ამპრილანი HL
Amprilan® HL
ამპრილანი® HL წარმოადგენს ორი აქტიური ნივთერების, რამპრილანის და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას. რამიპრილი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ აგფ ინჰიბიტორები (ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები) და იწვევს შემდეგ ეფექტებს: ის თრგუნავს თქვენს ორგანიზმში ნივთიერებების გამომუშავებას, …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ჰიდროქლოროთიაზიდი (hydrochlorothiazide) + რამიპრილი (ramipril)
- ფორმა და შეფუთვა
- 2,5მგ+12,5მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- KRKA, d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და დიურეზული საშუალებები
- ATC კოდი
- C09BA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040674
- რეგისტრირებულია
- 4 აპრილი 2024, მოქმედებს 4 აპრილი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- KRKA, d.d., Novo mesto (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ამპრილანი HL — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ამპრილანი® HL წარმოადგენს ორი აქტიური ნივთერების, რამპრილანის და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას.
რამიპრილი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ აგფ ინჰიბიტორები (ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები) და იწვევს შემდეგ ეფექტებს:
ის თრგუნავს თქვენს ორგანიზმში ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც ზრდის არტერიულ წნევას;
იწვევს სისხლძარღვების რელაქსაციას და გაფართოვებას;
აადვილებს გულის მუშაობას, რათა სისხლი გადაიტანოს მთელ სხეულში. ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება წამლების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება თიაზიდური შარდმდენები ან წყლის ტაბლეტები. ის ახდენს თქვენი ორგანიზმის სტიმულაციას მეტი სითხის (შარდის) გამომუშავებაში, რაც ამცირებს თქვენს წნევას. ამპრილანი® HL გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ. კომბინაციას აქვს უფრო ოპტიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი და გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ცალკე მირებული პრეპარატის კომპონენტების გამოყენებით ვერ მიიღება საკმარისი ეფექტი.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ამპრილანი® HL ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების მეთოდი
პრეპარატი უნდა მიიღოთ პერორალურად ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, ჩვეულებრივ დილით.
ტაბლეტები გადაყლაპეთ სითხის მიყოლებით.
არ დაანაწევროთ ან დაღეჭოთ ტაბლეტები.
რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ
მაღალი წნევის მკურნალობა
თქვენმა ექიმმა შესაძლოა მოახდინოს პრეპარატის დოზირების კორექცირება შესაბამისი წნევის დონის მიღწევის მიზნით.
ხანდაზმული პაციენტები
ექიმი დაიწყებს მკურნალობას მინიმალური დოზით და თანდათან მოახდენს მკურნალობის კორექციას.
თუ მიიღეთ ამპრილან® HL-ს საჭიროზე მეტი დოზა
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. არ მართოთ ავტომობილი თავად, სთხოვეთ ვინმეს რომ წაგიყვანოთ კლინიკაში და არ გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება. თან წაიღეთ წამლის შეფუთვა, რათა ექიმმა ზუსტად იცოდეს რა მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ ამპრილან® HL-ის მიღება
თუ დაგავიწყდათ მედიკამენტების სწორ დროს მიღება, მიჰყევით თქვენი რეგულარული დოზირების განრიგს, მიიღეთ შემდეგი დოზა დანიშნულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური კომპონენტების ან აგფ-ის სხვა ინჰიბიტორების, ჰიდროქლორთიაზიდის ან სხვა თიაზიდური დიურეზულების, სულფონამიდების ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში.
ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, რომელიც ასოცირებულია აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენებასთან, აგრეთვე მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება.
ექსტრაკორპორალური მკურნალობა, რომელიც იწვევს სისხლის კონტაქტს უარყოფითად დამუხტულ ზედაპირებთან (იხ. ნაწილი 4.5).
ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი ორმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი.
ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრი (იხ. ნაწილი 4.4. და 4.6).
ძუძუთი კვება (იხ. ნაწილი 4.6)
თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) დიალიზზე მყოფ პაციენტებში.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ელექტროლიტური დისბალანსი, რომელიც შეიძლება გამწვავდეს ამპრილანი HL-ით მკურნალობით (იხ. ნაწილი 4.4).
ღვიძლის მძიმე დისფუნქცია, ღვიძლის ენცეფალოპათია.
ამპრილან HL-ის ერთდროული გამოყენება ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან უკუნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ან თირკმლის უკმარისობით (GFR < 60 მლ/წთ/1.73 მ2) (იხ. პუნქტები 4.5 და 5.1).
ამპრილან HL-ის ერთდროული გამოყენება საკუბიტრილის/ვალსარტანის კომბინაციასთან. ამპრილანით თერაპია არ უნდა დაიწყოს საკუბიტრილის/ვალსარტანის კომბინაციის ბოლო დოზის მიღებიდან 36 საათზე ადრე (იხ. ნაწილი 4.4 და 4.5).
- 4 სპეციალური ინსტრუქციები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
პაციენტების სპეციალური ჯგუფები
სიფრთხილის ზომები
არ შეიძლება ამპრილანი® HL-ის გამოყენება თუ გახასიათებთ:
ალერგია რამიპრილის, ჰიდროქლორთიაზიდის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6);
ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ამპრილანი® HL-ის მსგავსი პრეპარატების მიმართ (სხვა აგფ ინჰიბიტორები ან სულფონამიდის წარმოებულები); ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას და ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპებას.
თუ ოდესმე გქონიათ სერიოზული ალერგიული რეაქცია ანგიონევროზული შეშუპება. მისი ნიშნებია ქავილი, ჭინჭრის ციება, წითელი ლაქები ხელებზე, ფეხებსა და ყელზე, ხახისა და ენის შეშუპება, თვალებისა და ტუჩების ირგვლივ შეშუპება, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება;
თუ გადიხართ დიალიზს ან სხვა სახის სისხლის ფილტრაციას. გამოყენებული აღჭურვილობის მიხედვით ამპრილანი® HL შეიძლება არ იყოს შესაფერისი თქვენი მკურნალობისთვის.
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
თუ აღინიშნება სისხლში გარკვეული მარილების დონის დარღვევა (კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი);
თირკმელების დაავადებები, რომლის დროსაც თირკმელების სისხლით მომარაგება ირღვევა (თირკმლის არტერიის სტენოზი);
ორსულობის ბოლო 6 თვის განმავლობაში (იხ. ნაწილი „ორსულობა და ძუძუთი კვება“);
თუ ძუძუთი კვებავთ ჩვილს (იხ. ნაწილი „ორსულობა და ძუძუთი კვება“);
თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა და ღებულობთ არტერიული წნევის წამლებს, რომლებიც შეიცავს ალისკირენს;
თუ იღებდით ან ამჟამად იღებთ საკუბიტრილის/ვალსარტანის კომბინაციას, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში გულის ხანგრძლივი (ქრონიკული) უკმარისობის სამკურნალოდ, რადგან იზრდება ანგიონევროზული შეშუპების (სწრაფად განვითარებადი შეშუპება კანქვეშ ყელის არეში) განვითარების რისკი.
არ მიიღოთ ამპრილანი® HL, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენა გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ამპრილან® HL-ის მიღებამდე.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
ამრილანი® HL-ის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა;
თუ გქონდათ მნიშვნელოვანი სითხის ან მარილის დაკარგვა (ღებინების, დიარეის, ჭარბი ოფლიანობის გამო, დაბალი მარილიანი დიეტის, დიურეზულების (წყლის ტაბლეტების) ხანგრძლივი გამოყენების ან დიალიზური მკურნალობის გამო);
თუ თქვენ გეგმავთ მკურნალობას ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენზე ალერგიული რეაქციის შესამცირებლად (დესენსიბილიზაცია);
თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ანესთეზია, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ ოპერაციისთვის ან ნებისმიერი სტომატოლოგიური პროცედურისთვის. შესაძლოა დაგჭირდეთ ამპრილან® HL-ის მიღების შეწყვეტა დაგეგმილი პროცედურის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. მიმართეთ ექიმს!
თუ სისხლში გაქვთ კალიუმის მაღალი დონე (სისხლის ანალიზით განსაზღვრული);
თუ იღებთ მედიკამენტებს ან გაქვთ ისეთი მდგომარეობა, რომელიც იწვევს სისხლში ნატრიუმის დაბალ დონეს. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზები რეგულარული ინტერვალებით სისხლში ნატრიუმის დონის შესამოწმებლად, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული;
თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, შეიძლება გაიზარდოს ანგიონევროზის განვითარების რისკი:
რაცეკადოტრილი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ,
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის უარყოფის თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი),
ვილდაგლიპტინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ;
თუ განიცდით მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას ან თვალის ტკივილს, ეს შეიძლება იყოს თვალის გარსში სითხის დაგროვების სიმპტომები (ქოროიდული გამონაჟონი) ან გაზრდილი თვალშიდა წნევა და შეიძლება გამოვლინდეს ამპრილანი® HL-ის დაწყებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. თუ არ ჩატარდება შესაბამისი მკურნალობა, შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა. თუ გაქვთ პენიცილინის ან სულფონამიდის მიმართ ალერგიული რეაქციის ისტორია, ამ გვერდითი რეაქციის განვითარების რისკი იზრდება;
თუ გაქვთ კოლაგენური დაავადება, როგორიცაა სკლეროდერმია ან სისტემური წითელი მგლურა;
თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ:
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (ARBs) (ასევე ცნობილი როგორც სარტანები - მაგ. ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ გაქვთ დიაბეტით გამოწვეული თირკმლის დაავადება;
ალისკირენი.
ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს თქვენი თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა და ელექტროლიტების (როგორიცაა კალიუმი) რაოდენობა თქვენს სისხლში. აგრეთვე იხილეთ ინფორმაცია სათაურით „არ მიიღოთ ამპრილან® HL“.
აქტიურმა ინგრედიენტმა ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო რეაქცია, რაც გამოიწვევს მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას და თვალის ტკივილს. ეს შეიძლება იყოს თვალებში წნევის მომატების სიმპტომები, რაც შეიძლება განვითარდეს ამპრილან® HL-ის მიღებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. მკურნალობის გარეშე, ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გაუარესება.
თუ გქონდათ კანის კიბო ან გქონდათ კანის მოულოდნელი დაზიანებები მკურნალობის დროს. ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებამ, განსაკუთრებით მაღალ დოზებში ხანგრძლივმა გამოყენებამ, შეიძლება გაზარდოს კანისა და ტუჩის კიბოს გარკვეული ტიპების (არამელანომური კანის კიბო) განვითარების რისკი. თუ იღებთ ამპრილან® HL-ს, უნდა დაიცვათ კანი მზისა და ულტრაიისფერი სხივებისგან.
თუ ადრე გქონდათ სუნთქვის ან ფილტვების პრობლემები (მათ შორის ანთება ან სითხე ფილტვებში) ჰიდროქლორთიაზიდის მიღებისას. თუ ამპრილან® HL-ის მიღების შემდეგ გაწუხებთ ძლიერი ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ (ან შეიძლება იყოთ) ორსულად. ამპრილან® HL არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ 3 თვეში და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს პატარას ორსულობის 3 თვის შემდეგ (იხ. ნაწილი ორსულობა და ძუძუთი კვება).
ბავშვები და მოზარდები
ამპრილანი® HL არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ეს გამოწვეულია ამ ასაკობრივ ჯგუფებში კლინიკური გამოცდილების ნაკლებობით.
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული), მიმართეთ ექიმს ამპრილან® HL-ის მიღებამდე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, ახლახან მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ისინი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატებიც (მათ შორის მცენარეული პროდუქტებიც), რადგან ამპრილან® HL-მა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის ეფექტზე და ასევე სხვა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ამპრილან® HL-ის ეფექტზე.
თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, აცნობეთ ექიმს. მათ შეუძლიათ გააუარესონ ამპრილან® HL-ის ეფექტი:
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და ანთების შესამცირებლად (მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ), როგორიცაა იბუპროფენი ან ინდომეტაცინი და ასპირინი).
მედიკამენტები დაბალი წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის სამკურნალოდ, როგორიცაა ეფედრინი, ნორეპინეფრინი ან ეპინეფრინი. თქვენი ექიმი გააკონტროლებს თქვენს არტერიულ წნევას.
თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, აცნობეთ ექიმს. მათ შეუძლიათ გაზარდონ გვერდითი რეაქციების ალბათობა ამპრილანი® HL-თან ერთად გამოყენებისას:

მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ კალიუმის დონეს სისხლში. მათ შორისაა შეკრულობის სამკურნალო საშუალებები, შარდმდენები, ამფოტერიცინი B (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) და ACTH (გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის ეფექტურობის შესამოწმებლად);
სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები (ქიმიოთერაპია);
მედიკამენტები გულის პრობლემების სამკურნალოდ, გულის რითმის პრობლემების ჩათვლით;
გადანერგვის შემდეგ ორგანოების უარყოფის თავიდან ასაცილებლად პრეპარატები, როგორიცაა ციკლოსპორინი;
შარდმდენი საშუალებები (შარდმდენები), როგორიცაა ფუროსემიდი;
კალიუმის დანამატები (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმის შემნახველი დიურეზულები და სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე თქვენს სისხლში, როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილი როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, ასევე ციკლოსპორინი, იმუნოსუპრესანტი, რომელიც ინიშნება ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად და ჰეპარინი - სისხლის გამათხელებელი საშუალება თრომბის თავიდან ასაცილებლად;
ანთების საწინააღმდეგო სტეროიდები, როგორიცაა პრედნიზოლონი;
მედიკამენტები კალციუმის დეფიციტის კომპენსაციისთვის;
ალოპურინოლი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავას დონის შესამცირებლად);
პროკაინამიდი (გულის რითმის დარღვევის სამკურნალოდ);
ქოლესტირამინი (სისხლში ლიპიდების რაოდენობის შესამცირებლად);
კარბამაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ);
ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი (ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ);
mTOR ინჰიბიტორები (მაგ. ტემსიროლიმუსი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი) ან ვილდაგლიპტინი (შაქრიანი დიაბეტი), რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ ანგიონევროზული შეშუპების, მძიმე ალერგიული რეაქციის რისკი.
თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, აცნობეთ ექიმს. ამპრილანმა® HL შეიძლება გავლენა იქონიოს ამ პრეპარატების ეფექტურობაზე:
დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად, განკუთვნილი პერორალური მიღებისთვის და ინსულინი. ამპრილანი® HL-მა შეიძლება შეამციროს სისხლში შაქრის დონე. ამპრილან® HL-ის მიღებისას რეგულარულად აკონტროლეთ თქვენი სისხლში შაქარი;
ლითიუმი (ფსიქიური დაავადებების სამკურნალოდ). ამპრილან® HL-მა შეიძლება გაზარდოს ლითიუმის დონე სისხლში. ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს ლითიუმის დონე სისხლში.
კუნთების სარელაქსაციო საშუალებები;
ქინინი (მალარიის სამკურნალოდ);
იოდის შემცველი მედიკამენტები (შეიძლება გამოვიყენოთ რენტგენოლოგიური გამოკვლევისთვის და საავადმყოფოში სხვა გამოსახულების მეთოდებისთვის);
პენიცილინი (ინფექციების სამკურნალოდ);
პერორალურად მიღებული სისხლის გამათხელებლები (ორალური ანტიკოაგულანტები), როგორიცაა ვარფარინი.
თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა და/ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები, თუ იღებთ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორს (ARB) ან ალისკირენს (იხილეთ აგრეთვე ინფორმაცია „არ მიიღოთ ამპრილან® HL“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული), მიმართეთ ექიმს ამპრილან® HL-ის მიღებამდე.
კვლევის შედეგები
ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ დაგეგმილი გაქვთ პარათირეოიდული ფუნქციის ტესტის ჩატარება. ამპრილან® HL-მა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტესტის შედეგებზე.
თუ სპორტსმენი ხართ და გეგმავთ დოპინგის შემოწმებაზე ტესტის გავლას. ამპრილან® HL-მა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგი.
ამპრილან® HL-ის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ამპრილან® HL-თან ერთად ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გონებრივი დაქვეითება. თუ არ ხართ დარწმუნებული თუ რა რაოდენობის ალკოჰოლის მიღების უფლება გაქვთ ამპრილან® HL-ის მიღებისას, განიხილეთ ეს თქვენს ექიმთან, რადგან არტერიული წნევის შესამცირებლად გამოყენებულმა მედიკამენტებმა და ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს ერთმანეთის ეფექტი.
ამპრილან® HL-ის მიღება შესაძლებელია საკვების მიღების მიუხედავად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ, ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან შესაძლოა ორსულად იყოთ, აცნობეთ ექიმს. ამპრილან® HL-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ 12 კვირაში, ხოლო მე-13 კვირის შემდეგ პრეპარატის მიღება არ შეიძლება, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების მძიმე დარღვევები. თუ დაორსულდებით ამპრილან® HL-ით მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. თუ ორსულობა იგეგმება, რეკომენდებულია მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების არჩევა.
ამპრილან® HL არ უნდა მიიღოთ ძუძუთი კვების დროს.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშავოთ მექანიზმებთან, სანამ არ განსაზღვრავთ, თუ როგორ იმოქმედებს თქვენზე ამპრილანი® HL. შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა ამპრილან® HL-ის მიღებისას. ეს ეფექტი ყველაზე სავარაუდოა მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას. ასეთ შემთხვევაში არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშავოთ მექანიზმებთან.
ამპრილანი® HL შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა გარკვეული შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ე.ი. პრაქტიკულად "ნატრიუმისგან თავისუფალია".
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამპრილანმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
შეწყვიტეთ ამპრილან® HL-ის მიღება და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სერიოზულ გვერდით მოვლენას - შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რომელიც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას, ასევე ქავილი და გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშანი ამპრილან® HL-ზე.
კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, პირის ღრუს წყლულები, არსებული კანის დაავადების გაუარესება, სიწითლე, ბუშტუკები ან კანის აქერცვლა (ე.წ. სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან მულტიფორმული ერითემა).
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:
გახშირებული გულისცემა, არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა (გულისცემა), ტკივილი გულმკერდის არეში, გულმკერდის შებოჭილობა ან უფრო სერიოზული პრობლემები, მათ შორის ინფარქტი და ინსულტი;
ქოშინი, ხველა, რომელიც გრძელდება 2-3 დღე, მადის დაკარგვა. ეს შეიძლება იყოს ფილტვების ფუნქციის დარღვევის ნიშნები, მათ შორის ანთება;
ადვილად წარმოქმნადი სისხლჩაქცევები, გახანგრძლივებული სისხლდენა ან სისხლდენის რაიმე ნიშანი (როგორიცაა ღრძილების სისხლდენა), წითელი ლაქები კანზე, რომლებიც ჩვეულებრივზე ხშირად ვითარდება, ინფექციები, ყელის ტკივილი, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, თავბრუსხვევა ან ფერმკრთალი კანი. ეს შეიძლება იყოს ჰემატოპოეზის ან ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევის ნიშნები;
ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, რომელიც გადაეცემა ზურგზე. ეს შეიძლება იყოს პანკრეატიტის (პანკრეასის ანთება) ნიშანი;
ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დაავადების ნიშნები, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) ან ღვიძლის დაზიანება.
სხვა გვერდითი მოვლენები
გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ეფეტებიდან რომელიმე გამწვავდება ან გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს.
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
თავის ტკივილი, სისუსტის შეგრძნება, დაღლილობა;
თავბრუსხვევის შეგრძნება. ამ ეფექტის გამოვლენა უფრო სავარაუდოა მკურნალობის დასაწყისში ან ამპრილან® HL-ის დოზის გაზრდისას;
მშრალი გამაღიზიანებელი ხველა ან ბრონქიტი;
სისხლის ანალიზი აჩვენებს სისხლში შაქრის მომატებას. თუ გაქვთ დიაბეტი, ის შეიძლება გაუარესდეს;
სისხლის ტესტი აჩვენებს შარდმჟავას ან ლიპიდების მომატებულ დონეს სისხლში;
მტკივნეული, წითელი ან შეშუპებული სახსრები.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
გამონაყარი კანზე, რომელიც სცდება კანის ზედაპირს ან არა;
სახის კანის სიწითლე, სისუსტე, ჰიპოტენზია (არანორმალურად დაბალი არტერიული წნევა), განსაკუთრებით სწრაფად ადგომისას ან დაჯდომისას;
წონასწორობის დარღვევა (ვერტიგო);
ქავილი და უჩვეულო შეგრძნებები კანზე, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, წვის შეგრძნება ან ჟრუანტელის შეგრძნება კანზე (პარესთეზია);
გემოვნების შეგრძნებების დაკარგვა ან ცვლილება;
ძილის დარღვევა;
დეპრესიის, შფოთვის, უჩვეულო ნერვიულობის ან შფოთვის განცდა;
ცხვირის შეშუპება, სინუსების ანთება (სინუსიტი), ქოშინი;
ღრძილების ანთება (გინგივიტი), პირის ღრუს შეშუპება;
სიწითლე, ქავილი, შეშუპება ან წყლიანი თვალები;
ყურებში შუილი;
ბუნდოვანი ხედვა;
თმის ცვენა;
მკერდის ტკივილი;
კუნთების ტკივილი;
ყაბზობა, კუჭის ან ნაწლავების ტკივილი;
კუჭის აშლილობა ან გულისრევა;
ჭარბი სითხის მიღების მოთხოვნილება და გახშირებული შარდვა დღის განმავლობაში;
მომატებული ოფლიანობა ან წყურვილის შეგრძნება;
მადის დაკარგვა ან დაქვეითება (ანორექსია), შიმშილის გრძნობის დაქვეითება;
სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა;
ხელების და ფეხების შეშუპება. ეს შეიძლება იყოს ორგანიზმში სითხის შეკავების ნიშანი.
ცხელება;
სექსუალური დისფუნქცია მამაკაცებში;
სისხლის ტესტები, რომლებიც აჩვენებს სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედების, თრომბოციტების ან ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირებას;
სისხლის ტესტები, რომლებიც აჩვენებენ ღვიძლის, პანკრეასის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევას;
სისხლის ანალიზები, რომლებიც აჩვენებენ სისხლში კალიუმის დონის შემცირებას.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
გულისრევა, საწყისი დიარეა ან გულძმარვა;
წითელი, შეშუპებული ენა ან პირის სიმშრალე;
სისხლის ანალიზები, რომლებიც აჩვენებენ სისხლში კალიუმის მომატებულ დონეს;
მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (სიმპტომებში შედის ძლიერი ქოშინი, ცხელება, სისუსტე და დაბნეულობა).
სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):
კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერი), მგრძნობელობა ან ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, დაბნეულობა და კრუნჩხვები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ADH-ის (ანტიდიურეზული ჰორმონის) არაადეკვატური სეკრეციით. თუ თქვენ გაქვთ ეს სიმპტომები, დაუკავშირდით ექიმს რაც შეიძლება მალე.
კანისა და ტუჩის კიბო (კანის არამელანომური კიბო).
სხვა გვერდითი მოვლენები
გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გამწვავდება ან გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს:
ყურადღების კონცენტრირების დარღვევა, მოუსვენრობა ან დაბნეულობა;
თითების და ფეხის თითების ფერის ცვლილება სიცივეში, გახურებისას ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნეა. ეს შეიძლება იყოს რეინოს სინდრომი;
სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში;
სისხლის გასქელება;
სმენის დაქვეითება;
თვალების სიმშრალე;
ობიექტების ყვითელ ფერებში ვიზუალური აღქმა;
მხედველობის დაბინდვა და ტკივილი თვალებში (თვალის უვეაში სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები (ქოროიდული გამონაჟონი), მწვავე მიოპია ან დახურული კუთხის გლაუკომა);
გაუწყლოება;
შეშუპება, ტკივილი და სიწითლე კისრის არეში (სანერწყვე ჯირკვლის ანთება);
ნაწლავების შეშუპება, რომელსაც ეწოდება ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება, სიმპტომებით, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ღებინება და დიარეა;
გაზრდილი ფოტომგრძნობელობა;
კანის ძლიერი აქერცვლა, ქავილი, პუსტულური გამონაყარი ან კანის სხვა რეაქციები, როგორიცაა წითელი გამონაყარი სახეზე ან შუბლზე;
კანის გამონაყარი ან სისხლჩაქცევები;
ლაქები კანზე და ცივი კიდურები;
ფრჩხილების ცვლილებები (მაგალითად, ფრჩხილის დარბილება ან აქერცვლა);
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის რიგიდულობა ან ყბის მოძრაობის უუნარობა (ტეტანია);
სისუსტე ან კუნთების კრუნჩხვები;
დაქვეითებული სექსუალური ლიბიდო მამაკაცებში ან ქალებში;
სისხლი შარდში. ეს შეიძლება იყოს თირკმელების დაავადების ნიშანი (ინტერსტიციული ნეფრიტი);
შარდში შაქრის დონის მომატება;
სისხლის ტესტის დროს გამოვლენილი გარკვეული სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) დონის მომატება;
სისხლის ტესტი მიუთითებს სისხლში წარმოქმნილი ელემენტების რაოდენობის შემცირებაზე (პანციტოპენია);
სისხლის ტესტი, რომელიც აჩვენებს მარილების დონის ცვლილებას, როგორიცაა ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და ქლორიდები სისხლში;
რეაქციების შენელება ან დარღვევა;
ყნოსვის ცვლილება;
სუნთქვის გაძნელება ან ასთმის გაუარესება;
თვალების ძლიერი ტკივილი, მხედველობის დაბინდვა ან სინათლის ორეოლების ხედვა, თავის ტკივილი, ცრემლდენის მომატება, გულისრევა და ღებინება, რაც შეიძლება მიუთითებდეს მდგომარეობაზე, რომელსაც ეწოდება გლაუკომა.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია პირდაპირ გვერდითი რეაქციებისა და წამლების არაეფექტურობის მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით (UE Center for Expertise and Testing in Healthcare, http://www.rceth.by). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
აგფ ინჰიბიტორების დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გადაჭარბებულ პერიფერიულ ვაზოდილაციას (მძიმე ჰიპოტენზიით, შოკით), ბრადიკარდიას, ელექტროლიტურ დარღვევებს, თირკმლის უკმარისობას, გულის არითმიებს, ცნობიერების დარღვევას (კომის ჩათვლით), კრუნჩხვებს, პარეზს, პარალიზებულ ილეუსს. პაციენტებში, რომლებთაც ახასიათებთ წინაპირობები (მაგ. პროსტატის ჰიპერპლაზია), ჰიდროქლორთიაზიდის გადაჭარბებულმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის მწვავე შეკავება.
მკურნალობა
მკაცრი მონიტორინგი, სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა. პირველადი დეტოქსიკაცია (კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტების მიღება) და ჰემოდინამიკური სტაბილურობის აღდგენის ღონისძიებები (ალფა-1-ადრენერგული აგონისტების ან ანგიოტენზინ II-ის (ანგიოტენზინამიდის) გამოყენების ჩათვლით). რამიპრილის აქტიური მეტაბოლიტი - რამიპრილატი ძნელად გამოიყოფა სისხლის ზოგადი მიმოქცევიდან ჰემოდიალიზის დროს.
შემადგენლობა
პრეპარატი ამპრილანი® HL-ის შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტები: რამიპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი.
1 ტაბლეტი შეიცავს 2,5 მგ რამიპრილს და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.
დამხმარე ინგრედიენტები: ნატრიუმის ბიკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინირებული სახამებელი, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.
იხილეთ ნაწილი 2 „ამპრილანი® HL შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს“.
პრეპარატი ამპრილან® HL-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ბრტყელი, 4.0 x 8.0 მმ, კაფსულის ფორმის, თეთრი ან თითქმის თეთრი ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით, ერთ მხარეს გამყოფი ნაზოლით და მეორე მხარეს აღნიშვნით „12.5“. ტაბლეტის ერთ მხარეს განთავსებული გამყოფი ნაზოლი განკუთვნილია წამლის მიღების გასაადვილებლად, მაგრამ არ უზრუნველყოფს ტაბლეტის ორ თანაბარ ნაწილად დაყოფას.
7 ტაბლეტი ბლისტერში (OPA/Al/PVC ბლისტერი და ალუმინის ფოლგა). 4 ან 12 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
10 ტაბლეტი ბლისტერში (OPA/Al/PVC ბლისტერი და ალუმინის ფოლგა). 3 ბლისტერი ჩანართით ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
კრკა დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეჟკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია.
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციის ან საყოფაცხოვრებო წყალგაყვანილობის სისტემაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, არასაჭირო მედიკამენტის უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აგფ ინჰიბიტორები და შარდმდენები.
ათქ- კოდი: C09BA05.
მოქმედების მექანიზმი
რამიპრილი
რამიპრილატი, რამიპრილის პრომედიკამენტის აქტიური მეტაბოლიტი, აინჰიბირებს ფერმენტ დიპეპტიდილ კარბოქსიპეპტიდაზა I-ს (სინონიმები: ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი, კინინაზა II). სისხლის პლაზმასა და ქსოვილებში ეს ფერმენტი იწვევს ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნის კატალიზებას აქტიურ ვაზოკონსტრიქტორ ნივთიერებად ანგიოტენზინ II-ში, აგრეთვე აქტიური ვაზოდილატორის ბრადიკინინის დეგრადაციას. ანგიოტენზინ II-ის ფორმირების შემცირება და ბრადიკინინის დეგრადაციის დათრგუნვა იწვევს ვაზოდილაციას. ვინაიდან ანგიოტენზინ II ასევე ასტიმულირებს ალდოსტერონის გამოყოფას, რამიპრილატი იწვევს ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას. აგფ ინჰიბიტორების მონოთერაპიაზე პასუხის საშუალო მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო ჰიპერტონული პაციენტების შავკანიან (აფრო-კარიბულ) პოპულაციაში (ჩვეულებრივ დაბალი რენინის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში), ვიდრე სხვა რასის პაციენტებში.
ჰიდროქლორთიაზიდი
ჰიდროქლორთიაზიდი არის თიაზიდური შარდმდენი. თიაზიდური დიურეზულების ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი ბოლომდე დადგენილი არ არის. ის აფერხებს ნატრიუმის და ქლორიდის რეაბსორბციას თირკმლის დისტალურ მილაკებში. ნატრიუმის იონების თირკმელებით გაზრდილ ექსკრეციას თან ახლავს შარდვის მომატება (წყლის ოსმოსური შებოჭვის გამო). იზრდება კალიუმის და მაგნიუმის გამოყოფა, მცირდება შარდმჟავას გამოყოფა. ჰიდროქლორთიაზიდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შესაძლო მექანიზმები შეიძლება იყოს: ნატრიუმის ბალანსის ცვლილება, უჯრედგარე წყლისა და პლაზმის მოცულობის შემცირება, თირკმლის სისხლძარღვთა წინააღმდეგობის ცვლილება და ნორეპინეფრინისა და ანგიოტენზინ II-ზე რეაქციის დაქვეითება.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
რამიპრილი
რამიპრილის გამოყენება იწვევს პერიფერიული არტერიების წინააღმდეგობის შესამჩნევ შემცირებას. როგორც წესი, პრეპარატი მნიშვნელოვნად არ ცვლის თირკმლის სისხლის ნაკადს და გლომერულური ფილტრაციის სიჩქარეს. რამიპრილის გამოყენება არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში იწვევს წნევის დაქვეითებას, პაციენტის როგორც "ფეხზე მდგომ", ასევე "მწოლიარე" პოზიციაში, კომპენსატორული ტაქიკარდიის გამოწვევის გარეშე.
უმეტეს პაციენტებში ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაწყება ერთჯერადი დოზის პერორალური მიღების შემდეგ შეინიშნება 1-2 საათის განმავლობაში. ერთჯერადი დოზის მაქსიმალური ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა პერორალური მიღებიდან 3-6 საათის შემდეგ. ერთჯერადი დოზის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ჩვეულებრივ გრძელდება 24 საათის განმავლობაში.
რამიპრილით მკურნალობის მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ჩვეულებრივ ვლინდება 3-4 კვირის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ანტიჰიპერტენზიული ეფექტი გრძელდება გრძელვადიანი თერაპიით 2 წლის განმავლობაში. რამიპრილის გამოყენების უეცარი შეწყვეტა არ იწვევს არტერიული წნევის სწრაფ და ზედმეტ მატებას.
ჰიდროქლორთიაზიდი
ჰიდროქლორთიაზიდი ზრდის შარდის გამოყოფას 2 საათის განმავლობაში და პიკს აღწევს დაახლოებით 4 საათში, ხოლო ეფექტი გრძელდება დაახლოებით 6-12 საათის განმავლობაში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა 3-4 დღის განმავლობაში და შეიძლება გაგრძელდეს თერაპიის შეწყვეტიდან 1 კვირის განმავლობაში. ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს თან ახლავს ფილტრაციის ფრაქციის უმნიშვნელო მატება, თირკმლის სისხლძარღვთა წინააღმდეგობა და პლაზმური რენინის აქტივობა.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
რამიპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის ერთობლივი გამოყენება
კლინიკურ კვლევებში კომბინაციამ გამოავლინა უფრო გამოხატული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, ვიდრე ცალკეულმა კომპონენტებმა. სავარაუდოდ, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ბლოკადის შედეგად რამიპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის ერთად გამოყენებისას, არსებობს შარდმდენებით გამოწვეული კალიუმის დაკარგვის კომპენსირების ტენდენცია. აგფ ინჰიბიტორის კომბინაციას თიაზიდურ დიურეზულთან აქვს სინერგიული ეფექტი და ასევე ამცირებს დიურეზულებით გამოწვეული ჰიპოკალიემიის რისკს.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა (RAAS)
ორმა კლინიკურმა კვლევამ, ONTARGET-მა (მუდმივი Telmisartan Alone და რამიპრილის გლობალური საბოლოო ცდასთან ერთად) და VA NEPHRON-D (ვეტერანთა საქმეების ნეფროპათია დიაბეტში), გამოიკვლია აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების კომბინირების სარგებელი. ONTARGET-ის კვლევა მოიცავდა პაციენტებს გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულური დაავადებით ანამნეზში ან პაციენტებს ტიპი 2 დიაბეტით, ორგანოთა ცნობილი დაზიანებით. VA NEPHRON-D მოიცავდა პაციენტებს ტიპი 2 დიაბეტით და დიაბეტური ნეფროპათით. ამ კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე მნიშვნელოვანი სარგებელი თირკმლის, გულ-სისხლძარღვთა ან სიკვდილიანობის კლინიკურ შედეგებზე, ხოლო მონოთერაპიასთან შედარებით აღინიშნა ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე უკმარისობის და/ან ჰიპოტენზიის გაზრდილი რისკი. მსგავსი ფარმაკოდინამიკური პარამეტრების გათვალისწინებით, ეს შედეგები ასევე რელევანტურია აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებისთვის. ამიტომ, აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში. ALTITUDE (ალისკირენის საცდელი ტიპი 2 დიაბეტის გამოყენებით გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადების საბოლოო წერტილების გამოყენებით) ჩატარდა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ალისკირენის დამატების სარგებლიანობას აგფ ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი და თირკმელების ქრონიკული დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან ორივე ტიპის დაავადება.
კვლევა ადრე შეწყდა არასასურველი შედეგების გაზრდილი რისკის გამო. გულ-სისხლძარღვთა სიკვდილი და ინსულტი უფრო ხშირად აღინიშნებოდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ასევე, გვერდითი მოვლენები და სერიოზული გვერდითი რეაქციები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია და თირკმლის დისფუნქცია) უფრო ხშირად აღინიშნებოდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
არამელანომური კანის კიბო. ეპიდემიოლოგიური კვლევების ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, არსებობს დოზაზე დამოკიდებული კუმულაციური კავშირი ჰიდროქლორთიაზიდსა და NMSC-ს შორის. ერთი კვლევა მოიცავდა ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის 71,533 შემთხვევისა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის 8,629 შემთხვევის პოპულაციას, რომლებიც შეესაბამება 1,430,833 და 172,462 საკონტროლო პოპულაციას, შესაბამისად. ჰიდროქლორთიაზიდის მაღალი დოზით გამოყენება (კუმულაციური ≥ 50,000 მგ) დაკავშირებული იყო მორგებულ OR-თან 1,29 (95% CI: 1,23-1,35) ბაზალურუჯრედოვანი კარცინომასთვის და 3,98 (95% CI: 3,68-4,31) ბრტყელუჯრედოვანი კარცინომასთვის. მკაფიო დოზა-რეაქციის კავშირი დაფიქსირდა როგორც ბაზალურუჯრედოვანი კარცინომისთვის, ასევე ბრტყელუჯრედოვანი კარცინომისთვის. სხვა კვლევამ აჩვენა შესაძლო კავშირი ტუჩის კიბოს (SCC) და HCTZ-ის ექსპოზიციას შორის: ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა დადგენილი იქნა 63,067 პოპულაციის კონტროლით, რისკზე მორგებული შერჩევის სტრატეგიის გამოყენებით. კუმულაციური დოზა-პასუხის კავშირი გამოვლინდა კორექტირებული OR-ით 2.1 (95% CI: 1.7-2.6), რომელიც იზრდებიდა OR 3.9 -მდე (3.0-4.9) მაღალი კუმულაციური დოზებისთვის (~25 000 მგ) და OR 7.7 (5.7-10.5) უმაღლესი კუმულაციური დოზისთვის (~100,000 მგ) (იხ. ასევე ნაწილი 4.4).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
რამიპრილი
აბსორბცია
პერორალური მიღების შემდეგ რამიპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პლაზმაში რამიპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა ერთი საათის განმავლობაში. შარდით გამოყოფის გამო, პრეპარატის შეწოვის მაჩვენებელი შეადგენს მინიმუმ 56%-ს და მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვების არსებობაზე. რამიპრილატის აქტიური მეტაბოლიტის ბიოშეღწევადობა 2,5 მგ და 5 მგ რამიპრილის პერორალური მიღების შემდეგ არის 45%. რამიპრილის ერთადერთი აქტიური მეტაბოლიტის - რამიპრილატის პიკური პლაზმური კონცენტრაცია, მიიღწევა რამიპრილის მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ. რამიპრილატის სტაბილური კონცენტრაცია პლაზმაში რამიპრილის ერთჯერადი დღიური დოზის შემდეგ მიიღწევა დაახლოებით მკურნალობის მეოთხე დღეს.
განაწილება
რამიპრილის დაახლოებით 73% და რამიპრილატის 56% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
მეტაბოლიზმი
რამიპრილი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება რამიპრილატის და დიკეტოპიპერაზინის ეთერად, დიკეტოპიპერაზინის მჟავად, რამიპრილამდე და რამიპრილატის გლუკურონიდებად.
ელიმინაცია
მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. რამიპრილატის პლაზმური კონცენტრაცია მცირდება პოლიფაზური გზით. მისი ელიმინაციის ტერმინალური სტადია გრძელია და ძალიან დაბალი პლაზმური კონცენტრაციით, აგფ-სთან ძლიერი, გაჯერებული შეკავშირების და ფერმენტისგან ნელი დისოციაციის გამო. რამიპრილის ერთჯერადი დღიური დოზის რამდენიმე დოზის მიღების შემდეგ, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 13-17 საათს 5-10 მგ დოზებისთვის და უფრო გრძელი 1,25-2,5 მგ დოზებისთვის. ეს განსხვავება განპირობებულია ფერმენტის გაჯერებით რამიპრილატის შეკავშირების მიზნით. ერთჯერადი დოზით რამიპრილის და მისი მეტაბოლიტების დონე არ განისაზღვრება დედის რძეში. ეფექტი მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ ცნობილი არ არის.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით (იხ. ნაწილი 4.2)
რამიპრილატის თირკმელებით ექსკრეცია მცირდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და მისი თირკმელებით ექსკრეცია კრეატინინის კლირენსის პროპორციულია. ეს იწვევს რამიპრილატის კონცენტრაციის გაზრდას პლაზმაში, რომელიც მცირდება უფრო ნელა, ვიდრე პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით (იხ. ნაწილი 4.2)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რამიპრილის რამიპრილატამდე მეტაბოლიზმი უფრო ხანგრძლივია ღვიძლის ესთერაზების აქტივობის დაქვეითების გამო; ასეთ პაციენტებში რამიპრილის პლაზმური დონე იზრდება. თუმცა, რამიპრილატის პიკური კონცენტრაცია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ განსხვავდება ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტების პიკური კონცენტრაციისგან.
ჰიდროქლორთიაზიდი
აბსორბცია
პერორალური მიღების შემდეგ ჰიდროქლორთიაზიდის დაახლოებით 70% შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ჰიდროქლორთიაზიდის პიკური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1,5-5 საათის შემდეგ.
განაწილება
ჰიდროქლორთიაზიდის შეკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენს 40%.
მეტაბოლიზმი
ჰიდროქლორთიაზიდი განიცდის უმნიშვნელო მეტაბოლიზმს ღვიძლში.
ელიმინაცია
ჰიდროქლორთიაზიდი გამოიყოფა თითქმის მთლიანად (> 95%) უცვლელი სახით თირკმელებით; ერთჯერადი დოზის 50-70% გამოიყოფა 24 საათის განმავლობაში. ნახევარგამოყოფის პერიოდი 5-დან 6 საათამდეა.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით (იხ. ნაწილი 4.2)
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ჰიდროქლოროთიაზიდის თირკმელებით გამოყოფა მცირდება და მისი თირკმელებით ექსკრეცია კრეატინინის კლირენსის პროპორციულია. ეს იწვევს პლაზმაში ჰიდროქლორთიაზიდის კონცენტრაციის გაზრდას, რომელიც მცირდება უფრო ნელა, ვიდრე პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით (იხ. ნაწილი 4.2)
ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში ჰიდროქლორთიაზიდის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ჰიდროქლორთიაზიდის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
რამიპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი
რამიპრილის და ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროული გამოყენება გავლენას არ ახდენს ბიოშეღწევადობაზე. 2,5 მგ რამიპრილის და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის ფიქსირებული კომბინაცია შეიძლება ჩაითვალოს ბიოექვივალენტურად, როგორც კომბინაცია, რომელიც შედგება 2,5 მგ რამიპრილის და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდისგან ცალკე.
- 3 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები
ვირთაგვებზე და თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში რამიპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციამ 10000 მგ/კგ დოზებში არ გამოიწვია ტოქსიკური ეფექტები. ვირთხებსა და მაიმუნებზე მრავალჯერადი დოზებით ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა მხოლოდ ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა გამოავლინა. კომბინაციის მუტაგენურობა და კანცეროგენობა არ არის შესწავლილი, რადგან ცალკეული კომპონენტები არ ითვლებოდა საშიშად. რეპროდუქციული ტოქსიკურობის ექსპერიმენტებში ვირთხებსა და კურდღლებზე, კომბინაცია აჩვენა, რომ ოდნავ უფრო ტოქსიკურია, ვიდრე მისი ცალკეული კომპონენტები, თუმცა, არცერთმა კვლევამ არ აჩვენა, რომ კომბინაცია იყო ტერატოგენული.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელ-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტებისათვის
ამპრილანი® HL ტაბლეტები 2,5 მგ / 12,5 მგ
რამიპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი
ამ პრეპარატის მიღებამდე მთლიანად წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი განკუთვნილია სპეციალურად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა ადამიანებს. მისმა დანიშნულების გარეშე გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები ჰგავს თქვენსას.
ნებისმიერი გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციის ნაწილში 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს
- რას წარმოადგენს პრეპარატი ამპრილანი® HL და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია ამპრილანი® HL-ის გამოყენებამდე
- ამპრილანი® HL-ის მიღების წესი
- მოსალოდნელი არასასურველი რეაქციები
- ამპრილანი® HL-ის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს ამპრილანი® HL და რისთვის გამოიყენება
ამპრილანი® HL წარმოადგენს ორი აქტიური ნივთერების, რამპრილანის და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას.
რამიპრილი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ აგფ ინჰიბიტორები (ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები) და იწვევს შემდეგ ეფექტებს:
ის თრგუნავს თქვენს ორგანიზმში ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც ზრდის არტერიულ წნევას;
იწვევს სისხლძარღვების რელაქსაციას და გაფართოვებას;
აადვილებს გულის მუშაობას, რათა სისხლი გადაიტანოს მთელ სხეულში. ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება წამლების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება თიაზიდური შარდმდენები ან წყლის ტაბლეტები. ის ახდენს თქვენი ორგანიზმის სტიმულაციას მეტი სითხის (შარდის) გამომუშავებაში, რაც ამცირებს თქვენს წნევას. ამპრილანი® HL გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ. კომბინაციას აქვს უფრო ოპტიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი და გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ცალკე მირებული პრეპარატის კომპონენტების გამოყენებით ვერ მიიღება საკმარისი ეფექტი.
- ინფორმაცია ამპრილანი® HL-ის მიღებამდე
არ შეიძლება ამპრილანი® HL-ის გამოყენება თუ გახასიათებთ:
ალერგია რამიპრილის, ჰიდროქლორთიაზიდის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6);
ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ამპრილანი® HL-ის მსგავსი პრეპარატების მიმართ (სხვა აგფ ინჰიბიტორები ან სულფონამიდის წარმოებულები); ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას და ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპებას.
თუ ოდესმე გქონიათ სერიოზული ალერგიული რეაქცია ანგიონევროზული შეშუპება. მისი ნიშნებია ქავილი, ჭინჭრის ციება, წითელი ლაქები ხელებზე, ფეხებსა და ყელზე, ხახისა და ენის შეშუპება, თვალებისა და ტუჩების ირგვლივ შეშუპება, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება;
თუ გადიხართ დიალიზს ან სხვა სახის სისხლის ფილტრაციას. გამოყენებული აღჭურვილობის მიხედვით ამპრილანი® HL შეიძლება არ იყოს შესაფერისი თქვენი მკურნალობისთვის.
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
თუ აღინიშნება სისხლში გარკვეული მარილების დონის დარღვევა (კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი);
თირკმელების დაავადებები, რომლის დროსაც თირკმელების სისხლით მომარაგება ირღვევა (თირკმლის არტერიის სტენოზი);
ორსულობის ბოლო 6 თვის განმავლობაში (იხ. ნაწილი „ორსულობა და ძუძუთი კვება“);
თუ ძუძუთი კვებავთ ჩვილს (იხ. ნაწილი „ორსულობა და ძუძუთი კვება“);
თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა და ღებულობთ არტერიული წნევის წამლებს, რომლებიც შეიცავს ალისკირენს;
თუ იღებდით ან ამჟამად იღებთ საკუბიტრილის/ვალსარტანის კომბინაციას, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში გულის ხანგრძლივი (ქრონიკული) უკმარისობის სამკურნალოდ, რადგან იზრდება ანგიონევროზული შეშუპების (სწრაფად განვითარებადი შეშუპება კანქვეშ ყელის არეში) განვითარების რისკი.
არ მიიღოთ ამპრილანი® HL, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენა გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ამპრილან® HL-ის მიღებამდე.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
ამრილანი® HL-ის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა;
თუ გქონდათ მნიშვნელოვანი სითხის ან მარილის დაკარგვა (ღებინების, დიარეის, ჭარბი ოფლიანობის გამო, დაბალი მარილიანი დიეტის, დიურეზულების (წყლის ტაბლეტების) ხანგრძლივი გამოყენების ან დიალიზური მკურნალობის გამო);
თუ თქვენ გეგმავთ მკურნალობას ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენზე ალერგიული რეაქციის შესამცირებლად (დესენსიბილიზაცია);
თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ანესთეზია, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ ოპერაციისთვის ან ნებისმიერი სტომატოლოგიური პროცედურისთვის. შესაძლოა დაგჭირდეთ ამპრილან® HL-ის მიღების შეწყვეტა დაგეგმილი პროცედურის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. მიმართეთ ექიმს!
თუ სისხლში გაქვთ კალიუმის მაღალი დონე (სისხლის ანალიზით განსაზღვრული);
თუ იღებთ მედიკამენტებს ან გაქვთ ისეთი მდგომარეობა, რომელიც იწვევს სისხლში ნატრიუმის დაბალ დონეს. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზები რეგულარული ინტერვალებით სისხლში ნატრიუმის დონის შესამოწმებლად, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული;
თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, შეიძლება გაიზარდოს ანგიონევროზის განვითარების რისკი:
რაცეკადოტრილი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ,
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის უარყოფის თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი),
ვილდაგლიპტინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ;
თუ განიცდით მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას ან თვალის ტკივილს, ეს შეიძლება იყოს თვალის გარსში სითხის დაგროვების სიმპტომები (ქოროიდული გამონაჟონი) ან გაზრდილი თვალშიდა წნევა და შეიძლება გამოვლინდეს ამპრილანი® HL-ის დაწყებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. თუ არ ჩატარდება შესაბამისი მკურნალობა, შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა. თუ გაქვთ პენიცილინის ან სულფონამიდის მიმართ ალერგიული რეაქციის ისტორია, ამ გვერდითი რეაქციის განვითარების რისკი იზრდება;
თუ გაქვთ კოლაგენური დაავადება, როგორიცაა სკლეროდერმია ან სისტემური წითელი მგლურა;
თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ:
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (ARBs) (ასევე ცნობილი როგორც სარტანები - მაგ. ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ გაქვთ დიაბეტით გამოწვეული თირკმლის დაავადება;
ალისკირენი.
ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს თქვენი თირკმლის ფუნქცია, არტერიული წნევა და ელექტროლიტების (როგორიცაა კალიუმი) რაოდენობა თქვენს სისხლში. აგრეთვე იხილეთ ინფორმაცია სათაურით „არ მიიღოთ ამპრილან® HL“.
აქტიურმა ინგრედიენტმა ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო რეაქცია, რაც გამოიწვევს მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას და თვალის ტკივილს. ეს შეიძლება იყოს თვალებში წნევის მომატების სიმპტომები, რაც შეიძლება განვითარდეს ამპრილან® HL-ის მიღებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. მკურნალობის გარეშე, ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გაუარესება.
თუ გქონდათ კანის კიბო ან გქონდათ კანის მოულოდნელი დაზიანებები მკურნალობის დროს. ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებამ, განსაკუთრებით მაღალ დოზებში ხანგრძლივმა გამოყენებამ, შეიძლება გაზარდოს კანისა და ტუჩის კიბოს გარკვეული ტიპების (არამელანომური კანის კიბო) განვითარების რისკი. თუ იღებთ ამპრილან® HL-ს, უნდა დაიცვათ კანი მზისა და ულტრაიისფერი სხივებისგან.
თუ ადრე გქონდათ სუნთქვის ან ფილტვების პრობლემები (მათ შორის ანთება ან სითხე ფილტვებში) ჰიდროქლორთიაზიდის მიღებისას. თუ ამპრილან® HL-ის მიღების შემდეგ გაწუხებთ ძლიერი ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ (ან შეიძლება იყოთ) ორსულად. ამპრილან® HL არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ 3 თვეში და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს პატარას ორსულობის 3 თვის შემდეგ (იხ. ნაწილი ორსულობა და ძუძუთი კვება).
ბავშვები და მოზარდები
ამპრილანი® HL არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ეს გამოწვეულია ამ ასაკობრივ ჯგუფებში კლინიკური გამოცდილების ნაკლებობით.
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული), მიმართეთ ექიმს ამპრილან® HL-ის მიღებამდე.
სხვა პრეპარატები და ამპრილანი® HL
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, ახლახან მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ისინი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატებიც (მათ შორის მცენარეული პროდუქტებიც), რადგან ამპრილან® HL-მა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის ეფექტზე და ასევე სხვა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ამპრილან® HL-ის ეფექტზე.
თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, აცნობეთ ექიმს. მათ შეუძლიათ გააუარესონ ამპრილან® HL-ის ეფექტი:
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და ანთების შესამცირებლად (მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ), როგორიცაა იბუპროფენი ან ინდომეტაცინი და ასპირინი).
მედიკამენტები დაბალი წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის სამკურნალოდ, როგორიცაა ეფედრინი, ნორეპინეფრინი ან ეპინეფრინი. თქვენი ექიმი გააკონტროლებს თქვენს არტერიულ წნევას.
თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, აცნობეთ ექიმს. მათ შეუძლიათ გაზარდონ გვერდითი რეაქციების ალბათობა ამპრილანი® HL-თან ერთად გამოყენებისას:
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და ანთების შესამცირებლად (მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ), როგორიცაა იბუპროფენი ან ინდომეტაცინი და ასპირინი).
მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ კალიუმის დონეს სისხლში. მათ შორისაა შეკრულობის სამკურნალო საშუალებები, შარდმდენები, ამფოტერიცინი B (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) და ACTH (გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის ეფექტურობის შესამოწმებლად);
სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები (ქიმიოთერაპია);
მედიკამენტები გულის პრობლემების სამკურნალოდ, გულის რითმის პრობლემების ჩათვლით;
გადანერგვის შემდეგ ორგანოების უარყოფის თავიდან ასაცილებლად პრეპარატები, როგორიცაა ციკლოსპორინი;
შარდმდენი საშუალებები (შარდმდენები), როგორიცაა ფუროსემიდი;
კალიუმის დანამატები (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმის შემნახველი დიურეზულები და სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე თქვენს სისხლში, როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი, ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილი როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, ასევე ციკლოსპორინი, იმუნოსუპრესანტი, რომელიც ინიშნება ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად და ჰეპარინი - სისხლის გამათხელებელი საშუალება თრომბის თავიდან ასაცილებლად;
ანთების საწინააღმდეგო სტეროიდები, როგორიცაა პრედნიზოლონი;
მედიკამენტები კალციუმის დეფიციტის კომპენსაციისთვის;
ალოპურინოლი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავას დონის შესამცირებლად);
პროკაინამიდი (გულის რითმის დარღვევის სამკურნალოდ);
ქოლესტირამინი (სისხლში ლიპიდების რაოდენობის შესამცირებლად);
კარბამაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ);
ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი (ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ);
mTOR ინჰიბიტორები (მაგ. ტემსიროლიმუსი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი) ან ვილდაგლიპტინი (შაქრიანი დიაბეტი), რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ ანგიონევროზული შეშუპების, მძიმე ალერგიული რეაქციის რისკი.
თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, აცნობეთ ექიმს. ამპრილანმა® HL შეიძლება გავლენა იქონიოს ამ პრეპარატების ეფექტურობაზე:
დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად, განკუთვნილი პერორალური მიღებისთვის და ინსულინი. ამპრილანი® HL-მა შეიძლება შეამციროს სისხლში შაქრის დონე. ამპრილან® HL-ის მიღებისას რეგულარულად აკონტროლეთ თქვენი სისხლში შაქარი;
ლითიუმი (ფსიქიური დაავადებების სამკურნალოდ). ამპრილან® HL-მა შეიძლება გაზარდოს ლითიუმის დონე სისხლში. ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს ლითიუმის დონე სისხლში.
კუნთების სარელაქსაციო საშუალებები;
ქინინი (მალარიის სამკურნალოდ);
იოდის შემცველი მედიკამენტები (შეიძლება გამოვიყენოთ რენტგენოლოგიური გამოკვლევისთვის და საავადმყოფოში სხვა გამოსახულების მეთოდებისთვის);
პენიცილინი (ინფექციების სამკურნალოდ);
პერორალურად მიღებული სისხლის გამათხელებლები (ორალური ანტიკოაგულანტები), როგორიცაა ვარფარინი.
თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა და/ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები, თუ იღებთ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორს (ARB) ან ალისკირენს (იხილეთ აგრეთვე ინფორმაცია „არ მიიღოთ ამპრილან® HL“ და „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული), მიმართეთ ექიმს ამპრილან® HL-ის მიღებამდე.
კვლევის შედეგები
ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ დაგეგმილი გაქვთ პარათირეოიდული ფუნქციის ტესტის ჩატარება. ამპრილან® HL-მა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტესტის შედეგებზე.
თუ სპორტსმენი ხართ და გეგმავთ დოპინგის შემოწმებაზე ტესტის გავლას. ამპრილან® HL-მა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგი.
ამპრილან® HL-ის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ამპრილან® HL-თან ერთად ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გონებრივი დაქვეითება. თუ არ ხართ დარწმუნებული თუ რა რაოდენობის ალკოჰოლის მიღების უფლება გაქვთ ამპრილან® HL-ის მიღებისას, განიხილეთ ეს თქვენს ექიმთან, რადგან არტერიული წნევის შესამცირებლად გამოყენებულმა მედიკამენტებმა და ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს ერთმანეთის ეფექტი.
ამპრილან® HL-ის მიღება შესაძლებელია საკვების მიღების მიუხედავად.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
თუ ორსულად ხართ, ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან შესაძლოა ორსულად იყოთ, აცნობეთ ექიმს. ამპრილან® HL-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ 12 კვირაში, ხოლო მე-13 კვირის შემდეგ პრეპარატის მიღება არ შეიძლება, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების მძიმე დარღვევები. თუ დაორსულდებით ამპრილან® HL-ით მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. თუ ორსულობა იგეგმება, რეკომენდებულია მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების არჩევა.
ამპრილან® HL არ უნდა მიიღოთ ძუძუთი კვების დროს.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშავოთ მექანიზმებთან, სანამ არ განსაზღვრავთ, თუ როგორ იმოქმედებს თქვენზე ამპრილანი® HL. შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა ამპრილან® HL-ის მიღებისას. ეს ეფექტი ყველაზე სავარაუდოა მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას. ასეთ შემთხვევაში არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშავოთ მექანიზმებთან.
ამპრილანი® HL შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა გარკვეული შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ე.ი. პრაქტიკულად "ნატრიუმისგან თავისუფალია".
- ამპრილან® HL-ის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ამპრილანი® HL ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების მეთოდი
პრეპარატი უნდა მიიღოთ პერორალურად ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, ჩვეულებრივ დილით.
ტაბლეტები გადაყლაპეთ სითხის მიყოლებით.
არ დაანაწევროთ ან დაღეჭოთ ტაბლეტები.
რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ
მაღალი წნევის მკურნალობა
თქვენმა ექიმმა შესაძლოა მოახდინოს პრეპარატის დოზირების კორექცირება შესაბამისი წნევის დონის მიღწევის მიზნით.
ხანდაზმული პაციენტები
ექიმი დაიწყებს მკურნალობას მინიმალური დოზით და თანდათან მოახდენს მკურნალობის კორექციას.
თუ მიიღეთ ამპრილან® HL-ს საჭიროზე მეტი დოზა
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. არ მართოთ ავტომობილი თავად, სთხოვეთ ვინმეს რომ წაგიყვანოთ კლინიკაში და არ გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება. თან წაიღეთ წამლის შეფუთვა, რათა ექიმმა ზუსტად იცოდეს რა მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ ამპრილან® HL-ის მიღება
თუ დაგავიწყდათ მედიკამენტების სწორ დროს მიღება, მიჰყევით თქვენი რეგულარული დოზირების განრიგს, მიიღეთ შემდეგი დოზა დანიშნულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი არასასურველი რეაქციები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამპრილანმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
შეწყვიტეთ ამპრილან® HL-ის მიღება და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სერიოზულ გვერდით მოვლენას - შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რომელიც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას, ასევე ქავილი და გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშანი ამპრილან® HL-ზე.
კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, პირის ღრუს წყლულები, არსებული კანის დაავადების გაუარესება, სიწითლე, ბუშტუკები ან კანის აქერცვლა (ე.წ. სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან მულტიფორმული ერითემა).
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:
გახშირებული გულისცემა, არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა (გულისცემა), ტკივილი გულმკერდის არეში, გულმკერდის შებოჭილობა ან უფრო სერიოზული პრობლემები, მათ შორის ინფარქტი და ინსულტი;
ქოშინი, ხველა, რომელიც გრძელდება 2-3 დღე, მადის დაკარგვა. ეს შეიძლება იყოს ფილტვების ფუნქციის დარღვევის ნიშნები, მათ შორის ანთება;
ადვილად წარმოქმნადი სისხლჩაქცევები, გახანგრძლივებული სისხლდენა ან სისხლდენის რაიმე ნიშანი (როგორიცაა ღრძილების სისხლდენა), წითელი ლაქები კანზე, რომლებიც ჩვეულებრივზე ხშირად ვითარდება, ინფექციები, ყელის ტკივილი, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, თავბრუსხვევა ან ფერმკრთალი კანი. ეს შეიძლება იყოს ჰემატოპოეზის ან ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევის ნიშნები;
ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, რომელიც გადაეცემა ზურგზე. ეს შეიძლება იყოს პანკრეატიტის (პანკრეასის ანთება) ნიშანი;
ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დაავადების ნიშნები, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) ან ღვიძლის დაზიანება.
სხვა გვერდითი მოვლენები
გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ეფეტებიდან რომელიმე გამწვავდება ან გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს.
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
თავის ტკივილი, სისუსტის შეგრძნება, დაღლილობა;
თავბრუსხვევის შეგრძნება. ამ ეფექტის გამოვლენა უფრო სავარაუდოა მკურნალობის დასაწყისში ან ამპრილან® HL-ის დოზის გაზრდისას;
მშრალი გამაღიზიანებელი ხველა ან ბრონქიტი;
სისხლის ანალიზი აჩვენებს სისხლში შაქრის მომატებას. თუ გაქვთ დიაბეტი, ის შეიძლება გაუარესდეს;
სისხლის ტესტი აჩვენებს შარდმჟავას ან ლიპიდების მომატებულ დონეს სისხლში;
მტკივნეული, წითელი ან შეშუპებული სახსრები.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
გამონაყარი კანზე, რომელიც სცდება კანის ზედაპირს ან არა;
სახის კანის სიწითლე, სისუსტე, ჰიპოტენზია (არანორმალურად დაბალი არტერიული წნევა), განსაკუთრებით სწრაფად ადგომისას ან დაჯდომისას;
წონასწორობის დარღვევა (ვერტიგო);
ქავილი და უჩვეულო შეგრძნებები კანზე, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, წვის შეგრძნება ან ჟრუანტელის შეგრძნება კანზე (პარესთეზია);
გემოვნების შეგრძნებების დაკარგვა ან ცვლილება;
ძილის დარღვევა;
დეპრესიის, შფოთვის, უჩვეულო ნერვიულობის ან შფოთვის განცდა;
ცხვირის შეშუპება, სინუსების ანთება (სინუსიტი), ქოშინი;
ღრძილების ანთება (გინგივიტი), პირის ღრუს შეშუპება;
სიწითლე, ქავილი, შეშუპება ან წყლიანი თვალები;
ყურებში შუილი;
ბუნდოვანი ხედვა;
თმის ცვენა;
მკერდის ტკივილი;
კუნთების ტკივილი;
ყაბზობა, კუჭის ან ნაწლავების ტკივილი;
კუჭის აშლილობა ან გულისრევა;
ჭარბი სითხის მიღების მოთხოვნილება და გახშირებული შარდვა დღის განმავლობაში;
მომატებული ოფლიანობა ან წყურვილის შეგრძნება;
მადის დაკარგვა ან დაქვეითება (ანორექსია), შიმშილის გრძნობის დაქვეითება;
სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა;
ხელების და ფეხების შეშუპება. ეს შეიძლება იყოს ორგანიზმში სითხის შეკავების ნიშანი.
ცხელება;
სექსუალური დისფუნქცია მამაკაცებში;
სისხლის ტესტები, რომლებიც აჩვენებს სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედების, თრომბოციტების ან ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირებას;
სისხლის ტესტები, რომლებიც აჩვენებენ ღვიძლის, პანკრეასის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევას;
სისხლის ანალიზები, რომლებიც აჩვენებენ სისხლში კალიუმის დონის შემცირებას.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
გულისრევა, საწყისი დიარეა ან გულძმარვა;
წითელი, შეშუპებული ენა ან პირის სიმშრალე;
სისხლის ანალიზები, რომლებიც აჩვენებენ სისხლში კალიუმის მომატებულ დონეს;
მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (სიმპტომებში შედის ძლიერი ქოშინი, ცხელება, სისუსტე და დაბნეულობა).
სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):
კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერი), მგრძნობელობა ან ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, დაბნეულობა და კრუნჩხვები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ADH-ის (ანტიდიურეზული ჰორმონის) არაადეკვატური სეკრეციით. თუ თქვენ გაქვთ ეს სიმპტომები, დაუკავშირდით ექიმს რაც შეიძლება მალე.
კანისა და ტუჩის კიბო (კანის არამელანომური კიბო).
სხვა გვერდითი მოვლენები
გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გამწვავდება ან გაგრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს:
ყურადღების კონცენტრირების დარღვევა, მოუსვენრობა ან დაბნეულობა;
თითების და ფეხის თითების ფერის ცვლილება სიცივეში, გახურებისას ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნეა. ეს შეიძლება იყოს რეინოს სინდრომი;
სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში;
სისხლის გასქელება;
სმენის დაქვეითება;
თვალების სიმშრალე;
ობიექტების ყვითელ ფერებში ვიზუალური აღქმა;
მხედველობის დაბინდვა და ტკივილი თვალებში (თვალის უვეაში სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები (ქოროიდული გამონაჟონი), მწვავე მიოპია ან დახურული კუთხის გლაუკომა);
გაუწყლოება;
შეშუპება, ტკივილი და სიწითლე კისრის არეში (სანერწყვე ჯირკვლის ანთება);
ნაწლავების შეშუპება, რომელსაც ეწოდება ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება, სიმპტომებით, როგორიცაა მუცლის ტკივილი, ღებინება და დიარეა;
გაზრდილი ფოტომგრძნობელობა;
კანის ძლიერი აქერცვლა, ქავილი, პუსტულური გამონაყარი ან კანის სხვა რეაქციები, როგორიცაა წითელი გამონაყარი სახეზე ან შუბლზე;
კანის გამონაყარი ან სისხლჩაქცევები;
ლაქები კანზე და ცივი კიდურები;
ფრჩხილების ცვლილებები (მაგალითად, ფრჩხილის დარბილება ან აქერცვლა);
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის რიგიდულობა ან ყბის მოძრაობის უუნარობა (ტეტანია);
სისუსტე ან კუნთების კრუნჩხვები;
დაქვეითებული სექსუალური ლიბიდო მამაკაცებში ან ქალებში;
სისხლი შარდში. ეს შეიძლება იყოს თირკმელების დაავადების ნიშანი (ინტერსტიციული ნეფრიტი);
შარდში შაქრის დონის მომატება;
სისხლის ტესტის დროს გამოვლენილი გარკვეული სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) დონის მომატება;
სისხლის ტესტი მიუთითებს სისხლში წარმოქმნილი ელემენტების რაოდენობის შემცირებაზე (პანციტოპენია);
სისხლის ტესტი, რომელიც აჩვენებს მარილების დონის ცვლილებას, როგორიცაა ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და ქლორიდები სისხლში;
რეაქციების შენელება ან დარღვევა;
ყნოსვის ცვლილება;
სუნთქვის გაძნელება ან ასთმის გაუარესება;
თვალების ძლიერი ტკივილი, მხედველობის დაბინდვა ან სინათლის ორეოლების ხედვა, თავის ტკივილი, ცრემლდენის მომატება, გულისრევა და ღებინება, რაც შეიძლება მიუთითებდეს მდგომარეობაზე, რომელსაც ეწოდება გლაუკომა.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია პირდაპირ გვერდითი რეაქციებისა და წამლების არაეფექტურობის მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით (UE Center for Expertise and Testing in Healthcare, http://www.rceth.by). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას.
- ამპრილან® HL-ის შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციის ან საყოფაცხოვრებო წყალგაყვანილობის სისტემაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, არასაჭირო მედიკამენტის უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაციები
პრეპარატი ამპრილანი® HL-ის შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტები: რამიპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი.
1 ტაბლეტი შეიცავს 2,5 მგ რამიპრილს და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.
დამხმარე ინგრედიენტები: ნატრიუმის ბიკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინირებული სახამებელი, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.
იხილეთ ნაწილი 2 „ამპრილანი® HL შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს“.
პრეპარატი ამპრილან® HL-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ბრტყელი, 4.0 x 8.0 მმ, კაფსულის ფორმის, თეთრი ან თითქმის თეთრი ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით, ერთ მხარეს გამყოფი ნაზოლით და მეორე მხარეს აღნიშვნით „12.5“. ტაბლეტის ერთ მხარეს განთავსებული გამყოფი ნაზოლი განკუთვნილია წამლის მიღების გასაადვილებლად, მაგრამ არ უზრუნველყოფს ტაბლეტის ორ თანაბარ ნაწილად დაყოფას.
7 ტაბლეტი ბლისტერში (OPA/Al/PVC ბლისტერი და ალუმინის ფოლგა). 4 ან 12 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
10 ტაბლეტი ბლისტერში (OPA/Al/PVC ბლისტერი და ალუმინის ფოლგა). 3 ბლისტერი ჩანართით ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
კრკა დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეჟკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.