პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

ადრენალინი-ზდოროვიე

Adrenalin–Zdorovye

რეცეპტით1.82 მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსიური შოკი, რომელიც სამკურნალო საშუალებების, შრატების გამოყენების, სისხლის გადასხმის, მწერების ნაკბენების ან ალერგენებთან კონტაქტის შედეგად ვითარდება; ბრონქული ასთმა – შეტევის კუპირება; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ეპინეფრინით (epinephrine)
ფორმა და შეფუთვა
1.82 მგ/მლ 1მლ ი.მ., ი.ვ., კანქვეშ და გულის კუნთში შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №10 (1X10)
მწარმოებელი
«Pharmaceutical company «Zdorovye» LTD, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური თერაპია, ადრენერგული და დოფამინერგული საშუალებები
ATC კოდი
C01CA24
რეგისტრაციის ნომერი
რ-038203
რეგისტრირებულია
25 მაისი 2023, მოქმედებს 24 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Pharmaceutical company «Zdorovye» LTD (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაადრენალინი-ზდოროვიე და სხვა წამალი ერთად

ადრენალინი-ზდოროვიე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსიური შოკი, რომელიც სამკურნალო საშუალებების, შრატების გამოყენების, სისხლის გადასხმის, მწერების ნაკბენების ან ალერგენებთან კონტაქტის შედეგად ვითარდება;

ბრონქული ასთმა – შეტევის კუპირება;

სხვადასხვა გენეზის არტერიული ჰიპოტენზია (პოსტჰემორაგიული, ინტოქსიკაციური, ინფექციური);

ჰიპოგლიკემია ინსულინის ჭარბი დოზირების შედეგად;

ასისტოლია, გულის გაჩერება;

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მოქმედების გახანგრძლივება;

მწვავე განვითარების III ხარისხის AV ბლოკადა.

მიღების წესი და დოზირება

ინიშნება კუნთში, კანქვეშ, ზოგჯერ – ვენაში, გულში (რეანიმაცია გულის გაჩერებისას). კუნთში შეყვანისას მოქმედება უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე კანქვეშ შეყვანისას. დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია.

მოზრდილები.

ანაფილაქსიური შოკი: შეჰყავთ ინტრავენურად, ნელა, 0.5 მლ იხსნება 20 მლ 40%-იანი გლუკოზის ხსნარში. შემდგომში, საჭიროების შემთხვევაში, შეყვანა გრძელდება ინტრავენურად, წვეთოვნად, სიჩქარით 1 მკგ/წთ, რისთვისაც 1 მლ ადრენალინის ხსნარი იხსნება 400 მლ 0,9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ან 5%-იანი გლუკოზის ხსნარში. თუ პაციენტის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, უმჯობესია 0,3-0,5 მლ-ის კუნთში ან კანქვეშ შეყვანა, განზავებული ან განუზავებელი სახით.

ბრონქული ასთმა: კანქვეშ შეჰყავთ 0,3-0,5 მლ, განზავებული ან განუზავებელი სახით. განმეორებითი შეყვანის საჭიროების შემთხვევაში, ამ დოზის შეყვანა შესაძლებელია ყოველ 20 წთ-ში (3-ჯერამდე შეყვანა). დასაშვებია 0,3-0,5 მლ-ის ვენაში შეყვანა, განზავებული სახით.

სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალების სახით შეჰყავთ ინტრავენურად წვეთოვნად სიჩქარით 1 მკგ/წთ (შესაძლებელია სიჩქარის 2-10 მკგ/წთ-მდე გაზრდა).

ასისტოლია: შეჰყავთ გულში 0,5 მლ, განზავებული 10 მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. რეანიმაციული ღონისძიებების დროს – 1 მლ (განზავებული) ინტრავენურად, ნელა, ყოველ 3-5 წთ-ში ერთხელ.

ბავშვები.

ასისტოლია ახალშობილებში: ინტრავენურად შეჰყავთ 10-30 მკგ/კგ სხეულის მასაზე, ყოველს 3-5 წთ-ში, ნელა.

ანაფილაქსიური შოკი: შეჰყავთ კანქვეშ ან კუნთში 10 მკგ/კგ სხეულის მასაზე (მაქსიმალური დოზა – 0,3 მგ-მდე). საჭიროების შემთხვევაში იმეორებენ ყოველ 15 წთ-ში (3-ჯერამდე შეყვანა).

ბრონქოსპაზმი: შეჰყავთ კანქვეშ 10 მკგ/კგ სხეულის მასაზე (მაქსიმალური დოზა – 0,3 მგ-მდე). საჭიროების შემთხვევაში იმეორებენ ყოველ 15 წთ-ში (3-4-ჯერამდე შეყვანა) ან ყოველ 4 სთ-ში.

ბავშვები.

სამკურნალო საშუალება გამოიყენება ბავშვებში. ბავშვებისთვის პრეპარატის დოზირების რეკომენდაციები მოყვანილია ნაწილში „გამოყენების წესი და დოზები“.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ; ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, მძიმე აორტული სტენოზი, ტაქიარითმია, პარკუჭების ფიბრილაცია, ფეოქრომოციტომა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, შოკი (ანაფილაქსიურის გარდა), ზოგადი ანესთეზია ინჰალაციური საშუალებებით: ფთოროტანით, ციკლოპროპანით, ქლოროფორმით; მშობიარობის II პერიოდი; გამოიყენება ხელების და ფეხების თითებზე, ცხვირის, გენიტალიების უბნებზე.

სიფრთხილის ზომები

გულის კუნთში შეჰყავთ ასისტოლიის დროს, თუ მისი მოხსნის სხვა საშუალებები ხელმისაწვდომი არ არის, ამასთან არსებობს გულის ტამპონადის და პნევმოთორაქსის განვითარების მომატებული რისკი.

ინფუზიის ჩატარების საჭიროების შემთხვევაში, უნდა გამოიყენოთ საზომი მოწყობილობით აღჭურვილი ხელსაწყო, ინფუზიის სიჩქარის რეგულირების მიზნით. ინფუზია უნდა გაკეთდეს მსხვილ, უმჯობესია ცენტრალურ ვენაში.

ინფუზიის ჩატარებისას, რეკომენდებულია სისხლის შრატში K+-ის კონცენტრაციის, არტერიული წნევის, დიურეზის, ეკგ-ს, ცენტრალური ვენური წნევის, ფილტვის არტერიის წნევის მონიტორინგი.

პრეპარატის გამოყენება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ზრდის გლიკემიას, რის გამოც საჭიროა ინსულინის ან სულფონილშარდოვანას წარმოებულების უფრო მაღალი დოზები.

ადრენალინის ხანგრძლივი გამოყენება არ არის სასურველი, ვინაიდან პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროებამ შეიძლება ნეკროზის ან განგრენის განვითარება გამოიწვიოს.

მკურნალობის შეწყვეტისას ადრენალინის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს, ვინაიდან თერაპიის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება მძიმე ჰიპოტენზია გამოიწვიოს.

სიფრთხილით გამოიყენება პარკუჭოვანი არითმიის, გულის იშემიური დაავადების, წინაგულების ფიბრილაციის, არტერიული ჰიპერტენზიის, ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის, მიოკარდიუმის ინფარქტის (მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა გახსოვდეთ, რომ ადრენალინმა შეიძლება გააძლიეროს იშემია, ჟანგბადზე მიოკარდიუმის მოთხოვნილების გაზრდის ხარჯზე), მეტაბოლური აციდოზის, ჰიპერკაპნიის, ჰიპოქსიის, ჰიპოვოლემიის, თირეოტოქსიკოზის, სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებების (არტერიული ემბოლია, ათეროსკლეროზი, ბიურგერის დაავადება, სიცივით გამოწვეული ტრავმა, დიაბეტური ენდარტერიიტი, რეინოს დაავადება; ვინაიდან არსებობს ნერკოზის და განგრენის განვითარების რისკი, საჭიროა პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მდგომარეობის კონტროლი), ცერებრული ათეროსკლეროზის, პარკინსონის დაავადების, კრუნჩხვითი სინდრომის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის მქონე პაციენტებში.

ჰიპოვოლემიის დროს სიმპათომიმეტური საშუალებების გამოყენებამდე საჭიროა პაციენტების სათანადო ჰიდრატაციის ჩატარება.

ნატრიუმის მეტაბისულფიტმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ადრენალინის ანტაგონისტებია α- და β-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები.

პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია:

ნარკოტიკულ საანალგეზიო საშუალებებთან და საძილე საშუალებებთან – მათი ეფექტების შესუსტება;

საგულე გლიკოზიდებთან, ქინიდინთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, დოფამინთან, საინჰალაციო სანარკოზე საშუალებებთან (ქლოროფორმი, ენფლურანი, ჰალოტანი, იზოფლურანი, მეთოქსიფლურანი), კოკაინთან – არითმიების განვითარების რისკის გაზრდა;

სხვა სიმპათომიმეტურ საშუალებებთან – გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტების გამოხატულების გაძლიერება;

ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან (მათ შორის, დიურეზულ საშუალებებთან) – მათი ეფექტიანობის შემცირება;

მონოამინოქსიდაზას (მაო-ს) ინჰიბიტორებთან (მათ შორის, ფურაზოლიდონი, პროკარბაზინი, სელეგილინი) – არტერიული წნევის უეცარი გამოხატული მომატება, ჰიპერპირეტული კრიზი, თავის ტკივილი, გულის არითმიები, ღებინება;

ნიტრატებთან – მათი თერაპიული მოქმედების შესუსტება;

ფენოქსიბენზამინთან – ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება და ტაქიკარდია;

ფენიტოინთან – არტერიული წნევის უეცარი შემცირება და ბრადიკარდია, რაც დამოკიდებულია ადრენალინის დოზასა და შეყვანის სიჩქარეზე;

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატებთან – მოქმედების ურთიერთგაძლიერება;

ასტემიზოლთან, ციზაპრიდთან, ტერფენადინთან – ეკგ-ზე QT-ინტერვალის გახანგრძლივება;

დიატრიზოატამებთან, იოტალამის ან იოქსაგლის მჟავებთან – ნევროლოგიური ეფექტების გაძლიერება;

ჭვავის რქის ალკალოიდებთან – ვაზოკონსტრიქტორული ეფექტების გაძლიერება გამოხატულ იშემიამდე და განგრენის განვითარებამდე;

ჰიპოგლიკემიურ სამკურნალო საშუალებებთან (ინსულინის ჩათვლით) –ჰიპოგლიკემიური ეფექტის დაქვეითება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულებში ადრენალინის გამოყენების შესახებ კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.

არ გამოიყენება მშობიარობის დროს ჰიპოტენზიის კორექციისთვის, რადგან სამკურნალო სასუალებამ შეიძლება შეაფერხოს მშობიარობის მეორე პერიოდი საშვილოსნოს კუნთების მოდუნების ხარჯზე. საშვილოსნოს შეკუმშვის შესამცირებლად დიდი დოზების შეყვანამ შეიძლება საშვილოსნოს ხანგრძლივი ატონია გამოიწვიოს, სისხლდენის განვითარებით.

პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს რეაქციების სისწრაფეზე ზემოქმედების უნარი.

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ავტოტრანსპორტის მართვა და სხვა პოტენციურად საშიში ქმედებების განხორციელება, რომლებიც ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს.

გვერდითი მოვლენები

გულის მხრივ: სტენოკარდია, ბრადიკარდია ან ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ქოშინი; დიდი დოზების დროს – პარკუჭოვანი არითმიები; იშვიათად – არითმია, ტკივილი გულმკერდის არეში, ეკგ-ს ცვლილებები (მათ შორის, T კბილის ამპლიტუდის შემცირება).

სისხლძარღვების მხრივ: არტერიული წნევის შემცირება ან მომატება (ჩვეულ დოზებში კანქვეშ შეყვანის შემთხვევაშიც, არტერიული წნევის მომატების შედეგად შესაძლებელია სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა და ჰემიპლეგია).

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ტრემორი, თავბრუსხვევა, ნევროზულობა, კუნთების ფასციკულაცია; პარკინსონიზმის მქონე პაციენტებში შესაძლებელია რიგიდობის და ტრემორის გაძლიერება.

ფსიქიკის მხრივ: შფოთვა, ფსიქონევროზული დარღვევები, ფსიქომოტორული აგზნება, დეზორიენტაცია, მეხსიერების დარღვევა, აგრესიული ან პანიკური ქცევა, შიზოფრენიისმაგვარი დარღვევები, პარანოია, ძილის დარღვევა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ანორექსია.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – გაძნელებული ან მტკივნეული შარდვა (წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის დროს).

კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: გამონაყარი კანზე, მულტიფორმული ერითემა.

ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ: ჰიპოკალემია, ჰიპერგლიკემია.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი.

ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი ან წვა კუნთში შეყვანის ადგილას.

სხვა: დაღლილობა, მომატებული ოფლიანობა, თერმორეგულაციის დარღვევა (შემცივნება ან ცხელება), კიდურების გაცივება, ადრენალინის განმეორებითი ინიექციების დროს შესაძლებელია ნეკროზის განვითარება ადრენალინის სისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედების გამო (მათ შორის, ღვიძლის და თირკმლების ნეკროზი).

ჭარბი დოზა

სიმპტომები: არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება, ტაქიარითმია ბრადიკარდიასთან მონაცვლეობით, გულის რიტმის დარღვევა (მათ შორის, წინაგულების და პარკუჭების ფიბრილაცია), შემცივნება და კანის საფარველის სიფერმკრთალე, ღებინება, შიში, მოუსვენრობა, ტრემორი, თავის ტკივილი, მეტაბოლური აციდოზი, მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა (განსაკუთრებით, ხანდაზმულ პაციენტებში), ფილტვების შეშუპება, თირკმლის უკმარისობა, შესაძლებელია ლეტალური გამოსავალი. დიდი დოზებით შეყვანისას (მინიმალური ლეტალური დოზა კანქვეშ შეყვანის შემთხვევაში არის 0,18% ხსნარის 10 მლ) ვითარდება მიდრიაზი, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება, ტაქიკარდია პარკუჭების ფიბრილაციაში შესაძლო გადასვლით.

მკურნალობა: პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა. ადრენალინის დოზის გადაჭარბება შეიძლება მოიხსნას α- და β-ადრენობლოკატორებით, სწრაფად მოქმედი ნიტრატებით. მძიმე გართულებების შემთხვევაში, აუცილებელია კომპლექსური თერაპია. არითმიის დროს ინიშნება β-ადრენობლოკატორების პარენტერალური შეყვანა.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: epinephrine;

1 მლ ხსნარი შეიცავს ადრენალინის ტარტრატს - 1.82 მგ-ს;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), ნატრიუმის ქლორიდი, საინიექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა. საინიექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

შენახვის პირობები

2 წელი.

შენახვის პირობები. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა. 1 მლ ამპულებში №10 (10×1) ბლისტერში, რომელიც მოთავსებულია კოლოფში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

ფარმაკოლოგიური თვისებები

გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალებები. არაგლიკოზიდური კარდიოტონული საშუალებები. ადრენერგული და დოფამინერგული პრეპარატები. ათქ კოდი C01C A24

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

კარდიომასტიმულირებელი, სისხლძარღვების შემავიწროებელი, ჰიპერტენზიული, ანტიჰიპოგლიკემიური საშუალება.

პრეპარატი ასტიმულირებს სხვადასხვა ლოკალიზაციის α- და β-ადრენორეცეპტორებს. აქვს გამოხატული მოქმედება შინაგანი ორგანოების გლუვ კუნთებზე, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებზე, ააქტივებს ნახშირწყლოვან და ლიპიდურ ცვლას.

