გლიმეპირიდი 2მგ ტაბლეტები
Glimepiride 2mg Tablets
სამკურნალო საშუალების სახელწოდებაა გლიმეპირიდი 1 მგ ან 2 მგ ან 3 მგ ან 4 მგ ტაბლეტები. აქტიური ნივთიერება არის გლიმეპირიდი. გლიმეპირიდი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ ორალური სულფონილშარდოვანები, რომლებიც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- გლიმეპირიდი (glimepiride)
- ფორმა და შეფუთვა
- 2მგ ტაბლეტი №30
- მწარმოებელი
- Bristol Laboratories Ltd, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სულფონილშარდოვანას წარმოებულები
- ATC კოდი
- A10BB12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039917
- რეგისტრირებულია
- 10 იანვარი 2024, მოქმედებს 10 იანვარი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- -
გლიმეპირიდი 2მგ ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სამკურნალო საშუალების სახელწოდებაა გლიმეპირიდი 1 მგ ან 2 მგ ან 3 მგ ან 4 მგ ტაბლეტები. აქტიური ნივთიერება არის გლიმეპირიდი.
გლიმეპირიდი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ ორალური სულფონილშარდოვანები, რომლებიც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს.
გლიმეპირიდი მოქმედებს ინსულინის გამომუშავების გაზრდის შედეგად, რომელსაც გამოიმუშავებს თქვენი ორგანიზმი პანკრეასის ჯირკვლის მეშვეობით. შემდეგ ინსულინი თავად იწვევს სისხლში შაქრის დონის შემცირებას.
გლიმეპირიდი გამოიყენება დიაბეტის გარკვეული ფორმის (2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი) სამკურნალოდ, როდესაც მხოლოდ დიეტით, ფიზიკური ვარჯიშით და წონის დაკლებით ვერ მიიღწევა სისხლში შაქრის დონის საკმარისი კონტროლი.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს ტაბლეტები ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გლიმეპირიდი უნდა მიიღოთ დღის პირველ კვებამდე ცოტა ხნით ადრე ან კვების დროს და ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყლის მიყოლებით.
გლიმეპირიდის ტაბლეტები მიიღება დამატებით რეკომენდებულ დიეტასთან, ფიზიკურ ვარჯიშებთან და წონის დაკლებასთან ერთად.
ექიმმა დაგინიშნათ თქვენ გლიმეპირიდის ტაბლეტები სხვა დიაბეტის მკურნალობასთან დამატების სახით ან მის ნაცვლად. დაიცამით ექიმის მიერ მოცემული დანიშნულება ზუსტად.
ტაბლეტის გამყოფი ზოლი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის ორად გაყოფისათვის, თუკი გიჭირთ მისი მთლიანად გადაყლაპვა.
რეკომენდებული დოზირებაა
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 1 მგ ყოველ დღე, მაგრამ ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს ექიმმა შესაბამისი ინტერვალით, ჩვეულებრივ 1-2 კვირის განმავლობაში და მკურნალობაზე თქვენი პასუხის მიხედვით, მაქსიმალურ 6 მგ დღეში დოზამდე.
შესაძლოა დაწყებული იქნეს კომბინირებული თერაპია გლიმეპირიდით და მეტფორმინით ან გლიმეპირიდით და ინსულინით. ასეთ შემთხვევაში ექიმი განსაზღვრავს გლიმეპირიდის, მეტფორმინის ან ინსულინის დოზას თქვენთვის ინდივიდუალურად.
შესაძლოა საჭირო გახდეს გლიმეპირიდის დოზის კორექცია, თუკი აღინიშნება თქვენი წონის ცვლილება, ცხოვრების წესის შეცვლა ან თუ განიცდით სტრესულ მდგომარეობას. გთხოვთ მიმართოთ ექიმს, თუ მსგავსი სიტუაციები აღინიშნება თქვენს შემთხვევაში.
თუ ფიქრობთ, რომ ეს მედიკამენტი მოქმედებს თქვენზე ძალიან სუსტად ან პირიქით ძლიერად, არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად, არამედ მიმართეთ ექიმს.
თუ მიიღეთ გლიმეპირიდის ტაბლეტების ჭარბი რაოდენობა
გლიმეპირიდის ზედმეტი რაოდენობით ტაბლეტების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (ჰიპოგლიკემიის ნიშნები იხილეთ ნაწილში 2 - გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები) და ამ დროს უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის შაქარი (მაგ., მცირე ოდენობით შაქრის ნატეხი, ტკბილი წვენი, ტკბილი ჩაი) და აცნობოთ ექიმს სასწრაფოდ. ბავშვებში შემთხვევითი მიღებით გამოწვეული ჰიპოგლიკემიის მკურნალობისას, შაქრის რაოდენობა მკაცრად უნდა იყოს კონტროლირებადი, რათა თავიდან იქნას აცილებული სახიფათო ჰიპერგლიკემიის წარმოქმნის შესაძლებლობა. უგონო მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს არ უნდა მიეცეთ საკვები ან სასმელი. ვინაიდან ჰიპოგლიკემიის მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანია განხორციელდეს პაციენტზე ყურადღებით დაკვირვება საფრთხის გაქრობამდე. საავადმყოფოში გადაყვანა შეიძლება საჭირო გახდეს უსაფრთხოების მიზნით. ჰიპოგლიკემიის რთული შემთხვევებისას ვლინდება გონების დაკარგვა და კომა, რაც საწიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და გადაუდებელ მკურნალობას და ჰოსპიტალიზაციას. სასურველია აცნობოთ თქვენს ოჯახის წევრებს ან მეგობრებს, რომ გამოიძახონ სასწრაფო დახმარება, თუ ეს მოვლენა აღინიშნება თქვენს შემთხვევაში.
თუ დაგავიწყდათ გლიმეპირიდის ტაბლეტების მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, უნდა მიიღოთ ის გახსენებისთანავე. თუმცა თუ უკვე ახლოვდება მომდევნო დოზის მიღების დრო, უნდა გამოტოვოთ ეს დოზა და განაგრძოთ მიღება ჩვეულებრივ დროს რეჟიმის მიხედვით.
უკუჩვენებები
ოდესმე გქონდათ ალერგიული რეაქცია გლიმეპირიდის მიმართ ან ამ მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის (იხილეთ ჩამონათვალი ნაწილში 6) მიმართ ან სხვა სულფონილშარდოვანების (მაგ., გლიბენკლამიდი, გლიცლაციდი, ტოლბუტამიდი) ან სულფონამიდების (მაგ., სულფამეთოქსაზოლი) მიმართ. ალერგიული რეაქციები შესაძლოა მოიცავდეს გამონაყარს, ქავილს, სუნთქვის გართულებას ან სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპებას.
გაქვთ ინსულინზე დამოკიდებული (ტიპი I) დიაბეტი
გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის რთული დარღვევები
გადაიტანეთ დიაბეტური კომა
თუ ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ ,,კეტოაციდოზი“ (შესაძლოა სუნთქვისას გახასიათებდეთ მსხლის კანფეტის სუნი).
გაქვთ დიაბეტური კეტოაციდოზი (დიაბეტის გართულება, როდესაც სხეულში იზრდება მჟავიანობის დონე და შესაძლოა გამოვლინდეს ნიშნები, როგორიცაა: დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა), ხშირი შარდვა და კუნთების რიგიდულობა)
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი, თუ ზემოთ აღნიშნული მოვლენებიდან რომელიმე აღინიშნება თქვენს შემთხვევაში. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს გლიმეპირიდის გამოყენებამდე.
სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე თუ:
თუ იშუშებთ ტრავმას, ან ხართ ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდში, თუ გაქვთ ინფექცია ცხელებით ან სტრესის სხვა ფორმები, აცნობეთ ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის დროებითი ცვლილება
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები.
თუ არ ხართ დარწმუნებული, შეგესაბამებათ თუ არა თქვენ რომელიმე აღნიშნული მდგომარეობიდან, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს გლიმეპირიდით მკურნალობის დაწყებამდე.
პაციენტებში, რომლებთაც ახასიათებთ გლუკოზა-6-ფოსფატის დეჰიდროგენაზას ფერმენტების დეფიციტი შესაძლოა გამოვლინდეს ჰემოგლობინის დონის დაცემა და სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ჰემოლიზური ანემია).
ინფორმაცია გლიმეპირიდის 18 წლამდე ასაკის პირებში გამოყენების შესახებ შეზღუდულია. ამიტომ არ არის რეკომენდებული გამოყენება პაციენტების ამ ჯგუფში.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დაბალი დონე) შესახებ
გლიმეპირიდის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე). გთხოვთ იხილოთ შემდგომში მოცემული დამატებით ინფორმაცია ჰიპოგლიკემიის, მისი სიმპტომების და მკურნალობის შესახებ.
შემდეგმა ფაქტორებმა შესაძლოა გაზარდონ ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი
არასრულფასოვანი კვება, არარეგულარული კვების დრო, კვების გამოტოვება ან დაგვიანება ან შიმშილის დიეტა
დიეტის ცვლილებები
საჭიროზე მეტი გლიმეპირიდის მიღება
თირკმელების არასათანადო ფუნქცია
ღვიძლის რთული დაავადება
თუ გაწუხებთ გარკვეული ჰორმონებით გამოწვეული დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დარღვევები)
თუ იღებთ ალკოჰოლს (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოტოვებთ კვებას)
თუ იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს
თუ გაზრდით ფიზიკური ვარჯიშის რაოდენობას და არ იღებთ საკმარის საკვებს ან იღებთ საკვებს, რომელიც შეიცავს ჩვეულებრივზე ნაკლებ ნახშირწყლებს
ჰიპოგლიკემიის ნიშნებს მიეკუთვნება სიმპტომები, როგორიცაა
შიმშილი, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, უღონობა, ძილის პრობლემები, მოუსვენრობა, აგრესია, კონცენტრაციის პრობლემები, სიფხიზლისა და რეაქციის დროის დაქვეითება, დეპრესია, დაბნეულობა, მეტყველების და მხედველობის პრობლემები, არეული მეტყველება, კანკალი, ნაწილობრივი დამბლა, თავბრუსხვევა, უძლურება
შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ნიშნები: ოფლიანობა, წებოვანი კანი, შფოთვა, სწრაფი ან მომატებული გულისცემა, მაღალი არტერიული წნევა, საკუთარი გულისცემის შეგრძნება, მკერდის უეცარი ძლიერი ტკივილი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მეზობელ უბნებში (სტენოკარდია და კარდეალური არითმიები)
თუ სისხლში შაქრის დონე კვლავ იკლებს, შეიძლება აღინშნოს ძლიერი დაბნეულობა (დელირიუმი), კრუნჩხვები, თვითკონტროლის დაკარგვა, სუნთქვის გახშირება და გულისცემის შენელება, უგონო მდგომარეობა. სისხლში შაქრის მკვეთრად შემცირების კლინიკური სურათი შეიძლება დაემსგავსოს ინსულტს.
ჰიპოგლიკემიის მკურნალობა
უმეტეს შემთხვევებში სისხლში შაქრის დაბალი დონე რეგულირდება სწრაფად, თუკი მიიღებთ ნებისმიერი ფორმით შაქარს, მაგალითად შაქრის ნატეხს, ტკბილ წვენს, ტკბილ ჩაის. გარდა ამისა თქვენ უნდა ყოველთვის თან ატაროთ ცოტა ოდენო შაქარი (მაგ., შაქრის ნატეხები). გახსოვდეთ, რომ ხელოვნური დამატკბობლები არაეფექტურია. გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან კლინიკას თუ შაქრის მიღების მიუხედავად არ გაქრება სიპტომები.
ლაბორატორიული ტესტები
აუცილებელი სისხლში და შარდში შაქრის რეგულარული კონტროლი. ექიმი ჩაატარებს ტესტებს სისხლში უჯრედების დონის და ღვიძლის ფუნქციის გაკონტროლების მიზნით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, მიღეთ ცოტა ხნის წინ ან აპირებთ რაიმე მედიკამენტის მიღებას.
ექიმმა შესაძლოა შეცვალოს გლიმეპირიდის დოზა თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შესაძლოა დაასუსტოს ან გააძლიეროს გლიმეპირიდის სისხლში შაქრის დამწევი ეფექტი.
განსაკუთრებით შემდეგმა მედიკამენტებმა შესაძლოა გაზარდონ ან შეამცირონ გლიმეპირიდის სისხლში შაქრის დამწევი ეფექტი:
შემდეგმა მედიკამენტებმა შესაძლოა გაზარდონ გლიმეპირიდის სისხლში შაქრის დამწევი ეფექტი. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე):
სხვა შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა ინსულინი და მეტფორმინი)
ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები (ფენილბუტაზონი, აზოპროპაზონი, ოქსიფენბუტაზონი, ასპირინის მსგავსი მედიკამენტები)
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ (როგორიცაა ხანგრძლივი მოქმედების სულფონამიდები)
ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალებები (ტეტრაციკლინი, ქლორამფენიკოლი, ფლუკონაზოლი, მიკონაზოლი, ქინოლონები, კლარითრომიცინი)
სისხლის შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტები (კუმარინის წარმოებულები, როგორიცაა ვარფარინი)
კუნთების გაზრდის საშუალებები (ანაბოლურები)
დეპრესიის სამკურნალო საშუალებები (ფლუოქსეტინი, მაო-ინჰიბიტორები)
ქოლესტერინის მაღალი დონის შემამცირებელი მედიკამენტები (აგფ-ინჰიბიტორები)
სამედიცინო საშუალებები, რომლებთაც ეწოდებათ ანტი-არითმიული ნივთიერებები და გამოიყენება ანომალიური გულისცემის სამკურნალოდ (დიზოპირამიდი)
პოდაგრის სამკურნალო საშუალებები (ალოპურინოლი, პრობენეციდი, სულფინპირაზონი)
კიბოს სამკურნალო საშუალებები (ციკლოფოსფამიდი, იფოსფამიდი, ტროფოსფამიდი)
წონის დასაკლები საშუალებები (ფენფლურამინი)
ცირკულაციის გაზრდის საშუალებები, რომლებიც კეთდება ინტრავენური ინფუზიით მაღალი დოზის სახით (პენტოქსიფილინი)
ნაზალური ალერგიების სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა სეზონური ალერგია (ტრიტოქუალინი)
მედიკამენტები (სიმპატოლიზურები), რომლებიც გამოიყენება სისხლის წნევის, გულის უკმარისობის ან პროსტატის სიმპტომების სამკურნალოდ
შემდეგმა მედიკამენტებმა შესაძლოა გამოიწვიონ გლიმეპირიდის სისხლში შაქრის დამწევი ეფექტის შემცირება. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერგლიკემიის (სისხლში შაქრის მაღალი დონის) რისკი:
ქალის ჰორმონის შემცველი მედიკამენტები (ესტროგენი, პროგესტოგენი)
სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო საშალებები, რომლებთაც ეწოდებათ თიაზიდური დიურეზულები (შარდმდენები)
ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი მედიკამენტები (როგორიცაა ლევოთიროქსინი)
ალერგიის და ანთების სამკურნალო საშუალებები (გლუკოკორტიკოიდები)
რთული ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო საშუალებები (ქლორპრომაზინი და სხვა ფენოთიაზინების წარმოებულები)
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულისცემის ასაჩქარებლად, ასთმის ან ცხვირის შეგუბების სამკურნალოდ, ხველისას და გაციების სამკურნალო საშუალებები, წონაში დასაკლები მედიკამენტები ან სიცოცხლისათვის გადაუდებელი შემთხვევების სამკურნალო საშუალებები (ადრენალინი და სიმპათომიმეზურები)
ყაბზობის სამკურნალო საშუალებები, ხანგრძლივი დროით გამოყენებისას (საფაღარათო საშუალებები)
კრუნჩხვების სამკურნალო საშუალებები (ფენიტოინი)
ნერვოზის და ძილის პრობლემების სამკურნალო საშუალებები (ბარბიტურატები)
მომატებული თვალის შიდა წნევის სამკურნალო საშუალებები (აცეტაზოლამიდი)
სისხლის მაღალი წნევის ან სისხლში შაქრის დაბალი დონის სამკურნალო საშუალებები (დიაზოქსიდი)
ინფექციების, ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებები (რიფამპიცინი)
სისხლში ძალიან დაბალი შაქრის დონის სამკურნალო საშუალებები (გლუკაგონი)
შემდეგმა სამკურნალო საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიონ გლიმეპირიდის სისხლში შაქრის დამწევი ეფექტის გაზრდა ან შემცირება
კუჭის წყლულის სამკურნალო მედიკამენტები (ეწოდებათ H2 ანტაგონისტები)
სისხლის მაღალი წნევის ან გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ბეტა-ბლოკატორები, კლონიდინი, გუანეთიდინი და რეზერპინი. მათ ასევე შეიძლება დაფარონ ჰიპოგლიკემიის ნიშნები, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ამ მედიკამენტების მიღებისას.
გლიმეპირიდმა შესაძლოა შეამციროს ან გაზარდოს შემდეგი მედიკამენტების ეფექტები:

კოლესეველამი, რომელიც არის ქოლესტეროლის შემამცირებელი მედიკამენტი, ზეგავლენას ახდენს გლიმეპირიდის აბსორბციაზე. ამ ეფექტის თავიდან აცილების მიზნით, არ არის რეკომენდებული გლიმეპირიდის გამოყენება 4 საათით ადრე კოლესეველამის მიღებამდე.
გლიმეპირიდის ტაბლეტების მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
გლიმეპირიდი უნდა მიიღოთ დღის პირველ კვებამდე ცოტა ხნით ადრე ან კვების დროს. მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ რეგულარული კვების რეჟიმი გლიმეპირიდის ტაბლეტების მიღების დროს.
გლიმეპირიდის ტაბლეტების მიღების პერიოდში კვების გამოტოვებამ ან დაგვიანებულად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (იხ. ნაწილი 4, მოსალოდნელი გვერდით ეფექტები).
ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გლიმეპირიდის სისხლში შაქრის დამწევი მოქმედების გაუთვალისწინებელი გაზრდა ან შემცირება.
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება ამ მედიკამენტის მიღებისას. მიმართეთ ექიმს კითხვების არსებობის შემთხვევაში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ მედიკამენტის მიღებამდე.
შეახსენეთ ექიმს, თუ ხართ ორსული და გაქვთ დიაბეტი, რადგან ექიმმა უნდა ჩაატაროს სისხლში შაქრის დონის მკაცრი მონიტორინგი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სისხლში შაქრის დონის შემცირების შედეგად (ჰიპოგლიკემია) შესაძლოა აღინიშნოს თქვენი კონცენტრირებისა და რეაქციის უნარის დაქვეითება ან შესაძლოა გამოვლინდეს მხედველობის პრობლემები ამ მდგომარეობის შედეგად. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა თქვენ საფრთხე შეუქმნათ თქვენს თავს ან სხვა პირებს (მაგ., ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისას). გთხოვთ ჰკითხოთ ექიმს შეგიძლიათ თუ არა ავტომობილის მართვა, თუ:
გახასიათებთ ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდები
გაქვთ სუსტი ან საერთოდ არ გაქვთ ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნები
გლიმეპირიდის ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, უნდა მიმართოთ ექიმს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, გლიმეპირიდმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
აცნობეთ ექიმს სასწრაფოდ თუ შენიშნავთ შემდეგ სიმპტომებს:
ალერგიული რეაქციები (რომლებიც მოიცავენ სისხლძარღვების ანთებას, ხშირად კანე გამონაყარით), რომელიც შესაძლოა გადაიზარდოს სერიოზულ რეაქციებში, რასაც ახლავს სუნთქვის გართულება, სისხლის წნევის დაცემა და ზოგჯერ შესაძლოა პროგრესირებდეს შოკურ მდგომარეობამდე.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა კანისა და თვალების ყვითლად შეფერვით (სიყვითლე), ნაღველის პრობლემები (ქოლესტაზი), ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) ან ღვიძლის უკმარისობა
ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) კანზე, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და მზის მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა. ზოგჯერ სუსტი ალერგიული რეაქციები შესაძლოა განვითარდეს რთული სახის რეაქციებამდე.
რთული ჰიპერგლიკემია მოიცავს გონების დაკარგვას, კრუნჩვებს ან კომას.
ზოგიერთ პაციენტებში გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები გლიმეპირიდის მიღებისას:
იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1-მდე
სისხლში შაქრის ნორმაზე დაბალი დონე (ჰოპოგლიკემია) (იხ. ნაწილი 2 - გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები)
სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, როგორიცაა
თრომბოციტები (რაც ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევის რისკს)
სისხლის თეთრი უჯრედები (რაც იწვევს ინფექციების მიმართ მიდრეკილებას)
სისხლის წითელი უჯრედები (რაც იწვევს კანის სიფერმკრთალეს და სისუსტეს ან უნთქვის გართულებას)
ეს პრობლემები ძირითადად ქრება გლიმეპირიდის მიღების შეწყვეტის შემდეგ
ძალიან იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1-მდე
ალერგიული რეაქციები (რომლებიც მოიცავენ სისხლძარღვების ანთებას, ხშირად კანე გამონაყარით), რომელიც შესაძლოა გადაიზარდოს სერიოზულ რეაქციებში, რასაც ახლავს სუნთქვის გართულება, სისხლის წნევის დაცემა და ზოგჯერ შესაძლოა პროგრესირებდეს შოკურ მდგომარეობამდე. მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას, მიმართეთ სასწრაფოდ ექიმს.
ღვიძლის პრობლემები, რომლებიც მოიცავენ კანისა და თვალების ყვითლად შეფერვას (სიყვითლეს), ნაღველის პრობლემებს (ქოლესტაზი), ღვიძლის ანთებას (ჰეპატიტი) ან ღვიძლის უკმარისობას. მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას, მიმართეთ სასწრაფოდ ექიმს.
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება ან შეუძლოდ ყოფნა, დიარეა, სისავსის ან შებერილობის შეგრძნება და მუცლის ტკივილი
სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება (ვლინდება სისხლის ანალიზში)
უცნობია სიხშირე: სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემებით
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შეკცირება, რაც იწვევს სისხლის ლაქებს, სისხლჩაქცევებს და კანის შეფერილობას (თრომბოციტოპენიური პურპურა),
შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები სულფონილშარდოვანების, სულფონამიდების ან ანალოგიური მედიკამენტების მიმართ
გლიმეპირიდით მკურნალობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს მხედველობის პრობლემები. ეს გამოწვეულია სისხლში შაქრის დონის ცვლილებით და მოხდეს მისი დროული მკურნალობა
ღვიძლის ფერმენტების გაზრდა
აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ ნებისმიერ მსგავს სიმპტომს.
თუ შენიშნავთ ამ ეფექტებიდან რომელიმეს სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ცოტა ოდენი შაქარი ან ნახშირწყლები. ეს დაგეხმარებათ სიმპტომების გაკონტროლებაში, სანამ მიმართავთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილების მიზნით არ გამოტოვოთ ან არ დააგვიანოთ კვება ან არ მიიღოთ გლიმეპირიდის საჭიროზე მეტი ტაბლეტი, ან არ შეასრულოთ ჩვეულებრივზე მეტი ფიზიკური ვარჯიში ან არ იმუშავოთ ნორმაზე მეტი.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს მეტი ინფორმაციის მისაღებად თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას უნდა აცნობოთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე ეფექტებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ მიაწოდოთ უშუალოდ ყვითელი ფურცლების ვებ-გვერდის მეშვეობით www.mhra.gov.uk/yellowcard. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
შემადგენლობა
რას შეიცავენ გლიმეპირიდის ტაბლეტები
აქტიური ნივთიერება არის გლიმეპირიდი და ყოველი ტაბლეტი შეიცავს 1 მგ, 2 მგ, 3 მგ ან 4 მგ აქტიურ ინგრედიენტს გლიმეპირიდს.
დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, პოვიდონი და მაგნიუმის სტეარატი.
ასევე:
გლიმეპირიდი 1 მგ ტაბლეტები შეიცავენ წითელი რკინის ოქსიდს (E172)
გლიმეპირიდი 2 მგ და 3 მგ ტაბლეტები შეიცავენ ყვითელი რკინის ოქსიდს (E172)
გლიმეპირიდი 2 მგ და 4 მგ ტაბლეტები შეიცავენ ინდიგო კარმინს (E132)
გლიმეპირიდის ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
გლიმეპირიდის 1 მგ ტაბლეტები არის ვარდისფერი, მოგრძო ფორმის ტაბლეტები შუაში ნაზოლით, ბრტყელი და ჩამოთლილი კიდეებით, ერთ მხარეზე ,,B‘‘ & ,,L‘‘ ნაბეჭდით გამყოფი ნაზოლის ორივე მხარეზე, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ გამყოფი ნაზოლით.
გლიმეპირიდის 2 მგ ტაბლეტები არის მწვანე, მოგრძო ფორმის ტაბლეტები შუაში ნაზოლით, ბრტყელი და ჩამოთლილი კიდეებით, ერთ მხარეზე ,,B‘‘ & ,,L‘‘ ნაბეჭდით გამყოფი ნაზოლის ორივე მხარეზე, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ გამყოფი ნაზოლით.
გლიმეპირიდის 3 მგ ტაბლეტები არის ღია ყვითელი, მოგრძო ფორმის ტაბლეტები შუაში ნაზოლით, ბრტყელი და ჩამოთლილი კიდეებით, ერთ მხარეზე ,,B‘‘ & ,,L‘‘ ნაბეჭდით გამყოფი ნაზოლის ორივე მხარეზე, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ გამყოფი ნაზოლით.
გლიმეპირიდის 4 მგ ტაბლეტები არის ლურჯი, მოგრძო ფორმის ტაბლეტები შუაში ნაზოლით, ბრტყელი და ჩამოთლილი კიდეებით, ერთ მხარეზე ,,B‘‘ & ,,L‘‘ ნაბეჭდით გამყოფი ნაზოლის ორივე მხარეზე, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ გამყოფი ნაზოლით.
გლიმეპირიდის ტაბლეტები გაიცემა ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 10, 20, 30 ან 60 ტაბლეტს. შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის [EXP] გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 25˚ C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ საწყის შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ ტაბლეტები ეტიკეტზე აღნიშნული EXP ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ გადააგდოთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მედიკამენტების უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ: ინფორმაცია პაციენტებისათვის
გლიმეპირიდი 1 მგ, 2 მგ, 3 მგ და 4 მგ ტაბლეტები
ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად და ამიტომ ნუ გადასცემთ მას სხვას. შესაძლოა პრეპარატმა ზიანი მიაყენოს სხვა პირებს იმ შემთხვევაშიც, თუ მათაც აღენიშნებათ თქვენივე მსგავსი სიმპტომები.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე ეფექტებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს გლიმეპირიდის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია გლიმეპირიდის ტაბლეტების გამოყენებამდე
- გლიმეპირიდის ტაბლეტების მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- გლიმეპირიდის ტაბლეტების შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებით ინფორმაცია
- რას წარმოადგენს გლიმეპირიდის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
სამკურნალო საშუალების სახელწოდებაა გლიმეპირიდი 1 მგ ან 2 მგ ან 3 მგ ან 4 მგ ტაბლეტები. აქტიური ნივთიერება არის გლიმეპირიდი.
გლიმეპირიდი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებთაც ეწოდებათ ორალური სულფონილშარდოვანები, რომლებიც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს.
გლიმეპირიდი მოქმედებს ინსულინის გამომუშავების გაზრდის შედეგად, რომელსაც გამოიმუშავებს თქვენი ორგანიზმი პანკრეასის ჯირკვლის მეშვეობით. შემდეგ ინსულინი თავად იწვევს სისხლში შაქრის დონის შემცირებას.
გლიმეპირიდი გამოიყენება დიაბეტის გარკვეული ფორმის (2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი) სამკურნალოდ, როდესაც მხოლოდ დიეტით, ფიზიკური ვარჯიშით და წონის დაკლებით ვერ მიიღწევა სისხლში შაქრის დონის საკმარისი კონტროლი.
- ინფორმაცია გლიმეპირიდის ტაბლეტების მიღებამდე
არ მიიღოთ ეს ტაბლეტები თუ:
ოდესმე გქონდათ ალერგიული რეაქცია გლიმეპირიდის მიმართ ან ამ მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის (იხილეთ ჩამონათვალი ნაწილში 6) მიმართ ან სხვა სულფონილშარდოვანების (მაგ., გლიბენკლამიდი, გლიცლაციდი, ტოლბუტამიდი) ან სულფონამიდების (მაგ., სულფამეთოქსაზოლი) მიმართ. ალერგიული რეაქციები შესაძლოა მოიცავდეს გამონაყარს, ქავილს, სუნთქვის გართულებას ან სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპებას.
გაქვთ ინსულინზე დამოკიდებული (ტიპი I) დიაბეტი
გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის რთული დარღვევები
გადაიტანეთ დიაბეტური კომა
თუ ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ ,,კეტოაციდოზი“ (შესაძლოა სუნთქვისას გახასიათებდეთ მსხლის კანფეტის სუნი).
გაქვთ დიაბეტური კეტოაციდოზი (დიაბეტის გართულება, როდესაც სხეულში იზრდება მჟავიანობის დონე და შესაძლოა გამოვლინდეს ნიშნები, როგორიცაა: დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა), ხშირი შარდვა და კუნთების რიგიდულობა)
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი, თუ ზემოთ აღნიშნული მოვლენებიდან რომელიმე აღინიშნება თქვენს შემთხვევაში. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს გლიმეპირიდის გამოყენებამდე.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე თუ:
თუ იშუშებთ ტრავმას, ან ხართ ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდში, თუ გაქვთ ინფექცია ცხელებით ან სტრესის სხვა ფორმები, აცნობეთ ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის დროებითი ცვლილება
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები.
თუ არ ხართ დარწმუნებული, შეგესაბამებათ თუ არა თქვენ რომელიმე აღნიშნული მდგომარეობიდან, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს გლიმეპირიდით მკურნალობის დაწყებამდე.
პაციენტებში, რომლებთაც ახასიათებთ გლუკოზა-6-ფოსფატის დეჰიდროგენაზას ფერმენტების დეფიციტი შესაძლოა გამოვლინდეს ჰემოგლობინის დონის დაცემა და სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ჰემოლიზური ანემია).
ინფორმაცია გლიმეპირიდის 18 წლამდე ასაკის პირებში გამოყენების შესახებ შეზღუდულია. ამიტომ არ არის რეკომენდებული გამოყენება პაციენტების ამ ჯგუფში.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დაბალი დონე) შესახებ
გლიმეპირიდის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე). გთხოვთ იხილოთ შემდგომში მოცემული დამატებით ინფორმაცია ჰიპოგლიკემიის, მისი სიმპტომების და მკურნალობის შესახებ.
შემდეგმა ფაქტორებმა შესაძლოა გაზარდონ ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი
არასრულფასოვანი კვება, არარეგულარული კვების დრო, კვების გამოტოვება ან დაგვიანება ან შიმშილის დიეტა
დიეტის ცვლილებები
საჭიროზე მეტი გლიმეპირიდის მიღება
თირკმელების არასათანადო ფუნქცია
ღვიძლის რთული დაავადება
თუ გაწუხებთ გარკვეული ჰორმონებით გამოწვეული დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დარღვევები)
თუ იღებთ ალკოჰოლს (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოტოვებთ კვებას)
თუ იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს
თუ გაზრდით ფიზიკური ვარჯიშის რაოდენობას და არ იღებთ საკმარის საკვებს ან იღებთ საკვებს, რომელიც შეიცავს ჩვეულებრივზე ნაკლებ ნახშირწყლებს
ჰიპოგლიკემიის ნიშნებს მიეკუთვნება სიმპტომები, როგორიცაა
შიმშილი, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, უღონობა, ძილის პრობლემები, მოუსვენრობა, აგრესია, კონცენტრაციის პრობლემები, სიფხიზლისა და რეაქციის დროის დაქვეითება, დეპრესია, დაბნეულობა, მეტყველების და მხედველობის პრობლემები, არეული მეტყველება, კანკალი, ნაწილობრივი დამბლა, თავბრუსხვევა, უძლურება
შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ნიშნები: ოფლიანობა, წებოვანი კანი, შფოთვა, სწრაფი ან მომატებული გულისცემა, მაღალი არტერიული წნევა, საკუთარი გულისცემის შეგრძნება, მკერდის უეცარი ძლიერი ტკივილი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მეზობელ უბნებში (სტენოკარდია და კარდეალური არითმიები)
თუ სისხლში შაქრის დონე კვლავ იკლებს, შეიძლება აღინშნოს ძლიერი დაბნეულობა (დელირიუმი), კრუნჩხვები, თვითკონტროლის დაკარგვა, სუნთქვის გახშირება და გულისცემის შენელება, უგონო მდგომარეობა. სისხლში შაქრის მკვეთრად შემცირების კლინიკური სურათი შეიძლება დაემსგავსოს ინსულტს.
ჰიპოგლიკემიის მკურნალობა
უმეტეს შემთხვევებში სისხლში შაქრის დაბალი დონე რეგულირდება სწრაფად, თუკი მიიღებთ ნებისმიერი ფორმით შაქარს, მაგალითად შაქრის ნატეხს, ტკბილ წვენს, ტკბილ ჩაის. გარდა ამისა თქვენ უნდა ყოველთვის თან ატაროთ ცოტა ოდენო შაქარი (მაგ., შაქრის ნატეხები). გახსოვდეთ, რომ ხელოვნური დამატკბობლები არაეფექტურია. გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან კლინიკას თუ შაქრის მიღების მიუხედავად არ გაქრება სიპტომები.
ლაბორატორიული ტესტები
აუცილებელი სისხლში და შარდში შაქრის რეგულარული კონტროლი. ექიმი ჩაატარებს ტესტებს სისხლში უჯრედების დონის და ღვიძლის ფუნქციის გაკონტროლების მიზნით.
სხვა მედიკამენტების და გლიმეპირიდის ტაბლეტების მიღება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, მიღეთ ცოტა ხნის წინ ან აპირებთ რაიმე მედიკამენტის მიღებას.
ექიმმა შესაძლოა შეცვალოს გლიმეპირიდის დოზა თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შესაძლოა დაასუსტოს ან გააძლიეროს გლიმეპირიდის სისხლში შაქრის დამწევი ეფექტი.
განსაკუთრებით შემდეგმა მედიკამენტებმა შესაძლოა გაზარდონ ან შეამცირონ გლიმეპირიდის სისხლში შაქრის დამწევი ეფექტი:
შემდეგმა მედიკამენტებმა შესაძლოა გაზარდონ გლიმეპირიდის სისხლში შაქრის დამწევი ეფექტი. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე):
სხვა შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა ინსულინი და მეტფორმინი)
ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები (ფენილბუტაზონი, აზოპროპაზონი, ოქსიფენბუტაზონი, ასპირინის მსგავსი მედიკამენტები)
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ (როგორიცაა ხანგრძლივი მოქმედების სულფონამიდები)
ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალებები (ტეტრაციკლინი, ქლორამფენიკოლი, ფლუკონაზოლი, მიკონაზოლი, ქინოლონები, კლარითრომიცინი)
სისხლის შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტები (კუმარინის წარმოებულები, როგორიცაა ვარფარინი)
კუნთების გაზრდის საშუალებები (ანაბოლურები)
დეპრესიის სამკურნალო საშუალებები (ფლუოქსეტინი, მაო-ინჰიბიტორები)
ქოლესტერინის მაღალი დონის შემამცირებელი მედიკამენტები (აგფ-ინჰიბიტორები)
სამედიცინო საშუალებები, რომლებთაც ეწოდებათ ანტი-არითმიული ნივთიერებები და გამოიყენება ანომალიური გულისცემის სამკურნალოდ (დიზოპირამიდი)
პოდაგრის სამკურნალო საშუალებები (ალოპურინოლი, პრობენეციდი, სულფინპირაზონი)
კიბოს სამკურნალო საშუალებები (ციკლოფოსფამიდი, იფოსფამიდი, ტროფოსფამიდი)
წონის დასაკლები საშუალებები (ფენფლურამინი)
ცირკულაციის გაზრდის საშუალებები, რომლებიც კეთდება ინტრავენური ინფუზიით მაღალი დოზის სახით (პენტოქსიფილინი)
ნაზალური ალერგიების სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა სეზონური ალერგია (ტრიტოქუალინი)
მედიკამენტები (სიმპატოლიზურები), რომლებიც გამოიყენება სისხლის წნევის, გულის უკმარისობის ან პროსტატის სიმპტომების სამკურნალოდ
შემდეგმა მედიკამენტებმა შესაძლოა გამოიწვიონ გლიმეპირიდის სისხლში შაქრის დამწევი ეფექტის შემცირება. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერგლიკემიის (სისხლში შაქრის მაღალი დონის) რისკი:
ქალის ჰორმონის შემცველი მედიკამენტები (ესტროგენი, პროგესტოგენი)
სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო საშალებები, რომლებთაც ეწოდებათ თიაზიდური დიურეზულები (შარდმდენები)
ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი მედიკამენტები (როგორიცაა ლევოთიროქსინი)
ალერგიის და ანთების სამკურნალო საშუალებები (გლუკოკორტიკოიდები)
რთული ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო საშუალებები (ქლორპრომაზინი და სხვა ფენოთიაზინების წარმოებულები)
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულისცემის ასაჩქარებლად, ასთმის ან ცხვირის შეგუბების სამკურნალოდ, ხველისას და გაციების სამკურნალო საშუალებები, წონაში დასაკლები მედიკამენტები ან სიცოცხლისათვის გადაუდებელი შემთხვევების სამკურნალო საშუალებები (ადრენალინი და სიმპათომიმეზურები)
ყაბზობის სამკურნალო საშუალებები, ხანგრძლივი დროით გამოყენებისას (საფაღარათო საშუალებები)
კრუნჩხვების სამკურნალო საშუალებები (ფენიტოინი)
ნერვოზის და ძილის პრობლემების სამკურნალო საშუალებები (ბარბიტურატები)
მომატებული თვალის შიდა წნევის სამკურნალო საშუალებები (აცეტაზოლამიდი)
სისხლის მაღალი წნევის ან სისხლში შაქრის დაბალი დონის სამკურნალო საშუალებები (დიაზოქსიდი)
ინფექციების, ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებები (რიფამპიცინი)
სისხლში ძალიან დაბალი შაქრის დონის სამკურნალო საშუალებები (გლუკაგონი)
შემდეგმა სამკურნალო საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიონ გლიმეპირიდის სისხლში შაქრის დამწევი ეფექტის გაზრდა ან შემცირება
კუჭის წყლულის სამკურნალო მედიკამენტები (ეწოდებათ H2 ანტაგონისტები)
სისხლის მაღალი წნევის ან გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ბეტა-ბლოკატორები, კლონიდინი, გუანეთიდინი და რეზერპინი. მათ ასევე შეიძლება დაფარონ ჰიპოგლიკემიის ნიშნები, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ამ მედიკამენტების მიღებისას.
გლიმეპირიდმა შესაძლოა შეამციროს ან გაზარდოს შემდეგი მედიკამენტების ეფექტები:
სისხლის შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტები (კუმარინის წარმოებულები, როგორიცაა ვარფარინი)
კოლესეველამი, რომელიც არის ქოლესტეროლის შემამცირებელი მედიკამენტი, ზეგავლენას ახდენს გლიმეპირიდის აბსორბციაზე. ამ ეფექტის თავიდან აცილების მიზნით, არ არის რეკომენდებული გლიმეპირიდის გამოყენება 4 საათით ადრე კოლესეველამის მიღებამდე.
გლიმეპირიდის ტაბლეტების მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
გლიმეპირიდი უნდა მიიღოთ დღის პირველ კვებამდე ცოტა ხნით ადრე ან კვების დროს. მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ რეგულარული კვების რეჟიმი გლიმეპირიდის ტაბლეტების მიღების დროს.
გლიმეპირიდის ტაბლეტების მიღების პერიოდში კვების გამოტოვებამ ან დაგვიანებულად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (იხ. ნაწილი 4, მოსალოდნელი გვერდით ეფექტები).
ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გლიმეპირიდის სისხლში შაქრის დამწევი მოქმედების გაუთვალისწინებელი გაზრდა ან შემცირება.
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება ამ მედიკამენტის მიღებისას. მიმართეთ ექიმს კითხვების არსებობის შემთხვევაში.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ მედიკამენტის მიღებამდე.
შეახსენეთ ექიმს, თუ ხართ ორსული და გაქვთ დიაბეტი, რადგან ექიმმა უნდა ჩაატაროს სისხლში შაქრის დონის მკაცრი მონიტორინგი.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სისხლში შაქრის დონის შემცირების შედეგად (ჰიპოგლიკემია) შესაძლოა აღინიშნოს თქვენი კონცენტრირებისა და რეაქციის უნარის დაქვეითება ან შესაძლოა გამოვლინდეს მხედველობის პრობლემები ამ მდგომარეობის შედეგად. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა თქვენ საფრთხე შეუქმნათ თქვენს თავს ან სხვა პირებს (მაგ., ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისას). გთხოვთ ჰკითხოთ ექიმს შეგიძლიათ თუ არა ავტომობილის მართვა, თუ:
გახასიათებთ ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდები
გაქვთ სუსტი ან საერთოდ არ გაქვთ ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნები
გლიმეპირიდის ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, უნდა მიმართოთ ექიმს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
- გლიმეპირიდის ტაბლეტების მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ეს ტაბლეტები ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გლიმეპირიდი უნდა მიიღოთ დღის პირველ კვებამდე ცოტა ხნით ადრე ან კვების დროს და ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყლის მიყოლებით.
გლიმეპირიდის ტაბლეტები მიიღება დამატებით რეკომენდებულ დიეტასთან, ფიზიკურ ვარჯიშებთან და წონის დაკლებასთან ერთად.
ექიმმა დაგინიშნათ თქვენ გლიმეპირიდის ტაბლეტები სხვა დიაბეტის მკურნალობასთან დამატების სახით ან მის ნაცვლად. დაიცამით ექიმის მიერ მოცემული დანიშნულება ზუსტად.
ტაბლეტის გამყოფი ზოლი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის ორად გაყოფისათვის, თუკი გიჭირთ მისი მთლიანად გადაყლაპვა.
რეკომენდებული დოზირებაა
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 1 მგ ყოველ დღე, მაგრამ ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს ექიმმა შესაბამისი ინტერვალით, ჩვეულებრივ 1-2 კვირის განმავლობაში და მკურნალობაზე თქვენი პასუხის მიხედვით, მაქსიმალურ 6 მგ დღეში დოზამდე.
შესაძლოა დაწყებული იქნეს კომბინირებული თერაპია გლიმეპირიდით და მეტფორმინით ან გლიმეპირიდით და ინსულინით. ასეთ შემთხვევაში ექიმი განსაზღვრავს გლიმეპირიდის, მეტფორმინის ან ინსულინის დოზას თქვენთვის ინდივიდუალურად.
შესაძლოა საჭირო გახდეს გლიმეპირიდის დოზის კორექცია, თუკი აღინიშნება თქვენი წონის ცვლილება, ცხოვრების წესის შეცვლა ან თუ განიცდით სტრესულ მდგომარეობას. გთხოვთ მიმართოთ ექიმს, თუ მსგავსი სიტუაციები აღინიშნება თქვენს შემთხვევაში.
თუ ფიქრობთ, რომ ეს მედიკამენტი მოქმედებს თქვენზე ძალიან სუსტად ან პირიქით ძლიერად, არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად, არამედ მიმართეთ ექიმს.
თუ მიიღეთ გლიმეპირიდის ტაბლეტების ჭარბი რაოდენობა
გლიმეპირიდის ზედმეტი რაოდენობით ტაბლეტების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (ჰიპოგლიკემიის ნიშნები იხილეთ ნაწილში 2 - გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები) და ამ დროს უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის შაქარი (მაგ., მცირე ოდენობით შაქრის ნატეხი, ტკბილი წვენი, ტკბილი ჩაი) და აცნობოთ ექიმს სასწრაფოდ. ბავშვებში შემთხვევითი მიღებით გამოწვეული ჰიპოგლიკემიის მკურნალობისას, შაქრის რაოდენობა მკაცრად უნდა იყოს კონტროლირებადი, რათა თავიდან იქნას აცილებული სახიფათო ჰიპერგლიკემიის წარმოქმნის შესაძლებლობა. უგონო მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს არ უნდა მიეცეთ საკვები ან სასმელი. ვინაიდან ჰიპოგლიკემიის მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანია განხორციელდეს პაციენტზე ყურადღებით დაკვირვება საფრთხის გაქრობამდე. საავადმყოფოში გადაყვანა შეიძლება საჭირო გახდეს უსაფრთხოების მიზნით. ჰიპოგლიკემიის რთული შემთხვევებისას ვლინდება გონების დაკარგვა და კომა, რაც საწიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და გადაუდებელ მკურნალობას და ჰოსპიტალიზაციას. სასურველია აცნობოთ თქვენს ოჯახის წევრებს ან მეგობრებს, რომ გამოიძახონ სასწრაფო დახმარება, თუ ეს მოვლენა აღინიშნება თქვენს შემთხვევაში.
თუ დაგავიწყდათ გლიმეპირიდის ტაბლეტების მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, უნდა მიიღოთ ის გახსენებისთანავე. თუმცა თუ უკვე ახლოვდება მომდევნო დოზის მიღების დრო, უნდა გამოტოვოთ ეს დოზა და განაგრძოთ მიღება ჩვეულებრივ დროს რეჟიმის მიხედვით.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით
თუ გსურთ ამ მედიკამენტის მიღების შეწყვეტა:
თუ შეწყვეტთ ან დაასრულებთ მკურნალობას საჭიროა სიფრთხილე, რადგან შესაძლოა არ იქნეს მიღწეული სისხლში შაქრის დამწევი ეფექტი ან აღინიშნოს მდგომარეობის გაუარესება კვლავ. გლიმეპირიდის მიღება უნდა განაგრძოთ მანამ, სანამ ექიმი არ გირჩევთ მისი მიღების შეწყვეტას. ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, გლიმეპირიდმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
აცნობეთ ექიმს სასწრაფოდ თუ შენიშნავთ შემდეგ სიმპტომებს:
ალერგიული რეაქციები (რომლებიც მოიცავენ სისხლძარღვების ანთებას, ხშირად კანე გამონაყარით), რომელიც შესაძლოა გადაიზარდოს სერიოზულ რეაქციებში, რასაც ახლავს სუნთქვის გართულება, სისხლის წნევის დაცემა და ზოგჯერ შესაძლოა პროგრესირებდეს შოკურ მდგომარეობამდე.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა კანისა და თვალების ყვითლად შეფერვით (სიყვითლე), ნაღველის პრობლემები (ქოლესტაზი), ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) ან ღვიძლის უკმარისობა
ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) კანზე, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და მზის მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა. ზოგჯერ სუსტი ალერგიული რეაქციები შესაძლოა განვითარდეს რთული სახის რეაქციებამდე.
რთული ჰიპერგლიკემია მოიცავს გონების დაკარგვას, კრუნჩვებს ან კომას.
ზოგიერთ პაციენტებში გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები გლიმეპირიდის მიღებისას:
იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1-მდე
სისხლში შაქრის ნორმაზე დაბალი დონე (ჰოპოგლიკემია) (იხ. ნაწილი 2 - გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები)
სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, როგორიცაა
თრომბოციტები (რაც ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევის რისკს)
სისხლის თეთრი უჯრედები (რაც იწვევს ინფექციების მიმართ მიდრეკილებას)
სისხლის წითელი უჯრედები (რაც იწვევს კანის სიფერმკრთალეს და სისუსტეს ან უნთქვის გართულებას)
ეს პრობლემები ძირითადად ქრება გლიმეპირიდის მიღების შეწყვეტის შემდეგ
ძალიან იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1-მდე
ალერგიული რეაქციები (რომლებიც მოიცავენ სისხლძარღვების ანთებას, ხშირად კანე გამონაყარით), რომელიც შესაძლოა გადაიზარდოს სერიოზულ რეაქციებში, რასაც ახლავს სუნთქვის გართულება, სისხლის წნევის დაცემა და ზოგჯერ შესაძლოა პროგრესირებდეს შოკურ მდგომარეობამდე. მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას, მიმართეთ სასწრაფოდ ექიმს.
ღვიძლის პრობლემები, რომლებიც მოიცავენ კანისა და თვალების ყვითლად შეფერვას (სიყვითლეს), ნაღველის პრობლემებს (ქოლესტაზი), ღვიძლის ანთებას (ჰეპატიტი) ან ღვიძლის უკმარისობას. მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას, მიმართეთ სასწრაფოდ ექიმს.
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება ან შეუძლოდ ყოფნა, დიარეა, სისავსის ან შებერილობის შეგრძნება და მუცლის ტკივილი
სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება (ვლინდება სისხლის ანალიზში)
უცნობია სიხშირე: სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემებით
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შეკცირება, რაც იწვევს სისხლის ლაქებს, სისხლჩაქცევებს და კანის შეფერილობას (თრომბოციტოპენიური პურპურა),
შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები სულფონილშარდოვანების, სულფონამიდების ან ანალოგიური მედიკამენტების მიმართ
გლიმეპირიდით მკურნალობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს მხედველობის პრობლემები. ეს გამოწვეულია სისხლში შაქრის დონის ცვლილებით და მოხდეს მისი დროული მკურნალობა
ღვიძლის ფერმენტების გაზრდა
აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ ნებისმიერ მსგავს სიმპტომს.
თუ შენიშნავთ ამ ეფექტებიდან რომელიმეს სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ცოტა ოდენი შაქარი ან ნახშირწყლები. ეს დაგეხმარებათ სიმპტომების გაკონტროლებაში, სანამ მიმართავთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილების მიზნით არ გამოტოვოთ ან არ დააგვიანოთ კვება ან არ მიიღოთ გლიმეპირიდის საჭიროზე მეტი ტაბლეტი, ან არ შეასრულოთ ჩვეულებრივზე მეტი ფიზიკური ვარჯიში ან არ იმუშავოთ ნორმაზე მეტი.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს მეტი ინფორმაციის მისაღებად თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას უნდა აცნობოთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე ეფექტებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ მიაწოდოთ უშუალოდ ყვითელი ფურცლების ვებ-გვერდის მეშვეობით www.mhra.gov.uk/yellowcard. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- გლიმეპირიდის ტაბლეტების შენახვის პირობები
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის [EXP] გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 25˚ C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ საწყის შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ ტაბლეტები ეტიკეტზე აღნიშნული EXP ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ გადააგდოთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მედიკამენტების უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავენ გლიმეპირიდის ტაბლეტები
აქტიური ნივთიერება არის გლიმეპირიდი და ყოველი ტაბლეტი შეიცავს 1 მგ, 2 მგ, 3 მგ ან 4 მგ აქტიურ ინგრედიენტს გლიმეპირიდს.
დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, პოვიდონი და მაგნიუმის სტეარატი.
ასევე:
გლიმეპირიდი 1 მგ ტაბლეტები შეიცავენ წითელი რკინის ოქსიდს (E172)
გლიმეპირიდი 2 მგ და 3 მგ ტაბლეტები შეიცავენ ყვითელი რკინის ოქსიდს (E172)
გლიმეპირიდი 2 მგ და 4 მგ ტაბლეტები შეიცავენ ინდიგო კარმინს (E132)
გლიმეპირიდის ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
გლიმეპირიდის 1 მგ ტაბლეტები არის ვარდისფერი, მოგრძო ფორმის ტაბლეტები შუაში ნაზოლით, ბრტყელი და ჩამოთლილი კიდეებით, ერთ მხარეზე ,,B‘‘ & ,,L‘‘ ნაბეჭდით გამყოფი ნაზოლის ორივე მხარეზე, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ გამყოფი ნაზოლით.
გლიმეპირიდის 2 მგ ტაბლეტები არის მწვანე, მოგრძო ფორმის ტაბლეტები შუაში ნაზოლით, ბრტყელი და ჩამოთლილი კიდეებით, ერთ მხარეზე ,,B‘‘ & ,,L‘‘ ნაბეჭდით გამყოფი ნაზოლის ორივე მხარეზე, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ გამყოფი ნაზოლით.
გლიმეპირიდის 3 მგ ტაბლეტები არის ღია ყვითელი, მოგრძო ფორმის ტაბლეტები შუაში ნაზოლით, ბრტყელი და ჩამოთლილი კიდეებით, ერთ მხარეზე ,,B‘‘ & ,,L‘‘ ნაბეჭდით გამყოფი ნაზოლის ორივე მხარეზე, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ გამყოფი ნაზოლით.
გლიმეპირიდის 4 მგ ტაბლეტები არის ლურჯი, მოგრძო ფორმის ტაბლეტები შუაში ნაზოლით, ბრტყელი და ჩამოთლილი კიდეებით, ერთ მხარეზე ,,B‘‘ & ,,L‘‘ ნაბეჭდით გამყოფი ნაზოლის ორივე მხარეზე, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ გამყოფი ნაზოლით.
გლიმეპირიდის ტაბლეტები გაიცემა ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 10, 20, 30 ან 60 ტაბლეტს. შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სახელწოდება და მისამართი:
ბრისტოლ ლაბორატორიეს ლტდ,
Unit 3, Canalside, Northbridge Road, Berkhamsted,
Hertfordshire, HP4 1EG, გაერთიანებული სამეფო
ტელეფონი:
00 44 (0) 1442 200922
ფაქსი:
0044 (0) 1442 873717
ელ-ფოსტა:
მწარმოებელი
ბრისტოლ ლაბორატორიეს ლტდ,
Unit 5, Traynor Way, Whitehouse Business Park,
Peterlee, SR8 2RU, გაერთიანებული სამეფო.
გლიმეპირიდი 1 მგ ტაბლეტები; PL 17907/0106
გლიმეპირიდი 2 მგ ტაბლეტები; PL 17907/0107
გლიმეპირიდი 3 მგ ტაბლეტები; PL 17907/0108
გლიმეპირიდი 4 მგ ტაბლეტები; PL 17907/0109
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის ბოლო გადამოწმების თარიღია 2022 წლის დეკემბერი.
ამ ინსტრუქციის ასლის ბრაილის შრიფტით, დიდი ზომით ნაბეჭდით ან აუდიო ფორმატში მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ლიცენზიის მფლობელს ზემოთ აღნიშნულ მისამართზე (ტელეფონით, ფაქსით ან ელ-ფოსტით).
ბეჭედი * ბრისტოლ ლაბორატორიეს ლტდ.* UK* ლონდონი*
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.