პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

არიპეგისი

Aripegis®

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

არიპეგისი® არის პრეპარატების ჯგუფის წარმომადგენელი, რომელსაც ეწოდება ანტიფსიქოზური საშუალებები. იგი გამოიყენება მოზრდილების და 15 წლის და მეტი ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, ისეთი დაავადების დროს, რომელსაც ახასიათებს ეჭვიანობა, არარსებული საგნების მოსმენის, დანახვის ან შეგრძნების უნარი, მცდარი შეხედულებები, …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
არიპიპრაზოლი (aripiprazole)
ფორმა და შეფუთვა
10მგ ტაბლეტი №28 (2X14)
მწარმოებელი
Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ანტიფსიქოზური სხვა საშუალებები
ATC კოდი
N05AX12
რეგისტრაციის ნომერი
რ-044345
რეგისტრირებულია
18 ნოემბერი 2025, მოქმედებს 18 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
EGIS Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
განმცხადებელი
დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაარიპეგისი და სხვა წამალი ერთად

არიპეგისი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

არიპეგისი® არის პრეპარატების ჯგუფის წარმომადგენელი, რომელსაც ეწოდება ანტიფსიქოზური საშუალებები.

იგი გამოიყენება მოზრდილების და 15 წლის და მეტი ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, ისეთი დაავადების დროს, რომელსაც ახასიათებს ეჭვიანობა, არარსებული საგნების მოსმენის, დანახვის ან შეგრძნების უნარი, მცდარი შეხედულებები, არათანმიმდევრული მეტყველება და ქცევა, ასევე გაღარიბებული ემოციური სფერო. ასეთი მდგომარეობის მქონე ადამიანები შეიძლება გრძნობდნენ დათრგუნვას, ბრალს, შფოთვას ან დაძაბულობას.

არიპეგისი®, ასევე გამოიყენება მოზრდილი პაციენტების და 13 წლის და მეტი ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, რომელთა მდგომარეობა ხასიათდება ზედმეტი ამაღლებული განწყობით, ენერგიულობით, შემცირებით ჩვეულებრივ მდგომარეობასთან შედარებით, ძილზე მოთხოვნილებით, ძალიან სწრაფი მეტყველებით სწრაფი იდეებით, ხანდახან გამოხატული გაღიზიანებადობით. პრეპარატი, ასევე ხელს უშლის ამ მდგომარეობის რეციდივს მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც რეაგირებენ პრეპარატ არიპეგისით® მკურნალობაზე.

რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატ არიპეგისის® მიღების დაწყებამდე

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები:

ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 15 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ. მიუხედავად ამისა, თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია გამოგიწეროთ უფრო დაბალი ან უფრო მაღალი დოზა, ამასთან მაქსიმალიური დოზა შეადგენს 30 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები:

13 წლიდან და მეტი ასაკის მოზარდებისთვის პრეპარატ არიპეგისის® მიღების დაწყება შეიძლება დაბალი დოზებიდან. დოზის თანდათან გაზრდა შეიძლება მოზარდებისთვის ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 10 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ. მიუხედავად ამისა, ექიმს შეუძლია გამოგიწეროთ უფრო დაბალი ან უფრო მაღალი დოზა, ამასთან მაქსიმალური დოზა უდრის 30 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ. ვინაიდან, პრეპარატ არიპეგისის® ტაბლეტების დოზირება 10 მგ-ზე დაბალი დოზებით შეუძლებელია, მკურნალ ექიმს შეუძლია ხსნარის დანიშვნა, რომელიც შეიცავს არიპიპრაზოლს, შიგნით მისაღებად.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღების წესი

შეეცადეთ არიპეგისის® ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიიღოთ.

არა აქვს მნიშვნელობა, პრეპარატს ჭამამდე მიიღებთ თუ ჭამის შემდეგ. ყოველთვის გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, წყლის დაყოლებით.

თუ დაგავიწყდათ არიპეგისის® ტაბლეტის დროულად მიღება

თუ თქვემ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ გამოტოვებული დოზა გახსენებისთანავე, მაგრამ არ მიიღოთ ორმაგი დოზა ერთსა და იმავე დღეს, გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი რაოდენობის არიპეგისის® ტაბლეტები

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიიღეთ (ან სხვა ვინმემ მიიღო თქვენი არიპეგისის® ტაბლეტები) ექიმის მიერ რეკომენდირებულზე მეტი არიპეგისის® ტაბლეტები, მაშინვე შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს. თუ ვერ უკავშირდებით თქვენს მკურნალ ექიმს, მიაკითხეთ უახლოეს საავადმყოფოს და თან წაიღეთ პრეპარატის შეფუთვა.

თუ შეწყვიტეთ არიპეგისის® ტაბლეტების მიღება

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვნ თავს უკეთესად გრძნობთ, არ შეწყვიტოთ პრეპარატ არიპეგისის® მიღება და არ შეცვალოთ დღიური დოზა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

თუ გაგიჩნდებათ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია არიპიპრაზოლის (პრეპარატის მოქმედი ნივთიერების) მიმართ ან მე-8 პარაგრაფში მოცემული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან პრეპარატ არიპეგისის® მიღებამდე ან თუ აღგენიშებათ:

სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა (ისეთი დამახასიათებელი სიმპტომებით, როგორიცაა მომატებული წყირვილი, შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფა, მადის მომატება და სისუსტის შეგრძნება) ან დიაბეტი ოჯახურ ანამნეზში;

კრუნჩხვები (შესაძლოა თქვენი მკურნალი ექიმი უფრო საგულდაგულოდ დააკვირდეს თქვენს მდგომარეობას);

კუნთების უნებლიე პერიოდული შეკუმშვები, განსაკუთრებით სახის კუნთების;

გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებები, ოჯახურ ანამნეზში გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების არსებობა, ინსულტი, მიკროინსულტი, პათოლოგიური არტერიული წნევა;

თრომბი ან თრომბის არსებობა ოჯახურ ანამნეზში, რადგანაც ანტიფსიქოზური საშუალებების მიღება დაკავშირებულია თრომბის წარმოქმნასთან;

არაჯანსაღი მიდრეკილება აზარტული თამაშებისადმი წარსულში.

თუ შენიშნეთ, რომ იმატებთ წონაში, ან აღგენიშნათ უჩვეულო მოძრაობები, ძილიანობა, რომელიც ხელს უშლის დღის ნორმალურ აქტივობას, გრძნობთ ნებისმიერ სირთულეს ყლაპვის დროს ან ალერგიულ სიმპტომებს, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

იმ შემთხვევაში, თუ ხართ დემენციის მქონე ხანდაზმული პაციენტი (მეხსიერების და სხვა გონებრივი უნარების დაკარგვით) და გადაიტანეთ ინსულტი ან მიკროინსულტი, თქვენ ან თქვენმა მეურვემ/ნათესავმა უნდა შეატყობინოთ ამის შესახებ ექიმს.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ აზრები საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების შესახებ, მაშინვე აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს მიღებულია შეტყობინებები თვითმკვლელობისკენ მიმართული აზრების ან ქცევის აღნიშვნის შესახებ.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ იგრძნობთ კუნთების შებოჭილობას ან რიგიდულობას, რასაც ახლავს მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება ან სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები ან თქვენი მომვლელი პირები შეამჩნევთ, რომ თქვენ გიჩნდებათ დაუოკებელი სურვილი მოიქცეთ უჩვეულოდ, ან ვერ უწევთ წინააღმდეგობას იმპულსს, მოტივს ან ცდუნებას, განახორციელოთ ისეთი ქმედებები, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ თქვენ ან თქვენს გარშემო მყოფებს. ამ მდგომარეობას ეწოდება იმპულსების კონტროლის დარღვევა და მოიცავს პათოლოგიურ მიდრეკილებას აზარტული თამაშების მიმართ, იძულებით კომპულსიურ ჭარბ კვებას, კომპულსიურ საყიდლებს/ფულის ხარჯვას, პათოლოგიურად გაზრდილ სექსუალურ ლტოლვას ან აკვიატებულ იდეებს სექსუალური ხასიათის აზრებით და გრძნობებით. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.

არიპიპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, არტერიული წნევის დაცემა ფეხზე წამოდგომისას, თავბრუსხვევა, გადაადგილების უნარის ცვლილებები და წონასწორობის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაცემა. ფრთხილად უნდა იყოთ, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული ან დასუსტებული.

ბავშვები და მოზარდები

არიპეგისი® არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და 13 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად. პრეპარატ აპერგისის® მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟმად იღებთ, ახლახან იღებდით ან გეგმავთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატები, მათ შორის პრეპარატები, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.

არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები: არიპეგისს® შეუძლია პრეპარატების მოქმედების გაძლიერება, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის დასაწევად. თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატებს არტერიული წნევის დასაწევად, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

სხვა სამკურნალო საშუალებების და პრეპარატ არიპეგისის® ერთდროულად გამოყენებამ შესაძლებელია საჭირო გახადოს პრეპარატ არიპეგისის® დოზირების შეცვლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ექიმის ინფორმირება შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:

პრეპარატები გულის რითმის კორექციისთვის (როგორიცაა ქინიდინი, ამიოდარონი, ფლეკაინიდი);

ანტიდეპრესანტები ან მცენარეული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და შფოთვის სამკურნალოდ (როგორიცაა ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, ვენლაფაქსინი, კრაზანა);

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი);

გარკვეული პრეპარატები აივ ინფექციის სამკურნალოდ (როგორიცაა ეფავირენცი, ნევირაპინი, პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგალითად ინდინავირი, რიტონავირი);

კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები ეპილეფსიის სამკურნალოდ (როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი);

ტუბერკულოზის სამკურნალო ზოგიერთი ანტიბიოტიკი (რიფაბუტინი, რიფამპიცინი).

ამ სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი ან შეამცირონ არიპიპრაზოლის მოქმედება. თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე უჩვეულო სიმპტომი ამ პრეპარატებით და არიპიპრაზოლით კომბინირებული მკურნალობისას, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდის სეროტონინის დონეს და ჩვეულებრივ გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD), სოციალური ფობიები და ასევე, შაკიკი და ტკივილი:

ტრიპტანები, ტრამადოლი, ტრიპტოფანი, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის, (OCD), სოციალური ფობიების, ასევე შაკიკის და ტკივილის სამკურნალოდ;

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუსი) (მაგალითად, პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის, პანიკური და შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ;

სხვა ანტიდეპრესანტები (მაგალითად, ვენლაფაქსინი, ტრიპტოფანი), რომლებიც გამოიყენება დიდი დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ;

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორიცაა კლომიპრამინი, ამიტრიპტილინი), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;

კრაზანა (Hypericum perforatum), რომელიც გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ;

ტკივილის სამკურნალო პრეპარატები (ტრამადოლი და პეტიდინი);

ტრიპტანები (როგორიცაა სუმატრიპტანი და ზოლმიტრიპტანი) შაკიკის სამკურნალოდ.

ეს პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს. მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ აღგენიშნებათ რაიმე უჩვეულო სიმპტომი ამ პრეპარატების და არიპეგისის® ერთობლივი გამოყენებისას.

პრეპარატ არიპეგისის® მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად

არიპეგისის® მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად.

პრეპარატ არიპეგისის® მიღებისას თავი უნდა ავარიდოთ ალკოჰოლის მოხმარებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე.

ახალშობილებს, რომელთა დედებმა მიიღეს არიპეგისი® ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (ბოლო სამი თვე) შეიძლება განუვითარდეთ შემდეგი სიმპტომები: კანკალი, კუნთების სიტკიცე და/ან სისუსტე, ძილიანობა, აღგზნებადობა, სირთულეების სუნთქვის და კვების დროს. თუ თქვენს შვილს აქვს რომელიმე ეს სიმპტომი, უნდა მიმართოთ ექიმს.

ძუძუთი კვება

თუ თქვენ იღებთ არიპეგისს® უნდა განიხილოთ ექიმთან, გააგრძელოთ თუ არა ამ პრეპარატის მიღება და შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, თქვენთვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით, ან გააგრძელოთ ძუძუთი კვება და შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება, თქვენი ბავშვისთვის სარგებლის გათვალისწინებით.

განიხილეთ ექიმთან თქვენი ბავშვისთვის ყველაზე შესაფერისი კვების მეთოდის, თუ აგრძელებთ პრეპარატ არიპეგისით® მკურნალობას.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევა შეიძლება გამოვლინდეს ამ პრეპარატით მკურნალობის დროს (იხ. პარაგრაფი 4). ეს უნდა იქნას გათვალისწინებული იმ შემთხვევებში, როდესაც მუშაობა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას.

როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი არიპეგისი®

პრეპარატ არიპეგისის® მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით თქვენი მკურნალი ექიმის ინსტრუქციები. თუ არ ხართ დარწმუნებული როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

გვერდითი ეფექტები მოყვანილია მათი განვითარების კლებადობის მიხედვით:

ხშირად (შეიძლება შეგვხვდეს 100-დან 1-10 პაციენტში):

შაქრიანი დიაბეტი;

ჩაძინების დარღვევა;

შფოთვის შეგრძნება;

სიმშვიდის შენარჩუნების, მშვიდად ჯდომის შეუძლებლობა;

აკათიზია (შინაგანი შფოთვის უსიამოვნო შეგრძნება, მუდმივი მოძრაობის დაუძლეველი მოთხოვნილება);

უკონტროლო ტოკვა, ჭვალი, მოუსვენარი ფეხები;

კანკალი;

თავის ტკივილი;

დაქანცულობა;

ძილიანობა;

გულის წასვლისწინა მდგომარეობა;

ბუნდოვანი და „მხტუნავი“ მხედველობა;

ყაბზობა;

დისპეფსია (საჭმლის მონელების სირთულე);

გულისრევა;

გაზრდილი ნერწყვის წარმოქმნა;

ღებინება;

დაღლილობა.

არახშირად (შეიძლება შეგვხვდეს 1000-დან 1-10 პაციენტში):

სისხლში პროლაქტინის ჰორმონის კონცენტრაციის მომატება;

შაქრის კონცენტრაციის მომატება სისხლში;

დეპრესია;

სექსუალობის ცვლილება ან მომატება;

პირის, ენის ან ფეხის უკონტროლო მოძრაობები (მოგვიანებითი დისკინეზია);

კუნთების ბრუნვალი წყვეტილი სპაზმი (დისტონია);

ორმაგი ხედვა;

გახშირებული გულისცემა;

არტერიული წნევის ვარდნა წოლის ან ჯდომის პოზიციიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას, რაც იწვევს თავბრუსხვევას, გულისწასვლის წინა მდგომარეობას ან გონების დაკარგვას;

სლოკინი.

პრეპარატ არიპეგისის® ბაზარზე გამოსვლის მომენტიდან აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე არ არის დადგენილი:

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;

ალერგიული რეაქციები (მაგალითად, პირის ღრუს, ენის, სახის და ყელის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ქავილი, ჭინჭრის ციება);

დიაბეტის გაუარესება ან დაწყება, კეტოაციდოზი (სისხლში და შარდში კეტონების არსებობა), ან კომა;

სისხლში ნატრიუმის დაბალი კონცენტრაცია;

მადის დაკარგვა (ანორექსია);

სხეულის წონის მომატება ან შემცირება;

სუიციდური აზრები, თვითმკვლელობის მცდელობები ან თვითმკვლელობა;

აგრესია;

ნევროზულობა, აჟიტაცია (აღგზნებადობა);

ცხელების, კუნთების დაჭიმულობის, სუნთქვის გახშირების, ოფლიანობის, დაბინდული ცნობიერების, არტერიული წნევის და გულისცემის უეცარი ცვლილებების ერთობლიობა, გონების დაკარგვა (ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი);

კრუნჩხვები;

სეროტონინის სინდრომი (რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უკიდურესი ბედნიერების შეგრძნება, ძილიანობა, მოუქნელობა, მოუსვენრობა, ალკოჰოლით თრობის შეგრძნება, ცხელება, ოფლიანობა და კუნთების დაჭიმულობა);

მეტყველების დარღვევა;

თვალების უნებლიე ფიქსაცია ერთი მიმართულებით;

უეცარი აუხსნელი სიკვდილი;

უჩვეულო გულისცემა;

მიოკარდიული ინფარქტი;

გულისცემის შენელება;

თრომბების წარმოქმნა ვენებში, განსაკუთრებით ფეხებში (სიმპტომები მოიცავს: ფეხების შეშუპებას, ტკივილს და სიწითლეს), რომელსაც შეუძლია სისხლძარღვების საშუალებით გადავიდეს ფილტვებში, გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში და სუნთქვის გაძნელება (თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომთაგანს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს);

მაღალი არტერიული წნევა;

გონების დაკარგვა;

საკვების შემთხვევითი მოხვედრა ტრაქეაში ფილტვების ანთების განვითარების რისკით;

ხორხის კუნთების სპაზმი;

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება;

ყლაპვის გაძნელება;

დიარეა;

დისკომფორტი მუცლის არეში;

დისკომფორტი კუჭის არეში;

ღვიძლის უკმარისობა;

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

კანის და თვალების სკლერის გაყვითლება;

მონაცემები ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების ცვლილების შესახებ;

კანისმიერი გამონაყარი;

ფოტომგრძნობელობა;

თმის ცვენა;

გადაჭარბებული ოფლიანობა;

მძიმე ალერგიული რეაქცია - წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS). ეს რეაქცია თავდაპირველად ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და სახეზე გამონაყარით; შემდეგ გამონაყარი ფართოდ ვრცელდება, ვითარდება ცხელება, გადიდებულია ლიმფური კვანძები, სისხლის ანალიზები აჩვენებს ღვიძლის ფერმენტების მომატებულ დონეს და გარკვეული სისხლის თეთრი უჯრედების მომატებულ დონეს (ეოზინოფილია).

უნთების პათოლოგიური დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

კუნთების ტკივილი;

კუნთების შებოჭილობა;

უნებლიე შარდვა;

შარდვის გაძნელება;

მოხსნის სიმპტომები ახალშობილებში ორსულობის დროს ექსპოზიციის შემთხვევაში;

გახანგრძლივებული და/ან მტკივნეული ერექცია;

ხეულის ტემპერატურის კონტროლის დარღვევა ან გადახურება;

ტკივილი მკერდის არეში;

ხელების მტევნების, კოჭის მყესების ან ტერფების შეშუპება;

იმპულსისთვის, მოტივისთვის ან ისეთი ქმედებების შესრულების ცდუნებისთვის წინააღმდეგობა გაუწიის უუნარობა, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ თქვენ ან თქვენს გარშემო მყოფებს. ეს მდგომარეობია:

პათოლოგიური დამოკოდებულება აზარტული თამაშების მიმართ, მიუხედავად თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის სერიოზული შედეგებისა;

სექსუალური ლტოლვის ან ქცევის პათოლოგიური მომატება სექსუალური ხასიათის აზრებითა და გრძნობებით;

უკონტროლო ჭარბი საყიდლები;

ზედმეტი ჭამა (ძალიან დიდი რაოდენობით საკვების მიღება ძალიან სწრაფად) ან კომპულსიური ზედმეტი ჭამა (დიდი რაოდენობის საკვების ჭამა, რომელიც აუცილებელია შიმშილის ნორმალურად დასაკმაყოფილებლად);

წასვლის, დაკარგვის მიმართ მიდრეკილება.

აცნობეთ თქვენს ექიმს თუ აღგენიშნებათ ასეთი ქცევა; ექიმი გირჩევთ რისი გაკეთებაა საჭირო, იმისათვის რომ გააკონტროლოთ ან შემცირდეს ასეთი სიმპტომები.

გარდაცვალების ფაქტები არიპიპრაზოლის მიღებისას უფრო ხშირად აღინიშნებოდა დემენციის მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. გარდა ამისა, მიღებულია შეტყობინებები ინსულტის ან მიკროინსულტის გამოვლენის შემთხვევების შესახებ.

დამატებითი გვერდითი ეფექტები ბავშვებსა და მოზარდებში

13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებს ჰქონდათ გვერდითი ეფექტები, რომლებიც სიხშირის და ტიპის მიხედვით მსგავსი იყო მოზრდილებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტებისა, თუმცა უძილობა და არაკონტროლირებადი კუნთების შეკუმშვები და კრთომა აღინიშნებოდა ძალიან ხშირად (10 პაციენტზე 1-ზე უფრო ხშირი შეთხვევა), ხოლო ტკივილის მუცლის ზედა ნაწილში, პირის სიმშრალე, გულისცემის გახშირება, სხეულის მასის მომატება, მომატებული მადა, კუნთების პათოლოგიური შეკუმშვა (ჭვალი), ფეხების არაკონტროლირებადი მოძრაობები და თავბრუსხვევის შეგრძნება, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში დაგასვლილსას, აღინიშნებოდა ხშირად. (100 პაციენტზე 1-ზე უფრო ხშირი შეთხვევა).

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის აღნიშვნის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ გვერდითი მოვლენების ეროვნული რეგისტრაციის სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი არიპეგისი®

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვენისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გადაყაროთ სამკურმალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, რომელსაც აღარ იყენებთ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში.

ჭარბი დოზა

კლინიკური კვლევების და პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს მიღებულია შეტყობინებები არიპეპრაზოლით (სხვა პრეპარატების გარეშე) შემთხვევით ან განზრახ დოზის მწვავე გადაჭარბების შესახებ მოზრდილ პაციენტებში. ამავე დროს, დოზებმა მიაღწია 1,260 მგ-ს; ლეტალური შედეგები არ დაფიქსირებულა.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები:

სამედიცინო თვალსაზრისით, პოტენციურად მნიშვნელოვანი ნიშნები და სიმპტომები დოზის გადაჭარბების დროს, მოიცავდა: ლეთარგიას, არტერიულ წნევის მომატებას, ძილიანობას, ტაქიკარდიას, გულისრევას, ღებინებას და დიარეას. გარდა ამისა, მიღებულია შეტყობინებები ბავშვებში არიპიპრაზოლით (195 მგ-მდე) დოზის გადაჭარბების შესახებ, ლეტალური შედეგების გარეშე. სამედიცინო თვალსაზრისით, პოტენციურად მნიშვნელოვანი ნიშნები და სიმპტომები ბავშვებში დოზის გადაჭარბების დროს, მოიცავდა: ძილიანობას, ცნობიერების დროებით დაკარგვას და ექსტრაპირამიდულ სიმპტომებს.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა იყოს შემანარჩუნებელი, საჭიროა სიმპტომების მართვა, ასევე სასუნთქი გზების ადეკვატური გამტარობის უზრუნველყოფა, ჟანგბადის მიწოდება და ვენტილაციის ჩატარება. აუცილებელია დოზის გადაჭარბებაში გათვალისწინებული იყოს რამოდენომე პრეპარატის მონაწილეობის შესაძლებლობა. შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაწყებული გულ-სისხლძარღვთა მუშაობის მონიტორინგი, რაც ითვალისწინებს ხანგრძლივ ეკგ-მონიტორინგს, შესაძლო არითმიის გამოვლენის მიზნით. დოზის გადაჭარბების დადასტურების ან დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში, საჭიროა პაციენტის მდგომარეობაზე საგულდაგულო სამედიცინო დაკვირვება და ძირითადი ფიზიოლოგიური ფუქციების მონიტორინგი, დოზის გადაჭარბების შედეგის სრულ ნეიტრალიზაციამდე.

არიპიპრაზოლის მიღებიდან ერთ საათის განმავლობაში აქტივირებული ნახშირის (50მგ) მიღების შემთხვევაში, არიპიპრაზოლის Cmax მცირდება დაახლოებით 41%-ით, ხოლო AUC - დაახლოებით 51%-ით. ამაზე დაყრდნობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქტივირებული ნახშირი შეიძლება ეფექტური იყოს დოზის გადაჭარბების მკურნალობისას.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ინფორმაცია ჰემოდიალიზის გავლენის შესახებ არიპიპრაზოლით დოზის გადაჭარბების მკურნალობის დროს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი ეფექტური იყოს ამ სიტუაციაში, რადგან არიპიპრაზოლი მაღალი ხარისხით უკავშირდება სისხლის პლაზმურ ცილებს.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

რა შედის პრეპარატ არიპეგისის® ტაბლეტების შემადგენლობაში

მოქმედი ნივთიერება: არიპიპრაზოლი.

არიპეგისი® 10 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ არიპიპრაზოლს (ანჰიდრიდის სახით).

არიპეგისი® 15 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 15 მგ არიპიპრაზოლს (ანჰიდრიდის სახით).

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა; პრეჟელატინიზირებული სახამებელი;მაგნიუმის სტეარატი; უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.

პრეპარატ არიპეგისის® ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგნული სახე:

არიპეგისი® ტაბლეტები 10 მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, უსუნო ან თითქმის უსუნო ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებულია სტილიზებული ასო „E” და ნომერი „562“.

არიპეგისი® ტაბლეტები 15მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ნაჭდევით, უსუნო ან თითქმის უსუნო ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებულია სტილიზებული ასო „E” და ნომერი „563“.

შეფუთვა:

14 ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერზე. 1, 2 ან 4 ბლისტერი შეფუთულია მუყაოს კოლოფში, სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38

უნგრეთი

საწარმოო მოედანი:

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ. 118-120,

უნგრეთი

EGIS Doc. No.:

შენახვის პირობები

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი გაფუჭების ხილული ნიშნების (მაგალითად, ფერის შეცვლა) აღმოჩენის შემთხვევაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფსიქოლეპტიკები, ანტიფსიქოზური საშუალებები, სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები, ათქ კოდი: N05AX12

მოქმედების მექანიზმი

სავარაუდოდ, არიპიპრაზოლის ეფექტურობა შიზოფრენიის და I ტიპის ბიპოლარული აშლილობების დროს, მიიღწევა ნაწილობრივ აგონიტური აქტივობის კომბინაციით D2- დოფამინის და 5HT1A-სეროტონინის რეცეპტორების დონეზე და ანტაგონისტური აქტივობით 5HT2A-სეროტონინის რეცეპტორების დონეზე. ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებში არიპიპრაზოლმა გამოავლინა ანტაგონიზმი დოფამინერგული ჰიპერაქტივობის მიმართ და აგონიზმი დოფამინერგული ჰიპოაქტივობის მიმართ. In vitro პირობებში არიპიპრაზოლმა გამოავლინა მაღალი აფინობა დოფამინური D2- და D3-რეცეპტორების, სეროტონინური 5HT1A- და 5HT2A-რეცეპტორების მიმართ და ზომიერი აფინობა დოფამინური D4-, სეროტონინური 5HT2C- და 5HT7-, α1-ადრენორეცეპტორების და ჰისტამინური H1-რეცეპტორების მიმართ. არიპიპრაზოლი, ასევე, ხასიათდება ზომიერი აფინობით სეროტონინის უკუმიტაცების უბნების მიმართ და მას არ ახასიათებს აფინობა მუსკარინული რეცეპტორების მიმართ. არიპიპრაზოლის ზოგიერთი სხვა კლინიკური ეფექტი შეიძლება აიხსნას პრეპარატის ურთიერთქმედებით იმ რეცეპტორებთან, რომლებიც განსხვავდებიან დოფამის და სეროტონის ქვეტიპებისგან.

როდესაც არიპიპრაზოლი ინიშნებოდა ჯანმრთელ სუბიექტებში დღე-ღამეში ერთხელ, ორი კვირის განმავლობაში, 0,5-დან 30მგ-მდე დოზით, პრეპარატი დოზა-დამოკიდებულებით ამცირებდა 11C-რაკლოპრიდის შეკავშირებას, რომელიც წარმოადგენს D2/D3-დოფამინური რეცეპტორების ლიგანდს კუდიან ბირთვსა და გარსში, რაც განისაზღვრებოდა პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის მეთოდით.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

მოზრდილები

შიზოფრენია:

სამ ხანმოკლე (4-დან 6 კვირამდე) პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, რომელშიც ჩართული იყო 1 228 შიზოფრენიით დაავადებული მოზრდილი პაციენტი, დადებითი და უარყოფითი სიმპტომებით, არიპიპრაზოლის მიღების ფონზე აღინიშნებოდა ფსიქოზური სიმპტომების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, უფრო გამოხატული გაუმჯობესება, პლაცებოსთან შედარებით.

არიპიპრაზოლი ეფექტურია კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შენარჩუნების თვალსაზრისით შემდგომი მკურნალობის დროს მოზრდილ პაციენტებში, რომლებზეც თერაპიამ იმოქმედა მკურნალობის დასაწყისში.

კონტროლირებად კვლევაში, სადაც საკონტროლო პრეპარატი იყო ჰალოპერიდოლი, იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც რეაგირებდნენ თერაპიაზე და ინარჩუნებდნენ რეაქციას 52-ე კვირისთვის, მსგავსი იყო ორივე ჯგუფში (77% არიპიპრაზოლის ჯგუფში და 73% ჰალოპერიდოლის ჯგუფში). კვლევის დასრულების საერთო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს (43%), ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ჰალოპერიდოლს (30%). ფაქტობრივმა ქულებმა შეფასების შკალის, მათ შორის PANSS-ის (პოზიტიური და ნეგატიური სინდრომის შეფასების შკალა) და მონტგომერი-ასბერგის დეპრესიის შეფასების შკალის მიხედვით, რომელიც გამოიყენოდა მეორადი საბოლოო წერტილების სახით, აჩვენა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ჰალოპერიდოლთან შედარებით.

სტაბილიზირებული ქრონიკული შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში 26-კვირიანი პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის დროს, არიპიპრაზოლი მნიშვნელოვნად მეტად ამცირებდა რეციდივის სიხშირეს: 34% არიპიპრაზოლის ჯგუფში და 57% - პლაცებოს ჯგუფში.

სხეულის მასის მომატება:

კლინიკურ კვლევებში, არ აღინიშნა არიპიპრაზოლის მიღებით გამოწვეული სხეულის მასის კლინიკურად მნიშვნელოვანი მომატება. შიზოფრენიის 26-კვირიან, კონტროლირებად (საკონტროლი პრეპარატი - ოლანზაპინი), ორმაგ-ბრმა, მულტინაციონალურ კვლევაში, რომელშიც ჩართული იყო 314 მოზრდილი პაციენტი და სადაც სხეულის მასის მომატება წარმოადგენდა პირველად საბოლოო წერტილს, მნიშვნელოვნად ნაკლებ პაციენტს აღენიშნა სხეულის მასის მინიმუმ 7%-ით მომატება საბაზისო წონასთან შედარებით (ანუ არანაკლებ 5.6 კგ, ~80,5 კგ საშუალო საბაზისო სხეულის მასის შემთხვევაში), არიპიპრაზოლის მიმღებ ჯგუფში (n=18, ან შეფასებული პაციენტების 13%), ოლანზაპინის მიღებ პაციენტებთან შედარებით (n=45, ან შეფასებული პაციენტების 33%).

ლიპიდური მაჩვენებლები:

მოზრდილ პაციენტებში ჩატარებული პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევებიდან მიღებული ლიპიდური მაჩვენებლების ერთიან ანალიზში, არ გამოვლინდა არიპიპრაზოლის მიღებასთან დაკავშირებული კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები მთლიანი ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციებში.

პროლაქტინი:

პროლაქტინის შემცველობა განისაზღვრა არიპიპრაზოლის ყველა დოზის ყველა კვლევისას (n= 28,242). ჰიპერპროლაქტინემიის ან შრატში პროლაქტინის დონის მომატების სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლის (0.3%), მსგავსი იყო პლაცებოს ჯგუფში გამოვლენილი სიხშირისა (0.2%). პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს, ასეთი ცვლილებების დაწყებამდე საშუალო დრო იყო 42 დღე, ხოლო საშუალო ხანგრძლივობა - 34 დღე.

ჰიპოპროლაქტინემიის სიხშირე ან სისხლის შრატში პროლაქტინის დონის შემცირება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით, შეადგენდა 0.4%-ს, ხოლო პლაცებოს ჯგუფის პაციენტებში - 0.02%-ს. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიპიპრაზოლით, ასეთი ცვლილებების დაწყებამდე საშუალო დრო იყო 30 დღე, ხოლო მათი საშუალო ხანგრძლივობა - 194 დღე.

მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობის დროს:

3-კვირიან, პლაცებო-კონტროლირებად მონოთერაპიულ კვლევებში დოზის კორექციით, რომელშიც ჩართული იყო მანიაკალური ან I ტიპის ბიპოლარული აშლილობის შერეული ეპიზოდების მქონე პაციენტები, აღინიშნა არიპიპრაზოლის უკეთესი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით. ეფექტურობა განისაზღვრებოდა მანიაკალური სიმპტომების შემცირების მიხედვით მკურნალობის 3 კვირის განმავლობაში. ეს კვლევები მოიცავდა პაციენტებს ფსიქოზური სიმპტომებით და მის გარეშე, აგრეთვე სწრაფი ციკლის კურსით ან მის გარეშე.

ერთ 3-კვირიან, პლაცებო-კონტროლირებად მონოთერაპიულ კვლევაში ფიქსირებული დოზით, რომელშიც ჩართული იყო მანიაკალური ან I ტიპის ბიპოლარული აშლილობის შერეული ეპიზოდების მქონე პაციენტები, არიპიპრაზოლმა ვერ გამოავლინა უკეთესი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით.

არიპიპრაზოლის მონოთერაპიის ორ 12-კვირიან კვლევაში (ერთი კვლევა იყო პლაცებო-კონტროლირებადი, ხოლო მეორე - აქტიური კონტროლით), რომელშიც ჩართული იყო მანიაკალური ან I ტიპის ბიპოლარული აშლილობის შერეული ეპიზოდების მქონე პაციენტები, ფსიქოზური სიმპტომებით ან მათ გარეშე, არიპიპრაზოლმა გამოავლინა უკეთესი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით მესამე კვირას, და ლითიუმთან ან ჰალოპერიდოლთან შედარებადი მსგავსი ეფექტი - მე-12 კვირას. მანიის მქონე პაციენტების რაოდენობა, რომლებშიც არიპიპრაზოლმა გამოიწვია სიმპტომების რემისია, ედრებოდა იმ რაოდენობას, რომლებიც იღებდნენ ლითიუმს ან ჰალოპერიდოლს მე-12 კვირისთვის.

6-კვირიან, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, რომელშიც ჩართული იყო მანიაკალური ან I ტიპის ბიპოლარული აშლილობის შერეული ეპიზოდების მქონე პაციენტები, ფსიქოზური სიმპტომებით ან მათ გარეშე, 2-კვირიანი მონოთერაპია ლითიუმის პრეპარატებით ან ვალპროატით თერაპიულ დოზებში, ნაწილობრივ არ ავლენდა ეფექტს. თუმცა, არიპიპრაზოლის მიღებამ დამატებითი თერაპიის სახით, გამოიწვია მანიაკალური სიმპტომების ეფექტური შემცირება, ლითიუმთის პრეპარატების ან ვალპროატის მონოთერაპიასთან შედარებით.

26-კვირიან, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, რომელიც გაგრძელდა კიდევ 74 კვირის განმავლობაში, მონაწილეობდნენ მანიაკალური აშლილობის მქონე პაციენტები, რომელთაც რანდომიზაციამდე მიაღწიეს რემისიას, სტაბილოზაციის ფაზაში არიპიპრაზოლის მიღებისას. აღნიშნულ კვლევაში, არიპიპრაზოლის მიღებისას აღინიშნა უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით ბიპოლარული აშლილობის (ძირითადად მანიის) რეციდივის თავიდან აცილების სიხშირის კუთხით, თუმცა, პლაცებოსთან შედარებით ვერ გამოავლინა უპირატესობა დეპრესიის რეციდივების თავიდან აცილების მხრივ.

52-კვირიან, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, რომელშიც ჩართული იყო მანიაკალური ან I ტიპის ბიპოლარული აშლილობის შერეული ეპიზოდების მქონე პაციენტები და რომელთაც მიაღწიეს ხანგრძლივ რემისიას (ქულების საერთო რაოდენობა იანგის შკალის (Y-MRS) და მონტგომერი-ასბერგის შკალის (MADRS) მიხედვით ≤ 12), არიპიპრაზოლის დამატებამ (10 მგ/დღე-ღამეში და 30 მგ/დღე-ღამეში) ლითიუმის პრეპარატებზე ან ვალპროატზე 12 კვირის განმავლობაში, გამოავლინა უკეთესი შედეგები, ვიდრე არიპიპრაზოლის დამატებამ პლაცებოზე, რაც მოიცავდა ბიპოლარული აშლილობის რეციდივების რისკის პროფილაქტიკას 46%-ით (ფარდობითი რისკი ფრ - 0.54) და მანიაკალური ეპიზოდების რეციდივების შემცირებას 65%-ით (ფრ - 0.35). თუმცა, ამ კომბინაციამ ვერ გამოავლინა უპირატესობა პლაცებოს ეფექტთან შედარებით, დეპრესიის რეციდივების თავიდან აცილების კუთხით. არიპიპრაზოლის დამატებამ გამოავლინა უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით, კვლევის მეორადი წერტილების მხრივ - ქულების რაოდენობა ბიპოლარული აშლილობის დროს დაავადების სიმძიმის საერთო კლინიკური შთაბეჭდილების შკალის მიხედვით (CGI-BP). ღია კვლევის ხელმძღვანელმა მონაწილეები დაყო ლითიუმის პრეპარატების ან ვალპროატის მონოთერაპიის მიმღებ ჯგუფებად, რისი მიზანიც იყო იმ პაციენტების გამოვლენა, რომლებიც ნაწილობრივ არ რეაგირებდნენ მკურნალობაზე. პაციენტების მდგომარეობა დაასტაბილურეს მინიმუმ 12 თანმიმდევრული კვირის განმავლობაში, არიპიპრაზოლის დამატებით განწყობის იმავე სტაბილიზატირებზე. სტაბილიზირებული პაციენტები რანდომიზირდნენ თერაპიის გასაგრძელებლად განწყობის იმავე სტაბილიზატირებზე არიპიპრაზოლის ან პლაცებოს ორმაგი-ბრმა მეთოდის დამატებით.

რანდომიზაციის ფაზაში მონაწილეობდა 4 ქვეჯგუფი:

არიპიპრაზოლი + ლითიუმის პრეპარატები; არიპიპრაზოლი + ვალპროატი; პლაცებო + ლითიუმის პრეპარატები; პლაცებო + ვალპროატი.

განწყობის ნებისმიერი ცვლილების რეციდივების სიხშირე განისაზღვრებოდა კაპლან-მეიერის მეთოდით და შეადგენდა: 16%-ს არიპიპრაზოლი + ლითიუმის პრეპარატების ჯგუფში და 18%-ს არიპიპრაზოლი + ვალპროატის ჯგუფში, ხოლო 45%-ს პლაცებო + ლითიუმის პრეპარატების ჯგუფში და 19%-ს პლაცებო + ვალპროატის ჯგუფში.

ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე

შიზოფრენია მოზარდებში

6-კვირიან, პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში, რომელშიც ჩართული იყო 302 შიზოფრენიით დაავადებული მოზარდი პაციენტი (13-17 წელი), დადებითი ან უარყოფითი სიმპტომებით, არიპიპრაზოლის მიღების ფონზე აღინიშნა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, უფრო გამოხატული გაუმჯობესება ფსიქოზური სიმპტომების მხრივ, პლაცებოსთან შედარებით.

მოზარდი პაციენტების (15-დან 17 წლამდე) ქვე-ანალიზში, რომლებიც შეადგენდნენ კვლევის პოპულაციაში ჩართული მთლიანი რაოდენობის 74%-ს, ეფექტის შენარჩუნება აღინიშნებოდა 26- კვირიან ღია გახანგრძლივებულ კვლევაში.

რანდომიზებულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში 60-დან 89 კვირამდე ხანგრძლივობით, 13-დან 17 წლამდე 146 შიზოფრენიით დაავადებული მოზარდის მონაწილოებით, აღინიშნა ფსიქოზური სიმპტომების რეციდივის სიხშირის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არიპიპრაზოლის ჯგუფსა (19,39%) და პლაცებოს ჯგუფს (37,50%) შორის. მთლიან პოპულაციაში რისკების თანაფარდობის წერტილოვანი შეფასება იყო 0,461 (95%-იანი ნდობის ინტერვალი (CI): 0.242-0.879). ქვეჯგუფის ანალიზისას, რისკების თანაფარდობის წერტილოვანი შეფასება იყო 0,495 13-14 წლის პაციენტებში და 0.454 - 15-17 წლის პაციენტებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უფრო ახალგაზრდა პაციენტთა ჯგუფში რისკების თანაფარდობის წერტილოვანი შეფასება იყო არაზუსტი ამ ჯგუფის მონაწილეთა სიმცირის გამო (არიპიპრაზოლი - 29 პაციენტი, პლაცებო - 12 პაციენტი), ხოლო ნდობის ინტერვალი ასეთი შეფასებისთვის (0.151 - 1.628) არ იძლევა დასკვნების გამოტანის საშუალებას, თერაპიული ეფექტის არსებობის შესახებ. პირიქით, შედარებით უფროსი ასაკის პაციენტებში რისკების თანაფარდობისთვის 95%-იანი ნდობის ინტერვალის მნიშვნელობა (არიპიპრაზოლი - 69 პაციენტი, პლაცებო - 36 პაციენტი) შეადგენდა 0.242-0.879-ს, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა დასკვნის გაკეთება ამ ასაკობრივ ჯგუფში მკურნალობის ეფექტურობის შესახებ.

მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობის დროს ბავშვებსა და მოზარდებში:

არიპიპრაზოლის ეფექტი შეისწავლებოდა 30-კვირიან, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, რომელშიც ჩართული იყო 296 ბავშვი და მოზარდი (10-17 წელი), მანიაკალური ან შერეული ეპიზოდებით, რომელთაც აღენიშნებოდათ ან არ აღენიშნებოდათ ფსიქოზური სიმტომები DSM-IV კრიტერიუმების შესაბამისად I ტიპის ბიპოლარული აშლილობის დროს და ქულების რაოდენობის შესაბამისად საბაზისო დონეზე იანგის შკალის მიხედვით Y-MRS≥20. პირველადი ეფექტურობის ანალიზში ჩართულ პაციენტებს შორის, 139-ს აღენიშნებოდა ADHD-ის (ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი) კომორბიდული დიაგნოზი.

საბაზისო მდგომარეობასთან შედარებით, არიპიპრაზოლმა გამოავლინა მეტი ეფექტურობა, ვიდრე პლაცებომ, მე-4 და მე-12 კვირებზე ქულების საერთო რაოდენობის მხრივ Y-MRS–ის შკალაზე. რეტროსპექტულ post-hoc ანალიზის დროს, პაციენტთა მდგომარეობის გაუმჯობესება პლაცებოსთან შედარებით, უფრო მკაფიოდ იყო გამოხატული ADHD-ის კომორბიდული დიაგნოზის მქონე პაციენტებში, ADHD-ის არ მქონე ჯგუფთან შედარებით, სადაც შედეგები არ განსხვავდებოდა პლაცებოსგან. რეციდივის პროფილაქტიკის ეფექტი არ გამოვლინდა.

მკურნალობასთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს იმ პაციენტებს შორის, რომლებიც ღებულობდნენ 30 მგ-ს, წარმოადგენდა: ექსტრაპირამიდული აშლილობა (28.3%), ძილიანობა (27.3%), თავის ტკივილი (23.2%) და გულისრევა (14.1%). სხეულის მასის საშუალო მომატება 30-კვირიანი მკურნალობის ინტერვალში იყო 2.9კგ, 0.98 კგ-სთან შედარებით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

გაღიზიანებადობა აუტიზმის დროს პედიატრიულ პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.2)

არიპიპრაზოლის ეფექტურობა შეისწავლებოდა ბავშვებსა და 6-17 წლის ასაკის მოზარდებში, ორ 8-კვირიან, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში [ერთი - ცვალებადი დოზით (2-15 მგ/დღე-ღამეში), ხოლო მეორე - ფიქსირებული დოზით (5, 10 ან 15 მგ/დღე-ღამეში)] და ასევე, 52-კვირიან ღია კვლევაში. ყველა კვლევაში დოზირება იწყებოდა 2მგ-ით დღე-ღამეში, პირველი კვირის ბოლოს დოზა იზრდებოდა 5მგ-მდე დღე-ღამეში, შემდეგ, ყოველ კვირას იზრდებოდა 5მგ-მდე დღე-ღამეში, სამიზნე დოზის მიღწევამდე. პაციენტების 75%-ზე მეტი იყო 13 წელზე ნაკლები ასაკის. არიპიპრაზოლმა პლაცებოსთან შედარებით გამოავლინა სტატისტიკურად მნიშვნელვანი ეფექტურობა აბერანტული ქცევის შკალის მიხედვით (Aberrant Behaviour Checklist Irritability subscale). თუმცა, აღნიშნული შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. გვერდითი მოვლენები მოიცავდა სხეულის მასის მომატებას და ცვლილებებს პროლაქტინის დონეებში. პრეპარატის გრძელვადიანი უსაფრთხოების კვლევის ხანგრძლივობა შემცირდა 52 კვირამდე. გაერთიანებულ კლინიკური კვლევების შედეგების თანახმად, პროლაქტინის დონის შემცირების სიხშირე გოგონებში (<3ნგ/მლ) და ბიჭებში (<2ნგ/მლ), რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს, შეადგენდა 27/46-ს (58.7%) და 258/298-ს (86.6%), შესაბამისად. პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში, სხეულის მასის საშუალო მომატება შეადგენდა 0.4კგ-ს პლაცებოს შემთხვევაში და 1.6 კგ-ს არიპიპრაზოლის მიმღებ ჯგუფში.

არიპიპრაზოლის ეფექტი შემანარჩუნებელი თერაპიის სახით, შეისწავლებოდა პლაცებო-კონტროლირებად, გრძელვადიან კლინიკურ კვლევაში. არიპიპრაზოლით (2-15მგ/დღე-ღამეში) 13-26 კვირიანი სტაბილიზაციის შემდეგ, თერაპიაზე სტაბილური რეაქციის მქონე პაციენტები იღებდნენ არიპიპრაზოლის შენარჩუნებულ თერაპიას ან გადაიყვანეს პლაცებოზე შემდგომი 16 კვირის განმავლობაში. კაპლან-მეიერის მეთოდის თანახმად განსაზღვრული რეციდივების სიხშირე მე-16 კვირის ბოლოსთვის შეადგენდა 35%-ს ჯგუფში, რომელიც აგრძელებდა მკურნალობას არიპიპრაზოლით და 52%-ს - პლაცებოს ჯგუფში. რეციდივების ფარდობითი რისკი (არიპიპრაზოლი/პლაცებო) 16 კვირის მანძილზე იყო 0.57 (განსხვავება სტატისტიკურად უმნიშვნელოა). სხეულის მასის საშუალო მომატება სტაბილიზაციის პერიოდის შემდეგ (26 კვირამდე), არიპიპრაზოლის მიმღებ პაციენტებში შეადგენდა 3.2 კგ-ს, წონის შემდგომი 2.2 კგ-ის მომატებით არიპიპრაზოლის ჯგუფში შემანარჩუნებელი თერაპიის დროს (16 კვირა), 0.6 კგ-სთან შედარებით, რომელიც აღინიშნა პლაცებოს ჯგუფში. ექსტრაპირამიდული სიმპტომები ძირითადად ვლინდებოდა სტაბილიზაციის ფაზაში, პაციენტების 17%-ში, ხოლო ტრემორი - 6.5%-ში.

ტიკები ბავშვებსა და მოზარდებში ტურეტის დაავადების დროს (იხ. პარაგრაფი 4.2)

არიპიპრაზოლის ეფექტურობა შეისწავლებოდა რანდომიზებულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად, 8-კვირიანი ხანგრძლობის კვლევაში, ტურეტის დაავადების მქონე ბავშვებსა და მოზარდებში (არიპიპრაზოლის მიმღები ჯგუფი n=99, პლაცებოს ჯგუფი n=44). კვლევაში გამოიყენებოდა არიპიპრაზოლის ფიქსირებული დოზები, წონის საფუძველზე, 5-დან 20მგ-მდე დღე-ღამეში დოზურ დიაპაზონში, სადაც საწყისი დოზა შეადგენდა 2მგ-ს. 7-17 წლის პაციენტებში ქულების საშუალო რაოდენობა ტიკის სიმძიმის საერთო შკალის მიხედვით (Total Tic Score on the Yale Global Tic Severity Scale (TTS-YGTSS)), საბაზისო მდგომარეობაში შეადგენდა 30 ქულას. მე-8 კვირისთვის, არიპიპრაზოლის დაბალი დოზების (5მგ ან 10მგ) მიმღებ ჯგუფში გაუმჯობესება საბაზისო მდგომარეობასთან შედარებით, TTS-YGTSS შკალის მიხედვით, შეადგენდა 13.35-ს, ხოლო მაღალი დოზების მიმღებ ჯგუფში (10მგ ან 20მგ) - 16.94-ს, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, სადაც ცვლილება შეადგენდა 7.09-ს.

ტურეტის დაავადების მქონე ბავშვებისა და 16-18 წლის ასაკის მოზარდების მონაწილეობით (არიპიპრაზოლი n=32, პლაცებო n=29), არიპიპრაზოლის ეფექტურობა შეისწავლებოდა 10-კვირიან, რანდომიზებულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, დოზების ცვლილებით დიაპაზონში 2-20მგ დღე-ღამეში, სადაც საწყისი დოზა შეადგენდა 2მგ-ს დღე-ღამეში (სამხრეთ კორეა). საბაზისო მდგომარეობისას ქულების საშუალო რაოდენობა, TTS-YGTSS შკალის მიხედვით, შეადგენდა 29-ს. მე-10 კვირისთვის, არიპიპრაზოლის მიმღებ ჯგუფში გაუმჯობესება საბაზისო მდგომარეობასთან შედარებით, TTS-YGTSS შკალის მიხედვით, შეადგენდა 14.97-ს, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, სადაც ცვლილება შეადგენდა 9.62-ს.

არც ერთ ამ ხანმოკლე კვლევაში არ დადასტურებულა კლინიკური ეფეტურობა მკურნალობის ეფექტის თვალსაზრისით, პლაცებოს გამოხატულ ეფექტთან შედარებით, ასევე ფსიქო-სოციალური ფუნქციის გაურკვევლობასთან დაკავშირებით. არ მოიპოვება არიპიპრაზოლის ეფექტურობისა და უსაფრთხოების გრძელვადიანი კვლევების მონაცემები ამ დაავადების მკურნალობისას.

სამკურნალო საშუალებების ევროპულმა კომისიამ გადადო შიზოფრენიით ან ბიპოლარული აშლილობით დაავადებული სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში არიპიპრაზოლის შემცველი ორიგინალური სამკურნალო პროდუქტის კლინიკური კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულება.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

შეწოვა:

არიპიპრაზოლი კარგად შეიწოვება, მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 3-5 საათის შემდეგ. არიპიპრაზოლი განიცდის მინიმალურ პრესისტემურ მეტაბოლიზმს. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა, შიგნით მიღების შემდეგ, შეადგენს 87%-ს. ცხიმებით მდიდარი საკვები არ მოქმედებს არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე.

განაწილება:

არიპიპრაზოლი კარგად ნაწილდება ორგანიზმში, განაწილების დაახლოებითი მოცულობა შეადგენს 4,9 ლ/კგ-ს, რაც მიუთითებს ინტენსიურ ექსტრავასკულურ განაწილებაზე. თერაპიული კონცენტრაციების დროს, არიპიპრაზოლი და დეჰიდროარიპიპრაზოლი სისხლის პლაზმურ ცილებს უკავშირდებიან 99%-ით და მეტად, ძირითადად კი ალბუმინს.

ბიოგარდაქმნა:

არიპიპრაზოლი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ბიოგარდაქმნის ძირითადი გზებია: დეჰიდრირება, ჰიდროქსილირება და N-დეზალკილირება. In vitro პირობებში, არიპიპრაზოლის დეჰიდრირება და ჰიდროქსილირება მიმდინარეობს CYP3A4 და CYP2D6 იზოფერმენტების ზემოქმედებით, ხოლო N-დეზალკილირება კატალიზირდება CYP3A4 ფერმენტით. სამკურნალო პრეპარატ არიპიპრაზოლის უდიდესი ნაწილი ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში. წონასწორულ მდგომარეობაში აქტიური მეტაბოლიტის - დეჰიდროარიპიპრაზოლის AUC პლაზმაში შეადგენს არიპიპრაზოლის AUC-ის დაახლოებით 40%-ს.

გამოყოფა:

არიპიპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით შეადგენს 75 საათს, CYP2D6–ის მეშვეობით აქტიური მეტაბოლიზმის პირობებში და დაახლოებით 146 საათს, CYP2D6–ის დაბალი მამეტაბოლიზირებელი აქტივობისას.

არიპიპრაზოლის საერთო კლირენსი შეადგენს 0,7მლ/წთ/კგ-ს, ძირითადად ღვიძლიმიერი გამოყოფის ხარჯზე.

[14C]-ით მონიშნული არიპიპრაზოლის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ, რადიოაქტიურობის დაახლოებით 27% გამოვლინდა შარდში და დაახლოებით 60% - განავალში. უცვლელი არიპიპრაზოლის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით, ხოლო მიღებული დოზის დაახლოებით 18% გამოიყოფა განავლით შეუცვლელი სახით.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების სპეციალურ ჯგუფებში

ბავშვები და მოზარდები:

არიპიპრაზოლისა და დეჰიდროარიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკა 13-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში მსგავსი იყო მოზრდილების ფარმაკოკინეტიკისა, სხეულის მასის განსხვავებების შესწორების შემდეგ.

ხანდაზმული პაციენტები:

არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკის განსხვავება არ აღინიშნება ჯანმრთელ ხანდაზმულებსა და შედარებით ახალგაზრდა სუბიექტებს შორის. ასევე, არ აღინიშნება ასაკის შესამჩნევი გავლენა პოპულაციური ფარმაკოკინეტიკის ანალიზზე შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში.

სქესი:

არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკის განსხვავება არ აღინიშნება ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებს შორის. ასევე, არ აღინიშნება სქესის შესამჩნევი გავლენა პოპულაციური ფარმაკოკინეტიკის ანალიზზე შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში.

მოწევა და ეთნიკური კუთვნილება:

პოპულაციური ფარმაკოკინეტიკის შეფასებამ არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი რასობრივი განსხვავებები ან მოწევის გავლენა არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა:

გამოვლინდა, რომ არიპიპრაზოლისა და დეჰიდროარიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები თირკმელების მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში არის ისეთივე, როგორიც ახალგაზრდა ჯანმრთელი სუბიექტებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:

ღვიძლის ციროზის სხვადასხვა ხარისხის (A, B და C კლასები Child-Pugh-ის მიხედვით) მქონე პაციენტებში, ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ არ აღინიშნა ღვიძლის უკმარისობის მნიშვნელოვანი გავლენა არიპიპრაზოლის და დეჰიდროარიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე. თუმცა, კვლევაში მონაწილეობდა მხოლოდ სამი …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ

(ინფორმაცია პაციენტებისთვის)

არიპეგისი®

10 მგ, 15 მგ, ტაბლეტები

(არიპიპრაზოლი)

მთლიანად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღებამდე.

შეინახეთ წინამდებარე სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლებელია ხელმეორედ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ პირადად თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას, დაავადების იგივე სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც კი.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის ან ისეთი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. პარაგრაფი 4).

წინამდებარე სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი:

რას წარმოადგენს პრეპარატი არიპეგისი® და რისთვის გამოიყენება

რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატ არიპეგისის® მიღების დაწყებამდე

როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი არიპეგისი®

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი არიპეგისი®

ვარგისიანობის ვადა

აფთიაქიდან გაცემის პირობები

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს პრეპარატი არიპეგისი® და რისთვის გამოიყენება

არიპეგისი® არის პრეპარატების ჯგუფის წარმომადგენელი, რომელსაც ეწოდება ანტიფსიქოზური საშუალებები.

იგი გამოიყენება მოზრდილების და 15 წლის და მეტი ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, ისეთი დაავადების დროს, რომელსაც ახასიათებს ეჭვიანობა, არარსებული საგნების მოსმენის, დანახვის ან შეგრძნების უნარი, მცდარი შეხედულებები, არათანმიმდევრული მეტყველება და ქცევა, ასევე გაღარიბებული ემოციური სფერო. ასეთი მდგომარეობის მქონე ადამიანები შეიძლება გრძნობდნენ დათრგუნვას, ბრალს, შფოთვას ან დაძაბულობას.

არიპეგისი®, ასევე გამოიყენება მოზრდილი პაციენტების და 13 წლის და მეტი ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, რომელთა მდგომარეობა ხასიათდება ზედმეტი ამაღლებული განწყობით, ენერგიულობით, შემცირებით ჩვეულებრივ მდგომარეობასთან შედარებით, ძილზე მოთხოვნილებით, ძალიან სწრაფი მეტყველებით სწრაფი იდეებით, ხანდახან გამოხატული გაღიზიანებადობით. პრეპარატი, ასევე ხელს უშლის ამ მდგომარეობის რეციდივს მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც რეაგირებენ პრეპარატ არიპეგისით® მკურნალობაზე.

რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატ არიპეგისის® მიღების დაწყებამდე

არ მიიღოთ პრეპარატი არიპეგისი®

თუ გაქვთ ალერგია არიპიპრაზოლის (პრეპარატის მოქმედი ნივთიერების) მიმართ ან მე-8 პარაგრაფში მოცემული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენების დროს

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან პრეპარატ არიპეგისის® მიღებამდე ან თუ აღგენიშებათ:

სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა (ისეთი დამახასიათებელი სიმპტომებით, როგორიცაა მომატებული წყირვილი, შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფა, მადის მომატება და სისუსტის შეგრძნება) ან დიაბეტი ოჯახურ ანამნეზში;

კრუნჩხვები (შესაძლოა თქვენი მკურნალი ექიმი უფრო საგულდაგულოდ დააკვირდეს თქვენს მდგომარეობას);

კუნთების უნებლიე პერიოდული შეკუმშვები, განსაკუთრებით სახის კუნთების;

გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებები, ოჯახურ ანამნეზში გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების არსებობა, ინსულტი, მიკროინსულტი, პათოლოგიური არტერიული წნევა;

თრომბი ან თრომბის არსებობა ოჯახურ ანამნეზში, რადგანაც ანტიფსიქოზური საშუალებების მიღება დაკავშირებულია თრომბის წარმოქმნასთან;

არაჯანსაღი მიდრეკილება აზარტული თამაშებისადმი წარსულში.

თუ შენიშნეთ, რომ იმატებთ წონაში, ან აღგენიშნათ უჩვეულო მოძრაობები, ძილიანობა, რომელიც ხელს უშლის დღის ნორმალურ აქტივობას, გრძნობთ ნებისმიერ სირთულეს ყლაპვის დროს ან ალერგიულ სიმპტომებს, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

იმ შემთხვევაში, თუ ხართ დემენციის მქონე ხანდაზმული პაციენტი (მეხსიერების და სხვა გონებრივი უნარების დაკარგვით) და გადაიტანეთ ინსულტი ან მიკროინსულტი, თქვენ ან თქვენმა მეურვემ/ნათესავმა უნდა შეატყობინოთ ამის შესახებ ექიმს.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ აზრები საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების შესახებ, მაშინვე აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს მიღებულია შეტყობინებები თვითმკვლელობისკენ მიმართული აზრების ან ქცევის აღნიშვნის შესახებ.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ იგრძნობთ კუნთების შებოჭილობას ან რიგიდულობას, რასაც ახლავს მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება ან სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები ან თქვენი მომვლელი პირები შეამჩნევთ, რომ თქვენ გიჩნდებათ დაუოკებელი სურვილი მოიქცეთ უჩვეულოდ, ან ვერ უწევთ წინააღმდეგობას იმპულსს, მოტივს ან ცდუნებას, განახორციელოთ ისეთი ქმედებები, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ თქვენ ან თქვენს გარშემო მყოფებს. ამ მდგომარეობას ეწოდება იმპულსების კონტროლის დარღვევა და მოიცავს პათოლოგიურ მიდრეკილებას აზარტული თამაშების მიმართ, იძულებით კომპულსიურ ჭარბ კვებას, კომპულსიურ საყიდლებს/ფულის ხარჯვას, პათოლოგიურად გაზრდილ სექსუალურ ლტოლვას ან აკვიატებულ იდეებს სექსუალური ხასიათის აზრებით და გრძნობებით. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.

არიპიპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, არტერიული წნევის დაცემა ფეხზე წამოდგომისას, თავბრუსხვევა, გადაადგილების უნარის ცვლილებები და წონასწორობის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაცემა. ფრთხილად უნდა იყოთ, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული ან დასუსტებული.

ბავშვები და მოზარდები

არიპეგისი® არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და 13 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად. პრეპარატ აპერგისის® მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი არიპეგისი®

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟმად იღებთ, ახლახან იღებდით ან გეგმავთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატები, მათ შორის პრეპარატები, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.

არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები: არიპეგისს® შეუძლია პრეპარატების მოქმედების გაძლიერება, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის დასაწევად. თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატებს არტერიული წნევის დასაწევად, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

სხვა სამკურნალო საშუალებების და პრეპარატ არიპეგისის® ერთდროულად გამოყენებამ შესაძლებელია საჭირო გახადოს პრეპარატ არიპეგისის® დოზირების შეცვლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ექიმის ინფორმირება შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:

პრეპარატები გულის რითმის კორექციისთვის (როგორიცაა ქინიდინი, ამიოდარონი, ფლეკაინიდი);

ანტიდეპრესანტები ან მცენარეული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და შფოთვის სამკურნალოდ (როგორიცაა ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, ვენლაფაქსინი, კრაზანა);

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი);

გარკვეული პრეპარატები აივ ინფექციის სამკურნალოდ (როგორიცაა ეფავირენცი, ნევირაპინი, პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგალითად ინდინავირი, რიტონავირი);

კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები ეპილეფსიის სამკურნალოდ (როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი);

ტუბერკულოზის სამკურნალო ზოგიერთი ანტიბიოტიკი (რიფაბუტინი, რიფამპიცინი).

ამ სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი ან შეამცირონ არიპიპრაზოლის მოქმედება. თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე უჩვეულო სიმპტომი ამ პრეპარატებით და არიპიპრაზოლით კომბინირებული მკურნალობისას, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდის სეროტონინის დონეს და ჩვეულებრივ გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD), სოციალური ფობიები და ასევე, შაკიკი და ტკივილი:

ტრიპტანები, ტრამადოლი, ტრიპტოფანი, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის, (OCD), სოციალური ფობიების, ასევე შაკიკის და ტკივილის სამკურნალოდ;

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუსი) (მაგალითად, პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის, პანიკური და შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ;

სხვა ანტიდეპრესანტები (მაგალითად, ვენლაფაქსინი, ტრიპტოფანი), რომლებიც გამოიყენება დიდი დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ;

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორიცაა კლომიპრამინი, ამიტრიპტილინი), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;

კრაზანა (Hypericum perforatum), რომელიც გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ;

ტკივილის სამკურნალო პრეპარატები (ტრამადოლი და პეტიდინი);

ტრიპტანები (როგორიცაა სუმატრიპტანი და ზოლმიტრიპტანი) შაკიკის სამკურნალოდ.

ეს პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს. მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ აღგენიშნებათ რაიმე უჩვეულო სიმპტომი ამ პრეპარატების და არიპეგისის® ერთობლივი გამოყენებისას.

პრეპარატ არიპეგისის® მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად

არიპეგისის® მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად.

პრეპარატ არიპეგისის® მიღებისას თავი უნდა ავარიდოთ ალკოჰოლის მოხმარებას.

ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

თუ ხართ ორსულად, კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე.

ახალშობილებს, რომელთა დედებმა მიიღეს არიპეგისი® ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (ბოლო სამი თვე) შეიძლება განუვითარდეთ შემდეგი სიმპტომები: კანკალი, კუნთების სიტკიცე და/ან სისუსტე, ძილიანობა, აღგზნებადობა, სირთულეების სუნთქვის და კვების დროს. თუ თქვენს შვილს აქვს რომელიმე ეს სიმპტომი, უნდა მიმართოთ ექიმს.

ძუძუთი კვება

თუ თქვენ იღებთ არიპეგისს® უნდა განიხილოთ ექიმთან, გააგრძელოთ თუ არა ამ პრეპარატის მიღება და შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, თქვენთვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით, ან გააგრძელოთ ძუძუთი კვება და შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება, თქვენი ბავშვისთვის სარგებლის გათვალისწინებით.

განიხილეთ ექიმთან თქვენი ბავშვისთვის ყველაზე შესაფერისი კვების მეთოდის, თუ აგრძელებთ პრეპარატ არიპეგისით® მკურნალობას.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევა შეიძლება გამოვლინდეს ამ პრეპარატით მკურნალობის დროს (იხ. პარაგრაფი 4). ეს უნდა იქნას გათვალისწინებული იმ შემთხვევებში, როდესაც მუშაობა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას.

როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი არიპეგისი®

პრეპარატ არიპეგისის® მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით თქვენი მკურნალი ექიმის ინსტრუქციები. თუ არ ხართ დარწმუნებული როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები:

ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 15 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ. მიუხედავად ამისა, თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია გამოგიწეროთ უფრო დაბალი ან უფრო მაღალი დოზა, ამასთან მაქსიმალიური დოზა შეადგენს 30 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები:

13 წლიდან და მეტი ასაკის მოზარდებისთვის პრეპარატ არიპეგისის® მიღების დაწყება შეიძლება დაბალი დოზებიდან. დოზის თანდათან გაზრდა შეიძლება მოზარდებისთვის ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 10 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ. მიუხედავად ამისა, ექიმს შეუძლია გამოგიწეროთ უფრო დაბალი ან უფრო მაღალი დოზა, ამასთან მაქსიმალური დოზა უდრის 30 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ. ვინაიდან, პრეპარატ არიპეგისის® ტაბლეტების დოზირება 10 მგ-ზე დაბალი დოზებით შეუძლებელია, მკურნალ ექიმს შეუძლია ხსნარის დანიშვნა, რომელიც შეიცავს არიპიპრაზოლს, შიგნით მისაღებად.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღების წესი

შეეცადეთ არიპეგისის® ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიიღოთ.

არა აქვს მნიშვნელობა, პრეპარატს ჭამამდე მიიღებთ თუ ჭამის შემდეგ. ყოველთვის გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, წყლის დაყოლებით.

თუ დაგავიწყდათ არიპეგისის® ტაბლეტის დროულად მიღება

თუ თქვემ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ გამოტოვებული დოზა გახსენებისთანავე, მაგრამ არ მიიღოთ ორმაგი დოზა ერთსა და იმავე დღეს, გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი რაოდენობის არიპეგისის® ტაბლეტები

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიიღეთ (ან სხვა ვინმემ მიიღო თქვენი არიპეგისის® ტაბლეტები) ექიმის მიერ რეკომენდირებულზე მეტი არიპეგისის® ტაბლეტები, მაშინვე შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს. თუ ვერ უკავშირდებით თქვენს მკურნალ ექიმს, მიაკითხეთ უახლოეს საავადმყოფოს და თან წაიღეთ პრეპარატის შეფუთვა.

თუ შეწყვიტეთ არიპეგისის® ტაბლეტების მიღება

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვნ თავს უკეთესად გრძნობთ, არ შეწყვიტოთ პრეპარატ არიპეგისის® მიღება და არ შეცვალოთ დღიური დოზა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

თუ გაგიჩნდებათ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები სამედიცინო გამოყენებისას

სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

გვერდითი ეფექტები მოყვანილია მათი განვითარების კლებადობის მიხედვით:

ხშირად (შეიძლება შეგვხვდეს 100-დან 1-10 პაციენტში):

შაქრიანი დიაბეტი;

ჩაძინების დარღვევა;

შფოთვის შეგრძნება;

სიმშვიდის შენარჩუნების, მშვიდად ჯდომის შეუძლებლობა;

აკათიზია (შინაგანი შფოთვის უსიამოვნო შეგრძნება, მუდმივი მოძრაობის დაუძლეველი მოთხოვნილება);

უკონტროლო ტოკვა, ჭვალი, მოუსვენარი ფეხები;

კანკალი;

თავის ტკივილი;

დაქანცულობა;

ძილიანობა;

გულის წასვლისწინა მდგომარეობა;

ბუნდოვანი და „მხტუნავი“ მხედველობა;

ყაბზობა;

დისპეფსია (საჭმლის მონელების სირთულე);

გულისრევა;

გაზრდილი ნერწყვის წარმოქმნა;

ღებინება;

დაღლილობა.

არახშირად (შეიძლება შეგვხვდეს 1000-დან 1-10 პაციენტში):

სისხლში პროლაქტინის ჰორმონის კონცენტრაციის მომატება;

შაქრის კონცენტრაციის მომატება სისხლში;

დეპრესია;

სექსუალობის ცვლილება ან მომატება;

პირის, ენის ან ფეხის უკონტროლო მოძრაობები (მოგვიანებითი დისკინეზია);

კუნთების ბრუნვალი წყვეტილი სპაზმი (დისტონია);

ორმაგი ხედვა;

გახშირებული გულისცემა;

არტერიული წნევის ვარდნა წოლის ან ჯდომის პოზიციიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას, რაც იწვევს თავბრუსხვევას, გულისწასვლის წინა მდგომარეობას ან გონების დაკარგვას;

სლოკინი.

პრეპარატ არიპეგისის® ბაზარზე გამოსვლის მომენტიდან აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე არ არის დადგენილი:

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;

ალერგიული რეაქციები (მაგალითად, პირის ღრუს, ენის, სახის და ყელის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ქავილი, ჭინჭრის ციება);

დიაბეტის გაუარესება ან დაწყება, კეტოაციდოზი (სისხლში და შარდში კეტონების არსებობა), ან კომა;

სისხლში ნატრიუმის დაბალი კონცენტრაცია;

მადის დაკარგვა (ანორექსია);

სხეულის წონის მომატება ან შემცირება;

სუიციდური აზრები, თვითმკვლელობის მცდელობები ან თვითმკვლელობა;

აგრესია;

ნევროზულობა, აჟიტაცია (აღგზნებადობა);

ცხელების, კუნთების დაჭიმულობის, სუნთქვის გახშირების, ოფლიანობის, დაბინდული ცნობიერების, არტერიული წნევის და გულისცემის უეცარი ცვლილებების ერთობლიობა, გონების დაკარგვა (ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი);

კრუნჩხვები;

სეროტონინის სინდრომი (რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უკიდურესი ბედნიერების შეგრძნება, ძილიანობა, მოუქნელობა, მოუსვენრობა, ალკოჰოლით თრობის შეგრძნება, ცხელება, ოფლიანობა და კუნთების დაჭიმულობა);

მეტყველების დარღვევა;

თვალების უნებლიე ფიქსაცია ერთი მიმართულებით;

უეცარი აუხსნელი სიკვდილი;

უჩვეულო გულისცემა;

მიოკარდიული ინფარქტი;

გულისცემის შენელება;

თრომბების წარმოქმნა ვენებში, განსაკუთრებით ფეხებში (სიმპტომები მოიცავს: ფეხების შეშუპებას, ტკივილს და სიწითლეს), რომელსაც შეუძლია სისხლძარღვების საშუალებით გადავიდეს ფილტვებში, გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში და სუნთქვის გაძნელება (თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომთაგანს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს);

მაღალი არტერიული წნევა;

გონების დაკარგვა;

საკვების შემთხვევითი მოხვედრა ტრაქეაში ფილტვების ანთების განვითარების რისკით;

ხორხის კუნთების სპაზმი;

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება;

ყლაპვის გაძნელება;

დიარეა;

დისკომფორტი მუცლის არეში;

დისკომფორტი კუჭის არეში;

ღვიძლის უკმარისობა;

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

კანის და თვალების სკლერის გაყვითლება;

მონაცემები ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების ცვლილების შესახებ;

კანისმიერი გამონაყარი;

ფოტომგრძნობელობა;

თმის ცვენა;

გადაჭარბებული ოფლიანობა;

მძიმე ალერგიული რეაქცია - წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS). ეს რეაქცია თავდაპირველად ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და სახეზე გამონაყარით; შემდეგ გამონაყარი ფართოდ ვრცელდება, ვითარდება ცხელება, გადიდებულია ლიმფური კვანძები, სისხლის ანალიზები აჩვენებს ღვიძლის ფერმენტების მომატებულ დონეს და გარკვეული სისხლის თეთრი უჯრედების მომატებულ დონეს (ეოზინოფილია).

უნთების პათოლოგიური დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

კუნთების ტკივილი;

კუნთების შებოჭილობა;

უნებლიე შარდვა;

შარდვის გაძნელება;

მოხსნის სიმპტომები ახალშობილებში ორსულობის დროს ექსპოზიციის შემთხვევაში;

გახანგრძლივებული და/ან მტკივნეული ერექცია;

ხეულის ტემპერატურის კონტროლის დარღვევა ან გადახურება;

ტკივილი მკერდის არეში;

ხელების მტევნების, კოჭის მყესების ან ტერფების შეშუპება;

იმპულსისთვის, მოტივისთვის ან ისეთი ქმედებების შესრულების ცდუნებისთვის წინააღმდეგობა გაუწიის უუნარობა, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ თქვენ ან თქვენს გარშემო მყოფებს. ეს მდგომარეობია:

პათოლოგიური დამოკოდებულება აზარტული თამაშების მიმართ, მიუხედავად თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის სერიოზული შედეგებისა;

სექსუალური ლტოლვის ან ქცევის პათოლოგიური მომატება სექსუალური ხასიათის აზრებითა და გრძნობებით;

უკონტროლო ჭარბი საყიდლები;

ზედმეტი ჭამა (ძალიან დიდი რაოდენობით საკვების მიღება ძალიან სწრაფად) ან კომპულსიური ზედმეტი ჭამა (დიდი რაოდენობის საკვების ჭამა, რომელიც აუცილებელია შიმშილის ნორმალურად დასაკმაყოფილებლად);

წასვლის, დაკარგვის მიმართ მიდრეკილება.

აცნობეთ თქვენს ექიმს თუ აღგენიშნებათ ასეთი ქცევა; ექიმი გირჩევთ რისი გაკეთებაა საჭირო, იმისათვის რომ გააკონტროლოთ ან შემცირდეს ასეთი სიმპტომები.

გარდაცვალების ფაქტები არიპიპრაზოლის მიღებისას უფრო ხშირად აღინიშნებოდა დემენციის მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. გარდა ამისა, მიღებულია შეტყობინებები ინსულტის ან მიკროინსულტის გამოვლენის შემთხვევების შესახებ.

დამატებითი გვერდითი ეფექტები ბავშვებსა და მოზარდებში

13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებს ჰქონდათ გვერდითი ეფექტები, რომლებიც სიხშირის და ტიპის მიხედვით მსგავსი იყო მოზრდილებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტებისა, თუმცა უძილობა და არაკონტროლირებადი კუნთების შეკუმშვები და კრთომა აღინიშნებოდა ძალიან ხშირად (10 პაციენტზე 1-ზე უფრო ხშირი შეთხვევა), ხოლო ტკივილის მუცლის ზედა ნაწილში, პირის სიმშრალე, გულისცემის გახშირება, სხეულის მასის მომატება, მომატებული მადა, კუნთების პათოლოგიური შეკუმშვა (ჭვალი), ფეხების არაკონტროლირებადი მოძრაობები და თავბრუსხვევის შეგრძნება, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში დაგასვლილსას, აღინიშნებოდა ხშირად. (100 პაციენტზე 1-ზე უფრო ხშირი შეთხვევა).

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის აღნიშვნის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ გვერდითი მოვლენების ეროვნული რეგისტრაციის სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი არიპეგისი®

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვენისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გადაყაროთ სამკურმალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, რომელსაც აღარ იყენებთ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში.

ვარგისიანობის ვადა

ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი გაფუჭების ხილული ნიშნების (მაგალითად, ფერის შეცვლა) აღმოჩენის შემთხვევაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტით.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რა შედის პრეპარატ არიპეგისის® ტაბლეტების შემადგენლობაში

მოქმედი ნივთიერება: არიპიპრაზოლი.

არიპეგისი® 10 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ არიპიპრაზოლს (ანჰიდრიდის სახით).

არიპეგისი® 15 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 15 მგ არიპიპრაზოლს (ანჰიდრიდის სახით).

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა; პრეჟელატინიზირებული სახამებელი;მაგნიუმის სტეარატი; უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.

პრეპარატ არიპეგისის® ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგნული სახე:

არიპეგისი® ტაბლეტები 10 მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, უსუნო ან თითქმის უსუნო ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებულია სტილიზებული ასო „E” და ნომერი „562“.

არიპეგისი® ტაბლეტები 15მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ნაჭდევით, უსუნო ან თითქმის უსუნო ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებულია სტილიზებული ასო „E” და ნომერი „563“.

შეფუთვა:

14 ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერზე. 1, 2 ან 4 ბლისტერი შეფუთულია მუყაოს კოლოფში, სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38

უნგრეთი

საწარმოო მოედანი:

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ. 118-120,

უნგრეთი

EGIS Doc. No.:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა