჯერ დღეში;
2-6 წლის ასაკის ბავშვები: ორი 200 მგ ტაბლეტი ოთხჯერ დღეში.

რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ამ მედიკამენტის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
აციკლოვირი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ესპანეთის ტელ.: +34 91 562 04 20, მიღებული მედიკამენტისა და რაოდენობის მითითებით.
აციკლოვირი ნორმონის მიღების დავიწყებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება დავიწყებული დოზის სანაცვლოდ. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია აციკლოვირის, ვალაციკლოვირის ან მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
სიფრთხილის ზომები
აციკლოვირის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები ან ხანდაზმულია. ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა. ასევე, საჭიროა დიდი რაოდენობით სითხეების მიღება ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში, რათა შენარჩუნებულ იქნეს ადექვატური ჰიდრატაცია;
თუ პაციენტს აღენიშნება გენიტალური ჰერპესის ინფექცია, რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების მიღება სქესობრივი აქტის დროს, ანტივირუსული მკურნალობის დაწყების მიუხედავად.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი უკანასკნელ პერიოდში იღებდა პრობენეციდს, ციმეტიდინს ან მიკოფენოლატის მოფეტილს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ორგანოგადანერგილ პაციენტებში).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
აციკლოვირი გადადის დედის რძეში. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ზოგიერთმა გვერდითმა მოვლენამ, როგორიცაა მოთენთილობა ან ძილიანობა, შეიძლება გავლენა იქონიოს კონცენტრაციისა და რეაქციის უნარზე. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტი გრძნობს, რომ მისი უნარებზე გავლენა იქონია მედიკამენტმა.
აციკლოვირი ნორმონი 200 მგ შეიცავს ლაქტოზას
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ.
აციკლოვირი ნორმონი 200 მგ შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, ანუ ფაქტობრივად „თავისუფალია“ ნატრიუმისაგან.
გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ხშირი შესაძლო გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, ცხელება;
გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი;
ქავილი, გამონაყარი (შეიძლება გამოწვეული იყოს სინათლეზე მგრძნობელობით).
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
თმის ცვენა;
ურტიკარია (ჭინჭრის ციება).
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
გავლენა სისხლის ანალიზებზე (ბილირუბინისა და ღვიძლის ფერმენტების შექცევადი მომატება, სისხლში შარდოვანასა და კრეატინინის დონის მომატება);
ქოშინი;
ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების და ენის შეშუპება);
სერიოზული, უეცარი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია).
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება) ან ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება), სისხლჩაქცევა (თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო);
აღელვება, ცნობიერების დაბინდვა, ტრემორი, მოძრაობის გაძნელება, ლაპარაკის გაძნელება, ცნობიერების დაბინდვა ან ჰალუცინაციები, პიროვნული და ქცევის ცვლილებები, კრუნჩხვები, ძილიანობა, ენცეფალოპათია (თავის ტვინის დარღვევები), კომა. ეს ეფექტები ძირითადად შექცევადია და ჩვეულებრივ ვითარდება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის დარღვევები ან წინასწარგანმწყობი ფაქტორები;
ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), სიყვითლე (კანისა და თვალების ყვითელი შეფერილობა), თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ტკივილი (შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმლის უკმარისობასთან).
საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ალერგიული სიმპტომი: ხმაურიანი სუნთქვა, გულის ფრიალი ან მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში, კოლაფსი, ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, გამონაყარი კანზე ან სისხლჩაქცევა. ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს, რომ პაციენტი ალერგიულია აციკლოვირის მიმართ. დაუშვებელია დამატებითი ტაბლეტების მიღება ექიმის მითითების გარეშე.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: HYPERLINK "https://www.noificaRAM.es"https://www.noificaRAM.es გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა აციკლოვირი.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E-460i), ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი, (ტიპი A) (მიღებულია კარტოფილის სახამებლიდან), პოვიდონი (E-1201) და მაგნიუმის სტეარატი (E-572).
აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტების გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
პვქ/ალუმინის ბლისტერი
თეთრი ფერის, მრგვალი და ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები.
შეფუთვა შეიცავს 25 და 500 ტაბლეტს.
ყველა შეფუთვა შეიძლება ბაზარზე არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს - მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის აპრილი
პრეპარატის შესახებ დეტალური, განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/
პრეპარატის შესახებ დეტალური, განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციაში და შეფუთვაზე არსებული QR კოდის სმარტფონით დასკანერებით. ასევე ამ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია ვებგვერდზე: HYPERLINK "https://cima.aemps.es/" https://cima.aemps.es/cima/dochtml/p/62298/P_62298.html
ინფორმაცია მეორეულ შეფუთვაზე
მუყაოს კოლოფი 25 ტაბლეტი
- სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება
აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტები EFG
- შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 200 მგ აციკლოვირს.
ლაქტოზა და სხვა დამხმარე ნივთიერებები
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. გამოყენების ინსტრუქცია.
შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 30°C-ის ქვემოთ. ინახება ორიგინალი შეფუთვით.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია ნებისმიერი პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის და პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტები
აციკლოვირი
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა;
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა;
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის;
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
- რას წარმოადგენს აციკლოვირი ნორმონი და მისი გამოყენება
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა აციკლოვირი ნორმონის მიღებამდე
- აციკლოვირი ნორმონის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- აციკლოვირი ნორმონის შენახვის წესი
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს აციკლოვირი ნორმონი და მისი გამოყენება
აციკლოვირი მიეკუთვნება ე.წ. ანტივირუსული მედიკამენტების ჯგუფს.
ის გამოიყენება მარტივი ჰერპესის ვირუსით, გენიტალური ჰერპესით, ჰერპეს ზოსტერითა და ჩუტყვავილით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ და პრევენციისათვის.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა აციკლოვირი ნორმონის მიღებამდე
დაუშვებელია აციკლოვირი ნორმონის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია აციკლოვირის, ვალაციკლოვირის ან მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აციკლოვირის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები ან ხანდაზმულია. ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა. ასევე, საჭიროა დიდი რაოდენობით სითხეების მიღება ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში, რათა შენარჩუნებულ იქნეს ადექვატური ჰიდრატაცია;
თუ პაციენტს აღენიშნება გენიტალური ჰერპესის ინფექცია, რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების მიღება სქესობრივი აქტის დროს, ანტივირუსული მკურნალობის დაწყების მიუხედავად.
სხვა მედიკამენტები და აციკლოვირი ნორმონი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი უკანასკნელ პერიოდში იღებდა პრობენეციდს, ციმეტიდინს ან მიკოფენოლატის მოფეტილს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ორგანოგადანერგილ პაციენტებში).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
აციკლოვირი გადადის დედის რძეში. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ზოგიერთმა გვერდითმა მოვლენამ, როგორიცაა მოთენთილობა ან ძილიანობა, შეიძლება გავლენა იქონიოს კონცენტრაციისა და რეაქციის უნარზე. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტი გრძნობს, რომ მისი უნარებზე გავლენა იქონია მედიკამენტმა.
აციკლოვირი ნორმონი 200 მგ შეიცავს ლაქტოზას
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ.
აციკლოვირი ნორმონი 200 მგ შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლი) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, ანუ ფაქტობრივად „თავისუფალია“ ნატრიუმისაგან.
აციკლოვირი ნორმონის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს საჭირო დოზას, სქემას და მკურნალობის ხანგრძლივობას.
პაციენტს უნდა ახსოვდეს მედიკამენტის მიღება.
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს აციკლოვირით მკურნალობის ხანგრძლივობას. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად.
ზრდასრულებისათვის რეკომენდებული დოზაა:
მარტივი ჰერპესით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა: ერთი 200 მგ ტაბლეტი ხუთჯერ დღეში ყოველ ოთხ საათში, საღამოს დოზის გამოტოვებით;
მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული რეციდივების სუპრესია: ერთი 200 მგ ტაბლეტი ოთხჯერ დღეში ყოველ ექვს საათში, ან ორი 200 მგ ტაბლეტი ორჯერ დღეში ყოველ თორმეტ საათში;
მარტივი ჰერპესით გამოწვეული ინფექციების პრევენცია დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში: ერთი 200 მგ ტაბლეტი ოთხჯერ დღეში ყოველ ექვს საათში;
ჩუტყვავილისა და ჰერპეს ზოსტერით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა: ოთხი 200 მგ ტაბკლეტი ხუთჯერ დღეში ყოველ ოთხ საათში, საღამოს დოზის გამოტოვებით.
ბავშვებისათვის რეკომენდებული დოზაა:
მარტივი ჰერპესით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა და მარტივი ჰერპესით გამოწვეული ინფექციების პრევენცია დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ბავშვებში:
ბავშვები და მოზარდები (2-დან 18 წლამდე): დოზა იგივეა, რაც ზრდასრულებში
ჩვილები (28 დღიდან 23 თვემდე): ინიშნება ზრდასრულების დოზის ნახევარი.
ხელმისაწვდომია სხვა ფარმაცევტული ფორმები, რომლებიც უფრო ადეკვატურია 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ჩუტყვავილის მკურნალობა:
ბავშვები (6 წლის ასაკის ზემოთ) და მოზარდები: ოთხი 200 მგ ტაბლეტი ოთხჯერ დღეში;
2-6 წლის ასაკის ბავშვები: ორი 200 მგ ტაბლეტი ოთხჯერ დღეში.
ხელმისაწვდომია სხვა ფარმაცევტული ფორმები, რომლებიც უფრო ადეკვატურია 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ამ მედიკამენტის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
აციკლოვირი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ესპანეთის ტელ.: +34 91 562 04 20, მიღებული მედიკამენტისა და რაოდენობის მითითებით.
აციკლოვირი ნორმონის მიღების დავიწყებისას
დაუშვებელია დოზის გაორმაგება დავიწყებული დოზის სანაცვლოდ. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ხშირი შესაძლო გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, ცხელება;
გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი;
ქავილი, გამონაყარი (შეიძლება გამოწვეული იყოს სინათლეზე მგრძნობელობით).
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
თმის ცვენა;
ურტიკარია (ჭინჭრის ციება).
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
გავლენა სისხლის ანალიზებზე (ბილირუბინისა და ღვიძლის ფერმენტების შექცევადი მომატება, სისხლში შარდოვანასა და კრეატინინის დონის მომატება);
ქოშინი;
ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების და ენის შეშუპება);
სერიოზული, უეცარი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია).
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება) ან ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება), სისხლჩაქცევა (თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო);
აღელვება, ცნობიერების დაბინდვა, ტრემორი, მოძრაობის გაძნელება, ლაპარაკის გაძნელება, ცნობიერების დაბინდვა ან ჰალუცინაციები, პიროვნული და ქცევის ცვლილებები, კრუნჩხვები, ძილიანობა, ენცეფალოპათია (თავის ტვინის დარღვევები), კომა. ეს ეფექტები ძირითადად შექცევადია და ჩვეულებრივ ვითარდება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის დარღვევები ან წინასწარგანმწყობი ფაქტორები;
ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), სიყვითლე (კანისა და თვალების ყვითელი შეფერილობა), თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ტკივილი (შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმლის უკმარისობასთან).
საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ალერგიული სიმპტომი: ხმაურიანი სუნთქვა, გულის ფრიალი ან მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში, კოლაფსი, ქუთუთოების, სახის, ტუჩების ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, გამონაყარი კანზე ან სისხლჩაქცევა. ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს, რომ პაციენტი ალერგიულია აციკლოვირის მიმართ. დაუშვებელია დამატებითი ტაბლეტების მიღება ექიმის მითითების გარეშე.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: HYPERLINK "https://www.noificaRAM.es"https://www.noificaRAM.es გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
აციკლოვირი ნორმონის შენახვის წესი
ეს მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 30°C-ის ქვემოთ. ინახება ორიგინალი შეფუთვით.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია ნებისმიერი პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის და პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტები
აქტიური ნივთიერებაა აციკლოვირი.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E-460i), ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი, (ტიპი A) (მიღებულია კარტოფილის სახამებლიდან), პოვიდონი (E-1201) და მაგნიუმის სტეარატი (E-572).
აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტების გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
პვქ/ალუმინის ბლისტერი
თეთრი ფერის, მრგვალი და ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები.
შეფუთვა შეიცავს 25 და 500 ტაბლეტს.
ყველა შეფუთვა შეიძლება ბაზარზე არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს - მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის აპრილი
პრეპარატის შესახებ დეტალური, განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/
პრეპარატის შესახებ დეტალური, განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციაში და შეფუთვაზე არსებული QR კოდის სმარტფონით დასკანერებით. ასევე ამ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია ვებგვერდზე: HYPERLINK "https://cima.aemps.es/" https://cima.aemps.es/cima/dochtml/p/62298/P_62298.html
ინფორმაცია მეორეულ შეფუთვაზე
მუყაოს კოლოფი 25 ტაბლეტი
- სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება
აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტები EFG
- შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 200 მგ აციკლოვირს.
ლაქტოზა და სხვა დამხმარე ნივთიერებები
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. გამოყენების ინსტრუქცია.
- ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა
ტაბლეტები
25 ტაბლეტი
- მიღების მეთოდი და გზა
შიგნით მისაღებად
პრეპარატის მიღებამდე იხ. გამოყენების ინსტრუქცია.
- განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
ინახება ბავშვებისთვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 30ºC-ის ქვემოთ. ინახება ორიგინალური შეფუთვით.
- სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოუყენებლი სამკურნალო პროდუქტების ან ამ პროდუქტის ნარჩენი ნივთიერებების განადგურების შესახებ საჭიროების შემთხვევაში
სიგრე სიმბოლო
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6
28760 TRES CANTOS - MADRID (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6
28760 ტრეს კანტოსი - მადრიდი (ესპანეთი)
- გაცემის წესი
სამკურნალო პროდუქტი გაიცემა ექიმის რეცეპტის საფუძველზე
- ინფორმაცია ბრაილის შრიფტით
აციკლოვირი-ნორმონი
200 მგ
ტაბლეტები
- უნიკალური იდენტიფიკატორი – 2D შტრიხ-კოდი და უნიკალური იდენტიფიკატორი – ადამიანის მიერ წაკითხვადი მონაცემები
შეიცავს 2D შტრიხ-კოდს, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ იდენტიფიკატორს
SN {ნომერი}[სერიული ნომერი]
PC {ნომერი} [პროდუქტის კოდი]
სერიის კოდი
შენახვის ვადა
- სხვა ინფორმაცია
ეროვნული კოდი: 729053.7
ექიმის რეცეპტის სიმბოლო O
შტრიხკოდი პერფორირებული მოხსნადი ნაწილით
შეფუთვის დოზა
ნორმონის ლოგო
EFG: გენერიკული ფარმაცევტული პროდუქტი
ფარმაცევტული ფორმის გრაფიკული ილუსტრაცია
არასანქცირებული გახსნისაგან დამცავი უსაფრთხოების სისტემა (წებვადი ეტიკეტი)
გამოყენების ინსტრუქცია ხელმისაწვდომია QR კოდით
QR: https://cima.aemps.es/cima/dochtml/p/62298/P_62298.html
ინფორმაცია პირველად შეფუთვაზე
ბლისტერი
- სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება
აციკლოვირი ნორმონი 200 მგ ტაბლეტები EFG
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება
NORMON, S.A.
ნორმონ, ს.ა.
- შენახის ვადა
შენახვის ვადა:
- სერიული ნომერი
სერია:
- მიღების წესი და მეთოდი
შიგნით მისაღებად
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.