მოქმედების მექანიზმი განპირობებულია უჯრედის მემბრანების შიდა ზედაპირზე ადენილატციკლაზას აქტივაციით, ციკლური ადენოზინმონოფოსფატის (ც-ამფ) და Ca2+ უჯრედშიდა კონცენტრაციის მომატებით. მოქმედების პირველი ფაზა განპირობებულია, პირველ რიგში, სხვადასხვა ორგანოების β-ადრენორეცეპტორების სტიმულაციით და ვლინდება ტაქიკარდიით, გულის წუთმოცულობის, მიოკარდიუმის აგზნებადობის და გამტარობის გაზრდით, არტერიოლების და ბრონქების გაფართოებით, საშვილოსნოს ტონუსის შემცირებით, ღვიძლიდან გლიკოგენის და ცხიმის დეპოებიდან ცხიმოვანი მჟავების მობილიზაციით. მეორე ფაზაში ხდება α-ადრენორეცეპტორების აგზნება, რაც იწვევს მუცლის ღრუს ორგანოების, კანის, ლორწოვანი გარსების (უფრო მცირე ხარისხით – ჩონჩხის კუნთების) სისხლძარღვების შევიწროებას, არტერიული წნევის (ძირითადად – სისტოლურის), სისხლძარღვების საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის მომატებას.

პრეპარატის ეფექტიანობა დამოკიდებულია დოზაზე. ძალიან დაბალი დოზებით, 0,01 მკგ/კგ/წთ-ზე ნაკლები სიჩქარით შეყვანისას შეიძლება შეამციროს არტერიული წნევა ჩონჩხის მუსკულატურის სისხლძარღვების გაფართოების გამო. 0,04-0,1 მკგ/კგ/წთ-ზე სიჩქარით შეყვანის შემთხვევაში ზრდის გულის შეკუმშვათა სიხშირეს და სიძლიერეს, სისხლის სისტოლურ მოცულობას და წუთმოცულობას, ამცირებს სისხლძარღვების საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას; 0.2 მკგ/კგ/წთ-ზე მაღალი სიჩქარის დროს – ავიწროებს სისხლძარღვებს, ზრდის არტერიულ წნევას (ძირითადად – სისტოლურს) და სისხლძარღვების საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას. პრესორულმა ეფექტმა შეიძლება გულის შეკუმშვათა სიხშირის ხანმოკლე რეფლექსური შენელება გამოიწვიოს. ადუნებს ბრონქების გლუვ კუნთებს. 0.3 მკგ/კგ/წთ-ზე მაღალი დოზები ამცირებენ სისხლის მიმოქცევას თირკმლებში, შინაგანი ორგანოების სისხლით მომარაგებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტონუსს და მოტორიკას.

ზრდის მიოკარდიუმის გამტარობას, აგზნებადობას და ავტომატიზმს. ზრდის ჟანგბადზე მიოკარდიუმის მოთხოვნილებას. აინჰიბირებს ანტიგენებით ინდუცირებულ ჰისტამინის და ლეიკოტრიენების გამოთავისუფლებას, ხსნის ბრონქიოლების სპაზმს, ხელს უშლის მათი ლორწოვანი გარსის შეშუპების განვითარებას. კანის, ლორწოვანი გარსების და შინაგანი ორგანოების α-ადრენორეცეპტორებზე ზემოქმედების გზით იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების შეწოვის სიჩქარის შემცირებას, ზრდის ადგილობრივი ანესთეზიის მოქმედების ხანგრძლივობას და ამცირებს მის ტოქსიკურ ზემოქმედებას. β2-ადრენორეცეპტორების სტიმულაციას თან ახლავს უჯრედიდან კალიუმის გამოდინების გაძლიერება, რამაც შეიძლება ჰიპოკალემია გამოიწვიოს. ინტრაკავერნოზული შეყვანისას ამცირებს კავერნოზული სხეულების სისხლით ავსებას.

აფართოებს გუგებს, ხელს უწყობს თვალშიდა სითხის პროდუქციის და თვალშიდა წნევის შემცირებას. იწვევს ჰიპერგლიკემიას (აძლიერებს გლიკოგენოლიზს და გლუკონეოგენეზს) და ზრდის სისხლის პლაზმაში თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების შემცველობას, აუმჯობესებს ქსოვილოვან ცვლას. მცირედ ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აქვს ალერგიის და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

თერაპიული ეფექტი ინტრავენური შეყვანისას პრაქტიკულად მყისიერად ვითარდება (მოქმედების ხანგრძლივობა - 1-2 წთ), კანქვეშ შეყვანისას - 5-10 წთ-ის შემდეგ (მაქსიმალური ეფექტი – 20 წთ-ის შემდეგ), კუნთში შეყვანისას ეფექტის დაწყების დრო ცვალებადია.

ფარმაკოკინეტიკა.

კუნთში ან კანქვეშ შეყვანისას სწრფად შეიწოვება; სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) 3-10 წთ-ის შემდეგ მიიღწევა. გაივლის პლაცენტურ ბარიერს, გადადის დედის რძეში, ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. მეტაბოლიზდება ღვიძლის, თირკმლის, ნაწლავების ლორწოვანი გარსის უჯრედებში, აქსონებში მონოამინოქსიდაზას (ვანილილნუშის მჟავამდე) და კატექოლ-O-მეთილტრასფერაზას (მეტანეფრინამდე) მეშვეობით. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) ინტრავენური შეყვანისას 1-2 წუთს შეადგენს. მეტაბოლიტების ექსკრეცია თირკმლების საშუალებით ხდება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ადრენალინი-ზდოროვიე

(ADRENALIN-ZDOROVYE)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: epinephrine;

1 მლ ხსნარი შეიცავს ადრენალინის ტარტრატს - 1.82 მგ-ს;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), ნატრიუმის ქლორიდი, საინიექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა. საინიექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალებები. არაგლიკოზიდური კარდიოტონული საშუალებები. ადრენერგული და დოფამინერგული პრეპარატები. ათქ კოდი C01C A24

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

კარდიომასტიმულირებელი, სისხლძარღვების შემავიწროებელი, ჰიპერტენზიული, ანტიჰიპოგლიკემიური საშუალება.

პრეპარატი ასტიმულირებს სხვადასხვა ლოკალიზაციის α- და β-ადრენორეცეპტორებს. აქვს გამოხატული მოქმედება შინაგანი ორგანოების გლუვ კუნთებზე, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებზე, ააქტივებს ნახშირწყლოვან და ლიპიდურ ცვლას.

მოქმედების მექანიზმი განპირობებულია უჯრედის მემბრანების შიდა ზედაპირზე ადენილატციკლაზას აქტივაციით, ციკლური ადენოზინმონოფოსფატის (ც-ამფ) და Ca2+ უჯრედშიდა კონცენტრაციის მომატებით. მოქმედების პირველი ფაზა განპირობებულია, პირველ რიგში, სხვადასხვა ორგანოების β-ადრენორეცეპტორების სტიმულაციით და ვლინდება ტაქიკარდიით, გულის წუთმოცულობის, მიოკარდიუმის აგზნებადობის და გამტარობის გაზრდით, არტერიოლების და ბრონქების გაფართოებით, საშვილოსნოს ტონუსის შემცირებით, ღვიძლიდან გლიკოგენის და ცხიმის დეპოებიდან ცხიმოვანი მჟავების მობილიზაციით. მეორე ფაზაში ხდება α-ადრენორეცეპტორების აგზნება, რაც იწვევს მუცლის ღრუს ორგანოების, კანის, ლორწოვანი გარსების (უფრო მცირე ხარისხით – ჩონჩხის კუნთების) სისხლძარღვების შევიწროებას, არტერიული წნევის (ძირითადად – სისტოლურის), სისხლძარღვების საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის მომატებას.

პრეპარატის ეფექტიანობა დამოკიდებულია დოზაზე. ძალიან დაბალი დოზებით, 0,01 მკგ/კგ/წთ-ზე ნაკლები სიჩქარით შეყვანისას შეიძლება შეამციროს არტერიული წნევა ჩონჩხის მუსკულატურის სისხლძარღვების გაფართოების გამო. 0,04-0,1 მკგ/კგ/წთ-ზე სიჩქარით შეყვანის შემთხვევაში ზრდის გულის შეკუმშვათა სიხშირეს და სიძლიერეს, სისხლის სისტოლურ მოცულობას და წუთმოცულობას, ამცირებს სისხლძარღვების საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას; 0.2 მკგ/კგ/წთ-ზე მაღალი სიჩქარის დროს – ავიწროებს სისხლძარღვებს, ზრდის არტერიულ წნევას (ძირითადად – სისტოლურს) და სისხლძარღვების საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას. პრესორულმა ეფექტმა შეიძლება გულის შეკუმშვათა სიხშირის ხანმოკლე რეფლექსური შენელება გამოიწვიოს. ადუნებს ბრონქების გლუვ კუნთებს. 0.3 მკგ/კგ/წთ-ზე მაღალი დოზები ამცირებენ სისხლის მიმოქცევას თირკმლებში, შინაგანი ორგანოების სისხლით მომარაგებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტონუსს და მოტორიკას.

ზრდის მიოკარდიუმის გამტარობას, აგზნებადობას და ავტომატიზმს. ზრდის ჟანგბადზე მიოკარდიუმის მოთხოვნილებას. აინჰიბირებს ანტიგენებით ინდუცირებულ ჰისტამინის და ლეიკოტრიენების გამოთავისუფლებას, ხსნის ბრონქიოლების სპაზმს, ხელს უშლის მათი ლორწოვანი გარსის შეშუპების განვითარებას. კანის, ლორწოვანი გარსების და შინაგანი ორგანოების α-ადრენორეცეპტორებზე ზემოქმედების გზით იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების შეწოვის სიჩქარის შემცირებას, ზრდის ადგილობრივი ანესთეზიის მოქმედების ხანგრძლივობას და ამცირებს მის ტოქსიკურ ზემოქმედებას. β2-ადრენორეცეპტორების სტიმულაციას თან ახლავს უჯრედიდან კალიუმის გამოდინების გაძლიერება, რამაც შეიძლება ჰიპოკალემია გამოიწვიოს. ინტრაკავერნოზული შეყვანისას ამცირებს კავერნოზული სხეულების სისხლით ავსებას.

აფართოებს გუგებს, ხელს უწყობს თვალშიდა სითხის პროდუქციის და თვალშიდა წნევის შემცირებას. იწვევს ჰიპერგლიკემიას (აძლიერებს გლიკოგენოლიზს და გლუკონეოგენეზს) და ზრდის სისხლის პლაზმაში თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების შემცველობას, აუმჯობესებს ქსოვილოვან ცვლას. მცირედ ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აქვს ალერგიის და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

თერაპიული ეფექტი ინტრავენური შეყვანისას პრაქტიკულად მყისიერად ვითარდება (მოქმედების ხანგრძლივობა - 1-2 წთ), კანქვეშ შეყვანისას - 5-10 წთ-ის შემდეგ (მაქსიმალური ეფექტი – 20 წთ-ის შემდეგ), კუნთში შეყვანისას ეფექტის დაწყების დრო ცვალებადია.

ფარმაკოკინეტიკა.

კუნთში ან კანქვეშ შეყვანისას სწრფად შეიწოვება; სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) 3-10 წთ-ის შემდეგ მიიღწევა. გაივლის პლაცენტურ ბარიერს, გადადის დედის რძეში, ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. მეტაბოლიზდება ღვიძლის, თირკმლის, ნაწლავების ლორწოვანი გარსის უჯრედებში, აქსონებში მონოამინოქსიდაზას (ვანილილნუშის მჟავამდე) და კატექოლ-O-მეთილტრასფერაზას (მეტანეფრინამდე) მეშვეობით. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) ინტრავენური შეყვანისას 1-2 წუთს შეადგენს. მეტაბოლიტების ექსკრეცია თირკმლების საშუალებით ხდება.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსიური შოკი, რომელიც სამკურნალო საშუალებების, შრატების გამოყენების, სისხლის გადასხმის, მწერების ნაკბენების ან ალერგენებთან კონტაქტის შედეგად ვითარდება;

ბრონქული ასთმა – შეტევის კუპირება;

სხვადასხვა გენეზის არტერიული ჰიპოტენზია (პოსტჰემორაგიული, ინტოქსიკაციური, ინფექციური);

ჰიპოგლიკემია ინსულინის ჭარბი დოზირების შედეგად;

ასისტოლია, გულის გაჩერება;

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მოქმედების გახანგრძლივება;

მწვავე განვითარების III ხარისხის AV ბლოკადა.

უკუჩვენებები. მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ; ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, მძიმე აორტული სტენოზი, ტაქიარითმია, პარკუჭების ფიბრილაცია, ფეოქრომოციტომა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, შოკი (ანაფილაქსიურის გარდა), ზოგადი ანესთეზია ინჰალაციური საშუალებებით: ფთოროტანით, ციკლოპროპანით, ქლოროფორმით; მშობიარობის II პერიოდი; გამოიყენება ხელების და ფეხების თითებზე, ცხვირის, გენიტალიების უბნებზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები

ადრენალინის ანტაგონისტებია α- და β-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები.

პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია:

ნარკოტიკულ საანალგეზიო საშუალებებთან და საძილე საშუალებებთან – მათი ეფექტების შესუსტება;

საგულე გლიკოზიდებთან, ქინიდინთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, დოფამინთან, საინჰალაციო სანარკოზე საშუალებებთან (ქლოროფორმი, ენფლურანი, ჰალოტანი, იზოფლურანი, მეთოქსიფლურანი), კოკაინთან – არითმიების განვითარების რისკის გაზრდა;

სხვა სიმპათომიმეტურ საშუალებებთან – გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტების გამოხატულების გაძლიერება;

ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან (მათ შორის, დიურეზულ საშუალებებთან) – მათი ეფექტიანობის შემცირება;

მონოამინოქსიდაზას (მაო-ს) ინჰიბიტორებთან (მათ შორის, ფურაზოლიდონი, პროკარბაზინი, სელეგილინი) – არტერიული წნევის უეცარი გამოხატული მომატება, ჰიპერპირეტული კრიზი, თავის ტკივილი, გულის არითმიები, ღებინება;

ნიტრატებთან – მათი თერაპიული მოქმედების შესუსტება;

ფენოქსიბენზამინთან – ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება და ტაქიკარდია;

ფენიტოინთან – არტერიული წნევის უეცარი შემცირება და ბრადიკარდია, რაც დამოკიდებულია ადრენალინის დოზასა და შეყვანის სიჩქარეზე;

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატებთან – მოქმედების ურთიერთგაძლიერება;

ასტემიზოლთან, ციზაპრიდთან, ტერფენადინთან – ეკგ-ზე QT-ინტერვალის გახანგრძლივება;

დიატრიზოატამებთან, იოტალამის ან იოქსაგლის მჟავებთან – ნევროლოგიური ეფექტების გაძლიერება;

ჭვავის რქის ალკალოიდებთან – ვაზოკონსტრიქტორული ეფექტების გაძლიერება გამოხატულ იშემიამდე და განგრენის განვითარებამდე;

ჰიპოგლიკემიურ სამკურნალო საშუალებებთან (ინსულინის ჩათვლით) –ჰიპოგლიკემიური ეფექტის დაქვეითება.

გამოყენების თავისებურებები.

გულის კუნთში შეჰყავთ ასისტოლიის დროს, თუ მისი მოხსნის სხვა საშუალებები ხელმისაწვდომი არ არის, ამასთან არსებობს გულის ტამპონადის და პნევმოთორაქსის განვითარების მომატებული რისკი.

ინფუზიის ჩატარების საჭიროების შემთხვევაში, უნდა გამოიყენოთ საზომი მოწყობილობით აღჭურვილი ხელსაწყო, ინფუზიის სიჩქარის რეგულირების მიზნით. ინფუზია უნდა გაკეთდეს მსხვილ, უმჯობესია ცენტრალურ ვენაში.

ინფუზიის ჩატარებისას, რეკომენდებულია სისხლის შრატში K+-ის კონცენტრაციის, არტერიული წნევის, დიურეზის, ეკგ-ს, ცენტრალური ვენური წნევის, ფილტვის არტერიის წნევის მონიტორინგი.

პრეპარატის გამოყენება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ზრდის გლიკემიას, რის გამოც საჭიროა ინსულინის ან სულფონილშარდოვანას წარმოებულების უფრო მაღალი დოზები.

ადრენალინის ხანგრძლივი გამოყენება არ არის სასურველი, ვინაიდან პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროებამ შეიძლება ნეკროზის ან განგრენის განვითარება გამოიწვიოს.

მკურნალობის შეწყვეტისას ადრენალინის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს, ვინაიდან თერაპიის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება მძიმე ჰიპოტენზია გამოიწვიოს.

სიფრთხილით გამოიყენება პარკუჭოვანი არითმიის, გულის იშემიური დაავადების, წინაგულების ფიბრილაციის, არტერიული ჰიპერტენზიის, ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის, მიოკარდიუმის ინფარქტის (მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა გახსოვდეთ, რომ ადრენალინმა შეიძლება გააძლიეროს იშემია, ჟანგბადზე მიოკარდიუმის მოთხოვნილების გაზრდის ხარჯზე), მეტაბოლური აციდოზის, ჰიპერკაპნიის, ჰიპოქსიის, ჰიპოვოლემიის, თირეოტოქსიკოზის, სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებების (არტერიული ემბოლია, ათეროსკლეროზი, ბიურგერის დაავადება, სიცივით გამოწვეული ტრავმა, დიაბეტური ენდარტერიიტი, რეინოს დაავადება; ვინაიდან არსებობს ნერკოზის და განგრენის განვითარების რისკი, საჭიროა პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მდგომარეობის კონტროლი), ცერებრული ათეროსკლეროზის, პარკინსონის დაავადების, კრუნჩხვითი სინდრომის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის მქონე პაციენტებში.

ჰიპოვოლემიის დროს სიმპათომიმეტური საშუალებების გამოყენებამდე საჭიროა პაციენტების სათანადო ჰიდრატაციის ჩატარება.

ნატრიუმის მეტაბისულფიტმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.

ორსულებში ადრენალინის გამოყენების შესახებ კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.

არ გამოიყენება მშობიარობის დროს ჰიპოტენზიის კორექციისთვის, რადგან სამკურნალო სასუალებამ შეიძლება შეაფერხოს მშობიარობის მეორე პერიოდი საშვილოსნოს კუნთების მოდუნების ხარჯზე. საშვილოსნოს შეკუმშვის შესამცირებლად დიდი დოზების შეყვანამ შეიძლება საშვილოსნოს ხანგრძლივი ატონია გამოიწვიოს, სისხლდენის განვითარებით.

პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს რეაქციების სისწრაფეზე ზემოქმედების უნარი.

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ავტოტრანსპორტის მართვა და სხვა პოტენციურად საშიში ქმედებების განხორციელება, რომლებიც ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს.

გამოყენების წესი და დოზები.

ინიშნება კუნთში, კანქვეშ, ზოგჯერ – ვენაში, გულში (რეანიმაცია გულის გაჩერებისას). კუნთში შეყვანისას მოქმედება უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე კანქვეშ შეყვანისას. დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია.

მოზრდილები.

ანაფილაქსიური შოკი: შეჰყავთ ინტრავენურად, ნელა, 0.5 მლ იხსნება 20 მლ 40%-იანი გლუკოზის ხსნარში. შემდგომში, საჭიროების შემთხვევაში, შეყვანა გრძელდება ინტრავენურად, წვეთოვნად, სიჩქარით 1 მკგ/წთ, რისთვისაც 1 მლ ადრენალინის ხსნარი იხსნება 400 მლ 0,9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ან 5%-იანი გლუკოზის ხსნარში. თუ პაციენტის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, უმჯობესია 0,3-0,5 მლ-ის კუნთში ან კანქვეშ შეყვანა, განზავებული ან განუზავებელი სახით.

ბრონქული ასთმა: კანქვეშ შეჰყავთ 0,3-0,5 მლ, განზავებული ან განუზავებელი სახით. განმეორებითი შეყვანის საჭიროების შემთხვევაში, ამ დოზის შეყვანა შესაძლებელია ყოველ 20 წთ-ში (3-ჯერამდე შეყვანა). დასაშვებია 0,3-0,5 მლ-ის ვენაში შეყვანა, განზავებული სახით.

სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალების სახით შეჰყავთ ინტრავენურად წვეთოვნად სიჩქარით 1 მკგ/წთ (შესაძლებელია სიჩქარის 2-10 მკგ/წთ-მდე გაზრდა).

ასისტოლია: შეჰყავთ გულში 0,5 მლ, განზავებული 10 მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. რეანიმაციული ღონისძიებების დროს – 1 მლ (განზავებული) ინტრავენურად, ნელა, ყოველ 3-5 წთ-ში ერთხელ.

ბავშვები.

ასისტოლია ახალშობილებში: ინტრავენურად შეჰყავთ 10-30 მკგ/კგ სხეულის მასაზე, ყოველს 3-5 წთ-ში, ნელა.

ანაფილაქსიური შოკი: შეჰყავთ კანქვეშ ან კუნთში 10 მკგ/კგ სხეულის მასაზე (მაქსიმალური დოზა – 0,3 მგ-მდე). საჭიროების შემთხვევაში იმეორებენ ყოველ 15 წთ-ში (3-ჯერამდე შეყვანა).

ბრონქოსპაზმი: შეჰყავთ კანქვეშ 10 მკგ/კგ სხეულის მასაზე (მაქსიმალური დოზა – 0,3 მგ-მდე). საჭიროების შემთხვევაში იმეორებენ ყოველ 15 წთ-ში (3-4-ჯერამდე შეყვანა) ან ყოველ 4 სთ-ში.

ბავშვები.

სამკურნალო საშუალება გამოიყენება ბავშვებში. ბავშვებისთვის პრეპარატის დოზირების რეკომენდაციები მოყვანილია ნაწილში „გამოყენების წესი და დოზები“.

ჭარბი დოზირება.

სიმპტომები: არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება, ტაქიარითმია ბრადიკარდიასთან მონაცვლეობით, გულის რიტმის დარღვევა (მათ შორის, წინაგულების და პარკუჭების ფიბრილაცია), შემცივნება და კანის საფარველის სიფერმკრთალე, ღებინება, შიში, მოუსვენრობა, ტრემორი, თავის ტკივილი, მეტაბოლური აციდოზი, მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა (განსაკუთრებით, ხანდაზმულ პაციენტებში), ფილტვების შეშუპება, თირკმლის უკმარისობა, შესაძლებელია ლეტალური გამოსავალი. დიდი დოზებით შეყვანისას (მინიმალური ლეტალური დოზა კანქვეშ შეყვანის შემთხვევაში არის 0,18% ხსნარის 10 მლ) ვითარდება მიდრიაზი, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება, ტაქიკარდია პარკუჭების ფიბრილაციაში შესაძლო გადასვლით.

მკურნალობა: პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა. ადრენალინის დოზის გადაჭარბება შეიძლება მოიხსნას α- და β-ადრენობლოკატორებით, სწრაფად მოქმედი ნიტრატებით. მძიმე გართულებების შემთხვევაში, აუცილებელია კომპლექსური თერაპია. არითმიის დროს ინიშნება β-ადრენობლოკატორების პარენტერალური შეყვანა.

გვერდითი მოვლენები.

გულის მხრივ: სტენოკარდია, ბრადიკარდია ან ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ქოშინი; დიდი დოზების დროს – პარკუჭოვანი არითმიები; იშვიათად – არითმია, ტკივილი გულმკერდის არეში, ეკგ-ს ცვლილებები (მათ შორის, T კბილის ამპლიტუდის შემცირება).

სისხლძარღვების მხრივ: არტერიული წნევის შემცირება ან მომატება (ჩვეულ დოზებში კანქვეშ შეყვანის შემთხვევაშიც, არტერიული წნევის მომატების შედეგად შესაძლებელია სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა და ჰემიპლეგია).

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ტრემორი, თავბრუსხვევა, ნევროზულობა, კუნთების ფასციკულაცია; პარკინსონიზმის მქონე პაციენტებში შესაძლებელია რიგიდობის და ტრემორის გაძლიერება.

ფსიქიკის მხრივ: შფოთვა, ფსიქონევროზული დარღვევები, ფსიქომოტორული აგზნება, დეზორიენტაცია, მეხსიერების დარღვევა, აგრესიული ან პანიკური ქცევა, შიზოფრენიისმაგვარი დარღვევები, პარანოია, ძილის დარღვევა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ანორექსია.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – გაძნელებული ან მტკივნეული შარდვა (წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის დროს).

კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: გამონაყარი კანზე, მულტიფორმული ერითემა.

ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ: ჰიპოკალემია, ჰიპერგლიკემია.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი.

ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი ან წვა კუნთში შეყვანის ადგილას.

სხვა: დაღლილობა, მომატებული ოფლიანობა, თერმორეგულაციის დარღვევა (შემცივნება ან ცხელება), კიდურების გაცივება, ადრენალინის განმეორებითი ინიექციების დროს შესაძლებელია ნეკროზის განვითარება ადრენალინის სისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედების გამო (მათ შორის, ღვიძლის და თირკმლების ნეკროზი).

ვარგისობის ვადა. 2 წელი.

შენახვის პირობები. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა. 1 მლ ამპულებში №10 (10×1) ბლისტერში, რომელიც მოთავსებულია კოლოფში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

მწარმოებელი. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ფარმაცევტული კომპანია „ზდოროვიე“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი მოქმედების განხორციელების ადგილის მისამართი.

უკრაინა, 61013, ხარკოვის ოლქი, ქალაქი ხარკოვი, შევჩენკოს ქუჩა, შენობა № 22.

ბოლო გადახედვის თარიღი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა