ალოპურინოლი ნორმონი 300 მგ ტაბლეტები EFG
Alopurinol Normon 300 mg comprimidos EFG
ალოპურინოლი ნორმონი მიეკუთვნება ე.წ. ფერმენტების ინჰიბიტორების ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ ორგანიზმში გარკვეული ქიმიური პროცესების სიჩქარის გაკონტროლებით, რაც ამ შემთხვევაში გამოიხატება პლაზმასა და შარდში შარდმჟავის დონის დაქვეითებით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ალოპურინოლი (allopurinol)
- ფორმა და შეფუთვა
- 300მგ ტაბლეტი №30
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებები, შარდმჟავას წარმოქმნის მაინჰიბირებელი პრეპარატები
- ATC კოდი
- M04AA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041341
- რეგისტრირებულია
- 19 ივნისი 2024, მოქმედებს 19 ივნისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ალოპურინოლი ნორმონი 300 მგ ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ალოპურინოლი ნორმონი მიეკუთვნება ე.წ. ფერმენტების ინჰიბიტორების ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ ორგანიზმში გარკვეული ქიმიური პროცესების სიჩქარის გაკონტროლებით, რაც ამ შემთხვევაში გამოიხატება პლაზმასა და შარდში შარდმჟავის დონის დაქვეითებით.
ალოპურინოლი ნორმონი გამოიყენება პოდაგრის და სხვა მდგომარეობების პრევენციისათვის, რომლებიც გამოწვეულია შარდმჟავის ჭარბი რაოდენობით ორგანიზმში, როგორიცაა თირკმლის კენჭები და გარკვეული ტიპის თირკმლის დაავადებები ან მეტაბოლური დაავადებები.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
განკუთვნილია მხოლოდ შიგნით მისაღებად.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით. ჩვეულებრივ მიიღება ერთხელ დღეში, ჩვეულებრივ ჭამის შემდეგ.
ჩვეულებრივ ექიმი მკურნალობას იწყებს ალოპურინოლის დაბალი დოზით (როგორიცაა 100 მგ/დღე), შესაძლო გვერდითი მოვლენების რიკის შესამცირებლად. საჭიროების შემთხვევაში დოზა იზრდება.
რეკომენდებული დოზებია:
მოზრდილები:
ალოპურინოლის ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 100 - 300 მგ. დოზა შეიძლება გაიზარდოს 900 მგ-მდე დღეში ინდივიდუალურად. ამ შემთხვევაში და თუ ვითარდება კუჭის დისკომფორტი, რეკომენდებულია დოზა გაიყოს დღეში რამდენიმე მიღებად და მიღებულ იქნას საკვებთან ერთად.
15 წლამდე ასაკის ბავშვები:
ბავშვებში მედიკამენტის რეკომენდებული დოზაა 100 - 400 მგ დღეში.
ხანდაზმულები
ექიმის დანიშნავს ალოპურინოლის უმცირეს შესაძლო დოზა შარდმჟავას დონის შესამცირებლად და სიმპტომების გასაკონტროლებლად.
ღვიძლის და თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები
თუ პაციენტს თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები აქვს, ექიმი დანიშნავს ალოპურინოლის უმცირეს შესაძლო დოზას შარდმავის დონის დასაქვეითებლად და სიმპტომების გასაკონტროლებლად. თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში რეკომენდებულია 100 მგ-ზე ნაკლები დღეში ან 100 მგ დოზა ერთ დღეზე მეტი ინტერვალებთ. თუ პაციენტს უტარდება დიალიზი კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ, ექიმი დანიშნავს 300 ან 400 მგ-ს, რომელიც მიღებულ უნდა იქნას დიალიზის შემდეგ მაშინათვე.
ალოპურინოლი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ალოპურინოლის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
სიფრთხილის ზომები
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამ მედიკამენტის მიღებისას:
თუ პაციენტს პოდაგრის მწვავე შეტევა აქვს;
თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ, ფიქრობს, რომ არის ფეხმძიმედ ან ძუძუთი კვების დროს;
თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა თირკმლის ან ღვიძლის დაავადება;
თუ პაციენტი იღებს ან უნდა მიიღოს მედიკამენტი გულის დაავადების ან მაღალი არტერიული წნევის გამო;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლჩაქცევების უფრო ადვილად განვითარება ან აქვს ანგინა ან ინფექციის სხვა ნიშნები;
თუ ვითარდება გამონაყარი, კანის აქერცვლა, ბლისტერები ან წყლულების ტუჩებზე ან პირში, ხმაურიანი სუნტქვა, გულის თრთოლვა ან მკერდში მოჭერის შეგრძნება, ან ცნობიერების დაკარგვა. ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ალოპურინოლის მიმართ ალერგიაზე. უნდა შეწყდეს მკურნალობა და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს.
სიცოცხლისათვის სახიფათო კანის გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) აღწერილ იქნა ალოპურინოლის გამოყენების დროს, რომელიც თავიდან ვლინდება მოწითალო სამიზნის მსგავსი ლაქების ან წრიული ზოლების სახით, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში.
კანის სერიოზული რეაქციების განვითარების რისკი მაღალია მკურნალობის პირველ კვირაში.
თუ პაციენტს განუვითარდა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ალოპურინოლის გამოყენებისას, მან აღარასოდეს უნდა მიიღოს ალოპურინოლი.
თუ პაციენტს განუვითარდა გამონაყარი ან კანის ეს სიმპტომები, ალოპურინოლის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან და მას უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.
უნდა შეწყდეს მკურნალობა და საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად ექიმთან მიმართვა, თუ ალოპურინოლის მიღებისას პაციენტს აღენიშნება ქვემოთ მოცემული სიმპტომები:
მაღალი ცხელება;
სახსრების ტკივილი და საზარდულის, იღლიის ან კისრის მტკივნეული შესივება;
სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება);
გულისრევა ან ღებინება (შეიძლება სისხლიანი);
ცუდად ყიფნის ზოგადი შეგრძნება;
სისუსტე, დაბუჟება ან ცნობიერების დაკარგვა;
თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მხედველობის დაზიანება;
მკერდის ტკივილი, მაღალი არტერიული წნევა ან პულსის შენელება;
კოჭების შესივება (შეშუპება);
წყურვილი, დაღლილობა და წონის კლება;
ფურუნკულების განვითარება;
შარდში სისხლის არსებობა.
შესაძლებელია, რომ ალოპურინოლით მკურნალობის დასაწყისში განვითარდეს პოდაგრის მწვავე შეტევა. ექიმი პაციენტს ურჩევს გარკვეულ მედიკამენტებს ამის პრევენციისათვის. თუ ვითარდება პოდაგრის შეტევა, არ არის აუცილებელი, შეწყდეს ალოპურინოლით მკურნალობა, სანამ ხდება სხვა შესაბამისი ანტიანთებითი მედიკამენტების მიღება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით, განსაკუთრებით:
6-მერკაპტოპურინი (გამოიყენება გარკვეული ტიპის კიბოს და ნაწლავების დაავადებების დროს), აზათიოპრინი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ და გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის), ადენინარაბინოზიდი (ვიდარაბინი, გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ), სალიცილატები (ასპირინი, გამოიყენება ტკივილის სამკურნალოდ), ურიკოზურიული აგენტები (პრობენეციდი, გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ), ქლორპროპამიდი (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ), თეოფილინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ), ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ), ამპიცილინი (ანტიბიოტიკი), ამოქსიცილინი (ანტიბიოტიკი), ციკლოფოსფამიდი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის და ზოგიერთი ტიპის კიბოს დროს), დოქსორუბიცინი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის ლიმფომის სამკურნალოდ), ბლეომიცინი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის კიბოს დროს), პროკარბაზინი (გამოიყენება ზოიგერთი ტიპის კიბოს დროს), მექლორეთამინი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის კიბოს დროს), ციკლოსპორინი (გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის), კუმარინის ანტიკოაგულანტები (გამოიყენება სისხლის შედედების პრევენციისათვის) და დიდანოზინი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).
თუ ერთდროულად მიიღება ალუმინის ჰიდროქსიდი, ალოპურინოლს შეიძლება ჰქონდეს შემასუსტებელი ეფექტი. ამ ორი პრეპარატის მიღებას შორის უნდა იყოს არაუმცირეს 3-საათიანი ინტერვალი.
ალოპურინოლის ციტოსატიკურ საშუალებებთან ერთდროულად მიღებისას (როგორიცაა: ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ბლეომიცინი, პროკარბაზინი, ალკილჰალოგენიდები), სისხლის დისკრაზია ვიტარდება უფრო ხშირად, ვიდრე ამ აქტიური ნივთიერებების ცალ-ცალკე მიღებისას. ამიტომ საჭიროა სისხლის ანალიზის რეგულარული ინტერვალებით მონიტორინგი.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ალოპურინოლის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.
ალოპურინოლი გამოიყოფა დედის რძეში. ალოპურინოლი არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მედიკამენტმა შეიძლება დააზიანოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარი გვერდითი მოვლენების გამო (ძილიანობა, თავბრუსხვევა და კოორდინაციის დარღვევა).
დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტი დარწმუნებული არ არის, რომ პრეპარატი არ ზღუდავს მის უნარებს.
ალოპურინოლი ნორმონი შეიცავს ლაქტოზას
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის აუტანლობა.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა უფრო მაღალია თირკმლის და/ან ღვიძლის დარღვევების არსებობისას.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი სახით:
ძალიან ხშირი (10-დან არაუმცირეს 1 პაციენტში)
ხშირი (100-დან არაუმცირეს 1 პაციენტში)
არახშირი (1,000-დან არაუმცირეს 1 პაციენტში)
იშვიათი (10,000-დან არაუმცირეს 1 პაციენტში)
ძალიან იშვიათი (10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ინფექციები და ინვაზიები
ძალიან იშვიათი: თმის ფოლიკულების ინფექცია
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ინფექციის გაზრდილი რისკი), ერითროციტების რაოდენობის შემცირება (შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, სისუსტე), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (უჯრედები მონაწილოებენ სისხლის შედედებაში, სისხლჩაქცევების ან სისხლდენის ჩვეულებრივზე უფრო ადვილად განვითარება).
ზოგჯერ ალოპურინოლის ტაბლეტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ სისხლზე, რაც ვლინდება ჩვეულებრივზე უფრო მეტად სისხლჩაქცევების განვითარებით, ანგინით ან ინფექციის სხვა ნიშნებით. ეს ეფექტები ჩვეულებრივ ვითარდება თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში. ამ სიმპტომების განვითარებისას საჭიროა ექიმის ინფორმირება რაც შეიძლება სწრაფად.
იმუნური სისტემის დარღვევები
არახშირი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (ალერგია: შესაძლო კანის გამონაყარი, კანის აქერცვლა, ბუშტუკების ან წყლულების განვითარება ტუჩებზე ან პირის ღრუში).
იშვიათი: სერიოზული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია აქერცვლასთან, ცხელებასთან, სახრების ტკივილთან ან საზარდულის, იღლიის ან კისრის მტკივნეულ შესივებასთან, სიყვითლესთან (კანისა და თვალების გაყვითლება) და კანისა და კანქვეშა ქსოვილების სხვა დარღვევები (იხ. ქვემოთ).
ძალიან იშვიათი: ანგოიმუნობლასტური ლიმფადენოპათია (იღლიის, კისრის, საზარდულის შეშივება), სერიოზული, სიცოცხლისათვის სახიფათო ალერგიული რეაქცია.
გულყრები, ხმაურიანი სუნთქვა, გულის ფრიალი, მკერდში მოჭერის შეგრძნება ან ცნობიერების დაკარგვა შეიძლება განვითარდეს ძალიან იშვიათად.
მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები
ძალიან იშვიათი: შაქრიანი დიაბეტი (სისხლში შაქრის მაღალი დონე), ლიპიდების (ცხიმების) დონის გაზრდა სისხლში, შარდმჟავის დონის გაზრდა სისხლში.
ფსიქიკური დარღვევები
ძალიან იშვიათი:: დეპრესია.
ნერვული სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: სისუსტე, დაბუჟება ან ცნობიერების დაკარგვა, დამბლა, არაკოორდინირებული მოძრაობები, ნორმალური შეგრძნების დარღვევა (ნეიროპათია), უძილობა, თავის ტკივილი, გემოს ცვლილება.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე): ასეპტიკური მენინგიტი (თავის ტვინის და ზურგის ტვინის გარსების ანთება): სიმპტომები მოიცავს კისრის გაშეშებას, თავის ტკივილს, გულისრევას, ცხელებას ან ცნობიერების დაბინდვას. საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ამ შემთხვევაში.
თვალის დარღვევები:
ძალიან ხშირი: კატარაქტა, მხედველობის დარღვევები.
ყურისა და ლაბირინთის სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: ვერტიგო
გულის დარღვევები
ძალიან იშვიათი: მკერდში ტკივილი ან პულსის შენელება.
სისხლძარღვების დარღვევები
ძალიან იშვიათი: მაღალი არტერიული წნევა
გასტროინტესტინური დარღვევები
არახშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა
ძალიან იშვიათი: სისხლიანი ღებინება, განავალში ჭარბი ცხიმები, პირის ღრუს ინფექციები, ნაწლავების მოქმედების ცვლილებები.
ჰეპატობილიარული დარღვევები
არახშირი: ღვიძლის ფუნქციის ანალიზების ასიმპტომური მატება
იშვიათი: ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ხშირი: კანზე გამონაყარი
ძალიან იშვიათი: ჭინჭრის ციება, წამლით გამოწვეული სიცოცხლისათვის სახიფათო გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (იხ. პარაგრაფი 2), თმის ცვენა ან გაუფერულება, სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ხორხის შეშუპებას.
თირკმლისა და შარდვის დარღვევები
ძალიან იშვიათი: შარდში სისხლის არსებობა
რეპროდუქციული სისტემა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები
ძალიან იშვიათი: მამაკაცების უნაყოფობა, იმპოტენცია, სარძევე ჯირკვლების გადიდება.
ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები
ძალიან იშვიათი: კოჭების შესივება (შეშუპება), ზოგადი დისკომფორტი, დაღლილობა, ცხელება.
მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შემდეგი სიმპტომი:
იშვიათი (აღინიშნება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ცხელება და შემცივნება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი (გრიპის მსგავსი სიმპტომები) და ცუდად ყოფნის შეგრძნება;
კანის რაიმე ცვლილება, მაგ.: წყლულები პირის ღრუში, ხორხში, ცხვირში, გენიტალიებზე და კონიუნქტივიტი (თვალების ანთება და სიწითლე), კანის გავრცელებული აქერცვლა ან ბლისტერები;
სერიოზული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ცხელებით, კანის გამონაყარით, სახსრების ტკივილით და სისხლის და ღვიძლის ფუნქციის ანალიზების დარღვევებით (ეს შეიძლება მულტიორგანული ჰიპერმგრძნობელობითი დარღვევების სიმპტომები იყოს).
კვლევები
ხშირი: ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის დონის გაზრდა სისხლში.
აღწერილ იქნა ცხელება ალოპურინოლის მიმართ გენერალიზებული ჰიპერმგრძნობელობითი ნიშნებით ან სიმპტომებით, ან მათ გარეშე (იხ. იმუნური სისტემის დარღვევები).
პაციენტი არ უნდა შეშფოთდეს გვერდითი მოვლენების ამ ჩამონათვალით, რადგან შესაძლოა მას არც ერთი მათგანი განუვითარდეს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: www.noificaram.es
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ჭარბი დოზა
+34 91 562 04 20, ან ექიმთან მიმართვა.
შემთხვევით მიღებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს გამოყენების ინსტრუქცია.
ალოპურინოლი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
რამდენიმე დოზის გამოტოვებისას უმჯობესია ექიმთან მიმართვა. ის გადაწყვეტს, რა უნდა მოიმოქმედოს პაციენტმა ამ შემთხვევაში.
ალოპურინოლი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას
ექიმი განსაზღვრავს ალოპურინოლით მკურნალობის ხანგრძლივობას. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ალოპურინოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ალოპურინოლს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი და მაგნიუმის სტეარატი.
ალოპურინოლი ნორმონის ფორმა და შეფუთვა
ტაბლეტები არის თეთრი ან ოდნავ კრემისფერი, მრგვალი, ორმხრივამობურცული და აღნიშვნით „A/L“ ცალ მხარეს
მოწოდებულია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს პვქ-ალუმინის ბლისტერებზე და გამოყენების ინსტრუქციას.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი - მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2021 წლის დეკემბერი.
პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული დაზიანების ხილული ნიშნების არსებობისას.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ალპურინოლი ნორმონი 300 მგ ტაბლეტები
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა;
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა;
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი მიცემა სხვა პირებისათვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის;
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ალოპურინოლი ნორმონი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ალოპურინოლი ნორმონის მიღებამდე
ალოპურინოლი ნორმონის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ალოპურინოლი ნორმონის შენახვის წესი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს ალოპურინოლი ნორმონი და მისი გამოყენება
ალოპურინოლი ნორმონი მიეკუთვნება ე.წ. ფერმენტების ინჰიბიტორების ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ ორგანიზმში გარკვეული ქიმიური პროცესების სიჩქარის გაკონტროლებით, რაც ამ შემთხვევაში გამოიხატება პლაზმასა და შარდში შარდმჟავის დონის დაქვეითებით.
ალოპურინოლი ნორმონი გამოიყენება პოდაგრის და სხვა მდგომარეობების პრევენციისათვის, რომლებიც გამოწვეულია შარდმჟავის ჭარბი რაოდენობით ორგანიზმში, როგორიცაა თირკმლის კენჭები და გარკვეული ტიპის თირკმლის დაავადებები ან მეტაბოლური დაავადებები.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ალოპურინოლი ნორმონის მიღებამდე
კანის სერიოზული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) აღწერილ იქნა ალოპურინოლის გამოყენების დროს. გამონაყარი ხშირად მოიცავს წყლულებს პირში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებზე და კონიუნტქტივიტს (წითელი და შესივებული თვალები). კანის ამ სერიოზულ გამონაყარს ხშირად წინ უძღვის გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა: ცხელება, თავის ტკივილი, სხეულის ტკივილი. გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს გავრცობილ ბუშტუკოვან გამონაყარში და კანის აქერცვლაში.
კანის ეს სერიოზული რეაქციები უფრო ხშირია ჩინელებში, ტაილანდელებში ან კორეელებში. თირკმლის ქრონიკულმა დაავადებამ დამატებით შეიძლება გაზარდოს რისკი ამ პაციენტებში. თუ ვითარდება გამონაყარი ან კანის ასეთი სიმპტომები, უნდა შეწყდეს ალოპურინოლის მიღება და საჭიროა ექიმთან მიმართვა.
დაუშვებელია ალოპურინოლი ნორმონის მიღება
თუ პაციენტი ალერგიულია ალოპურინოლის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამ მედიკამენტის მიღებისას:
თუ პაციენტს პოდაგრის მწვავე შეტევა აქვს;
თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ, ფიქრობს, რომ არის ფეხმძიმედ ან ძუძუთი კვების დროს;
თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა თირკმლის ან ღვიძლის დაავადება;
თუ პაციენტი იღებს ან უნდა მიიღოს მედიკამენტი გულის დაავადების ან მაღალი არტერიული წნევის გამო;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლჩაქცევების უფრო ადვილად განვითარება ან აქვს ანგინა ან ინფექციის სხვა ნიშნები;
თუ ვითარდება გამონაყარი, კანის აქერცვლა, ბლისტერები ან წყლულების ტუჩებზე ან პირში, ხმაურიანი სუნტქვა, გულის თრთოლვა ან მკერდში მოჭერის შეგრძნება, ან ცნობიერების დაკარგვა. ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ალოპურინოლის მიმართ ალერგიაზე. უნდა შეწყდეს მკურნალობა და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს.
სიცოცხლისათვის სახიფათო კანის გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) აღწერილ იქნა ალოპურინოლის გამოყენების დროს, რომელიც თავიდან ვლინდება მოწითალო სამიზნის მსგავსი ლაქების ან წრიული ზოლების სახით, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში.
კანის სერიოზული რეაქციების განვითარების რისკი მაღალია მკურნალობის პირველ კვირაში.
თუ პაციენტს განუვითარდა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ალოპურინოლის გამოყენებისას, მან აღარასოდეს უნდა მიიღოს ალოპურინოლი.
თუ პაციენტს განუვითარდა გამონაყარი ან კანის ეს სიმპტომები, ალოპურინოლის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან და მას უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.
უნდა შეწყდეს მკურნალობა და საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად ექიმთან მიმართვა, თუ ალოპურინოლის მიღებისას პაციენტს აღენიშნება ქვემოთ მოცემული სიმპტომები:
მაღალი ცხელება;
სახსრების ტკივილი და საზარდულის, იღლიის ან კისრის მტკივნეული შესივება;
სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება);
გულისრევა ან ღებინება (შეიძლება სისხლიანი);
ცუდად ყიფნის ზოგადი შეგრძნება;
სისუსტე, დაბუჟება ან ცნობიერების დაკარგვა;
თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მხედველობის დაზიანება;
მკერდის ტკივილი, მაღალი არტერიული წნევა ან პულსის შენელება;
კოჭების შესივება (შეშუპება);
წყურვილი, დაღლილობა და წონის კლება;
ფურუნკულების განვითარება;
შარდში სისხლის არსებობა.
შესაძლებელია, რომ ალოპურინოლით მკურნალობის დასაწყისში განვითარდეს პოდაგრის მწვავე შეტევა. ექიმი პაციენტს ურჩევს გარკვეულ მედიკამენტებს ამის პრევენციისათვის. თუ ვითარდება პოდაგრის შეტევა, არ არის აუცილებელი, შეწყდეს ალოპურინოლით მკურნალობა, სანამ ხდება სხვა შესაბამისი ანტიანთებითი მედიკამენტების მიღება.
სხვა მედიკამენტები და ალოპურინოლი ნორმონი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით, განსაკუთრებით:
6-მერკაპტოპურინი (გამოიყენება გარკვეული ტიპის კიბოს და ნაწლავების დაავადებების დროს), აზათიოპრინი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ და გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის), ადენინარაბინოზიდი (ვიდარაბინი, გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ), სალიცილატები (ასპირინი, გამოიყენება ტკივილის სამკურნალოდ), ურიკოზურიული აგენტები (პრობენეციდი, გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ), ქლორპროპამიდი (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ), თეოფილინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ), ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ), ამპიცილინი (ანტიბიოტიკი), ამოქსიცილინი (ანტიბიოტიკი), ციკლოფოსფამიდი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის და ზოგიერთი ტიპის კიბოს დროს), დოქსორუბიცინი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის ლიმფომის სამკურნალოდ), ბლეომიცინი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის კიბოს დროს), პროკარბაზინი (გამოიყენება ზოიგერთი ტიპის კიბოს დროს), მექლორეთამინი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის კიბოს დროს), ციკლოსპორინი (გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის), კუმარინის ანტიკოაგულანტები (გამოიყენება სისხლის შედედების პრევენციისათვის) და დიდანოზინი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ).
თუ ერთდროულად მიიღება ალუმინის ჰიდროქსიდი, ალოპურინოლს შეიძლება ჰქონდეს შემასუსტებელი ეფექტი. ამ ორი პრეპარატის მიღებას შორის უნდა იყოს არაუმცირეს 3-საათიანი ინტერვალი.
ალოპურინოლის ციტოსატიკურ საშუალებებთან ერთდროულად მიღებისას (როგორიცაა: ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ბლეომიცინი, პროკარბაზინი, ალკილჰალოგენიდები), სისხლის დისკრაზია ვიტარდება უფრო ხშირად, ვიდრე ამ აქტიური ნივთიერებების ცალ-ცალკე მიღებისას. ამიტომ საჭიროა სისხლის ანალიზის რეგულარული ინტერვალებით მონიტორინგი.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ალოპურინოლის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.
ალოპურინოლი გამოიყოფა დედის რძეში. ალოპურინოლი არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
მედიკამენტმა შეიძლება დააზიანოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარი გვერდითი მოვლენების გამო (ძილიანობა, თავბრუსხვევა და კოორდინაციის დარღვევა).
დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტი დარწმუნებული არ არის, რომ პრეპარატი არ ზღუდავს მის უნარებს.
ალოპურინოლი ნორმონი შეიცავს ლაქტოზას
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის აუტანლობა.
ალოპურინოლი ნორმონის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
განკუთვნილია მხოლოდ შიგნით მისაღებად.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით. ჩვეულებრივ მიიღება ერთხელ დღეში, ჩვეულებრივ ჭამის შემდეგ.
ჩვეულებრივ ექიმი მკურნალობას იწყებს ალოპურინოლის დაბალი დოზით (როგორიცაა 100 მგ/დღე), შესაძლო გვერდითი მოვლენების რიკის შესამცირებლად. საჭიროების შემთხვევაში დოზა იზრდება.
რეკომენდებული დოზებია:
მოზრდილები:
ალოპურინოლის ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 100 - 300 მგ. დოზა შეიძლება გაიზარდოს 900 მგ-მდე დღეში ინდივიდუალურად. ამ შემთხვევაში და თუ ვითარდება კუჭის დისკომფორტი, რეკომენდებულია დოზა გაიყოს დღეში რამდენიმე მიღებად და მიღებულ იქნას საკვებთან ერთად.
15 წლამდე ასაკის ბავშვები:
ბავშვებში მედიკამენტის რეკომენდებული დოზაა 100 - 400 მგ დღეში.
ხანდაზმულები
ექიმის დანიშნავს ალოპურინოლის უმცირეს შესაძლო დოზა შარდმჟავას დონის შესამცირებლად და სიმპტომების გასაკონტროლებლად.
ღვიძლის და თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები
თუ პაციენტს თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები აქვს, ექიმი დანიშნავს ალოპურინოლის უმცირეს შესაძლო დოზას შარდმავის დონის დასაქვეითებლად და სიმპტომების გასაკონტროლებლად. თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში რეკომენდებულია 100 მგ-ზე ნაკლები დღეში ან 100 მგ დოზა ერთ დღეზე მეტი ინტერვალებთ. თუ პაციენტს უტარდება დიალიზი კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ, ექიმი დანიშნავს 300 ან 400 მგ-ს, რომელიც მიღებულ უნდა იქნას დიალიზის შემდეგ მაშინათვე.
ალოპურინოლი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
დოზის გადაჭარბებისას საჭიროა დაუყოვნებლივ ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, ან ექიმთან მიმართვა.
შემთხვევით მიღებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს გამოყენების ინსტრუქცია.
ალოპურინოლი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
რამდენიმე დოზის გამოტოვებისას უმჯობესია ექიმთან მიმართვა. ის გადაწყვეტს, რა უნდა მოიმოქმედოს პაციენტმა ამ შემთხვევაში.
ალოპურინოლი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას
ექიმი განსაზღვრავს ალოპურინოლით მკურნალობის ხანგრძლივობას. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა უფრო მაღალია თირკმლის და/ან ღვიძლის დარღვევების არსებობისას.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი სახით:
ძალიან ხშირი (10-დან არაუმცირეს 1 პაციენტში)
ხშირი (100-დან არაუმცირეს 1 პაციენტში)
არახშირი (1,000-დან არაუმცირეს 1 პაციენტში)
იშვიათი (10,000-დან არაუმცირეს 1 პაციენტში)
ძალიან იშვიათი (10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ინფექციები და ინვაზიები
ძალიან იშვიათი: თმის ფოლიკულების ინფექცია
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ინფექციის გაზრდილი რისკი), ერითროციტების რაოდენობის შემცირება (შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, სისუსტე), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (უჯრედები მონაწილოებენ სისხლის შედედებაში, სისხლჩაქცევების ან სისხლდენის ჩვეულებრივზე უფრო ადვილად განვითარება).
ზოგჯერ ალოპურინოლის ტაბლეტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ სისხლზე, რაც ვლინდება ჩვეულებრივზე უფრო მეტად სისხლჩაქცევების განვითარებით, ანგინით ან ინფექციის სხვა ნიშნებით. ეს ეფექტები ჩვეულებრივ ვითარდება თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში. ამ სიმპტომების განვითარებისას საჭიროა ექიმის ინფორმირება რაც შეიძლება სწრაფად.
იმუნური სისტემის დარღვევები
არახშირი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (ალერგია: შესაძლო კანის გამონაყარი, კანის აქერცვლა, ბუშტუკების ან წყლულების განვითარება ტუჩებზე ან პირის ღრუში).
იშვიათი: სერიოზული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია აქერცვლასთან, ცხელებასთან, სახრების ტკივილთან ან საზარდულის, იღლიის ან კისრის მტკივნეულ შესივებასთან, სიყვითლესთან (კანისა და თვალების გაყვითლება) და კანისა და კანქვეშა ქსოვილების სხვა დარღვევები (იხ. ქვემოთ).
ძალიან იშვიათი: ანგოიმუნობლასტური ლიმფადენოპათია (იღლიის, კისრის, საზარდულის შეშივება), სერიოზული, სიცოცხლისათვის სახიფათო ალერგიული რეაქცია.
გულყრები, ხმაურიანი სუნთქვა, გულის ფრიალი, მკერდში მოჭერის შეგრძნება ან ცნობიერების დაკარგვა შეიძლება განვითარდეს ძალიან იშვიათად.
მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები
ძალიან იშვიათი: შაქრიანი დიაბეტი (სისხლში შაქრის მაღალი დონე), ლიპიდების (ცხიმების) დონის გაზრდა სისხლში, შარდმჟავის დონის გაზრდა სისხლში.
ფსიქიკური დარღვევები
ძალიან იშვიათი:: დეპრესია.
ნერვული სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: სისუსტე, დაბუჟება ან ცნობიერების დაკარგვა, დამბლა, არაკოორდინირებული მოძრაობები, ნორმალური შეგრძნების დარღვევა (ნეიროპათია), უძილობა, თავის ტკივილი, გემოს ცვლილება.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე): ასეპტიკური მენინგიტი (თავის ტვინის და ზურგის ტვინის გარსების ანთება): სიმპტომები მოიცავს კისრის გაშეშებას, თავის ტკივილს, გულისრევას, ცხელებას ან ცნობიერების დაბინდვას. საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ამ შემთხვევაში.
თვალის დარღვევები:
ძალიან ხშირი: კატარაქტა, მხედველობის დარღვევები.
ყურისა და ლაბირინთის სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: ვერტიგო
გულის დარღვევები
ძალიან იშვიათი: მკერდში ტკივილი ან პულსის შენელება.
სისხლძარღვების დარღვევები
ძალიან იშვიათი: მაღალი არტერიული წნევა
გასტროინტესტინური დარღვევები
არახშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა
ძალიან იშვიათი: სისხლიანი ღებინება, განავალში ჭარბი ცხიმები, პირის ღრუს ინფექციები, ნაწლავების მოქმედების ცვლილებები.
ჰეპატობილიარული დარღვევები
არახშირი: ღვიძლის ფუნქციის ანალიზების ასიმპტომური მატება
იშვიათი: ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ხშირი: კანზე გამონაყარი
ძალიან იშვიათი: ჭინჭრის ციება, წამლით გამოწვეული სიცოცხლისათვის სახიფათო გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (იხ. პარაგრაფი 2), თმის ცვენა ან გაუფერულება, სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ხორხის შეშუპებას.
თირკმლისა და შარდვის დარღვევები
ძალიან იშვიათი: შარდში სისხლის არსებობა
რეპროდუქციული სისტემა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები
ძალიან იშვიათი: მამაკაცების უნაყოფობა, იმპოტენცია, სარძევე ჯირკვლების გადიდება.
ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობები
ძალიან იშვიათი: კოჭების შესივება (შეშუპება), ზოგადი დისკომფორტი, დაღლილობა, ცხელება.
მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შემდეგი სიმპტომი:
იშვიათი (აღინიშნება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ცხელება და შემცივნება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი (გრიპის მსგავსი სიმპტომები) და ცუდად ყოფნის შეგრძნება;
კანის რაიმე ცვლილება, მაგ.: წყლულები პირის ღრუში, ხორხში, ცხვირში, გენიტალიებზე და კონიუნქტივიტი (თვალების ანთება და სიწითლე), კანის გავრცელებული აქერცვლა ან ბლისტერები;
სერიოზული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ცხელებით, კანის გამონაყარით, სახსრების ტკივილით და სისხლის და ღვიძლის ფუნქციის ანალიზების დარღვევებით (ეს შეიძლება მულტიორგანული ჰიპერმგრძნობელობითი დარღვევების სიმპტომები იყოს).
კვლევები
ხშირი: ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის დონის გაზრდა სისხლში.
აღწერილ იქნა ცხელება ალოპურინოლის მიმართ გენერალიზებული ჰიპერმგრძნობელობითი ნიშნებით ან სიმპტომებით, ან მათ გარეშე (იხ. იმუნური სისტემის დარღვევები).
პაციენტი არ უნდა შეშფოთდეს გვერდითი მოვლენების ამ ჩამონათვალით, რადგან შესაძლოა მას არც ერთი მათგანი განუვითარდეს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: www.noificaram.es
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ალოპურინოლი ნორმონის შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული დაზიანების ხილული ნიშნების არსებობისას.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ალოპურინოლი ნორმონი
აქტიური ნივთიერებაა ალოპურინოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ალოპურინოლს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი და მაგნიუმის სტეარატი.
ალოპურინოლი ნორმონის ფორმა და შეფუთვა
ტაბლეტები არის თეთრი ან ოდნავ კრემისფერი, მრგვალი, ორმხრივამობურცული და აღნიშვნით „A/L“ ცალ მხარეს
მოწოდებულია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს პვქ-ალუმინის ბლისტერებზე და გამოყენების ინსტრუქციას.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოსი - მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2021 წლის დეკემბერი.
პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




