- მოქმედი ნივთიერება
- ალოპურინოლი (allopurinol)
- ფორმა და შეფუთვა
- 300მგ ტაბლეტი №28
- მწარმოებელი
- Indoco Remedies Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებები, შარდმჟავას წარმოქმნის მაინჰიბირებელი პრეპარატები
- ATC კოდი
- M04AA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-022752
- რეგისტრირებულია
- 30 ივნისი 2017, მოქმედებს 30 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ალოპურინოლი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით საკვების ან წახემსების შემდეგ.
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს პაციენტისთვის შესაფერის დოზას. ფარმაცევტის მისამაგრებელი ეტიკეტი პაციენტს ეტყვის მისაღები ტაბლეტების რაოდენობას და სიხშირეს.
ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ქვემოთ მოცემულია ტიპიური დოზები:
მოზრდილები:ალოპურინოლის საწყისი დოზა შეადგენს 100მგ დღეში. შემდეგ მკურნალი ექიმი გაზრდის დოზას 100მგ-მდე ყოველკვირეული ინტერვალებით შემანარჩუნებელ დოზამდე, რომელიც შესაფერისია პაციენტისათვის, ჩვეულებრივ 200-600მგ დღეში. მძიმე შემთხვევებში დოზა შეიძლება იყოს 700-900მგ დღეში. 300მგ-ზე მაღალი დოზა დაიყოფა დღიურ დოზებად.
თუ პაციენტი ღებულობს ალოპურინოლს სიმსივნის სამკურნალო საშუალებასთან ერთად, საჭიროა ალოპურინოლის მიღების დაწყება სიმსივნის მკურნალობამდე 2-3 დღით ადრე საწყისი დოზებით 200მგ დღეში სამჯერ. მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა შემანარჩუნებელ დოზამდე ჩვეულებრივ 300-400მგ დღეში.
თუ პაციენტს ამ პრეპარატის მიღების დროს აღენიშნება პოდაგრას შეტევა, საჭიროა პრეპარატის მიღების გაგრძელება და მკურნალობისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ამ სამკურნალო საშუალებამ მიღების დაწყების დროს შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრული ართრიტის განვითარება. მკურნალმა ექიმმა შეიძლება ურჩიოს პაციენტს კოლხიცინის მიღება ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების მიღება (ასპირინისა ან სალიცილატების გარდა) შეტევის პრევენციის მიზნით.
თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ან თირკმელების დაავადება, ან თუ ღებულობს გარკვეულ პრეპარატებს, როგორიც არის მერკაპტოპურინი ან აზათიოპრინი, მკურნალმა ექიმმა პაციენტს შეიძლება მისცეს დაბალი დოზა. თირკმლისმიერი დიალიზის დროს დოზა შეადგენს 300-400მგ-ს ყოველი დიალიზის შემდეგ და დოზა არ მიიღება დიალიზს შორის პერიოდში.
ხანდაზმულები: მკურნალი ექიმი შეარჩევს საჭირო მინიმალურ შემანარჩუნებელ დოზას.
15 წლამდე ასაკის ბავშვები (სიმსივნის ან ფერმენტული დარღევვების სამკურნალოდ): პაციენტის წონის შესაბამისად მკურნალი ექიმი შეარჩევს საუკეთესო დოზას. ჩვეულებრივი დღიური დოზა არის 10-20მგ/კგ სხეულის წონაზე/დღეში, მაქსიმუმ 400მგ დღეში.
ტაბლეტების დოზის გადაჭრბება:
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან წავიდეს უახლოესი საავადმყოფოს პირველი დახმარების განყოფილებაში. სამკურნალო საშუალების იდენტიფიცირებისათვის პაციენტმა თან უნდა იქონიოს ნებისმიერი ნარჩენი ტაბლეტი და შეფუთვა.
დოზის გამოტოვება:
გამოტოვებული დოზა მიიღება გახსენებისთანავე, შემდეგი დოზა მიიღება ჩვეულებრივ დროს. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვებული დოზა აღარ მიიღება და პაციენტმა პრეპარატის მიღება უნდა განაგრძნოს დოზირების ჩვეულებრივი ცხრილით. დაუშვებელია დოზების გაორმაგება.
სიფრთხილის ზომები
დაუშვებელია ამ ტაბლეტების მიღება თუ:
თუ პაციენტი ალერგიულია ალოპურინოლის ან ამ ტაბლეტების შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ პარაგრაფი 6).
ამ ტაბლეტების მიღებამდე პაცინტმა უნდა გადაამოწმოს მკურნალ ექიმთან თუ:
პაციენტს აქვს თირკმელების ან ღვიძლის დაავადება
მკურნალობს სიმსივნეს
პაციენტს ან მის ოჯახის წევრს აქვს მდგომარეობა, რომელიც ცნობილია იდიოპათიური ჰემოქრომატოზის (რკინის დაგროვების დაავადება) სახელით.
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობს, სხვა სამკურნალო საშუალებებს, ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების ჩათვლით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი ღებულობს:
ანტიკოაგულანტებს (სისხლის გასათხევადებლად), როგორიც არის ვარფარინი და აცენოკოუმაროლი
თეოფილინი, გამოიყენება ასთმის/სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ, როგორიც არის კაპეციტაბინი, მერკაპტოპურინი და ციკლოფოსფამიდი
ფენიტოინი, ეპილეფსიის სამკურნალოდ
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებების ან ჰიპერტენზიის, როგორიც არის ,,აგფ ინჰიბიტორები”, მაგ. კაპტოპრილი, ან დიურეზული საშუალებები (შარდმდენი ტაბლეტები) მაგ., ბენდროფლუმეთიაზიდი, ფუროსემიდი, ეტაკრინის მჟავა
ქლორპროპრამიდი, გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ
დიაზოქსიდი, გამოიყენება სისხლში შაქრის დაბალი დონის სამკურნალოდ, ან ჰიპერტენზიისთვის
პოდაგრას სამკურნალო სხვა სამკურნალო საშუალებები, ე.წ. სულფინპირაზონი და პრობენეციდი
პირაზინამიდი, გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ
ამპიცილინი და ამოქსიცილინი, ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ
ვიდარაბინი და დიდანისონი, გამოიყენება ვირუსული/აივ ინფექციების სამკურნალოდ
ციკლოსპორინი ან აზათიოპრინი, გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციის მიზნით ან მძიმე რევმატოიდული ართრიტის ან ფსორიაზის სამკურნალოდ
ასპირინი ან სხვა სალიცილატები
პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის შემჟავება მაგ. ვიტამინი C.
სხვა განსაკუთრებული გაფრთხილებები:
სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გამონაყარი კანზე (ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი) აღინიშნა ალოპურინოლის მიღების შედეგად, რაც საწყისად გამოვლინდება მოწითალო სამიზნისებური ლაქებით ან მრგვალი ერითემით ხშირად სხეულზე ცენტრალურად განლაგენული ბუშტუკებით.
ხშირად გამონაყარმა შეიძლება მოიცვას წყლულები პირზე, ყელზე, ცხვირზე, გენიტალიებზე დაკონიუნქტივიტი (წითელი და შეშუპებული თვალები).
ამ სერიოზულ გამონაყარს კანზე ხშირად წინ უძღვის ცხელება, თავის ტკივილი, სხეულის ტკივილი (გრიპის მსგავსი სიმპტომები). გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს ფართოდ გავრცელებულ ბუშტუკებში და კანის აქერცვლაში.
ეს სერიოზული რეაქციები კანზე შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს პაციენტებში თირკლემების ქრონიკული უკმარისობით და ჩინური ან ტაილანდური წარმოშობის ადამიანებში.
კანზე სერიოზული რეაქციების გამოვლენის ყველაზე მაღალი რისკი არის მკურნალობის პირველ კვირებში.
თუ პაციენტს განუვითარდება გამონაყარი ან ეს სიმპტომები კანზე, საჭიროა ალოპურინოლის მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს და ეცნობოს რომ პაციენტი ღებულობს ამ სამკურნალო საშუალებას.
თუ პაციენტს ალოპურინოლის მიღების შედეგად განუვითარდა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი დაუშვებელია ნებისმიერ დროს ალოპურინოლის მიღების ხელახლა განახლება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ პაციენტი ორსულია ან ლაქტაციის პერიოდშია პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ზემოქმედება მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ალოპურინოლს შეუძლია ძილიანობის ან თავბრუსხვევის გამოწვევა. თუ პაციენტს გამოუვლინდება ასეთი ტიპის მოქმედება მანქანისა და მექანიზმების მართვა დაუშვებელია.
ალკოჰოლი: პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს ალკოჰოლის მიღება ამ სამკურნალო საშუალებით მკურნალობის დროს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალოპურინოლის ტაბლეტების შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების შესახებ:
შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს უთხრეს, რომ მას აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გვერდითი მოვლენების განვითარების გამოწვევა, თუმცა ის ყველას არ აღენიშნება.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები არის რეაქციები კანზე, როგორიც არის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის აქერცვლა, კანის ქსოვილების მოდუნება ან აფცქვნა, წვა ან ბუშტუკების წარმოქმნა, ნაკაწრი ან კანის სიწითლე, მგრძნობელობა, იასამნისფერი ლაქები კანზე. კანზე რეაქციებს შეიძლება მოჰყვეს უფრო მძიმე ხარისხის ალერგიული რეაქციები. სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გამონაყარი კანზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი) ძალიან იშვიათად აღინიშნა (იხილეთ პარაგრაფი 2).
თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი, საჭიროა ტაბლეტების მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს:
იშვიათი (მოქმედებს 1-ზე ნაკლებზე 1,000 ადამიანიდან):
ცხელება და შემცივნება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი (გრიპის მსგავსი სიმპტომები) და ზოგადად ცუდად ყოფნა
ნებისმიერი სახის ცვლილებები კანზე, მაგალითად, წყლულები პირის, ყელის, ცხვირის, გენიტალიების, კონიუნქტივიტი (წითელი და შეშუპებული თვალები), ფართოდგავრცელებული ბუშტუკები ან კანის აქერცვლა
მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რაც მოიცავს ცხელებას, გამონაყარს კანზე, სახსრების ტკივილს, სისხლის და ღვიძლის ფუნქციური ტესტის დარღვევებს (ეს შეიძლება იყოს მულტიორგანული მგრძნობელობის დარღვევის ნიშნები).
ძალიან იშვიათი (შეიძლება იმოქმედოს 1-ზე ნაკლებზე 10,000 ადამიანიდან):
მოულოდნელად აღმოცენებული ხიხინი, გართულებული სუნთქვა, პირის, ყელის, ენის ან სახის შეშუპება, ან ზოგჯერ კოლაფსი
იღლიების, საზარდულის ან კისრის ჯირკვლების შეშუპება.
პაციენტს გამონაყარი კანზე უფრო ხშირად გამოუვლინდება თუ აქვს ღვიძლის ან თირკმელების დაავადება ან თუ ღებულობს ზოგიერთ სხვა პრეპარატს, როგორიც არის ამპიცილინი, ამოქსიცილინი, თიაზიდური დიურეზული პრეპარატები (წყლის ტაბლეტები) ან ვიდარაბინი.
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ აწუხებს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი მოვლენა:
არახშირი (შეიძლება იმოქმედოს 1-ზე ნაკლებზე 100 ადამიანიდან):
გულისრევა ან ღებინება
ღვიძლის ფუნქციის ცვლილება.
იშვიათად (შეიძლება იმოქმედოს 1-ზე ნაკლებზე 1,000 ადამიანიდან):
ფაღარათი
კუნთების ტკივილი, ტკივილი ზურგის არეში
ყელის ტკივილი, შემცივნება
ღვიძლის დაავადებები (ნიშნები მოიცავს კანის და/ან სკლერას სიყვითლეს, ტკივილს მუცლის არეში, მადის დაკარგვას)
შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები
ნერვული სისტემის მოშლა (ნიშნები მოიცავს ჩხვლეტას, დაბუჟებას, კუნთების სისუსტეს).

სტენოკარდია (ტკივილი მკერდის არეში), ჰიპერტენზია, ნელი პულსი
სისხლი შარდში ან სისხლიანი ღებინება
ცხელება
დეპრესია
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძიალიანობა
დიაბეტი (ნიშნები შეიძლება იყოს წყურვილის შეგრძნება ან დაღლილობა)
მხედველობის ცვლილება ან კატარაქტა
გემოს შეგრძნების დარღევვა
ცვლილებები ნაწლავების ნორმალურ ფუნქციონირებაში ან ზეთოვანი განავალი
მერყეობის შეგრძნება ან დაბუჟება, კუნთების მოძრაობის უუნარობა ან გონების დაკარგვა
სისხლის დაავადება (ნიშნები მოიცავს გაადვილებულ დალურჯებებს, სისხლდენას კანქვეშ, დაღლილობას, კანის სიფერმკრთალეს, ხშირ ინფექციებს)
თმის ფოლიკულის ჩირქოვანი ინფექცია, რომლესაც თან ახლავს ტკივილი
სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე
სითხის მომატება, რაც იწვევს შეშუპებას, განსაკუთრებით კოჭების
თმის ცვენა ან გაუფერულება
წყლულები პირში
ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება ან სისუსტე
მამაკაცებში ფერტილობის დარღვევა, ერექციის დარღვევა და გინეკომასტია.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ პაციენტს აღენიშნება გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გევრდით მოვლენას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. პაციენტს, აგრეთვე, შეუძლია გვერდითი მოვლენების შეტყობინება პირდაპირ ,,ყვითელი” ბარათის სქემის საშუალებით, მისამართზე: www.mhra.gov.uk/yellowcard. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით პაციენტი დაეხმარება პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში.
შენახვის პირობები
ტაბლეტები ინახება მოწოდებულ შეფუთვაში და არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ყველა პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
დაუშვებელია ტაბლეტების მიღება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. უსაფრთხოთ განადგურების მიზნით, ნებისმიერი ვადაგასული პრეპარატი უნდა დაუბრუნდეს ფარმაცევტს.
დამატებითი ინფორმაცია
ინგრედიენტები:
ალოპურინოლის ტაბელტები აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ან 100მგ ან 300მგ ალოპურინოლს. დამხმარე ნივთიერებები არის: ლაქტოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი და მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტების გარეგნული სახე:
ალოპურინოლის 100მგ ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი ტაბლეტები, გრავირებული RL ერთ მხარეს და A329 მეორე მხარეს.
ალოპურინოლის 300მგ ტაბლეტები არის თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტები, გრავირებული RL ერთ მხარეს და A330 მეორე მხარეს.
ეს სამკურნალო საშუალება ხელმისაწვდომია 28, 42, 50, 56, 84, 100, 112, 250, 500 და 1000 ტაბლეტიანი შეფუთვებით. ყველა ზომის შეფუთვა არ არის ხელმისაწვდომი.
სამკურნალო საშუალების მწარმოებელი და პროდუქტის ლიცენზიის მფლოებლი:
Crescent Pharma Limited, Units 3 & 4, Quidhampton
Business Units, Polhampton Lane, Overton, Hants, RG25 3ED
კრესცენტ ფარმა ლიმიტედ, იუნიტს 3 & 4, ქუიდჰამპტონი
ბიზნეს იუნიტს, პოლჰამპტონ ლეინ, ოვერტონ, ჰანტს, რგ25 3ედ
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვესია
გამოყენების ინსტრუქცია
ალოპურინოლი 100მგ და 300მგ ტაბლეტები
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა; შეიძლება წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა. ნებისმიერი კითხვის გაჩენის ან ეჭვის არსებობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაენიშნა პაციენტს. დაუშვებელია მისი სხვისთვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად მან შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტს.
გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს იმ შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარებასაც, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რა არის ალოპურინოლის ტაბლეტები და მათი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ალოპურინოლის ტაბლეტების მიღებამდე
ალოპურინოლის ტაბლეტების მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ალოპურინოლის ტაბლეტების შენახვის წესი
დამატებითი ინფორმაცია
რა არის ალოპურინოლის ტაბლეტები და მათი გამოყენება
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ალოპურინოლს, რომლის მოქმედებაც განპირობებულია ორგანიზმში შარდმჟავას/ურატების წარმოქმნის შემცირებასთან/შენელებასთან.
ეს სამკურნალო საშუალება გამოიყენება ორგანიზმში შარდმჟავას ჭარბ რაოდენობასთან დაკავშირებული შემდეგი მდგომარეობების პრევენციისთვის/სამართავად:
პოდაგრა (მტკივნეული შეშუპება და სახსრის მიდამოს სიწითლე), სიმსივნის მკურნალობა და დიურეზული საშუალებებით მკურნალობა (შარდმდენი ტაბლეტები), თირკმელებში ქვები, კანის გარკვეული დაავადებები და გარკვეული სახის ფერმენტების დარღვევები მაგ. ლეშ-ნიჰანის სინდრომი.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ალოპურინოლის ტაბლეტების მიღებამდე
დაუშვებელია ამ ტაბლეტების მიღება თუ:
თუ პაციენტი ალერგიულია ალოპურინოლის ან ამ ტაბლეტების შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ პარაგრაფი 6).
ამ ტაბლეტების მიღებამდე პაცინტმა უნდა გადაამოწმოს მკურნალ ექიმთან თუ:
პაციენტს აქვს თირკმელების ან ღვიძლის დაავადება
მკურნალობს სიმსივნეს
პაციენტს ან მის ოჯახის წევრს აქვს მდგომარეობა, რომელიც ცნობილია იდიოპათიური ჰემოქრომატოზის (რკინის დაგროვების დაავადება) სახელით.
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობს, სხვა სამკურნალო საშუალებებს, ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების ჩათვლით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი ღებულობს:
ანტიკოაგულანტებს (სისხლის გასათხევადებლად), როგორიც არის ვარფარინი და აცენოკოუმაროლი
თეოფილინი, გამოიყენება ასთმის/სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ, როგორიც არის კაპეციტაბინი, მერკაპტოპურინი და ციკლოფოსფამიდი
ფენიტოინი, ეპილეფსიის სამკურნალოდ
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებების ან ჰიპერტენზიის, როგორიც არის ,,აგფ ინჰიბიტორები”, მაგ. კაპტოპრილი, ან დიურეზული საშუალებები (შარდმდენი ტაბლეტები) მაგ., ბენდროფლუმეთიაზიდი, ფუროსემიდი, ეტაკრინის მჟავა
ქლორპროპრამიდი, გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ
დიაზოქსიდი, გამოიყენება სისხლში შაქრის დაბალი დონის სამკურნალოდ, ან ჰიპერტენზიისთვის
პოდაგრას სამკურნალო სხვა სამკურნალო საშუალებები, ე.წ. სულფინპირაზონი და პრობენეციდი
პირაზინამიდი, გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ
ამპიცილინი და ამოქსიცილინი, ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ
ვიდარაბინი და დიდანისონი, გამოიყენება ვირუსული/აივ ინფექციების სამკურნალოდ
ციკლოსპორინი ან აზათიოპრინი, გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციის მიზნით ან მძიმე რევმატოიდული ართრიტის ან ფსორიაზის სამკურნალოდ
ასპირინი ან სხვა სალიცილატები
პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის შემჟავება მაგ. ვიტამინი C.
სხვა განსაკუთრებული გაფრთხილებები:
სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გამონაყარი კანზე (ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი) აღინიშნა ალოპურინოლის მიღების შედეგად, რაც საწყისად გამოვლინდება მოწითალო სამიზნისებური ლაქებით ან მრგვალი ერითემით ხშირად სხეულზე ცენტრალურად განლაგენული ბუშტუკებით.
ხშირად გამონაყარმა შეიძლება მოიცვას წყლულები პირზე, ყელზე, ცხვირზე, გენიტალიებზე დაკონიუნქტივიტი (წითელი და შეშუპებული თვალები).
ამ სერიოზულ გამონაყარს კანზე ხშირად წინ უძღვის ცხელება, თავის ტკივილი, სხეულის ტკივილი (გრიპის მსგავსი სიმპტომები). გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს ფართოდ გავრცელებულ ბუშტუკებში და კანის აქერცვლაში.
ეს სერიოზული რეაქციები კანზე შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს პაციენტებში თირკლემების ქრონიკული უკმარისობით და ჩინური ან ტაილანდური წარმოშობის ადამიანებში.
კანზე სერიოზული რეაქციების გამოვლენის ყველაზე მაღალი რისკი არის მკურნალობის პირველ კვირებში.
თუ პაციენტს განუვითარდება გამონაყარი ან ეს სიმპტომები კანზე, საჭიროა ალოპურინოლის მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს და ეცნობოს რომ პაციენტი ღებულობს ამ სამკურნალო საშუალებას.
თუ პაციენტს ალოპურინოლის მიღების შედეგად განუვითარდა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი დაუშვებელია ნებისმიერ დროს ალოპურინოლის მიღების ხელახლა განახლება.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ პაციენტი ორსულია ან ლაქტაციის პერიოდშია პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ზემოქმედება მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ალოპურინოლს შეუძლია ძილიანობის ან თავბრუსხვევის გამოწვევა. თუ პაციენტს გამოუვლინდება ასეთი ტიპის მოქმედება მანქანისა და მექანიზმების მართვა დაუშვებელია.
ალკოჰოლი: პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს ალკოჰოლის მიღება ამ სამკურნალო საშუალებით მკურნალობის დროს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალოპურინოლის ტაბლეტების შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების შესახებ:
შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს უთხრეს, რომ მას აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ალოპურინოლის ტაბლეტების მიღების წესი
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით საკვების ან წახემსების შემდეგ.
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს პაციენტისთვის შესაფერის დოზას. ფარმაცევტის მისამაგრებელი ეტიკეტი პაციენტს ეტყვის მისაღები ტაბლეტების რაოდენობას და სიხშირეს.
ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ქვემოთ მოცემულია ტიპიური დოზები:
მოზრდილები:ალოპურინოლის საწყისი დოზა შეადგენს 100მგ დღეში. შემდეგ მკურნალი ექიმი გაზრდის დოზას 100მგ-მდე ყოველკვირეული ინტერვალებით შემანარჩუნებელ დოზამდე, რომელიც შესაფერისია პაციენტისათვის, ჩვეულებრივ 200-600მგ დღეში. მძიმე შემთხვევებში დოზა შეიძლება იყოს 700-900მგ დღეში. 300მგ-ზე მაღალი დოზა დაიყოფა დღიურ დოზებად.
თუ პაციენტი ღებულობს ალოპურინოლს სიმსივნის სამკურნალო საშუალებასთან ერთად, საჭიროა ალოპურინოლის მიღების დაწყება სიმსივნის მკურნალობამდე 2-3 დღით ადრე საწყისი დოზებით 200მგ დღეში სამჯერ. მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა შემანარჩუნებელ დოზამდე ჩვეულებრივ 300-400მგ დღეში.
თუ პაციენტს ამ პრეპარატის მიღების დროს აღენიშნება პოდაგრას შეტევა, საჭიროა პრეპარატის მიღების გაგრძელება და მკურნალობისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ამ სამკურნალო საშუალებამ მიღების დაწყების დროს შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრული ართრიტის განვითარება. მკურნალმა ექიმმა შეიძლება ურჩიოს პაციენტს კოლხიცინის მიღება ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების მიღება (ასპირინისა ან სალიცილატების გარდა) შეტევის პრევენციის მიზნით.
თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ან თირკმელების დაავადება, ან თუ ღებულობს გარკვეულ პრეპარატებს, როგორიც არის მერკაპტოპურინი ან აზათიოპრინი, მკურნალმა ექიმმა პაციენტს შეიძლება მისცეს დაბალი დოზა. თირკმლისმიერი დიალიზის დროს დოზა შეადგენს 300-400მგ-ს ყოველი დიალიზის შემდეგ და დოზა არ მიიღება დიალიზს შორის პერიოდში.
ხანდაზმულები: მკურნალი ექიმი შეარჩევს საჭირო მინიმალურ შემანარჩუნებელ დოზას.
15 წლამდე ასაკის ბავშვები (სიმსივნის ან ფერმენტული დარღევვების სამკურნალოდ): პაციენტის წონის შესაბამისად მკურნალი ექიმი შეარჩევს საუკეთესო დოზას. ჩვეულებრივი დღიური დოზა არის 10-20მგ/კგ სხეულის წონაზე/დღეში, მაქსიმუმ 400მგ დღეში.
ტაბლეტების დოზის გადაჭრბება:
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან წავიდეს უახლოესი საავადმყოფოს პირველი დახმარების განყოფილებაში. სამკურნალო საშუალების იდენტიფიცირებისათვის პაციენტმა თან უნდა იქონიოს ნებისმიერი ნარჩენი ტაბლეტი და შეფუთვა.
დოზის გამოტოვება:
გამოტოვებული დოზა მიიღება გახსენებისთანავე, შემდეგი დოზა მიიღება ჩვეულებრივ დროს. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვებული დოზა აღარ მიიღება და პაციენტმა პრეპარატის მიღება უნდა განაგრძნოს დოზირების ჩვეულებრივი ცხრილით. დაუშვებელია დოზების გაორმაგება.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გვერდითი მოვლენების განვითარების გამოწვევა, თუმცა ის ყველას არ აღენიშნება.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები არის რეაქციები კანზე, როგორიც არის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის აქერცვლა, კანის ქსოვილების მოდუნება ან აფცქვნა, წვა ან ბუშტუკების წარმოქმნა, ნაკაწრი ან კანის სიწითლე, მგრძნობელობა, იასამნისფერი ლაქები კანზე. კანზე რეაქციებს შეიძლება მოჰყვეს უფრო მძიმე ხარისხის ალერგიული რეაქციები. სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გამონაყარი კანზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი) ძალიან იშვიათად აღინიშნა (იხილეთ პარაგრაფი 2).
თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი, საჭიროა ტაბლეტების მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს:
იშვიათი (მოქმედებს 1-ზე ნაკლებზე 1,000 ადამიანიდან):
ცხელება და შემცივნება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი (გრიპის მსგავსი სიმპტომები) და ზოგადად ცუდად ყოფნა
ნებისმიერი სახის ცვლილებები კანზე, მაგალითად, წყლულები პირის, ყელის, ცხვირის, გენიტალიების, კონიუნქტივიტი (წითელი და შეშუპებული თვალები), ფართოდგავრცელებული ბუშტუკები ან კანის აქერცვლა
მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რაც მოიცავს ცხელებას, გამონაყარს კანზე, სახსრების ტკივილს, სისხლის და ღვიძლის ფუნქციური ტესტის დარღვევებს (ეს შეიძლება იყოს მულტიორგანული მგრძნობელობის დარღვევის ნიშნები).
ძალიან იშვიათი (შეიძლება იმოქმედოს 1-ზე ნაკლებზე 10,000 ადამიანიდან):
მოულოდნელად აღმოცენებული ხიხინი, გართულებული სუნთქვა, პირის, ყელის, ენის ან სახის შეშუპება, ან ზოგჯერ კოლაფსი
იღლიების, საზარდულის ან კისრის ჯირკვლების შეშუპება.
პაციენტს გამონაყარი კანზე უფრო ხშირად გამოუვლინდება თუ აქვს ღვიძლის ან თირკმელების დაავადება ან თუ ღებულობს ზოგიერთ სხვა პრეპარატს, როგორიც არის ამპიცილინი, ამოქსიცილინი, თიაზიდური დიურეზული პრეპარატები (წყლის ტაბლეტები) ან ვიდარაბინი.
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ აწუხებს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი მოვლენა:
არახშირი (შეიძლება იმოქმედოს 1-ზე ნაკლებზე 100 ადამიანიდან):
გულისრევა ან ღებინება
ღვიძლის ფუნქციის ცვლილება.
იშვიათად (შეიძლება იმოქმედოს 1-ზე ნაკლებზე 1,000 ადამიანიდან):
ფაღარათი
კუნთების ტკივილი, ტკივილი ზურგის არეში
ყელის ტკივილი, შემცივნება
ღვიძლის დაავადებები (ნიშნები მოიცავს კანის და/ან სკლერას სიყვითლეს, ტკივილს მუცლის არეში, მადის დაკარგვას)
შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები
ნერვული სისტემის მოშლა (ნიშნები მოიცავს ჩხვლეტას, დაბუჟებას, კუნთების სისუსტეს).
ძალიან იშვიათი (შეიძლება იმოქმედოს 1-ზე ნაკლებზე 10,000 ადამიანიდან):
სტენოკარდია (ტკივილი მკერდის არეში), ჰიპერტენზია, ნელი პულსი
სისხლი შარდში ან სისხლიანი ღებინება
ცხელება
დეპრესია
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძიალიანობა
დიაბეტი (ნიშნები შეიძლება იყოს წყურვილის შეგრძნება ან დაღლილობა)
მხედველობის ცვლილება ან კატარაქტა
გემოს შეგრძნების დარღევვა
ცვლილებები ნაწლავების ნორმალურ ფუნქციონირებაში ან ზეთოვანი განავალი
მერყეობის შეგრძნება ან დაბუჟება, კუნთების მოძრაობის უუნარობა ან გონების დაკარგვა
სისხლის დაავადება (ნიშნები მოიცავს გაადვილებულ დალურჯებებს, სისხლდენას კანქვეშ, დაღლილობას, კანის სიფერმკრთალეს, ხშირ ინფექციებს)
თმის ფოლიკულის ჩირქოვანი ინფექცია, რომლესაც თან ახლავს ტკივილი
სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე
სითხის მომატება, რაც იწვევს შეშუპებას, განსაკუთრებით კოჭების
თმის ცვენა ან გაუფერულება
წყლულები პირში
ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება ან სისუსტე
მამაკაცებში ფერტილობის დარღვევა, ერექციის დარღვევა და გინეკომასტია.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ პაციენტს აღენიშნება გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გევრდით მოვლენას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. პაციენტს, აგრეთვე, შეუძლია გვერდითი მოვლენების შეტყობინება პირდაპირ ,,ყვითელი” ბარათის სქემის საშუალებით, მისამართზე: www.mhra.gov.uk/yellowcard. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით პაციენტი დაეხმარება პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში.
ალოპურინოლის ტაბლეტების შენახვის წესი
ტაბლეტები ინახება მოწოდებულ შეფუთვაში და არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ყველა პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
დაუშვებელია ტაბლეტების მიღება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. უსაფრთხოთ განადგურების მიზნით, ნებისმიერი ვადაგასული პრეპარატი უნდა დაუბრუნდეს ფარმაცევტს.
დამატებითი ინფორმაცია
ინგრედიენტები:
ალოპურინოლის ტაბელტები აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ან 100მგ ან 300მგ ალოპურინოლს. დამხმარე ნივთიერებები არის: ლაქტოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი და მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტების გარეგნული სახე:
ალოპურინოლის 100მგ ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი ტაბლეტები, გრავირებული RL ერთ მხარეს და A329 მეორე მხარეს.
ალოპურინოლის 300მგ ტაბლეტები არის თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტები, გრავირებული RL ერთ მხარეს და A330 მეორე მხარეს.
ეს სამკურნალო საშუალება ხელმისაწვდომია 28, 42, 50, 56, 84, 100, 112, 250, 500 და 1000 ტაბლეტიანი შეფუთვებით. ყველა ზომის შეფუთვა არ არის ხელმისაწვდომი.
სამკურნალო საშუალების მწარმოებელი და პროდუქტის ლიცენზიის მფლოებლი:
Crescent Pharma Limited, Units 3 & 4, Quidhampton
Business Units, Polhampton Lane, Overton, Hants, RG25 3ED
კრესცენტ ფარმა ლიმიტედ, იუნიტს 3 & 4, ქუიდჰამპტონი
ბიზნეს იუნიტს, პოლჰამპტონ ლეინ, ოვერტონ, ჰანტს, რგ25 3ედ
ინსტრუქციის გადახედვის თარიღი: 2014 წლის აგვისტო
ამ ინსტრუქციის სხვა ფორმატში მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ლიცენზიის მფლობელს ზემოთ მოცემულ მისამართზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.