ადრენალინი აგუეტანტი 1მგ/მლ
ADRENALINE AGUETTANT 1mg/mL
- მოქმედი ნივთიერება
- ეპინეფრინით (epinephrine)
- ფორმა და შეფუთვა
- 1მგ/მლ 1მლ ი.მ., ი.ვ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №10
- მწარმოებელი
- Laboratoire AGUETTANT, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კარდიალური თერაპია, ადრენერგული და დოფამინერგული საშუალებები
- ATC კოდი
- C01CA24
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036829
- რეგისტრირებულია
- 11 ნოემბერი 2022, მოქმედებს 11 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუფარმ ჯორჯია“
- GMP
- -
ადრენალინი აგუეტანტი 1მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
ამპულის გახსნის ინსტრუქციები:
OPC (ერთ წერტილში გასატეხ) შუშის ამპულაზე წარმოდგენილია ფერადი წერტილი ყელის ზემოთ, რაც გატეხვის წერტილს აღნიშნავს. ამპულის სათანადოდ გახსნისათვის, მნიშვნელოვანია ზეწოლა ამ წერტილზე შემდეგი პროცედურის მიხედვით:
ერთი ხელით, ამპულის კორპუსი დაიჭირეთ მყარად ყელის ქვემოთ, თქვენსკენ მიმართული ფერადი წერტილით.
მეორე ხელით, მოუჭირეთ ამპულის ზედა ნაწილს, საჩვენებელი თითი მოათავსეთ ამპულის ყელის უკან, ხოლო ცერა თითი - ფერად წერტილზე, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე (ორი ცერა თითი წარმოდგენილია ერთმანეთის პერპენდიკულარულად).
მაგრად მოუჭირეთ ამპულის ორივე ნაწილს, ტკაცუნით გატეხვისას, ქვემოთ მიიმართული ზეწოლით.
16230603810ფერადი წერტილი
ფერადი წერტილი
209296016510
153035069215გატეხვის ხაზი
გატეხვის ხაზი
გულის გაჩერების მკურნალობა:
მოზრდილები:
ინტრავენური შეყვანა: 1 მგ (1 მლ) ადრენალინის ბოლუსი ყოველ 3-5 წუთში ერთხელ, პაციენტის ჰემოდინამიკური სტაბილიზაციის მიღწევამდე.
ჩვილები და ბავშვები:
ინტრავენური შეყვანა: 0,01 მგ/კგ ადრენალინის ბოლუსი, შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დოზა 0,01 მგ/კგ ყოველ 3-5 წუთში ერთხელ, პაციენტის ჰემოდინამიკური სტაბილიზაციის მიღწევამდე.
დადგენილი ანაფილაქსიური შოკის მკურნალობა
მოზრდილები:
ინტრამუსკულარული შეყვანა: 0,5 – 1 მგ ადრენალინი (0.5 – 1 მლ), განმეორებული ყოველ 5 წუთში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში.
ინტრავენური შეყვანა: 0,1 მგ ადრენალინი განზავების შემდეგ, ანუ 1 მგ (1 მლ) 9 მლ 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, შემდეგ განზავებული ხსნარის 1 მლ ბოლუსის, ანუ 0,1 მგ ადრენალინის ვენაში შეყვანა. ბოლუსური ინექციები უნდა გაგრძელდეს პაციენტის ჰემოდინამიკური სტაბილიზაციის მიღწევამდე. საჭიროა მკაცრი მონიტორინგი.
კანქვეშ შეყვანა; 0,3 მგ ადრენალინი (0,3 მლ განუზავებელი ხსნარი). გაუმჯობესება ვლინდება კანქვეშ ინექციიდან 3-5 წუთის განმავლობაში.
0,3 მგ (0,3 მლ განუზავებელი ხსნარის) მეორე ინექცია შესაძლებელია 10-15 წუთის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში.
ჩვილები და ბავშვები:
რეკომენდებული დოზა არის შემდეგი:
ასაკი
1 მგ/მლ ადრენალინის დოზა (1:1,000 ხსნარი)
12 წელი და უფროსი
0,5 მგ ინტრამუსკულარული გზით (1:1,000 ხსნარის 0,5 მლ)
6-12 წელი
0,3 მგ ინტრამუსკულარული გზით (1:1,000 ხსნარის 0,3 მლ)
6 თვე - 6 წელი
0,15 მგ ინტრამუსკულარული გზით (1:1,000 ხსნარის 0,15 მლ)
6 თვემდე
0,01 მგ/კგ ინტრამუსკულარული გზით (1:1,000 ხსნარის 0,01 მლ/კგ)
საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული დოზები შეიძლება განმეორდეს მრავალჯერ 5-15 წუთიანი ინტერვალები, არტერიული წნევის, გულის რითმისა და სუნთქვის სიხშირის მიხედვით. გამოიყენება მცირე მოცულობის შპრიცები.
შოკით მიმდინარე კარდიოცირკულატორული დისტრესის მკურნალობა
უწყვეტი შეყვანა შპრიცის ტუმბოს საშუალებით დოზის 0,01 მიკროგრამი/კგ/წთ-დან 0,5 ან თუნდაც 1 მიკროგრამ/კგ/წთ-მდე, საშუალო დოზის ტიტრირებით სასურველი თერაპიული ეფექტის მიხედვით.
შეყვანის მეთოდი
ინტრავენურად, ინტრამუსკულარულად ან კანქვეშ.
შეყვანის მეთოდს განსაზღვრავს ექიმი.
შეყვანის სიხშირე
ადრენალინის შეყვანა საჭიროებს გულის მკაცრ მონიტორინგს და, თუ შესაძლებელია, უწყვეტ ეკგ ჩაწერას.
თუ მიიღეთ ადრენალინი აგუეტანტი 1 მგ/მლ, საინექციო ხსნარის ჭარბი დოზა:
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული ადრენალინის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში 6,
არითმიები (განსაკუთრებით პარკუჭოვანი),
მძიმე ობსტრუქციული კარდიომიოპათია (გულის კუნთის მძიმე დაავადება),
სტენოკარდია.
ვინაიდან ეს პრეპარატი ნაჩვენებია გადაუდებელი სიტუაციების დროს, აღნიშნული უკუჩვენებები შედარებითია.
სიფრთხილის ზომები
ადრენალინი აგუეტანტი 1 მგ/მლ, საინექციო ხსნარი ნაჩვენებია მხოლოდ გადაუდებელი მკურნალობის სახით. ადრენალინის შეყვანის შემდეგ მნიშვნელოვანია შემდგომი დაკვირვება.
ადრენალინის ვენაში შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის მძიმე დარღვევები.
ის საჭიროებს გულის საგულდაგულო მონიტორინგს და, თუ შესაძლებელია, უწყვეტ ელექტროკარდიოგრაფიას.
პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს კუნთში ან კანქვეშ მძიმე ალერგიული რეაქციების გამაფრთხილებელი ნიშნების არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა:
გენერალიზებული ლორწოვანი ქავილი (ქავილი) ან ერითემა (კანის სიწითლე),
ტუჩის ან პირხახის შეშუპება (სახისა და ყელის შეშუპება),
მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში,
ძლიერი ოფლიანობა,
ჰიპოტენზია.
ეს პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება: ჰიპოვოლემიური შოკის (შოკის) შემთხვევაში.
შეყვანა ხდება სისხლის მოცულობის აღდგენის შემდეგ.
ინტრავენური ან ინტრამუსკულარული გამოყენებისას, თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ პრეპარატის თანმხლები გამოყენება ანესთეზიის დროს გამოყენებულ ზოგიერთ პრეპარატთან, ზოგიერთ ანტიდეპრესანტთან და შერეულ ადრენერგულ/სეროტონერგულ საშუალებებთან ერთად (იხილეთ „სხვა პრეპარატების მიღება ან გამოყენება“).
ადრენალინის შეყვანის შემდეგ, თუ გაწუხებთ თირკმლის მძიმე უკმარისობა, ჰიპერკალცემია, ჰიპოკალიემია, დიაბეტი ან თუ ხართ ორსულად, შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები.
მრავალჯერადმა ლოკალურმა ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ნეკროზი (კანის დაზიანება) ინექციის ადგილზე.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატის ინტრამუსკულარული გამოყენება ზოგადად სასურველია ალერგიული შოკის საწყისი მართვის დროს მაშინ, როდესაც ინტრავენური შეყვანა უფრო ხელსაყრელია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICUs) ან სასწრაფო დახმარების განყოფილებებში. ადრენალინი 1 მგ/მლ-ს (1:1,000) ინექცია არაა მიზანშეწონილი ინტრავენურად შესაყვანად.
თუ ადრენალინის საინექციო ხსნარის 0,1 მგ/მლ კონცენტრაცია არ არის ხელმისაწვდომი, 1:1,000 ხსნარი შეიძლება განზავდეს 1:10,000 და გამოყენებულ იქნეს ინტრავენურად. ადრენალინის ინტრავენურად გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს და ზოგადად შემოიფარგლება იმ სპეციალისტებით, რომლებიც იცნობენ ადრენალინის ვენაში შეყვანის წესს.
სხვა სამკურნალო პრეპარატები და ადრენალინი აგუეტანტი 1 მგ/მლ, საინექციო ხსნარი
ინტრავენური ან ინტრამუსკულარული გზით შეყვანის შემთხვევაში, დაუშვებელია ამ პრეპარატის გამოყენება ზოგიერთ საანესთეზიო პრეპარატთან, გარკვეულ ანტიდეპრესანტებთან და შერეულ ადრენერგულ/სეროტონერგულ პრეპარატებთან ერთად (იხილეთ „განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები“).
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ რომელიმეს შემდეგი პრეპარატებიდან:
სელექტიური და არასელექტიური მაო ინჰიბიტორები,
ლინეზოლიდი.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ადრე მიღებული გაქვთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ეს პრეპარატი გათვალისწინებულია გადაუდებელი მკურნალობისათვის; მისი გამოყენება შეიძლება ორსულობის დროს, თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ.
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე.
ძუძუთი კვება
უცნობია გამოიყოფა, თუ არა ადრენალინი დედის რძეში. თუმცა, ისეთი გვერდითი მოვლენების ალბათობის გამო, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს, ამ პრეპარატით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს. პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), რაც ფაქტიურად ნიშნავს, რომ ‘ნატრიუმს არ შეიცავს’.
ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს და იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ სამკურნალო პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ეს დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობასა და შეყვანილ დოზაზე.
დაბალ დოზებზე აღინიშნება შემდეგი ხშირი გვერდითი მოვლენები: აჩქარებული პულსი, ტაქიკარდია (მომატებული გულის რითმი), ოფლიანობა, გულისრევა, პირღებინება, სუნთქვის გაძნელება, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, სისუსტე, ტრემორი, თავის ტკივილი, მოუსვენრობა, აღგზნებადობა, შფოთვა, ცივი ხელები და ფეხები.
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენება მოიცავს შემდეგს: ჰალუცინაციები, გონების დაკარგვა, ჰიპერგლიკემია (სისხლში გლუკოზის ჭარბი დონე), ჰიპოკალიემია (სისხლში კალიუმის დონის შემცირება), მეტაბოლური აციდოზი (სისხლში მაღალი მჟავიანობა), მიდრიაზი (გუგების გაფართოება), შარდვის გაძნელება (მოშარდვის პრობლემები) შარდის შეკავებით, კუნთების ტრემორი.
მაღალ დოზებზე ან ადრენალინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები მოიცავს შემდეგს: გულის არითმია (გულის რითმის დარღვევები/გულის გაჩერება), არტერიული ჰიპერტენზიული ეპიზოდები (რამაც ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა თავის ტვინში), ან ვაზოკონსტრიქციაც კი (სისხლძარღვების დიამეტრის შემცირება, მაგალითად კანში, ლორწოვან გარსებსა და თირკმელებში).
იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ შეფუთვის ჩანართში, ან თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა დამძიმდება, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების ანგარიშგება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შეგიძლიათ ეროვნული ანგარიშგების სისტემის საშუალებით: Agence nationale de securite du medicament et des produits de sante [საფრანგეთის (წამლისა და ჯანდაცვის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო)] (ANSM) და Centres Regionaux de Pharmacovigilance ქსელი [საფრანგეთის ფარმაკოუსაფრთხოების რეგიონალური ცენტრები] - ვებ-გვერდი: www.signalement-sante.gouv.fr.
გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგებით თქვენ დაეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
ჭარბი დოზა
მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, რასაც მოჰყვება პოტენციურად სიცოცხლისათვის სახიფათო თავის ტვინის, გულის ან სისხლძარღვების მოვლენები.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის:
ადრენალინი ........................................................................................................................... 1 მგ
1 მლ ამპულაში
სხვა ნივთიერებებია:
ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, მარილმჟავა, საინექციო წყალი.
ადრენალინი აგუეტანტი 1 მგ/მლ, საინექციო ხსნარის აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ამპულაზე ან მუყაოს კოლოფზე აღნიშნული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი ინახება 300C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში.
ამპულები ინახება გარეთ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
არ შეიძლება პრეპარატების გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ შეიძლება გამოუყენებელი პრეპარატების გაუვნებელყოფა. აღნიშნული ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
ფარმაკოლოგიური თვისებები
C01CA24
ეს პრეპარატი ნაჩენებია შემდეგი დაავადებების შემთხვევაში:
გულსისხლძარღვთა უკმარისობის მკურნალობა,
ანაფილაქსიური შოკის (არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, გამოწვეული ალერგიული რეაქციით) მკურნალობა,
კარდიოცირკულატორული დისტრესის მკურნალობა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სარეკომენდაციო ვერსია
ადრანალინი აგუეტანტი 1 მგ/მლ,
საინექციო ხსნარი ამპულაში
ადრენალინი
ყურადღებით გაეცანით ამ შეფუთვის ჩანართს პრეპარატის მიღებამდე, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ შეფუთვის ჩანართი. შეიძლება მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგინიშნეს მხოლოდ თქვენ. ნუ მისცემთ მას სხვას. სხვას შეიძლება ზიანი მიაყენოს მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენი დაავადების მსგავსია.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.
შინაარსი
რა არის ადრენალინი აგუეტანტი 1 მგ/მლ, საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება იგი?
რა უნდა იცოდეთ ადრენალინი აგუეტანტი 1 მგ/მლ, საინექციო ხსნარის გამოყენებამდე?
ადრენალინი აგუეტანტი 1 მგ/მლ, საინექციო ხსნარის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ადრენალინი აგუეტანტი 1 მგ/მლ, საინექციო ხსნარის შენახვის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
- რა არის ადრენალინი აგუეტანტი 1 მგ/მლ, საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება იგი?
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი - გულის მასტიმულირებელი საშუალებები, საგულე გლიკოზიდების გარდა - ათქ კოდი: C01CA24
ეს პრეპარატი ნაჩენებია შემდეგი დაავადებების შემთხვევაში:
გულსისხლძარღვთა უკმარისობის მკურნალობა,
ანაფილაქსიური შოკის (არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, გამოწვეული ალერგიული რეაქციით) მკურნალობა,
კარდიოცირკულატორული დისტრესის მკურნალობა.
- რა უნდა იცოდეთ ადრენალინი აგუეტანტი 1 მგ/მლ, საინექციო ხსნარის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ადრენალინი აგუეტანტი 1 მგ/მლ, საინექციო ხსნარი შემდეგი შემთხვევების დროს:
თუ ხართ ალერგიული ადრენალინის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში 6,
არითმიები (განსაკუთრებით პარკუჭოვანი),
მძიმე ობსტრუქციული კარდიომიოპათია (გულის კუნთის მძიმე დაავადება),
სტენოკარდია.
ვინაიდან ეს პრეპარატი ნაჩვენებია გადაუდებელი სიტუაციების დროს, აღნიშნული უკუჩვენებები შედარებითია.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ადრენალინი აგუეტანტი 1 მგ/მლ, საინექციო ხსნარი ნაჩვენებია მხოლოდ გადაუდებელი მკურნალობის სახით. ადრენალინის შეყვანის შემდეგ მნიშვნელოვანია შემდგომი დაკვირვება.
ადრენალინის ვენაში შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის მძიმე დარღვევები.
ის საჭიროებს გულის საგულდაგულო მონიტორინგს და, თუ შესაძლებელია, უწყვეტ ელექტროკარდიოგრაფიას.
პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს კუნთში ან კანქვეშ მძიმე ალერგიული რეაქციების გამაფრთხილებელი ნიშნების არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა:
გენერალიზებული ლორწოვანი ქავილი (ქავილი) ან ერითემა (კანის სიწითლე),
ტუჩის ან პირხახის შეშუპება (სახისა და ყელის შეშუპება),
მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში,
ძლიერი ოფლიანობა,
ჰიპოტენზია.
ეს პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება: ჰიპოვოლემიური შოკის (შოკის) შემთხვევაში.
შეყვანა ხდება სისხლის მოცულობის აღდგენის შემდეგ.
ინტრავენური ან ინტრამუსკულარული გამოყენებისას, თავიდან უნდა იქნას აცილებული ამ პრეპარატის თანმხლები გამოყენება ანესთეზიის დროს გამოყენებულ ზოგიერთ პრეპარატთან, ზოგიერთ ანტიდეპრესანტთან და შერეულ ადრენერგულ/სეროტონერგულ საშუალებებთან ერთად (იხილეთ „სხვა პრეპარატების მიღება ან გამოყენება“).
ადრენალინის შეყვანის შემდეგ, თუ გაწუხებთ თირკმლის მძიმე უკმარისობა, ჰიპერკალცემია, ჰიპოკალიემია, დიაბეტი ან თუ ხართ ორსულად, შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები.
მრავალჯერადმა ლოკალურმა ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ნეკროზი (კანის დაზიანება) ინექციის ადგილზე.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატის ინტრამუსკულარული გამოყენება ზოგადად სასურველია ალერგიული შოკის საწყისი მართვის დროს მაშინ, როდესაც ინტრავენური შეყვანა უფრო ხელსაყრელია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICUs) ან სასწრაფო დახმარების განყოფილებებში. ადრენალინი 1 მგ/მლ-ს (1:1,000) ინექცია არაა მიზანშეწონილი ინტრავენურად შესაყვანად.
თუ ადრენალინის საინექციო ხსნარის 0,1 მგ/მლ კონცენტრაცია არ არის ხელმისაწვდომი, 1:1,000 ხსნარი შეიძლება განზავდეს 1:10,000 და გამოყენებულ იქნეს ინტრავენურად. ადრენალინის ინტრავენურად გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს და ზოგადად შემოიფარგლება იმ სპეციალისტებით, რომლებიც იცნობენ ადრენალინის ვენაში შეყვანის წესს.
სხვა სამკურნალო პრეპარატები და ადრენალინი აგუეტანტი 1 მგ/მლ, საინექციო ხსნარი
ინტრავენური ან ინტრამუსკულარული გზით შეყვანის შემთხვევაში, დაუშვებელია ამ პრეპარატის გამოყენება ზოგიერთ საანესთეზიო პრეპარატთან, გარკვეულ ანტიდეპრესანტებთან და შერეულ ადრენერგულ/სეროტონერგულ პრეპარატებთან ერთად (იხილეთ „განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები“).
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ რომელიმეს შემდეგი პრეპარატებიდან:
სელექტიური და არასელექტიური მაო ინჰიბიტორები,
ლინეზოლიდი.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ადრე მიღებული გაქვთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.
ორსულობა
ეს პრეპარატი გათვალისწინებულია გადაუდებელი მკურნალობისათვის; მისი გამოყენება შეიძლება ორსულობის დროს, თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ.
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე.
ძუძუთი კვება
უცნობია გამოიყოფა, თუ არა ადრენალინი დედის რძეში. თუმცა, ისეთი გვერდითი მოვლენების ალბათობის გამო, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს, ამ პრეპარატით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე.
ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს. პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), რაც ფაქტიურად ნიშნავს, რომ ‘ნატრიუმს არ შეიცავს’.
ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს და იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
- ადრენალინი აგუეტანტი 1 მგ/მლ, საინექციო ხსნარის გამოყენების წესი
ამპულის გახსნის ინსტრუქციები:
OPC (ერთ წერტილში გასატეხ) შუშის ამპულაზე წარმოდგენილია ფერადი წერტილი ყელის ზემოთ, რაც გატეხვის წერტილს აღნიშნავს. ამპულის სათანადოდ გახსნისათვის, მნიშვნელოვანია ზეწოლა ამ წერტილზე შემდეგი პროცედურის მიხედვით:
ერთი ხელით, ამპულის კორპუსი დაიჭირეთ მყარად ყელის ქვემოთ, თქვენსკენ მიმართული ფერადი წერტილით.
მეორე ხელით, მოუჭირეთ ამპულის ზედა ნაწილს, საჩვენებელი თითი მოათავსეთ ამპულის ყელის უკან, ხოლო ცერა თითი - ფერად წერტილზე, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე (ორი ცერა თითი წარმოდგენილია ერთმანეთის პერპენდიკულარულად).
მაგრად მოუჭირეთ ამპულის ორივე ნაწილს, ტკაცუნით გატეხვისას, ქვემოთ მიიმართული ზეწოლით.
16230603810ფერადი წერტილი
ფერადი წერტილი
209296016510
153035069215გატეხვის ხაზი
გატეხვის ხაზი
გულის გაჩერების მკურნალობა:
მოზრდილები:
ინტრავენური შეყვანა: 1 მგ (1 მლ) ადრენალინის ბოლუსი ყოველ 3-5 წუთში ერთხელ, პაციენტის ჰემოდინამიკური სტაბილიზაციის მიღწევამდე.
ჩვილები და ბავშვები:
ინტრავენური შეყვანა: 0,01 მგ/კგ ადრენალინის ბოლუსი, შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დოზა 0,01 მგ/კგ ყოველ 3-5 წუთში ერთხელ, პაციენტის ჰემოდინამიკური სტაბილიზაციის მიღწევამდე.
დადგენილი ანაფილაქსიური შოკის მკურნალობა
მოზრდილები:
ინტრამუსკულარული შეყვანა: 0,5 – 1 მგ ადრენალინი (0.5 – 1 მლ), განმეორებული ყოველ 5 წუთში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში.
ინტრავენური შეყვანა: 0,1 მგ ადრენალინი განზავების შემდეგ, ანუ 1 მგ (1 მლ) 9 მლ 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, შემდეგ განზავებული ხსნარის 1 მლ ბოლუსის, ანუ 0,1 მგ ადრენალინის ვენაში შეყვანა. ბოლუსური ინექციები უნდა გაგრძელდეს პაციენტის ჰემოდინამიკური სტაბილიზაციის მიღწევამდე. საჭიროა მკაცრი მონიტორინგი.
კანქვეშ შეყვანა; 0,3 მგ ადრენალინი (0,3 მლ განუზავებელი ხსნარი). გაუმჯობესება ვლინდება კანქვეშ ინექციიდან 3-5 წუთის განმავლობაში.
0,3 მგ (0,3 მლ განუზავებელი ხსნარის) მეორე ინექცია შესაძლებელია 10-15 წუთის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში.
ჩვილები და ბავშვები:
რეკომენდებული დოზა არის შემდეგი:
ასაკი
1 მგ/მლ ადრენალინის დოზა (1:1,000 ხსნარი)
12 წელი და უფროსი
0,5 მგ ინტრამუსკულარული გზით (1:1,000 ხსნარის 0,5 მლ)
6-12 წელი
0,3 მგ ინტრამუსკულარული გზით (1:1,000 ხსნარის 0,3 მლ)
6 თვე - 6 წელი
0,15 მგ ინტრამუსკულარული გზით (1:1,000 ხსნარის 0,15 მლ)
6 თვემდე
0,01 მგ/კგ ინტრამუსკულარული გზით (1:1,000 ხსნარის 0,01 მლ/კგ)
საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული დოზები შეიძლება განმეორდეს მრავალჯერ 5-15 წუთიანი ინტერვალები, არტერიული წნევის, გულის რითმისა და სუნთქვის სიხშირის მიხედვით. გამოიყენება მცირე მოცულობის შპრიცები.
შოკით მიმდინარე კარდიოცირკულატორული დისტრესის მკურნალობა
უწყვეტი შეყვანა შპრიცის ტუმბოს საშუალებით დოზის 0,01 მიკროგრამი/კგ/წთ-დან 0,5 ან თუნდაც 1 მიკროგრამ/კგ/წთ-მდე, საშუალო დოზის ტიტრირებით სასურველი თერაპიული ეფექტის მიხედვით.
შეყვანის მეთოდი
ინტრავენურად, ინტრამუსკულარულად ან კანქვეშ.
შეყვანის მეთოდს განსაზღვრავს ექიმი.
შეყვანის სიხშირე
ადრენალინის შეყვანა საჭიროებს გულის მკაცრ მონიტორინგს და, თუ შესაძლებელია, უწყვეტ ეკგ ჩაწერას.
თუ მიიღეთ ადრენალინი აგუეტანტი 1 მგ/მლ, საინექციო ხსნარის ჭარბი დოზა:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს: მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, რასაც მოჰყვება პოტენციურად სიცოცხლისათვის სახიფათო თავის ტვინის, გულის ან სისხლძარღვების მოვლენები.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ სამკურნალო პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ეს დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობასა და შეყვანილ დოზაზე.
დაბალ დოზებზე აღინიშნება შემდეგი ხშირი გვერდითი მოვლენები: აჩქარებული პულსი, ტაქიკარდია (მომატებული გულის რითმი), ოფლიანობა, გულისრევა, პირღებინება, სუნთქვის გაძნელება, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, სისუსტე, ტრემორი, თავის ტკივილი, მოუსვენრობა, აღგზნებადობა, შფოთვა, ცივი ხელები და ფეხები.
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენება მოიცავს შემდეგს: ჰალუცინაციები, გონების დაკარგვა, ჰიპერგლიკემია (სისხლში გლუკოზის ჭარბი დონე), ჰიპოკალიემია (სისხლში კალიუმის დონის შემცირება), მეტაბოლური აციდოზი (სისხლში მაღალი მჟავიანობა), მიდრიაზი (გუგების გაფართოება), შარდვის გაძნელება (მოშარდვის პრობლემები) შარდის შეკავებით, კუნთების ტრემორი.
მაღალ დოზებზე ან ადრენალინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები მოიცავს შემდეგს: გულის არითმია (გულის რითმის დარღვევები/გულის გაჩერება), არტერიული ჰიპერტენზიული ეპიზოდები (რამაც ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა თავის ტვინში), ან ვაზოკონსტრიქციაც კი (სისხლძარღვების დიამეტრის შემცირება, მაგალითად კანში, ლორწოვან გარსებსა და თირკმელებში).
იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ შეფუთვის ჩანართში, ან თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა დამძიმდება, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების ანგარიშგება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შეგიძლიათ ეროვნული ანგარიშგების სისტემის საშუალებით: Agence nationale de securite du medicament et des produits de sante [საფრანგეთის (წამლისა და ჯანდაცვის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო)] (ANSM) და Centres Regionaux de Pharmacovigilance ქსელი [საფრანგეთის ფარმაკოუსაფრთხოების რეგიონალური ცენტრები] - ვებ-გვერდი: www.signalement-sante.gouv.fr.
გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგებით თქვენ დაეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- ადრენალინის აგუეტანტი 1 მგ/მლ საინექციო ხსნარის შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ამპულაზე ან მუყაოს კოლოფზე აღნიშნული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი ინახება 300C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში.
ამპულები ინახება გარეთ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
არ შეიძლება პრეპარატების გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ შეიძლება გამოუყენებელი პრეპარატების გაუვნებელყოფა. აღნიშნული ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ადრენალინი აგუეტანტი 1 მგ/მლ, საინექციო ხსნარი
აქტიური ნივთიერება არის:
ადრენალინი ........................................................................................................................... 1 მგ
1 მლ ამპულაში
სხვა ნივთიერებებია:
ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, მარილმჟავა, საინექციო წყალი.
ადრენალინი აგუეტანტი 1 მგ/მლ, საინექციო ხსნარის აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი/დისტრიბუტორი
ლაბორატორია აგუეტანტი (Laboratoire AGUETTANT)
ალექსანდერ ფლემინგის ქ. 1
69007 ლიონი, საფრანგეთი
მწარმოებელი
ლაბორატორია აგუეტანტი (Laboratoire AGUETTANT)
ალექსანდერ ფლემინგის ქ. 1
69007 ლიონი, საფრანგეთი
ინსტრუქცია ბოლოს შემოწმდა 2019 წლის თებერვალში.
ხელმოწერილია
შტამპი
ლაბორატორია აგუეტანტი (Laboratoire AGUETTANT)
ალექსანდერ ფლემინგის ქ. 1
69007 ლიონი - საფრანგეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.