პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

აპო-რისპერიდონი

APO-RISPERIDONE

რეცეპტით2მგინსტრუქცია ქართულადკანადა
რისთვის გამოიყენება

აპო-რისპერიდონი გამოიყენება მოზრდილებში შიზოფრენიის სიმპტომებისა და მასთან დაკავშირებული ფსიქოზური დარღვევების, ასევე, ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
რისპერიდონი (risperidone)
ფორმა და შეფუთვა
2მგ ტაბლეტი №100 ფლაკონში (პირველადი შეფუთვით)
მწარმოებელი
Apotex Inc., კანადა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ანტიფსიქოზური სხვა საშუალებები
ATC კოდი
N05AX08
რეგისტრაციის ნომერი
რ-034531
რეგისტრირებულია
24 თებერვალი 2022, მოქმედებს 24 თებერვალი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებააპო-რისპერიდონი და სხვა წამალი ერთად

აპო-რისპერიდონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

აპო-რისპერიდონი გამოიყენება მოზრდილებში შიზოფრენიის სიმპტომებისა და მასთან დაკავშირებული ფსიქოზური დარღვევების, ასევე, ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.

აპო-რისპერიდონი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მძიმე დემენციის ხანმოკლე მკურნალობისათვის, რომელიც დაკავშირებულია ალცჰაიმერის დაავადებასთან, განსაკუთრებით, აგრესიის ან ფსიქოზური სიმპტომების გასაკონტროლებლად, როცა არსებობს თვითდაზიანების ან სხვების დაზიანების რისკი.

ამ დარღვევების მქონე ყველა პირს არ აღენიშნება ერთი და იგივე სიმპტომები.

შიზოფრენიისა და მასთან დაკავშირებული ფსიქოზური დარღვევების ზოგიერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი შეიძლება მოიცავდეს:

ჰალუცინაციები (არარსებული საგნების დანახვა, მოსმენა ან სუნის შეგრძნება);

ბოდვა (რწმენა-შეხედულებები იმისა, რაც მცდარია);

პარანოია (სხვებისადმი უნდობლობა და ძლიერი ეჭვიანობა);

ოჯახისა და მეგობრებისაგან თავის არიდება და მარტოდ ყოფნის სურვილი;

დეპრესიულობა, შფოთვა ან დაძაბულობა.

ბიპოლარული მანიის ზოგიერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი შეიძლება იყოს:

მანია (ძლიერი ჰიპერაქტიურობა და ჰიპერაგზნება, დაუმარცხებლობისა და ყოვლისშემძლეობის შეგრძნება, აზრების სწრაფი მონაცვლეობა და გადაჭარბებული რეაქცია, საკმაოდ ხმამაღლა, სწრაფად ან ჩვეულებრივზე მეტად ლაპარაკი, არალოგიკური მსჯელობა);

დეპრესია (სევდის, უიმედობის, უმწეობის, დაღლილობის შეგრძნება ან ზედმეტად ძილიანობა ან არასაკმარისი ძილია).

ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული მძიმე დემენციის ზოგიერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია:

აღელვების შეგრძნება ან აგრესიულობა;

ბოდვა (რწმენა-შეხედულებები იმისა, რაც მცდარია).

როგორ მოქმედებს აპო-რისპერიდონი?

აპო-რისპერიდონი მიეკუთვნება ანტიფსიქოზური მედიკამენტების ჯგუფს.

ანტიფსიქოზური პრეპარატები მოქმედებენ დოფამინსა და სეროტონინზე (თავის ტვინში არსებული ქიმიური ნივთიერებები), რომელთა საშუალებით ხდება კომუნიკაცია ნერვულ უჯრედებს შორის. მედიკამენტის მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია. თუმცა, როგორც ჩანს, აპო-რისპერიდონი არეგულირებს დოფამინისა და სეროტონინის ბალანსს ორგანიზმში.

რა ნივთიერებები შედის აპო-რისპერიდონის შემადგენლობაში?

აქტიური ნივთიერებაა: რისპერიდონი

დამხმარე ნივთიერებებია:

აპო-რისპერიდონის ტაბლეტები: სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი და ტიტანიუმის დიოქსიდი. 0.25 მგ ტაბლეტები ასევე შეიცავს რკინის ყვითელ ოქსიდს. 0.5 მგ ტაბლეტები ასევე შეიცავს რკინის წითელ ოქსიდს. 2 მგ ტაბლეტები ასევე შეიცავს 40%-იან ფორთოხლისფერ-ყვითელ ალუმინის საღებავს. 3 მგ ტაბლეტები შეიცავს 14-18%-იან D&C ყვითელ #10 ალუმინის საღებავს. 4 მგ ტაბლეტები შეიცავს 14-18%-იან D&C ყვითელ #10 ალუმინის საღებავს და 12-14%-იან ინდიგოტინის ალუმინის საღებავს (ლურჯი #2).

აპო-რისპერიდონის შიგნით მისაღები ხსნარი: ბენზოის მჟავა, გაწმენდილი წყალი, სორბიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და ტარტარის მჟავა.

აპო-რისპერიდონი მოწოდებულია შემდეგი ფარმაცევტული ფორმებით:

აპო-რისპერიდონის ტაბლეტები: 0.25 მგ, 0.5 მგ, 1 მგ, 2 მგ, 3 მგ და 4 მგ.

აპო-რისპერიდონის შიგნით მისაღები ხსნარი, 1 მგ/მლ რისპერიდონი.

დაუშვებელია აპო-რისპერიდონის მიღება, თუ:

პაციენტს აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია:

რისპერიდონის მიმართ;

პალიპერიდონის მიმართ (ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება რისპერიდონის დაშლის შედეგად) ან

აპო-რისპერიდონის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება იყოს:'

ქავილი

გამონაყარი კანზე

სახის, ტუჩების ან ენის შესივება

ქოშინი.

გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად და უსაფრთხო გამოყენებისათვის, საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა აპო-რისპერიდონის მიღებამდე. ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან არსებული პრობლემების შესახებ, მათ შორის, თუ პაციენტი:

იღებს ან აპირებს, მიიღოს რომელიმე სხვა მედიკამენტი (რეცეპტით, ურეცეპტოდ გასაცემი და მცენარეული პროდუქტები)

იღებს პალიპერიდონს

ანამნეზში აღენიშნება მძიმე ალერგიული რეაქციები სხვა მედიკამენტების, მათ შორის შიგნით მისაღები პალიპერიდონის ან რისპერიდონის ან პალიპერიდონის პალმირატის კუნთშიდა ინექციების მიმართ;

აქვს ანამნეზში:

ინსულტი

მინი-ინსულტი

ქოლესტერინის მაღალი დონე ან

მაღალი არტერიული წნევა.

აპო-რისპერიდონის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდონ ინსულტის/მინი-ინსულტის რისკი დემენციის მქონე ხანდაზმულ პირებში.

თუ პაციენტს აღენიშნება შაქრიანი დიაბეტი ან სისხლში შაქრის მაღალი დონე ან აქვს მათი განვითარების რისკი ან აქვს შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი;

თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ, ფიქრობს, რომ არის ფეხმძიმედ ან გეგმავს ფეხმძიმობას;;

ძუძუთი კვების ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში. აპო-რისპერიდონი აღწევს დედის რძეში. დაუშვებელია ძუძუთი კვება ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს;

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა გახანგრძლივებული და/ან მტკივნეული ერექცია;

აქვს ანამნეზში:

გულის პრობლემები

გულისცემის რომელიმე პრობლემა

თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT სინდრომი

თუ პაციენტი მკურნალობს მაღალი არტერიული წნევის გამო;

თუ პაციენტი იღებს რომელიმე მედიკამენტს, რომელიც მოქმედებს გულისცემაზე;

თუ პაციენტი მიდრეკილია ჰიპოტენზიისკენ (დაბალი არტერიული წნევა), იტარებს ან იტარებდა მკურნალობას გულის დაავადების გამო, რომელმაც მოსალოდნელია დააქვეითოს არტერიული წნევა ან გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულისწასვლა მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციიდან ადგომისას;

თუ პაციენტს აქვს ან ოდესმე ჰქონია მეხსიერების ჩავარდნები ან გულყრები;

თუ პაციენტს აქვს ან ოდესმე ჰქონია ლეიკოციტების დაქვეითებული რაოდენობა. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, თუ პაციენტს განუვითარდა ცხელება ან ინფექცია აპო-რისპერიდონით მკურნალობისას;

თუ პაციენტს აღენიშნება ქოლესტერინის ან ცხიმების (ტრიგლიცერიდების) მაღალი დონე სისხლში;

თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება, ან არის რისკის ქვეშ:

ძილის აპნოე (ძილის დარღვევა, როცა სუნთქვა ჩერდება ძილის დროს);

ძილში სიარული;

ძილთან დაკავშირებული კვების დარღვევა.

თუ პაციენტს აღენიშნება პარკინსონის დაავადება ან დემენცია ლევის სხეულაკებით (DLB);

თუ პაციენტს აქვს/ჰქონდა ძუძუს კიბო;

თუ პაციეტს აქვს ჰიპოფიიზის სიმსივნე;

თუ პაციენტი არის ალკოჰოლური სასმელებისა და ნარკოტიკების მომხმარებელი;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება თირკმლის პრობლემები;

თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს ალცჰაიმერის დაავადება აქვს;

თუ პაციენტს აქვს წყურვილის შეგრძნება ან ცუდად გრძნობს თავს;

თუ პაციენტი ფიზიკურად ძლიერ იტვირთება. ამ ტიპის მედიკამენტი გავლენას ახდენს ორგანიზმის უნარზე მოახდინოს სიცხის მიმართ ადაპტაცია. პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს ორგანიზმის გადახურება ან დეჰიდრატაცია (მაგ.: ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში ან ძლიერი სიცხის ზემოქმედება) აპო-რისპერიდონით მკურნალობის დროს;

თუ პაციენტი იმყოფება სისხლის თრომბოზის განვითარების რისკის ქვეშ. ეს რისკ-ფაქტორებია:

სისხლის თრომბოზის ოჯახური ანამნეზი;

65 წელზე მეტი ასაკი;

მოწევა;

ჭარბი წონა;

უკანასკნელ პერიოდში გადატანილი დიდი ქირურგიული ოპერაცია (მაგ.: მენჯ-ბარძაყის ან მუხლის პროთეზირება);

უმოძრაობა ხანგრძლივი ფრენის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო;

პერორალური კონტრაცეპტივების (ჩასახვის საწინააღმდეგო აბები) მიღება.

თუ პაციენტი გეგმავს ოპერაციას თვალ(ებ)ზე. თვალის ბროლის შემღვრევის გამო ოპერაციის (კატარაქტის ოპერაციის) დროს:

თვალის გუგა (შავი რგოლი თვალის შუაგულში) შეიძლება არ გაფართოვდეს სათანადოდ;

ირისი (თვალის ფერადი გარსი) შეიძლება დარბილდეს ოპერაციის დროს. რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის დაზიანება.

ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.

სხვა გაფრთხილებები, რომლებიც უნდა იცოდეს პაციენტმა:

დემენციით დაავადებული ხანდაზმული პაციენტები: დემენციით დაავადებული ხანდაზმული პაციენტების კვლევვებმა აჩვენა, რომ აპო-რისპერიდონის მიღება ან ფუროსემიდთან (შარდმდენთან) ერთად მისი გამოყენება დაკავშირებულია სიკვდილიანობის მაღალ სიხშირესთან.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ფუროსემიდს. ფუროსემიდი გამოიყენება:

სხეულის შეშუპების სამკურნალოდ, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ჭარბი სითხის შეკავებით ორგანიზმში;

გულის პრობლემების სამკურნალოდ

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ.

დემენციით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში შიგნით მისაღები რისპერიდონი და სხვა მედიკამენტები, რომლებიც მიეკუთვნებიან იმავე ჯგუფს, რომელსაც აპო-რისპერიდონი, ასევე დაკავშირებულია გვერდით მოვლენებთან, რომლებშიც შედის:

ფსიქიკური მდგომარეობის მოულოდნელი ცვლილება;

უეცარი სისუსტე ან სახის, მკლავების ან ფეხების დაბუჟება, განსაკუთრებით სხეულის ცალ მხარეს;

მეტყველების დარღვევა;

მხედველობის პრობლემები.

ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი სიმპტომის განვითარებისას, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

დისფაგია: ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს უძნელდება საკვების გადაყლაპვა ან აღენიშნება საყლაპავის მოტორიკის დარღვევა (საყლაპავის პრობლემები), რადგან არსებობს პნევმონიის განვითარების რისკი საკვების ან სითხის ფილტვებში მოხვედრის გამო.

ეფექტი ახალშობილებზე

დაუშვებელია აპო-რისპერიდონის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის დროს.

ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება განუვითარდეს ახალშობილებს, თუ დედა იღებდა აპო-რისპერიდონს ორსულობის დროს ან ორსულობის დაგეგმვამდე:

კანკალი

კუნთების რიგიდობა და/ან სისუსტე

ძილიანობა

აგზნება

სუნთქვის პრობლემები

კვების გაძნელება

საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, თუ ახალშობილს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი.

ზოგიერთ შემთხვევაში, ახალშობილები, რომელთა დედები იღებდნენ რისპერიდონს ფეხმძიმობის დროს, ჰოსპიტალიზებულები იქნენ, რადგან აღენიშნებოდათ მძიმე სიმპტომები.

მიღების წესი და დოზირება

აპო-რისპერიდონის მიღება/მიცემა უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ მისი მიღება/მიცემა გაგრძელდეს სიმპტომების გაუმჯობესების ან გაქრობის მიუხედავად. დაუშვებელია აპო-რისპერიდონის მიღების ცვლილება ან შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ჩვეულებრივი დოზა მოზრდილისათვის:

აპო-რისპერიდონის მიღება/მიცემა შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების მიღებებს შორის შუალედში. რეგულარული დოზის დადგენის შემდეგ მთლიანი დოზის მიღება შეიძლება ერთხელ დღეში, ან გაყოფილი ორ დოზად - ერთი დილით და ერთი საღამოს;

აპო-რისპერიდონის მიღება/მიცემა სასურველია მოხდეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს;

აპო-რისპერიდონის მიღებამდე/მიცემამდე საჭიროა “აპო-რისპერიდონის გამოყენების ინსტრუქციების” წაკითხვა. აპო-რისპერიდონის ზუსტი დოზა, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, უნდა შეერიოს 100 მლ რომელიმე სითხეს: წყალი, ყავა, ფორთოხლის წვენი ან დაბალცხიმიანი რძე. არ შეიძლება მედიკამენტის შერევა კოლასთან ან ჩაისთან.

ექიმი შეარჩევს პაციენტისათვის ოპტიმალურ დოზას. დოზის გაზრდა ან შემცირება დამოკიდებულია:

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;

მედიკამენტით მკურნალობის პასუხზე.

არ შეიძლება აპო-რისპერიდონის მიცემა სხვა პირებისთვის.

აპო-რისპერიდონის გამოყენების ინსტრუქციები

ბოთლის გახსნა და შპრიცის გამოყენება:

ბოთლს აქვს ბავშვისთვის უსაფრთხო თავსახური და მისი გახსნა უნდა მოხდეს შემდეგნაირად: პლასტმასის ხრახნიან თავსახურს ხელი უნდა დაეჭიროს ზემოდან ქვემოთ და დატრიალდეს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. უნდა მოიხსნას ამოხრახნილი თავსახური (იხ. სურ. 1);

სურათი 1

ბოთლის ადაპტერი უნდა მოთავსდეს ბოთლის ყელში. ბოთლს მჭიდროდ უნდა დაეხუროს თავსახური. ეს უზრუნველყოფს ბოთლის ადაპტერის სწორად მოთავსებას ბოთლში (იხ. სურ. 2);

სურათი 2

უნდა მოიხსნას პერორალური დოზატორი შპრიცის თავსახური. ბოთლის ადაპტერში შპრიცის თავის მოთავსებამდე, შპრიცის დგუში ხელის დაჭერით ბოლომდე უნდა ჩავიდეს შპრიცის თავთან (იხ. სურ. 3);

სურათი 3

შპრიცის თავი კარგად უნდა მოთავსდეს ბოთლის ადაპტერში. ბოთლი დოზატორ შპრიცთან ერთად უნდა გადმოტრიალდეს (იხ. სურ. 4);

სურათი 4

შპრიცის ცილინდრისა და ბოთლის ხელში დაჭერის განმავლობაში დგუში ნელ-ნელა უნდა ჩამოიწიოს ქვემოთ, ნიშნულამდე (იხ. აღნიშვნები გვერდზე), რომელიც შეესაბამება ექიმის მიერ დანიშნულ დოზას (იხ. სურ. 5);

სურათი 5

ბოთლი მასში მოთავსებულ შპრიცთან ერთად უნდა გადმოტრიალდეს და შპრიცი ნელა უნდა იქნას ამოღებული ბოთლიდან, ისე რომ შპრიცის დგუშზე არ მოხდეს წინასწარ ზეწოლა (იხ. სურ. 6);

სურათი 6

შპრიცის შიგთავსი უნდა მოთავსდეს 3-4 უნცია (100 მლ) სასმელში დგუშზე ხელის დაჭერის შედეგად შპრიცის ცილინდრში მისი შიგნით მოძრაობით. მიღებული ნარევი კარგად უნდა შეინჯღრეს გამოყენებამდე. აპო-რისპერიდონი თავსებადია წყალთან, ყავასთან, ფორთოხლის წვენთან ან რძესთან ცხიმის დაბალი შემცველობით. არ შეიძლება მისი შერევა კოლასთან ან ჩაისთან;

ბოთლს უნდა დაეხუროს თავსახური ჩახრახვნის გზით საათის ისრის მიმართულებით;

შპრიცი უნდა გამოირეცხოს წყლით და დაეხუროს თავსახური.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, როგორ რეაგირებს ის აპო-რისპერიდონზე. ზოგიერთ პირს აღენიშნება ძილიანობა ან მხედველობის დაბინდვა აპო-რისპერიდონით მკურნალობის დროს.

დავარდნა: ძილიანობის შეგრძნება, არტერიული წნევის დაცემა მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციიდან ადგომისას, მხედველობისა და მეტყველების პრობლემები აღინიშნა ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენების დროს. ამან შეიძლება გამოიწვიოს დავარდნა, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს მოტეხილობა ან დავარდნასთან დაკავშირებული სხვა ტრავმები. გარკვეულმა მედიკამენტებმა, დაავადებებმა ან მდგომარეობებმა შეიძლება გააუარესონ ეს მდგომარეობა.

წონის მომატება: წონის მომატება აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს. ექიმი მოახდენს სხეულის წონის მონიტორინგს აპო-რისპერიდონით მკურნალობის დროს.

სისხლის ანალიზები: მკურნალი ექიმი შეამოწმებს სისხლის ანალიზებს აპო-რისპერიდონის მიღების დაწყებამდე.

ექიმი შეამოწმებს სისხლში შაქრის დონეს და რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში ლეიკოციტების დონეს. აპო-რისპერიდონით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში ექიმი შეამოწმებს სისხლის ანალიზებს.

ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული ან სიცოცხლისათვის სახიფათო გვერდითი მოვლენები აღინიშნა რისპერიდონის გამოყენების დროს:

ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომი (NMS):

ფსიქიკური ცვლილებები, როგორიცაა აგზნება, ჰალუცინაციები, ცნობიერების დაბინდვა ან მენტალური სტატუსის სხვა ცვლილებები;

კოორდინაციის პრობლემები, კუნთების უნებლიე სპაზმები ან კუნთების შეკუმშვა (გაძლიერებული რეფლექსები);

მოუსვენრობა;

პაროქსიზმული ტაქიკარდია ან აჩქარებული გულისცემა, მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა;

ოფლიანობა ან ცხელება;

გულისრევა, ღებინება ან ფაღარათი;

კუნთების გაშეშება.

N

კანის მძიმე რეაქციები: ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა სერიოზული ან სიცოცხლისათვის სახიფათო კანის რეაქციები. ეს მოიცავს კანის მდგომარეობებს, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს), ტოქიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმტომებით (DRESS). ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს კანის შემდეგ რეაქციებთან:

ადრეული საგანგაშო სიმპტომები პაციენტებისათვის:

ცხელება

მძიმე გამონაყარი

გადიდებული ლინფური კვანძები

გრიპის მსგავსი შეგრძნება

კანზე ბუშტუკების განვითარება და აქერცვლა, რომელიც შეიძლება დაიწყოს პირის, ცხვირის, თვალების ირგვლივ, გენიტალიებზე და გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზე.

მოგვიანებით განვითარებული ნიშნები:

კანის ან თვალების გაყვითლება

ქოშინი

მშრალი ხველა

ტკივილი ან დისკომფორტი მკერდის არეში

წყურვილის შეგრძნება

შარდვის სიხშირის შემცირება, შარდის მოცულობის შემცირება

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს უვითარდება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი აპო-რისპერიდონის მიღების დროს.

ტარდიული დისკინეზია (TD): აპო-რისპერიდონმა, სხვა ანტიფსიქოზური მედიკამენტების მსგავსად, შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურად შეუქცევადი კუნთების უნებლიე შეკუმშვები ან სახის ან ენის ან სხეულის სხვა ნაწილების უჩვეულო/პათოლოგიური მოძრაობები.

პროლაქტინის დონის მომატება: აპო-რისპერიდონმა შეიძლება გაზარდოს ჰორმონ პროლაქტინის დონე, რაც იზომება სისხლის ანალიზით. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

მამაკაცებში:

სარძევე ჯირკვლების შეშუპება

ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების გაძნელება ან სხვა სექსუალური დისფუნქცია.

ქალებში:

სარძევე ჯირკვლების დისკომფორტი

სარძევე ჯირკვლებიდან რძიანი გამონადენი (ორსულობის გარეშეც)

მენსტრუაციის პერიოდების გამოტოვება ან ციკლის სხვა პრობლემები.

თუ პაციენტს აღენიშნება პროლაქტინის მაღალი დონე და მდგომარეობა, ე.წ. ჰიპოგონადიზმი, ის შეიძლება ოსტეოპოროზის გამო იყოს ძვლების მოტეხილობის გაზრდილი რისკის ქვეშ. ეს ვითარდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.

სამედიცინო სპეციალისტს უნდა ეცნობოს ყველა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, მათ შორის ნებისმიერი პრეპარატის, ვიტამინების, მინერალების, ბუნებრივი დანამატების ან ალტერნატიული მედიკამენტების შესახებ. ზოგიერთი მედიკამენტმა, რისპერიდონთან ერთად მიღებისას, შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს რისპერიდონის დონე სისხლში და ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა.

ქვემოთ ჩამოთვლილი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს აპო-რისპერიდონთან:

დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება და პაციენტმა უნდა მიიღოს მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. რადგან აპო-რისპერიდონი ძირითადად მოქმედებს თავის ტვინზე, შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს სხვა მედიკამენტებთან, რომლებიც ასევე მოქმედებენ თავის ტვინზე.

დოფამინის აგონისტებმა, მაგ.: ლევოდოპამ (პარკინსონის სამკურნალო საშუალება), შეიძლება შეამციროს აპო-რისპერიდონის ეფექტი. ასევე, აპო-რისპერიდონმა შეიძლება გავლენა იქონიოს პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტებზე;

ფენოთიაზინები და გულის ზოგიერთი პრეპარატი (მაგ.: არტერიული წნევის დამწევი საშუალებები, ანტიარითმიული პრეპარატები ან ბეტა-ბლოკატორები), რადგან შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდნენ აპო-რისპერიდონთან და გამოიწვიონ არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება;

აპო-რისპერიდონი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მედიკამენტებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ გულის ელექტრული აქტივობა (QT ინტერვალის გახანგრძლივება) მაგალითად, როგორიცაა, მაგრამ არ შემოიფარგლება: მალარიის, გულის რითმის დარღვევების, ალერგიის სამკურნალო მედიკამენტები, სხვა ანტიფსიქოზური მედიკამენტები, ანტიდეპრესანტები, შარდმდენები ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზმში მარილების (ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი) დონეზე;

კარბამაზეპინი და ტოპირამატი (ანტიეპილეფსიური საშუალებები) - მათ შეუძლიათ შეცვალონ აპო-რისპერიდონის მოქმედება;

პროზაკი (ფლუოქსეტინი), პაქსილი (პაროქსეტინი) (ანტიდეპრესანტები) და კლოზარილი (კლოზაპინი) - მათ შეუძლიათ გაზარდონ აპო-რისპერიდონის კონცენტრაცია სისხლში;

ლაზიქსი (ფუროსემიდი) - კვლევების მიხედვით, რომლებიც ჩატარდა დემენციით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში, აპო-რისპერიდონთან ერთად ფუროსემიდის, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის, გულის ზოგიერთი პრობლემის ან სხეულის სხვადასხვა ნაწილების შეშუპების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია სითხის ჭარბი შეკავებით, დაკავშირებულია სიკვდილიანობის მაღალ სიხშირესთან;

იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი - მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების დროს;

გარკვეული მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება აივ/შიდსის სამკურნალოდ, როგორიცაა ნორვირი (რიტონავირი);

ვერაპამილი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და/ან გულის რითმის დარღვევის დროს;

სერტრალინი და ფლუვოქსამინი, მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური დარღვევების დროს;

რიმფამპიცინი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ;

აპო-რისპერიდონი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მედიკამენტებთან, რომლებიც ზრდიან ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობას (ფსიქოსტიმულატორები, როგორიცაა მეთილფენიდატი);

აპო-რისპერიდონი შეუთავსებელია კოლასთან ან ჩაისთან.

გვერდითი მოვლენები

დაძინების გაძნელება ან ძილიანობა;

ტრემორი (კანკალი);

მოძრაობის გაძნელება ან კუნთების გაშეშება ან სპაზმი;

გაძლიერებული ნერწყვის გამოყოფა;

დორბლი;

თავის ტკივილი;

პნევმონია;

თვალის ინფექციები;

ყურის ინფექციები;

საშარდე გზების ინფექცია;

ჩვეულებრივი გაციების სიმპტომები;

დეპრესია;

შფოთვა;

თავბრუსხვევა;

სახის ან სხეულის უკონტროლო მოძრაობები, კუნთების რიგიდობა;

ჩხვლეტის, წვის ან დაბუჟების შეგრძნება კანზე;

მხედველობის დაბინდვა;

აჩქარებული გულისცემა;

მაღალი არტერიული წნევა;

მუცლის ტკივილი;

გულისრევა და ღებინება;

ყაბზობა;

ფაღარათი;

დისპეფსია;

პირის სიმშრალე;

შარდის შეკავება;

სხეულის, ხელების ან ფეხების შესივება;

ენერგიის ნაკლებობა;

სისუსტე;

ანემია;

ქოლესტერინის ან ცხიმების (ტრიგლიცერიდების) მაღალი დონე სისხლში;

წონის კლება;

მადის დაკარგვა;

ჰიპერაქტიურობა ან ჰიპერაგზნება, ზოგჯერ ბოდვებით (რწმენა- შეხედულებები იმისა, რაც მცდარია) ან ჰალუცინაციები (არარსებული საგნების დანახვა, მოსმენა ან სუნის შეგრძნება);

მოუსვენრობის შეგრძნება;

კონცენტრაციის გაძნელება;

ღამის კოშმარები;

ქავილი;

ალები;

კუნთების სისუსტე;

სასუნთქი გზების ინფექცია;

შარდის ბუშტის ინფექცია;

კანის ინფექცია;

ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია;

ფილტვებში კრეპიტაცია;

ხმაურიანი სუნთქვა;

სასუნთქი გზების დარღვევები;

შემცივნება;

საშოდან გამონადენი;

სახსრების შესივება ან გაშეშება;

ყურებში ხმაური;

ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო);

ირგვლივ მიდინარე მოვლენებისადმი გალგრილობა;

ხმის შეცვლა;

გემოს ცვლილება;

მტკივნეული ან გაძნელებული შარდვა;

ნაწლავების მოქმედების შეუკავებლობა;

მეტეორიზმი;

კუჭის ან ნაწლავების ინფექცია;

დაბალი არტერიული წნევა (უეცარი თავბრუსხვევა ან გაბრუება, რომელიც ვითარდება სწრაფად ადგომისას ხანგრძლივად ჯდომის ან წოლის შემდეგ);

არითმია;

სხეულის ტემპერატურის ცვლილება;

სისხლში შაქრის დაბალი დონე, დიაბეტი ან დიაბეტის გაუარესება

აღინიშნა სისხლში შაქრის მაღალი დონე; საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ჭარბი წყურვილი ან შარდვა;

დახეთქილი ტუჩები;

თვალების ატრიალება;

გლაუკომა (თვალშიდა წნევის მატება);

ქუთუთოების კიდეების გამოშრობა;

ენის შეშუპება;

ხელებისა და ფეხების გაცივება;

ნაწლავების კუნთების მოძრაობის უკმარისობა, რაც ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევს გაუვალობას;

ნევროზულობა.

სერიოზული ხასიათის გვერდითი მოვლენები, მათი განვითარების სიხშირე და მართვა

სიმპტომები/ეფექტები

ეცნობოს სამედიცინო სპეციალისტს

დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა

მხოლოდ გამწვავების შემთხვევაში

ყველა შემთხვევაში

ხშირი

გამონაყარი კანზე

დისტონია: შეკუმშვითი მოძრაობები, რომელთა გაკონტროლება შეუძლებელია და გავლენას ახდენს სახის შესახედაობაზე, მათ შორის თვალების, პირის, ენის ან ყბის

არახშირი

გულყრა: ცნობიერების დაკარგვა უკონტროლო კანკალით

ლეიკოპენია/ ნეიტროპენია (სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითება): ინფექციები, დაღლილობა, ცხელება, ტკივილი, გრიპის მსგავსი სიმპტომები

ტარდიული დისკინეზია:

კუნთების უნებლიე შეკუმშვა ან სახის ან ენის ან სხეულის რომელიმე ნაწილის უჩვეულო/პათოლოგიური მოძრაობები

მძიმე ალერგიული რეაქციები: ცხელება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, არტერიული წნევის დაცემა, გულისრევა და ღებინება, ჭინჭრის ციება ან გამონაყარი, სახის, ტუჩების, ხორხის ან ენის შეშუპება

ინსულტები: უეცარი დაბუჟება ან სისუსტე მკლავების, ფეხების ან სახის, განსაკუთრებით, სხეულის ცალ მხარეს; ცნობიერების უეცარი დაბინდვა; მეტყველების ან სხივისი გაგების გაძნელება; სიარულის უეცარი გაძნელება ან წონაწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა; უეცარი თავბრუსხვევა ან ძლიერი თავის ტკივილი ცნობილი მიზეზის გარეშე

დისფაგია: ყლაპვის გაძნელება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საკვების ან სითხის ფილტვებში მოხვედრა

იშვიათი

რაბდომიოლიზი (კუნთების დაშლა): კუნთების მტკივნეულობა, სისუსტე მუქი წითელი (“ჩაისფერი”) შარდი

სისხლის თრომბოზი: ხელის ან ფეხის შეშუპება, ტკივილი და სიწითლე, რომელიც ხელით შეხებისას თბილია. შეიძლება განვითარდეს უეცარი ტკივილი მკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება და გულის თრთოლვა.

ცნობიერების დაბინდვა, ცნობიერების დაქვეითება, მაღალი ცხელება ან კუნთების გამოხატული გაშეშება

პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება): მუცლის ზედა ნაწილის ძლიერი ტკივილი, ცხელება, სწრაფი პულსი, გულისრევა, ღებინება, მუცლის მტკივნეულობა შეხებისას.

სიყვითლე: კანისა და თვალების გაყვითლება, მუქი შარდი

ძალიან იშვიათი გაუკონტროლებელი დიაბეტი, სიცოცხლისათვის საშიში გართულებები, როგორიცაა ქოშინი, ცნობიერების დაბინდვა და ცნობიერების დაკარგვა

სხეულის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები (ზოგადად გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით, მათ შორის ძლიერი სიცხით ან სიცივით)

პრიაპიზმი: ხანგრძლივი (4 საათზე მეტი ხანგრძლივობის) და მტკივნეული ერექცია

კატატონია: მოძრაობის ან პასუხის შეუძლებლობა ღვიძილის დროს

ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომი (NMS): კუნთების გამოხატული გაშეშება ან მოხრის შეუძლებლობა მაღალი ცხელებით, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, ოფლიანობა, ცნობიერების დაბინდვა ან დაქვეითება

კანის მძიმე რეაქციები: ცხელება, მძიმე გამონაყარი, გადიდებული ლიმფური ჯირკვლები, გრიპის მსგავსი შეგრძნება, ბლისტერები და კანის აქერცვლა, რომელიც შეიძლება დაიწყოს პირის, ცხვირის, თვალების ირგვლივ და გენიტალიებზე და გარცელდეს სხეულის სხვა ნაწილებში. კანის ან თვალების სიყვითლე, ქოშინი, მშრალი ხველა, ტკივილი მკერდში ან დისკომფორტი; წყურვილის შეგრძნება, შარდვის სიხშირის დაქვეითება, შარდის მოცულობის დაქვეითება

თუ პაციენტს აღენიშნება შემაწუხებელი სიმპტომი ან გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ ჩამოთვლილი, ან სიმპტომი ხელს უშლის მის ყოველდღიურ საქმიანობას, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო პროდუქტთან დაკავშირებული ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება კანადის ჯანდაცვისათვის შესაძლებელია:

გვერდითი რეაქციების შეტყობინების ვებ-გვერდზე (https://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/medeffevt-canada/adverse-reaction-reporting.html) განთავსებულია ინფორმაცია, როგორ უნდა მოხდეს შეტყობინება ონლაინ რეჟიმში, ფოსტით ან ფაქსით; ან

უფასო ტელეფონის ნომერზე დარეკვით: 1-866-234-2345

შენიშვნა: გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა. სამედიცინო ხასიათის რჩევები არ არის მოწოდებული კანადის უსაფრთხოების პროგრამის მიერ.

შენახვა:

აპო-რისპერიდონის ტაბლეტები და შიგნით მისაღები სითხე ინახება ორიგინალური შეფუთვით.

აპო-რისპერიდონის ტაბლეტები ინახება 15-30°C ტემპერატურაზე. ინახება სინათლისა და ნესტისაგან დასაცავად.

აპო-რისპერიდონის შიგნით მისაღები ხსნარი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 15-30°C-ზე. ინახება სინათლისა და ყინვისაგან დაცულ ადგილას.

აპო-რისპერიდონი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აპო-რისპერიდონის შენახვის ვადა დაბეჭდილია შეფუთვაზე. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აპო-რისპერიდონის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:

საჭიროა მიმართვა სამედიცინო სპეციალისტთან;

ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის მომზადებული პროდუქტის სრული მონოგრაფიის ნახვა, რომელიც მოიცავს მომხმარებლისთვის განკუთვნილ ინსტრუქციას, შესაძლებელია კანადის ჯანდაცვის ვებგვერდზე (https://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/drug-products/drug-product-database.html.). მომხმარებლისათვის განკუთვნილი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მწარმოებლის ვებგვერდიდან (http://www.apotex.ca/products) ან ტელეფონის ნომერზე დარეკვით: 1-800-667-4708

ეს ინსტრუქცია მომზადებულია: აპოტექს ინკ., ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9.

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2021 წლის 23 სექტემბერი

ჭარბი დოზა

თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მიიღო აპო-რისპერიდონის ჭარბი დოზა, საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო სპეციალისტთან, საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში ან ინტოქსიკაციის კონტროლის რეგიონულ ცენტრში მიმართვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტს არ აღენიშნება რაიმე სიმპტომი.

რისპერიდონის დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:

ცნობიერების დაქვეითება

ძილიანობა

ძლიერი კანკალი

კუნთების ძლიერი რიგიდობა

სწრაფი გულისცემა

არარეგულარული გულისცემა ან არარეგულარული გულისცემის სხვა სიმპტომები, როგორიცაა გაბრუება ან გულისწასვლა

წამოდგომისას თავბრუსხვევა ან გაბრუება

თავის ტკივილი ან ცნობიერების დაბინდვა

კუნთების სპაზმები ან სისუსტის შეგრძნება

აღინიშნა გულის ელექტრული გამტარებლობის დარღვევის (QT ინტერვალის გახანგრძლივება) და გულყრების შემთხვევები.

დოზის გამოტოვება:

დოზის გამოტოვებისას პაციენტი უნდა ეცადოს, რომ ეს აღარ განმეორდეს. არ შეიძლება ორი დოზის მიღება ერთდროულად.

აპო-რისპერიდონის შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება განვითარდეს აპო-რისპერიდონის მიღებისას, არ არის ქვემოთ ჩამოთვლილი. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ ჩამოთვლილი, უნდა მიმართოს სამედიცინო სპეციალისტს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

მედიკამენტის უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოყენებისათვის საჭიროა ქვემოთ მოცემული ინფორმაციის წაკითხვა

მედიკამენტის შესახებ ინფორმაცია პაციენტისათვის

Prაპო-რისპერიდონი

რისპერიდონის ტაბლეტები USP

რისპერიდონის შიგნით მისაღები ხსნარი USP

საჭიროა წინამდებარე ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა აპო-რისპერიდონის მიღების დაწყებამდე და ყოველთვის მისი მიღების ხელახლა დაწყებისას. საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის და აპო-რისპერიდონის ახალი ინფორმაციის შესახებ.

მნიშვნელოვანი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

სიკვდილიანობის გაზრდილი რისკი დემენციის მქონე ხანდაზმულ პირებში.

აპო-რისპერიდონის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდოს სიკვდილიანობის რისკი დემენციის მქონე ხანდაზმულ პირებში.

რისთვის გამოიყენება აპო-რისპერიდონი?

აპო-რისპერიდონი გამოიყენება მოზრდილებში შიზოფრენიის სიმპტომებისა და მასთან დაკავშირებული ფსიქოზური დარღვევების, ასევე, ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.

აპო-რისპერიდონი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მძიმე დემენციის ხანმოკლე მკურნალობისათვის, რომელიც დაკავშირებულია ალცჰაიმერის დაავადებასთან, განსაკუთრებით, აგრესიის ან ფსიქოზური სიმპტომების გასაკონტროლებლად, როცა არსებობს თვითდაზიანების ან სხვების დაზიანების რისკი.

ამ დარღვევების მქონე ყველა პირს არ აღენიშნება ერთი და იგივე სიმპტომები.

შიზოფრენიისა და მასთან დაკავშირებული ფსიქოზური დარღვევების ზოგიერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი შეიძლება მოიცავდეს:

ჰალუცინაციები (არარსებული საგნების დანახვა, მოსმენა ან სუნის შეგრძნება);

ბოდვა (რწმენა-შეხედულებები იმისა, რაც მცდარია);

პარანოია (სხვებისადმი უნდობლობა და ძლიერი ეჭვიანობა);

ოჯახისა და მეგობრებისაგან თავის არიდება და მარტოდ ყოფნის სურვილი;

დეპრესიულობა, შფოთვა ან დაძაბულობა.

ბიპოლარული მანიის ზოგიერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი შეიძლება იყოს:

მანია (ძლიერი ჰიპერაქტიურობა და ჰიპერაგზნება, დაუმარცხებლობისა და ყოვლისშემძლეობის შეგრძნება, აზრების სწრაფი მონაცვლეობა და გადაჭარბებული რეაქცია, საკმაოდ ხმამაღლა, სწრაფად ან ჩვეულებრივზე მეტად ლაპარაკი, არალოგიკური მსჯელობა);

დეპრესია (სევდის, უიმედობის, უმწეობის, დაღლილობის შეგრძნება ან ზედმეტად ძილიანობა ან არასაკმარისი ძილია).

ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული მძიმე დემენციის ზოგიერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია:

აღელვების შეგრძნება ან აგრესიულობა;

ჰალუცინაციები (არარსებული საგნების დანახვა, მოსმენა ან სუნის შეგრძნება);

ბოდვა (რწმენა-შეხედულებები იმისა, რაც მცდარია).

როგორ მოქმედებს აპო-რისპერიდონი?

აპო-რისპერიდონი მიეკუთვნება ანტიფსიქოზური მედიკამენტების ჯგუფს.

ანტიფსიქოზური პრეპარატები მოქმედებენ დოფამინსა და სეროტონინზე (თავის ტვინში არსებული ქიმიური ნივთიერებები), რომელთა საშუალებით ხდება კომუნიკაცია ნერვულ უჯრედებს შორის. მედიკამენტის მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია. თუმცა, როგორც ჩანს, აპო-რისპერიდონი არეგულირებს დოფამინისა და სეროტონინის ბალანსს ორგანიზმში.

რა ნივთიერებები შედის აპო-რისპერიდონის შემადგენლობაში?

აქტიური ნივთიერებაა: რისპერიდონი

დამხმარე ნივთიერებებია:

აპო-რისპერიდონის ტაბლეტები: სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი და ტიტანიუმის დიოქსიდი. 0.25 მგ ტაბლეტები ასევე შეიცავს რკინის ყვითელ ოქსიდს. 0.5 მგ ტაბლეტები ასევე შეიცავს რკინის წითელ ოქსიდს. 2 მგ ტაბლეტები ასევე შეიცავს 40%-იან ფორთოხლისფერ-ყვითელ ალუმინის საღებავს. 3 მგ ტაბლეტები შეიცავს 14-18%-იან D&C ყვითელ #10 ალუმინის საღებავს. 4 მგ ტაბლეტები შეიცავს 14-18%-იან D&C ყვითელ #10 ალუმინის საღებავს და 12-14%-იან ინდიგოტინის ალუმინის საღებავს (ლურჯი #2).

აპო-რისპერიდონის შიგნით მისაღები ხსნარი: ბენზოის მჟავა, გაწმენდილი წყალი, სორბიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და ტარტარის მჟავა.

აპო-რისპერიდონი მოწოდებულია შემდეგი ფარმაცევტული ფორმებით:

აპო-რისპერიდონის ტაბლეტები: 0.25 მგ, 0.5 მგ, 1 მგ, 2 მგ, 3 მგ და 4 მგ.

აპო-რისპერიდონის შიგნით მისაღები ხსნარი, 1 მგ/მლ რისპერიდონი.

დაუშვებელია აპო-რისპერიდონის მიღება, თუ:

პაციენტს აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია:

რისპერიდონის მიმართ;

პალიპერიდონის მიმართ (ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება რისპერიდონის დაშლის შედეგად) ან

აპო-რისპერიდონის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება იყოს:'

ქავილი

გამონაყარი კანზე

სახის, ტუჩების ან ენის შესივება

ქოშინი.

გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად და უსაფრთხო გამოყენებისათვის, საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა აპო-რისპერიდონის მიღებამდე. ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან არსებული პრობლემების შესახებ, მათ შორის, თუ პაციენტი:

იღებს ან აპირებს, მიიღოს რომელიმე სხვა მედიკამენტი (რეცეპტით, ურეცეპტოდ გასაცემი და მცენარეული პროდუქტები)

იღებს პალიპერიდონს

ანამნეზში აღენიშნება მძიმე ალერგიული რეაქციები სხვა მედიკამენტების, მათ შორის შიგნით მისაღები პალიპერიდონის ან რისპერიდონის ან პალიპერიდონის პალმირატის კუნთშიდა ინექციების მიმართ;

აქვს ანამნეზში:

ინსულტი

მინი-ინსულტი

ქოლესტერინის მაღალი დონე ან

მაღალი არტერიული წნევა.

აპო-რისპერიდონის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდონ ინსულტის/მინი-ინსულტის რისკი დემენციის მქონე ხანდაზმულ პირებში.

თუ პაციენტს აღენიშნება შაქრიანი დიაბეტი ან სისხლში შაქრის მაღალი დონე ან აქვს მათი განვითარების რისკი ან აქვს შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი;

თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ, ფიქრობს, რომ არის ფეხმძიმედ ან გეგმავს ფეხმძიმობას;;

ძუძუთი კვების ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში. აპო-რისპერიდონი აღწევს დედის რძეში. დაუშვებელია ძუძუთი კვება ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს;

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა გახანგრძლივებული და/ან მტკივნეული ერექცია;

აქვს ანამნეზში:

გულის პრობლემები

გულისცემის რომელიმე პრობლემა

თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT სინდრომი

თუ პაციენტი მკურნალობს მაღალი არტერიული წნევის გამო;

თუ პაციენტი იღებს რომელიმე მედიკამენტს, რომელიც მოქმედებს გულისცემაზე;

თუ პაციენტი მიდრეკილია ჰიპოტენზიისკენ (დაბალი არტერიული წნევა), იტარებს ან იტარებდა მკურნალობას გულის დაავადების გამო, რომელმაც მოსალოდნელია დააქვეითოს არტერიული წნევა ან გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულისწასვლა მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციიდან ადგომისას;

თუ პაციენტს აქვს ან ოდესმე ჰქონია მეხსიერების ჩავარდნები ან გულყრები;

თუ პაციენტს აქვს ან ოდესმე ჰქონია ლეიკოციტების დაქვეითებული რაოდენობა. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, თუ პაციენტს განუვითარდა ცხელება ან ინფექცია აპო-რისპერიდონით მკურნალობისას;

თუ პაციენტს აღენიშნება ქოლესტერინის ან ცხიმების (ტრიგლიცერიდების) მაღალი დონე სისხლში;

თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება, ან არის რისკის ქვეშ:

ძილის აპნოე (ძილის დარღვევა, როცა სუნთქვა ჩერდება ძილის დროს);

ძილში სიარული;

ძილთან დაკავშირებული კვების დარღვევა.

თუ პაციენტს აღენიშნება პარკინსონის დაავადება ან დემენცია ლევის სხეულაკებით (DLB);

თუ პაციენტს აქვს/ჰქონდა ძუძუს კიბო;

თუ პაციეტს აქვს ჰიპოფიიზის სიმსივნე;

თუ პაციენტი არის ალკოჰოლური სასმელებისა და ნარკოტიკების მომხმარებელი;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება თირკმლის პრობლემები;

თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს ალცჰაიმერის დაავადება აქვს;

თუ პაციენტს აქვს წყურვილის შეგრძნება ან ცუდად გრძნობს თავს;

თუ პაციენტი ფიზიკურად ძლიერ იტვირთება. ამ ტიპის მედიკამენტი გავლენას ახდენს ორგანიზმის უნარზე მოახდინოს სიცხის მიმართ ადაპტაცია. პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს ორგანიზმის გადახურება ან დეჰიდრატაცია (მაგ.: ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში ან ძლიერი სიცხის ზემოქმედება) აპო-რისპერიდონით მკურნალობის დროს;

თუ პაციენტი იმყოფება სისხლის თრომბოზის განვითარების რისკის ქვეშ. ეს რისკ-ფაქტორებია:

სისხლის თრომბოზის ოჯახური ანამნეზი;

65 წელზე მეტი ასაკი;

მოწევა;

ჭარბი წონა;

უკანასკნელ პერიოდში გადატანილი დიდი ქირურგიული ოპერაცია (მაგ.: მენჯ-ბარძაყის ან მუხლის პროთეზირება);

უმოძრაობა ხანგრძლივი ფრენის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო;

პერორალური კონტრაცეპტივების (ჩასახვის საწინააღმდეგო აბები) მიღება.

თუ პაციენტი გეგმავს ოპერაციას თვალ(ებ)ზე. თვალის ბროლის შემღვრევის გამო ოპერაციის (კატარაქტის ოპერაციის) დროს:

თვალის გუგა (შავი რგოლი თვალის შუაგულში) შეიძლება არ გაფართოვდეს სათანადოდ;

ირისი (თვალის ფერადი გარსი) შეიძლება დარბილდეს ოპერაციის დროს. რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის დაზიანება.

ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.

სხვა გაფრთხილებები, რომლებიც უნდა იცოდეს პაციენტმა:

დემენციით დაავადებული ხანდაზმული პაციენტები: დემენციით დაავადებული ხანდაზმული პაციენტების კვლევვებმა აჩვენა, რომ აპო-რისპერიდონის მიღება ან ფუროსემიდთან (შარდმდენთან) ერთად მისი გამოყენება დაკავშირებულია სიკვდილიანობის მაღალ სიხშირესთან.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ფუროსემიდს. ფუროსემიდი გამოიყენება:

სხეულის შეშუპების სამკურნალოდ, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ჭარბი სითხის შეკავებით ორგანიზმში;

გულის პრობლემების სამკურნალოდ

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ.

დემენციით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში შიგნით მისაღები რისპერიდონი და სხვა მედიკამენტები, რომლებიც მიეკუთვნებიან იმავე ჯგუფს, რომელსაც აპო-რისპერიდონი, ასევე დაკავშირებულია გვერდით მოვლენებთან, რომლებშიც შედის:

ფსიქიკური მდგომარეობის მოულოდნელი ცვლილება;

უეცარი სისუსტე ან სახის, მკლავების ან ფეხების დაბუჟება, განსაკუთრებით სხეულის ცალ მხარეს;

მეტყველების დარღვევა;

მხედველობის პრობლემები.

ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი სიმპტომის განვითარებისას, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

დისფაგია: ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს უძნელდება საკვების გადაყლაპვა ან აღენიშნება საყლაპავის მოტორიკის დარღვევა (საყლაპავის პრობლემები), რადგან არსებობს პნევმონიის განვითარების რისკი საკვების ან სითხის ფილტვებში მოხვედრის გამო.

ეფექტი ახალშობილებზე

დაუშვებელია აპო-რისპერიდონის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის დროს.

ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება განუვითარდეს ახალშობილებს, თუ დედა იღებდა აპო-რისპერიდონს ორსულობის დროს ან ორსულობის დაგეგმვამდე:

კანკალი

კუნთების რიგიდობა და/ან სისუსტე

ძილიანობა

აგზნება

სუნთქვის პრობლემები

კვების გაძნელება

საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, თუ ახალშობილს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი.

ზოგიერთ შემთხვევაში, ახალშობილები, რომელთა დედები იღებდნენ რისპერიდონს ფეხმძიმობის დროს, ჰოსპიტალიზებულები იქნენ, რადგან აღენიშნებოდათ მძიმე სიმპტომები.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა: დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტს არ ეცოდინება, როგორ რეაგირებს ის აპო-რისპერიდონზე. ზოგიერთ პირს აღენიშნება ძილიანობა ან მხედველობის დაბინდვა აპო-რისპერიდონით მკურნალობის დროს.

დავარდნა: ძილიანობის შეგრძნება, არტერიული წნევის დაცემა მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციიდან ადგომისას, მხედველობისა და მეტყველების პრობლემები აღინიშნა ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენების დროს. ამან შეიძლება გამოიწვიოს დავარდნა, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს მოტეხილობა ან დავარდნასთან დაკავშირებული სხვა ტრავმები. გარკვეულმა მედიკამენტებმა, დაავადებებმა ან მდგომარეობებმა შეიძლება გააუარესონ ეს მდგომარეობა.

წონის მომატება: წონის მომატება აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს. ექიმი მოახდენს სხეულის წონის მონიტორინგს აპო-რისპერიდონით მკურნალობის დროს.

სისხლის ანალიზები: მკურნალი ექიმი შეამოწმებს სისხლის ანალიზებს აპო-რისპერიდონის მიღების დაწყებამდე.

ექიმი შეამოწმებს სისხლში შაქრის დონეს და რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში ლეიკოციტების დონეს. აპო-რისპერიდონით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში ექიმი შეამოწმებს სისხლის ანალიზებს.

ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული ან სიცოცხლისათვის სახიფათო გვერდითი მოვლენები აღინიშნა რისპერიდონის გამოყენების დროს:

ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომი (NMS):

ფსიქიკური ცვლილებები, როგორიცაა აგზნება, ჰალუცინაციები, ცნობიერების დაბინდვა ან მენტალური სტატუსის სხვა ცვლილებები;

კოორდინაციის პრობლემები, კუნთების უნებლიე სპაზმები ან კუნთების შეკუმშვა (გაძლიერებული რეფლექსები);

მოუსვენრობა;

პაროქსიზმული ტაქიკარდია ან აჩქარებული გულისცემა, მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა;

ოფლიანობა ან ცხელება;

გულისრევა, ღებინება ან ფაღარათი;

კუნთების გაშეშება.

N

კანის მძიმე რეაქციები: ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა სერიოზული ან სიცოცხლისათვის სახიფათო კანის რეაქციები. ეს მოიცავს კანის მდგომარეობებს, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს), ტოქიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმტომებით (DRESS). ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს კანის შემდეგ რეაქციებთან:

ადრეული საგანგაშო სიმპტომები პაციენტებისათვის:

ცხელება

მძიმე გამონაყარი

გადიდებული ლინფური კვანძები

გრიპის მსგავსი შეგრძნება

კანზე ბუშტუკების განვითარება და აქერცვლა, რომელიც შეიძლება დაიწყოს პირის, ცხვირის, თვალების ირგვლივ, გენიტალიებზე და გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზე.

მოგვიანებით განვითარებული ნიშნები:

კანის ან თვალების გაყვითლება

ქოშინი

მშრალი ხველა

ტკივილი ან დისკომფორტი მკერდის არეში

წყურვილის შეგრძნება

შარდვის სიხშირის შემცირება, შარდის მოცულობის შემცირება

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს უვითარდება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი აპო-რისპერიდონის მიღების დროს.

ტარდიული დისკინეზია (TD): აპო-რისპერიდონმა, სხვა ანტიფსიქოზური მედიკამენტების მსგავსად, შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურად შეუქცევადი კუნთების უნებლიე შეკუმშვები ან სახის ან ენის ან სხეულის სხვა ნაწილების უჩვეულო/პათოლოგიური მოძრაობები.

პროლაქტინის დონის მომატება: აპო-რისპერიდონმა შეიძლება გაზარდოს ჰორმონ პროლაქტინის დონე, რაც იზომება სისხლის ანალიზით. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

მამაკაცებში:

სარძევე ჯირკვლების შეშუპება

ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების გაძნელება ან სხვა სექსუალური დისფუნქცია.

ქალებში:

სარძევე ჯირკვლების დისკომფორტი

სარძევე ჯირკვლებიდან რძიანი გამონადენი (ორსულობის გარეშეც)

მენსტრუაციის პერიოდების გამოტოვება ან ციკლის სხვა პრობლემები.

თუ პაციენტს აღენიშნება პროლაქტინის მაღალი დონე და მდგომარეობა, ე.წ. ჰიპოგონადიზმი, ის შეიძლება ოსტეოპოროზის გამო იყოს ძვლების მოტეხილობის გაზრდილი რისკის ქვეშ. ეს ვითარდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.

სამედიცინო სპეციალისტს უნდა ეცნობოს ყველა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, მათ შორის ნებისმიერი პრეპარატის, ვიტამინების, მინერალების, ბუნებრივი დანამატების ან ალტერნატიული მედიკამენტების შესახებ. ზოგიერთი მედიკამენტმა, რისპერიდონთან ერთად მიღებისას, შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს რისპერიდონის დონე სისხლში და ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა.

ქვემოთ ჩამოთვლილი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს აპო-რისპერიდონთან:

დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება და პაციენტმა უნდა მიიღოს მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. რადგან აპო-რისპერიდონი ძირითადად მოქმედებს თავის ტვინზე, შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს სხვა მედიკამენტებთან, რომლებიც ასევე მოქმედებენ თავის ტვინზე.

დოფამინის აგონისტებმა, მაგ.: ლევოდოპამ (პარკინსონის სამკურნალო საშუალება), შეიძლება შეამციროს აპო-რისპერიდონის ეფექტი. ასევე, აპო-რისპერიდონმა შეიძლება გავლენა იქონიოს პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტებზე;

ფენოთიაზინები და გულის ზოგიერთი პრეპარატი (მაგ.: არტერიული წნევის დამწევი საშუალებები, ანტიარითმიული პრეპარატები ან ბეტა-ბლოკატორები), რადგან შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდნენ აპო-რისპერიდონთან და გამოიწვიონ არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება;

აპო-რისპერიდონი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მედიკამენტებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ გულის ელექტრული აქტივობა (QT ინტერვალის გახანგრძლივება) მაგალითად, როგორიცაა, მაგრამ არ შემოიფარგლება: მალარიის, გულის რითმის დარღვევების, ალერგიის სამკურნალო მედიკამენტები, სხვა ანტიფსიქოზური მედიკამენტები, ანტიდეპრესანტები, შარდმდენები ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზმში მარილების (ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი) დონეზე;

კარბამაზეპინი და ტოპირამატი (ანტიეპილეფსიური საშუალებები) - მათ შეუძლიათ შეცვალონ აპო-რისპერიდონის მოქმედება;

პროზაკი (ფლუოქსეტინი), პაქსილი (პაროქსეტინი) (ანტიდეპრესანტები) და კლოზარილი (კლოზაპინი) - მათ შეუძლიათ გაზარდონ აპო-რისპერიდონის კონცენტრაცია სისხლში;

ლაზიქსი (ფუროსემიდი) - კვლევების მიხედვით, რომლებიც ჩატარდა დემენციით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში, აპო-რისპერიდონთან ერთად ფუროსემიდის, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის, გულის ზოგიერთი პრობლემის ან სხეულის სხვადასხვა ნაწილების შეშუპების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია სითხის ჭარბი შეკავებით, დაკავშირებულია სიკვდილიანობის მაღალ სიხშირესთან;

იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი - მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების დროს;

გარკვეული მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება აივ/შიდსის სამკურნალოდ, როგორიცაა ნორვირი (რიტონავირი);

ვერაპამილი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და/ან გულის რითმის დარღვევის დროს;

სერტრალინი და ფლუვოქსამინი, მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური დარღვევების დროს;

რიმფამპიცინი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ;

აპო-რისპერიდონი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მედიკამენტებთან, რომლებიც ზრდიან ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობას (ფსიქოსტიმულატორები, როგორიცაა მეთილფენიდატი);

აპო-რისპერიდონი შეუთავსებელია კოლასთან ან ჩაისთან.

აპო-რისპერიდონის მიღების წესი:

აპო-რისპერიდონის მიღება/მიცემა უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ მისი მიღება/მიცემა გაგრძელდეს სიმპტომების გაუმჯობესების ან გაქრობის მიუხედავად. დაუშვებელია აპო-რისპერიდონის მიღების ცვლილება ან შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ჩვეულებრივი დოზა მოზრდილისათვის:

აპო-რისპერიდონის მიღება/მიცემა შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების მიღებებს შორის შუალედში. რეგულარული დოზის დადგენის შემდეგ მთლიანი დოზის მიღება შეიძლება ერთხელ დღეში, ან გაყოფილი ორ დოზად - ერთი დილით და ერთი საღამოს;

აპო-რისპერიდონის მიღება/მიცემა სასურველია მოხდეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს;

აპო-რისპერიდონის მიღებამდე/მიცემამდე საჭიროა “აპო-რისპერიდონის გამოყენების ინსტრუქციების” წაკითხვა. აპო-რისპერიდონის ზუსტი დოზა, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, უნდა შეერიოს 100 მლ რომელიმე სითხეს: წყალი, ყავა, ფორთოხლის წვენი ან დაბალცხიმიანი რძე. არ შეიძლება მედიკამენტის შერევა კოლასთან ან ჩაისთან.

ექიმი შეარჩევს პაციენტისათვის ოპტიმალურ დოზას. დოზის გაზრდა ან შემცირება დამოკიდებულია:

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;

მედიკამენტით მკურნალობის პასუხზე.

არ შეიძლება აპო-რისპერიდონის მიცემა სხვა პირებისთვის.

აპო-რისპერიდონის გამოყენების ინსტრუქციები

ბოთლის გახსნა და შპრიცის გამოყენება:

ბოთლს აქვს ბავშვისთვის უსაფრთხო თავსახური და მისი გახსნა უნდა მოხდეს შემდეგნაირად: პლასტმასის ხრახნიან თავსახურს ხელი უნდა დაეჭიროს ზემოდან ქვემოთ და დატრიალდეს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. უნდა მოიხსნას ამოხრახნილი თავსახური (იხ. სურ. 1);

სურათი 1

ბოთლის ადაპტერი უნდა მოთავსდეს ბოთლის ყელში. ბოთლს მჭიდროდ უნდა დაეხუროს თავსახური. ეს უზრუნველყოფს ბოთლის ადაპტერის სწორად მოთავსებას ბოთლში (იხ. სურ. 2);

სურათი 2

უნდა მოიხსნას პერორალური დოზატორი შპრიცის თავსახური. ბოთლის ადაპტერში შპრიცის თავის მოთავსებამდე, შპრიცის დგუში ხელის დაჭერით ბოლომდე უნდა ჩავიდეს შპრიცის თავთან (იხ. სურ. 3);

სურათი 3

შპრიცის თავი კარგად უნდა მოთავსდეს ბოთლის ადაპტერში. ბოთლი დოზატორ შპრიცთან ერთად უნდა გადმოტრიალდეს (იხ. სურ. 4);

სურათი 4

შპრიცის ცილინდრისა და ბოთლის ხელში დაჭერის განმავლობაში დგუში ნელ-ნელა უნდა ჩამოიწიოს ქვემოთ, ნიშნულამდე (იხ. აღნიშვნები გვერდზე), რომელიც შეესაბამება ექიმის მიერ დანიშნულ დოზას (იხ. სურ. 5);

სურათი 5

ბოთლი მასში მოთავსებულ შპრიცთან ერთად უნდა გადმოტრიალდეს და შპრიცი ნელა უნდა იქნას ამოღებული ბოთლიდან, ისე რომ შპრიცის დგუშზე არ მოხდეს წინასწარ ზეწოლა (იხ. სურ. 6);

სურათი 6

შპრიცის შიგთავსი უნდა მოთავსდეს 3-4 უნცია (100 მლ) სასმელში დგუშზე ხელის დაჭერის შედეგად შპრიცის ცილინდრში მისი შიგნით მოძრაობით. მიღებული ნარევი კარგად უნდა შეინჯღრეს გამოყენებამდე. აპო-რისპერიდონი თავსებადია წყალთან, ყავასთან, ფორთოხლის წვენთან ან რძესთან ცხიმის დაბალი შემცველობით. არ შეიძლება მისი შერევა კოლასთან ან ჩაისთან;

ბოთლს უნდა დაეხუროს თავსახური ჩახრახვნის გზით საათის ისრის მიმართულებით;

შპრიცი უნდა გამოირეცხოს წყლით და დაეხუროს თავსახური.

დოზის გადაჭარბება:

თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მიიღო აპო-რისპერიდონის ჭარბი დოზა, საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო სპეციალისტთან, საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში ან ინტოქსიკაციის კონტროლის რეგიონულ ცენტრში მიმართვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტს არ აღენიშნება რაიმე სიმპტომი.

რისპერიდონის დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:

ცნობიერების დაქვეითება

ძილიანობა

ძლიერი კანკალი

კუნთების ძლიერი რიგიდობა

სწრაფი გულისცემა

არარეგულარული გულისცემა ან არარეგულარული გულისცემის სხვა სიმპტომები, როგორიცაა გაბრუება ან გულისწასვლა

წამოდგომისას თავბრუსხვევა ან გაბრუება

თავის ტკივილი ან ცნობიერების დაბინდვა

კუნთების სპაზმები ან სისუსტის შეგრძნება

აღინიშნა გულის ელექტრული გამტარებლობის დარღვევის (QT ინტერვალის გახანგრძლივება) და გულყრების შემთხვევები.

დოზის გამოტოვება:

დოზის გამოტოვებისას პაციენტი უნდა ეცადოს, რომ ეს აღარ განმეორდეს. არ შეიძლება ორი დოზის მიღება ერთდროულად.

აპო-რისპერიდონის შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება განვითარდეს აპო-რისპერიდონის მიღებისას, არ არის ქვემოთ ჩამოთვლილი. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ ჩამოთვლილი, უნდა მიმართოს სამედიცინო სპეციალისტს.

გვერდითი მოვლენები მოიცავს:

დაძინების გაძნელება ან ძილიანობა;

ტრემორი (კანკალი);

მოძრაობის გაძნელება ან კუნთების გაშეშება ან სპაზმი;

გაძლიერებული ნერწყვის გამოყოფა;

დორბლი;

თავის ტკივილი;

პნევმონია;

თვალის ინფექციები;

ყურის ინფექციები;

საშარდე გზების ინფექცია;

ჩვეულებრივი გაციების სიმპტომები;

დეპრესია;

შფოთვა;

თავბრუსხვევა;

სახის ან სხეულის უკონტროლო მოძრაობები, კუნთების რიგიდობა;

ჩხვლეტის, წვის ან დაბუჟების შეგრძნება კანზე;

მხედველობის დაბინდვა;

აჩქარებული გულისცემა;

მაღალი არტერიული წნევა;

მუცლის ტკივილი;

გულისრევა და ღებინება;

ყაბზობა;

ფაღარათი;

დისპეფსია;

პირის სიმშრალე;

შარდის შეკავება;

სხეულის, ხელების ან ფეხების შესივება;

ენერგიის ნაკლებობა;

სისუსტე;

ანემია;

ქოლესტერინის ან ცხიმების (ტრიგლიცერიდების) მაღალი დონე სისხლში;

წონის კლება;

მადის დაკარგვა;

ჰიპერაქტიურობა ან ჰიპერაგზნება, ზოგჯერ ბოდვებით (რწმენა- შეხედულებები იმისა, რაც მცდარია) ან ჰალუცინაციები (არარსებული საგნების დანახვა, მოსმენა ან სუნის შეგრძნება);

მოუსვენრობის შეგრძნება;

კონცენტრაციის გაძნელება;

ღამის კოშმარები;

ქავილი;

ალები;

კუნთების სისუსტე;

სასუნთქი გზების ინფექცია;

შარდის ბუშტის ინფექცია;

კანის ინფექცია;

ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია;

ფილტვებში კრეპიტაცია;

ხმაურიანი სუნთქვა;

სასუნთქი გზების დარღვევები;

შემცივნება;

საშოდან გამონადენი;

სახსრების შესივება ან გაშეშება;

ყურებში ხმაური;

ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო);

ირგვლივ მიდინარე მოვლენებისადმი გალგრილობა;

ხმის შეცვლა;

გემოს ცვლილება;

მტკივნეული ან გაძნელებული შარდვა;

ნაწლავების მოქმედების შეუკავებლობა;

მეტეორიზმი;

კუჭის ან ნაწლავების ინფექცია;

დაბალი არტერიული წნევა (უეცარი თავბრუსხვევა ან გაბრუება, რომელიც ვითარდება სწრაფად ადგომისას ხანგრძლივად ჯდომის ან წოლის შემდეგ);

არითმია;

სხეულის ტემპერატურის ცვლილება;

სისხლში შაქრის დაბალი დონე, დიაბეტი ან დიაბეტის გაუარესება

აღინიშნა სისხლში შაქრის მაღალი დონე; საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ჭარბი წყურვილი ან შარდვა;

დახეთქილი ტუჩები;

თვალების ატრიალება;

გლაუკომა (თვალშიდა წნევის მატება);

ქუთუთოების კიდეების გამოშრობა;

ენის შეშუპება;

ხელებისა და ფეხების გაცივება;

ნაწლავების კუნთების მოძრაობის უკმარისობა, რაც ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევს გაუვალობას;

ნევროზულობა.

სერიოზული ხასიათის გვერდითი მოვლენები, მათი განვითარების სიხშირე და მართვა

სიმპტომები/ეფექტები

ეცნობოს სამედიცინო სპეციალისტს

დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა

მხოლოდ გამწვავების შემთხვევაში

ყველა შემთხვევაში

ხშირი

გამონაყარი კანზე

დისტონია: შეკუმშვითი მოძრაობები, რომელთა გაკონტროლება შეუძლებელია და გავლენას ახდენს სახის შესახედაობაზე, მათ შორის თვალების, პირის, ენის ან ყბის

არახშირი

გულყრა: ცნობიერების დაკარგვა უკონტროლო კანკალით

ლეიკოპენია/ ნეიტროპენია (სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითება): ინფექციები, დაღლილობა, ცხელება, ტკივილი, გრიპის მსგავსი სიმპტომები

ტარდიული დისკინეზია:

კუნთების უნებლიე შეკუმშვა ან სახის ან ენის ან სხეულის რომელიმე ნაწილის უჩვეულო/პათოლოგიური მოძრაობები

მძიმე ალერგიული რეაქციები: ცხელება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, არტერიული წნევის დაცემა, გულისრევა და ღებინება, ჭინჭრის ციება ან გამონაყარი, სახის, ტუჩების, ხორხის ან ენის შეშუპება

ინსულტები: უეცარი დაბუჟება ან სისუსტე მკლავების, ფეხების ან სახის, განსაკუთრებით, სხეულის ცალ მხარეს; ცნობიერების უეცარი დაბინდვა; მეტყველების ან სხივისი გაგების გაძნელება; სიარულის უეცარი გაძნელება ან წონაწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა; უეცარი თავბრუსხვევა ან ძლიერი თავის ტკივილი ცნობილი მიზეზის გარეშე

დისფაგია: ყლაპვის გაძნელება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საკვების ან სითხის ფილტვებში მოხვედრა

იშვიათი

რაბდომიოლიზი (კუნთების დაშლა): კუნთების მტკივნეულობა, სისუსტე მუქი წითელი (“ჩაისფერი”) შარდი

სისხლის თრომბოზი: ხელის ან ფეხის შეშუპება, ტკივილი და სიწითლე, რომელიც ხელით შეხებისას თბილია. შეიძლება განვითარდეს უეცარი ტკივილი მკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება და გულის თრთოლვა.

ცნობიერების დაბინდვა, ცნობიერების დაქვეითება, მაღალი ცხელება ან კუნთების გამოხატული გაშეშება

პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება): მუცლის ზედა ნაწილის ძლიერი ტკივილი, ცხელება, სწრაფი პულსი, გულისრევა, ღებინება, მუცლის მტკივნეულობა შეხებისას.

სიყვითლე: კანისა და თვალების გაყვითლება, მუქი შარდი

ძალიან იშვიათი გაუკონტროლებელი დიაბეტი, სიცოცხლისათვის საშიში გართულებები, როგორიცაა ქოშინი, ცნობიერების დაბინდვა და ცნობიერების დაკარგვა

სხეულის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები (ზოგადად გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით, მათ შორის ძლიერი სიცხით ან სიცივით)

პრიაპიზმი: ხანგრძლივი (4 საათზე მეტი ხანგრძლივობის) და მტკივნეული ერექცია

კატატონია: მოძრაობის ან პასუხის შეუძლებლობა ღვიძილის დროს

ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომი (NMS): კუნთების გამოხატული გაშეშება ან მოხრის შეუძლებლობა მაღალი ცხელებით, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, ოფლიანობა, ცნობიერების დაბინდვა ან დაქვეითება

კანის მძიმე რეაქციები: ცხელება, მძიმე გამონაყარი, გადიდებული ლიმფური ჯირკვლები, გრიპის მსგავსი შეგრძნება, ბლისტერები და კანის აქერცვლა, რომელიც შეიძლება დაიწყოს პირის, ცხვირის, თვალების ირგვლივ და გენიტალიებზე და გარცელდეს სხეულის სხვა ნაწილებში. კანის ან თვალების სიყვითლე, ქოშინი, მშრალი ხველა, ტკივილი მკერდში ან დისკომფორტი; წყურვილის შეგრძნება, შარდვის სიხშირის დაქვეითება, შარდის მოცულობის დაქვეითება

თუ პაციენტს აღენიშნება შემაწუხებელი სიმპტომი ან გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ ჩამოთვლილი, ან სიმპტომი ხელს უშლის მის ყოველდღიურ საქმიანობას, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო პროდუქტთან დაკავშირებული ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება კანადის ჯანდაცვისათვის შესაძლებელია:

გვერდითი რეაქციების შეტყობინების ვებ-გვერდზე (https://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/medeffevt-canada/adverse-reaction-reporting.html) განთავსებულია ინფორმაცია, როგორ უნდა მოხდეს შეტყობინება ონლაინ რეჟიმში, ფოსტით ან ფაქსით; ან

უფასო ტელეფონის ნომერზე დარეკვით: 1-866-234-2345

შენიშვნა: გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა. სამედიცინო ხასიათის რჩევები არ არის მოწოდებული კანადის უსაფრთხოების პროგრამის მიერ.

შენახვა:

აპო-რისპერიდონის ტაბლეტები და შიგნით მისაღები სითხე ინახება ორიგინალური შეფუთვით.

აპო-რისპერიდონის ტაბლეტები ინახება 15-30°C ტემპერატურაზე. ინახება სინათლისა და ნესტისაგან დასაცავად.

აპო-რისპერიდონის შიგნით მისაღები ხსნარი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 15-30°C-ზე. ინახება სინათლისა და ყინვისაგან დაცულ ადგილას.

აპო-რისპერიდონი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აპო-რისპერიდონის შენახვის ვადა დაბეჭდილია შეფუთვაზე. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აპო-რისპერიდონის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:

საჭიროა მიმართვა სამედიცინო სპეციალისტთან;

ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის მომზადებული პროდუქტის სრული მონოგრაფიის ნახვა, რომელიც მოიცავს მომხმარებლისთვის განკუთვნილ ინსტრუქციას, შესაძლებელია კანადის ჯანდაცვის ვებგვერდზე (https://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/drug-products/drug-product-database.html.). მომხმარებლისათვის განკუთვნილი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მწარმოებლის ვებგვერდიდან (http://www.apotex.ca/products) ან ტელეფონის ნომერზე დარეკვით: 1-800-667-4708

ეს ინსტრუქცია მომზადებულია: აპოტექს ინკ., ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9.

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2021 წლის 23 სექტემბერი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა