პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

ალპრაზოლამი-ZN

ALPRAZOLAM-ZN

რეცეპტით0,5მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

დეპრესიებით გამოწვეული შფოთვითი და მოუსვენრობის ზომიერი და მძიმე მდგომარეობების ხანმოკლე მკურნალობა. ალპრაზოლამი-ზნ არ უნდა დაინიშნოს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სტრესებთან დაკავშირებული მოუსვენრობების სამკურნალოდ.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ალპრაზოლამი (alprazolam)
ფორმა და შეფუთვა
0,5მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
«Xarkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD, უკრაინა
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები
ATC კოდი
N05BA12
რეგისტრაციის ნომერი
რ-031359
რეგისტრირებულია
25 ნოემბერი 2020, მოქმედებს 27 ნოემბერი 2026-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Xarkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „საბა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაალპრაზოლამი-ZN და სხვა წამალი ერთად

ალპრაზოლამი-ZN — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დეპრესიებით გამოწვეული შფოთვითი და მოუსვენრობის ზომიერი და მძიმე მდგომარეობების ხანმოკლე მკურნალობა. ალპრაზოლამი-ზნ არ უნდა დაინიშნოს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სტრესებთან დაკავშირებული მოუსვენრობების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

მკურნალობა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ხანმოკლე. რეკომენდირებულია ავადმყოფის მდგომარეობის შეფასება მკურნალობის ბოლოს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - მკურნალობის გაგრძელება ალპრაზოლამის კორექტირებული დოზებით. მკურალობის საერთო ხანგრძლივობაა არაუმეტეს 8-12 კვირა.

ცალკეულ შემთხვევებში, სპეციალურიმა ექსპერტიზამ შესაძლოა გაზარდოს მკურნალობის მაქსიმალური პერიოდის ფარგლები. მაგრამ, გასათვლისწინებელია, რომ პრეპარტის ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება წამალდამოკიდებულება გამოიწვიოს.

ალპრაზოლამი-ზნ-ის ოპტიმალური დოზა უნდა ეფუძნებოდეს პაციენტის სიმპტომებისა და ინდივიდუალური რეაქციების სიმძიმეს. პაციენტს უნდა მიეცეს ყველაზე დაბალი დოზები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება სიმპტომების კონტროლი. დოზირების გადასინჯვა უნდა მოხდეს არაუმეტეს 4-კვირიანი ინტერვალებით. ჩვეულებრივი დოზა მითითებულია ქვემოთ. პაციენტებისათვის, რომლებსაც უფრო მაღალი დოზები ესაჭიროება, დოზა სიფრთხილის დაცვით უნდა გაიზარდოს, რათა თავიდან იქნას აცილებული გვერდითი ეფექტების წარმოშობა. უფრო მაღალი დოზების მიცემის აუცილებლობის შემთხვევაში, ჯერ საღამოს მისაცემი დოზა უნდა გაიზარდოს, შემდეგ კი დღისით მისაცემი დოზა. ზოგადად, პაციენტებისათვის, რომლებსაც ადრე არ უმკურნალიათ ფსიქოტროპული პრეპარატებით, უფრო მცირე დოზები უნდა მიეცეს იმ პაციენტეთან შედარებით, რომლებიც ადრე ამგვარ პრეპარატებს ღებულობდნენ ან რომლებსაც ანამნეზში ქრონიკული ალკოჰოლიზმი აღენიშნებათ.

დოზა ყველა შემთხვევაში თანდათანობით უნდა შემცირდეს. ალპრაზოლამი-ზნ-ით მკურნალობის შესაწყვეტად, აუცილებელია, რომ მისი დოზა ნელ-ნელა შემცირდეს სათანადო სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად. მიიჩნევა, რომ ალპრაზოლამის დღიური დოზა უნდა შემცირდეს არაუმეტეს 0.5მგ-ით, სამი დღის გაანმავლობაში. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს დოზირების უფრო ნაკლები დონით შემცირება.

შფოთვით და შფოთვით-დეპრესიული მდგომრეობებში, ზრდასრულ პაციენტებს მკურნალობის დაწყებისას ენიშნება ალპრაზოლამი-ზნ-ის 0.5მგ დოზა დღე|ში სამჯერ, ხანდაზმული პაციენტებისათვის კი ამ პრეპარატის დღიური დოზა შეადგენს 0.25მგ-ს დღეში 2-3-ჯერ. ზრდასრული პაციენტებისათვის პრეპარატის მხარდამჭერი დოზა |შეადგენს 1-4მგ/დღეს, ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის კი 0.5-0.75მგ/დღეს (დღიური დოზა უნდა დანაწილდეს 2-3 მიღებისათვის)

პანიკური მოშლილობებისას, ალპრაზოლამი-ზნ-ით მკურნალობა იწყება 0.5-2მგ დოზით დღეში სამჯერ. დოზის გაზრდა უნდა მოხდეს თანდათანობით, მაგრამ არაუმეტეს 1მგ-ით 3-4 დღის განმავლობაში.

მხარდამჭერი დოზა შეადგენს 4-10მგ/დღეს (3-4 მიღებით)

არასასურველი გვერდითი რეაქციიების განვითარებისას, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.

ბავშვები. ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, ალპრაზოლამი-ზნ რეკომენდირებული არ არის, რადგან ამ კატეგორიის პაციენტებისათვის პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ ყოფილა

უკუჩვენებები

მომეტებული ინდივიდუალური მგრძნობელობა ალპრაზოლამისა და სხვა ბენზოდიაზეპინების ან ალპრაზოლამი-ზნ-ის ნებისმიერი სხვა დმხმარე ნივთიერებების მიმართ, მიასტენია, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, აპნოეს ძილის სინდრომი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

სიფრთხილის ზომები

თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა

ეს პრეპარატი სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს თირკმლის ფუნქციის დარღვევების, აგრეთვე ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებს.

დეპრესია/შ|ფოთვა

მძიმე დეპრესიოს, აგრეთვე დეპრესიბით გმნოწვეული შფოთვითი, მდგომარეობების მქონე პაციენტებისათვის ბენზოდიაზეპინისა და მისი რიგის წამლების მიცემა მხოლოდ დეპრესიის სამკურნალოდ, რეკომენდირებული არ არის, რადგან ამ პრეპარატებმა შეიძლება პროვოცირება გაუკეთონ ან აამაღლონ თვითმკვლელობის რისკი. ამიტომ, ალპრაზოლამი სიფრთხილის დაცვითა და შეზღუდულად უნდა მიეცეს დეპრესიული მოშლილობების ნიშნებისა და სიმპტომების, აგრეთვე სუიციდური განწყობების მქონე პაციენტებს.

ბავშვები

ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, ალპრაზოლამი-ზნ რეკომენდირებული არ არის, რადგან ამ კატეგორიის პაციენტებისათვის პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ ყოფილა.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებს ბენზოდიაზეპინები უნდა მიეცეს სიფრთხილის ზომების დაცვით, რადგან არსებობს სედაციის და/ან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დასუსტების რისკი, რამაც შეიძლება უეცარი დაცემები გამოიწვიოს, ხშირად – სერიოზული შედეგებით ასეთი პაციენტებისათვის.

ხანდაზმული ასაკის ან დასუსტებული პაციენტების მიმართ, რეკომენდირებულია დაბალი ეფექტური დოზების გამოყენების პრინციპის დაცვა რათა თავიდან იქნას აცილებული ატაქსიები ან ჭარბად სედატიური ეფექტი (იხილეთ ნაწილი “მიღების წესი და დოზები”). ასევე, უფრო დაბალი დოზებია რეკომენდირებული სუნთქვის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის, სუნთქვის დათრგუნვის რისკის გამო.

ბენზოდიაზეპინები განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს ავადმყოფებს, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ სპირტიანი სასმელებით ან ნარკოტიკებით (იხილეთ ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები”).

დამოკიდებულება

ბენზოდიაზეპინების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარება ამ პრეპარატებზე. წამალდამოკიდებულების რისკი ასევე მატულობს დოზის მომატებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის-და მიხედვით. ასეთი რისკი მაღალია აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ სპირტიანი სასმელებით ან ნარკოტიკებით. წამალდამოკიდებულების რისკი შეიძლება წარმოიშვას პრეპარატის მოიღებისას თერაპიული დოზებით და/ან ცალკეული რისკ-ფაქტორების პაციენტებში. წამალდამოკიდებულების მომატებული რისკი არსებობს აგრეთვე ბენზოდიაზეპინების რიგის რამდენიმე პრეპარატის კომბინირებულად მიღებისას, მიუხედავად მათი ანქსიოლიტური ან ჰიპნოტური ინდიკაციებისა. აღნიშნულია აგრეთვე ამ პრეპარატების ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

წამლის მოხსნის სიმპტომები: ფიზიკური დამოკიდებულების განვითარების შემდეგ მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება წარმოშვას მოხსნის სიმპტომები. ასეთ გამოვლინებებს შეიძლება ადგილი ჰქონდეს თავის ტკივილის, კუნთების ტკივილის, შფოთვის, დაძაბულობის, მოუსვენრობის, დაბნეულობის, გაღიზიანების, უძილობის სახით. მძიმე შემთხვევებში, შეიძლება ასევე წარმოიშვას დერეალიზაციის, დეპერსონალიზაციის, კიდურების დაბუჟების და წვის შეგრძნების, სინათლის, ხმაურისა და ფიზიკური კონტაქტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის ჰალუცინაციების ან ეპილეფსიური კრუნჩხვების სიმპტომები.

ალპრაზოლამით მკურნალობის შეწყვეტისას, აუცილებელია, რომ დოზა თანდათანობით შემცირდეს. მიიჩნევა, რომ ალპრაზოლამის დღიური დოზა უნდა შემცირდეს არაუმეტეს 0.5მგ-ით სამი დღის განმავლობაში. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დოზის უფრო ნელ-ნელა შემცირება დასჭირდეს.

ალპრაზოლამით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის უძილობა ან მოუსვენრობა, რასაც შესაძლოა თან ახლდეს სხვა რეაქციებიც, მათ შორის გუნება-განწყობილების შეცვლა, შიშის გრძნობა, ძილის დარღვევები ან მოუსვენრობა. იმის გამო, რომ აბსტინენციის/მოხსნის რისკის ალბათობა მკურნალობის უეცარი შეწყვეტის შემდეგ უფრო მაღალია, რეკომენდირებულია, რომ დოზა შემცირდეს არაუმეტეს 0.5მგ-ით სამი დღის განმავლობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე (იხილეთ ნაწილი “მიღების წესი და დოზები”), ჩვენებებზე დამოკიდებულებით, მაგრამ არაუმეტეს 8-12 კვირის ხანგრძლივობიოსა, პრეპარატის მოხსნის ჩათვლით. სიტუაციის განმეორებითი შეფასების გარეშე, მკურნალობის პერიოდის გაზარდა რკომენდირებული არ არის. პაცენტს უნდა ეცნობოს მკურნალობის შეზღუდული ხანგრძლივობისა და მოხსნის სინდრომის შესაძლო წარმოშობის შესახებ. ხანმოკლე მოქმედების პერიოდის მქონე ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას, აბსისტენცია შეილება გამოვლინდეს თერაპიული დოზების ინტერვალში, განსაკუთრებით - მაღალი თერპიული დოზების გამოყენებისას. ხანგრძლივი მოქმედების პერიოდის მქონე ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას მნიშვნელოვანია, რომ სიფრთხილე გამოვიჩინოთ ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინებზე გადასვლისას.

ამნეზია

ბენზოდიაზეპინებმა შეიძლება ანტეროგრადული ამნეზია გამოიწვიოს. ყველაზე ხშირად ამას ადგილი აქვს პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. ამ რისკის შესაცირებლად, აუცილებელი რომ პაციენტმა უწყვეტად იძინოს 7-8 საათის განმავლობაში (იხილეთ ნაწილი: `გვერდითი რეაქციები~)

ფსიქიური და პარადოქსალური რეაქციები

მოუსვენრობის, აგზნებადობის, გაღიზიანების, აგრესიულობის, ბოდვის, ღამის კოშმარების, ჰალუცინაცირების, ფსიქოზების, არაადექვატური ქცევისა და სხვა არასასურველი ქცევითი ეფექტების შემთხვევებში, რომლებსაც, როგორც ცნობილია, ადგილი აქვს ბენზოდიაზეპინებით მკურნალობისას, ამ პრეპარატის მიცემა უნდა შეწყდეს. ასეთი გამოვლინებები უპირატესად დაიკვირვება ბავშვებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.

ტოლერანტობა

ბენზოდიაზეპინების არაეფექტურობა შეიძლება განვითარდეს პრეპარატის მრავლჯერადი მიღებისას რამდენიმე კვირის განმვლობაში.

ჰიპომანიისა და მანიის ეპიზოდები აღინიშნა ალპრაზოლამის მიცემისას დეპრესიული პაციენტებისათვის.

ფსიქოზების პირველადი მკურნალობისას, ბენზოდიაზეპინები რეკომენდირებული არ არის.

გალაქტოზას, ლაქტოზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის შეუგუებლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების პაციენტებისათვის ალპრაზოლამი-ზნ-ის მიცემა არ შეიძლება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ბენზოდიაზეპინები დამატებით გავლენას ახდენენ ალკოჰოლთან ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტებთან ერთად მიღებისას. ალპრაზოლამის მიღება ალკოჰოლთან ერთად, რეკომენდირებული არ არის. ამ პრეპარატისა და ცნს-ის სხვა დეპრესანტების ერთდროული მიცემა პაციენტისათვის, უნდა მოხდეს სიფრთხილის დაცვით

ცენტრალური დეპრესიული ეფექტის გაძლიერებას შეიძლება ადგილი ექნეს ამ პრეპარატის მიცემისას პაციენტისათვის ანტიფსიქოზურ საშუალებებთან (ნეიროლეპტიკებთან), ძილისმომგვრელ, ანქსიოლიტიკურ/სედატიურ პრეპარატებთან, ანტიდეპრესანტებთან და ანტიჰისტამინურ სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთად. ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები შეიძლება მიმდინარეობდეს ალპრაზოლამის მიღებისას იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მის მეტაბოლიზმს უქმნან ბარიერებს.

CYP3A ინჰიბიტორები

ნაერთებმა, რომლებიც თრგუნავენ ღვიძლის გარკვეულ ფერმენტებს (კერძოდ P450 3A4), შეიძლება აამაღლონ ალპრაზოლამის კონცენტრაცია და გააძლიერონ მისი აქტივობა, ალპრაზოლამის ლაბორატორიული და კლინიკური კვლევების მონაცემები სხვადასხვა ხარისხის მტკიცებულებებს გვაძლევენ მის ურთიერთქმედებებსა და შესაძლო ურთიერთქმედებებზე სხვა სამკურნალწამლო საშუალებების მიმართ. ამიტომ, ურთიერთქმედების ასეთი დონეებისა და ტიპების არსებული მონაცემების საფუძველზე, გაცემულია შემდეგი რეკომენდაცოები:

ალპრაზოლამის მიცემა კეტოკონაზოლთან, იტრაკონაზოლთან ან აზოლების ჯგუფის სხვა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, რეკომენდირებული არ არის;

ალპრაზოლამის მიცემა ნეფაზოდონთან ან ფლუვოქსამინთან ერთად, დაახლოებით 2-ჯერ ამაღლებს ალპრაზოლამის AUC-ს. ამიტომ, რეკომენდირებულია დოზის შემცირება და განსაკუთრებული სიფრთხილე ალპრაზოლამის მიცემისას ნეფაზოდონთან, ფლუვოქსამინთან დაციმეტიდინთან ერთად;

სიფრთხილის დაცვაა რეკომენდირებული ალპრაზოლამის-ზნ-ის მიცემისას ფლუოქსეტინთან, პროპოქსიფენთან, ორალურ კონტრაცეპტივებთან, ცერტრალინთან, დილტიაზემთან ან მაკროლიდებთან ერთად, როგორებიცაა ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი და ტროლეანდომიცინი

CYP3A4 ინდუქტორები

რამდენადაც, ალპრაზოლამი CYP3A4-ით მეტაბოლიზირდება, ამ ფერმენნტის ინდუქტორებს შეუძლიათ აამაღლონ ალპრაზოლმის მეტაბოლიზმი. აივ-ის პროტეაზას ინჰიბიტორების (მაგალითად რიტონავითან) და ალპრაზოლამის ურთიერთქმედება რთული და დროზე რიტონავირის ხანმოკლე, მცირე დოზები იწვევს ალპრაზოლამის კლირენსის მნიშვნელოვან შემცირებას, მისი ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას და კლინიკური ეფექტების გაძლერებას მაგრამ, რიტონავირით ხანგრძლივუი მკურნალობისას, ადგილი აქვს ამ ინჰიბირების კომპენსაციას CYP3A ფერმენტის ინდუქციის ხარჯზე. ამის გამო, საჭირო ხდება დიოზის კორეაქტირტება ან ალპრაზოლამით მკურნალობის შეწყვეტა

დიგოქსინი

დოგოქსინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში, დაფიქსირდა მისი მიცემისას ალპრაზოლმტან ერთად მიცემისას, განსაკუთრებით – ხანდაზმული (ტ65 წელზე მეტი) პაციენტების შემთხვევაში. ამიტომ, პაციენტები, რომლებიც კომბინირებულად ღებულობენ ალპრაზოლამსა და დოგოქსინს, აუცილბლად უნდა იმყოფებოდნენ კონტროლის ქვეშ დიგოქსინის ტოქსიკურობასთან დაკავშირებული ნიშნებისა და სიმტომების გამოვლენის თვალსაზრისით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის პერიოდი

ბენზოდიაზეპინების ტერატოგენურობის, აგრეთვე ჩვილის პოსტნატალურ განვითარებასა და ქცევებზე მათი ზეგავლენის შესახებ მონაცემები, ურთიერთსაწინააღმდეგოა. გამოკვლევების შედეგებზე დაფუძნებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ ალპრაზოლამის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში არ ახდენს გავლენას ბავშვის ძირითადი დაავადებების განვითარების რისკის ზრდაზე. მაგრამ, ამის მიუხედავად, ადრე ჩატარებული ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური კვლევის მონაცემებით გამოვლინდა ნაყოფის თანდაყოლილი მანკების რისკების თითქმის ორმაგად ზრდა. ბენზოდიაზეპინების მაღალი დოზებით მკურნალობამ ორსულობის II და/ან III ტრიმესტრში, გამოავლინა ნაყოფის აქტიური მოძრაობების შემცირება და გულის რითმის დარღვევები. ორსულობის III სემესტრტში ამ პრეპარატის გამოყენებისას, თუნდაც დაბალი დოზებით, შეიძლება წარმოშვას ნაყოფის ჰიპოტონიის სინდრომი, რაც ვლინდება აქსიალური ჰიპოტონიითა და წოვის პრობლემების სახით, და რაც ბავშვის წონის შემცირებას იწვევს. ეს ნიშნები შექცევადია, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს 1-3 კვირის განმავლობაში, პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდების მიხედვით. მაღალი დოზების შემთხვევაში, ახალშობილებში შეიძლება განვითარდეს სუნთქვის დათრგუნვა, აპნოე, ან ჰიპერთერმია. ამას გარდა, ახალშობილებში მოხსნის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ჰიპერაგზნებადობის, აჟიტაციისა და ტრემორის გამოვლენით, დაბადებიდნ რამდენიმე დღეში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვილების ჰიპოტონიის სინდრომი არ აღინიშნებოდა.

ალპრაზოლამი-ზნ არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პერიოდში, თუ ქალის კლინიკური მდგომარეობა მკურნალობას არ საჭიროებს. თუკი ალპრაზოლამი ორსულობის პერიოდში გამოიყენება ან პაციენტი დაფეხმძიმდება პერიოდში, როდესაც იგი ალპრაზოლამს ღებულობდა, მას უნდა ეცნობოს ნაყოფის მიმართ არსებული პოტენციური საფრთხის შესახებ.

თუ ალპრაზოლამით მკურნალობა აუცილებელია ორსულობის III ტრიმესტრში, მაშინ თავიდან უნდა ავიცილოთ მაღალი დოზების გამოყენება და უნდა ვაკონტროლოთ მოხსნის სინდრომი და/ან ჰიპოტონიის სინდრომი ახალშობილებში.

ძუძუთი კვება

ალპრაზოლამი-ზნ უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს მკერდის რძეში, ამიტომ, მისი გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში, რეკომენდირებლი არ არის.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

პრეპარატმა ალპრაზოლამი-ზნ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ფსიქოფიზიკურ აქტივობაზე, განსაკუთრებით – ალკოჰოლთან ამ ცნს-ის დამთრგუნავ სხვა საშუალებებთან ერთად მიღებისას. ამიტომ, ამ პრეპარატის მიღებისას პირმა თავი უნდა შეიკავოს მანქანის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობისაგან, მანამ სანამ არ დადგინდება ძილიანობის და თავბრუსხვევის არასებობა პრეპარატის მიღების პერიოდში.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი რეაქციები, მათი წარმოშობის შემთხვევაში, ზოგადად, დაიკვირვება თერაპიის დასაწყისში და ქრება მკურნალობის გაგრძელებისას ან დოზის შემცირებისას.

ალპრაზოლამით მკურნალობისას გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები, შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირი (>1/10ხშირი (>1/100, <1/10); არც თუ ხშირი (>1/1000, <1/100); იშვიათი (>1/10000, <1/1000); ერთეული შემთხვევები (<1/10000), უცნობი (ვერ იქნა შეფასებული არსებული მონაცემებით)

ორგანოების სისტემების კლასები MedDRA-ის მიხედვით

სიხშირე

გამოვლენა

ენდოკრინული სისტემის მხრივ

უცნობი

ჰიპერპროლაქტიმენია*

მეტაბოლიზმი და კვებითი დარღვევები

ხშირი

მადიანობის კარგვა

ფსიქიკის მხრივ

ძალიან ხშირი

დეპრესია

ხშირი

დაბნეულობა, დეზორიენტაცია, ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა, უძილობა, ნერვიულობა, ლიბიდოს ამაღლება*

არც თუ ხშირი

მანია*, ჰალუცინაციები*, ბრაზიანობა*, აჟიტაცია*

უცნობი

ჰიპომანია*, აგრესია*, მტრული დამოკიდებულებები*, არაადექვატური აზროვნება*, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა*

ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი

სედაცია, ძილიოანობა, ატაქსია, მეხსიერების დაქვეითება, დიზართრია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

ხშირი

ბალანსის დარღვევა, კოორდინაციის დარღვევამ ყურადღების დარღვევა, ჰიპერსომნია, მოთენთილობა, ტრემორი

არც თუ ხშირი

ამნესია

უცნობი

ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისბალანსი*, დისტონია*

მხედველობის ორგანოების მხრივ

ხშირი

დაბინდული, აბნეული მზერა

კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ

ძალიან ხშირი

შეკრულობა, პირის ღრუს სიმშრალე

ხშირი

გულისრევა

უცნობი

კუჭნაწლავური მოშლილობები*

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

უცნობი

ჰეპატიტი*, ღვიძლის ტრანსმინაზების დონის ამაღლება*, სიყვითლე*

დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედების მხრივ

ხშირი

დერმატიტი*

უცნობი

ანგიონევროზული \შე|შუპება, შუქმგრძნობელობა

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ

არც თუ ხშირი

სისუსტე კუნთებში

თირკმელებისა და შარდსადენი გზების მხრივ

არც თუ ხშირი

შარდის შეუკავებლობა*

უცნობი

შარდის შეკავება*

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ

ხშირი

სქესობრივი დისფუნქცია*

არც თუ ხშირი

არარეგულარული მენსტრუაცია*

საერთო დარღვევები

ძალიან ხშირი

ძლიერი გადაღლილობა, აგზნებადობა

უცნობი

პერიფერიული შეშუპებები*

სხვა გამოვლინებები

ხშირი

სხეულის მასის მომატება ან კლება

უცნობი

თვალის შიდა წნევის მომატება*

  • , - პოსტმარკეტინგული განსაზღვრებები

წამლის მოხსნის სინდრომის სიმპტომები წარმოიშობა ბენზოდიაზეპინების, მათ შორის ალპტაზოლამის, დოზირების მკვეთრი შემცირების ან უეცარი შეწყვეტისას. ეს სიმპტომები შეიძლება ცვალებადობდეს მსუბუქი დისფორიიდან და უძილობიდან ძირითად სინდრომამდე, რომელიც შეიძლება მოიცავდეს აბდომინალურ და კუნთების კანკალს, პირღებინებას, ოფლიანობას, ტრემორტს, კონვულსიებს. ამას გარდა, აბსტინენციის შეტევები წარმოიშობა ასევე პაციენტისათვის ალპრაზოლამი-ზნ-ის დოზის სწრაფი შემცირების ან უეცარი შეწყვეტისას.

ამნეზია

ანტეროგრადული ამნეზია შეიძლება წარმოიშვას ამ პრპარატოს თერაპიული დოზების მიღებისას, მაგრამ ეს რისკი მატულობს უფრო მაღალი დოზების შემთხვევაში. ამნეზიური ეფექტები შეიძლება უკავშირდებოდეს არაადექვატურ ქცევებს.

დეპრესია

თავდაპირველი დეპრესია შეიძლება ბენზოდიაზეპინების მიღებით იქნას გამოწვეული

ფსიქიური და პარადოქსალური რეაქციები

რეაქციები, როგორიცაა მოუსვენრობა, აგზნებადობა, გაღიზიანება, აგრესიულობა, ბოდვა, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზები, არაადექვატური ქცევები, და სხვა არასასურველი ქცევითი ეფექტები, როგორც ცნობილია, წარმოიშობა ბენზოდიაზეპინების ან მათი მსგავსი პრეპარატყების გამოყენების შედეგად. ასეთი გვერდითი ეფექტები შეიძლება საკმაოდ სერიოზული იყოს. ისინი უფრო ხშირად აღენიშნება ბავშვებსა და ხანდაზმული ასაკის პაციენტებს.

მრავალ სპონტანურ შეტყობინებებში აღინიშნებოდა არასასურველი ქცევითი ეფექტების შემთხვევების შესახებ, როდესაც პაციენტები ამ პრეპარატთან ერთად Fღებულობდნენ ცნს-ის დეპრესანტ პრეპარატებს ან მათი ქცევები ხასიათდებოდა როგორც ფსიქიური დარღვევები. პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პიროვნული გაორება, ძალადობრივი ან აგრესიული ქცევა, ან ალკოჰოლით ან ფსიქოლეპტიკური საშუიალებების ბოროტად გამოყენება, შეიძლება სხვებზე მეტად წარმოეშვას ზემოაღნიშნული რეაქცია. მტრული ქცევის, აკვიატებული ფიქრების შესახებ ცნობები არსებიობს ალპრაზოლამი-ზნ-ის მიღების შეწყვეტისას პოსტტრავმული სტრესებით გამოწვეული დარღვევების მქონე პაციენტებში.

დამოკიდებულება

ამ პრეპარატის მიღებამ (თერაპიული დოზებითაც კი) შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური წამალდამოკიდებულების განვითარება, ხოლო მკურნალოიბის შეწყვეტამ შეიძლება წარმოშვას წამლის მოხსნის სინდრომი (იხ. ნაწილი “გამოყენების თავისებურებები”). არსებობს აგრეთვე ფსიქიური წამალდამოკიდებულების ალბათობაც. მოიპოვება ბენზოდიაზეპინების ბოროტად გამოყენების შემთხვევების შესახებ ცნობებიც

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზა იშვიათად ქმნის სიცოცხლის საფრთხეს, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ეს პრეპარატი პაციენტს ეძლევა ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტებთან (ალკოჰოლის ჩათვლით) კომბინაციაში. ასეთ შემთხვევებში გასათვალისწინებელია, რომ პაციენტი რამდენიმე წამალს ღებულობს.

სიმპტომები: ბენზოდიაზეპინების ჭარბი დოზა, ზოგადად, ვლინდება ცენტალური ნერვული სისტემის სხვადასხვა სიმძიმის დეპრესიებით, დაწყებული ძილიანობით და დამთავრებული კომით. მსუბუქ შემთხვევებში, სიმპტომებში შედის: ძილიანობა, დაბნეულობა, ლეტარგია, უფრო სერიოზულ შემთხვევებში – ატაქსია, ჰიპოტონია, ჰიპოტენზია, სუნთქვის დათრგუნვა, იშვიათად – კომა, ხოლო და ძალზე იშვიათად – ლეტალური შედეგი.

მკურნალობა: ჭარბი დოზის შემდეგ ორალური ბენზოდიაზეპინებით უნდა გამოვიწვიოთ პირღებინება (1 საათის განმავლობაში) და მივცეთ პაციენტს გააქტიურებული ნახშირი, თუკი იგი გონზეა, ან გავუკეთოთ კუჭის ამორეცხვა, თუკი პაციენტი უგონოდაა. აუცილებლობის შემთხვევაში, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ფილტვების ხელოვნული ვენტილაცია.

ანტიდოტის სახით შეიძლება გამოვიყენოთ ფლუმაზენილი.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ალპრაზოლამი

1 ტაბლეტი შეიცავს 0.25 მგ ან 0.5მგ ალპრაზოლამს

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მონოჰიდრატი; მიკროკრისტალური ცელულოზა; სიმინდის სახამებელი; მაგნიუმის სტერეატი; სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო; ნატრიუმის დოკუზატი

წამლის ფორმა: ტაბლეტები

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი ცილინდრული ფორმის ბრტყელი ზედაპირის მქონე ტაბლეტები, ნაზოლითა და ნაკაწრით ერთი მხარეს

შენახვის პირობები

2 წელი.

შენახვის პირობები

ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე

შეფუთვა

10 ტაბლეტი ბლისტერზე, 1 ან 3 ბლისდტერი მუყაოს კოლოფში

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანქსიოლიტიკები. ბენზოდიაზეპინის წარმოებულები. ATC კოდი N05B A12

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა.

პრეპარატი ავლენს ანქსიოლიტიკურ, ჰიპნოსედატიურ, ვენტრალურ მიორელაქსაციურ და კრუნჩხვების საწინააღმდეგო თვისებებს.

პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება უკავშირდება რეცეპტორების ნეირონულ დამუხრუჭებას, რომელთა მედიატორსაც წარმოადგენს γ-ამინოზეთოვანი მჟავა (გამკ)

ფარმაკოკინეტიკა

ალპრაზოლამი-ზნ ადვილად შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტში. პერორალური შეყვანისას, მაქსიმალური კონცენტრაცი სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ.

ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდია 12-15 საათი. განმეორებითმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს დაგროვება, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს ხანდაზმუილი პაციენტეის, აგეთვე თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის მქონე პაციენტების მკურნალობისას. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 80%-ს. ალპრაზოლამი და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიყოფა უპირატესად შარდთან ერთად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პრეპარატის `ალპრაზოლამი-ზნ”

(ALPRAZOLAM-ZN)

სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: ალპრაზოლამი

1 ტაბლეტი შეიცავს 0.25 მგ ან 0.5მგ ალპრაზოლამს

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მონოჰიდრატი; მიკროკრისტალური ცელულოზა; სიმინდის სახამებელი; მაგნიუმის სტერეატი; სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო; ნატრიუმის დოკუზატი

წამლის ფორმა: ტაბლეტები

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი ცილინდრული ფორმის ბრტყელი ზედაპირის მქონე ტაბლეტები, ნაზოლითა და ნაკაწრით ერთი მხარეს

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანქსიოლიტიკები. ბენზოდიაზეპინის წარმოებულები. ATC კოდი N05B A12

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა.

პრეპარატი ავლენს ანქსიოლიტიკურ, ჰიპნოსედატიურ, ვენტრალურ მიორელაქსაციურ და კრუნჩხვების საწინააღმდეგო თვისებებს.

პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება უკავშირდება რეცეპტორების ნეირონულ დამუხრუჭებას, რომელთა მედიატორსაც წარმოადგენს γ-ამინოზეთოვანი მჟავა (გამკ)

ფარმაკოკინეტიკა

ალპრაზოლამი-ზნ ადვილად შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტში. პერორალური შეყვანისას, მაქსიმალური კონცენტრაცი სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ.

ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდია 12-15 საათი. განმეორებითმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს დაგროვება, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს ხანდაზმუილი პაციენტეის, აგეთვე თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის მქონე პაციენტების მკურნალობისას. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 80%-ს. ალპრაზოლამი და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიყოფა უპირატესად შარდთან ერთად.

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

დეპრესიებით გამოწვეული შფოთვითი და მოუსვენრობის ზომიერი და მძიმე მდგომარეობების ხანმოკლე მკურნალობა. ალპრაზოლამი-ზნ არ უნდა დაინიშნოს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სტრესებთან დაკავშირებული მოუსვენრობების სამკურნალოდ.

უკუჩვენებები

მომეტებული ინდივიდუალური მგრძნობელობა ალპრაზოლამისა და სხვა ბენზოდიაზეპინების ან ალპრაზოლამი-ზნ-ის ნებისმიერი სხვა დმხმარე ნივთიერებების მიმართ, მიასტენია, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, აპნოეს ძილის სინდრომი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები

ბენზოდიაზეპინები დამატებით გავლენას ახდენენ ალკოჰოლთან ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტებთან ერთად მიღებისას. ალპრაზოლამის მიღება ალკოჰოლთან ერთად, რეკომენდირებული არ არის. ამ პრეპარატისა და ცნს-ის სხვა დეპრესანტების ერთდროული მიცემა პაციენტისათვის, უნდა მოხდეს სიფრთხილის დაცვით

ცენტრალური დეპრესიული ეფექტის გაძლიერებას შეიძლება ადგილი ექნეს ამ პრეპარატის მიცემისას პაციენტისათვის ანტიფსიქოზურ საშუალებებთან (ნეიროლეპტიკებთან), ძილისმომგვრელ, ანქსიოლიტიკურ/სედატიურ პრეპარატებთან, ანტიდეპრესანტებთან და ანტიჰისტამინურ სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთად. ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები შეიძლება მიმდინარეობდეს ალპრაზოლამის მიღებისას იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მის მეტაბოლიზმს უქმნან ბარიერებს.

CYP3A ინჰიბიტორები

ნაერთებმა, რომლებიც თრგუნავენ ღვიძლის გარკვეულ ფერმენტებს (კერძოდ P450 3A4), შეიძლება აამაღლონ ალპრაზოლამის კონცენტრაცია და გააძლიერონ მისი აქტივობა, ალპრაზოლამის ლაბორატორიული და კლინიკური კვლევების მონაცემები სხვადასხვა ხარისხის მტკიცებულებებს გვაძლევენ მის ურთიერთქმედებებსა და შესაძლო ურთიერთქმედებებზე სხვა სამკურნალწამლო საშუალებების მიმართ. ამიტომ, ურთიერთქმედების ასეთი დონეებისა და ტიპების არსებული მონაცემების საფუძველზე, გაცემულია შემდეგი რეკომენდაცოები:

ალპრაზოლამის მიცემა კეტოკონაზოლთან, იტრაკონაზოლთან ან აზოლების ჯგუფის სხვა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, რეკომენდირებული არ არის;

ალპრაზოლამის მიცემა ნეფაზოდონთან ან ფლუვოქსამინთან ერთად, დაახლოებით 2-ჯერ ამაღლებს ალპრაზოლამის AUC-ს. ამიტომ, რეკომენდირებულია დოზის შემცირება და განსაკუთრებული სიფრთხილე ალპრაზოლამის მიცემისას ნეფაზოდონთან, ფლუვოქსამინთან დაციმეტიდინთან ერთად;

სიფრთხილის დაცვაა რეკომენდირებული ალპრაზოლამის-ზნ-ის მიცემისას ფლუოქსეტინთან, პროპოქსიფენთან, ორალურ კონტრაცეპტივებთან, ცერტრალინთან, დილტიაზემთან ან მაკროლიდებთან ერთად, როგორებიცაა ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი და ტროლეანდომიცინი

CYP3A4 ინდუქტორები

რამდენადაც, ალპრაზოლამი CYP3A4-ით მეტაბოლიზირდება, ამ ფერმენნტის ინდუქტორებს შეუძლიათ აამაღლონ ალპრაზოლმის მეტაბოლიზმი. აივ-ის პროტეაზას ინჰიბიტორების (მაგალითად რიტონავითან) და ალპრაზოლამის ურთიერთქმედება რთული და დროზე რიტონავირის ხანმოკლე, მცირე დოზები იწვევს ალპრაზოლამის კლირენსის მნიშვნელოვან შემცირებას, მისი ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას და კლინიკური ეფექტების გაძლერებას მაგრამ, რიტონავირით ხანგრძლივუი მკურნალობისას, ადგილი აქვს ამ ინჰიბირების კომპენსაციას CYP3A ფერმენტის ინდუქციის ხარჯზე. ამის გამო, საჭირო ხდება დიოზის კორეაქტირტება ან ალპრაზოლამით მკურნალობის შეწყვეტა

დიგოქსინი

დოგოქსინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში, დაფიქსირდა მისი მიცემისას ალპრაზოლმტან ერთად მიცემისას, განსაკუთრებით – ხანდაზმული (ტ65 წელზე მეტი) პაციენტების შემთხვევაში. ამიტომ, პაციენტები, რომლებიც კომბინირებულად ღებულობენ ალპრაზოლამსა და დოგოქსინს, აუცილბლად უნდა იმყოფებოდნენ კონტროლის ქვეშ დიგოქსინის ტოქსიკურობასთან დაკავშირებული ნიშნებისა და სიმტომების გამოვლენის თვალსაზრისით.

გამოყენების თავისებურებები

თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა

ეს პრეპარატი სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს თირკმლის ფუნქციის დარღვევების, აგრეთვე ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებს.

დეპრესია/შ|ფოთვა

მძიმე დეპრესიოს, აგრეთვე დეპრესიბით გმნოწვეული შფოთვითი, მდგომარეობების მქონე პაციენტებისათვის ბენზოდიაზეპინისა და მისი რიგის წამლების მიცემა მხოლოდ დეპრესიის სამკურნალოდ, რეკომენდირებული არ არის, რადგან ამ პრეპარატებმა შეიძლება პროვოცირება გაუკეთონ ან აამაღლონ თვითმკვლელობის რისკი. ამიტომ, ალპრაზოლამი სიფრთხილის დაცვითა და შეზღუდულად უნდა მიეცეს დეპრესიული მოშლილობების ნიშნებისა და სიმპტომების, აგრეთვე სუიციდური განწყობების მქონე პაციენტებს.

ბავშვები

ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, ალპრაზოლამი-ზნ რეკომენდირებული არ არის, რადგან ამ კატეგორიის პაციენტებისათვის პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ ყოფილა.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებს ბენზოდიაზეპინები უნდა მიეცეს სიფრთხილის ზომების დაცვით, რადგან არსებობს სედაციის და/ან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დასუსტების რისკი, რამაც შეიძლება უეცარი დაცემები გამოიწვიოს, ხშირად – სერიოზული შედეგებით ასეთი პაციენტებისათვის.

ხანდაზმული ასაკის ან დასუსტებული პაციენტების მიმართ, რეკომენდირებულია დაბალი ეფექტური დოზების გამოყენების პრინციპის დაცვა რათა თავიდან იქნას აცილებული ატაქსიები ან ჭარბად სედატიური ეფექტი (იხილეთ ნაწილი “მიღების წესი და დოზები”). ასევე, უფრო დაბალი დოზებია რეკომენდირებული სუნთქვის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის, სუნთქვის დათრგუნვის რისკის გამო.

ბენზოდიაზეპინები განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს ავადმყოფებს, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ სპირტიანი სასმელებით ან ნარკოტიკებით (იხილეთ ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები”).

დამოკიდებულება

ბენზოდიაზეპინების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარება ამ პრეპარატებზე. წამალდამოკიდებულების რისკი ასევე მატულობს დოზის მომატებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის-და მიხედვით. ასეთი რისკი მაღალია აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ სპირტიანი სასმელებით ან ნარკოტიკებით. წამალდამოკიდებულების რისკი შეიძლება წარმოიშვას პრეპარატის მოიღებისას თერაპიული დოზებით და/ან ცალკეული რისკ-ფაქტორების პაციენტებში. წამალდამოკიდებულების მომატებული რისკი არსებობს აგრეთვე ბენზოდიაზეპინების რიგის რამდენიმე პრეპარატის კომბინირებულად მიღებისას, მიუხედავად მათი ანქსიოლიტური ან ჰიპნოტური ინდიკაციებისა. აღნიშნულია აგრეთვე ამ პრეპარატების ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

წამლის მოხსნის სიმპტომები: ფიზიკური დამოკიდებულების განვითარების შემდეგ მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება წარმოშვას მოხსნის სიმპტომები. ასეთ გამოვლინებებს შეიძლება ადგილი ჰქონდეს თავის ტკივილის, კუნთების ტკივილის, შფოთვის, დაძაბულობის, მოუსვენრობის, დაბნეულობის, გაღიზიანების, უძილობის სახით. მძიმე შემთხვევებში, შეიძლება ასევე წარმოიშვას დერეალიზაციის, დეპერსონალიზაციის, კიდურების დაბუჟების და წვის შეგრძნების, სინათლის, ხმაურისა და ფიზიკური კონტაქტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის ჰალუცინაციების ან ეპილეფსიური კრუნჩხვების სიმპტომები.

ალპრაზოლამით მკურნალობის შეწყვეტისას, აუცილებელია, რომ დოზა თანდათანობით შემცირდეს. მიიჩნევა, რომ ალპრაზოლამის დღიური დოზა უნდა შემცირდეს არაუმეტეს 0.5მგ-ით სამი დღის განმავლობაში. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დოზის უფრო ნელ-ნელა შემცირება დასჭირდეს.

ალპრაზოლამით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის უძილობა ან მოუსვენრობა, რასაც შესაძლოა თან ახლდეს სხვა რეაქციებიც, მათ შორის გუნება-განწყობილების შეცვლა, შიშის გრძნობა, ძილის დარღვევები ან მოუსვენრობა. იმის გამო, რომ აბსტინენციის/მოხსნის რისკის ალბათობა მკურნალობის უეცარი შეწყვეტის შემდეგ უფრო მაღალია, რეკომენდირებულია, რომ დოზა შემცირდეს არაუმეტეს 0.5მგ-ით სამი დღის განმავლობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე (იხილეთ ნაწილი “მიღების წესი და დოზები”), ჩვენებებზე დამოკიდებულებით, მაგრამ არაუმეტეს 8-12 კვირის ხანგრძლივობიოსა, პრეპარატის მოხსნის ჩათვლით. სიტუაციის განმეორებითი შეფასების გარეშე, მკურნალობის პერიოდის გაზარდა რკომენდირებული არ არის. პაცენტს უნდა ეცნობოს მკურნალობის შეზღუდული ხანგრძლივობისა და მოხსნის სინდრომის შესაძლო წარმოშობის შესახებ. ხანმოკლე მოქმედების პერიოდის მქონე ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას, აბსისტენცია შეილება გამოვლინდეს თერაპიული დოზების ინტერვალში, განსაკუთრებით - მაღალი თერპიული დოზების გამოყენებისას. ხანგრძლივი მოქმედების პერიოდის მქონე ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას მნიშვნელოვანია, რომ სიფრთხილე გამოვიჩინოთ ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინებზე გადასვლისას.

ამნეზია

ბენზოდიაზეპინებმა შეიძლება ანტეროგრადული ამნეზია გამოიწვიოს. ყველაზე ხშირად ამას ადგილი აქვს პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. ამ რისკის შესაცირებლად, აუცილებელი რომ პაციენტმა უწყვეტად იძინოს 7-8 საათის განმავლობაში (იხილეთ ნაწილი: `გვერდითი რეაქციები~)

ფსიქიური და პარადოქსალური რეაქციები

მოუსვენრობის, აგზნებადობის, გაღიზიანების, აგრესიულობის, ბოდვის, ღამის კოშმარების, ჰალუცინაცირების, ფსიქოზების, არაადექვატური ქცევისა და სხვა არასასურველი ქცევითი ეფექტების შემთხვევებში, რომლებსაც, როგორც ცნობილია, ადგილი აქვს ბენზოდიაზეპინებით მკურნალობისას, ამ პრეპარატის მიცემა უნდა შეწყდეს. ასეთი გამოვლინებები უპირატესად დაიკვირვება ბავშვებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.

ტოლერანტობა

ბენზოდიაზეპინების არაეფექტურობა შეიძლება განვითარდეს პრეპარატის მრავლჯერადი მიღებისას რამდენიმე კვირის განმვლობაში.

ჰიპომანიისა და მანიის ეპიზოდები აღინიშნა ალპრაზოლამის მიცემისას დეპრესიული პაციენტებისათვის.

ფსიქოზების პირველადი მკურნალობისას, ბენზოდიაზეპინები რეკომენდირებული არ არის.

გალაქტოზას, ლაქტოზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის შეუგუებლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების პაციენტებისათვის ალპრაზოლამი-ზნ-ის მიცემა არ შეიძლება.

მიღება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობის პერიოდი

ბენზოდიაზეპინების ტერატოგენურობის, აგრეთვე ჩვილის პოსტნატალურ განვითარებასა და ქცევებზე მათი ზეგავლენის შესახებ მონაცემები, ურთიერთსაწინააღმდეგოა. გამოკვლევების შედეგებზე დაფუძნებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ ალპრაზოლამის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში არ ახდენს გავლენას ბავშვის ძირითადი დაავადებების განვითარების რისკის ზრდაზე. მაგრამ, ამის მიუხედავად, ადრე ჩატარებული ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური კვლევის მონაცემებით გამოვლინდა ნაყოფის თანდაყოლილი მანკების რისკების თითქმის ორმაგად ზრდა. ბენზოდიაზეპინების მაღალი დოზებით მკურნალობამ ორსულობის II და/ან III ტრიმესტრში, გამოავლინა ნაყოფის აქტიური მოძრაობების შემცირება და გულის რითმის დარღვევები. ორსულობის III სემესტრტში ამ პრეპარატის გამოყენებისას, თუნდაც დაბალი დოზებით, შეიძლება წარმოშვას ნაყოფის ჰიპოტონიის სინდრომი, რაც ვლინდება აქსიალური ჰიპოტონიითა და წოვის პრობლემების სახით, და რაც ბავშვის წონის შემცირებას იწვევს. ეს ნიშნები შექცევადია, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს 1-3 კვირის განმავლობაში, პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდების მიხედვით. მაღალი დოზების შემთხვევაში, ახალშობილებში შეიძლება განვითარდეს სუნთქვის დათრგუნვა, აპნოე, ან ჰიპერთერმია. ამას გარდა, ახალშობილებში მოხსნის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ჰიპერაგზნებადობის, აჟიტაციისა და ტრემორის გამოვლენით, დაბადებიდნ რამდენიმე დღეში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვილების ჰიპოტონიის სინდრომი არ აღინიშნებოდა.

ალპრაზოლამი-ზნ არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პერიოდში, თუ ქალის კლინიკური მდგომარეობა მკურნალობას არ საჭიროებს. თუკი ალპრაზოლამი ორსულობის პერიოდში გამოიყენება ან პაციენტი დაფეხმძიმდება პერიოდში, როდესაც იგი ალპრაზოლამს ღებულობდა, მას უნდა ეცნობოს ნაყოფის მიმართ არსებული პოტენციური საფრთხის შესახებ.

თუ ალპრაზოლამით მკურნალობა აუცილებელია ორსულობის III ტრიმესტრში, მაშინ თავიდან უნდა ავიცილოთ მაღალი დოზების გამოყენება და უნდა ვაკონტროლოთ მოხსნის სინდრომი და/ან ჰიპოტონიის სინდრომი ახალშობილებში.

ძუძუთი კვება

ალპრაზოლამი-ზნ უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს მკერდის რძეში, ამიტომ, მისი გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში, რეკომენდირებლი არ არის.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

პრეპარატმა ალპრაზოლამი-ზნ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ფსიქოფიზიკურ აქტივობაზე, განსაკუთრებით – ალკოჰოლთან ამ ცნს-ის დამთრგუნავ სხვა საშუალებებთან ერთად მიღებისას. ამიტომ, ამ პრეპარატის მიღებისას პირმა თავი უნდა შეიკავოს მანქანის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობისაგან, მანამ სანამ არ დადგინდება ძილიანობის და თავბრუსხვევის არასებობა პრეპარატის მიღების პერიოდში.

მიღების წესი და დოზები:

მკურნალობა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ხანმოკლე. რეკომენდირებულია ავადმყოფის მდგომარეობის შეფასება მკურნალობის ბოლოს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - მკურნალობის გაგრძელება ალპრაზოლამის კორექტირებული დოზებით. მკურალობის საერთო ხანგრძლივობაა არაუმეტეს 8-12 კვირა.

ცალკეულ შემთხვევებში, სპეციალურიმა ექსპერტიზამ შესაძლოა გაზარდოს მკურნალობის მაქსიმალური პერიოდის ფარგლები. მაგრამ, გასათვლისწინებელია, რომ პრეპარტის ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება წამალდამოკიდებულება გამოიწვიოს.

ალპრაზოლამი-ზნ-ის ოპტიმალური დოზა უნდა ეფუძნებოდეს პაციენტის სიმპტომებისა და ინდივიდუალური რეაქციების სიმძიმეს. პაციენტს უნდა მიეცეს ყველაზე დაბალი დოზები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება სიმპტომების კონტროლი. დოზირების გადასინჯვა უნდა მოხდეს არაუმეტეს 4-კვირიანი ინტერვალებით. ჩვეულებრივი დოზა მითითებულია ქვემოთ. პაციენტებისათვის, რომლებსაც უფრო მაღალი დოზები ესაჭიროება, დოზა სიფრთხილის დაცვით უნდა გაიზარდოს, რათა თავიდან იქნას აცილებული გვერდითი ეფექტების წარმოშობა. უფრო მაღალი დოზების მიცემის აუცილებლობის შემთხვევაში, ჯერ საღამოს მისაცემი დოზა უნდა გაიზარდოს, შემდეგ კი დღისით მისაცემი დოზა. ზოგადად, პაციენტებისათვის, რომლებსაც ადრე არ უმკურნალიათ ფსიქოტროპული პრეპარატებით, უფრო მცირე დოზები უნდა მიეცეს იმ პაციენტეთან შედარებით, რომლებიც ადრე ამგვარ პრეპარატებს ღებულობდნენ ან რომლებსაც ანამნეზში ქრონიკული ალკოჰოლიზმი აღენიშნებათ.

დოზა ყველა შემთხვევაში თანდათანობით უნდა შემცირდეს. ალპრაზოლამი-ზნ-ით მკურნალობის შესაწყვეტად, აუცილებელია, რომ მისი დოზა ნელ-ნელა შემცირდეს სათანადო სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად. მიიჩნევა, რომ ალპრაზოლამის დღიური დოზა უნდა შემცირდეს არაუმეტეს 0.5მგ-ით, სამი დღის გაანმავლობაში. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს დოზირების უფრო ნაკლები დონით შემცირება.

შფოთვით და შფოთვით-დეპრესიული მდგომრეობებში, ზრდასრულ პაციენტებს მკურნალობის დაწყებისას ენიშნება ალპრაზოლამი-ზნ-ის 0.5მგ დოზა დღე|ში სამჯერ, ხანდაზმული პაციენტებისათვის კი ამ პრეპარატის დღიური დოზა შეადგენს 0.25მგ-ს დღეში 2-3-ჯერ. ზრდასრული პაციენტებისათვის პრეპარატის მხარდამჭერი დოზა |შეადგენს 1-4მგ/დღეს, ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის კი 0.5-0.75მგ/დღეს (დღიური დოზა უნდა დანაწილდეს 2-3 მიღებისათვის)

პანიკური მოშლილობებისას, ალპრაზოლამი-ზნ-ით მკურნალობა იწყება 0.5-2მგ დოზით დღეში სამჯერ. დოზის გაზრდა უნდა მოხდეს თანდათანობით, მაგრამ არაუმეტეს 1მგ-ით 3-4 დღის განმავლობაში.

მხარდამჭერი დოზა შეადგენს 4-10მგ/დღეს (3-4 მიღებით)

არასასურველი გვერდითი რეაქციიების განვითარებისას, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.

ბავშვები. ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, ალპრაზოლამი-ზნ რეკომენდირებული არ არის, რადგან ამ კატეგორიის პაციენტებისათვის პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ ყოფილა

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზა იშვიათად ქმნის სიცოცხლის საფრთხეს, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ეს პრეპარატი პაციენტს ეძლევა ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტებთან (ალკოჰოლის ჩათვლით) კომბინაციაში. ასეთ შემთხვევებში გასათვალისწინებელია, რომ პაციენტი რამდენიმე წამალს ღებულობს.

სიმპტომები: ბენზოდიაზეპინების ჭარბი დოზა, ზოგადად, ვლინდება ცენტალური ნერვული სისტემის სხვადასხვა სიმძიმის დეპრესიებით, დაწყებული ძილიანობით და დამთავრებული კომით. მსუბუქ შემთხვევებში, სიმპტომებში შედის: ძილიანობა, დაბნეულობა, ლეტარგია, უფრო სერიოზულ შემთხვევებში – ატაქსია, ჰიპოტონია, ჰიპოტენზია, სუნთქვის დათრგუნვა, იშვიათად – კომა, ხოლო და ძალზე იშვიათად – ლეტალური შედეგი.

მკურნალობა: ჭარბი დოზის შემდეგ ორალური ბენზოდიაზეპინებით უნდა გამოვიწვიოთ პირღებინება (1 საათის განმავლობაში) და მივცეთ პაციენტს გააქტიურებული ნახშირი, თუკი იგი გონზეა, ან გავუკეთოთ კუჭის ამორეცხვა, თუკი პაციენტი უგონოდაა. აუცილებლობის შემთხვევაში, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ფილტვების ხელოვნული ვენტილაცია.

ანტიდოტის სახით შეიძლება გამოვიყენოთ ფლუმაზენილი.

გვერდითი რეაქციები

გვერდითი რეაქციები, მათი წარმოშობის შემთხვევაში, ზოგადად, დაიკვირვება თერაპიის დასაწყისში და ქრება მკურნალობის გაგრძელებისას ან დოზის შემცირებისას.

ალპრაზოლამით მკურნალობისას გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები, შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირი (>1/10ხშირი (>1/100, <1/10); არც თუ ხშირი (>1/1000, <1/100); იშვიათი (>1/10000, <1/1000); ერთეული შემთხვევები (<1/10000), უცნობი (ვერ იქნა შეფასებული არსებული მონაცემებით)

ორგანოების სისტემების კლასები MedDRA-ის მიხედვით

სიხშირე

გამოვლენა

ენდოკრინული სისტემის მხრივ

უცნობი

ჰიპერპროლაქტიმენია*

მეტაბოლიზმი და კვებითი დარღვევები

ხშირი

მადიანობის კარგვა

ფსიქიკის მხრივ

ძალიან ხშირი

დეპრესია

ხშირი

დაბნეულობა, დეზორიენტაცია, ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა, უძილობა, ნერვიულობა, ლიბიდოს ამაღლება*

არც თუ ხშირი

მანია*, ჰალუცინაციები*, ბრაზიანობა*, აჟიტაცია*

უცნობი

ჰიპომანია*, აგრესია*, მტრული დამოკიდებულებები*, არაადექვატური აზროვნება*, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა*

ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი

სედაცია, ძილიოანობა, ატაქსია, მეხსიერების დაქვეითება, დიზართრია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

ხშირი

ბალანსის დარღვევა, კოორდინაციის დარღვევამ ყურადღების დარღვევა, ჰიპერსომნია, მოთენთილობა, ტრემორი

არც თუ ხშირი

ამნესია

უცნობი

ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისბალანსი*, დისტონია*

მხედველობის ორგანოების მხრივ

ხშირი

დაბინდული, აბნეული მზერა

კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ

ძალიან ხშირი

შეკრულობა, პირის ღრუს სიმშრალე

ხშირი

გულისრევა

უცნობი

კუჭნაწლავური მოშლილობები*

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

უცნობი

ჰეპატიტი*, ღვიძლის ტრანსმინაზების დონის ამაღლება*, სიყვითლე*

დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედების მხრივ

ხშირი

დერმატიტი*

უცნობი

ანგიონევროზული \შე|შუპება, შუქმგრძნობელობა

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ

არც თუ ხშირი

სისუსტე კუნთებში

თირკმელებისა და შარდსადენი გზების მხრივ

არც თუ ხშირი

შარდის შეუკავებლობა*

უცნობი

შარდის შეკავება*

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ

ხშირი

სქესობრივი დისფუნქცია*

არც თუ ხშირი

არარეგულარული მენსტრუაცია*

საერთო დარღვევები

ძალიან ხშირი

ძლიერი გადაღლილობა, აგზნებადობა

უცნობი

პერიფერიული შეშუპებები*

სხვა გამოვლინებები

ხშირი

სხეულის მასის მომატება ან კლება

უცნობი

თვალის შიდა წნევის მომატება*

  • , - პოსტმარკეტინგული განსაზღვრებები

წამლის მოხსნის სინდრომის სიმპტომები წარმოიშობა ბენზოდიაზეპინების, მათ შორის ალპტაზოლამის, დოზირების მკვეთრი შემცირების ან უეცარი შეწყვეტისას. ეს სიმპტომები შეიძლება ცვალებადობდეს მსუბუქი დისფორიიდან და უძილობიდან ძირითად სინდრომამდე, რომელიც შეიძლება მოიცავდეს აბდომინალურ და კუნთების კანკალს, პირღებინებას, ოფლიანობას, ტრემორტს, კონვულსიებს. ამას გარდა, აბსტინენციის შეტევები წარმოიშობა ასევე პაციენტისათვის ალპრაზოლამი-ზნ-ის დოზის სწრაფი შემცირების ან უეცარი შეწყვეტისას.

ამნეზია

ანტეროგრადული ამნეზია შეიძლება წარმოიშვას ამ პრპარატოს თერაპიული დოზების მიღებისას, მაგრამ ეს რისკი მატულობს უფრო მაღალი დოზების შემთხვევაში. ამნეზიური ეფექტები შეიძლება უკავშირდებოდეს არაადექვატურ ქცევებს.

დეპრესია

თავდაპირველი დეპრესია შეიძლება ბენზოდიაზეპინების მიღებით იქნას გამოწვეული

ფსიქიური და პარადოქსალური რეაქციები

რეაქციები, როგორიცაა მოუსვენრობა, აგზნებადობა, გაღიზიანება, აგრესიულობა, ბოდვა, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზები, არაადექვატური ქცევები, და სხვა არასასურველი ქცევითი ეფექტები, როგორც ცნობილია, წარმოიშობა ბენზოდიაზეპინების ან მათი მსგავსი პრეპარატყების გამოყენების შედეგად. ასეთი გვერდითი ეფექტები შეიძლება საკმაოდ სერიოზული იყოს. ისინი უფრო ხშირად აღენიშნება ბავშვებსა და ხანდაზმული ასაკის პაციენტებს.

მრავალ სპონტანურ შეტყობინებებში აღინიშნებოდა არასასურველი ქცევითი ეფექტების შემთხვევების შესახებ, როდესაც პაციენტები ამ პრეპარატთან ერთად Fღებულობდნენ ცნს-ის დეპრესანტ პრეპარატებს ან მათი ქცევები ხასიათდებოდა როგორც ფსიქიური დარღვევები. პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პიროვნული გაორება, ძალადობრივი ან აგრესიული ქცევა, ან ალკოჰოლით ან ფსიქოლეპტიკური საშუიალებების ბოროტად გამოყენება, შეიძლება სხვებზე მეტად წარმოეშვას ზემოაღნიშნული რეაქცია. მტრული ქცევის, აკვიატებული ფიქრების შესახებ ცნობები არსებიობს ალპრაზოლამი-ზნ-ის მიღების შეწყვეტისას პოსტტრავმული სტრესებით გამოწვეული დარღვევების მქონე პაციენტებში.

დამოკიდებულება

ამ პრეპარატის მიღებამ (თერაპიული დოზებითაც კი) შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური წამალდამოკიდებულების განვითარება, ხოლო მკურნალოიბის შეწყვეტამ შეიძლება წარმოშვას წამლის მოხსნის სინდრომი (იხ. ნაწილი “გამოყენების თავისებურებები”). არსებობს აგრეთვე ფსიქიური წამალდამოკიდებულების ალბათობაც. მოიპოვება ბენზოდიაზეპინების ბოროტად გამოყენების შემთხვევების შესახებ ცნობებიც

ვარგისიანობის ვადა. 2 წელი.

შენახვის პირობები

ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე

შეფუთვა

10 ტაბლეტი ბლისტერზე, 1 ან 3 ბლისდტერი მუყაოს კოლოფში

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

მწარმოებელი:

შეზღუდული პასიხისმგებლობის საზოგადოება `ხარკოვის ფარმაცევტული საწარმო `ზდოროვიე ნაროდუ~

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი:

უკრაინა, 61002, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, კულიკოვსკაიას ქ. 41

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა