პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ალზეპილი

Alzepil®

რეცეპტით5მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ალზეპილის აქტიური კომპონენტი დონეპეზილის ჰიდროქლორიდი, მიეკუთვნება ნივთიერებების ჯგუფს, რომლებსაც ეწოდებათ აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორები. ის გამოიყენება დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ იმ პირებში, რომლებსაც დასმული აქვთ ალცჰეიმერის დაავადების მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დიაგნოზი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დონეპეზილი (donepezil)
ფორმა და შეფუთვა
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
მწარმოებელი
EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, ანტიქოლინესთერაზული საშუალებები
ATC კოდი
N06DA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-041659
რეგისტრირებულია
18 ივლისი 2024, მოქმედებს 18 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
EGIS Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
განმცხადებელი
დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაალზეპილი და სხვა წამალი ერთად

ალზეპილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ალზეპილის აქტიური კომპონენტი დონეპეზილის ჰიდროქლორიდი, მიეკუთვნება ნივთიერებების ჯგუფს, რომლებსაც ეწოდებათ აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორები. ის გამოიყენება დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ იმ პირებში, რომლებსაც დასმული აქვთ ალცჰეიმერის დაავადების მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დიაგნოზი. ამ წამალმა შესაძლოა გააუმჯობესოს მეხსიერება და აზროვნება.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ალზეპილი მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, აუციელბლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ან ფარმაცევტთან. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თქვენი მომვლელი პირის სრული სახელი. თქვენი მომვლელი ამ პრეპარატს მოგცემთ დანიშნულების შესაბამისად.

დოზირების რეჟიმი

რეკომენდებული საწყისი დოზა: დღეში ერთხელ 5 მგ. ერთი თვის შემდეგ, ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ 10 მგ ყოველ საღამოს. რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ.

მიღების წესი

ალზეპილის ტაბლეტები მიიღეთ შიგნით, წყლის დაყოლებით, საღამოს, ძილის წინ. ალზეპილის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, რადგან საკვები მის ეფექტურობაზე გავლენას არ ახდენს.

ყოველთვის შეასრულეთ ექიმის დანიშნულება მედიკამენტის მიღების დროის და წესის შესახებ. არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე და არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება, სანამ ექიმი არ შემოგთავაზებთ მათი მიღების შეწყვეტას.

ექიმი გაცნობებთ, რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ ეს ტაბლეტები. თქვენ პერიოდულად უნდა მიმართოთ ექიმს მკურნალობის კონტროლის და დაავადების სიმპტომების შესაფასებლად.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.

თუ თქვენ მიიღეთ პრეპაარტ ალზეპილის, გარსით დაფარული ტაბლეტების ძალიან დიდი რაოდენობა

არასდროს არ მიიღოთ 10 მგ ერთ ტაბლეტზე მეტი დღე-ღამის განმავლობაში. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ მიიღეთ პრეპარატი დანიშნულზე მეტი დოზით. თუ ვერ უკავშირდებით ექიმს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ადგილობრივი საავადმყოფოს გადაუდებელი ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

საავადმყოფოში წაიღეთ ტაბლეტები და კოლოფი, რათა ექიმმა იცოდეს რა მიიღეთ.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ალზეპილი, გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის შესავსებად, რადგან ამან შესაძლოა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის ნაცვლად, გამოიწვიოს დოზის გადაჭარბების რისკი. გააგრძელეთ პრაპარატის მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიიღება 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, პრეპარატის მიღების განახლებამდე, დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ შეწყვიტეთ ალზეპილის, გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება

მკურნალობის კურსის შეწყვეტის შემდეგ, აღინიშნება პრეპარატ ალზეპილის სასურველი ეფექტის თანდათანობითი შესუსტება. პრეპარატის მკვეთრი მოხსნის შემდეგ, მოხსნის ეფექტი არ აღინისნება.

არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ თავს გრძნობთ უკეთესად.

თუ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია დონეპეზილის ჰიდროქლორიდის, ანალოგიური საშუალებების, რომლებიც ცნობილია როგორც პიპერიდინის წარმოებულები, ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც მოყვანილია 6.1. ნაწილში.

სიფრთხილის ზომები

ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა აცნობოთ ექიმს თუ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მდგომარეობა:

თუ გაქვთ გულის ფუნქციონირების დარღვევა (გულის შეკუმშვების არარეგულარული რითმი, ან ბლოკადა) (დონეპეზილმა შესაძლოა გააიშვიათოს გულის შეკუმშვების სიხშირე);

თუ როდესმე გქონდათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ან იღებთ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებს (აასს);

თუ გაძნელებული გაქვთ შარდვა;

თუ როდესმე გქონდათ გულყრები (დონეპეზილმა შესაძლოა გამოიწვიოს გულყრების განახლება), ან გულის წასვლა;

თუ დაავადებული ხართ ასთმით, ან ფილტვების სხვა ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებებით;

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;

თუ როდესმე გქონდათ ექსტრაპირამიდული სიმპტომები (სხეულის ან სახის უნებლიე მოძრაობები).

თუ მალე უნდა ჩაგიტარდეთ ქირურგიული ოპერაცია ზოგადი ანესთეზიით, საჭიროა უთხრათ ექიმს და ანესთეზიოლოგს, რომ იღებთ ალზეპილს.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი ალზეპილი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისათვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებთ, ან ახლახან იღებდით, ან გეგმავთ მიღებას.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, განსაკუთრებით შემდეგს:

ანთების და ტკივილის მოსახსნელი საშუალებები (აასს);

ართრიტის სამკურნალო საშუალებები;

ანტიბიოტიკები, მაგ. ერითრომიცინი, ან რიფამპიცინი;

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (საშუალებები, რომლებიც ანადგურებენ სოკოს, ან თრგუნავენ მათ ზრდას), მაგ, კეტოკონაზოლი, ან იტრაკონაზოლი;

კუნთების მომადუნებელი საშუალებები;

ანტიდეპრესანტები, მაგ. ფლუოქსეტინი;

კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგ. ფენიტოინი, ან კარბამაზეპინი;

გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები;

სისხლის წნევის დამაქვეითებელი ზოგიერთი პრეპარატები (ბეტა-ბლოკატორები);

სხვა პრეპარატები, რომლებსაც აქვთ მოქმედების იგივე მექანიზმი, რაც დონეპეზილს (მაგ. გალანტამინი, ან რივასტიგმინი), ასევე ზოგიერთი დიარეის საწინააღმდეგო, პარკინსონის დაავადების, ან ასთმის საწინააღმდეგო.

პრეპარატ ალზეპილი, გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენება საკვებთან და სასმელთან

მიიღეთ ტაბლეტები წყლის დაყოლებით, საღამოს, ძილის წინ. ალზეპილი შეიძლება მიიღოთ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, რადგან საკვები მის ეფექტზე გავლენას არ ახდენს.

რეპროდუქციული უნარი, ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, მეძუძური, ვარაუდობთ ორსულობას, ან გეგმავთ დაორსულებას, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ან ფარმაცევტთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის პერიოდში ალზეპილის მიღება არ შეიძლება, თუ არ არის ამის აშკარა საჭიროება (ექიმის დანიშნულებით), რადგან პაციენტების ამ ჯგუფში არასაკმარისი რაოდენობის მონაცემებია.

ძუძუთი კვება

ქალებმა, რომლებიც იღებენ დონეპეზილს, არ უნდა კვებონ ბავშვები ძუძუთი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თქვენმა დაავადებამ შესაძლოა დაარღვიოს სატრანსპორტო საშუალებების, ან მექანიზმების მართვის უნარი. პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა და კუნთების სპაზმები, ძირითადად მკურნალობის დასაწყისში, ან დოზის მომატებისას. ამიტომ თქვენმა მკურნალმა ექიმმა მუდმივად უნდა შეაფასოს თქვენი უნარი, გააგრძელოთ თუ არა სატრანსპორტო საშუალებების მართვა, ან მექანიზმებთან მუშაობა.

თქვენი ექიმი ასევე მიიღებს გადაწყვეტილებას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პრეპარატ ალზეპილის რა დოზისას შეიძლება მართოთ სატრანსპორტო საშუალებები, ან მექანიზმები.

გვერდითი მოვლენები

როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, მოცემულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს თუ გაგინვითარდათ რომელიმე შემდეგი სერიოზული გვერდითი ეფექტებიდან:

ტემპერატურის მომატება კუნთების სპაზმით, მომატებული ოფლიანობა, ან ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა (დარღვევები, რომლებსაც ეწოდებათ “ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი, ანს”)

სავარაუდოდ დაგჭირდებათ გადაუდებელი დახმარება.

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაგინვითარდათ რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტებიდან და ისინი თქვენთვის ძალიან არასასიამოვნოა.

ძალიან ხშირი (1-10 პაციენტს 10-დან):

დიარეა, გულისრევა, თავის ტკივილი.

ხშირი (1-10 პაციენტს 100-დან):

გაციება, ანორექსია (მადის დაკარგვა), ჰალუცინაციები, აგზნება, აგრესიული ქცევა (ჰალუცინაციები, აგზნება და აგრესიული ქცევა ქრება დოზის შემცირების შემდეგ, ან დონეპეზილის მიღების შეჭყვეტის შემდეგ), გულის წასვლა, თავბრუსხვევა, უძილობა (ჩაძინების გაძნელება), ღებინება, კუჭის გაღიზიანება, კანის გამონაყარი, ქავილი, კუნთების სპაზმები, შარდის შეუკავებლობა, დაღლილობა, ტკივილი, უბედური შემთხვევა.

არახშირი (ნაკლები ვიდრე 1 პაციენტს 100-დან):

კრუნჩხვითი შეტევები, ბრადიკარდია (გულის რითმის შენელება), სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ლაბორატორიული პარამეტრების შეცვლა (სისხლის შრატში კუნთის კრეატინკინაზას შემცველობის მომატება).

იშვიათი (ნაკლები ვიდრე 1 პაციენტს 1000-დან):

ექსტრაპირამიდული სიმპტომები (კანკალი, სახის, ენის ან კიდურების შებოჭილობა, ან უნებლიე მოძრაობები), სინო-ატრიული ბლოკადა, გულის არითმია (გულის ბლოკადა), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ჰეპატიტი (ღვიძლის ინფექციური დაზიანება).

თუ გაგინვითარდათ რაიმე არასასურველი ეფექტი, ასევე ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ დანართ ფურცელში, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენების შეტყობინებისას, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ უნდა შეინახოთ პრეპარატი ალზეპილი, გარსით დაფარული ტაბლეტები

შეინახეთ არაუმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ხარისხის გაუარესების გამოხატული ნიშნების გამოვლენისას, პრეპარატი ალზეპილი არ უნდა მიიღოთ.

ჭარბი დოზა

არსებული შეფასებების თანახმად, დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ერთჯერადი ორალური დოზების მიღების შემდეგ, თაგვებსა და ვირთაგვებში, ლეტალური დოზის მედიანა შესაბამისად იყო 45 და 32 მგ/კგ, რაც 225-ჯერ და 160-ჯერ მეტია ადამიანებში გამოყენებულ მაქსიმალურ დღეღამურ დოზაზე - 10მგ/კგ. ცხოველებში გამოვლინდა დოზა-დამოკიდებული ქოლინერგული სისტემის სტიმულაციის ნიშნები, რომელიც მოიცავდა: სპონტანური მოძრაობის შემცირებას, სხეულის სუპინალურ პოზიციას, არეულ ნაბიჯებს, ცრემლდენას, კლონურ კრუნჩხვებს, სუნთქვის გაძნელებას, სალივაციას, მიოზს, ფასციკულაციას და სხეულის ზედაპირის ტემპერატურის დაქვეითებას.

ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებით დოზის გადაჭარბებამ, შეიძლება გამოიწვიოს ქოლინერგული კრიზი, რომელსაც ახასიათებს ძლიერი გულისრევა, ღებინება, სალივაცია, ოფლიანობა, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, სუნთქვის გაძნელება, კოლაფსი და კრუნჩხვები. შესაძლებელია მოიმატოს კუნთოვანმა სისუსტემ, რამაც, სასუნთქი კუნთების დაზიანებით, შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.

როგორც ნებისმიერი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, აქაც უნდა დაინიშნოს საერთო მხარდამჭერი მკურნალობა. ალზეპილით® დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მესამე რიგის ანტიქოლინერგული საშუალებები, მაგალითად, ატროპინი, შეიძლება გამოყენებულ იქნას ანტიდოტის სახით. რეკომენდებულია ატროპინის სულფატის ინტრავენურად შეყვანა ზრდადი დოზებით ეფექტის მიღწევამდე: საწყისი დოზაა 1–2 მგ/კგ ინტრავენურად, კლინიკური პასუხის მიხედვით - შემდგომში დოზის დამატებით. არტერიული წნევის ატიპიური რეაქციები და გულისცემის სიხშირე გამოვლინდა სხვა ქოლინომიმეტიკების და მეოთხე რიგის ანტიქოლინერგული პრეპარატების ერთობლივი მიღებისას, მაგალითად გლიკოპიროლატთან ერთად. არ არის ცნობილი, შესაძლებელია თუ არა დონეპეზილის ჰიდროქლორიდის და/ან მისი მეტაბოლიტების გამოდევნა დიალიზის საშუალებით (ჰემოდიალიზი, პერიტონეალური დიალიზი ან ჰემოფილტრაცია).

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება

დონეპეზილის ჰიდროქლორიდი 5 მგ ან 10 მგ ყოველ გარსით დაფარულ ტაბლეტში შესაბამისად.

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა ჩანაცვლების დაბალი ხარისხით (L-HPCB1), მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი, მაკროგოლი 400.

პრეპარატ ალზეპილის, გარსით დაფარული ტაბლეტების გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგანი სახე

5 მგ ტაბლეტები: თეთრი, ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით “E381”, უსუნო, ან თითქმის უსუნო.

10 მგ ტაბლეტები: თეთრი, ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით “E382”, უსუნო, ან თითქმის უსუნო.

შეფუთვა:

გარსით დაფარული 14 ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერზე. 2 ან 4 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

არ გამოიყენოთ ალზეპილი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.

სამკურნალო საშუალებები არ უნდა გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან, ან გამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია ნარჩენებში პრეპარატის გადაგდება, რომელიც საჭირო აღარ არის, მიიღეთ ფარმაცევტის კონსულტაცია. ეს ღონისძიებები დაეხმარება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას..

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

  • 1 ფარმაკოდინამიური თავისებურება

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დემენციის სამკურნალო ანტიქოლინესტერაზული პრეპარატები

ათქ კოდი: N06DA02.

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიური მოქმედება

დონეპეზილის ჰიდროქლორიდი არის აცეტილქოლინესთერაზას – თავის ტვინის დომინანტური ქოლინესთერაზას - სპეციფიკური და შექცევადი ინჰიბიტორი. in vitro ექსპერიმენტებში, დონეპეზილის ჰიდროქლორიდის მაინჰიბირებელი ეფექტი აღიშნულ ფერმენტზე დაახლოებით 1000-ჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მისი მოქმედება ბუტირილქოლინესთერაზაზე - ფერმენტი, რომელიც ძირითადად ცნს-ის გარეთ არის წარმოდგენილი.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ალცჰაიმერის ტიპის დემენციის მქონე პაციენტებში, რომლებიც მონაწილეობდნენ კლინიკურ კვლევებში, 5 მგ და 10 მგ დოზებით დონეპეზილის ჰიდროქლორიდის დღეში ერთხელ მიღება იწვევდა აცეტილქოლინესთერაზას აქტივობის ხანგრძლივ დათრგუნვას, 63,3% და 77,3%-ით შესაბამისად (გაზომილი ერითროციტის მემბრანაში, პრეპარატის შეყვანის შემდეგ). ნაჩვენებია, რომ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის მიერ სისხლის წითელ უჯრედებში (ერითროციტებში) აცეტილქოლინესთერაზას დათრგუნვა კორელაციაშია - ADAS-cog-ის - მგრძნობიარე შკალის - მაჩვენებლების ცვლილებასთან, რომელიც არის კოგნიტური ფუნქციების ცალკეული ასპექტების საზომი. დონეპეზილის ჰიდროქლორიდის შესაძლებლობა, შეცვალოს თანმდევი ნევროლოგიური დაავადებების მიმდინარეობა - არ გამოკვლეულა. ამგვარად, არ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი მოქმედებს ამგვარი დაავადებების პროგრესირებაზე.

დონეპეზილის ეფექტურობის გამოკვლევა ხდებოდა ორ ექვსთვიან და ერთ ერთწლიან, ოთხ პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში.

ექვსთვიან კლინიკურ კვლევაში, დონეპეზილის შეყვანის დასრულების შემდეგ, ანალიზი გაკეთდა ეფექტურობის სამი კრიტერიუმის გამოყენებით. გამოიყენეს: ADAS-cog-ის შკალა (კოგნიტური ფუნქციის მაჩვენებელი); კლინიცისტის შთაბეჭდილებების შკალა ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეყრდნობოდა იმ პირისგან მიღებულ ინტერვიუს და მონაცემებს, რომელიც უვლიდა პაციენტებს (ფუნქციის საერთო დონის მაჩვენებელი); დემენციის შეფასების კლინიკური შკალის ყოველდღიური აქტივობის ქვე-შკალა (პაციენტის შესაძლებლობის მაჩვენებელი, მიიღოს მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში, შეასრულოს საშინაო საქმეები, საყვარელი საქმეები, მოუაროს საკუთარ თავს).

პაციენტები, რომლებმაც მიაღწიეს მითითებული კრიტერიუმების ქვედა ზღვარს, ითვლებობნენ მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტებად.

პასუხი = ADAS-cog-ის შკალაზე გაუმჯობესება სულ მცირე 4 პუნქტით, CIBIC შკალით გაუარესების არ ქონა და დემენციის შეფასების კლინიკური შკალის ყოველდღიური აქტივობის ქვე-შკალით გაუარესების არ ქონა.

პასუხის %

Intent or treat პოპულაცია n=365

პოპულაცია, რომლის ანალიზი შესაძლებელი იყო n=352

პლაცებოს ჯგუფი

10%

10%

ჯგუფი, რომელიც იღებდა 5 მგ დონეპეზილის HCl-ს

18%*

18%*

ჯგუფი, რომელიც იღებდა 10 მგ დონეპეზილის HCl-ს

21%*

22%**

  • p<0,05
  • *p<0,01

დონეპეზილის ჰიდროქლორიდი იწვევდა დოზა-დამოკიდებულ, სტატისტიკურად სარწმუნო, იმ პაციენტების პროცენტულ მომატებას, რომლებიც აღიარეს მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტებად.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თავისებურებები

შეწოვა

სისხლის პალზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა, პრეპარატის პერორალურად მიღებიდან, დაახლოებით 3-4 საათის შემდეგ. პრეპარატის პლაზმური კონცენტრაცია და ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშა არე იზრდება დოზის პროპორციულად. ნახევარგამოფის საბოლოო პერიოდი დააახლოებით 70 სთ-ია. დღეში ერთხელ განმეორებითი დოზების მიღებით თანდათან მიიღწევა წონასწორობის მდგომარეობა. წონასწორობის მდგომარეობა მიიღწევა, მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 3 კვირაში. სისხლის პლაზმაში დონეპეზილის ჰიდროქლორიდის კონცენტრაციის წონასწორობის მდგომარეობის მიღწევის შემდეგ, ფარმაკოდინამიური აქტივობა ნაკლებად იცვლება დღის განმავლობაში. საკვები არ ახდენს გავლენას დონეპეზილის ჰიდროქლორიდის შეწოვაზე.

განაწილება

დონეპეზილის ჰიდროქლორიდის დაახლოებით 95% უკავშირდება პლაზმურ ცილებს. დონეპეზილის აქტიური მეტაბოლიტის, 6-O-დესმეთილ დონეპეზილინის კავშირი პლაზმის ცილებთან უცნობია. დონეპეზილის ჰიდროქლორიდის განაწილება ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებში საბოლოოდ არ არის შესწავლილი. ჯანმრთელ მამაკაც-მოხალისეებში ერთჯერადი დოზით 5მგ/კგ 14C-ნიშანდებული დონეპეზილის ჰიდროქლორიდის შეყვანიდან 240 საათის შემდეგ, ნიშანდებული დოზის დაახლოებით 28% რჩებოდა ორგანიზმში. აღნიშნული ადასტურებს, რომ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი და/ან მისი მეტაბოლიტები ორგანიზმში რჩება 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ბიოგარდაქმნა/გამოყოფა

დონეპეზილის ჰიდროქლორიდი გამოიყოფა შარდით, როგორც უცვლელი, ასევე მრავლობითი მეტაბილიტის სახით, რომლებიც წარმოიქმნება ციტოქრომ P450-ის სისტემით, რომელთაგან ყველა არ არის იდენტიფიცირებული. ერთჯერადი დოზით 5მგ/კგ 14C-ნიშანდებული დონეპეზილის ჰიდროქლორიდის შეყვანის შემდეგ, პლაზმის რადიოაქტივობა (გამოხატული შეყვანილი დოზის პროცენტებით) ძირითადად, წარმოდგენილი იყო ინტაქტური დონეპეზილის ჰიდროქლორიდის (30%), 6-O-დესმეთილ დონეპეზილინის (11% - ერთადერთი მეტაბოლიტი, რომელსაც აქვს ისეთივე აქტივობა, როგორიც დონეპეზილის ჰიდროქლორიდს), დონეპეზილ-ცის-N-ოქსიდის (9%), 5-O-დესმეთილ დონეპეზილინის (7%), 5-O-დესმეთილ დონეპეზილინის გლუკურონიდული კონიუგატის (3%) სახით. საერთო მიღებული რადიოაქტივობიდან დაახლოებით 57% გამოიყო შარდით (17% შეუცვლელი სახით) და 14,5% - განავლით, რაც იმას მიუთითებს, რომ ბიოტრანსფორმაცია და შარდით გამყოფა წარმოადგენს პრეპარატის ელიმინაციის ძირითად გზებს. არ არის დამტკიცებული, რომ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი და/ან მისი რომელიმე მეტაბოლიტი რეცირკულირებს ნაწლავებსა და ღვიძლში.

დონეპეზილის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდება ნახევარგამოყოფის პერიოდთან ერთად, დაახლოებით 70 საათის განმავლობაში.

სქესი, რასა და მოწევა არ ახდენენ კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას სისხლის პლაზმაში დონეპეზილის ჰიდროქლორიდის კონცენტრაციაზე. დონეპეზილის ფარმაკოკინეტიკა სპეციალურად არ გამოკლვეულა ჯანმრთელ ხანდაზმულ მოხალისეებში, ალცჰაიმერის ან სისხლძარღვოვანი (ვასკულური) დემენციის მქონე პაციენტებში. თუმცა, პრეპარატის საშუალო კონცენტრაცია პაციენტის სისხლის პლაზმაში, დიდად არ განსხვავდებოდა ახალგაზრდა ჯანმრთელი მოხალისეების პლაზმური კონცენტრაციისგან.

პაციენტებს, ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევით, სისხლის პლაზმაში ჰქონდათ მომატებული დონეპეზილის ბალანსირებული კონცენტრაცია. AUC-ის საშუალო მაჩვენებელი მომატებული იყო 48%-ით, ხოლო Cmax-ის საშუალო მაჩვენებელი - 39%-ით (იხ. პარაგრაფი 4.2).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების

ინსტრუქცია

(ინფორმაცია პაციენტისათვის)

ალზეპილი გარსით დაფარული ტაბლეტები 5 მგ

ალზეპილი გარსით დაფარული ტაბლეტები 10 მგ

(დონეპეზილის ჰიდროქლორიდი)

ამ სამკურნალო პრეპარატის მიღების დაწყებამდე, მთლიანად და ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ აქვთ დაავადების იგივე სიმპტომები.

თუ თქვენ გაგინვითარდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, ან შენიშნეთ გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს (იხ. ნაწილი 4).

მოცემული დანართი ფურცელი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • რას წარმოადგენს პრეპარატი ალზეპილი, გარსით დაფარული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ალზეპილი, გარსით დაფარული ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებამდე.
  • როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი ალზეპილი, გარსით დაფარული ტაბლეტები
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • პრეპარატ ალზეპილის გარსით დაფარული ტაბლეტების შენახვის პირობები
  • ვარგისიანობის ვადა
  • აფთიაქიდან გაცემის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს პრეპარატი ალზეპილი, გარსით დაფარული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ალზეპილის აქტიური კომპონენტი დონეპეზილის ჰიდროქლორიდი, მიეკუთვნება ნივთიერებების ჯგუფს, რომლებსაც ეწოდებათ აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორები. ის გამოიყენება დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ იმ პირებში, რომლებსაც დასმული აქვთ ალცჰეიმერის დაავადების მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დიაგნოზი. ამ წამალმა შესაძლოა გააუმჯობესოს მეხსიერება და აზროვნება.

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ალზეპილი, გარსით დაფარული ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებამდე

არ მიიღოთ პრეპარატი ალზეპილი შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ალერგია დონეპეზილის ჰიდროქლორიდის, ანალოგიური საშუალებების, რომლებიც ცნობილია როგორც პიპერიდინის წარმოებულები, ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც მოყვანილია 6.1. ნაწილში.

სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას

ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა აცნობოთ ექიმს თუ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მდგომარეობა:

თუ გაქვთ გულის ფუნქციონირების დარღვევა (გულის შეკუმშვების არარეგულარული რითმი, ან ბლოკადა) (დონეპეზილმა შესაძლოა გააიშვიათოს გულის შეკუმშვების სიხშირე);

თუ როდესმე გქონდათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ან იღებთ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებს (აასს);

თუ გაძნელებული გაქვთ შარდვა;

თუ როდესმე გქონდათ გულყრები (დონეპეზილმა შესაძლოა გამოიწვიოს გულყრების განახლება), ან გულის წასვლა;

თუ დაავადებული ხართ ასთმით, ან ფილტვების სხვა ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებებით;

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;

თუ როდესმე გქონდათ ექსტრაპირამიდული სიმპტომები (სხეულის ან სახის უნებლიე მოძრაობები).

თუ მალე უნდა ჩაგიტარდეთ ქირურგიული ოპერაცია ზოგადი ანესთეზიით, საჭიროა უთხრათ ექიმს და ანესთეზიოლოგს, რომ იღებთ ალზეპილს.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი ალზეპილი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისათვის.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ალზეპილი, გარსით დაფარული ტაბლეტები

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებთ, ან ახლახან იღებდით, ან გეგმავთ მიღებას.

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, განსაკუთრებით შემდეგს:

ანთების და ტკივილის მოსახსნელი საშუალებები (აასს);

ართრიტის სამკურნალო საშუალებები;

ანტიბიოტიკები, მაგ. ერითრომიცინი, ან რიფამპიცინი;

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (საშუალებები, რომლებიც ანადგურებენ სოკოს, ან თრგუნავენ მათ ზრდას), მაგ, კეტოკონაზოლი, ან იტრაკონაზოლი;

კუნთების მომადუნებელი საშუალებები;

ანტიდეპრესანტები, მაგ. ფლუოქსეტინი;

კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგ. ფენიტოინი, ან კარბამაზეპინი;

გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები;

სისხლის წნევის დამაქვეითებელი ზოგიერთი პრეპარატები (ბეტა-ბლოკატორები);

სხვა პრეპარატები, რომლებსაც აქვთ მოქმედების იგივე მექანიზმი, რაც დონეპეზილს (მაგ. გალანტამინი, ან რივასტიგმინი), ასევე ზოგიერთი დიარეის საწინააღმდეგო, პარკინსონის დაავადების, ან ასთმის საწინააღმდეგო.

პრეპარატ ალზეპილი, გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენება საკვებთან და სასმელთან

მიიღეთ ტაბლეტები წყლის დაყოლებით, საღამოს, ძილის წინ. ალზეპილი შეიძლება მიიღოთ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, რადგან საკვები მის ეფექტზე გავლენას არ ახდენს.

რეპროდუქციული უნარი, ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, მეძუძური, ვარაუდობთ ორსულობას, ან გეგმავთ დაორსულებას, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ან ფარმაცევტთან.

ორსულობა

ორსულობის პერიოდში ალზეპილის მიღება არ შეიძლება, თუ არ არის ამის აშკარა საჭიროება (ექიმის დანიშნულებით), რადგან პაციენტების ამ ჯგუფში არასაკმარისი რაოდენობის მონაცემებია.

ძუძუთი კვება

ქალებმა, რომლებიც იღებენ დონეპეზილს, არ უნდა კვებონ ბავშვები ძუძუთი.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

თქვენმა დაავადებამ შესაძლოა დაარღვიოს სატრანსპორტო საშუალებების, ან მექანიზმების მართვის უნარი. პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა და კუნთების სპაზმები, ძირითადად მკურნალობის დასაწყისში, ან დოზის მომატებისას. ამიტომ თქვენმა მკურნალმა ექიმმა მუდმივად უნდა შეაფასოს თქვენი უნარი, გააგრძელოთ თუ არა სატრანსპორტო საშუალებების მართვა, ან მექანიზმებთან მუშაობა.

თქვენი ექიმი ასევე მიიღებს გადაწყვეტილებას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პრეპარატ ალზეპილის რა დოზისას შეიძლება მართოთ სატრანსპორტო საშუალებები, ან მექანიზმები.

  • როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი ალზეპილი, გარსით დაფარული ტაბლეტები

ყოველთვის მიიღეთ ალზეპილი მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, აუციელბლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ან ფარმაცევტთან. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თქვენი მომვლელი პირის სრული სახელი. თქვენი მომვლელი ამ პრეპარატს მოგცემთ დანიშნულების შესაბამისად.

დოზირების რეჟიმი

რეკომენდებული საწყისი დოზა: დღეში ერთხელ 5 მგ. ერთი თვის შემდეგ, ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ 10 მგ ყოველ საღამოს. რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ.

მიღების წესი

ალზეპილის ტაბლეტები მიიღეთ შიგნით, წყლის დაყოლებით, საღამოს, ძილის წინ. ალზეპილის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, რადგან საკვები მის ეფექტურობაზე გავლენას არ ახდენს.

ყოველთვის შეასრულეთ ექიმის დანიშნულება მედიკამენტის მიღების დროის და წესის შესახებ. არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე და არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება, სანამ ექიმი არ შემოგთავაზებთ მათი მიღების შეწყვეტას.

ექიმი გაცნობებთ, რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ ეს ტაბლეტები. თქვენ პერიოდულად უნდა მიმართოთ ექიმს მკურნალობის კონტროლის და დაავადების სიმპტომების შესაფასებლად.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.

თუ თქვენ მიიღეთ პრეპაარტ ალზეპილის, გარსით დაფარული ტაბლეტების ძალიან დიდი რაოდენობა

არასდროს არ მიიღოთ 10 მგ ერთ ტაბლეტზე მეტი დღე-ღამის განმავლობაში. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ მიიღეთ პრეპარატი დანიშნულზე მეტი დოზით. თუ ვერ უკავშირდებით ექიმს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ადგილობრივი საავადმყოფოს გადაუდებელი ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

საავადმყოფოში წაიღეთ ტაბლეტები და კოლოფი, რათა ექიმმა იცოდეს რა მიიღეთ.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ალზეპილი, გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის შესავსებად, რადგან ამან შესაძლოა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის ნაცვლად, გამოიწვიოს დოზის გადაჭარბების რისკი. გააგრძელეთ პრაპარატის მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიიღება 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, პრეპარატის მიღების განახლებამდე, დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ შეწყვიტეთ ალზეპილის, გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება

მკურნალობის კურსის შეწყვეტის შემდეგ, აღინიშნება პრეპარატ ალზეპილის სასურველი ეფექტის თანდათანობითი შესუსტება. პრეპარატის მკვეთრი მოხსნის შემდეგ, მოხსნის ეფექტი არ აღინისნება.

არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ თავს გრძნობთ უკეთესად.

თუ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

  • შესაძლო გვერდითი რეაქციები

როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, მოცემულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს თუ გაგინვითარდათ რომელიმე შემდეგი სერიოზული გვერდითი ეფექტებიდან:

ტემპერატურის მომატება კუნთების სპაზმით, მომატებული ოფლიანობა, ან ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა (დარღვევები, რომლებსაც ეწოდებათ “ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი, ანს”)

სავარაუდოდ დაგჭირდებათ გადაუდებელი დახმარება.

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაგინვითარდათ რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტებიდან და ისინი თქვენთვის ძალიან არასასიამოვნოა.

ძალიან ხშირი (1-10 პაციენტს 10-დან):

დიარეა, გულისრევა, თავის ტკივილი.

ხშირი (1-10 პაციენტს 100-დან):

გაციება, ანორექსია (მადის დაკარგვა), ჰალუცინაციები, აგზნება, აგრესიული ქცევა (ჰალუცინაციები, აგზნება და აგრესიული ქცევა ქრება დოზის შემცირების შემდეგ, ან დონეპეზილის მიღების შეჭყვეტის შემდეგ), გულის წასვლა, თავბრუსხვევა, უძილობა (ჩაძინების გაძნელება), ღებინება, კუჭის გაღიზიანება, კანის გამონაყარი, ქავილი, კუნთების სპაზმები, შარდის შეუკავებლობა, დაღლილობა, ტკივილი, უბედური შემთხვევა.

არახშირი (ნაკლები ვიდრე 1 პაციენტს 100-დან):

კრუნჩხვითი შეტევები, ბრადიკარდია (გულის რითმის შენელება), სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ლაბორატორიული პარამეტრების შეცვლა (სისხლის შრატში კუნთის კრეატინკინაზას შემცველობის მომატება).

იშვიათი (ნაკლები ვიდრე 1 პაციენტს 1000-დან):

ექსტრაპირამიდული სიმპტომები (კანკალი, სახის, ენის ან კიდურების შებოჭილობა, ან უნებლიე მოძრაობები), სინო-ატრიული ბლოკადა, გულის არითმია (გულის ბლოკადა), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ჰეპატიტი (ღვიძლის ინფექციური დაზიანება).

თუ გაგინვითარდათ რაიმე არასასურველი ეფექტი, ასევე ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ დანართ ფურცელში, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენების შეტყობინებისას, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ უნდა შეინახოთ პრეპარატი ალზეპილი, გარსით დაფარული ტაბლეტები

შეინახეთ არაუმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ხარისხის გაუარესების გამოხატული ნიშნების გამოვლენისას, პრეპარატი ალზეპილი არ უნდა მიიღოთ.

  • ვარგისობის ვადა

ვარგისობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

არ გამოიყენოთ ალზეპილი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.

სამკურნალო საშუალებები არ უნდა გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან, ან გამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია ნარჩენებში პრეპარატის გადაგდება, რომელიც საჭირო აღარ არის, მიიღეთ ფარმაცევტის კონსულტაცია. ეს ღონისძიებები დაეხმარება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას..

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატი ალზეპილ, გარსით დაფარული ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება

დონეპეზილის ჰიდროქლორიდი 5 მგ ან 10 მგ ყოველ გარსით დაფარულ ტაბლეტში შესაბამისად.

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა ჩანაცვლების დაბალი ხარისხით (L-HPCB1), მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი, მაკროგოლი 400.

პრეპარატ ალზეპილის, გარსით დაფარული ტაბლეტების გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგანი სახე

5 მგ ტაბლეტები: თეთრი, ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით “E381”, უსუნო, ან თითქმის უსუნო.

10 მგ ტაბლეტები: თეთრი, ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებით “E382”, უსუნო, ან თითქმის უსუნო.

შეფუთვა:

გარსით დაფარული 14 ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერზე. 2 ან 4 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1106 ბუდაპეშტი კერესტურის ქ, 30-38

უნგრეთი

საწარმოო ფართობი:

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1165 ბუდაპეშტი ბეკენფელდის ქ, 118-120

უნგრეთი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა