პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

ატუსანი

Atussan®

ურეცეპტოდ1,5მგ/მლინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

ნებისმიერი წარმოშობის ხველის სიმპტომური მკურნალობა ატუსანის მიღებამდე ნუ მიიღებთ ატუსანს: თუ ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერების ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბუტამირი (butamirate)
ფორმა და შეფუთვა
1,5მგ/მლ 150მლ სიროფი ფლაკონი №1 საზომი ხუფით
მწარმოებელი
Polfarmex S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველებისა და გაციების საწინააღმდეგო საშუალებები, ხველების დამთრგუნველი სხვა პრეპარატები
ATC კოდი
R05DB13
რეგისტრაციის ნომერი
რ-024477
რეგისტრირებულია
20 თებერვალი 2018, მოქმედებს 20 თებერვალი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაატუსანი და სხვა წამალი ერთად

ატუსანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნებისმიერი წარმოშობის ხველის სიმპტომური მკურნალობა

ატუსანის მიღებამდე

ნუ მიიღებთ ატუსანს:

თუ ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერების ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6).

მიღების წესი და დოზირება

ატუსანი ყოველთვის უნდა მიიღოთ ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია არსებულ ინსტრუქციაში ან როგორც გითხრათ ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სამკურნალო პრეპარატის მიღება არ შეიძლება 7 დღეზე მეტი ხანგრძლივობით ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

რეკომენდებული დოზა

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ასაკი

დოზა

დღეში 3-ჯერ მიღება:

3 – 6 წლის

5 მლ

(7.5 მგ ბუტამირატის ციტრატი)

  • 12 წლის

10 მლ

(15 მგ ბუტამირატის ციტრატი)

12 წელზე მეტი ასაკის

15 მლ

(22.5 მგ ბუტამირატის ციტრატი)

უფროსები

სიროფის 15 მლ (22.5 მგ ბუტამირატის ციტრატი) დღეში 4-ჯერ.

ატუსანი არ მიიღება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ატუსანი მიიღება ჭამის წინ.

შეფუთვას მოჰყვება საზომი ხუფი ზუსტი დოზირებისათვის.

ატუსანის ჭარბი დოზირება

იმ შემთხვევაში, თუ მიიღეთ ატუსანის ჭარბი დოზა, აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება.

შეიძლება განვითარდეს ჭარბი დოზირების შემდეგი სიმპტომები:

ძილიანობა;

ღებინება, ფაღარათი, გულისრევა;

თავბრუსხვევა;

ჰიპოტენზია.

თუ დაგავიწყდათ ატუსანის მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, იგი უნდა მიიღოთ რაც შეიძლება სწრაფად და გააგრძელოთ თერაპია რეკომენდაციის შესაბამისად.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

თუ შეწყვიტეთ ატუსანის მიღება

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

ატუსანის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის:

თუ გაქვთ სუნთქვის მხრივ სერიოზული პრობლემები (არარეგულარული სუნთქვა, ზრდადი დისპნოე, კანის ნაცრისფერ-ლურჯი შეფერილობა, ქოშინი);

თუ ხველა გრძელდება 7 დღეზე მეტ ხანს, ექიმი დაადგენს ხველის მიზეზს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, წარსულში იღებდით ან შესაძლებელია მიიღოთ სხვა პრეპარატები.

უნდა მოერიდოთ ამოსახველებელი საშუალებების (რომლებიც ზრდიან სეკრეციას ბრონქებში) თანმხლებ გამოყენებას. მან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ორგანოებში სეკრეტის შეკავება. ეს გაზრდის ბრონქოსპაზმისა და სასუნთქი გზების ინფექციების რისკს.

ატუსანი საკვებთან და სასმელებთან ერთად

ატუსანი მიიღება ჭამის წინ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსული ან მეძუძური, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

სამკურნალო საშუალების მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრში რეკომენდებული არ არის. მეორე და მესამე ტრიმესტრების დროს პრეპარატის მიღება შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ.

უსაფრთხოების მიზნით პრეპარატის მიღება არ შეიძლება ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ატუსანმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ძილიანობა, ამიტომ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს აუცილებელია სიფრთხილე.

ატუსანი შეიცავს სორბიტოლსა და გლიცეროლს

ატუსანი შეიცავს სორბიტოლს (0.45 1 მლ სიროფში). პაციენტებმა ზოგიერთი შაქრის აუტანლობის დიაგნოზით პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართონ ექიმს კონსულტაციისათვის. წამალმა შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი. კალორიულობა: 2.6 კკალ/გრ სორბიტოლი.

ატუსანი ასევე შეიცავს გლიცეროლს (0.25 გრ 1 მლ სიროფში), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, დარღვევები კუჭის მხრივ, ფაღარათი.

გვერდითი მოვლენები

ყველა წამლის მსგავსად, ატუსანმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

იშვიათად (უფრო ხშირა 1/10000 ადამიანში და ნაკლებად ხშირად 1/1000 ადამიანში)

ძილიანობა;

გულისრევა, ფაღარათი;

ჭინჭრის ციება

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შეიძლება პირდაპირ:

სამკურნალო პროდუქტის გვერდითი მოვლენების მონიტორინგის დეპარტმენტი, სამკურნალო პროდუქტის, სამედიცინო მოწყობილობების და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისი.

181C იერუსალიმის ხეივანი, 02-222 ვარშავა (პოლონეთი)

ტელ: +48 (22) 49 21 301

ფაქსი (22) 49 21 309

ელ.ფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაში წამლის უსაფრთხოების შესახებ.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ბუტამირატის ციტრატი: სიროფის 1 მლ შეიცავს 1.5 მგ ბუტამირატის ციტრატს.

სხვა ინგრედიენტები: ნატრიუმის ბენზოატი, არაკრისტალიზებადი თხევადი სორბიტოლი, გლიცეროლი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის თხევადი არომატიზატორი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, გასუფთავებული წყალი.

ატუსანის აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა

ატუსანი არის გამჭვირვალე სითხე ფორთოხლის გემოთი და სუნით.

ქარვისფერის მინის ან PET ფლაკონი ალუმინის ან პე თავსახურით. ერთი ფლაკონი შეიცავს 100 მლ, 150 მლ ან 200 მლ სიროფს, მოთავსებულს მუყაოს კოლოფში, შეფუთვას მოჰყვება საზომი ხუფი.

ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

პოლფარმექსი ს.ა.

ჯოზეფოვის ქ. 9

99-300 კუტნო

პოლონეთი

ტელ: 24 357 44 44

ფაქსი: 24 357 45 45

ელ.ფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის განახლების თარიღი: 2016-06-20.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში, ორიგინალ შეფუთვაში.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ეტიკეტსა და კოლოფზე EXP ნიშნით. ვარგისობის ვადა აღნიშნავს იმ თვის ბოლო დღეს.

არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში და საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებელი პრეპარატის გადაგდება. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ატუსანი, 1,5 მგ/მლ, სიროფი

ბუტამირატის ციტრატი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს

სამკურნალო საშუალება უნდა მიიღოთ ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია არსებულ ინსტრუქციაში ან როგორც გითხრათ ექიმმა, ფარმაცევტმა ან მედდამ.

შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის შემთხვევაში, მიმართეთ ფარმაცევტს.

რომელიმე გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ ისეთი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პუნქტი 4

თუ 7 დღის შემდეგ თავს კარგად ვერ იგრძნობთ ან მდგომარეობა გაუარესდება მიმართეთ ექიმს.

ინსტრუქციის შინაარსი:

რა არის ატუსანი და როდის გამოიყენება

ატუსანის მიღებამდე

ატუსანის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ატუსანის შენახვის წესი

შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

რა არის ატუსანი და როდის გამოიყენება

აქტიური ნივთიერების სახით ატუსანი შეიცავს ბუტამირატის ციტრატს, რომელიც არის არაოპიოიდური ხველის საწინააღმდეგო საშუალება.

ჩვენებები:

ნებისმიერი წარმოშობის ხველის სიმპტომური მკურნალობა

ატუსანის მიღებამდე

ნუ მიიღებთ ატუსანს:

თუ ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერების ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ატუსანის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის:

თუ გაქვთ სუნთქვის მხრივ სერიოზული პრობლემები (არარეგულარული სუნთქვა, ზრდადი დისპნოე, კანის ნაცრისფერ-ლურჯი შეფერილობა, ქოშინი);

თუ ხველა გრძელდება 7 დღეზე მეტ ხანს, ექიმი დაადგენს ხველის მიზეზს.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ატუსანი

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, წარსულში იღებდით ან შესაძლებელია მიიღოთ სხვა პრეპარატები.

უნდა მოერიდოთ ამოსახველებელი საშუალებების (რომლებიც ზრდიან სეკრეციას ბრონქებში) თანმხლებ გამოყენებას. მან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ორგანოებში სეკრეტის შეკავება. ეს გაზრდის ბრონქოსპაზმისა და სასუნთქი გზების ინფექციების რისკს.

ატუსანი საკვებთან და სასმელებთან ერთად

ატუსანი მიიღება ჭამის წინ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსული ან მეძუძური, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

სამკურნალო საშუალების მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრში რეკომენდებული არ არის. მეორე და მესამე ტრიმესტრების დროს პრეპარატის მიღება შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ.

უსაფრთხოების მიზნით პრეპარატის მიღება არ შეიძლება ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ატუსანმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ძილიანობა, ამიტომ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს აუცილებელია სიფრთხილე.

ატუსანი შეიცავს სორბიტოლსა და გლიცეროლს

ატუსანი შეიცავს სორბიტოლს (0.45 1 მლ სიროფში). პაციენტებმა ზოგიერთი შაქრის აუტანლობის დიაგნოზით პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართონ ექიმს კონსულტაციისათვის. წამალმა შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი. კალორიულობა: 2.6 კკალ/გრ სორბიტოლი.

ატუსანი ასევე შეიცავს გლიცეროლს (0.25 გრ 1 მლ სიროფში), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, დარღვევები კუჭის მხრივ, ფაღარათი.

ატუსანის მიღების წესი.

ატუსანი ყოველთვის უნდა მიიღოთ ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია არსებულ ინსტრუქციაში ან როგორც გითხრათ ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სამკურნალო პრეპარატის მიღება არ შეიძლება 7 დღეზე მეტი ხანგრძლივობით ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

რეკომენდებული დოზა

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ასაკი

დოზა

დღეში 3-ჯერ მიღება:

3 – 6 წლის

5 მლ

(7.5 მგ ბუტამირატის ციტრატი)

  • 12 წლის

10 მლ

(15 მგ ბუტამირატის ციტრატი)

12 წელზე მეტი ასაკის

15 მლ

(22.5 მგ ბუტამირატის ციტრატი)

უფროსები

სიროფის 15 მლ (22.5 მგ ბუტამირატის ციტრატი) დღეში 4-ჯერ.

ატუსანი არ მიიღება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ატუსანი მიიღება ჭამის წინ.

შეფუთვას მოჰყვება საზომი ხუფი ზუსტი დოზირებისათვის.

ატუსანის ჭარბი დოზირება

იმ შემთხვევაში, თუ მიიღეთ ატუსანის ჭარბი დოზა, აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება.

შეიძლება განვითარდეს ჭარბი დოზირების შემდეგი სიმპტომები:

ძილიანობა;

ღებინება, ფაღარათი, გულისრევა;

თავბრუსხვევა;

ჰიპოტენზია.

თუ დაგავიწყდათ ატუსანის მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, იგი უნდა მიიღოთ რაც შეიძლება სწრაფად და გააგრძელოთ თერაპია რეკომენდაციის შესაბამისად.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

თუ შეწყვიტეთ ატუსანის მიღება

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა წამლის მსგავსად, ატუსანმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

იშვიათად (უფრო ხშირა 1/10000 ადამიანში და ნაკლებად ხშირად 1/1000 ადამიანში)

ძილიანობა;

გულისრევა, ფაღარათი;

ჭინჭრის ციება

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი არსებულ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შეიძლება პირდაპირ:

სამკურნალო პროდუქტის გვერდითი მოვლენების მონიტორინგის დეპარტმენტი, სამკურნალო პროდუქტის, სამედიცინო მოწყობილობების და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისი.

181C იერუსალიმის ხეივანი, 02-222 ვარშავა (პოლონეთი)

ტელ: +48 (22) 49 21 301

ფაქსი (22) 49 21 309

ელ.ფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაში წამლის უსაფრთხოების შესახებ.

ატუსანის შენახვის წესი

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში, ორიგინალ შეფუთვაში.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ეტიკეტსა და კოლოფზე EXP ნიშნით. ვარგისობის ვადა აღნიშნავს იმ თვის ბოლო დღეს.

არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში და საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებელი პრეპარატის გადაგდება. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ატუსანი

აქტიური ნივთიერება არის ბუტამირატის ციტრატი: სიროფის 1 მლ შეიცავს 1.5 მგ ბუტამირატის ციტრატს.

სხვა ინგრედიენტები: ნატრიუმის ბენზოატი, არაკრისტალიზებადი თხევადი სორბიტოლი, გლიცეროლი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის თხევადი არომატიზატორი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, გასუფთავებული წყალი.

ატუსანის აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა

ატუსანი არის გამჭვირვალე სითხე ფორთოხლის გემოთი და სუნით.

ქარვისფერის მინის ან PET ფლაკონი ალუმინის ან პე თავსახურით. ერთი ფლაკონი შეიცავს 100 მლ, 150 მლ ან 200 მლ სიროფს, მოთავსებულს მუყაოს კოლოფში, შეფუთვას მოჰყვება საზომი ხუფი.

ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

პოლფარმექსი ს.ა.

ჯოზეფოვის ქ. 9

99-300 კუტნო

პოლონეთი

ტელ: 24 357 44 44

ფაქსი: 24 357 45 45

ელ.ფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის განახლების თარიღი: 2016-06-20.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა