ალერფასტი
ALLERFAST
სეზონური ალერგიული რინიტის და ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სიმპტომური მკურნალობა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფექსოფენადინი (fexofenadine)
- ფორმა და შეფუთვა
- 120მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Novagen Healthcare Pvt., Ltd.(ინდოეთი)), საქართველო
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიჰისტამინური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- R06AX26
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043481
- რეგისტრირებულია
- 26 ივნისი 2025, მოქმედებს 26 ივნისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-რაციონალი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ალერფასტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სეზონური ალერგიული რინიტის და ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სიმპტომური მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში სეზონური ალერგიული რინიტის დროს ინიშნება ალერფასტი 120 – 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში საკვების მიღების წინ; ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს ინიშნება ალერფასტი 180 – 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში საკვების მიღების წინ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
12 წლამდე ასაკი;
სიფრთხილის ზომები
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულებში და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ.
ასევე, სიფრთხილით გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში, ვინაიდან შესაძლებელია პალპიტაციის და ტაქიკარდიის განვითარება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატს არ გააჩნია სედაციური ეფექტი, ამიტომ მისი ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე ნაკლებად შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, სამუშაოზე დაშვების წინ უნდა შემოწმდეს პაციენტის ინდივიდუალური რეაქცია (შესაძლებელი არასტანდარტული რეაქცია).
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში, ამიტომ ის არ ურთიერთქმედებს ღვიძლში მეტაბოლიზებულ სხვა პრეპარატებთან. ერითრომიცინთან და კეტოკონაზოლთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (ამავე დროს არ აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება ან QT ინტერვალის ცვლილება). არ ურთიერთქმედებს ომეპრაზოლთან. ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველ ანტაციდებთან ერთდროული გამოყენებისას მცირდება პრეპარატის ბიოშეღწევადობა, ამიტომ მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 სთ-ს. ის არ ურთიერთქმედებს ომეპრაზოლთან. ხილის წვენებთან (ფორთოხლის, გრეიფრუტის, ვაშლის) ერთად მიღება არაა სასურველი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ორსულ ქალებზე ზემოქმედების შესახებ, ამიტომ ორსულობის დროს ალერფასტის მიღება არ არის რეკომენდებული. პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა, ვინაიდან ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი აღწევს დედის რძეში.
გვერდითი მოვლენები
თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა, ღებინება, პირის სიმშრალე, დისპეპტიური მოვლენები.
იშვიათად - დაღლილობა, უძილობა, ნევროზულობა, ძილის დარღვევები, ტაქიკარდია, პალპიტაცია, მკერდის ტკივილი, ქოშინი და ზემგრძნობელობის რეაქციები.
ცალკეულ შემთხვევებში - გამონაყარი კანზე, ქავილი, ურტიკარია, ანგიოედემა,
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: თავბრუ, ძილიანობა, დაღლილობა, პირის სიმშრალე.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის და საფაღარათო საშუალებების მიღება. აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური.
შემადგენლობა
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს, 120 მგ ან 180 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K 30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი: Coating premix pink (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E171), Iron Oxide Red (E172)).
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ჰისტამინური H1-რეცეპტორების ძლიერ და მაღალსპეციფიურ ბლოკატორს, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნია სედაციური მოქმედება. ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი ტერფენადინის აქტიური მეტაბოლიტია. ახდენს პოხიერი უჯრედების მემბრანის სტაბილიზაციას, ამცირებს მათ მიერ ჰისტამინის და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფას. არ გააჩნია ანტიქოლინერგული და ანტიადრენერგული მოქმედება. არ ახდენს კალიუმის ნელი არხების ბლოკირებას, შესაბამისად, არ იწვევს QT ინტერვალის ცვლილებას. არ ახდენს მოქმედებას ცნს-ზე. ხასიათდება მოქმედების სწრაფი დასაწყისით. ანტიჰისტამინური ეფექტი ვლინდება მიღებიდან 1 სთ-ის განმავლობაში, აღწევს მაქსიმუმს 6 სთ-ის შემდეგ და გრძელდება თითქმის 24 სთ-ის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა:
ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი სწრაფად შეიწოვება, Tmax შეადგენს 1-3 სთ-ს. 120 მგ/დღეში მიღების შემდეგ Cmax შეადგენს დაახლოებით 289 ნგ/მლ, ხოლო 180 მგ/დღეში მიღების შემდეგ – 494 ნგ/მლ. 40-240 მგ დოზის ინტერვალში ფექსოფენადინის ფარმაკოკინეტიკას აქვს ხაზოვანი ხასიათი. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 60-70%-ს. არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 11-15 სთ-ს. მიღებული დოზის უმეტესი ნაწილი უცვლელი სახით გამოიყოფა ნაღველთან ერთად, დაახლოებით 10% – შარდთან ერთად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ალერფასტი
ALLERFAST
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ფექსოფენადინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ღია ვარდისფერი, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ცალ მხარეს ჭდით (ალერფასტი 120 მგ ტაბლეტი);
ღია ვარდისფერი, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები (ალერფასტი 180 მგ ტაბლეტი).
შემადგენლობა:
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდს, 120 მგ ან 180 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K 30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი: Coating premix pink (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E171), Iron Oxide Red (E172)).
გამოშვების ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 120 მგ ან 180 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სისტემური გამოყენების სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატები. ათქ-კოდი: R06AX26.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ჰისტამინური H1-რეცეპტორების ძლიერ და მაღალსპეციფიურ ბლოკატორს, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნია სედაციური მოქმედება. ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი ტერფენადინის აქტიური მეტაბოლიტია. ახდენს პოხიერი უჯრედების მემბრანის სტაბილიზაციას, ამცირებს მათ მიერ ჰისტამინის და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფას. არ გააჩნია ანტიქოლინერგული და ანტიადრენერგული მოქმედება. არ ახდენს კალიუმის ნელი არხების ბლოკირებას, შესაბამისად, არ იწვევს QT ინტერვალის ცვლილებას. არ ახდენს მოქმედებას ცნს-ზე. ხასიათდება მოქმედების სწრაფი დასაწყისით. ანტიჰისტამინური ეფექტი ვლინდება მიღებიდან 1 სთ-ის განმავლობაში, აღწევს მაქსიმუმს 6 სთ-ის შემდეგ და გრძელდება თითქმის 24 სთ-ის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა:
ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი სწრაფად შეიწოვება, Tmax შეადგენს 1-3 სთ-ს. 120 მგ/დღეში მიღების შემდეგ Cmax შეადგენს დაახლოებით 289 ნგ/მლ, ხოლო 180 მგ/დღეში მიღების შემდეგ – 494 ნგ/მლ. 40-240 მგ დოზის ინტერვალში ფექსოფენადინის ფარმაკოკინეტიკას აქვს ხაზოვანი ხასიათი. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 60-70%-ს. არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 11-15 სთ-ს. მიღებული დოზის უმეტესი ნაწილი უცვლელი სახით გამოიყოფა ნაღველთან ერთად, დაახლოებით 10% – შარდთან ერთად.
ჩვენება:
სეზონური ალერგიული რინიტის და ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სიმპტომური მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში სეზონური ალერგიული რინიტის დროს ინიშნება ალერფასტი 120 – 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში საკვების მიღების წინ; ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების დროს ინიშნება ალერფასტი 180 – 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში საკვების მიღების წინ.
გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა, ღებინება, პირის სიმშრალე, დისპეპტიური მოვლენები.
იშვიათად - დაღლილობა, უძილობა, ნევროზულობა, ძილის დარღვევები, ტაქიკარდია, პალპიტაცია, მკერდის ტკივილი, ქოშინი და ზემგრძნობელობის რეაქციები.
ცალკეულ შემთხვევებში - გამონაყარი კანზე, ქავილი, ურტიკარია, ანგიოედემა,
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
12 წლამდე ასაკი;
ორსულობა და ლაქტაცია;
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში, ამიტომ ის არ ურთიერთქმედებს ღვიძლში მეტაბოლიზებულ სხვა პრეპარატებთან. ერითრომიცინთან და კეტოკონაზოლთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (ამავე დროს არ აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება ან QT ინტერვალის ცვლილება). არ ურთიერთქმედებს ომეპრაზოლთან. ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველ ანტაციდებთან ერთდროული გამოყენებისას მცირდება პრეპარატის ბიოშეღწევადობა, ამიტომ მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 სთ-ს. ის არ ურთიერთქმედებს ომეპრაზოლთან. ხილის წვენებთან (ფორთოხლის, გრეიფრუტის, ვაშლის) ერთად მიღება არაა სასურველი.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: თავბრუ, ძილიანობა, დაღლილობა, პირის სიმშრალე.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის და საფაღარათო საშუალებების მიღება. აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ორსულ ქალებზე ზემოქმედების შესახებ, ამიტომ ორსულობის დროს ალერფასტის მიღება არ არის რეკომენდებული. პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა, ვინაიდან ფექსოფენადინის ჰიდროქლორიდი აღწევს დედის რძეში.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულებში და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ.
ასევე, სიფრთხილით გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში, ვინაიდან შესაძლებელია პალპიტაციის და ტაქიკარდიის განვითარება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატს არ გააჩნია სედაციური ეფექტი, ამიტომ მისი ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე ნაკლებად შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, სამუშაოზე დაშვების წინ უნდა შემოწმდეს პაციენტის ინდივიდუალური რეაქცია (შესაძლებელი არასტანდარტული რეაქცია).
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33
www.rational.ge
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


