ამარილი წარმოადგენს პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატს. ამარილი მიეკუთვნება სულფონილურეას ჯგუფის ჰიპოგლიკემიური პრეპარატების რიცხვს. მისი მოქმედება განპირობებულია პანკრეასის მიერ გამოყოფილი ინსულინის რაოდნობის ზრდით. შემდეგ, ინსულინ ამცირებს შაქრის დონეს სისხლში. ამარილი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს გლიმეპირიდს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- გლიმეპირიდი (glimepiride)
- ფორმა და შეფუთვა
- 3მგ ტაბლეტი №30
- მწარმოებელი
- _
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სულფონილშარდოვანას წარმოებულები
- ATC კოდი
- A10BB12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0235
- რეგისტრირებულია
- 3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
ამარილი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ამარილი წარმოადგენს პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატს. ამარილი მიეკუთვნება სულფონილურეას ჯგუფის ჰიპოგლიკემიური პრეპარატების რიცხვს. მისი მოქმედება განპირობებულია პანკრეასის მიერ გამოყოფილი ინსულინის რაოდნობის ზრდით. შემდეგ, ინსულინ ამცირებს შაქრის დონეს სისხლში.
ამარილი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს გლიმეპირიდს. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ აქტიურ ნივთიერებას. ამარილი ასევე გამოდის სხვა დოზირებული ფორმებით: 1 მგ, 2 მგ, 3 მგ ან 6 მგ გლიმპერიდინი თითოეულ ტაბლეტში. ყველა დოზირებული ფორმის შეფუთვა შედგება 30 ტაბლეტისგან ფირფიტაში.
ამარილი გამოიყენება ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის (ტიპი 2) სამკურნალოდ, როდესაც სისხლში შაქრის კონტროლი ვერ ხერხდება მხოლოდ დიეტით, ფიზიკური ვარჯიშით და წონის კლებით.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე:
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის მითითებების მიხედვით. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იღებს პრეპარატს.
ამარილის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი და დამოკიდებულია პაციენტის საჭიროებაზე, მდგომარეობაზე და სისხლში და შარდში შაქრის ანალიზის შედეგებზე. დაუშვებელია ექიმის მიერ რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
ამარილის სტანდარტულ საწყის დოზას შეადგენს ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში.
საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირაში.
მაქსიმალურ რეკომენდებულ დღიურ დოზას შეადგენს 8 მგ.
თუ მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზით შაქრის სათანადო კონტროლი ვერ ხერხდება, შესაძლოა დაიწყოს კომბინაციური მკურნალობა გლიმეპირიდით და მეტფორმინით ან გლიმეპირიდით და ინსულინით. მსგავს შემთხვევაში, მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს გლიმეპირიდის, მეტფორმინის ან ისნულინის საჭირო დოზას.
სხეულის წონის ან ცხვორების სტილის ცვლილებისას ან ორგანიზმისთვის სტრესულ სიტუაციებში, შესაძლოა საჭირო გახდეს ამარილის დოზის კორექცია. საჭიროა ექიმისთვის ინფორმაციის მიწოდება.
მიღების გზა და მეთოდი:
ამარილი მიიღება შიგნით (პერორალურად);
პრეპარატი მიიღება უშუალოდ დღის პირველ კვებამდე (ჩვეულებრივ საუზმე) ან პირველი კვებისას. თუ პაციენტი საუზმობს, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის მიერ განსაზღვრულ დროს. მნიშვნელოვანია, რომ ამარილით მკურნალობის პერიოდში კვების გამოტოვება არ მოხდეს.
ტაბლეტები იყლაპება სულ მცირე ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად. დაუშვებელია ტაბლეტების დაღეჭვა ან დანაწევრება. ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია ორ ტოლ ნაწილად, გამყოფი ხაზის დახმარებით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ამარილის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ხანში შესულ პაციენტებში:
დოზის კორექციის საჭიროებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:
თირკმელების უკმარისობა/ ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაზიანების დროს, რეკომედებულია ამარილის ჩანაცვლება ინსულინით, სათანადო მეტაბოლური კონტროლის მისაღწევად.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ამარილის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია გლიმეპირიდის, სულფონილურეას სხვა წარმომადგენლების (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად, მაგ. გლიბენკლამიდი), სულფონამიდების (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო პრეპარატები, მაგ. სულფამეტოქსაზოლი) ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. დამხმარე ნივთიერებები);
თუ პაციენტს აქვს ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 1);
თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტით განპირობებული მდგომარეობა – კეტოაციდოზი (აღნიშნული წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის გართულებას, როდესაც სისხლში იზრდება მჟავიანობა და შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე, გულისრევა, ხშირი შარდვა და კუნთების სისუსტე);
დიაბეტური კომის დროს;
თუ პაციენტს აქვს თირკმელების მძიმე დაავადება;
თუ პაციენტს აქვს ღვიძლის მძიმე დაავადება;
პაციენტმა არ უნდა მიიღოს ამარილი თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას. ნებისმიერ გაურკვეველ საკითხზე პაციენტმა, ამარილის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემდეგ შემთხვევებში, ამარილი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ იგი გადის გამოჯანმრთელების პროცესს ტრავმული დაზიანებისგან, ოპერაციისგან, ცხელებით მიმდინარე ინფექციისგან ან სხვა, ორგანიზმისთვის სტრესული მდგომარეობისგან, რადგან, შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის დროებითი კორექცია;
პაციენტმა ამარილის მიღებამდე უნდა მიმართსო მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ მას აქვს თირკმელების ან ღვიძლის მძიმე დაავადება;
თუ პაციენტს აქვს ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, შესაძლოა დაქვეითდეს ჰემოგლობინის დონე სისხლში, დაიშალოს სისხლის წითელი უჯრედები და განვითარდეს ჰემოლიზური ანემია;
18 წლამდე ასაკის ბავშვებში ამარილის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ ცნობები არასათანადოა. ამრიგად, ამარილის გამოყენება აღნიშნუკლ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰიპოგლიკემიის (შაქრის დაბალი შემცველობა სისხლში) შესახებ:
ამარილით მკურნალობის დროს შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხ. ქვემოთ.
ქვემოთ მოცემულმა ფაქტორებმა შესაძლოა გაზარდონ ჰიპოგლიკემიის (შაქრის დაბალი დონე სისხლში) განვითარების რისკი:
მალნუტრიცია, არარეგულარული ინტერვალები კვებათა შორის, კვების გამოტოვება ან გადავადება, მშიერი ყოფნა ხანგრძლივი დროით;
ცვლილებების შეტანა საკვებ რაციონში;
ამარილის მიღება ჭარბად;
თირკმლის ფუნქციის გაუარესება;
ღვიძლის ფუნქციის ძლიერი გაუარესება;
ენდოკრინული ჯირკვლების დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლების);
ალკოჰოლის მოხმარება (განსაკუთრებით გამოტოვებული კვების დროს);
ზოგიერთი სხვა პრეპარატის მიღება ამარილთან ერთად (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან”);
ფიზიკური ვარჯიშის ინტენსივობის მომატება, არასაკმარისი რაოდენობის საკვების მიღება ან ჩვეულზე ნაკლები ნახშირწყლების მიღება.
ჰიპოგლიკემია (შაქრის დაბალი დონე სისხლში) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:
ძლიერი შიმშილის გრძნობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ინერტულობა, ძილიანობა, ძილის დარღვევები, მოუსვენრობა, აგრესიულობა, კონცენტრაციის დარღვევა, ყურადღების და რეაქციის დროის დაქვეითება, დეპრესია, კონფუზია, მეტყველების და მხედველობის პრობლემები, კანკალი, თვითკონტროლის დაქვეითება, ნაწილობრივი დამბლა, სენსორული დარღვევები, თავბრუსხვევა, უმწეობის შეგრძნება.
შესაძლოა ასევე განვითარდეს შემდეგი ნიშნები:
ოფლიანობა, ნოტიო კანი, შფოთვა, ტაქიკარდია, პალპიტაციები, მაღალი არტერიული წნევა, უეცარი და ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შესაძლოა გადაეცემოდეს სხეულის ახლომდებარე მიდამოებს (სტენოკარდია და კარდიალური არითმია).
