არტიკაინ-ვეგა
Articain-Vega
- მოქმედი ნივთიერება
- არტიკაინ (articaine) + ეპინეფრინით (epinephrine)
- ფორმა და შეფუთვა
- (40მგ+0.01მგ)/მლ 1,7მლ (1:100 000) სტომატოლოგიაში გამოსაყენებელი საინექციო ხსნარი ინფილტრაციული და გამტარი ანესთეზიისათვის მინის კარტრიჯი №60 (3X20)
- მწარმოებელი
- SC BALKAN PHARMACEUTICALS SRL, მოლდოვა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ამიდები
- ATC კოდი
- N01BB58
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045243
- რეგისტრირებულია
- 16 აპრილი 2026, მოქმედებს 16 აპრილი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- VEGAPHARM LLP (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- შპს ,,ვეგაფარმ-ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
არტიკაინ-ვეგა — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი განკუთვნილია პირის ღრუში გამოსაყენებლად და შეიძლება შეყვანილ იქნას მხოლოდ იმ ქსოვილებში, სადაც არ არის ანთებითი პროცესი.
არ შეიძლება ინექციის ჩატარება ქსოვილებში ანთებადი პროცესით.
პრეპარატის ინტრავენურად შეყვანა არ შეიძლება.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ პრეპარატის სისხლძარღვებში შემთხვევითი მოხვედრა, მის შეყვანამდე ყოველთვის უნდა ტარდებოდეს ორეტაპიანი ასპირაციული სინჯი ნემსის 90° და 180°-ით შემობრუნებით.
ისეთი ძირითადი სისტემური რეაქციების თავიდან აცილება, რომლებიც შეიძლება განვითარდნენ პრეპარატის შემთხვევით ინტრავასკულარული შეყვანის დროს, შეიძლება ინექციის ტექნიკის დაცვისას: ასპირაციული სინჯის ჩატარების შემდეგ ნელა შეჰყავთ პრეპარატის 0,1–0,2 მლ, შემდეგ მინიმუმ 20–30 წამის გასვლის შემდეგ, ნელა შეჰყავთ პრეპარატის დანარჩენი დოზა. ინექციის წნევა უნდა შეესაბამებოდეს ქსოვილების მგრძნობელობას.
ინფიცირების თავიდან ასაცილებლად (მათ შორის ჰეპატიტის ვირუსით) აუცილებლად თვალყური უნდა ვადევნოთ იმას, რომ ამპულიდან ხსნარის ამოღება მოხდეს ახალი, სტერილური შპრიცებით და ნემსებით.
გახსნილი კარტრიჯის ხელმეორედ გამოყენება სხვა პაციენტებზე არ შეიძლება (ჰეპატიტით დაავადების საშიშროება)!
არ შეიძლება დაზიანებული კატრიჯის გამოყენება.
სამკურნალო პრეპარატი არ შეიძლება იქნას გამოყენებული, თუ ხსნარმა შეიცვალა ფერი ან აიმღვრა.
დოზირების რეჟიმი:
ანესთეზიისთვის ზედა ყბის კბილების არაგართულებული ამოღებისას, ანთების არარსებობის შემთხვევაში, ჩვეულებრივ საკმარისია პრეპარატ არტიკაინ ვეგას დეპოს შექმნა გარდამავალ ნაკეცში, ლორწოვანისქვეშა გარსში მისი შეყვანის გზით ვესტიბულარული მხრიდან (პრეპარატის 1,7 მლ თითო კბილზე). ცალკეული შემთხვევების დროს სრული ანესთეზიის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს 1მლ-დან 1,7 მლ-მდე დამატებითი შეყვანა. უმეტეს შემთხვევაში ეს გვაძლევს შესაძლებლობას არ ჩავატაროთ მტკივნეული ინექცია ზედა სასაზე.
ანესთეზიისთვის გაჭრისა და ნაკერების დადებისას, სასის უბანზე სასის დეპოს შექმნის მიზნით, აუცილებელია პრეპარატის დაახლოებით 0,1 მლ თითოეულ ინექციაზე.
რამდენიმე გვერდიგვერდ მდებარე კბილის ამოღებისას, ჩვეულებრივ, ხერხდება ინექციების რაოდენობის შეზღუდვა.
ქვედა ყბის პრემოლარების ამოღებისას, ანთების არარსებობის შემთხვევაში, როგორც წესი, საკმარისია 1,7 მლ შეყვანა თითო კბილზე. თუკი ასეთი გზით ვერ მოხერხდა სასურველი ეფექტის მიღწევა, საჭიროა დამატებითი ინექციის ჩატარება ანესთეტიკის 1-1,7 მლ-ს შეყვანით ლორწოვანისქვეშა გარსში, გარდამავალი ნაკეცის უბანში, ვესტიბულარული მხრიდან. თუკი ამ შემთხვევაშიც ვერ მოხერხდა სრული ანესთეზიის მიღწევა, საჭიროა ჩატარდეს ქვედა ყბის ნერვის გამტარი ბლოკადა.
არტიკაინი-ვეგა 40 მგ + 0,01 მგ/მლ :
ქირურგიული ჩარევებისას, მათი სიმძიმისა და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად.
არტიკაინ-ვეგა 40 მგ + 0,005 მგ/მლ :
ღრუების დამუშავებისა და გვირგვინისთვის კბილების გაქლიბვის დროს, ქვედა ყბის მოლარების გარდა, მკურნალობის მოცულობისა და ხანგრძლივობიდან გამომდინარე ნაჩვენებია პრეპარატის შეყვანა გარდამავალი ნაკეცის უბანში ვესტიბულარული მხრიდან დოზით 0,5-1,7 მლ კბილზე.
ზრდასრულებში ერთი სამკურნალო პროცედურის შესრულებისას შეიძლება არტიკაინის შეყვანა დოზით 7 მგ-მდე 1კგ სხეულის მასაზე. აღინიშნება, რომ პაციენტები კარგად იტანდნენ დოზებს 500 მგ-მდე (შეესაბამება საინექციო ხსნარის 12,5 მლ -ს).
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და ყველა პაციენტში თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობისთ შესაძლებელია არტიკაინის გაზრდილი პლაზმური კონცენტრაციების შექმნა.
ამ პაციენტებისთვის უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური დოზები, რომლებიც აუცილებელია ანესთეზიის საკმარისი სიღრმის მისაღწევად.
ბავშვები :
4 წელზე უფროსი ასაკის პედიატრიული პაციენტებისთვის უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური დოზები, რომლებიც საჭიროა ადექვატური ანესთეზიის მისაღწევად.
პრეპარატის დოზა გამოითვლება ბავშვის ასაკიდან და სხეულის მასიდან გამომდინარე , მაგრამ ის არ უნდა აღემატებოდეს არტიკაინის 7 მგ-ს 1კგ სხეულის მასაზე (0,175 მლ/კგ).
პრეპარატის გამოყენება 1 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი.
სიფრთხილის ზომები
,
ანესთეზია უნდა ტარდებოდეს გამოცდილი სპეციალისტების მიერ შესაბამისად აღჭურვილ ოთახში, სადაც გულის ფუნქციონირების მონიტორინგისა და სარეანიმაციო ზომების ჩასატარებლად საჭირო აღჭურვილობა და პრეპარატები იქნება ხელმისაწვდომი და გამზადებული დაუყოვნებლივი გამოყენებისთვის. პერსონალი, რომელიც ატარებს ანესთეზიას, უნდა იყოს კვალიფიციური და ჰქონდეს შესწავლილი ანესთეზიის შესრულების ტექნიკა, უნდა იცნობდეს სისტემური ტოქსიკური რეაქციების, არასასურველი მოვლენებისა და რეაქციების და სხვა გართულებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
ქოლინესტერაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში პრეპარატი შეიძლება იქნას გამოყენებული მხოლოდ მკაცრი ჩვენებების არსებობისას, ვინაიდან შესაძლებელია მისი მოქმედების პროლონგირება და, გარკვეული მდგომარეობების დროს, მისი მოქმედების გაძლიერება.
განსაკუთრებული სიფრთხილით არტიკაინ ვეგა გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლის შედედების დარღვევები, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, ჰალოგენირებული საინჰალაციო ნარკოტიკურ საშუალებებთან კომბინირებული გამოყენებისას, ეპილეფსიით ანამნეზში.
პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით (გულის ქრონიკული უკმარისობა, გული იშემიური დაავადება, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი ანამნეზში, გულის რითმის დარღვევები, არტერიული ჰიპერტენზია), ათეროსკლეროზით, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი უკმარისობით, ინსულტით ანამნეზში, ქრონიკული ბრონქიტით, ფილტვის ენფიზემით, შაქრიანი დიაბეტით, მშფოთვარე ნევროზის მძიმე ფორმებით მიზანშეწონილია ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც არ შეიცავენ ეპინეფრინს ან ეპინეფრინის კონცენტრაციით 0, 005 მგ/მლ.
არ შეიძლება ინექციის ჩატარება ანთების მქონე უბანში.
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია იქონიოთ ინფორმაცია პაციენტის ანამნეზისა და იმ თანმხლები მკურნალობის ჩატარების შესახებ, რომელიც ამავდროულად უტარდება მას. ექიმმა უნდა შეინარჩუნოს ვერბალური კონტაქტი პაციენტთან და, ალერგიის რისკის შემთხვევაში, შეიყვანოს სატესტო დოზა სავარაუდოს 5 ან 10% ოდენობით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვადასხვა ადგილობრივი ანესთეტიკების კომბინაცია წარმოქმნის დამატებით ზემოქმედებას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ცნს-ზე.
კომბინაციები, რომლებიც უკუნაჩვენებია :
არასელექტიურ ბეტა-ადრენობლოკატორებთან, მაგალითად, პროპრანოლოლთან.
ჰიპერტონული კრიზისა და გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების რისკი.
ურთიერთქმედებები, რომლებიც გასათვალისწინებელია:
ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, MAO-ს ინჰიბიტორებთან.
არტერიული წნევის ამწევი ვაზოკონსტრიქტორების (ადრენომიმეტიკების) მოქმედება, მაგალითად, ეპინეფრინის, შეიძლება გაძლიერდეს ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა ან MAO ინჰიბიტორების მიერ. მსგავსი დაკვირვებები აღწერილია ნორეპინეფრინის 1:25000 და ეპინეფრინის 1:80000 კონცენტრაციებისთვის, როდესაც ისინი გამოიყენება როგორც ვაზოკონსტრიქტორები. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატ არტიკაინ ვეგაში ეპინეფრინის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად დაბალია - 1:200000 - მაინც გასათვალისწინებელია ეპინეფრინის ჰიპერტენზიული მოქმედების გაძლიერების შესაძლებლობა.
სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ს.
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები აძლიერებენ ისეთი სამკურნალო საშუალებების მოქმედებას, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ს. ნარკოტიკული ანალგეტიკები აძლიერებენ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მოქმედებას, თუმცა ზრდიან სუნთქვის დათრგუნვის რისკს.
ანტიკოაგულანტებთან და სხვა პრეპარატებთან, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას. პრეპარატ არტიკაინ ვეგას ინექციის ჩატარებისას პაციენტებთან, რომლებიც ღებულობენ ჰეპარინს ან აცეტილსალიცილის მჟავას, შესაძლოა სისხლდენის განვითარება ინექციის ადგილზე.
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებთან.
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები ამცირებენ ადგილობრივი საანესთეზიო სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც შესაძლებელია არტიკაინის მოქმედების პროლონგირება და გამოხატული გაძლიერება.
შინაგანად მისაღებ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან.
ეპინეფრინმა შეიძლება დათრგუნოს ინსულინის გამოყოფა კუჭქვეშა ჯირკვლის β-უჯრედებიდან და შეასუსტოს შინაგანად მისაღები ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტი.
ინჰალაციური ნარკოზის ზოგიერთ საშუალებებთან (ჰალოტანი).
ჰალოტანს შეუძლია გაზარდოს მიოკარდიუმის მგრძნობელობა კატექოლამინების მიმართ და აგრეთვე გულის რითმის დარღვევების განვითარების რისკი პრეპარატ არტიკაინ ვეგას ინექციის შემდეგ.
სადეზინფექციო ხსნარებთან, რომლებიც შეიცავენ მძიმე მეტალებს.
მძიმე მეტალების შემცველი სადეზინფექციო ხსნარით ადგილობრივი ანესთეთიკის ინექციის ადგილის დამუშავებისას იზრდება ინექციის ადგილზე ლოკალური რეაქციების -შეშუპების, ტკივილის- განვითარების რისკი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არტიკაინი და ეპინეფრინი გადიან პლაცენტარული ბარიერის მიღმა.
არტიკაინის კონცენტრაცია ახალშობილების სისხლის შრატში (დედისთვის პრეპარატის შეყვანის შემდეგ) შეადგენს დედის სისხლის პლაზმაში არტიკაინის არსებული კონცენტრაციის დაახლოებით 30%-ს.
კლინიკური მონაცემების უკმარისობის გამო, პრეპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება ექიმ სტომატოლოგის მიერ უნდა იქნას მიღებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მიღების პოტენციური სარგებელი დედისთვის ამართლებს პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.
ორსულობის დროს არტიკაინის გამოყენების აუცილებლობისას ჯობია გამოიყენებული იქნას ისეთი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც არ შეიცავენ ეპინეფრინს ან ეპინეფრინის კონცენტრაცია შეადგენს 0,005 მგ/მლ.
ინტრავასკულარულად შემთხვევით შეყვანის დროს ეპინეფრინმა შესაძლოა შეამციროს საშვილოსნოს სისხლმომარაგება.
პრეპარატის მოკლევადიანი გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში, როგორც წესი, არ ითხოვს ძუძუთი კვების შეწყვეტას, რადგან დედის რძეში არტიკაინისა და ეპინეფრინის კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაციები არ ფიქსირდება.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, <1/10), არახშირად (≥1/1000, <1/100), იშვიათად (≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით; სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განისაზღვროს არსებული მონაცემების მიხედვით).
იმუნური სისტემის მხრივ :
- სიხშირე უცნობია – ალერგიული ან ალერგიისმაგვარი რეაქციები. შეიძლება გამოიხატებოდეს შეშუპების და (ან) ანთების სახით ინექციის ადგილზე, მაგრამ შეიძლება წარმოიქმნას ინექციის ადგილისგან დამოუკიდებლად და გამოიხატებოდეს სიწითლით, ქავილით, კონიუნქტივიტით, რინიტით, სახის ანგიონევროზული შეშუპებით, ზედა ტუჩისა და (ან) ქვედა ტუჩის, ლოყების შეშუპებით, ხორხის შეშუპებით „ყელში ბურთის“ შეგრძნებით და ყლაპვის გაძნელებით, ჭინჭრის ციებით და სუნთქვის გაძნელებით, რომლებმაც შეიძლება მიაღწიონ ანაფილაქსიურ შოკამდე.
ნერვული სისტემის მხრივ : ხშირად – პარესთეზია, ჰიპესტეზია, თავის ტკივილი (პრეპარატში ეპინეფრინის შემცველობის გამო); არახშირად – თავბრუსხვევა; სიხშირე უცნობია – ცნს-ს მხრიდან დოზაზე დამოკიდებული რეაქციები (ზედმეტად მაღალი დოზის ან შემთხვევითი ინტრავასკულარული შეყვანის შემდეგ განვითარებული რეაქციების ჩათვლით), მათ შორის შფოთვა, ნერვოზულობა, გაშეშება,ცნობიერების დაბინდვა მის დაკარგვამდეც კი, კომა, სუნთქვის დარღვევა მის გაჩერებამდე, კუნთების ტრემორი და კუნთების თრთოლვა გენერალიზებულ კრუნჩხვებამდე. პრეპარატის შეყვანის სწორი ტექნიკის დარღვევის შემთხვევაში ან ანატომიური თავისებურებების გამო ინექციის ადგილზე შესაძლოა მოხდეს სახის ნერვის დაზიანება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სახის ნერვის დამბლა და გემოს შეგრძნების დაქვეითება.
მხედველობის ორგანოს მხრივ : სიხშირე უცნობია – მხედველობის დარღვევები (ვიზუალური აღქმის სიმკვეთრის დაკარგვა, მიდრიაზი, სიბრმავე, მიოზი, გაორება თვალებში), რომლებიც ჩვეულებრივ შექცევადია და წარმოიქმნებიან ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ინექციის დროს ან მოკლე პერიოდის შემდეგ მისი შეყვანიდან.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ : არახშირად – ტაქიკარდია; სიხშირე უცნობია – გულის რითმის დარღვევები, არტერიული წნევის მომატება, არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა და შოკი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ : ხშირად – გულისრევა, ღებინება.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე : სიხშირე უცნობია – ცალკეულ შემთხვევებში შემთხვევითი ინტრავასკულარული შეყვანის დროს შესაძლებელია იშემიური ზონების წარმოქმნა შეყვანის ადგილზე, ქსოვილების ნეკროზამდეც კი.
ბავშვები :
გამოქვეყნებულ კვლევებში უსაფრთხოების პროფილი ბაშვებში და მოზარდებში 4-დან 18 წლის ასაკამდე ზრდასრულების უსაფრთხოების პროფილის ანალოგიურია. ამისდამიუხედავად, პირის ღრუს რბილი ქსოვილების შემთხვევითი ტრავმები უფრო ხშირად აღინიშნება ბავშვებში (16%-მდე), განსაკუთრებით 3-დან 7 წლის ასაკამდე (რბილი ქსოვილების უფრო ხანგრძლივ გაუტკივარებასთან დაკავშირებით). გვაქვს მონაცემები 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვების რეტროსპექტიული კვლევის შესახებ, რომლის მიმდინარეობის დროსაც სტომატოლოგიური ჩარევები ტარდებოდა ისეთი პრეპარატების გამოყენებით, რომლებიც შეიცავენ არტიკაინს 40 მგ/მლ + ეპინეფრინს 0,005 მგ/მლ 4,2 მლ დოზამდე. ამ კვლევის შედეგების მიხედვით გვერდითი ეფექტების არსებობის შესახებ შეტყობინებები არ შემოსულა.
ჭარბი დოზა
სიმპტომები :
ცნს მხრივ : ცნს აგზნება - შფოთვის, შიშის შეგძნება, გონების აღრევა, ჰიპერპნოე, ტაქიკარდია, არტერიული არტერიული წნევის მატება სახის გაწითლებით, გულისრევა, ღებინება, ტრემორი, თრთოლვა, ტონო-კლონური კრუნჩხვები; ცნს-ს დათრგუნვა - თავბრუსხვევა, სმენის დარღვევა, ლაპარაკის უნარის დაკარგვა, გაშეშება, ცნობიერების დაკარგვა, ატონია, სისხლძარღვთა მამოძრავებელი ნერვების დამბლა (სისუსტე, სიფერმკრთალე), ქოშინი, გარდაცვალება სასუნთქი კუნთების დამბლის გამო.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ : ბრადიკარდია, არითმია, პარკუჭების ფიბრილაცია, არტერიული წნევის დავარდნა, ციანოზი, გულის გაჩერება.
მკურნალობა :
ინტოქსიკაციის განვითარების პირველივე ნიშნების დროს ან პრეპარატის ისეთი გვერდითი მოქმედების შემთხვევაში, როგორიცაა თავბრუსხვევა, მოტორული აღგზნება ან გაშეშება პრეპარატის შეყვანის დროს, მისი შეყვანა უნდა შეწყდეს და პაციენტი გადაყვანილი უნდა იქნას ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აწეული ქვედა კიდურებით. უნდა იქნას უზრუნველყოფილი სასუნთქი გზების გამტარიანობა, ხდებოდეს ჰემოდინამიკის (გულის შეკუმშვის სიხშირე -გშს და აწ) მაჩვენებლების მონიტორინგი. რეკომენდებულია ყოველთვის, მაშინაც კი, როდესაც ინტოქსიკაციის სიმპტომები არ გვგონია მძიმე, უზრუნველვყოთ ვენების თავისუფალი წვდომა, რათა აუცილებლობის შემთხვევაში გვქონდეს საშუალება დაუყოვნებლივ მოვახდინოთ საჭირო სამკურნალო საშუალებების ი.ვ შეყვანა.
სუნთქვის დარღვევების დროს, მათი სიმძიმიდან გამომდინარე, რეკომენდებულია ჟანგბადის მიწოდება, ხოლო ხელოვნური სუნთქვის ჩატარების ჩვენებების წარმოქმნისას- ენდოტრაქეალური ინტუბაციისა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩატარება.
კუნთების თრთოლვისა და გენერალიზებული კრუნჩხვების კუპირება შეიძლება ისეთი სწრაფმოქმედი პრეპარატების ინტრავენური შეყვანით, რომლებსაც გააჩნიათ მიორელაქსაციისა და კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება (მაგალითად, დიაზეპამი ან სუქსამეტონიუმის ქლორიდი). ასევე რეკომენდებულია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩატარება(ჟანგბადის მიწოდება).
არტერიული წნევის მკვეთრი დავარდნის, ბრადიკარდიისა ან ტაქიკარდიის აღმოფხვრა ხშირად შესაძლებელია უბრალოდ პაციენტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაყვანით აწეული ქვედა კიდურებით.
სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევებისა და შოკის დროს, მათი მიზეზების მიუხედავად, პრეპარატის შეყვანა უნდა შეწყდეს და პაციენტი უნდა იქნას გადაყვანილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აწეული ქვედა კიდურებით. უნდა ჩარატდეს ჟანგბადის მიწოდება, ელექტროლიტური ხსნარების, გლუკოკორტიკოსტეროიდების (მაგალითად, 250–1000 მგპრედნიზოლონის ან მისი წარმოებულის, მაგალითად, მეთილპრედნიზოლონის, ეკვივალენტური რაოდენობის) ინტრავენური შეყვანა, ჩანაცვლებითი საინფუზიო თერაპია (აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებით, პლაზმის შემცვლელები, მათ შორის ადამიანის ალბუმინი).
კოლაფსის განვითარებისა და ბრადიკარდიის გაძლიერების დროს დაუყოვნებლივ ინტრავენურად შეიყვანება ეპინეფრინი (ადრენალინი). 1 მლ 0,1 %-იანი ეპინეფრინის ხსნარის (1: 1000) 10მლ-მდე განზავების შემდეგ ან 0,01 % ეპინეფრინის ხსნარს (1:10000) გამოყენებით, ატარებენ 0,25 -1 მლ (ეპინეფრინის 0,025–0,1 მგ) ნელ ი.ვ. შეყვანას, გულის რითმსა და აწ (ფრთხილად : შესაძლოა გულის რითმის დარღვევები! ) კონტროლით.
არ შეიძლება ინტრავენურად შესაყვანი ერთჯერადი დოზის 1 მლ-ს (ეპინეფრინის 0,1 მგ ) გადაჭარბება. ისეთი დოზების შემდგომი შეყვანის საჭიროებისას, რომლებიც აჭარბებენ 0,1 მგ-ს, ეპინეფრინი უნდა იქნას შეყვანილი ინფუზიურად, ხოლო შეყვანის სიჩქარე დარეგულირებული გულისცემისა და არტერიული წნევის კონტროლის მეშვეობით.
ძლიერი ტაქიკარდიისა და ტაქიარითმიის მკურნალობა შეიძლება ანტიარითმული საშუალებებით, არასელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორების გამოკლებით, ისეთების, როგორიცაა, მაგალითად, პროპრანოლოლი. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ჟანგბადის მიწოდება და ჰემოდინამიკის მონიტორინგი. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში არტერიული წნევის მომატებას აუცილებლობისას ხსნიან პერიფერიული სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების დახმარებით.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. არ გაყინოთ.
ვარგისობის ვადა:
ვადა მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია :
კომპანია Vegapharm LLP -თვის
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მწარმოებელი:
კს „ბალკან ფარმასიუტიკალს“ შპს
მოლდოვას რესპუბლიკა
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
არტიკაინ - ვეგა
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
სავაჭრო დასახელება: არტიკაინ-ვეგა. საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: არტიკაინი + ეპინეფრინი. სამკირნალო ფორმა: საინექციო ხსნარი. შემადგენლობა: არტიკაინ-ვეგა 40 მგ + 0,01 მგ/მლ: ყოველი მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერებები : არტიკაინის ჰიდროქლორიდი – 40 მგ და ეპინეფრინი (ტარტრატის სახით) – 0,01 მგ, რაც შეესაბამება ეპინეფრინის შემცველობას ხსნარში 1:100 000; დამხმარე ნივთიერებებს : ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი. ან არტიკაინ-ვეგა 40 მგ + 0,005 მგ/მლ: ყოველი მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერებები : არტიკაინის ჰიდროქლორიდი – 40 მგ და ეპინეფრინი (ტარტრატის სახით) – 0,005 მგ, რაც შეესაბამება ხსნარში ეპინეფრინის შემცველობას 1:200 000; დამხმარე ნივთიერებებს : ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება სისხლძარღვების შემავიწროვებელი კომპონენტით სტომატოლოგიაში გამოყენებისთვის. ათქ კოდი: N01BB58. ფარმაკოლოგიური თვისებები: ფარმაკოდინამიკა : არტიკაინი ეპინეფრინთან (ადრენალინთან) ერთად გამოიყენება სტომატოლოგიაში ინფილტრაციული და გამტარი ანესთეზიისთვის, ის წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის შემადგენლობაშიც შედის არტიკაინი (ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება) და ეპინეფრინი (სისხლძარღვის შემავიწროვებელი საშუალება), რომელსაც ამატებენ პრეპარატის შემადგენლობაში ანესთეზიის ხანგრძლივობის გასაგძელებლად. არტიკაინი ახდენს ადგილობრივ ანესთეზიურ მოქმედებას ნეირონების უჯრედულ მემბრანაში არსებული პოტენციალურად დამოკიდებული ნატრიუმის არხების ბლოკადის ხარჯზე, რაც იწვევს ნერვულ ბოჭკოში იმპულსების გამტარობის შექცევად ჩახშობას და მგრძნობელობის დროებით დაკარგვას. არტიკაინი ეპინეფრინთან ერთად ახდენს სწრაფ (ლატენტური პერიოდი 1–დან 3 წუთამდე) და ძლიერ ანესთეზიურ მოქმედებას, კარგად აიტანება ქსოვილების მიერ. ეფექტური ანესთეზიის ხანგრძლივობა, მათ შორის ინტრაპულპარული, შეადგენს არანაკლებ 75 წუთისა, რბილი ქსოვილების ანესთეზიის ხანგრძლივობა შეადგენს 120-დან–240 წუთამდე. ბავშვები : გამოქვეყნებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 3,5–16 წლის ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არტიკაინის 7 მგ დოზით 1კგ სხეულის მასაზე უზრუნველყოფს საკმარის ადგილობრივ ანესთეზიურ მოქმედებას ქვედა ყბის ინფილტრაციული ან ზედა ყბის გამტარი ანესთეზიის დროს. ანესთეზიის ხანგრძლივობა იყო შედარებადი ყველა ასაკობრივ ჯგუფში და დამოკიდებულია შესაყვანი პრეპარატის მოცულობაზე. ფარმაკოკინეტიკა : შეწოვა, განაწილება, მეტაბოლიზმი : არტიკაინის შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან შეადგენს დაახლოებით 95%.
შეყვანის შემდეგ არტიკაინი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად მეტაბოლიზდება სისხლისა და ქსოვილების არასპეციფიკური პლაზმური ესთერაზების ჰიდროლიზის გზით (90%). არტიკაინის 10%-მდე მეტაბოლიზდება ღვიძლში. ამ დროს წარმოქმნილ არტიკაინის მთავარ მეტაბოლიტს – არტიკაინის მჟავას– არ გააჩნია ადგილობრივი ანესთეტიკური აქტივობა და სისტემური ტოქსიკურობა, რაც იძლევა შესაძლებლობას განვახორციელოთ პრეპარატის რამოდენიმე განმეორებითი შეყვანა.
ბავშვებში ზოგადი ზემოქმედება ინფილტრაციული ანესთეზიის დროს ვესტიბულარული მხრიდან შედარებადია ზემოქმედებასთან ზრდასრულებში, თუმცა სისხლის პლაზმაში არტიკაინის Cmax მიიღწევა უფრო ადრე. გამოყოფა: პირის ღრუში ლორწოვანის ქვეშ შეყვანისას T1/2 შეადგენს დაახლოებით 25,3± 3,3 წუთს.
არტიკაინი გამოიყოფა თირკმელებით, ძირითადად არტიკაინის მჟავას სახით. გამოყენების ჩვენებები: არტიკაინ-ვეგა 40 მგ + 0,005 მგ/მლ : ნაჩვენებია ადგილობრივი ანესთეზიისთვის (ინფილტრაციული და გამტარი ანესთეზია) სტომატოლოგიაში.
გამოიყენება დაგეგმილი ჩარევებისას, ისეთების, როგორიცაა: ერთი ან რამოდენიმე კბილის ექსტრაქცია გართულების გარეშე, კარიოზული ღრუების დამუშავება, კბილის გაქლიბვა პროთეზირების წინ. არტიკაინ-ვეგა 40 მგ + 0,01 მგ/მლ : ნაჩვენებია ადგილობრივი ანესთეზიისთვის (ინფილტრაციული და გამტარი ანესთეზია) სტომატოლოგიაში ტრავმული ჩარევებისას და გამოხატული ჰემოსტაზის ან ოპერაციული ველის ვიზუალიზაციის გაუმჯობესების აუცილებლობის შემთხვევაში: -სტომატოლოგიური ოპერაციები ლორწოვან გარსზე ან ძვლებზე, სადაც საჭიროა უფრო გამოხატული იშემიის პირობების შექმნა; - ოპერაციები კბილის პულპაზე (ამპუტაცია ან ექსტირპაცია); - მოტეხილი კბილის ამოღება (ოსტეოტომია) ან აპიკალური პაროდონტიტით დაზიანებული კბილის ამოღება; - ხანგრძლივი ქირურგიული ჩარევები; - ტრანსკუტანური ოსტეოსინთეზი; - კისტების ექსციზია; - ჩარევები ღრძილის ლორწოვან გარსზე; - კბილის ფესვის წვერის რეზექცია. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნიბელობა არტიკაინის, ან სხვა ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების, ეპინეფრინის, სულფიტების მიმართ (კერძოდ, პაციენტებში, რომლებიც დაავადებულნი არიან ბრონქული ასთმით სულფიტების მიმართ მომატებული მგრძნობელობით, ვინაიდან მოლოდნელია მწვავე ალრგიული რეაქციების განვითარება ანაფილაქსიური შოკის ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ბრონქოსპაზმი), ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ.
პრეპარატის შემადგენლობაში არტიკაინის არსებობასთან დაკავშირებული უკუჩვენებები : - სინუსური კვანძის ფუნქციის მძიმე დარღვევები ან გამტარობის მძიმე დარღვევები
(მაგალითად, გამოხატული ბრადიკარდია, II–III ხარისხის AV ბლოკადა); - გულის მწვავე დეკომპენსირებული უკმარისობა;
- არტერიული ჰიპოტენზიის მძიმე ფორმა;
- ბავშვთა ასაკი 4 წლამდე (საკმარისი კლინიკური გამოცდილების არარსებობა);
პრეპარატის შემადგენლობაში ეპინეფრინის შემცველობასთან დაკავშირებული უკუჩვენებები - დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
- ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია;
- პაროქსიზმული ტაქიკარდია, ტაქიარითმია;
- მიოკარდიუმის ახლახანს გადატანილი ინფარქტი (6 თვემდე);
- ახლახანს გადატანილი აორტოკორონარული შუნტირება (3 თვემდე);
- არასელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორების მიღება, მაგალითად, პროპრანოლოლის (ჰიპერტონული კრიზისა და ბრადიკარდიის მძიმე ფორმის განვითარების რისკი) - ფეოქრომოციტომა; - არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე ფორმა. სიფრთხილით:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ქრონიკული გულის უკმარისობით, გულის იშემიური დაავადებით (გიდ), სტენოკარდიით, ათეროსკლეროზით, მიოკარდიუმის ინფარქტით ანამნეზში, გულის რითმის დარღვევებით, არტერიული ჰიპერტენზიით; პაციენტებში ცერებროვასკულური დარღვევებით, ინსულტით ანამნეზში; პაციენტებში ქრონიკული ბრონქიტით, ფილტვების ემფიზემით; პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით (სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილების პოტენციური რისკი); პაციენტებში ქოლინესთერაზის უკმარისობით(გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ვინაიდან შესაძლებელია პრეპარატის მოქმედების პროლონგირება და მისი გამოხატული გაძლიერება); პაციენტებში სისხლის შედედების დარღვევებით; პაციენტებში ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით; პაციენტებში გამოხატულიული აღგზნებადობით, პაციენტებში ეპილეფსიით ანამნეზში; ჰალოგენშემცველ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას ინჰალაციური ანესთეზიის ჩატარების დროს.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
არტიკაინი და ეპინეფრინი გადიან პლაცენტარული ბარიერის მიღმა.
არტიკაინის კონცენტრაცია ახალშობილების სისხლის შრატში (დედისთვის პრეპარატის შეყვანის შემდეგ) შეადგენს დედის სისხლის პლაზმაში არტიკაინის არსებული კონცენტრაციის დაახლოებით 30%-ს.
კლინიკური მონაცემების უკმარისობის გამო, პრეპარატის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება ექიმ სტომატოლოგის მიერ უნდა იქნას მიღებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მიღების პოტენციური სარგებელი დედისთვის ამართლებს პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.
ორსულობის დროს არტიკაინის გამოყენების აუცილებლობისას ჯობია გამოიყენებული იქნას ისეთი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც არ შეიცავენ ეპინეფრინს ან ეპინეფრინის კონცენტრაცია შეადგენს 0,005 მგ/მლ.
ინტრავასკულარულად შემთხვევით შეყვანის დროს ეპინეფრინმა შესაძლოა შეამციროს საშვილოსნოს სისხლმომარაგება.
პრეპარატის მოკლევადიანი გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში, როგორც წესი, არ ითხოვს ძუძუთი კვების შეწყვეტას, რადგან დედის რძეში არტიკაინისა და ეპინეფრინის კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაციები არ ფიქსირდება.
გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი განკუთვნილია პირის ღრუში გამოსაყენებლად და შეიძლება შეყვანილ იქნას მხოლოდ იმ ქსოვილებში, სადაც არ არის ანთებითი პროცესი.
არ შეიძლება ინექციის ჩატარება ქსოვილებში ანთებადი პროცესით.
პრეპარატის ინტრავენურად შეყვანა არ შეიძლება.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ პრეპარატის სისხლძარღვებში შემთხვევითი მოხვედრა, მის შეყვანამდე ყოველთვის უნდა ტარდებოდეს ორეტაპიანი ასპირაციული სინჯი ნემსის 90° და 180°-ით შემობრუნებით.
ისეთი ძირითადი სისტემური რეაქციების თავიდან აცილება, რომლებიც შეიძლება განვითარდნენ პრეპარატის შემთხვევით ინტრავასკულარული შეყვანის დროს, შეიძლება ინექციის ტექნიკის დაცვისას: ასპირაციული სინჯის ჩატარების შემდეგ ნელა შეჰყავთ პრეპარატის 0,1–0,2 მლ, შემდეგ მინიმუმ 20–30 წამის გასვლის შემდეგ, ნელა შეჰყავთ პრეპარატის დანარჩენი დოზა. ინექციის წნევა უნდა შეესაბამებოდეს ქსოვილების მგრძნობელობას.
ინფიცირების თავიდან ასაცილებლად (მათ შორის ჰეპატიტის ვირუსით) აუცილებლად თვალყური უნდა ვადევნოთ იმას, რომ ამპულიდან ხსნარის ამოღება მოხდეს ახალი, სტერილური შპრიცებით და ნემსებით.
გახსნილი კარტრიჯის ხელმეორედ გამოყენება სხვა პაციენტებზე არ შეიძლება (ჰეპატიტით დაავადების საშიშროება)!
არ შეიძლება დაზიანებული კატრიჯის გამოყენება.
სამკურნალო პრეპარატი არ შეიძლება იქნას გამოყენებული, თუ ხსნარმა შეიცვალა ფერი ან აიმღვრა.
დოზირების რეჟიმი:
ანესთეზიისთვის ზედა ყბის კბილების არაგართულებული ამოღებისას, ანთების არარსებობის შემთხვევაში, ჩვეულებრივ საკმარისია პრეპარატ არტიკაინ ვეგას დეპოს შექმნა გარდამავალ ნაკეცში, ლორწოვანისქვეშა გარსში მისი შეყვანის გზით ვესტიბულარული მხრიდან (პრეპარატის 1,7 მლ თითო კბილზე). ცალკეული შემთხვევების დროს სრული ანესთეზიის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს 1მლ-დან 1,7 მლ-მდე დამატებითი შეყვანა. უმეტეს შემთხვევაში ეს გვაძლევს შესაძლებლობას არ ჩავატაროთ მტკივნეული ინექცია ზედა სასაზე.
ანესთეზიისთვის გაჭრისა და ნაკერების დადებისას, სასის უბანზე სასის დეპოს შექმნის მიზნით, აუცილებელია პრეპარატის დაახლოებით 0,1 მლ თითოეულ ინექციაზე.
რამდენიმე გვერდიგვერდ მდებარე კბილის ამოღებისას, ჩვეულებრივ, ხერხდება ინექციების რაოდენობის შეზღუდვა.
ქვედა ყბის პრემოლარების ამოღებისას, ანთების არარსებობის შემთხვევაში, როგორც წესი, საკმარისია 1,7 მლ შეყვანა თითო კბილზე. თუკი ასეთი გზით ვერ მოხერხდა სასურველი ეფექტის მიღწევა, საჭიროა დამატებითი ინექციის ჩატარება ანესთეტიკის 1-1,7 მლ-ს შეყვანით ლორწოვანისქვეშა გარსში, გარდამავალი ნაკეცის უბანში, ვესტიბულარული მხრიდან. თუკი ამ შემთხვევაშიც ვერ მოხერხდა სრული ანესთეზიის მიღწევა, საჭიროა ჩატარდეს ქვედა ყბის ნერვის გამტარი ბლოკადა.
არტიკაინი-ვეგა 40 მგ + 0,01 მგ/მლ :
ქირურგიული ჩარევებისას, მათი სიმძიმისა და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად.
არტიკაინ-ვეგა 40 მგ + 0,005 მგ/მლ :
ღრუების დამუშავებისა და გვირგვინისთვის კბილების გაქლიბვის დროს, ქვედა ყბის მოლარების გარდა, მკურნალობის მოცულობისა და ხანგრძლივობიდან გამომდინარე ნაჩვენებია პრეპარატის შეყვანა გარდამავალი ნაკეცის უბანში ვესტიბულარული მხრიდან დოზით 0,5-1,7 მლ კბილზე.
ზრდასრულებში ერთი სამკურნალო პროცედურის შესრულებისას შეიძლება არტიკაინის შეყვანა დოზით 7 მგ-მდე 1კგ სხეულის მასაზე. აღინიშნება, რომ პაციენტები კარგად იტანდნენ დოზებს 500 მგ-მდე (შეესაბამება საინექციო ხსნარის 12,5 მლ -ს).
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და ყველა პაციენტში თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობისთ შესაძლებელია არტიკაინის გაზრდილი პლაზმური კონცენტრაციების შექმნა.
ამ პაციენტებისთვის უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური დოზები, რომლებიც აუცილებელია ანესთეზიის საკმარისი სიღრმის მისაღწევად.
ბავშვები :
4 წელზე უფროსი ასაკის პედიატრიული პაციენტებისთვის უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური დოზები, რომლებიც საჭიროა ადექვატური ანესთეზიის მისაღწევად.
პრეპარატის დოზა გამოითვლება ბავშვის ასაკიდან და სხეულის მასიდან გამომდინარე , მაგრამ ის არ უნდა აღემატებოდეს არტიკაინის 7 მგ-ს 1კგ სხეულის მასაზე (0,175 მლ/კგ).
პრეპარატის გამოყენება 1 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე წარმოდგენილია ჯანმოს მიერ რეკომენდებული კლასიფიკაციის მიხედვით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, <1/10), არახშირად (≥1/1000, <1/100), იშვიათად (≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით; სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განისაზღვროს არსებული მონაცემების მიხედვით).
იმუნური სისტემის მხრივ :
- სიხშირე უცნობია – ალერგიული ან ალერგიისმაგვარი რეაქციები. შეიძლება გამოიხატებოდეს შეშუპების და (ან) ანთების სახით ინექციის ადგილზე, მაგრამ შეიძლება წარმოიქმნას ინექციის ადგილისგან დამოუკიდებლად და გამოიხატებოდეს სიწითლით, ქავილით, კონიუნქტივიტით, რინიტით, სახის ანგიონევროზული შეშუპებით, ზედა ტუჩისა და (ან) ქვედა ტუჩის, ლოყების შეშუპებით, ხორხის შეშუპებით „ყელში ბურთის“ შეგრძნებით და ყლაპვის გაძნელებით, ჭინჭრის ციებით და სუნთქვის გაძნელებით, რომლებმაც შეიძლება მიაღწიონ ანაფილაქსიურ შოკამდე.
ნერვული სისტემის მხრივ : ხშირად – პარესთეზია, ჰიპესტეზია, თავის ტკივილი (პრეპარატში ეპინეფრინის შემცველობის გამო); არახშირად – თავბრუსხვევა; სიხშირე უცნობია – ცნს-ს მხრიდან დოზაზე დამოკიდებული რეაქციები (ზედმეტად მაღალი დოზის ან შემთხვევითი ინტრავასკულარული შეყვანის შემდეგ განვითარებული რეაქციების ჩათვლით), მათ შორის შფოთვა, ნერვოზულობა, გაშეშება,ცნობიერების დაბინდვა მის დაკარგვამდეც კი, კომა, სუნთქვის დარღვევა მის გაჩერებამდე, კუნთების ტრემორი და კუნთების თრთოლვა გენერალიზებულ კრუნჩხვებამდე. პრეპარატის შეყვანის სწორი ტექნიკის დარღვევის შემთხვევაში ან ანატომიური თავისებურებების გამო ინექციის ადგილზე შესაძლოა მოხდეს სახის ნერვის დაზიანება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სახის ნერვის დამბლა და გემოს შეგრძნების დაქვეითება.
მხედველობის ორგანოს მხრივ : სიხშირე უცნობია – მხედველობის დარღვევები (ვიზუალური აღქმის სიმკვეთრის დაკარგვა, მიდრიაზი, სიბრმავე, მიოზი, გაორება თვალებში), რომლებიც ჩვეულებრივ შექცევადია და წარმოიქმნებიან ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ინექციის დროს ან მოკლე პერიოდის შემდეგ მისი შეყვანიდან.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ : არახშირად – ტაქიკარდია; სიხშირე უცნობია – გულის რითმის დარღვევები, არტერიული წნევის მომატება, არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა და შოკი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ : ხშირად – გულისრევა, ღებინება.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე : სიხშირე უცნობია – ცალკეულ შემთხვევებში შემთხვევითი ინტრავასკულარული შეყვანის დროს შესაძლებელია იშემიური ზონების წარმოქმნა შეყვანის ადგილზე, ქსოვილების ნეკროზამდეც კი.
ბავშვები :
გამოქვეყნებულ კვლევებში უსაფრთხოების პროფილი ბაშვებში და მოზარდებში 4-დან 18 წლის ასაკამდე ზრდასრულების უსაფრთხოების პროფილის ანალოგიურია. ამისდამიუხედავად, პირის ღრუს რბილი ქსოვილების შემთხვევითი ტრავმები უფრო ხშირად აღინიშნება ბავშვებში (16%-მდე), განსაკუთრებით 3-დან 7 წლის ასაკამდე (რბილი ქსოვილების უფრო ხანგრძლივ გაუტკივარებასთან დაკავშირებით). გვაქვს მონაცემები 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვების რეტროსპექტიული კვლევის შესახებ, რომლის მიმდინარეობის დროსაც სტომატოლოგიური ჩარევები ტარდებოდა ისეთი პრეპარატების გამოყენებით, რომლებიც შეიცავენ არტიკაინს 40 მგ/მლ + ეპინეფრინს 0,005 მგ/მლ 4,2 მლ დოზამდე. ამ კვლევის შედეგების მიხედვით გვერდითი ეფექტების არსებობის შესახებ შეტყობინებები არ შემოსულა.
დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები :
ცნს მხრივ : ცნს აგზნება - შფოთვის, შიშის შეგძნება, გონების აღრევა, ჰიპერპნოე, ტაქიკარდია, არტერიული არტერიული წნევის მატება სახის გაწითლებით, გულისრევა, ღებინება, ტრემორი, თრთოლვა, ტონო-კლონური კრუნჩხვები; ცნს-ს დათრგუნვა - თავბრუსხვევა, სმენის დარღვევა, ლაპარაკის უნარის დაკარგვა, გაშეშება, ცნობიერების დაკარგვა, ატონია, სისხლძარღვთა მამოძრავებელი ნერვების დამბლა (სისუსტე, სიფერმკრთალე), ქოშინი, გარდაცვალება სასუნთქი კუნთების დამბლის გამო.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ : ბრადიკარდია, არითმია, პარკუჭების ფიბრილაცია, არტერიული წნევის დავარდნა, ციანოზი, გულის გაჩერება.
მკურნალობა :
ინტოქსიკაციის განვითარების პირველივე ნიშნების დროს ან პრეპარატის ისეთი გვერდითი მოქმედების შემთხვევაში, როგორიცაა თავბრუსხვევა, მოტორული აღგზნება ან გაშეშება პრეპარატის შეყვანის დროს, მისი შეყვანა უნდა შეწყდეს და პაციენტი გადაყვანილი უნდა იქნას ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აწეული ქვედა კიდურებით. უნდა იქნას უზრუნველყოფილი სასუნთქი გზების გამტარიანობა, ხდებოდეს ჰემოდინამიკის (გულის შეკუმშვის სიხშირე -გშს და აწ) მაჩვენებლების მონიტორინგი. რეკომენდებულია ყოველთვის, მაშინაც კი, როდესაც ინტოქსიკაციის სიმპტომები არ გვგონია მძიმე, უზრუნველვყოთ ვენების თავისუფალი წვდომა, რათა აუცილებლობის შემთხვევაში გვქონდეს საშუალება დაუყოვნებლივ მოვახდინოთ საჭირო სამკურნალო საშუალებების ი.ვ შეყვანა.
სუნთქვის დარღვევების დროს, მათი სიმძიმიდან გამომდინარე, რეკომენდებულია ჟანგბადის მიწოდება, ხოლო ხელოვნური სუნთქვის ჩატარების ჩვენებების წარმოქმნისას- ენდოტრაქეალური ინტუბაციისა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩატარება.
კუნთების თრთოლვისა და გენერალიზებული კრუნჩხვების კუპირება შეიძლება ისეთი სწრაფმოქმედი პრეპარატების ინტრავენური შეყვანით, რომლებსაც გააჩნიათ მიორელაქსაციისა და კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება (მაგალითად, დიაზეპამი ან სუქსამეტონიუმის ქლორიდი). ასევე რეკომენდებულია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩატარება(ჟანგბადის მიწოდება).
არტერიული წნევის მკვეთრი დავარდნის, ბრადიკარდიისა ან ტაქიკარდიის აღმოფხვრა ხშირად შესაძლებელია უბრალოდ პაციენტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაყვანით აწეული ქვედა კიდურებით.
სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევებისა და შოკის დროს, მათი მიზეზების მიუხედავად, პრეპარატის შეყვანა უნდა შეწყდეს და პაციენტი უნდა იქნას გადაყვანილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აწეული ქვედა კიდურებით. უნდა ჩარატდეს ჟანგბადის მიწოდება, ელექტროლიტური ხსნარების, გლუკოკორტიკოსტეროიდების (მაგალითად, 250–1000 მგპრედნიზოლონის ან მისი წარმოებულის, მაგალითად, მეთილპრედნიზოლონის, ეკვივალენტური რაოდენობის) ინტრავენური შეყვანა, ჩანაცვლებითი საინფუზიო თერაპია (აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებით, პლაზმის შემცვლელები, მათ შორის ადამიანის ალბუმინი).
კოლაფსის განვითარებისა და ბრადიკარდიის გაძლიერების დროს დაუყოვნებლივ ინტრავენურად შეიყვანება ეპინეფრინი (ადრენალინი). 1 მლ 0,1 %-იანი ეპინეფრინის ხსნარის (1: 1000) 10მლ-მდე განზავების შემდეგ ან 0,01 % ეპინეფრინის ხსნარს (1:10000) გამოყენებით, ატარებენ 0,25 -1 მლ (ეპინეფრინის 0,025–0,1 მგ) ნელ ი.ვ. შეყვანას, გულის რითმსა და აწ (ფრთხილად : შესაძლოა გულის რითმის დარღვევები! ) კონტროლით.
არ შეიძლება ინტრავენურად შესაყვანი ერთჯერადი დოზის 1 მლ-ს (ეპინეფრინის 0,1 მგ ) გადაჭარბება. ისეთი დოზების შემდგომი შეყვანის საჭიროებისას, რომლებიც აჭარბებენ 0,1 მგ-ს, ეპინეფრინი უნდა იქნას შეყვანილი ინფუზიურად, ხოლო შეყვანის სიჩქარე დარეგულირებული გულისცემისა და არტერიული წნევის კონტროლის მეშვეობით.
ძლიერი ტაქიკარდიისა და ტაქიარითმიის მკურნალობა შეიძლება ანტიარითმული საშუალებებით, არასელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორების გამოკლებით, ისეთების, როგორიცაა, მაგალითად, პროპრანოლოლი. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ჟანგბადის მიწოდება და ჰემოდინამიკის მონიტორინგი. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში არტერიული წნევის მომატებას აუცილებლობისას ხსნიან პერიფერიული სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების დახმარებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვადასხვა ადგილობრივი ანესთეტიკების კომბინაცია წარმოქმნის დამატებით ზემოქმედებას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ცნს-ზე.
კომბინაციები, რომლებიც უკუნაჩვენებია :
არასელექტიურ ბეტა-ადრენობლოკატორებთან, მაგალითად, პროპრანოლოლთან.
ჰიპერტონული კრიზისა და გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების რისკი.
ურთიერთქმედებები, რომლებიც გასათვალისწინებელია:
ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, MAO-ს ინჰიბიტორებთან.
არტერიული წნევის ამწევი ვაზოკონსტრიქტორების (ადრენომიმეტიკების) მოქმედება, მაგალითად, ეპინეფრინის, შეიძლება გაძლიერდეს ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა ან MAO ინჰიბიტორების მიერ. მსგავსი დაკვირვებები აღწერილია ნორეპინეფრინის 1:25000 და ეპინეფრინის 1:80000 კონცენტრაციებისთვის, როდესაც ისინი გამოიყენება როგორც ვაზოკონსტრიქტორები. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატ არტიკაინ ვეგაში ეპინეფრინის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად დაბალია - 1:200000 - მაინც გასათვალისწინებელია ეპინეფრინის ჰიპერტენზიული მოქმედების გაძლიერების შესაძლებლობა.
სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ს.
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები აძლიერებენ ისეთი სამკურნალო საშუალებების მოქმედებას, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ს. ნარკოტიკული ანალგეტიკები აძლიერებენ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მოქმედებას, თუმცა ზრდიან სუნთქვის დათრგუნვის რისკს.
ანტიკოაგულანტებთან და სხვა პრეპარატებთან, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას. პრეპარატ არტიკაინ ვეგას ინექციის ჩატარებისას პაციენტებთან, რომლებიც ღებულობენ ჰეპარინს ან აცეტილსალიცილის მჟავას, შესაძლოა სისხლდენის განვითარება ინექციის ადგილზე.
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებთან.
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები ამცირებენ ადგილობრივი საანესთეზიო სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც შესაძლებელია არტიკაინის მოქმედების პროლონგირება და გამოხატული გაძლიერება.
შინაგანად მისაღებ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან.
ეპინეფრინმა შეიძლება დათრგუნოს ინსულინის გამოყოფა კუჭქვეშა ჯირკვლის β-უჯრედებიდან და შეასუსტოს შინაგანად მისაღები ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტი.
ინჰალაციური ნარკოზის ზოგიერთ საშუალებებთან (ჰალოტანი).
ჰალოტანს შეუძლია გაზარდოს მიოკარდიუმის მგრძნობელობა კატექოლამინების მიმართ და აგრეთვე გულის რითმის დარღვევების განვითარების რისკი პრეპარატ არტიკაინ ვეგას ინექციის შემდეგ.
სადეზინფექციო ხსნარებთან, რომლებიც შეიცავენ მძიმე მეტალებს.
მძიმე მეტალების შემცველი სადეზინფექციო ხსნარით ადგილობრივი ანესთეთიკის ინექციის ადგილის დამუშავებისას იზრდება ინექციის ადგილზე ლოკალური რეაქციების -შეშუპების, ტკივილის- განვითარების რისკი.
განსაკუთრებული მითითებები: ,
ანესთეზია უნდა ტარდებოდეს გამოცდილი სპეციალისტების მიერ შესაბამისად აღჭურვილ ოთახში, სადაც გულის ფუნქციონირების მონიტორინგისა და სარეანიმაციო ზომების ჩასატარებლად საჭირო აღჭურვილობა და პრეპარატები იქნება ხელმისაწვდომი და გამზადებული დაუყოვნებლივი გამოყენებისთვის. პერსონალი, რომელიც ატარებს ანესთეზიას, უნდა იყოს კვალიფიციური და ჰქონდეს შესწავლილი ანესთეზიის შესრულების ტექნიკა, უნდა იცნობდეს სისტემური ტოქსიკური რეაქციების, არასასურველი მოვლენებისა და რეაქციების და სხვა გართულებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
ქოლინესტერაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში პრეპარატი შეიძლება იქნას გამოყენებული მხოლოდ მკაცრი ჩვენებების არსებობისას, ვინაიდან შესაძლებელია მისი მოქმედების პროლონგირება და, გარკვეული მდგომარეობების დროს, მისი მოქმედების გაძლიერება.
განსაკუთრებული სიფრთხილით არტიკაინ ვეგა გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლის შედედების დარღვევები, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, ჰალოგენირებული საინჰალაციო ნარკოტიკურ საშუალებებთან კომბინირებული გამოყენებისას, ეპილეფსიით ანამნეზში.
პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით (გულის ქრონიკული უკმარისობა, გული იშემიური დაავადება, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი ანამნეზში, გულის რითმის დარღვევები, არტერიული ჰიპერტენზია), ათეროსკლეროზით, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი უკმარისობით, ინსულტით ანამნეზში, ქრონიკული ბრონქიტით, ფილტვის ენფიზემით, შაქრიანი დიაბეტით, მშფოთვარე ნევროზის მძიმე ფორმებით მიზანშეწონილია ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც არ შეიცავენ ეპინეფრინს ან ეპინეფრინის კონცენტრაციით 0, 005 მგ/მლ.
არ შეიძლება ინექციის ჩატარება ანთების მქონე უბანში.
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია იქონიოთ ინფორმაცია პაციენტის ანამნეზისა და იმ თანმხლები მკურნალობის ჩატარების შესახებ, რომელიც ამავდროულად უტარდება მას. ექიმმა უნდა შეინარჩუნოს ვერბალური კონტაქტი პაციენტთან და, ალერგიის რისკის შემთხვევაში, შეიყვანოს სატესტო დოზა სავარაუდოს 5 ან 10% ოდენობით.
გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:
შეირჩეს მინიმალური დოზები, რომლებიც საჭიროა ანესთეზიის საკმარისი სიღრმის მისაღწევად;
ინექციის წინ აუცილებელია ჩატარდეს ასპირაციული ტესტი ორ სიბრტყეში (შემთხვევით ინტრავსკულარული შეყვანის თავიდან ასაცილებლად).
არ არის რეკომენდებული საკვების მიღება ადგილობრივი ანესთეზიის მოქმედების დამთავრებამდე (მგრძნობელობის აღდგენამდე).
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ პრეპარატის 1 მლ ხსნარი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ).
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ სტომატოლოგიაში გამოსაყენებლად. დაუშვებელია მისი გამოყენება კიდურების დისტალური ნაწილებშის ანესთეზიისათვის (იშემიის განვითარების რისკი პრეპარატის შემადგენლობაში ეპინეფრინის შემცველობის გამო).
პედიატრიში გამოყენება:
მცირე ასაკის ბავშვების მშობლებმა (მეურვეებმა)ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ ბავშვებმა არ მიიყენონ დაზიანება კბილებით რბილი ქსოვილების კბენისას(კვნეტისას), ქსოვილების მგრძნობელობის ხანგრძლივი დროის მანძილზე შემცირების გამო, პრეპარატის მოქმედების შედეგად.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
პრეპარატ არტიკაინ ვეგას გამოყენება არ იწვევს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარის რაიმე სახის შესამჩნევ გადახრას. თუმცა გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როდის დაუბრუნდება პაციენტი სატრანსპორტო საშუალების მართვას და სხვა ისეთი პოტენციურად საშიში საქმიანობის განხორციელებას, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, სტომატოლოგიური ჩარევის შემდეგ, უნდა მიიღოს ექიმმა.
გამოშვების ფორმა:
არტიკაინ-ვეგა 40 მგ + 0,005 მგ/მლ ან 40 მგ + 0,01 მგ/მლ: საინექციო ხსნარი 1,7 მლ კარტრიჯებში.
20 კარტრიჯი გამჭვირვალე პლასტიკის კონტეინერში. 3 კონტეინერი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. არ გაყინოთ.
ვარგისობის ვადა:
ვადა მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია :
კომპანია Vegapharm LLP -თვის
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მწარმოებელი:
კს „ბალკან ფარმასიუტიკალს“ შპს
მოლდოვას რესპუბლიკა
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


