ტუსიფენ ბებე 5მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი
TUSSIPHEN® BEBE 5mg/ml oral drops, solution
პრეპარატი ტუსიფენ ბებე შეიცავს მოქმედ ნივთიერებას – ბუტამირატის ციტრატს, რომელიც მიეკუთვნება ხველის შემაკავებელი სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. ტუსიფენ ბებე 5 მგ/მლ წვეთები შიგნით მისაღებად, ხსნარი გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის ხველის სიმპტომური მკურნალობისთვის.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბუტამირი (butamirate)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ/მლ 20მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი ვანილის არომატით საწვეთურიანი მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Sopharma AD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, ხველის სხვა სუპრესანტები
- ATC კოდი
- R05DB13
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044015
- რეგისტრირებულია
- 18 სექტემბერი 2025, მოქმედებს 18 სექტემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Sopharma AD (ბულგარეთი)
- განმცხადებელი
- სს "სოფარმა"-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტუსიფენ ბებე 5მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ტუსიფენ ბებე შეიცავს მოქმედ ნივთიერებას – ბუტამირატის ციტრატს, რომელიც მიეკუთვნება ხველის შემაკავებელი სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს.
ტუსიფენ ბებე 5 მგ/მლ წვეთები შიგნით მისაღებად, ხსნარი გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის ხველის სიმპტომური მკურნალობისთვის.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს სამკურნალო პრეპარატი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტი დაცვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ ტუსიფენ ბებე ერთი კვირაზე მეტ ხანს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
გამოიყენეთ ყველაზე მცირე დოზა სიმპტომების მკურნალობისთვის და გამოიყენეთ ტუსიფენ ბებე მკურნალობის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში.
გამოყენება ბავშვებში:
3 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: 25 წვეთი დღეში 4-ჯერ.
1 წლიდან 3 წლამდე ბავშვები: 15 წვეთი დღეში 4-ჯერ.
2 თვიდან 1 წლამდე ბავშვები: 10 წვეთი დღეში 4-ჯერ.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
თუ მიიღეთ ტუსიფენ ბებეს საჭიროზე მეტი ოდენობა
ტუსიფენ ბებეს ზედმეტმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავბრუსხვევა და დაბალი არტერიული წნევა. თუ მიიღეთ ამ სამკურნალო პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
თუ გამოტოვეთ ტუსიფენ ბებეს მიღება
თუ გამოტოვეთ ერთი დოზის მიღება, მიიღეთ იგი რაც შეიძლება მალე. თუ შემდეგი დოზის დრო თითქმის მოვიდა, მიიღეთ იგი ჩვეულებრივ, დავიწყებული დოზის გამოტოვებით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის კომპენსაციისთვის. განაგრძეთ წამლის მიღება ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
“-ს შემდგომ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში.
ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატი, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ტუსიფენ ბებე 5 მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარის გამოყენებამდე.
არ გამოიყენოთ ტუსიფენ ბებე სხვა ამოსახველებელ სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროულად. თუ სიმპტომები გრძელდება ან არ შეიმჩნევა გაუმჯობესება, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები
2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოიყენება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
სხვა სამკურნალწამლო პრეპარატები და პრეპარატი ტუსიფენ ბებე
თავი მოარიდეთ ერთდროულად სხვა ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან გამოყენებას, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ბრონქიალური სეკრეციის დაგროვება თქვენს ფილტვებში.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა სამკურნალწამლო პრეპარატები, მათ შორის ექიმის დანიშვნის გარეშე მისაღები სამკურნალწამლო პრეპარატები ან საკვები დანამატები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თავი მოარიდეთ ამოსახველებელი პრეპარატების ერთდროულ გამოყენებას (იხ. პუნქტი 4.4. „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ, არ გამოიყენოთ ტუსიფენ ბებე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს თქვენი ექიმის მიერ არის რეკომენდებული.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
იშვიათ შემთხვევებში ტუსიფენ ბებემ ზოგიერთ ადამიანში შეიძლება მოადუნოს სიფხიზლე ნორმალურ მდგომარეობასთან შედარებით. თუ თქვენ გამოგივლინდათ ეს მდგომარეობა, უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების პერიოდში ტრანსპორტის მართვისას ან მანქანებთან მუშაობისას. თქვენმა ბავშვმა უნდა მოარიდოს თავი ველოსიპედით ან სკუტერით გზაზე მგზავრობას ტუსიფენ ბებე 5 მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარის გამოყენებისას.
ტუსიფენ ბებე 5 მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი შეიცავს სორბიტოლს, ეთანოლს და ნატრიუმს
სორბიტოლი (E 420)
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 284 მგ სორბიტოლს ყოველ მილილიტრში. სორბიტოლი ფრუქტოზის წყაროა. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ ან თქვენს ბავშვს აქვს ზოგიერთი შაქრების აუტანლობა ან დაგიდგინდათ ფრუქტოზის მემკვიდრული აუტანლობის დიაგნოზი – იშვიათი გენეტიკური დაავადებისა, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმი ვერ ახერხებს ფრუქტოზის დაშლას - გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, სანამ თქვენ ან თქვენი ბავშვი მიიღებთ ან მიგაღებინებენ ამ სამკურნალო პრეპარატს.
ეთანოლი ეს სამკურნალწამლო პრეპარატი შეიცავს 3,00 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს) ერთ მილილიტრზე.
ერთ დოზაში ამ სამკურნალო პრეპარატის რაოდენობა 0,08 მლ ლუდის ან 0,03 მლ ღვინის ეკვივალენტურია. ამ სამკურნალო პრეპარატში არსებული ალკოჰოლის მცირე რაოდენობა არ მოახდენს საგრძნობლად გამოხატულ ეფექტს.
ნატრიუმი ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაში, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალლო პრეპარატის მსგავსად, ამ სამკურნალო პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველასთან არ გამოვლინდება.
შემდეგი გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს იშვიათ შემთხვევებში (შეიძლება შეეხოს 1000-დან 1 ადამიანს):
ძილიანობა, კანის ქავილიანი გამონაყარი, გულისრევა და დიარეა.
ეს გვერდითი მოვლენები უნდა გაქრეს დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ჭარბი დოზა
ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავბრუსხვევა და ჰიპოტენზია.
მკურნალობა შემდგომი ზომები კლინიკურად დადგენილი ან რეკომენდებული უნდა იყოს ტოქსიკოლოგიური ცენტრის მიერ, სადაც ის არსებობს. სპეციფიკური მკურნალობა ბუტამირატის ჭარბი დოზირებისთვის არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს პაციენტის მხარდამჭერი მკურნალობა, შესაბამისი ზედამხედველობით საჭიროების შემთხვევაში.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ბუტამირატის ციტრატი.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): სორბიტოლი, თხევადი არაკრისტალური (E 420); გლიცერინი; ნატრიუმის საქარინი; ბენზოის მჟავა; ნატრიუმის ჰიდროქსიდი 30%; ეთანოლი 96%; ვანილინი; გაწმენდილი წყალი.
როგორ გამოიყურება ტუსიფენ ბებე და რას შეიცავს შეფუთვა
ტუსიფენ ბებე არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი ვანილის არომატით.
ტუსიფენ ბებე შემოთავაზებულია შიგნით მისაღები წვეთების, ხსნარის სახით.
ყავისფერი მინის ფლაკონი 20 მლ მოცულობით, აღჭურვილი წვეთოვანი საცობით, დახურული ხრახნიანი თავსახურით.
1 (ერთი) ფლაკონი, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში.
გაცემის პირობები – ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სს სოფარმა ილიენსკოეს შოსეს ქუჩა № 16 1220 სოფია, ბულგარეთი
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა, ხველის დამთრგუნველი, პრეპარატები. ATC კოდი: R05DB13.
მოქმედების მექანიზმი
ბუტამირატის ციტრატი – ტუსიფენ ბებე 5 მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთების, ხსნარის ერთადერთი მოქმედი ნივთიერება, – წარმოადგენს ხველის დამთრგუნველ საშუალებას, რომელიც არ არის დაკავშირებული არც ქიმიურად და არც ფარმაკოლოგიურად ოპიუმის ალკალოიდებთან.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა არსებული მონაცემების საფუძველზე, ბუტამირატი კარგად და სწრაფად შეიწოვება და ჰიდროლიზდება 2-ფენილზეთოვან მჟავამდე და დიეთილამინოეთოქსიეთანოლამდე. მიღებული საკვების გავლენა არ არის შესწავლილი. 2-ფენილზეთოვანი მჟავისა და დიეთილამინოეთოქსიეთანოლის ექსპოზიცია სრულად პროპორციულია გამოყენებული ნივთიერების დოზისა 22,5 მგ-დან 90 მგ-მდე.
განაწილება ბუტამირატის ციტრატს აქვს განაწილების დიდი მოცულობა, რომელიც მერყეობს 81 ლ-დან 112 ლ-მდე (სხეულის მასაზე კილოგრამებში გადაანგარიშებით), აგრეთვე მაღალი დონის კავშირი პლაზმის ცილებთან. 2-ფენილზეთოვანი მჟავა დიდწილად უკავშირდება პლაზმის ცილებს ყველა დოზურ დონეზე (22,5 - 90 მგ) 89,3 - 91,6%-ის მნიშვნელობებით.
დიეთილამინოეთოქსიეთანოლი ავლენს გარკვეული ხარისხის კავშირს პლაზმის ცილებთან, რაც 28,8% - 45,7% დიაპაზონში მნიშვნელობებით მერყეობს. არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, აღწევს თუ არა ბუტამირატის ციტრატი პლაცენტაში და გამოიყოფა თუ არა ძუძუს რძეთი.
ბიოტრანსფორმაცია ბუტამირატის ციტრატის ჰიდროლიზი ხდება სწრაფად და ძირითადად იწვევს 2-ფენილზეთოვანი მჟავისა და დიეთილამინოეთოქსიეთანოლის წარმოქმნას. სხვადასხვა სახეობებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე ითვლება, რომ ხველის შემამსუბუქებელ მოქმედებას ახდენს ორი ძირითადი მეტაბოლიტი. არ არსებობს მონაცემები ალკოჰოლის მეტაბოლიტების შესახებ ადამიანში. შემდგომ 2-ფენილზეთოვანი მჟავა განიცდის ნაწილობრივ მეტაბოლიზმს, პარა-მდგომარეობაში ჰიდროქსილირების გზით.
გამოყოფა სამი მეტაბოლიტის გამოყოფა ხორციელდება ძირითადად თირკმლების მეშვეობით. ღვიძლში კონიუგაციის შემდეგ, მჟავე მეტაბოლიტები მნიშვნელოვნად უკავშირდებიან გლუკურონის მჟავას. კონიუგირებული 2-ფენილზეოვანი მჟავის დონეები შარდში ბევრად მაღალია, ვიდრე სისხლის პლაზმაში. ბუტამირატის ციტრატი ვლინდება შარდში 48 საათამდე, და 96-საათიანი მოდელური პერიოდის განმავლობაში შარდთან გამოყოფილი ბუტამირატის ციტრატის რაოდენობისთვის გამოითვლება 22,5 მგ, 45 მგ, 67,5 მგ და 90 მგ დოზური დონეებისთვის დაახლოებით 0,02, 0,02, 0,03 და 0,03% შესაბამისად. ბუტამირატის ციტრატის დოზის უფრო დიდი პროცენტი გამოიყოფა შარდთან დიეთილამინოეთოქსიეთანოლის სახით ან დეკონიუგირებული 2-ფენილზეთოვანი მჟავის სახით. ნახევარგამოყოფის გაზომილი პერიოდი 2-ფენილზეთოვანი მჟავისთვის, ბუტამირატის ციტრატისთვის და დიეთილამინოეთოქსიეთანოლისთვის შეადგენს შესაბამისად 23,26 - 24,42, 1,48 -1,93 და 2,72-2,90 საათს.
კინეტიკა პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში
უცნობია, ახდენს თუ არა ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევები გავლენას ბუტამირატის ციტრატის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ტუსიფენ ბებე 5 მგ/მლ წვეთები შიგნით მისაღებად, ხსნარი ბუტამირატის ციტრატი TUSSIPHEN® BEBE 5 mg/ml oral drops, solution Butamirate citrate
ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ინსტრუქცია, ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ეს სამკურნალწამლო პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. ამის მიუხედავად, საუკეთესო სამკურნალო შედეგების მისაღებად, ზედმიწევნით უნდა დაიცვათ სამკურნaლო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა სერიოზული ხდება ან შეამჩნევთ სხვა მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ინსტრუქციის შინაარსი:
რას წარმოადგენს ტუსიფენ ბებე და რისთვის გამოიყენება.
რა უნდა იცოდეთ ტუსიფე ბებეს გამოყენებამდე.
როგორ გამოვიყენოთ ტუსიფენ ბებე .
შესაძლო გვერდითი მოვლენები.
როგორ შევინახოთ ტუსიფენ ბებე.
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
- რას წარმოადგენს ტუსიფენ ბებე და რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ტუსიფენ ბებე შეიცავს მოქმედ ნივთიერებას – ბუტამირატის ციტრატს, რომელიც მიეკუთვნება ხველის შემაკავებელი სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს.
ტუსიფენ ბებე 5 მგ/მლ წვეთები შიგნით მისაღებად, ხსნარი გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის ხველის სიმპტომური მკურნალობისთვის.
- რა უნდა იცოდეთ ტუსიფენ ბებეს გამოყენებამდე
არ მიიღოთ ტუსიფენ ბებე თუ:
გაქვთ ალერგია ბუტამირატის ციტრატზე ან პრეპარატის სხვა ნებისმიერ კომპონენტზე (ჩამოთვლილია პუნქტ 6-ში და პუნქტი 2-ის ბოლოში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ტუსიფენ ბებე 5 მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარის გამოყენებამდე.
არ გამოიყენოთ ტუსიფენ ბებე სხვა ამოსახველებელ სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროულად. თუ სიმპტომები გრძელდება ან არ შეიმჩნევა გაუმჯობესება, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები
2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოიყენება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
სხვა სამკურნალწამლო პრეპარატები და პრეპარატი ტუსიფენ ბებე
თავი მოარიდეთ ერთდროულად სხვა ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან გამოყენებას, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ბრონქიალური სეკრეციის დაგროვება თქვენს ფილტვებში.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა სამკურნალწამლო პრეპარატები, მათ შორის ექიმის დანიშვნის გარეშე მისაღები სამკურნალწამლო პრეპარატები ან საკვები დანამატები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ, არ გამოიყენოთ ტუსიფენ ბებე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს თქვენი ექიმის მიერ არის რეკომენდებული.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა
იშვიათ შემთხვევებში ტუსიფენ ბებემ ზოგიერთ ადამიანში შეიძლება მოადუნოს სიფხიზლე ნორმალურ მდგომარეობასთან შედარებით. თუ თქვენ გამოგივლინდათ ეს მდგომარეობა, უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების პერიოდში ტრანსპორტის მართვისას ან მანქანებთან მუშაობისას. თქვენმა ბავშვმა უნდა მოარიდოს თავი ველოსიპედით ან სკუტერით გზაზე მგზავრობას ტუსიფენ ბებე 5 მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარის გამოყენებისას.
ტუსიფენ ბებე 5 მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი შეიცავს სორბიტოლს, ეთანოლს და ნატრიუმს
სორბიტოლი (E 420)
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 284 მგ სორბიტოლს ყოველ მილილიტრში. სორბიტოლი ფრუქტოზის წყაროა. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ ან თქვენს ბავშვს აქვს ზოგიერთი შაქრების აუტანლობა ან დაგიდგინდათ ფრუქტოზის მემკვიდრული აუტანლობის დიაგნოზი – იშვიათი გენეტიკური დაავადებისა, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმი ვერ ახერხებს ფრუქტოზის დაშლას - გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, სანამ თქვენ ან თქვენი ბავშვი მიიღებთ ან მიგაღებინებენ ამ სამკურნალო პრეპარატს.
ეთანოლი ეს სამკურნალწამლო პრეპარატი შეიცავს 3,00 მგ ალკოჰოლს (ეთანოლს) ერთ მილილიტრზე.
ერთ დოზაში ამ სამკურნალო პრეპარატის რაოდენობა 0,08 მლ ლუდის ან 0,03 მლ ღვინის ეკვივალენტურია. ამ სამკურნალო პრეპარატში არსებული ალკოჰოლის მცირე რაოდენობა არ მოახდენს საგრძნობლად გამოხატულ ეფექტს.
ნატრიუმი ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაში, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
- როგორ მივიღოთ ტუსიფენ ბებე
ყოველთვის მიიღეთ ეს სამკურნალო პრეპარატი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტი დაცვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ ტუსიფენ ბებე ერთი კვირაზე მეტ ხანს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
გამოიყენეთ ყველაზე მცირე დოზა სიმპტომების მკურნალობისთვის და გამოიყენეთ ტუსიფენ ბებე მკურნალობის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში.
გამოყენება ბავშვებში:
3 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: 25 წვეთი დღეში 4-ჯერ.
1 წლიდან 3 წლამდე ბავშვები: 15 წვეთი დღეში 4-ჯერ.
2 თვიდან 1 წლამდე ბავშვები: 10 წვეთი დღეში 4-ჯერ.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
თუ მიიღეთ ტუსიფენ ბებეს საჭიროზე მეტი ოდენობა
ტუსიფენ ბებეს ზედმეტმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავბრუსხვევა და დაბალი არტერიული წნევა. თუ მიიღეთ ამ სამკურნალო პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
თუ გამოტოვეთ ტუსიფენ ბებეს მიღება
თუ გამოტოვეთ ერთი დოზის მიღება, მიიღეთ იგი რაც შეიძლება მალე. თუ შემდეგი დოზის დრო თითქმის მოვიდა, მიიღეთ იგი ჩვეულებრივ, დავიწყებული დოზის გამოტოვებით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის კომპენსაციისთვის. განაგრძეთ წამლის მიღება ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალლო პრეპარატის მსგავსად, ამ სამკურნალო პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველასთან არ გამოვლინდება.
შემდეგი გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს იშვიათ შემთხვევებში (შეიძლება შეეხოს 1000-დან 1 ადამიანს):
ძილიანობა, კანის ქავილიანი გამონაყარი, გულისრევა და დიარეა.
ეს გვერდითი მოვლენები უნდა გაქრეს დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
- როგორ შევინახოთ ტუსიფენ ბებე
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე სიტყვა „ვარგისია:“-ს შემდგომ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში.
ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატი, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ტუსიფენ ბებე
მოქმედი ნივთიერება: ბუტამირატის ციტრატი.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): სორბიტოლი, თხევადი არაკრისტალური (E 420); გლიცერინი; ნატრიუმის საქარინი; ბენზოის მჟავა; ნატრიუმის ჰიდროქსიდი 30%; ეთანოლი 96%; ვანილინი; გაწმენდილი წყალი.
როგორ გამოიყურება ტუსიფენ ბებე და რას შეიცავს შეფუთვა
ტუსიფენ ბებე არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი ვანილის არომატით.
ტუსიფენ ბებე შემოთავაზებულია შიგნით მისაღები წვეთების, ხსნარის სახით.
ყავისფერი მინის ფლაკონი 20 მლ მოცულობით, აღჭურვილი წვეთოვანი საცობით, დახურული ხრახნიანი თავსახურით.
1 (ერთი) ფლაკონი, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში.
გაცემის პირობები – ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სს სოფარმა ილიენსკოეს შოსეს ქუჩა № 16 1220 სოფია, ბულგარეთი
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: 2025 წლის იანვარი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