სისხლში შაქრის დონის ვარდნის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს:
ძლიერი კონფუზია (დელირიუმი), გულყრები (კრუნჩხვები), თვითკონტროლის დაკარგვა, ზედაპირული სუნთქვა, ბრადიკარდია. შესაძლოა განვითარდეს გონების კარგვა. ძლიერი ჰიპოგლიკემია შესაძლოა ჰგავდეს ინსულტს.
ჰიპოგლიკემიის მკურნალობა
უმეტეს შემთხვევაში, ჰიპოგლიკემიასთან ასოცირებული სიმპტომები სწრაფად იხსნება შაქრიანი საკვების ან სასმელის (მაგ. შაქრის კუბების, ტკბილი ხილის წვენი, ტკბილი ჩაი) მიღების შემდეგ. ამიტომ, პაციენტმა მუდმივად უნდა იქონიოს თან შაქრიანი საკვები (მაგ. შაქრის კუბები).
ხელოვნური დამატკბობლები ჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგოდ არაეფექტურია.
თუ შაქრის მიღების შემდეგ სიმპტომები ხანგრძლივდება ან არ უმჯობესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს საავადმყოფოს.
ლაბორატორიული კვლევები
შაქრის დონე რეგულარულად უნდა შემოწმდეს სისხლში და შარდში.
მკურნალმა ექიმმა შესაძლოა ასევე ჩაატაროდს დამატებითი სისხლის ანალიზები სისხლის უჯრედების და ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგის მიზნით.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.
სიფრთხილის ზომები
ამარილი მიიღება ჭამამდე ცოტა ხნით ადრე ან ჭამის დროს.
ამარილით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, როდესაც კვება ხდება არარეგულარულად ან საერთოდაა გამოტოვებული. ჰიპოგლიკემიის შესაძლო სიმპტომებია: თავის ტკივილი, შიმშილი, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ძილიანობა, არარეგულარული ძილი, მოუსვენრობა, აგრესია, დაქვეითებული კონცენტრაცია, სიფხიზლე და რეაქციის დრო, დეპრესია, დაბნეულობა, მეტყველებისა და მხედველობის დარღვევები, აფაზია, ტრემორი, პარეზი, სენსორული დარღვევები, თავბრუსხვევა, უმწეობა, თვითკონტროლის დაკარგვა, დელირიუმი, ცერებრალური კრუნჩხვები, ძილიანობა და გონების დაკარგვა კომამდე, ზედაპირული სუნთქვა და ბრადიკარდია. თუმცა, ადრენერგული კონტრრეგულაციის ნიშნები, როგორიცაა ოფლიანობა, სველი კანი, შფოთვა, ტაქიკარდია, ჰიპერტენზია, პალპიტაცია, სტენოკარდია და გულის არითმია შეიძლება იყოს წარმოდგენილი.
მძიმე ჰიპოგლიკემიური შეტევის კლინიკური სურათი შეიძლება დაემსგავსოს ინსულტს.
სიმპტომები თითქმის ყოველთვის სწრაფად კონტროლდება დაუყოვნებლივ ნახშირწყლებით (შაქარი). ხელოვნურ დამატკბობლებს არანაირი ეფექტი არ აქვთ.
სხვა სულფონილშარდოვანას პრეპარატებიდან, ცნობილია, რომ ჰიპოგლიკემია მეორდება, მიუხედავად თავდაპირველი წარმატებული კონტრზომებისა..
მძიმე ჰიპოგლიკემია ან გახანგრძლივებული ჰიპოგლიკემია, რომელიც მხოლოდ დროებით კონტროლდება შაქრის ჩვეულებრივი რაოდენობით, საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციას.
ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ჰიპოგლიკემიას, მოიცავს::
- პაციენტის უხალისობა ან (უფრო ხშირად ხანდაზმულ პაციენტებში) კომუნიკაციის უუნარობა,
- არასწორი კვება, კვების არარეგულარული ინტერვალები ან საჭმლის გამოტოვება ან შიმშილის პერიოდები,
- დიეტაში ცვლილებები,
- დისბალანსი ფიზიკურ ვარჯიშსა და ნახშირწყლების მიღებას შორის,
- ალკოჰოლის მოხმარება, განსაკუთრებით საჭმლის გამოტოვებასთან ერთად,
- თირკმლის დისფუნქცია,
- ღვიძლის მძიმე დისფუნქცია,
- ამარილის დოზის გადაჭარბება,
- ზოგიერთი არაკომპენსირებული ენდოკრინული სისტემის დარღვევები ან ჰიპოგლიკემიის კონტრრეგულირება, რომლებიც გავლენას ახდენენ ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე (როგორც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გარკვეული დარღვევები და წინა ჰიპოფიზის ან კორტიკოთირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა),
- ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად მიღება (იხ. ნაწილი 4.5),
ამარილით მკურნალობის დროს უნდა ჩატარდეს სისხლში და შარდში გლუკოზის დონის რეგულარული მონიტორინგი. თუმცა, ასევე რეკომენდებულია გლიკოზირებული ჰემოგლობინის თანაფარდობის განსაზღვრა.
ამარილით მკურნალობისას საჭიროა ღვიძლისა და ჰემატოლოგიური მონიტორინგი (განსაკუთრებით ლეიკოციტების და თრომბოციტების მონიტორინგი).
სტრესის სიტუაციებში (მაგ. უბედური შემთხვევები, მწვავე ოპერაციები, ფებრილური ინფექციები და ა.შ.) შეიძლება იყოს საჭირო ინსულინზე დროებითი გადასვლა.
ამარილის მწვავე ღვიძლის დისფუნქციის მქონე ან დიალლიზე მყოფ პაციენტებში გამოყენების შესახებ გამოცდილება არ არსებობს. პაციენტებში თირკმელების ან ღვიძლის მძიმე დისფუნქციით ნაჩვენებია ინსულინზე გადასვლა.
G6FD-დეფიციტური პაციენტების სულფონილშარდოვანას მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზური ანემია. ვინაიდან გლიმეპირიდი მიეკუთვნება სულფონილშარდოვანას კლასს, სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული G6FD-ის დეფიციტის მქონე პაციენტებში მისი გამოყენებისას და ამ პაციენტებში გასათვალისწინებელია ალტერნატიული არასულფონილშარდოვანას პრეპარატის გამოყენება. ჰემოლიზური ანემია ასევე დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ შეტყობინებებში პაციენტებში G6PD დეფიციტის გარეშე.
ამარილი შეიცავს ლაქტოზას, როგორც დამხმარე საშუალებას. პაციენტებმა იშვიათი თანდაყოლილი ლაქტოზას აუტანლობით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო საშუალება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შემდეგმა პრეპარატებმა შესაძლოა გააძლიერონ ამარილის ჰიპოგლიკემიური მოქმედება და გაზარდონ ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი:
სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ (მაგ. ინსულინი ან მეტფორმინი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის ან ანთების სამკურნალოდ (ფენილბუტაზონი, აზოპროპაზონი, ოქსიფენბუტაზონი და ასპირინის მსგავსი პრეპარატები;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება საშარდე გზების ინფექციენის სამკლურნალოდ (მაგ. ხანგრძლივი მოქმედების სულფონამიდები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (ტეტრაციკლინები, ქლორამფენიკოლი, ფლუკონაზოლი, მიკონაზოლი, ქინოლონები, კლარითრომიცინი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების პრეპვენციისთვის (კუმარინისგან წარმოებულები, მაგ. ვარფარინი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კუნთოვანი მასის ზრდისთვის (ანაბოლური პრეპარატები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მამაკაცის სასქესო ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპიისთვის;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (ფლუოქსეტინი, მაო-ინჰიბიტორები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად (ფიბრატები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ (ალოპურინოლი, პრობენეციდი, სულფინპირაზონი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ (ციკლოფოსფამიდი, იფოსფამიდი, ტროფოსფამიდი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება წონის კლებისთვის (ფენფლურამინი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის მიმოქცევის დარეგულირების მიზნით (პენტოქსიფილინი) (ინტრავენურად, მაღალი დოზით გამოყენების შემთხვევაში);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ალერგიული რეაქციების, მაგ. ჭინჭრის ციების სამკურნალოდ (ტრიტოქვალინი);
სიმპატოლიტიკური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, წინამდებარე ჯირკვალთან ასოცირებული სიმპტომები და გულის უკმარისობა;
შემდეგმა პრეპარატებმა შესაძლოა შეასუსტონ ამარილის ჰიპოგლიკემიური მოქმედება და განაპირობონ სისხლში შაქრის დონის მატება. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერგლიკემიის განვითარება:
პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ქალის სასქესო ჰორმონებს (ესტროგენები, პროგესტერონი);
შარდმდენები (თიაზიდური შარდმდენები), რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის სტიმულირებისმიზნით (მაგ. ლევოთიროქსინი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ალერგიის და ანთების სამკურნალოდ (გლუკოკორტიკოიდები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება საშიში ფსიქიატრიული აშლილობების სამკურნალოდ (ქლორპრომაზინი და სხვა ფენოთიაზიდისგან წარმოებულები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულისცემის სიხშირის გაზრდისთვის, ასთმის ან ცხვირის გაჭედვის სამკურნალოდ, ხველებისთვბის ან გაციებისთვის, წონის კლებისთვის ან სიცოცხლისთვის საშიში გადაუდებელი მდგომარეობების დროს (ადრენალინი და სიმპატომიმეტური პრეპარატები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ჭარბი ქოლესტერინის სამკურნალოდ (ნიკოტინის მჟავა);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ყაბზობის სამკურნალოდ ხანგრძლივი დროით (საფაღარათე საშუალებები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიური გულყრების პრევენციის მიზნით (ფენიტოინი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ნერვიულობის და ძილის დარღვევების სამკურნალოდ (ბარბიტურატები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მომატებული თვალშიდა წნევის სამკურნალოდ (აცეტაზოლამიდი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან ჰიპოგლიკემიის (შაქრის დაბალი შემცველობა სისხლში) სამკურნალოდ (დიაზოქსიდი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების, მაგ. ტუბერკულოზის სამკურნალოდ (რიფამპიცინი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ძლიერი ჰიპოგლიკემიის (შაქრის დაბალი შემცველობა სისხლში) სამკურნალოდ (გლუკაგონი);
ქვემოთ მოცემულმა პრეპარატებმა შესაძლოა გააძლიერონ ან შეასუსტონ ამარილის ჰიპოგლიკემიური მოქმედება:
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ (H2 ანტაგონისტები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის ან გულის უკმარისობის სამკურნალოდ, მათ შორის ბეტა-ბლოკატორები, კლონიდინი, გუანეტიდინი და რეზეპინი. აღნიშნულმა პრეპარატებმა, ასევე, შესაძლოა შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები და მათი გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
ამარილმა შესაძლოა გააძლიეროს ან შეასუსტოს შემდეგი პრეპარატების მოქმედება:
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედები საწინააღმდეგოდ (კუმარინისგან წარმოებულები, მაგ. ვარფარინი).
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის პერიოდში ამარილი არ გამოიყენება.
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ იგი არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას. ორსულობის პერიოდში სისხლში შაქრის დონის დარღვევებმა შესაძლოა გაზარდონ თანდაყოლილი ანომალიების განვითარების ან ნაყოფის პრე/პოსტნატალური სიკვდილის რისკი. ამრიგად, ორსულობის პერიოდში შაქრის დონე სისხლში უნდა შემოწმდეს ხშირად. სისხლში შაქრის დონის დარღვევების არსებობის შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა გასცეს ინსულინის გამოყენების რეკომენდაცია.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ამარილით მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.
ძუძუთი კვება

ამარილი გამოიყოფა დედის რძეში, ამრიგად იგი არ გამოიყენება თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სისხლში შაქრის დაბალმა ან მაღალმა შემცველობამ (შესაბამისად ჰიპოგლიკემია ან ჰიპერგლიკემია) შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს კონცენტრაციის და რეაქციის უანარზე ან გამოიწვიოს მხედველობითი დარღვევები. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს საფრთხეს პაციენტისთვის ან გარშემომყოფებისთვის (მაგ. ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს). შემდეგ შემთხვევებში, პაციენტმა ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა მართოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმები:
თუ პაციენტს აქვს ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდები;
თუ პაციენტი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ჰიპოგლიკემიის ეპიზოდების წინა მოვლენების (სიგნალები) ამოცნობას ან მსგავსი მოვლენები საერთოდ არ ვითარდება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამარილის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ამარილი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ლაქტოზას. ზოგიერთი ტიპის შაქრის აუთვისებლობის არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
მკურნალობის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, სასურველი ჰიპოგლიკემიური ეფექტი ვერ მიიღწევა და მდგომარეობა კვალვ გაუარესდება. ამარილით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამარილმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ავოდარტის მიღება და მიმართოს ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
ალერგიული რეაქციები (მათ შორის სისხლძარღვების ანთება, რომელიც ხშირად თანხლებულია გამონაყარით). შესაძლოა განვითარდეს საშიში რეაქციები, მათ შორის სუნთქვის გაძნელება ან არტერიული წნევის ვარდნა. აღნიშნული, ზოგჯერ, შესაძლოა პროგრესირდეს შოკურ მდგომარეობაში.
ღვიძლის დისფუნქცია. აღნიშნული მოიცავს ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა (სიყვითლე), ნაღვის მიმოქცევის დარღვევა (ქოლესტაზი), ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) ან ღვიძლის უკმარისობა.
კანისმიერი ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა). შესაძლოა განვითარდეს ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია და მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ. ზოგიერთი მსუბუქი ალერგიული რეაქცია შესაძლოა გადაიზარდოს მძიმე რეაქციებში, მათ შორის სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით, ტუჩების, ენის ან ხახის შეშუპებით.
ძლიერი ჰიპოგლიკემია. შესაძლოა განვითარდეს გონების კარგვა, გულყრები ან კომა.
ზოგიერთ პაციენტს, ამარილით მკურნალობის პერიოდში განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
იშვიათი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
ჰიპოგლიკემია (შაქრის შემცირებული რაოდენობა სისხლში) (იხ. მე-2 პუნქტი – “განსაკუთრებული ზომები ამარილის გამოყენებისას”).
სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება:
თრომბოციტების (თან ახლავს სისხლდენების და სისხლჩაქცევების განვითარების მომატებული რისკი);
სისხლის თეთრი უჯრედების (თან ახლავს ინფექციების განვითარების მომატებული რისკი);
სისხლის წითელი უჯრედების (ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კანის სიფერმკრთალე, სისუსტე და ქოშინი).
ჩვეულებრივ, აღნიშნული მოვლენები უმჯობესდება ამარილით მკურნალობის შეწყვეტისას.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 10.000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
ალერგიული რეაქციები (მათ შორის სისხლძარღვების ანთება, რომელიც ხშირად თანხლებულია გამონაყარით). შესაძლოა განვითარდეს საშიში რეაქციები, მათ შორის სუნთქვის გაძნელება ან არტერიული წნევის ვარდნა. აღნიშნული, ზოგჯერ, შესაძლოა პროგრესირდეს შოკურ მდგომარეობაში. მსგავსი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს;
ღვიძლის დისფუნქცია. აღნიშნული მოიცავს ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა (სიყვითლე), ნაღვის მიმოქცევის დარღვევა (ქოლესტაზი), ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) ან ღვიძლის უკმარისობა. მსგავსი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს;
გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, შებერილობის ან სისავსის შეგრძნება, ბოყინი და მუცლის ტკივილი.
ნატრიუმის შემცირებული რაოდენობა სისლხში (დგინდება სისხლის ანალიზით).
სხვა გვერდითი მოველენები:
კანისმიერი ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა). შესაძლოა განვითარდეს ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია და მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ. ზოგიერთი მსუბუქი ალერგიული რეაქცია შესაძლოა გადაიზარდოს მძიმე რეაქციებში, მათ შორის სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით, ტუჩების, ენის ან ხახის შეშუპებით. მსგავსი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს;
ალერგიული რეაქციები შესაძლოა განვითარდეს სულფონილურეას, სულფონამიდების ან მათი მსგავსი პრეპარატების მიმართ.
ამარილით მკურნალობის საწყის ეტაპზე შესაძლოა განვითარდეს მხედველობის პრობლემები. აღნიშნული განპირობებულია სისხლში შაქრის დონის ცვლილებით და მალე გაივლის;
ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მომატება;
ძლიერი უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევა კანქვეშ.
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
ზედმეტი დოზის მიღების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, არსებობს ჰიპოგლიკემიის (შაქრის დაბალი შემცველობა სისხლში) განვითარების რისკი. სისხლში შაქრის დონე შესაძლოა დაქვეითდეს 12-72 სთ-ში. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები მოცემულია მე-2 პუნქტში - “მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰიპოგლიკემიის (შაქრის დაბალი შემცველობა სისხლში) შესახებ”. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შესაძლოა არ გამოვლინდეს ამარილით დოზის გადაჭარბებიდან 24 საათის განმავლობაში. ჰიპოგლიკემია შესაძლოა თანხლებული იყოს ისეთი მოვლენებით, როგორიცაა მოუსვენრობა, ტრემორი, მხედველობის დარღვევები, კოორდინაციის პრობლემები, უძილობა, კომა და გულყრები. ამრიგად, მსგავს შემთხვევაში, საჭიროა სათანადო რაოდენობის შაქრის მიღება (მაგ. შაქრის კუბები, ტკბილი ხილის წვენი, ტკბილი ჩაი და ა.შ.) და ექიმის დაუყოვნებელი ინფორმირება.
როდესაც დოზის გადაჭარბება ხდება ბავშვებში, მიღებული შაქრის რაოდენობა უნდა გაკონტროლდეს მკაცრად, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო საშიში ჰიპეგრგლიკემია. უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის საკვების ან სასმელის მიცემა დაუშვებელია.
რადგან ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა შესაძლოა გაგრძელდეს საკმაო დროით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის გულმოდგინე მონიტორინგი გაგრძელდეს საფრთხის სრულ გაქრობამდე. პრევენციული ზომის სახით, შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტის გადაყვანა კლინიკაში. პაციენტმა თან უნდა იქონიოს პრეპარატის შეფუთვა და დარჩენილი ტაბლეტები, რათა ექიმმა მიიღოს ინფორმაცია მიღებული ტაბლეტების რაოდენობის შესახებ.
ჰიპოგლიკემიის მძიმე შემთხვევებში, შესაძლოა განვითარდეს გონების კარგვა და მძიმე ნევროლოგიური დეფიციტი. აღნიშნული წარმოადგენს გადაუდებელ მდგომარეობებს და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას და ჰოსპიტალიზაციას. პაციენტთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს წინასწარ ინფორმირებული პირი, ვისაც შეეძლება საჭიროების შემთხვევაში ექიმთან დაკავშირება.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება
გლიმეპირიდი 3 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი (ძროხის რძიდან) 136,295 მგ .
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხ. ნაწილი 6.1
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავისივე კოლოფში.
ინახება ოთახის (არაუმეტეს 25C) ტემპერატურაზე.
გამოიყენება შენახვის ვადის გასვლამდე.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე.
დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
ლიცენზიის მფლობელი:
Sanofi Sağlık Ürünleri Ltd. Şti.
Büyükdere Cad. No:193 Levent
34394 Şişli-İstanbul
Tel: 0212 339 10 00
Faks: 0212 339 10 89
შპს შანოფი საგლიკ ურუნლერი სტი.
ბუიუკდერე კად. ნო: 193 ლევენტი
34394 სისლი-სტამბული
ტელ: 0212 339 10 00
ფაქს: 0212 339 10 89
წარმოების ადგილი:
Sanofi ilaç San. ve Tic. AŞ.
39780 Büyükkari ştıran
Lüleburgaz-Kırklareli
სანოფი ილაკ სან. ვე ტიკ. ას.
39780 ბუიუკკარი სტირან
ლულებურგაზ-კირკლარელი
ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 05.09.2016
ფარმაკოლოგიური თვისებები
წამლები, რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქარს, ინსულინის-სულფონილშარდოვანას გამოკლებით
ათქ კოდი: A10BB12
გლიმეპირიდი არის პერორალურად აქტიური ჰიპოგლიკემიური ნივთიერება, რომელიც მიეკუთვნება სულფონილშარდოვანას ჯგუფს. შეიძლება გამოყენებულ იქნას არაინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის დროს.
მოქმედების მექანიზმი
გლიმეპირიდი ძირითადად მოქმედებს პანკრეასის ბეტა უჯრედებიდან ინსულინის გამოყოფის სტიმულირებით. როგორც სხვა სულფონილშარდოვანას პრეპარატების შემთხვევაში, ეს ეფექტი ეფუძნება პანკრეასის ბეტა უჯრედების მომატებულ მგრძნობელობას გლუკოზის ფიზიოლოგიური სტიმულის მიმართ, თუმცა, როგორც ჩანს, გლიმეპირიდს აქვს გამოხატული ექსტრაპანკრეასული ეფექტი, რაც ასევე შემოთავაზებულია სხვა სულფონილშარდოვანას პრეპარატებისთვის.
ინსულინის გამოყოფა
სულფონილშარდოვანას წარმოებულები არეგულირებენ ინსულინის სეკრეციას ბეტა უჯრედის მემბრანაში ატფ-მგრძნობიარე კალიუმის არხის დახურვით. კალიუმის არხის დახურვა ხსნის კალციუმის არხებს, იწვევს ბეტა უჯრედების დეპოლარიზაციას და იწვევს უჯრედში კალციუმის გაძლიერებულ შემოდინებას.
ეს იწვევს ინსულინის გამოყოფას ეგზოციტოზის გზით.
გლიმეპირიდი გაცვლის მაღალი სიჩქარით უკავშირდება ბეტა უჯრედის მემბრანის ცილას, რომელიც ასოცირდება ატფ-მგრძნობიარე კალიუმის არხთან, მაგრამ განსხვავდება სულფონილშარდოვანას დამაკავშირებელი ჩვეულებრივი ადგილისგან.
ექსტრაპანკრეასული აქტივობა
პანკრეასის დამატებითი ეფექტებია, მაგალითად, პერიფერიული ქსოვილის მომატებული მგრძნობელობა ინსულინის მიმართ და ღვიძლის მიერ ინსულინის შეწოვის დაქვეითება.
გლუკოზის ათვისება სისხლიდან პერიფერიულ კუნთებსა და ცხიმოვან ქსოვილებში ხდება უჯრედის მემბრანაში მდებარე სპეციალური სატრანსპორტო ცილების მეშვეობით. გლუკოზის ტრანსპორტირება ამ ქსოვილებში არის გლუკოზის გამოყენების სიჩქარის შემზღუდველი ნაბიჯი. გლიმეპირიდი ძალიან სწრაფად ზრდის გლუკოზის აქტიური ტრანსპორტირების მოლეკულების რაოდენობას კუნთების და ცხიმოვანი უჯრედების პლაზმურ მემბრანებში, რაც იწვევს გლუკოზის ათვისების სტიმულირებას.
გლიმეპირიდი აძლიერებს გლიკოზილ-ფოსფატიდილინოზიტოლის სპეციფიური ფოსფოლიპაზა C-ს აქტივობას, რომელიც შესაძლოა ჩართული იყოს წამლის მიერ ინდუცირებულ ლიპოგენეზსა და გლიკოგენეზში იზოლირებულ ცხიმოვან და კუნთოვან უჯრედებში.
გლიმეპირიდი აფერხებს გლუკოზის გამომუშავებას ღვიძლში ფრუქტოზა-2,6-ბისფოსფატის უჯრედშიდა კონცენტრაციის გაზრდით, რაც თავის მხრივ აფერხებს გლუკონეოგენეზს.
ზოგადი
მინიმალური ეფექტური პერორალური დოზა ჯანმრთელ ადამიანებში არის დაახლოებით 0.6 მგ. გლიმეპირიდის ეფექტი დოზადამოკიდებულია და რეპროდუცირებადია. გლიმეპირიდის მიღების დროს კვლავ არის ფიზიოლოგიური პასუხი მწვავე ფიზიკურ ვარჯიშზე, ანუ ინსულინის სეკრეცია მცირდება.
მედიკამენტის ეფექტს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა ზუსტად ჭამამდე და ჭამამდე 30 წუთით ადრე მიღების შემთხვევაში. დიაპეტის მქონე პაციენტებში ერთჯერადი დოზით მიღების შემთხვევაში შეიძლება კარგი მეტაბოლური კონტროლის მიღწევა 24 საათის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ გლიმეპირიდის ჰიდროქსი მეტაბოლიტი იწვევდა შრატში გლუკოზის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან შემცირებას ჯანმრთელ მოხალისეებში, ეს არის პასუხისმგებელი პრეპარატის საერთო ეფექტის მხოლოდ ძალიან უმნიშვნელო ნაწილზე.
კომბინირებული თერაპია მეტფორმინთან
ერთ კვლევაში ნაჩვენები იყო გაუმჯობესებული მეტაბოლური კონტროლი გლიმეპირიდის თანმხლები თერაპიისთვის მხოლოდ მეტფორმინთან შედარებით პაციენტებში, რომლებიც ადეკვატურად არ კონტროლდებიან მეტფორმინის მაქსიმალური დოზით.
ინსულინთან კომბინირებული თერაპია
პაციენტებში, რომლებიც სათანადოდ არ კონტროლდებიან გლიმეპირიდის მაქსიმალური დოზით, შეიძლება დაიწყოს ერთდროული ინსულინოთერაპია. ორ კვლევაში, კომბინაციამ მიაღწია მეტაბოლური კონტროლის იგივე გაუმჯობესებას, როგორც მარტო ინსულინის მოხმარებისას; თუმცა, კომბინირებული თერაპიისას საჭირო იყო ინსულინის უფრო დაბალი საშუალო დოზა.
სპეციალური პოპულაციები
პედიატრიული პოპულაცია
აქტიური კონტროლირებადი კლინიკური კვლევა (გლიმეპირიდი 8 მგ-მდე დღეში ან მეტფორმინი 2000 მგ-მდე დღეში) 24 კვირის ხანგრძლივობით ჩატარდა 285 ბავშვზე (8-17 წლის ასაკში) ტიპი 2 დიაბეტით. გლიმეპირიდმაც და მეტფორმინმაც აჩვენეს მნიშვნელოვანი დაქვეითება HbA1c-ის საწყისიდან (გლიმეპირიდი-0.95 (se 0.41); მეტფორმინი -1.39 (se 0.40)). თუმცა, გლიმეპირიდმა ვერ მიაღწია მეტფორმინის მიმართ არასრულფასოვან კრიტერიუმებს HbA1c-ის საწყისიდან საშუალო ცვლილებისას. სხვაობა მკურნალობას შორის იყო 0.44% მეტფორმინის სასარგებლოდ. სხვაობის 95%-იანი ნდობის ინტერვალის ზედა ზღვარი (1.05) არ იყო 0.3%-იანი არასრულფასოვან ზღვარზე ქვემოთ.
გლიმეპირიდით მკურნალობის შემდეგ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი სიტუაციები არ დაფიქსირებულა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებში მოზრდილ პაციენტებთან შედარებით. გრძელვადიანი ეფექტურობისა და უსაფრთხოების მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი პედიატრიულ პაციენტებში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
გლიმეპირიდის ბიოშეღწევადობა პერორალური მიღების შემდეგ დასრულებულია. საკვების მიღებას არ აქვს შესაბამისი გავლენა შეწოვაზე, ოღონდ შეწოვის სიჩქარე ოდნავ მცირდება. შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა დაახლ. პერორალური მიღებიდან 2,5 საათის შემდეგ (საშუალოდ 0,3 mკგ/მლ 4 მგ დღეში მრავალჯერადი დოზის დროს) და არსებობს წრფივი კავშირი დოზასა და Cmax-სა და AUC-ს შორის (ფართი დროის/კონცენტრაციის მრუდის ქვეშ).
განაწილება
გლიმეპირიდს აქვს ძალიან დაბალი განაწილების მოცულობა (დაახლოებით 8,8 ლიტრი), რომელიც უხეშად უდრის ალბუმინის განაწილების სივრცეს, მაღალ ცილებთან შეკავშირებას (>99%) და დაბალ კლირენსს (დაახლოებით 48 მლ/წთ). ცხოველებში გლიმეპირიდი გამოიყოფა რძეში. გლიმეპირიდი გადადის პლაცენტაში. სისხლის ტვინის ბარიერის გავლა დაბალია.
ბიოტრანსფორმაცია
საშუალო დომინანტური შრატის ნახევარგამოყოფის პერიოდი, რომელიც მნიშვნელოვანია შრატში კონცენტრაციისთვის მრავალჯერადი დოზის პირობებში, არის დაახლოებით 5-დან 8 საათამდე. მაღალი დოზების მიღების შემდეგ აღინიშნა ოდნავ ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი.
გამოყოფა
რადიო მარკირებული გლიმეპირიდის ერთჯერადი დოზის შემდეგ, რადიოაქტიურობის 58% აღდგენილი იყო შარდში და 35% განავალში. შარდში უცვლელი ნივთიერება არ გამოვლენილა. ორი მეტაბოლიტი - სავარაუდოდ ღვიძლის მეტაბოლიზმის შედეგად (ძირითადი ფერმენტი არის CYP2C9) - გამოვლინდა როგორც შარდში, ასევე განავალში: ჰიდროქსი წარმოებული და კარბოქსი წარმოებული. გლიმეპირიდის პერორალური მიღების შემდეგ, ამ მეტაბოლიტების საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო შესაბამისად 3-დან 6-მდე და 5-დან 6 საათამდე.
ერთჯერადი და მრავალჯერადი ერთი დღიური დოზის შედარებამ არ გამოავლინა მნიშვნელოვანი განსხვავებები ფარმაკოკინეტიკაში და ინტრაინდივიდუალური ცვალებადობა იყო ძალიან დაბალი. შესაბამისი დაგროვება არ ყოფილა.
წრფივობა/არაწრფივობა
არსებობს წრფივი კავშირი დოზასა და Cmax-სა და AUC-ს შორის (დრო/კონცენტრაციის მრუდის ქვეშ არსებული ფართობი).
მახასიათებლები პაციენტები
ხანდაზმულები
ფარმაკოკინეტიკა მსგავსი იყო მამაკაცებსა და ქალებში, ასევე ახალგაზრდა და ხანდაზმულ (65 წელზე უფროსი ასაკის) პაციენტებში.
თირკმლის უკმარისობა
დაბალი კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში აღინიშნა გლიმეპირიდის კლირენსის გაზრდისა და შრატში საშუალო კონცენტრაციის შემცირების ტენდენცია, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია უფრო სწრაფი ელიმინაციის შედეგად, დაბალი ცილებთან შეკავშირების გამო. დარღვეული იყო ორი მეტაბოლიტის თირკმლისმიერი ელიმინაცია. ზოგადად, ასეთ პაციენტებში დაგროვების დამატებითი რისკი არ არის გათვალისწინებული.
ფარმაკოკინეტიკა ხუთ არადიაბეტიან პაციენტში ნაღვლის სადინრის ოპერაციის შემდეგ მსგავსი იყო ჯანმრთელ ადამიანებში.
პედიატრიული პაციენტები
კვებაზე ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც იკვლევდა გლიმეპირიდის 1 მგ ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკას, უსაფრთხოებას და ტოლერანტობას 30 პედიატრიულ პაციენტში (10-12 წლის 4 ბავშვი და 12-17 წლის 26 ბავშვი) ტიპი 2 დიაბეტით, აჩვენა საშუალო AUC(0- ბოლო), Cmax და t1/2 მსგავსი, რაც ადრე დაფიქსირდა მოზრდილებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ამარილი 3 მგ ტაბლეტები
პერორალური გამოყენებისთვის
აქტიური ნივთიერება: გლიმეპირიდი.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი 25000, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი და ინდიგო კარმინი ალუმინის ლაქი საღებავის სახით.
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა.
კლინიკაში ვიზიტისას ან ექიმთან კონსულტაციისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ.
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ინსტრუქციაში მოცემული წესით. დაუშვებელია რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზის გამოყენება.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ამარილი და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ამარილის გამოყენებამდე
ამარილის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ამარილის შენახვის წესი
სათაურები მოცემულია.
რას წარმოადგენს ამარილი და რისთვის გამოიყენება იგი
ამარილი წარმოადგენს პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატს. ამარილი მიეკუთვნება სულფონილურეას ჯგუფის ჰიპოგლიკემიური პრეპარატების რიცხვს. მისი მოქმედება განპირობებულია პანკრეასის მიერ გამოყოფილი ინსულინის რაოდნობის ზრდით. შემდეგ, ინსულინ ამცირებს შაქრის დონეს სისხლში.
ამარილი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს გლიმეპირიდს. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ აქტიურ ნივთიერებას. ამარილი ასევე გამოდის სხვა დოზირებული ფორმებით: 1 მგ, 2 მგ, 3 მგ ან 6 მგ გლიმპერიდინი თითოეულ ტაბლეტში. ყველა დოზირებული ფორმის შეფუთვა შედგება 30 ტაბლეტისგან ფირფიტაში.
ამარილი გამოიყენება ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის (ტიპი 2) სამკურნალოდ, როდესაც სისხლში შაქრის კონტროლი ვერ ხერხდება მხოლოდ დიეტით, ფიზიკური ვარჯიშით და წონის კლებით.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა ამარილის გამოყენებამდე
ამარილი არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია გლიმეპირიდის, სულფონილურეას სხვა წარმომადგენლების (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად, მაგ. გლიბენკლამიდი), სულფონამიდების (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო პრეპარატები, მაგ. სულფამეტოქსაზოლი) ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. დამხმარე ნივთიერებები);
თუ პაციენტს აქვს ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 1);
თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტით განპირობებული მდგომარეობა – კეტოაციდოზი (აღნიშნული წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის გართულებას, როდესაც სისხლში იზრდება მჟავიანობა და შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე, გულისრევა, ხშირი შარდვა და კუნთების სისუსტე);
დიაბეტური კომის დროს;
თუ პაციენტს აქვს თირკმელების მძიმე დაავადება;
თუ პაციენტს აქვს ღვიძლის მძიმე დაავადება;
პაციენტმა არ უნდა მიიღოს ამარილი თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას. ნებისმიერ გაურკვეველ საკითხზე პაციენტმა, ამარილის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემდეგ შემთხვევებში, ამარილი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ იგი გადის გამოჯანმრთელების პროცესს ტრავმული დაზიანებისგან, ოპერაციისგან, ცხელებით მიმდინარე ინფექციისგან ან სხვა, ორგანიზმისთვის სტრესული მდგომარეობისგან, რადგან, შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის დროებითი კორექცია;
პაციენტმა ამარილის მიღებამდე უნდა მიმართსო მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ მას აქვს თირკმელების ან ღვიძლის მძიმე დაავადება;
თუ პაციენტს აქვს ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, შესაძლოა დაქვეითდეს ჰემოგლობინის დონე სისხლში, დაიშალოს სისხლის წითელი უჯრედები და განვითარდეს ჰემოლიზური ანემია;
18 წლამდე ასაკის ბავშვებში ამარილის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ ცნობები არასათანადოა. ამრიგად, ამარილის გამოყენება აღნიშნუკლ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰიპოგლიკემიის (შაქრის დაბალი შემცველობა სისხლში) შესახებ:
ამარილით მკურნალობის დროს შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხ. ქვემოთ.
ქვემოთ მოცემულმა ფაქტორებმა შესაძლოა გაზარდონ ჰიპოგლიკემიის (შაქრის დაბალი დონე სისხლში) განვითარების რისკი:
მალნუტრიცია, არარეგულარული ინტერვალები კვებათა შორის, კვების გამოტოვება ან გადავადება, მშიერი ყოფნა ხანგრძლივი დროით;
ცვლილებების შეტანა საკვებ რაციონში;
ამარილის მიღება ჭარბად;
თირკმლის ფუნქციის გაუარესება;
ღვიძლის ფუნქციის ძლიერი გაუარესება;
ენდოკრინული ჯირკვლების დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლების);
ალკოჰოლის მოხმარება (განსაკუთრებით გამოტოვებული კვების დროს);
ზოგიერთი სხვა პრეპარატის მიღება ამარილთან ერთად (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან”);
ფიზიკური ვარჯიშის ინტენსივობის მომატება, არასაკმარისი რაოდენობის საკვების მიღება ან ჩვეულზე ნაკლები ნახშირწყლების მიღება.
ჰიპოგლიკემია (შაქრის დაბალი დონე სისხლში) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:
ძლიერი შიმშილის გრძნობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ინერტულობა, ძილიანობა, ძილის დარღვევები, მოუსვენრობა, აგრესიულობა, კონცენტრაციის დარღვევა, ყურადღების და რეაქციის დროის დაქვეითება, დეპრესია, კონფუზია, მეტყველების და მხედველობის პრობლემები, კანკალი, თვითკონტროლის დაქვეითება, ნაწილობრივი დამბლა, სენსორული დარღვევები, თავბრუსხვევა, უმწეობის შეგრძნება.
შესაძლოა ასევე განვითარდეს შემდეგი ნიშნები:
ოფლიანობა, ნოტიო კანი, შფოთვა, ტაქიკარდია, პალპიტაციები, მაღალი არტერიული წნევა, უეცარი და ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შესაძლოა გადაეცემოდეს სხეულის ახლომდებარე მიდამოებს (სტენოკარდია და კარდიალური არითმია).
სისხლში შაქრის დონის ვარდნის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს:
ძლიერი კონფუზია (დელირიუმი), გულყრები (კრუნჩხვები), თვითკონტროლის დაკარგვა, ზედაპირული სუნთქვა, ბრადიკარდია. შესაძლოა განვითარდეს გონების კარგვა. ძლიერი ჰიპოგლიკემია შესაძლოა ჰგავდეს ინსულტს.
ჰიპოგლიკემიის მკურნალობა
უმეტეს შემთხვევაში, ჰიპოგლიკემიასთან ასოცირებული სიმპტომები სწრაფად იხსნება შაქრიანი საკვების ან სასმელის (მაგ. შაქრის კუბების, ტკბილი ხილის წვენი, ტკბილი ჩაი) მიღების შემდეგ. ამიტომ, პაციენტმა მუდმივად უნდა იქონიოს თან შაქრიანი საკვები (მაგ. შაქრის კუბები).
ხელოვნური დამატკბობლები ჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგოდ არაეფექტურია.
თუ შაქრის მიღების შემდეგ სიმპტომები ხანგრძლივდება ან არ უმჯობესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს საავადმყოფოს.
ლაბორატორიული კვლევები
შაქრის დონე რეგულარულად უნდა შემოწმდეს სისხლში და შარდში.
მკურნალმა ექიმმა შესაძლოა ასევე ჩაატაროდს დამატებითი სისხლის ანალიზები სისხლის უჯრედების და ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგის მიზნით.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.
ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან
ალკოჰოლმა შესაძლოა გააძლიეროს ან შეასუსტოს ამარილის ჰიპოგლიკემიური მომქედება, რაც წარმოადგენს არაპროგნოზირებად გავლენას.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის პერიოდში ამარილი არ გამოიყენება.
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ იგი არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას. ორსულობის პერიოდში სისხლში შაქრის დონის დარღვევებმა შესაძლოა გაზარდონ თანდაყოლილი ანომალიების განვითარების ან ნაყოფის პრე/პოსტნატალური სიკვდილის რისკი. ამრიგად, ორსულობის პერიოდში შაქრის დონე სისხლში უნდა შემოწმდეს ხშირად. სისხლში შაქრის დონის დარღვევების არსებობის შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა გასცეს ინსულინის გამოყენების რეკომენდაცია.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ამარილით მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.
ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ამარილი გამოიყოფა დედის რძეში, ამრიგად იგი არ გამოიყენება თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
სისხლში შაქრის დაბალმა ან მაღალმა შემცველობამ (შესაბამისად ჰიპოგლიკემია ან ჰიპერგლიკემია) შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს კონცენტრაციის და რეაქციის უანარზე ან გამოიწვიოს მხედველობითი დარღვევები. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს საფრთხეს პაციენტისთვის ან გარშემომყოფებისთვის (მაგ. ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს). შემდეგ შემთხვევებში, პაციენტმა ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა მართოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმები:
თუ პაციენტს აქვს ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდები;
თუ პაციენტი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ჰიპოგლიკემიის ეპიზოდების წინა მოვლენების (სიგნალები) ამოცნობას ან მსგავსი მოვლენები საერთოდ არ ვითარდება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამარილის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ამარილი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ლაქტოზას. ზოგიერთი ტიპის შაქრის აუთვისებლობის არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
შემდეგმა პრეპარატებმა შესაძლოა გააძლიერონ ამარილის ჰიპოგლიკემიური მოქმედება და გაზარდონ ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი:
სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ (მაგ. ინსულინი ან მეტფორმინი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის ან ანთების სამკურნალოდ (ფენილბუტაზონი, აზოპროპაზონი, ოქსიფენბუტაზონი და ასპირინის მსგავსი პრეპარატები;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება საშარდე გზების ინფექციენის სამკლურნალოდ (მაგ. ხანგრძლივი მოქმედების სულფონამიდები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (ტეტრაციკლინები, ქლორამფენიკოლი, ფლუკონაზოლი, მიკონაზოლი, ქინოლონები, კლარითრომიცინი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების პრეპვენციისთვის (კუმარინისგან წარმოებულები, მაგ. ვარფარინი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კუნთოვანი მასის ზრდისთვის (ანაბოლური პრეპარატები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მამაკაცის სასქესო ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპიისთვის;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (ფლუოქსეტინი, მაო-ინჰიბიტორები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად (ფიბრატები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ (ალოპურინოლი, პრობენეციდი, სულფინპირაზონი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ (ციკლოფოსფამიდი, იფოსფამიდი, ტროფოსფამიდი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება წონის კლებისთვის (ფენფლურამინი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის მიმოქცევის დარეგულირების მიზნით (პენტოქსიფილინი) (ინტრავენურად, მაღალი დოზით გამოყენების შემთხვევაში);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ალერგიული რეაქციების, მაგ. ჭინჭრის ციების სამკურნალოდ (ტრიტოქვალინი);
სიმპატოლიტიკური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, წინამდებარე ჯირკვალთან ასოცირებული სიმპტომები და გულის უკმარისობა;
შემდეგმა პრეპარატებმა შესაძლოა შეასუსტონ ამარილის ჰიპოგლიკემიური მოქმედება და განაპირობონ სისხლში შაქრის დონის მატება. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერგლიკემიის განვითარება:
პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ქალის სასქესო ჰორმონებს (ესტროგენები, პროგესტერონი);
შარდმდენები (თიაზიდური შარდმდენები), რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ;
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის სტიმულირებისმიზნით (მაგ. ლევოთიროქსინი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ალერგიის და ანთების სამკურნალოდ (გლუკოკორტიკოიდები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება საშიში ფსიქიატრიული აშლილობების სამკურნალოდ (ქლორპრომაზინი და სხვა ფენოთიაზიდისგან წარმოებულები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულისცემის სიხშირის გაზრდისთვის, ასთმის ან ცხვირის გაჭედვის სამკურნალოდ, ხველებისთვბის ან გაციებისთვის, წონის კლებისთვის ან სიცოცხლისთვის საშიში გადაუდებელი მდგომარეობების დროს (ადრენალინი და სიმპატომიმეტური პრეპარატები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ჭარბი ქოლესტერინის სამკურნალოდ (ნიკოტინის მჟავა);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ყაბზობის სამკურნალოდ ხანგრძლივი დროით (საფაღარათე საშუალებები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიური გულყრების პრევენციის მიზნით (ფენიტოინი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ნერვიულობის და ძილის დარღვევების სამკურნალოდ (ბარბიტურატები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მომატებული თვალშიდა წნევის სამკურნალოდ (აცეტაზოლამიდი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან ჰიპოგლიკემიის (შაქრის დაბალი შემცველობა სისხლში) სამკურნალოდ (დიაზოქსიდი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების, მაგ. ტუბერკულოზის სამკურნალოდ (რიფამპიცინი);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ძლიერი ჰიპოგლიკემიის (შაქრის დაბალი შემცველობა სისხლში) სამკურნალოდ (გლუკაგონი);
ქვემოთ მოცემულმა პრეპარატებმა შესაძლოა გააძლიერონ ან შეასუსტონ ამარილის ჰიპოგლიკემიური მოქმედება:
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ (H2 ანტაგონისტები);
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის ან გულის უკმარისობის სამკურნალოდ, მათ შორის ბეტა-ბლოკატორები, კლონიდინი, გუანეტიდინი და რეზეპინი. აღნიშნულმა პრეპარატებმა, ასევე, შესაძლოა შენიღბონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები და მათი გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
ამარილმა შესაძლოა გააძლიეროს ან შეასუსტოს შემდეგი პრეპარატების მოქმედება:
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედები საწინააღმდეგოდ (კუმარინისგან წარმოებულები, მაგ. ვარფარინი).
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
- ამარილის მიღების წესი
სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე:
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის მითითებების მიხედვით. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იღებს პრეპარატს.
ამარილის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი და დამოკიდებულია პაციენტის საჭიროებაზე, მდგომარეობაზე და სისხლში და შარდში შაქრის ანალიზის შედეგებზე. დაუშვებელია ექიმის მიერ რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
ამარილის სტანდარტულ საწყის დოზას შეადგენს ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში.
საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირაში.
მაქსიმალურ რეკომენდებულ დღიურ დოზას შეადგენს 8 მგ.
თუ მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზით შაქრის სათანადო კონტროლი ვერ ხერხდება, შესაძლოა დაიწყოს კომბინაციური მკურნალობა გლიმეპირიდით და მეტფორმინით ან გლიმეპირიდით და ინსულინით. მსგავს შემთხვევაში, მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს გლიმეპირიდის, მეტფორმინის ან ისნულინის საჭირო დოზას.
სხეულის წონის ან ცხვორების სტილის ცვლილებისას ან ორგანიზმისთვის სტრესულ სიტუაციებში, შესაძლოა საჭირო გახდეს ამარილის დოზის კორექცია. საჭიროა ექიმისთვის ინფორმაციის მიწოდება.
მიღების გზა და მეთოდი:
ამარილი მიიღება შიგნით (პერორალურად);
პრეპარატი მიიღება უშუალოდ დღის პირველ კვებამდე (ჩვეულებრივ საუზმე) ან პირველი კვებისას. თუ პაციენტი საუზმობს, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ექიმის მიერ განსაზღვრულ დროს. მნიშვნელოვანია, რომ ამარილით მკურნალობის პერიოდში კვების გამოტოვება არ მოხდეს.
ტაბლეტები იყლაპება სულ მცირე ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად. დაუშვებელია ტაბლეტების დაღეჭვა ან დანაწევრება. ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია ორ ტოლ ნაწილად, გამყოფი ხაზის დახმარებით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ამარილის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ხანში შესულ პაციენტებში:
დოზის კორექციის საჭიროებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:
თირკმელების უკმარისობა/ ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაზიანების დროს, რეკომედებულია ამარილის ჩანაცვლება ინსულინით, სათანადო მეტაბოლური კონტროლის მისაღწევად.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ამარილის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
ზედმეტი დოზის მიღების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, არსებობს ჰიპოგლიკემიის (შაქრის დაბალი შემცველობა სისხლში) განვითარების რისკი. სისხლში შაქრის დონე შესაძლოა დაქვეითდეს 12-72 სთ-ში. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები მოცემულია მე-2 პუნქტში - “მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰიპოგლიკემიის (შაქრის დაბალი შემცველობა სისხლში) შესახებ”. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შესაძლოა არ გამოვლინდეს ამარილით დოზის გადაჭარბებიდან 24 საათის განმავლობაში. ჰიპოგლიკემია შესაძლოა თანხლებული იყოს ისეთი მოვლენებით, როგორიცაა მოუსვენრობა, ტრემორი, მხედველობის დარღვევები, კოორდინაციის პრობლემები, უძილობა, კომა და გულყრები. ამრიგად, მსგავს შემთხვევაში, საჭიროა სათანადო რაოდენობის შაქრის მიღება (მაგ. შაქრის კუბები, ტკბილი ხილის წვენი, ტკბილი ჩაი და ა.შ.) და ექიმის დაუყოვნებელი ინფორმირება.
როდესაც დოზის გადაჭარბება ხდება ბავშვებში, მიღებული შაქრის რაოდენობა უნდა გაკონტროლდეს მკაცრად, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო საშიში ჰიპეგრგლიკემია. უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის საკვების ან სასმელის მიცემა დაუშვებელია.
რადგან ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა შესაძლოა გაგრძელდეს საკმაო დროით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის გულმოდგინე მონიტორინგი გაგრძელდეს საფრთხის სრულ გაქრობამდე. პრევენციული ზომის სახით, შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტის გადაყვანა კლინიკაში. პაციენტმა თან უნდა იქონიოს პრეპარატის შეფუთვა და დარჩენილი ტაბლეტები, რათა ექიმმა მიიღოს ინფორმაცია მიღებული ტაბლეტების რაოდენობის შესახებ.
ჰიპოგლიკემიის მძიმე შემთხვევებში, შესაძლოა განვითარდეს გონების კარგვა და მძიმე ნევროლოგიური დეფიციტი. აღნიშნული წარმოადგენს გადაუდებელ მდგომარეობებს და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას და ჰოსპიტალიზაციას. პაციენტთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს წინასწარ ინფორმირებული პირი, ვისაც შეეძლება საჭიროების შემთხვევაში ექიმთან დაკავშირება.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
შესაძლო გვერდითი მოვლენები ამარილით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ
მკურნალობის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, სასურველი ჰიპოგლიკემიური ეფექტი ვერ მიიღწევა და მდგომარეობა კვალვ გაუარესდება. ამარილით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამარილმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ავოდარტის მიღება და მიმართოს ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
ალერგიული რეაქციები (მათ შორის სისხლძარღვების ანთება, რომელიც ხშირად თანხლებულია გამონაყარით). შესაძლოა განვითარდეს საშიში რეაქციები, მათ შორის სუნთქვის გაძნელება ან არტერიული წნევის ვარდნა. აღნიშნული, ზოგჯერ, შესაძლოა პროგრესირდეს შოკურ მდგომარეობაში.
ღვიძლის დისფუნქცია. აღნიშნული მოიცავს ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა (სიყვითლე), ნაღვის მიმოქცევის დარღვევა (ქოლესტაზი), ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) ან ღვიძლის უკმარისობა.
კანისმიერი ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა). შესაძლოა განვითარდეს ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია და მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ. ზოგიერთი მსუბუქი ალერგიული რეაქცია შესაძლოა გადაიზარდოს მძიმე რეაქციებში, მათ შორის სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით, ტუჩების, ენის ან ხახის შეშუპებით.
ძლიერი ჰიპოგლიკემია. შესაძლოა განვითარდეს გონების კარგვა, გულყრები ან კომა.
ზოგიერთ პაციენტს, ამარილით მკურნალობის პერიოდში განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
იშვიათი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
ჰიპოგლიკემია (შაქრის შემცირებული რაოდენობა სისხლში) (იხ. მე-2 პუნქტი – “განსაკუთრებული ზომები ამარილის გამოყენებისას”).
სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება:
თრომბოციტების (თან ახლავს სისხლდენების და სისხლჩაქცევების განვითარების მომატებული რისკი);
სისხლის თეთრი უჯრედების (თან ახლავს ინფექციების განვითარების მომატებული რისკი);
სისხლის წითელი უჯრედების (ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კანის სიფერმკრთალე, სისუსტე და ქოშინი).
ჩვეულებრივ, აღნიშნული მოვლენები უმჯობესდება ამარილით მკურნალობის შეწყვეტისას.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 10.000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
ალერგიული რეაქციები (მათ შორის სისხლძარღვების ანთება, რომელიც ხშირად თანხლებულია გამონაყარით). შესაძლოა განვითარდეს საშიში რეაქციები, მათ შორის სუნთქვის გაძნელება ან არტერიული წნევის ვარდნა. აღნიშნული, ზოგჯერ, შესაძლოა პროგრესირდეს შოკურ მდგომარეობაში. მსგავსი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს;
ღვიძლის დისფუნქცია. აღნიშნული მოიცავს ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა (სიყვითლე), ნაღვის მიმოქცევის დარღვევა (ქოლესტაზი), ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) ან ღვიძლის უკმარისობა. მსგავსი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს;
გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, შებერილობის ან სისავსის შეგრძნება, ბოყინი და მუცლის ტკივილი.
ნატრიუმის შემცირებული რაოდენობა სისლხში (დგინდება სისხლის ანალიზით).
სხვა გვერდითი მოველენები:
კანისმიერი ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა). შესაძლოა განვითარდეს ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია და მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ. ზოგიერთი მსუბუქი ალერგიული რეაქცია შესაძლოა გადაიზარდოს მძიმე რეაქციებში, მათ შორის სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით, ტუჩების, ენის ან ხახის შეშუპებით. მსგავსი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს;
ალერგიული რეაქციები შესაძლოა განვითარდეს სულფონილურეას, სულფონამიდების ან მათი მსგავსი პრეპარატების მიმართ.
ამარილით მკურნალობის საწყის ეტაპზე შესაძლოა განვითარდეს მხედველობის პრობლემები. აღნიშნული განპირობებულია სისხლში შაქრის დონის ცვლილებით და მალე გაივლის;
ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მომატება;
ძლიერი უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევა კანქვეშ.
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ამარილის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავისივე კოლოფში.
ინახება ოთახის (არაუმეტეს 25C) ტემპერატურაზე.
გამოიყენება შენახვის ვადის გასვლამდე.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე.
დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
ლიცენზიის მფლობელი:
Sanofi Sağlık Ürünleri Ltd. Şti.
Büyükdere Cad. No:193 Levent
34394 Şişli-İstanbul
Tel: 0212 339 10 00
Faks: 0212 339 10 89
შპს შანოფი საგლიკ ურუნლერი სტი.
ბუიუკდერე კად. ნო: 193 ლევენტი
34394 სისლი-სტამბული
ტელ: 0212 339 10 00
ფაქს: 0212 339 10 89
წარმოების ადგილი:
Sanofi ilaç San. ve Tic. AŞ.
39780 Büyükkari ştıran
Lüleburgaz-Kırklareli
სანოფი ილაკ სან. ვე ტიკ. ას.
39780 ბუიუკკარი სტირან
ლულებურგაზ-კირკლარელი
ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 05.09.2016
- სამედიცინო ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .docx · 38 კბ
- ინსტრუქცია პაციენტისთვისორიგინალი რეესტრიდან · .docx · 27 კბ
- ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .doc · 125 კბ
- ინსტრუქცია პაციენტისთვისორიგინალი რეესტრიდან · .docx · 31 კბ
- ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .doc · 141 კბ
- სამედიცინო ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .docx · 30 კბ
- ინსტრუქცია პაციენტისთვისორიგინალი რეესტრიდან · .docx · 64 კბ
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.