ბუტამირი სიროფი
BUTAMIR syrup
_ ნებისმიერი ეტიოლოგიის მწვავე ხველება; _ ხველება, რომელიც აღინიშნება ოპერაციის წინა და შემდგომ პერიოდში, ქირურგიული ჩარევისას და ბრონქოსკოპიის დროს.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბუტამირი (butamirate)
- ფორმა და შეფუთვა
- 7.5მგ/5მლ 100მლ სიროფი მინის ფლაკონი №1 საზომი კოვზით
- მწარმოებელი
- Recordati Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, ხველის სხვა სუპრესანტები
- ATC კოდი
- R05DB13
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039242
- რეგისტრირებულია
- 3 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 3 ოქტომბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Recordati Ilac San. Ve Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბუტამირი სიროფი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
_ ნებისმიერი ეტიოლოგიის მწვავე ხველება;
_ ხველება, რომელიც აღინიშნება ოპერაციის წინა და შემდგომ პერიოდში, ქირურგიული ჩარევისას და ბრონქოსკოპიის დროს.
მიღების წესი და დოზირება
თუ ექიმის მიერ, არ არის დანიშნული მიღების სხვა ფორმა, პრეპარატი მიიღეთ შემდეგი სქემის მიხედვით.
ბავშვებისათვის: 3-დან 6 წლამდე _ 1 საზომი კოვზი, 3-ჯერ დღეში (1 საზომი კოვზი _ 5 მლ)
ბავშვებისათვის: 6-დან, 12 წლამდე _ 2 საზომი კოვზი, 3-ჯერ დღეში
ბავშვებისათვის: 12 წლიდან _ 3 საზომი კოვზი, 3-ჯერ დღეში
მოზრდილებისათვის: 3 საზომი კოვზი, 4-ჯერ დღეში.
უკუჩვენებები
უკუჩვენება ვრცელდება პირებზე, რომელთაც გააჩნიათ მომატებული მგრძნობე-ლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, აგრეთვე პირებზე ფილტვების მძიმე უკმარისობით.
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება შეზღუდული არ არის. თუმცა არ არის რეკომენდირებული ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში.
ორსულობის და ლაქტაცია:
არ გამოიყენოთ პრეპარატი ორსულობის პირველ სამ თვეს. პრეპარატის შეღწევა დედის რძეში არ არის გამოკვლეული. ამ მიზნით, მეძუძური დედები პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილით უნდა მოექცნენ.
გვერდითი მოვლენები
ავადმყოფებს, რომლებიც ღებულობენ პრეპარატს შეიძლება აღინიშნოთ
გამონაყარი კანზე, ქავილი, გულისრევა, დიარეა, თავბრუსხვევა. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღების სრული შეწყვეტის დროს.
მოულოდნელი ეფექტის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს!
ურთიერთქმოქმედება სხვა პრეპარატებთან:
დღემდე ბუტამირის სიროფის უარყოფითი ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, არ აღინიშნება.
ჭარბი დოზა
ძილიანობა, გულისრევა, პირღებინება, დიარეა, თავბრუსხვევა და ჰიპოტენზია.
ამ შემთხვევებში აუცილებელია გადაუდებელი ზომების მიღება: ნიშნავენ აქტივირებულ ნახშირს, მარილოვან საფაღარათოებს, აუცილებლობის შემთხვევაში ატარებენ სიმპტომურ მკურნალობას.
შემადგენლობა
სიროფის თითოეული 5მლ-ის შემადგენლობაში შედის:
ბუტამირატის ციტრატი 7.5მგ, აგრეთვე დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის
საქარინი, სორბიტოლი, ბენზოის მჟავა და გარგარის არომატიზატორი.
შენახვის პირობები
შეინახეთ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი
შეფუთვა და გამოშვების ფორმა:
ბუტამირის სიროფი: 1,5 მგრ/მლ, ფერად 100 მლ-იან ბოთლში, 5 მლ-იანი საზომი კოვზით. 5მლ-იან კოვზზე გამოყოფილია 1, 2,5 და 5 მლ-იანი მონიშვნები.
რეგისტრაციის მფლობელი:
რეკორდატი ილაჯ სან. ვე ტიჯ. ა. ს. ჩერქეზქოის ორგანიზებული საწარმოო ობიექტი, ქარააღაჯის რაიონი, ათათურქის ქუჩა #36
ქაფაქლი/ თექირდაღი/ თურქეთი
წარმოების ადგილი:

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბუტამირატის ციტატი (_N [2-ფენოლბუტრილოკსიეტოქსი) _ ეთილი) _ N, N _ დიეთილამინო_დიჰიდრო_ციტატი), ოპიუმის ალკალოიდებისაგან განსხვავებით, ქიმიური სტრუქტურით მიეკუთვნება ცენტრალური მოქმედების ხველების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს. ხველების საწინააღმდეგო პრეპარატები ხსნიან ხველის შეტევებს, ხველის ცენტრის დათრგუნვის შედეგად, ამასთან ერთად მცირდება ფილტვების რეცეპტორების მგრძნობელობა, რომელიც დაკავშირებულია სპაზმურ
მოქმედებასთან, ან პერიფერიული აფერენტული ნერვული დაბოლოებების დათრგუნვასთან. ბუტამირის ციტრატი ხველის საწინააღმდეგო მოქმედებას
ახდენს ხველის ცენტრზე ზემოქმედების გზით, რომელიც მოთავსებულია ტვინის ღეროში აგრეთვე ბრონქოსპაზმოლიზური ზემოქმედების შედეგად. ფლობს რა
ფართო თერაპიულ ინდექსს ბუტამირატ ციტრატი, პრეპარატის მიღებიდან დროის მოკლე პერიოდში, აღადგენს სპირომეტრულ მონაცემებს და სისხლის აირების მონაცემებს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
შეთვისება:
მიღების შემდეგ ბუტამირატ ციტრატი სწრაფად და სრულიად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. ბუტამირატ ციტრატის სიროფის სახით მიღების შემდეგ, ძირითადი მეტაბოლიტის ჩ-მახ პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 1_1.5 საათის შემდეგ.
განაწილება:
ორგანიზმში შეწოვის შემდეგ, პრეპარატი ავლენს ფარმაკოკინეტიკურ თვისებებს. მაღალია პლაზმის პროტეინებთან შეკავშირების უნარი.
მეტაბოლიზმი:
ბუტამირატ ციტატი პირველადად ჰიდროლიზირდება, 2_ფენილზეთოვან მჟავად და დიეთილამინის ეთოქსილეტანოლად, რომლებსაც გააჩნიათ ხველების საწინააღმდეგო აქტივობა. 2_ფენილზეთოვანი მჟავა ჰიდროქსილირების გზით ნაწილობრივ მეტაბოლიზდება პარამდგომარეობაში
გამოყოფა:
ბუტამირატ ციტრატის მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელებით. ამასთან, მისი ძირითადი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიდევნება, დიდი რაოდენობის გლუკურონის მჟავასთან შეკავშირებით. ნახევარდაშლის პერიოდი (1, 1/2) დაახლოვებით შეადგენს 27 საათს. განმეორებითი დანიშვნის დროს, არ ხდება პრეპარატის ორგანიზმში კუმულაცია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ბუტამირი სიროფი 100მლ
BUTAMIR syrup 100 ml
შემადგენლობა:
სიროფის თითოეული 5მლ-ის შემადგენლობაში შედის:
ბუტამირატის ციტრატი 7.5მგ, აგრეთვე დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის
საქარინი, სორბიტოლი, ბენზოის მჟავა და გარგარის არომატიზატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ბუტამირატის ციტატი (_N [2-ფენოლბუტრილოკსიეტოქსი) _ ეთილი) _ N, N _ დიეთილამინო_დიჰიდრო_ციტატი), ოპიუმის ალკალოიდებისაგან განსხვავებით, ქიმიური სტრუქტურით მიეკუთვნება ცენტრალური მოქმედების ხველების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს. ხველების საწინააღმდეგო პრეპარატები ხსნიან ხველის შეტევებს, ხველის ცენტრის დათრგუნვის შედეგად, ამასთან ერთად მცირდება ფილტვების რეცეპტორების მგრძნობელობა, რომელიც დაკავშირებულია სპაზმურ
მოქმედებასთან, ან პერიფერიული აფერენტული ნერვული დაბოლოებების დათრგუნვასთან. ბუტამირის ციტრატი ხველის საწინააღმდეგო მოქმედებას
ახდენს ხველის ცენტრზე ზემოქმედების გზით, რომელიც მოთავსებულია ტვინის ღეროში აგრეთვე ბრონქოსპაზმოლიზური ზემოქმედების შედეგად. ფლობს რა
ფართო თერაპიულ ინდექსს ბუტამირატ ციტრატი, პრეპარატის მიღებიდან დროის მოკლე პერიოდში, აღადგენს სპირომეტრულ მონაცემებს და სისხლის აირების მონაცემებს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
შეთვისება:
მიღების შემდეგ ბუტამირატ ციტრატი სწრაფად და სრულიად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. ბუტამირატ ციტრატის სიროფის სახით მიღების შემდეგ, ძირითადი მეტაბოლიტის ჩ-მახ პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 1_1.5 საათის შემდეგ.
განაწილება:
ორგანიზმში შეწოვის შემდეგ, პრეპარატი ავლენს ფარმაკოკინეტიკურ თვისებებს. მაღალია პლაზმის პროტეინებთან შეკავშირების უნარი.
მეტაბოლიზმი:
ბუტამირატ ციტატი პირველადად ჰიდროლიზირდება, 2_ფენილზეთოვან მჟავად და დიეთილამინის ეთოქსილეტანოლად, რომლებსაც გააჩნიათ ხველების საწინააღმდეგო აქტივობა. 2_ფენილზეთოვანი მჟავა ჰიდროქსილირების გზით ნაწილობრივ მეტაბოლიზდება პარამდგომარეობაში
გამოყოფა:
ბუტამირატ ციტრატის მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელებით. ამასთან, მისი ძირითადი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიდევნება, დიდი რაოდენობის გლუკურონის მჟავასთან შეკავშირებით. ნახევარდაშლის პერიოდი (1, 1/2) დაახლოვებით შეადგენს 27 საათს. განმეორებითი დანიშვნის დროს, არ ხდება პრეპარატის ორგანიზმში კუმულაცია.
ჩვენებები:
_ ნებისმიერი ეტიოლოგიის მწვავე ხველება;
_ ხველება, რომელიც აღინიშნება ოპერაციის წინა და შემდგომ პერიოდში, ქირურგიული ჩარევისას და ბრონქოსკოპიის დროს.
უკუჩვენებები:
უკუჩვენება ვრცელდება პირებზე, რომელთაც გააჩნიათ მომატებული მგრძნობე-ლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, აგრეთვე პირებზე ფილტვების მძიმე უკმარისობით.
სიფრთხილის ზომები:
ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება შეზღუდული არ არის. თუმცა არ არის რეკომენდირებული ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში.
ორსულობის და ლაქტაცია:
არ გამოიყენოთ პრეპარატი ორსულობის პირველ სამ თვეს. პრეპარატის შეღწევა დედის რძეში არ არის გამოკვლეული. ამ მიზნით, მეძუძური დედები პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილით უნდა მოექცნენ.
გვერდითი მოვლენები:
ავადმყოფებს, რომლებიც ღებულობენ პრეპარატს შეიძლება აღინიშნოთ
გამონაყარი კანზე, ქავილი, გულისრევა, დიარეა, თავბრუსხვევა. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღების სრული შეწყვეტის დროს.
მოულოდნელი ეფექტის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს!
ურთიერთქმოქმედება სხვა პრეპარატებთან:
დღემდე ბუტამირის სიროფის უარყოფითი ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, არ აღინიშნება.
გამოყენების მეთოდი და დოზირება:
თუ ექიმის მიერ, არ არის დანიშნული მიღების სხვა ფორმა, პრეპარატი მიიღეთ შემდეგი სქემის მიხედვით.
ბავშვებისათვის: 3-დან 6 წლამდე _ 1 საზომი კოვზი, 3-ჯერ დღეში (1 საზომი კოვზი _ 5 მლ)
ბავშვებისათვის: 6-დან, 12 წლამდე _ 2 საზომი კოვზი, 3-ჯერ დღეში
ბავშვებისათვის: 12 წლიდან _ 3 საზომი კოვზი, 3-ჯერ დღეში
მოზრდილებისათვის: 3 საზომი კოვზი, 4-ჯერ დღეში.
ჭარბი დოზირება და მკურნალობა:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში, შესაძლოა წარმოიქმნეს შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა, გულისრევა, პირღებინება, დიარეა, თავბრუსხვევა და ჰიპოტენზია.
ამ შემთხვევებში აუცილებელია გადაუდებელი ზომების მიღება: ნიშნავენ აქტივირებულ ნახშირს, მარილოვან საფაღარათოებს, აუცილებლობის შემთხვევაში ატარებენ სიმპტომურ მკურნალობას.
შენახვის პირობები:
შეინახეთ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი
შეფუთვა და გამოშვების ფორმა:
ბუტამირის სიროფი: 1,5 მგრ/მლ, ფერად 100 მლ-იან ბოთლში, 5 მლ-იანი საზომი კოვზით. 5მლ-იან კოვზზე გამოყოფილია 1, 2,5 და 5 მლ-იანი მონიშვნები.
რეგისტრაციის მფლობელი:
რეკორდატი ილაჯ სან. ვე ტიჯ. ა. ს. ჩერქეზქოის ორგანიზებული საწარმოო ობიექტი, ქარააღაჯის რაიონი, ათათურქის ქუჩა #36
ქაფაქლი/ თექირდაღი/ თურქეთი
წარმოების ადგილი:
რეკორდატი ილაჯ სან. ვე ტიჯ. ა. ს. ჩერქეზქოის ორგანიზებული საწარმოო ობიექტი, ქარააღაჯის რაიონი, ათათურქის ქუჩა #36
ქაფაქლი/ თექირდაღი/ თურქეთი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.