პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

ქსანაქსი

XANAX®

რეცეპტით0,25მგინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

ქსანაქსი® ნაჩვენებია მოზრდილებში შფოთვითი აშლილობის მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობისთვის. ქსანაქსი® ნაჩვენებია მხოლოდ მძიმე აშლილობის არსებობისას, რომელიც იწვევს ადამიანის ინვალიდიზაციას ან აყენებს დიდ სტრესს.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ალპრაზოლამი (alprazolam)
ფორმა და შეფუთვა
0,25მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Pfizer Italia S.R.L. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Sanico N.V.(ბელგია)), იტალია
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები
ATC კოდი
N05BA12
რეგისტრაციის ნომერი
რ-038421
რეგისტრირებულია
22 ივნისი 2023, მოქმედებს 22 ივნისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
CRATIA LTD (უკრაინა)
განმცხადებელი
მაკა მოდებაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაქსანაქსი და სხვა წამალი ერთად

ქსანაქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ქსანაქსი® ნაჩვენებია მოზრდილებში შფოთვითი აშლილობის მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობისთვის. ქსანაქსი® ნაჩვენებია მხოლოდ მძიმე აშლილობის არსებობისას, რომელიც იწვევს ადამიანის ინვალიდიზაციას ან აყენებს დიდ სტრესს.

მიღების წესი და დოზირება

მკურნალობის ხანგრძლივობა

ქსანაქსი® უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით უმოკლეს დროში და არა უმეტეს 2-4 კვირის განმავლობაში. მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა რეგულარულად უნდა შეფასდეს. არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი მკურნალობა. დამოკიდებულების რისკი შეიძლება გაიზარდოს დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის მატებასთან ერთად (იხ. პარაგრაფი "განსაკუთრებული მითითებები“) ალპრაზოლამის ოპტიმალური დოზა დგინდება თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, სიმპტომების სიმძიმისა და კლინიკური ეფექტის სიმძიმის მიხედვით. მოწოდებული დოზირების ინსტრუქციები უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტების უმეტესობის საჭიროებებს.

დოზის გაზრდა უმჯობესია ეტაპობრივად, საღამოს (ძილის წინ) მეტი პრეპარატის მიღებით. ზოგადად, პაციენტებს, რომლებსაც ადრე არასდროს უმკურნალიათ ფსიქოტროპული საშუალებებით, ესაჭიროებათ უფრო დაბალი დოზები, ვიდრე პაციენტებს, რომლებიც ადრე იღებდნენ ანქსიოლიზურ ან სედატიურ საშუალებებს, ანტიდეპრესანტებს და ჰიპნოზურ პრეპარატებს, ან ვიდრე ქრონიკული ალკოჰოლიზმის მქონე პაციენტებს. ნარჩენი სედაციისა და ატაქსიის თავიდან აცილების მიზნით, განსაკუთრებით ხანდაზმული და დასუსტებული პაციენტებისთვის, რეკომენდებულია პრეპარატის მაქსიმალურად დაბალი დოზის გამოყენება. პრეპარატის პირველი გამოყენების შემდეგ არასასურველი მოვლენების შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს. რეკომენდებულია პაციენტების პერიოდული გამოკვლევის ჩატარება, ასევე მკურნალობის გაგრძელების საჭიროების გულდასმით შეფასება, განსაკუთრებით სიმპტომების გარეშე პაციენტებში. არ შეიძლება მაქსიმალური რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. პრეპარატის საღამოს დოზა უნდა იქნას მიღებული უშუალოდ ძილის წინ.

დოზა

შფოთვა

საწყისი დოზაა 0,25-0,50 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. შემდეგ პრეპარატის ეს დოზა იზრდება პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე მაქსიმუმ 4 მგ-მდე დღე-ღამეში გაყოფილი დოზებით. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა მაქსიმალური მკურნალობის პერიოდის მიღმა; ამ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა ხელახლა უნდა შეფასდეს თერაპიის გახანგრძლივებამდე.

პაციენტების განსაკუთრებული კატეგორიები

ხანდაზმულ პაციენტებში ღვიძლის მძიმე დაავადებით და/ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით ან ინვალიდობის მქონე დაავადების არსებობისას რეკომენდებული საწყისი დოზაა 0.25 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში და საჭიროებისამებრ იზრდება მხოლოდ პრეპარატის ატანის შემთხვევაში.

პრეპარატის მოხსნა

კარგი კლინიკური პრაქტიკის შესაბამისად, პრეპარატის დოზა თანდათან უნდა შემცირდეს. რეკომენდებულია სადღეღამისო დოზის შემცირება არაუმეტეს 0,5 მგ-ით ყოველ სამ დღეში. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს დოზის კიდევ უფრო ნელი შემცირება (იხ. პარაგრაფი "განსაკუთრებული მითითებები").

ბავშვებში გამოყენება

ალპრაზოლამის უსაფრთხოება და ეფექტურობა მოზარდებში და 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. ამასთან დაკავშირებით ალპრაზოლამის გამოყენება ამ ჯგუფის პაციენტებში არ არის რეკომენდებული.

გამოყენების მეთოდი

შიგნით მიღება.

უკუჩვენებები

ქსანაქსის® გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი მომატებული მგრძნობელობა ბენზოდიაზეპინების, ალპრაზოლამის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, და პაციენტებში მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომით. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ღიაკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ შესაბამის მკურნალობას. გარდა ამისა, ბენზოდიაზეპინები უკუნაჩვენებია მიასთენიის გრავისის, სუნთქვის მძიმე უკმარისობის, ძილის აპნოეს და ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში და ძუძუთი კვების პერიოდში.

სიფრთხილის ზომები

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმამდე და შეადგინოს არაუმეტეს 2-4 კვირა (იხ. პარაგრაფი "გამოყენების მეთოდი და დოზირება"). პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლინიკური მდგომარეობა გადაიხედა. მკურნალობის დაწყების შემდეგ შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს პაციენტის ინფორმირება, რომ მკურნალობის ხანგრძლივობა შეზღუდული იქნება და დეტალურად უნდა აუხსნან დოზის თანდათანობითი შემცირების აუცილებლობა.

უფრო მეტიც, პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ასხლეტის სინდრომის შესაძლებლობის შესახებ, რითაც მინიმუმამდე დაიყვანოთ შფოთვა ასეთი სიმპტომების გამო, თუ ისინი წარმოიქმნება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, პრეპარატის დოზების გამოყენებას შორის შეიძლება გამოვლინდეს მოხსნის სიმპტომები.

გახანგრძლივებული მოქმედების ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ არ გადაერთონ ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინებზე, რადგან შეიძლება აღინიშნოს მოხსნის სიმპტომები.

ოპიოიდების საერთო გამოყენების რისკი

ქსანაქსის®-ისა და ოპიოიდების ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სედაცია, სუნთქვის უკმარისობა, კომა და სიკვდილი. ამ რისკების გამო, სედატიური საშუალებები, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან წარმოებულები, როგორიცაა ქსანაქსი® ოპიოიდებთან ერთად უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტები არ არის ხელმისაწვდომი.

თუ გადაწყვეტილება მიიღება ქსანაქსის®-ის დანიშვნის შესახებ ოპიოიდებთან ერთად, უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე (იხ. პარაგრაფი „გამოყენების მეთოდი და დოზები“).

პაციენტები უნდა იყვნენ მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ სუნთქვის უკმარისობის და სედაციის ნიშნებისა და სიმპტომების გამოსავლენად. ამასთან დაკავშირებით, მკაცრად რეკომენდებულია პაციენტებისა და მომვლელების ინფორმირება (სადაც შესაძლებელია) ამ სიმპტომების შესახებ (იხ. პარაგრაფი "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან").

ამტანობა

ბენზოდიაზეპინების განმეორებითი გამოყენებისას რამდენიმე კვირის განმავლობაში, მათი ჰიპნოზური ეფექტი შეიძლება გარკვეულწილად შესუსტდეს.

დამოკიდებულების განვითარება

ბენზოდიაზეპინების, მათ შორის ალპრაზოლამის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ფიზიკური ან გონებრივი დამოკიდებულება ამ პრეპარატებზე. როგორც ყველა ბენზოდიაზეპინის შემთხვევაში, დამოკიდებულების რისკი იზრდება მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობისას და რისკი უფრო მაღალია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ფსიქოაქტიური ნივთიერებების და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება.

სამკურნალო საშუალებების ბოროტად გამოყენება განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს ალპრაზოლამის და სხვა ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას და პაციენტები, რომლებიც იღებენ ალპრაზოლამს, უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ. ალპრაზოლამი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჯანმრთელობისთვის განზრახ ზიანის მიყენებისთვის. დაფიქსირდა დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევები ალპრაზოლამის ბოროტად გამოყენებისას ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) დამთრგუნველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან, მათ შორის ოპიოიდებთან, სხვა ბენზოდიაზეპინებთან და ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას. ეს რისკები უნდა იქნას გათვალისწინებული ალპრაზოლამის დანიშვნის ან გაცემისას.

ამ რისკების შესამცირებლად, უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატის ყველაზე დაბალი შესაძლო დოზები და პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული გამოუყენებელი პრეპარატების სათანადო შენახვისა და განადგურების შესახებ (იხ. პარაგრაფები "გამოყენების მეთოდი და დოზები", "გვერდითი მოვლენები" და "დოზის გადაჭარბება". დამოკიდებულება შეიძლება აღინიშნოს პრეპარატის თერაპიული დოზებით გამოყენებისას და/ან პაციენტებში ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების გარეშე.

დამოკიდებულების რისკი იზრდება, როდესაც ერთდროულად გამოიყენება მრავალი ბენზოდიაზეპინი, შფოთვისთვის თუ ძილის გასაუმჯობესებლად. დაფიქსირდა პრეპარატის ბოროტად გამოყენების შემთხვევებიც. ფიზიკური დამოკიდებულების არსებობისას, მკურნალობის უეცარ შეწყვეტას თან ახლავს მოხსნის სიმპტომები.

ეს სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს, უკიდურეს შფოთვას, დაძაბულობას, აგზნებას, დაბნეულობას და გაღიზიანებას. მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: დერეალიზაცია, დეპერსონალიზაცია, ჰიპერაკუზია, დაბუჟება და ჩხვლეტა კიდურებში, გაზრდილი მგრძნობელობა სინათლის, ხმაურის და ფიზიკური შეხების მიმართ, ჰალუცინაციები და კრუნჩხვები.

შებრუნებითი უძილობა ან შფოთვა

მკურნალობის შეწყვეტისას შეიძლება განვითარდეს გარდამავალი სინდრომი, რის შედეგადაც სიმპტომები, რომლებიც თავდაპირველად იწვევდა ბენზოდიაზეპინით მკურნალობის აუცილებლობას, განახლდება გაძლიერებული ფორმით. ამ სინდრომს შეიძლება ახლდეს სხვა რეაქციები, მათ შორის განწყობის ხშირი ცვალებადობა, შფოთვა, მოუსვენრობა და ძილის დარღვევა.

ვინაიდან მოხსნის სიმპტომების ან სიმპტომების განმეორების რისკი უფრო მაღალია პრეპარატის უეცარი შეწყვეტისას, რეკომენდებულია დოზის თანდათანობით შემცირება.

პრეპარატის მოხსნა

როგორც ყველა სხვა ბენზოდიაზეპინის შემთხვევაში, ქსანაქსის® დოზა თანდათან უნდა შემცირდეს, რადგან მკურნალობის უეცარმა ან ძალიან სწრაფმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები.

მოხსნის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მსუბუქ დისფორიას და უძილობას, ან გამოვლინდეს მძიმე სიმპტომების სახით, მათ შორის კუნთების და მუცლის კრუნჩხვები, ღებინება, ოფლიანობა, ტრემორი და კრუნჩხვები.

გარდა ამისა, მოხსნის სიმპტომები შეიძლება გამოჩნდეს დოზის სწრაფი შემცირების ან უეცარი მოხსნის შემდეგ (იხ. პარაგრაფი "გამოყენების მეთოდი და დოზები“ და "გვერდითი მოქმედება").

ეს სიმპტომები, განსაკუთრებით უფრო მძიმე ხასიათის, უფრო ხშირია პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატის ზედმეტად მაღალ დოზებს დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, მოხსნის სიმპტომები ასევე დაფიქსირდა ბენზოდიაზეპინების თერაპიული დოზების უეცარი შეწყვეტის შემდეგ.

ამრიგად, თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის უეცარი მოხსნა, ასევე რეკომენდებულია დოზის თანდათანობით შემცირება (იხ. პარაგრაფი "გამოყენების მეთოდი და დოზები"). პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ, პანიკური აშლილობის მქონე პაციენტებს ზოგჯერ შეიძლება აღენიშნებოდეთ სიმპტომები, რომლებიც წააგავს მოხსნის ტიპურ სიმპტომებს, რომლებიც დაკავშირებულია პანიკის შეტევის რეციდივთან.

ამნეზია

ბენზოდიაზეპინებმა შეიძლება გამოიწვიოს ანტეროგრადული ამნეზია. ყველაზე ხშირად, ეს ხდება პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

ფსიქიკური და პარადოქსული რეაქციები

ცნობილია, რომ რეაქციები, მათ შორის მოუსვენრობა, აგზნება, გაღიზიანება, აგრესიულობა, ბოდვები, სიბრაზე, კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზი და არასასურველი ქცევითი ეფექტები ვითარდება ბენზოდიაზეპინების გამოყენების შემდეგ. თუ ეს რეაქციები აღინიშნა, პრეპარატი უნდა შეწყდეს. ასეთი რეაქციები უფრო ხშირია ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში

პაციენტების განსაკუთრებული პოპულაციები

ბავშვები

ბავშვებს ბენზოდიაზეპინები არ უნდა დაენიშნოს მათი გამოყენების აუცილებლობის საფუძვლიანი შეფასების გარეშე და მკურნალობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე.

ხანდაზმული და დასუსტებული პაციენტები

ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში ნარჩენი სედაციისა და ატაქსიის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია ყველაზე დაბალი დოზის გამოყენება.

ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის შემცირებული დოზა უნდა იქნას გამოყენებული. ბენზოდიაზეპინები და მასთან დაკავშირებული ნაერთები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულ პაციენტებში სედაციის და/ან კუნთოვანი სისუსტის რისკის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაცემა, ხშირად სერიოზული შედეგები ამ პაციენტების პოპულაციაში. უფრო დაბალი დოზა ასევე რეკომენდებულია ქრონიკული რესპირატორული უკმარისობის მქონე პაციენტებში სუნთქვის დათრგუნვის რისკის გამო.

სტანდარტული სიფრთხილის ზომები უნდა იქნას დაცული თირკმელების ფუნქციის დარღვევისა და ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობისას, ხოლო ბენზოდიაზეპინები უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან მათ შეიძლება გამოიწვიოს ენცეფალოპათია.

ბენზოდიაზეპინები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ფსიქოზური დაავადების პირველი რიგის თერაპია. ბენზოდიაზეპინები და ბენზოდიაზეპინის მსგავსი საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც მონოთერაპია მძიმე დეპრესიის ან დეპრესიასთან დაკავშირებული შფოთვის დროს, ამ პირობების მქონე პაციენტებში თვითმკვლელობის ჩადენის ალბათობის გამო.

ქსანაქსი® უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და შეზღუდული რაოდენობით პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დეპრესიული აშლილობის ნიშნები და სიმპტომები ან სუიციდური მიდრეკილებები.

მკურნალმა ექიმმა უნდა მიიღოს განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ პრეპარატის სხვა ფსიქოტროპულ საშუალებებთან კომბინირებას, რათა თავიდან აიცილოს მოულოდნელი ურთიერთქმედება.

ისევე, როგორც სხვა ფსიქოტროპული საშუალებების შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უნდა იქნას დაცული ალპრაზოლამის გამოყენებისას მძიმე დეპრესიის ან სუიციდური ტენდენციის მქონე პაციენტებში, აგრეთვე უნდა დაიცვან წარმოდგენილი დოზის ზომის რეცეპტები.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უნდა იქნას მიღებული ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენება.

პაციენტები, რომლებიც რეგულარულად ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს და/ან ფსიქოტროპულ ნივთიერებებს ბენზოდიაზეპინების მკურნალობის დროს, უნდა იმყოფებოდნენ მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ამ პაციენტების მიდრეკილების გათვალისწინებით. დეპრესიის მქონე პაციენტებში აღწერილია ჰიპომანიისა და მანიის ეპიზოდები, რომლებიც დაკავშირებულია ალპრაზოლამის გამოყენებასთან.

ქსანაქსის® ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს

ქსანაქსის® ტაბლეტები შეიცავს 96 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს თითო ტაბლეტზე. ქსანაქსი® არ უნდა მიიღონ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით გალაქტოზას აუტანლობით, მთლიანი ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით.

ქსანაქსის® ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმს

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებს (23 მგ) ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

ქსანაქსის® ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს

ქსანქსის® ტაბლეტები შეიცავს 0,11 მგ ნატრიუმის ბენზოატს თითო დოზაზე.

ავტომობილის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მოძრავ მექანიზმებთან მუშაობა:

სედაცია, ამნეზია, ყურადღების და კუნთების ფუნქციის დაქვეითება შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ძილის ხანგრძლივობა არასაკმარისია, შეიძლება გაიზარდოს სიფხიზლის გაუარესების ალბათობა.

ცნს-ზე ალპრაზოლამის დამთრგუნველი ეფექტის გათვალისწინებით, პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ამ პრეპარატით, უნდა გააფრთხილონ სახიფათო მექანიზმებთან მუშაობის, სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა საქმიანობაში ჩართვის რისკის შესახებ, რომელიც მოითხოვს სრულ კონცენტრაციას, რათა თავიდან აიცილოს ყურადღების და რეფლექსების გაუარესება ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენების შემდეგ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ბენზოდიაზეპინებს აქვთ ცნს-ის დამთრგუნველი ეფექტები, მათ შორის რესპირატორული დეპრესია, ოპიოიდებთან, ალკოჰოლთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ ცნს დათრგუნვას.

ცნს-ზე დამატებითი ზემოქმედების გამო, სედატიური საშუალებების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან ბენზოდიაზეპინის წარმოებულები, როგორიცაა ქსანაქსი® ოპიოიდებთან ერთდროული გამოყენება განსაკუთრებით ზრდის სედაციის, რესპირატორული დეპრესიის, კომის და სიკვდილის რისკს. მათი ერთდროული გამოყენების დოზა და ხანგრძლივობა უნდა იყოს შეზღუდული (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“). თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლთან ერთდროული გამოყენება. ალკოჰოლთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს ამ პრეპარატის სედატიური ეფექტი. ეს გავლენას ახდენს მანქანების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, კერძოდ, ხანდაზმულ პაციენტებს, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებიც თრგუნავენ რესპირატორულ ფუნქციას, როგორიცაა ოპიოიდები (ანალგეტიკები, ხველის დამთრგუნველი საშუალებები, ჩანაცვლებითი თერაპია).

ალპრაზოლამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ს. ცნს-ის დამთრგუნველ პრეპარატებთან კომბინაციაში: ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ტრიაზოლამის ინჰიბიტორული ეფექტის მომატება შეიძლება შეინიშნოს ანტიფსიქოზურ საშუალებებთან (ნეიროლეპტიკები), საძილე, ანქსიოლიზურ და სედატიურ საშუალებებთან, ანტიდეპრესანტებთან, ნარკოტიკულ ანალგეტიკებთან, ანტიკონვულანტებთან, საანესთეზიო საშუალებებთან და სედატიურ H1-ანტიჰისტამინებთან ერთად გამოყენებისას. ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთან შერწყმისას შესაძლოა აღინიშნებოდეს ეიფორიის მომატება, რაც ხელს უწყობს ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარებას. ალპრაზოლამის გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენენ მის მეტაბოლიზმზე, შეიძლება აღინიშნოს მათი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება. ნივთიერებებმა, რომლებიც აინჰიბირებენ ღვიძლის გარკვეულ ფერმენტებს (კერძოდ, ციტოქრომ P4503A4) შეიძლება გაზარდონ ალპრაზოლამის კონცენტრაცია სისხლში და გააძლიერონ მისი მოქმედება. ანალოგიურად, მაგრამ ნაკლებად, ეს ეხება ბენზოდიაზეპინებს, რომლებიც მეტაბოლიზდებიან მხოლოდ კონიუგაციით.

ალპრაზოლამის და CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების, როგორიცაა აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი და ვორიკონაზოლი), პროტეაზას ინჰიბიტორების ან გარკვეული მაკროლიდების (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი) ერთდროული გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით და ასევე შეიძლება განიხილონ დოზის მნიშვნელოვანი დაქვეითება.

აზოლის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი) არის CYP3A-ს ძლიერი ინჰიბიტორები და in vivo ანალიზით ნაჩვენებია, რომ გაზრდის ალპრაზოლამის კონცენტრაციას შესაბამისად 3,98 და 2,70-ჯერ. ალპრაზოლამის და ამ ორი პრეპარატის ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის. სხვა აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ასევე განიხილება CYP3A-ს ძლიერ ინჰიბიტორებად და მათი ალპრაზოლამთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ალპრაზოლამის კლინიკური და in vitro კვლევები, ისევე როგორც ალპრაზოლამის მსგავსად მეტაბოლიზებული პრეპარატების კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ ეს პრეპარატი ცვალებადად ურთიერთქმედების, როგორც ჩანს, სხვადასხვა პრეპარატთან. ურთიერთქმედების ხარისხიდან და ხელმისაწვდომი მონაცემების ტიპებიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია შემდეგი რეკომენდაციები.

  • არ არის რეკომენდებული ქსანაქსის®-ისა და კეტოკონაზოლის, იტრაკონაზოლის ან სხვა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომლებიც მიეკუთვნება აზოლის ჯგუფს.
  • ნეფაზოდონთან, ფლუვოქსამინთან და ციმეტიდინთან ერთდროული გამოყენებისას ქსანაქსის®-ის დოზა უნდა შემცირდეს სიფრთხილით, განსაკუთრებული ყურადღებით.
  • ქსანაქსი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ფლუოქსეტინთან, პროპოქსიფენთან, ორალურ კონტრაცეპტივებთან, დილთიაზემთან ან მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას, როგორიცაა ერითრომიცინი და ტროლეანდომიცინი.
  • ალპრაზოლამის ურთიერთქმედება აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან (მაგ. რიტონავირი) რთულია და დროზეა დამოკიდებული. რიტონავირის დაბალი დოზები იწვევს ალპრაზოლამის კლირენსის შემცირებას, ზრდის ნახევარგამოყოფის პერიოდს და აძლიერებს მის კლინიკურ ეფექტებს. თუმცა, რიტონავირის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, CYP3A ინდუქცია ანაზღაურებს ამ ინჰიბირებას. ეს ურთიერთქმედება მოითხოვს დოზის კორექციას ან ქსანაქსით® მკურნალობის შეწყვეტას.
  • ალპრაზოლამთან ერთად აღინიშნა დიგოქსინის მომატებული კონცენტრაცია, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე მეტი). ამიტომ, პაციენტები, რომლებიც იღებენ ალპრაზოლამს და დიგოქსინს, უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ დიგოქსინის ტოქსიკურობასთან ასოცირებული ნიშნებისა და სიმპტომების გამოსავლენად.

იმიპრამინისა და დესიპრამინის პლაზმური კონცენტრაციები წონასწორულ მდგომარეობაში იზრდება 31%-ით და 20%-ით, შესაბამისად, 4 მგ-მდე ქსანაქს®-თან ერთად მიღებისას დღე-ღამეში ერთდროული მიღების შემდეგ.

კინეტიკური ურთიერთქმედება ასევე დაფიქსირდა ბენზოდიაზეპინებსა და სხვა პრეპარატებს შორის. მაგალითად, ალპრაზოლამის და რამდენიმე სხვა ბენზოდიაზეპინის კლირენსი შეიძლება შემცირდეს ციმეტიდინთან ან მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან ერთად მიღებისას.

ამ შედეგების კლინიკური რელევანტურობა ჯერ კიდევ გასარკვევია.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ბენზოდიაზეპინების ტერატოგენურობის შესახებ მონაცემები და მათი გავლენა ახალშობილთა პოსტნატალურ განვითარებასა და ქცევაზე ურთიერთსაწინააღმდეგოა. ბენზოდიაზეპინების კლასს მიკუთვნებული სხვა პრეპარატების გამოყენებისას რამდენიმე ადრეულმა კვლევამ მოიპოვა მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ პრეპარატის ინტრაუტერინული ზემოქმედებას შეიძლება თან ახლდეს თანდაყოლილი მალფორმაციების წარმოქმნა. პირიქით, ბენზოდიაზეპინების კლასს მიკუთვნებული პრეპარატების შემდგომმა კვლევებმა არ წარმოადგინა რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება რაიმე სახის დეფექტების წარმოშობისთვის.

კოჰორტულ კვლევებზე დაფუძნებული მტკიცებულებების დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ ორსულობის პირველ ტრიმესტრში ბენზოდიაზეპინების ზემოქმედება არ არის დაკავშირებული მძიმე თანდაყოლილი დეფექტების გაზრდილ რისკთან. თუმცა, რამდენიმე „შემთხვევა-კონტროლის“ ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა კურდღლის ტუჩის და მგლის ხახის გაზრდილი რისკი. ეს მონაცემები მიუთითებს, რომ კურდღლის ტუჩის ან მგლის ხახის მქონე ბავშვის დაბადების რისკი დედის მიერ ბენზოდიაზეპინების ზემოქმედების შემდეგ არის 2/1000-ზე ნაკლები ამ დარღვევების მოსალოდნელ სიხშირესთან შედარებით, რაც დაახლოებით 1/1000-ს შეადგენს ზოგად პოპულაციაში. ორსულობის მეორე და/ან მესამე ტრიმესტრში ბენზოდიაზეპინების მაღალი დოზებით მკურნალობას თან ახლდა ნაყოფის მოძრაობის დაქვეითება და ნაყოფის გულისცემის არასტაბილურობა. ახალშობილებში, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ბენზოდიაზეპინების მოქმედებას ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ან მშობიარობის დროს, დაფიქსირდა „დუნე ბავშვის“ სინდრომის შემთხვევები ან მოხსნის სიმპტომები. როდესაც მკურნალობა სამედიცინო მიზეზების გამო უნდა ჩატარებულიყო ორსულობის ბოლო ვადებში, თუნდაც პრეპარატის დაბალი დოზებით გამოყენებისას, შეიძლება აღინიშნოს "დუნე ბავშვის" სინდრომის სიმპტომები, როგორიცაა ცენტრალური ჰიპოტენზია და წოვის პრობლემები, რაც იწვევს წონაში კლებას. ეს ნიშნები შექცევადი იყო, მაგრამ შეიძლება დაფიქსირებულიყო 1-3 კვირის განმავლობაში, პრეპარატის ნახევარგამყოფის პერიოდის მიხედვით. ორსულობის ბოლო კვირების ან მშობიარობის დროს პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისას, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ეფექტები ახალშობილზე, როგორიცაა სუნთქვის დათრგუნვა ან აპნოე და ჰიპოთერმია, რომელიც გამოწვეულია ამ პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედებით. თუ ორსულობის ბოლო ვადებზე აუცილებელია ალპრაზოლამით მკურნალობა, თავიდან უნდა იქნას აცილებული მაღალი დოზების მიღება და ახალშობილების მონიტორინგი უნდა მოხდეს მოხსნის ან/და „დუნე ბავშვის: სინდრომის სიმპტომების გამოსავლენად. უფრო მეტიც, ახალშობილთა მოხსნის სიმპტომები, როგორიცაა გაღიზიანება, აგზნებადობა და ტრემორი შეიძლება აღინიშნოს ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, მაშინაც კი, თუ „დუნე ბავშვის“ სინდრომი არ არის გამოვლენილი.

დაბადების შემდეგ მოხსნის სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდზე.

ნაყოფის მანკების პოტენციური რისკის გათვალისწინებით, რომლებიც აღინიშნებოდა ადრე სხვა ბენზოდიაზეპინებისთვის, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

თუ პრეპარატი ენიშნება რეპროდუქციული ასაკის ქალს ან ქალს, რომელსაც სურს დაორსულება ან ფიქრობს, რომ უკვე ორსულადაა, მან უნდა მიმართოს ექიმს პრეპარატის შეწყვეტის შესახებ ინსტრუქციისთვის. თუ ქსანაქსი® გამოიყენება ორსულობის დროს, ან თუ პაციენტმა გაიგო, რომ დაორსულდა ქსანაქსით® თერაპიის დროს, მას უნდა ეცნობოს ნაყოფისთვის პოტენციური რისკის შესახებ.

ამ მონაცემების გათვალისწინებით, ორსულობის დროს ალპრაზოლამის გამოყენების შესაძლებლობა შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც თერაპიული ჩვენებები და დოზირების რეჟიმი მკაცრად შეესაბამება მოთხოვნებს.

ძუძუთი კვება

იმის გამო, რომ ბენზოდიაზეპინები გამოიყოფა დედის რძეში, ქსანაქსი® არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.

გვერდითი მოვლენები

ქსანაქსის®-ის გამოყენების შესაძლო გვერდითი ეფექტები უმეტეს შემთხვევაში ვლინდება მკურნალობის დასაწყისში და ჩვეულებრივ ქრება პრეპარატის გაგრძელებით ან მისი დოზის შემცირებით.

პაციენტებში, რომლებიც მონაწილეობდნენ კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, მოხსენებული იყო შემდეგი არასასურველი ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია ქსანაქსით® მკურნალობასთან.

ალპრაზოლამით მკურნალობის დროს დაფიქსირდა შემდეგი არასასურველი ეფექტები შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100, <1/10), ნაკლებად ხშირი (≥ 1/1000, <1/100), იშვიათი (≥ 1/10, 000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), უცნობია (განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემებით)

ორგანოთა სისტემის კლასი

ძალიან ხშირი ≥1/10

ხშირი ≥1/100 და <1/10

ნაკლებად ხშირი ≥1/1000 <1/100

იშვიათი ≥1/10000 და <1/1000

ძალიან იშვიათი <1/10000

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემებით)

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ

ჰიპერპროლაქტინემია*

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

მადის დაქვეითება

ფსიქიკის დარღვევები

დეპრესია

დაბნეულობა, დეზორიენტაცია, ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა, უძილობა, ნერვიულობა, ლიბიდოს მომატება*

მანია*, ჰალუცინაციები*, სიბრაზე*, შფოთვითი აგზნება*, პრეპარატზე დამოკიდებულება

ჰიპომანია*, აგრესია*, მტრობა*, პათოლოგიური აზროვნებაе*, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა*, პრეპარატის ბოროტად გამოყენება*

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

სედაცია, ძილიანობა, ატაქსია, მეხსიერების დაქვეითება, დიზართრია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

წონასწორობის დარღვევა, კოორდინაციის დარღვევა, ყურადღების აშლილობა, მომატებული ძილიანობა, ლეთარგია, ტრემორი, დაბნეული მეტყველება, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა

ამნეზია

ავტონომიური ნერვული სისტემის დარღვევები*, დისტონია*

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ

არამკვეთრი მხედველობა

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ყაბზობა, პირის სიმშრალე

გულისრევა

ღებინება

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ*

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ

ჰეპატიტი*, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა*, სიყვითლე*

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

დერმატიტი*

ანგიონევროზული შეშუპება*, ფოტომგრძნობელობის რეაქცია*

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი, შემაერთებელი და ძვლოვანი ქსოვილის მხრივ

კუნთების სისუსტე

დარღვევები თირკმლის და შარდის გამომყოფი გზების მხრივ

შეუკავებლობა*

შარდის შეკავება*

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის მხრივ

სექსუალური დისფუნქცია*

არარეგულარული მენსტრუალური ციკლი*

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

დაღლილობა, გაღიზიანება

პრეპარატის მოხსნის სინდრომი*

პერიფერიული შეშუპება*

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების მონაცემები

სხეულის წონის კლება, სხეულის წონის მომატება

თვალშიდა წნევის მომატება*

  • НЛР, გამოვლინდა რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში

პრეპარატის გამოყენებამ (თუნდაც თერაპიულ დოზებში) შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დამოკიდებულება: მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები ან მობრუნების სინდრომი. შეიძლება ასევე მოხდეს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. დაფიქსირდა ბენზოდიაზეპინების ბოროტად გამოყენების შემთხვევები (იხ. პარაგრაფი "განსაკუთრებული მითითებები"). მრავალი სპონტანური შემთხვევის შეტყობინებებში ქცევაზე არასასურველი ზემოქმედების შესახებ, პაციენტებმა ეს პრეპარატი მიიღეს ცნს-ზე მოქმედი სხვა პრეპარატებით მკურნალობის დროს და/ან ჰქონდათ ფსიქიკური პრობლემები. პაციენტები, რომლებსაც აქვთ სასაზღვრო პიროვნული აშლილობა, ანამნეზში აგრესიული ან ძალადობრივი ქცევა, ან რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს ან სხვა ნივთიერებებს, შეიძლება აღმოჩნდნენ ამ მოვლენების რისკის ქვეშ. პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ქსანაქსის®-ის მიღების შეწყვეტის შემდეგ აღწერილია რეაქციები, როგორიცაა გაღიზიანება, მტრობა და აკვიატებული იდეები.

ამნეზია

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ ყოფილა ცნობები ქსანაქსის გამოყენებასთან დაკავშირებული ანტეროგრადული ამნეზიის შესახებ, ბენზოდიაზეპინებმა შეიძლება გამოიწვიოს ეს დარღვევა. ეს დარღვევა შეიძლება მოხდეს თერაპიულ დოზებში, თუმცა რისკი იზრდება მაღალი დოზებით. ამნეზიის გაჩენა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქცევის ცვლილებებთან.

დეპრესია

ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ლატენტური დეპრესიის ნიშნები.

ფსიქიკური და პარადოქსული რეაქციები: ბენზოდიაზეპინებმა და ბენზოდიაზეპინისმაგვარმა ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი რეაქციები, როგორიცაა მოუსვენრობა, აგზნებადობა, გაღიზიანება, აგრესიულობა, დელირიუმი, ბრაზი, კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზები და ქცევითი ცვლილებები. ეს რეაქციები შეიძლება იყოს ბევრად უფრო მძიმე და უფრო სავარაუდოა, რომ მოხდეს ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში.

დამოკიდებულების განვითარება

ბენზოდიაზეპინების გამოყენებამ (თუნდაც თერაპიულ დოზებში) შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დამოკიდებულება: მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები. შეიძლება ასევე მოხდეს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. გამოქვეყნებულია ბენზოდიაზეპინების ბოროტად გამოყენების შემთხვევებიც.

ჭარბი დოზა

ქსანაქსის დოზის გადაჭარბების სიმპტომები ვლინდება ფარმაკოლოგიური აქტივობის გაზრდით და ძირითადად მოიცავს ატაქსიას და ძილიანობას, დიზართრიას, მოძრაობის კოორდინაციის ნაკლებობას, კომას და სუნთქვის ფუნქციის დათრგუნვას.

დოზის გადაჭარბების მკურნალობის ძირითადი მეთოდი სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციების შენარჩუნებაა. დიალიზის ეფექტურობა დადგენილი არ არის. როგორც ყველა ბენზოდიაზეპინის შემთხვევაში, დოზის გადაჭარბება ჩვეულებრივ არ არის სიცოცხლისათვის საშიში, გარდა ცნს სხვა დეპრესანტებთან ან სპირტთან ერთად გამოყენების შემთხვევებისა.

ნებისმიერი პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია პაციენტის მიერ სხვა ნივთიერებების ერთდროულად მიღების ალბათობის გათვალისწინება. ბენზოდიაზეპინების პერორალური დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რეკომენდებულია ღებინების გამოწვევა (მიღებიდან 1 საათის განმავლობაში), თუ პაციენტი გონზეა, ან კუჭის ამორეცხვა სასუნთქი გზების დაცვით, თუ პაციენტი უგონო მდგომარეობაშია.

თუ კუჭის დაცლის შემდეგ გაუმჯობესება არ შეინიშნება, პაციენტს უნდა მიეცეს გააქტიურებული ნახშირი პრეპარატის შეწოვის შესამცირებლად. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების აქტივობას. ბენზოდიაზეპინების ჭარბი დოზირებისას, ჩვეულებრივ, შეინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიის სხვადასხვა ხარისხი, ცნობიერების დაბინდვიდან კომამდე.

დოზის გადაჭარბების მსუბუქ შემთხვევებში აღინიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცნობიერების დაბინდვა, დაბნეულობა და ლეთარგია.

დოზის გადაჭარბების უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ატაქსია, კუნთების ჰიპოტენზია, ჰიპოტენზია, რესპირატორული დეპრესია, იშვიათად კომა და ძალიან იშვიათად სიკვდილი. ფლუმაზენილი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ანტიდოტი. ფლუმაზენილი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც დამატებითი საშუალება რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციების დარღვევის აღმოსაფხვრელად დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (20-25°C).

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

3 წელი

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მიღება არ შეიძლება!

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანქსიოლიზური; ბენზოდიაზეპინის წარმოებული.

ათქ კოდი: N05BA12

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ქსანაქსის®-ის მოქმედი ინგრედიენტია ალპრაზოლამი, ტრიაზოლობენზოდიაზეპინი. ალპრაზოლამი უკავირდება GABA-ს ბენზოდიაზეპინის ნაწილს, ზრდის GABA-ს (ინჰიბიტორული ნეიროტრანსმიტერის) აქტივობას, რითაც განსაზღვრავს ნერვული აგზნების შემცირებას. ეს თვისება მოლეკულას ანიჭებს ანქსიოლიზურ, ჰიპნოტურ და დამამშვიდებელ თვისებებს. გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და სასუნთქ ორგანოებზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება არ დაფიქსირებულა.

ფარმაკოკინეტიკა

ქსანაქსის®-ის პერორალური მიღების შემდეგ, პლაზმაში ალპრაზოლამის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1-2 საათის შემდეგ. ალპრაზოლამის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 11,2 საათს.

ალპრაზოლამი უპირატესად იჟანგება. პრეპარატის ძირითადი მეტაბოლიტებია ალფა-ჰიდროქსიალპრაზოლამი და ალპრაზოლამის ბენზოფენონის წარმოებული. ამ ნაერთების შემცველობა პლაზმაში რჩება ძალიან დაბალ დონეზე. ალფა-ჰიდროქსიალპრაზოლამის ბიოლოგიური აქტივობა დაახლოებით ალპრაზოლამის ნახევარია. მისი ნახევარგამოყოფის მნიშვნელობა იგივე სიდიდისაა, როგორც ალპრაზოლამის. ბენზოფენონის მეტაბოლიტი პრაქტიკულად არააქტიური ნაერთია. ალპრაზოლამი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით.

in vitro პირობებში ალპრაზოლამის 80% უკავშირდება შრატის ცილას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ქსანაქსი ® (XANAX®)

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ქსანაქსი®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ალპრაზოლამი/ alprazolam

სამკურნალწამლო ფორმა: ქსანაქსი®, ტაბლეტები 0,25მგ;

1 ტაბლეტის შემადგენლობა: ქსანაქსი®

აქტიურ ნივთიერება: ალპრაზოლამი – 0,25 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სახამებელი, ნატრიუმის დოკუზატი + ნატრიუმის ბენზოატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი,

აღწერა:

თეთრი ორმხრივამოზნექილი, ელიფსის ფორმისერთ მხარეს წარწერით «Upjohn 29» და მეორე მხარეს კი ნაპრალით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანქსიოლიზური; ბენზოდიაზეპინის წარმოებული.

ათქ კოდი: N05BA12

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ქსანაქსის®-ის მოქმედი ინგრედიენტია ალპრაზოლამი, ტრიაზოლობენზოდიაზეპინი. ალპრაზოლამი უკავირდება GABA-ს ბენზოდიაზეპინის ნაწილს, ზრდის GABA-ს (ინჰიბიტორული ნეიროტრანსმიტერის) აქტივობას, რითაც განსაზღვრავს ნერვული აგზნების შემცირებას. ეს თვისება მოლეკულას ანიჭებს ანქსიოლიზურ, ჰიპნოტურ და დამამშვიდებელ თვისებებს. გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და სასუნთქ ორგანოებზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება არ დაფიქსირებულა.

ფარმაკოკინეტიკა

ქსანაქსის®-ის პერორალური მიღების შემდეგ, პლაზმაში ალპრაზოლამის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1-2 საათის შემდეგ. ალპრაზოლამის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 11,2 საათს.

ალპრაზოლამი უპირატესად იჟანგება. პრეპარატის ძირითადი მეტაბოლიტებია ალფა-ჰიდროქსიალპრაზოლამი და ალპრაზოლამის ბენზოფენონის წარმოებული. ამ ნაერთების შემცველობა პლაზმაში რჩება ძალიან დაბალ დონეზე. ალფა-ჰიდროქსიალპრაზოლამის ბიოლოგიური აქტივობა დაახლოებით ალპრაზოლამის ნახევარია. მისი ნახევარგამოყოფის მნიშვნელობა იგივე სიდიდისაა, როგორც ალპრაზოლამის. ბენზოფენონის მეტაბოლიტი პრაქტიკულად არააქტიური ნაერთია. ალპრაზოლამი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით.

in vitro პირობებში ალპრაზოლამის 80% უკავშირდება შრატის ცილას.

გამოყენების ჩვენება

ქსანაქსი® ნაჩვენებია მოზრდილებში შფოთვითი აშლილობის მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობისთვის. ქსანაქსი® ნაჩვენებია მხოლოდ მძიმე აშლილობის არსებობისას, რომელიც იწვევს ადამიანის ინვალიდიზაციას ან აყენებს დიდ სტრესს.

უკუჩვენება

ქსანაქსის® გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი მომატებული მგრძნობელობა ბენზოდიაზეპინების, ალპრაზოლამის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, და პაციენტებში მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომით. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ღიაკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ შესაბამის მკურნალობას. გარდა ამისა, ბენზოდიაზეპინები უკუნაჩვენებია მიასთენიის გრავისის, სუნთქვის მძიმე უკმარისობის, ძილის აპნოეს და ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში და ძუძუთი კვების პერიოდში.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა

ბენზოდიაზეპინების ტერატოგენურობის შესახებ მონაცემები და მათი გავლენა ახალშობილთა პოსტნატალურ განვითარებასა და ქცევაზე ურთიერთსაწინააღმდეგოა. ბენზოდიაზეპინების კლასს მიკუთვნებული სხვა პრეპარატების გამოყენებისას რამდენიმე ადრეულმა კვლევამ მოიპოვა მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ პრეპარატის ინტრაუტერინული ზემოქმედებას შეიძლება თან ახლდეს თანდაყოლილი მალფორმაციების წარმოქმნა. პირიქით, ბენზოდიაზეპინების კლასს მიკუთვნებული პრეპარატების შემდგომმა კვლევებმა არ წარმოადგინა რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება რაიმე სახის დეფექტების წარმოშობისთვის.

კოჰორტულ კვლევებზე დაფუძნებული მტკიცებულებების დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ ორსულობის პირველ ტრიმესტრში ბენზოდიაზეპინების ზემოქმედება არ არის დაკავშირებული მძიმე თანდაყოლილი დეფექტების გაზრდილ რისკთან. თუმცა, რამდენიმე „შემთხვევა-კონტროლის“ ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა კურდღლის ტუჩის და მგლის ხახის გაზრდილი რისკი. ეს მონაცემები მიუთითებს, რომ კურდღლის ტუჩის ან მგლის ხახის მქონე ბავშვის დაბადების რისკი დედის მიერ ბენზოდიაზეპინების ზემოქმედების შემდეგ არის 2/1000-ზე ნაკლები ამ დარღვევების მოსალოდნელ სიხშირესთან შედარებით, რაც დაახლოებით 1/1000-ს შეადგენს ზოგად პოპულაციაში. ორსულობის მეორე და/ან მესამე ტრიმესტრში ბენზოდიაზეპინების მაღალი დოზებით მკურნალობას თან ახლდა ნაყოფის მოძრაობის დაქვეითება და ნაყოფის გულისცემის არასტაბილურობა. ახალშობილებში, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ბენზოდიაზეპინების მოქმედებას ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ან მშობიარობის დროს, დაფიქსირდა „დუნე ბავშვის“ სინდრომის შემთხვევები ან მოხსნის სიმპტომები. როდესაც მკურნალობა სამედიცინო მიზეზების გამო უნდა ჩატარებულიყო ორსულობის ბოლო ვადებში, თუნდაც პრეპარატის დაბალი დოზებით გამოყენებისას, შეიძლება აღინიშნოს "დუნე ბავშვის" სინდრომის სიმპტომები, როგორიცაა ცენტრალური ჰიპოტენზია და წოვის პრობლემები, რაც იწვევს წონაში კლებას. ეს ნიშნები შექცევადი იყო, მაგრამ შეიძლება დაფიქსირებულიყო 1-3 კვირის განმავლობაში, პრეპარატის ნახევარგამყოფის პერიოდის მიხედვით. ორსულობის ბოლო კვირების ან მშობიარობის დროს პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისას, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ეფექტები ახალშობილზე, როგორიცაა სუნთქვის დათრგუნვა ან აპნოე და ჰიპოთერმია, რომელიც გამოწვეულია ამ პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედებით. თუ ორსულობის ბოლო ვადებზე აუცილებელია ალპრაზოლამით მკურნალობა, თავიდან უნდა იქნას აცილებული მაღალი დოზების მიღება და ახალშობილების მონიტორინგი უნდა მოხდეს მოხსნის ან/და „დუნე ბავშვის: სინდრომის სიმპტომების გამოსავლენად. უფრო მეტიც, ახალშობილთა მოხსნის სიმპტომები, როგორიცაა გაღიზიანება, აგზნებადობა და ტრემორი შეიძლება აღინიშნოს ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, მაშინაც კი, თუ „დუნე ბავშვის“ სინდრომი არ არის გამოვლენილი.

დაბადების შემდეგ მოხსნის სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდზე.

ნაყოფის მანკების პოტენციური რისკის გათვალისწინებით, რომლებიც აღინიშნებოდა ადრე სხვა ბენზოდიაზეპინებისთვის, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

თუ პრეპარატი ენიშნება რეპროდუქციული ასაკის ქალს ან ქალს, რომელსაც სურს დაორსულება ან ფიქრობს, რომ უკვე ორსულადაა, მან უნდა მიმართოს ექიმს პრეპარატის შეწყვეტის შესახებ ინსტრუქციისთვის. თუ ქსანაქსი® გამოიყენება ორსულობის დროს, ან თუ პაციენტმა გაიგო, რომ დაორსულდა ქსანაქსით® თერაპიის დროს, მას უნდა ეცნობოს ნაყოფისთვის პოტენციური რისკის შესახებ.

ამ მონაცემების გათვალისწინებით, ორსულობის დროს ალპრაზოლამის გამოყენების შესაძლებლობა შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც თერაპიული ჩვენებები და დოზირების რეჟიმი მკაცრად შეესაბამება მოთხოვნებს.

ძუძუთი კვება

იმის გამო, რომ ბენზოდიაზეპინები გამოიყოფა დედის რძეში, ქსანაქსი® არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

მკურნალობის ხანგრძლივობა

ქსანაქსი® უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით უმოკლეს დროში და არა უმეტეს 2-4 კვირის განმავლობაში. მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა რეგულარულად უნდა შეფასდეს. არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი მკურნალობა. დამოკიდებულების რისკი შეიძლება გაიზარდოს დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის მატებასთან ერთად (იხ. პარაგრაფი "განსაკუთრებული მითითებები“) ალპრაზოლამის ოპტიმალური დოზა დგინდება თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, სიმპტომების სიმძიმისა და კლინიკური ეფექტის სიმძიმის მიხედვით. მოწოდებული დოზირების ინსტრუქციები უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტების უმეტესობის საჭიროებებს.

დოზის გაზრდა უმჯობესია ეტაპობრივად, საღამოს (ძილის წინ) მეტი პრეპარატის მიღებით. ზოგადად, პაციენტებს, რომლებსაც ადრე არასდროს უმკურნალიათ ფსიქოტროპული საშუალებებით, ესაჭიროებათ უფრო დაბალი დოზები, ვიდრე პაციენტებს, რომლებიც ადრე იღებდნენ ანქსიოლიზურ ან სედატიურ საშუალებებს, ანტიდეპრესანტებს და ჰიპნოზურ პრეპარატებს, ან ვიდრე ქრონიკული ალკოჰოლიზმის მქონე პაციენტებს. ნარჩენი სედაციისა და ატაქსიის თავიდან აცილების მიზნით, განსაკუთრებით ხანდაზმული და დასუსტებული პაციენტებისთვის, რეკომენდებულია პრეპარატის მაქსიმალურად დაბალი დოზის გამოყენება. პრეპარატის პირველი გამოყენების შემდეგ არასასურველი მოვლენების შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს. რეკომენდებულია პაციენტების პერიოდული გამოკვლევის ჩატარება, ასევე მკურნალობის გაგრძელების საჭიროების გულდასმით შეფასება, განსაკუთრებით სიმპტომების გარეშე პაციენტებში. არ შეიძლება მაქსიმალური რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. პრეპარატის საღამოს დოზა უნდა იქნას მიღებული უშუალოდ ძილის წინ.

დოზა

შფოთვა

საწყისი დოზაა 0,25-0,50 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. შემდეგ პრეპარატის ეს დოზა იზრდება პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე მაქსიმუმ 4 მგ-მდე დღე-ღამეში გაყოფილი დოზებით. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა მაქსიმალური მკურნალობის პერიოდის მიღმა; ამ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა ხელახლა უნდა შეფასდეს თერაპიის გახანგრძლივებამდე.

პაციენტების განსაკუთრებული კატეგორიები

ხანდაზმულ პაციენტებში ღვიძლის მძიმე დაავადებით და/ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით ან ინვალიდობის მქონე დაავადების არსებობისას რეკომენდებული საწყისი დოზაა 0.25 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში და საჭიროებისამებრ იზრდება მხოლოდ პრეპარატის ატანის შემთხვევაში.

პრეპარატის მოხსნა

კარგი კლინიკური პრაქტიკის შესაბამისად, პრეპარატის დოზა თანდათან უნდა შემცირდეს. რეკომენდებულია სადღეღამისო დოზის შემცირება არაუმეტეს 0,5 მგ-ით ყოველ სამ დღეში. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს დოზის კიდევ უფრო ნელი შემცირება (იხ. პარაგრაფი "განსაკუთრებული მითითებები").

ბავშვებში გამოყენება

ალპრაზოლამის უსაფრთხოება და ეფექტურობა მოზარდებში და 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. ამასთან დაკავშირებით ალპრაზოლამის გამოყენება ამ ჯგუფის პაციენტებში არ არის რეკომენდებული.

გამოყენების მეთოდი

შიგნით მიღება.

გვერდითი მოქმედება

ქსანაქსის®-ის გამოყენების შესაძლო გვერდითი ეფექტები უმეტეს შემთხვევაში ვლინდება მკურნალობის დასაწყისში და ჩვეულებრივ ქრება პრეპარატის გაგრძელებით ან მისი დოზის შემცირებით.

პაციენტებში, რომლებიც მონაწილეობდნენ კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, მოხსენებული იყო შემდეგი არასასურველი ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია ქსანაქსით® მკურნალობასთან.

ალპრაზოლამით მკურნალობის დროს დაფიქსირდა შემდეგი არასასურველი ეფექტები შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100, <1/10), ნაკლებად ხშირი (≥ 1/1000, <1/100), იშვიათი (≥ 1/10, 000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), უცნობია (განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემებით)

ორგანოთა სისტემის კლასი

ძალიან ხშირი ≥1/10

ხშირი ≥1/100 და <1/10

ნაკლებად ხშირი ≥1/1000 <1/100

იშვიათი ≥1/10000 და <1/1000

ძალიან იშვიათი <1/10000

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია განსაზღვრა არსებული მონაცემებით)

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ

ჰიპერპროლაქტინემია*

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

მადის დაქვეითება

ფსიქიკის დარღვევები

დეპრესია

დაბნეულობა, დეზორიენტაცია, ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა, უძილობა, ნერვიულობა, ლიბიდოს მომატება*

მანია*, ჰალუცინაციები*, სიბრაზე*, შფოთვითი აგზნება*, პრეპარატზე დამოკიდებულება

ჰიპომანია*, აგრესია*, მტრობა*, პათოლოგიური აზროვნებაе*, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა*, პრეპარატის ბოროტად გამოყენება*

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

სედაცია, ძილიანობა, ატაქსია, მეხსიერების დაქვეითება, დიზართრია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

წონასწორობის დარღვევა, კოორდინაციის დარღვევა, ყურადღების აშლილობა, მომატებული ძილიანობა, ლეთარგია, ტრემორი, დაბნეული მეტყველება, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა

ამნეზია

ავტონომიური ნერვული სისტემის დარღვევები*, დისტონია*

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ

არამკვეთრი მხედველობა

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ყაბზობა, პირის სიმშრალე

გულისრევა

ღებინება

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ*

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ

ჰეპატიტი*, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა*, სიყვითლე*

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

დერმატიტი*

ანგიონევროზული შეშუპება*, ფოტომგრძნობელობის რეაქცია*

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი, შემაერთებელი და ძვლოვანი ქსოვილის მხრივ

კუნთების სისუსტე

დარღვევები თირკმლის და შარდის გამომყოფი გზების მხრივ

შეუკავებლობა*

შარდის შეკავება*

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის მხრივ

სექსუალური დისფუნქცია*

არარეგულარული მენსტრუალური ციკლი*

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

დაღლილობა, გაღიზიანება

პრეპარატის მოხსნის სინდრომი*

პერიფერიული შეშუპება*

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების მონაცემები

სხეულის წონის კლება, სხეულის წონის მომატება

თვალშიდა წნევის მომატება*

  • НЛР, გამოვლინდა რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში

პრეპარატის გამოყენებამ (თუნდაც თერაპიულ დოზებში) შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დამოკიდებულება: მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები ან მობრუნების სინდრომი. შეიძლება ასევე მოხდეს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. დაფიქსირდა ბენზოდიაზეპინების ბოროტად გამოყენების შემთხვევები (იხ. პარაგრაფი "განსაკუთრებული მითითებები"). მრავალი სპონტანური შემთხვევის შეტყობინებებში ქცევაზე არასასურველი ზემოქმედების შესახებ, პაციენტებმა ეს პრეპარატი მიიღეს ცნს-ზე მოქმედი სხვა პრეპარატებით მკურნალობის დროს და/ან ჰქონდათ ფსიქიკური პრობლემები. პაციენტები, რომლებსაც აქვთ სასაზღვრო პიროვნული აშლილობა, ანამნეზში აგრესიული ან ძალადობრივი ქცევა, ან რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს ან სხვა ნივთიერებებს, შეიძლება აღმოჩნდნენ ამ მოვლენების რისკის ქვეშ. პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ქსანაქსის®-ის მიღების შეწყვეტის შემდეგ აღწერილია რეაქციები, როგორიცაა გაღიზიანება, მტრობა და აკვიატებული იდეები.

ამნეზია

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ ყოფილა ცნობები ქსანაქსის გამოყენებასთან დაკავშირებული ანტეროგრადული ამნეზიის შესახებ, ბენზოდიაზეპინებმა შეიძლება გამოიწვიოს ეს დარღვევა. ეს დარღვევა შეიძლება მოხდეს თერაპიულ დოზებში, თუმცა რისკი იზრდება მაღალი დოზებით. ამნეზიის გაჩენა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქცევის ცვლილებებთან.

დეპრესია

ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ლატენტური დეპრესიის ნიშნები.

ფსიქიკური და პარადოქსული რეაქციები: ბენზოდიაზეპინებმა და ბენზოდიაზეპინისმაგვარმა ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი რეაქციები, როგორიცაა მოუსვენრობა, აგზნებადობა, გაღიზიანება, აგრესიულობა, დელირიუმი, ბრაზი, კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზები და ქცევითი ცვლილებები. ეს რეაქციები შეიძლება იყოს ბევრად უფრო მძიმე და უფრო სავარაუდოა, რომ მოხდეს ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში.

დამოკიდებულების განვითარება

ბენზოდიაზეპინების გამოყენებამ (თუნდაც თერაპიულ დოზებში) შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დამოკიდებულება: მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები. შეიძლება ასევე მოხდეს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. გამოქვეყნებულია ბენზოდიაზეპინების ბოროტად გამოყენების შემთხვევებიც.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ბენზოდიაზეპინებს აქვთ ცნს-ის დამთრგუნველი ეფექტები, მათ შორის რესპირატორული დეპრესია, ოპიოიდებთან, ალკოჰოლთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ ცნს დათრგუნვას.

ცნს-ზე დამატებითი ზემოქმედების გამო, სედატიური საშუალებების, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან ბენზოდიაზეპინის წარმოებულები, როგორიცაა ქსანაქსი® ოპიოიდებთან ერთდროული გამოყენება განსაკუთრებით ზრდის სედაციის, რესპირატორული დეპრესიის, კომის და სიკვდილის რისკს. მათი ერთდროული გამოყენების დოზა და ხანგრძლივობა უნდა იყოს შეზღუდული (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული მითითებები“). თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლთან ერთდროული გამოყენება. ალკოჰოლთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს ამ პრეპარატის სედატიური ეფექტი. ეს გავლენას ახდენს მანქანების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, კერძოდ, ხანდაზმულ პაციენტებს, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებიც თრგუნავენ რესპირატორულ ფუნქციას, როგორიცაა ოპიოიდები (ანალგეტიკები, ხველის დამთრგუნველი საშუალებები, ჩანაცვლებითი თერაპია).

ალპრაზოლამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ს. ცნს-ის დამთრგუნველ პრეპარატებთან კომბინაციაში: ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ტრიაზოლამის ინჰიბიტორული ეფექტის მომატება შეიძლება შეინიშნოს ანტიფსიქოზურ საშუალებებთან (ნეიროლეპტიკები), საძილე, ანქსიოლიზურ და სედატიურ საშუალებებთან, ანტიდეპრესანტებთან, ნარკოტიკულ ანალგეტიკებთან, ანტიკონვულანტებთან, საანესთეზიო საშუალებებთან და სედატიურ H1-ანტიჰისტამინებთან ერთად გამოყენებისას. ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთან შერწყმისას შესაძლოა აღინიშნებოდეს ეიფორიის მომატება, რაც ხელს უწყობს ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარებას. ალპრაზოლამის გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენენ მის მეტაბოლიზმზე, შეიძლება აღინიშნოს მათი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება. ნივთიერებებმა, რომლებიც აინჰიბირებენ ღვიძლის გარკვეულ ფერმენტებს (კერძოდ, ციტოქრომ P4503A4) შეიძლება გაზარდონ ალპრაზოლამის კონცენტრაცია სისხლში და გააძლიერონ მისი მოქმედება. ანალოგიურად, მაგრამ ნაკლებად, ეს ეხება ბენზოდიაზეპინებს, რომლებიც მეტაბოლიზდებიან მხოლოდ კონიუგაციით.

ალპრაზოლამის და CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების, როგორიცაა აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი და ვორიკონაზოლი), პროტეაზას ინჰიბიტორების ან გარკვეული მაკროლიდების (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი) ერთდროული გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით და ასევე შეიძლება განიხილონ დოზის მნიშვნელოვანი დაქვეითება.

აზოლის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი) არის CYP3A-ს ძლიერი ინჰიბიტორები და in vivo ანალიზით ნაჩვენებია, რომ გაზრდის ალპრაზოლამის კონცენტრაციას შესაბამისად 3,98 და 2,70-ჯერ. ალპრაზოლამის და ამ ორი პრეპარატის ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის. სხვა აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ასევე განიხილება CYP3A-ს ძლიერ ინჰიბიტორებად და მათი ალპრაზოლამთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ალპრაზოლამის კლინიკური და in vitro კვლევები, ისევე როგორც ალპრაზოლამის მსგავსად მეტაბოლიზებული პრეპარატების კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ ეს პრეპარატი ცვალებადად ურთიერთქმედების, როგორც ჩანს, სხვადასხვა პრეპარატთან. ურთიერთქმედების ხარისხიდან და ხელმისაწვდომი მონაცემების ტიპებიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია შემდეგი რეკომენდაციები.

  • არ არის რეკომენდებული ქსანაქსის®-ისა და კეტოკონაზოლის, იტრაკონაზოლის ან სხვა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომლებიც მიეკუთვნება აზოლის ჯგუფს.
  • ნეფაზოდონთან, ფლუვოქსამინთან და ციმეტიდინთან ერთდროული გამოყენებისას ქსანაქსის®-ის დოზა უნდა შემცირდეს სიფრთხილით, განსაკუთრებული ყურადღებით.
  • ქსანაქსი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ფლუოქსეტინთან, პროპოქსიფენთან, ორალურ კონტრაცეპტივებთან, დილთიაზემთან ან მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას, როგორიცაა ერითრომიცინი და ტროლეანდომიცინი.
  • ალპრაზოლამის ურთიერთქმედება აივ პროტეაზას ინჰიბიტორებთან (მაგ. რიტონავირი) რთულია და დროზეა დამოკიდებული. რიტონავირის დაბალი დოზები იწვევს ალპრაზოლამის კლირენსის შემცირებას, ზრდის ნახევარგამოყოფის პერიოდს და აძლიერებს მის კლინიკურ ეფექტებს. თუმცა, რიტონავირის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, CYP3A ინდუქცია ანაზღაურებს ამ ინჰიბირებას. ეს ურთიერთქმედება მოითხოვს დოზის კორექციას ან ქსანაქსით® მკურნალობის შეწყვეტას.
  • ალპრაზოლამთან ერთად აღინიშნა დიგოქსინის მომატებული კონცენტრაცია, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე მეტი). ამიტომ, პაციენტები, რომლებიც იღებენ ალპრაზოლამს და დიგოქსინს, უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ დიგოქსინის ტოქსიკურობასთან ასოცირებული ნიშნებისა და სიმპტომების გამოსავლენად.

იმიპრამინისა და დესიპრამინის პლაზმური კონცენტრაციები წონასწორულ მდგომარეობაში იზრდება 31%-ით და 20%-ით, შესაბამისად, 4 მგ-მდე ქსანაქს®-თან ერთად მიღებისას დღე-ღამეში ერთდროული მიღების შემდეგ.

კინეტიკური ურთიერთქმედება ასევე დაფიქსირდა ბენზოდიაზეპინებსა და სხვა პრეპარატებს შორის. მაგალითად, ალპრაზოლამის და რამდენიმე სხვა ბენზოდიაზეპინის კლირენსი შეიძლება შემცირდეს ციმეტიდინთან ან მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან ერთად მიღებისას.

ამ შედეგების კლინიკური რელევანტურობა ჯერ კიდევ გასარკვევია.

დოზის გადაჭარბება

ქსანაქსის დოზის გადაჭარბების სიმპტომები ვლინდება ფარმაკოლოგიური აქტივობის გაზრდით და ძირითადად მოიცავს ატაქსიას და ძილიანობას, დიზართრიას, მოძრაობის კოორდინაციის ნაკლებობას, კომას და სუნთქვის ფუნქციის დათრგუნვას.

დოზის გადაჭარბების მკურნალობის ძირითადი მეთოდი სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციების შენარჩუნებაა. დიალიზის ეფექტურობა დადგენილი არ არის. როგორც ყველა ბენზოდიაზეპინის შემთხვევაში, დოზის გადაჭარბება ჩვეულებრივ არ არის სიცოცხლისათვის საშიში, გარდა ცნს სხვა დეპრესანტებთან ან სპირტთან ერთად გამოყენების შემთხვევებისა.

ნებისმიერი პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია პაციენტის მიერ სხვა ნივთიერებების ერთდროულად მიღების ალბათობის გათვალისწინება. ბენზოდიაზეპინების პერორალური დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რეკომენდებულია ღებინების გამოწვევა (მიღებიდან 1 საათის განმავლობაში), თუ პაციენტი გონზეა, ან კუჭის ამორეცხვა სასუნთქი გზების დაცვით, თუ პაციენტი უგონო მდგომარეობაშია.

თუ კუჭის დაცლის შემდეგ გაუმჯობესება არ შეინიშნება, პაციენტს უნდა მიეცეს გააქტიურებული ნახშირი პრეპარატის შეწოვის შესამცირებლად. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების აქტივობას. ბენზოდიაზეპინების ჭარბი დოზირებისას, ჩვეულებრივ, შეინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიის სხვადასხვა ხარისხი, ცნობიერების დაბინდვიდან კომამდე.

დოზის გადაჭარბების მსუბუქ შემთხვევებში აღინიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცნობიერების დაბინდვა, დაბნეულობა და ლეთარგია.

დოზის გადაჭარბების უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ატაქსია, კუნთების ჰიპოტენზია, ჰიპოტენზია, რესპირატორული დეპრესია, იშვიათად კომა და ძალიან იშვიათად სიკვდილი. ფლუმაზენილი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ანტიდოტი. ფლუმაზენილი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც დამატებითი საშუალება რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციების დარღვევის აღმოსაფხვრელად დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმამდე და შეადგინოს არაუმეტეს 2-4 კვირა (იხ. პარაგრაფი "გამოყენების მეთოდი და დოზირება"). პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლინიკური მდგომარეობა გადაიხედა. მკურნალობის დაწყების შემდეგ შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს პაციენტის ინფორმირება, რომ მკურნალობის ხანგრძლივობა შეზღუდული იქნება და დეტალურად უნდა აუხსნან დოზის თანდათანობითი შემცირების აუცილებლობა.

უფრო მეტიც, პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ასხლეტის სინდრომის შესაძლებლობის შესახებ, რითაც მინიმუმამდე დაიყვანოთ შფოთვა ასეთი სიმპტომების გამო, თუ ისინი წარმოიქმნება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, პრეპარატის დოზების გამოყენებას შორის შეიძლება გამოვლინდეს მოხსნის სიმპტომები.

გახანგრძლივებული მოქმედების ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ არ გადაერთონ ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინებზე, რადგან შეიძლება აღინიშნოს მოხსნის სიმპტომები.

ოპიოიდების საერთო გამოყენების რისკი

ქსანაქსის®-ისა და ოპიოიდების ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სედაცია, სუნთქვის უკმარისობა, კომა და სიკვდილი. ამ რისკების გამო, სედატიური საშუალებები, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები ან წარმოებულები, როგორიცაა ქსანაქსი® ოპიოიდებთან ერთად უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტები არ არის ხელმისაწვდომი.

თუ გადაწყვეტილება მიიღება ქსანაქსის®-ის დანიშვნის შესახებ ოპიოიდებთან ერთად, უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე (იხ. პარაგრაფი „გამოყენების მეთოდი და დოზები“).

პაციენტები უნდა იყვნენ მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ სუნთქვის უკმარისობის და სედაციის ნიშნებისა და სიმპტომების გამოსავლენად. ამასთან დაკავშირებით, მკაცრად რეკომენდებულია პაციენტებისა და მომვლელების ინფორმირება (სადაც შესაძლებელია) ამ სიმპტომების შესახებ (იხ. პარაგრაფი "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან").

ამტანობა

ბენზოდიაზეპინების განმეორებითი გამოყენებისას რამდენიმე კვირის განმავლობაში, მათი ჰიპნოზური ეფექტი შეიძლება გარკვეულწილად შესუსტდეს.

დამოკიდებულების განვითარება

ბენზოდიაზეპინების, მათ შორის ალპრაზოლამის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ფიზიკური ან გონებრივი დამოკიდებულება ამ პრეპარატებზე. როგორც ყველა ბენზოდიაზეპინის შემთხვევაში, დამოკიდებულების რისკი იზრდება მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობისას და რისკი უფრო მაღალია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ფსიქოაქტიური ნივთიერებების და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება.

სამკურნალო საშუალებების ბოროტად გამოყენება განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს ალპრაზოლამის და სხვა ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას და პაციენტები, რომლებიც იღებენ ალპრაზოლამს, უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ. ალპრაზოლამი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჯანმრთელობისთვის განზრახ ზიანის მიყენებისთვის. დაფიქსირდა დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევები ალპრაზოლამის ბოროტად გამოყენებისას ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) დამთრგუნველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან, მათ შორის ოპიოიდებთან, სხვა ბენზოდიაზეპინებთან და ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას. ეს რისკები უნდა იქნას გათვალისწინებული ალპრაზოლამის დანიშვნის ან გაცემისას.

ამ რისკების შესამცირებლად, უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატის ყველაზე დაბალი შესაძლო დოზები და პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული გამოუყენებელი პრეპარატების სათანადო შენახვისა და განადგურების შესახებ (იხ. პარაგრაფები "გამოყენების მეთოდი და დოზები", "გვერდითი მოვლენები" და "დოზის გადაჭარბება". დამოკიდებულება შეიძლება აღინიშნოს პრეპარატის თერაპიული დოზებით გამოყენებისას და/ან პაციენტებში ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების გარეშე.

დამოკიდებულების რისკი იზრდება, როდესაც ერთდროულად გამოიყენება მრავალი ბენზოდიაზეპინი, შფოთვისთვის თუ ძილის გასაუმჯობესებლად. დაფიქსირდა პრეპარატის ბოროტად გამოყენების შემთხვევებიც. ფიზიკური დამოკიდებულების არსებობისას, მკურნალობის უეცარ შეწყვეტას თან ახლავს მოხსნის სიმპტომები.

ეს სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს, უკიდურეს შფოთვას, დაძაბულობას, აგზნებას, დაბნეულობას და გაღიზიანებას. მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: დერეალიზაცია, დეპერსონალიზაცია, ჰიპერაკუზია, დაბუჟება და ჩხვლეტა კიდურებში, გაზრდილი მგრძნობელობა სინათლის, ხმაურის და ფიზიკური შეხების მიმართ, ჰალუცინაციები და კრუნჩხვები.

შებრუნებითი უძილობა ან შფოთვა

მკურნალობის შეწყვეტისას შეიძლება განვითარდეს გარდამავალი სინდრომი, რის შედეგადაც სიმპტომები, რომლებიც თავდაპირველად იწვევდა ბენზოდიაზეპინით მკურნალობის აუცილებლობას, განახლდება გაძლიერებული ფორმით. ამ სინდრომს შეიძლება ახლდეს სხვა რეაქციები, მათ შორის განწყობის ხშირი ცვალებადობა, შფოთვა, მოუსვენრობა და ძილის დარღვევა.

ვინაიდან მოხსნის სიმპტომების ან სიმპტომების განმეორების რისკი უფრო მაღალია პრეპარატის უეცარი შეწყვეტისას, რეკომენდებულია დოზის თანდათანობით შემცირება.

პრეპარატის მოხსნა

როგორც ყველა სხვა ბენზოდიაზეპინის შემთხვევაში, ქსანაქსის® დოზა თანდათან უნდა შემცირდეს, რადგან მკურნალობის უეცარმა ან ძალიან სწრაფმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები.

მოხსნის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მსუბუქ დისფორიას და უძილობას, ან გამოვლინდეს მძიმე სიმპტომების სახით, მათ შორის კუნთების და მუცლის კრუნჩხვები, ღებინება, ოფლიანობა, ტრემორი და კრუნჩხვები.

გარდა ამისა, მოხსნის სიმპტომები შეიძლება გამოჩნდეს დოზის სწრაფი შემცირების ან უეცარი მოხსნის შემდეგ (იხ. პარაგრაფი "გამოყენების მეთოდი და დოზები“ და "გვერდითი მოქმედება").

ეს სიმპტომები, განსაკუთრებით უფრო მძიმე ხასიათის, უფრო ხშირია პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატის ზედმეტად მაღალ დოზებს დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, მოხსნის სიმპტომები ასევე დაფიქსირდა ბენზოდიაზეპინების თერაპიული დოზების უეცარი შეწყვეტის შემდეგ.

ამრიგად, თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის უეცარი მოხსნა, ასევე რეკომენდებულია დოზის თანდათანობით შემცირება (იხ. პარაგრაფი "გამოყენების მეთოდი და დოზები"). პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ, პანიკური აშლილობის მქონე პაციენტებს ზოგჯერ შეიძლება აღენიშნებოდეთ სიმპტომები, რომლებიც წააგავს მოხსნის ტიპურ სიმპტომებს, რომლებიც დაკავშირებულია პანიკის შეტევის რეციდივთან.

ამნეზია

ბენზოდიაზეპინებმა შეიძლება გამოიწვიოს ანტეროგრადული ამნეზია. ყველაზე ხშირად, ეს ხდება პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

ფსიქიკური და პარადოქსული რეაქციები

ცნობილია, რომ რეაქციები, მათ შორის მოუსვენრობა, აგზნება, გაღიზიანება, აგრესიულობა, ბოდვები, სიბრაზე, კოშმარები, ჰალუცინაციები, ფსიქოზი და არასასურველი ქცევითი ეფექტები ვითარდება ბენზოდიაზეპინების გამოყენების შემდეგ. თუ ეს რეაქციები აღინიშნა, პრეპარატი უნდა შეწყდეს. ასეთი რეაქციები უფრო ხშირია ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში

პაციენტების განსაკუთრებული პოპულაციები

ბავშვები

ბავშვებს ბენზოდიაზეპინები არ უნდა დაენიშნოს მათი გამოყენების აუცილებლობის საფუძვლიანი შეფასების გარეშე და მკურნალობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე.

ხანდაზმული და დასუსტებული პაციენტები

ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში ნარჩენი სედაციისა და ატაქსიის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია ყველაზე დაბალი დოზის გამოყენება.

ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის შემცირებული დოზა უნდა იქნას გამოყენებული. ბენზოდიაზეპინები და მასთან დაკავშირებული ნაერთები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულ პაციენტებში სედაციის და/ან კუნთოვანი სისუსტის რისკის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაცემა, ხშირად სერიოზული შედეგები ამ პაციენტების პოპულაციაში. უფრო დაბალი დოზა ასევე რეკომენდებულია ქრონიკული რესპირატორული უკმარისობის მქონე პაციენტებში სუნთქვის დათრგუნვის რისკის გამო.

სტანდარტული სიფრთხილის ზომები უნდა იქნას დაცული თირკმელების ფუნქციის დარღვევისა და ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობისას, ხოლო ბენზოდიაზეპინები უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან მათ შეიძლება გამოიწვიოს ენცეფალოპათია.

ბენზოდიაზეპინები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ფსიქოზური დაავადების პირველი რიგის თერაპია. ბენზოდიაზეპინები და ბენზოდიაზეპინის მსგავსი საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც მონოთერაპია მძიმე დეპრესიის ან დეპრესიასთან დაკავშირებული შფოთვის დროს, ამ პირობების მქონე პაციენტებში თვითმკვლელობის ჩადენის ალბათობის გამო.

ქსანაქსი® უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და შეზღუდული რაოდენობით პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დეპრესიული აშლილობის ნიშნები და სიმპტომები ან სუიციდური მიდრეკილებები.

მკურნალმა ექიმმა უნდა მიიღოს განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ პრეპარატის სხვა ფსიქოტროპულ საშუალებებთან კომბინირებას, რათა თავიდან აიცილოს მოულოდნელი ურთიერთქმედება.

ისევე, როგორც სხვა ფსიქოტროპული საშუალებების შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უნდა იქნას დაცული ალპრაზოლამის გამოყენებისას მძიმე დეპრესიის ან სუიციდური ტენდენციის მქონე პაციენტებში, აგრეთვე უნდა დაიცვან წარმოდგენილი დოზის ზომის რეცეპტები.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უნდა იქნას მიღებული ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენება.

პაციენტები, რომლებიც რეგულარულად ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს და/ან ფსიქოტროპულ ნივთიერებებს ბენზოდიაზეპინების მკურნალობის დროს, უნდა იმყოფებოდნენ მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ამ პაციენტების მიდრეკილების გათვალისწინებით. დეპრესიის მქონე პაციენტებში აღწერილია ჰიპომანიისა და მანიის ეპიზოდები, რომლებიც დაკავშირებულია ალპრაზოლამის გამოყენებასთან.

ქსანაქსის® ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს

ქსანაქსის® ტაბლეტები შეიცავს 96 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს თითო ტაბლეტზე. ქსანაქსი® არ უნდა მიიღონ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით გალაქტოზას აუტანლობით, მთლიანი ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით.

ქსანაქსის® ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმს

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებს (23 მგ) ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

ქსანაქსის® ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს

ქსანქსის® ტაბლეტები შეიცავს 0,11 მგ ნატრიუმის ბენზოატს თითო დოზაზე.

ავტომობილის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მოძრავ მექანიზმებთან მუშაობა:

სედაცია, ამნეზია, ყურადღების და კუნთების ფუნქციის დაქვეითება შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ ძილის ხანგრძლივობა არასაკმარისია, შეიძლება გაიზარდოს სიფხიზლის გაუარესების ალბათობა.

ცნს-ზე ალპრაზოლამის დამთრგუნველი ეფექტის გათვალისწინებით, პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ამ პრეპარატით, უნდა გააფრთხილონ სახიფათო მექანიზმებთან მუშაობის, სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა საქმიანობაში ჩართვის რისკის შესახებ, რომელიც მოითხოვს სრულ კონცენტრაციას, რათა თავიდან აიცილოს ყურადღების და რეფლექსების გაუარესება ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენების შემდეგ.

გამოშვების ფორმა

ტაბლეტები შიგნით მისაღებად

  • 10 ტაბლეტი შეფუთულია კონტურულ ჯგუფურ შეფუთვაში (ბლისტერში);

→ •3 ან 10 ბლისტერი და გამოყენების ინსტრუქცია მუყაოს კოლოფში პირველი გახსნის კონტროლით;

  • 30, 50 ან 100 ტაბლეტი შეფუთულია მუქი შუშის ფლაკონში;

→ • ერთი ფლაკონი და გამოყენების ინსტრუქცია მუყაოს კოლოფში პირველი გახსნის კონტროლით.

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (20-25°C).

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

3 წელი

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მიღება არ შეიძლება!

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით.

მწარმოებელი წარმოებულია: სანიკო ნ.ვ ბელგია შეფუთულია: პფაიზერი იტალია, ს.რ.ლ იტალია

სარეგისტრაციო სერტიფიკატის მფლობელი

ვიატრის სპეშიალთი ელელსი,

3711 კოლინს ფერი როუდ, მორგანთაუნი, ЗВ 26505, აშშ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა