აპო-ტამსულოზინი CR ინიშნება პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან (BPH) დაკავშირებული ქვედა საშარდე გზების სიმპტომების (LUTS) არსებობის დროს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტამსულოზინი (tamsulosin)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,4მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
- მწარმოებელი
- APOTEX INC., კანადა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- უროლოგიური საშუალებები, ალფა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები
- ATC კოდი
- G04CA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036350
- რეგისტრირებულია
- 5 სექტემბერი 2022, მოქმედებს 5 სექტემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
აპო-ტამსულოზინი CR — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აპო-ტამსულოზინი CR ინიშნება პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან (BPH) დაკავშირებული ქვედა საშარდე გზების სიმპტომების (LUTS) არსებობის დროს.
როგორ მოქმედებს მედიკამენტი:
აპო-ტამსულოზინი CR მოქმედებს ობსტრუქციის ადგილზე პროსტატისა და შარდის ბუშტის ყელის კუნთების მოდუნებით, რაც იწვევს შარდის დინების გაუმჯობესებას და ამცირებს BPH-ის სიმპტომებს.
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (BPH) არის პროსტატის ჯირკვლის გადიდება. ის ქვედა საშარდე გზების სიმპტომების ყველაზე ხშირი მიზეზია ხანდაზმულ მამაკაცებში. 50 წლის შემდეგ უმეტესობა მამაკაცებს უდიდდებათ პროსტატის ჯირკვალი. ის ნელ-ნელა ზღუდავს შარდის ნაკადს, რაც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა:
ძილის ხშირად შეწყვეტა მოშარდვის სურვილის გამო;
შარდის ნაკადის შემცირება;
შარდის ბუშტის სრულად დაუცლელობის შეგრძნება მოშარდვის დასრულების შემდეგ;
შარდვის დასაწყებად დაძაბვის საჭიროება;
შარდვის პროცესის რამდენჯერმე შეწყვეტა და ხელახლა დაწყება;
მოშარდვის შემდეგ 2 საათზე ნაკლებ დროში მოშარდვის ხელახალი სურვილი;
მოშარდვის დაყოვნების გაძნელება.
მიღების წესი და დოზირება
აპო-ტამსულოზინი CR-ის მიღება უნდა მოხდეს ექიმის მითითების შესაბამისად. მიიღება ერთი ტაბლეტი (0.4 მგ) ერთხელ დღეში, ერთსა და იმავე დროს ყოველდღე საკვებთან ან საკვების გარეშე.
დაუშვებელია აპო-ტამსულოზინი CR-ის ტაბლეტების გასრესვა ან დაღეჭვა. ამ ტაბლეტების ფორმულა სპეციალურად შექმნილია, რათა მოხდეს სისხლის ნაკადში ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მიწოდების გაკონტროლება.
დაუშვებელია აპო-ტამსულოზინი CR-ის სხვისთვის მიცემა. ის განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის.
თუ პაციენტმა მკურნალობა შეწყვიტა რამდენიმე დღით ან უფრო მეტი ხნით, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მკურნალობის განახლებამდე.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ტამსულოზინის ან აპო-ტამსულოზინი CR-ის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ. ჰიპერმგრძნობელობა შეიძლება გამოვლინდეს სხეულის რბილის ქსოვილების უეცარი შეშუპებით (მაგ.: ხორხის ან ენის), სუნთქვის გაძნელებით და/ან ქავილითა და გამონაყარით (ანგიონევროზული შეშუპება);
პაციენტმა არ უნდა მიიღოს აპო-ტამსულოზინი CR, თუ იღებს კეტოკონაზოლს (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატს, გამოიყენება კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).
აქტიური ნივთიერებაა:
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი
მნიშვნელოვანი დამხმარე ნივთიერებებია:
ლიმონმჟავა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ჰისროქსიპროპილმეთილცეცლულოზა 2208 და 2910, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენგლიკოლი, ნატრიუმის ალგინატი და რკინის ყვითელი ოქსიდი,
მედიკამენტის ფარმაცევტული ფორმებია:
გაკონტროლებული გამოთავისუფლების ტაბლეტები. თითოეული მოყვითალო-ყავისფერი, მრგვალი, ორმხრივამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, რომლის ცალ მხარეს ამოტვიფრულია “TA” “0.4”-ის ზემოთ და მეორე მხარე სადაა, შეიცავს 0.4 მგ ტამსულოზინს.
სიფრთხილის ზომები
იშვიათად აპო-ტამსულოზინი CR-ის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს გულისწასვლა, როგორც ამ ტიპის სხვა მედიკამენტების გამოყენების დროს. თავბრუსხვევის ან სისუსტის პირველი ნიშნებისთანავე პაციენტი უნდა დაჯდეს ან დაწვეს, სანამ არ ალაგდება სიმპტომები.
აპო-ტამსულოზინი CR არ გამოიყენება ქალებსა და ბავშვებში.
აპო-ტამსულოზინი CR-ის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე პრობლემები;
თუ პაციენტს პოზიციის შეცვლისას (დაჯდომისას ან ადგომისას) აღენიშნება გულისწასვლა სისხლის წნევის დაქვეითების გამო;
თუ პაციენტი ალერგიულია სულფონამიდების შემცველი მედიკამენტების მიმართ;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები;
თუ პაციენტი წარსულში, ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მიღების შემდეგ, ცუდად გახდა;
თუ პაციენტი გეგმავს თვალზე ოპერაციას კატარაქტის (ბროლის შემღვრევის) და/ან გლაუკომის (თვალშიდა წნევის მიმატების) გამო, უნდა გაიაროს ექიმთან კონსულტაცია ოპერაციამდე მედიკამენტის დროებით შეწყვეტის საჭიროების გამო. კატარაქტის და გლაუკომის ოპერაციის დროს აღინიშნა ინტრაოპერაციული ფერადი გარსის დარბილების სინდრომის (IFIS) განვითარება.
აპო-ტამსულოზინ CR-მა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, ან სხვა სახიფათო ქმედებების შესრულება აპო-ტამსულოზინი CR-ის საწყისი დოზის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში, ან სანამ პაციენტს არ ეცოდინება, როგორ მოქმედებს მასზე მედიკამენტი.
საჭიროა ექიმთან რეგულარული ვიზიტი. აპო-ტამსულოზინი CR-ის მიღების განმავლობაში საჭიროა რეგულარულად კვლევების ჩატარება. საჭიროა ექიმის მითითებების დაცვა ამ კვლევებთან დაკავშირებით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აპო-ტამსულოზინი CR-ის ამავე კლასის (ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები) სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწივოს სისხლის წნევის არასასურველი დაქვეითება.
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა ციმეტიდინს, კეტოკონაზოლს, ვარფარინს ან სხვა მედიკამენტებს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
მედიკამენტის სწორად გამოყენება
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, აპო-ტამსულოზინი CR-საც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა. აპო-ტამსულოზინი CR-ის გვერდითი მოვლენები მოიცავს:
ხშირი (1-10%):
ეაკულაციის დარღვევა – ამ დროს სათესლე სითხე გამოიყოფა არა ურეთრის გზით, არამედ ხვდება შარდის ბუშტში (რეტროგრადული ეაკულაცია) ან ეაკულატის მოცულობა მცირდება ან საერთოდ ქრება (ეაკულაციის უკმარისობა). ეს ფენომენი არ არის საზიანო.
არახშირი (0.1-1%):
თავისტკივილი; არტერიული წნევის დაცემა (ორთოსტატიული ჰიპოტენზია), მაგ.: სწრაფად ადგომისას მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციიდან, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს თავბრუსხვევა, ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი (რინიტი), დიარეა, გულისრევა და ღებინება, ყაბზობა, სისუსტე (ასთენია); გამონაყარი; ქავილი და ჭინჭრის ციება.
იშვიათი (0.01-0.1%):
გულისწასვლა - თავბრუსხვევის ან სისუსტის პირველი ნიშნებისთანავე პაციენტი უნდა დაჯდეს ან დაწვეს, სანამ სიმპტომები არ ალაგდება.
ალერგიული რეაქცია (ანგიონევროზული შეშუპება) - სიმპტომები მოიცავს სხეულის რბილი ქსოვილების უეცარ შეშუპებას (მაგ.: ხორხის ან ენის), სუნთქვის გაძნელებას და/ან ქავილს და გამონაყარს.
ძალიან იშვიათი (<0.01%):
პრიაპიზმი (მტკივნეული, გახანგრძლივებული, არასასურველი ერექცია), რომელიც არ იხსნება სექსუალური აქტით ან მასტურბაციით. თუ არ მოხდა ამ მდგომარეობის მკურნალობა, შეიძლება გამოიწვიოს ერექციის მუდმივი შეუძლებლობა. სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სიცოცხლისათვის სახიფათო კანის პათოლოგია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, კანზე, წყლულები პირში და წყლულები სხეულზე).
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
მხედველობის დაბინდვა ან მხდეველობის დაზიანება, ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსისი), მძიმე გამონაყარი კანზე (მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი), პირის სიმშრალე, კანის გაზრდილი მგრძნობელობა სინათლეზე, რომელიც გამოწვეულია აპო-ტამსულოზინი CR-ით.
თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს თვალის ბროლის შემღვრევის (კატარაქტის) ან თვალშიდა წნევის მომატების (გლაუკომის) გამო ოპერაცია და იღებს ან მიღებული აქვს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი, შეიძლება გუგა ცუდად გაფართოვდეს და ირისი (თვალის ფერადი გარსი) დარბილდეს პროცედურის დროს.
ეს არ არის გვერდითი მოვლენების სრული ჩამონათვალი. აპო-ტამსულოზინი CR-ის მიღების დროს მოულოდნელი ეფექტების განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რათა მოხდეს ამ მოვლენების სათანადო მართვა.
მძიმე გვერდითი მოვლენები და მართვა
სიმპტომი/ მოვლენა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა
უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა
მხოლოდ მძიმე შემთხვევებში
ყველა შემთხვევაში
ხშირი
თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციიდან ადგომისას
არახშირი
გულის ფრიალი (გულისცემის შეგრძნება ან სწრაფი გულისცემა)
გამონაყარი, ქავილი და ჭინჭრის ციება (ურტიკარია)
სისხლის წნევის დაქვეითება, მაგ.: მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციიდან სწრაფად ადგომისას, ზოგჯერ თავბრუსხვევასთან ერთად
იშვიათი
გულისწასვლა
- სხეულის რბილის ქსოვილების უეცარი შეშუპება (მაგ.: ხორხის ან ენის), სუნთქვის გაძნელება და/ან ქავილი და გამონაყარი (ანგიონევროზული შეშუპება)
ძალიან იშვიათი
- პრიაპიზმი (მტკივნეული და ხანგრძლივი ერექცია)
- თუ პაციენტს ეჭვი აქვს ამ სიმპტომებზე, საჭიროა ექიმთან ან ემერჯენსის განყოფილებაში მისვლა დაუყოვნებლივ.
ჭარბი დოზა
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მიიღო დიდი რაოდენობით აპო-ტამსულოზინი CR საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო პერსონალთან, საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში ან ინტოქსიკაციის მართვის რეგიონულ ცენტრში მიმართვა, სიმპტომების არარსებობის მიუხედავად.
დოზის გამოტოვება:
დოზის მიღების დავიწყებისას აპო-ტამსულოზინი CR-ის ტაბლეტის მიღება შეიძლება იმავე დღეს, მოგვიანებით. დღის გამოტოვების შემთხვევაში შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს, დანიშნულების მიხედვით. არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15ºC-30ºC).
აპო-ტამსულოზინი CR ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ნაწილი III: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
Prაპო-ტამსულოზინი CR
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი
გაკონტროლებული გამოთავისუფლების ტაბლეტები
აპოტექსის სტანდარტი
აღნიშნული ინსტრუქცია წარმოადგენს სამნაწილიანი "პროდუქტის მონოგრაფიის" მე-3 ნაწილს, რომელიც გამოცემულ იქნა კანადაში აპო-ტამსულოზინი CR-ის ვაჭრობის ლიცენზიის გაცემის შემდეგ და შექმნილია სპეციალურად მომხმარებლისათვის. აღნიშნული ინსტრუქცია წარმოადგენს პრეპარატის შესახებ მოკლე შეჯამებას და არ მოიცავს სრულ ინფორმაციას აპო-ტამსულოზინი CR-ის შესახებ. საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ წარმოიშვა დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის შესახებ.
აპო-ტამსულოზინი CR-ის (ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის) მიღების დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვა. ასევე, პრეპარატის ყოველი ახალი დანიშვნისას საჭიროა ინსტრუქციის გაცნობა, შეიძლება დამატებული იყოს ახალი ინფორმაცია.
მედიკამენტის შესახებ
რისთვის გამოიყენება მედიკამენტი:
აპო-ტამსულოზინი CR ინიშნება პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან (BPH) დაკავშირებული ქვედა საშარდე გზების სიმპტომების (LUTS) არსებობის დროს.
როგორ მოქმედებს მედიკამენტი:
აპო-ტამსულოზინი CR მოქმედებს ობსტრუქციის ადგილზე პროსტატისა და შარდის ბუშტის ყელის კუნთების მოდუნებით, რაც იწვევს შარდის დინების გაუმჯობესებას და ამცირებს BPH-ის სიმპტომებს.
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (BPH) არის პროსტატის ჯირკვლის გადიდება. ის ქვედა საშარდე გზების სიმპტომების ყველაზე ხშირი მიზეზია ხანდაზმულ მამაკაცებში. 50 წლის შემდეგ უმეტესობა მამაკაცებს უდიდდებათ პროსტატის ჯირკვალი. ის ნელ-ნელა ზღუდავს შარდის ნაკადს, რაც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა:
ძილის ხშირად შეწყვეტა მოშარდვის სურვილის გამო;
შარდის ნაკადის შემცირება;
შარდის ბუშტის სრულად დაუცლელობის შეგრძნება მოშარდვის დასრულების შემდეგ;
შარდვის დასაწყებად დაძაბვის საჭიროება;
შარდვის პროცესის რამდენჯერმე შეწყვეტა და ხელახლა დაწყება;
მოშარდვის შემდეგ 2 საათზე ნაკლებ დროში მოშარდვის ხელახალი სურვილი;
მოშარდვის დაყოვნების გაძნელება.
როდის არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ტამსულოზინის ან აპო-ტამსულოზინი CR-ის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ. ჰიპერმგრძნობელობა შეიძლება გამოვლინდეს სხეულის რბილის ქსოვილების უეცარი შეშუპებით (მაგ.: ხორხის ან ენის), სუნთქვის გაძნელებით და/ან ქავილითა და გამონაყარით (ანგიონევროზული შეშუპება);
პაციენტმა არ უნდა მიიღოს აპო-ტამსულოზინი CR, თუ იღებს კეტოკონაზოლს (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატს, გამოიყენება კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).
აქტიური ნივთიერებაა:
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი
მნიშვნელოვანი დამხმარე ნივთიერებებია:
ლიმონმჟავა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ჰისროქსიპროპილმეთილცეცლულოზა 2208 და 2910, მაგნიუმის სტეარატი, პოლიეთილენგლიკოლი, ნატრიუმის ალგინატი და რკინის ყვითელი ოქსიდი,
მედიკამენტის ფარმაცევტული ფორმებია:
გაკონტროლებული გამოთავისუფლების ტაბლეტები. თითოეული მოყვითალო-ყავისფერი, მრგვალი, ორმხრივამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, რომლის ცალ მხარეს ამოტვიფრულია “TA” “0.4”-ის ზემოთ და მეორე მხარე სადაა, შეიცავს 0.4 მგ ტამსულოზინს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
იშვიათად აპო-ტამსულოზინი CR-ის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს გულისწასვლა, როგორც ამ ტიპის სხვა მედიკამენტების გამოყენების დროს. თავბრუსხვევის ან სისუსტის პირველი ნიშნებისთანავე პაციენტი უნდა დაჯდეს ან დაწვეს, სანამ არ ალაგდება სიმპტომები.
აპო-ტამსულოზინი CR არ გამოიყენება ქალებსა და ბავშვებში.
აპო-ტამსულოზინი CR-ის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე პრობლემები;
თუ პაციენტს პოზიციის შეცვლისას (დაჯდომისას ან ადგომისას) აღენიშნება გულისწასვლა სისხლის წნევის დაქვეითების გამო;
თუ პაციენტი ალერგიულია სულფონამიდების შემცველი მედიკამენტების მიმართ;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები;
თუ პაციენტი წარსულში, ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მიღების შემდეგ, ცუდად გახდა;
თუ პაციენტი გეგმავს თვალზე ოპერაციას კატარაქტის (ბროლის შემღვრევის) და/ან გლაუკომის (თვალშიდა წნევის მიმატების) გამო, უნდა გაიაროს ექიმთან კონსულტაცია ოპერაციამდე მედიკამენტის დროებით შეწყვეტის საჭიროების გამო. კატარაქტის და გლაუკომის ოპერაციის დროს აღინიშნა ინტრაოპერაციული ფერადი გარსის დარბილების სინდრომის (IFIS) განვითარება.
აპო-ტამსულოზინ CR-მა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, ან სხვა სახიფათო ქმედებების შესრულება აპო-ტამსულოზინი CR-ის საწყისი დოზის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში, ან სანამ პაციენტს არ ეცოდინება, როგორ მოქმედებს მასზე მედიკამენტი.
საჭიროა ექიმთან რეგულარული ვიზიტი. აპო-ტამსულოზინი CR-ის მიღების განმავლობაში საჭიროა რეგულარულად კვლევების ჩატარება. საჭიროა ექიმის მითითებების დაცვა ამ კვლევებთან დაკავშირებით.
მედიკამენტთან ურთიერთქმედება
აპო-ტამსულოზინი CR-ის ამავე კლასის (ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები) სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწივოს სისხლის წნევის არასასურველი დაქვეითება.
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა ციმეტიდინს, კეტოკონაზოლს, ვარფარინს ან სხვა მედიკამენტებს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
მედიკამენტის სწორად გამოყენება
რეკომენდებული დოზა:
აპო-ტამსულოზინი CR-ის მიღება უნდა მოხდეს ექიმის მითითების შესაბამისად. მიიღება ერთი ტაბლეტი (0.4 მგ) ერთხელ დღეში, ერთსა და იმავე დროს ყოველდღე საკვებთან ან საკვების გარეშე.
დაუშვებელია აპო-ტამსულოზინი CR-ის ტაბლეტების გასრესვა ან დაღეჭვა. ამ ტაბლეტების ფორმულა სპეციალურად შექმნილია, რათა მოხდეს სისხლის ნაკადში ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მიწოდების გაკონტროლება.
დაუშვებელია აპო-ტამსულოზინი CR-ის სხვისთვის მიცემა. ის განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის.
თუ პაციენტმა მკურნალობა შეწყვიტა რამდენიმე დღით ან უფრო მეტი ხნით, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მკურნალობის განახლებამდე.
დოზის გადაჭარბება:
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მიიღო დიდი რაოდენობით აპო-ტამსულოზინი CR საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო პერსონალთან, საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში ან ინტოქსიკაციის მართვის რეგიონულ ცენტრში მიმართვა, სიმპტომების არარსებობის მიუხედავად.
დოზის გამოტოვება:
დოზის მიღების დავიწყებისას აპო-ტამსულოზინი CR-ის ტაბლეტის მიღება შეიძლება იმავე დღეს, მოგვიანებით. დღის გამოტოვების შემთხვევაში შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს, დანიშნულების მიხედვით. არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
გვერდითი მოვლენები და მათი მართვა
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, აპო-ტამსულოზინი CR-საც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა. აპო-ტამსულოზინი CR-ის გვერდითი მოვლენები მოიცავს:
ხშირი (1-10%):
ეაკულაციის დარღვევა – ამ დროს სათესლე სითხე გამოიყოფა არა ურეთრის გზით, არამედ ხვდება შარდის ბუშტში (რეტროგრადული ეაკულაცია) ან ეაკულატის მოცულობა მცირდება ან საერთოდ ქრება (ეაკულაციის უკმარისობა). ეს ფენომენი არ არის საზიანო.
არახშირი (0.1-1%):
თავისტკივილი; არტერიული წნევის დაცემა (ორთოსტატიული ჰიპოტენზია), მაგ.: სწრაფად ადგომისას მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციიდან, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს თავბრუსხვევა, ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი (რინიტი), დიარეა, გულისრევა და ღებინება, ყაბზობა, სისუსტე (ასთენია); გამონაყარი; ქავილი და ჭინჭრის ციება.
იშვიათი (0.01-0.1%):
გულისწასვლა - თავბრუსხვევის ან სისუსტის პირველი ნიშნებისთანავე პაციენტი უნდა დაჯდეს ან დაწვეს, სანამ სიმპტომები არ ალაგდება.
ალერგიული რეაქცია (ანგიონევროზული შეშუპება) - სიმპტომები მოიცავს სხეულის რბილი ქსოვილების უეცარ შეშუპებას (მაგ.: ხორხის ან ენის), სუნთქვის გაძნელებას და/ან ქავილს და გამონაყარს.
ძალიან იშვიათი (<0.01%):
პრიაპიზმი (მტკივნეული, გახანგრძლივებული, არასასურველი ერექცია), რომელიც არ იხსნება სექსუალური აქტით ან მასტურბაციით. თუ არ მოხდა ამ მდგომარეობის მკურნალობა, შეიძლება გამოიწვიოს ერექციის მუდმივი შეუძლებლობა. სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სიცოცხლისათვის სახიფათო კანის პათოლოგია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, კანზე, წყლულები პირში და წყლულები სხეულზე).
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
მხედველობის დაბინდვა ან მხდეველობის დაზიანება, ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსისი), მძიმე გამონაყარი კანზე (მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი), პირის სიმშრალე, კანის გაზრდილი მგრძნობელობა სინათლეზე, რომელიც გამოწვეულია აპო-ტამსულოზინი CR-ით.
თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს თვალის ბროლის შემღვრევის (კატარაქტის) ან თვალშიდა წნევის მომატების (გლაუკომის) გამო ოპერაცია და იღებს ან მიღებული აქვს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი, შეიძლება გუგა ცუდად გაფართოვდეს და ირისი (თვალის ფერადი გარსი) დარბილდეს პროცედურის დროს.
ეს არ არის გვერდითი მოვლენების სრული ჩამონათვალი. აპო-ტამსულოზინი CR-ის მიღების დროს მოულოდნელი ეფექტების განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რათა მოხდეს ამ მოვლენების სათანადო მართვა.
მძიმე გვერდითი მოვლენები და მართვა
სიმპტომი/ მოვლენა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა
უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა
მხოლოდ მძიმე შემთხვევებში
ყველა შემთხვევაში
ხშირი
თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციიდან ადგომისას
არახშირი
გულის ფრიალი (გულისცემის შეგრძნება ან სწრაფი გულისცემა)
გამონაყარი, ქავილი და ჭინჭრის ციება (ურტიკარია)
სისხლის წნევის დაქვეითება, მაგ.: მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციიდან სწრაფად ადგომისას, ზოგჯერ თავბრუსხვევასთან ერთად
იშვიათი
გულისწასვლა
- სხეულის რბილის ქსოვილების უეცარი შეშუპება (მაგ.: ხორხის ან ენის), სუნთქვის გაძნელება და/ან ქავილი და გამონაყარი (ანგიონევროზული შეშუპება)
ძალიან იშვიათი
- პრიაპიზმი (მტკივნეული და ხანგრძლივი ერექცია)
- თუ პაციენტს ეჭვი აქვს ამ სიმპტომებზე, საჭიროა ექიმთან ან ემერჯენსის განყოფილებაში მისვლა დაუყოვნებლივ.
შენახვის წესი
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15ºC-30ºC).
აპო-ტამსულოზინი CR ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პროდუქტებთან დაკავშირებული ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება კანადის ჯანდაცვისათვის შესაძლებელია:
გვერდითი რეაქციების შეტყობინების ვებ-გვერდზე (https://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/medeffevt-canada/adverse-reaction-reporting.html) განთავსებულია ინფორმაცია, როგორ უნდა მოხდეს შეტყობინება ონლაინ რეჟიმში, ფოსტით ან ფაქსით; ან
უფასო ტელეფონის ნომერზე დარეკვით: 1-866-234-2345
შენიშვნა: გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა სამედიცნო სპეციალისტთან მიმართვა. სამედიცინო ხასიათის რჩევები არ არის მოწოდებული კანადის უსაფრთხოების პროგრამის მიერ.
დამატებითი ინფორმაცია
აპო-ტამსულოზინი CR-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:
საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა;
ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის მომზადებული პროდუქტის სრული მონოგრაფიის ნახვა,, რომელიც მოიცავს მომხმარებლისთვის განკუთვნილ ინსტრუქციას, შესაძლებელია კანადის ჯანდაცვის ვებგვერდზე (https://health-products.canada.ca/dpd-bdpp/index-eng.jsp). მომხმარებლისათვის განკუთვნილი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მწარმოებლის ვებგვერდიდან (http://www.apotex.ca/products ) ან ტელეფონის ნომერზე დარეკვით: 1-800-667-4708
ინსტრუქცია მომზადებულია: აპოტექს ინკ., ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9.
ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2019 წლის 21 ნოემბერი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


