პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

რისპერდალ კონსტა

RISPERDAL CONSTA

რეცეპტით25მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

რისპერდალ კონსტა არის 25 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ი.მ ინექცია, 1 ფლაკონი 25 მგ რისპერიდონს შეიცავს. რისპერდალ კონსტა მოხმარებისთვის წარმოდგენილია რისპერიდონის შემცველი ერთი ფლაკონით და გამხსნელის შემცველი გამოყენებისთვის მზა სავსე შპრიცით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
რისპერიდონი (risperidone)
ფორმა და შეფუთვა
25მგ ი.მ. საინექციო ფლაკონი №1
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ანტიფსიქოზური სხვა საშუალებები
ATC კოდი
N05AX08
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0147
რეგისტრირებულია
1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებარისპერდალ კონსტა და სხვა წამალი ერთად

რისპერდალ კონსტა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რისპერდალ კონსტა არის 25 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ი.მ ინექცია, 1 ფლაკონი 25 მგ რისპერიდონს შეიცავს.

რისპერდალ კონსტა მოხმარებისთვის წარმოდგენილია რისპერიდონის შემცველი ერთი ფლაკონით და გამხსნელის შემცველი გამოყენებისთვის მზა სავსე შპრიცით. შეფუთაში არის თეთრი-მოთეთრო ფერის ფხვიერი ფხვნილის შემცველი ფლაკონი და გამჭვირვალე, უფერო ფერის, გამხსნელის შემცველი გამოყენებისთვის მზა სავსე შპრიცი.

რისპერდალ კონსტა მიეკუთვნება ანტიფსიქოზური საშუალებების ჯგუფს.

რისპერდალ კონსტა ფსიქოზების (მაგ.შიზოფრენია) სახელით ცნობილი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. გარდა ამისა, მანიაკალური დეპრესიული დარღვევების სახელით ცნობილი ბოპოლარული დარღვევების სამკურნალოდ მონოთერაპიის სახით ანდა ლითიუმის და ვალპროატის პრეპარატებთან ერთდ დამატებით გამოიყენება.

ფსიქოზის დროს ვლინდება სკეპტიციზმი (მომატებული ეჭვი), აღქმის დაქვეითება (არ არსებული პიროვნების ხმის გაგონების მსგავსი), გონების არევის მსგავსი არანორმალური ანდა უცნაური ფიქრები, საკუთარ თავში ჩაკეტვა (ინტროვენტი) ანდა საზოგადოების გაუცხოების მსგავსი ნიშნები.

ბიპოლარული დარღვევების ნიშნები ვლინდება- გუნება-განწყობის ცვლილებებით (დეპრესია და /ანდა მომატებული მხიარულება), ზედმეტად მეგობრული ხასიათით და არა მორცხვობით, გადაჭარბებული მოძრაობებით და ენერგიით, არასტაბილურობით, მოუსვენრობით, გაღიზიანებით, არასრულფასოვანი შეფასებებით გამოწვეული ქცევებით.

ორივე დარღვევის ნიშნები, გონების არევით, სულიერი მოწყენილობით და დაძაბულობით ბოლოვდება.

  • რისპერდალ კონსტას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

რისპერდალ კონსტა არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ, წამლის შემადგენელი ნოვთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ (იხილეთ დამხმარე ნივთიეებების ჩამონათვალი).

რისპერდალ კონსტა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ,

თუ:

მანამდე რისპერდალის რომელიმე ფორმა არ გამოგიყენებიათ, რისპერდალ კონსტას გამოყენებამდე საჭიროა ჯერ მკურნალობა დაწყებული იქნას რისპერდალის პირის გზით მისაღები (ორალური) ფორმით.

თუ გულის პრობლემა გაქვთ, ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს გულის რითმის დარღვევა ანდა სისხლის არეტერიული წნევის დაცემა ანდა შეიძლება წნევის წამლების მომხმარებელიც შეიძლება იყოთ. რისპერდალ კონსტამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის არტერიული წნევის დაცემა და შეიძლება საჭირო გახდეს წნევის წამლის დოზის რეგულაცია.

თუ, ინსულტის განმაპირობებელი ნებისმიერი სხვა პრობლემა გაქვთ, მაგ.მაღალი არტერიული წნევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ანდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცვის დარვევა,

თუ, მანამდე სახეზე, ენაზე და პირის არეში თქვენგან უკონტროლო მოძრაობები გქონდათ.

თუ, მანამდე ნეიროლეპტიური მალიგნიზაციური სინდრომის სახელით ცნობილი დაავადება გადაიტანეთ, ამ დაავადების ნიშნებს შორისაა: ცხელება, კანკალი, კუნთების რიგიდობა ანდა გონების დაკარგვა.

თუ პარკინსონის დაავადება გაქვთ ანდა დემენცია გაქვთ.

თუ, მანამდე სისხლის თეთრი უჯერდების რაოდენობის შემცირება გქონდათ, (ეს შეიძლება ზოგიერთი წამლის მოხმარების შედეგად ანდა სხვა მიზეზით გამოვლინდეს),

თუ , დიაბეტი გაქვთ ანდა დიაბეტის განვითარების რისკი გაქვთ,

თუ ეპილეფსია გაქვთ,

თუ, მამაკაცი ხართ და გახანგრძლივებული და მტკივნეული ერექცია გქონდათ,

თუ, სხეული ტემპერატურის რეგულაცია გიჭირთ ანდა სხეული ძალიან თბილი გაქვთ,

თუ, თირკმლის ანდა ღვიძლის დაავადება გაქვთ,

თუ, სისხლში პროლაქტინის დონე მაღალია ანდა დიდი ალბათობით, პროლაქტინთან დაკაშირებული სიმსივნე გაქვთ,

თუ, მემკვიდრეობითი QT სინდრომი (გულის რითმის დარღვევა) გაქვთ,

თუ, თქვენ ანდა თქვენი ოჯახის წევრებს სისხლის შედედების პრობლემა გქონდათ (ამ სახის წამლები სისხლის შედედების დარღვევებს იწვევეს),

თუ, ღამით ნორმალური ძილის დროს ჰაერის უკმარისობა(ძილის აპნე) გაქვთ ანდა გქონდათ და მიღებული წამალები თავის ტვინის აქტივობას ანელებს(დეპრესანტები),

თუ, წარსულში გულყრა(შეტევა) გქონდათ ანდა გულყრების ზღურბლის შემამცირებელი სხვა მდგომარეობა გაქვთ,

თუ, ანტიემეტიკური (ღებინების საწინააღმდეგო) წამლების მიმართ ტოლერანტობა გაქვთ, ეს ეფექტი გარკვეული წამლის დოზის გადამეტების ანდა ნაწლავთა გაუვალობის, რეიეს სინდრომის(გულისრევა, ღებინებით და გამონაყარით მიმდინარე ინფექციური დაავადება) და თავის ტვინის სიმსივნის მსგავსი მდგომარეობების სიმპტოების და ნიშნების მასკირებას გამოიწვევს.

რისპერდალ კონსტას მომხმარებელ ავადმყოფებში ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი დაცემა, ამიტომ, ექიმი სისხლის თეთრი უჯედების რაოდენობრივ ანალიზის გაკეთებას მოითხოვს.

იმის მიუხედავად, რომ მანამდე ორალური(პირის) გზით მიღებული რისპერიდონის მიმართ ტოლერანტობა კარგი იყო, რისპერდალ კონსტას ინექციის შემდეგ იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირებულია ალერგიული რეაქციების გამოვლენა. თუ, სიწითლე, ყელში შესივება, ქავილი ანდა სუნთქვის უკმარისობის მსგავსი სხვა ალერგიული რეაქციის ნიშნები გამოვლინდება, სასწრაფოდ სამედიცინო დახმარება მოითხოვეთ.

რისპერდალ კონსტამ შეიძლება წონის მომატება გამოიწვიოს. წონის მომატებამ კი შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ექიმმა რეგულარულად თქვენი წონა უნდა გააკონტროლოს.

რისპერდალის მომხარებელ ავადმყოფებში თუ შაქრიანი დიაბეტი გამოვლინდება, ანდა რომელთაც მანამდე ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, შეიძლება ამ მხრივ მდგომარეობის გაუარესება გამოვლინდეს, ამიტომ ექიმმა რეგულარულად უნდა აკონტროლოს სისხლში შაქრის დონე.

რისპერდალ კონსტა ხშირად იწვევს სისხლში პროლაქტინის სახელით ცნობილი ჰორმონის მომატებას. აღნიშნულმა მდგომარეობამ ქალებში შეიძლება გამოიწვიოს განაყოფიერების პრობლემები, ასევე მენსტრუალური ციკლის დარღევვა, მამაკაცებში კი საერძევე ჯირკვლებიდან შეიძლება რძე გადმოვიდეს. აღნიშნული გვერდითი ეფეტების გამოვლინების შემთხვევაში, საჭიროა სისხლში პროლაქტინის დონის კონტროლი.

თვალის ბროლის შემღვრევის(კატარაქტის) გამო გაკეთებული ოპერაციის დროს, თვალის კაკალი-გუგა (თვალის ცენტრში შავი ფერის რგოლი) საჭირო დონემდე შეიძლება არ გაფართოვდეს, ირისზე (თვალი ფერადი გარსი) ოპერაციების დროს კი შეიძლება მოდუნდეს, გაფართოვდეს და თვალის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს. თუ, თვალის ოპერაციას გეგემავთ, ექიმს აუცილებლად უთხარით, რომ ამ წამალს ღებულობთ.

ხანდაზმული ავადმყოფები დემენციით

რისპერდალ კონსტა, დემენციის მქონე ხანდაზმულ ავადმყოფებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ, თქვენ ანდა მომვლელს, მოკლე დროითაც რომ იყოს, გქონდათ ფსიქიკური მდგომარეობის უეცარი ცვლილება, ასევე, სახეზე, ხელებსა და ფეხებში უეცარი სისუსტის შეგრძნება, რომელიც ხშირად ცამლხრივია ანდა დაბუჟება ანდა მეტყველების დარღვევა, სასწრაფოდ თქვენს ექიმს მიმართეთ,

დემენციასთან დაკავშირებული ფსიქიკური აშლილობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ტრადიციული და ახალი თაობის ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებამ შეიძლება სიკვდილის რისკი გაზარდოს.

თირკმლების და ღვიძლის პრობლემების მქონე ავადმყოფები;

იმის მიუხედავად, რომ ორალური გზით მიღებული რისპერიდონის ეფექტი კარგი იყო, რისპერდალ კონსტა თირკმლების და ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში არ არის გამოკვლეული. რისპერდალ კონსტა ამ ჯგუფის ავადმყოფებში სიფრთხილი უნდა იქნას გამოყენებული.

თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

რისპერდალ კონსტას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

იმის გამო, რომ წამალი კუნთებში კეთდება, საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება არ აქვს. თუმცა, რისპერდალ კონსტას მიღების დროს ალკოჰოლის მიღებას უნდა მოერიდოთ.

მიღების წესი და დოზირება

რისპერდალ კონსტა ორ კვირაში ერთხელ კეთდება.

ზრდასრულები:

რეკომენდირებული დოზაა- ორ კვირაში ერთხელ 25 მგ ინტრამუსკულარული ინექცია. ზოგიერთ ავადმყოფში სარგებელი უფრო მაღალი დოზების -37,5 მგ ანდა 50 მგ მიიღებისას ვლინდება. შიზოფრენიით დაავადებული პაციენტების კლინიკური კვლევებით დაფიქსირდა, რომ 75 მგ მიღების შემთხვევაში უფრო მეტი ეფექტი არ გამოვლენილა. 50 მგ-ზე მეტი დოზები ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში

არ არის შესწავლილი. ორ კვირაში ერთხელ 50 მგ-ზე მაღალი დოზა არ არის რეკომენდირებული.

რისპერდალ კონსტას პირველი ინექციიდან მომდევნო სამ კვირიანი დაგვიანების პერიოდში საჭიროა საკმარის დონეზე ანტიფქსიქოზური წამლებით მხარდაჭერა.(იხილეთ ნაწილი 5.2).

საწყისი დოზა:

რეკომენდირებული დოზაა-ორ კვირაში ერთხელ 25 მგ ინტრამუსკულარული ინექცია. ორი კვირის ანდა უფრო მეტი დროის განმავლობაში ფიქსირებული დოზით ორალური რისპერიდონის მომხმარებელი ავადმყოფებისთვის გათვალისწინებული უნდა იქნას ქვემოთ მოცემული მონაცვლეობის სქემა. ავადმყოფები, რომლიც მკურნალობდნენ 4 მგ ანდა უფრო დაბალი დოზის ორალური რისპერიდონით, რეკომენდირებულია 25 მგ რისპერდალ კონსტა, ავადმყოფები, რომლებიც უფრო მაღალი დოზის ორალური რისპერიდონით მკურნალობდნენ, რეკომენდირებული დოზაა 37,5 მგ-იანი რისპერდალ კონსტა.

რისპერდალ კონსტას პირველი ინექციის შემდეგი სამი კვირის დაგვიანების პერიოდში უნდა დარწმუნდეთ, რომ ორალური რისპერიდონი ანდა მანამდე გამოყენებული ორალური ანტიფსიქოზური დაცვა უზრუნველყოფილია.(იხილეთ ნაწილი 5.2).

რისპერდალ კონსტას პირველი ინექციის შემდეგ სამ კვირიანი დაგვიანების პერიოდში ორალური რისპერიდონით ანდა ანტიფსიქოზური პრეპარატით საკმარისი დაცვა თუ არ იქნება უზრუნველყოფილი, შიზოფრენიის გამწვავების პერიოდში რისპერდალ კონსტა არ უნდა იქნას გამოყენებული.

ავადმყოფთა უმრავლესობაში რეკომენდირებული დოზაა -ორ კვირაში ერთხელ 25 მგ ინტრამუსკულარული ინექცია. ზოგიერთ ავადმყოფთან სასარგებლო ეფექტის მისაღებად გამოიყენება 37,5 მგ ანდა 50 მგ მაღალი დოზები.

კლინიკური კვლევით გამოვლინდა, რომ 75 მგ დოზით დამატებითი სარგებელი არ დაფიქსირებულა. ორ კვირაში ერთხელ 50მგ -ზე მაღალი დოზები არ არის რეკომენდირებული.

გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა:

დოზის კორექტირება ( მომატება) 4 კვირაზე უფრო ხშირი ინტერვალით არ უნდა გაკეთდეს. აღნიშნული დოზის კორექტირების ეფექტის მოლოდინი, პირველი მაღალი დოზის გაკეთების შემდეგ სამ კვირაზე ადრე არ უნდა ვიქონიოთ.

გაკეთების ფორმა:

ავადმყოფებში, რომელთაც მანამდე რისპერიდონი არ გამოუყენებიათ, რისპერდალ კონსტათი მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია პერორალური რისპერიდონის ამტანობის განსაზღვრა.

რისპერალ კონსტა, შესაბამისი დამცავი ნემსის გამოყენებით, ბარძყის-(დუნდულოს) (გლუტეალური გაკეთება) ანდა მკლავის (დელტოიდური გაკეთება) ღრმა კუნთებში ინექციის გზით კეთდება. მხრის მიდამოდან ინექციისთვის გამოიყენება 1 ინჩიანი ნემსი, ინექცია ორივე მხარზე მონაცვლეობით კეთდება. დუნდულოს მიდამოში ინექციისთვის გამოიყენება 2 ინჩიანი ნემსი და ინექციები დუნდულოებს შორის მონაცვლეობით უნდა გაკეთდეს. ინტრავენური გზით ინექცია არ უნდა გაკეთდეს (იხილეთ ნაწილი-4.4.).

რისპერდალ კონსტას წარმატებით გაკეთდებისთვის საჭიროა გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული პუნქტების გათვალისწინება.

30 წუთი დაელოდეთ

წამლის განზავებამდე დოზის შეფუთვა მაცივრიდან გამოიტანეთ და ოთახის ტემპერატურაზე მინიმუმ 30 წუთით დააყოვნეთ.

სხვა ნებისმიერი ფორმით არ გაათბოთ.

გამოიყენეთ მოწოდებული ნაწილები

ამ დოზის შეფუთვაში შემავალი ნაწილები სპეციალურად რისპერდალ კონსტას გამოყენებისთვის არის შექმნილი. რისპერდალ კონსტა მხოლოდ შეფუთვაში არსებული გამხსნელით უნდა განზავდეს.

დოზის შეფუთვაში არსებული არცერთი შემადგენელი ნაწილი არ შეცვალოთ.

სუსპენზია განზავების შემდეგ არ შეინახოთ.

დალექვის თავიდან აცილების მიზნით, დოზის განზავების შემდეგ უმოკლეს დროში ინექცია გააკეთეთ.

სწორი დოზირება

იმისათვის, რომ დარწმუნდეთ რისპერდალ კონსტას საჭირო დოზა სრულად გაკეთდა, ფლაკონი სრულად უნდა დაიცალოს.

ერთჯერადი გამოყენების მოწყობილობა

განმეორებით არ გამოიყენოთ. სამედიცინო მოწყობილობების დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის უნდა შეიცვდეს განსაკუთრებით სპეციფიკურ მახასიათებლებს. ეს მახასიათებლები მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის უნდა იყოს მიმართული. შემდგომი მოხმარების მხრივ გასათვალისწინებელია რომ, სამედიცინო აპარატის განმეორებით აწყობა საჭიროებს დამატებით შრომას, ასევე ზემოქმედებას ახდენს მოწყობილობის მთლიანობის შენარჩუნებაზე ანდა შედეგად შეიძლება მოწყობილობა სრულფასოვნად ვერ იმუშავებს, გაფუჭდება.

დოზის შეფუთვის შემადგენელი ნაწილები

ფლაკონის ადაპტერი(გადამყვანი) -ლუერის ხვრელი-ბასრი ბოლო-კალთა(ფოტო მარცხნივ-1 ზემოთ)

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი-დგუშის ღერო-გამხსნელი-თეთრი სახელური-თეთრი სახურავი (ფოტო მარჯვნივ-2- ზემოთ)

ფლაკონი-ფერადი სახურავი-მიკროსფეროები (ფოტო მარცხნივ 1-ქვემო)

Terumo SurGuard-3

ინექციის ნემსები-მწვანე ფერში-დელტოიდური 2,5 სმ, ყვითელ ფერში-გლუტეალური 5,1 სმ. ნემსის გამჭვირვალე დამცავი(ზემო წარწერა)-ნემსის უსაფრთოების აპარატი(მარჯვნივ ქვემო წარწერა).

1-ლი ეტაპი შეფუთვის ნაწილების აწყობა

ფლაკონის ადაპტერი ფლაკონზე დაფიქსირდება

ფლაკონის სახურავი მოიხსნება.

ფლაკონის ფერადი სახურავი მოიხსნება.

ნაცრისფერი საცობი სპირტიანი ბამბით გაიწმინდება. გასაშრობად ჰაერზე დაიტოვება. ნაცრისფერი კაუჩუკის საცობი არ იხსნება. (შესაბამისი შინაარსის ფოტო-1)

ფლაკონის ადაპტერის მომზადება-სტერილური ბლისტერი ისე დაიჭირეთ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. დამცავი ქაღალდი აცლის სახით მოაცილეთ.

ფლაკონის ადაპტერი ბლისტერიდან არ იხსნება.

ბასრ ბოლოს არასდროს შეეხოთ. ენ კონტამინაცის გამოიწვევს.(ფოტო-2)

ფლაკონის ადაპტერის ფლაკონზე დაფიქსირდება.

ფლაკონი მყარ ზედაპირზე დაიდება და ქვემო მონაკვეთში დაფიქსირდება თითებით. ფლაკონის ადაპტერი ნაცხრისფერი კაუჩუკის საცობის ცენტრზე დამიზნებით და შემდეგ ზეწოლით მყარად დაფიქსირდება, ჩაჯდება. (ფოტო-3)

ფლაკონის ადაპტერი კუთხოვანი სახით, გვერდზე არ უნდა ჩაფიქსირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამხსნელმა შეიძლება ფლაკოში გაჟონოს. (ფოტო-4)

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორის ფლაკონის ადაპტერზე მიმაგრება

სტერიური ბლისტერი მოიხსნება (ფოტო-1)

!ფლაკონის ადაპტერი სტერილური ბლისტერიდან მოიხსნება მხოლოდ მაშინ, როცა თეთრი სახურავი გამოყენებისთვის მზა ინჯექტორიდან მოსახსნელად მზად იქნება.

ფლაკონიდან გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით დაიჭირეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. ფლაკონის ბოლო ნაწილი თითით დაიჭირეთ და ზემოთ სტერილური ბლისტერი რომ მოხსნათ ზემოთ მოქაჩეთ.

არ შეანჯღრიოთ.

ფლაკონის ადაპტერის ზემოდან ღია ლუერის ხვრელს არ შეეხოთ. ეს კონტამინაციას გამოიწვევს.

სათანადოდ დაჭერა

ინჟექტორის ბოლოში არსებული თეთრ სახელურს თითები ჩასჭიდეთ.9ფოტო-2)

ინჟექტორის აწყობის დროს ცილინდრის მონაკვეთიდან არ დაიჭიროთ (ფოტო-3)(არასწორია)

სახურავი მოხსნა (ტიკ-ხმას გამოცემს) (ფოტო-4)

მარცხენა ხელით თეთრი დაიჭირეთ და მარჯვენა ხელით თეთრ სახურავს მოქაჩეთ. თეთრი სახურავი არ დაატრიალოთ ანდა არ გაჭრათ. ინჟექტორის ბოლოს არ შეეხოთ, ეს კონტამინაციას გამოიწვევს.

! თეთრი სახურავის მოხსნისას, ინჟექტორი ასე უნდა გამოიყურებოდეს.-ფოტო-5

გატეხილი სახურავი შეგიძლიათ გადააგდოთ.

ინჟექტორის ფლაკონის ადაპტერზე მიმაგრება. ფლაკონის ადაპტერის მყარად დაფიქსირებისთვის კალთის ნაწილიდან დაიჭირეთ. ინჟექტორი დაიჭირეთ თეთრი სახელურიდან, შემდეგ წვერო ფლაკონის ადაპტერის ლუერის ხვრელს მოარგეთ. მინის ინჟექტორის ცილინდრის მიდამოში არ დაიჭიროთ. ეს თეთრი სახელურის დარბილებას ანდა გამოსვლას გამოიწვევს. ინჟექტორი ფლაკონის ადაპტერზე მყარად საათის ისრის მიმართულებით მობრუნების მოძრაობით მოარგეთ,სანამ არ ჩაჯდება. ზედმეტად არ მოუჭიროთ. ზედმეტი მოჭერა ინჟექტორის წვეროს მოტეხვას გამოიწვევს. (ფოტო-6)

მე-2 ეტაპი მიკროსფეროების განზავება

გამხსნელის ფლაკონში ინჟექტირება (ჩახმა). გამხსნელის სრული რაოდენობა ფლაკონში ჩაისხმება.(ფოტო-1)

! ფლაკონის შიგთავსი ამ დროს წნევის ქვეშ იქნება, ამიტომ დგუშის ღეროზე ცერა თითი დაჭერილი გქონდეთ.

მიკროსფეროსების განზავება- დგუში ღეროზე დაჭერით, ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, სულ ცოტა 10 წამის განმავლობაში ძლიერად შეანჯღრიეთ. სუსპენზია გაკონტროლდება. შესაბამისი ფორმით შერევისას, სუსპენზია უნდა იყოს ერთგვაროვანი, ინტენსიური და რძის მსგავსი ფერის. მიკროსფეროები ხსნარში ხილული უნდა იყოს. სუსპენზია რომ არ დაილექოს, მაშივნე შემდეგ ეტაპზე უნდა გადახვიდეთ. (ფოტო-2)

სუსპენზია ამოიქაჩება ინჟექტორში. ფლაკონი სრულად თავდაყირა პოზიციაში დაიჭირეთ. მთლიანი შიგთავსის ფლაკონიდან ინჟექტორში გადმოსვლისთვის, დგუშის ღერო ნელ-ნელა ქვემოთ მოქაჩეთ,(ფოტო-3)

ფლაკონის ადაპტერის მოხსნა

მარცხენა ხელით ინჟექტორის თეთრი სახელური დაიჭირეთ და მარჯვენა ხელით ფლაკონი ადაპტერიდან მოხსენით. ფლაკონის ეტიკეტის ნაწილი ხვრელის ადგილას გაიხევა. მოხსნილი ეტიკეტი ამოცნობის მიზნით ინჟექტორზე გადაეკვრება. ფლაკონი და ფლაკონის ადაპტერი შესაბამისი ფორმით გადაიგდება. (ფოტო-4)

მე-3 ეტაპი ნემსის მორგება

ფოტო-მწვანე- დელტორიდური 2,5 სმ ნემსი, მკლავის მითითება

ფოტო-ყვითელი- გლუტეალური 5,1 სმ ნემსი, დუნდულოს მითითება

შესაბამისი ნემსის შერჩევა- ინექციის ლოკალიზაციის ადგილის მიხედვით შესაბამისი ნემსი შეირჩევა(გლუტეალური ანდა დელტოიდური)

ნემსის მორგება- ბლისტერის პარკი ნაწილობრივ ააშრევეთ ისე, რომ ნემსის ბოლო ნაწილი თითით დაიჭიროთ. ინჟექტორის თეთრი სახელურის მარცხენა ხელში და ნემსის მარჯვენა ხელში დაჭერით, საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით, ტრიალით მოარგეთ ლუერის ხვრელს მყარად. ნემსის ლუერის ხვრელთან შეხება არ შეიძლება, ეს კონტამინაციას გამოიწვევს. (ფოტო2)

მიკროსფეროების მოძრაობა კვლავ შეჩერებულია ამიტომ ბლისტერის პარკი სრულად მოიხსნება. ინექციამდე შეიძლება იყოს პრეპარატის დალექვა, ამ დროს ინჟექტორი კვლავ ძლიერად შეინჯღრევა. (ფოტო-3)

მე-4 ეტაპი დოზის ინჟექტირება-გაკეთება

ნემსის გამჭვირვალე დამცავი მოიხსნება. ნემსის უსაფრთხოების მოწყობილობა ინჟექტორიდან უკანა მიმართულებით მოძრაობით მოიხსნება, ისე, როგორც ფოტოზეა აღნიშნული. შემდეგ ინჟექტორზე არსებული თეთრი სახელურიდან დაჭერით ნემსის გამჭვირვალე დამცავი ფრთხილად, სწორი მიმართულებით მოქაჩვით მოიხსნება. ნემსის გამჭვირვალე დამცავის დატრიალება არ შეიძლება, რადგანაც შეიძლება გამოიწვიოს ლუერის ხვრელის-კავშირის მოდუნება.(ფოტო-1)

ჰაერის ბუშტუკების გამოდევნა

ნემსის ვერტიკალურად დაჭერით და მსუბუქი დარტყმით ჰაერის ბუშტუკების ზემოთ გადასვლა უზრუნველყავით. ჰაერის მოცილების მიზნით დგუშზე თითის დაჭერით ნელ-ნელა ზემოთ გადაატარეთ. (ფოტო-2)

ინექციის გაკეთება

ინჟექტორის სრული რაოდენობა ი.მ -ინტრამუსკულარულად ავადმყოფის დუნდულოს ანდა მკლავის არეში მაშინვე გააკეთეთ. ინტრავენურდ არ კეთდება (ფოტო-3)

ნემსი უსაფრთხოების მოწყობილობაზე დაფიქსირდება

ერთი ხელის გამოყენებით ნემსი უსაფრთხოების მოწყობილობას 45 გრადუსიანი დახრით მყარ და სწორ ზედაპირზე მოარგეთ. ნემსის უსაფრთხოების აპარატზე სრულად მორგებამდე სწრაფი და მკვეთრი მოძრაობით ჩაიდგმება.(ფოტო-4)

ნემსის დასობის ტრავმების თავიდან აცილება: ორი ხელი არ გამოიყენება. ნემსის უსაფრთხოების აპარატი სპეციალურად არ მოხსნათ ანდა არასწორად არ გამოიყენოთ. ნემსის მოღუნვის ანდა დაზიანების შემთხვევაში, ნემსის გასწორება არ შეიძლება ანდა უსფრთხოების აპარატზე მოერგება არ შეიძლება.

ნემსები შესაბამისი ფორმით განადგურდება- ნემსის უსაფრთხოების აპარატზე სრულად მორგება გააკონტრიოლეთ. ნემსები შესაბამის სახიფათო ნარჩენების კოლოფში ჩააგდეთ. ასევე, დოზის შეფუთვაში არსებული გამოუყენებელი ნემსიც გადააგდეთ.

განსაკურებული პოპულაციებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა

ავადმყოფებში, რომელთაც თირკმლის ანდა ღვიძლის უკმარისობა აქვთ, მათთან რისპერდალ კონსტას გამოყენებასთან დაკაშირებით კვლევა არ ჩატარებულა. რისპერდალ კონსტა ამ ჯგუფის ავადმყოფებში სიფთხილით უნდა დაინიშნოს.

თუ, თირკმლის ანდა ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებს ესაჭიროებათ რისპერდალ კონსტათი მკურნალობა, საწყისი დოზის სახით რეკომენდირებულია პირველი კვირის განმავლობაში ორალური რისპერიდონი 0,5 მგ დღეში 2-ჯერ დაენიშნოს. მკურნალობის მეორე კვირაში კი რისპერიდონი 1 მგ 2-ჯერ დღეში ანდა რისპერიდონი 2მგ დღეში 1-ჯერ. თუ, სულ ცოტა 2 მგ დღიური დოზის ტოლერანტობა კარგია, ორ კვირაში ერთხელ შეიძლება რისპერდალ კონსტას 25 მგ ინექციის გაკეთება.

რისპერდალ კონსტას პირვეოლი ინექციის შემდეგ სამ კვირიანი დაგვიანების პერიოდის განმავლობაში საჭიროა საკმარისი დონით ანტიფსიქოზური დაცვის უზრუნველყოფა.(იხილეთ ნაწილი -5.2).

პედიატრიული პოპულაცია:

რისპერდალ კონსტას უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის გამოკვლეული. მონაცემები არ არსებობს.

გერიატრიული პოპულაცია- ხანდაზმულები

დოზის რეგულირებას არ საჭიროებს. რეკომენდირებული დოზაა 25 მგ ორ კვირაში ერთხელ ინტრამუსკულარული ინექცია.

თუ, ავადმყოფები ამჟამად არ ღებულობენ პერორალურ რისპერიდონს, რეკომედირებული დოზაა- როსპედრალ კონსტა 25 მგ ორ კვირაში ერთხელ. ორი კვირის ანდა მეტი დროის განმავლობაში ორალური რისპერიდონის ფიქსირებული დოზის მიღებისას, საჭიროა ქვემოთ მოცემული მონაცვლეობის სქემის გათვალისწინება: 4 მგ ანდა უფრო ნაკლები ორალური რისპერიდონის დოზით მკურნალობის ქვეშ მყოფი ავადმყოფებისთვის 25 მგ რისპერდალ კონსტას მიღებაა რეკომენდირებული, მაშინ როცა ორალური რისპერიდონის მაღალი დოზებით მკურნალობის შემთხვევაში რეკომენდირებუი დოზაა 37,5 მგ რისპერდალ კონსტა.

რისპერდალ კონსტას პირველი ინექციის შემდეგ 3 კვირიანი დაგვიანების პერიოდის განმავლობაში საჭიროა საკმარისი დონის ანტიფსიქოზური დაცვის უზრუნველყოფა. (იხილეთ ნაწილი-5.2). ხანდაზმულებში რისპერდალ კონსტას კლინიკური მონაცემები შეზღუდულია. რისპერდალ კონსტა ხანდაზმულებში სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

სიფრთხილის ზომები

თირკმლების უკმარისობა:

თუ, თირკმლების ანდა ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, ამავე დროს ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ სულ ცოტა 2მგ ორალური გზით მიღებულ რისპერდალის დოზის ტოლერანტობა კარგია, ამ შემთხვევაში შესაძლებელია 2 კვირაში ერთხელ 25 მგ რისპერდალ კონსტათი მკურნალობა ჩაიტაროთ.

თუ ფიქრობთ, რომ რისპერდალ კონსტას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ რისპერდალ კონსტას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

რისპერდალ კონსტას საჭირო დოზაზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები: ძილიანობა, დაღლილობა, სხეულის ანორმალური მოძრაობები, ფეხზე დგომის და სიარულის გაძნელება, დაბალი არტერიული წნევით გამოწვეული თავბრუსხვევა და გულის ცემის სიხშირის დარღვევა. ასევე დაფიქსირებულია გულის ანორმალური ელექტრული გამტარობა და გულყრები (კრუნჩხვები).

თუ, საჭიროზე მეტი რისპერდალ კონსტა გაიკეთეთ ანდა 2 კვირაში 1 ინექციაზე მეტი გაიკეთეთ, თქვენს ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართეთ.

რისპერდალ კონსტას საჭირო დოზაზე მეტი დოზის გამოყენების შემთხვევაში, ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ რისპერდალ კონსტას მიღება დაგავიწყდებათ:

თუ რისპერდალ კონსტას მიღება დაგავიწყდებათ, ექიმს უთხარით. ექიმი გადაწყვეტს გამოტოვებული დოზა როდის უნდა გაიკეთოთ. დავიწყებული დოზა უმოკლეს დროში უნდა გაკეთდეს.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გაიკეთოთ.

რისპერდალ კოსნტათი მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:

თუ, მკურნალობას დაასრულებთ, წამლის ეფექტი დაიკარგება. თუ, ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობას შეწყვიტთ, დაავადების ნიშნები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს.

თუ, უფრო მეტი კითხვა გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, რისპერდალ კონსტას შემადგენლობაში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, რისპერდალ კონსტას მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

ქვემოთ ჩამოთვლილი ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ:

თუ დემენცია გაქვთ და თუნდაც მოკლე დროით თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა შეიცვლება, სახეზე, ხელებსა და ფეხებზე დაბუჟებას და ძალის დაკარგვას იგრძნობთ, განსაკუთრებით თუ ეს ჩივილები ცალმხრივია, ასევე თუ, მეტყველების პრობლემას შემაჩნევთ, ეს ყველაფერი ინსულტის ნიშნები შეიძლება იყოს.

გვიანი დისკინეზიის განვითარება(სახის, ენის, ანდა სხეულის სხვა მიდამოების უკონტროლო კანკალი ანდა რითმული მოძრაობები): ენის, პირის ანდა სახის უნებლიე რითმული მოძრაობების გამოვლენის შემთხვევაში სასწრაფოდ ექიმს დაუკავშირდით. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს რისპერდალ კონსტას მიღების შეწყვეტა.

ქვემოთ ჩამოთვლილი იშვიათი გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ:

სისხლძარღვში თრომბის წარმოქმნა, განსკუთრებით ფეხებში(აღინიშნება შესივება, ტკივილი და სიწითლე). აღნიშნულ თრომბს სისხლძარღვის საშუალებით შეუძლია ფილტვებამდე მიაღწიოს და გამოიწვიოს ტკივლი მკერდში და სუნთქვის გაძნელება. ამ სიმპტომებიდან რომელიმეს თუ შეამჩნევთ, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ.

ცხელების, კუნთების რიგიდობის, ოფლიანობის ანდა ცნობიერების დაკარგვას თუ შეამჩნევთ (ნეიროლეპტიური მალიგნიზაციუროი სინდრომის სახელით ცნობილი დარღვევა), შეიძლება სასწრაფოდ სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ.

თუ, მამაკაცი ხართ და გახანგრძლივებული ანდა მტკივნეული ერექცია გაქვთ, ამ მდგომარეობას ,, პრიაპიზმს’’ უწოდებენ და შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ.

შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: ცხელება, პირის ღრუს შეშუპება, სახის, ენის და ტუჩების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ქავილი, კანის სიწითლე, დაბალი არტერიული წნევა. იმის მიუხედავად, რომ მანამდე ორალური გზით მიღებული რისპერიდონის ტოლერანტობა კარგი გქონდათ, რისპერდალ კონსტას ინექციის შემდეგაც იშვითად შეიძლება ალერგიული რეაქციები განვითარდეს.

ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ რისპერდალ კონსტას მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

ქვემოთ მოცემულია სხვა გევრდითი ეფეტები, რომელიც შეიძლება გამოლინდეს:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ძალიან გავრცელებული:

გაცივების ნიშნები

ჩაძინების ანდა ძილის გაგრძლების გაძნელება

ფსიქიკური დეპრესია, შიში და შფოთვა

პარკინსონიზმი: ამ შემთხვევაში შეილება გამოვლინდეს:მოძრაობებს შენელება ანდა დარღვევა, კუნთების რიგიდობა ანდა დაძაბულობის შეგრძნება (განაპირობებს ნორმალური მოძრაობების შესრულების გაძნელებას), ზოგჯერ ერთი მოძრაობა უეცრად გაშეშდება და კვლავ დაიწყება, ნელი და ფეხის თრევით სიარული, დასვენების დროს კანკალი, ნერწყვის ჭარბი გამოყოფა ანდა პირის ღრუში სისველე, სახის ჩვეულებრი გამომეტყველების დაკარგვა

თავის ტკივილი

გავრცელებული

ფილტვების ინფექცია (პნევმონია), სასუნთქი გზების ინფექცია(ბრონქიტი), წიაღების ჩირქოვანი ანთება(სინუსიტი)

საშარდე გზების ჩირქოვანი ანთება, გრიპის მსგავსი მდგომარეობა, სისხლნაკლებობა (ანემია)

რისპერდალ კონსტა იწვევს პროლაქტოინის სახელით ცნობილი ჰორმონის მომატებას სისხლში, ასეთი მდგომაეობის დროს შეიძლება დამახასიათებელი ნიშნები გამოვლინდეს, შეიძლება არ გამოვლინდეს. თუ, დამახასიათებელი ნიშნები გამოვლინდება, შეიძლება გამოვლინდეს: მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის შესივება, ერექციის პრობლემები, სქესობრივი მოთხოვნილების შემცირება ანდა სხვა სქესობრივი ფუნქციების დარღვევა. ქალებში სარძევე ჯირკვლების პრობლემები, ძუძუდან რძის გადმოსვლა, მენსტრუალური ციკლის დაგვიანება ანდა მენსტრუალური ციკლის ანდა განაყოფიერების პრობლემები

სისხლში შაქრის დონის მომატება, წონის მომატება, მადის მომატება, წონის დაკარვა, მადის დაკარგვა

ძილის დარღვევები, გაღიზიანება, სქესობრივი მოთხოვნილების შემცირება, შფოთვა, ძილიანობა ანდა ვერ გამოფხიზლება.

დისტონია: ამ მდგოამრეობაში ვლინდება კუნთების ნელი ანდა მუდმივი და უნებლიე კრუნჩხვები. შეიძლება გამოვლინდეს სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში და შეიძლება გამოიწვიოს ანორმალური დგომა. ყველაზე ხშირად სახის კუნთებში შეიმჩნევა, ანორმალური მოძრაობები ვლინდება თვალის, პირის, ენისა და ყბის მიდამოშიც.

თავბრუსხვევა

დისკინეზია: კუნთების უნებლიე მოძრაობებია.ეს მოძრაობები მეორდება და კრუნჩხვებით, მტკივნეული შეკუმშვებით და თრთოლვით ვლინდება.

კანკალი

მხედველობის შემღვრევა

გულის ცემის გახშირება

სისხლის არტერიული წნევის დაცემა, ტკივილი მკერდში, სისხლის არტერიული წნევის მომატება

ჰაერის უკმარისობა,ყელის ტკივილი, ხველა, ცხვირის გაჭედვა

მუცლის ტკივილი, მუცელში დისკომფორტი, ღებინება, გულისრევა, კუჭის ანდა ნაწლავების ინფექცია, ყაბზობა, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა, პირის სიმშრალე, კბილის ტკივილი

კანზე გამონაყარი

კუნთების სპაზმი, ძვლების ანდა კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი

შარდის შეუკავებლობა

მამაკაცებში ერექციის პრობლემები

მენსტრუალური ციკლის არ არსებობა

სარძევე ჯირკვლებიდან რძის გადმოსვლა

სხეულზე, ხელებსა და ფეხებში შესივება, ცხელება, სისუსტე, გამოფიტვა (დაღლილობა)

ტკივილი

ინექციის ადგილას რეაქცია (ქავილი, ტკივილი ანდა შესივება)

ღვიძლის ტრანსამინაზური ფერმენტების მომატება, გამა გლუტამილ ტრანსფერაზას სახელით ცნობილი ფერმენტის მომატება

ხშირი დაცემა

ნაკლებად გავრცელებული

სასუნთქი გზების ჩირქოვანი ანთება, შარდის ბუშტის ჩირქოვანი ანთება, ყურის ჩირქოვანი ანთება, თვალის ჩირქოვანი ანთება, ნუშისებრი ჯირკვლის ჩირქოვანი ანთება, ფრჩხილებზე სოკოვანი ინფექცია, კანის ჩირქოვანი ანთება, განსაზღვრული მიდამოს შემოსაზღვრული ანთება, ვირუსებით გამოწვეული ჩირქოვანი ანთება, ტკიპებით გამოწვეული კანის ანთება, კანქვეშა აბსცესი

სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება, სისხლში თრომბოციტების შემცირება (სისხლდენის შეჩერებაში მონაწილე უჯრედები), სისხლის წითელი უჯრედების შემცირება

ალერგიული რეაქციები

შარდში შაქრის დონის მომატება, შაქრიანი დიაბეტი ანდა შაქრიანი დიაბეტის დამძიმება

მადის შემცირების გამო კვების დარღვევები და წონის დაკლება

სისხლში ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის სახელით ცნობილი ნივეთიერებების მომატება

აღფრთოვანუბელი განწყობა (მანია), გონების არევა, ორგაზმის პრობლემები, გაღიზიანება, კოშმარები

ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები(გულყრები), გონების დაკარგვა

სხეულის სხვადახვა მიდამოების მოძრაობის შეგრძნება, სხეულის დისბალანსი, მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა, ფეხზე ადგომისას თავბრუსხვევა, ყურადღების გაფანტვა, მეტყველების დარღვევა, გემოს შეგრძნების დარღვევები, კანის მიერ ტკივილის და შეხების შეგრძნების შემცირება, კანზე ჩხვლეტის შებრძნება, დაბუჟება, პარესთეზიები.

თვალის ჩირქოვანი ანთება(წითელი თვალი), თვალის სიმშრალე, ცრემლდენის მომატება, თვალის სიწითლე

ტრიალის შეგრძნება(ვერტიგო), ყურებში ხმაური, ყურის ტკივილი

ატრიალური ფიბრილაცია(გულის რითმის სიხშირის მკვეთრი მომატება), გულის ზემო და ქვემო მონაკვეთებს შორის გამტარებლობის დარღვევა, გულის ელექტრული გამტარებლობის დარღვევა, გულში QT ინტერვალის გახანგრძლივება, გულის ცემის შენელება, გულის ელექტრული გამტარებლობის გრაფიისას (ეკგ/ელექტროკარდიოგრამა)ანორმალობა, მკერდში გულის ფრიალის შეგრძნება.

ფეხზე დადგომისას სისხლის არტერიული წნევის დაცემა, შედეგად რისპერდალ კონსტას მომხმარებელ ავადმყოფებში უეცრად ფეხზე ადგომისას ანდა დაჯდომისას თავბრუსხვევა ანდა გონების დაკარგვა ვლინდება.

სწრაფი და ზედაპირული სუნთქვა, სასუნთქი გზების დახშობა, ხმაურიანი სუნთქვა, ცხვირიდან სისხლდენა

განავლის შეუკავებლობა, ყლაპვის გაძნელება, მუცელში აირების ჭარბი დაგროვება

ქავილი, თმის ცვენა, ეგზემა, კანის სიმშრალე, კანის სიწითლე, კანის ფერის ცვლილება, აკნე, კანზე ანდა თავის ქალის კანზე ქავილი და აქერცვლა

სისხლში კრეატინ-ფოსფოკინაზას სახელით ცნობილი ფერმენტის მომატება. ეს ფერმენტი ზოგჯერ კუნთების დასუსტების შედეგად გამოიყოფა.

სახსრების გამკვრივება, სახსრების შესივება, კუნთების განლევა, კისრის ტკივილი

ხშირი შარდვა, მოშარდვის გაძნელება, მტკივნეული შარდვა

ეაკულაციის დარღვევები, მენსტრუალური ციკლის დაგვიანება, ციკლის არ არსებობა ანდა ციკლის სხვა დარღვევები, მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის გადიდება,სქესობრივი აქტის დარღვევები, სარძევე ჯირკვლის ტკივილი, სარძევე ჯირკვლებში დისკომფროტი, ვაგინალური გამონადენი

სახის,პირის, თვალის ანდა ტუჩების შეშუპება

კანკალი, სხეულის ტემპერატურის მომატება

სიარულის მანერის შეცვლა

გაუწყლოების შეგრძნება,ცუდად ყოფნის შეგრძნება, მკერდში დისკომფორტის შეგრძნება, უხასიათობა

კანის გამკვრივება

სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება

ინექციის დროს ტკივილი

იშვიათი

სხეულის ჩირქოვანი ანთებისგან (ინფექციისგან) დამცავი სისხლის უჯრედების შემცირება

შარდის მოცულობის მარეგულირებელი ჰორმონის არასათანადო სეკრეცია

სისხლში შაქრის დონის შემცირება

წყლის ჭარბი დალევა

ძილში სიარული

ძილთან დაკავშირებული კვების დარღვევები

სიფხიზლის დროს მოქმედების ან რეაგირების უუნარობა (კატატონია)

გრძნობების გაქრობა, აპათია

ცნობიერების დონის დაცემა

თავის ქნევა

თვალების მოძრაობის დარღვევა, თვალის მოძრაობის გადახრა, თვალის სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა

კატარაქტის ოპერაციის დროს თვალის პრობლემები. თუ რისპერდალ კონსტას იყენებთ ანდა გამოიყენეთ, კატარაქტის ოპერაციის დროს, ინტრაოპერაციულად მოდუნებული (Floppy) ირისის სინდრომის სახელით ცნობილი სურათი ვლინდება. თუ, კატარაქტის ოპერაციის გაკეთებას გეგმავთ, ექიმს აცნოებთ, რომ ამ წამალს ღებულობთ.

გულის ცემის რითმის დარღვევა

სხეულის ჩირქოვანი ანთებისგან (ინფექციისგან) დამცავი სისხლის უჯრედების მკვეთრი შემცირება, ეოზინოფილების სახელით ცნობილი სისხლის თეთრი უჯრედების მომატება

ღამით ნორმალური ძილის დროს მოკლე პერიოდით სუნთქვის გაჩერება (ძილის აპნე)

საკვების ფილტვებში გადაცდომის შედეგად პნევმონია, ფილტვებში სავსეობა, ფილტვებში ხმაურიანი ხმანობები, ხმის შეცვლა, სასუნთქი გზების პრობლემები

პანკრეასის ჩირქოვანი ანთება, ნაწლავების დახშობა

ძალიან მკვრივი განავალი

წამალთან დაკაშირებული კანის გამონაყარი

ურტიკარია, კანის გასქელება, ქერცლი, კანის დაზიანებები, კანზე იარები

კუნთოვანი ბოჭკოების განლევა და კუნთების ტკივილი(რაბდომიოლიზი)

დგომის ანორმალობა

სარძევე ჯირკვლების გადიდება, ძუძუდან გამონადენი

სხეულის ტემპერატურის შემცირება, მოუსვენრობის გრძნობა

თვალის და კანის გაყვითლება(სიყვითლე)

სახიფათოდ გადაჭარბებული წყლის დალევა

სისხლში ინსულინის ჰორმონის მომატება (სისხლში შაქრის დონის მარეგულირებელი ჰორმონი)

თავის ტვინის სისხლძარღვებში პრობლემები

გამღიზიანებელზე რეაგირების შეუძლებლობა

უკონტროლო შაქრიან დიაბეტთან დაკაშირებული კომა

მხედველობის უეცარი დაკარგვა და სიბრმავე

თვალის შიგა წნევის მომატება(გლაუკომა), თვალის ქუთუთოს კიდეებში აქერცვლა

სიწითლე, ენის შესივება

ტუჩების დასკდომა

გახანგრძლივებული რიგიდული მდგომარეობა (პრიაპიზმი), რომელიც ქირურგიულ მკურნალობას საჭიროებს

სარძევე ჯირკველბის გადიდება

ხელების და ფეხების გაცივება

წამლის შეწყვეტის ნიშნები

ძალიან იშვიათი

უკონტროლო დიაბეტით გამოწვეული სიცოცხლისათვის საშიში მოვლენები

სერიოზული ალერგიული რეაქცია ყელის შეშუპებით და სუნთქვის გაძნელებით

ნაწლავებში კუნთოვანი მოძრაობის ნაკლებობის გამო ობსტრუქცია

ქვემოთ აღნიშნული გვერდითი ეფექტი გამოვლინდა პალიპერიდონის წამლის გამოყენებისას, რომელიც ძალიან ჰგავს რისპერიდონს და ამიტომ რისპედრფალ კონსტას მიღების შემთვევაშიც მოსალოდნელია.

ფეხზე ადგომისას გულისცემის აჩქარება

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

  • რისპერდალ კონსტას შენახვა

რისპერდალ კონსტა ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ 2-80 C ტემპერატურაზე (მაცივარში).

სიანთლისგან დაიცავით.

>250 C ტემპერატურაზე არ დატოვოთ.

თუ წამლის მაცივარში შენახვა შეუძლებელია, რისპერდალ კონსტას გამოყენებამდე მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში უნდა შეინახოთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.

თუ, წამალი განზავების შემდეგ შეინახება 25°C ტემპერატურაზე ან ქვემოთ, ის უნდა იქნას გამოყენებული 6 საათის განმავლობაში.

პროდუქტი, რომელიც არ ინახება მაცივარში, 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე არ დატოვოთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ რისპერდალ კონსტა არ გამოიყენოთ.

თუ პროდუქტზე ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, რისპერდალ კონსტა არ გამოიყენოთ.

ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი: შპს. Johnson and Johnson Sıhhi ბალ სან ვე თიჯ

ერთურქის ქ. ქეჩელი პლაზა N:13 34810

ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბული

ტელ: 0 216 538 20 00

წარმოების ადგილი: Alkermes Inc. - Ohio/ABD

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 21/10/2019-შია დამოწმებული.

JANSSEN © JANSSEN 2019

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია იმ პირისთვის, რომელიც განახორციელებს პრეპარატის გაკეთებას

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

რისპერდალ კონსტა, აუცილებლობის გარეშე ორსულობის პერიოდში არ გამოიყენოთ.

თუ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, ამ წამლის მიღებამდე რეკომენდაციების მისაღებად თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულობის ბოლო 3 თვეში რისპერდალ კონსტა გამოიყენეთ, ახალშობილებში მშობიარობის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ძლიერი კანკალი, კუნთების დაჭიმულობა და /ანდა მოდუნება,ძილიანობა, მოუსვენრობა, სუნთქვის გაძნელება ანდა კვების პრობლემები. თუ, თქვენს ბავშვთან ამ ნიშნებიდან რომელიმე გამოვლინდება, ექიმს მიმართეთ.

რისპერდალ კონსტამ ,,პროლაქტინის’’ ჰორმონის დონის მომატება შეიძლება გამოიწვიოს და აღნიშნულმა კი შეიძლება განაყოფიერების უნარზე (ფერტილობა)უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს.(იხილეთ ნაწილი-4).

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

რისპერდალ კონსტას გამოყენება მეძუძურობის პერიოდში არ შეიძლება მანამ, სანამ ექიმი საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

რისპერდალ კონსტათი მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა, დაღლილობა, მხედველობის პრობლემები, აღნიშნულ პრობლ;ემებთან დაკავშირებით ექიმის კონსულტაციის გარეშე ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.

რისპერდალ კონსტას შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

რისპერდალ კონსტა 6 მგ ნატრიუმის ქლორიდს, 0,54 მგ ნატრიუმის ჰიდროქსიდს და 1,27 მგ დინატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატს შეიცავს. აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი ყოველი ინექციის დროს <1მმოლ (23 მგ) ნატრიუმს შეიცავს; ანუ რეალობაში მიღებულია, რომ ,,ნატრიუმს არ შეიცავს’’ .

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს ღებულობთ, აუცილებლად თქვენს ექიმს აცნობეთ:

თავის ტვინზე მოქმედი დამამშვიდებელი წამლები(ბენზოდიაზეპინები), ტკივილის დროს მიღებული ზოგიერთი წამალი(ოპიატები), ალერგიის წამლები (ზოგიერთი ანტიჰისტამინური წამალი).რისპერიდონმა ამ წამლების დამამშვიდებელი (სედატიური)ეფექტი შეილძლება გაზარდოს.

გულის ელექტრულ აქტივობაზე მოქმედი წამლები, მაგ. მალარიის წამლები, გულის რითმის მარეგულიერებელი წამლები, ალერგიის წამლები (ანტიჰისტამინური), ზოგიერთი დეპრესიის სამკურნალო წამალი და ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები.

გულის ცემის სიხშირის შემანელებელი წამლები

სისხლში კალიუმის დონის შემამცირებელი წამლები (ზოგიერთი შარდმდენები)

პარკინსონის სამკურნალო წამლები(ლევოდოფას მსგავსი)

ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობის მომამატებელი წამლები (მეთილფენიდატის მსგავსი ფსიქოსტიმულატორები)

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო წამლები. რისპერდალ კონსტამ შეიძლება სისხლის არტერიული წნევა დაწიოს დაბლა.

გულის პრობლემების ანდა სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში სითხის დაგროვებასთან დაკავშირებული შეშუპების სამკურნალოდ გამოყენებული შარდმდენები(მაგ. ფუროსემიდი ანდა ქლორთიაზიდი). მონოთერაპიის სახით ანდა ფუროსემიდთან ერთად მიღებული რისპერდალ კონსტამ ხანდაზმულ ავადმყოფებში დემენციით შეიძლება გამოიწვიოს ინსულტის ანდა სიკვდილის რისკის მომატება..

ქვემოთ ჩამოთვლილმა წამლებმა შეიძლება გამოიწვიოს რისპერიდონის ეფექტის შემცირება:

რიფამპიცინი(ზოგიერთი ინფექციური დაავადების სამკურნალო წამალი)

კარბამაზეპინი, ფენიტოინი(ეპილეფსიის სამკურნალო წამალი)

ფენობარბიტალი(ეპილეფსიის და ძილის წამალი)

თუ ამ სახის წამლების მიღება დაიწყეთ ანდა მოხმარება შეწყვიტეთ, ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს რისპერიდონის დოზის რეგულაცია.

ქვემოთ ჩამოთვლილმა წამლებმა შეიძლება გამოიწვიოს რისპერიდონის ეფექტის მომატება:

ქინიდინი(ზოგიერთი გულის დაავადებების სამკურნალო წამალი)

პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მსგავსი და დეპრესიის წამლები

ბეტა-ბლოკერების სახელით ცნობილი წამლები(გულის დაავადებების და მაღალი წნევის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები)

ფენოთიაზინები (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ ანდა დამამშვიდებლის სახით გამოყენებული წამლები)

ციმეტიდინი, რანიტიდინი(კუჭის მჟავიანობის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები)

იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი(სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები)

შიდსის და აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები, მაგ:რიტონავირი

ვერაპამილის მსგავსი წამლები, რომელიც მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ და/ანდა გულის რითმის დარღვევების სამკრუნალოდ გამოიყენება

სერტრალინი და ფლუვოქსამინი, დეპრესიის და სხვა ფსიქიატრული დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები

თუ , ამ ჯგუფის წამლების მიღება დაიწყეთ ანდა მათი მოხამრება შეწყვიტეთ, ამ დროს რისპერიდონის დონის შეცვალა შეიძლება საჭირო გახდეს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

რისპერდალ კონსტა 25 მგ ი.მ. საინექციო გახანგრძლივებული მოქმედების სუსპენზია

სტერილური

კეთდება კუნთებში.

მოქმედი ნივთიერებები: 25 მგ რისპერიდონი

განზავების შემდეგ, 1 მლ სუსპენზია 12,5 მგ რისპერიდონს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: 7525 DLJN1 პოლი-(დ,ლ-ლაქტიდ-კო-გლიკოლიდ) პოლიმერი, პოლისორბატ 20, ნატრიუმის კარმელოზა 40 mPa.s, დინატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება რისპერდალ კონსტა?

რისპერდალ კონსტას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება რისპერდალ კონსტა?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

რისპერდალ კონსტას შენახვა

რა არის და რისთვის გამოიყენება რისპერდალ კონსტა?

რისპერდალ კონსტა არის 25 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ი.მ ინექცია, 1 ფლაკონი 25 მგ რისპერიდონს შეიცავს.

რისპერდალ კონსტა მოხმარებისთვის წარმოდგენილია რისპერიდონის შემცველი ერთი ფლაკონით და გამხსნელის შემცველი გამოყენებისთვის მზა სავსე შპრიცით. შეფუთაში არის თეთრი-მოთეთრო ფერის ფხვიერი ფხვნილის შემცველი ფლაკონი და გამჭვირვალე, უფერო ფერის, გამხსნელის შემცველი გამოყენებისთვის მზა სავსე შპრიცი.

რისპერდალ კონსტა მიეკუთვნება ანტიფსიქოზური საშუალებების ჯგუფს.

რისპერდალ კონსტა ფსიქოზების (მაგ.შიზოფრენია) სახელით ცნობილი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. გარდა ამისა, მანიაკალური დეპრესიული დარღვევების სახელით ცნობილი ბოპოლარული დარღვევების სამკურნალოდ მონოთერაპიის სახით ანდა ლითიუმის და ვალპროატის პრეპარატებთან ერთდ დამატებით გამოიყენება.

ფსიქოზის დროს ვლინდება სკეპტიციზმი (მომატებული ეჭვი), აღქმის დაქვეითება (არ არსებული პიროვნების ხმის გაგონების მსგავსი), გონების არევის მსგავსი არანორმალური ანდა უცნაური ფიქრები, საკუთარ თავში ჩაკეტვა (ინტროვენტი) ანდა საზოგადოების გაუცხოების მსგავსი ნიშნები.

ბიპოლარული დარღვევების ნიშნები ვლინდება- გუნება-განწყობის ცვლილებებით (დეპრესია და /ანდა მომატებული მხიარულება), ზედმეტად მეგობრული ხასიათით და არა მორცხვობით, გადაჭარბებული მოძრაობებით და ენერგიით, არასტაბილურობით, მოუსვენრობით, გაღიზიანებით, არასრულფასოვანი შეფასებებით გამოწვეული ქცევებით.

ორივე დარღვევის ნიშნები, გონების არევით, სულიერი მოწყენილობით და დაძაბულობით ბოლოვდება.

  • რისპერდალ კონსტას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

რისპერდალ კონსტა არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ, წამლის შემადგენელი ნოვთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ (იხილეთ დამხმარე ნივთიეებების ჩამონათვალი).

რისპერდალ კონსტა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ,

თუ:

მანამდე რისპერდალის რომელიმე ფორმა არ გამოგიყენებიათ, რისპერდალ კონსტას გამოყენებამდე საჭიროა ჯერ მკურნალობა დაწყებული იქნას რისპერდალის პირის გზით მისაღები (ორალური) ფორმით.

თუ გულის პრობლემა გაქვთ, ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს გულის რითმის დარღვევა ანდა სისხლის არეტერიული წნევის დაცემა ანდა შეიძლება წნევის წამლების მომხმარებელიც შეიძლება იყოთ. რისპერდალ კონსტამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის არტერიული წნევის დაცემა და შეიძლება საჭირო გახდეს წნევის წამლის დოზის რეგულაცია.

თუ, ინსულტის განმაპირობებელი ნებისმიერი სხვა პრობლემა გაქვთ, მაგ.მაღალი არტერიული წნევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ანდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცვის დარვევა,

თუ, მანამდე სახეზე, ენაზე და პირის არეში თქვენგან უკონტროლო მოძრაობები გქონდათ.

თუ, მანამდე ნეიროლეპტიური მალიგნიზაციური სინდრომის სახელით ცნობილი დაავადება გადაიტანეთ, ამ დაავადების ნიშნებს შორისაა: ცხელება, კანკალი, კუნთების რიგიდობა ანდა გონების დაკარგვა.

თუ პარკინსონის დაავადება გაქვთ ანდა დემენცია გაქვთ.

თუ, მანამდე სისხლის თეთრი უჯერდების რაოდენობის შემცირება გქონდათ, (ეს შეიძლება ზოგიერთი წამლის მოხმარების შედეგად ანდა სხვა მიზეზით გამოვლინდეს),

თუ , დიაბეტი გაქვთ ანდა დიაბეტის განვითარების რისკი გაქვთ,

თუ ეპილეფსია გაქვთ,

თუ, მამაკაცი ხართ და გახანგრძლივებული და მტკივნეული ერექცია გქონდათ,

თუ, სხეული ტემპერატურის რეგულაცია გიჭირთ ანდა სხეული ძალიან თბილი გაქვთ,

თუ, თირკმლის ანდა ღვიძლის დაავადება გაქვთ,

თუ, სისხლში პროლაქტინის დონე მაღალია ანდა დიდი ალბათობით, პროლაქტინთან დაკაშირებული სიმსივნე გაქვთ,

თუ, მემკვიდრეობითი QT სინდრომი (გულის რითმის დარღვევა) გაქვთ,

თუ, თქვენ ანდა თქვენი ოჯახის წევრებს სისხლის შედედების პრობლემა გქონდათ (ამ სახის წამლები სისხლის შედედების დარღვევებს იწვევეს),

თუ, ღამით ნორმალური ძილის დროს ჰაერის უკმარისობა(ძილის აპნე) გაქვთ ანდა გქონდათ და მიღებული წამალები თავის ტვინის აქტივობას ანელებს(დეპრესანტები),

თუ, წარსულში გულყრა(შეტევა) გქონდათ ანდა გულყრების ზღურბლის შემამცირებელი სხვა მდგომარეობა გაქვთ,

თუ, ანტიემეტიკური (ღებინების საწინააღმდეგო) წამლების მიმართ ტოლერანტობა გაქვთ, ეს ეფექტი გარკვეული წამლის დოზის გადამეტების ანდა ნაწლავთა გაუვალობის, რეიეს სინდრომის(გულისრევა, ღებინებით და გამონაყარით მიმდინარე ინფექციური დაავადება) და თავის ტვინის სიმსივნის მსგავსი მდგომარეობების სიმპტოების და ნიშნების მასკირებას გამოიწვევს.

რისპერდალ კონსტას მომხმარებელ ავადმყოფებში ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი დაცემა, ამიტომ, ექიმი სისხლის თეთრი უჯედების რაოდენობრივ ანალიზის გაკეთებას მოითხოვს.

იმის მიუხედავად, რომ მანამდე ორალური(პირის) გზით მიღებული რისპერიდონის მიმართ ტოლერანტობა კარგი იყო, რისპერდალ კონსტას ინექციის შემდეგ იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირებულია ალერგიული რეაქციების გამოვლენა. თუ, სიწითლე, ყელში შესივება, ქავილი ანდა სუნთქვის უკმარისობის მსგავსი სხვა ალერგიული რეაქციის ნიშნები გამოვლინდება, სასწრაფოდ სამედიცინო დახმარება მოითხოვეთ.

რისპერდალ კონსტამ შეიძლება წონის მომატება გამოიწვიოს. წონის მომატებამ კი შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ექიმმა რეგულარულად თქვენი წონა უნდა გააკონტროლოს.

რისპერდალის მომხარებელ ავადმყოფებში თუ შაქრიანი დიაბეტი გამოვლინდება, ანდა რომელთაც მანამდე ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, შეიძლება ამ მხრივ მდგომარეობის გაუარესება გამოვლინდეს, ამიტომ ექიმმა რეგულარულად უნდა აკონტროლოს სისხლში შაქრის დონე.

რისპერდალ კონსტა ხშირად იწვევს სისხლში პროლაქტინის სახელით ცნობილი ჰორმონის მომატებას. აღნიშნულმა მდგომარეობამ ქალებში შეიძლება გამოიწვიოს განაყოფიერების პრობლემები, ასევე მენსტრუალური ციკლის დარღევვა, მამაკაცებში კი საერძევე ჯირკვლებიდან შეიძლება რძე გადმოვიდეს. აღნიშნული გვერდითი ეფეტების გამოვლინების შემთხვევაში, საჭიროა სისხლში პროლაქტინის დონის კონტროლი.

თვალის ბროლის შემღვრევის(კატარაქტის) გამო გაკეთებული ოპერაციის დროს, თვალის კაკალი-გუგა (თვალის ცენტრში შავი ფერის რგოლი) საჭირო დონემდე შეიძლება არ გაფართოვდეს, ირისზე (თვალი ფერადი გარსი) ოპერაციების დროს კი შეიძლება მოდუნდეს, გაფართოვდეს და თვალის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს. თუ, თვალის ოპერაციას გეგემავთ, ექიმს აუცილებლად უთხარით, რომ ამ წამალს ღებულობთ.

ხანდაზმული ავადმყოფები დემენციით

რისპერდალ კონსტა, დემენციის მქონე ხანდაზმულ ავადმყოფებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ, თქვენ ანდა მომვლელს, მოკლე დროითაც რომ იყოს, გქონდათ ფსიქიკური მდგომარეობის უეცარი ცვლილება, ასევე, სახეზე, ხელებსა და ფეხებში უეცარი სისუსტის შეგრძნება, რომელიც ხშირად ცამლხრივია ანდა დაბუჟება ანდა მეტყველების დარღვევა, სასწრაფოდ თქვენს ექიმს მიმართეთ,

დემენციასთან დაკავშირებული ფსიქიკური აშლილობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ტრადიციული და ახალი თაობის ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებამ შეიძლება სიკვდილის რისკი გაზარდოს.

თირკმლების და ღვიძლის პრობლემების მქონე ავადმყოფები;

იმის მიუხედავად, რომ ორალური გზით მიღებული რისპერიდონის ეფექტი კარგი იყო, რისპერდალ კონსტა თირკმლების და ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში არ არის გამოკვლეული. რისპერდალ კონსტა ამ ჯგუფის ავადმყოფებში სიფრთხილი უნდა იქნას გამოყენებული.

თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.

რისპერდალ კონსტას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

იმის გამო, რომ წამალი კუნთებში კეთდება, საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება არ აქვს. თუმცა, რისპერდალ კონსტას მიღების დროს ალკოჰოლის მიღებას უნდა მოერიდოთ.

ორსულობა

წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

რისპერდალ კონსტა, აუცილებლობის გარეშე ორსულობის პერიოდში არ გამოიყენოთ.

თუ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, ამ წამლის მიღებამდე რეკომენდაციების მისაღებად თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულობის ბოლო 3 თვეში რისპერდალ კონსტა გამოიყენეთ, ახალშობილებში მშობიარობის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ძლიერი კანკალი, კუნთების დაჭიმულობა და /ანდა მოდუნება,ძილიანობა, მოუსვენრობა, სუნთქვის გაძნელება ანდა კვების პრობლემები. თუ, თქვენს ბავშვთან ამ ნიშნებიდან რომელიმე გამოვლინდება, ექიმს მიმართეთ.

რისპერდალ კონსტამ ,,პროლაქტინის’’ ჰორმონის დონის მომატება შეიძლება გამოიწვიოს და აღნიშნულმა კი შეიძლება განაყოფიერების უნარზე (ფერტილობა)უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს.(იხილეთ ნაწილი-4).

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

რისპერდალ კონსტას გამოყენება მეძუძურობის პერიოდში არ შეიძლება მანამ, სანამ ექიმი საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

რისპერდალ კონსტათი მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა, დაღლილობა, მხედველობის პრობლემები, აღნიშნულ პრობლ;ემებთან დაკავშირებით ექიმის კონსულტაციის გარეშე ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.

რისპერდალ კონსტას შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

რისპერდალ კონსტა 6 მგ ნატრიუმის ქლორიდს, 0,54 მგ ნატრიუმის ჰიდროქსიდს და 1,27 მგ დინატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატს შეიცავს. აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი ყოველი ინექციის დროს <1მმოლ (23 მგ) ნატრიუმს შეიცავს; ანუ რეალობაში მიღებულია, რომ ,,ნატრიუმს არ შეიცავს’’ .

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს ღებულობთ, აუცილებლად თქვენს ექიმს აცნობეთ:

თავის ტვინზე მოქმედი დამამშვიდებელი წამლები(ბენზოდიაზეპინები), ტკივილის დროს მიღებული ზოგიერთი წამალი(ოპიატები), ალერგიის წამლები (ზოგიერთი ანტიჰისტამინური წამალი).რისპერიდონმა ამ წამლების დამამშვიდებელი (სედატიური)ეფექტი შეილძლება გაზარდოს.

გულის ელექტრულ აქტივობაზე მოქმედი წამლები, მაგ. მალარიის წამლები, გულის რითმის მარეგულიერებელი წამლები, ალერგიის წამლები (ანტიჰისტამინური), ზოგიერთი დეპრესიის სამკურნალო წამალი და ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები.

გულის ცემის სიხშირის შემანელებელი წამლები

სისხლში კალიუმის დონის შემამცირებელი წამლები (ზოგიერთი შარდმდენები)

პარკინსონის სამკურნალო წამლები(ლევოდოფას მსგავსი)

ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობის მომამატებელი წამლები (მეთილფენიდატის მსგავსი ფსიქოსტიმულატორები)

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო წამლები. რისპერდალ კონსტამ შეიძლება სისხლის არტერიული წნევა დაწიოს დაბლა.

გულის პრობლემების ანდა სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში სითხის დაგროვებასთან დაკავშირებული შეშუპების სამკურნალოდ გამოყენებული შარდმდენები(მაგ. ფუროსემიდი ანდა ქლორთიაზიდი). მონოთერაპიის სახით ანდა ფუროსემიდთან ერთად მიღებული რისპერდალ კონსტამ ხანდაზმულ ავადმყოფებში დემენციით შეიძლება გამოიწვიოს ინსულტის ანდა სიკვდილის რისკის მომატება..

ქვემოთ ჩამოთვლილმა წამლებმა შეიძლება გამოიწვიოს რისპერიდონის ეფექტის შემცირება:

რიფამპიცინი(ზოგიერთი ინფექციური დაავადების სამკურნალო წამალი)

კარბამაზეპინი, ფენიტოინი(ეპილეფსიის სამკურნალო წამალი)

ფენობარბიტალი(ეპილეფსიის და ძილის წამალი)

თუ ამ სახის წამლების მიღება დაიწყეთ ანდა მოხმარება შეწყვიტეთ, ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს რისპერიდონის დოზის რეგულაცია.

ქვემოთ ჩამოთვლილმა წამლებმა შეიძლება გამოიწვიოს რისპერიდონის ეფექტის მომატება:

ქინიდინი(ზოგიერთი გულის დაავადებების სამკურნალო წამალი)

პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მსგავსი და დეპრესიის წამლები

ბეტა-ბლოკერების სახელით ცნობილი წამლები(გულის დაავადებების და მაღალი წნევის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები)

ფენოთიაზინები (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ ანდა დამამშვიდებლის სახით გამოყენებული წამლები)

ციმეტიდინი, რანიტიდინი(კუჭის მჟავიანობის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები)

იტრაკონაზოლი და კეტოკონაზოლი(სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები)

შიდსის და აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები, მაგ:რიტონავირი

ვერაპამილის მსგავსი წამლები, რომელიც მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ და/ანდა გულის რითმის დარღვევების სამკრუნალოდ გამოიყენება

სერტრალინი და ფლუვოქსამინი, დეპრესიის და სხვა ფსიქიატრული დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები

თუ , ამ ჯგუფის წამლების მიღება დაიწყეთ ანდა მათი მოხამრება შეწყვიტეთ, ამ დროს რისპერიდონის დონის შეცვალა შეიძლება საჭირო გახდეს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება რისპერდალ კონსტა?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

რისპერდალ კონსტა ორ კვირაში ერთხელ 25 მგ დოზით კეთდება. რისპერდალ კონსტა, ორ კვირაში ერთხელ, სამედიცინო პეროსნალის მიერ მკლავზე ანდა ბარძაყის კუნთში (დუნდულა კუნთი) ინექციის სახით კეთდება. ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება წამლის დოზა გაზარდოს.

ინექციის ეფექტი 3 კვირაზე ადრე არ ვლინდება(რადგანაც, მოქმედი ნივთიერების საინექციო მიდამოში შეწოვას დრო სჭირდება), შესაბამისად, პირველი ინექციის შემდეგ 3 კვირის განმავლობაში ექიმი შეიძლება პირის(ორალური) გზით მისაღებ რისპერდალს გამოგიწერთ. ამ თემასთან დაკავშირებით ექიმი საჭირო რეკომენდაციებს მოგცემთ. ექიმის რეკომენდაციები ყოველთვის გაითვალიწინეთ.

მკურნალობის მიმდინარეობის მიხედვით ექიმი რისპერდალ კონსტას დოზას შეიძლება შეგიცვლით ანდა გარკვეული დროის განმავლობაში ორალურ რისპერდალზე (ტაბლტირებულ ანდა ხსნარი) გადაგიყვანთ.

2 კვირაში ერთხე 50 მგ -ზე მაღალი დოზის რისპერდალ კონსტა არ უნდა გაკეთდეს.

რეკომენდირებული დოზა ქვემოთაა მოცემული:

ზრდასრულები

საწყისი დოზა:

თუ, ორალური გზით მისაღები რისპერიდონის დღიური დოზა(მაგ. ტაბლეტები) ბოლო 2 კვირის განმავლობაში 4 მგ ანდა ნაკლებია, როსპედრალ კონსტას საწყისი დოზა 25 მგ უნდა იყოს.

თუ, ორალური გზით მისაღები რისპერიდონის დღიური დოზა(მაგ. ტაბლეტები) ბოლო 2 კვირის განმავლობაში 4 მგ -ზე მეტია, რისპერდალ კონსტას საწყისი დოზა 37,5 მგ უნდა იყოს.

თუ, რისპერიდონის გარდა ორალურად სხვა ანტიფსიქოლიზურ წამალს ღებულობთ, რისპერდალ კონსტას საწყისი დოზა არსებულ მკურნალობაზე იქნება დამოკიდებული. ექიმი შეიძლება რისპერდალ კონსტას 25 მგ ანდა 37,5 მგ დოზას შეგირჩევთ. თქვენთვის საჭირო დოზას ექიმი გადაწყვეტს.

მომდევნო დოზა:

ჩვეულებრივი დოზაა 25 მგ ყოველ ორ კვირაში ინექციის სახით.

უფრო მაღალი დოზის სახით შეიძლება საჭირო გახდეს 37,5 მგ ანდა 50 მგ. ექიმი თქვენთვის საჭირო რისპერდალ კოსტას დოზას შეგირჩევთ.

პირველი ინექციიდან შემდგომი პირველი 3 კვირის განმავლობაში ექიმმა შეიძლება გამოგიწეროთ პირის(ორალური) გზით მისაღები რისპერიდონი.

მიცემის გზა და მეთოდი:

რისპერდალ კონსტას ინექცია მხოლოდ შპრიცის შიგნით არსებული სითხის და პატარა ფლაკონის შიგნით არსებული ფხვნილის ერთმანეთში შერევის შემდეგ კეთდება კუნთებში.

რისპერდალ კონსტას ინექცია ბარძყზე (დუნდულოზე)ანდა მკლავზე, 2 კვირაში ერთხელ სამედიცინო პერსონალის მიერ კუნთებში კეთდება. ინექციები მარჯვენა და მარცხენა მხარეს მონაცვლეობით უნდა გაკეთდეს, ვენაში არ უნდა გაკეთდეს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

რისპერდალ კონსტა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ უნდა იქნა გამოყენებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

რეკომენდირებული დოზაა: 2 კვირაში ერთხელ 25 მგ ინტამუსკულარული ინექცია.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა:

თუ, თირკმლების ანდა ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, ამავე დროს ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ სულ ცოტა 2მგ ორალური გზით მიღებულ რისპერდალის დოზის ტოლერანტობა კარგია, ამ შემთხვევაში შესაძლებელია 2 კვირაში ერთხელ 25 მგ რისპერდალ კონსტათი მკურნალობა ჩაიტაროთ.

თუ ფიქრობთ, რომ რისპერდალ კონსტას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ რისპერდალ კონსტას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

რისპერდალ კონსტას საჭირო დოზაზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები: ძილიანობა, დაღლილობა, სხეულის ანორმალური მოძრაობები, ფეხზე დგომის და სიარულის გაძნელება, დაბალი არტერიული წნევით გამოწვეული თავბრუსხვევა და გულის ცემის სიხშირის დარღვევა. ასევე დაფიქსირებულია გულის ანორმალური ელექტრული გამტარობა და გულყრები (კრუნჩხვები).

თუ, საჭიროზე მეტი რისპერდალ კონსტა გაიკეთეთ ანდა 2 კვირაში 1 ინექციაზე მეტი გაიკეთეთ, თქვენს ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართეთ.

რისპერდალ კონსტას საჭირო დოზაზე მეტი დოზის გამოყენების შემთხვევაში, ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ რისპერდალ კონსტას მიღება დაგავიწყდებათ:

თუ რისპერდალ კონსტას მიღება დაგავიწყდებათ, ექიმს უთხარით. ექიმი გადაწყვეტს გამოტოვებული დოზა როდის უნდა გაიკეთოთ. დავიწყებული დოზა უმოკლეს დროში უნდა გაკეთდეს.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გაიკეთოთ.

რისპერდალ კოსნტათი მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:

თუ, მკურნალობას დაასრულებთ, წამლის ეფექტი დაიკარგება. თუ, ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობას შეწყვიტთ, დაავადების ნიშნები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს.

თუ, უფრო მეტი კითხვა გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, რისპერდალ კონსტას შემადგენლობაში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, რისპერდალ კონსტას მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.

ქვემოთ ჩამოთვლილი ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ:

თუ დემენცია გაქვთ და თუნდაც მოკლე დროით თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა შეიცვლება, სახეზე, ხელებსა და ფეხებზე დაბუჟებას და ძალის დაკარგვას იგრძნობთ, განსაკუთრებით თუ ეს ჩივილები ცალმხრივია, ასევე თუ, მეტყველების პრობლემას შემაჩნევთ, ეს ყველაფერი ინსულტის ნიშნები შეიძლება იყოს.

გვიანი დისკინეზიის განვითარება(სახის, ენის, ანდა სხეულის სხვა მიდამოების უკონტროლო კანკალი ანდა რითმული მოძრაობები): ენის, პირის ანდა სახის უნებლიე რითმული მოძრაობების გამოვლენის შემთხვევაში სასწრაფოდ ექიმს დაუკავშირდით. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს რისპერდალ კონსტას მიღების შეწყვეტა.

ქვემოთ ჩამოთვლილი იშვიათი გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში სასწრაფოდ ექიმს აცნობეთ:

სისხლძარღვში თრომბის წარმოქმნა, განსკუთრებით ფეხებში(აღინიშნება შესივება, ტკივილი და სიწითლე). აღნიშნულ თრომბს სისხლძარღვის საშუალებით შეუძლია ფილტვებამდე მიაღწიოს და გამოიწვიოს ტკივლი მკერდში და სუნთქვის გაძნელება. ამ სიმპტომებიდან რომელიმეს თუ შეამჩნევთ, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ.

ცხელების, კუნთების რიგიდობის, ოფლიანობის ანდა ცნობიერების დაკარგვას თუ შეამჩნევთ (ნეიროლეპტიური მალიგნიზაციუროი სინდრომის სახელით ცნობილი დარღვევა), შეიძლება სასწრაფოდ სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ.

თუ, მამაკაცი ხართ და გახანგრძლივებული ანდა მტკივნეული ერექცია გაქვთ, ამ მდგომარეობას ,, პრიაპიზმს’’ უწოდებენ და შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ.

შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: ცხელება, პირის ღრუს შეშუპება, სახის, ენის და ტუჩების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ქავილი, კანის სიწითლე, დაბალი არტერიული წნევა. იმის მიუხედავად, რომ მანამდე ორალური გზით მიღებული რისპერიდონის ტოლერანტობა კარგი გქონდათ, რისპერდალ კონსტას ინექციის შემდეგაც იშვითად შეიძლება ალერგიული რეაქციები განვითარდეს.

ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ რისპერდალ კონსტას მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

ქვემოთ მოცემულია სხვა გევრდითი ეფეტები, რომელიც შეიძლება გამოლინდეს:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

ძალიან გავრცელებული:

გაცივების ნიშნები

ჩაძინების ანდა ძილის გაგრძლების გაძნელება

ფსიქიკური დეპრესია, შიში და შფოთვა

პარკინსონიზმი: ამ შემთხვევაში შეილება გამოვლინდეს:მოძრაობებს შენელება ანდა დარღვევა, კუნთების რიგიდობა ანდა დაძაბულობის შეგრძნება (განაპირობებს ნორმალური მოძრაობების შესრულების გაძნელებას), ზოგჯერ ერთი მოძრაობა უეცრად გაშეშდება და კვლავ დაიწყება, ნელი და ფეხის თრევით სიარული, დასვენების დროს კანკალი, ნერწყვის ჭარბი გამოყოფა ანდა პირის ღრუში სისველე, სახის ჩვეულებრი გამომეტყველების დაკარგვა

თავის ტკივილი

გავრცელებული

ფილტვების ინფექცია (პნევმონია), სასუნთქი გზების ინფექცია(ბრონქიტი), წიაღების ჩირქოვანი ანთება(სინუსიტი)

საშარდე გზების ჩირქოვანი ანთება, გრიპის მსგავსი მდგომარეობა, სისხლნაკლებობა (ანემია)

რისპერდალ კონსტა იწვევს პროლაქტოინის სახელით ცნობილი ჰორმონის მომატებას სისხლში, ასეთი მდგომაეობის დროს შეიძლება დამახასიათებელი ნიშნები გამოვლინდეს, შეიძლება არ გამოვლინდეს. თუ, დამახასიათებელი ნიშნები გამოვლინდება, შეიძლება გამოვლინდეს: მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის შესივება, ერექციის პრობლემები, სქესობრივი მოთხოვნილების შემცირება ანდა სხვა სქესობრივი ფუნქციების დარღვევა. ქალებში სარძევე ჯირკვლების პრობლემები, ძუძუდან რძის გადმოსვლა, მენსტრუალური ციკლის დაგვიანება ანდა მენსტრუალური ციკლის ანდა განაყოფიერების პრობლემები

სისხლში შაქრის დონის მომატება, წონის მომატება, მადის მომატება, წონის დაკარვა, მადის დაკარგვა

ძილის დარღვევები, გაღიზიანება, სქესობრივი მოთხოვნილების შემცირება, შფოთვა, ძილიანობა ანდა ვერ გამოფხიზლება.

დისტონია: ამ მდგოამრეობაში ვლინდება კუნთების ნელი ანდა მუდმივი და უნებლიე კრუნჩხვები. შეიძლება გამოვლინდეს სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში და შეიძლება გამოიწვიოს ანორმალური დგომა. ყველაზე ხშირად სახის კუნთებში შეიმჩნევა, ანორმალური მოძრაობები ვლინდება თვალის, პირის, ენისა და ყბის მიდამოშიც.

თავბრუსხვევა

დისკინეზია: კუნთების უნებლიე მოძრაობებია.ეს მოძრაობები მეორდება და კრუნჩხვებით, მტკივნეული შეკუმშვებით და თრთოლვით ვლინდება.

კანკალი

მხედველობის შემღვრევა

გულის ცემის გახშირება

სისხლის არტერიული წნევის დაცემა, ტკივილი მკერდში, სისხლის არტერიული წნევის მომატება

ჰაერის უკმარისობა,ყელის ტკივილი, ხველა, ცხვირის გაჭედვა

მუცლის ტკივილი, მუცელში დისკომფორტი, ღებინება, გულისრევა, კუჭის ანდა ნაწლავების ინფექცია, ყაბზობა, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა, პირის სიმშრალე, კბილის ტკივილი

კანზე გამონაყარი

კუნთების სპაზმი, ძვლების ანდა კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი

შარდის შეუკავებლობა

მამაკაცებში ერექციის პრობლემები

მენსტრუალური ციკლის არ არსებობა

სარძევე ჯირკვლებიდან რძის გადმოსვლა

სხეულზე, ხელებსა და ფეხებში შესივება, ცხელება, სისუსტე, გამოფიტვა (დაღლილობა)

ტკივილი

ინექციის ადგილას რეაქცია (ქავილი, ტკივილი ანდა შესივება)

ღვიძლის ტრანსამინაზური ფერმენტების მომატება, გამა გლუტამილ ტრანსფერაზას სახელით ცნობილი ფერმენტის მომატება

ხშირი დაცემა

ნაკლებად გავრცელებული

სასუნთქი გზების ჩირქოვანი ანთება, შარდის ბუშტის ჩირქოვანი ანთება, ყურის ჩირქოვანი ანთება, თვალის ჩირქოვანი ანთება, ნუშისებრი ჯირკვლის ჩირქოვანი ანთება, ფრჩხილებზე სოკოვანი ინფექცია, კანის ჩირქოვანი ანთება, განსაზღვრული მიდამოს შემოსაზღვრული ანთება, ვირუსებით გამოწვეული ჩირქოვანი ანთება, ტკიპებით გამოწვეული კანის ანთება, კანქვეშა აბსცესი

სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება, სისხლში თრომბოციტების შემცირება (სისხლდენის შეჩერებაში მონაწილე უჯრედები), სისხლის წითელი უჯრედების შემცირება

ალერგიული რეაქციები

შარდში შაქრის დონის მომატება, შაქრიანი დიაბეტი ანდა შაქრიანი დიაბეტის დამძიმება

მადის შემცირების გამო კვების დარღვევები და წონის დაკლება

სისხლში ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის სახელით ცნობილი ნივეთიერებების მომატება

აღფრთოვანუბელი განწყობა (მანია), გონების არევა, ორგაზმის პრობლემები, გაღიზიანება, კოშმარები

ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები(გულყრები), გონების დაკარგვა

სხეულის სხვადახვა მიდამოების მოძრაობის შეგრძნება, სხეულის დისბალანსი, მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა, ფეხზე ადგომისას თავბრუსხვევა, ყურადღების გაფანტვა, მეტყველების დარღვევა, გემოს შეგრძნების დარღვევები, კანის მიერ ტკივილის და შეხების შეგრძნების შემცირება, კანზე ჩხვლეტის შებრძნება, დაბუჟება, პარესთეზიები.

თვალის ჩირქოვანი ანთება(წითელი თვალი), თვალის სიმშრალე, ცრემლდენის მომატება, თვალის სიწითლე

ტრიალის შეგრძნება(ვერტიგო), ყურებში ხმაური, ყურის ტკივილი

ატრიალური ფიბრილაცია(გულის რითმის სიხშირის მკვეთრი მომატება), გულის ზემო და ქვემო მონაკვეთებს შორის გამტარებლობის დარღვევა, გულის ელექტრული გამტარებლობის დარღვევა, გულში QT ინტერვალის გახანგრძლივება, გულის ცემის შენელება, გულის ელექტრული გამტარებლობის გრაფიისას (ეკგ/ელექტროკარდიოგრამა)ანორმალობა, მკერდში გულის ფრიალის შეგრძნება.

ფეხზე დადგომისას სისხლის არტერიული წნევის დაცემა, შედეგად რისპერდალ კონსტას მომხმარებელ ავადმყოფებში უეცრად ფეხზე ადგომისას ანდა დაჯდომისას თავბრუსხვევა ანდა გონების დაკარგვა ვლინდება.

სწრაფი და ზედაპირული სუნთქვა, სასუნთქი გზების დახშობა, ხმაურიანი სუნთქვა, ცხვირიდან სისხლდენა

განავლის შეუკავებლობა, ყლაპვის გაძნელება, მუცელში აირების ჭარბი დაგროვება

ქავილი, თმის ცვენა, ეგზემა, კანის სიმშრალე, კანის სიწითლე, კანის ფერის ცვლილება, აკნე, კანზე ანდა თავის ქალის კანზე ქავილი და აქერცვლა

სისხლში კრეატინ-ფოსფოკინაზას სახელით ცნობილი ფერმენტის მომატება. ეს ფერმენტი ზოგჯერ კუნთების დასუსტების შედეგად გამოიყოფა.

სახსრების გამკვრივება, სახსრების შესივება, კუნთების განლევა, კისრის ტკივილი

ხშირი შარდვა, მოშარდვის გაძნელება, მტკივნეული შარდვა

ეაკულაციის დარღვევები, მენსტრუალური ციკლის დაგვიანება, ციკლის არ არსებობა ანდა ციკლის სხვა დარღვევები, მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის გადიდება,სქესობრივი აქტის დარღვევები, სარძევე ჯირკვლის ტკივილი, სარძევე ჯირკვლებში დისკომფროტი, ვაგინალური გამონადენი

სახის,პირის, თვალის ანდა ტუჩების შეშუპება

კანკალი, სხეულის ტემპერატურის მომატება

სიარულის მანერის შეცვლა

გაუწყლოების შეგრძნება,ცუდად ყოფნის შეგრძნება, მკერდში დისკომფორტის შეგრძნება, უხასიათობა

კანის გამკვრივება

სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება

ინექციის დროს ტკივილი

იშვიათი

სხეულის ჩირქოვანი ანთებისგან (ინფექციისგან) დამცავი სისხლის უჯრედების შემცირება

შარდის მოცულობის მარეგულირებელი ჰორმონის არასათანადო სეკრეცია

სისხლში შაქრის დონის შემცირება

წყლის ჭარბი დალევა

ძილში სიარული

ძილთან დაკავშირებული კვების დარღვევები

სიფხიზლის დროს მოქმედების ან რეაგირების უუნარობა (კატატონია)

გრძნობების გაქრობა, აპათია

ცნობიერების დონის დაცემა

თავის ქნევა

თვალების მოძრაობის დარღვევა, თვალის მოძრაობის გადახრა, თვალის სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა

კატარაქტის ოპერაციის დროს თვალის პრობლემები. თუ რისპერდალ კონსტას იყენებთ ანდა გამოიყენეთ, კატარაქტის ოპერაციის დროს, ინტრაოპერაციულად მოდუნებული (Floppy) ირისის სინდრომის სახელით ცნობილი სურათი ვლინდება. თუ, კატარაქტის ოპერაციის გაკეთებას გეგმავთ, ექიმს აცნოებთ, რომ ამ წამალს ღებულობთ.

გულის ცემის რითმის დარღვევა

სხეულის ჩირქოვანი ანთებისგან (ინფექციისგან) დამცავი სისხლის უჯრედების მკვეთრი შემცირება, ეოზინოფილების სახელით ცნობილი სისხლის თეთრი უჯრედების მომატება

ღამით ნორმალური ძილის დროს მოკლე პერიოდით სუნთქვის გაჩერება (ძილის აპნე)

საკვების ფილტვებში გადაცდომის შედეგად პნევმონია, ფილტვებში სავსეობა, ფილტვებში ხმაურიანი ხმანობები, ხმის შეცვლა, სასუნთქი გზების პრობლემები

პანკრეასის ჩირქოვანი ანთება, ნაწლავების დახშობა

ძალიან მკვრივი განავალი

წამალთან დაკაშირებული კანის გამონაყარი

ურტიკარია, კანის გასქელება, ქერცლი, კანის დაზიანებები, კანზე იარები

კუნთოვანი ბოჭკოების განლევა და კუნთების ტკივილი(რაბდომიოლიზი)

დგომის ანორმალობა

სარძევე ჯირკვლების გადიდება, ძუძუდან გამონადენი

სხეულის ტემპერატურის შემცირება, მოუსვენრობის გრძნობა

თვალის და კანის გაყვითლება(სიყვითლე)

სახიფათოდ გადაჭარბებული წყლის დალევა

სისხლში ინსულინის ჰორმონის მომატება (სისხლში შაქრის დონის მარეგულირებელი ჰორმონი)

თავის ტვინის სისხლძარღვებში პრობლემები

გამღიზიანებელზე რეაგირების შეუძლებლობა

უკონტროლო შაქრიან დიაბეტთან დაკაშირებული კომა

მხედველობის უეცარი დაკარგვა და სიბრმავე

თვალის შიგა წნევის მომატება(გლაუკომა), თვალის ქუთუთოს კიდეებში აქერცვლა

სიწითლე, ენის შესივება

ტუჩების დასკდომა

გახანგრძლივებული რიგიდული მდგომარეობა (პრიაპიზმი), რომელიც ქირურგიულ მკურნალობას საჭიროებს

სარძევე ჯირკველბის გადიდება

ხელების და ფეხების გაცივება

წამლის შეწყვეტის ნიშნები

ძალიან იშვიათი

უკონტროლო დიაბეტით გამოწვეული სიცოცხლისათვის საშიში მოვლენები

სერიოზული ალერგიული რეაქცია ყელის შეშუპებით და სუნთქვის გაძნელებით

ნაწლავებში კუნთოვანი მოძრაობის ნაკლებობის გამო ობსტრუქცია

ქვემოთ აღნიშნული გვერდითი ეფექტი გამოვლინდა პალიპერიდონის წამლის გამოყენებისას, რომელიც ძალიან ჰგავს რისპერიდონს და ამიტომ რისპედრფალ კონსტას მიღების შემთვევაშიც მოსალოდნელია.

ფეხზე ადგომისას გულისცემის აჩქარება

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

  • რისპერდალ კონსტას შენახვა

რისპერდალ კონსტა ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ 2-80 C ტემპერატურაზე (მაცივარში).

სიანთლისგან დაიცავით.

>250 C ტემპერატურაზე არ დატოვოთ.

თუ წამლის მაცივარში შენახვა შეუძლებელია, რისპერდალ კონსტას გამოყენებამდე მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში უნდა შეინახოთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.

თუ, წამალი განზავების შემდეგ შეინახება 25°C ტემპერატურაზე ან ქვემოთ, ის უნდა იქნას გამოყენებული 6 საათის განმავლობაში.

პროდუქტი, რომელიც არ ინახება მაცივარში, 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე არ დატოვოთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ რისპერდალ კონსტა არ გამოიყენოთ.

თუ პროდუქტზე ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, რისპერდალ კონსტა არ გამოიყენოთ.

ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი: შპს. Johnson and Johnson Sıhhi ბალ სან ვე თიჯ

ერთურქის ქ. ქეჩელი პლაზა N:13 34810

ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბული

ტელ: 0 216 538 20 00

წარმოების ადგილი: Alkermes Inc. - Ohio/ABD

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 21/10/2019-შია დამოწმებული.

JANSSEN © JANSSEN 2019

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია იმ პირისთვის, რომელიც განახორციელებს პრეპარატის გაკეთებას

დოზირება:

რისპერდალ კონსტა ორ კვირაში ერთხელ კეთდება.

ზრდასრულები:

რეკომენდირებული დოზაა- ორ კვირაში ერთხელ 25 მგ ინტრამუსკულარული ინექცია. ზოგიერთ ავადმყოფში სარგებელი უფრო მაღალი დოზების -37,5 მგ ანდა 50 მგ მიიღებისას ვლინდება. შიზოფრენიით დაავადებული პაციენტების კლინიკური კვლევებით დაფიქსირდა, რომ 75 მგ მიღების შემთხვევაში უფრო მეტი ეფექტი არ გამოვლენილა. 50 მგ-ზე მეტი დოზები ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში

არ არის შესწავლილი. ორ კვირაში ერთხელ 50 მგ-ზე მაღალი დოზა არ არის რეკომენდირებული.

რისპერდალ კონსტას პირველი ინექციიდან მომდევნო სამ კვირიანი დაგვიანების პერიოდში საჭიროა საკმარის დონეზე ანტიფქსიქოზური წამლებით მხარდაჭერა.(იხილეთ ნაწილი 5.2).

საწყისი დოზა:

რეკომენდირებული დოზაა-ორ კვირაში ერთხელ 25 მგ ინტრამუსკულარული ინექცია. ორი კვირის ანდა უფრო მეტი დროის განმავლობაში ფიქსირებული დოზით ორალური რისპერიდონის მომხმარებელი ავადმყოფებისთვის გათვალისწინებული უნდა იქნას ქვემოთ მოცემული მონაცვლეობის სქემა. ავადმყოფები, რომლიც მკურნალობდნენ 4 მგ ანდა უფრო დაბალი დოზის ორალური რისპერიდონით, რეკომენდირებულია 25 მგ რისპერდალ კონსტა, ავადმყოფები, რომლებიც უფრო მაღალი დოზის ორალური რისპერიდონით მკურნალობდნენ, რეკომენდირებული დოზაა 37,5 მგ-იანი რისპერდალ კონსტა.

რისპერდალ კონსტას პირველი ინექციის შემდეგი სამი კვირის დაგვიანების პერიოდში უნდა დარწმუნდეთ, რომ ორალური რისპერიდონი ანდა მანამდე გამოყენებული ორალური ანტიფსიქოზური დაცვა უზრუნველყოფილია.(იხილეთ ნაწილი 5.2).

რისპერდალ კონსტას პირველი ინექციის შემდეგ სამ კვირიანი დაგვიანების პერიოდში ორალური რისპერიდონით ანდა ანტიფსიქოზური პრეპარატით საკმარისი დაცვა თუ არ იქნება უზრუნველყოფილი, შიზოფრენიის გამწვავების პერიოდში რისპერდალ კონსტა არ უნდა იქნას გამოყენებული.

ავადმყოფთა უმრავლესობაში რეკომენდირებული დოზაა -ორ კვირაში ერთხელ 25 მგ ინტრამუსკულარული ინექცია. ზოგიერთ ავადმყოფთან სასარგებლო ეფექტის მისაღებად გამოიყენება 37,5 მგ ანდა 50 მგ მაღალი დოზები.

კლინიკური კვლევით გამოვლინდა, რომ 75 მგ დოზით დამატებითი სარგებელი არ დაფიქსირებულა. ორ კვირაში ერთხელ 50მგ -ზე მაღალი დოზები არ არის რეკომენდირებული.

გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა:

დოზის კორექტირება ( მომატება) 4 კვირაზე უფრო ხშირი ინტერვალით არ უნდა გაკეთდეს. აღნიშნული დოზის კორექტირების ეფექტის მოლოდინი, პირველი მაღალი დოზის გაკეთების შემდეგ სამ კვირაზე ადრე არ უნდა ვიქონიოთ.

გაკეთების ფორმა:

ავადმყოფებში, რომელთაც მანამდე რისპერიდონი არ გამოუყენებიათ, რისპერდალ კონსტათი მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია პერორალური რისპერიდონის ამტანობის განსაზღვრა.

რისპერალ კონსტა, შესაბამისი დამცავი ნემსის გამოყენებით, ბარძყის-(დუნდულოს) (გლუტეალური გაკეთება) ანდა მკლავის (დელტოიდური გაკეთება) ღრმა კუნთებში ინექციის გზით კეთდება. მხრის მიდამოდან ინექციისთვის გამოიყენება 1 ინჩიანი ნემსი, ინექცია ორივე მხარზე მონაცვლეობით კეთდება. დუნდულოს მიდამოში ინექციისთვის გამოიყენება 2 ინჩიანი ნემსი და ინექციები დუნდულოებს შორის მონაცვლეობით უნდა გაკეთდეს. ინტრავენური გზით ინექცია არ უნდა გაკეთდეს (იხილეთ ნაწილი-4.4.).

რისპერდალ კონსტას წარმატებით გაკეთდებისთვის საჭიროა გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული პუნქტების გათვალისწინება.

30 წუთი დაელოდეთ

წამლის განზავებამდე დოზის შეფუთვა მაცივრიდან გამოიტანეთ და ოთახის ტემპერატურაზე მინიმუმ 30 წუთით დააყოვნეთ.

სხვა ნებისმიერი ფორმით არ გაათბოთ.

გამოიყენეთ მოწოდებული ნაწილები

ამ დოზის შეფუთვაში შემავალი ნაწილები სპეციალურად რისპერდალ კონსტას გამოყენებისთვის არის შექმნილი. რისპერდალ კონსტა მხოლოდ შეფუთვაში არსებული გამხსნელით უნდა განზავდეს.

დოზის შეფუთვაში არსებული არცერთი შემადგენელი ნაწილი არ შეცვალოთ.

სუსპენზია განზავების შემდეგ არ შეინახოთ.

დალექვის თავიდან აცილების მიზნით, დოზის განზავების შემდეგ უმოკლეს დროში ინექცია გააკეთეთ.

სწორი დოზირება

იმისათვის, რომ დარწმუნდეთ რისპერდალ კონსტას საჭირო დოზა სრულად გაკეთდა, ფლაკონი სრულად უნდა დაიცალოს.

ერთჯერადი გამოყენების მოწყობილობა

განმეორებით არ გამოიყენოთ. სამედიცინო მოწყობილობების დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის უნდა შეიცვდეს განსაკუთრებით სპეციფიკურ მახასიათებლებს. ეს მახასიათებლები მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის უნდა იყოს მიმართული. შემდგომი მოხმარების მხრივ გასათვალისწინებელია რომ, სამედიცინო აპარატის განმეორებით აწყობა საჭიროებს დამატებით შრომას, ასევე ზემოქმედებას ახდენს მოწყობილობის მთლიანობის შენარჩუნებაზე ანდა შედეგად შეიძლება მოწყობილობა სრულფასოვნად ვერ იმუშავებს, გაფუჭდება.

დოზის შეფუთვის შემადგენელი ნაწილები

ფლაკონის ადაპტერი(გადამყვანი) -ლუერის ხვრელი-ბასრი ბოლო-კალთა(ფოტო მარცხნივ-1 ზემოთ)

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორი-დგუშის ღერო-გამხსნელი-თეთრი სახელური-თეთრი სახურავი (ფოტო მარჯვნივ-2- ზემოთ)

ფლაკონი-ფერადი სახურავი-მიკროსფეროები (ფოტო მარცხნივ 1-ქვემო)

Terumo SurGuard-3

ინექციის ნემსები-მწვანე ფერში-დელტოიდური 2,5 სმ, ყვითელ ფერში-გლუტეალური 5,1 სმ. ნემსის გამჭვირვალე დამცავი(ზემო წარწერა)-ნემსის უსაფრთოების აპარატი(მარჯვნივ ქვემო წარწერა).

1-ლი ეტაპი შეფუთვის ნაწილების აწყობა

ფლაკონის ადაპტერი ფლაკონზე დაფიქსირდება

ფლაკონის სახურავი მოიხსნება.

ფლაკონის ფერადი სახურავი მოიხსნება.

ნაცრისფერი საცობი სპირტიანი ბამბით გაიწმინდება. გასაშრობად ჰაერზე დაიტოვება. ნაცრისფერი კაუჩუკის საცობი არ იხსნება. (შესაბამისი შინაარსის ფოტო-1)

ფლაკონის ადაპტერის მომზადება-სტერილური ბლისტერი ისე დაიჭირეთ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. დამცავი ქაღალდი აცლის სახით მოაცილეთ.

ფლაკონის ადაპტერი ბლისტერიდან არ იხსნება.

ბასრ ბოლოს არასდროს შეეხოთ. ენ კონტამინაცის გამოიწვევს.(ფოტო-2)

ფლაკონის ადაპტერის ფლაკონზე დაფიქსირდება.

ფლაკონი მყარ ზედაპირზე დაიდება და ქვემო მონაკვეთში დაფიქსირდება თითებით. ფლაკონის ადაპტერი ნაცხრისფერი კაუჩუკის საცობის ცენტრზე დამიზნებით და შემდეგ ზეწოლით მყარად დაფიქსირდება, ჩაჯდება. (ფოტო-3)

ფლაკონის ადაპტერი კუთხოვანი სახით, გვერდზე არ უნდა ჩაფიქსირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამხსნელმა შეიძლება ფლაკოში გაჟონოს. (ფოტო-4)

გამოყენებისთვის მზა ინჟექტორის ფლაკონის ადაპტერზე მიმაგრება

სტერიური ბლისტერი მოიხსნება (ფოტო-1)

!ფლაკონის ადაპტერი სტერილური ბლისტერიდან მოიხსნება მხოლოდ მაშინ, როცა თეთრი სახურავი გამოყენებისთვის მზა ინჯექტორიდან მოსახსნელად მზად იქნება.

ფლაკონიდან გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით დაიჭირეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. ფლაკონის ბოლო ნაწილი თითით დაიჭირეთ და ზემოთ სტერილური ბლისტერი რომ მოხსნათ ზემოთ მოქაჩეთ.

არ შეანჯღრიოთ.

ფლაკონის ადაპტერის ზემოდან ღია ლუერის ხვრელს არ შეეხოთ. ეს კონტამინაციას გამოიწვევს.

სათანადოდ დაჭერა

ინჟექტორის ბოლოში არსებული თეთრ სახელურს თითები ჩასჭიდეთ.9ფოტო-2)

ინჟექტორის აწყობის დროს ცილინდრის მონაკვეთიდან არ დაიჭიროთ (ფოტო-3)(არასწორია)

სახურავი მოხსნა (ტიკ-ხმას გამოცემს) (ფოტო-4)

მარცხენა ხელით თეთრი დაიჭირეთ და მარჯვენა ხელით თეთრ სახურავს მოქაჩეთ. თეთრი სახურავი არ დაატრიალოთ ანდა არ გაჭრათ. ინჟექტორის ბოლოს არ შეეხოთ, ეს კონტამინაციას გამოიწვევს.

! თეთრი სახურავის მოხსნისას, ინჟექტორი ასე უნდა გამოიყურებოდეს.-ფოტო-5

გატეხილი სახურავი შეგიძლიათ გადააგდოთ.

ინჟექტორის ფლაკონის ადაპტერზე მიმაგრება. ფლაკონის ადაპტერის მყარად დაფიქსირებისთვის კალთის ნაწილიდან დაიჭირეთ. ინჟექტორი დაიჭირეთ თეთრი სახელურიდან, შემდეგ წვერო ფლაკონის ადაპტერის ლუერის ხვრელს მოარგეთ. მინის ინჟექტორის ცილინდრის მიდამოში არ დაიჭიროთ. ეს თეთრი სახელურის დარბილებას ანდა გამოსვლას გამოიწვევს. ინჟექტორი ფლაკონის ადაპტერზე მყარად საათის ისრის მიმართულებით მობრუნების მოძრაობით მოარგეთ,სანამ არ ჩაჯდება. ზედმეტად არ მოუჭიროთ. ზედმეტი მოჭერა ინჟექტორის წვეროს მოტეხვას გამოიწვევს. (ფოტო-6)

მე-2 ეტაპი მიკროსფეროების განზავება

გამხსნელის ფლაკონში ინჟექტირება (ჩახმა). გამხსნელის სრული რაოდენობა ფლაკონში ჩაისხმება.(ფოტო-1)

! ფლაკონის შიგთავსი ამ დროს წნევის ქვეშ იქნება, ამიტომ დგუშის ღეროზე ცერა თითი დაჭერილი გქონდეთ.

მიკროსფეროსების განზავება- დგუში ღეროზე დაჭერით, ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, სულ ცოტა 10 წამის განმავლობაში ძლიერად შეანჯღრიეთ. სუსპენზია გაკონტროლდება. შესაბამისი ფორმით შერევისას, სუსპენზია უნდა იყოს ერთგვაროვანი, ინტენსიური და რძის მსგავსი ფერის. მიკროსფეროები ხსნარში ხილული უნდა იყოს. სუსპენზია რომ არ დაილექოს, მაშივნე შემდეგ ეტაპზე უნდა გადახვიდეთ. (ფოტო-2)

სუსპენზია ამოიქაჩება ინჟექტორში. ფლაკონი სრულად თავდაყირა პოზიციაში დაიჭირეთ. მთლიანი შიგთავსის ფლაკონიდან ინჟექტორში გადმოსვლისთვის, დგუშის ღერო ნელ-ნელა ქვემოთ მოქაჩეთ,(ფოტო-3)

ფლაკონის ადაპტერის მოხსნა

მარცხენა ხელით ინჟექტორის თეთრი სახელური დაიჭირეთ და მარჯვენა ხელით ფლაკონი ადაპტერიდან მოხსენით. ფლაკონის ეტიკეტის ნაწილი ხვრელის ადგილას გაიხევა. მოხსნილი ეტიკეტი ამოცნობის მიზნით ინჟექტორზე გადაეკვრება. ფლაკონი და ფლაკონის ადაპტერი შესაბამისი ფორმით გადაიგდება. (ფოტო-4)

მე-3 ეტაპი ნემსის მორგება

ფოტო-მწვანე- დელტორიდური 2,5 სმ ნემსი, მკლავის მითითება

ფოტო-ყვითელი- გლუტეალური 5,1 სმ ნემსი, დუნდულოს მითითება

შესაბამისი ნემსის შერჩევა- ინექციის ლოკალიზაციის ადგილის მიხედვით შესაბამისი ნემსი შეირჩევა(გლუტეალური ანდა დელტოიდური)

ნემსის მორგება- ბლისტერის პარკი ნაწილობრივ ააშრევეთ ისე, რომ ნემსის ბოლო ნაწილი თითით დაიჭიროთ. ინჟექტორის თეთრი სახელურის მარცხენა ხელში და ნემსის მარჯვენა ხელში დაჭერით, საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით, ტრიალით მოარგეთ ლუერის ხვრელს მყარად. ნემსის ლუერის ხვრელთან შეხება არ შეიძლება, ეს კონტამინაციას გამოიწვევს. (ფოტო2)

მიკროსფეროების მოძრაობა კვლავ შეჩერებულია ამიტომ ბლისტერის პარკი სრულად მოიხსნება. ინექციამდე შეიძლება იყოს პრეპარატის დალექვა, ამ დროს ინჟექტორი კვლავ ძლიერად შეინჯღრევა. (ფოტო-3)

მე-4 ეტაპი დოზის ინჟექტირება-გაკეთება

ნემსის გამჭვირვალე დამცავი მოიხსნება. ნემსის უსაფრთხოების მოწყობილობა ინჟექტორიდან უკანა მიმართულებით მოძრაობით მოიხსნება, ისე, როგორც ფოტოზეა აღნიშნული. შემდეგ ინჟექტორზე არსებული თეთრი სახელურიდან დაჭერით ნემსის გამჭვირვალე დამცავი ფრთხილად, სწორი მიმართულებით მოქაჩვით მოიხსნება. ნემსის გამჭვირვალე დამცავის დატრიალება არ შეიძლება, რადგანაც შეიძლება გამოიწვიოს ლუერის ხვრელის-კავშირის მოდუნება.(ფოტო-1)

ჰაერის ბუშტუკების გამოდევნა

ნემსის ვერტიკალურად დაჭერით და მსუბუქი დარტყმით ჰაერის ბუშტუკების ზემოთ გადასვლა უზრუნველყავით. ჰაერის მოცილების მიზნით დგუშზე თითის დაჭერით ნელ-ნელა ზემოთ გადაატარეთ. (ფოტო-2)

ინექციის გაკეთება

ინჟექტორის სრული რაოდენობა ი.მ -ინტრამუსკულარულად ავადმყოფის დუნდულოს ანდა მკლავის არეში მაშინვე გააკეთეთ. ინტრავენურდ არ კეთდება (ფოტო-3)

ნემსი უსაფრთხოების მოწყობილობაზე დაფიქსირდება

ერთი ხელის გამოყენებით ნემსი უსაფრთხოების მოწყობილობას 45 გრადუსიანი დახრით მყარ და სწორ ზედაპირზე მოარგეთ. ნემსის უსაფრთხოების აპარატზე სრულად მორგებამდე სწრაფი და მკვეთრი მოძრაობით ჩაიდგმება.(ფოტო-4)

ნემსის დასობის ტრავმების თავიდან აცილება: ორი ხელი არ გამოიყენება. ნემსის უსაფრთხოების აპარატი სპეციალურად არ მოხსნათ ანდა არასწორად არ გამოიყენოთ. ნემსის მოღუნვის ანდა დაზიანების შემთხვევაში, ნემსის გასწორება არ შეიძლება ანდა უსფრთხოების აპარატზე მოერგება არ შეიძლება.

ნემსები შესაბამისი ფორმით განადგურდება- ნემსის უსაფრთხოების აპარატზე სრულად მორგება გააკონტრიოლეთ. ნემსები შესაბამის სახიფათო ნარჩენების კოლოფში ჩააგდეთ. ასევე, დოზის შეფუთვაში არსებული გამოუყენებელი ნემსიც გადააგდეთ.

განსაკურებული პოპულაციებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა

ავადმყოფებში, რომელთაც თირკმლის ანდა ღვიძლის უკმარისობა აქვთ, მათთან რისპერდალ კონსტას გამოყენებასთან დაკაშირებით კვლევა არ ჩატარებულა. რისპერდალ კონსტა ამ ჯგუფის ავადმყოფებში სიფთხილით უნდა დაინიშნოს.

თუ, თირკმლის ანდა ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებს ესაჭიროებათ რისპერდალ კონსტათი მკურნალობა, საწყისი დოზის სახით რეკომენდირებულია პირველი კვირის განმავლობაში ორალური რისპერიდონი 0,5 მგ დღეში 2-ჯერ დაენიშნოს. მკურნალობის მეორე კვირაში კი რისპერიდონი 1 მგ 2-ჯერ დღეში ანდა რისპერიდონი 2მგ დღეში 1-ჯერ. თუ, სულ ცოტა 2 მგ დღიური დოზის ტოლერანტობა კარგია, ორ კვირაში ერთხელ შეიძლება რისპერდალ კონსტას 25 მგ ინექციის გაკეთება.

რისპერდალ კონსტას პირვეოლი ინექციის შემდეგ სამ კვირიანი დაგვიანების პერიოდის განმავლობაში საჭიროა საკმარისი დონით ანტიფსიქოზური დაცვის უზრუნველყოფა.(იხილეთ ნაწილი -5.2).

პედიატრიული პოპულაცია:

რისპერდალ კონსტას უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის გამოკვლეული. მონაცემები არ არსებობს.

გერიატრიული პოპულაცია- ხანდაზმულები

დოზის რეგულირებას არ საჭიროებს. რეკომენდირებული დოზაა 25 მგ ორ კვირაში ერთხელ ინტრამუსკულარული ინექცია.

თუ, ავადმყოფები ამჟამად არ ღებულობენ პერორალურ რისპერიდონს, რეკომედირებული დოზაა- როსპედრალ კონსტა 25 მგ ორ კვირაში ერთხელ. ორი კვირის ანდა მეტი დროის განმავლობაში ორალური რისპერიდონის ფიქსირებული დოზის მიღებისას, საჭიროა ქვემოთ მოცემული მონაცვლეობის სქემის გათვალისწინება: 4 მგ ანდა უფრო ნაკლები ორალური რისპერიდონის დოზით მკურნალობის ქვეშ მყოფი ავადმყოფებისთვის 25 მგ რისპერდალ კონსტას მიღებაა რეკომენდირებული, მაშინ როცა ორალური რისპერიდონის მაღალი დოზებით მკურნალობის შემთხვევაში რეკომენდირებუი დოზაა 37,5 მგ რისპერდალ კონსტა.

რისპერდალ კონსტას პირველი ინექციის შემდეგ 3 კვირიანი დაგვიანების პერიოდის განმავლობაში საჭიროა საკმარისი დონის ანტიფსიქოზური დაცვის უზრუნველყოფა. (იხილეთ ნაწილი-5.2). ხანდაზმულებში რისპერდალ კონსტას კლინიკური მონაცემები შეზღუდულია. რისპერდალ კონსტა ხანდაზმულებში სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა