- მოქმედი ნივთიერება
- რისპერიდონი (risperidone)
- ფორმა და შეფუთვა
- 1მგ/მლ 30მლ პერორალური ხსნარი ფლაკონი №1 შეფუთვაში შპრიც დოზატორთან ერთად
- მწარმოებელი
- HALO PHARMACEUTICAL CANADA INC., კანადა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, ანტიფსიქოზური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- N05AX08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023739
- რეგისტრირებულია
- 3 ნოემბერი 2017, მოქმედებს 3 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ანშენ ფარმასიუთიქალსი“
- GMP
- -
Prpms-რისპერიდონი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
დარწმუნდით, რომ პმს-რისპერიდონი დასალევი ხსნარის ზუსტად ექიმის მიერ გამოწერილი რაოდენობა გახსენით 100 მლ რომელიმე დასახელებულ სასმელში: წყალი, ყავა, ფორთოხლის წვენი ან დაბალი ცხიმიანობის რძე. არ შეურიოთ კოლასა და ჩაიში.
- მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გააგრძელოთ პმს-რისპერიდონის მიღება სიმპტომების გაუმჯობესების ან გაქრობის შემდეგაც. არ შეწყვიტოთ მკურნალობა და არ შეცვალოთ დოზა ექიმის კონსულტაციის გარეშე.
არ ურჩიოთ პმს-რისპერიდონის მიღება სხვას. ექიმმა ის გამოწერა თქვენთვის ან თქვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტისათვის.
მითითებები პმს-რისპერიდონი დასალევი ხსნარის გამოყენებისას
ბოთლის გახსნა და პიპეტის გამოყენება:
სურათი 1: ბოთლი გამოდის ბავშვებისათვის უსაფრთხო თავსახურით და უნდა გაიხსნას შემდეგნაირად: პლასტიკის დამცავი თავსახურს დააჭირეთ ხელი Qქვევით და მოატრიალეთ საათის ისრის მიმართულებით. მოსხენით თავსახური.
სურათი 2: პიპეტი ჩადეთ ბოთლში. დაიჭირეთ ქვედა რგოლი და ამოწიეთ ზედა რგოლი იმ ნიშნულამდე, რაც შეესაბამება მილილიტრებით ან მილიგრამებით თქვენთვის დანიშნულ დოზას.
სურათი 3: დაიკავეთ ბოთლის კორპუსი და ამოიღეთ პიპეტი ბოთლიდან. ჩაუშვით პიპეტში არსებული ხსნარი 100 მლ (3-4 უნცია) ნებისმიერ არაალკოჰოლურ სასმელში (იხილეთ ჩამონათვალი) ზედა რგოლის ქვემოთ ჩამოწევით. დალევამდე ხსნარები გულდასმით შეურიეთ ერთმანეთში.
პმს-რისპერიდონი დასალევი ხსნარი შეთავსებადია შემდეგ სასმელებთან :წყალი, ყავა, ფორთოხლის წვენი, დაბალი ცხიმიანობის რძე.
არ გახსნათ კოლასა და ჩაიში.
დახურეთ ბოთლი, გარეცხეთ პიპეტი მცირე რაოდენობით წყალში.
სიფრთხილის ზომები
საყურადღებო გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
სხვადასხვა კვლევებში, რომელიც ჩატარებულია იმ ჯგუფის პრეპარატებზე, რომელსაც მიეკუთვნება რისპერიდონი, ხანდაზმულ პაციენტებში დემენციით გამოვლინდა ლეტალობის შემთხვევების მატება. ზოგიერთ კვლევაში მკურნალობის სქემაში ჩართული იყო რისპერიდონიც.
რისპერიდონით მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს/ფარმაცევტს თუ თქვენ/თქვენს მზრუნველობის ქვეშ მყოფ პაციენტს
- გაქვთ ანამნეზში ინსულტი, მინი ინსულტი, მაღალი ქოლესტერინი სისხლში და მაღალი არტერიული წნევა
- გაქვთ დიაბეტი ან დიაბეტის ისტორია ოჯახში
- ხართ/არის ორსულად ან გეგმავს ორსულობას
- როდესმე გქონიათ გონების დაკარგვა ან კრუნჩხვები
- გაქვთ ანამნეზში თირკმლის ან ღვიძლის დაავადებები
- გაქვთ ანამნეზში გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები
- გაქვთ მიდრეკილება ჰიპოტენზიისკენ
- გაქვთ სისხლში თრომბის განვითარების რისკი, როგორიცაა: საოჯახო ანამნეზი, ასაკი 65 წლის
ზემოთ, სიმსუქნე, ახლო პერიოდში დიდი ქირურგუყლი ოპერაცია (მაგალითად მენჯის ან მუხლის
სახსრის), იღებთ ორალურ კონტრაცეპტივებს („ტაბლეტებს“).
- სისხლში თეთრი უჯრედების ნაკლებობისას. აცნობეთ თქვენს ექიმს დაუყონებლივ, თუ
პმს-რისპერიდონით მკურნალობის დროს გქონდათ ცხელება ან ინფექცია.
- გაქვთ/აქვს პარკინსონის დაავადება
- იღებთ/იღებს ან გეგმავთ სხვა მედიკამენტების მიღებას (სარეცეპტო ან არასარეცეპტო)
- იღებთ/იღებს აკოჰოლს ან ნარკოტიკულ მედიკამენტს
- გაქვთ ან გქონდათ ძუძუს კიბო
- გაქვთ ჰიპოფიზის სიმსივნე
- გაქვთ ალცჰაიმერის დაავადება
- გაქვთ „ლევის სხეულების“ დემენცია
- დეჰიდრატაციისას
- ვარჯიშის/ გაძლიერებული ვარჯიშის დროს
- გეგმავთ/გეგმავს ოპერაციას თვალზე
ხანდაზმული პაციენტები დემენციით
კვლევებმა ხანდაზმულ პაციენტებში დემენციით აჩვენა, რომ პაციენტებში, რომლებიც თვითმკურნალობდნენ, რისპერიდონით კომბინაციაში ფუროსემიდთან მოიმატა ლეტალობამ. (იხილეთ თავი სერიოზული გაფრთხილებები დასიფრთხილის ზომები).
აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ ფუროსემიდს. Fუროსემიდი არის პრეპარატი, რომელიც ჩვეულებრივ მიიღება მაღალი წნევის, გულის ზოგიერთი დაავადების, ან სხეული ზოგიერთი ნაწილის შეშუპების დროს, რაც სითხის შეკავებითაა გამოწვეული.
ხანდაზმულ პაციენტებში დემენციით შესაძლებელია უეცარი ცვლილება ფსიქიური მდგომარეობის, უეცარი სისუსტე, სახის ან კიდურების გაშეშება, განსაკუთრებით ცალმხრივი, გაურკვეველი მეტყველება, თუნდაც ხანმოკლე დროით ამ სიმტომების შემჩნევისას, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ იღებთ ანტი ჰიპერტენზიულ საშუალებებს
პმს- რისპერიდონის და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთობლივად გამოყენება იწვევს სისხლის წნევის დაქვეითებას. თუ თქვენ უნდა მიიღოთ პმს-რისპერიდონი და წნევის დამწევი საშუალება ერთდროულად, მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს.
ახალშობილებზე ზემოქმედება
იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც ორსლობისას იღებდნენ რისპერიდონს დაფიქსირებულია სიმპტომები, რომელთა სიმძიმის გამო საჭიროა ახალშობილების ჰოსპიტალიზაცია. ზოგჯერ სიმპტომები თავისთავად გაივლის. სასწრაფოდ დაუკავშირდით გადაუდებელ სამედიცინო სამსახურს თუ შეამჩნევთ სუნთქვის გაძნელებას, ზედმეტად ძილიანობას, კუნთების გაშეშებას, ან ზედმეტად მოდუნებას (ნაჭრის თოჯინის მსგავსად), კანკალს, ან ყლაპვის გაძნელებას (გაძნელებულ კვებას).
სხვა გაფრთხილებები
ძალიან იშვიათად, დაბნეულობა, კონცენტრაციის დაქვეითება, ცხელება, კუნთების გაშეშება. ასეთ შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს და უთხარით, რომ მკურნალობთ რისპერიდონით. ხანგრძლივი მკურნალობისას პმს-რისპერიდონმა შეიძლება გამოიწვიოს სახის კუნთის უნებლიე კანკალი. თუ შეამჩნიეთ, მიმართეთ ექიმს.
რადგან ამ ტიპის მედიკამენტები ზემოქმედებენ ორგანიზმის სიცხესთან ადაპტაციის უნარზე, უმჯობესია თავი აარიდოთ გადახურებას ან დეჰიდრატაციას (მაგალითად ინტენსიური ვარჯიში ან სიცხის ზემოქმედება).
პმს-რისპერიდონი უნდა მიიღოთ სიფრთხილით და მხოლოდ თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ თუ გაქვთ გულთან დაკაშირებული პრობლემები, კერძოდ არითმია (არარეგულარული გულისცემის რითმი, გულის ელექტრული აქტივობის დარღვევები ან თუ იღებთ ისეთ მედიკამენტებს, რომელთაც შეუძლიათ გულის ელექტრული აქტივობის შეცვლა.
ზოგიერთი პაციენტი აღნიშნავს ძილიანობას, არ მართოთ მანქანა-მექანიზმები, სანამ არ დარწმუნდებით, რომ პმს-რისპერიდონი არ მოქმედებს თქვენს აქტივობასა და უნარებზე.
თვალზე ოპერაციის დროს, ბროლის დაბინდვა (კატარაქტა), გუგა (შავი წრე თვალის შუაში) შესაძლებალია არ გაფართოვდე ისე როგორც საჭიროა. ასევე ირისი (ფერადი გარსი) შესაძლოა გამყარდეს და ოპერაციის დროს დაზიანდეს თვალი. თუ გეგმავთ ოპერაციას თვალზე უთხარით ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს.
მნიშვნელოვანია, ექიმს მიაწოდოთ ყველა ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია მედიკამენტის დანიშვნის წინ. ეს ჩამონათვალი ყურადღებით უნდა განიხილოთ თქვენ/მზრუნველმა ექიმთან ერთად.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უთხარით ექიმს, დანტისტს, ფარმაცევტს, ვინც გიწევთ სამედიცინო კონსულტაციას, თუ თქვენ იღებთ პმს-რისპერიდონს. უთხარით, თუ თქვენ იღებთ ან გეგმავთ, რომ მიიღოთ სხვა მედიკამენტიც. ისინი გირჩევენ, რომელი სამკურნალო საშუალების მიღება შეგიძლიათ პმს-რისპერიდონთან ერთად.
პმს-რისპერიდონი ზრდის ალკოჰოლის და იმ სამკურნალო საშუალებების ზემოქმედებას, რომლებიც გავლენას ახდენენ რექციაზე (მაგ.“ტრანკვილიზატორები“, ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელები, ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი). რეკომენდებულია, მკურნალობის პერიოდში თავი შეიკავოთ ალკოჰოლისგან და მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნული მედიკამენტი.
უთხარით ექიმს, თუ თქვენ იწყებთ ან წყვეტთ შემდეგი მედიკამენტების მიღებას:
- დოფამინის აგონისტები, მაგ. ლევოდოპა (პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალება), რადგან ის აქვეითებს პმს-რისპერიდონის მოქმედებას.
- ფენოთიაზინი და სხვა საგულე საშუალებები (მაგ. ანტიჰიპერტენზიული, ანტიარითმიული, β- ბლოკერები), რადგან მათი ურთიერთქმედების შედეგად სისხლის წნევა შესაძლებელია ძალიან დაქვეითდეს.
- პმს-რისპერიდონი სიფრთხილით ინიშნება იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენს გულის ელექტრულ აქტივობაზე, მაგალითად, და არა მხოლოდ, შემდეგი მედიკამენტები: მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიარითმიული, ანტიალერგიული, სხვა ანტიფსიქოზური, ანტიდეპრესანტები, სამკურნალო საშუალებები რომლების მოქმედებენ ორგანიზმის მარილებზე (ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი).
- კარბამაზეპინები და ტოპირამატი (ანტიკონვულსანტი) რადგან ისინი ცვლიან პმს-რისპერიდონის ეფექტს
- ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი (ანტიდეპრესანტები) და კლოზაპინი, ზრდის პმს-რისპერიდონის დონეს სისხლში.
- ფუროსემიდი: კვლევებში ხანდაზმულ პაციენტებში დემენციით, რომლებიც იღებდნენ რისპერიდონს ფუროსემიდთან, (მედიკამენტი რომელიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის, გულის დაავადებების, ან სხეულის რომელიმე ნაწილის შეშუპების დროს ორგანიზმში სითხის დიდი რაოდენობით შეკავების გამო) ერთად მოიმატა სიკვდილობის მაჩვენებელმა. (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
- იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი, სოკოს საწინააღმდეგო მრდიკამენტები
- მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება აივ/შიდსის სამკურნალოდ, მად. რიტონავირი
- ვერაპამილი, მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის ან არითმიის
სამკურნალოდ.
- სერტრალაინი და ფლუვოქსამინი, მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და
Fფსიქიატრიული მოშლილობების დამკურნალოდ.
- რიფამპიცინი, მედიკამენტი რომელიც სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება.
პმს-რისპერიდონი დასალევი ხსნარი არ არის შეთავსებადი კოლასა და ჩაისთან.
მედიკამენტის სათანადო გამოყენება
ჩვეულებრივი დოზირება
- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მიიღოთ პმს-რისპერიდონი ექიმის დანიშნულებით
- ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის თქვენი/თქვენს მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტისთვის საჭირო დოზას ინდივიდუალურად. დოზა შესაძლებელია, გაიზარდოს ან შემცირდეს შედეგის მიხედვით.
- პმს-რისპერიდონის მიღება შესაძლებელია საკვების მიღების დროს ან 2 კვებას შორის. რეგულარული დოზის დადგენის შემდეგ დღიური დოზის მიღება შესაძლებელია დღეში ერთხელ ან გაყოფილი ორ მიღებაზე დილა-საღამოს.
- ეცადეთ პმს-რისპერიდონი მიიღოთ ერთსა და იმავე დროს.
- პმს-რისპერიდონი უნდა გადაყლაპოთ გარკვეული რაიდენობით წყლის ან სითხის მიყოლებით.
გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად პმს-რისპერიდონის მიღებისას შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები. ზოგიერთი მათგანი უმნიშვნელოა და სწრაფად გაივლის.
თუმცა, ზოგიერთი შესაძლოა იყოს სერიოზული და საჭიროებდეს სამედიცინო ჩარევას.
გვერდითი ეფექტების უმეტესობა დოზადამოკიდებულია, ასე რომ მნიშვნელოვანია არ გაიზარდოს ექიმის მიერ დანიშნული დოზა. თუ თქვენ შენიშნეთ გვერდითი ეფექტი, დაუკავშირდით ექიმს.
გვერდითი ეფექტი რომელიც მეტად ხშირად გვხვდება, არის დაძინების გაძნელება და ძილის დარღვევა. Kკანკალი, მოტორული ფუნქციების და აქტივობის დაქვეითება, კუნთების მსუბუქი გაშეშება, მომატებული სალივაცია ან/და ნერწყვდენა, ძილიანობა, უზუსტობები მოძრაობისას, თავის ტკივილი.
ხშირი გვერდითი ეფექტებია: პნევმონია, თვალების ანთებითი დაავადება, ყურის ანთება, გაციების შეგრძნება. ძილის დარღვევა, დეპრესია, შფოთვა, გაღიზიანება, თავბრუსხვევა, უნებლიე მოძრაობები სახის და სხეულის, კუნთების რიგიდობა, კუნთების გაშეშება ან სპაზმი, მოძრაობის შენელება, ტრემორი, კანკალის შეგრძნება, ჩხვლეტის ან გაციების შეგრძნება კანზე, მხედველობის დაბინდვა, გულისცემის გახშირება, მაღალი არტერიული წნევა, მუცლის ტკივილი, გულისრევა/პირღებინება, შეკრულობა, დიარეა, მშრალი პირი, კუნთის სპაზმი, შეშუპება სხეულის, ხელ-ფეხის, სისუსტე, დაღლილობა.
პმს-რისპერიდონის გამოყენებისას შესაძლებელია ჰორმონ “პროლაქტინის” (იზომება სისხლის ტესტით)
მომატება. ქალებში ამ ტიპის მედიკამენტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სარძევე კირკვალში დისკომფორტის შეგრძნება, რძის დენა ჯირკვლიდან, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ორსულობა. მამაკაცებში ერექციის დაქვეითება, სექსუალური დისფუნქცია და სარძევე ჯირკვლის გადიდება არის შესაძლებელი.
შესაძლებელია წონაში მომატება რისპერიდონის მიღებისას, თქვენმა ექიმმა უნდა შეამოწმოს თქვენი წონა მკურნალობის დაწყების წინ და აკონტროლოს მკურნალობის პერიოდში.
არახშირი გვერდითი ეფექტებია: ანემია, ქოლესტეროლის დონის მატება სისხლში, წონის კლება, მადის დაქვეითების გამო მალნუტრიცია და წონის კლება, მანია, სხეულის ნაწილების უნებლიე მოძრაობა, კონცენტრაციის დარღვევები, ღამის კოშმარები, ქავილი, კანკალის, ჩხვლეტის, გაციების შეგრძნება კანზე, კუნთის სისუსტე, წყურვილის შეგრძნება, სუნთქვის სისტემის ინფექციები, შარდის ბუშტის ინფექცია, კანის ინფექციები, ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია, ხმოვანი სუნთქვა, ხრინწი, სუნთქვის პასაჟის მოშლა, შემცივნება, საშოდან გამონადენი, სახსრების შეშუპება და გაშეშება, ხმაური ყურში, ვერტიგო, გემოს გაუკუღმართება, ხმის ცვლილება, გართულებული ან მტკივნეული შარდვა, არალეგულარული ნაწლავის მოქმედება, შებერილობა, კუჭის და ნაწლავის ინფექციები, დაბალი არტერიული წნევა, გულისცემის რითმის დარღვევა, სხეულის ტემპერატურის ცვლილება, ღვიძლის ტრანსამინაზების მატება სისხლში.
შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში შაქრის მაღალი დონე, შაქრიანი დიაბეტი ან დიაბეტის გაუარესება.
დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა გახშირებული წყურვილის შეგრძნება და ხშირი შარდვა.
პმს-რისპერიდონმა შეიძლება გამოიწვიოს უეცარი თავბრუ ან მსუბუქი თავბრუსხვევა (პოსტურალური ჰიპოტენზიის სიმპტომი). პაციენტი არ უნდა ადგეს სწრაფად ხანგრძლივად ჯდომის ან წოლის შემდეგ, როდესაც იწყებს პმს- რისპერიდონის მიღებას.
იშვიათად, შესაძლებელია: შარდში გლუკოზა, სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მატება, ტუჩების სიმშრალე, თვალის ტრიალი, გლაუკომა, ქუთუთოს კიდის სიმშრალე, აქერცვლა, ენის შეშუპება, სიცივის შეგრძნება ხელ-ფეხში, სისხლში გლუკოზის დაქვეითება. N
ნაწლავის მუსკულატურის მოძრაობის აქტივობის დაქვეითება, რასაც შეიძლება ნაწლავის ბლოკირება მოყვეს, ძალიან იშვიათად გვხვდება.
კატარაქტის ოპერაციის დროს შესაძლებელია ე.წ. დისკური ფერადი გარსის სინდრომი განვითარდეს, თუ თქვენ იღებთ, ან იღებდით პმს-რიაპერიდონს. თუ გესაჭიროებათ კატარაქტის ოპერაცია, აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომ მკურნალობთ, ან მკურნალობდით პმს-რისპერიდონით.
თქვენმა ექიმმა უნდა შეამოწმოს თქვენი სისხლის ანალიზი მკურნალობის წინ და გააკონტროლოს მკურნალობის პერიოდში. აწარმოოს სისხლში შაქრის რაოდენობის მონიტორინგი, გააკონტროლოს იმ ინფექციების რაოდენობა, რომლებიც იწვევს სისხლში თეთრი უჯრედების მომატებას.
თუ თქვენ მომატებული გაქვთ პროლაქტინის დონე (სისხლის ანალიზის მიხედვით) ან აღინიშნება ჰიპოგონადიზმი, იმატებს მოტეხილობების რისკი ოსტეოპოროზის განვითარების გამო. ეს მოსალოდნელია როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.
არ შეგაშფოთოთ შესაძლო გვერდითი ეფექტების ჩამონათვალმა. თქვენ შესაძლოა არც ერთი მათგანი არ გქონდეთ. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი შენიშნეთ, ისინი ჩვეულებრივ სუსტია და სწრაფად გაივლის. თუმცა დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, თუ რომელიმე არასასურველ გვერდით მოვლენას შეამჩნევთ.
თუ თქენ ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში იღებდით პმს-რისპერიდონს და თქვენს ახალშობილს შეამჩნიეთ კანკალი, კუნთების გაშეშება ან/და სისუსტე, ძილიანობა, გაღიზიანება, სუნთქვის პრობლემები, კვების გართულება, მიმართეთ დაუყონებლივ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრებს.
სერიოზული გვერდითი ეფექტები, რამდენად ხშირად გვხვდება და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ
სიმპტომი
დაუკავშირდით თქვენს
ექიმს ან ფარმაცევტს
შეწყვიტეთ
მედიკამენტის მიღება და
მიმართეთ გადაუდებელ
სამედიცინო სამსახურს
თუ მძიმეა
ყველა
შემთხვევაში
ჩვეულებრივი
გამონაყარი
√
არახშირი
კრუნჩხვები (გონების დაკარგვა არა
კონტროლირებადი კანკალით).
√
სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითება:
ინფექციები,დაღლილობა,ცხელება, ქავილი,
ტკივილი და გაციების მსგავსი სიმპტომები
√
დისკინეზია: კუნთების უნებლიე მოძრაობა ან
სახის და ენის უჩვეულო მოძრაობა.
√
ალერგიული რეაქციები: ქავილი, სიწითლე,
ჭინჭრის გამონაყარი,შეშუპება სახის, ტუჩების,
ენის, ხორხის, ენის, ყლაპვის და სუნთქვის
გაძნელება, სუნთქვის გახშირება.
√
ინსულტი და ტრანზიტული იშემიური შეტევა:
მენტალური სტატუსის მკვეთრი ცვლილება,
უეცარი სისუსტე ან გაშეშება სახის, ხელების
ან ფეხების, განსაკუთრებით ცალმხრივად,
მეტყველების მოშლა ან მხედველობის
დაბინდვა, თუნდაც ხანმოკლე.
√
იშვიათი
რაბდომიოლიზისი: ძალიან მუქი (მუქი
ჩაისფერი) შარდი, კუნთების მომატებული მგრძნობელობა ან ტკივილი.
√
თრომბი: შეშუპება, ტკივილი და
სიწითლე ხე-ფეხის, შეხებით შესაძლებელია
იყოს ცხელი. უეცარი ტკივილი მკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება, გულის ცემის გახშირება.
√
დაბნეულობა,აზროვნების დაქვეითება,
ცხელება,კუნთების გამოხატული გაშეშება
√
პანკრეასის ანთება: მწვავე მუცლის ტკივილი,
ცხელება, გულისრევა, პირღებინება.
√
სიყვითლე: კანის და სკლერების გაყვითლება, მუქი შარდი.
√
ძალიან იშვიათი
სიცოცხლისათვის საშიში გართულება
არაკონტროლირებადი დიაბეტის, როგორიცაა
სუნთქვის გაძნელება, გონების და
მგრძნობელობის დაკარგვა
√
ორგანიზმის ტემპერატურის შესამჩნევი
ცვლილება (ძირითადადსხვადასხვა
ფაქტორის შედეგადუეცარი ცხელება
ან შემცივნება)
√
ხანგრძლივი (4 საათის განმავლობაში)
მტკინეული ერექცია
√
ეს არ არის გვერდითი მოვლენების სრული ჩამონათვალი. თუ თქვენ გაქვთ რაიმე მოულოდნელი
გვერდითი ეფექტი პმს-რისპერიდონის მკურნალობისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
ცნობიერების დაქვეითება, ძილიანობა, გაძლიერებული კანკალი ან გაშეშება კუნთების, გული ცემის გახშირება, თავბრუსხვევა ან ფეხზე დგომისას მსუბუქი თავბრუ.
თუ თქვენ მიიღეთ დიდი დოზა პმს-რისპერიდონის, დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს, რეგიონალურ მოწამვლის ცენტრს ან წადით უახლოესი ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის განყოფილებაში. ეს გააკეთეთ იმ შემთხვევაშიც, თუ არ გრძნობთ დისკომფორტს ან მოწამვლის ნიშნებს.
გამოტოვებული დოზა
თუ თქვენ გამოგრჩათ ერთი დოზა, ეცადეთ, რომ მომდევნო მიღება არ გამოტოვოთ. არ დალიოთ ორმაგი დოზა ერთ მიღებაზე.
შენახვის პირობები
შეინახეთ პმს-რისპერიდონი ორიგინალურ შეფუთვაში.
პმს-რისპერიდონი დასალევი ხსნარი ინახება 150 C - 300 C, სინათლისგან დაცულ ადგილას, არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პმს-რისპერიდონის შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ ვადაგასული მედიკამენტი.
საეჭვო გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ საეჭვო გვერდითი ეფექტების შესახებ, რომელიც თან ახლავს სამკურნალო საშუალების გამოყენებას, კანადის უსაფრთხოების სამსახურს.
გამოიყენეთ პროგრამის ერთ-ერთი გზა მითითებული 3 ვარიანტიდან:
ონლაინ შეტყობინება – www.healthcanada.gc.ca/medeffect
უფასო ტელეფონი – 1-866-234-2345
შეავსეთ კანადის უსაფრთხოების სამსახურის შეტყობინების ფურცელი და გააგზავნეთ:
- ფაქსი – უფასო -1-866-678-6789
- ფოსტა: კანადის უსაფრთხოების პროგრამა
ჰეალს კანადა
საფოსტო კოდი 0701E
ოტავა, ON K1A 0K9
გადახდილი საფოსტო ეტიკეტები, კანადის უსაფრთხოების შეტყობინების ფორმა და გვერდითი ეფექტების შეტყობინების გაიდლაინი ხელმისაწვდომია –
MedEffectTM კანადა, ვებ გვერდი www.healthcanada.dc.ca/medeffect
შენიშვნა: თუ თქვენ გჭირდებათ ინფორმაცია, თუ როგორ მართოთ გვერდითი ეფექტები, მიმართეთ ექიმს. კანადის უსაფრთხოების სამსახური ვერ მოგაწვდით სამედიცინო რჩევას.
დამატებითი ინფორმაცია
ეს დოკუმენტი და პროდუქტის სრული მონოგრაფია, მომზადებული ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ შეგიძლიათ მიიღოთ სპონსორთან:
ფარმასაიენს ინკ. 1-888-550-6060
ჩანართი ფურცელი მომზადებულია
ფარმასაიენს ინკ. მიერ
მონრეალი, კვებეკი
H4P 2T4
www.pharmascience.com
ბოლო შემოწმება: იანვარი 22, 2016
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, წაიკითხოთ
პმს- რისპერიდონი
რისპერიდონი დასალევი ხსნარი, UUSP
ეს ჩანართი ფურცელი არის სამნაწილიანი “პროდუქტის მონოგრაფიის” მესამე ნაწილი, Mმონოგრაფია გამოიცა პმს-რისპერიდონის კანადაში გაყიდვის ნებართვის გაცემის შემდეგ და შეიქმნა სპეციალურად მომხმარებლისათვის. ჩანართი ფურცელი წარმოადგენს შემაჯამებელ ინსტრუქციას და არ მოიცავს სრულ ინფორმაციას პმს-რისპერიდონზე. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა პრეპარატთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ თქვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფი იღებს პმს-რისპერიდონს, წაიკითხეთ ეს ჩანართი ფურცელი პირველი დოზის მიცემამდე.
მედიკამენტის შესახებ
რის სამკურნალოდ გამოიყენება პრეპარატი:
პმს-რისპერიდონი მიეკუთვნება ანტიფსიქოზური მედიკამენტების ჯგუფს.
გამოყენება შიზოფრენიის მკურნალობისას:
პმს-რისპერიდონი გამოიყენება შიზოფრენიის სიმპტომების და მასთან დაკავშირეული ფსიქიური მოშლილობების სამკურნალოდ, როგორიცაა ჰალუცინაციები (სმენითი და ვიზუალური), ბოდვა, უჩვეულო ეჭვიანობა, ემოციის არქონა.
პაციენტებში შიზოფრენიით რომელთაც აღენიშნებათ დეპრესია, შფოთვა ან დაძაბულობა.
გამოყენება ალცჰეიმერის დაავადების თანამდევი მძიმე დემენციის დროს
პმს-რისპერიდონი შესაძლებელია გამოვიყენოთ ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოხატული დემენციის სამკურნალოდ ხანმოკლე დროით, აგრესიის და ფსიქოტური სიმპტომების კონტროლისათვის (არ არსებული მოვლენების ან საგნების ხედვა, გრძნობა, მოსმენა), როდესაც არსებობს თვითდაზიანების და გარშემომყოფების დაზიანების რისკი.
გამოყენება მწვავე მანიაკალური შეტევების დროს ბიპოლარული აშლილობების მკურნალობისას
პმს-რისპერიდონი შეიძლება გამოიყენოთ მწვავე მანიაკალური შეტევის სამკურნალოდ, რომელიც თან ახლავს ბიპოლარულ აშლილობას.
ბიპოლარული მანიაკალური აშლილობა მოიცავს, თუმცა არ შემოისაზღვრება, შემდეგ ნიშნებს და სიმპტომებს: უძლეველობის ან საყოველთაო ძალაუფლების შეგრძნება, გადამეტებული თვითშეფასება,
არათანმიმდევრული აზრები, პაციენტი ადვილად კარგავს აზრის თანმიმდევრობას, გადაჭარბებული რეაქცია გაგონილსა და მოსმენილზე, არასწორი შეფასება მოვლენის, ზედმეტად აჩქარებული მოძრაობები, ჩქარი ლაპარაკი, ზედმეტად ხმამაღალი ლაპარაკი, ან ლაპარაკი ჩვეულებრივზე მეტად, ძილის მოთხოვნილების დაქვეითება, დაბალი თვითკრიტიკა.
ექიმი ნიშნავს პმს-რისპერიდონს, რომ დაგეხმაროთ თქვენ/თქვენს პაციენტს რომელსაც უვლით და შეგიმსუბუქოთ შემაწუხებელი სიმპტომები. ამასთან პმს-რისპერიდონი არ კურნავს დაავადებას, მისი საშუალებით აკონტროლებთ დაავადების სიმპტომებს და ამცირებთ რეციდივის რისკს.
როგორ მოქმედებს მედიკამენტი
ანტიფსიქოზური მედიკამენტები ზემოქმედებენ ნივთიერებებზე (ნეიროტრანსმიტერებზე), რომლებიც უზრუნველყოფენ ნერვულ უჯრედებს შორის კავშირს.
ეს ნივთიერებებია დოფამინი და სეროტონინი. პმს-რისპერიდონის ზუსტი მოქმედების მექანიზმი უცნობია. ის არეგულირებს დოფამინის და სეროტონინის ბალანსს.
როდის არ გამოიყენება მედიკამენტი
პმს-რისპერიდონი არ გამოიყენება მედიკამენტის მოქმედ და დამხმარე ნივთიერებებზე ალერგიული რეაქციის დროს.
ალერგიული რეაქციის სიმპტომებია: ქავილი, კანს სიწითლე, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, გაძნელებული სუნთქვა.
თუ თქვენ/თქვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფ პაციენტს გაქვთ რომელიმე ზემოთ აღნიშნული სიმპტომებიდან, სასწრაფოდ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს.
რისპერიდონის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადასტურებული.
მოქმედი ნივთიერება
რისპერიდონი
დამხმარე ნივთიერებები
პმს-რისპერიდონი დასალევი ხსნარი: ბენზოის მჟავა, გაწმენდილი წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, სორბიტოლის ხსნარი, ღვინის მჟავა.
პრეპარატის გამოშვების ფორმა:
პმს-რისპერიდონი, დასალევი ხსნარი: 1 მგ/მლ
სიფრთხილის ზომები
საყურადღებო გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
სხვადასხვა კვლევებში, რომელიც ჩატარებულია იმ ჯგუფის პრეპარატებზე, რომელსაც მიეკუთვნება რისპერიდონი, ხანდაზმულ პაციენტებში დემენციით გამოვლინდა ლეტალობის შემთხვევების მატება. ზოგიერთ კვლევაში მკურნალობის სქემაში ჩართული იყო რისპერიდონიც.
რისპერიდონით მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს/ფარმაცევტს თუ თქვენ/თქვენს მზრუნველობის ქვეშ მყოფ პაციენტს
- გაქვთ ანამნეზში ინსულტი, მინი ინსულტი, მაღალი ქოლესტერინი სისხლში და მაღალი არტერიული წნევა
- გაქვთ დიაბეტი ან დიაბეტის ისტორია ოჯახში
- ხართ/არის ორსულად ან გეგმავს ორსულობას
- როდესმე გქონიათ გონების დაკარგვა ან კრუნჩხვები
- გაქვთ ანამნეზში თირკმლის ან ღვიძლის დაავადებები
- გაქვთ ანამნეზში გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები
- გაქვთ მიდრეკილება ჰიპოტენზიისკენ
- გაქვთ სისხლში თრომბის განვითარების რისკი, როგორიცაა: საოჯახო ანამნეზი, ასაკი 65 წლის
ზემოთ, სიმსუქნე, ახლო პერიოდში დიდი ქირურგუყლი ოპერაცია (მაგალითად მენჯის ან მუხლის
სახსრის), იღებთ ორალურ კონტრაცეპტივებს („ტაბლეტებს“).
- სისხლში თეთრი უჯრედების ნაკლებობისას. აცნობეთ თქვენს ექიმს დაუყონებლივ, თუ
პმს-რისპერიდონით მკურნალობის დროს გქონდათ ცხელება ან ინფექცია.
- გაქვთ/აქვს პარკინსონის დაავადება
- იღებთ/იღებს ან გეგმავთ სხვა მედიკამენტების მიღებას (სარეცეპტო ან არასარეცეპტო)
- იღებთ/იღებს აკოჰოლს ან ნარკოტიკულ მედიკამენტს
- გაქვთ ან გქონდათ ძუძუს კიბო
- გაქვთ ჰიპოფიზის სიმსივნე
- გაქვთ ალცჰაიმერის დაავადება
- გაქვთ „ლევის სხეულების“ დემენცია
- დეჰიდრატაციისას
- ვარჯიშის/ გაძლიერებული ვარჯიშის დროს
- გეგმავთ/გეგმავს ოპერაციას თვალზე
ხანდაზმული პაციენტები დემენციით
კვლევებმა ხანდაზმულ პაციენტებში დემენციით აჩვენა, რომ პაციენტებში, რომლებიც თვითმკურნალობდნენ, რისპერიდონით კომბინაციაში ფუროსემიდთან მოიმატა ლეტალობამ. (იხილეთ თავი სერიოზული გაფრთხილებები დასიფრთხილის ზომები).
აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ ფუროსემიდს. Fუროსემიდი არის პრეპარატი, რომელიც ჩვეულებრივ მიიღება მაღალი წნევის, გულის ზოგიერთი დაავადების, ან სხეული ზოგიერთი ნაწილის შეშუპების დროს, რაც სითხის შეკავებითაა გამოწვეული.
ხანდაზმულ პაციენტებში დემენციით შესაძლებელია უეცარი ცვლილება ფსიქიური მდგომარეობის, უეცარი სისუსტე, სახის ან კიდურების გაშეშება, განსაკუთრებით ცალმხრივი, გაურკვეველი მეტყველება, თუნდაც ხანმოკლე დროით ამ სიმტომების შემჩნევისას, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ იღებთ ანტი ჰიპერტენზიულ საშუალებებს
პმს- რისპერიდონის და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთობლივად გამოყენება იწვევს სისხლის წნევის დაქვეითებას. თუ თქვენ უნდა მიიღოთ პმს-რისპერიდონი და წნევის დამწევი საშუალება ერთდროულად, მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს.
ახალშობილებზე ზემოქმედება
იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც ორსლობისას იღებდნენ რისპერიდონს დაფიქსირებულია სიმპტომები, რომელთა სიმძიმის გამო საჭიროა ახალშობილების ჰოსპიტალიზაცია. ზოგჯერ სიმპტომები თავისთავად გაივლის. სასწრაფოდ დაუკავშირდით გადაუდებელ სამედიცინო სამსახურს თუ შეამჩნევთ სუნთქვის გაძნელებას, ზედმეტად ძილიანობას, კუნთების გაშეშებას, ან ზედმეტად მოდუნებას (ნაჭრის თოჯინის მსგავსად), კანკალს, ან ყლაპვის გაძნელებას (გაძნელებულ კვებას).
სხვა გაფრთხილებები
ძალიან იშვიათად, დაბნეულობა, კონცენტრაციის დაქვეითება, ცხელება, კუნთების გაშეშება. ასეთ შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს და უთხარით, რომ მკურნალობთ რისპერიდონით. ხანგრძლივი მკურნალობისას პმს-რისპერიდონმა შეიძლება გამოიწვიოს სახის კუნთის უნებლიე კანკალი. თუ შეამჩნიეთ, მიმართეთ ექიმს.
რადგან ამ ტიპის მედიკამენტები ზემოქმედებენ ორგანიზმის სიცხესთან ადაპტაციის უნარზე, უმჯობესია თავი აარიდოთ გადახურებას ან დეჰიდრატაციას (მაგალითად ინტენსიური ვარჯიში ან სიცხის ზემოქმედება).
პმს-რისპერიდონი უნდა მიიღოთ სიფრთხილით და მხოლოდ თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ თუ გაქვთ გულთან დაკაშირებული პრობლემები, კერძოდ არითმია (არარეგულარული გულისცემის რითმი, გულის ელექტრული აქტივობის დარღვევები ან თუ იღებთ ისეთ მედიკამენტებს, რომელთაც შეუძლიათ გულის ელექტრული აქტივობის შეცვლა.
ზოგიერთი პაციენტი აღნიშნავს ძილიანობას, არ მართოთ მანქანა-მექანიზმები, სანამ არ დარწმუნდებით, რომ პმს-რისპერიდონი არ მოქმედებს თქვენს აქტივობასა და უნარებზე.
თვალზე ოპერაციის დროს, ბროლის დაბინდვა (კატარაქტა), გუგა (შავი წრე თვალის შუაში) შესაძლებალია არ გაფართოვდე ისე როგორც საჭიროა. ასევე ირისი (ფერადი გარსი) შესაძლოა გამყარდეს და ოპერაციის დროს დაზიანდეს თვალი. თუ გეგმავთ ოპერაციას თვალზე უთხარით ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს.
მნიშვნელოვანია, ექიმს მიაწოდოთ ყველა ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია მედიკამენტის დანიშვნის წინ. ეს ჩამონათვალი ყურადღებით უნდა განიხილოთ თქვენ/მზრუნველმა ექიმთან ერთად.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
უთხარით ექიმს, დანტისტს, ფარმაცევტს, ვინც გიწევთ სამედიცინო კონსულტაციას, თუ თქვენ იღებთ პმს-რისპერიდონს. უთხარით, თუ თქვენ იღებთ ან გეგმავთ, რომ მიიღოთ სხვა მედიკამენტიც. ისინი გირჩევენ, რომელი სამკურნალო საშუალების მიღება შეგიძლიათ პმს-რისპერიდონთან ერთად.
პმს-რისპერიდონი ზრდის ალკოჰოლის და იმ სამკურნალო საშუალებების ზემოქმედებას, რომლებიც გავლენას ახდენენ რექციაზე (მაგ.“ტრანკვილიზატორები“, ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელები, ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი). რეკომენდებულია, მკურნალობის პერიოდში თავი შეიკავოთ ალკოჰოლისგან და მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნული მედიკამენტი.
უთხარით ექიმს, თუ თქვენ იწყებთ ან წყვეტთ შემდეგი მედიკამენტების მიღებას:
- დოფამინის აგონისტები, მაგ. ლევოდოპა (პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალება), რადგან ის აქვეითებს პმს-რისპერიდონის მოქმედებას.
- ფენოთიაზინი და სხვა საგულე საშუალებები (მაგ. ანტიჰიპერტენზიული, ანტიარითმიული, β- ბლოკერები), რადგან მათი ურთიერთქმედების შედეგად სისხლის წნევა შესაძლებელია ძალიან დაქვეითდეს.
- პმს-რისპერიდონი სიფრთხილით ინიშნება იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენს გულის ელექტრულ აქტივობაზე, მაგალითად, და არა მხოლოდ, შემდეგი მედიკამენტები: მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიარითმიული, ანტიალერგიული, სხვა ანტიფსიქოზური, ანტიდეპრესანტები, სამკურნალო საშუალებები რომლების მოქმედებენ ორგანიზმის მარილებზე (ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი).
- კარბამაზეპინები და ტოპირამატი (ანტიკონვულსანტი) რადგან ისინი ცვლიან პმს-რისპერიდონის ეფექტს
- ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი (ანტიდეპრესანტები) და კლოზაპინი, ზრდის პმს-რისპერიდონის დონეს სისხლში.
- ფუროსემიდი: კვლევებში ხანდაზმულ პაციენტებში დემენციით, რომლებიც იღებდნენ რისპერიდონს ფუროსემიდთან, (მედიკამენტი რომელიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის, გულის დაავადებების, ან სხეულის რომელიმე ნაწილის შეშუპების დროს ორგანიზმში სითხის დიდი რაოდენობით შეკავების გამო) ერთად მოიმატა სიკვდილობის მაჩვენებელმა. (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
- იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი, სოკოს საწინააღმდეგო მრდიკამენტები
- მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება აივ/შიდსის სამკურნალოდ, მად. რიტონავირი
- ვერაპამილი, მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის ან არითმიის
სამკურნალოდ.
- სერტრალაინი და ფლუვოქსამინი, მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და
Fფსიქიატრიული მოშლილობების დამკურნალოდ.
- რიფამპიცინი, მედიკამენტი რომელიც სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება.
პმს-რისპერიდონი დასალევი ხსნარი არ არის შეთავსებადი კოლასა და ჩაისთან.
მედიკამენტის სათანადო გამოყენება
ჩვეულებრივი დოზირება
- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მიიღოთ პმს-რისპერიდონი ექიმის დანიშნულებით
- ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის თქვენი/თქვენს მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტისთვის საჭირო დოზას ინდივიდუალურად. დოზა შესაძლებელია, გაიზარდოს ან შემცირდეს შედეგის მიხედვით.
- პმს-რისპერიდონის მიღება შესაძლებელია საკვების მიღების დროს ან 2 კვებას შორის. რეგულარული დოზის დადგენის შემდეგ დღიური დოზის მიღება შესაძლებელია დღეში ერთხელ ან გაყოფილი ორ მიღებაზე დილა-საღამოს.
- ეცადეთ პმს-რისპერიდონი მიიღოთ ერთსა და იმავე დროს.
- პმს-რისპერიდონი უნდა გადაყლაპოთ გარკვეული რაიდენობით წყლის ან სითხის მიყოლებით.
- პმს-რისპერიდონი დასალევი ხსნარის მიღებისას წაიკითხეთ “პმს-რისპერიდონი ორალური ხსნარის გამოყენების წესი.
დარწმუნდით, რომ პმს-რისპერიდონი დასალევი ხსნარის ზუსტად ექიმის მიერ გამოწერილი რაოდენობა გახსენით 100 მლ რომელიმე დასახელებულ სასმელში: წყალი, ყავა, ფორთოხლის წვენი ან დაბალი ცხიმიანობის რძე. არ შეურიოთ კოლასა და ჩაიში.
- მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გააგრძელოთ პმს-რისპერიდონის მიღება სიმპტომების გაუმჯობესების ან გაქრობის შემდეგაც. არ შეწყვიტოთ მკურნალობა და არ შეცვალოთ დოზა ექიმის კონსულტაციის გარეშე.
არ ურჩიოთ პმს-რისპერიდონის მიღება სხვას. ექიმმა ის გამოწერა თქვენთვის ან თქვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტისათვის.
მითითებები პმს-რისპერიდონი დასალევი ხსნარის გამოყენებისას
ბოთლის გახსნა და პიპეტის გამოყენება:
სურათი 1: ბოთლი გამოდის ბავშვებისათვის უსაფრთხო თავსახურით და უნდა გაიხსნას შემდეგნაირად: პლასტიკის დამცავი თავსახურს დააჭირეთ ხელი Qქვევით და მოატრიალეთ საათის ისრის მიმართულებით. მოსხენით თავსახური.
სურათი 2: პიპეტი ჩადეთ ბოთლში. დაიჭირეთ ქვედა რგოლი და ამოწიეთ ზედა რგოლი იმ ნიშნულამდე, რაც შეესაბამება მილილიტრებით ან მილიგრამებით თქვენთვის დანიშნულ დოზას.
სურათი 3: დაიკავეთ ბოთლის კორპუსი და ამოიღეთ პიპეტი ბოთლიდან. ჩაუშვით პიპეტში არსებული ხსნარი 100 მლ (3-4 უნცია) ნებისმიერ არაალკოჰოლურ სასმელში (იხილეთ ჩამონათვალი) ზედა რგოლის ქვემოთ ჩამოწევით. დალევამდე ხსნარები გულდასმით შეურიეთ ერთმანეთში.
პმს-რისპერიდონი დასალევი ხსნარი შეთავსებადია შემდეგ სასმელებთან :წყალი, ყავა, ფორთოხლის წვენი, დაბალი ცხიმიანობის რძე.
არ გახსნათ კოლასა და ჩაიში.
დახურეთ ბოთლი, გარეცხეთ პიპეტი მცირე რაოდენობით წყალში.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია განვითარდეს: ცნობიერების დაქვეითება, ძილიანობა, გაძლიერებული კანკალი ან გაშეშება კუნთების, გული ცემის გახშირება, თავბრუსხვევა ან ფეხზე დგომისას მსუბუქი თავბრუ.
თუ თქვენ მიიღეთ დიდი დოზა პმს-რისპერიდონის, დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს, რეგიონალურ მოწამვლის ცენტრს ან წადით უახლოესი ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის განყოფილებაში. ეს გააკეთეთ იმ შემთხვევაშიც, თუ არ გრძნობთ დისკომფორტს ან მოწამვლის ნიშნებს.
გამოტოვებული დოზა
თუ თქვენ გამოგრჩათ ერთი დოზა, ეცადეთ, რომ მომდევნო მიღება არ გამოტოვოთ. არ დალიოთ ორმაგი დოზა ერთ მიღებაზე.
გვერდითი ეფექტები და მათი მართვა
სხვა მედიკამენტების მსგავსად პმს-რისპერიდონის მიღებისას შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები. ზოგიერთი მათგანი უმნიშვნელოა და სწრაფად გაივლის.
თუმცა, ზოგიერთი შესაძლოა იყოს სერიოზული და საჭიროებდეს სამედიცინო ჩარევას.
გვერდითი ეფექტების უმეტესობა დოზადამოკიდებულია, ასე რომ მნიშვნელოვანია არ გაიზარდოს ექიმის მიერ დანიშნული დოზა. თუ თქვენ შენიშნეთ გვერდითი ეფექტი, დაუკავშირდით ექიმს.
გვერდითი ეფექტი რომელიც მეტად ხშირად გვხვდება, არის დაძინების გაძნელება და ძილის დარღვევა. Kკანკალი, მოტორული ფუნქციების და აქტივობის დაქვეითება, კუნთების მსუბუქი გაშეშება, მომატებული სალივაცია ან/და ნერწყვდენა, ძილიანობა, უზუსტობები მოძრაობისას, თავის ტკივილი.
ხშირი გვერდითი ეფექტებია: პნევმონია, თვალების ანთებითი დაავადება, ყურის ანთება, გაციების შეგრძნება. ძილის დარღვევა, დეპრესია, შფოთვა, გაღიზიანება, თავბრუსხვევა, უნებლიე მოძრაობები სახის და სხეულის, კუნთების რიგიდობა, კუნთების გაშეშება ან სპაზმი, მოძრაობის შენელება, ტრემორი, კანკალის შეგრძნება, ჩხვლეტის ან გაციების შეგრძნება კანზე, მხედველობის დაბინდვა, გულისცემის გახშირება, მაღალი არტერიული წნევა, მუცლის ტკივილი, გულისრევა/პირღებინება, შეკრულობა, დიარეა, მშრალი პირი, კუნთის სპაზმი, შეშუპება სხეულის, ხელ-ფეხის, სისუსტე, დაღლილობა.
პმს-რისპერიდონის გამოყენებისას შესაძლებელია ჰორმონ “პროლაქტინის” (იზომება სისხლის ტესტით)
მომატება. ქალებში ამ ტიპის მედიკამენტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სარძევე კირკვალში დისკომფორტის შეგრძნება, რძის დენა ჯირკვლიდან, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ორსულობა. მამაკაცებში ერექციის დაქვეითება, სექსუალური დისფუნქცია და სარძევე ჯირკვლის გადიდება არის შესაძლებელი.
შესაძლებელია წონაში მომატება რისპერიდონის მიღებისას, თქვენმა ექიმმა უნდა შეამოწმოს თქვენი წონა მკურნალობის დაწყების წინ და აკონტროლოს მკურნალობის პერიოდში.
არახშირი გვერდითი ეფექტებია: ანემია, ქოლესტეროლის დონის მატება სისხლში, წონის კლება, მადის დაქვეითების გამო მალნუტრიცია და წონის კლება, მანია, სხეულის ნაწილების უნებლიე მოძრაობა, კონცენტრაციის დარღვევები, ღამის კოშმარები, ქავილი, კანკალის, ჩხვლეტის, გაციების შეგრძნება კანზე, კუნთის სისუსტე, წყურვილის შეგრძნება, სუნთქვის სისტემის ინფექციები, შარდის ბუშტის ინფექცია, კანის ინფექციები, ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია, ხმოვანი სუნთქვა, ხრინწი, სუნთქვის პასაჟის მოშლა, შემცივნება, საშოდან გამონადენი, სახსრების შეშუპება და გაშეშება, ხმაური ყურში, ვერტიგო, გემოს გაუკუღმართება, ხმის ცვლილება, გართულებული ან მტკივნეული შარდვა, არალეგულარული ნაწლავის მოქმედება, შებერილობა, კუჭის და ნაწლავის ინფექციები, დაბალი არტერიული წნევა, გულისცემის რითმის დარღვევა, სხეულის ტემპერატურის ცვლილება, ღვიძლის ტრანსამინაზების მატება სისხლში.
შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში შაქრის მაღალი დონე, შაქრიანი დიაბეტი ან დიაბეტის გაუარესება.
დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა გახშირებული წყურვილის შეგრძნება და ხშირი შარდვა.
პმს-რისპერიდონმა შეიძლება გამოიწვიოს უეცარი თავბრუ ან მსუბუქი თავბრუსხვევა (პოსტურალური ჰიპოტენზიის სიმპტომი). პაციენტი არ უნდა ადგეს სწრაფად ხანგრძლივად ჯდომის ან წოლის შემდეგ, როდესაც იწყებს პმს- რისპერიდონის მიღებას.
იშვიათად, შესაძლებელია: შარდში გლუკოზა, სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მატება, ტუჩების სიმშრალე, თვალის ტრიალი, გლაუკომა, ქუთუთოს კიდის სიმშრალე, აქერცვლა, ენის შეშუპება, სიცივის შეგრძნება ხელ-ფეხში, სისხლში გლუკოზის დაქვეითება. N
ნაწლავის მუსკულატურის მოძრაობის აქტივობის დაქვეითება, რასაც შეიძლება ნაწლავის ბლოკირება მოყვეს, ძალიან იშვიათად გვხვდება.
კატარაქტის ოპერაციის დროს შესაძლებელია ე.წ. დისკური ფერადი გარსის სინდრომი განვითარდეს, თუ თქვენ იღებთ, ან იღებდით პმს-რიაპერიდონს. თუ გესაჭიროებათ კატარაქტის ოპერაცია, აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომ მკურნალობთ, ან მკურნალობდით პმს-რისპერიდონით.
თქვენმა ექიმმა უნდა შეამოწმოს თქვენი სისხლის ანალიზი მკურნალობის წინ და გააკონტროლოს მკურნალობის პერიოდში. აწარმოოს სისხლში შაქრის რაოდენობის მონიტორინგი, გააკონტროლოს იმ ინფექციების რაოდენობა, რომლებიც იწვევს სისხლში თეთრი უჯრედების მომატებას.
თუ თქვენ მომატებული გაქვთ პროლაქტინის დონე (სისხლის ანალიზის მიხედვით) ან აღინიშნება ჰიპოგონადიზმი, იმატებს მოტეხილობების რისკი ოსტეოპოროზის განვითარების გამო. ეს მოსალოდნელია როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.
არ შეგაშფოთოთ შესაძლო გვერდითი ეფექტების ჩამონათვალმა. თქვენ შესაძლოა არც ერთი მათგანი არ გქონდეთ. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი შენიშნეთ, ისინი ჩვეულებრივ სუსტია და სწრაფად გაივლის. თუმცა დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, თუ რომელიმე არასასურველ გვერდით მოვლენას შეამჩნევთ.
თუ თქენ ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში იღებდით პმს-რისპერიდონს და თქვენს ახალშობილს შეამჩნიეთ კანკალი, კუნთების გაშეშება ან/და სისუსტე, ძილიანობა, გაღიზიანება, სუნთქვის პრობლემები, კვების გართულება, მიმართეთ დაუყონებლივ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრებს.
სერიოზული გვერდითი ეფექტები, რამდენად ხშირად გვხვდება და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ
სიმპტომი
დაუკავშირდით თქვენს
ექიმს ან ფარმაცევტს
შეწყვიტეთ
მედიკამენტის მიღება და
მიმართეთ გადაუდებელ
სამედიცინო სამსახურს
თუ მძიმეა
ყველა
შემთხვევაში
ჩვეულებრივი
გამონაყარი
√
არახშირი
კრუნჩხვები (გონების დაკარგვა არა
კონტროლირებადი კანკალით).
√
სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითება:
ინფექციები,დაღლილობა,ცხელება, ქავილი,
ტკივილი და გაციების მსგავსი სიმპტომები
√
დისკინეზია: კუნთების უნებლიე მოძრაობა ან
სახის და ენის უჩვეულო მოძრაობა.
√
ალერგიული რეაქციები: ქავილი, სიწითლე,
ჭინჭრის გამონაყარი,შეშუპება სახის, ტუჩების,
ენის, ხორხის, ენის, ყლაპვის და სუნთქვის
გაძნელება, სუნთქვის გახშირება.
√
ინსულტი და ტრანზიტული იშემიური შეტევა:
მენტალური სტატუსის მკვეთრი ცვლილება,
უეცარი სისუსტე ან გაშეშება სახის, ხელების
ან ფეხების, განსაკუთრებით ცალმხრივად,
მეტყველების მოშლა ან მხედველობის
დაბინდვა, თუნდაც ხანმოკლე.
√
იშვიათი
რაბდომიოლიზისი: ძალიან მუქი (მუქი
ჩაისფერი) შარდი, კუნთების მომატებული მგრძნობელობა ან ტკივილი.
√
თრომბი: შეშუპება, ტკივილი და
სიწითლე ხე-ფეხის, შეხებით შესაძლებელია
იყოს ცხელი. უეცარი ტკივილი მკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება, გულის ცემის გახშირება.
√
დაბნეულობა,აზროვნების დაქვეითება,
ცხელება,კუნთების გამოხატული გაშეშება
√
პანკრეასის ანთება: მწვავე მუცლის ტკივილი,
ცხელება, გულისრევა, პირღებინება.
√
სიყვითლე: კანის და სკლერების გაყვითლება, მუქი შარდი.
√
ძალიან იშვიათი
სიცოცხლისათვის საშიში გართულება
არაკონტროლირებადი დიაბეტის, როგორიცაა
სუნთქვის გაძნელება, გონების და
მგრძნობელობის დაკარგვა
√
ორგანიზმის ტემპერატურის შესამჩნევი
ცვლილება (ძირითადადსხვადასხვა
ფაქტორის შედეგადუეცარი ცხელება
ან შემცივნება)
√
ხანგრძლივი (4 საათის განმავლობაში)
მტკინეული ერექცია
√
ეს არ არის გვერდითი მოვლენების სრული ჩამონათვალი. თუ თქვენ გაქვთ რაიმე მოულოდნელი
გვერდითი ეფექტი პმს-რისპერიდონის მკურნალობისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ შევინახოთ მედიკამენტი
შეინახეთ პმს-რისპერიდონი ორიგინალურ შეფუთვაში.
პმს-რისპერიდონი დასალევი ხსნარი ინახება 150 C - 300 C, სინათლისგან დაცულ ადგილას, არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პმს-რისპერიდონის შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ ვადაგასული მედიკამენტი.
საეჭვო გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ საეჭვო გვერდითი ეფექტების შესახებ, რომელიც თან ახლავს სამკურნალო საშუალების გამოყენებას, კანადის უსაფრთხოების სამსახურს.
გამოიყენეთ პროგრამის ერთ-ერთი გზა მითითებული 3 ვარიანტიდან:
ონლაინ შეტყობინება – www.healthcanada.gc.ca/medeffect
უფასო ტელეფონი – 1-866-234-2345
შეავსეთ კანადის უსაფრთხოების სამსახურის შეტყობინების ფურცელი და გააგზავნეთ:
- ფაქსი – უფასო -1-866-678-6789
- ფოსტა: კანადის უსაფრთხოების პროგრამა
ჰეალს კანადა
საფოსტო კოდი 0701E
ოტავა, ON K1A 0K9
გადახდილი საფოსტო ეტიკეტები, კანადის უსაფრთხოების შეტყობინების ფორმა და გვერდითი ეფექტების შეტყობინების გაიდლაინი ხელმისაწვდომია –
MedEffectTM კანადა, ვებ გვერდი www.healthcanada.dc.ca/medeffect
შენიშვნა: თუ თქვენ გჭირდებათ ინფორმაცია, თუ როგორ მართოთ გვერდითი ეფექტები, მიმართეთ ექიმს. კანადის უსაფრთხოების სამსახური ვერ მოგაწვდით სამედიცინო რჩევას.
დამატებითი ინფორმაცია
ეს დოკუმენტი და პროდუქტის სრული მონოგრაფია, მომზადებული ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ შეგიძლიათ მიიღოთ სპონსორთან:
ფარმასაიენს ინკ. 1-888-550-6060
ჩანართი ფურცელი მომზადებულია
ფარმასაიენს ინკ. მიერ
მონრეალი, კვებეკი
H4P 2T4
www.pharmascience.com
ბოლო შემოწმება: იანვარი 22, 2016
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




