ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი (მონოთერაპიაში ან მეტფორმინით ან ინსულინით კომბინირებული თერაპიის შემადგელობაში) მხოლოდ დიეტით, ფიზიკური ვარჯიშით ან წონის დაკლებით ადეკვატური კონტროლის შეუძლებლობის შემთხვევაში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- გლიმეპირიდი (glimepiride)
- ფორმა და შეფუთვა
- 2მგ ტაბლეტი №30 (2X15)
- მწარმოებელი
- Sanofi S.R.L., იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სულფონილშარდოვანას წარმოებულები
- ATC კოდი
- A10BB12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037771
- რეგისტრირებულია
- 5 აპრილი 2023, მოქმედებს 25 მარტი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Sanofi-aventis Deutschland GmbH (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „ფაინენშლ ჩეინ კორპორეიშნ“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ამარილი 2მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი (მონოთერაპიაში ან მეტფორმინით ან ინსულინით კომბინირებული თერაპიის შემადგელობაში) მხოლოდ დიეტით, ფიზიკური ვარჯიშით ან წონის დაკლებით ადეკვატური კონტროლის შეუძლებლობის შემთხვევაში.
მიღების წესი და დოზირება
განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.
დიაბეტის წარმატებულ მკურნალობას საფუძვლად უდევს სათანადო დიეტა, სისტემატური ფიზიკური ვარჯიში, ასევე სისხლის და შარდის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი. არ შეიძლება კვების რეჟიმის რეკომენდაციების დარღვევის კომპენსირება მედიკამენტებით.
საწყისი დოზა და დოზის შერჩევა
გლიმეპირიდის დოზირება განისაზღვრება სისხლსა და შარდში გლუკოზის შემცველობის ანალიზის შედეგების მიხედვით.
საჭიროების შემთხვევაში დღე-ღამის დოზა შეიძლება გაიზარდოს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლით (1-2 კვირის ინტერვალებით) და ეტაპობრივად შემდეგი წესით: 2 მგ-მდე – 3 მგ-მდე – 4 მგ-მდე – 6 მგ-მდე გლიმეპირიდი დღე-ღამეში. მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 6 მგ-ს.
დღიური დოზის მიღების დრო და ჯერადობა განისაზღვრება ექიმის მიერ ავადმყოფის ცხოვრების წესის გათვალისწინებით. როგორც წესი, საკმარისია დღე-ღამის დოზის დანიშვნა 1 მიღებაზე უშუალოდ ნოყიერი საუზმის წინ ან საუზმის დროს ან, თუ დღე-ღამის დოზა არ იქნა მიღებული, უშუალოდ პირველი ნოყიერი კვების წინ ან კვების დროს. პრეპარატის მიღების გამოტოვების ნაცვლად შემდეგ მიღებაზე არ მიიღოთ უფრო მაღალი დოზა. ამარილის® ტაბლეტები მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (დაახლოებით 0,5 ჭიქა). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამარილის® მიღების შემდეგ არ გამოტოვოთ საკვების მიღება.
თუ პაციენტს განუვითარდა ჰიპოგლიკემიური რეაქცია გლიმეპირიდის მინიმალური დოზით დღე-ღამეში მიღებისას, ეს ნიშნავს, რომ შაქრიანი დიაბეტის კონტროლი შეიძლება მხოლოდ დიეტის დაცვით.
დიაბეტის კონტროლის გაუმჯობესებას თან ახლავს ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა, ამიტომ მკურნალობის კურსის დროს შეიძლება შემცირდეს გლიმეპირიდის მოთხოვნა. ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად დოდა თანდათანობით უნდა შემცირდეს ან მკურნალობა საერთოდ შეწყდეს. დოზირების გადახედვის აუცილებლობა შეიძლება საჭირო გახდეს, თუ იცვლება ავადმყოფის წონა ან ცხოვრების წესი, ასევე სხვა ფაქტორების მოქმედებისას, რომლებიც ზრდის ჰიპო- ან ჰიპერგლიკემიის რისკს.
გამოყენება მეტფორმინთან კომბინაციაში
იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის საკმარისი სტაბილიზება, ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინს, შეიძლება დაინიშნოს თანმხლები მკურნალობა გლიმეპირიდით. მეტფორმინის დოზის შენარჩუნებისას გლიმეპირიდით მკურნალობა იწყება მინიმალური დოზით, შემდეგ კი მისი დოზა თანდათანობით იზრდება გლიკემიური კონტროლის სასურველი დონის შესაბამისად, 6 მგ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე. კომბინირებული თერაპია უნდა ჩატარდეს საგულდაგულო სამედიცინო დაკვირვებით.
გამოყენება ინსულინთან კომბინაციაში
იმ შემთხვევაში, როდესაც გლიმეპირიდის მაქსიმალური დოზის მიღებით მონოთერაპიაში ან მეტფორმინის მაქსიმალურ დოზასთან კომბინაციაში ვერ ხერხდება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ნორმალიზება, შესაძლებელია გლიმეპირიდის კომბინაცია ინსულინთან. ასეთ შემთხვევაში, ავადმყოფისთვის დანიშნული გლიმეპირიდის ბოლო დოზა უცვლელი რჩება. ამასთან, ინსულინით მკურნალობა იწყება მინიმალური დოზით მისი შემდგომი თანდათანობითი გაზრდით და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის კონტროლით. კომბინირებული მკურნალობა საჭიროებს აუცილებელ საექიმო კონტროლს. გლიკემიის ხანგრძლივი კონტროლის შენარჩუნებისას ამ კომბინირებულმა თერაპიამ შეიძლება დააქვეითოს ინსულინის საჭიროება თითქმის 40%-ით.
ავადმყოფის გადაყვანა სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატიდან გლიმეპირიდზე
არ არსებობს ზუსტი თანაფარდობა გლიმეპირიდისა და სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზებს შორის. ასეთი პრეპარატებიდან გლიმეპირიდზე გადაყვანისას მისი საწყისი სადღეღამისო დოზა უნდა იყოს მინიმალური (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავადმყოფი გლიმეპირიდზე გადაჰყავთ სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატის მაქსიმალური დოზიდან). გლიმეპირიდის დოზის ნებისმიერი მომატება საჭიროა მოხდეს თანდათანობით გლიმეპირიდის პასუხის საფუძველზე ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების შესაბამისად. საჭიროა მხედველობაში მივიღოთ ადრე გამოყენებული ჰიპოგლიკემიური პრეპარატის დოზა და ეფექტის ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით ნახევარგამოყოფის დიდი პერიოდის მქონე ჰიპოგლიკემიური პრეპარატის (მაგალითად, ქლორპროპამიდის) მიღებისას შეიძლება წამოიჭრას მკურნალობის დროებით შეწყვეტის საჭიროება (რემდენიმე დღის განმავლობაში) ადიტიური ეფექტის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ზრდის ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს.
პაციენტის გადაყვანა ინსულინიდან გლიმეპირიდზე
ცალკეულ შემთხვევებში, თუ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები იღებენ ინსულინით თერაპიას, დაავადების კომპენსაციისთვის და კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა-უჯრედების სეკრეტორული ფუნქციის შენარჩუნებისას მათ შეიძლება დაენიშნოს გლიმეპირიდზე გადაყვანა. გადაყვანა უნდა განხორციელდეს ექიმის საგულდაგულო კონტროლით. ამასთან, გლიმეპირიდზე ავადმყოფის გადაყვანა იწყება გლიმეპირიდის მინიმალური დოზით.
გამოყენება თირკმელების და ღვიძლის უკმარისობის დროს
მცირე მოცულობით არის წარმოდგენილი ინფორმაცია პრეპარატის გამოყენების შესახებ თირკმელების და ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში (იხ. პარაგრაფი უკუჩვენება).
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ამარილის® მორიგი დოზის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
პრეპარატ ამარილით® მკურნალობის შეწყვეტა
მკურნალობის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში უნდა იცოდეთ, რომ შაქრის დონის დაქვეითების სასურველი ეფექტი არ იქნება მიღწეული და დაავადება დამძიმდება.
გააგრძელეთ ამარილის® მიღება თქვენი ექიმის მიერ პრეპარატის მოხსნამდე.
უკუჩვენებები
გლიმეპირიდი არ უნდა გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:
მომატებული მგრძნობელობა გლიმეპირიდის ან პრეპარატის რომელიმე არააქტიური კომპონენტის, სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულის ან სულფონილამიდური პრეპარატების მიმართ (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების რისკი);
ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი;
დიაბეტური კომა;
კეტოაციდოზი;
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები (მათ შორის, ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფები).
სიფრთხილის ზომები
გლიმეპირიდი მიიღება უშუალოდ საკვების მიღებამდე ან საკვების მიღების დროს.
თუ საკვები მიიღება არარეგულარულად ან გამოტოვებით, პაციენტს, რომელიც იღებს თერაპიას გლიმეპირიდით, შეიძლება განუვითარდეს ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის შესაძლო სიმპტომები არის: თავის ტკივილი, შიმშილის ძლიერი გრძნობა, გულისრევა, ღებინება, დაღლილობის გრძნობა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, კონცენტრაციის, ყურადღების და რეაქციის დარღვევა, დეპრესია, ცნობიერების არევა, მეტყველების და მხედველობის დარღვევა, აფაზია, ტრემორი, პარეზი, სენსორული დარღვევები, თავბრუსხვევა, უსუსურობის გრძნობა, თვითკონტროლის დაკარგვა, დელირიუმი, ცერებრული კრუნჩხვა, გონების არევა და დაკარგვა, მათ შორის კომატოზური მდგომარეობა, ზედაპირული სუნთქვა, ბრადიკარდია. გარდა ამისა, უკუკავშირის ტიპის ადრენერგული მექანიზმის შედეგად შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცივი, წებოვანი ოფლი, მოუსვენრობა, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, გახშირებული გულისცემა, სტენოკარდია და გულის რიტმის დარღვევა.
მძიმე ჰიპოგლიკემიის კლინიკური სურათი შეიძლება იყოს ინსულტის კლინიკურ სურათის მსგავსი.
პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში სიმპტომების ოპერატიულად კონტროლირება შესაძლებელია ნახშირწყალბადების (შაქრის) სასწრაფო მიღებით. ამასთან, შაქრის ხელოვნური შემცვლელები არაეფექტიანია.
სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულების გამოყენების გამოცდილებიდან ცნობილია, რომ, დასაწყისში საწინააღმდეგო ზომების წარმატებით გამოყენების მიუხედავად, შემდგომში ჰიპოგლიკემია შეიძლება განმეორებით გამოვლინდეს.
მძიმე ან ხანგრძლივი ჰიპოგლიკემია, რომელიც მხოლოდ დროებით კონტროლდება შაქრის ჩვეულებრივი რაოდენობის მიღებით, საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციასაც კი.
ჰიპოგლიკემიის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება:
პაციენტის მხრიდან ექიმთან თანამშრომლობის სურვილის უქონლობა ან არასაკმარისი უნარი (განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში), არასრულფასოვანი, არარეგულარული კვება, საკვების მიღების გამოტოვება, შიმშილობა,
ჩვეული დიეტის შეცვლა,
დისბალანსი ფიზიკურ დატვირთვასა და ნახშირწყლების მოხმარების შორის,
ალკოჰოლის მიღება, განსაკუთრებით საკვების მიღების გამოტოვებასთან ერთად,
თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა,
გლიმეპირიდის დოზის გადაჭარბება,
ენდოკრინული სისტემის ზოგიერთი არაკომპენსირებული დაავადება, რომელიც მოქმედებას ახდენს ნახშირწყლების ცვლაზე, ან ჰიპოგლიკემია უკუკავშირის ტიპით (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ზოგიერთი დარღვევა, ჰიპოფიზური უკმარისობა ან თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა), ზოგიერთი სხვა სამკურნალო საშუალების ერთდროულად მიღება (იხ. პარაგრაფი სამკურნალწამლო ურთიერთქმედება).
გლიმეპირიდით მკურნალობა საჭიროებს სისხლსა და შარდში გლუკოზის კონცენტრაციის რეგულარულ მონიტორინგს. გარდა ამისა, რეკომენდებულია გლიკოზილირებული ჰემოგლობინის დონის განსაზღვრა.
ასევე, გლიმეპირიდით მკურნალობისას საჭიროა ღვიძლის ფუნქციის რეგულარული შემოწმება და სისხლის ფორმიანი ელემენტების (განსაკუთრებით, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების) დათვლა.
სტრესულ სიტუაციებში (მაგალითად, უბედური შემთხვევების, სასწრაფო ოპერაციების, ცხელებით მიმდინარე ინფექციების შემთხვევაში და ა.შ.) შეიძლება ნაჩვენები იყოს პაციენტის დროებით გადაყვანა ინსულინზე.
თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში გლიმეპირიდის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. თირკმელების ან ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებს ენიშნებათ ინსულინის თერაპიაზე გადაყვანა.
სულფონილშარდოვანას წარმოებულებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზური ანემია პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტით. რადგან გლიმეპირიდი მიეკუთვნება სულფონილშარდოვანას წარმოებულების კლასს, ის სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტით. გარდა ამისა, საჭიროა განიხილოს ალტერნატიული საშუალებებით მკურნალობა, რომლებიც არ შეიცავს სულფონილშარდოვანას წარმოებულებს.
ამარილი® შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს, ამიტომ მისი მიღება რეკომენდებული არ არის პაციენტებში ლაქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობით, ლაქტაზის დეფიციტით ან გლუკოზა-ლაქტოზის შეწოვის დარღვევით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სამკურნალწამლო ურთიერთქმედება
გლიმეპირიდის ჰიპოგლიკემიური მოქმედებების როგორც არასასურველი შემცირება, ასევე არასასურველი მომატება შეიძლება აღინიშნოს გლიმეპირიდისა და ზოგიერთი სხვა სამკურნალო საშუალების ერთდროული გამოყენებისას. ამასთან დაკავშირებით, სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის ნებართვით (ან დანიშნულებით).
გლიმეპირიდი მეტაბოლიზდება ციტოქრომი P4502C9-ით, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული ინდუქტორებთან (მაგალითად, რიფამპიცინი) ან ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ფლუკონაზოლი) ერთდროულად მიღების შემთხვევაში.
ლიტერატურაში გამოქვეყნებული in vivo ურთიერთქმედების შედეგები მიუთითებს, რომ ფლუკონაზოლი, CYP2C9-ის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინჰიბიტორი, ზრდის გლიმეპირიდის AUC-ს დაახლოებით 2-ჯერ.
გლიმეპირიდის და სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულების გამოყენების გამოცდილების საფუძველზე უნდა აღინიშნოს შემდეგი ურთიერთქმედებები.
ჰიპოგლიკემიური მოქმედების გაძლიერება და ამასთან დაკავშირებული ჰიპოგლიკემიის შესაძლო განვითარება შეიძლება აღინიშნოს გლიმეპირიდის ერთდროულად გამოყენებისას შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:
ფენილბუტაზონი, აზაპროპაზონი, ოქსიფენბუტაზონი,
ინსულინი და სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატები, როგორიცაა, მეტფორმინი,
სალიცილატები და ამინოსალიცილის მჟავა,
ანაბოლური სტეროიდები და მამაკაცის სქესობრივი ჰორმონები,
ქლორამფენიკოლი, ხანგრძლივი მოქმედების ზოგიერთი სულფანილამიდი, ტეტრაციკლინები, ქინოლონები და კლარითრომიცინი,
კუმარინის ანტიკოაგულანტები,
ფენფლურამინი,
დიზოპირამიდი,
ფიბრატები,
ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები,
ფლუოქსეტინი, მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები,
ალოპურინოლი, პრობენიციდი, სულფინპირაზონი,
სიმპათოლიზური საშუალებები,
ციკლო-, ტრო- და იფოსფამიდები,
მიკონაზოლი, ფლუკონაზოლი,
პენტოქსიფილინი (მაღალი დოზების პარენტერალური შეყვანისას),
ტრიტოკვალინი.
ჰიპოგლიკემიური მოქმედების შესუსტება და ამასთან დაკავშირებით სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება შეიძლება აღინიშნოს გლიმეპირიდის ერთდროულად გამოყენებისას შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:
ესტროგენები და პროგესტოგენები,
სალურეზული საშუალებები და თიაზიდური დიურეზულები,
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, გლუკოკორტიკოსტეროიდები
ფენოთიაზინები, ქლორპრომაზინები,
ეპინეფრინი და სხვა სიმპათომიმეტური საშუალებები,
ნიკოტინის მჟავა (მაღალი დოზებით) და ნიკოტინის მჟავას წარმოებულები, საფაღარათო საშუალებები (ხანგრძლივი გამოყენებისას),
ფენიტოინი, დიაზოქსიდი,
გლუკაგონი, ბარბიტურატები და რიფამპიცინი,
აცეტაზოლამიდი
H2-რეცეპტორების ბლოკერებს, კლონიდინსა და რეზერპინს შეუძლია გლიმეპირიდის ჰიპოგლიკემიური მოქმედების როგორც გაძლიერება, ასევე შესუსტება.
ისეთი სიმპათოლიზური საშუალებების ზემოქმედებით, როგორიცაა ბეტა-ადრენობლოკერები, კლონიდინი, გუანეტიდინი და რეზერპინი, ჰიპოგლიკემიაზე ადრენერგული კონტრრეგულაციის ნიშნები შეიძლება შემცირდეს ან არ აღინიშნოს.
გლიმეპირიდის მიღების ფონზე შეიძლება ადგილი ჰქონდეს კუმარინის წარმოებულების მოქმედების გაძლიერებას ან შესუსტებას.
ალკოჰოლის ერთჯერად ან ქრონიკულ მიღებას შეუძლია გლიმეპირიდის ჰიპოგლიკემიური მოქმედების როგორც გაძლიერება, ასევე შესუსტება.
ნაღვლის მჟავების სეკვესტრანტები: კოლესეველამი უკავშირდება გლიმეპირიდს და ამცირებს გლიმეპირიდის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. გლიმეპირიდის კოლესეველამის მიღებამდე სულ მცირე 4 საათით ადრე მიღების შემთხვევაში რაიმე სახის ურთიერთქმედება არ აღინიშნება. ამიტომ, გლიმეპირიდი მიიღება კოლესეველამის მიღებამდე სულ მცირე 4 საათით ადრე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გლიმეპირიდის ზემოქმედების კვლევები ჩატარებული არ არის. პაციენტის რეაქცია ან ყურადღების კონცენტრაციის უნარი შეიძლება შემცირდეს ჰიპოგლიკემიის ან ჰიპერგლიკემიის განვითარების შედეგად, ან, მაგალითად, მხედველობის დარღვევის გამო. ეს ეფექტები შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს ისეთ სიტუაციებში, როდესაც ამ უნარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (მაგალითად, ავტომობილის მართვის ან ტექნიკასთან მუშაობის დროს).
პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული სიფრთხილის ზომების მიღების აუცილებლობის შესახებ მართვის დროს ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდებით, ან პაციენტებისთვის, რომლებიც არასაკმარისად ან საერთოდ არ არიან ინფორმირებული ჰიპოგლიკემიის საწყისი ნიშნების შესახებ. ამ შემთხვევაში უნდა იქნას განხილული ავტოტრანსპორტის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის მიზანშეწონილობა.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ წარმოდგენილის მსგავსი ან სხვა გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს!
ქვემოთ წარმოდგენილია კლინიკური კვლევების შედეგად მიღებული მონაცემები არასასურველი რეაქციების შესახებ, რომლებიც გამოწვეულია გლიმეპირიდის და სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულების მიღებით. გვერდითი რეაქციები დაჯგუფებულია ორგანოთა სისტემის კლასების მიხედვით და განაწილებულია ჯგუფების მიხედვით გამოვლენის სიხშირის შემცირების შესაბამისად (ძალიან ხშირად: >1/10; ხშირად: >1/100, <1/10, არახშირად: >1/1000, <1/100, იშვიათად: >1/10000, <1/1000, ძალიან იშვიათად: <1/10000; სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე გამოვლენის სიხშირის შეფასება შეუძლებელია)).
დარღვევები ლიმფური სისტემისა და სისხლმბადი სისტემის მხრივ
იშვიათად: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ერითროციტოპენია, ჰემოლიზური ანემია და პანციტოპენია, რომლებიც, როგორც წესი, შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტისას.
სისხშირე უცნობია: 10 000/მკლ ნაკლები თრომბოციტების რაოდენობით მიმდინარე მძიმე თრომბოციტოპენიისა და თრომბოციტოპენიური პურპურის შემთხვევები იყო რეგისტრირებული სამკურნალო საშუალების პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათად: ლეიკოციტოპლასტიური ვასკულიტი, ჰიპერმგრძნობელობის ზომიერად გამოხატული რეაქციები, რომლებიც შეიძლება პროგრესირებდეს სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობამდე არტერიული წნევის დაცემის, დისპნოეს და ზოგჯერ ანაფილაქსიური შოკის თანხლებით.
სიხშირე უცნობია: შესაძლებელია ჯვარედინი ალერგიული რეაქციების განვითარება სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულებთან, სულფანილამიდურ პრეპარატებთან და მსგავს ნივთიერებებთან.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ
იშვიათად: ჰიპოგლიკემია.
ძირითადად ეს რეაქციები ვლინდება პრეპარატის მიღებიდან მოკლე დროის განმავლობაში, შეიძლება გახდეს საშიში და მათი კუპირება ყოველთვის ადვილად არ ხერხდება. ასეთი რეაქციების გამოვლენა დამოკიდებულია, როგორც სხვა სახის ჰიპოგლიკემიური თერაპიის შემთხვევაში, რიგ ინდივიდუალურ ფაქტორზე, როგორიცაა კვების რეჟიმი და პრეპარატის დოზირება (დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხ. პარაგრაფები განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები).
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
სიხშირე უცნობია: შეიძლება აღინიშნოს გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილებებით გამოწვეული მხედველობის დროებითი დარღვევები, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
საჭმლის მონელების ორგანოების მხრივ
ძალიან იშვიათად: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის შებერილობა, მუცელში დისკომფორტის და ტკივილის შეგრძნება, რაც იშვიათად საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
იშვიათად: დისგევზია.
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.
ძალიან იშვიათად: ანომალური ღვიძლისმიერი ფუნქცია (მაგალითად, ქოლესტაზი ან ნაღვლის დაქცევა), ჰეპატიტი და ღვიძლის უკმარისობა.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
სიხშირე უცნობია: შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანის მხრივ, ქავილის, გამონაყარის, ჭინჭრის ციების და სინათლის მიმართ მგრძნობელობის სახით.
ლაბორატორიული და სხვა კვლევების შედეგები
ძალიან იშვიათად: სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება.
იშვიათად: წონის მატება.
შეტყობინება შესაძლო გვერდითი რეაქციების შესახებ:
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში შესაძლო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შესაძლებლობას გვაძლევს განვახორციელოთ სამკურნალო საშუალების სარგებლიანობისა და რისკის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის მუშაკებს მოეთხოვებათ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინების გაგზავნა შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
გლიმეპირიდის დიდი დოზის პერორალურად მიღებისას შესაძლებელია 12-72 საათიანი ხანგრძლივობის ჰიპოგლიკემიის განვითარება, რომელიც შეიძლება განმეორდეს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის პირველადი აღდგენის შემდეგ. პერორალურად მიღების შემდეგ სიმპტომები შეიძლება არ აღინიშნოს 24 საათის გასვლის შემდეგაც. უმრავლეს შემთხვევაში რეკომენდებულია დაკვირვება სტაციონარულ პირობებში. შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება და ტკივილი ეპიგასტრალურ არეში. ჰიპოგლიკემიას შეიძლება თან ახლდეს ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა მოუსვენრობა, ტრემორი, მხედველობის, კოორდინაციის დარღვევები, ძილიანობა, კომა და კრუნჩხვა.
მკურნალობა
მკურნალობა, პირველ რიგში, ითვალისწინებს შეწოვის შემცირებას ღებინების გამოწვევით, სითხის მიღებით (წყალი ან ლიმონათი აქტივირებული ნახშირით (ადსორბენტით) და ნატრიუმის სულფატით (საფაღარათო საშუალება). პრეპარატის დიდი რაოდენობის მიღებისას ნაჩვენებია კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის და ნატრიუმის სულფატის შემდგომი შეყვანით.
დოზის მძიმე ხარისხის გადაჭარბებისას ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
რაც შეიძლება სწრაფად იწყებენ გლუკოზის შეყვანას, საჭიროების შემთხვევაში 50 მლ 40%-იანი ხსნარის შეყვანას ინტრავენური ჭავლური გზით, შემდგომი 10%-იანი ხსნარის ინფუზიური შეყვანით სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის საგულდაგულო კონტროლით. შემდგომი მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური.
ჩვილი ან პატარა ბავშვების მიერ ამარილის® შემთხვევით მიღების შედეგად განვითარებული ჰიპოგლიკემიის მკურნალობისას დექსტროზის მითითებული დოზა (50 მლ 40%-იანი ხსნარი) გულდასმით უნდა გაკონტროლდეს იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული საშიში ჰიპერგლიკემია. ამასთან დაკავშირებით, საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის უწყვეტი და საგულდაგულო მონიტორინგი.
შემადგენლობა
ამარილის® 2 მგ ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: გლიმეპირიდს - 2 მგ;
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელს (ტიპი A), პოვიდონს 25000 (E1201), მიკროკრისტალურ ცელულოზას (E460), მაგნიუმის სტეარატს (E470), საღებავს რკინის წითელ ოქსიდს (E 172), ინდიგოკარმინის ალუმინის ლაქს (E 132).
ამარილის® 3 მგ ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: გლიმეპირიდს - 3 მგ.
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელს (ტიპი A), პოვიდონს 25000 (E1201), მიკროკრისტალურ ცელულოზას (E460), მაგნიუმის სტეარატს (E470), საღებავს რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172).
ამარილის® 4 მგ ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: გლიმეპირიდს - 4 მგ.
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელს (ტიპი A), პოვიდონს 25000 (E1201), მიკროკრისტალურ ცელულოზას, მაგნიუმის სტეარატს (E460), ინდიგოკარმინი ალუმინის ლაქს (E 132).
აღწერილობა:
ამარილი® 2 მგ: ორივე მხრიდან ბრტყელი, მოგრძო ფორმის, მწვანე ფერის ტაბლეტები ორივე მხარეს გამყოფი ხაზით. ზედა შტამპი: NMM/საფირმო ნიშანი. ქვედა შტამპი: საფირმო ნიშანი/NMM.
ამარილი® 3 მგ: ორივე მხრიდან ბრტყელი, მოგრძო ფორმის, ღია-ყვითელი ფერის ტაბლეტები ორივე მხარეს გამყოფი ხაზით. ზედა შტამპი: NMN/საფირმო ნიშანი. ქვედა შტამპი: საფირმო ნიშანი/NMN.
ამარილი® 4 მგ: ორივე მხრიდან ბრტყელი, მოგრძო ფორმის, ცისფერი ტაბლეტები ორივე მხარეს გამყოფი ხაზით. ზედა შტამპი: NMO/საფირმო ნიშანი. ქვედა შტამპი: საფირმო ნიშანი/NMO.
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება პრეპარატ ამარილის® ტაბლეტების გაყოფა გამყოფ ხაზზე ორ თანაბარ დოზად.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
პერორალური გამოყენების ჰიპოგლიკემიური საშუალებები, ინსულინის გარდა: სულფონილშარდოვანას წარმოებულები.
ათქ კოდი: A10BB12.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
გლიმეპირიდი, ამარილის® აქტიური ნივთიერება, წარმოადგენს პერორალური გამოყენების ჰიპოგლიკემიურ (შაქრის დამწევ) პრეპარატს – სულფონილშარდოვანას წარმოებულს.
გლიმეპირიდი ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა-უჯრედებიდან ინსულინის სეკრეციას. როგორც სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულების შემთხვევაში, ეს მოქმედება აუმჯობესებს პანკრეასული ბეტა-უჯრედების მგრძნობელობას საკუთარი ინსულინის მოქმედების მიმართ. გარდა ამისა, გლიმეპირიდს გააჩნია გამოხატული არაპანკრეასული მოქმედება, რომელიც ასევე, აღწერილია სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულებისთვის.
ინსულინის გამოთავისუფლება
სულფონილშარდოვანას წარმოებულები არეგულირებს ინსულინის სეკრეციას ბეტა-უჯრედის მემბრანში განლაგებული კალიუმის ატფ-დამოკიდებული არხების დახურვით. კალიუმის არხების დახურვით ისინი იწვევენ ბეტა-უჯრედების მემბრანების დეპოლარიზაციას, რაც ხელს უწყობს კალციუმის არხების გახსნას და უჯრედებში მოხვედრილი კალციუმის რაოდენობის გაზრდას. ეს პროცესი იწვევს ინსულინის გამოთავისუფლებას ბეტა-უჯრედებიდან.
გლიმეპირიდი ჩანაცვლების მაღალი სიჩქარით უერთდება ცილას ბეტა-უჯრედების მემბრანაზე, რომელიც დაკავშირებულია კალიუმის ატფ-დამოკიდებულ არხებთან, მაგრამ არა იმ ადგილზე, რომელსაც ჩვეულებრივ უერთდება სულფონილშარდოვანას წარმოებულები.
არაპანკრეასული აქტივობა
გარდა ამისა, ნაჩვენებია გლიმეპირიდის გამოხატული არაპანკრეასული ეფექტები: ინსულინის მოქმედების მიმართ პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობის მომატება და ღვიძლის მიერ ინსულინის მოხმარების შემცირება. პერიფერიული (კუნთოვანი და ცხიმოვანი) ქსოვილების მიერ სისხლიდან გლუკოზის ათვისება ხდება სპეციალური სატრანსპორტო ცილების (GLUT-4) დახმარებით, რომლებიც განლაგებულია უჯრედულ მემბრანებში. ამ ქსოვილებში გლუკოზის ტრანსპორტის სიჩქარე შეზღუდულია გლუკოზის უტილიზაციის ეტაპზე.
გლიმეპირიდი ძალიან სწრაფად ზრდის აქტიური მოლეკულების რაოდენობას, რომლებიც ახორციელებენ გლუკოზის ტრანსპორტს (GLUT-4 ტრანსპორტიორები) კუნთოვანი და ცხიმოვანი უჯრედების პლაზმურ მემბრანაში, რაც აუმჯობესებს გლუკოზის ათვისებას.
გლიმეპირიდი ზრდის გლიკოზილ-ფოსფატიდილინოზიტოლის მიმართ სპეციფიკურ ფოსფოლიპაზა C-ს აქტივობას, რომლებთანაც შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატით გამოწვეული ლიპოგენეზი და გლიკოგენეზი იზოლირებულ კუნთოვან და ცხიმოვან უჯრედებში.
გლიმეპირიდი ხელს უშლის ღვიძლში გლუკოზის წარმოქმნას, ფრუქტოზა-2,6-ბიფოსფატის უჯრედშიდა კონცენტრაციის გაზრდით, რომელიც აინჰიბირებს გლუკონეოგენეზს.
გლიმეპირიდი შერჩევითად თრგუნავს ციკლოოქსიგენაზას და ამცირებს არაქიდონის მჟავას გარდაქმნას თრომბოქსან A2-ში, რომელიც ხელს უწყობს თრომბოციტების აგრეგაციას, და შესაბამისად ახდეს ანტითრომბოზულ მოქმედებას.
ზოგადი ცნობები
ჯანმრთელ პირებში გლიმეპირიდის მინიმალური ეფექტიანი პერორალური დოზა შეადგენს დაახლოებით 0.6 მგ-ს. გლიმეპირიდის ეფექტი დოზადამოკიდებული და აღდგენადია.
გლიმეპირიდის მიღების ფონზე ნარჩუნდება ფიზიოლოგიური რეაქცია მძიმე ფიზიკურ დატვირთვაზე - ინსულინის სეკრეციის შესაბამისი დაქვეითება.
არ აღინიშნება ეფექტის მნიშვნელოვანი სხვაობა პრეპარატის გამოყენებისას საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე და უშუალოდ საკვების მიღებამდე. დიაბეტის მქონე პაციენტებში ერთჯერადი სადღეღამისო დოზის მიღების ხარჯზე შეიძლება დამაკმაყოფილებელი მეტაბოლური კონტროლის მიღწევა 24 საათის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელ პაციენტებში გლიმეპირიდის ჰიდროქსიმეტაბოლიტი იწვევდა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან შემცირებას, ეს მეტაბოლიტი პასუხისმგებელია პრეპარატის საერთო ეფექტის მხოლოდ მცირე ნაწილზე.
კომბინირებული თერაპია მეტფორმინით
ერთ კლინიკურ კვლევაში ნაჩვენები იყო, რომ ავადმყოფებში, რომლებშიც მეტფორმინის მაქსიმალური დოზებით მკურნალობისას არ აღინიშნა დამაკმაყოფილებელი შედეგი, თერაპიის სქემაში გლიმეპირიდის დამატება უზრუნველყოფდა მეტაბოლიზმის უკეთეს კონტროლს.
კომბინირებული თერაპია ინსულინით
გლიმეპირიდის ინსულინთან კომბინირების შესახებ მონაცემები მცირეა.
ავადმყოფებში, რომლებსაც არ აქვთ დამაკმაყოფილებელი შედეგი გლიმეპირიდის მაღალი დოზებით მკურნალობით, შეიძლება ერთდროულად ინსულინით თერაპიის დაწყება. ორ კლინიკურ კვლევაში კომბინირებული მკურნალობა უზრუნველყოფდა მეტაბოლური კონტროლის ისეთივე გაუმჯობესებას, როგორც ინსულინით მონოთერაპია, თუმცა კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში საჭირო იყო ინსულინის ნაკლები დოზა.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ბავშვები და მოზარდები
ჩატარდა 24 კვირიანი კლინიკური კვლევა აქტიური კონტროლით (გლიმეპირიდი 8 მგ-მდე დღეში ან მეტფორმინი 2000 მგ-მდე დღეში) ტიპი 2 დიაბეტის მქონე 285 ბავშვის (8-17 წელი) მონაწილეობით. ორივე პრეპარატმა, გლიმეპირიდმა და მეტფორმინმა, აჩვენა HbA1c-ს დონის მნიშვნელოვანი დაქვეითება საწყის მაჩვენებელთან შედარებით [გლიმეპირიდი -0,95 (შრატში 0,41); მეტფორმინი -1,39 (შრატში 0,40)]. მიუხედავად ამისა, გლიმეპირიდმა არ აჩვენა სტატუსის კრიტერიუმი ~არ არის მეტფორმინზე უარესი~, HbA1c-ს დონის საშუალო ცვლილებით საწყის მაჩვენებელთან შედარებით. სხვაობა შეადგენდა 0,44%-ს მეტფორმინის სასარგებლოდ. 95%-იანი სანდოობის ინტერვალის ზედა ზღვარი (1,05) სხვაობისთვის იყო არანაკლები ეფექტიანობის დასაშვებ ზღვარზე მაღალი, რომელიც 0,3%-ის ტოლია.
გლიმეპირიდით მკურნალობისას არ იყო გამოვლენილი დამატებითი პრობლემები ბავშვებისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილ პაციენტებში არსებულ პრობლემებთან შედარებით.
პედიატრიულ პაციენტებში ეფექტიანობისა და უსაფრთხოების ხანგრძლივი კვლევების მონაცემები არ არის.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
გლიმეპირიდის შიგნით მიღებისას მისი ბიოშეღწევადობა არის სრული. საკვების მიღება არ ახდენს არსებით გავლენას შეწოვაზე, გარდა აბსორბციის სიჩქარის უმნიშვნელო შენელებისა. 4 მგ სადღეღამისო დოზით გლიმეპირიდის მრავალჯერ მიღებისას სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა დაახლოებით 2,5 საათში და შეადგენს 309 ნგ/მლ; არსებობს ხაზოვანი თანაფარდობა დოზასა და Cmax-ს შორის, აგრეთვე დოზასა და AUC-ს (მრუდის ქვეშ ფართობი ~კონცენტრაცია - დრო~) შორის.
განაწილება
გლიმეპირიდისთვის დამახასიათებელია განაწილების ძალიან დაბალი მოცულობა (დაახლოებით 8,8 ლ), რომელიც დაახლოებით ტოლია ალბუმინის განაწილების მოცულობისა, პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხი (99%-ზე მეტი) და დაბალი კლირენსი (დაახლოებით 48 მლ/წთ).
ცხოველებში გლიმეპირიდი გამოიყოფა დედის რძეში.
გლიმეპირიდი გადადის პლაცენტურ ბარიერში. პრეპარატი რთულად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა
გლიმეპირიდის დოზის პერორალურად ერთჯერადი მიღების შემდეგ შარდში გამოიყოფა 58% და განავალში 35%. უცვლელი ნივთიერება შარდში არ გამოვლენილა.
ნახევარგამოყოფის პერიოდი შრატში პრეპარატის პლაზმური კონცენტრაციებისას, რომელიც შეესაბამება დოზირების მრავალჯერად რეჟიმს, შეადგენს 5-8 საათს. მაღალი დოზების მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი ცოტა იზრდება.
შარდსა და განავალში ვლინდება ორი არააქტიური მეტაბოლიტი, რომლებიც წარმოიქმნება ღვიძლში მეტაბოლიზმის შედეგად (ძირითადი ფერმენტი - CYP2C9), ერთი მათგანი არის ჰიდროქსიწარმოებული, ხოლო მეორე – კარბოქსიწარმოებული. გლიმეპირიდის პერორალურად მიღების შემდეგ ამ მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი შეადგენს შესაბამისად, 3-5 საათს და 5-6 საათს.
გლიმეპირიდი გამოიყოფა დედის რძეში და გადის პლაცენტურ ბარიერში. პრეპარატი რთულად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
გლიმეპირიდის ერთჯერადი და მრავალჯერადი (ერთხელ დღე-ღამეში) მიღების შედარებამ არ გამოავლინა დასაბუთებული განსხვავება ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებში, და აღინიშნა მათი ძალიან დაბალი ცვალებადობა სხვადასხვა პაციენტში. პრეპარატის მნიშვნელოვანი დაგროვება არ აღინიშნება.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
სხვადასხვა სქესისა და ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებს ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მსგავსი აქვთ. თირკმელების ფუნქციის დარღვევების (კრეატინინის დაბალი კლირენსი) მქონე პაციენტებში აღინიშნებოდა გლიმეპირიდის კლირენსის გაზრდისა და სისხლის შრატში მისი საშუალო კონცენტრაციების შემცირების ტენდენცია, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია პრეპარატის უფრო სწრაფი გამოყოფით ცილებთან უფრო დაბალი შეკავშირების შედეგად. ამგვარად, ამ კატეგორიის პაციენტებში არ არსებობს პრეპარატის კუმულაციის დამატებითი რისკი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ამარილის® სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ამარილი®
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ამარილი®
მოქმედი ნივთიერება (საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება): გლიმეპირიდი (glimepiride)
სამკურნალწამლო ფორმა: ტაბლეტები
sanofi
შემადგენლობა:
ამარილის® 2 მგ ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: გლიმეპირიდს - 2 მგ;
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელს (ტიპი A), პოვიდონს 25000 (E1201), მიკროკრისტალურ ცელულოზას (E460), მაგნიუმის სტეარატს (E470), საღებავს რკინის წითელ ოქსიდს (E 172), ინდიგოკარმინის ალუმინის ლაქს (E 132).
ამარილის® 3 მგ ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: გლიმეპირიდს - 3 მგ.
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელს (ტიპი A), პოვიდონს 25000 (E1201), მიკროკრისტალურ ცელულოზას (E460), მაგნიუმის სტეარატს (E470), საღებავს რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172).
ამარილის® 4 მგ ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: გლიმეპირიდს - 4 მგ.
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელს (ტიპი A), პოვიდონს 25000 (E1201), მიკროკრისტალურ ცელულოზას, მაგნიუმის სტეარატს (E460), ინდიგოკარმინი ალუმინის ლაქს (E 132).
აღწერილობა:
ამარილი® 2 მგ: ორივე მხრიდან ბრტყელი, მოგრძო ფორმის, მწვანე ფერის ტაბლეტები ორივე მხარეს გამყოფი ხაზით. ზედა შტამპი: NMM/საფირმო ნიშანი. ქვედა შტამპი: საფირმო ნიშანი/NMM.
ამარილი® 3 მგ: ორივე მხრიდან ბრტყელი, მოგრძო ფორმის, ღია-ყვითელი ფერის ტაბლეტები ორივე მხარეს გამყოფი ხაზით. ზედა შტამპი: NMN/საფირმო ნიშანი. ქვედა შტამპი: საფირმო ნიშანი/NMN.
ამარილი® 4 მგ: ორივე მხრიდან ბრტყელი, მოგრძო ფორმის, ცისფერი ტაბლეტები ორივე მხარეს გამყოფი ხაზით. ზედა შტამპი: NMO/საფირმო ნიშანი. ქვედა შტამპი: საფირმო ნიშანი/NMO.
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება პრეპარატ ამარილის® ტაბლეტების გაყოფა გამყოფ ხაზზე ორ თანაბარ დოზად.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პერორალური გამოყენების ჰიპოგლიკემიური საშუალებები, ინსულინის გარდა: სულფონილშარდოვანას წარმოებულები.
ათქ კოდი: A10BB12.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
გლიმეპირიდი, ამარილის® აქტიური ნივთიერება, წარმოადგენს პერორალური გამოყენების ჰიპოგლიკემიურ (შაქრის დამწევ) პრეპარატს – სულფონილშარდოვანას წარმოებულს.
გლიმეპირიდი ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა-უჯრედებიდან ინსულინის სეკრეციას. როგორც სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულების შემთხვევაში, ეს მოქმედება აუმჯობესებს პანკრეასული ბეტა-უჯრედების მგრძნობელობას საკუთარი ინსულინის მოქმედების მიმართ. გარდა ამისა, გლიმეპირიდს გააჩნია გამოხატული არაპანკრეასული მოქმედება, რომელიც ასევე, აღწერილია სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულებისთვის.
ინსულინის გამოთავისუფლება
სულფონილშარდოვანას წარმოებულები არეგულირებს ინსულინის სეკრეციას ბეტა-უჯრედის მემბრანში განლაგებული კალიუმის ატფ-დამოკიდებული არხების დახურვით. კალიუმის არხების დახურვით ისინი იწვევენ ბეტა-უჯრედების მემბრანების დეპოლარიზაციას, რაც ხელს უწყობს კალციუმის არხების გახსნას და უჯრედებში მოხვედრილი კალციუმის რაოდენობის გაზრდას. ეს პროცესი იწვევს ინსულინის გამოთავისუფლებას ბეტა-უჯრედებიდან.
გლიმეპირიდი ჩანაცვლების მაღალი სიჩქარით უერთდება ცილას ბეტა-უჯრედების მემბრანაზე, რომელიც დაკავშირებულია კალიუმის ატფ-დამოკიდებულ არხებთან, მაგრამ არა იმ ადგილზე, რომელსაც ჩვეულებრივ უერთდება სულფონილშარდოვანას წარმოებულები.
არაპანკრეასული აქტივობა
გარდა ამისა, ნაჩვენებია გლიმეპირიდის გამოხატული არაპანკრეასული ეფექტები: ინსულინის მოქმედების მიმართ პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობის მომატება და ღვიძლის მიერ ინსულინის მოხმარების შემცირება. პერიფერიული (კუნთოვანი და ცხიმოვანი) ქსოვილების მიერ სისხლიდან გლუკოზის ათვისება ხდება სპეციალური სატრანსპორტო ცილების (GLUT-4) დახმარებით, რომლებიც განლაგებულია უჯრედულ მემბრანებში. ამ ქსოვილებში გლუკოზის ტრანსპორტის სიჩქარე შეზღუდულია გლუკოზის უტილიზაციის ეტაპზე.
გლიმეპირიდი ძალიან სწრაფად ზრდის აქტიური მოლეკულების რაოდენობას, რომლებიც ახორციელებენ გლუკოზის ტრანსპორტს (GLUT-4 ტრანსპორტიორები) კუნთოვანი და ცხიმოვანი უჯრედების პლაზმურ მემბრანაში, რაც აუმჯობესებს გლუკოზის ათვისებას.
გლიმეპირიდი ზრდის გლიკოზილ-ფოსფატიდილინოზიტოლის მიმართ სპეციფიკურ ფოსფოლიპაზა C-ს აქტივობას, რომლებთანაც შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატით გამოწვეული ლიპოგენეზი და გლიკოგენეზი იზოლირებულ კუნთოვან და ცხიმოვან უჯრედებში.
გლიმეპირიდი ხელს უშლის ღვიძლში გლუკოზის წარმოქმნას, ფრუქტოზა-2,6-ბიფოსფატის უჯრედშიდა კონცენტრაციის გაზრდით, რომელიც აინჰიბირებს გლუკონეოგენეზს.
გლიმეპირიდი შერჩევითად თრგუნავს ციკლოოქსიგენაზას და ამცირებს არაქიდონის მჟავას გარდაქმნას თრომბოქსან A2-ში, რომელიც ხელს უწყობს თრომბოციტების აგრეგაციას, და შესაბამისად ახდეს ანტითრომბოზულ მოქმედებას.
ზოგადი ცნობები
ჯანმრთელ პირებში გლიმეპირიდის მინიმალური ეფექტიანი პერორალური დოზა შეადგენს დაახლოებით 0.6 მგ-ს. გლიმეპირიდის ეფექტი დოზადამოკიდებული და აღდგენადია.
გლიმეპირიდის მიღების ფონზე ნარჩუნდება ფიზიოლოგიური რეაქცია მძიმე ფიზიკურ დატვირთვაზე - ინსულინის სეკრეციის შესაბამისი დაქვეითება.
არ აღინიშნება ეფექტის მნიშვნელოვანი სხვაობა პრეპარატის გამოყენებისას საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე და უშუალოდ საკვების მიღებამდე. დიაბეტის მქონე პაციენტებში ერთჯერადი სადღეღამისო დოზის მიღების ხარჯზე შეიძლება დამაკმაყოფილებელი მეტაბოლური კონტროლის მიღწევა 24 საათის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელ პაციენტებში გლიმეპირიდის ჰიდროქსიმეტაბოლიტი იწვევდა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან შემცირებას, ეს მეტაბოლიტი პასუხისმგებელია პრეპარატის საერთო ეფექტის მხოლოდ მცირე ნაწილზე.
კომბინირებული თერაპია მეტფორმინით
ერთ კლინიკურ კვლევაში ნაჩვენები იყო, რომ ავადმყოფებში, რომლებშიც მეტფორმინის მაქსიმალური დოზებით მკურნალობისას არ აღინიშნა დამაკმაყოფილებელი შედეგი, თერაპიის სქემაში გლიმეპირიდის დამატება უზრუნველყოფდა მეტაბოლიზმის უკეთეს კონტროლს.
კომბინირებული თერაპია ინსულინით
გლიმეპირიდის ინსულინთან კომბინირების შესახებ მონაცემები მცირეა.
ავადმყოფებში, რომლებსაც არ აქვთ დამაკმაყოფილებელი შედეგი გლიმეპირიდის მაღალი დოზებით მკურნალობით, შეიძლება ერთდროულად ინსულინით თერაპიის დაწყება. ორ კლინიკურ კვლევაში კომბინირებული მკურნალობა უზრუნველყოფდა მეტაბოლური კონტროლის ისეთივე გაუმჯობესებას, როგორც ინსულინით მონოთერაპია, თუმცა კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში საჭირო იყო ინსულინის ნაკლები დოზა.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ბავშვები და მოზარდები
ჩატარდა 24 კვირიანი კლინიკური კვლევა აქტიური კონტროლით (გლიმეპირიდი 8 მგ-მდე დღეში ან მეტფორმინი 2000 მგ-მდე დღეში) ტიპი 2 დიაბეტის მქონე 285 ბავშვის (8-17 წელი) მონაწილეობით. ორივე პრეპარატმა, გლიმეპირიდმა და მეტფორმინმა, აჩვენა HbA1c-ს დონის მნიშვნელოვანი დაქვეითება საწყის მაჩვენებელთან შედარებით [გლიმეპირიდი -0,95 (შრატში 0,41); მეტფორმინი -1,39 (შრატში 0,40)]. მიუხედავად ამისა, გლიმეპირიდმა არ აჩვენა სტატუსის კრიტერიუმი ~არ არის მეტფორმინზე უარესი~, HbA1c-ს დონის საშუალო ცვლილებით საწყის მაჩვენებელთან შედარებით. სხვაობა შეადგენდა 0,44%-ს მეტფორმინის სასარგებლოდ. 95%-იანი სანდოობის ინტერვალის ზედა ზღვარი (1,05) სხვაობისთვის იყო არანაკლები ეფექტიანობის დასაშვებ ზღვარზე მაღალი, რომელიც 0,3%-ის ტოლია.
გლიმეპირიდით მკურნალობისას არ იყო გამოვლენილი დამატებითი პრობლემები ბავშვებისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილ პაციენტებში არსებულ პრობლემებთან შედარებით.
პედიატრიულ პაციენტებში ეფექტიანობისა და უსაფრთხოების ხანგრძლივი კვლევების მონაცემები არ არის.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
გლიმეპირიდის შიგნით მიღებისას მისი ბიოშეღწევადობა არის სრული. საკვების მიღება არ ახდენს არსებით გავლენას შეწოვაზე, გარდა აბსორბციის სიჩქარის უმნიშვნელო შენელებისა. 4 მგ სადღეღამისო დოზით გლიმეპირიდის მრავალჯერ მიღებისას სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა დაახლოებით 2,5 საათში და შეადგენს 309 ნგ/მლ; არსებობს ხაზოვანი თანაფარდობა დოზასა და Cmax-ს შორის, აგრეთვე დოზასა და AUC-ს (მრუდის ქვეშ ფართობი ~კონცენტრაცია - დრო~) შორის.
განაწილება
გლიმეპირიდისთვის დამახასიათებელია განაწილების ძალიან დაბალი მოცულობა (დაახლოებით 8,8 ლ), რომელიც დაახლოებით ტოლია ალბუმინის განაწილების მოცულობისა, პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხი (99%-ზე მეტი) და დაბალი კლირენსი (დაახლოებით 48 მლ/წთ).
ცხოველებში გლიმეპირიდი გამოიყოფა დედის რძეში.
გლიმეპირიდი გადადის პლაცენტურ ბარიერში. პრეპარატი რთულად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა
გლიმეპირიდის დოზის პერორალურად ერთჯერადი მიღების შემდეგ შარდში გამოიყოფა 58% და განავალში 35%. უცვლელი ნივთიერება შარდში არ გამოვლენილა.
ნახევარგამოყოფის პერიოდი შრატში პრეპარატის პლაზმური კონცენტრაციებისას, რომელიც შეესაბამება დოზირების მრავალჯერად რეჟიმს, შეადგენს 5-8 საათს. მაღალი დოზების მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი ცოტა იზრდება.
შარდსა და განავალში ვლინდება ორი არააქტიური მეტაბოლიტი, რომლებიც წარმოიქმნება ღვიძლში მეტაბოლიზმის შედეგად (ძირითადი ფერმენტი - CYP2C9), ერთი მათგანი არის ჰიდროქსიწარმოებული, ხოლო მეორე – კარბოქსიწარმოებული. გლიმეპირიდის პერორალურად მიღების შემდეგ ამ მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი შეადგენს შესაბამისად, 3-5 საათს და 5-6 საათს.
გლიმეპირიდი გამოიყოფა დედის რძეში და გადის პლაცენტურ ბარიერში. პრეპარატი რთულად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
გლიმეპირიდის ერთჯერადი და მრავალჯერადი (ერთხელ დღე-ღამეში) მიღების შედარებამ არ გამოავლინა დასაბუთებული განსხვავება ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებში, და აღინიშნა მათი ძალიან დაბალი ცვალებადობა სხვადასხვა პაციენტში. პრეპარატის მნიშვნელოვანი დაგროვება არ აღინიშნება.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
სხვადასხვა სქესისა და ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებს ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მსგავსი აქვთ. თირკმელების ფუნქციის დარღვევების (კრეატინინის დაბალი კლირენსი) მქონე პაციენტებში აღინიშნებოდა გლიმეპირიდის კლირენსის გაზრდისა და სისხლის შრატში მისი საშუალო კონცენტრაციების შემცირების ტენდენცია, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია პრეპარატის უფრო სწრაფი გამოყოფით ცილებთან უფრო დაბალი შეკავშირების შედეგად. ამგვარად, ამ კატეგორიის პაციენტებში არ არსებობს პრეპარატის კუმულაციის დამატებითი რისკი.
გამოყენების ჩვენება
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი (მონოთერაპიაში ან მეტფორმინით ან ინსულინით კომბინირებული თერაპიის შემადგელობაში) მხოლოდ დიეტით, ფიზიკური ვარჯიშით ან წონის დაკლებით ადეკვატური კონტროლის შეუძლებლობის შემთხვევაში.
გამოყენების წესი და დოზები
განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.
დიაბეტის წარმატებულ მკურნალობას საფუძვლად უდევს სათანადო დიეტა, სისტემატური ფიზიკური ვარჯიში, ასევე სისხლის და შარდის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი. არ შეიძლება კვების რეჟიმის რეკომენდაციების დარღვევის კომპენსირება მედიკამენტებით.
საწყისი დოზა და დოზის შერჩევა
გლიმეპირიდის დოზირება განისაზღვრება სისხლსა და შარდში გლუკოზის შემცველობის ანალიზის შედეგების მიხედვით.
საჭიროების შემთხვევაში დღე-ღამის დოზა შეიძლება გაიზარდოს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლით (1-2 კვირის ინტერვალებით) და ეტაპობრივად შემდეგი წესით: 2 მგ-მდე – 3 მგ-მდე – 4 მგ-მდე – 6 მგ-მდე გლიმეპირიდი დღე-ღამეში. მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 6 მგ-ს.
დღიური დოზის მიღების დრო და ჯერადობა განისაზღვრება ექიმის მიერ ავადმყოფის ცხოვრების წესის გათვალისწინებით. როგორც წესი, საკმარისია დღე-ღამის დოზის დანიშვნა 1 მიღებაზე უშუალოდ ნოყიერი საუზმის წინ ან საუზმის დროს ან, თუ დღე-ღამის დოზა არ იქნა მიღებული, უშუალოდ პირველი ნოყიერი კვების წინ ან კვების დროს. პრეპარატის მიღების გამოტოვების ნაცვლად შემდეგ მიღებაზე არ მიიღოთ უფრო მაღალი დოზა. ამარილის® ტაბლეტები მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (დაახლოებით 0,5 ჭიქა). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამარილის® მიღების შემდეგ არ გამოტოვოთ საკვების მიღება.
თუ პაციენტს განუვითარდა ჰიპოგლიკემიური რეაქცია გლიმეპირიდის მინიმალური დოზით დღე-ღამეში მიღებისას, ეს ნიშნავს, რომ შაქრიანი დიაბეტის კონტროლი შეიძლება მხოლოდ დიეტის დაცვით.
დიაბეტის კონტროლის გაუმჯობესებას თან ახლავს ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა, ამიტომ მკურნალობის კურსის დროს შეიძლება შემცირდეს გლიმეპირიდის მოთხოვნა. ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად დოდა თანდათანობით უნდა შემცირდეს ან მკურნალობა საერთოდ შეწყდეს. დოზირების გადახედვის აუცილებლობა შეიძლება საჭირო გახდეს, თუ იცვლება ავადმყოფის წონა ან ცხოვრების წესი, ასევე სხვა ფაქტორების მოქმედებისას, რომლებიც ზრდის ჰიპო- ან ჰიპერგლიკემიის რისკს.
გამოყენება მეტფორმინთან კომბინაციაში
იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის საკმარისი სტაბილიზება, ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინს, შეიძლება დაინიშნოს თანმხლები მკურნალობა გლიმეპირიდით. მეტფორმინის დოზის შენარჩუნებისას გლიმეპირიდით მკურნალობა იწყება მინიმალური დოზით, შემდეგ კი მისი დოზა თანდათანობით იზრდება გლიკემიური კონტროლის სასურველი დონის შესაბამისად, 6 მგ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე. კომბინირებული თერაპია უნდა ჩატარდეს საგულდაგულო სამედიცინო დაკვირვებით.
გამოყენება ინსულინთან კომბინაციაში
იმ შემთხვევაში, როდესაც გლიმეპირიდის მაქსიმალური დოზის მიღებით მონოთერაპიაში ან მეტფორმინის მაქსიმალურ დოზასთან კომბინაციაში ვერ ხერხდება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ნორმალიზება, შესაძლებელია გლიმეპირიდის კომბინაცია ინსულინთან. ასეთ შემთხვევაში, ავადმყოფისთვის დანიშნული გლიმეპირიდის ბოლო დოზა უცვლელი რჩება. ამასთან, ინსულინით მკურნალობა იწყება მინიმალური დოზით მისი შემდგომი თანდათანობითი გაზრდით და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის კონტროლით. კომბინირებული მკურნალობა საჭიროებს აუცილებელ საექიმო კონტროლს. გლიკემიის ხანგრძლივი კონტროლის შენარჩუნებისას ამ კომბინირებულმა თერაპიამ შეიძლება დააქვეითოს ინსულინის საჭიროება თითქმის 40%-ით.
ავადმყოფის გადაყვანა სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატიდან გლიმეპირიდზე
არ არსებობს ზუსტი თანაფარდობა გლიმეპირიდისა და სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზებს შორის. ასეთი პრეპარატებიდან გლიმეპირიდზე გადაყვანისას მისი საწყისი სადღეღამისო დოზა უნდა იყოს მინიმალური (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავადმყოფი გლიმეპირიდზე გადაჰყავთ სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატის მაქსიმალური დოზიდან). გლიმეპირიდის დოზის ნებისმიერი მომატება საჭიროა მოხდეს თანდათანობით გლიმეპირიდის პასუხის საფუძველზე ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების შესაბამისად. საჭიროა მხედველობაში მივიღოთ ადრე გამოყენებული ჰიპოგლიკემიური პრეპარატის დოზა და ეფექტის ხანგრძლივობა. ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით ნახევარგამოყოფის დიდი პერიოდის მქონე ჰიპოგლიკემიური პრეპარატის (მაგალითად, ქლორპროპამიდის) მიღებისას შეიძლება წამოიჭრას მკურნალობის დროებით შეწყვეტის საჭიროება (რემდენიმე დღის განმავლობაში) ადიტიური ეფექტის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ზრდის ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს.
პაციენტის გადაყვანა ინსულინიდან გლიმეპირიდზე
ცალკეულ შემთხვევებში, თუ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები იღებენ ინსულინით თერაპიას, დაავადების კომპენსაციისთვის და კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა-უჯრედების სეკრეტორული ფუნქციის შენარჩუნებისას მათ შეიძლება დაენიშნოს გლიმეპირიდზე გადაყვანა. გადაყვანა უნდა განხორციელდეს ექიმის საგულდაგულო კონტროლით. ამასთან, გლიმეპირიდზე ავადმყოფის გადაყვანა იწყება გლიმეპირიდის მინიმალური დოზით.
გამოყენება თირკმელების და ღვიძლის უკმარისობის დროს
მცირე მოცულობით არის წარმოდგენილი ინფორმაცია პრეპარატის გამოყენების შესახებ თირკმელების და ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში (იხ. პარაგრაფი უკუჩვენება).
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ამარილის® მორიგი დოზის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
პრეპარატ ამარილით® მკურნალობის შეწყვეტა
მკურნალობის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში უნდა იცოდეთ, რომ შაქრის დონის დაქვეითების სასურველი ეფექტი არ იქნება მიღწეული და დაავადება დამძიმდება.
გააგრძელეთ ამარილის® მიღება თქვენი ექიმის მიერ პრეპარატის მოხსნამდე.
გვერდითი მოქმედება
ქვემოთ წარმოდგენილის მსგავსი ან სხვა გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს!
ქვემოთ წარმოდგენილია კლინიკური კვლევების შედეგად მიღებული მონაცემები არასასურველი რეაქციების შესახებ, რომლებიც გამოწვეულია გლიმეპირიდის და სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულების მიღებით. გვერდითი რეაქციები დაჯგუფებულია ორგანოთა სისტემის კლასების მიხედვით და განაწილებულია ჯგუფების მიხედვით გამოვლენის სიხშირის შემცირების შესაბამისად (ძალიან ხშირად: >1/10; ხშირად: >1/100, <1/10, არახშირად: >1/1000, <1/100, იშვიათად: >1/10000, <1/1000, ძალიან იშვიათად: <1/10000; სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე გამოვლენის სიხშირის შეფასება შეუძლებელია)).
დარღვევები ლიმფური სისტემისა და სისხლმბადი სისტემის მხრივ
იშვიათად: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ერითროციტოპენია, ჰემოლიზური ანემია და პანციტოპენია, რომლებიც, როგორც წესი, შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტისას.
სისხშირე უცნობია: 10 000/მკლ ნაკლები თრომბოციტების რაოდენობით მიმდინარე მძიმე თრომბოციტოპენიისა და თრომბოციტოპენიური პურპურის შემთხვევები იყო რეგისტრირებული სამკურნალო საშუალების პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათად: ლეიკოციტოპლასტიური ვასკულიტი, ჰიპერმგრძნობელობის ზომიერად გამოხატული რეაქციები, რომლებიც შეიძლება პროგრესირებდეს სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობამდე არტერიული წნევის დაცემის, დისპნოეს და ზოგჯერ ანაფილაქსიური შოკის თანხლებით.
სიხშირე უცნობია: შესაძლებელია ჯვარედინი ალერგიული რეაქციების განვითარება სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულებთან, სულფანილამიდურ პრეპარატებთან და მსგავს ნივთიერებებთან.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ
იშვიათად: ჰიპოგლიკემია.
ძირითადად ეს რეაქციები ვლინდება პრეპარატის მიღებიდან მოკლე დროის განმავლობაში, შეიძლება გახდეს საშიში და მათი კუპირება ყოველთვის ადვილად არ ხერხდება. ასეთი რეაქციების გამოვლენა დამოკიდებულია, როგორც სხვა სახის ჰიპოგლიკემიური თერაპიის შემთხვევაში, რიგ ინდივიდუალურ ფაქტორზე, როგორიცაა კვების რეჟიმი და პრეპარატის დოზირება (დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხ. პარაგრაფები განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები).
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
სიხშირე უცნობია: შეიძლება აღინიშნოს გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილებებით გამოწვეული მხედველობის დროებითი დარღვევები, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
საჭმლის მონელების ორგანოების მხრივ
ძალიან იშვიათად: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის შებერილობა, მუცელში დისკომფორტის და ტკივილის შეგრძნება, რაც იშვიათად საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
იშვიათად: დისგევზია.
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.
ძალიან იშვიათად: ანომალური ღვიძლისმიერი ფუნქცია (მაგალითად, ქოლესტაზი ან ნაღვლის დაქცევა), ჰეპატიტი და ღვიძლის უკმარისობა.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
სიხშირე უცნობია: შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანის მხრივ, ქავილის, გამონაყარის, ჭინჭრის ციების და სინათლის მიმართ მგრძნობელობის სახით.
ლაბორატორიული და სხვა კვლევების შედეგები
ძალიან იშვიათად: სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება.
იშვიათად: წონის მატება.
შეტყობინება შესაძლო გვერდითი რეაქციების შესახებ:
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში შესაძლო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შესაძლებლობას გვაძლევს განვახორციელოთ სამკურნალო საშუალების სარგებლიანობისა და რისკის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის მუშაკებს მოეთხოვებათ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინების გაგზავნა შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით.
უკუჩვენებები
გლიმეპირიდი არ უნდა გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:
მომატებული მგრძნობელობა გლიმეპირიდის ან პრეპარატის რომელიმე არააქტიური კომპონენტის, სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულის ან სულფონილამიდური პრეპარატების მიმართ (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების რისკი);
ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი;
დიაბეტური კომა;
კეტოაციდოზი;
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები (მათ შორის, ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფები).
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
სამკურნალწამლო ურთიერთქმედება
გლიმეპირიდის ჰიპოგლიკემიური მოქმედებების როგორც არასასურველი შემცირება, ასევე არასასურველი მომატება შეიძლება აღინიშნოს გლიმეპირიდისა და ზოგიერთი სხვა სამკურნალო საშუალების ერთდროული გამოყენებისას. ამასთან დაკავშირებით, სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის ნებართვით (ან დანიშნულებით).
გლიმეპირიდი მეტაბოლიზდება ციტოქრომი P4502C9-ით, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული ინდუქტორებთან (მაგალითად, რიფამპიცინი) ან ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ფლუკონაზოლი) ერთდროულად მიღების შემთხვევაში.
ლიტერატურაში გამოქვეყნებული in vivo ურთიერთქმედების შედეგები მიუთითებს, რომ ფლუკონაზოლი, CYP2C9-ის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინჰიბიტორი, ზრდის გლიმეპირიდის AUC-ს დაახლოებით 2-ჯერ.
გლიმეპირიდის და სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულების გამოყენების გამოცდილების საფუძველზე უნდა აღინიშნოს შემდეგი ურთიერთქმედებები.
ჰიპოგლიკემიური მოქმედების გაძლიერება და ამასთან დაკავშირებული ჰიპოგლიკემიის შესაძლო განვითარება შეიძლება აღინიშნოს გლიმეპირიდის ერთდროულად გამოყენებისას შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:
ფენილბუტაზონი, აზაპროპაზონი, ოქსიფენბუტაზონი,
ინსულინი და სხვა ჰიპოგლიკემიური პრეპარატები, როგორიცაა, მეტფორმინი,
სალიცილატები და ამინოსალიცილის მჟავა,
ანაბოლური სტეროიდები და მამაკაცის სქესობრივი ჰორმონები,
ქლორამფენიკოლი, ხანგრძლივი მოქმედების ზოგიერთი სულფანილამიდი, ტეტრაციკლინები, ქინოლონები და კლარითრომიცინი,
კუმარინის ანტიკოაგულანტები,
ფენფლურამინი,
დიზოპირამიდი,
ფიბრატები,
ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები,
ფლუოქსეტინი, მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები,
ალოპურინოლი, პრობენიციდი, სულფინპირაზონი,
სიმპათოლიზური საშუალებები,
ციკლო-, ტრო- და იფოსფამიდები,
მიკონაზოლი, ფლუკონაზოლი,
პენტოქსიფილინი (მაღალი დოზების პარენტერალური შეყვანისას),
ტრიტოკვალინი.
ჰიპოგლიკემიური მოქმედების შესუსტება და ამასთან დაკავშირებით სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება შეიძლება აღინიშნოს გლიმეპირიდის ერთდროულად გამოყენებისას შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:
ესტროგენები და პროგესტოგენები,
სალურეზული საშუალებები და თიაზიდური დიურეზულები,
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, გლუკოკორტიკოსტეროიდები
ფენოთიაზინები, ქლორპრომაზინები,
ეპინეფრინი და სხვა სიმპათომიმეტური საშუალებები,
ნიკოტინის მჟავა (მაღალი დოზებით) და ნიკოტინის მჟავას წარმოებულები, საფაღარათო საშუალებები (ხანგრძლივი გამოყენებისას),
ფენიტოინი, დიაზოქსიდი,
გლუკაგონი, ბარბიტურატები და რიფამპიცინი,
აცეტაზოლამიდი
H2-რეცეპტორების ბლოკერებს, კლონიდინსა და რეზერპინს შეუძლია გლიმეპირიდის ჰიპოგლიკემიური მოქმედების როგორც გაძლიერება, ასევე შესუსტება.
ისეთი სიმპათოლიზური საშუალებების ზემოქმედებით, როგორიცაა ბეტა-ადრენობლოკერები, კლონიდინი, გუანეტიდინი და რეზერპინი, ჰიპოგლიკემიაზე ადრენერგული კონტრრეგულაციის ნიშნები შეიძლება შემცირდეს ან არ აღინიშნოს.
გლიმეპირიდის მიღების ფონზე შეიძლება ადგილი ჰქონდეს კუმარინის წარმოებულების მოქმედების გაძლიერებას ან შესუსტებას.
ალკოჰოლის ერთჯერად ან ქრონიკულ მიღებას შეუძლია გლიმეპირიდის ჰიპოგლიკემიური მოქმედების როგორც გაძლიერება, ასევე შესუსტება.
ნაღვლის მჟავების სეკვესტრანტები: კოლესეველამი უკავშირდება გლიმეპირიდს და ამცირებს გლიმეპირიდის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. გლიმეპირიდის კოლესეველამის მიღებამდე სულ მცირე 4 საათით ადრე მიღების შემთხვევაში რაიმე სახის ურთიერთქმედება არ აღინიშნება. ამიტომ, გლიმეპირიდი მიიღება კოლესეველამის მიღებამდე სულ მცირე 4 საათით ადრე.
განსაკუთრებული მითითება
გლიმეპირიდი მიიღება უშუალოდ საკვების მიღებამდე ან საკვების მიღების დროს.
თუ საკვები მიიღება არარეგულარულად ან გამოტოვებით, პაციენტს, რომელიც იღებს თერაპიას გლიმეპირიდით, შეიძლება განუვითარდეს ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის შესაძლო სიმპტომები არის: თავის ტკივილი, შიმშილის ძლიერი გრძნობა, გულისრევა, ღებინება, დაღლილობის გრძნობა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, კონცენტრაციის, ყურადღების და რეაქციის დარღვევა, დეპრესია, ცნობიერების არევა, მეტყველების და მხედველობის დარღვევა, აფაზია, ტრემორი, პარეზი, სენსორული დარღვევები, თავბრუსხვევა, უსუსურობის გრძნობა, თვითკონტროლის დაკარგვა, დელირიუმი, ცერებრული კრუნჩხვა, გონების არევა და დაკარგვა, მათ შორის კომატოზური მდგომარეობა, ზედაპირული სუნთქვა, ბრადიკარდია. გარდა ამისა, უკუკავშირის ტიპის ადრენერგული მექანიზმის შედეგად შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცივი, წებოვანი ოფლი, მოუსვენრობა, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, გახშირებული გულისცემა, სტენოკარდია და გულის რიტმის დარღვევა.
მძიმე ჰიპოგლიკემიის კლინიკური სურათი შეიძლება იყოს ინსულტის კლინიკურ სურათის მსგავსი.
პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში სიმპტომების ოპერატიულად კონტროლირება შესაძლებელია ნახშირწყალბადების (შაქრის) სასწრაფო მიღებით. ამასთან, შაქრის ხელოვნური შემცვლელები არაეფექტიანია.
სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულების გამოყენების გამოცდილებიდან ცნობილია, რომ, დასაწყისში საწინააღმდეგო ზომების წარმატებით გამოყენების მიუხედავად, შემდგომში ჰიპოგლიკემია შეიძლება განმეორებით გამოვლინდეს.
მძიმე ან ხანგრძლივი ჰიპოგლიკემია, რომელიც მხოლოდ დროებით კონტროლდება შაქრის ჩვეულებრივი რაოდენობის მიღებით, საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციასაც კი.
ჰიპოგლიკემიის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება:
პაციენტის მხრიდან ექიმთან თანამშრომლობის სურვილის უქონლობა ან არასაკმარისი უნარი (განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში), არასრულფასოვანი, არარეგულარული კვება, საკვების მიღების გამოტოვება, შიმშილობა,
ჩვეული დიეტის შეცვლა,
დისბალანსი ფიზიკურ დატვირთვასა და ნახშირწყლების მოხმარების შორის,
ალკოჰოლის მიღება, განსაკუთრებით საკვების მიღების გამოტოვებასთან ერთად,
თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა,
გლიმეპირიდის დოზის გადაჭარბება,
ენდოკრინული სისტემის ზოგიერთი არაკომპენსირებული დაავადება, რომელიც მოქმედებას ახდენს ნახშირწყლების ცვლაზე, ან ჰიპოგლიკემია უკუკავშირის ტიპით (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ზოგიერთი დარღვევა, ჰიპოფიზური უკმარისობა ან თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა), ზოგიერთი სხვა სამკურნალო საშუალების ერთდროულად მიღება (იხ. პარაგრაფი სამკურნალწამლო ურთიერთქმედება).
გლიმეპირიდით მკურნალობა საჭიროებს სისხლსა და შარდში გლუკოზის კონცენტრაციის რეგულარულ მონიტორინგს. გარდა ამისა, რეკომენდებულია გლიკოზილირებული ჰემოგლობინის დონის განსაზღვრა.
ასევე, გლიმეპირიდით მკურნალობისას საჭიროა ღვიძლის ფუნქციის რეგულარული შემოწმება და სისხლის ფორმიანი ელემენტების (განსაკუთრებით, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების) დათვლა.
სტრესულ სიტუაციებში (მაგალითად, უბედური შემთხვევების, სასწრაფო ოპერაციების, ცხელებით მიმდინარე ინფექციების შემთხვევაში და ა.შ.) შეიძლება ნაჩვენები იყოს პაციენტის დროებით გადაყვანა ინსულინზე.
თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში გლიმეპირიდის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. თირკმელების ან ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებს ენიშნებათ ინსულინის თერაპიაზე გადაყვანა.
სულფონილშარდოვანას წარმოებულებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზური ანემია პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტით. რადგან გლიმეპირიდი მიეკუთვნება სულფონილშარდოვანას წარმოებულების კლასს, ის სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტით. გარდა ამისა, საჭიროა განიხილოს ალტერნატიული საშუალებებით მკურნალობა, რომლებიც არ შეიცავს სულფონილშარდოვანას წარმოებულებს.
ამარილი® შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს, ამიტომ მისი მიღება რეკომენდებული არ არის პაციენტებში ლაქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობით, ლაქტაზის დეფიციტით ან გლუკოზა-ლაქტოზის შეწოვის დარღვევით.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
გლიმეპირიდის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულებში. ორსულობის დაგეგმვის ან დაორსულების შემთხვევაში საჭიროა ქალის გადაყვანა ინსულინით თერაპიაზე.
ცნობილი არ არის, გამოიყოფა Yთუ არა გლიმეპირიდი ქალის რძეში. ვირთაგვებში გლიმეპირიდი გამოიყოფა რძეში. ვინაიდან სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულები გამოიყოფა ქალის რძეში და არსებობს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში, გლიმეპირიდი არ უნდა დაენიშნოთ ქალებს ლაქტაციის პერიოდში.
ბავშვები და მოზარდები
8 წლამდე ასაკის პაციენტებში გლიმეპირიდის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. 8-17 წლის ასაკის ბავშვებისთვის მონაცემები მონოთერაპიაში გლიმეპირიდის გამოყენების შესახებ შეზღუდულია. არსებული მონაცემები ეფექტიანობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არასაკმარისია გლიმეპირიდის გამოსაყენებლად პედიატრიაში, ამიტომ ასეთი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გლიმეპირიდის ზემოქმედების კვლევები ჩატარებული არ არის. პაციენტის რეაქცია ან ყურადღების კონცენტრაციის უნარი შეიძლება შემცირდეს ჰიპოგლიკემიის ან ჰიპერგლიკემიის განვითარების შედეგად, ან, მაგალითად, მხედველობის დარღვევის გამო. ეს ეფექტები შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს ისეთ სიტუაციებში, როდესაც ამ უნარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (მაგალითად, ავტომობილის მართვის ან ტექნიკასთან მუშაობის დროს).
პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული სიფრთხილის ზომების მიღების აუცილებლობის შესახებ მართვის დროს ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდებით, ან პაციენტებისთვის, რომლებიც არასაკმარისად ან საერთოდ არ არიან ინფორმირებული ჰიპოგლიკემიის საწყისი ნიშნების შესახებ. ამ შემთხვევაში უნდა იქნას განხილული ავტოტრანსპორტის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის მიზანშეწონილობა.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
გლიმეპირიდის დიდი დოზის პერორალურად მიღებისას შესაძლებელია 12-72 საათიანი ხანგრძლივობის ჰიპოგლიკემიის განვითარება, რომელიც შეიძლება განმეორდეს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის პირველადი აღდგენის შემდეგ. პერორალურად მიღების შემდეგ სიმპტომები შეიძლება არ აღინიშნოს 24 საათის გასვლის შემდეგაც. უმრავლეს შემთხვევაში რეკომენდებულია დაკვირვება სტაციონარულ პირობებში. შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება და ტკივილი ეპიგასტრალურ არეში. ჰიპოგლიკემიას შეიძლება თან ახლდეს ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა მოუსვენრობა, ტრემორი, მხედველობის, კოორდინაციის დარღვევები, ძილიანობა, კომა და კრუნჩხვა.
მკურნალობა
მკურნალობა, პირველ რიგში, ითვალისწინებს შეწოვის შემცირებას ღებინების გამოწვევით, სითხის მიღებით (წყალი ან ლიმონათი აქტივირებული ნახშირით (ადსორბენტით) და ნატრიუმის სულფატით (საფაღარათო საშუალება). პრეპარატის დიდი რაოდენობის მიღებისას ნაჩვენებია კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის და ნატრიუმის სულფატის შემდგომი შეყვანით.
დოზის მძიმე ხარისხის გადაჭარბებისას ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
რაც შეიძლება სწრაფად იწყებენ გლუკოზის შეყვანას, საჭიროების შემთხვევაში 50 მლ 40%-იანი ხსნარის შეყვანას ინტრავენური ჭავლური გზით, შემდგომი 10%-იანი ხსნარის ინფუზიური შეყვანით სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის საგულდაგულო კონტროლით. შემდგომი მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური.
ჩვილი ან პატარა ბავშვების მიერ ამარილის® შემთხვევით მიღების შედეგად განვითარებული ჰიპოგლიკემიის მკურნალობისას დექსტროზის მითითებული დოზა (50 მლ 40%-იანი ხსნარი) გულდასმით უნდა გაკონტროლდეს იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული საშიში ჰიპერგლიკემია. ამასთან დაკავშირებით, საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის უწყვეტი და საგულდაგულო მონიტორინგი.
გამოშვების ფორმა
ამარილი® 2 მგ, 3 მგ, 4 მგ ტაბლეტები: 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი
სანოფი ს.რ.ლ., იტალია
სტრადა სტატალე 17, კმ 22, 67019 სკოპიტო (ლ’აკვილა) - იტალია
Sanofi S.R.L., Italy
Strada Statale N.17, Km 22 67019 Scoppito (L’Aquilla) - Italy
უზბეკეთის რესპუბლიკაში სამკურნალო საშუალების ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიების (წინადადებების) მიმღები ორგანიზაციის დასახელება და მისამართი:
შპს ~SWIXX BIOPHARMA~
უზბეკეთის რესპუბლიკა, 100084, ქ. ტაშკენტი, კიჩიკ ხალკა ავტომობილ იულის ქუჩა, სახლი 18ა
ტელეფონი: (+998 78) 150-04-80
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


